შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (27)


12-09-2015, 18:09
ავტორი Keke27
ნანახია 14 246

მამაკაცს სისხლი ეყინებოდა, როდესაც შენგელია უმზერდა.
სუნთქვა აუფორიაქდა.
გულის ცემა გაუხშირდა.
_ასე რატომ მიყურებ? - ძალა მოიკრიბა ამის სათქმელად ავალიანმა.
_ისე... - თვალი მოაშორა გოგონამ და სივრცეს გახედა. - ბავშვები მომენატრნენ. - თქვა მერე. უნდოდა ყურადღება სხვა თემაზე გადაეტა თორნიკეს.
_ჰოო, ბავშვები კარგად არიან. მათ შესახებ ყველაფერს ვგებულობ. - უთხრა ავალინმა და გვერდით, საქანელაზე ჩამოჯდა.
_რამოდენიმე დღის წინ ველაპარაკე თამრიკოს, კარგად დავისვენეთ სურამშიო. ბავშვები ბედნიერები იყვნენო. ისე, რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება? - ტანი ნახევრად მიაბრუნა თორნიკესკენ.
ავალიანი სმენად იქცა.
_სამი ბავშვის რჩენა საკუთარ თავზე იღე, დარწმუნებული ვარ სხვა, უამრავი ხარჯიც გექნება... ამდენი შემოსავალი საიდან გაქვს? - ბოლო სიტყვებს უხერხული ღიმილი დაურთო თან შენგელიამ.
სვანსაც გაეღიმა.
_ჩემი ხელფასი, რომელსაც სახემწიფო მიხდის, თუ საქართველოში და თუ ერაყში ყოფნისას, ეს ერთი და მეორე, სასტუმრო მაქვს აქ, სვანეთში. ბესო ხელძღვანელობს ყველაფერს. - გასცა მშვიდად პასუხი.
_ვახ, რა კარგია. - აღმოხდა გვანცას.
_რა არის კარგი? - რეაქციაზე ღიმილით იკითხა ავალიანმა.
_ის, რომ შეგიძლია სტაბილურად დაეხმარო იმ ბავშვებს.
_რომ არ შემძლებოდა, ხომ არ გავაკეთებდი ამას? ყველაფერი გათვლილი მაქვს. კიდევ არის რაღაც, ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება.
_რა არის? - დაინტერესდა შენგელია და თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა.
_ერთი ბავშვიც დაუბრუნდება თავის მშობლებს სახლში. ჩემმა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი და პროცესშია საქმე უკვე.
_რას მეუბნები თორნიკე... - სიხარულით წამოხტა გვანცა ფეხზე, - როგორ გამახარეეე... რა ბედნიერებაა... - გაიძახდა ხმამაღლა.
_რა ხდება ? - მორიდებიით დაინტერესდნენ დანარჩენები.
_კიდევ ერთი ბავშვი დაუბრუნდება მშობლებსო, - უთხრა შენგელიამ ახალაძეს. პაატას სიხარული აღებეჭდა სახეზე.
_ვააა, რა მაგარიაა...
_რა ბავშვი, რა დაბრუნება.. ვისზე ამბობთ? - ვერ გარკვეულიყო ნენე.
_მერე მოგიყვები, - უთხრა თორნიკემ და კმაყოფილი ღიმილით გახედა ბავშვივით აღფრთოვანებულ შენგელიას.
ერთხანს კიდევ დაჰყვეს სკვერში, მერე ნელი სვლით გაუყვნენ გზას, სახლისკენ. დაწინაურებულ გოგონებს მამაკაცები უკან მიჰყვებოდნენ.
ავალიანი შენგელიას რომ ხედავდა ეღიმებოდა. მისი მოსაცმელი, ლამის მუხლებამდე წვდებოდა გოგონას. სახელოებიდან ხელები არ უჩანდა.
„რატომ ხარ, ასეთი ამაყი ჯიუტი, შენგელიას ასულო, რატომ“... ფიქრობდა მამაკაცი გულისწყვეტით.
დრო და დრო, გვანცა თავს აბრუნებდა უკან და თორნიკეს ზღვისფერ მზერას ეძებდა.
სახლში მისვლისთანავე, შენგელიამ, ავალიანის მოსაცმელი გაიძრო და მამაკაცს გაუწოდა. მანაც უხმოდ ჩამოართვა.

ნამგზავრს ტკბილი ძილით ეძინა მთელი ღამე. დილით რომ გაიღვიძა, ნუცა ოთახში არ დახვდა. საათს დახედა, ათი საათი შესრულებულიყო. ელდანაცემივით წამოხტა საწოლიდან. უცებ თავბრუ დაეხვა და მაშინვე დაჯდა, თან თავში წაიშინა ხელები. საშინელი ტკივილი იგრძო. „რა ჯანდაბამ დამაძინა ამდენი ხანი, ან ნუცამ რატომ არ გამაღვიძა“ საკუთარ თავზე და მეგობარზე ბრაზობდა შენგელია. თავბრუსხვევამ გაუარა. თვალები მოისრისა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ლოყები დაიზილა. მერე გაშლილი თმა სახელდახელოდ დაიგორგლა და თმის სარჭით დაიმაგრა. წამოდგა, ცოტა შებარბაცდა, მაგრამ თავი შეიმაგრა და ჩაცმას მოჰყვა. რამოდენიმე წუთში, მორიდებული და ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს გარეთ გასასვლელად. შორიდანვე შემოსმა ავალიანის ხმა, რაღაცას ყვებოდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გული ყელში მიებჯინა. „ გვანცა, დამღალე უკვე, სერიოზულად დამღალე, გაიძახი არ მინდა მასთან ყოფნა, თან გინდა და სუნთქვა გეკვრის მისი დანახვისას, ხმის გაგონებისას, რა გინდა შენ თვითონ თუ იცი? მიეცი საშუალება წავიდეს შენგან, ან დაივიწყე ყველაფერი და შენს გრძნობებს და გულს ადროვე რომ სთქვან თავიანთი სათქმელი“ , ჩასძახოდა მეორე მე შენგელიას გონებას. გვანცამ თავი გააქნია, თითქოს ასე აზრებს გაფანტავდა. ღიმილი მოიმარჯვა და აივანზე გავიდა.
_დილა მშვიდობის! - თავის დაკვრით მიესალმა იქ მყოფთ.
_დილა მშვიდობისა! როგორ გეძინა? - ცქრიალა ხმით ჰკითხა ნენემ.
_საოცრად კარგად. იმდენად კარგად, რომ გათენება ვერც გავიგე. - უხერხულად გაიღიმა შენგელიამ და თვალებით ნუცა მოძებნა, საყვედურით შეხედა მეგობარს. - წავალ, ხელ-პირს დავიბან, - თქვა მერე და შებრუნდა. ნენე უკან გაჰყვა. ნუცამ თავი შეიკავა, რადგან იცოდა საყვედური არ აცდებოდა. არა და, მისი რა ბრალი იყო...
_აი, ეს პირსახოცი გამოიყენე, - ნენემ, აბაზანასთან მდგომი კარადიდან პირსახოცი გამოიღო და შენგელიას გაუწოდა. მან მორიდებით ჩამოართვა. უცებ თავბრუსხვევა ისევ იგრძნო. თვალები დახუჭა და სახე, უსიამოვნო შეგრძნებისგან დაბრიცა. - რა მოგივიდა? - შეშფოთებით ჰკითხა ავალიანის დამ.
_არაფერია, გამივლის, - ძალა მოიკრიბა გვანცამ.
_რა გაგივლის, გტკივა რამე? ფერი არ გადევს თან, - ვერ მშვიდდებოდა ნენე.
_რომ გავიღვიძა და საათს დავხედე, გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან, უცებ თავბრუ დამეხვა და თავის ტკივილი „ავიკიდე“ , - უთხრა უხერხული ღიმილით გოგონამ.
_ახლავე წამალს მოგიტან. მიდი, ცივი წყალი შეისხი სახეზე მანამდე.
ნენე ჩქარი ნაბიჯებით გაბრუნდა.
სააფთიაქო ყუთში, თავის ტკივილის წამალი ვერ იპოვა. მხოლოდ გულის და წნევის წამლები მოიძევებოდა. იძულებული იყო ძმისთვის ეკითხა.
_თორნიკე, მანქანაში, პირველადი დახმარების ყუთი ხომ გაქვს?
_კი მაქვს. რად გინდა?
_თავის ტკივილის წამალი მინდა, იმედია გაქვს.
_უნდა იყოს, წესით. თავი გტკივა? - შეშფოთდა ავალიანი.
_მე არა, გვნაცას სტკივა, თავბრუსხვევა აქვს... ღიაა მანქანა?
_გვანცას? რატო?...- ხმაში უფრო მეტი შფოთი დაეტყო მამაკაცს, - კი, ღიად არის, - დააყოლა მერე. დაიბნა, რა ექნა არ იცოდა, ამდგარიყო და შენგელიასთან გასულიყო, თუ არაფერი შეემჩნია. თუმცა მოსვენება კი დაკარგა ნამდვილად. აწრიალდა.
_გავალ, გვანაცს გავაკითხავ, - წამოდგა ნუცა.
_დაიცა მეც მოვდივარ, - ახალაძეც ადგა, - უკაცრავად, ახლავე დავბრუნდები. - უთხრა იქ მყოფთ და ნუცას დაეწია.
_კარგით, ხალხნო, ნუ შეძრავთ სამყაროს ჩემი თავის ტკივილის გამო, - გახუმრება სცადა გვანცამ როდესაც მეგობრების სახეები დაინახა.
_თავბრუ რატომ გაქვს, ორსულად ხარ ტო? - ჰკითხა პაატამ, ვითომ გაოცებით. გამხიარულება უნდოდა გოგონების.
ნუცამ და გვანცამ გაოცებით შეხედეს პაატას, ურეაქციოდ იყო. ნუცამ მზერა შენგელიაზე გადაიტანა და კითხვით სავსე თვალები მიაჩერდა „ეს მართალია?“ კითხულობდნენ მისი თვალები.
შენგელიას გადახარხარება მოუნდა, მაგრამ ახალაძეს თამაშში აჰყვა.
_კი, ფეხმძიმედ ვარ. - განაცხადა მშვიდად და ნუცას რეაქციას დაელოდა. ცდილობდა პაატასთვის არ შეეხედა, თორემ თავს ვერ შეიკავებდა და სიცილი წასკდებოდა.
_კი, მაგრამ, როგორ, რანაირად... - თვალები გაუფართოვდა გოგონას და გამშრალ ყელში ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
_ნუცა, ამხელა გოგო ხარ და კი უნდა იცოდე, ქალები როგორ ხდებიან ორსულად. - უთხრა ახალაძემ მთელი სერიოზულობით.
_ხუმრობის დროა ახლა? გვანცა, აქამდე რატომ არ მითხარი ფეხმძიმედ თუ იყავი? - თვალები აუწყლიანდა ნუცას.
_ორსულად ხარ? - მეგობრების უწყინარ ტყუილს ავალიანი შეესწრო. გვანცას ამბის გასაგებად წამოსულიყო და ყური მოჰკრა მათ საუბარს. მამაკაცს მიტკალის ფერი დასდებოდა სახეზე.
_ოპაა, „დაგვერხა“, - გადაულაპარაკა ახალაძემ შენგელიას, თან წარბი მოიქექა.
უმცროს შენგელიას, პირსახოცი ხელიდან გაუვარდა. ავალიანის მზერამ იმდენად შეაშინა მუხლები აუკანკალა და მუცელი აუწვა. გულმა განგაშის ხმა გამოსცა. ბაგ... ბაგ... ბაგ... ყურები ეგუბებოდა უკვე ისე ხმამაღლა ჩაესმოდა საკუთარი გულის ხმა.
_აი წამალი მოგიტანე, - მხიარული ხმით, ხელში წყლიანი ჭიქით და პაწაწინა აბით მივიდა ნენე გვანცასთან. წამალი გაუწოდა. მანაც ჩამოართვა და დასალევად მოემზადა.
_მოიცა, - წამოიძახა უცებ თორნიკემ, - ეგ მცენარეული არ არის და, არ არის შენთვის რეკომენდირებული. - უთხრა გოგონას და აბი ხელიდან ლამის გამოგლიჯა. ნენე გაკვირვებული შესცქეროდა ძმას, ვერ გაეგო რა მოხდა.
_რა ხდება? - დაბნეულმა იკითხა.
_წამოდი, წამომყევი, აფთიქში წაგიყვან. - თითქმის უბრძანა ავალინმა გვანცას. დის შეკითხვა კი დააიგნორა.
_არ მინდა, იყოს. - მუდარა გაურია ხმაში შენგელიამ.
_რომ გეუბნები, წამოდი! - თითქმის იყვირა მამაკაცმა, გოგონას ხელი ჩასჭიდა და ლამის ძალით წაიყვანა.
_თორნიკე რა მოხდა? - ხმა აუკანკალდა ნენეს.
_არაფერია, დამშვიდდი. სალაპარაკო აქვთ. - უთხრა პაატამ უდარდელი ხმით ავალიანის დას და ბეჭზე ხელი დაადო.
_როგორ შეგიძლიას ასე მშვიდად ყოფნა. - თვალები დააწვრილა ნუცამ და მრისხანებით შეხედა ბიჭს.
_ოჰ, რა ხდებაო? მეგრელმა გაიღვიძა შენში? - სცადა გოგონას გაჯავრება და თან გაიცინა.
_ეს მეგრელი იქნება, მაგ ენას რომ ამოგაცლის. - კიდევ უფრო გაცხარდა გოგონა.
_აბა ერთი სცადოსო, - არ ჩერდებოდა პაატა.
_ახლა თუ არ გაჩერდები, ისეთ კრულვას მოგიძღვნი, შენს ხუთ თაობას სამახსოვროდ ექნება. - უთხრა გამარჯვებულის ხმით ნუცამ და ცალი წარბი ასწია ზემოთ.
ახალაძემ სახე დაასერიოზულა. უკვე აღარ ეცინებოდა.
_რა ლაპარაკია ახლა ეს?
_არ ისვენებ აბა.
_ასეთი მწარე მეგრელი როგორ ხარ ტო?
_შენ კიდევ ლაპარაკობ?
_აუ, შემშვი რა.. - ხელი აიქნია პაატამ და ნუცას გაეცალა, - ღმერთო რა დაგიშავე ასეთი. - თქვა მერე და მაღლა აიხედა.
ნუცამ ღიმილით გააყოლა თვალი ბიჭს.


მანქანის კარი ისე ძლიერად მიუჯახუნა, შენგელია შეხტა უცებ. ხმას არ იღებდა.
_ბესო, ძმურად, ჭიშკარი გამიღე, - სთხოვა სიძეს თორნიკემ და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში. გოგონას მრისხანე მზერა მოავლო, მერე ძრავა ჩართო და მანქანა ეზოდან გადაიყვანა.
_ესე იგი, ორსულად ხარ არა? - ჰკითხა გვანცას მერე. ხმა შეცვლოდა, დამძიმებოდა, უფრო დაბოხებოდა. შენგელიამ პასუხს თავი აარიდა. გაჩუმება ამჯობინა, რადგან უკვე ერთობოდა მამაკაცის ნერვებზე და რეაქციაზე. - შენ გეკითხები, გოგო! - სიბრაზე უხეშობაში გადაეზარდა ავალიანს.
_მერე შენ რა გინდა? - თითქმის იყვირა გვანცამ.
კაცი გაშრა.
_ამას როგორ მეკითხები, მე რა მინდა? აბა ვის უნდა?
_ვის რა უნდა?
გვანცას უცებ გაეცინა მათ დიალოგზე.
_რა გაცინებს, რას ხედავ აქ სასაცილოს, - ჩაწითლებული თვალები კაკლის ოდენა გაუხდა ავალიანს.
_შენ რა განერვიულებს მაინც ვერ ვხვდები რა.. - განაგრძო ისევ, კაცის ნერვებზე თამაში.
_რამდენი ხნის ორსული ხარ?
შენგელიამ კითხვას არ უპასუხა.
_გეკითხები და მიპასუხე!
_მისმინე, შენ არ გაქვს არანაირი საბაბი ჩემზე ღელვის. შენ გყავს ის ქერა და მასზე იღელვე. გასაგებია?
_ვახ, ჩემი... - აღმოხდა კაცს, - გვანცა, კითხვაზე მიპასუხე, თორემ თავის გაკონტროლება მიჭირს უკვე.
_და მერე რას იზამ? - უდარდელად ჰკითხა გვანცამ.
_ადამიანო არ გეცოდები? - ხმა დაუთბა თორნიკეს.
_შენ რატომ არ შეგეცოდე, სხვა ქალთან რომ ინებივრე იმ ღამით? - მტკივნეულ ადგილზე დააბიჯა ფეხი შენგელიამ.
_რამდენჯერ გითხარი ეს დედა მ******* არაფერი ყოფილა იმ ღამით-თქო, - ბოლო ხმაზე იღრიალა კაცმა. შენგელია შეხტა. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ თორნიკეს თუ ასეთ მდგომარეობაში ნახავდა, ვერასდროს იფიქრებდა. მამაკაცს კისრის ძარღვები მუჭის სიმხო გახდომოდა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
_კარგი დამშვიდდი, მართლა კი არ ვარ ფეხმძიმედ, - უთხრა შიშჩამდგარი ხმით. თითქმის ჩურჩულით.
ავალინმა მანქანა დაამუხრუჭა უცებ.
_რა თქვი?
_ხო, არ ვარ ორსულად. ეს ხუმრობა იყო, ნუცას გავეხუმრეთ მე და პაატა.
_ახლა რისი ღირსი ხარ იცი? ბავშვივით, ტრაკ*ე მოგცხო, - უთხრა ჯერ კიდევ სიბრაზე ჩაუმცხრალი ხმით კაცმა და ღვედი შეიხსნა, რომ ნათქვამი სისრულეში მოეყვანა.





№1 სტუმარი Mariami

Gtxoov male dawere axalii raa

 


№2 სტუმარი nino

daamtavre ra dagctanje es xalxi))

mkitxeli pativiscemaa vitxov. chven ro gcemt patibs da vkitxulobt shenc gaitvaloswine ro dzaan didi xani welav am istorias da xalxs nervebi eshleba. serialebic agaraa eseti patara

 


№3 სტუმარი nene

male dade raaa))) dzaan magaria iyo :D patara bavshvebi arian :D

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

nino
daamtavre ra dagctanje es xalxi))

mkitxeli pativiscemaa vitxov. chven ro gcemt patibs da vkitxulobt shenc gaitvaloswine ro dzaan didi xani welav am istorias da xalxs nervebi eshleba. serialebic agaraa eseti patara


შეგიძლია მოიცადო და რომ დასრულდება მერე წაიკითხო. მაგისთვის იშლი ნერვებს? )
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5  offline წევრი roza1996

არ მეყოოო კიდეეე მინდააა მალე დადე რა ახალი თავი

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მიყვარს ესენი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე რამდენი ვიცინე შენ არ იცი ძაან მაგარი ხარ ოღონდ პატარ თავი იყოო

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის კარგი იყო მაგრამ პატარა და თან ისე იშვიათად დებ რომ ლამის დამავიწყდეს წინა თავში რაც მოხდა აღარ გვალოდინო რა ძალიან მომწონს შენი ისტორიები.

 


№9  offline წევრი p♥♥h ^^

Adre eset patara tavebs debdi mara yovel sagamos xolme. Exla isev erti abzaci ogond kvirashi ertxell.
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ისე გამიხარდა ეს ისტორია რომ ვნახე დადებული იყო... იმედია ამის მერე აღარ დააგბიანებ ისე ძალიან მაგრად წერ და ძალიან მაგარი ისტორიაა...

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuh ra kargi iyoo ❤️❤️

 


№12  offline წევრი mani156

ძალიიაან კარგიი იყოო love მე როგორც შენს ინტერვიუში აღვნიშნე ხმიის ამომღები არ ვარ იმაზე რო მალე დადოო ან არ დააგვიანოო wink

 


№13 სტუმარი თეა

მაგარი თავია.საწყალი ავალიანი.გააგიჟა ამ გოგომ.:-D:-D:-D

 


№14 სტუმარი lizazu

აწი უკვე დროა შეარიგო თორე უკვე დავიტანჯე თორნიკეს ცოდვით wink

 


№15  offline წევრი თამთა.გ

კითხვის მუღამში, რომ შევდივარ მაშინ მთავრდება... შემიწირავს მე ეს ისტორია...

 


№16 სტუმარი shore glonti

imdenad miyvars sheni istoriebiii ro mteli tve shemidzlia velodoo erti tavis dadebaas da sixaruliit wavikitxo imasaac ar daviwuwuneb rom dzaliaa daagviane an tundaac patara tavebia ... yoveltvis moutmenlaad velodebiiii miyvaars tornike miyvaars tabagari... leqso... dada... yvela sheniii istoriis personazhi dzaliaan miyvaars da mixaria ro aseti kargiii xaar tvitoon sheen :* da chvens gaxarebaas axerxeeb tundaac am erti cida naweriitaac ki ;* nu piradaad me dzalian maxareebs :*

 


№17 სტუმარი begiashvili

აუუ მოვკვდი ლოდინიიით :DDDD

როდის იქნება ახალი თავი ის მაინც გვითხარით დღეში 25 ჯერ შემოვდივარ საიტზე :DDD

 


№18  offline წევრი Annee

თან მეცინებოდა და თან მეცოდებოდა თორნიკე

 


№19 სტუმარი სტუმარი სოფიო

2022/30/10
ღამე დამათენდა კითხვაში ...
სუპერ ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent