შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (21)


28-08-2015, 19:03
ავტორი Keke27
ნანახია 14 298

(21)
თვალები ცრემლით აევსო. გაახსენდა სახლში გვიან დაბრუნდა ერთ დღეს და აქამდე შეუმჩნეველი რამ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია. ავალიანი ფანჯარაში შუქი ანათებდა. თავიდან ეგონა, რომ სახლშიაო, მაგრამ მათი საუბარი გაახსენდა შემდგომ და ერთდროულად, სიხარული და გულის წყვეტა იგრძნო.
_მე, რატომღაც მჯერა თორნიკესი. - თქვა პაატამ.
შენგელიამ გაკვირვებით გახედა. სახეზე ეწერა კითხვა: „რა?“
ახალაძეს ჩაეცინა.
_კარგი, ხო არ გამიგიჟდე. - უთხრა მერე მეგობარს, - ისა და, ბავშვები როგორ არიან? - შეცვალა საუბრის თემა.
_ბავშვები კარგად არიან. სპონსორი გამოუჩნდათ და ივნისის ბოლოს დასასვენებლად მიდიან სურამში. - ხმა მხიარული გაუხდა გვანცას.
_ვააა, რა მაგარიაა. - გაეხარდა ახალაძეს გულწრფელად.
_ხო, რომ ვიცი, ისინი კარგად იქნებიან, უფრო მშვიდად ვიქნები მეც...

კარგა ხანს საუბრობდნენ, მერე მიჩუმდნენ. გვანცას ჩაეძინა კიდეც.
სამტრედიაში შედიოდნენ რომ გაეღვიძა.
ნეტარებით გაიზმორა. „რამდენი მძინებია“ - ო თქვა და მეგობარს გაუღიმა.
_ვაიმე, როგორ მომენატრა აქაურობა. ჩემი გულის ცემა არ იცვლება, ყოველი აქ ჩამოსვლისას. აი ამ გზას რომ დავადგებოდით გული გამალებით მიცემდა. ახლაც ასე ვარ, როგორც ბავშვობაში. ბებიების და დაბუების ნახვის სურვილი მიმძაფრთებოდა, და სული მელეოდა, როდის დავინახავდი მათ. იქ მეზობლები, სოფლის გზები.. ვაიმე, ვაიმე, უფრო სწრაფად წადი რა გეხვეწები, ვეღარ ვითმენ უკვე. - ბავშვივით ტიკტიკებდა შენგელია.
_მეც გადმომედო შენი ემოცია, ხომ იცი შენ?! - გაეცინა ახალაძეს და სიჩქარეს უმატა.
რამოდენიმე წუთიც და უკვე სამეგრელოში იყვნენ. მანქანა ჭიშკართან გაჩერდა.
გვანცა მაშინვე გადმოხტა მანქანიდან და ეზოში შეირბინა.
მოხუცები სახლის უკან ეზოში, ხის ჩრდილში ისხდნენ. შვილიშვილის დანახვისას ფეხზე წამოიშალნენ ბედნიერი სახეებით.
_უი ბებია შენ გენაცვალე. - შესძახა ნაზიკომ და უმცროსი შენგელია გულში ჩაიკრა.
_მოვიდა ჩემი გულის და ეზო-კარის გამამხიარულებელი. ჩემი მერცხალი მოფრინდა. - ახლა მირიან ბაბუა იკრავდა გულში პირველ შვილიშვილს.
_როგორ მომენატრეთ. - სიხარულით ავსილიყო გვანცა. - ბაბუ, მეგობარი მახლავს, მანქანითაა და ჭიშკარი გააღე რა, მე ბომბორას დავაბამ, თორემ ძაღლების ეშინია იმას. - თქვა სიცილით მერე.
_კი, ბაბუა, ახლავე. - დაფაცურდა მირიანი და მაშინვე ჭიშკრისკენ გაემართა. გვანცა კი ბომბორას დასაბმელად წავიდა.
ბომბორა იმხელა იყო ტანად, დაყეფებამდე, მისი დანახვა შეგაშინებდა ადამიანს. ძაღლს გაეთამაშა და ჯაჭვი შეაბა კისერზე.
მანქანა ეზოში შემოიყვანეს. ნელ-ნელა ბარგიც გადმოცალეს.
მალევე ნუცაც მოვიდა. ისეთი წრიპინი ასტეხეს გოგოებმა ერთმანეთის დანახვისას, სიხარულით გამოწვეული, ახალაძემ ხელები ყურებზე მიიფარა.
ნუცას მისი დანახვისას სახე შეეფერკლა და მოსულს მორცხვად მიესალმა.
მისდა უნებურად პაატასაც იგივე განცდა ჰქონდა.
_როგორა ხარ? - ჰკითხა მეგრული კილოთი ნუცამ. გვანცასგან იცოდა, რომ ახალაძეს მეგრელი გოგოები არ მოსწონდა.
გვანცა მიუხვდა მეგობარს ოინს და მალულად გაიცინა.
_კარგად ვარ. მადლობა. თავად?
_მეც კარგად ვარ. - გულზე ეკალივით ესობოდა ნუცას აქცენტი ახალაძეს.
_აბა, დღეს რას ვშვებით? წავიდეთ მდგინარეზე? - საუბარში გვანცა ჩაერია.
_მდინარეზე მეგრულად ლაპარაკობენ? -შეღონებით იკითხა პაატამ.
_აბა რას შვებიან კაცო?! - გასცა ნუცამ პასუხი და თავი ძლის შეიკავა რომ არ გასცინებოდა.
_აუ ჩემი... - ჩაილაპარაკა თავისთვის ბიჭმა.
გოგოებმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს.
_კარგი, ვჭამოთ საჭმელი და წავიდეთ. - თქვა გვანცამ. - ბე, რა გაქვს საჭმელი?
_ბებია, შემწვარი ქათამი მაქვს ახალ ტყემალში ჩაწყობილი და ღომსაც ჩავზილავ უცებ. -აფუსფუსდა ნაზიკო.
_აუ, აუ რა მაგარია. სანერწყვე ჯირკვალი ამეწვა უკვე. - თქვა გვანცამ. - წამოდით უკან, ეზოში ჰამაკია და უფრო გრილა იქ. თან ნარდი ვითამაშოთ, სანამ საჭმელი გამზადდება.
ყველანი ჰამაკისკენ წავიდნენ.

• * * *
რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ობიექტი მიზანში ამოიყვანა. ტყვია საფეთქელს უნდა მოხვედროდა. სასხლეტს თითი გამოკრა. იარაღი უხმოდ გავარდა. ობიექტი უსულოდ დაენარცხა მიწაზე. მონადირე სამალავ პუნქტს შეუმჩნევლად გაეცალა.
ბაზაზე დაბრუნდა. თავი ისე ეჭირა, თითქოს რამოდენიმე ხნის წინ, ადამიანი კი არა, ჩიტი მოეკლა.
იბანავა, ივახშმა და შემდეგ კომპიუტერს მიუჯდა. “სკაიპით“ დასთან დარეკა.
საუბარი რომ დაასრულა, სოციალურ ქსელში გვანცა შენგელია მოძებნა. ერთხანს მის სურათებს უყურა. ყველაზე მეტად ერთი ფოტო მოეწონა, გვანცა გულიანად იცინის სურათზე, თმა გაშლოდა და თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა. სურათზე ბავშვური გვანცა იყო აღბეჭდილი, ასე ძალიან რომ უყვარდა ავალიანს.
„შენგელიას ასულო“ , წარმოსთქვა ჩურჩულით და ჩაიცინა.

• * * *
ნაზიკომ ღომი ჩაზილა. ისეთი ოხშივარი ასდიოდა პაატას საცაა გული წაუვიდოდა.
მხიარულად შეექცნენ საჭმელს. შემდეგ მაგიდა აალაგეს და მდინარეზე წავიდნენ.
გვანცასთვის შვება იყო იქ ყოფნა. საერთოდ, თბილისიდან შორს ყოფნა.
_მე ჩემი აღჭურვილობით წამოვედი. - თქვა სიცილით შენგელიამ და, საცურაო ქუდი და წყლის სათვალე ამოიღო ჩანთიდან. ნუცას და პაატასაც გაეცინა.
მთელი გზა, რაც დრო დასჭირდა მდინარეზე მისვლას, ნუცას ხმა არ გაუჩუმებია. სულ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. თან მეგრული აქცენტით, ახალაძეს გულზე რომ მოხვედროდა. პაატა, დრო და დრო, სარკიდან აპარებდა თვალს მისკენ და ფიქრობდა: „ღმერთო გაჩუმდეს ეს გოგო“ . მაგრამ ნუცა, აბა როგორ გაჩუმდებოდა, მას ხომ ახალაძის ნერვების მწყობრიდან გამოყვანა, ჰქონდა დაგეგმილი.
_ნუცი, შენ არ ჩამოდიხარ? - გამოსძახა შენგელიამ მეგობარს. გვანცა უკვე წყალში შესულიყო.
_არააა. - უპასუხა ნუცამ და ბალახზე დაჯდა. ჩამავალი მზე სახეს და ხვეულ თმას ისე უნათებდა, გეგონებოდა ბრწყინავსო. პაატას არ გამორჩენია ეს. წამით მზერა მიეყინა გოგონაზე.
_რატო არ ჩადიხარ? - ჰკითხა ახალაძემ და მაისური გადაიძრო.
_ცურვა არ ვიცი და მეშინია. - გასცა პასუხი ბიჭს და მზერა მოარიდა.
_რისი გეშინია, მეგრელი არ ხარ? - გაეცინა ბიჭს და წყლისკენ წავიდა.
_დეგენერატი!. - ჩაილაპარაკა სიბრაზით ნუცამ და თვალი გააყოლა ახალძეს.

• * * *
დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდა. თვეს, თვე ცვლიდა.
თითქოს, ნელ-ნელა, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა ჩვენი გმირების ცხოვრებაში.
მანანას მუცელი დაეტყო. მასში უფრო მეტად გაღვივდა დედური ინსტიქტი და რომ ჩაუფიქრდებოდა, სინდისი ქეჯნიდა, არასასურველ ორსულობად რომ ჩათვალა თავიდან ეს ბავშვი.
პაატა, ორ კვირაში ერთხელ, ჩადიოდა გვანცასთან, სამეგრელოში. საკუთარ თავში აღმოაჩინა, რომ ნუცაზე ფიქრობდა. უფრო მეტი, ენატრებოდა კიდეც.
შენგელია და ავალიანი? ისინი, დროებით შერიგებოდნენ ბედს. დროებით არ უღრმავდებოდნენ დაშორების ტკივილზე ფიქრს.
ხშირად ათვალიერებდა გვანცას ფოტოებს და თითქმის ყველაფერი იცოდა მასზე, თუ როგორ ერთობოდა სოფელში ყოფნისას.
ზაფხული იწურებოდა.
გვანცას კი ავალიანზე არაფერი გაეგო მთელი ამ ხნის განმავლობაში. გულში ყოველთვის იმეორებდა ამ სიტყვებს: „ღმერთო, მშვიდობით დააბრუნე“.
იხსენებდა (თუმცა ხშირად არა) ავალიანის ღიმილს, გამოხედვას, კოცნას, მოქუფრულ სახეს, ხმას... იმ განცდებს, რაც მისი დანახვისას ემართებოდა. ტანში გააჟრჟოლებდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა. ტკივილიანი, მონატრებით სავსე და ამავე დროს, ბედნიერი ღიმილი. გულის სიღრმეში შენგელია მადლობელი იყო თორნიკესი, რომ ეს გრძნობა განაცდევინა.

_აბა, მე რაში მოგეხმაროთ? - ჰკითხა პაატამ სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოებს.
_რავიცი... აი ხახვი გაგვიფურცქნე. ძალიან დაგვეხმარები. - უთხრა ნუცამ და ჯამზე მოთავსებული ხახვის გორა დაუდგა მაგიდაზე.
_აუ ხახვი ტო? მეტი ვერაფერი გაიმეტეთ ჩემთვის? - აწუწუნდა ახალაძე.
_თუ მოხმარება გინდა მოგვეხმარე, თუ არადა, წადი წამოწექი ჩრდილში. - გაკაპასდა ნუცა.
_ნახე, ნახე რა მეგრელია. - გაეცინა ბიჭს და დანა მოიმარჯვა ხელში.
საღამოს მარიამობისთვის სუფრას აკეთებდნენ და სოფლის ახალგაზრდობას უნდა მოელხინა. სამზადისი კი გვანცასთან მიმდინარეობდა.
_გვანცა, სადაა შენი წყლის სათვალე? - ჰკითხა პაატამ.
_რად გინდა? - გაიოცა შენგელიამ.
_მჭირდება. მომიტანე რა. - გვანცა,გავიდა და სათვალე მოუტანა. პაატამ თვალებზე გაიკეთა ხახვის გაფურცქვნას შეუდგა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და ისტერიკული სიცილი აუვარდათ. - არა, ბიჭოს?! ამას ავატირებინებდი თავს. - თქვა გამარჯვებულის ხმით ახალაძემ და მასაც გაეცინა.

საღამოს ეზოში გაშალეს სუფრა. ბევრმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ცეკვავდნენ, სვამდნენ და ყველა მხიარულობდა.
ნუცა და პაატა გვერდიგვერდ ისხდნენ.
ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც ჩამოსულ სტუმრებს მიეკუთვნებოდა, ნუცას სასმელით სავსე ჭიქა მიაწოდა.
_აი, სილამაზის სადღეგრძელო მინდა დავლიო, შენი თამადობით. - უთხრა და ჭიქა ხელში მიაწოდა. ბიჭი კარგად შეზარხოშებულიყო.
ნუცა დაიმორცხვა და უხერხულად შეიშმუშნა.
_მე არ ვსვამ. - უთხრა მერე მორიდებით.
_მომიჭახუნე მაინც, - არ ეშვებოდა სტუმარი.
_ვერ გაიგე? გოგოს აწუხებ.. - გამოსცრა კბილებში ახალაძემ და ფეხზე წამოდგა თვალების ბრიალით.
ნუცამ დამფრთხალი თვალით ახედა პაატას.
_“იზვინი ბრატ“ , - თქვა ბიჭმა და თავის დაკვრით დაიხა უკან.
_რა იყო ეს? - ჰკითხა ნუცამ, როდესაც ახალაძე დაჯდა.
_შენ ენა არ გაქვს? მე რომ მეწუნკლები, იმას რატო არ წაწუნკლე? - მოუბრუნდა გააფთრებული სახით ბიჭი გოგონას.
_რას აშავებდა კი მაგრამ? - ნერვებზე თამაში გადაწყვიტა ნუცამ.
_რა სთქვი?
_რაც გაიგონე.
_და შენ მოგეწონა ის ტიპი რომ გეჩალიჩებოდა? - თვალები კაკლის ოდენა გაუხდა პაატას.
_რას შვებოდა? - ვითომ ვერ გაიგო მისი ნათქვამი გოგონამ.
_ვახ, ჩემი... - ამოიგმინა ბიჭმა და ზურგი აქცია ნუცას გაბრაზებულმა.
გოგონას ჩუმი სიცილით გაეცინა.
გულში სითბო ჩაეღვარა. პაატას ხელმკლავი გამოსდო და მისკენ მოაბრუნა. ბიჭმა გაოცებით ჯერ ნუცას ხელს დახედა შემდეგ თვალებში მიაჩერდა.
_კარგი ბიჭი ხარ შენ. მადლობა. - უთხრა გოგონამ და ბეჭზე დაადო თავი გაღიმებული სახით.
ახალაძე გაშრა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მერე თავი გვერდით გადაწია ოდნავ და ნუცას გაფუებულ, ხუჭუჭა თმას ლოყით მიეფერა.

მხიარულება გრძელდებოდა.
უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო. ჭიშკარი მანქანის ფარებმა გაანათეს. ყველას მზერა იქითკენ იქნა მიმართული. შენგელია ფეხზე წამოდგა რეტდასხმული. მანქანა ავალიანის იყო.



№1  offline მოდერი ჯია

ააააა, რა დროს გაწყვიტეეეე.... ვაიმე გავგიჟდები მომდევნო თავამდე wassat

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

ეხლა მე დამესხმება რეტიიი ამაგამვე თუ არ დადებბბბ ახალ თავსსსსსსსსსსს
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

დღეს და ხვალ ვერ დავდებ. მaპატიეთ. შვილები ჩამომდის საქართველოდან ხვალ დილით და შესაბამიდად ვერ მოვიცლი წერისთვის.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი Unnamed

რააა.. ჰაა ავალიანიო??? ვაიმეეეე დაბრუნდაა?? ჰუჰ... რა მაგარია❤♥

 


№5  offline წევრი თამთა.გ

ღმერთო შენ გამაძლებინე ორი დღე... :))) როგორ დავიზაფრე... :\

 


№6  offline წევრი Queen

აუჰჰჰ ახლააა ორ დღესს ვინნ გაძლებსსს..:):):((

 


№7  offline წევრი mani156

ბოლო წინადადებაზე ჟრუანტელმა დამიარა :დდ აქამდე ვერ დავწერე და ეხლა დავწერ.. ძააან გამიხარდა კეკე რომ დაბრუნდიი love შენს თითოეულ მოთხრობაზე ვგიჯდები love ახალლ თავვსს ველოდებიი wink

 


№8  offline წევრი iro

უსაყვარლლესი ისტორია.

 


№9  offline მოდერი ლილიანა

მიყვარს ეს ისტორია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10 სტუმარი mumu

ase gvian gvian rato debt

 


№11  offline წევრი joan madu

იმედია ცუდი ამბავი არ მოვიდაა :( უკვე ცუდად ვაარ

 


№12  offline წევრი Psycopath13

intrigani xar shen!
kargi da msuye tavi iyo.. velodebi shemdeg tavs da dzaan ar daagviano raa..

 


№13  offline წევრი S.likuna

magariaaaaa!!

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე კეკე რა პატარა იყო და თან ვერ დავდებო ცოდოები ვართ რასიცოცხლისთვის შენი ისტორიის გაგრძელება გვჭირდება .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent