შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები


14-07-2015, 14:06
ავტორი BvBArMy
ნანახია 4 520

ფანჯრებს ქარი ასკდება.
ჩემს სულს - სიცარიელე.
ვგრძნობ,
როგორ ვიცლები,
მაგრამ სისხლისგან არა,
უიმედობისგან.
ჩემ ირგვლივ ჰაერი იშვიათდება,
სიცოცხლე მსუბუქდება
და
მე ვარსებობ როგორც არავინ,
სახელად ფსიქოპატი.
ძარღვებში სისხლი მიდუღს და
გულთან გუბდება,
მერე ალბათ შედედდება
და მე ხელებს ფართოდ გავშლი
და ძვლებამდე ვიგრძნობ შენს წასვლას,
აჩქარებულ ნაბიჯებს.
ვდგავარ ოთახში კედელზე შუბლმიყრდნობილი
და
სისხლი ხელისგულებიდან მდის.
ჰაერი ჭერს აეკრო,
ჩემს თვალებზე ვერნათქვამი სიტყვები იწერება,
ყელში უშენობა მიჭერს,
მუხლები მილურჯდება,
ხელები ნესტიანი მიხდება
და
ფიქრები - თვითმკვლელის.
ფანჯრებს ქარი ასკდება
და
ოთახში თვით უდიდებულესობა - მარტოობა - შემოდის,
ისე,
რომ არაფერს მეკითხება,
როგორც ქრისტესთვის არავის უკითხავს,
უნდოდა თუარა ჯვარცმა.


მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები



ახლა ქარია და ოცნებები თოკზე დავკიდე,
ცაზე აეკრო ჩემი გულის ყველა სისხლძარღვი,
ნაზამთრალ ხეებს დავემსგავსე მარტის განთიადს
და
ფეხაკრებით ვიპარები სავსე სახლიდან.
ქუჩაში გავალ,
ქარია და თან წამიყოლებს,
უგზო-უკვალოდ ვეხეტები საღამოს ხუთზე,
თვალებით ვეძებ ადამიანს ხალხმრავლობაში,
რომ იქნებ თავისკვლამდე მომისწროს სულზე.
გარეთ ქარია,
ქუჩაში ვდგივარ უმისამართოდ
და
ასფალტიდან საკუთარ გაწყვეტილ ძარღვებს ვაგროვებ,
საღამოს ექვსზე მივადექი ჩამტვრეულ ფანჯრებს
და ნერვებიდან დუმილს ვიქაჩავ.
მე ჩამოვჯექი ჩემი სულის მარცხნივ კუთხეში
და ცრემლები დამეღვარა გულის შიგნიდან,
ცარიელ მაჯებს ვაკვირდები,
როგორც ნახატებს
და ამის შემდეგ სიკვდილს ვიწყებ სადღაც - შვიდიდან.
მერე გულს გაივლის ქარი ჩრდილოეთის,
ღამის რვა საათზე მხრებთან შეჩერდება,
ვიცი,
გადარჩენა ძვირი ეღირება,
ჰოდა ვამჯობინებ იაფ დამარცხებას.
მარტმა მიმოფანტა ჭადრის ფოთლები და ირგვლივ ყველაფერი ზედვე მიაყოლა,
ვგრძნობ,
რომ დამისუსტდა რწმენა გადარჩენის,
გახდა ცხრა საათი - ჩემი განაჩენის.
მარტის ქარია
და ამერია ყველა ნაბიჯი,
ხელებგაშლილი ვეხუტები დამტვერილ ასფალტს,
საკუთარ თავში ვიმეორებ, რომ : მე დავმარცხდი
და ღამის ათზე ქვაფენილზე ჩემს ტვინს დავახლი.


მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები



წასული გემებიდან ზოგი ბრუნდება,
ზოგი ვერა.
ასე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც - ზოგი წასული ისევ უკან მოიჩქარის,
ზოგი კი მოუხედავად აგრძელებს გზას.



მხოლოდ მარტოობა არის სინამდვილე,
სულის გაყინვა და ტვინის აფეთქება.



ზოგჯერ
მინდა,
რომ
ავდგე
და
ყველაფერი გითხრა,
რა მიჭირს...
რა მილხინს...
რა მაწუხებს...
მაგრამ
სად წავა ის სიტყვები რომელსაც გეტყვი,
შენს გულს დახვრიტავს სეტყვასავით
თუ
წვიმასავით დაასველებს,
მერე აორთქლდება
და
ისევ იმ ადგილს დაუბრუნდება,
საიდანაც გამოუშვეს.
არ ვიცი . . .



-გწამს, რომ ამ ქვეყნის გარდა სხვა კიდევ არსებობს?
-ცხოვრება ისე ცუდადაა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს. . .

მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები


მე არ ვიცი როგორ გრძნობს თავს კაცი,
რომელიც ორ
სართულიან მანქანაში ზის
და მხოლოდ სახლში მსივლის დროს ახებს ტერფებს მიწას,
მაგრამ ვიცი რას ფიქრობს კაცი,
რომელიც დღედაღამ ფეხით დადის უმისამართოდ.
არ ვიცი რა ესიზმრებათ მათ ვისაც კომფორტულ ლოგინში
თბილად სძინავთ ,
მაგრამ მინახავს ბავშვი, რომელიც
მიწისქვეშა გადასასვლელებში ტეხავს ღამეს
იმიტომ, რომ შიმშილი არ აძინებს.
მისი შუბლი პირჯვირსწერისგანაა გადატყავებული
რადგან ხელები უკანკალებს შუბლთან მიტანისას.
წარმოდგენაც არ მაქვს რას განიცდიან
როცა ჯეკპოტს იგებენ ან
მამის ქონებას ფლანგავენ , მაგრამ
ზუსტად ვიცი
რას გრძნობს ღამის სამ საათზე
სიგარეტის სათხოვნელად გამოსული კაცი
ცარიელ ქუჩაში, რომ ვიღაცას მოლანდავს.
არ ვიცი რატომ სხედან შესანიშნავი გოგოები
შესანიშნავ მანქანებში
არაშესანიშნავ კაცებთან ერთად
მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით
მინახავს ისეთებიც,
ხელჩაკიდებულნი
თუნდაც არასწორ გზაზე
სწორი ნაბიჯებით,
სიკვდილამდე მიყვებოდნენ ერთმანეთს.
წარმოდგენაც არ მაქვს
რას განიცდიან დედები
როცა გვაჩენენ,
მაგრამ ვიცი და ვგრძნობ,
როგორ ამტვრევს გული შიგნიდან
როცა იმედებს ვერ ვუმართლებთ..
გინდათ ცრემლებიიი?
გადაშალეთ ხელები მამის და
აბზაც აბზაც წაუკითხეთ ყველა ნაოჭი.
ღრმად ჩაიხედე მის წარბცმულ თვალებში
და მილიონი ნახე გოლგოთა.
უყურე მის დამტვრეულ მაჯებს
და ღმერთი ნახე ჯვარზე გაკრული..
ბევრჯერ მინახავს ცაში აფრენილი ბოინგები
ძირს დანარცხებული,
მაგრამ მინახავს ბავშვობაში გაშვებული
ქაღალდის თვითმფრინავი,
რომელიც დღემდე მიფრინავს და
მიაქვს ცაში ჩვენი ოცნებები და სურვილები.
არ ვიცი და არც ვიცნობ პიარისთვის დაბადებულ,
თმებ გადაწკეპილ, ტაშის
პოეტებს,
მაგრამ ვიცნობთ ცალი თითის ფალანგზე
ჩამოსათვლელ პოეტებს,
რომლებიც წერის დროს ტკივილებთან
სისხლს ურევენ ნაწერებს.
კითხეთ სხვებს და შენზე უკეთ გეტყვიან,
როგორ ცხოვრობ, სად დადიხარ, რა გაცვია...
მაგრამ ისინი ვერასოდეს წაიკითხავენ
ჩვენს თვალებში ტკივილებს შინაარსიანად,
და მე ერთი უბრალოდ მოკვდავი
ამდენ ბრალიან უკვდავებს შორის
ვამბობ, რომ არ ვიცი რას იტყვით თქვენ ჩემზე,
მაგრამ მე ვიცი რას გეტყვით -
ყველა მიყვარხართ, ვისაც სიყვარული შეგიძლიათ!!

მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები

მე მიყვარდა შენი ხელებით აბლანდული ჩემი თმები
და მათში უგზოუკვლოდ დაკარგული შენი თითები.



№1 სტუმარი okay

მეტს ველი :)
რაც იყო კარგი იყო, ერთი განსაკითრებით love
იმედია ცოტა მეტს დადებ love
მადლობები ბევრი შეენ love love

 


№2  offline წევრი BvBArMy

eremar
shesanishnavia! martla dzalian momewona :)

okay
მეტს ველი :)
რაც იყო კარგი იყო, ერთი განსაკითრებით love
იმედია ცოტა მეტს დადებ love
მადლობები ბევრი შეენ love love

მადლობააა <3 განვავრცობ უფრო.
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent