შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (22)


30-08-2015, 15:23
ავტორი Keke27
ნანახია 13 620

(22)
საღამო იყო. კორპუსის მაცხოვრებლები ეზოში გამოსულიყვნენ და ქვეყნის საქმეებზე ბჭობდნენ როდესაც ავალიანის მანქანა გაჩრდა, მათ შორი-ახლოს. მალხაზი ფეხზე წამოდგა.
_ეს ჩვენი მეზობელი არაა? - ჰკითხა იქ მყოფთ, უფრო რომ დარწმუნებულიყო ნანახით. ერთხმად დაეთანხმა ყველა.
თორნიკემ თავშეყრილი მეზობლები რომ დაინახა, მათკენ გაემართა. მის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა და ერთგვარი, სიხარულის გამომხატველი ყიჟინა მორთეს,რადგან ქართველი სამხედრო უვნებელი დაუბრუნდა სამშობლოს.
_კი მაგრამ, იქ ხომ 6 თვე უნდა ყოფილიყავი, თუ მეტი? რაღაც ასე მახსოვდა. - ჰკითხა მოგვიანებით მალხაზმა.
_კი ასეა. მაგრამ რეორგანიზაცია მოხდა სამშვიდობო კონტინგეტში და ჩემი ბატალიონი დააბრუნეს უკან,შესაბამისად მეც მომიწია დაბრუნება. - მოახსენა უფროს შენგელიას ღიმილიანი სახით ავალიანმა.
_ო, აგაშენა ღმერთმა! - შესძახეს მეზობლებმა და კიდევ ერთხელ მიულოცეს შინ მშვიდობით დაბრუნება.

_მანანა, თორნიკე დაბრუნდა ავღანეთიდან.
_მშვიდობით ხომ არის?- ჰკითხა ქალმა ქმარს.
_კი, კარგადაა. დროზე ადრე მოგვიწიაო დაბრუნებაო.
_მადლობა უფალს, რომ მშვიდობით არის. მალხაზ!.. ხაჭაპური მაქვს დამცხვარი და კიდევ რაღაცეები გაკეთებული და მიუკითხე.
_კარგი აზრია. - მოუწონა ცოლს იდეა, - გამიმზადე მიდი მაშინ და ჩავუტან.
მანანა აფუსფუსდა.
კარზე ზარი გაისმა.
_ოჰ, სწორედ შენზე ვსაუბრობდით ახლა. - წამოიძახა სიხარული უფროსმა შენგელიამ, როდესაც კარი გააღო და იქ ავალიანი დაინახა.
თორნიკეს დინჯად გაეღიმა.
_ქალბატონი მანანას მოსაკითხად მოვედი.
_მობრძანდით, მობრძანდით. შენტან ვაპირებდი ჩამოსვლას ახლა...
მანანა სამზარეულოდან გამოვიდა.
_კეთილი იყოს შენი დაბრუნება. - უთხრა ავალიანს და გადაკოცნა. თორნიკემ წამობურცული მუცელი რომ დააფიქსირა, გულში სითბო ჩაეღვარა და კმაყოფილს გაეღიმა.
სტუმარი მაგიდასთან მიიწვიეს და სუფრა გააწყვეს.
თორნიკემ იცოდა გვანცა სახლში რომ არ იყო, მაგრამ მაინც მოიკითხა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, ელოდა მის გამოჩენას.
მალხაზი მიუხვდა თითქოს.
_მანანა წასაღები ბარგი მზადაა უკვე? დილით რომ არ ვეძიოთ მერე რაიმე, - უთხრა ცოლს.
_ყველაფერი გავამზადე, შენ არაფერზე ამიღელდე- თქვა ხუმრობით ქალმა.
_ხვალ დილით სოფელში მივდივართ, მარიამობაა, თან გვანცას არ იცის ჩვენი ჩასვლის შესახებ. - გაარკვია მეზობელი შენგელიამ.
_რომ გაიგოს, თავს აგვატკიებს. ფრთხილად იყავით, დედა ასე არ ისუნთქო, ნაბიჯი ასე გადადგი, მოხერხებულად დაჯექი, და საერთოთ, მგზავრობა საშიშია შენთვის.. - იმიტაცია გააკეთა, მანანამ შვილის. ყველას გაეღიმა. ავალიანს გული მოეწურა, უცებ მიხვდა, შეიგრძნო, რომ საშინლად მონატრებოდა შენგელიას ასული.
_დაიცა გადავრეკავ, როგორაა გავიგებ. - თქვა მალხაზმა და მობილური მოიმარჯვა.
ყურმილში გვანცას ხმა გაისმა.
_მამი როგორ ხართ?
_კარგად ვართ, კოცონს ვანტებთ ახლა ჭიშკართან და ცეცხლზე უნდა გადავხტეთ. - ხმა მხიარული ჰქონდა გვნცას.
_ფრთხილად იყავით შვილო.
_ფრთხილად ვართ. გინდოდდა რაიმე მა?
_არა, არაფერი. მოგიკითხეთ ისე.
_დედა ხომ კარგად არის?
_კი კარგადაა.
_წავედი ახლა, პაატა უნდა გადახტეს ცეცხლზე და რა სახე აქვს ნეტა განახა. - იცინოდა შენგელია.
_კარგი და ჭკვიანად იყავით. - შვილს გაღიმებულმა დაემშვიდობა. - რა გიჟები არიან, მაგათი დაჭკვიანება არ იქნება რა. - თქვა მერე.
_რათაო? - გაეცინა მანანას.
_კოცონი დაუნთიათ და ცეცხლზე უნდა გადავხტეთო.
_ა, ჭიაკოკონობა რომ არის მიტომ. - გაახსენდა ქალს.
_ჰო მაგიტო, გამითიშა, პაატა ხტება ახლაო და დასცინოდა რა სახე აქვსო.
თორნიკეს ჟრუანტელი უვლიადა მთელ ტანში გვანცაზე რომ საუბრობდნენ. მისი ნახვის სურვილი, უფრო და უფრო, უმძაფრდებოდა.
_ხვალ რითი მიდიხართ სოფელში? - იკითხა უცებ ავალიანმა.
_მატარებლით წავალთ. უსაფრთხოა და მშვიდათ ვიმგზავრებთ.
_ხვალ საღამოს, სვანეთში ვაპირებ წასვლას და თუ გნებავთ წაგიყვანთ. სამეგრელო უნდა გავიარო მაინც და..
_არა, რას ამბობთ, გზის გამრუდება მოგიწევს ჩვენს გამო.
_არ ვიმრუდებ, ხომ გითხარით, სამეგრელო უნდა გავიარო სანამ სვანეთში მივალ და არანაირად არ შევწუხდები. პირიქით, ძალიან ვისიამოვნებ თქვენთან ერთად მგზავრობით. - უთხრა მტკიცე ტონით თორნიკემ. ეს საუკეთესო შანსი იყო მისთვის გვანცას ნახვის.
შენგელიები ერთხანს ორჭოფობდნენ, მეზობლის შემოთავაზებულ წინადადებაზე, თუმცა, ბოლოს დათანხმდნენ მაინც.
მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, მეორე დღეს თორნიკე სამსახურის საქმეებს მოაგვარებდა და საღამოს ერთად წავიდოდნენ.

• * * *
_ამათ ნახე, რამხელა სუფრა გაუშლიათ. - თქვა მალხაზმა არრთოვანებით და თან თორნიკეს ანიშნა, აქ გააჩერეო. ავალიანს გული საგულეს აღარ ჰქონდა უკვე. მტელი ძალით ჩაჰფრენოდა საჭეს და ცდილობდა ნერვიულობა ასე დაეფარა.
მისი თვალები შენგელიას ასულს ეძებდნენ.

_პაატა, შენც იმას ხედავ, რასაც მე? - ჰკითხა გაპარული ხმით შენგელიამ მეგობარს.
_მგონი კი. - უპასუხა მხიარულად ახალაძემ.
_აქ საიდან? ვაიმე, სხეული გამიშეშდა, ვერ ვიძვრი.
_კარგი დამშვიდდი. მე გავალ.
ახალაძე ჭიშკრისკენ წავიდა.
მანქანიდან მალხაზი და მანანა გადმოვიდა. ავალიანი თავს იკავებდა. თუმცა ერთი სული ჰქონდა გვანცა ახლოდან ენახა.
მალხზმა არ დააყოვნდა და მძღოლი შეიპატიჟა.
_გვანცა, - გაშეშებულ შენგელიას ნუცამ ჩასძახა და მკლავზე უჩქმიტა.
გოგონა მოფხიზლდა. თითქოს გამოერკვა.
_გული გამისკდება ახლა, ნუცა.
_უხერხულია, მიხვდებიან მანანა და მალხაზი. მიდი შეეგებე.
_ნასვამი რომ ვარ, არაუშავს?
_ე, გოგო წადი. - ხელი ჰკრა მეგობარს ნუცამ.
გვანცა მშობლებისკენ წავიდა. მანქანას რომ უახლოვდება, უფრო და უფრო, უძლიერდებოდა გულის ცემა.
მანქანიდან ავალიანიც გადმოვიდა.
წამიერად იგრძნო, რომ გული გაუჩერდა. სუნთქვა შეეკრა. სისხლი გაეყინა. ემოცია გაურკვეველი გაუხდა. გასცინებოდა თუ ატირებოდა ვერ გადაეწყვიტა.
_სიურპრიზი მოგიწყვეთ დედა. - უთხრა მანანამ შვილს და გადაეხვია.
„სიურპრიზი კი არა, ელექტრო შოკია ეს“ , გაიფიქრა შენგელიამ და ავალიანის თვალებს გადააწყდა.
_გამარჯობა. - მიესალმა თორნიკე ახალაძეს და შენგელიას ერთდროულად. პაატამ ხელი ჩამოართვა და მშიდობით დაბრუნება მიულოცა.
_როგორ ხარ? - ჰკითხა გვანცამ და ლოყაზე აკოცა. (გადაკოცნა)
მამაკაცს სისხლი აუდუღდა მისი შეხებისას. მისი სურნელის შეგრძნებისას. როგორ უნდოდა იმ წამს ხელები მაგრად შემოეჭდო გოგონასტვის, გულში ჩაეკრა და ასე ჰყოლოდა კარგა ხანს.
_არამიშავს. შენ როგორ ხარ?
_მეც არამიშავს. ჯერ არ გელოდებოდი. იქ ხომ უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყავი?
_ისე მოხდა, რომ ადრე მოგვიწია დაბრუნება.
_მოკლედ, ბატონო თორნიკე, - საუბარში უფროსი შენგელია ჩაერია, რომელმაც, ეს ესაა, მანქანიდან ბარგი გადმოიღო, და ეზოში შეიტანა, - დღეს ჩვენთან უნდა დარჩე. მარიამობა ერთ საათში დასრულდება, სვანეთამდე კი მეტი დრო გჭირდება, თან გვიანია, დილით მშვიდად დაადგები გზას უფრო. ეგეც რომ არ იყოს, ამხელა პატივი გვეცი და ისე როგორ უნდა გაგიშვათ? უარს არ მივიღებთ, - დასძინა ბოლოს.
_დარჩით ჰო, შემოგვიერთდი სუფრასთან. - უთხრა ახალაძემაც.
გვანცა იმდენად იყო ეიფორიაში ვერაფერს აზროვნებდა. უბრალოდ თვალს ადევნებდა მათ.
