შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (4 თავი)


12-11-2016, 01:16
ავტორი Keke27
ნანახია 14 546

(ბავშვებო, ბოდიში დაგვიანებისთვის. ვიმედოვნებ ისიამოვნებთ წაკითხულით. 13 გვერდია. 8 თაბახის ფურცელი ანუ. არ არის ცოტა.. უცებ იკითხება, მაგრამ რთულად იწერება. )


დილით სასწავლებელში წასვლამდე, აკოს ვთხოვე, ეთქვა თუ სად შემეძლო ლიზის ნახვა.
პასუხი დააყოვნა, შემდეგ კი მითხრა.
სტუდენტი ყოფილა მის პარალელ ჯგუფში.
_უბრალოდ დაველაპარაკები. - ვუთხარი ჩემს ძმას, როცა სასწავლებელთან მივედით. - ტელეფონიც მომეცი, უკეთესი იქნება.
_აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს. - გადაწურა იმედი.
_ვაიმე, ასეთი ვინაა? - ავღშფოთდი.
_აი, ნახავ და მიხვდები. ერთი „სწერვა“ გოგოა, მაგისი.... - შეიგინა ღვარძლიანად ჩემმა ძმამ.
_ჩუუ! ენა გააჩუმე! ყველაზე მეტი დამნაშავე შენ ხარ აქ! - გავღიზიანდი საშინლად.
აკოს არაფერი უთქვამს, უხმოდ გამეცალა.
_ნომერი? - მივაძახე მიმავალს. არ მობრუნებულა. თითქოს არც გაუგია ჩემი ხმა.
სასწავლებლის ეზოში რომ შევედი, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა აკოსგან.
გავხსენი. ტელეფონის ნომერი ეწერა და „ლიზი“.
მაშინვე გადავრეკე მოცემულ ნომერზე და სუნთქვაშეკრულმა დაველოდე, როდის მიპასუხებდნენ.
_დიახ, გისმენთ. - გაისმა მეტად ხავერდოვანი ხმა.
_ლიზი?
_დიახ, ლიზი ვარ.
_გამარჯობა. მე დარო ვარ, აკოს და. შენტან მინდა შეხვედრა, კარგი იქნება დღესვე. - ისე ავღელდი, გამიკვირდა.
_ააა.. - რაღაცნაირი ტონით წარმოსთქვა, თითქოს იორონიულად. - იცით, დღეს არ მცალია, თბილისში არ ვიქნები რამდენიმე დღე.
_აჰ, გასაგებია. - ვთქვი დანანებით. - მაგრამ ჩვენს შორის საუბარი გარდაუვალია, იცოდე და როცა დაბრუნდები აუცილებლად შემეხმიანე. - აქ კი ძალიან კატეგორიული გავხდი. რადგან მომეჩვენა, რომ თითქოს მას არ სურდა ჩემი ნახვა და სულაც არ იყო არსად წასული. - ისე, თავს როგორ გრძნობ? - ვკითხე მერე.
_კარგად ვარ, რავი, არამიშავს.. - მითხრა დაბნეული ხმით.
_კარგია. მოკლედ, რამდენიმე დღეში შენს ზარს ველოდები. დროებით, ლიზი. - ტელეფონი გავთიშე ისე, რომ მის პასუხს არც დავლოდებივარ.
ჩაფიქრებულმა შევაღე აუდიტორიის კარი.

ლექციების შემდეგ აკოს მივწერე ლიზისთან საუბრის შესახებ. თან გავაფრთხილე, რომ სამსახურში ადრე მიწევდა წასვლა და გვიან დავბრუნდებოდი. არ დამლოდებოდა. არ გადაიღალო, თავს გაუფრთხილდიო, მომწერა.

ის, დრო რაც ლიზისთან შესახვედრად მქონდა გათვლილი, თავისუფალი ხომ დამრჩა, ჰოდა ავდექი და იქვე ახლოს, ერთ კაფეში შევედი, სადაც ყოველთვის სიმყუდროვე სუფევდა და სემინარის მომზადებას შევუდექი. სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა. გზაში დრო მეკარგებოდა.


რამდენიმე დღეში ახალი წელი იყო.
უკვე მოერთოდ თბილისის ქუჩები საახალწლოდ.
ქუჩაში გამოსული ყველაფერს ნახავდი ადამიანი.
ბედნიერ სახეებს...
დაღვრემილს..
ხელგაწვდილ ბავშვებს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ..
სურსათით დამძიმებული ჩანთებით დატვირთულ მამაკაცებს..
გამოპრანჭულ ქალებს..
ხელჩაკიდებულ წყვილებს..
სიცივისგან პალტოს საყელო წამოწეულ და მობუზულ გამვლელებს..
მხოლოდ ერთი რამ აკლდა ქალაქს - თოვლი.
თოვლი არ ჩანდა არსად. არადა როგორ მიყვარს.
ბავშვობიდან გამომყვა თოვლის სიყვარული. განსაკუთრებით ღამით რომ მოიპარებოდა და დილით გადათეთრებულს დამახვედრებდა ყველაფერს..
როგორ მიყვარდა ის წამები. დილით იღვიძებ, თბილ ოთახში და საწოლში ნებივრობ. ფანჯარაზე ფარდებია ჩამოფარებული და წარმოდგენა არ გაქვს გარეთ რა ხდება.
ოთახში მამა შემოდის, გაბადრული სახით და მეუბნება: - დარო, სტუმარი გეწვია.
მეც მაშინვე ვხვდებოდი, თუ ვინ იყო სტუმარი და გიჟივით მივვარდებოდი ფანჯარას. სიხარულით ადგილზე ვიწყებდი ხტუნვას და ყიჟინს. (მაშინ სულ რაღაც ექვსი თუ შვიდი წლის ვარ). სასწრაფოდ ვითხოვ, რომ ჩამაცვან და გარეთ გავიქცე თოვლში სათამაშოდ. დედა წინააღმდეგია. ამბობს რომ გავცივდები, არ შეიძლება ასე პირდაპირ საწოლიდან წამოხტომა და საგუნდაოდ გასვლა. მამა ამშვიდებს, რომ არაუშავს. რამდენიმე წუთი და ამოვალთ მერეო. დედაც ყაბულდება. უხმოდ მაცმევს თბილ კომბინიზონს, რომელიც ფერადი ყვავილებითაა მოხატული და იმავე ნაჭრისგან დამზადებულ ქურთუკს. ხელთათმანები, ქუდი და კაშნეც არ ავიწყდება. საბოლოოდ ისეთი შეფუთული ვარ ნაბიჯს ძლივს ვდგავ, თამაშზე არაფერს ვამბობ. აკოს ძინავს. დიდად არ ადარდებს თოვლი. გასულ წელს სულაც არ გამოუთქვამს აღფრთოვანება. უფრო მეტიც, სურვილიც არ ჰქონია გარეთ გასვლის. ალბათ ჯერ ძალიან პატარაა და მიტომ. გაიზრდება და ჩემსავით შეიყვარებს თოვლს.
თამაშით გულს რომ ვიჯერებდით მე და მამა, ცხვირ გაწითლებულები ვბრუნდებოდით სახლში. თან ორთქლს ვუშვებდით პირიდან ისე, როგორც ორთქმავალი. მერე ერთხმად დავიძახებდით „ჩუ ჩუუუუ“, რაზეც გულიანად ვიცინოდით. მამა უფრო მეტ ორთქლს უშვებდა, მწყინდა, რატომ მე არ შემიძლია მასსავით-თქო და ვეჯიბრებოდი. მამას ეცინებოდა და გაწითლებულ ცხვირზე მკოცნიდა.
სახლში დაბუნებულს დედა კაკაოიან რძეს და თაფლიან ბულკს მახვედრებდა. როგორ მიყვარდა...
ფეხზე შალის წინდებს მაცმევდა.
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდით. ალილო დღეს, ანუ ექვს იანვარს, სოფელში მივდიოდით ბებოსთან და ბაბუსთან, მამას მშობლებთან.
„ჩემი ახტაჯანა დარო მოსულა“, მეგებებოდა ბაბუ ამ სიტყებით. დღესაც ასეა, ახლაც ასე მეძახის.
მამას გარდაცვალებამ ნაადრევად დააბერა ბებო და ბაბუ.
ყოველ წელს ჩავდივართ მე და აკო მათთან. გველოდებიან. უნდა ნახოთ, როგორ ევსებათ სიხარულის ცრემლისგან თვალები.
ჩვენი ჩასვლა მთელ სოფელს ახარებს. მიყვარს იქაურობა. უბრალო, ლაღი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ...
_ დარო, უკვე მოხვედი? - ფიქრებიდან თენგიზის ხმამ გამომიყვანა. ისე გავერთე წარსულზე ფიქრით, ვერც კი შევნიშნე, როგორ მივადექი აბაშიძეების გალავანს. თენგიზი ჭიშკართან იდგა, ხელში დიდი ყუთი ეჭირა.
_ გამარჯობა. კი, მოვედი, ხომ მითხრა ქალბატონმა ადრე მოდიო და მეც აქ ვარ. - წამში მხიარული გავხდი.
_მშვენიერია. წამოდი, წამოდი.. სრული საგიჟეთი გველოდება წინ. - მითხრა და ჭიშკარი ფეხის კვრით გააღო. ჰაჰ, ისე გამიკვირდა მისგნა ეს საქციელი, გამეცინა კიდეც.
სახლში შესულს სრული ქაოსი დამიხვდა. იმდენი მომსახურე პერსონალი ირეოდა ერთმანეთში თავი ბაზარში მეგონა. „როგორც ჩანს არ ხუმრობს, კლარა. წვეულებაცაა და წვეულებაც“, გავიფიქრე და თამროს დავუწყე ძებნა.
_ როგორ ხარ, თამრო? - მოვიკითხე მზარეული და სამზარეულოს თვალი მოვავლე. მაგიდაზე ცარიელ ადგილს ვერ ნახავდით სასურსათე პარკებით იყო დახუნძლული.
_როგორ ვიქნები, ხომ ხედავ რა ხდება აქ.- მითხრა დაბალ ხმაზე. - მგონი დღეს სახლში წასვლა არ გვეღირსება. ეს ყვლაფერი მე და შენ უნდა გავაკეთოთ. დრო კი ოტხი საათი გვაქვს.
_აბა ის ხალხი რას აკეთებს იქ? - გავიკვირვე.
_ისინი მაგიდებს აწყობენ. სამზარეულოს არ ეხებიან. მხოლოდ გაფორმება ევალებათ. გამზადებულ საჭმელებს დაალაგებენ მაგიდებზე და წავლენ. - გამაცნო გეგმა თამრომ.
_ხო მაგრამ მიმტანი არ სჭირდებათ? - ვიკითხე აღშფოთებით.
_ამას შენ გააკეთებ, დარო! - ჭექა-ქუხილის მსგავსად გაისმა ქალბატონის ხმა ჩემს უკან. დამიარა ერთიანად მთელ ტანში, მაგრამ არ შევიმჩნიე. ღიმილი მოვიმარჯვე და შევბრუნდი.
_კარგი, მაგრამ ერთი მიმტანი არ ეყოფა ამდენ მაგიდას. მხოლოდ მე ვერ გავწვდები.
_მარტო არც იქნები, ორი გოგო შემოგემატებათ რვის ნახევრისთვის. აბა ჰე, შეუდექით საქმეს. არ გაჩერდეთ, დრო ცოტაა და ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. - გვითხრა, მოიქნია თავისი მაქმანებიანი კაბა და გავიდა.
სიბრაზემ ლამის დამახრჩო.
_ეს ქალი ვერ არის, ჰო? - ჩურჩულით ვკითხე მზარეულს. - ოთხი საათი სამზარეულოში უნდა ვიმუშავო და მერე კიდე მაგიდებს მოვემსახურო. ვერ შეუკვეთა რესტორანს საჭმელები?
_ჩუმად, თუ ღმერთი გწამს არ გაგვიგონოს. რესტორნისას არაფერს ჭამს ეგ. ჩემი თვალით უნდა ვნახო როგორ მზადდება ყველაფერი რასაც მივირთმევო. ძალიან თავისებურია ქალბატონი, მას ასე სურს და ჩვენც უნდა შევუსრულოთ სურვილი, თუ გვინდა სამსახური და ხელფასი. - მითხრა თამრომ და ჯამი მომაჩეჩა ხელში.
_სხვა რა გზა მაქვს, - ვთქვი უხალისოდ. - ისა, ხომ შეიძლება ტანსაცმელი ტუალეტში გამოვიცვალო? - ზემოთ ასვლა ნამდვილად არ მინდოდა და გუშინდელი ინციდენტის განმეორება. მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო? თენგიზა წესიერად არ ამიხსნა რომე ოთახში უნდა შევსულიყავი კონკრეტულად. მეც შემთხვევით ამოვყავი თავი გიგის საძინებელში. როგორი თვალებით მიყურებდა. ახლა მეცინება. თუმცა ისევ გაბრაზებული ვარ მასზე, ჯენტლმენობა არ გამოიჩინა ჩემს მიმართ წუხელ. მაგრამ რატომ უნდა გამოეჩინა? განა ვინ ვარ მისთვის? ერთი მოახლე გოგო. მოიცა, მოიცა დარო! რაზე ფიქრობ? რას გავს ეს. ის, რომ სახლის დამლაგებელი ხარ, არ ნიშნავს თავაზიანად არ მოგექცნენ, მით უმეტეს, ვიღაც თავნება გიგი.
შემოვუძახე ჩემს თავს და ბეჭებში გავიმართე ამაყად.
_კი მაგრამ ზემოთ თავისუფალი ოთახებია.
_არა, იყოს, აქ მირჩევნია. - ხელი საპირფარეშოკენ გავიშვირე. თამრომ, როგორც შენ გინდაო და მეც ხუთ წუთში მზად ვიყავი უკვე. შავი მუხლამდე კაბა და იმავე ფერის გრძელსახელოებიანი მაისური ჩავიცვი. თეთრი წინსაფარი გავიკეთე. ფეხზე დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოვირგე, რომელიც უნიფორმის შემადგენელი ნაწილი იყო. თმა შევისწორე და სამზარეულოში დავბრუნდი.
ბატონი გიგი არსად ჩანდა.
დიდ ოთახში ისევ ირეოდა უამრავი მომსახურე პერსონალი. ინტერესით ვკვდებოდი, თუ როგორ იქნებოდა მაგიდები მორთული.
დრო და დრო, ქალბატონი შემოგვაკითხავდა სამზარეულოში, დაგვხედავდა, მითითებას მოგვცემდა და გავიდოდა. მე და თამრო ერთმანეთს შევხედავდით, ღრმად ამოვისუნთქვადით და ისევ ვაგრძელებდით ჩვენს საქმეს.
რასაც ჰქვია ექსტრემალურად ვმუშაობდით. სახე და ტანსაცმელი ფქვილით მქონდა დათხვრილი, მაგრამ თავის მოწესრიგებისთვის არ მეცალა, იმდენად შევედი აზარტში, რომ უნდა მოგვესწრო რამდენიმე სახეობის კერძის მომზადება.

ყველაფერი მოვასწარით. მე ნამცხვრების დაკრემვაღა მქონდა დარჩენილი და თამროს ხაჭაპურების ცხობა. მიხაროდა, მეთქი დავჯდები და ისე დავკრემავ-თქო, მაგრამ ვინ დაგაცადა. ოთახში ისევ ქალბატონი შემოვიდა. მომზადებულ კერძებს გადახედა. შეგვაქო. კმაყოფილება აშკარად დაეტყო.
_ოქროს ხელები გაქვთ, ყოჩაღ! - ღიმილი მოეფინა სახეზე. თურმე როგორ უხდება. - აჰ, დარო, შენ უნდა გამოიცვალო შემდეგ. გოგონები რომ მოვლენ მათთან ერთად. სპეციალური ჩასაცმელი გაგიმზადეთ, მიმტანებს. ვიცი დაიღლებოდი, მაგრამ ვიმედოვნებ შეძლებ თავი გაართვა რასაც გავალებ.
_შევეცდები, ქალბატონო. - ვუპასუხე მოკრძალებით.
_ოჰ, ძალიან ვნერვიულობ, მინდა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. არანაირი შეცდომა და გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მჭირდება. კარგა ხანს სალაპარაკოდ უნდა ჰქონდეთ აქ მოწვეულ სტუმრებს დღევანდელი წვეულება. - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა კლარა.
_ყველაფერი კარგად იქნება, ქალბატონო. არ იჯავროთ. - ვუთხარი ისეთი დამაჯერებელი ტონით, მე თვითონ გამიკვირდა. კლარამ ისევ გაიღიმა და სამზარულოდან გავიდა.
მე და თამრომ ისევ განვაგრძეთ საქმიანობა და პარალელურად საუბარიც.
_ვგიჟდები ისე მიყვარს ქიშმიში. - ვუთხარი მზარეულს და ნამცხვრის კრემიან ფირფიტას ქიშმიში მოვაყარე. - არა, ეს სიყვარული კი არა, რაღაც ამოჩემება მჭირს. ისე წამომივლის ხოლმე სურვილი... მქონია შემთხვევა შუა ღამით გამღვიძებია და მომიძებნია სამზარეულოს კარადებში, იქნებ სადმე ჰქონდეს დედას შემონახული-თქო. იმედიც გამწბილებია. - ვთქვი სიცილით. - მის მერე სულ თან დამაქვს ერთი მუჭა ქიშმიში, ხან ჩანთით, ხანაც ჯიბით.
_თავიდან ბოლომდე უცნაური გოგო ხარ, დარო. - იცინოდა თამროც.
_ყველა ადამიანი თავისებურად უცნაურია. არ ვთვლი, რომ გამორჩეული ვარ, უბრალოდ ჩემებური ვარ, აი ისეთი სხვანაირი რომ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. ანუ მომწონს ასეთად ყოფნა.
_და ცოტა შეშლილიც! - საიდანღაც ოთახში გიგი გაჩნდა. ისე ჩაეჭრა ჩვენს საუბარში ჩემთვის არც შემოუხედავს. - ოჰ, თამრო ერთ ლუკმას თუ არ მაჭმევ ამ ხაჭაპურს, იცოდე შიმშილობას გამოვაცხადებ. - მიმართა თამროს მხიარული ხმით.
ჩემკენ ისევ არ გამოუხედავს.
გულზე გავსკდი. შეშლილი მიწოდა, თან ზედაც არ მიყურებდა. არც მომსალმებია.
უზრდელი!
დამატებულიც თავხედი!
ერთი ავათვალიერ-ჩავათვალიერე, „რა სიმპათიურია ეს ოხერი“ გავიფიქრე და ზურგი ვაქციე. თითქოს იქ არც ყოფილიყო. ხაჭაპური ჭამა. მოჰყვა თამროს ქებას. ხელზე კი ეამბორა და ასე გადაუხადა მადლობა. მერე გავიდა.
ისევ არაფერი უთქვამს ჩემთვის. არაფრად არ ჩამაგდო. ღმერთო ჩემო რა თავნება თავხედია.

რვის ნახევრისთვის მე და დამხამრე ორი გოგონა ოთახში ვიყავით და ჩვენთვის განკუთვნილ სამოსს ვიცვამდით.
გვეცვა თეთრი პერანგი, შავი პლისებიანი მუხლამდე კაბა, შავი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და ყელზე ძოწისფერი პატარა ყელსახვევი გვეკეთა. სარკკეში რომ ჩავიხედე სიცილი ამივარდა. პიონერს ვგავდი, ოღონდ ყიფლიბანდზე გაქუჩქუჩებული ბანტი და თეთრი გეტრებიღა მაკლდა მხოლოდ.
_ჯამბაზებივით ვართ გამოწყობილი, - თქვა უკმაყოფილოდ ერთ-ერთმა გოგომ.
_არაუშავს, ჩვენც ვიცინოთ, რა. - ვუთხარი სიცილით. მართლა სასაცილო სანახავი ვიყავი და აბა ხომ არ ვიტირებდი. - კარგი ჩავიდეთ ახლა, ჩვენს საქმეს მივედოთ.

დაბლა ჩასულებს კიბესთან კლარა დაგვხვდა. ერთობ კმაყოფილება ეწრა სახეზე, თან ცალი წარბი აეწია და ისე გვაყოლებდა თვალს.
თვითონაც ჩაეცვა. მეტად მომხიბვლელი სახის ნაკვთები კი აქვს ისე, ქალბატონს.
ზურმუხტისფერი ერთიანი გრძელი კაბა ეცვა. დაბალი ყელით და გრძელი სახელოებით. მკერდი და თეძოები ლამაზად იყო გამოკვეთილი ამ კაბაში. მარცხენა ხელის არათითს შავი ოპალის დიდ თვლიანი ბეჭედი უმშვენებდა. ფეხსაცმელზე ვერ შევავლე თვალი, რადგან კაბა ძალიან გრძელი იყო. ლამაზი იყო კლარა, თან ძალიან.
_აბა, თქვენ იცით. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. - გვითხრა და გაგვიღიმა.
დიდ ოტახში გავედით სადაც სტუმრები უნდა შეკრებილიყვნენ. ხუთი მრგვალი დიდი მაგიდა იდგა. მაგიდის ირგვლივ ლამაზად მორთული სკამები. ყოველ მაგიდაზე თეთრი ვარდებით სავსე ლარნაკები იდგა. ჭრჭელიც თეთრი იყო. დანა-ჩანგალი და შანდლები ვერცხლის. ჭიქები ბროლის.
_ვოუუუ! აი ეს მესმის! - აღმომხდა აღვფრთოვანებულს.
_დარო, დარო, დამეხმარე რა. - თენგიზი მეძახდა. წამში მასთან გავჩნდი. - მუსიკოსები მოვიდნენ, მათ უნდა შევხვდე და ეს სკამები ერთმანეთის გვერდით დაალაგე რა, გთხოვ. მათთვისაა განკუთვნილი.
_კი, კი ახლავე.
რამდენიმე სკამი ერთმანეთზე იყო შეწყობილი. როიალის გვერდით, სადაც თენგიზმა მიმითითა, დავაწყვე. მერე როლიალს მივუბრუნდი, კლავიშებს ფრთხილად გადავუსვი თითები. ბავშვობიდან ვუკრავ და როცა ფორტეპიანოს ვხედავ, ერთიანად მივლის ჟრუანტელი. მიყვარს!

თენგიზი მუსიკოსებთან ერთად დაბრუნდა. ზოგს ვიოლინო ეჭირა, ზოგს ვიოლონჩელო და კონტრაბასი. ერთსაც არფა მოჰქონდა დიდი სიფრთხილით და სათუთად. მოკლედ, ლამის სიმფონიური ორკესტი იყო მოსული.
ყველა თავის ადგილზე გამწესდა. როიალსაც გამოუჩნდა თავის „პატრონი“.

სტუმრებმა ვივალდის „გაზაფხული“-ს ფონზე ნელ-ნელა იწყეს სვლა.
ყველა ისეთი სანახავი იყო, მართლა მეგონა, რომ შუა საუკუნეებში გადავსახლდი. ისეთი საინტერესო იყო ის ყველაფერი რასაც ვხედავდი, რომ დაღლილობა სულ არ მახსოვდა.
აჰა, ბატონი გიგიც გამოჩნდა. ფრაკი მოეხდინა მის განიერ მხარ-ბეჭს. თმა გვერდზე ჰქონდა გადავარცხნილი. თეთრი პერანგი ეცვა და შავი ბაბთა გაეკეთებინა კისერზე. მეტად ჯენტლმენურად გამოიყურებოდა და იქცეოდა. მისი ყოველი ნაბიჯი და მანერა მოწმობდა ამას. სტუმრები მოწიწებით ესალმებოდნენ. მანდილოსნებს (უფრო დედამისის ხნის ქალებს) ხელზე ეამბორებოდა. კლარა ამაყად იდგა და ღიმილით ადევნებდა თვალს საამაყო შვილს.
გიგის შემხედვარე ღიმილი მეც მომეფინა სახეზე. რა ვქნა, რომ ვხედავდი ვერ ვმალავდი, საშინლად რომ მომწონდა. ჩემი გაღიმებული სახე არ გამოპარვია მის მზერას. თვალი თვალში გამიყარა. ღიმილი სახეზე შემეყინა. ურეაქციოდ მიყურებდა. მერე შებრუნდა.
ნეტა რამე დავუშავე? ვეკითხებოდი ჩემს თავს.

დიდ ოთახში მუსიკის ხმა არ წყდებოდა. ადამიანები ხან ლაპარაკით იყვნენ დაკავებულნი, ხანაც ყველა გაიტრუნებოდა და მუსიკას უსმენდნენ. სიმფონიას სიმფონია ცვლიდა და ასე გრძელდებოდა მთელი ორი საათი.
ცოტა არ იყოს... არა, კარგა გვარიანად მოვიწყინე. ლამის ფეხად ჩამომეძინა. სტუმრებს კი მსგავსი არაფერი ეტყობოდათ. თითქოს არც კი ესმოდათ მუსიკის ხმა, რომელსაც ასე თავგამოდებით უკრავდნენ უკვე დაღლილი მუსიკოსები.
ბატონი გიგი მეტად გართულიყო საუბარში ლამაზ გოგონებთან ერთად. კარგად ვხედავდი როგორ თვალებანთებული უყურებდნენ მას ის გოგოები და ამის გამო სიბრაზის ალმური მეკიდებოდა სახეზე.
ვიოლინო საცოდავად კვნესოდა. თითქოს შველას ითხოვდა. (იმ წუთას მომეჩვენა, თორემ ვიოლინოს ისედაც ეგეთი ხმა აქვს). ლანგარი სასწრაფოდ მივაჩეჩე მეორე მიმტანს და როიალისკენ გავემართე. პიანისტს, რომელიც როილათან იჯდა, ვთხოვე დამსვი-თქო. გაკვირვებული ამომხედა კაცმა. გავუმეორე თხოვნა. ადგა. დანარჩენ მუსიკოსებ ვანიშნე გაჩერდით-თქო. თითქოს ჩემი ნათქვამი მარტო მუსიკოსებმა კი არა, ყველამ გაიგო. საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა.
„არ შემიწუხეს გული?!“ გავიფიქრე და თითები კლავიშებს შევახე. ჰოდა ჩემიც დამემართა.
“rock n’ roll” -ი boogie woogie-ს სტილში შემოვცხე.
იცით, როდესაც ვუკრავ, სხვა სამყაროში გადავდივარ.
მთელი ემოციით ვუკრავდი. ვხედავდი როგორ მიღიმოდა მუსიკოსები. ერთმა ტაშიც კი ააყოლა მუსიკას.
_ოთხი ხელით უფრო მაგარია „Boogie Woogie”.. - გვერდით გიგი აბაშიძე მომიჯდა. გული ლამის ამომვარდა საგულედან. ფრაკი გაეძრო, პერანგის სახელოები დაეკაპიწებინა და ჩემთან ერთად, ჩემსავით გიჟივით დაიწყო დაკვრა.

......................................
გმადლობთ, რომ კითხულობთ და შეცდომების გამო ბოდიში ყველას.



№1 სტუმარი kati

kargi Ra,axla shewyveta iqnebodaa?male dade Ra axali tavi,zalian kargia.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

kati
kargi Ra,axla shewyveta iqnebodaa?male dade Ra axali tavi,zalian kargia.


ინტრიგნულად მექცევა ჩემი მუზა, რა ვქნა.. smile
ვეცდებიიიიი...
მადლობა. heart_eyes
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3  offline წევრი aNuGi

სასწაული ხარ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ უნიჭიერესო.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4 სტუმარი Guest nita

exla sheckveta sheidzleboda? kai raaa :-)))

 


№5  offline ახალბედა მწერალი Keke27

aNuGi
სასწაული ხარ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ უნიჭიერესო.


უჰ, დიდი მადლობა. heart_eyes

Guest nita
exla sheckveta sheidzleboda? kai raaa :-)))

აბაა... worried
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№6  offline ადმინი მწარე

ჰო ვთქვიი შოკი იქნება თქო ^^ დავინტერესდიი ძალიაანოო
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაუუუუ... აი ეს მესმის ეს გოგო ყველაფერთან ერთად გიჟიც არის მაგრამ გიგიც რომ გააგიჟა ეს უკვე სხვა თემაა... უჰ როგორ ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე რა ვქნა რომ არ მეყო? შეიძლება სულ ასე წერა არასდროს რომ არ მყოფნის მისი კითხვა? ძალიან მაგარი იყო ბოლო ნაწილი განსაკუთრებით...

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე კეკე მოსაკლავი ხარ სად გაწყვიტე, ეს რა ქენი დ დ დ.
უმაგრესი ხარ ჩემო გოგო მალე დადე არა რა რა გიჟია დარო .

 


№9  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეე სად გამიწყვიტეეე რა კაიაა უუჰ გიგი რა კაი იყოო მაგარიი ეს გოგოო ძაან მაგარიაა რააა
სახალისო თავი იყოო
ველიი შემდეეგს
წარმატებები

 


№10  offline წევრი teddy))

როგორ გამიხარდა! ჩვენი გიჟი დარო! მართალი ხარ, ჩქარა იკითხება! გიგის და დაროს უყრეთ რა! გიჟები! ველოდები გაგრძელებას....

 


№11 სტუმარი kati

Klaras emociebi mainteresebs amat saqcielze da winaswar vtkbebi momdevno tavit

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან მაგარი თავი იყო.მომეწონა ჩვენმა დარომ რომ დაუკრა.მალე დადე მომდევნო თავი
--------------------
ლანა

 


№13 სტუმარი ani

Au ra kargi iyooo.zaan mainteresebs...rodis iqneba 5tavi gvitxari raa ...

 


№14  offline მოდერი ლილიანა

კარგინიყო ვისიამოვნე ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15 სტუმარი nino

ვაიმეე ეს რა იყოო..კი იყო მსუყე თავიი ყოჩაააღღ..აუუ ახლა კლარას სიფათი მაიინტერეესეებბსსს დაროს რო ნახავსსსს როიალთააანნ..ააუ კი გამძვრა სული რა გაძლებს სანამ დადეებ..წარმატებებიიი და გელოდებითთ relaxed

 


№16 სტუმარი ემი

ჩვენი მეტად ჯენტლმენური ბიჭი მომწონს, ესეც კაი გიჟი-გადარეულია. კლარას სახე მაინტერესებს ძალიან "ესოდენ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე". ეჭვი მაქვს სტუმრები კარგად გაერთობიან ამ შემთხვევით...

ძალიან მინდა ლიზი ერთი "შემეტენე" გოგო აღმოჩნდეს და სულ არ იყოს აკოსგან ორსულად....ისე იფასებს თავს შეხვედრაზე, აშკარად, თვლის რომ გამოჭერილი ყავს აკო.. ხოდა ვფიქრობ, მოუვლის ჩვენი ახტაჯანა გოგო მაგასაც smile

პ.ს. შენ კიდე, მართალია გასართობად გვიწერ ამ ისტორიას და კარგადაც გამოგდის ჩვენი გართობა, მაგრამ ბავშვობაში თოვლის მოსვლის ამბები ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, თოვლს რომ ველოდებოდი ყოველ დილით relaxed . აი, გაქუჩქუჩებულ ბანტზე და თეთრი გეტრების წარმოდგენაზე კი ბევრი ვიცინე smiley

 


№17  offline ახალბედა მწერალი Keke27

ემი
ჩვენი მეტად ჯენტლმენური ბიჭი მომწონს, ესეც კაი გიჟი-გადარეულია. კლარას სახე მაინტერესებს ძალიან "ესოდენ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე". ეჭვი მაქვს სტუმრები კარგად გაერთობიან ამ შემთხვევით...

ძალიან მინდა ლიზი ერთი "შემეტენე" გოგო აღმოჩნდეს და სულ არ იყოს აკოსგან ორსულად....ისე იფასებს თავს შეხვედრაზე, აშკარად, თვლის რომ გამოჭერილი ყავს აკო.. ხოდა ვფიქრობ, მოუვლის ჩვენი ახტაჯანა გოგო მაგასაც smile

პ.ს. შენ კიდე, მართალია გასართობად გვიწერ ამ ისტორიას და კარგადაც გამოგდის ჩვენი გართობა, მაგრამ ბავშვობაში თოვლის მოსვლის ამბები ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, თოვლს რომ ველოდებოდი ყოველ დილით relaxed . აი, გაქუჩქუჩებულ ბანტზე და თეთრი გეტრების წარმოდგენაზე კი ბევრი ვიცინე smiley


ვგიჟდები შენს კომენტარებზე. )))^_^
მადლობა, რომ ყოველ დეტალს უკვირდები. <3
..............
ყველას ძალიან დიდი მადლობა. <3
როგორც კი შევძლებ მაშინვე ვწერ.
მიხარია, რომ ისიამოვნეთ წაკითხულით. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№18  offline წევრი teken

https://youtu.be/r_0PK8jX86I

 


№19 სტუმარი Guest Cuncul

Keke arachveulebrivi gogo xar dzalian kargad cer ,moutmenlad velodebi yovel tasv .vimedovneb rom didixans ar gvalodineb

 


№20  offline წევრი თათული(TN)

Keke dzalian magari xar, momewona uzomod, veli axal tavs :*

 


№21  offline წევრი Swimminger

სუპერ გოგო ხარ სუპერ ისტორიით , ყველა თავი ერთად წავიკითხე და არ მეყო , ველიი მოუთმენლად შემდეგსს <3

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეეეეეეეეეეეეე როგორ გამიხარდა რომ დავინახე heart_eyes heart_eyes
ძალიან ძალიან მაგარია

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ქალბატონ კლარას ნიშადური გაუმზადეთტ

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent