არასწორი გმირი [თავი მე-3]
ამ წამამდე ელს ეს ყველაფერი თამაში ეგონა, თუმცა მოულოდნელად ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღი. ეს თამაში დასასრულს მიუახლოვდა ელმა გაიაზრა, რომ ყველაფერი ტკბილი სიზმარი არ იყო და მის ყველა ქმედებას თუ უმოქმედობას საშინელი შდეგი ექნებოდა, აქამდე გმირის როლს თამაშობდა მაგრამ ახლა მისი გმირის სახელი იმ ბიჭთან ერთად დაიმარახა. გულში ყრუ ტკივილი იგრძნო, მასში გმიირი გამქრალიყო და ერთადერთი რაც დარჩა შეშინებული გოგონა იყო. -გმირი?! ჯანდაბასაც წაუღია თქვენი სამყარო. დაიღრიალა ელმა და იქიდან გამწარებული გაიქცა, თვალებიდან სიმწრის ცრემლები სდიოდა და არანორმალური ხმით იცინოდა, თუმცა ეს სიცილი ბედნიერების გამომხატველი როდი იყო. ელს ვერ გაეგო რას გრძნობდა, ტკიოდა?! წუხდა?! ბრაზობდა?! თითქოს არცერთ მათგანს არ გრძნობდა, ნელ-ნელა გაანალიზა, რომ ერთადერთი რასაც გრძნობდა ეს შიში იყო. შიში რომ ბოლოს ყველა თითს მისკენ გაიშვერდა და უნიათო გმირის სახელს შეარქმევდნენ. ნეტავ რას ფიქრობდა, როცა გმირად ყოფნას დათანხმდა. გარბოდა მაგრამ სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა, როდესაც ცოტა დაწყნარდა ხმა მოესმა. -ელ გაჩერდი დაგვიცადე. უკან ბიჭები მოყვებოდნენ, აქ ელის დასაწყნარებლად და უკან დასაბრუნებლად მოვიდნენ. -აქედან წადით, უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ. -კი მაგრამ შენ ხომ დაგვთანხმდი, ახლა ასე გვტოვებ?! გინდა შუაგზაზე მარტო დაგვტოვო? -შემომხედეთ, მე არ ვარ გმირი რომელსაც ელოდით, მე უბრალო ქურდი ვარ. გმირი ისაა ვისაც ყველას გაადარჩენა შეუძლია, ის ვინც ტკივილის მიუხედავად იცინის, მე არ ვარ გმირი. -ცდები გმირი ისაა ვინც დაცემისას დგება, ვინ თქვა რომ გმირს არ უნდა ტკიოდეს. გმირებიც ტირიან, მაგრამ ისინი შენსავით არ გარბიან . იქნებ მართალი ხარ და შევცდით. ბიჭები გაბრუნდნენ, სამივემ ერთმანეთს ხელი ჩაჭიდეს და უკან მოუხედავად წავიდნენ, ელისთვის ერთხელაც არ შემოუხედავთ. ელი დიდხან იდგა და გაჰყურებდა გზას საითაც ბიჭები წავიდნენ, თუმცა ისინი უკვე აღარც მოჩანდნენ. ქარიანი ამინდი იყო, ელს თმას უჩეჩავდა, იდგა ასე თავდახრილი და ფიქრობდა, ღმერთმა იცის რაზე, ბოლოს სევდიანად ამოიოხრა და ტყისკენ წავიდა. ტყეში საკმაოდ ღრმად შვიდა, გზად მდინარეს წააწყდა და იქვე დაბანაკდა ცეცხლი დაანთო. მალე ჩამობნელდა, ცეცხლის ალზე მისი სახე ისეთი ლამაზი მოჩანდა,წითური თმა შუქზე უნათებდა თითქოს ცეცხლთან ერთად იწოდა, ჭორფლები კი ცაზე ამოსული ვარსკვლავებივით ეყარა სახეზე. ნაღვლიანი თვალები ქონდა, ფიქრებში ძალიან ღრმად იყო ჩაფლობილი, გადაწყვიტა თუ აქედან ვერ წავალ მაშინ აქ განდეგილივით ვიცხოვრენ, გმირობას ეს ერჩივნა. ამ ფიქრებში იყო როდესაც ბუჩქებიდან ხმაური მოესმა,შეეშინდა ფეხზე წამოხტა და ხმალი იშიშვლა, თუმცა მოულოდნელად თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო და წინ გონებადაკარგული დაეცა. მის სხეულთან ვიღაც მაღალი კაცი იდგა ხელში უზარმაზარი კომბალი ეჭირა, გოგოს დასჩერებოდა ბევრი იტრიალა ელის გარშემო ბოლოს ხელი დასტაცა და სადღაც წაათრია. ელმა როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე ფეხზე შეშინებული წამოხტა,უეცარმა წამოდგომამ თავი ისევ აატკივა. -ჯანდაბას მტკივნეულია ელმა გარშემო მიმოიხედა, გამოქვაბულში იყო ცენტრში ცეცხლი ენთო იქაურობა სახლს გავდა, გამოქვაბულს კარიც კი ქონდა. უცბად კაცმა კარი შემოაღო შეშინებული ელი საწოლზე ახტა. -არ მომიახლოვდე. დაიყვირა მან. კაცმა თავი ასწია და ელს თავისი ლამაზი ცისფერი თვალებით შეხედა, მოხუცი კაცი იყო წვერი სულ გაჭაღარავებოდა, ტანად მაღალი და ძლიერი ჩანდა , მაგრამ ცხოვრებისგან ნატანჯი მოხუცის სახე ქონდა. -გთხოვ ჩემი ნუ გეშინია. -ზურგიდან მომეპარე და გამთიშ, მითხარი შენი როგორ არ უნდა შემეშინდეს! -მაპატიე არ მინდოდა შნნთვის რამე დამეშავებინა, მეგონა აქ ჩემ მოსაკლავად გამოგზავნეს. -შენი მოკვლა ვის რა ჯანდაბად უნდა, მოხუცი კაცი ხარ ვის რა პრობლემა უნდა შეუქნა. -ეს სამყარო არავის წყალობს არც მოხუცებს. მოდი ცეცხლთან წვნიანი მოგიმზადე რამე უნდა ჭამო. ელი ცეცხლთან მდგომ სკამზე ჩამოჯდა, მოხუცს ისეთი სასიამოვნო ხმა ქონდა რომ მის მიმართ შიში სადღაც გამქრალიყო. კაცმა წვნიანით სავსე ჯამი და პური მიაწოდა, წვნიანი ისე გემრიელად გამოიყურებოდა რომ ელმა დაუფიქრებლად დაიწყო ჭამა.ჭამისას თავი მაღლა აწია და პირში საჭმელ გამოტენილმა ბლუყუნით წარმოთქვა. -ვინ ხარ მოხუცო რატო გეძებენ? -მე ალბათ ის ვარ ვისაც ყველა ელის. -ჰა... ვერ მივხვდი რას გულისხმობ?! -გსმენია ლეგენდა გმირზე რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა? -აა იმაზე ამბობ არსაიდან რო გამოჩნდა და ყველა გადაარჩინა. -ჰო, მე სწორედ ეგ ვარ. ელმა გაოცებულმა ახედა მოხუცს, კარგახანი ათვალიერებდა, შემდეგ ჩაიცინა და მოხუცს გაძახა. -მოხუცო რეებს ბოდავ, ეგ გმირი იქ დაბრუნდა საიდანაც მოვიდა. -არა გოგონა მე არსად არ დავბრუნებულვარ. ელს ეს სასაცილოდ აღარ ეჩვენა, რა გამოდის თუნდაც გმირი გმხდარიყო სახლში მაინც ვერ დაბრუნდებოდა?! -კი მაგრამ გამოძახებული გმირი თავის მისიას რომ შეასრულებს უკან ხომ უნდა დაბრუნდეს? -კი ეგ მართალია. -და აბა შენ ისევ აქ რატომ ხარ? -იმიტომ რომ მე ჩემი მისია არ შვასრულე ბოლომდე, მე დავმარცხდი. -რას ამბობ, ლეგენდის მიხედვით შენ ყველა გადაარჩინე და გაქრი. -ხალხს უყვარს ლეგენდები, ლეგენდები ზღაპრებივითაა იქ კეთილი ყოველთვის იმარჯვებს, ხალხმა ვერ აიტანა გმირის მარცხი და ამბავი გადააკეთეს, კარგი დასასრული მათში იმედის მარცვალივით იყო. იცი რატომ უყვართ ადამიანებს ზღაპრების შეთხზვა? -რატომ? -რადგან ზღაპრის ბედნიერი დასასრული მათ უკეთესი მომვალის იმედს აძლევს. ხალხი ვერ იტანს დაცემულ გმირებს, ამბავი შეთხზეზ რათა ბავშვებისთვის იმედი ეჩუქათ.ხალხი ბრბოა მათ ავიწყდებათ რომ გმირებიც ადამიანები არიან, ისინი ჩვენგან სასწაულს ითხოვენ და როცა სასწაულს ვერ იღებენ შენკენ თითის შვერას იწყებენ და ხელს გკრავენ.როდესაც დავმარცხდი თავიდან მომიშორეს და მმართველების საჯიჯგნად დამტოვეს, დაავიწყდათ ყველა სიკეთე რაც გავუკეთე, მათთვის ჩემი ერთი მარცხი საკმარისი აღმოჩნდა ჩემ შესაძულებლად. ამ ხალხს უნდა რომ გმირმა დაიცვას, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე თუ გმირს ვინ დაიცავს. ელი ამბავმა შეაშფოთა, მაგრამ გაახსენდა რომ მისი ამბავი სხვანაირი იყო, მას ყავდა სამი ბიჭუნა რომელიც მასზე ზრუნავდა, გაახსენდა მათთან გატარებული ბოლო რამდენიმე დღე, ისინი არასდროს ითხოვდნენ სასწაულს, მათ მხოლოდ იმედის სხივი ჭირდებოდათ, არასდროს უთქვიათ რომ მთელი საქმე ელს უნდა გაეკეთებინა. -ეს ასე არ არის, შეიძლება ხალხი ბრბოა, მაგრამ მათ ჭირდებათ დახმარება, შეიძლება ეს უცხო ხალხი არ მადარდებს მაგრამ იქ არიან ვიღაცები ვისი დცვაც მინდა. შენ დანებდი და გაიქეცი, მეც იგივე გავაკეთე, მაგრამ მორჩა აღარ გავიქცევი. რაც ის ბიჭები დავტოვე ფიქრები არ მასვენებს, მათზე ვდარდობ, სულ მგონია რომ მათაც თავს მოკვეთენ, თუ მათ გადასარჩენად გმირია საჭირო მე გავხდები გმირი, სასწაული უნდათ?! ხოდა მიიღებენ სასწაულს. -შენ მე ნამდვილად არ მგავხარ. -რა თქმა უნდა არ გგავარ, მე შენზე საძაგელი ვარ ჩმგან გმირი არ დადგება, მაგრამ მე არც ვაპირებ ზღაპრის გმირად ქცევას, მე ისე გადავარჩენ როგორც ადამიანი გმირი. - გოგონა უკან დაბრუნება გინდა?! მაშინ მე დაგეხმარები, იმიტომ არა რომ იმ ხალხზე ვდარდებ, ამას შენთვის გავაკეთებ, რადგან არ მინდა მოკვდე. -ჩემ დახმარებას აპირებთ? -კი და უბრალოდ კი არ დაგეხმარები, ყველაფერს გასწავლი რაც ვიცი, გასწავლი როგორ იბრძოლო. ელი არ იყო მებრძოლი და კარგად ხვდებოდა რომ დახმარება ნამდვილად ჭირდებოდა, ამიტომ მოხუც კაცს დათანხმდა. ეს კაცი სასწაული მებრძოლი აღმოჩნდა, ყველა სახის იარაღს იდეალურად იყენებდა, თავისი ასაკი ხელსაც არ უშლიდა. სწორედ აქედან დაიწყო გმირის გაწრთვნის დღეები.ელმა არ იცოდა წინ რა ელოდა, თმცა უკვე ზუსტად იცოდა, რომ უკან აღარ დაიხევდა, ამას იმიტომ არ აკეთებდა რომ სახლში წასულიყო, ამას იმიტომ აკეთებდა რომ მართლა სურდა ამ ბიჭებისთვის უკეთესი მომავალი ეჩუქებინა. მერე რა თუ შეშინდებოდა ან იტირებდა, ეს ცუდი როდი იყო, თნდაც დამარცხებულიყო, გაანა მარცხი დასასრულს ნიშნავს?! არა მარცხი იმას ნიშნავს რომ შგიძლია ფეხზე წამოდგე და ხელმეორედ უკეთესად ცადო, სწორედაც რომ მოგება იყო დასასრული და არა მარცხი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.