მირიანი და ნაზიკოც ჩაერია და თორნიკეს სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა დარჩენილიყო.
მანქანა ეზოში ჩაიყვანა.
მასპინძლები სტუმართან ერთად სუფრას დაუბრუნდნენ.
ავალიანმა ადვილად მიიპყრო ყველას ყურადღება. ახლად მოსულ სტუმარს, ახალაძემ გვანცას გვერდით მიუჩინა ადგილი.
მხიარულება გაგრძელდა.
სასმელი თორნიკესაც შესთავაზეს, მაგრამ მტკიცე უარი განაცხადა დალევაზე.
მალულად აპარებდნენ თვალებს ერთმანეთისკენ.
გული ერთნაირად უცემდათ.
ჭკუიდან შლიდა ორივეს, ასე ახლოს და ამავე დროს შორს ყოფნა ერთმანეთისგან.
გვანცა აკანკალებული ფეხების ჩაცხრობას, მუხლების დაზელვით ცდილობდა.
ავალიანმა ვერ მოითმინა, ხედავდა როგორ ნერვიულობდა შენგელია, ფარულად ხელი მისკენ წაიღო გოგონას ხელი მის მარცხენაში მოიქცია.
ორთავეს ჟრუანტელმა დაუარა ტანში.



№1  offline წევრი p♥♥h ^^

Kai ra cota mozrdili mainccc dagedooo
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline მოდერი ჯია

არ ვიცი რა გითხრა, იმდენად ვგრძნობდი მათ განცდებს ხან შენგელიას ასული მეგონა თავი, ხან ავალიანი wink
ძალიან კარგად წერ და საოცრად მომწონს ეს ისტორია love .. არ მინდა დამთავრდეს sad

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

p♥♥h ^^
Kai ra cota mozrdili mainccc dagedooo


სათქმელად ადვილია wink

ჯია
არ ვიცი რა გითხრა, იმდენად ვგრძნობდი მათ განცდებს ხან შენგელიას ასული მეგონა თავი, ხან ავალიანი wink
ძალიან კარგად წერ და საოცრად მომწონს ეს ისტორია love .. არ მინდა დამთავრდეს sad


მადლობა. მიხარია თუ ეგრე გამომდის და ემოციას ავღძრავ მკითხველში. ბევრს ვმუშაობ მაგაზე.
love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი ბახულა

რააა მაგარიაააა დღეს იქნება კიდეეე თუ უკვე ნამეტანს ვითხოვ winked

 


№5  offline წევრი თამთა.გ

როგორ გამიხარდა ახასლი თავის დანახვა

 


№6  offline წევრი Unnamed

მეპატარავა (((

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra saswaulad magarii iyoo vgijdebii male dade ra da cota didii

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგია, მაგრამ სანამ აზრი გამოვიტანე დამთავრდა პაწუკა. იყო.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ბოლო მომენტზე მაგათ კიარა მე დამიარა ჟრუანტელმა :დდდ ძაან მაგარია ძალიან მიყვარხარ და მიყვარს შენი შემოქმედება <3 წარმატებას გისურვებ <3

 


№10 სტუმარი makako

მომეწონა...დიდი მადლობა კეკე,მე პირადად ყველა გმირის ცხოვრებით ვცხოვრობ,......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent