შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (26)


8-09-2015, 19:41
ავტორი Keke27
ნანახია 14 858

(26)
_თორნიკე, გამიშვი, ყველა ჩვენ გვიყურებს. - უთხრა შენგელიამ მამაკაცს და ეზოში გაფანტულ მოთამაშეებს მოავლო მზერა.
ავალიანი თითქოს გონს მოეგო.
_შენ აქ გაშეშდები, ფეხი არ მოიცვალო. - უთხრა მერე ყველას გასაგონად და სხვების დასაჭერად გაემართა.
„ჰმ! როგორი დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ერთი დამიხედეთ“ , ფიქრობდა გვანცა გუნებაში და თან ეღიმებოდა, მორბენალ სვანს რომ უყურებდა.
თამაში გაუგრძელდათ. ბოლოს პაატა და ბესო დარჩნენ. კიდევ დიდხანს მოუწევდათ სირბილი, რომ არა რამოდენიმე მეზობლის ეზოში ჩამოსვლა. თორნიკეს მოსაკითხად მოსულიყვნენ. თორნიკე გვანცასთან ახლოს იდგა. მეზობლების დანახვისას ხელები გადააჯვარედინა და მაღლა ასწია. მოთამაშეებს თამაშის დასასრული აუწყა.
შენგელიას მიუახლოვდა. გოგონა დაიბნა.
_ეგ „საროჩკა“ მომეცი რა. - უთხრა და წელზე მოხველ პერანგს დაუწყო გახსნა.
_რად გინდა. - ძლივს ამოიდგა ენა გვანცამ.
_სახე მინდა შევიმშრალო. - მოუჭრა მოკლედ.
_ჩემი „საროჩკა“ ტილო, კი არ არის, - აღშფოთდა შენგელია.
თორნიკე უკვე ოფლიან სახეს იმშრალებდა, თან მეზობლებთან შესახვედრად მიიწევდა.
_გაგიჟდები ადამიანი პირდაპირ! - თქვა გააფთრებით გვანცამ და დოინჯი შემოირტყა.
ნენეს თვალს არ გამოპარვია მისი ძმის თვალები, როდესაც შენგელიას უყურებდნენ. გულში ზეიმობდა.
_გინდათ სასეირნოდ წავიდეთ? - ჰკითხა ნენემ ნუცას და გვანცას.
_კი, რატომაც არა?! - მოეწონა აზრი შენგელიას.
_თქვენს ოთახს გაჩვენებთ, გამოიცვალეთ, მოწესრიგდით და მე მანამდე, სუფრას გავუწყობ კაცებს.
ავალიანის და გოგონებს წინ წაუძღვა.
საძინებელში შეიყვანა.
_“საროჩკა““ რა ტიპად ჩამოგართვა. - უთხრა ნუცამ გვანცას, სიცილით, როდესაც ნენე გავიდა.
_და ოფლიანი სახე შეახოცა, - სულაც არ ეცინებოდა შენგელიას, - ახალს ვაყიდვინებ. - თქვა მერე მუქარით.
ნუცა კი, ჩუმი სიცილით იცინოდა.
ნენეს უკვე გაეწყო მაგიდა აივანზე, ბავშვებიც მოემზადებინა და თავიც მოეწესრიგებინა.
_ბესო, - დაუძახა სიყვარულით სავსე ხმით ქმარს, - გოგოები მიმყავს სასერნოდ, შენ ხომ შეგიძლია მიხედო სტუმრებს და მაგიდას?
_კი, არაა პრობლემა, - უთხრა ცოლს მზრუნველი ტონით.
_ბავშვები მიმყავს.
_კარგი, ოღონდ ჟაკეტები წაუღე, აგრილდა უკვე და...
ნენემ ქმარს გაუღიმა და ლოყაზე აკოცა ხმაურით.
_მი სი მალათ, - უთხრა მერე.
ბესოს გაეღიმა და ცოლი გულზე მიიკრა.
_ნენე, ჩვენ მზად ვართ. - შემოესმათ გვანცას ხმა.
_მოვდივარ ახლავე.
_საით? - იკითხა ავალიანმა, როდესაც წასასვლელად გამზადებული, და და გოგონები დაინახა.
