შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (34)


30-09-2015, 18:40
ავტორი Keke27
ნანახია 16 586

_რა არის ეს? სად არის ჩემი ტანსაცმელი? - იკივლა გვანცამ და საწოლზე წამოხტა, - რატო მაცვია შენი მაისური? - მერე საწოლიდან ჩამოხტა, საკუთარ თავს მოჰკრა კედელზე ჩამოკიდებულ გრძელ სარკეში თვალი და კივილს უმატა, - ეს რა არის? შენი ტრუსი მაცვია?
შეშლილის თვალებით შეხედა კაცს შენგელიას ასულმა, წამით შეებრალა თორნიკეს გოგონა, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლიდა.
_დამშვიდდი, კარგი... - უთხრა თბილი ხმით კაცმა და მისკენ გაიწია, რომ ხელი მოეხვია.
_დავმშვიდდე? როგორ დავმშვიდდე არ მახსოვს რა მოხდა წუხელ, ვიღვიძებ ვიღაც კაცის საწოლში და საოცარ აღმოჩენას ვაკეთებ, ტანზე მისი ტრუსი და მაისური მაცვია და მეუბნები დამშვიდდიო, - კისრის ძარღვები მაჯის სიმსხო გახდომოდა შენგელიას. თვალებში ცრემლი დაგუბებოდა, ნერვიულობისგან პირი გაშრობოდა.
_მე ვიღაც კაცი ვარ? - იკითხა წყენით ავალიანმა.
_თორნიკე, რა მოხდა წუხელ? - გვანცას თითქოს არ გაუგია შეკითხვა. კატეგორიული ტონით დასვა კითხვა.
_რა უნდა მომხდარიყო, მგზნებარე ღამე გვქონდა, იმდენად მგზნებარე და მრავალფეროვანი, რომ ამხელა კაცი ვარ და ჯერ მსგავსი ღამე არ მქონია ქალთან.
_ნუ, მაშინებ, რა მოხდა წუხელ ჩვენს შორის? - ხმაში მუდარა ჩადო გოგონამ და ცრემლი ლოყაზე ჩამოცურდა.
_ნუთუ ასე რთული გადასატანია შენთვის ჩემთან გატარებული ერთი ღამე? - კაცი არიდებდა პასუხს თავს.
_არაფერი მახსოვს, ეს კატასტროფაა. - ამოიკნავლა შენგელიამ და სასოწარკვეთილი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, - სად არის ჩემი ტანსაცმელი? - იკითხა უცებ.
_აქ არის, - უთხრა და სკამზე დაწყობილი ტანსაცმლისკენ გაიშვირა ხელი. შენგელია სახტად დარჩა, ტანსაცმელი დაკეცილი იყო. ჯერ შარვალი, შემდეგ მაისური და თავზე შიდათეთრეული იყო დადებული. დაიბნა.
_ეს მე ვქენი? - თითქოს თავის თავს ჰკითხა გოგონამ. - გამაგებინე რა მჭირს ან რა მოხდა წუხელ, - მოთმინების ფიალა აევსო და განერვიულებულმა იყვირა, - მომიყევი!
_საიდან დავიწყო,პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, დიპლომატიური ეტიკეტი და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევები თუ როგორ გამოვიმუშაოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი ? - ჰკითხა მშვიდად მამაკაცმა.
_დამცინი? - მთლად წაუხდა საქციელი გვანცას.
_არა, გეკითხები! - ისევ მშვიდი იყო ავალიანი.
_შენი ტრუსი რატომ მაცვია, აქედან დაიწყე. - შენგელია მოსასმენად მოემზადა. გული ხელით ეჭირა.
_ნახევარი საათიანი ლექციის მსვლელობის დროს მოულოდნელად განმიცხადე, რომ გადაჭარბებულად მიღებული ალკოჰოლისგან, გული გერეოდა... - დაიწყო თორნიკემ მოყოლა, - ძალიანაც ვეცადეთ მიგვესწრო აბაზანამდე, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა... მერე იძულებული გავხდი, გამეხადა შენთვის ყველაფერი....
_გაჩერდი! - წამოიძახა უცებ გვანცამ. სახეზე ფერი არ ედო, - აღარ გააგრძლო... ღმერთო, რა სირცხვილია, ღმერთო რა სირცხვილია,- იმეორებდა განწირული ხმით, თან საწოლში შეძვრა, საბანი თავზე წაიფარა და ასე იყო კარგა ხანს. შენგელია სირცხვილისგან ტიროდა. ავალიანს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
_კარგი, არაუშვს ნუ სტირი, - სცადა მისი დამშვიდება კაცმა, თან ღიმილს ვერ იკავებდა. საწოლზე ჩამოუჯდა ისევ.
_დამცინი შეეენ, - გაისმა გვანცას ზლუქუნის ხმა.
_საიდან მოიტანე? - შეწუხდა თორნიკე, რა კი მიხვდა, რომ შენგელია გულამომჯდარი ტიროდა, - გვანცა ახლა საშინლად მაბრაზებ, შეწყვიტე ტირილი! - ხმა გაიმკაცრა.
_შეწყვიტე კარგია, როგორ შევწყვიტო, მრცხვენია, რა საშინელება ჩავიდინე, - უცებ გადაიძრო საბანი გვანცამ და ჩაწითლებული თვალებით შეხედა კაცს. ბავშვივით გულამოსკვნით და ხმით ტიროდა შენგელიას ასული.
თორნიკეს გული მოეწურა, წამით სუნთქვა შეეკრა.
_ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა ხო? - ჰკითხა შეცვლილი ხმით გოგონას და ახლოს დაუჯდა უფრო, - რა უაზრობაზე ტირი გოგო, - სცადა გაღიმებოდა.
გვანცა კი ტირილს უმატებდა და უმატებდა. მეტს ვეღარ გაუძლო ავალიანმა, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით მობუზულ შენგელიას მისი ღონიერი მკლავები შემოაჭდო და გულზე მიიკრა.
_რა ჩერჩეტი ხარ ამხელა გოგო, - ჩურჩულებდა კაცი და გვანცას თმებს უკოცნიდა.
შენგელიას სასიამოვნოდ დაუარა მთელ სხეულში მამაკაცის სხეულის ტემპერატურამ.
_ერთი შენ ყოფილიყავი ეგრე და დილით ჩემს ტრუსებში გენახა შენი თავი, მერე რას იტყოდიიი, - უთხრა ტირილით გვანცამ.
ავალიანს ხმამაღლა გაეცინა. გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე აკოცა.
_შენს ტრუსებში ჩემი თავი წარმოვიდგინე, - უთხრა სიცილით და კიდევ უფრო ახახარდა. სიცილი გადამდებია რომ ამბობენ, სრული ჭეშმარიტებაა, შენგელიასაც წასკდა სიცილი და წამის წინ ღრუბლიან და წვიმიან სახეზე მზემ ინათა. აკაშკაშდა და როგორც ნაწვიმარზე იცის ცისარტყელამ გამოჩენა და გალამაზება ირგვლივ ყველაფრის, ისე იყო გვანცაც. ნამტირალევ სახეს ისე მოუხდა სიცილი, თორნიკე მონუსხულივით შესცქეროდა.
_საოცრება ხარ, ჩემი პირადი საოცრება, - უთხრა ჩურჩულით და შენგელიას სახე ისევ მოიქცია დიდრონ ხელებში, - აქამდე რატომ არ მოხვედი, ამდენი წელი უშენოდ როგორ ვარსებობდი, - მამაკაცს ხმა არეოდა. გვანცა გატრუნული უსმენდა.
ცხელი ტუჩებით სველი სახე დაუკოცნა გოგონას, მერე მათმა ტუჩებმა ერთმანეთი მოძებნეს და ვნების იასამნისფერ ნისლში შესცურეს. მაისური ფრთხილად წამოუწია, მხურვალე ხელი ცახცახით დაუსვა შენგელიას ზურგს. იმ წამს უნდოდა მთლიანად შთაენთქა, შეესრუტა ეს პატარა და ნაზი არსება.
ძალა მოიკრიბა და მოსწყდა გოგონას ტუჩებს. ორივენი გახშირებულად და ღრმად სუნთქავდნენ. ორთავეს ამღვრეოდა თვალები. ერთმანეთის მზერაში უსაზღვრო სიყვარულს კითხულობდნენ და გული საგულეს აღარ უჩერდებოდათ.
_ გადი, ჩავიცვა მინდა. - ძლივს გასაგონად თქვა გვანცამ.
თორნიკე მორჩილად ადგა და სკამზე დაკეცილი ტანსაცმელი საწოლზე დაუწყო.
_კი, მაგრამ ეს შენ გარეცხე? - ჰკითხა შენგელიამ და სახეზე წამოწითლდა. სირცხვილმა თავი შეახსენა.
_მე არა, სარეცხის მანქანამ და საშრობმა გააშრო, - გაეღიმა კაცს და თმა აუბურძგნა გოგონას.
_ღმერთო, რა სირცხვილია, როგორ მინდა გავქრე, ჯერ ამ ოთახიდან, მერე ამ ქალაქიდან და საერთოდ ამ ქვეყნიდან და დედამიწიდან, - ბუტბუტებდა გვანცა.
_საჭმელს ხომ შეჭამ? - შეეკითხა თორნიკემ შენგელიას, თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან.
გვანცა სწრაფად წამოხტა საწოლიდან, კარს მივარდა და გადაკეტა. კაცს საკეტის ხმა რომ შემოესმა ზურგს უკნიდან ცალყბად ჩაეცინა და თავი გადააქნია.
_ვაიმე, რა ჯანდაბამ დამალევინა ის ვისკი, იმაზე უარესი რა მოხდებოდა რაც წუხელ მოვახდინე. ლექცია ჩამიტარებია, ამასაც უსმენია, მერე გული ამრევია... ვაიმე, ვაიმე რატო ვარ საერთოდ ცოცხალი, ასე რამ წამიშალა მეხსიერება, თითქოს წუხანდელი ღამე საერთოდ არ არსებულა ჩემს გონებაში, ვერაფერს ვიხსენებ, მხოლოდ ის მახსოვს კისერზე რომ შემოვხვიე ხელები და ძალა რომ მეცლებოდა... დავუბანივარ, ხო დავუბანივარ, დამსველებია ტანსაცმელი... გამომიცვალა პატარა ბავშვივით... - ბუტბუტებდა გაბრაზებული გვანცა თვაისთვის, თან იცვლიდა. რომ ჩაიცვა კარი გააღო და გავიდა. მისი ნაცვამი მაისური და საცვალი ჩანთაში ჩაიდო.
სახლს მოავლო თვალი. გაოცდა. ყველაფერი მილაგებული იყო. ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, თითქოს ბოლო რამდენიმე დღეა, არაფერი გადანაცვლებულა ერთი ადგილიდან მეორეზე.
_დაიცა, ეს სამზარეულო შენ დაალაგე? - გაფართოვებული თვალებით იკითხა შენგელიამ.
_მე წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ. ისე არაფერი მაღიზიანებს, როგორც უწესრიგობა. ამიტომ, სადაც მე ვარ იქ სულ წესრიგი უნდა იყო, შესაბამისად არც დალაგებას ვთაკილობ, რათა შევიქმნა სასიამოვნო განწყობა. - კონკრეტული პასუხი გასცა ავალინმა და მინერალური წყალი მიაწოდა გაოცებულ გოგონას.
_მე კიდე როგორ აგრიე გუშინ, არ უნდა მოვსულიყავი, - გულისწყვეტით თქვა გვანცამ.
_პირიქით, კარგი ჰქენი რომ მოხვედი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა... ოღონდ აწი დახსომე, სანამ არ დაალაგებ, ერთ წვეთსაც არ დალევ. - უთხრა მხიარული ტონით კაცმა.
შენგელიას გაეღიმა.
_აწი აღარ მოვალ აქ! - დარწმუნებული ხმით თქვა გვანცამ და თორნიკეს თვალი აარიდა.
_შენ ხომ არ დაგავიწყდა მძევლად რომ მყავხარ აყვანილი? - ტონი არ შეცვლია თორნიკეს, - და სამუდამოდ ჩემთან დატოვებას რომ გიპირებ.
_აჰა, ანუ მე მძევალი ვარ? შენი მძევალი? - შეკავებული ღიმილით იკითხა გვანცამ.
_დიახ ასეა! - დაემოწმა კაცი.
_გამტაცებელთან მოლაპარაკება არაა შესაძლებელი?
_მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ! გამორიცხულია!
_ეგრე სად გაგონილა? იცოდე პატიმრობა არ აგცდება.
_მე ისედაც ტუსაღი ვარ, ბოლო რამდენიმე თვეა.
_უცნაურია, უპრეცედენტო შემთხვევაა, მძევალმა, ტყვედ ჩავარდნამდე დაატუსაღა გამტაცებელი?
_ასე გამოდის!
_მაშ, მოლაპარაკება არა, ჰო? - გამომცდელად ჰკითხა შენგელიამ.
ავალიანი ჩაფიქრდა, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_გააჩნია შემოთავაზებას, - უთხრა მერე.
ახლა შენგელია ჩაფიქრდა, ვერაფერი მოიფიქრა რა ეპასუხა ავალიანისთვის.
_მე მაქვს წინადადება. - თქვა თორნიკემ და გვანცას მიუახლოვდა.
_აბა გისმენ, იღაღადე! - გაეცინა გვანცას და ერთი ნაბიჯით უკან დაიხა, რადგან მამაკაცს თვალები ემღვრეოდა უკვე.
_ ჯერ ახლოს მოიწი, - შეცვლილი ხმით წარმოსთქვა ავალიანმა და შენგელიას ხელი გაუწოდა.
გვანცაც დაჰყვა მის სურვილს და სულ ახლოს დაუდგა თორნიკეს. იმ წამს ერთმანეთის გულის ხმა ესმოდათ, როგორ რითმულად და მელოდიურად ცემდა გულები.
მამაკაცმა ყურზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადაუწია შენგელიას, ტუჩები ყურთან მიუტანა და მთრთოლვარე ხმით უჩურჩულა:
_ცოლად გამომყევი.....



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი იყო ვგიჟდები მე ამ ბიჭზე wink

 


№2  offline წევრი სოფი

ძალიან კარგია))) მადლობა კეკეეე :* :* სუპერიი იყო :-)

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

sameone crazy girl
ძალიან მაგარი იყო ვგიჟდები მე ამ ბიჭზე wink

love love მეც ძალიან მიყვარს request
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი tako1987

ყველა ჯერზე უკეთეს თავებს დებ,მაგრამ ძალიან პატარას :(

 


№5  offline მოდერი ლილიანა

აი ასეთი გმირები მიყვარს ქალის პატივისცემა სა ფასი რომ იციან,ვგიჟდები რა მოსწონთ უხეშ და უტაქტო მამაკაცებში.
საუკეთესო ხარ კეკე <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

Au auuuu ❤❤❤❤❤❤❤❤❤ gaayves gayvesss gayvessss !!!
Au ra sayvarelia svanii ❤❤❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


"გვანცა, გაყევი ავალიანს ცოლად" - ამ მოთხრობაში რომ ჩამსვა, შევძვრებოდი სამზარეულოში ამ ტრაფარეტით :D :D ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ხარ, კეკე, შეუდარებელი!

 


№8  offline წევრი S.likuna

umagresiaa!!! male dadee ! :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

[]Vaiimeee esss raiyoo gadaviriე ❤

 


№10 სტუმარი mariami

ეს რაიყოოოო))))))))))) შოკური ხარრ !! :დდ <333

 


№11 სტუმარი nini

უჰუჰ ვაუ აუ უმაგგრესია უტკბილესი თორნიკეზე ვგიჟდები ჩემი სვანი

 


№12  offline წევრი სესილია

უუფს რა მაგარი იყოო, ყოველდღე ველოდი ახალი თავის დადებას :) იმედია მალე დადებ შემდეგ თავს. წარმატებებიიი

 


№13 სტუმარი vendi))))

magariaa <3

 


№14 სტუმარი ↑↓

ვაიმე რამაგარი ხარ შენ ხო ვერც კი წარმოიდგენ...და როგორ მიყვარხარ დაუსწრებლად...^^ <3

 


№15 სტუმარი mari

Male dade ra ❤❤ dzalian dzalian magari iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent