შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეოცნებე


9-10-2015, 21:28
ავტორი yummyy
ნანახია 1 915

„მე ვარ მართა აბრამიძე, 21 წლის, ამჟამად ვხოვრობ თბილისში დასთან ერთად, ვარ შინაბერა, როგორც ჩემი დაქალი ნუციკო იტყოდა და შარიანი ნინიკოს თქმით. ნინი და ნუცი ჩემი ბავშვობის დაქალები არიან, სკოლის მერხებიდან ერთად მოვდივართ და სკოლის გარეთაც მთელ დროს ერთად ვატარებდით. ხოდა ბავშვობიდან ხან სამ მუშკეტერს გვეძახდნენ და ხან ჩარლის ანგელოზებს. რაც შეეხება სიყვარულს ან გატაცებას, ეს ორი გრძნობა ჩემთან ახლოსაც არასდროს ყოფილა. გარეგნობით ცუდი ნამდვილად არ მეთქმის, ყავისფერი თმა, ლამაზი ტუჩები და წაბლისფერი თვალები მაქვს. რამდენიმე ბიჭს მოვწონდი მაგრამ ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვერ ვხვდებოდი, ვფიქრობდი რომ მაინც გაიცვითებოდა გრძნობა და 23-24 წლამდე ნამდვილად ვერ გავქაჩავდით ერთად, ამიტომ ყველა საათი რომელსაც მასთან გავატარებდი უაზროდ დაკარგული იქნებოდა, ხოდა ვამჯობინე ეს დრო სწავლაზე და კარიერის აწყობაზე დამეხარჯა. ახლა იფიქრებთ წიგნის ჭიააო, მაგრამ ასეც არაა, გართობისთვის და დაქალებთან ერთად ყოფნისთვის დრო ყოველთვის მქონდა. მოკლედ ჩემი თავი ასე თუ ისე ავღწერე.. პირველად ვაკეთებ დღიურში ჩანაწერებს და მგონი ასე იწყებენ ხოლმე. შევეცდები ხშირად ვწერო.. კარგია როცა ყველა გრძნობას უზიარებ დღიურს.“ - სასწრაფოდ დავხურე ჩემი დღიური და საწოლის ქვეშ გადავუძახე. სარკეში ჩავიხედე და რამდენჯერმე შევათვალიერე სხეული, მერე კმაყოფილმა ტყავის შარვალი, კედები და დიდი ნაქსოვი სვიტერი გადმოვაწყვე. სამზარეულოდან ისეთი გემრიელი სურნელი გამოდიოდა ვერ გავძელი და გავცუნცულდი, 5 წუთში გადავსანსლე ჩემი დაიკოს გემრიელი ალადები და მთელი სახე დავუკოცნე. ნიტამ ბედნიერი სახით გამომხედა და თვალები საყვარლად მოჭუტა, მაშინვე მივხვდი რომ რაღაცის თხოვნა უნდოდა.
-ჰა ნიტა მითხარი რა გინდა
-მაართ ნიკამ მითხრა მარტო მინდა რო სადმე წავიდეთო, სასტავის გარეშეო
-მერე შენ რას აპირებ
-არვიცი, მაგიტო გიყვები რო რამე მირჩიო
-აჰა ესეიგი ისე არ უნდა მომიყვე თუ რჩევა არ გინდა? - ვითომ ნაწყენი სახით გავხედე და ცხვირი ავიბზუე
-ოო კარგი რა ისედაც გიყვები ხოლმე ყველაფერს, ნუ მიბრაზდები მითხარი რა ვქნა რა
-მოკლედ დაო ჩემო გულის ხმას ენდე
-ანუ შევხვდე? - გაბრწყინებული თვალებით გამომხედა. ოჰ მაინც რა გულუბრყვილო დაიკო მყავს, ჩემი ცუცქნა. სულ 5 წლითაა ჩემზე პატარა მაგრამ რაღაც უცნაური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრულ-დედაშვილური. დიდად არც არასდროს გვიკამათია და არც პრობლემები გვქონია. თავიდან მამიდასთან ერთად ვცხოვრობდით მაგრამ რაც მისი ქმარი ცუდად გახდა უკვე 1 წელია მარტო ვართ. ჩემი მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ უკვე 4 წელია.
-რავიცი თუ ასე მალე გადაწყვიტა გულმა.. წადი ბატონო მე არ გიშლი.
-ვაიმეე რაკაიაა წავედი ეხლა მარის დავურეკავ.
-იცოდე 6-ზე სახლში იქნები, მაქსიმუმ 7-ზე და მადლობის ნიშნად გემრიელ ვახშამსაც მომიმზადებ.
-კაი კუუს მაგაზე როგორ გაწყენინებ. აუ ოღონდ გთხოვ რუსთაველამდე გამიყვანე რა
-ვაიმე სულ 2 კვირაა რაც მანქანას ვატარებ და უკვე განძრევა აღარ გინდა ფეხით რაა
-ამ ერთხელ მარტო და ვსო
-ჩავიცვამ და 5 წუთში კართან იყავი შენ მზად - მე ცოტა დამაგვიანდა მარა ნიტა მართლა გამოჭიმული იყო კარში, ჩაცმულ-დახურული და გამზადებული
-როცა გინდა რა პუნქტუალური ხარ ნიტ, ასე მიგეჩქარება ნიკუნასთან?
-ოო ნეტა საერთოდ არ მეთქვა ნიკაზე რაა,- ხო ისე მართლა არ უნდა ეთქვა, მთელი გზა ტვინი ვუბურღე ნიკაზე, ხან ვხუმრობდი, ხან ჭკუას ვარიგებდი.. ნუ მოკლედ ენა არ გამიჩერებია. ნიტა ჩამოვსვი და იქვე სმარტში დავაპარკინგე, ვიფიქრე საჭმელებს ვიყიდი ბარემთქო. საჭმელები კი არა რაც მომეწონა ყველაფერი ვიყიდე და ძლივს მივბობღდი მანქანამდე.
-მართააა როგორ ხარ?
-ლუკა კარგად შენ? - ლუკა ჩემი კურსელია, დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ისეთი საყვარელი ტიპია სულ კარგ ხასიათზე მაყენებს
-მეც კარგად ლამაზო. პარკები მომეცი, ჩაგაწყობინებ
-აუ ამ ბიჭებმა „ლამაზო“ რო არ იცოდეთ რა გეშველებოდათ? - ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი და მთელი ტვირთი გავუწოდე საწყალ ბიჭს
-რავქნა მართა ამდენი ხნის უნახავი რო დაგინახე ორმაგად ლამაზი მომეჩვენე
-უნიში გნახე გუშინ ლუკიტო
-მერე მთელი 24 საათი ცოტაა გოგო? აუ რაარი ეს რა მძიმეა ქვები ჩააწყვე?
-აუ ისე მართლა მძიმეა ძაან და დაგეხმარები მეც, მომეცი
-კაი ღადაობ ტო? ზოგადად მძიმეათქო თორე ამხელა ფილარმონია კაცს რო მიყურებ, კუნთები მაქვს შენხელა - თან ხელები წამოჭიმა
-კაი რადგან ასე გიყვარს ტვირთის ტარება წამომყევი სახლამდე და ამატანინე - ჩემი ჭკუით ვიღადავე მარა ეს ბიჭი ხო ყველაფერს იჯერებს. ისე მართლა მოსიარულე პოზიტივია.
-კაი პროსტა 5 წუთის საქმე მაქვს აქვს, დამელოდე მანქანაში და მალე მოვალ
-კაი, ისე შენ არ ხარ მანქანით?
-არა, ხელოსანთან დავტოვე, რაღაც პატარა ავარია შემემთხვა და
-ვაიმე მართლა? შენ ხო არ დაგემართა რამე? როგორ მოხდა?
-ვაიმეე მართ რა მზრუნველი გოგო ხარ, ცოლად უნდა მოგიყვანო რაა , კაი სარძლო ხარ
-შენ ვინ გამოგყვება ცოლად -ალმაცერად გავხედე და დავეჭყანე. ლუკამაც ვითომ ეწყინა ჩემი ნათქვამი და ჩუმად დამტოვა. 15-20 წუთი ვუცადე და არ მოვიდა, მერე მივწერე, დავურეკე მარა არ მიპასუხა. ცოტა ხანში გადმომირეკა და მითხრა არ დამელოდოო. მეწყინა ასეთი საქციელი, მალოდინა ამდენი ხანი და დამიკიდა. მანქანა დავძარი, თან ლუკაზე ვფიქრობდი, მუსიკას ავუწიე და უცებ წინა მანქანას შევასკდი. ოჰჰ რა დებილი ვარ მაინც რაა, ყველაფერი მე როგორ მემართება!
მანქანიდან მაღალი, შავგრემანი, სიმპატიური ბიჭი გადმოვიდა, 24-25 წლის იქნებოდა, და მისი ასაკისთვის უჩვეულოდ, კლასიკურად იყო გამოწყობილი. მისი მანქანისკენ წავედი და თან გზაში მივაყარე სათქმელი
-აუ ბოდიში რაა, ჩემი ბრალი იყო
-ვიცი რომ შენი ბრალი იყო, სხვა დროს უფრო ფრთხილად ატარე, აიღე ეს ვიზიტკა და ხვალ საღამომდე ამ ანგარიშზე გადმორიცხე მანქანის გაკეთების თანხა, შეგიძლია ჩემს მოადგილეს დაუკავშირდე.
გამომიწოდა პატარა ზომის შავი სავიზიტო ბარათი, დიდი ლამაზი ასოებით ეწერა, ირაკლი კლდიაშვილი და ქვემოთ საკონტაქტო ინფორმაცია
-ბატონო? - რატომღაც არ ველოდი თანხის გადახდას თუ მომთხოვდა
-შენი ბრალია და შენ უნდა გამიკეთო, რა არის გასაკვირი?
-არვიცი, უბრალოდ.. მე.. რამდენი?
-ზუსტად ვერ გეტყვი, შეაფასებენ და გეტყვიან.
თავში ხელი შემოვირტყი. ოჰ რა დებილი ხარ მართა რაა! მეოცნებე და მოაზროვნე, სულ რაღაცაზე ვფიქრობ და მერე ხან რა მემართება და ხან რა.
-კაი შემეცოდე გოგონი და გაპატიებ, სხვა დროს ფრთხილად ატარე ან საერთოდ შეეშვი მანქანის მართვას, არ გამოგდის როგორც ჩანს.
-არავის შეცოდება არ მჭირდება. აუცილებლად გადაგიხდი ზარალისთვის კომპენსაციას
-მოდი არ გვინდა ეხლა თავის გამოდებები და სიამაყე რა, ჩაჯექი მანქანაში და წადი. კაი? -უცებ მითხრა სათქმელი, მანქანაში ჩაჯდა ამაყად და კარი ხმაურიანად მიიხურა. ხეპრე, მაინც ვინ ვგონივარ, რადგან ძვირიან მანქანაზეა შემოსკუპული და მდიდარია, ესეიგი უნდა დამამციროს? - მაინც ვერაფერს გავხდებოდი ამ გათამამებულ მამიკოს ბიჭთან და ჩემი პატარა მანქანისკენ წავედი, მარა აშკარად რაღაც მექაჩებოდა უკან... ხო რა თქმა უნდა! ჩემი ფართხუნა სვიტერი, რომელიც მანქანის კარს გამოედო. ომახიანად დავუკაკუნე ფანჯარაზე, პასუხად ფანჯარა ოდნავ ჩამოწია
-მოწყალებას არ გავცემ და თუ სხვა რაიმეს თქმა გინდა მოგეცი უკვე სავიზიტო ბარათი და ჩემს მოადგილეს დაუკავშირდი -საშინლად მომეშალა ნერვები, ბრაზი მახრჩობდა და ცრემლები მომერია, როგორ შეუძლია იყოს ასეთი უგულო. იმის ღირსადაც არ ჩამთვალა რომ ფანჯარა მაინც ჩამოწიოს ნორმალურად, ამპარტავანი, უგულო ხეპრე
-ტირილი არ გვინდა კაი? - ჩემი აცრემლიანებული თვალები დაინახა, მე კი ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი ჩემ თავზე, არ შეიძლება ნაკლებად ემოციური ვიყო? ისე დამამცირეს რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე ჩემი ცრემლების და აღელვების გამო.
როგორც იქნა იკადრა ვაჟბატონმა და მანქანიდან გადმოვიდა
-რაიყო ცუდად ხარ? - მერე ჩემს სვიტერს მოკრა თვალი, უხეშად გამოაძრო და გარღვეული სვიტერით ჩემი მანქანისკენ მიბიძგა
-ბოდიში სვიტერისთვის, იმედია ძალიან არ გიყვარდა- უცვლელი, არაფრისმთქმელი სახის გამომეტყველებით ჩაჯდა მანქანაში და რამდენიმე წამში თვალს მიეფარა



№1 სტუმარი darina

კომენტარიmiyvars aseti istoriebi

 


№2  offline წევრი cancara

Davicjer da magrad vcemdi shenadgillze marta kaia male dads

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent