შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (5 თავი)


14-11-2016, 00:26
ავტორი Keke27
ნანახია 14 542

(აბა, ვნახოთ თუ გამომივა თქვენი გახალისება ძილის წინ)


ვაღიარებ, არაჩვეულებრივი შემსრულებელი აღმოჩნდა, ბატონი გიგი. ამ მუსიკის მოსმენისას შეუძლებელია სახეზე ღიმილი არ მოგეფინოს და ცეკვა არ მოგინდეს. შეიძლება თავი შეიკავო, მაგრამ შინაგანად ყირაზე გადადიოდე უკვე.
აბაშიძე ოფლში გაიწუწა, ისე ემოციით და ენერგიულად უკრავდა.
ერთმანეთს ვუღიმოდით კიდეც დრო და დრო.
დაკვრას მოვრჩით. აბსოლუტური სიჩუმე. ჩამი-ჩუმი არ ისმის. მხოლოდ ჩემი და გიგის აჩქარებული სუნთქვა ესმოდა მგონი ყველას. გაკვირვებულებმა ჯერ ერთმანეთს შევხედეთ, მერე სტუმრებს. მგონი ყველა შოკში იყო, განსაკუთრებით კლარა. თვალები კაკლისოდენა გახდომოდა, ისედაც აზიდული წარბები უფრო აზიდვოდა, ლამის შუბლს გადასცილებოდა. გამოხედვა კი ნაცისტის ჰქონდა. უკვე კედელთან ვყავდი მიყენებული საწყალი ებრაელივით და დაუნდობლად მხვრეტდა.
ერთი სტუმარი ფეხზე წამოდგა და ტაში დაკვრა დაიწყო. მერე დანაჩენებიც აყვნენ. ოჰ, ღმერთო, როგორ ფილმებშია ხოლმე, ისე. ისმოდა შეძახილები „ბრავო!“ „ბრავისიმო!“ „ყოჩაღ!“... აშკარად გაბედნიერდა სტუმრები.
კლარას მისი მეგობრები აქებდნენ, საამაყო შვილის და სიურპრიზის გამო. ჩემი გიჟური საქციელი სიურპრიზს მიაწერეს სტუმრებმა, თან კლარას დაგეგმილს. ოჰ, მოდი და ნუ გაიცინებ ახლა ამაზე. ქალბატონიც იდგა და ნაძალადევი ღიმილით იღიმოდა.
ისეთი ხმაური იყო დიდ ოთახში, გიგისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. არც თვითონ უცდია რამე ეთქვა.
ხალხი ისევ ფეხზე იდგა. ემოციებს ვერ მალავდნენ.
ვერც კლარა მალავდა ემოციას. თვალები დამიბრიალა მრისხანედ და მანიშნა, გამოდიო.
მეთქი აი ახლა ვარ ცოდო-თქო. სამზარეულოში გავედით. იქ ვინც იყო, ოთახი დაატოვებინა. მერე კარი დახურა და მე მომიბრუნდა.
_ ეს რა იყო? რა ცირკი გამიმართე აქ? ვინ მოგცა ამის უფლება, რომ ასე მოქცეულიყავი? თავი ვინ გგონია? - გაცეცხლებული გაჰკიოდა. თან ცდილობდა ხმაც ეკონტროლებინა.
_ვიფიქრე, სტუმრებს გავართობ-თქო. გამომივიდა კიდეც. - სრულიად გულწრფელად ვუპასუხე.
_დაგავალა ვინმემ?
_არა, ჩემით მოვიფიქრე. ცუდი რა გავაკეთე, ქალბატონო? ვერ დაინახე, როგორ მოეწონა თქვენს მეგობრებს?
_არ იყო საჭირო შენი თავის წარმოჩენა იქ. შენი ადგილი უნდა იცოდე! გასაგებია? - შემახსენა, რომ მოახლე ვარ. მეტკინა მაინც.
_უკაცრავად, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან მოსაწყენი საღამო იყო თქვენი სტუმრებისთვის, მე კი ისინი გავართე. თქვენგან საყვედურებს კი არა, მადლობებს უნდა ვისმენდე, ქალ-ბა-ტო-ნო კლა-რა! - ბოლო სიტყვები დამარცვლით ვუთხარი და აშკარად გაბრაზებულმა. გაცეცხლა უარესად. სახეზე დაეტყო, თუმცა სიტყვა ვერ მითხრა. - ახლა კი, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, ჩემს ადგილს უნდა დავუნრუნდე. მახსოვს მოახლე რომ ვარ. - ყალბი ღიმილით გავუღიმე, თავი დავუკარი და სამზარეულოდან გამოვედი. სანამ დიდ ოთახში დავბრუნდებოდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ჩვეული ხალისიანი სახით გამოვცხადდი იქ.
ჩემი კუთვნილი ლანგარი დავიკავე ხელში და მაგიდებს შორის დავიწყე სიარული. სტუმრები მაქებდნენ. თუმცა ისე ვიყავი გაბრაზებული ქალბატონზე, მათი სიტყვებუ ურეაქციო იყო ჩვემთვის.
გიგი და მისი მეგობრები მაგიდებიდან მოშორებით იდგნენ. ლამაზ გოგონებს რამდენიმე ბიჭი შემატებოდა. აბაშიძე ისევ მკლავებაკეცილი პერანგით იყო და თავგამოდებით რაღაცას ყვებოდა. მისი მეგობრები კი იცინოდნენ.
„რა გენაღვლება, იცინე, იცინე, დედაშენმა მე „გამტისკა“, შენ კი გამოძვერი მშრალი“, ვფიქრობდი ჩემთვის, რომ გიგის ხმა მომესმა. მეძახდა.
გავხედე. მანიშნა, რომ იმავე სასმელი მიმატანა მათთვის, რომელსც იმ წუთას სვამდნენ. გამოლეოდათ ჭიქებში წითელი ღვინო. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. შვიდნი იყვნენ. შვიდი ფეხიანი ჭიქა ავავსე წითელი ღვინით და მათკენ გავეშურე.
ისევ აქტიურად ლაპარაკობდა, აბაშიძე. იქ შეკრებილნი კი ისევ იცინოდნენ.
_აჰა, მოვიდა ჩვენი პიანისტი. - თქვა ერთმა ბიჭმა. ზრდილობისთვის გავუღიმე.
_რა მაგარად დაუკარი, გაოცებული ვარ.- თქვა მეორემ. ოჰო, უკვე წამოვწითლდი. ღიმილით გადავუხადე მადლობა და ჭიქების ჩამორიგება დავიწყე.
_საყვარელო, გახსოვს, მე და შენ, ამსტერდამში, მსგავსი შოუ რომ მოვაწყეთ ჯაზ კლუბში? - მომესმა ზურგს უკან გოგოს ხმა. ინტუიციით მივხვდი, რომ გიგის ეკუთვნოდა მიმართვა „საყვარელო“ და არც შევმცდარვარ.
_კი, მახსოვს. აი, სწორედ ეგ გამახსენდა და მაგ მოგონებამ მაიძულა დამეკრა დღეს. - უპასუხა აბაშიძემ. აი, როგორ გითხრათ, ოდესმე სამართებლით ან ბასრი დანით ხელი გაგჭრიათ? თუ კი, მაშინ იცით როგორი ტკივილი იცის. გეწვის. გტკივა. ჭრილობა ფეთქავს და ამით გულს გიღონებს. სუნთქვას გიკრავს. მეც ასეთი ტკივილი მქონდა ზუსტად იმ წუთას. თითქოს მტელი გული დამისერეს, ზედ მარილი მოაყარეს და ახლა ისე მეწვოდა, სუნთქვას მიკრავდა. რა გულუბრყვილო ხარ, დარო. გავიფიქრე და ისევ განვაგრძე ჭიქების ჩამორიგება. ისე მოხდა, რომ ბოლო ჭიქა აბაშიძის და იმ გოგოსი აღმოჩნდა. უტიფრად შეციცინებდა ამ გოგოს თვალებში და იღიმოდა.
სიბრაზემ დამიარა ერთიანად. თვალები დავაწვრილე, აი ისე, მავნებლობის ჩადენას რომ იფიქრებს ადამიანი. „შენ გიჩვენებ მე კარგ მოგონებებს“ დავემუქრე გონებაში ბატონ აბაშიძეს.
ლანგარი ცალ ხელს შევატოვე, უფრო ბუნებრივი რომ გამოსულიყო ჩემი ჩანაფიქრი. წავიბორძიკე. გიგიმ შეამჩნია, რომ წაქცევის კანდიდატი ვიყავი (არადა იქ გაშხლართვას არანაირად არ ვაპირებდი). ჩემკენ გამოიწია გადასარჩენად. ხელის მოკიდება სცადა. გაწვდილი ლანგარი პირდაპირ ცხვირში მოხვდა. ჭიქებმა ბალანსი დაკარგეს და წითელი ღვინო მთლიანად აბაშიძის ქალქათა პერანგზე დაიღვარა. გაიწუწა ჩვენი გიგი. მე უკვე შემეძლო წინასწორობის დაცვა, რადგან გეგმა სისრულეში მოვიყვანე.
_ვაიმეე, ეს რა მომივიდა, მომიკვდეს თავი! კარგად ხართ, თქვენო უდიდებულესობავ? - ვთქვი მოჩვენებითი მწუხარებით და პირზე ავიფარე ხელი. ერთი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა. აჩოჩქოლდა მისი მეგობრებიც. აბაშიძე სტუმრებისგან ზურგშექცევით და მოშორებით იდგა და საბედნიეროდ მათ ვერავერი შენიშნეს.
_კარგი, არაფერია, კარგად ვარ. - მის მეგობრებს უფრო უთხრა ეს ვიდრე მე. მე კი ისეთი შემომხედა, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერს მიმხვდარიყო. მერე შეუმჩნევლად გავიდა ოთახიდან, გამოიცვალა და მალევე დაბრუნდა.
მათ სიახლოვეს არ გავჭაჭანებულვარ. ზოგჯერ გადაეყრებოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და მაშინვე ვარიდებდი მზერას.

ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა სტუმრებმა რომ დატოვეს კლარას სახლი. ათასი მადლობა გადაუხადეს გაწეული მასპინძლობისთვის და სიურპრიზისთვისაც.
მაგიდები უნდა აგველაგებინა. მე და თამროს. დამხმარე ორი გოგონა უკვე წასულიყო. მათ მხოლოდ მიმტანობა ევალებოდათ.
ისეთი დაღლილი ვიყავი, ფეხებს ძლივს დავყავდი.
კლარა დაგვემშვიდობა და წავიდა. ჩემზე ისევ ნაწყენი იყო. გამოხედვაზე ეტყობოდა. გიგი მეგობრებთან ერთად წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულიყო. თენგიზი, მე და თამრო ვიყავით მხოლოდ.
მაგიდები ავალაგეთ. თენგიზმაც დაგვეხმარა. შევეცოდეთ და მარტო არ დაგვტოვა. თეფშები ჭურჭლის სარეცხი მანქანით დავრეცხეთ. ჭიქები ხელით. მე ვრეცხავდი თენგიზი ამშრალებდა. თამრო გგვიდა. მოკლედ, ყველაფერს რომ მოვრჩით ღამის ორი საათი სრულდებოდა.
_ასე გვიან რას გაყვები დარო, ჩემთან დარჩი, აქვე ვცხოვრობ, ოცი წუთია ფეხით სავალი ჩემს სახლამდე. - შემომთავაზა თამრომ.
_ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ შემიძლია. ჩემი ძმა მელოდება სახლში. თან დილით დედა დარეკავს და სახლში უნდა ვიყო. ტაქსს გამოვიძახებ. - ვუთხარი თამროს და ფუმფულა კაშნე შემოვიხვიე კისერზე.
_კარგი, როგორც შენ გინდა. ერთად წავიდეთ მაშინ. - თენგიზს დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით. საშინლად ყინავდა. გიგის მანქანა ეზოში ეყენა. მე და მზარეულმა ერთმანეთს გადავხედეთ, არც კი გაგვიგია, როდის მოვიდა სახლში.
ჭიშკართან არც კი ვიყავით მისულები, რომ მანქანის ფარები აინთო და ძრავაც ჩაირთო.
უკან მოვიხედეთ, მაგრამ ფარების გადამკიდე ვერაფერს ვხედავდით.
_სად მიიპარებით, ამ შუა ღამით? - მოგვესმა აბაშიძის ღიმილიანი ხმა. - დასხედით მანქანაში. - მანქანამ სვლა იწყო და ჩვენთან ახლოს გაჩერდა.
_უი, გიგი შვილო ჩემთვის არ შეწუხდე.. აი, დაროს გრძელი გზა აქვს გასავლელი და თუ შეძლებ წაიყვანე სახლში, ახალგაზრდა გოგოა, ათასი შეშლილი დადის ღამით ქუჩაში, ვინმემ რამე არ აკადროს.. - მოჰყვა თამრო..
_კარგი, დამშვიდდი, არაფერი მომივა. - ვთქვი ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა. თუმცა ღიმილით შევნიღბე.
_დასხედით მანქანაში! - თითქმის გვიბრძანა აბაშიძემ.
_შენ გაიხარე, შვილო. - არ ჩერდებოდა მზარეული. მორჩილად ჩავსხედით მანქანაში. უკანა სალონში მოვთავსდით.
ჭიშკარი თავისით გაიღო.
თამროს სახლამდე ხმა არ ამოგვიღია არცერთს.
მზარეულს დავემშვიდობეთ.
_ძალიან კარგად უკრავ. - შემაქო აბაშიძემ.
_მადლობა. თქვენც.
_თქვენო უდიდებულესობავ, დაგავიწყდა. - შემახსენა დღევანდელი ინციდენტი. სარკიდან გამომხედა და თვალი თვალში გამიყარა. პრინციპულად არ გავიცინე. კოპები შევყარე. - ის ბიჭი რატომ ცემე ავტობუსში? - მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია, თან სიცილს იკავებდა. ფერები გადამივიდა სახეზე.
_თქვენ... თქვენ როგორ... საიდან იცით? - დავიბენი.
_არასოდეს ვუჩიოდი მხედველობას.
_მოიცა, მიყურებდით?
_თითქმის.
_ეგ როგორ გავიგო?
_არაფერი, დაივიწყე. რატომ ცემე? - გამიმეორა კითხვა.
_ღირსი იყო და მიტომ!
_ვინც გაგაბრაზებს ყველას ცემ?
_ყველას არა, მაგრამ ძალიან მიჭრს თავის გაკონტროლება, რომ არ ვცემო. - ვუპასუხე გულწრფელად და ბურტყუნით.
_მხოლოდ ერთი სიტყვა შეგეფერბა შენ. ვე-ლუ-რი! - თქვა ღიმილით და ისევ გამომხედა სარკეში.
_გამომცადო გინდა? ანუ რამდენად მეყოფა ნერვები თავის გასაკონტროლებლად?
_არა, არა.. არ არის საჭირო. უკვე გამოგცადე. - ხმამაღლა გაიცინა.
მე არაფერი ვუთხარი. ისევ საჩემოდ სჯობდა გავჩუმებულიყავი. არც თვითონ უთქვამს რამე. ხანდახან თუ გამომხედავდა სარკიდან ისევ.
სახლამდე ჩუმად ვიყავით.
_აქ გამიჩერე. - ვუთხარი, როდესაც ჩემი კორპუსი გამოჩნდა.
_მოიცა სადარბაზოსთან მიგიყვან. მესამე ჰო?
_დიახ. - ისევ დაბნეულობამ მომიცვა. - საიდან იცი ჩემი საცხოვრებელი?
_ჩემს სახლში ვინც მუშაობს, ყველას ყველაფერი ვიცი. ეს ხომ ლოგიკურია. - მიპასუხა და სადარბაზოს წინ გააჩერა.
_აჰ, ჰო.. მართალია. -ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადმოვედი. - ძალიან დიდი მადლობა სახლში რომ მომიყვანე. - ვუთხარი სანამ კარს მივხურავდი.
_არაფრის. აჰ, მოიცა.. ეს შენთვისაა. სახლში რომ ახვალ და ნახავ, მიხვდები რაც უნდა ქნა. - მითხრა და საჩუქრის ქაღალდის პარკი გამომიწოდა. გამოვართვი. ისევ დავიბენი. - დროებით. - დამემშვიდობა და წავიდა.

სახლში გულამოვარდნილმა შევედი. აკოს ეძინა. სასწრაფოდ ჩემს ოთახში შევიკეტე და მოუთმენლად გავხსენი პარკი. რას ვხედავ, ზუსტად ის პერანგი ამოვიღე რამდენიმე საათის წინ წითელი ღვინო რომ გადავავლე. იქვე იყო პატარა ბარათი, სადაც დიდი ასოებით ეწერა
„გარეცხე“...


-------------------------------------------------
გმადლობთ რომ კითხულობთ.
შეცდომების გამო ბოდიში ყველას.



№1 სტუმარი Uhuu

Vaaimee es ra magariaaa
Sascaulad momciins
Ar daaagviani

 


№2  offline წევრი wandering

Momwonssss male dade ra shemdegi

 


№3 სტუმარი Guest nita

rogorc koveltvis sheudarebeli xar.:*

 


№4 სტუმარი kati

Kargi iyo.movida setyva da daxvda qvao amatzea natqvami.klaras reaqciac momewona.velodebi male momdevno tavs.

 


№5 სტუმარი Guest charlie

ცუდი გოგო ხარ

ატვირთე მალე სხვებიც

 


№6  offline წევრი მეDina

უჰ, რა მალე შემომეკითხა. :) პატარა იყო რა.
--------------------
☆NaT☆

 


№7 სტუმარი Guest თამარა

ცოტა იყო,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ყოჩაღ!!თქვენო უდიდებულესობავ მომეწონა :დ :დ აუ ესენი დაჭამენ ერთმანეთს :დ პუნქტალური კეკე დაბრუნდა :დ

 


№8 სტუმარი ani

Auuuu ra dros gawyvitavxolme raaa

 


№9 სტუმარი მარიამო გ

კარგი რა ძალიან პატარა იყო

 


№10  offline ახალბედა მწერალი Keke27

არა, მართლაც პატარა თავია. ეს იმიტომ რომ მომდევნო დღეები საშინლად დაკავებული ვარ, წერისთვის ნაკლები დრო მექნება, ამ დიდი ხნიანი პაუზა რომ არ გამომსვლოდა რაც მოვასწარი დავწერე და თან დავდე. როგორც კი მოვახერხებ წერას დავწერ შემდეგ თავს.
...
ხომ იცით თქვენ მაძლევთ სტიმულს. :))) ^____^
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჰაჰ ერთი გიჟი და გადარეული მეორე კიდევ უფრო გიჟი და გადარეული... არა ეს ორი ერთმანეთისთვის არის შექმნილი რა... გაუწამებენ ერთმანეთს სიცოცხლეს ტკბილად... "გარეცხე" როგორც კი საჩუქარი გადასცა ეგრევე მივხვდი რაღაც მსგავსს რომ ჩაიდენდა მისი უმაღლესობა... მაგარი იყო ძალიან ძალიან ვიხალისე... ახალ თავს როდის გვაჩუქებ?

 


№12  offline მოდერი ლილიანა

კაი ოხერია დარო მაგრამ არც გიგია ნაკლები :):):):) ბოლო მაგარი იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ესენი უეჭველი დახოცავენ ერთმანეთს :). კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№14 სტუმარი lizazu

dzalian kargia, magram ratomgac mgonia rom bolos gulnatkeni darcheba es gogo. aramgonia gigim seriozulad shexedos, dedamisis paqtorsac tu gavitvaliswinebt. winaswar mecodeba chveni daro. imedi maqvs rom vcdebi da gigis gulwrfelad sheuyvardeba da bednier dasasruls vixilavt.

 


№15 სტუმარი თ უ თ ა

lizazu
dzalian kargia, magram ratomgac mgonia rom bolos gulnatkeni darcheba es gogo. aramgonia gigim seriozulad shexedos, dedamisis paqtorsac tu gavitvaliswinebt. winaswar mecodeba chveni daro. imedi maqvs rom vcdebi da gigis gulwrfelad sheuyvardeba da bednier dasasruls vixilavt.


ვაახ! საინტერესო მოსაზრებაა და რატომღაც მეც ეგრე მგონია.
წარმატებები ავტორს.

 


№16  offline წევრი teddy))

სულ ღიმილი წავიკითხე... მართლა ველური! რა კარგად მოუწყო ღვინის გადასხმა... შენთვის შემოვედი საუტზე და როგორ გამიხარდა, რომ დამხვდა! ყოჩაღ, ამ ბიჭს! წარმომიდგენია დაროს სახე დასვრილ პერანგს რომ ამოიღებდა...

 


№17  offline წევრი Salivan

კარგი იყო ძალიან. ყოჩაღ. სასიამოვნოდ იკითხება და მხიარულიცაა. მომწონს :*

 


№18  offline აქტიური მკითხველი lalita

პერანგზე ვიხალისე გარეცხეო დ: დ:
მაგარი იყო ძალიან მალე დადე.

 


№19 სტუმარი გვანცა))

აუ რამდენი ვიცინე))ბოლო ძაან მაგარი იყო...
მართლა რაგიჟია ეს დარო
ან გიგი რაღამ გადარიაა..
კაიიყო მომეწონა^_^
წარმატებები<3

 


№20  offline წევრი Kusaaa

Saswauliiiii iyooo :d <3

 


№21  offline აქტიური მკითხველი select

ჰჰააჰააჰა ბოლოში კაი იყოო რა საზიზღარია გიგიი
ხხოო რაც შეეხება ისტორიას მაგარი მხიარული და სახალისო წასაკითხია ეერთი ეგაა არ ატკინოს გული დაროს გიგიმ
ნუ შენ იცი ეხლა ეგ და განაგრძე წარმატებებიი

 


№22  offline წევრი nini31323

ვაიმე კეკე რა საოცრება,სასწაული ხარ რაა. იმდენი ვიცინე ბოლოში...როგორ მიყვარს მე ეს გოგო რა თავისუფალია ყველაფერში უტყდება თავის თავს. <3 გამაღიზიანებლად მორიდებული არაა.აი ამიტომ ხარ განსხვავებული.არმინდოდა დამთავრებულიყო. აწი აღარ წავიკითხავ სანამ ბოლომდე არდადებ. შემოვინახავ სიამოვნებას. გელოდები კეკე. გვასიამოვნე.<3 <3 :*

 


№23  offline ახალბედა მწერალი Keke27

ძალიან დიდი მადლობა ყველას.
საშინლად დამღლელი და დატვირთული დღე მქონდა.. მოვედი, შემოვიჭყიტე აქ და რას ვხედავ... )))
გმადლობთ!!!! ♡♡♡♡♡
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№24  offline წევრი lopsani

პირველად "ჩემი სვანი" წავიკითხე და იმის მერე უბრალოდ ვგიჟდები შენზე. იმედია მალე დადებ შემდეგ თავს <3 <3 <3

 


№25  offline ახალბედა მწერალი Keke27

გმადლობთ, ბავშვებო. <3 ♡♡♡♡
ამ დღეებში შემოგთავაზებთ ახალ თავს.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ნახე რა დამპალია

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

სახლში რომ ახვალ მიხვდები რაც უნდა გააკეთო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent