ველური ორქიდეა (3 თავი)
(გამოვედი კონტაქტზე, ბავშვებო. მომიტევეთ დაგვიანება. იმედია ისიამოვნებთ წაკითხულით და მერე ცოტა ვიჭორაოთ წაკითხულზე. )))) ) ............................................................... რამდენიმე წამი დაბნეულობისგან ვიყავით ორივე გაშეშებული და ერთმანეთს მივჩერებოდით. _რა ხდება აქ? - ამოიდგა ენა ბიჭმა და თავიდან ფეხებამდე ხარბად მომავლო თვალი. უცებ მოვეგე გონს და უნიფორმა ავიფარე სხეულზე. _რა უნდა ხდებოდეს? ტანსაცმელს ვიცვლიდი და შემომივარდი აქ მექისესავით. - ვუთხარი გაბრაზებული ტონით და თვალებით წელზე მოხვეული პირსახოცისკენ ვანიშნე. ბიჭს ჩაეცინა. არა, უფრო სიცილს იკავებდა ისე თი სახით მიყურებდა. _მე შემოგივარდი? სასაცილოა პირდაპირ. - ხელები ჯერ გულის ფიცარზე მიიდო შემდეგ კი ფართოდ გაშალა. მზერა მის მკლავებზე გადავიტანე, კარგა გვარიანად რომ დაკუნთულიყო. გულ-მკერდი ისე წამოწეოდა წინ, უნებურად ჩემს მკერდს დავხედე. კეფა მოვიქექე. _იქნებ მიბრუნდე, უნდა ჩავიცვა. - ვუთხარი უტიფრად. ბიჭს ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თან შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა თითებით გადაივარცხნა. _რა საჭიროა შებრუნება? უკვე ისედაც ვიცი როგორი ხარ გახდილი. - მითხრა და საწოლზე წამოწვა. ალ-მური მომედო სახეზე. გავბრაზდი მისი სითავხედით. _ძალიან დიდი თავხედი ბრძანდებით, ყმაწვილო. - გამოვცერი კბილებში, რაც შეიძლებოდა მეტი დამამცირებელი ტონით. რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა მას ჩემი ნათქვამი, შევატყე. მე კი ძალიან გამიხარდა მისი რეაქცია. თვალებში ვუყურებდი და ისე ვიცვამდი. მას სიბრაზე აღარ ეტყობოდა, უბრალოდ ტკბებოდა ჩემი ცქერით. _კარგად ბრძანდებოდეთ. - ვუტხარი ოთახიდან გამოსვლისას, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს და კარი მოვიჯახუნე. _სად ხარ აქამდე? - სამზარეულოში თენგიზი დამხვდა. იქვე იყო ახალგაზრდა ქალიც. როგორც აღმოჩნდა მზარეული ყოფილა - თამრო. _მომიტევეთ, შემაგვიანდა. - მოვუბოდიშე თენგიზს, ქალს კი თავის დაკვრით მივესალმე. - მითხარით რა უნდა გავაკეთო, დროა საქმეს შევუდგე. _დიახ, დროა უკვე. წამომყევი ქალბატონტან. უხმოდ გავიარეთ კორიდორი, რომელმაც სასადილო ოთახში გაგვიყვანა, იქედან კიდევ მომცრო კორიდორი გავიარეთ და დიდ ოთახში აღმოვჩნდით. ქალბატონი აქ იყო. ბუხრის წინ იჯდა, წიგნით ხელში და გულმოდგინედ კითხულობდა. ღმერთო, რა სიალამაზეა ამ სახლში. თვალი მოვავლე ოთახს. ყველაზე მეტად ფერები მიყვარს. ფერადი ფერები. რაც ამ ოთახს ძალიან ზომიერად და გემოვნებიანად ჰქონდა მორგებული, ავეჯიდან დაწყებული კედელზე დაკიდებული სურათის ჩარჩოთი დამთავრებული. ყველაფერი იდეალური იყო. იმდენად გავერთე ოტახის თვალიერებით, სულ ვერ შევამჩნიე, რომ პირი ღიად მქონდა და ადგილზე ვბრუნავდი. _დარო.. დარო.. - თენგიზის ჩუმმა დაძახილმა გამომარკვია. _ჰა? ჰოო.. საღამო მშვიდობისა, ქალბატონო კლარა. - მივესალმე გაღიმებულმა. _საღამო მშვიდობისა, დარო. გმადლობ, თენგიზ, შეგიძლია წახვიდე. - თენგიზი უხმოდ გაბრუნდა და კარს იქით გაუჩინარდა. კლარა მე მომიბრუნდა. ისეთი მკაცრი სახით შემომხედა, დავიბენი, წამით გავიფიქრე, რამე ხომ არ დავუშავე-თქო. - გამომყევი. -მითხრა მერე და წინ გამიძღვა. სასადილო ოთახში დავბრუნდით. შეჩერდა,იქურობა მოათვალიერა. - ამ ოთახით დაიწყე, შვიდი საათისთვის მეგობრებს ველოდები და ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. _გასაგებია. _შემდეგ მაგიდის გაწყობაში დაეხმარები თამროს, მზარეულს. _გასაგებია, ქალბატონო. _შეუდექი საქმეს, რას უცდი? - მითხრა მკაცრად. კისრის ძარღვები დამიბერა მისმა ტონმა. - ყველაფერი, რაც დასუფთავებისთვის დაგჭირდება, სამზარეულოში, კიბის ქვეშ კარადაშია მოთავსებული. _დედა, მე გავდივარ და გვიან დავბრუნდები. - ოთახში ის ბიჭი შემოვიდა, რომელიც პირსახოც მოხვეული გამომეცხადა ოთახში. მისი შემოსვლა როგორი იყო იცით? ანუ როგორ დავინახე მე ის. აი, როგორც ფილმებშია, შენელებული კადრით რომ აჩვენებენ ძალიან სიმპატიურ პერსონაჟს, აი სწორედ ისეთი. შავი სვიტერი ეცვა, საოცრად უხდებოდა. სველი თმა გვერდზე გადაევარცხნა მონდომებით. ამ სვიტერში საოცრად მხარ-ბეჭიანი გამოჩნდა. მივაჩერდი. ჰო, ჰო, მივაჩერდი. თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი სიმპათიური იყო. თან უნებურად მეღიმებოდა. _გიგი, დედი, ჯერ არ მოსულხარ და უკვე მიდიხარ, კარგი რაა. - კლარას ხმამ, შენელებული კადრით ტკბობა ჩამიშალა წამში. განაწყენდა შვილზე. _დედა, ნუ დაიწყებ შენებურს, ძალიან გთხოვ. მეგობრები მელოდებიან. - ხმა კატეგორიული გაუხდა, გიგის. ერთი შემომხედა, ჩაიცინა, მერე დედამისს აკოცა და გარეთ გავიდა. _რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა და იმის მაგივრად, რომ დაისვენოს, მაშინვე წასვლაზე აქვს თვალი და ყური. - მოჰყვა წუწუნს კლარა. მე არაფერი მითქვამს. მხოლოდ გავუღიმე, ისიც უაზროდ და ისიც ზრდილობისთვით, რომ უხერხულობა გამეფანტა. მერე კი გავეცალე. საათნახევარი მოვანდომე სასადილო ოთახის დალაგებას. ყოველი კუთხე-კუნჭული დავწმინდე. საბოლოო ჯამში ქალბატონის შექება დავიმსახურე. მთელი ეს დრო აკოზე და გიგიზე ფიქრი ენაცვლებოდა ერთმანეთს. ვეცდები ზუსტად ავღწერო, თუ როგორია გიგი ვიზუალურად. მაღალია. ათლეტური აღნაგობის. ეტყობა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს. შაქრისფერია. უცნაური ფერის თვალები აქვს, თითქოს ღია თაფლისფერი და იმოდენა წამწამები, იფიქრებდით ხელოვნურიაო, მე ასე მეგონა, ყოველშემთხვევაში. მოკლე და ცოტა სქელი წარბები აქვს რაც მკაცრ იერს აძლევს მის სახეს. მოგრძო სახე აქვს. ცხვირი პატარა და სწორი. არანაირი კეხი. მომსხო ტუჩები დაგვირგვინებაა მისი სახის. ჰო, ხელებზეც შევავლე თვალი, აბა ისე როგორ იქნებოდა. მოგრძო და მოვლილი თითები აქვს, რაც ძალიან მხიბლავს ყოველთვის. მოკლედ ასეთი, ბატონი გიგი, იმედია უკვე წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი. ჰოდა, გაგიმხელთ, ნამეტანი მომეწონა ეს ბიჭი. (მოდი და ნუ მოგეწონება, ახლა ეს) აკოს პრობლემას რა ვუშველო? ბევრი ფიქრის და ვარიანტის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ლიზისთან მივიდე დასალაპარაკებლად. მაგიდა გავაწყეთ, მე და თამრომ. სტუმრებიც მოვიდნენ. რა თქმა უნდა, კლარასავით „ფოი-ფოი“ საზოგადოება. სამი ქალი და ერთი გოგო, რომელიც ჩემი ასაკისა ჩანდა. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მეტად თვინიერი, დამყოლი და ჩუმი იყო. თითქმის არ ლაპარაკობდა. მხოლოდ ისმენდა, დედამისის და მისი მეგობრების უაზრო საუბარს. _როგორ მომწონს, ლეილა, შენი გოგო, - თქვა კლარამ მრავლისმეტყველი ტონით და გოგონა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ღიმილით. ლეილააც გაეღიმა და შვილს გადახედა, რომელიც უკვე გაწითელბულიყო ქათინაურისგან. _ოჰ, ღმერთო, შენ უშველე ამ უსაქმურებს. - ჩავილაპარაკე ჩემთვის ჩუმად, თვალები გადავატრიალე და კარს მოვშორდი. - თამრო, დამავალე რამე, ასე უქმად უნდა ვიყო? დრო მალე გავა, თან. - ვთხოვე მზარეულს. _კარგი, მაშინ დამეხმარე, ნამცვხვარი უნდა გამოვაცხო, ბატონი გიგისთვის. _ბატონს ეძახი? - გავიკვირვე. _რა თქმ უნდა. - არანაკლებ გაიკვირვა თამრომ. _ვაიმე, ღმერთო, ხომ გთხოვე, უშველე ამ უსაქმურ ხალს, რა მოხდება,- ხელები ჭერისკენ ავღმართე და გულგაწვრილებულმა მივმართე ღმერთს. _სუუ, არ გაგიგონ, - სიცილით მითხრა მზარეულმა და პირზე ხელი აიფარა, უფრო ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. _რა უბედურებაა, ეს ქალბატონო და ბატონო...- არ ვშოშმინდებოდი მე. _ასე მოსწონთ და.. - მხრები აიწურა თამრომ. - მაცივრიდან თორმეტი კვერცხი, რძე და კარაქი გამოიღე. - დამასაქმა უცებ და მეც ნამცხვრის გაკეთებაზე გადავერთე. სტუმრები დიდის ამბით გააცილა კლარამ. მაგიდა ავალაგე. ჭურჭელი დავრეცხე. ოთახიც დავგავი. ამასობაში ნამცხვარიც გამოცხვა და ჩემი წასვლის დროც მოვიდა. _ხვალ იქნებ ცოტა ადრე მოხვიდე, ხომ გახსოვს წვეულებას ვმართავ და ბევრი საქმე იქნება, - თიტქოს მორიდებული ტონით მითხრა კლარამ წამოსვლისას. _ვეცდები, ქალბატონო. ლექციების შემდეგ რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი, როგორც კი მოვრცები, მაშინვე აქ გავჩნდები. - ვუთხარი ჩემთვის ჩვეული მხიარული ტონით. _კარგი, დარო. მადლობა, ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთე დღეს. _არაფრის, ქალბატონო. ნახვამდის. დეკემბრის და ღამის სუსხმა ძვალში გაატარა. საშინლად ყინავდა. ამაკანკალა თბილი სახლიდან გამოსულს. ავტობუსის გაჩერებამდე ათი წუთის სავალი იყო ფეხით. ის უბანი თიტქოს ხელშეუხებელი იყო. მხოლოდ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანები თუ ჩაივლიდნენ და ხანდახან ტაქსი. როგორც იქნა მივაღწიე ავობუსის გაჩერებასთან. ღამის თერთმეტი დაიწყო, ავტობუსი კი არ ჩანდა. ირგვლივ ისეთი სიჩუმე და ყინვა იყო გამეფებული, ცოტა არ იყოს შიში შემეპარა. აკოს დავურეკე. მელოდა. ხმა ისევ სევდიანი და დაღლილი ჰქონდა. დედას არ დააპარაკებია დღეს. ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე. ავტობუსი ისევ არ ჩანდა. სიცივისგან და ლოდინისგან თვალებზე ცრემლი მომადგა. _აი, დამაცა, მოაღწიო აქამდე, როგორ გამოგლანძღო, ნახავ.. გაჩვენებ მე შენ სეირს.. - მძღოლს დავემუქრე ხმამაღლა, გამწარებულმა და ბოლთას ცემას მოვყწვი, რომ ფეხები არ გამყინვოდა მთლიანად. - არა, გიჟი თუ არ ვარ ახლა მე, რა ჯანდაბამ ჩამაცვა, ეს დახეული ჯინსი, ჩამეცვა, თბილად, ხომ შეიძლებოდა? - საკუთარ თავზეც არ დამვიწყებია საყვედურის თქმა. ამ ამბავშვი და გაჩერდა მანქანა, ჩემთან ახლოს. შევკრთი. მეთქი ვინაა, რა უნდა. კიდე კარგი ცირკის მიმდებარე ტერიტორია არაა აქ. კარი გაიღო და ბატონი გიგი არ გადმოვიდა? (ბატონი გიგი, ცინიკურად ვთქვი) გული კი შემიქანდა მისი დანახვისას. _უკვე მიდიხარ? - მკითხა. _დიახ. - ვუპასუხე მოკლედ. _ავტობუსს ელოდები? - არა, რა კითხვა ეს იყო ახლა. _არა, მეტრო ჩამოივლის და მას ველოდები. - ბრაზი მომერია. გიგის გულიანად გაეცინა. _კარგი, ელოდე, ელოდე აბა. - მითხრა სიცილით, მაქნაში ჩაჯდა და წავიდა. _უზრდელი! - მივაძახე განრისხებულმა. ვიფიქრე შემომთავაზებს სახლში წაყვანას-თქო, დამტოვა აქ შუა ღამისას მარტო. როგორც იქნა მოაღწია ავტობუსმა. ტექსტი და მოშლილი ნერვები მზად მქონდა, თუ როგორ უნდა გამელანძღა მძღოლი დაგვიანებისთვის, მაგრამ იმდენად ხნიერი იყო მძღოლი, სიტყვა ვერ ვუთხარი. მომერიდა მაინც. სამაგიეროდ ერთ-ერთ მგზავრზე ვიყარე ჯავრი, რომელიც ჩემს უკან იჯდა და საღეჭ რეზინს ისე ღეჭავდა ტვინში სისხლი ჩამექცა. ბიჭი იყო. _ახლა მაგ „კევს“ თუ არ გამოიღებ და გადააგდებ, ჩემი ხელით ამოგაცლი პირიდან კბილებიანად. - ისეთი სახით მივუბრუნდი და ისეთი ხმით ვუთხარი, ფერი დაეკარგა უცებ. მაშინვე გამოგვხედეს სხვა მგზავრებმა. _ხო? მიდი აბა სცადე. - მითხრა აგდებული ტონით ამ ბიჭმა და უფრო ხმაურით დაიწყო ღეჭვა. _ეგრე არა? - მოთმნება გამომელია და მარცხენა ხელით ყელში ვწვდი, რაც ძალი მქონდა მოვუჭირე, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით კი ვცადე მის პირში მომექცია, რათა საღეჭი რეზინი გამომეგდო. თვალები გადმოკარკლა საწყალმა. აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა. შემოგვესია მგზავრები, ძლივს მომაცილეს იმ ბიჭს. არ ვნებდებოდი. _გამიშვით, ყბა უნდა მოვაცილო, - გავიძახდი. - უზრდელი! გაჩვენებ მე შენ, როგორ უნდა „კევის“ ღეჭვა. _დამშვიდდით, გოგონა. - მთხოვდნენ მგზავრები. _ბაბუ, გააჩერე რა. - დაიძახა იმ ბიჭმა განწირული ხმით. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა. - ავადმყოფიას ეს! - თქვა ჩემი მისამართით ჩასვლის დროს. _ხომ არ გინდა ახლა მანდ ჩამოგყვე? - მივაძახე და ფეხზე წამოვდექი. _დაჯექი, შვილო, თუ ღმერთი გწამს. - მკლავში ხელი წამავლო ჩემს გვერდით სკამზე მჯდომმა მგზავრმა. დავჯექი და სუნთქვის ჩაწყნარებას მოვყევი. რამდენიმე გაჩერებაში მეც ჩამოვედი. სახლამდე ხუთი წუთის სავალი იყო. სიბრაზე ჯერ კიდევ ჩაუცხრომელი მქონდა, ისე, რომ ავტობუსიდან გამოსულს სიცივე არ მიგვრძვნია. სახლში მისულს, აკო ტახტზე დაძნებული დამიხვდა. ტელევიზორი ჩართული. დამენანა გაღვიძებისთვის. პლედი მივაფარე, ტელევიზორი გამოვრთე, შუქი ჩავუქრე და აბაზანაში შევედი, შხაპისთვის. თორმეტი იყო დასაძინებლად რომ დავწექი. კარგი ძილი ნამდვილად მჭირდებოდა, მეორე დღეს უფრო გვიანობამდე მომიწევდა აბაშიძეების სახლში ყოფნა, წვეულების გამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.