_გავისეირნებთ და მოვალთ მალე. - გასცა პასუხი ძმას, ნენემ.
თორნიკემ შენგელია აათვალიერ-ჩაათვალიერა.
_კარგი, ძალიანაც ნუ დაიგვიანებთ. - თქვა მერე.
გვანცამ ბავშვებს ხელი ჩაჰკიდა და გადაღმა, მხიარული სახით გადავიდა.
ბავშვების ტიკტიკით მთელი ქუჩა აივსო.
_აქვე, ახლოს სკვერია და იქ გავიდეთ, - თქვა ნენემ.
_აქ როგორ გრილა, - შენგელიამ მკლავებზე ჩამოისვა ხელი, - შემცივდა უკვე.
_ჰოო, ნაადრევად გვიზამთრდება მთაში და გვიან გვიზაფხულდება.
_ზამთარში ძალიან ლამაზი იქნება აქაურობა, - თქვა ნუცამ და არე-მარეს მოავლო თვალი.
_ხვალაც რჩებით ხო? - იკითხა ნენემ.
_რავიცით, როგორც გადაწყვეტს ბატონი თორნიკე, - ცოტა ირონია ჩაურთო გვანცამ. ავალიანის დას ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
_როგორ გაიცანით თორნიკე? - დაინტერესდა ნენე.
_ჩემი მეზობელია თბილისში. მე მეოთხეზე ვცხოვრობ, თორნიკე კი მეორეზე.
_გვანცას დაბადების დღეზე გავიცანი, - ახლა ნუცამ გასცა პასუხი.
_აჰა, გასაგებია. გამიმხილეთ, რთული ხასიათი აქვს ხო? - ღიმილით დასვა კითხვა, ისევ, ნენემ.
შენგელიასაც გაეღიმა, უცებ ავალიანის მოქუფრული სახე და მრისხანე თვალები დაუდგა თვალწინ.
_თქვენ ძალიან განსხვავდებით ხასიათებით, ის იშვიათად იცინის, თქვენ კი სახეზე ღიმილი დაგთამაშებთ სულ. - მხოლოდ ამის თქმა ისურვა გვანცამ.
_ჩემი ღიმილი თორნიკეს დამსახურებაა, - სევდიანი გახდა უცებ ნენე, - მან იმდენი გააკეთა ჩემთვის, რომ თავი მარტოს არ მეგრძნო, უდედობა არ მეგრძნო... ამას, დამიჯერე, ვერავინ შეძლებდა. ის ჩემთვის, ძმაზე მეტია. მიუხედავად მძიმე ხასიათისა და უჟმური გამომეტყველებისა, ის საოცრად თბილი და მზრუნველია. - ხმა სიყვარულით აევსო ავალიანის დას.
გვანცა გონებით თორნიკეს დასტრიალებდა თავს. გაიხსენა მათი შეხვედრები, ცდილობდა ეპოვა მასში მზუნველი და თბილი ავალიანი. აჰ, ერთი მომენტის გახსენება მოასწრო, ბავშვთა სახლის წინ, მთელი ღამე, მანქანაში რომ გაატარა. დილამდე ელოდა შენგელიას.. გვანცას სითბო ჩაეღვარა გულში. კიდევ გაიხსენებდა, მაგრამ უცებ ქერა დაუდგა თვალწინ. იმ ღამით, როცა სიყვარულში გამოუტყდა კაცს და კოცნის გემო იგემა ამ კაცისგან, დილით სხვა ქალთან ერთად ნახა... არა, ძნელია ამის დავიწყება, თან შენგელიასნაირი ამაყი ადამიანისთვის. თვალები აუწყლიანდა, ცხვირის წვერი აეწვა, კისრის ძარღვები ტკივილამდე დაეჭიმა, მთელი მისი არსება სატირლად იყო მომართული. „არ ვიტირებ, არ ვიტირებ“. იმეორებდა გონებაში გვანცა და ცდილობდა სახე მოერიდიბინა თანამგზავრებისთვის.
_აი, სკვერიც გამოჩნდა, ბავშვებო, ფრთხილად იყავით. - მიაძახა შვილებს ნენემ.
შენგელიამ ძალა მოიკრიბა და თავი გაიმხნევა. მერე სახე მოაბრუნდა და მოჩვენებითი სიხალისე აიკრა სახეზე.
_წამო ჩვენს ვიქანავოთ საქანელაზე, არ შეიძლება? - იკითხა გვანცამ.
ნენეს და ნუცას გაეცინათ.
_როგორ არა, მიდი. - მისცა უფლება ავალიანის დამ და ღიმილით გააყოლა თვალი საქანელებისკენ მიმავალ შენგელიას.
_მანანა ბიცოლა ეუბნება ხოლმე, შენი დასერიოზულება არ იქნება შვილო, არაო. - სიცილით სთქვა ნუცამ და გრძელ სკამზე ჩამოჯდა. გვერდით ნენე მიუჯდა.
_სწავლობს? - იკითხა ნენემ.
_არა, რა სწავლობს, ლექტორია უნივერსიტეტში, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის ლექციებს კითხულობს. - სთქვა სიამაყით ნუცამ.
_სერიოზულად? - გაიოცა ავალიანის დამ.
_კი. ორი წელი ამერიკაში ისწავლა და იქედან დაბრუნებული, მაშინვე ლექტორად დაინიშნა.
_ყოჩაღ ამ გოგოს. თან როგორი საყვარელია..
_საოცარი ადამიანია ჩვენი გვანცა... სტუდენტებს ძალიან უყვართ.
_რა კარგია. წარმომიდგენია მისი მშობლები რა ამაყები იქნებიან ასეთი შვილი რომ ჰყავთ. - ნენეს მეტის გაგება სურდა შენგელიაზე. ნუცა კი ამ ინტერესის დაკმაყოფილებაში ეხმარებოდა.
_ნამდვილად. ერთი შვილი ჰყავთ და ამაზე ამოსდით მზე და მთვარე. თუმცა მეორესაც ელოდებიან უკვე. - ბოლო სიტყვები ნუცამ გაბადრული სახით წარმოსთქვა.
_რაა? - წამოიძახა ნენემ, - რას მეუბნები... ვაიმე რა მაგარია... - აღფრთოვანების პიკში იყო ავალიანის და.
_ჰო.. - გაარძელა ღიმილით ნუცამ, - გვანცა ისეთი გახარებულია ამ ფაქტით, რომ დაფრინავს... უკვე ტანსაცმელებს ყიდოლობს.
_ რა საყვარელი ოჯახი ჰყოლია...
_კი, ნამდვილად. ძალიან თბილი ხალხია.
_ვინ უნდა დაიბადოს ჯერ არ იციან?
_არა, არ უნდათ წინასწარ სქესის გაგება.
_რა მაგარია, სხვანაირი მოლოდინი ექნებათ უფრო.
ორივემ გვანცასკენ გაიხედეს. შენგელია უდარდელი გამომეტყველებით ქანაობდა საქანელაზე.
ნენეს ტელეფონმა დარეკა. თორნიკე იყო.
_გისმენ ჩემო კარგი, რა ხდება? - ჰკითხა ღიმილით ძმას.
_სად ხართ? შებინდდა უკვე.
_სკვერში ვართ. გვანცა და ბავშვები საქანელა ქანაობენ, მე და ნუცა კი, ვჭორაობთ. - ისევ იღიმოდა ნენე.
ავალიანსაც ეღიმებოდა. შენგელიას ასული საქანელაზე წარმოიდგინა.
_გამოგაკითხავთ. სტუმრები წავიდნენ უკვე.
_კარგი მოდით, გელოდებით.
_ვაიმე გავიინე, შემცივდა. - მათ მობუზული გვანცა მიუახლოვდა. - არ წავიდეთ?
_რაც შენ იქანავე, კიდე გცივა? - გაეცინა ნუცას.
_რავიცი, მთელი ტანი მიცახცახებს. რაღაცნაირად ვარ. - თვითონაც ვერ აეხსნა მისი მდგომარეობა გვანცას. მთელი სხეული უკანკალებდა.
_სიცხე ხომ არ გაქვს? - ყური მოჰკრა ნენემ გოგოების დიალოგს. - და ფეხზე წამოდგა, რომ გვანცასთვის შუბლზე მიედო ხელი.
_არა, არამგონია.
_არა, სიცხე ნამდვილად არ გაქვს. - დაუდასტურა ავალიანის დამ, როდესაც შუბლი და საფეთქელი შეუმოწმა, - გინდა წავიდეთ? მაგრამ ისინი მოდიან უკვე აქ, ჩვენთან.
შენგელიას მთელ ტანში მდუღარე ტალღამ დაუარა. უეცრად წამოხურდა. მერე ისევ შესცივდა და ცივლმა ოფლმა დაასხა. ისევ გააკანკალა.
_წამოგეღო გრძელმკლავიანი ნეტა.. - უთხრა ნუცამ მეგობარს.
რამოდენიმე წუთი ისხდნენ და ბაასობდნენ. შენგელია მალულად აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ავალიანს ელოდა მისი ქვეცნობიერი. მანაც დიდხანს არ დააყოვნა. პაატა, ბესო და თორნიკე სკვერში შევიდნენ. ყოველთვის ავალიანის დანახვა და გვანცას დაბნევა ერთი იყო. თვითონაც ვერ უხსნიდა თავს, რატომ ემართებოდა ეს. ახლაც ასე მოუვიდა. დაიბნა და კიდევ უფრო გააკანკალა. სანამ სხვები შეამჩნევდნენ მათ მოსვლას, შენგელია მანამდე წამოდგა და ისევ საქანელაზე მოკალათდა. იქაურობას გაერიდა.
_აუ, გვიან მომაფიქრდა რომ დამერეკა თქვენთვის, - მიმართა ძმას და ქმარს ნენემ, - ჩემი ჟაკეტი რომ წამოგეღოთ. გვანცას შესცივდა და მალე უნდა წავიდეთ სახლში. არ გაცივდეს.
ახალაძემ ტანზე დაიხედა, მხოლოდ გრზელსახელოებიანი მაისური ეცვა და ინანა რომ ჟაკეტი არ მოიცვა.
_ჩემსას მივცემ, - სთქვა უცებ თორნიკემ და ელვა შესაკრავი შეიხსნა სპორტული სტილის ჟაკეტზე. შენგელიასკენ გაემართა.
_მცივანას შესციებიაო, - უთხრა თორნიკემ, როდესაც მიუახლოვდა.
_უკვე აღარ მცივა. - სთქვა მკვახეთ შენგელიამ და საქანელის გაჩერება დაიწყო.
_მე რომ დამინახე, უცებ წამოხურდი ხო? - გაეხუმრა მამაკაცი. გვანცამ სიბრაზე და განრისხება ერთ გამოხედვაში ჩადო. ავალიანს გაეღიმა.
_არ მცივა, მორჩა. - გაჯიუტდა გოგონა. არა და, მისი ტუჩების ფერი საპირისპიროს ამბობდნენ. თორნიკემ ჟაკეტი გაიძრო და გვანცას დაუწყო ჩაცმა.
_არ მინდა, რას აკეთებ? - ხელები მაგრად ჩასჭიდა საქანელის ჯაჭვს.
_გოგო!.. - ხმა გაიმკაცრა ავალიანმა, - ნუ მეჯიუტები, ჩაიცვი ეს, რომ გეუბნები.
შენგელიამ თვალებში შეხედა თორნიკეს. მიხვდა რომ იმ წამს საშინლად ეშინოდა მისი, ეშინოდა იმის, რომ სიმაყეს გადააბიჯებდა, ეჭვებს დაასაფლავებდა და მონატრებული ჩახუტებით დატკბებოდა.
_მისმენ, რას გეუბნები? - ჰკითხა მამაკაცმა და ჯაჭვზე ჩაბღაუჭებული ხელები გააშვებინა, მერე ჟაკეტი მოაცვა და ელვა შესაკრავით შეუკრა. - ხომ არ გიჭერს? - გაეღიმა თორნიკეს.
გვანცამ ზემოდან დახედა ავალიანის სამოსს, რომელიც მის სხეულს გათბობას უპირებდა. გაეღიმა.
_არა, ზუსტად ჩემი ზომაა. ასე არაფერი მომრგებია. - ორაზროვნად სთქვა შენეგლიამ და ისევ გაუსწორა თვალი მამაკაცს.



№1  offline მოდერი ლილიანა

რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2 სტუმარი კეკე კუჭავა

ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

 


№3  offline მოდერი ლილიანა

კეკე კუჭავა
ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

აი ნახე თუ არ შეგახსენო:):):):):):):) შენს ბლოგზე მგონი მეასედ წავიკითხე ისტოროები,ერთ საიტზე კოდევ წავაწყდი საქმე ოცნების ნაცვლად გავგიჟდი ისე მომეწონა შენი ყოფკლა.კოდევ სადმე ხომ არ გიდევს ისტორიები რომელიც არ მინახა ს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი ბახულა

შეუდარებელი კეკე გამიხარდა რომ გამოჩნდიი winked

 


№5 სტუმარი paradise

ძაან მონწონს ეს ისტორია ^^ მაგრამ პატარა თავია :/

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

რა პატარაა რა რამდენი ხანია გელოდები იმედია აღარ დააგვიანებ და მალე დადებ

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიის დადებას... რატომ დააგვიანე აქამდე... რაღაც საოცრად თბილი თავი იყო... აღარ გვალოდინო ასე დიდხანს გთხოვ ...

 


№8  offline წევრი si-xa

რა საყვარლები არიან აი როცა ვკითხულობ არ Mინდა დამთავრდეს

 


№9 სტუმარი Natia

Kargiaaa chemo kargo magram didxansss gvalodinebbb axalll tavzeeee.... Male gaagrzeleee raaaa....??(()) Gaixareee carmatebebsss gisurvebbbb....

 


№10  offline წევრი tiko-gio

shemdegi rodis iqnebaa??? damelia suli amis lodinshii.......

 


№11  offline წევრი სალობალო

ლილიანა
კეკე კუჭავა
ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

აი ნახე თუ არ შეგახსენო:):):):):):):) შენს ბლოგზე მგონი მეასედ წავიკითხე ისტოროები,ერთ საიტზე კოდევ წავაწყდი საქმე ოცნების ნაცვლად გავგიჟდი ისე მომეწონა შენი ყოფკლა.კოდევ სადმე ხომ არ გიდევს ისტორიები რომელიც არ მინახა ს


აუუ ბლოგის ლინკი მინდა ^

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან ძააან მაგარია ვგიჯდები ისე მომწონს <3 მალე დადეე რაა

 


№13  offline წევრი მარიამი ))

ვაიმეე ლიზბეეტ, ისე არაფერი გამხარებია როგორც სიახლებში ამ ისტორიის ახალი თავის დანახვამ გამახარაა *.* ძალიან მიყვარს ეს ისტორია, ძალიან გვანცას პერსონა ნამეტანი პრიკოლია სულ მეცინება მასზე და ავალიანზე.. :დ აიი ეს პაატა და ნუცა საერთოდ რა, ცირკის მასხარები არიან.. :დდ ლიზბეტ ერთი ტხოვნა მექნება! მეტი აღარ დაგვიანო რაა, ნუ დაგვტანჯე ქალოო ^^ <3 მიყვარს შენი ნაწერრები x.

 


№14  offline წევრი სოფო

სალობალო
ლილიანა
კეკე კუჭავა
ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

აი ნახე თუ არ შეგახსენო:):):):):):):) შენს ბლოგზე მგონი მეასედ წავიკითხე ისტოროები,ერთ საიტზე კოდევ წავაწყდი საქმე ოცნების ნაცვლად გავგიჟდი ისე მომეწონა შენი ყოფკლა.კოდევ სადმე ხომ არ გიდევს ისტორიები რომელიც არ მინახა ს


აუუ ბლოგის ლინკი მინდა ^


http://keke27kutchava.blogspot.com/

 


№15  offline წევრი სალობალო

სოფო
სალობალო
ლილიანა
კეკე კუჭავა
ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

აი ნახე თუ არ შეგახსენო:):):):):):):) შენს ბლოგზე მგონი მეასედ წავიკითხე ისტოროები,ერთ საიტზე კოდევ წავაწყდი საქმე ოცნების ნაცვლად გავგიჟდი ისე მომეწონა შენი ყოფკლა.კოდევ სადმე ხომ არ გიდევს ისტორიები რომელიც არ მინახა ს


აუუ ბლოგის ლინკი მინდა ^


http://keke27kutchava.blogspot.com/


მადლობა

 


№16  offline მოდერი ლილიანა

სალობალო
ლილიანა
კეკე კუჭავა
ლილიანა
რა ვქნა ტომ არ მყოფნის,არ მინდა რომ დამთავრდეს

წიგნად რომ გამოვცემ, გპირდები ერთ ეგზემპლიარს შენ გაჩუქებ და მერე იკითხე და იკითხე. ))))))))

აი ნახე თუ არ შეგახსენო:):):):):):):) შენს ბლოგზე მგონი მეასედ წავიკითხე ისტოროები,ერთ საიტზე კოდევ წავაწყდი საქმე ოცნების ნაცვლად გავგიჟდი ისე მომეწონა შენი ყოფკლა.კოდევ სადმე ხომ არ გიდევს ისტორიები რომელიც არ მინახა ს


აუუ ბლოგის ლინკი მინდა ^

Kekes blogi
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline წევრი nestanuka13

კეკე ჩემი ალექსანდრე და დადაც დადე რა აქ

 


№18  offline წევრი tam28

Shemdegi daaadeeeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent