ბედნიერება გაზიარებით (18)
(18) „არაფერია. დავმშვიდდები. არ ვიტირებ. გამივლის... „ ეს სიტყვები ტრიალებდნენ გვანცას გონებაში. „ასე და აქვე სჯობდა, თორემ მერე უფრო მეტკინებოდა გული. თუმცა ამაზე უფრო რაღა უნდა მტკენოდა. ღმერთო, როგორ მიხაროდა მისი დანახვა, რამხელა ბედნიერებას განვიცდიდი მას რომ მოვკრავდი თვალს. ახლა კი.. რა ხანმოკლე აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არაუშავს, მალევე წავა ერაყში და ორივეს გაგვიადვილდება ერთმანეთის დავიწყება. დრო ყველაფრის მკურნალია...“ ლექციები დასრულდა. ჭეიშილი ისევ აკვირდებოდა ლექტორს და ძალიან კარგად ამჩნევდა მის მდგომარეობას. _ქალბატონო გვანცა.- მოესმა ეძახდნენ. შემობრუნდა. _დიახ, გისმენ დაჩი. _ეს ორი დღეა, ძალიან ცუდათ გამოიყურებით. ვღელავ თქვენზე. - უთხრა თამამად ბიჭმა. _მაპატიე, რომ აგაღელვე და მადლობა ჩემზე რომ ფიქრობ. მართალია, ცოტა შეუძლოდ ვარ, მაგრამ საგანგაშო არაფერია. - სცადა თავაზიანი პასუხი გაეცა სტუდენტისთვის. _ვინმემ გაწყენინათ ხო? - არ ეშვებოდა ჭეიშვილი. შენგელიას გაეღიმა. _შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ შენ ნუ იდარდებ ამაზე. ახლა კი, უნდა წავიდე. - უთხრა და თან შებრუნდა. _თავს ცუდათ ვგრძნობ ასეთს რომ გხედავთ. - დააწია ნათქვამი ლექტორს დაჩიმ. გვანცა შედგა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. რისიც ეშინოდა, რასაც ძალიან ერიდობა, ის მაინც მოხდა. თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა. მერე სტუდენტს მოუბრუნდა. _ასე ნუ განიცდი ჩემს მდგომარეობას. - ისეთი ტონით უთხრა, თითქოს ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა დაჩის ნათქვამი. - კარგად ვიქნები. _მპირდებით? - ხმა სევდიანი გაუხდა ბიჭს. _გპირდები. - მისცა პირობა შენგელიამ და სწრაფად განაგრძო სვლა. ჭეიშვილი მანამ იდგა და გასცქეროდა ლექტორს, სანამ თვალს არ მიეფარა. * * * აშლილი ნერვების და გახშირებული სუნთქვის დაოკებას ამაოდ ცდილობდა ავალიანი. მითვის ემოციების და გრძნობების მოთოკვა, მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი რთული, როდესაც სამიზნეში ადამიანი ჰყავდა ამოყვანილი და საცაა სიცოცხლეს გამოასალმებდა. ახლა თავს ვერ ცნობდა. „ეს რა დღეში ჩამაგდე, სენგელიას ასულო“ იმეორებდა თავისთვის და დრო და დრო გამეტებით დაჰკრავდა საჭეს ხელებს. მიხვდა, რომ ცუდათ იყო, თან ძალიან ცუდათ. მანქანა გზიდან გადააყენა და გიჟივით გადმოვიდა. თითქოს ეს ესაა წყლიდან ამოყვინთაო და ხარბათ დაუწყო ჰაერს შესუნთქვა. ორივე ხელი კეფაზე წაიშინა და ერთ ხანს ასე იდგა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და ისევ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. _ვინ არის?.. - გაისმა შეშინებული ქალის ხმა კარს იქით, ბრახუნის შემდეგ. _მე ვარ, გააღე. - გასცა საკმაოდ უხეშად პასუხი ავალიანმა ქერას. ქეთიმ კარი გააღო. _შემოდი.. - უთხრა გაკვირვებით. _სახლის გასაღები დამიბრუნე და ძალიან გთხოვ, ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე მეტად. - ბრძანება და ერთგავრი მუდარა გაურია ხმაში თორნიკემ. ქერა გაშრა. გახევდა. არ მოელოდა. - ვერ გაიგე რა გითხარი? კაცის ხმამ გამოარკვია. _ ახლავე... - ამოილუღლუღა და თვალები აუწყლიანდა. • * * * რამოდენიმე დღემ ისე ჩაიარა, გვანცა სახლში არ მისულა. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ მანანა და მალხაზი სოფელში იყვნენ. მერე ისევ დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს, თუმცა ყველანაირად ცდილობდა თორნიკეს სადმე არ გადაყროდა. ფანჯარას არ ეკარებოდა, არ უნდოდა მისი მანქანისთვის მოეკრა თვალი. მეორე სართულისკენ ახედვა აუკრძალა თავს. ავალიანის ერაყში გაფრენის დღეც ახლოვდებოდა. სამსახურში ორ დღიანი შვებულება აიღო და სვანეთში წავიდა. მამის და დის სანახავად. მათ უნდა დამშვიდობებოდა. ალბეგმა გულში ჩაიკრა შვილი. ნენეს თვალებზე ცრემლი მოსდგომოდა და ტუჩებით ჩუმად ლოცვას ბუტბუტებდა. ღმერთს ავედრებდა ძმის თავს და მშვიდობით დაბრუნებას სთხოვდა. თორნიკემ კედელზე დაკიდებულ დედის სურათს გახედა, საიდანაც მშობლიური ღიმილით უცქერდა დედა. მისი ყოველი გამგზავრება, ერაყში იყო ეს თუ ავღანეთში, ახლობლებისთვის რთული იყო და ცრემლების გარეშე არასოდეს ჩაუვლია. წამოსვლის წინ ყველას მიეფერა, ეზოს თვალი მოავლო და მალე დაგიბრუნდებითო, დაუბარა იმ მყოფებს ღიმილით. თბილისში რომ დაბრუნდა ბარგის ჩალაგებას მოჰყვა. ერთი სამხედრო ტიპის ზურგჩანთისგან შედგებოდა მისი ბარგი. სახლს თვალი მოავლო. ერთი ამოიოხრა და აივანზე გავიდა სიგარეტით ხელში. შუა ღამე იყო უკვე. კორპუსებში შუქი ციცინათელებით გაფანტულიყვნენ და აქა იქ ანათებდნენ. ფანჯრებში შუქის დანახვამ, შენგელიას ნათქვამი გაახსენა. „_მერე... მერე შენ მიდიხარ, ღმერთმა უწყის როდის დაბრუნდები და როდის აინთება სინათლე მეორე სართულზე, ავალიანის ბინაში, როდის ვეტყვი საკუთარ თავს, აჰ სახლშია, მოსულა... თავს დაცულად ვიგძნობ და გული სიხარულით აივსება... მერე, ეს ყველაფერი სასჯელია ჩემთვის... მაგრამ ყველა სასჯელს ავიტან, ოღონდ შენს ფანჯრებში შუქი ენთოს..“ _როგორ ძალიან გატკინე გული, ჩემო პატარა. - ჩაილაპარა ნაღვლინად და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა. უცებ ერთმა აზრმმა გაუელვა. სახე გაუნათდა, წასვლა დააპირა, მაგრამ შედგა. შეყოყმანდა. ბოლოს, მაინც გადაწყვიტა, რომ წასულიყო. მანქანის გასაღები აიღო და კარი გაიხურა. მეორე სართულზე თიტქმის სირბილით ჩავიდა. კარზე აქოშინებულმა დააკაკუნა. პასუხი შეყოვნდა. ისევ გაიმეორა კაკუნი. _ვინ არის? - გაისმა გვანცას ხმა კარებთან. _გვანცა გამიღე კარი. შენგელიას მამაკაცის ხმის გაგონებამ ძალა წაართვა. გული აუჩქარა. მუხლები მოეკვეთა და მთელმა სხეულმა კანკალი უწყო. _ჩვენ ხომ დავასრულეთ საუბარი? - იკითხა მოჩვენებითი მტკიცე ხმით გოგონამ. _კი დავასრულეთ, მაგრამ ახლა... მხოლოდ ერთხელ, ბოლოჯერ მომეცი საშუალება, რომ გნახო და დაგელაპარაკო. ბოლოჯერ.. ხვალ მივდივარ. - ხმაში მუდარა ჩადო კაცმა. გვანცამ კარი გააღო. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. სუნთქვა ორივეს შეჰკროდათ. საკუთარი გულის ხმა ესმოდათ და ერთმანეთს ვერაფრის თქმას უბედავდნენ. _ერთი სათხოვარი მაქვს. - დაარღვია სიჩუმე ავალიანმა. - უნდა გამომყვე. _სად? - გაიოცა შენგელიამ. _არაფერი მკითხო, უბრალოდ გამომყევი. - უთხრა, ხელი ჩასჭიდა და სახლიდან გამოიყვანა. _დაიცა ჩუსტებით ვარ, ასე სად მიგყავარ?.. _არაუშავს. - უკან მოუხედავად უთხრა ავალიანმა და კიბეები სირბილით ჩაატარა. - დაჯექი. - მაქანის კარი გაუღო. - ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება, ამის შემდეგ აღარ დაგელაპარაკები, მითუმეტეს ჩვენს თემაზე და საერთოდ აღარ დაგენახვები. შენგელია განცვიფრებული შესცქეროდა თორნიკეს. ვერ გაეგო, რა ჰქონდა ჩაფიქრებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.