შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mein Stern (დასასრული)


27-05-2016, 17:30
ავტორი Keke27
ნანახია 8 004


„გაბრიელ, საქართველოში ჩამოვდივარ“, მესმის ნიკოლის ბედნიერი ხმა. ყურებს არ ვუჯერებ, მგონია, რომ მეჩვენება. ვიბნევი და სუნთქვა შეკრული ველოდები, კიდევ თუ იტყვის იგივეს.
ორი კვირის შემდეგ თბილისის აეროპორტში ვდგავარ, გული ყელში მებჯინება ბედნიერებისგან და ველოდები ჩემ საყვარელ ქალს. წუთები საშინლად იწელება ლოდინის დროს. მით უმეტეს, როცა ბედნიერების მოახლოებას ელი.
მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა იმის წარმოდგენისას, რომ მალე ნიკოლს ვნახავდი. და მანაც არ დააყოვნა... ფართო კარი რომ გაიხსნა და ის გამოვიდა, ვიგრძენი გული გაჩერდა წამით. ზედმეტი სიხარულიც მავნებელია თურმე ზოგჯერ.
მიღიმოდა...
პატარა ჩემოდანს მოაგორებდა, ინსტიქტურად ხელი გაუშვა და ჩემკენ გამოექანა....
მისი დანახვისას თვალები ჩემდაუნებურად ამევსო ცრემლით. ნიკოლი კი დაუფარავად ტიროდა სიხარულის ცრემლებით და მარწუხებივით მიჭერდა კისერზე მის გამხდარ ხელებს.
„ჩემი გიჟი გოგო ხარ შენ... ჩემი ვარსკვლავი“, ვბუტბუტებდი და საყვარელი ქალის მონატრებული სურნელით ფილტვებს ვიჯერებდი.
ის მარტო იყო. ბავშვებით ჩამოსვლა ვერ გარისკა პირველ ჯერზე.


მისი სტუმრობის დროს საქართველო ძალიან ლამაზი იყო. როგორც დღეს. მაისის ბოლო იყო. ყველაფერი გამწვანებულია. ბევრი ყვავილია მინდორში. განსაკუთრებით საოცარი სანახავია გურიის მთები ამ დროს.
რამდენიმე დღე დავყავით თბილისში, შემდეგ კი გურიაში წავედით, ჩემს სოფელში. იქ გველოდებოდნენ.
ძალიან მოსწონდა ყველაფერი რასაც ხედავდა გზადაგზა.
აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
სოფელში ჩასულებს იმოდენა სუფრა დაგვახვედრეს, რომ ლამის ქორწილი გადაგვიხადეს. მაგიდის თავში დაგვსვეს და ტრადიციული სადღეგრძელოებით გაჯერებული ქეიფი გამართეს.
ძალიან თბილად მიიღეს ნიკოლი ყველამ. თვითონ ნიკოლი იყო ისეთი პიროვნება, არ შეიძლებოდა რომ არ შეგყვარებოდა. ჯადოსნური ღიმილი ჰქონდა. ყველა მოხიბლა აბსოლუტურად, ირგვლივ.
ხო, ახლა გამახსენდა, - თქვა უცებ, გაბრიელმა, თან გაეცინა, - ნიკოლს ენაზე ჰქონდა პირსინგი. ლაპარაკისას უჩანდა ხოლმე, განსაკუთრებით რომ გაიცინებდა მაშინ. ბებიაჩემმა შეამჩნია ეს. დააკვირდა, მერე მე დამიძახა, მეორე ოთახში გამიყვნა და მეტად შეფიქრიანებულმა მითხრა: „რაი აქ ამ ბაღანას პირში, ბებია?“
გამეცინა მის შეკითხვაზე. „პირსინგი უკეთია. საყურეა, საყურე“. ვეცადე უკეთ გარკვეულიყო რა იყო პირსინგი.
„რად უნდა აი რკინა მერე პირში?“ მაინც ვერ გაერკვა ბებიაჩემი.
„მოდაა ასეთი. თან მას მოსწონს“. ვუპასუხე მოკლედ და წასვლა დავაპირე.
„რაის მოდაა აგი. რა ფასონია“, თქვა თავისთვის უკმაყოფილო, ჩაფიქრებული ხმით და ხელების აქით-იქით ტრიალს მოჰყვა.
ნიკოლი დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყველას, ყველაფერს და ბევრი რამ მისთვის წარმოუდგენლად გაუგებარი იყო. მაგალითად ვერ გებულობდა, თუ რატომ სვავდნენ ყანწით ღვინოს.
რატომ არ ჰქონდათ სოფელში ტუალეტი, რომელსაც უნიტაზი აქვს.
რატომ რეცხავდნენ ტაშტზე სარეცხს და მსგავსი რამეები უკვირდა ძალიან. - თქვა სიცილით გაბრიელმა, - ორი კვირა დაჰყო ნიკოლმა საქართველოში. გადავწყვიტეთ, რომ მეორედ ჩამოსულიყო, ამჯერად ბავშვებიანად. გვაინტერესებდა, როგორ შეეგუებოდნენ აქაურობას. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, ნიკოლი დარჩებოდა და ერთად გავაგრძელებდით ცხოვრებას ჩვენს შვილებთან ერთად. ნიკოლის შვილებს საკუთარ შვილებად მივიჩნევდი. ასეც უნდა ყოფილიყო.
სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა ბავშვებთან ერთად.
იმ დროისთვის თბილისში ვცხოვრობდით მე, მამაჩემი და ჩემი ძმა. მე და მამა ვმუშაობდით. ჩემი ძმა სტუდენტი კი იყო. დასავლეთში დედა და უმცროსი ძმა დარჩნენ. ხანდახან ჩამოდიოდნენ ისინიც.
ბავშვების ნახვამ ძალიან გამაბედნიერა. მათაც გაეხარდათ ჩემთან შეხვედრა.
ბედნიერების ზენიტში ვიყავი, ნიკოლი ისევ ჩემს გვერდით იყო.
დასავლეთში წავედით. ვიფიქრეთ, რომ ბავშვებს მთის ჰაერი მოუხდებოდათ, თან დიდი ინტერესით ელოდნენ ნიკოლის შვილებს ყველა.
სამწუხაროდ დასავლეთის ჰაერმა საშინლად იმოქმედა ბავშვებზე. იძულებულნი გავხდით მალევე დავბრუნებულიყავით თბილისში.
იქ უკვე კარგად გახდნენ.
თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქათველო შემოვიარეთ. ნიკოლს შეუყვარდა ჩემი სამშობლო.
ერთად უბედნიერესი დრო გავატარეთ.
მომავალი დავგეგმეთ.
დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ საქართველოში ბავშვების გამო ვერ ვიცხოვრებდით.
ამიტომ გერმანიის საელჩოში მივედი. ვიზა მჭირდებოდა სასწრაფოდ. საბუთები ყველაფერი წესრიგში მქონდა, უარის თქმის უფლებაც არ ჰქონდათ... - კანდელაკი გაჩუმდა, მიწას ჩააცქერდა და ირონიულად ჩაიცინა, - ერთმა გერმანელმა ქალმა დამიწყო იქ, საყვედურების თქმა, მიდიხართ იქ და აღარ გინდათ მერე უკან დაბრუნებაო და რაღაც ძაან არაადეკვატურად მომექცა. თან მთლიანად ქართველებს იხსენიებდა ცუდად. ვეღარ მოვითმინე და არც მე დავაკელი ლანძღვა-გინება. შესაბამისად უარით გამომისტუმრეს უკან. გიჟებს ვგავდით მეც და ნიკოლიც. მაგრამ ჩემზე უფრო გაცოფებული ნიკოლი იყო ამ ყველაფრით. ოცნებები ჩვენს თვალწინ იწყებდა ნგრევას და ჩვენ ფაქტიურად არაფერი შეგვეძლო ნგრევის შესაჩერებლად. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებთით, რომ ნიკოლი, გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, გამომიგზავნიდა ვიზას და ამ გზით მოვახერხებდი იქ ჩასვლას.
მეორე თუ მესამე დღეს საყვედურის წერილი მომივიდა საელჩოდან. თურმე ის, ვისაც სიტყვიერი შეურაცყოფა მივაყენე და შელაპარაკება მომივიდა, კონსული ყოფილა.
ძალიან განვიცადეთ გერმანიაში ერთად წასვლის ამბავი რომ არ გამოგვივიდა.
ამიტომ ნიკოლს და ბავშვებს უჩემოდ მოუწიათ უკან დაბრუნება.
ვერ ვიტან დამშვიდობების პროცესს. ის ყოველთვის ცრემლთან და გულისწყვეტასათან ასოცირდება. იმის გაფიქრება, რომ არ იცი, როდის ნახავ კიდევ იმ ადამიანს, რომელიც მთელი ერსებით გიყვარს, საშინელ განცდას გიღვივებს.
ტიროდა ნიკოლი წასვლისას. ეძნელებოდა ჩემთან განშორება. ჩემი მხრიდან მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. გული მეწურებოდა, მტკიოდა და ისე დამიმძიმდა, მეგონა უშველებელი ტორები ჩაფრენოდა და მთელი ძალით დაბლა ექაჩებოდა.
მკლავები ისე ძლიერ მქონდა ნიკოლზე მოხვეული, სუნთქვა უჭირდა.
ალბათ ვგრძნობდი, რომ ბოლო ჩახუტება იყო და ჩემი ქვეცნობიერი ცდილობდა, ეს გულში ჩაკვრა, რაც შეიძლება დიდხანს მხსომებოდა... - ისევ გაჩუმდა კანდელაკი. ვატყობდი, რთული იყო მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა, - ათი წელი გავიდა მის მერე... დღესაც იმავე სიძლიერით ვგრძნობ იმ განცდებს... მის სურნელს.. მისი ცრემლის გემოს... ზოგჯერ მისი სიცილის ხმა იმდენად ცხადად მესმის, რომ მგონია სადღაც აქვეა ახლოს ჩემთან, დამალობანას მეთამაშება, ხეებს ამოფარებული...
ნიკოლი და ბავშვები მშვიდობით ჩაფრინდნენ მიუნხენში.
ის იყო ვიზის მოლოდინში ვიყავით, რომ მამაჩემი გახდა ცუდად.
მას სიმსივნე აღმოაჩნდა თავში.
მეხის გავარდნაზე უარესი იყო ჩვენთვის-ოჯახისთვის ეს ამბავი.
ის ლოგინად ჩაწვა. მთელი ოჯახის სიმძიმე მე უნდა ამეღო თავზე. ჩემი შუათანა ძმა სტუდენტი იყო, მას თავისებური ხელის წყობა სჭირდებოდა. დედა ვერ მუშაობდა პატარა ძმას უვლიდა, რომელიც ორი წლის იყო იმ დროისთვის. მე ჩემს უმცროს ძმაზე ოცი წლით უფროსი ვარ. მამაჩემს მკურნალობა სჭრდებოდა, ოჯახს შენახვა და ამ ყველაფრისთვის თავი მე უნდა დამედგა.
ნიკოლმა, ჩასვლიდან სამ კვირაში გამომიგზავნა ვიზა. ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, მე წავიდოდი. ხოლო ჩემგან უარი, რომ მოისმინა სიბრაზიზდგან რა ექნა არ იცოდა.
„მე ჩამოვალ მანდ, წამოვიყვან ბავშვებს და ჩამოვალთ საქართველოში საცხოვრებლად“. მითხრა მერე, რომ დამშვიდდა. მას იმდენად ვუყვარდი, რომ მზად იყო აქ ეცხოვრა. თვითონ მითხრა, რომ მზად ვარ იგივე გავაკეთო, რასაც ყოველდღე აკეთებენ ქალები სოფელში ცხოვრებისას, ოღონდ შენთან ახლოს ვიყო. ოღონდ ყოველ დღე გხედავდეო... - გაბრიელს ნერვიულად უტოკავდა სახის ნაკვთები. მძიმედ და ღრმად სუნთქავდა. თვალის თეთრი გარსი ნელ-ნელა ფერს იცვლიდა და ვარდისფერდებოდა. სუნთქვა შეკრული ვიჯექი მე და ველოდი ამბის გაგრძელებას. - ვერ ავიღებდი ასეთ სიტუაციაში ნიკოლის და ბავშვების მომავალზე პასუხისმგებლობას. ბინა, თბილისში სადაც ვცხოვრობდით, ქირით გვქონდა აღებული. ძალიან პატარა ფართის იყო. მთელი ოჯახი ამ ბინაში ვცხოვრობდით. დედაჩემი და ჩემი ძმაც თბილისში გადმოვიდნენ. დასავლეთში ვერ წავიყვანდი მამას, რადგან მკურნალობის კურსი მას აქ უნდა გაევლო. მხოლოდ მე ვმუშაობდი. საცხოვრებლის გადასახადი, მამაჩემის მკურნალობის ხარჯები, სტუდენტი ძმა, ოჯახის რჩენა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო. ხელფასი კი მხოლოდ სამასი ლარი მქონდა. ბუნებრივია არ იყო ეს თანხა საკმარისი და პროცენტიანი ვალებიც წამოვიკიდეთ.
ვერაფრით ვერ ავიღებდი იმხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ ნიკოლი და ბავშვებს აქ ეცხოვრათ. მათ სხვანაირი ხელისწყობა დასჭირდებოდათ, რომელსაც მე ვერ შევძლებდი იმ დროს.
შევშინდი...
ამიტომ საკუთარ ბედნიერებაზე მტკიცე უარი განვაცხადე.
მიჭირდა ნიკოლისთვის ამის ახსნა. მას კი ჩემი გადაწყვეტილების გაგება უჭირდა.
_კი მაგრამ, როგორც მახსოვს თქვი, რომ ნიკოლი საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი იყო, - შევაწყვეტინე თხრობა.
_კი, ასე იყო. მაგრამ, კეკე, მე არ ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომ ამით რაიმე სარგებელი მენახა.
რა მეთქვა ნიკოლისთვის, ჩამოდი საქართველოში და შენი ხარჯებით ირჩინე თავი-თქო? მას ხომ ჩემ გამო უნდა ეცხოვრა აქ და თვითონ უნდა გაეწია ხარჯი ამისთვის? არა, ამას არ დავუშვებდი.
საშინლად გაბრაზდა ნიკოლი ჩემზე. გაბრიელ ნახვამდისო მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
არ მირეკავდა. ვერც მე ვურეკავდი... ძალიან მიჭირდა მის გარეშე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩემივე სურვილით ვთქვი უარი საკუთარ ბედნიერებაზე და საყვარელ ქალზე. ახლანდელი გადასახედიდან, რომ ვუკვირდები წარსულს, ვრწმუნდები იმაში, რომ არ უნდა შემშინებოდა. უნდა ჩამომეყვანა ნიკოლი საქართველოში. ვიქირავებდი კიდევ ერთ ბინას, სადაც ნიკოლს და ბავშვებს ვაცხოვრებდი. დღე და ღამ ვიმუშავებდი და გადასახადებს მაინც გადავიხდიდი. ბავშვებსაც მივიყვანდი კარგ სკოლაში, სადაც შეძლებდნენ მათთვის შესაფერისი განათლება მიეცათ... ყველაფერს შევძლებდი... მაგრამ შემეშინდა. ამდენ ადამიანზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემეშინდა, რამაც ცხოვრების ერთდადერთ სიყვარულზე მათქმევინა უარი.
დრო გადიოდა, მამაჩემის მდგობარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ისე ვიყავი დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით და საქმით, რომ საღამოს საწოლამდე ძლივს ვაღწევდი. თუმცა ნიკოლზე ფიქრი არასდროს მტოვებდა.
ნეტავ ახლა რას შვება?
სად არის..
იცინის?
ან იქნებ ტირის, ვენატრები ალბათ... ვიქრობდი ასე.
ოთხი თვის შემდეგ საყვარელი ქალის ხმა გავიგონე ტელეფონში. სუნთქვა შემეკრა. სიხარულისგან ერთიანად ვცახცახებდი მისი ხმის მოსმენისას.
„გაბრიელ, რაღაც უნდა გითხრა“ , მითხრა შეცვლილი ხმით. გულმა რეჩხი მიყო. „ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა... არა, ის ყოველთვის არსებობდა, მას დიდი ხანია ვუყვარვარ, მე არ მიყვარდა“... ვგრძნობდი როგორ მასხავდა სიმწრის ოფლი და მეკუმშებოდა გული. „ ის ბავშვებს ძალიან მოსწონთ.. უფრო მეტიც, ძალიან შეუყვარდათ იოჰანი. გაბრიელ, ხვალ ქორწილი მაქვს. მე და იოჰანი ვქორწინდებით“... ნიკოლი გულამომჯდარი ტიროდა. თვალთ დამიბნელდა. ვერაფერს ვხედავდი. უეცრად წყვდიადში აღვმოჩნდი. მხოლოდ ხმები მესმოდა. ქუჩიდან გაბმული სირენის სიგნალი და ყურმილში ნიკოლის ტირილი. მართლა ვერ ვხედავდი იმ წუთას ვერაფერს. მხედველობა დავკარგე მიღებული შოკისგან.
„მაგრამ, გაბრიელ, იცოდე მე შენ მიყვარხარ... ერთადერთი მამაკაცი ხარ ვინც ჩემი გაბედნიერება შეძლო“... აგრძელებდა ქვითინს ნიკოლი.
„ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისგანაც ძალიან მინდოდა შვილი მყოლოდა. იოჰანს ვერ გავუჩენ შვილებს, დაფეხმძიმებას ვერ შევძლებ. მინდოდა ჩემი მესამე შვილის მამა შენ ყოფილიყავი, ეს კი შეუძლებელია, ამიტომ ოპერაცია გავიკეთე... გაბრიელ გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. მინდა, რომ ბედნიერი იყო“...
ნიკოლის ხმა გაბმულმა ზუმერმა შეცვალა. გახევებული ვიდექი. ვერ ვმოძრაობდი. ერთიანად გავშეშდი ნაბიჯის გადადგმის თავიც არ მქონდა. ირგვლივ ისევ სიბნელე იყო.
ამ სიბნელეში კინო-კადრივით ჩაიარა მთელმა სამმა წელმა. ნიკოლის გაცნობიდან იმ წუთამდე... მისი სიცილი, მოფერება, კოცნა, სურნელი... ყველაფერი ისე მტკივნეულად შევიგრძენი, რომ ამ ტკივილმა მხედველობა დამიბრუნა. გაცეცხლებულმა კედელს დავუშინე მუჭები. ვხედავდი, როგორ მეღებებოდა სისხლით ხელები. სხეულზე მეტად სული მტკიოდა მაშინ, ეს კი გაცილებით უარესი ტკივილია. სხეულის ტკივილს მალამოთი დაიამებ ადამიანი, სულის ტკივილს კი ვერ შველის მედიცინა.
პირველად ვყვები ახლა ამას... ვბღაოდი, ნიკოლის ნათქვამი რომ მახსენდებოდა. დაჭრილი ნადირივით ვზმუოდი, ვყმუოდი, ვღრიალებდი... ახლოს ვერავინ მეკარებოდა.
საკუთარი ბედნიერება ვერ დავიცავი. საყვარელი ქალი თვალსა და ხელს შუა დავკარგე... - გაბრიელმა პაუზა გააკეთა, მერე ისევ განაგრძო, - ნიკოლის ქორწილის დღეს ქალქიდან გავედი და მთელი დღე მდინარის პირას გავატარე.
შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უსაზიზღრესი პერიოდი. ვერ ვიტანდი ვერავის. ყველაფერი მაღიზიანებდა. წყვილებს რომ ვხედავდი მათ მიმართ სიძულვილს განვიცდიდი. ჩავიკეტე. არავის ვეკონტაქტებოდი. დარობოტებული მივდიოდი და მოვდიოდი სამსახურში.
მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამევიწყებინა ჩემი პირადი ცხოვრება. არასოდეს მქონოდა ის, არასოდეს შემეყვარებინა სხვა ქალი, რადგან ნიკოლი ჩემში სულ იარსებებდა. ვთვლიდი, რომ მე არ ვიმსახურებ პირად ბედნიერებას, რადგან ის დავკარგე. ვერ გავუფრთხილდი მას. თავს ამგვარი განაჩენი გამოვუტანე...
მის მერე მოვდივარ ასე. ჩემი ცხოვრება მთლიანად სამსახურს და ჩემს ირგვლის შეკრებილ ადამიანებს მივუძღვენი. ათი წელი გავიდა უკვე...
არავინ ეკარება ჩემს გულს ნიკოლის გარდა.
მქონია ურთიერთობა სხვა ქალთან, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მე ვერაფრით შევძელი მისი შეყვარება.
მე ვთვლი, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ის არ მეორდება.
ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული კი, ჩემი შიშის გამო დავკარგე.
_გამოდის, რომ სჯი საკუთარ თავს და უფლებას არ აძლევ სხვა შეიყვარო? - ვკითხე და ცრემლიანი თვალები ამოვიწმინდე. თავზარი დამცა ნიკოლის ქორწინების ამბავმა და გაბრიელის განცდებმა.
_კი ასეა. ამას არასოდეს არ ვაპატიებ ჩემ თავს....
_მის მერე არ გამოჩენილა ნიკოლი?
_კი, როგორ არა. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დამირეკა. ყოველთვის, როცა რამე უჭირდა ან ძალიან ბედნიერი იყო, სულ მირეკვდა და მიზიარებდა თავის განცდებს. რჩევას მეკითხებოდა. დამშვიდობებისას კი ყოველთვის ტიროდა.
ასე გადიოდა დრო.
მამაჩემი გარდაიცვალა.
ჩემმა ძმამ სწავლა დაამთვრა.
დედამ მუშაობა დაიწყო.
პატარა ძმა საბავშვო ბაღში დაიოდა.
თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა და ასე გრძელდებოდა ცხოვრება.
ჩემთან კი არაფერი იცვლებოდა...
ნიკოლი ისევ განაგრძობდა კონტაქტს ჩემთან.

ერთ დღეს ნიკოლის ქმარმა - იოჰანმა დამირეკა. მითხრა, რომ ნიკოლი შენთას საუბრის შემდეგ ძალიან ცუდად ხდება და მთხოვა აღარ დამერეკა მეტად მისთვის. არადა მე არც არასდროს დამირეკია. ყოველთვის ნიკოლი რეკავდა. მაგრამ ხომ არ ვეტყოდი ამას.
იოჰანს ვუთხარი, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ შენ თუ ასე გსურს, აღარ მექნება ნიკოლთან კონტაქტი-თქო. მან მადლობა გადამიხადა და ასე დამემშვიდობა.
ნიკოლმა უკლო ჩემთან დარეკვებს. რამდენიმე თვეში ერთხელ მეხმიანებოდა მხოლოდ. ერთ-ერთი დარეკვისას მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა და მთხოვა მისი სულისთვის მელოცა და სანთელი ამენთო.
სამი წლის წინ გერმანიში მომიწია წასვლა, სამსახურმა გამიშვა. იქ ჩასულმა დავურეკე ნიკოლს და ვუთხარი, ვენახე მეუღლესთან ერთად. გაგიჟდა ისე გაეხარდა ჩემი იქ ყოფნა. დამპირდა, რომ შემხვდებოდა და იოჰანს დაელაპარაკებოდა.
არ ვიცი რატომ მოვინდომე იოჰანის გაცნობა. რატომ მინდოდა საყვარელი ქალი ქმართან ერთად ერთად მენახა. ამდენი წლის შემდეგ უნდა შევხვედროდი... არ ვიცი...
ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა მისი ქმარი დამერწმუნებინა იმაში რომ ნიკოლთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. ასე მას ეჭვები გაეფანტებოდა და ნიკოლს ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავდა. თან მაინტერესებდა, როგორი იყო... მაინტერესებდა როგორი დამოკიდებულებას ვიგრძნობდი მათ შორის... ყველაფერი მაინტერესებდა. ალბათ ესაა ახსნა იმისა, თუ რატომ მინდოდა იოჰანის გაცნობა.
ნიკოლს უთქვამს, რომ ჩემი მეგობარი გაბრიელი არის ჩამოსული, ჩვენი ნახვა და შენი გაცნობა სურსო.
იოჰანს მიუგია, მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს გაბრიელი, ვისთანაც საუბრის შემდეგ ასე ცუდად რომ ხარო.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს შევხვედროდით, მაგრამ არ მოვიდა. იმის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ნიკოლი მენახა ამდენი წლის შემდეგ, ჟრუანტელს მგვრიდა. მოსვენებას მაკარგვინებდა და სულს მიფორიაქებდა. ვხვდებოდი, რომ მის მიმართ გრძნობა არ გამნელებოდა...
ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, „მაპატიე გაბრიელ, ამას ვერ შევძლებ.. ვერ შეგხვდები... არ შემიძლია შენი ნახვა. შენი დანახვისას დამავიწყდება, რომ გვერდით ქმარი მიდგას და არ მინდა მას ეს ტკივილი მივაყენო. ის ძალიან კარგი ადამიანია და არ იმსახურებს ჩემგან ასეთ მოქცევას. ნახვამდის“...
არ გავბრაზებულვარ მასზე. გული კი ძალიან დამწყდა, რომ მისი ნახვა ვერ შევძელი.
ბოლოს ერთი წლის წინ დამირეკა, მითხრა, რომ ძალიან დაიღალა ასეთი ურთიერთობით. მას აღარ სურდა ჩემთან ჰქონოდა კონტაქტი. ასე ჩვენს ცხოვრებას უარესად ვინადგურებთო.
დავემშვიდობეთ, ბედნიერება ვუსურვეთ ერთმანეთს და მის მერე არ სჩანს...
ჩემს ცხოვრებაში კი ისევ არაფერი შეცვლილა...
ნიკოლი ყოველთვის ჩემი ვარსკვლავი იქნება....
ეს იყო ჩემი ისტორია, - მითხრა ღიმილით ბოლოს და გაჩუმდა.
_ახლა, რომ დაგირეკოს ნიკოლმა და გითხრას, თავისუფალია, შენ რას იზავდი? - ვკითხე და პსუხის მოლოდინში სუნთქვა შევიკარი. თუმცა უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
_დაუფიქრებლად, ერთი წამიც კი არ ვიყოყმანებდი, მას ჩემს ცხოვრებაში ისე დავაბრუნებდი. - ეს იყო მისი გულწრფელი პასუხი.
_გაბრიელ, ძალიან მინდა ბედნიერი იყო. შენ იმსახურებ ამას. - ვუთხარი მას რასაც იმ წამს ვფიქრობდი.
ჩაეცინა და მადლობა გადამიხადა.
ცოტა ხანს კიდევ დავყავით ვერის პარკში. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ მაგრამ ორივეს ფიქრები ნიკოლს დატრიალებდა.
ნეტა ახლა როგორ ცხოვრობს?
ნეტავ ისევ ფიქრობს გაბრიელზე?
იქნებ ისევ ძველებურად უყვარს...
იქნებ მიტომ მოინდომა მასთან საბოლოოდ დაშორება, უნდოდა გაბრიელს პირადი ცხოვრება აეწყო და ბედნიერი ყოფილიყო...

კანდელაკს საუბრისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. შინ მიმავალს მხოლოდ ერთი სურვილი მიტრიალებდა გულში და გონებაში, გაბრიელმა საკუთარ თავს აპატიოს.
მთელი გულით მინდა ეს....

ასე გავარკვიე რა სევდა და დარდი იმალებოდა კანდელაკის ლურჯი თვალების მიღმა.
მთელი დღეებია გულდამძიმებული დავდივარ. მტკივა და განვიცდი იმ ტკივილს რაც ნიკოლმა და გაბრიელმა გადაიტანეს.
ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა ეს ამბავი.
არ ვიცი რას ისწავლით ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

დასასრული.
2016 წელი. მაისი.

დიდი მადლობა ყველას.
_____________________
კითხვა: გაბრიელი რომ რეალური პერსონაჟი იყოს, რას ეტყოდით მას?



№1  offline წევრი Nightcore

ვაიმეე ♥ ვგიჟდები შენ ისტორიებზე... საოცრება იყო love კითხვას რაც შეიძლება არვიცი რადგან დიდად ფსიქოლოგობა არ გამომდის wink love
--------------------

-
-
-
Who The Fuck Cares -.-

 


№2 სტუმარი ემი

მე მგონი, ეს უფრო მოთხრობა იყო სიყვარულზე, ვიდრე ისტორია...

ძალიან გავბრაზდი ნიკოლზე... ოთხი თვე ძალიან ცოტა დროა,
და გამართლება არ ააქვს, რავი ასეთი სიყვარულის არ მჯერა....

რაც შეეხება გაბრიელს, ვეტყოდი, რომ უფრო ძლიერი უნდა იყოს, აშკარად ძალიან სუსტი პიროვნებაა შინაგანად და უფრო მეტი სიძლიერე მოეთხოვება, კაცია ბოლო ბოლო... თან ნიკოლის საქციელის მერე ...

კიდე ვეტყოდი, რომ სიყვარული მეორედაც მოდის....

წარმატებები კეკე... love

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

ემი
მე მგონი, ეს უფრო მოთხრობა იყო სიყვარულზე, ვიდრე ისტორია...

ძალიან გავბრაზდი ნიკოლზე... ოთხი თვე ძალიან ცოტა დროა,
და გამართლება არ ააქვს, რავი ასეთი სიყვარულის არ მჯერა....

რაც შეეხება გაბრიელს, ვეტყოდი, რომ უფრო ძლიერი უნდა იყოს, აშკარად ძალიან სუსტი პიროვნებაა შინაგანად და უფრო მეტი სიძლიერე მოეთხოვება, კაცია ბოლო ბოლო... თან ნიკოლის საქციელის მერე ...

კიდე ვეტყოდი, რომ სიყვარული მეორედაც მოდის....

წარმატებები კეკე... love


ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ გაბრიელი სუსტია. პირიქით, ის ძალიან ძლიერი სულის ადამიანია.
თუმცა შენს აზრს პატივს ვცემ.

დიდი მადლობა რომ კითხულობდი love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაააან მაგარი იყოო როგორც ყოველთვის... წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით <3

 


№5 სტუმარი თა თუ

კეკე ძალიან მაგარი გოგო ხარ ზუსტად გადმოეცი ის რისი მოტანაც ჩვენამდე გინდოდა. გაბრიელს კიდე ვეტყოდი რომ ყველაზე დიიიდიი გული აქვსს და საოცარი ადამიანია... და კიდევ მისცეს საკუთარ თავს ბედნიერების უფლებააა.... უკვე დროა.

 


№6  offline წევრი qetiqetiA3

შეიყვაროს...სხვა მეტად უკეტესი შეიყვაროს ..მე ამას ვეტყოდი გაბრიელს,ყველაფრის მიუხედავად მისი "უსაზღვრო" სიყვარულის მიუხედავად...ის იმსახურებს ბედნიერებას მითუმეტეს შენი ისტორიიდან ჩანს როგორი ადამიანია გაბრიელი ღირსეული და კარგიცემი აზრით გაბრიელი სწორად მოიქცა და ეს არ მომეწონა რომ იმ მომენტში ავს ადამაშაულებს..რომ ჩამოეყვანა რა ?ნიკოლი ისეთი პიროვნება ჩანს რომ შეიძლება მეორე დღეს უკან გაბრუნებულიყო...ნიკოლის ოერსონაჟი საშინლად არ მომეწონა..გაბრიელი კი ის მისაბაძი ადამიანია...
ამ ისტორიას რაიმე სინამდვილის მარცვალი ხომ არ აქვს კეკე ? ^_^ ^_^ ^_^
ძალიან მიყვარს შენი ისტორიების და ნაწარმოებებლის წაკითხვა....შენი ერთთგული მკითხველი
კიდევ ახალ ისტორიას როდის დაიწყებ ? ველი დიდი ინტერესით <3

 


№7  offline მოდერი Kira

არვიცი რამდენად არის ეს რეალობა მაგრამ ასე მგონია.. როცა შენ ისტორიებს ვკითხულობ სულ მგონია რო მეც იქ ვარ სადღაც ახლოს და იქედან ვადევნებ თვალს.. შენ რომ გადასარევი ადამიანი ხარ და საოცრად წერ ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი .. მაინც მგონია რომ რაღაც ნაწილი მაინც არის აქ რეალობის.. გაბრიელი მართლაც ძალიან ძლიერია რომ ამდენი რამ გადაიტანა, რომ ამდენ ტანჯვას გაუძლო და უძლებს, თუმცა შეეძლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება . უნდა მიეცა ნიკოლისთვის საქართველოში ჩამოსვლის უფლება ბავშვებთან ერთად და აქ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად, ამ ტანჯვას ჯობდა ის პასუხისმგებლობა აეღო მაშინ საკუთარ თავზე. ვიცი ძნელი იყო გადაწვეტილების მიღება მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ ახლა ბედნიერები ყოფილიყვნენ... თუმცა ყველაფერი ხომ ისე არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში როგორც ჩვენ გვინდა... დიდი მადლობა კეკე რომ ასეთ მაგარი ისტორიებით გვანებივრებ.. შემდეგს ველოდები..
დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ისეთ ადამიანთან როგორიც გაბრიელია.. აი ზუსტად იმიტომ რომ ამდენ ტანჯვას უძლებს
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№8  offline წევრი qoqa

აუ ძალიან მაგარი დასსასრული იყოოო.....წარმატებას გისურვებ

 


№9 სტუმარი lira123

მადლობა უფალს შენი არსებობისთვის კეკე.გაბრიელს ვეტყვი რომ არის საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანი.ვურჩევთავი არასოდეს დაიდანაშაულოს იმაში რომ თავად დაკარგა ეს სიყვარული,ყველაფერი ღვთის ნებაა.მგონია რომ კიდევ იპოვის ნამდვილ სიყვარულს და ბედნიერი იქნება <3 წარმატებებს გისურვებ კეკე.გაბრიელს კიდე უსასრულო სიყვარულს და ლამაზ მომავალს მჯერა ყველაფერი კარგად იქნება,

 


№10 სტუმარი ეკა ეკო

ნიკოლი გაბრიელის სიყვარულს არ იმსახურებს.რადგან თუ გიყვარს საუკუნე უნდა დაელოდო შენს საყვარელ ადამიანს.4 თვეში რო სხვაზე გაცვლი ამას სიყვარული არ ქვია გაბრიელი კი დალიან კარგი ადამიანია და ეტყობა რომ ისევ თავისი სიყვარულის ერთგულია.აი ამაა ქვია სიყვარული რასაც დგემდე განიცდის.მაგრამ გაბრიელს ვეტყოდი რომ ცხოვრება გრძელდება და რადგან ერთმანეთს დაშორდნენ ალბათ ესეთი იყო უფლის ნება არაფერი ხდება უფლის ნების გარეშე.მჯერა რომ უკეთესი მომავალი ელოდება წინ მთავარია ეს გვერდი დახუროს როგორც ნიკოლმა დახურა.და დარწმუნებულივარ სხვასაც შეიყვარებს და ძალიან ბედნიერიც იქნება.წარმატებებს უსურვებ გაბრიელს.

 


№11  offline წევრი nini31323

ცუდად მოიქცა ნიკოლიიი ძაან. გაბრიელს ვურჩევდი აღარ შეხმიანებოდა მას და ეცადა სხვა შემოეშვა მის გულში (მიუხედავად იმისა,რომ ეს ძალიან რთული ან თუნდაც შეუძლებელია). კარგი იყო კეკე. გელოდები ახალი ისტორიით

 


№12  offline წევრი ninuca)))

აუ ძაან მომეწონა.
ველოდები ახალ ისტორიას.
kissing_heart heart_eyes kissing_heart heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

გაბრიელ, ყველაზე რთული საკუთარი თავის პატიებას... საკუთარ თავში გამოძებნა ძალა, რაღაც სინათლის მსგავსი სხივი, რომ რაღაც მიზანი გაგიჩნდეს. იფიქრე რომ 300 ლარით მის გაბედნიერებას ვერ შეძლებდი და მიატოვებდა, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება მაგრამ ... დრო ვერ კურნავს მაგრამ გაძლიერებს...
შენ საკუთარ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს შეწირე თავი . ეს ბევრს არ შეუძლია.

 


№14  offline მოდერი აირ ისი

ძალიან განსხვავებული და საინტერესო იყო ???? ერთი ამოსუნთქვით იკითხება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent