შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (29)


18-09-2015, 21:28
ავტორი Keke27
ნანახია 13 532

29
ნუცას მისდა დაუკითხავად მიენაბა თვალები. ახალაძეს გუნებაში გაეღიმა, გათამამდა და გოგონა უფრო ახლოს მიიზიდა.
კარზე კი კაკუნი ისევ გრძელდებოდა.
_რას აკეთებ? - უცებ გამოერკვა ნუცა და ბიჭს გულზე ორივე ხელი ჰკრა.
_გკოცნი! - გაკვირვებით უპასუხა პაატამ და გაიღიმა.
_ვინ მოგცა ამის უფლება მერე? - ხმა აუთრთოლდა გოგონას.
ახალაძე დააბნია მისი ხმის ჟღერადობამ. კეფა მოიქექა, სახე დამანჭა და ქვემოდან ამოიხედა დამნაშავესავით.
_მაპატიე, თავი ვერ შევიკავე... - მოუბოდიშა გაპარული ხმით.
ნუცა საწოლიდან ადგა, ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლები მუშტებით მოიწმინდა და კარებისკენ წავიდა. პაატა უცებ წამოხტა, წინ გადაუდგა და მთელი ძალით მოჰხვია ხელები ატირებულ გოგონას, რომელსაც, ეს ესაა, პირველი კოცნა მოჰპარეს...
_გამიშვი! - კისრის ძარღვები დასჭიმოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, ყელში მარწუხებს უჭერდნენ და საცაა დაიხრჩვებოდა.
_არა, ასე ვერ გაგიშვებ. ნუც, მაპატიე გთხოვ, - ემუდარებოდა ბიჭი. - ნუ ტირი, გთხოვ!
_გამიშვი! - დამარცვლით გაუმეორა გოგონამ ისევ და გაიბრძოლა, რომ თავი გაენთავისუფლებინა ახალაძის მკლავებიდან.
_ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი საყვარელი... თავი ვერ შევიკავე, რომ არ მეკოცნა მოვკვდებოდი ალბათ, - საკუთარ ხმას ვერ ცნობდა პაატა. ნუცამ ბიჭს თვალებში შეხედა. ცრემლით სავსე მზერის ანარეკლზე, ახალაძემ საკუთარი თავი დაინახა. სუნთქვა შეეკრა, მიხვდა რომ ახლა უნდა ეთქვა, - შემიყვარდი!... გესმის? შემიყვარდი!
ნუცას თვალებში გაოცებამ გაიელვა. სახე მოექუფრა და თავი ოდნავ უკან გასწია.
_გიკვირს ხო? - ჩაეცინა ბიჭს.
_მერე, მეგრელი რომ ვარ, - იკითხა გოგონამ ცინიკური ტონით.
_მერე, მეგრელი რომ ხარ, მიტომ ვდგევარ ახლა „პლავკით“ აქ, და გიხსნი სიყვარულს, - გაბრაზდა უცებ ახალაძე. - აბა, ნორმალური გოგო, ჩაცმა-დახურვას მაცლიდა, ყვავილს მაყიდვინებდა, გამოპრანჭვის უფლებას მომცემდა, რომ თავი წარმომეჩინა.
_ჰოდა, კეთილი ინებე, ახლა ხელი გამიშვი და ნორმალური გოგოს საძიებლად წადი, - გაცხარდა ნუცა და ისევ გაიბრძოლა თავის დასახსნელად.
_ნუცა, ნუცა, მოიცა, მოიცა...
_რა გინდა.
_შენ ვერ გაიგე რა გითხარი?
_რა მითხარი?
_ის, რომ შემიყვარდი.
_მერე, მე რა გავაკეთო?
_შენ, შენ რას გრძნობ?
_არაფერს. - უნიჭოდ იცრუა გოგონამ.
_სულ არაფერს?
_არა!
_დარწმუნებული ხარ? - არ ეშვებოდა ბიჭი, თან ეღიმებოდა, რადგან ნუცა მზერას არიდებდა.
_პაატა შემეშვი და გამიშვი.
_თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ.
გოგონამ მზერა გაუსწორა ახალაძეს, რამოდენიმე წამი უყურა, მის თვალებში ემოცია არ იყო.
_ეგრე არა. სხვა რამეზე ნუ ფიქრობ, ჩემზე იფიქრე და ისე მითხარი, რას გრძნობ? - დაარიგა ბიჭმა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა გოგონა. იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მათი სუნთქვა ერთმანეთის სახეს ელამუნებოდა. ნუცა წამოწითლდა. გული უფრო აუჩქარდა.
_ნუ მაწვალებ, გამიშვი გთხოვ! - შეევედრა მერე პაატას.
_პასუხს ველოდები და გიშვებ, - უთხრა არეული ხმით ბიჭმა. გოგონას ასეთი სიახლოვე სისხლს უდუღებდა ახალაძეს, მისი წითელი და სავსე ტუჩები საამბოროდ იხმობდნენ და ძნელად უჭირდა თავის შეკავება. - მითხარი! - წარმოსთქვა მერე ჩურჩულით.
ნუცა ვერაფრის თქმას ახერხებდა უკვე. სათქმელი გაფანტვოდა. გაბრძოლების ძალაც გამოლეოდა. თითქოს უცებ დაიღალა, მოეშვა, მოდუნდა და ძალა წაერთვა. დაღლილი თვალებით ახედა ბიჭს, მერე ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, შუბლი ტუჩებზე მიადო და ხელები ფრთხილად მოხვია ზურგზე. ახალაძეს ჟრუანტელმა დაუარა. ეს საქციელი ნუცასგან დასტურის ნიშნად მიიღო და სიხარულმა იმძლავრა მასში. ათრთოლებული მკლავები დაუსვა გოგონას ზურგს, თან რაც შეეძლო, მთელი ძალით გულზე იკრავდა მას.
_ჩემი კუდიანი გოგო, - უთხრა ღიმილით მერე და შუბლზე აკოცა გავარვარებული ტუჩებით. ნუცასაც გაეღიმა.
_მა სი მიორქ... – (მიყვარხარ) თქვა ძლივს გასაგონად გოგონამ და ოდნავ ძლიერად მანაც მოუჭირა ხელი გვერდებზე პაატას.
_და ჩემს ენაზე რომ მითხრა ეგ არა? - გაეცინა ახალაძეს.
_გაიგე რაც ვთქვი? - გაკვირვება გამოეხატა ნუცას სახეზე, თან შერცხვა.
_მა რა ვქენი, - ისევ იცინოდა ბიჭი.
_ჰოდა თუ გაიგე, არაა საჭირო შენს ენაზე რომ მოისმინო, - წამოენთო ნუცა მისებურად და ახალაძეს მოშორდა, - გააღე ახლა კარი, თორემ გვანცა გადაირევა.
_ჩავიცვამ, დაიცა... - პაატამ უცებ ამოიცვა შორტი და ასევე სწრაფად გადაიცვა მაისური, ნუცას ანიშნა, რომ კარი გაეღო, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმას მოჰყვა.
ნუცამ კარი გააღო და უცებ, ეგონა გული გაუჩერდა მოულოდნელობისგან. კარში შენგელია და ავალიანი იდგნენ, წარბებშეყრილი და ინტერესიანი მზერით. გვანცას დოინჯი შემოერტყა და ისე იდგა, ავალინს კი გულზე გადაეჯვარედინებინა ხელები...

• * * *

მის გამახვილებულ სმენას არ გამოპარვია, გვანცას ოთახის კარის ხმა. შემდეგ პაატას ოტახში შესვლა და რამოდენიმე წუთში დაწყებული გაუჩერებელი, ფრთხილი დაკაკუნება. საათს დახედა, ჯერ საკმაოდ ადრე იყო. „ასე ადრე რატომ ადგა?“ გაიფიქრა კაცმა და პლედი გადაიძრო. საწოლიდან წამოდგა, გაიზმორა და ჩაცმა დაიწყო. „ან, ეძინა კი, საერთოდ?“ კითხვები არ არ ანებებდნენ თავს. ოთახიდან გავიდა, ხელ-პირი არც დაუბანია, გეზი იქეთ აიღო საიდანაც კაკუნის ხმა ისმოდა. კართან გვანცა რომ დაინახა, გაეღიმა.
_ხო მშვიდობაა, შენგელიას ასულო, ამ დილა უთენია? - ჰკითხა დაბალ ხმაზე, თან მიუახლოვდა. შენგელია არ ელოდა, მამაკაცის ხმამ უცებ დააფრთხო და შეშინებული აეკრა კარს.
_როგორ შემაშინე, გული კინაღამ გამისკდა. - თქვა ცოტა ხნის შემდეგ, თითქმის ჩურჩულით.
_რატო, რა ხდება? - ასევე ჩურჩულით თქვა ავალიანმაც და ირგვლივ მიმოიხედა.
_არაფერი, არა.. პაატას გაღვიძებას ვცდილობ და..
_კი, მაგრამ წეღან ხომ იყავი მის ოთახში? - გაიოცა კაცმა.
_შენ საიდან იცი? დამინახე? - არა ნაკლებ გაოცდა გოგო.
_არა, გავიგონე. რა ხდება? - ისეთი ხმით ჰკითხა თორნიკემ, დამალვას აზრი არ ჰქონდა.
_ნუცამ პაატა გააბრაზა და...
_და შენ გამოგიშვა, ის კი დასაჯელად დაიტოვა ხო? - დაასრულა ავალიანმა და გაიცინა.
_სწორედ, - გაეცინა გვანცასაც.
_რაღაც ხდება მათ შორის არა?
_მგონი.
_მოკლედ ყველას დაადგა საშველი ჩვენს გარდა, რაა... - თქვა კაცმა და კედელს მიეყრდნო. გვანცას ფერი ეცვალა, სახეზე დაბნეულმა ელფერმა დაჰკრა.
_თავიდან არ დაიწყო ახლა, - მუდარა გაურია ხმაში შენგელიამ და შებრუნდა, რომ კარებზე დაკაკუნებინა.
_არაფერს არ ვიწყებ თავიდან, იქედან ვაგრძელებ, სადაც გავჩერდით. - მიუგო მტკიცედ თორნიკემ და გვერდით დაუდგა.
_მგონი კარებს აღებენ, - წამოიძახა უცებ გვანცამ და გაბრაზებულის მიმიკა აიკრა სახეზე.

• * * *

დიდი გულისწყვეტით დაემშვიდობნენ მასპინძლები სტუმრებს.
თბილად ჩაიკრეს ძმა და შვილი გულში და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს.
მანქანის სალონში ქართული სიმღერის ხმა ისმოდა. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა. გვანცას თავი ფანჯრის მინაზე მიედო და კინო-კადრივით ჩქარა მორბენალ სილუეტებზე ცდილობდა თვალის გადევნებას. ძილი ერეოდა. მთელი ღამის უძინარს ახლაღა უწია ძილმა.
ის იყო თვალები მიელულა, უცებ მისი საყვარელი სიმღერა დაიწყო. იმდენად უყვარდა ეს სიმრერა, შეეძლო, დასრულებამდე სუნთქვა შეკრულს ესმინა. ახლაც ასე იყო, სუნთქვა შეეკრა და სმენად იქცა. მომღერლის ხმას ავალიანის ხმაც აჰყვა.
_“დრო დროზე ჩქარა მიქროდა, - ამყევი პაატა, - გადასძახა თორნიკემ ახალაძეს ღიმილით.
_მისამღერზე აგყვები, - გაეცინა პაატას და ხმა სამღერად მოამზადა.
_დრო არაფერზე ფიქრობდა, - მღეროდა ავალიანი. გვანცა გასწორდა. სახეზე ღიმილი მოეფინა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
_ფიქრი რათ უნდა დროს?
დროს როცა უნდა თოვს.
სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.
დრო დროზე ჩქარა მიქრის,
დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრის,
ერთად თუ არ ვართ დღეს
ხვალ შენც გაქრები და მეც.
სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო. - ისე ხმაშეწყობით მღეროდნენ ბიჭები, სუნტქვა მართლა დაავიწყდათ ნუცას და გვანცას.
_ვიღაცისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ეს სიმღერა ვგონებ! - თქვა ავალიანმა, რომდასრულდა სიმღერა და სარკიდან გვანცას გახედა. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა....




№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ეს რა იყო ასეთი პატარა და ციცქნა თავი... არ მეყო არა... ისე კი ძაან მაგარი იყო ავალიანის სიტყვები ...ყველას ეშველა ჩვენს გარდა... და პაატამაც რა ჩაატარა... მოკლედ სასწრაფოდ და უეჭველი ველოდები შემდეგ თავს...

 


№2  offline წევრი milangirl

აუ ძალიან მომწონს ეს ისტორია. მალე შეარიგე რა ავალიანი და შენგელიას ასული და ასე ნუ აგვიანებ. ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი avto

Dzalian patara tavi iyo mugamshi ro shevedi mashin morchaa :(

 


№4  offline წევრი marisa

რა სულ პირველი კოცნები და მოპარვები თითქმის სულ, უფ.. მთლა ხელიდან წასული ბოვში ვარ :დ მინდა შენგელია და ავალიანი ერთად. აღარ მოვიდა დრო, რომ ცოტა დაახლოვდნენ?! იმედია, დიდხანს "სიამაყეს" არ აპირებს და "ეშველებათ"

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra kargi iyo magram pataaraa :(( male dadee raa

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან პატარა თავებია და თან ძალიან აგვიანებ.

 


№7  offline წევრი tam28

Amdeni dge ar dade, arc araferi gvitxari, exla kide ese patara tavi da isic naxevari simgeris teqstit. ........

 


№8 სტუმარი lizazu

ყოველდღე მაინც დადე რა, რამდენი დღე გვალოდინებ და რაღაც ციცქნა თAვს დებ რა არის, შენს მკითხველზეც იფიქრე და მალე შეარიგე თორე ძაან გაიწელა ამათი შერიგება. ცოტა რომანტიკა გვინდა wink ძალიან მიყვარს შენი ისტორიები feel

 


№9 სტუმარი ცირა

აუუ დადეე რაა,,დენი ხანი რას გვალოდინეებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent