ბედნიერება გაზიარებით (25)
თორნიკეს უკვე ელოდნენ და ჭიშკარი ღიად დაუხვდათ. ალბეგი და ნენე კიბეზე ჩამომჯდარიყნენ და მომლოდინე თვალებით იმზირებოდნენ. ბავშვებიც იქვე თამაშობდნენ. _ვინ სტუმრები მომყავსო, რა თქვა? - ჰკითხა შვილს, კაცმა. _თბილისელი მეგობრები არაიანო, მამა. _ნენე, იქნებ მოიხელთო ცალკე, შენი ძმა სალაპარაკოდ და ოჯახის შექმნაზე უთხარი რამე. - უთხრა შეწუხებული ხმით მოხუცმა. _მამა, ხომ იცი, არ უყვარს თორნიკეს მსგავსი საუბრები. მეჩხუბოს გინდა? _არ უყვარს და იყოს ისე. დაბერდა უკვე. როდისღა უნდა მოეკიდოს ოჯახს? - გაბრაზდა კაცი. _მოეკიდება მამა, მოეკიდება ნუ დარდობ. მისი ამბავი ხომ იცი, არ გამოჩნდა ალბათ არავინ ისეთი, ვისზეც სერიოზულად იფიქრებს. _როდის მოეკიდება, როდის, მე რომ მოვკვდები? სიცოცხლეშივე მინდა გავიხარო მისით, არ გამოჩნდა და მე მოვუძებნი. _რას მოუძებნი, გადაირიოს გინდა? - შეშფოთდა ნენე. _გადაირიოს მერე, - მოხუცი შეუვალი გახდა, - ეგერ, ზაური რომ არის ონიანი, მაგას ჰყავს ნამეტანი კარგი დისშვილი, ექიმი გოგოა, შეხედულია... _მამა, გაჩერდი გეხვეწები, თორნიკესთან არ წამოგცდეს ეგ... _ზაურს უკვე ველაპარაკე, ველაპარაკე რა, მივახვედრე, რომ მომეწონა მისი დისშვილი სარძლოდ. _არ მჯერა, - შეიცხადა ნენემ, - მამა რა გჭირს, თითქოს არ იცნობდე შენს შვილს. _რა ვნქა აბა შვილო, თვითონ არაფერს ფიქრობს და.. - იმართლა მოხუცმა თავი. ნენემ ამოიხორა. ოჰ, მამა, მამა.. ჩაილაპარაკა თითქმის ჩურჩულით. • * * * შენგელია მანქანის ღია ფანჯრიდან ათვალიერებდა სვანეთს. ნანახით აღფრთოვანებული იყო. გულში მადლობელიც კი იყო თორნიკესი, რომ ამ სილამაზის ნახვას აზიარა. _აი, მოვედით. - თქვა თორნიკემ და მანქანა ეზოში შეიყვანა. გვანცას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ის ახლა ავალიანის სახლში იყო. იმ სახლში სადაც თორნიკე გაიზარდა. უნდა გაეცნო მისი მამა და და. ნუცას მაგრად ჩასჭდა ხელი, თითქოს ასე მღელვარებას ჩაიხშობდა. თორნიკე გვანცას მოუბრუნდა, სიყვარულით მოავლო მზერა და უთხრა: _გადმოდი, ნუ ღელავ. შენგელიას კიდევ უფრო გააჟრჟოლა და გაფითრდა. მერე ძალა მოიკრიბა და მანქანიდან გადავიდა. ალბეგი და ნენე მონატრებულ და მშვიდობით დაბრუნებულ თორნიკეს იკრავდნენ გულში. სტუმრები ერთად დადგნენ. არე-მარეს მოავლეს თავლი. თორნიკეს კარ-მიდამო მეტად ლამაზი იყო. ორ სართულიანი თეთრი სახლი იდგა ეზოს შუა გულში. სახლის პირველი სართულის წინა მხარე შუშაბანდიანი იყო, გვერდით კი ფართე აივანი ჰქონდა. პირველ სართულზე ასასვლელად ოთხიოდე კიბის საფეხური უნდა აგევლო. მეორე სართული ღია ცისფრად იყო შეღებილი. გვერდით მასაც ფართე აივანი ერტყა. სახლს, აივნების მხრიდან რამოდენიმე ხის ჩრდილი ჩრდილავდა, რომლებიც ჯარის კაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ. ეზოში კოინდარი იწონებდა თავს. ღობის გაყოლებაზე კი ნაირფერი ყვავილები აყვავებულიყვნენ. ღობეც და ჭიშკარიც თეთრი ფერისა იყო. ჭიშკრიდან კიბის საფეხურებამდე ნაცრისფერი ქვაფენილი იყო დაგებული. სახლის უკან კი, ვეებერთელა მწვანე მთები აღმართულიყვნენ და მედიდურად დაჰყურებდნენ არე-მარეს. ყველაფერს მშრომელი და წესრიგის მოყვარულის ხელი ეტყობოდა. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, იმდენად მოეწონათ ავალიანის საცხოვრებელი. ერთმანეთს კმაყოფილი თვალებით გადახედეს. _მამა, ნენე, გაიცანით, ჩემი მეგობრები. - თორნიკემ სტუმრებისკენ გაიშვირა ხელი. ალბეგმა მოსულებს თბილი მზერა მოავლო, მერე მათკენ გაიწია. თბილად მიესალმა ყველას, მამა-შვილურად. უცნაური შეგრძნება დაეუფლა მოხუცს, როდესაც შენგელიას დააკვირდა. თითქოს სადღაც ენახოს ეს გოგონა. თვალები მოჭუტა, გონება დაძაბა და თავს აიძულა გახსენებოდა, რატომ ეცნობოდა ეს გოგონა. ნენემ სტუმრები შინ შეიპატიჟა. _დაბრძანდით, ახლავე სუფრას გავშლი, ნამგზავრი ხართ და მოშიებული იქნებით. - უთხრა მათ, მხიარული, ცქრიალა ხმით. _მეცნობით მე თქვენ, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ საიდან. - მიმართა შენგელიას ალბეგმა, როდესაც დივანზე დასხდნენ. ყველას გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, მათ შორის თორნიკესაც. _მე? - უხერხულად გაეღიმა გვანცას. _დიახ, თქევნ. ეს ლამაზი პირი-სახე მეცნობა... - დაიჟინა მოხუცმა. _ალბათ ვინმე მიამგვანე. - ჩაერია საუბარში ავალიანი. _ალბათ მივამგვანე. - თითქოს გულის წყვეტით თქვა ალბეგმა. ნუცამ გვანცას გადახედა და თვალებით რაღაც ანიშნა. გვანცამაც შეუმჩნევლად აუწურა მხრები. მერე კი ოთახს მოავლო მზერა. დიდი იყო ეს ოთახი, დარბაზივით დიდი. კედლები ღია ნაცრისფერი იყო. იატაკი კრემისფერი პრიალა ფილებით იყო მოპირკეთებული. ოთახის შუაგულში გრძელი, მუქი ფერის, მოჩუქურთმებული მაგიდა იდგა, რომელსაც ამავე ფერის და სტილის თორმეტი სკამი ჰქონდა ირგვლის შემოწყობილი. მაგიდის ქვემოთ კი ფართე ხალიჩა იყო დაგებული. გვნაცამ მზერა კედლებზე გადაიტანა. მის მოპირდაპირე კედელზე ახალგაზრდა ქალის შავთეთრი გადიდებული ფოტო ეკიდა. „აჰ, ესაა თორნიკეს დედა. - გაიფიქრა გოგონამ და უფრო დააკვირდა სურათს, - როგორ ჰგავს“ - აღმოხდა მერე, გონებაში. ისევ მოჰყვა თვალიერებას ოთახისას.სურათის დაბლა ფარდაგგადაფარებული ტახტი იდგა. ტახტის გვერდით კი ე.წ. საკარცხულისთვის მიეჩინათ ადგილი (სვანურ სახლში გაუყოფელი ოჯახების ერთად ცხოვრება ითვლებოდა ოჯახის სიამაყედ. ოჯახს მართავდა უფროსი, ეგრედ წოდებული "მახვში", რომლსაც უმეტეს წილად ასაკის და გონიერების მიხედვით ირჩევდნენ, თუმცა არ იყო გამორიცხული სხვას ეტვირთა ეს საქმე. მახვშისათვის განკუთვნილი იყო სპეციალური სკამი - "საკარცხული" რომელზე დაჯდომის უფლება ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა). ერთ კუთხეში ბუხარი იწონებდა თავს, რომელიც რიყის ქვებით იყო მოპირკეთებული. ბუხრის წინ ორი სავარძელი იდგა. მოპირდაპირე მხარეს, ფანჯრებს შორის ადგილი ვეებერთელა, მოჩუქურთმებულ მინებიან კარადას დაეკავებინა. ბოლოს იმ სამეულს მოავლო თვალი სადაც თვითონ ისხდნენ. _ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. - თქვა გვანცამ და მამა-შვილს შეხედა. ავალიანმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. _ყველაფერი თორნიკეს დამსახურებაა, - უთხრა მოხუცმა და შილს ამაყი მზერით გადახედა. _აი უკვე მზად მაქვს ყველაფერი. - ოთახში ცქრილა ხმით ნენე შემოიჭრა. „რა საყვარელი გოგოა“ გაიფიქრა შენგელიამ და ღიმილი მოეფინა სახეზე. _გინდა, დაგეხმარებით. - სურვილი გამოთვა გვანცამ. _არა, არ შეწუხდეთ. _არ ვწუხდებით. - უთხრა და ნუცასთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა. სამზარეულოც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ყველაფერი გემოვნებიანად იყო გაკეთებული, დაწყებული ავეჯით და დამთავრებული ფარდებით. _თორნიკემ რომ დამირეკა წუხელ და მითხრა სტუმრები მომყავსო, მაშინვე ჩავაცვი ბავშვებს და წამოვედი აქ. - თქვა ღიმილით ნენემ. _თქვენ აქ არ ცხოვრობთ? - გაიკვირვა გვანცამ. _არა, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მამაჩემი ცხოვრობს. მეც აქვე ვარ, შორს არ გვთხოვილვარ, - ისევ იღიმოდა ნენე თან ხელსაქმობდა. - ჩემი ქმარი მოვა საცაა. _ამდენი რამე თქვენ გააკეთეთ? - იკითხა გაკვირვებით ნუცამ და მაგიდას მოავლო თვალი. _უფრო მეტი მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ დამათენდა თავზე და... - გაიცინა ავალიანის დამ. გოგონებიც აყვნენ. _ძალიან დიდი ბოდიში, ასე ძალიან შეგაწუხეთ. - დამნაშავის ხმით თქვა შენგელიამ. _რას ჰქვია შემაწუხეთ, კი არა, უსაშველოდ ბედნიერი ვარ, ჩემი ძმა უვნებელი დაბრუნდა, თან თავისი მეგობრები მოიყვანა სახლში სტუმრად... - ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა ნენემ. შენგელიას გაეღიმა. _ეს გავიტანო უკვე ჰო? - იკითხა ნუცამ და თეფშებს მოკიდა ხელი. _კი გაიტანე, თუ არ შეწუხდები. ნუცამ თეფშები გაიტანა. _მე რა მევალება? - ღიმილით იკითხა გვანცამ. _შენ.. უი, მაპატიე, შენობით მოგმართეთ... _რა თქმა უნდა, ეგრეც უნდა მომმართოდ. _კარგი. შენ პური და მარილი გაიტანე. შენგელია პურიანი თეფშებით გავიდა. თორნიკეს მისი დანახვისას კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. გვნაცამ თითქოს ვერ შენიშნა ეს და მზერა აარიდა. სახლში ნენეს ქმარი - ბესო შემოვიდა. სტუმრებს მიესალმა და გაეცნო. ცოტა ხანში, მაგიდა გაწყობილი იყო და მადიანად შეექცეოდნენ საჭმელს. სუფრის ალაგებაშიც დაეხმარნენ ნენეს, მერე კი აივანზე დასხდნენ. სასიამოვნოდ გრილოდა. _რა საოცარი ჰაერია. - თქვა ახალაძემ. _აქ ყოფნა არც მოსწყიდება ალბათ არასდროს ადამიანს. - დაამატა ნუცამ. გვნაცა ჩუმად იყო და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გასქეროდა. _შენ რა იტყვი, მოგეწონა სვანეთი? - ჰკითხა თორნიკემ. _კი, როგორ არა. ძალიან ლამაზია ყველაფერი. - უპასუხა გოგონამ და მთვალი გაუსწორა. ავალიანს გაეღიმა. „ნუ იღიმი, ნუ ხარ ასე საყვარელი, გთხოვ“. ემუდარებოდა გონებაში შენგელია მამაკაცს. _თორნიკე ბიძია, აუ გაშეშობანა გვეთამაშე რა, და მგელი შენ იყავი. - აივანზე სირბილით შემოიჭრნენ ნენეს შვილები. _გაშეშობანა? - იკითხა ავალიანმა ღიმილით. - და იქ მგელი რომ არ არის? _მერე შენ იყავი, - წამოიძახეს ბავშვებმა მხიარულად. _კარგი, ვითამაშოთ, ოღონდ, სტუმრებიც შემოგვიერთდეს... - სვანმა მზერა გვანცასკენ გააპარა. _რატომაც არა? - თქვა ახალაძემ და წამოდგა. ნუცამაც მიბაძა. _მე სირბილის თავი არ მაქვს, თქვენ ითამაშეთ. - უთხრა შენგელიამ მათ. _აუ, წამოდი რა ვითამაშოთ, - ბავშვები გვანცას მიცვიდნენ უცებ. გოგონა უხერხეულში ჩავარდა, იძულებული იყო რომ ამდგარიყო და ეთამაშა მათთან ერთად. _ბესო, ნენე წამოდი! - გასძახა ავალიანმა დას და სიძეს. ყველანი ეზოში შეიკრიბნენ. მხიარულება მოსდებოდათ მთელ მათ არსებას. თამაში გაჩაღდა. მგლის ამპლუაში თორნიკე იყო. მგლის პირველი მსხვერპლი კი გვანცა გახდა. მთელი ძალით გარბოდა შენგელია, მაგრამ აბა, სად გაექცეოდა? მამაკაცმა ხელში სწვდა გოგონას და თავისკენ მიიზიდა. გვანცა, ზურგით ავალიანის გულ-მკერდს აეკრა. ორივეს სისხლი გაეყინათ ძარღვებში. ისედაც აჩქარებული გული, კიდევ უფრო აუჩქარდათ. როგორ მონატრებოდათ ერთმანეთი თურმე. _არც ეცადო, რომ გამექცე. ბოლოს მაინც ჩემი იქნები. - უთხრა ავალიანმა გოგონას. მუქარა და გაფრთხილება ჟღერდა მამაკაცის ნათქვამში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.