შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mein Stern (სრულად)


15-11-2016, 08:58
ავტორი Keke27
ნანახია 17 702

(Mein Stern - გერმ. - ჩემო ვარსკვლავო)

• * * *
თვალები ადამიანის სულის სარკეაო, გსმენიათ ალბათ ყველას და დამეთანხმეთ, რომ ეს ცამდე სიმართლეა.
ყველაზე მხიარულ ადამიანებს ყველაზე სევდიანი გული აქვსო, ესეც ხომ გსმენიათ?...

ერთი შეხედვით ის ძალიან მხიარული იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა მის ირგვლივ, ნაცნობი თუ უცნობი. იფიქრებდი, რომ „აი, ამას რა უჭირს, უამრავი მეგობარი ჰყავს გვერდით და როგორი ბედნიერია“... კი, ნამდვილად ასე იფიქრებდით, რადგან ასე ჩანდა. ბევრი კარგი მესმოდა ოცდათორმეტი წლის გაბრიელ კანდელაკის შესახებ. თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია. კეთილი, თბილი, მხიარული, გიჟი, გადარეული... შეუძლებელი იყო მასთან ადამიანს მოეწყინა...
მაგრამ ძალიან ცოტას თუ შეეძლო ამ ყველაფრის მიღმა მასში სევდით და დარდით სავსე სული დაენახა.
თვალებმა გასცეს. ვერ შეინიღბნენ საგულდაგულოდ.
იქნებ მე აღმოვჩნდი კარგი მკითხველი.
იქნებ სწორედ მაშინ შევავლე თვალი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო იყო და იმ დარდს და სევდას უმკლავდებოდა.
დადიოდა დინჯი, ფართო და მტკიცე ნაბიჯებით.
თითქმის ყოველ დილით მიწევდა მისი ნახვა. თავიდან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით, შემდეგ კი მოკითხვითაც.
ჩემი ჟურნალისტური ინტერესი მოსვენებას არ მაძლევდა, თუ რა იყო მიზეზი, მის თვალებში აღბეჭდილი დარდისა.
ერთ დღესაც მოვიკრიბე გამბედაობა და ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ისიც ვუთხარი, რომ სიამოვნებით მოვისმენდი თუ, რა თქმა უნდა, მოისურვებდა მოეყოლა ჩემთვის მიზეზი მხიარულებით შენიღბული დარდისა.
დინჯად ჩაეღიმა, მერე კი დამთანხმდა.

ვარდობის თვე იყო, მაისი. ერთმანეთს ვერის პარკში შევხვდით.
ვნერვიულობდი საშინლად.
მხიარულად მომესალმა, როგორც სჩვეოდა.
_ვიცი, რომ ჟურნალისტი ხარ, ალბათ რაიმეს დაწერას აპირებ ჩემზე. - მითხრა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა.
_ჯერ მოგისმენთ და შემდეგ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შეიძლება დავწერო კიდეც. - ვუთხარი და მეც მოვკალათდი იმავე სკამზე.
_არ ვარ წინააღმდეგი. თუმცა უნდა გითხრა, რომ ყველასთან არ ვსაუბრობ ამ თემაზე... არა, თითქმის არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ შენ რადგანაც დაგაინტერესა მოგიყვები. - განმიცხადა მშვიდად.
_ძალიან კარგი. - გამიხარდა და გავიღიმე.
თვითონაც გაეღიმა.
_ხომ არ აჯობებს ჯეკობსონისეულ რელაქსაციას მივმართო? აი, წამოვწვე აქ, მოვადუნო კუნთები, დავხუჭო თვალები და მერე დავიწყო თხრობა? - მკითხა უცებ სიცილით და მართლა მოემზადა წამოსაწოლად.
_როგორაც გირჩევნია. თუმცა, ეგ დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიფერენციული რელაქსაცია უფრო მოსახერხებელი იქნება. იჯექი ჩვეულებრივად და ისე მოდუნდი. - ავყევი სიცილში.
_კარგი, იყოს ეგრე.
_მაშ ასე... დავიწყოთ. - უბის წიგნაკი და კალამი მოვიმარჯვე და ვკითხე: - როგორ დაიწყო ყველაფერი?
_კითხვიდან გამომდინარე ვხვდები, ინტუიციით იცი საქმე ქალს რომ ეხება. - მითხრა და ჩაეცინა. არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიწურე.
თავი ჩახარა. ქვაფენილს ჩააჩერდა ჩაფიქრებულმა. დუმდა. ვდუმდი მეც. მერე ძალიან ნელა ასწია თავი, ისე თითქოს, დედამიწის სიმძიმე კისერზე დაწოლოდა.
_ცხრამეტი წლისამ გადავწყვიტე წავსულიყავი საქართველოდან. - დაიწყო თხრობა. - იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ ვხედავდი, რომ იმ დროინდელ საქართველოში, თუ „კარგი პატრონი“ არ გყავდა, აზრი არაფერს არ ჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტე დამეტოვებინა სამშობლო და ბედი საზღვრებს გარეთ მეცადა. მეგობრისგან გავიგე პროგრამა ოპერობის შესახებ. ანუ, ესაა პროგრამა ევროპის ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია სხვა ქვეყნის კულტურისა და ენის გაცნობა. ამის შესაძლებლობა თვრამეტიდანდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ადამიანებს ერთი წლით სხვა ქვეყნის რომელიმე ოჯახში ცხოვრებით ეძლევა. ოპერს ევალება ბავშვ(ებ)ის მიხედვა დღის პირველ ნახევარში და შეთანხმებისამებრ სახლის მარტივ საქმეებში დახმარება. ბიჭები ძირითადად ბაღის მოსავლელად ან მძღოლებად სჭირდებათ, გოგონები-საჭმლის გასაკეთებლად, დასაუთოებლად და ოთახის მისალაგებლად. ოპერმა კვირაში 30 საათი უნდა იმუშავოს მხოლოდ და შაბათ-კვირა თავისუფალი ჰქონდეს. მას ევალება ენის კურსებზე სიარული, რაშიც ოჯახმა ხელი უნდა შეუწყოს. მასპინძელ ოჯახში ცხოვრებით ის ეცნობა სხვა ქვეყნის კულტურას. აქვს მცირეოდენი ხელფასიც – 260 ევრო თვეში.
მოკლედ, დავუკავშირდი აგენტს. მერე შევხვდი და დამინახა თუ არა, მაშინვე წამოიძახა „აი, სწორედ შენ ხარ ის, ვინც მჭირდებოდა. მე მყავს ერთი ოჯახი, რომელსაც სჭირდება ბიჭი ძიძა“ - ო. თან იქვე დასძინა, რომ ქართველი ბიჭი მუშაობდა იმ ოჯახში. მე სიხარულით ცას ვეწიე, პირველ მცდელობაზევე რომ გამიმართლა.
„ორი ბავშვია. უფროსი ოთხი წლის არის და უმცროსი ორი წლის. ოღონდ ერთი ბავშვი ძალიან პრობლემურია, არ ესმის“, მითხრა ამ ქალმა. მე, რა თქმა უნდა, მაინც დავთანხმდი და ასე გავხდი ოპერი.
აპრილი იყო გერმანიაში რომ წავედი.
შნაიდერების ოჯახი, სადაც მე მომიწია მუშაობა, იყო ძალიან მდიდარი იმ დასახლებაში.
ეს ოჯახი ფლობდა კომპანიას, სადაც გემები შენდებოდა. სულ დაკავებულნი იყვნენ და თითქმის მთელი დღე არ მოდიოდნენ სახლში. ანუ, ბავშვები სულ ჩემთან იყვნენ. არც შაბათი-კვირა არსებობდა ჩემთვის და არც საღამოს დასვენების საათები. რა თქმა უნდა, მე შემეძლო დამეტოვებინა ბავშვები როცა დასრულდებოდა ჩემი სამუშაო დრო, მაგრამ ვერ ვაკეთებდი ამას. თან ბავშვებთან ურთიერთობისას ვცდილობდი გერმანული ენა მესწავლა.
სამი თვე მიილია ამასობაში და უკვე ვატყობდი, რომ ფსიქიკურად ძალიან მიჭირდა ამ რეჟიმით ცხოვრება. უცხო ქვეყანა, ქართველი არავინ იყო იქ.
თან რა არის იცი? როცა ასე მოწყვეტილი ხარ ყველას და ყველაფერს, შენი არავინ და არაფერია იქ სადაც ხარ, უფრო გამძაფრებულად გაქვს სურვილი იმისა, რომ ვინმე გყავდეს გვერდით. ვინმე ისეთი ვისზეც ჩახუტება და ვისთვისაც შენი პრობლემების მოყოლა, გულის ბოლომდე გადაშლა მოგინდება. გჭირდება ადამიანი, რომელიც ეცდება გული გაგითბოს, შინაგანად გაგაძლიეროს მისი არსებობით. ეცდება გაგაღიმოს, გუნება გამოგიკეთოს, იზრუნოს შენზე და ეს ყველაფერი სიყვარულით გააკეთოს.
ამ ყველაფერის დანაკლისს განვიცდიდი და უფრო მიძნელდებოდა ემიგრაციაში ყოფნა, თან ასეთი გიჟური რეჟიმით.
ერთ დღეს თავისუფალი დრო მქონდა და ველოსიპედით გადავწყვიტე გასეირნება. გზად ტყე უნდა გამევლო. ამ ტყის გვერდით დასახლება იყო. რაღაცნაირად, არ მახსოვს რატომ, გავჩერდი და მომენტალურად თვალი მოვკარი, ერთ-ერთი სახლის აივანზე იდგა გოგო. ეს გოგო იმდენად მომეწონა ერთი დანახვით, რომ სუნთქვა შემეკრა. ახლაც ვერ ვხვდები რა დამემართა მაშინ. ალბათ იმ ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა, ვინმეს გამოჩენას რომ ვნატრობდი და სასწაულებრივად ეს გოგო გამოჩნდა იმ დღესვე. მოკლედ, ამ გოგოზე გადავირიე.
_როგორი იყო ფიზიკურად? - ვკითხე მე.
_ნიკოლი? - მკითხა და სივრცეს გაუსწორა თვალი მერე. სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა. თვალები ისევ სევდიანი გაუხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნიკოლი მის წინ იდგა, გაბრიელი კი მზერით ეფერებოდა. - ნიკოლი, რომ დავინახე ესპანელი მეგონა. - განაგრძო, თუმცა სადღაც სივრცეში არსებული გოგონასთვის მზერა არ მოუცილებია, -ის იმდენად ლათინო შესახედაობის იყო, მაგრამ წმინდა სისხლის გერმანელი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა გერმანელის. ხორბლისფერი კანი, წაბლისფერი გრძელი თმა, პატარა ლამაზი ცხვირი, მუქი ყვაისფერი თვალები, ტუჩ-კბილი და ღიმილი ჰქონდა რაღაც საოცრება. რომ გაიღიმებდა მთელ სხეულში ელექტრონები მივლიდა. - ბოლო სიყვებზე გაეცინა. - მოკლედ, მოვინდომე ამ გოგოს გაცნობა.
ისე მოხდა მერე, სკვერში რომ გამყავდა ბავშვები სათამაშოდ მასაც ვხედავდი.
ვხედავდი, რომ მასაც ჰყავდა ბავშვები. ვცდილობდი ჩემს ბავშვებს იმ ტერიტორიაზე ეთამაშა, სადაც მისი ბავშვები თამაშობდნენ, რომ საშუალება მქონოდა ამ გოგოსთან გამოლაპარაკების, მაგრამ ვერა, ვერანაირად ვერ მოვახერხე ეს. თან ეს გოგო ზედაც არ მიყურებდა, თითქოს იქ არც ვარსებობდი.
ორი, უშედეგო თვე გავიდა ამ მცდელობა-მცდელობაში.
იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, არის ხელოვნურად შექმნილი ტბა, რომელიც ხუთ დასახლებას აერთიანებს. ანუ, ძალიან დიდი მოცულობის არის. მოკლედ ამ ტბაზე, ჩემს ოჯახს საკუთარი გემი ჰყავდათ, რომელშიც განთავსებული იყო, რესტორანი და კაფე-ბარი.
ზოგჯერ იმ გემზეც მიწევდა მუშაობა დამხმარედ. ერთ დღეს, რომელიღაცა სერიალის მსახიობები ჰყავდა მოწვეული და წვეულება იმართებოდა. მეც იქ ვიყავი, მიმტანის ამპლუაში. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში. ვცდილობდი ისე გამევლო მათ შორის, რომ ვინმეს არ დავჯახებოდი ან სასმელი არ დამღვროდა. მაგრამ მაინც მოვახერხე გმირობის ჩადენა (იცინის), უკუსვლით მივდიოდა და უცებ ვიღაცას ისე შევეჯახე გვერდები ამტკივდა. სიმწრისგან თვალები დავხუჭე წამიერად და მაშინვე მივტრიალდი ბოდიშის მოსახდელად. მაგრამ რამე მეთქვა კი არა, სუნთქვა დამავიწყდა, ფერები გადამივიდა სახეზე, თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემს წინ ნიკოლი იდგა. შევატყე მასაც იგივე დაემართა რაც მე, და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც, რატომ ჰქონდა ამ გოგოს ასეთი რეაქცია ჩემი დანახვისასთქო, ის ხომ არასოდეს მიყურებდა მე, მისთვის ხომ არავინ ვიყავი. მოკლედ, ბოდიში მოვუხადე. „არაუშავს“, მითხრა გერმანულად. მივხვდი, რომ მან ინგლისური არ იცოდა. ისიც მიხვდა, რომ მე გერმანული არ ვიცოდი (იცინის). თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს შორის დიალოგი შედგა, თარგმანის დონეზე, მისი მეგობრის დახმარებით. იმ გოგომ მითხრა: „ იცი, ნიკოლს ძალიან უნდოდა შენი გაცნობა და ახლა ძალიან გახარებულია, რომ შეგხვდა“. ამის მოსმენისას გავშრი. არ მოველოდი. „მეც ვცდილობდი მის გაცნობას, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე“ - თქო ვუთხარი მათ. ნიკოლს გაეღიმა, „ ეტყობა შენმა ოჯახმა არ გითხრა, ბოლო თვეებია, დიალობით ტბის სანაპოროზე დავრბივარ და თქვენთან მოვდიოდი თქვენი ძაღლი მიმყავდა სასეირნოდ, იმ იმედით, რომ ერთ დღეს შენ შემხვდებოდი და მოვახრეხებდით გაცნობას“....
_შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? - ვკითხე და უბის წიგნაკში რაღაც ჩავინიშნე.
_შემდეგ ისე მოხდა, რომ მე გავიგე, მას ქმარი ჰყავს. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ ჩემთვის ოჯახი იმდენად წმინდაა, სადაც ბავშვები არიან, მე არანაირად არ მინდოდა ჩემი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე ამეგო. ყველანაირად ვცდილობდი მათგან თავი შორს დამეჭირა. მაგრამ ისე ხდებოდა, რაღაცნაირად დრო ემთხვეოდა და ერთდროულად გაგვყავდა ბავშვები სკვერში იყო ეს თუ ტბაზე. მოკლედ, ჩვენს ურთიერთობას უკვე, შეიძლებოდა მეგობრობა რქმოდა.
ერთხელ ვთქვი, DVD მჭირდებათქო.
„მე მაქვს, შეგიძლია მოხვიდე და წაიღო“ - მითხრა მან.
„კარგი. ოღონდ შენს ქმარს უთხარი“-თქო, გავაფრთხილე ნიკოლი.
„ვეტყვი, არ არის პრობლემა“ - დამპირდა, თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა, მას არ უთქვამს ქმრისთვის.
მივედი და წამოვიღე ეს DVD. უკან დაბრუნებისას კი ქმარი დამიხვდა სახლში. მივხვდი, რომ ნიკოლსა და მის ქმარს შორის უკვე უთანხმოებას ეჩინა თავი.
აშკარად უკმაყოფილება დავინახე მის სახეზე და გამოხატა კიდეც ეს. “ვინ ხარ და რა უფლებით მოდიხარ აქ“- ო, მითხრა მან. ეს ქმარი იყო უნგრელი და ის ხასიათებით ძალიან გავდა ქართველ კაცს. ანუ ხომ ხვდები... მე ავუხსენი ვითარება, მოვიბოდიშე და უკან გამოვბრუნდი.
თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინათქო ვფიქრობდი. მის მერე გადავწყიტე, რომ საერთოდ არ მენახა ნიკოლი. ვხედავდი, რომ მის მიმართ უკვე გრძნობა გამიჩნდა და იმასაც ვხედავდი, რომ არც თვითონ იყო გულგრილი ჩემს მიმართ. თავს მასზე ფიქრი ავუკრძალე. მართლაც, სამი კვირა ისე გავიდა, საერთოდ არ მინახავს. მერე გავიგე, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ არა ჩემს გამო, თურმე, ბოლო ერთი წელია მათ ნორმალური ურთიერთობა არც ჰქონიათ. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მაინც. თუმცა გასამართლებელ არგუმენტებსაც ვეჭიდებოდი ამავე დროს. ეს კაცი, ნიკოლის ქმარი, სხვა ქალაში მუშოაბდა და იშვიათად ჩამოდიოდა სახლში. ამიტომაც იყო, ნიკოლს და ბავშვებს სულ მარტო ვხედავდი და გამომდინარე აქედან არც მიფიქრია, რომ მას ქმარი ეყოლებოდა. თან ევროპაა, განა ყველა შვილიან ქალს ჰყავს ქმარი...
მოკლედ ამ ამბების შემდეგ, რაღაც პერიოდმა განვლო და ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა. ამჯერად უფრო თავისფლად ვიყავით ერთმანეთთან და ჩვენი ურთიერთობა თანდათან სერიოზულ სახეს იძენდა.
დილით, როდესაც ბავშვები სკოლაში გვყავდა, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. დავდიოდით ხელიხელ ჩაკიდებული და ვერაფერს ვამჩნევდით ირგვლივ. მე მისით ვარსებობდი. ის იმდენად ალამაზებდა ჩემს იმდროინდელ არსებობას, რომ თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა... არა, ვიყავი კიდეც ბედნიერი მის გვერდით, თან ძალიან...
არ იყო ჩვენს შორის დიალოგი. ვიყავით ჩუმად, მაგრამ ამ სიჩუმით იმდენ რამეს ვუყვებოდით და ვეუბნებოდით ერთმანეთს, რომ დამიჯერე, ჩვეულებრივი საუბრით იმავე შეგრძნებით ვერ ვისაუბრებდით.
ის იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ძალიან მიჭირდა სულიერად. მისი გამოჩენით თავიდან დავიბადე. ვიგემე ნამდვილი სიყვარული. დიახ ნამდვილი სიყვარული...
იცი, რა? ცხოვრებისეული დაკვირვებების და გამოცდილების საფუძველზე, ვთვლი, რომ ადამიანის გრძნობები სწორედ, რომ თვრამეტი წლიდან ოცდახუთ წლამდეა ნამდვილი. რადგან ამ პერიოდში ადამიანი ყველაზე მეტად გულწრფელია იმ გრძნობით რომელსაც ის ატარებს გულით...
ნიკოლით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეს სხვანაირი თვალით შევხედე.
ჩემი ცხოვრების წიგნში, ახალ გვერდზე დიდი ასოებით დაეწერა სათაური „ნიკოლი“... - გაბრიელი წამით ჩაფიქრდა. მზერა ისევ სივრცეს გაუსწორა, მერე კი განაგრძო, -
ის იყო იმდენად არაორდინალური ადამიანი, რომ ყოველთვის სიახლე მოდიოდა მისგან.
მოკლედ, მაფერადებდა მისი არსებობით.
ყოველ ჯერზე მაგრძნობინებდა, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვიყავი მისთვის.
ალბათ ყველა წყვილს აქვს, თავისებური დამახასიათებელი, ერთმანეთზე სიტყვებით მოფერების მანერა. არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი (იცინის)...
დილით რომ ვიღვიძებდით, მოფერებით მეუბნებოდა ბაყაყივით გაქვს დაჭყეტილი თვალებიო. რაზეც ორივე გულიანად ვიცინოდით. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მასზე რომ მეწოდებინა, იყო „ჩემო ვარსკვლავო“ ( Mein Stern). მას სრულიად შეეფერებოდა ეს სიტყვები, თუ გინდ პირდაპირი და გადათანითი მნიშვნელობით. ის მართლა იყო ჩემი ვარსკვლავი. ვარსკვლავი, რომელიც მილიონ ვარსკვლავთ შორის ყველაზე მეტად და გამორჩეულად ანათებს. მისთვისაც ანალოგიური ვიყავი მეც.
ყველაზე ხშირად რა მახსენდება იცი? მისი სურნელი. მისი სხეულის სურნელი. დღესაც ვცდილობ, რომ მივამგავნო რომელიმე სუნამოს ან ეთერზეთებს, მაგრამ ის განუმეორებელია...
მისი სიახლოვე და ეს სურნელი იმდენად მაბრუებდა, მავიწყდებოდა ვინ ვიყავი ან სად ვიყავი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რაც შეიძლება დიდხანს მყოლოდა ჩემს გულზე მისვენებული რადგან მთლიანად ჩემი ყოფილიყო ამ სურნელიანად.... - კანდელაკი გაჩუმდა. ხმას არც მე ვიღებდი. იმ წამს მე გერმანიში ვიყავი, ტბის ნაპირას და შორი-ახლოდან ვუყურებდი ნიკოლს და გაბრიელს, თუ რამოდენა სიყვარული იღვრებოდა მათ თვალებში, როცა ერთმანეთს უმზერდნენ.
_შემდეგ, გავიგე, რომ ნიკოლი საღამოობით, როდესაც მეგობრებს ხვდებოდა, ნარკოტიკსაც მოიხმარდა. რა თქმა უნდა, ეს საშინლად არ მომეწონა და მწვავედ გავაპროტესტე კიდეც შინაგანად, მაგრამ ნიკოლთან ხმა მაღლა არ გამომიხატავს ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ, რადგან მე ეს რომ გამეკეთებინა, ის დაფრთხებოდა და დროდადრო, ეცდებოდა ჩემგან თავი შორს დაეჭირა. ასეთ შემთხვევაში, მე მას ვერ დავეხმარებოდი და ვერ ამოვიყვანდი იმ ჭაობიდან რომელშიც მისი სამეგობრო წრე ითრევდა. ის ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი იყო და როგორც ხშირ შემთხვევაშია, ასეთი კატეგორიის ახალგაზრდებს გართობად სასმელი და ნარკოტიკით გაბრუება მიაჩნიათ.
მას საერთოდ არ აინტერესებდა რელიგია, უფრო მეტიც, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება. იყო შინაგანად თავისუფალი, ეს მისგან ძალიან შორს იყო. იყო მომენტები, როცა მას აგდებით მოუხსენიებია მასზე დაბალი ფენის წარმომადგენელი.
მახსოვს, პირველად, რომ ვაჩვენე ჩემი სოფლის სახლის ფოტოები, გაგიჟდა, აქ როგორ ცხოვრობთო. ნუთუ აქ შესაძლებელია ადამიანს ეცხოვრებოდესო. არადა სოფლის პირობაზე, იმ დროისთვის, ყველაზე მაგარი სახლ-კარი გვქონდა. - თქვა ღიმილით, - თუმცა მის ასეთ რეაქციას ჩემში არ გამოუწვევია სიბრაზე და თავიც არ მიგძვნია დამცირებულად, რადგან ვხედავდი, რომ მას ნამდვილი ცხოვრება და ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. ის მხოლოდ, მისი სოციალური მდგომარეობით ხედავდა სამყაროს, ეს ხედვაც არასწორად ჰქონდა განვითარებული. გადავწყვიტე, რომ მისთვის თვალები ამეხილა და მართალი, ჯანმრთელი ცხოვრება დამენახებინა. ვიცოდი, რომ დიდი ძალიხმევა და სიფრთხილე დამჭირდებოდა ამისთვის, რადგან როდესაც ურთიერთობ ადამიანთან, ის ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, ყოველშემთხვევაში ყველას გვაქვს ამის სურვილი. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ ის არასწორ გზას ადგას, არასწორად მსჯელობს და ზედაპირულად უყურებს საკუთარ ცხოვრებას, მას უნდა დაეხმარო, ოღონდ ისე არა, მე კარგი ვარ და შენც ჩემნაირი უნდა გახდე. არა, უბრალოდ მას უნდა ესაუბრო და აუხსნა, თუ რატომ არ არის სწორი და არაჯანსაღი, ის როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს. ამისთვის მზად ვიყავი, რადგან ნიკოლი ჩემთვის ყველაფერი იყო...
_ ადამიანს ზოგჯერ ისეთი მოთმინების უნარი შეგწევს, გიკვირს მერე საკუთარი თავის.
როცა გიყვარს ითმენ, უგებ, გამოსავალს ეძებ... ჩიხში მოქცეული არ უშინდები პრობლემებს და მშვიდად, აუღელვებლად უმკლავდები მას.

საღამოობით მეც დავიწყე მასთან ერთად ბარში სიარული. შეუმჩნევლად ვაკვირდებოდი ყოველ მის ქმედებას, თუ როგორი იყო ნარკოტიკის მიღებამდე და შემდეგ. საბოლოოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე, მას ძალიან დიდი დოზით აკლდა სითბო, სიყვარული და ადამიანი გვერდში, რომელიც ბოლომდე გაუგებდა.

„გაბრიელ, არ გინდა შენც გასინჯო?“ მკითხა ერთ საღამოს ნიკოლმა, მორიგი კაიფის დროს და სიამოვნებისგან თვალებმინაბულმა ტახტის საზურგეს მიაწვა.
„არ მინდა, გმადლობ“...
„როგორ შეგიძლია მოითმინო?“ მკითხა გულწრფელი გაკვირვებით.
„ნიკოლ, სხვა დროს ვილაპარაკოთ ამ თემაზე და თან აუცილებლად!“ ვუთხარი მტკიცედ.
ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და აზრი არ ჰქონდა მაშინ საუბარს.


„იცი რა, გაბრიელ? შენს გვერდით რომ ვარ, თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ“.. მითხრა ერთ საღამოს, როდესაც ტბის პირას ბალახზე ვიყავით წამოწოლილი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვაკვირდებოდით.
რა თქმა უნდა, მესიამოვნა ეს სიტყვები და გამეღიმა.
„მთელი ეს წლები რაც მაკლდა, თითქოს ერთიანად ვიპოვე შენში“... საოცრად გულწრფელი იყო ამ დროს მისი ხმა.
თავი მისკენ მივაბრუნე.
ცას უცქერდა.
ისეთი უძირო იყო იმ წამს ნიკოლის თვალები და გაბრწყინებული, გეგონებოდა თვით ცა ჩასდგომია თვალებშიო.
“Mein Stern“... წარმოვსთქვი ჩურჩულით და მოშიშვლებულ ბეჭზე შევახე ტუჩები.
ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
„კარგი ვქენი რომ დაგიჯერე და კლუბის ნაცვლად აქ წამოვედით“...
„მითხარი ახლა, ჰაშიშით, მარიხუანით და ექსტაზით მინიჭებული სიამოვნება უფრო კარგია თუ რეალობის შეგრძნებით კაიფი?“... ვკითხე და წამოვჯექი. თვითონაც წამოჯდა.
„მაგრამ, მე ის ყველაფერი განტვირთვისთვის მჭირდება. მე მსურს გავერთო, როგორც სხვა დანარჩენები... ცოტა ხნით მაინც დავივიწყო ყოველდღიური პრობლემები“..
„ნიკოლ, რას აღწევ ნარკოტიკით? ამ დროს დგები კარგ ხასიათზე, გაქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდები უფრო აქტიური, გულღია, გიადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა... ღმერთო ჩემო, ნიკოლ, ამ ყველაფრის განცდა ნარკოტიკის გარეშეც ხომ შეგიძლია. თან არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად. „გამოსვლის“ შემდეგ ხომ განიცდი სიცარიელეს, ქრება ის კარგი განწყობა, სილაღე, თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ, რომ ხელოვნური იყო. იმიტომ, რომ თავს ატყუებინებ ამ რაღაც ჯანდაბას, თან შეგნებულად“...
კისრის ძარღვები დამებერა. ნიკოლი ჩუმად იყო, თვალებში მიყურებდა და მისმენდა.
„ერთი რაღაც კარგად დაიმახსოვრე.“ ვუთხარი გამაფრთხილებელი და მტკიცე ტონით. „ მე არ ვცდილობ შენს შეცვლას, მე შენ ისეთი მიყვარხარ და მეყვარები როგორიც ხარ. მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრო და მიგახვედრო, შენ ბევრად უკეთესი ხარ ნარკოტიკის გარეშე“...
ამ თემაზე იმ საღამოს მერე აღარ გვისაუბრია. რადგან ნიკოლი ყველანაირად ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა ღამით კლუბში სიარულისგან და ვითომ მეგობრებისგან. იოლად მოვაგვარეთ ეს პრობლემა... თან არ მეგონა ასე უცებ თუ გამოგვივიდოდა.

საღამოობით, ბავშვებს რომ დავაძინებდით, ნიკოლის დედის, ღვინის სარდაფში ვიპარებოდით, ავარჩევდით საუკეთესო ღვინოს, მერე მთელი ღამე, სამზარეულოში იატაკზე ვისხედით და გათენებამდე ვლაპარაკობდით. სალაპარაკო თემა არასოდეს არ გველეოდა. ყველაფერს განვიხილავდით.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ნიკოლს ისევ ვუჩვენე ჩემი სოფლის სურათები. ამჯერად სითბო, დადებითი ემოცია და დიდი ინტერესი გამოხატა. სურვილიც კი გამოთქვა საქართველოში ცხოვრების.
მე უკვე მასზე სერიოზულად ვფიქრობდი. მიყვარდა მთელი არსებით.
ნიკოლის შვილებს ძალიან შევუყვარდი და შემეჩვივნენ. ხო აქვე გეტყვი, რომ ნიკოლი არაჩვეულებრივი დედა იყო.
_შენებს როგორ შეატყობინე ნიკოლის არსებობა და როგორი რექაცია ჰქონდათ? - ვკითხე მე და ისევ სმენად ვიქეცი.
_ ჩემებს დავურეკე. ახლა ერთი ანეკდოტი გამახსენდა, - თქვა სიცილით, გაბრიელმა - გურულ ქალს შვილი ურეკავს ამერიკიდან: დედა ცოლი მოვიყვანე.
_კარგია ნენა, რაფერ გამახარე.
_ მარა დედა ზანგიაო. - ეუბნება შვილი.
_არა უშავს შვილო. მთავარია შენ ხომ გიყვარს.
_ოთხი შვილი ჰყავს.
_არა უშავს ნენა, ირბენენ შავტუხა ბაღნები ეზოში. ჩამოდი მალე.
_კი ჩამოვალ მარა დასაწოლი რომ არ გვაქვს,
_არა უშავს, მამაშენს საწნახელში ჩავაწვენ, შენ ძმას ნალიაში.
_შენ დედა, შენ სად დაწვები?
_მე ნენა, რავარც დავკიდებ ყურმილს კუბოში. - ამის მოსმენისას გულიანად ვიცინეთ ორივემ.
- მართლა ეგეთი რეაქცია კი არ ჰქონია დედაჩემს, - მითხრა მერე, სიცილს რომ მოვრჩით. - ჩემი ოჯახის წევრები გვერდში დამიდგნენ. მთავარია შენ ხარ ბედნიერი და ჩვენც ეგ გვიხარიაო, მითხრეს.
_ მართლა ეგრე გითხრეს? - ვერ დავიჯერე. რადგან საქართველოში იმდენად მიუღებელია რატომღაც შვილიანი ქალის შეყვარება, თან ისეთი ბიჭისთვის, რომელიც არასოდეს ყოფილა ქორწინებაში, რომ სასიამოვნოდ გამიკვირდა გაბრიელის მშობლების რეაქცია. ვირწმუნე, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები არსებობს ამ ქვეყანაში. ადამიანები, რომლებისთვისაც, მათი ოჯახის წევრის ბედნიერება და სიხარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციუმის აზრი. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენს მაგივრად სხვა გეგმავს ჩვენს ცხოვრებას. თუ მათთვის არასასურველი კანდიდატი შეგვიყვარდა, გადმოდიან ჭკუის დარიგებაზე. იბრალებენ ნათელმხილველობას. მთელ შენს ცხოვრებას წუთებში მოგიყვებიან, როგორი იქნება ის, იმ შემთხვევაში, თუ შენი რჩეულის გვერდით გაატარებ (ამ შემთხვევაში, ბავშვებიან ქალს/კაცს ვგულისხმობ). ხოლო ის განცდა, რასაც სიყვარული ჰქვია, არავის აინტერესებს. წამში გათელავენ, დააბინძურებენ და მოისვრიან სანაგვეზე.
_ კი, ასე მითხრეს. მამაჩემმა ისიც კი მითხრა, ქორწილს აუცილებლად გადავიხდითო.
_რა მაგარია. - აღმომხდა მე. - შემდეგ რა მოხდა?
_შემდეგ ის მოხდა, რომ მთელი დასახლება ალაპარაკდა ჩვენზე. შნაიდერების მოსამსახურე ბიჭს და მდიდარი მიულერების გოგოს ერთმანეთი შეუყვარდათო. ჩემმა დიასახლისმა დამიბარა და სერიოზული ლაპარაკი გამიმართა. აღმოჩნდა, რომ ნიკოლის დედასა და ამ ქალს, ადრე უკმაყოფილება მოსვლიათ და იმ დღის შემდეგ დასანახავად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ამ ქალმა მითხრა, შენს გამო არ ვაპირებ მაგ ოჯახთან სიახლოვეს, და თუ შენ მაინც გააგრძელებ იმ ქალის შვილთან ურთიერთობას, ჩემი ოჯახის დატოვება მოგიწევს. იფიქრე ამაზეო. შოკში ვიყავი. გამოდიოდა, რომ სამსახურის და თავშესაფრის გარეშე მომიწევდა დარჩენა. ეს კი არ უნდა მომხდარიყო. ამას ისიც დაემატა, ნიკოლსაც დაუშალა დედამისმა ჩემთან ურთიერთობა. ჩემს შვილს, სულ მცირე, პორშეთი უნდა აკითხავდეს მისი „მეგობარი ბიჭი“ და არა ველოსიპედით, ვიღაც მოსამსახურეო. მიზეზად ეს უთქვამს.
თავიდან არც ერთმა ვიღედ ყურად ეს მუქარა თუ გაფრთხილება. ისევ განვაგრძობდით შეხვედრებს. ერთ დღეს კი კატეგორიულად გამომიცხადა ნიკოლის დედამ, თუ მე მათი სახლის ზღრუბლს ფეხს გადავაბიჯებდი, მაშინვე დარეკავდა პოლიციაში.
დღისით ვეღარ ვხვდებოდით ერმანეთს მე და ნიკოლი. იმდენად ყურადღების ცენტრში ვიყავით უკვე იმ დასახლებაში. ამიტომ, შუა ღამეს რომ გადაცდებოდა საათის ისრები, სახლიდან ვიპარებოდი. ზამთარი იყო. თოვლი.. ყინვა.. წარმოიდგინე, იმდენად დაბალი იყო ტემპერატურა, რომ ტბა გაიყინა და ამ ყინვაში ნიკოლის სანახავად მივდიოდი. იმ დროს ვერც ყინვას ვგრძნობდი... ვერც ქარბუქს.. ვერც ცივ სიბნელეს... მხოლოდ საკუთარი გულის ხმა მესმოდა, რომელსაც საშინლად ენატრებოდა და ეჩქარებოდა საყვარელი ქალის გულში ჩაკვრა.
ღობეზე ვძვრებოდი და ისე ვიპარებოდი მის სახლში. ნიკოლი იდგა და მელოდა. ისეთი ტკბილი და საოცრება იყო იმ წუთებში მისი ჩახუტება, მისი თბილი და მხურვალე სხეულით ჩემი გაყინული სხეულის გათბობა, რომ სიცოცხლესაც დავთმობდი ამ წუთებისთვის. - ბოლო სიტყვები კანდელაკმა ისეთი ტკივილიანი ხმით წარმოსთქვა, რომ გული შემეკუმშა. უფრო და უფრო მკლავდა ინტერესი იმისა, თუ რა მოხდა შემდეგ.
_ასე ვხვდებოდით ერთმანეთს რამდენიმე ღამე. მაგრამ ერთხელაც ნიკოლის დედამ შემამჩნია და მაშინვე პოლიცია დამაყენა თავზე. დამადეს ბორკილები ხელებზე, გამომიყვანეს იმ სახლიდან და იმ სახლში დამაბრუნეს სადაც ვმუშაობდი. ამ ყველაფრის შემდეგ ნიკოლი დედამისს ვერ იტანდა დასანახად. თუმცა არც მანამდე ჰქონიათ, მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა.
ცალკე მე შემექმნა პრობლემა ჩემს სამსახურში. ოჯახის უფროსმა, ბავშვების მამამ ამითვალწუნა. ბავშვების დედამ ბოლო გაფრთხილება მომცა. თან საკმაოდ მკაცრი.
მთელ დასახლებაში უკვე მხოლოდ ამ ორ ოჯახზე და ჩვენზე საუბრობდნენ.
სამი დღე გავძელი ნიკოლის ნახვის გარეშე და მეოთხე დღეს, როგორც კი დაიძინეს ისევ გავიპარე სახლიდან. ისევ იგივე გზა გავიარე, მოყინული და თოვლიანი.
ბედის ირონია იყო ყველაფერი, აშკარად დამცინოდა ბედი... - თქვა აგდებით და ცალყბად ჩაიცინა, - სახლიდან გამოსვლის დროს, დილის ექვსი იყო დაწყებული, ისევ გაანათა იქაურობა პოლიციის მანქანის ფარებმა. „ფუ, შენი....“ ჩავილაპარაკე გამწარებულმა. არ დამავიწყდება ნიკოლის შიშისგან გაფართოევებული თვალები და მრისხანებით ალეწილი სახე. ნიკოლის დედა კი, გამარჯვებულის სახით გვიცქერდა.
საშინელებაა როცა ხედავ როგორ ტირის შენი საყვარელი ადამიანი. მისი ყოველი ცრემლი სულს გიკლავს. გულს გიმდუღრავს, სუნთქვას გიკრავს... და ამ დროს არ შეგიძლია მასთან მიახლოვება, ხელების მოხვევა, გულში ჩაკვრა და დამშვიდება. გავყვიროდი, გათავისუფლებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ...
მანქანაში რომ ვჯდებოდი, მახსოვს, როგორ ეძახდა ნიკოლი დედამისს “მძულხარ! ვერ გიტან!“, ის კი მშვიდი სახით და ხმით პასუხობდა: „დადგება დღე და შენ მე მადლობას მეტყვი მისი ჩამოშორებისთვის“....
ისევ ხელბორკილებით წამიყვანეს. პატივი დამდეს და „კამერის“ ნაცვლად სახლში მიმაბრძანეს, - ჩაეცინა.
ხალათ მოხვეული და ნამძინარევი სახით გამოვიდნენ სახლის პატრონები. ქალის სახეზე საშინელი იმედგაცრუება წავიკითხე, ხოლო კაცისაზე საშინელი ზიზღი.
„გაბრიელ, ყველაფერი დასრულდა“ .. მითხრა დიასახლისმა ნაწყენი და მტკიცე ხმით.
„ახლავე მოშორდეს აქედან, ეს დამპალი რუსი“. წამოენთო ბავშვების მამა. ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე, რუსს მეძახდა ხოლმე. ამჯერად დამპალიც დაურთო წინ.
მოკლედ, ჩემოდანი გამომიტანეს, ფული გადამიხადეს და მომთხოვეს სასწრაფოდ დამეტოვებინა არა მარტო მათი სახლი, არამედ ქვეყანაც.
სხვა გზა არ მქონდა. წამოვედი იმ სახლიდან და სხვა ქალაქში წავედი, იქ ჩემი მეგობარი მეგულებოდა. ნიკოლს ტელეფონით დავუკავშირდი და შევატყობინე ჩემი ადგილ-სამყოფელი. შორს იყო ჩემგან, მაგრამ მაინც ახერხებდა ჩამოსვლას და შეხვედრას.
იმ ქალაქში დროებითი სამსახური ვიშოვე ჩემი მეგობრის დახმარებით, მაგრამ აქაც დამცინა ბედმა. აუცილებელი გახდა ჩემი გერმანიიდან წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ პრობლემას შემიქმნიდა სააგენტო, რომელმაც დამასაქმა და არ იყო გამორიცხული, რომ დეპორტით დავბრუნებულიყავი საქართველოში. თან ის ოჯახი, სადაც ვმუშაობდი ყველანაირად ცდილობდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა.
ეს დღეც დადგა. გერმანია დავტოვე. ნიკოლი დარჩენას მთხოვდა. მთავაზობდა, რომ ხელი მომეწერა მასთან, ევროპის მოქალაქე გავმხდარიყავი და გზა ხსნილი მექნებოდა მერე. მაგრამ მე არ გავაკეთე ეს. ნიკოლთან ასეთი ქორწინება არ მინდოდა. მე მსურდა ის ჩემი დიდი სიყვარულის დასტურის ნიშნად მომეყვანა ცოლად და არა პასპორტის გამო.
წამოსვლის წინ ცრემლიანი სახე სულ კოცნით გავუშრე. მის დამშვიდებას ვცდილობდი, ვუთხარი, რომ ჩვენს სიყვარულს ახლა დიდი გამოცდა ელისთქო და ამ გამოცდას უნდა გაუძლოსთქო. დავპირდი, რომ ისევ ჩავიდოდი გერმანიაში.
გულმოკლული წამოვედი იქედან.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მიწევდა იმ ფაქტთან შეგუება, რასაც ნიკოლისგან შორს ყოფნა ერქვა. ძალიან მიჭირდა. ქუჩაში რომ დავდიოდი ვცდილობდი ყოველ ადამინში ნიკოლი დამენახა. ვატყობდი, გაგიჟების პირას ვიყავი მისული. ტელეფონით კი ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით, მაგრამ არ იყო ეს საკმარისი არც ჩემთვის და არც მისთვის. ზოგჯერ გულამოსკვნილი აქვითინდებოდა, რომ ძალიან ვენატრებოდი და ბავშვებიც სულ მე მახსენებდნენ თურმე.
ერთ-ერთი მორიგი საუბრისას გადავწყვიტეთ, რომ ტატუ გაგვეკეთებინა, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას და ერთი იგივე წარწერა. თავიდან ვთქვით, რომ „Mein Stern“ დავიწეროთ-თქო, დავიწერეთ კიდეც „ჩემო ვარსკვლავო“, მაგრამ ჩინური ასოებით. აი ნახე, - მითხრა კანდელაკმა, შებრუნდა, მაისური ჩამოიქაჩა ზურგზე და ტატუ დამანახა. - მასაც ზუსტად ასე აწერია, როგორც მე. - დააყოლა ღიმილით. - მერე ფოტოები გავუგზავნეთ ერთმანეთს...
ამასობაში ოთხი თვეც მიილია, რაც მე გერმანია დავტოვე და ნიკოლი არ მენახა. არ ვიცი, შეგიძლია წარმოიდგინო თუ არა, როგორი რთული იყო ეს თვეები ჩემთვის...
ერთ დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა. ძილბურანში მყოფმა დავხედე ტელეფონის ეკრანს. ნიკოლი რეკავდა. უცებ მოვფხიზლდი. სწრაფად ვუპასუხე ზარს.... ახლაც ჩამესმის ყურში მისი ბედნიერი ხმა
„გაბრიელ, საქართველოში ჩამოვდივარ“..

„გაბრიელ, საქართველოში ჩამოვდივარ“, მესმის ნიკოლის ბედნიერი ხმა. ყურებს არ ვუჯერებ, მგონია, რომ მეჩვენება. ვიბნევი და სუნთქვა შეკრული ველოდები, კიდევ თუ იტყვის იგივეს.
ორი კვირის შემდეგ თბილისის აეროპორტში ვდგავარ, გული ყელში მებჯინება ბედნიერებისგან და ველოდები ჩემ საყვარელ ქალს. წუთები საშინლად იწელება ლოდინის დროს. მით უმეტეს, როცა ბედნიერების მოახლოებას ელი.
მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა იმის წარმოდგენისას, რომ მალე ნიკოლს ვნახავდი. და მანაც არ დააყოვნა... ფართო კარი რომ გაიხსნა და ის გამოვიდა, ვიგრძენი გული გაჩერდა წამით. ზედმეტი სიხარულიც მავნებელია თურმე ზოგჯერ.
მიღიმოდა...
პატარა ჩემოდანს მოაგორებდა, ინსტიქტურად ხელი გაუშვა და ჩემკენ გამოექანა....
მისი დანახვისას თვალები ჩემდაუნებურად ამევსო ცრემლით. ნიკოლი კი დაუფარავად ტიროდა სიხარულის ცრემლებით და მარწუხებივით მიჭერდა კისერზე მის გამხდარ ხელებს.
„ჩემი გიჟი გოგო ხარ შენ... ჩემი ვარსკვლავი“, ვბუტბუტებდი და საყვარელი ქალის მონატრებული სურნელით ფილტვებს ვიჯერებდი.
ის მარტო იყო. ბავშვებით ჩამოსვლა ვერ გარისკა პირველ ჯერზე.


მისი სტუმრობის დროს საქართველო ძალიან ლამაზი იყო. როგორც დღეს. მაისის ბოლო იყო. ყველაფერი გამწვანებულია. ბევრი ყვავილია მინდორში. განსაკუთრებით საოცარი სანახავია გურიის მთები ამ დროს.
რამდენიმე დღე დავყავით თბილისში, შემდეგ კი გურიაში წავედით, ჩემს სოფელში. იქ გველოდებოდნენ.
ძალიან მოსწონდა ყველაფერი რასაც ხედავდა გზადაგზა.
აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
სოფელში ჩასულებს იმოდენა სუფრა დაგვახვედრეს, რომ ლამის ქორწილი გადაგვიხადეს. მაგიდის თავში დაგვსვეს და ტრადიციული სადღეგრძელოებით გაჯერებული ქეიფი გამართეს.
ძალიან თბილად მიიღეს ნიკოლი ყველამ. თვითონ ნიკოლი იყო ისეთი პიროვნება, არ შეიძლებოდა რომ არ შეგყვარებოდა. ჯადოსნური ღიმილი ჰქონდა. ყველა მოხიბლა აბსოლუტურად, ირგვლივ.
ხო, ახლა გამახსენდა, - თქვა უცებ, გაბრიელმა, თან გაეცინა, - ნიკოლს ენაზე ჰქონდა პირსინგი. ლაპარაკისას უჩანდა ხოლმე, განსაკუთრებით რომ გაიცინებდა მაშინ. ბებიაჩემმა შეამჩნია ეს. დააკვირდა, მერე მე დამიძახა, მეორე ოთახში გამიყვნა და მეტად შეფიქრიანებულმა მითხრა: „რაი აქ ამ ბაღანას პირში, ბებია?“
გამეცინა მის შეკითხვაზე. „პირსინგი უკეთია. საყურეა, საყურე“. ვეცადე უკეთ გარკვეულიყო რა იყო პირსინგი.
„რად უნდა აი რკინა მერე პირში?“ მაინც ვერ გაერკვა ბებიაჩემი.
„მოდაა ასეთი. თან მას მოსწონს“. ვუპასუხე მოკლედ და წასვლა დავაპირე.
„რაის მოდაა აგი. რა ფასონია“, თქვა თავისთვის უკმაყოფილო, ჩაფიქრებული ხმით და ხელების აქით-იქით ტრიალს მოჰყვა.
ნიკოლი დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყველას, ყველაფერს და ბევრი რამ მისთვის წარმოუდგენლად გაუგებარი იყო. მაგალითად ვერ გებულობდა, თუ რატომ სვავდნენ ყანწით ღვინოს.
რატომ არ ჰქონდათ სოფელში ტუალეტი, რომელსაც უნიტაზი აქვს.
რატომ რეცხავდნენ ტაშტზე სარეცხს და მსგავსი რამეები უკვირდა ძალიან. - თქვა სიცილით გაბრიელმა, - ორი კვირა დაჰყო ნიკოლმა საქართველოში. გადავწყვიტეთ, რომ მეორედ ჩამოსულიყო, ამჯერად ბავშვებიანად. გვაინტერესებდა, როგორ შეეგუებოდნენ აქაურობას. თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, ნიკოლი დარჩებოდა და ერთად გავაგრძელებდით ცხოვრებას ჩვენს შვილებთან ერთად. ნიკოლის შვილებს საკუთარ შვილებად მივიჩნევდი. ასეც უნდა ყოფილიყო.
სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა ბავშვებთან ერთად.
იმ დროისთვის თბილისში ვცხოვრობდით მე, მამაჩემი და ჩემი ძმა. მე და მამა ვმუშაობდით. ჩემი ძმა სტუდენტი კი იყო. დასავლეთში დედა და უმცროსი ძმა დარჩნენ. ხანდახან ჩამოდიოდნენ ისინიც.
ბავშვების ნახვამ ძალიან გამაბედნიერა. მათაც გაეხარდათ ჩემთან შეხვედრა.
ბედნიერების ზენიტში ვიყავი, ნიკოლი ისევ ჩემს გვერდით იყო.
დასავლეთში წავედით. ვიფიქრეთ, რომ ბავშვებს მთის ჰაერი მოუხდებოდათ, თან დიდი ინტერესით ელოდნენ ნიკოლის შვილებს ყველა.
სამწუხაროდ დასავლეთის ჰაერმა საშინლად იმოქმედა ბავშვებზე. იძულებულნი გავხდით მალევე დავბრუნებულიყავით თბილისში.
იქ უკვე კარგად გახდნენ.
თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქათველო შემოვიარეთ. ნიკოლს შეუყვარდა ჩემი სამშობლო.
ერთად უბედნიერესი დრო გავატარეთ.
მომავალი დავგეგმეთ.
დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ საქართველოში ბავშვების გამო ვერ ვიცხოვრებდით.
ამიტომ გერმანიის საელჩოში მივედი. ვიზა მჭირდებოდა სასწრაფოდ. საბუთები ყველაფერი წესრიგში მქონდა, უარის თქმის უფლებაც არ ჰქონდათ... - კანდელაკი გაჩუმდა, მიწას ჩააცქერდა და ირონიულად ჩაიცინა, - ერთმა გერმანელმა ქალმა დამიწყო იქ, საყვედურების თქმა, მიდიხართ იქ და აღარ გინდათ მერე უკან დაბრუნებაო და რაღაც ძაან არაადეკვატურად მომექცა. თან მთლიანად ქართველებს იხსენიებდა ცუდად. ვეღარ მოვითმინე და არც მე დავაკელი ლანძღვა-გინება. შესაბამისად უარით გამომისტუმრეს უკან. გიჟებს ვგავდით მეც და ნიკოლიც. მაგრამ ჩემზე უფრო გაცოფებული ნიკოლი იყო ამ ყველაფრით. ოცნებები ჩვენს თვალწინ იწყებდა ნგრევას და ჩვენ ფაქტიურად არაფერი შეგვეძლო ნგრევის შესაჩერებლად. თუმცა თავს იმით ვიმშვიდებთით, რომ ნიკოლი, გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, გამომიგზავნიდა ვიზას და ამ გზით მოვახერხებდი იქ ჩასვლას.
მეორე თუ მესამე დღეს საყვედურის წერილი მომივიდა საელჩოდან. თურმე ის, ვისაც სიტყვიერი შეურაცყოფა მივაყენე და შელაპარაკება მომივიდა, კონსული ყოფილა.
ძალიან განვიცადეთ გერმანიაში ერთად წასვლის ამბავი რომ არ გამოგვივიდა.
ამიტომ ნიკოლს და ბავშვებს უჩემოდ მოუწიათ უკან დაბრუნება.
ვერ ვიტან დამშვიდობების პროცესს. ის ყოველთვის ცრემლთან და გულისწყვეტასათან ასოცირდება. იმის გაფიქრება, რომ არ იცი, როდის ნახავ კიდევ იმ ადამიანს, რომელიც მთელი ერსებით გიყვარს, საშინელ განცდას გიღვივებს.
ტიროდა ნიკოლი წასვლისას. ეძნელებოდა ჩემთან განშორება. ჩემი მხრიდან მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. გული მეწურებოდა, მტკიოდა და ისე დამიმძიმდა, მეგონა უშველებელი ტორები ჩაფრენოდა და მთელი ძალით დაბლა ექაჩებოდა.
მკლავები ისე ძლიერ მქონდა ნიკოლზე მოხვეული, სუნთქვა უჭირდა.
ალბათ ვგრძნობდი, რომ ბოლო ჩახუტება იყო და ჩემი ქვეცნობიერი ცდილობდა, ეს გულში ჩაკვრა, რაც შეიძლება დიდხანს მხსომებოდა... - ისევ გაჩუმდა კანდელაკი. ვატყობდი, რთული იყო მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა, - ათი წელი გავიდა მის მერე... დღესაც იმავე სიძლიერით ვგრძნობ იმ განცდებს... მის სურნელს.. მისი ცრემლის გემოს... ზოგჯერ მისი სიცილის ხმა იმდენად ცხადად მესმის, რომ მგონია სადღაც აქვეა ახლოს ჩემთან, დამალობანას მეთამაშება, ხეებს ამოფარებული...
ნიკოლი და ბავშვები მშვიდობით ჩაფრინდნენ მიუნხენში.
ის იყო ვიზის მოლოდინში ვიყავით, რომ მამაჩემი გახდა ცუდად.
მას სიმსივნე აღმოაჩნდა თავში.
მეხის გავარდნაზე უარესი იყო ჩვენთვის-ოჯახისთვის ეს ამბავი.
ის ლოგინად ჩაწვა. მთელი ოჯახის სიმძიმე მე უნდა ამეღო თავზე. ჩემი შუათანა ძმა სტუდენტი იყო, მას თავისებური ხელის წყობა სჭირდებოდა. დედა ვერ მუშაობდა პატარა ძმას უვლიდა, რომელიც ორი წლის იყო იმ დროისთვის. მე ჩემს უმცროს ძმაზე ოცი წლით უფროსი ვარ. მამაჩემს მკურნალობა სჭრდებოდა, ოჯახს შენახვა და ამ ყველაფრისთვის თავი მე უნდა დამედგა.
ნიკოლმა, ჩასვლიდან სამ კვირაში გამომიგზავნა ვიზა. ის ბოლომდე დარწმუნებული იყო, მე წავიდოდი. ხოლო ჩემგან უარი, რომ მოისმინა სიბრაზიზდგან რა ექნა არ იცოდა.
„მე ჩამოვალ მანდ, წამოვიყვან ბავშვებს და ჩამოვალთ საქართველოში საცხოვრებლად“. მითხრა მერე, რომ დამშვიდდა. მას იმდენად ვუყვარდი, რომ მზად იყო აქ ეცხოვრა. თვითონ მითხრა, რომ მზად ვარ იგივე გავაკეთო, რასაც ყოველდღე აკეთებენ ქალები სოფელში ცხოვრებისას, ოღონდ შენთან ახლოს ვიყო. ოღონდ ყოველ დღე გხედავდეო... - გაბრიელს ნერვიულად უტოკავდა სახის ნაკვთები. მძიმედ და ღრმად სუნთქავდა. თვალის თეთრი გარსი ნელ-ნელა ფერს იცვლიდა და ვარდისფერდებოდა. სუნთქვა შეკრული ვიჯექი მე და ველოდი ამბის გაგრძელებას. - ვერ ავიღებდი ასეთ სიტუაციაში ნიკოლის და ბავშვების მომავალზე პასუხისმგებლობას. ბინა, თბილისში სადაც ვცხოვრობდით, ქირით გვქონდა აღებული. ძალიან პატარა ფართის იყო. მთელი ოჯახი ამ ბინაში ვცხოვრობდით. დედაჩემი და ჩემი ძმაც თბილისში გადმოვიდნენ. დასავლეთში ვერ წავიყვანდი მამას, რადგან მკურნალობის კურსი მას აქ უნდა გაევლო. მხოლოდ მე ვმუშაობდი. საცხოვრებლის გადასახადი, მამაჩემის მკურნალობის ხარჯები, სტუდენტი ძმა, ოჯახის რჩენა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო. ხელფასი კი მხოლოდ სამასი ლარი მქონდა. ბუნებრივია არ იყო ეს თანხა საკმარისი და პროცენტიანი ვალებიც წამოვიკიდეთ.
ვერაფრით ვერ ავიღებდი იმხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ ნიკოლი და ბავშვებს აქ ეცხოვრათ. მათ სხვანაირი ხელისწყობა დასჭირდებოდათ, რომელსაც მე ვერ შევძლებდი იმ დროს.
შევშინდი...
ამიტომ საკუთარ ბედნიერებაზე მტკიცე უარი განვაცხადე.
მიჭირდა ნიკოლისთვის ამის ახსნა. მას კი ჩემი გადაწყვეტილების გაგება უჭირდა.
_კი მაგრამ, როგორც მახსოვს თქვი, რომ ნიკოლი საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი იყო, - შევაწყვეტინე თხრობა.
_კი, ასე იყო. მაგრამ, კეკე, მე არ ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომ ამით რაიმე სარგებელი მენახა.
რა მეთქვა ნიკოლისთვის, ჩამოდი საქართველოში და შენი ხარჯებით ირჩინე თავი-თქო? მას ხომ ჩემ გამო უნდა ეცხოვრა აქ და თვითონ უნდა გაეწია ხარჯი ამისთვის? არა, ამას არ დავუშვებდი.
საშინლად გაბრაზდა ნიკოლი ჩემზე. გაბრიელ ნახვამდისო მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
არ მირეკავდა. ვერც მე ვურეკავდი... ძალიან მიჭირდა მის გარეშე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩემივე სურვილით ვთქვი უარი საკუთარ ბედნიერებაზე და საყვარელ ქალზე. ახლანდელი გადასახედიდან, რომ ვუკვირდები წარსულს, ვრწმუნდები იმაში, რომ არ უნდა შემშინებოდა. უნდა ჩამომეყვანა ნიკოლი საქართველოში. ვიქირავებდი კიდევ ერთ ბინას, სადაც ნიკოლს და ბავშვებს ვაცხოვრებდი. დღე და ღამ ვიმუშავებდი და გადასახადებს მაინც გადავიხდიდი. ბავშვებსაც მივიყვანდი კარგ სკოლაში, სადაც შეძლებდნენ მათთვის შესაფერისი განათლება მიეცათ... ყველაფერს შევძლებდი... მაგრამ შემეშინდა. ამდენ ადამიანზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემეშინდა, რამაც ცხოვრების ერთდადერთ სიყვარულზე მათქმევინა უარი.
დრო გადიოდა, მამაჩემის მდგობარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ისე ვიყავი დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით და საქმით, რომ საღამოს საწოლამდე ძლივს ვაღწევდი. თუმცა ნიკოლზე ფიქრი არასდროს მტოვებდა.
ნეტავ ახლა რას შვება?
სად არის..
იცინის?
ან იქნებ ტირის, ვენატრები ალბათ... ვიქრობდი ასე.
ოთხი თვის შემდეგ საყვარელი ქალის ხმა გავიგონე ტელეფონში. სუნთქვა შემეკრა. სიხარულისგან ერთიანად ვცახცახებდი მისი ხმის მოსმენისას.
„გაბრიელ, რაღაც უნდა გითხრა“ , მითხრა შეცვლილი ხმით. გულმა რეჩხი მიყო. „ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა... არა, ის ყოველთვის არსებობდა, მას დიდი ხანია ვუყვარვარ, მე არ მიყვარდა“... ვგრძნობდი როგორ მასხავდა სიმწრის ოფლი და მეკუმშებოდა გული. „ ის ბავშვებს ძალიან მოსწონთ.. უფრო მეტიც, ძალიან შეუყვარდათ იოჰანი. გაბრიელ, ხვალ ქორწილი მაქვს. მე და იოჰანი ვქორწინდებით“... ნიკოლი გულამომჯდარი ტიროდა. თვალთ დამიბნელდა. ვერაფერს ვხედავდი. უეცრად წყვდიადში აღვმოჩნდი. მხოლოდ ხმები მესმოდა. ქუჩიდან გაბმული სირენის სიგნალი და ყურმილში ნიკოლის ტირილი. მართლა ვერ ვხედავდი იმ წუთას ვერაფერს. მხედველობა დავკარგე მიღებული შოკისგან.
„მაგრამ, გაბრიელ, იცოდე მე შენ მიყვარხარ... ერთადერთი მამაკაცი ხარ ვინც ჩემი გაბედნიერება შეძლო“... აგრძელებდა ქვითინს ნიკოლი.
„ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისგანაც ძალიან მინდოდა შვილი მყოლოდა. იოჰანს ვერ გავუჩენ შვილებს, დაფეხმძიმებას ვერ შევძლებ. მინდოდა ჩემი მესამე შვილის მამა შენ ყოფილიყავი, ეს კი შეუძლებელია, ამიტომ ოპერაცია გავიკეთე... გაბრიელ გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. მინდა, რომ ბედნიერი იყო“...
ნიკოლის ხმა გაბმულმა ზუმერმა შეცვალა. გახევებული ვიდექი. ვერ ვმოძრაობდი. ერთიანად გავშეშდი ნაბიჯის გადადგმის თავიც არ მქონდა. ირგვლივ ისევ სიბნელე იყო.
ამ სიბნელეში კინო-კადრივით ჩაიარა მთელმა სამმა წელმა. ნიკოლის გაცნობიდან იმ წუთამდე... მისი სიცილი, მოფერება, კოცნა, სურნელი... ყველაფერი ისე მტკივნეულად შევიგრძენი, რომ ამ ტკივილმა მხედველობა დამიბრუნა. გაცეცხლებულმა კედელს დავუშინე მუჭები. ვხედავდი, როგორ მეღებებოდა სისხლით ხელები. სხეულზე მეტად სული მტკიოდა მაშინ, ეს კი გაცილებით უარესი ტკივილია. სხეულის ტკივილს მალამოთი დაიამებ ადამიანი, სულის ტკივილს კი ვერ შველის მედიცინა.
პირველად ვყვები ახლა ამას... ვბღაოდი, ნიკოლის ნათქვამი რომ მახსენდებოდა. დაჭრილი ნადირივით ვზმუოდი, ვყმუოდი, ვღრიალებდი... ახლოს ვერავინ მეკარებოდა.
საკუთარი ბედნიერება ვერ დავიცავი. საყვარელი ქალი თვალსა და ხელს შუა დავკარგე... - გაბრიელმა პაუზა გააკეთა, მერე ისევ განაგრძო, - ნიკოლის ქორწილის დღეს ქალქიდან გავედი და მთელი დღე მდინარის პირას გავატარე.
შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უსაზიზღრესი პერიოდი. ვერ ვიტანდი ვერავის. ყველაფერი მაღიზიანებდა. წყვილებს რომ ვხედავდი მათ მიმართ სიძულვილს განვიცდიდი. ჩავიკეტე. არავის ვეკონტაქტებოდი. დარობოტებული მივდიოდი და მოვდიოდი სამსახურში.
მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამევიწყებინა ჩემი პირადი ცხოვრება. არასოდეს მქონოდა ის, არასოდეს შემეყვარებინა სხვა ქალი, რადგან ნიკოლი ჩემში სულ იარსებებდა. ვთვლიდი, რომ მე არ ვიმსახურებ პირად ბედნიერებას, რადგან ის დავკარგე. ვერ გავუფრთხილდი მას. თავს ამგვარი განაჩენი გამოვუტანე...
მის მერე მოვდივარ ასე. ჩემი ცხოვრება მთლიანად სამსახურს და ჩემს ირგვლის შეკრებილ ადამიანებს მივუძღვენი. ათი წელი გავიდა უკვე...
არავინ ეკარება ჩემს გულს ნიკოლის გარდა.
მქონია ურთიერთობა სხვა ქალთან, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, მაგრამ მე ვერაფრით შევძელი მისი შეყვარება.
მე ვთვლი, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ის არ მეორდება.
ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული კი, ჩემი შიშის გამო დავკარგე.
_გამოდის, რომ სჯი საკუთარ თავს და უფლებას არ აძლევ სხვა შეიყვარო? - ვკითხე და ცრემლიანი თვალები ამოვიწმინდე. თავზარი დამცა ნიკოლის ქორწინების ამბავმა და გაბრიელის განცდებმა.
_კი ასეა. ამას არასოდეს არ ვაპატიებ ჩემ თავს....
_მის მერე არ გამოჩენილა ნიკოლი?
_კი, როგორ არა. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დამირეკა. ყოველთვის, როცა რამე უჭირდა ან ძალიან ბედნიერი იყო, სულ მირეკვდა და მიზიარებდა თავის განცდებს. რჩევას მეკითხებოდა. დამშვიდობებისას კი ყოველთვის ტიროდა.
ასე გადიოდა დრო.
მამაჩემი გარდაიცვალა.
ჩემმა ძმამ სწავლა დაამთვრა.
დედამ მუშაობა დაიწყო.
პატარა ძმა საბავშვო ბაღში დაიოდა.
თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა და ასე გრძელდებოდა ცხოვრება.
ჩემთან კი არაფერი იცვლებოდა...
ნიკოლი ისევ განაგრძობდა კონტაქტს ჩემთან.

ერთ დღეს ნიკოლის ქმარმა - იოჰანმა დამირეკა. მითხრა, რომ ნიკოლი შენთას საუბრის შემდეგ ძალიან ცუდად ხდება და მთხოვა აღარ დამერეკა მეტად მისთვის. არადა მე არც არასდროს დამირეკია. ყოველთვის ნიკოლი რეკავდა. მაგრამ ხომ არ ვეტყოდი ამას.
იოჰანს ვუთხარი, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ შენ თუ ასე გსურს, აღარ მექნება ნიკოლთან კონტაქტი-თქო. მან მადლობა გადამიხადა და ასე დამემშვიდობა.
ნიკოლმა უკლო ჩემთან დარეკვებს. რამდენიმე თვეში ერთხელ მეხმიანებოდა მხოლოდ. ერთ-ერთი დარეკვისას მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა და მთხოვა მისი სულისთვის მელოცა და სანთელი ამენთო.
სამი წლის წინ გერმანიში მომიწია წასვლა, სამსახურმა გამიშვა. იქ ჩასულმა დავურეკე ნიკოლს და ვუთხარი, ვენახე მეუღლესთან ერთად. გაგიჟდა ისე გაეხარდა ჩემი იქ ყოფნა. დამპირდა, რომ შემხვდებოდა და იოჰანს დაელაპარაკებოდა.
არ ვიცი რატომ მოვინდომე იოჰანის გაცნობა. რატომ მინდოდა საყვარელი ქალი ქმართან ერთად ერთად მენახა. ამდენი წლის შემდეგ უნდა შევხვედროდი... არ ვიცი...
ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა მისი ქმარი დამერწმუნებინა იმაში რომ ნიკოლთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. ასე მას ეჭვები გაეფანტებოდა და ნიკოლს ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავდა. თან მაინტერესებდა, როგორი იყო... მაინტერესებდა როგორი დამოკიდებულებას ვიგრძნობდი მათ შორის... ყველაფერი მაინტერესებდა. ალბათ ესაა ახსნა იმისა, თუ რატომ მინდოდა იოჰანის გაცნობა.
ნიკოლს უთქვამს, რომ ჩემი მეგობარი გაბრიელი არის ჩამოსული, ჩვენი ნახვა და შენი გაცნობა სურსო.
იოჰანს მიუგია, მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს გაბრიელი, ვისთანაც საუბრის შემდეგ ასე ცუდად რომ ხარო.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს შევხვედროდით, მაგრამ არ მოვიდა. იმის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ნიკოლი მენახა ამდენი წლის შემდეგ, ჟრუანტელს მგვრიდა. მოსვენებას მაკარგვინებდა და სულს მიფორიაქებდა. ვხვდებოდი, რომ მის მიმართ გრძნობა არ გამნელებოდა...
ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, „მაპატიე გაბრიელ, ამას ვერ შევძლებ.. ვერ შეგხვდები... არ შემიძლია შენი ნახვა. შენი დანახვისას დამავიწყდება, რომ გვერდით ქმარი მიდგას და არ მინდა მას ეს ტკივილი მივაყენო. ის ძალიან კარგი ადამიანია და არ იმსახურებს ჩემგან ასეთ მოქცევას. ნახვამდის“...
არ გავბრაზებულვარ მასზე. გული კი ძალიან დამწყდა, რომ მისი ნახვა ვერ შევძელი.
ბოლოს ერთი წლის წინ დამირეკა, მითხრა, რომ ძალიან დაიღალა ასეთი ურთიერთობით. მას აღარ სურდა ჩემთან ჰქონოდა კონტაქტი. ასე ჩვენს ცხოვრებას უარესად ვინადგურებთო.
დავემშვიდობეთ, ბედნიერება ვუსურვეთ ერთმანეთს და მის მერე არ სჩანს...
ჩემს ცხოვრებაში კი ისევ არაფერი შეცვლილა...
ნიკოლი ყოველთვის ჩემი ვარსკვლავი იქნება....
ეს იყო ჩემი ისტორია, - მითხრა ღიმილით ბოლოს და გაჩუმდა.
_ახლა, რომ დაგირეკოს ნიკოლმა და გითხრას, თავისუფალია, შენ რას იზავდი? - ვკითხე და პსუხის მოლოდინში სუნთქვა შევიკარი. თუმცა უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
_დაუფიქრებლად, ერთი წამიც კი არ ვიყოყმანებდი, მას ჩემს ცხოვრებაში ისე დავაბრუნებდი. - ეს იყო მისი გულწრფელი პასუხი.
_გაბრიელ, ძალიან მინდა ბედნიერი იყო. შენ იმსახურებ ამას. - ვუთხარი მას რასაც იმ წამს ვფიქრობდი.
ჩაეცინა და მადლობა გადამიხადა.
ცოტა ხანს კიდევ დავყავით ვერის პარკში. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ მაგრამ ორივეს ფიქრები ნიკოლს დატრიალებდა.
ნეტა ახლა როგორ ცხოვრობს?
ნეტავ ისევ ფიქრობს გაბრიელზე?
იქნებ ისევ ძველებურად უყვარს...
იქნებ მიტომ მოინდომა მასთან საბოლოოდ დაშორება, უნდოდა გაბრიელს პირადი ცხოვრება აეწყო და ბედნიერი ყოფილიყო...

კანდელაკს საუბრისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. შინ მიმავალს მხოლოდ ერთი სურვილი მიტრიალებდა გულში და გონებაში, გაბრიელმა საკუთარ თავს აპატიოს.
მთელი გულით მინდა ეს....

ასე გავარკვიე რა სევდა და დარდი იმალებოდა კანდელაკის ლურჯი თვალების მიღმა.
მთელი დღეებია გულდამძიმებული დავდივარ. მტკივა და განვიცდი იმ ტკივილს რაც ნიკოლმა და გაბრიელმა გადაიტანეს.
ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა ეს ამბავი.
არ ვიცი რას ისწავლით ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

დასასრული.
2016 წელი. მაისი.

დიდი მადლობა ყველას.
_____________________
კითხვა: გაბრიელი რომ რეალური პერსონაჟი იყოს, რას ეტყოდით მას?
...........
პ.ს. გაბრიელიც და ნიკოლიც რეალურად არსებობენ. ანუ, ისტორია ნამდვილ ამბავზეა აგებული.



№1  offline აქტიური მკითხველი select

ვაიიჰ რა ცუდიაა ნიკოლიი გაბრიელიი აუუ
ძალიან დამწყდა გული ერად რომ არ დარჩნენ
ასეთი დიდი სიყვარული და გრძნობები თუ არსებობდა არ ვიცოდი
გასაოცარი იყო რაა როგორ უყვარდათ ერთმმანეთიი
აუ ნიკოლის დედის გაგლეჯვა და აკუწვა მომინდა რა
გაბრიელს ვეტყოდი რომ აპატიოს საკუთარ თავს განაგრძოს ცხოვრება
ვიცი ეს ძალიან რთულია
რთულია დაივიწყო პირველი სიყვარული თანაც ასეთი ძლიერი
გაბრიელ შეეცადე დაივიწყო იცხოვრო რადგან ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ
ძალიან მტკინვეულია ნამდვილად ეს და ძალზედდ სამწუხარო
გიყვარს ისევ და ვერ ივიწყებ შენნაირი მამაკაცები ძალიან ცოტანი არიან
ა ვიცი რა დამემართა როცა წავიკითხე ისევ მივიღებდიო
ძალიან გიყვარს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცე
მაგრამ ამ სიყვარულით შენ უარი თქვი ცხოვრებაზე
მე განვაგრძობ ცხოვრებას საყვარელი მამაკაცის გარეშე რომმელმაც აუტანელი და საშინელი ტკივილი მომაყენა არა ერთხელ ეს შენს ამბავთან ძალიან შორსააა რა თქმა უნდა
მიუხედავად ამისა ცხოვრებას განვაგრძობ და ვცდილობ ის საშინელი დღე დავივწყო ნელნელა გამომდის რადგან ვინდომებ
ვიცი ეხლა იტყვი ეგ სულ სხვააო და მართალიც იქნები მაგრამმ მმთავირი მონდომებაა თუ მოინდომებ შეძლებ ასე რომ საკუთარი ტავის გმობით შენ ვერაფერს იზამ
ნიკოლს ყავს ქმარი და შვილებიც ასე თუ ისე ბედნიერია
ასე რომმ სჯობს აპატიო საკუთარ თავს ეს და განაგრძო ცხოვრება რაც არ უნდა რთული და მტკინველი იყოს

კეკე რა მაგარი გოგო ხარ ძალიან კარგად გადმოეცი გაბრიელის გრძნობები გგანცდები ემოციები
მოკლედ ყვველაფერი ბევრი ვიტირე ამ ისტორიის წაკითხვისას მეც შენს მსგავსად გავხევდი და ვერ ვინძრეოდი გასაოცარი ხარ ჩემო კეკე heart_eyes

 


№2 სტუმარი გვანცა))

შენი ისტორიები თითქმის ყველა მაქვს ნახული და ხმამაღლა ვამბობ რომ ეს საუკეთესოო იყო შენს ისტორიებს შორის...
ამდენი ემოცია ერთ ისტორიაში...
გადმოცემის ნიჱი გაქ ძაან მაგრარი..
ძაან მაგარი იყო უმაგრესი გოგო ხარ სენ<3
სევდიანი იყო...მეგონა ბოლოს მაინც ერთად იქნებოდენ((

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

,,სელექტ,, გადავცემ გაბრიელს შენს ნათქვამს. ^___^ და ძალიან დიდი მადლობა. ♡♡

,,გვანცა,, ძალიან დიდი მადლობა. გავწითლდი. ♡♡♡
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი select

Keke27
,,სელექტ,, გადავცემ გაბრიელს შენს ნათქვამს. ^___^ და ძალიან დიდი მადლობა. ♡♡

,,გვანცა,, ძალიან დიდი მადლობა. გავწითლდი. ♡♡♡



ძალიან გამახარეებ
არაფლის საყვარელო kissing_heart kissing_heart

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Me verafers vambob
Isev damamunje
Morcha ((:

 


№6  offline წევრი nini :)

mtavari iyo siyvarulistvis ebrdzola, magram gabrielsac ver gaamtyuvneb.... roca saqme shens ojaxis wevrs exeba, magram unda ebrdzola, swored fiqrobs rom ar unda sheshineboda da pasuxismgebloba unda aego.....

 


№7  offline წევრი ვალენტინა

კეკე ვგიჟდები შენზეე ♥ "კანფეეტ" გოგოხარ ^ რაცშეეხება გაბრიელის და ნიკოლის ურთიერთობას ვერაფერს ვიტყვი ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც საჭირო იყო მე პირადად ვამართლებ ორივეს მიღებულ გადაწყვეტილებებს , მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთად ვერ ვიხილეთ შესაბამისი დასასრული იყო , გულდასაწყვეტი თუმცა რასვიზამთ ყველა ისტორიას არ აქვს ბედნიერი დასასრული ♥

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ძალიან კარგად წერ:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9 სტუმარი Guest მაიკო

ორჯერ ხომ წავიკითხე ადრე და ეხლაც წავიკითხე თავიდან :) :) ადრე მძაფრად შემოვიდა ჩემში და რაღაც მიმენტებში გაბრიელი ხომ გავამტყუნე,მაგრამ მაინც ვფიქრობ გაბრიელი არის ძალიან მაგარი ბიჭი და დიდი სიყვარული შეუძლია,კეკე ❤❤❤

 


№10 სტუმარი ცეცხლაძე

ცხელი სითხე ღაწვებზე დენას არ წყვეტს.გული "მეწურება", მტკივა.საშინლად განვიცადე მათი ისტორია.თავს ვერ ვიწყნარებ. სიმართლე გითხრა ცოტა მეშინია მომავლის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც პატარა ვარ მეშინია ჩემი რვა წლიანი ცალმხრივი სიყვარული სამუდამოდ ცალმხრივად არ გადაიქცეს,მაგრამ თუ ასე იქნება იმედია გაბრიელის მსგავსად მაინც შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას. არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ დავწერე, არ ვიცი მაგრამ ის ვიცი, რომ თავი ძალიან შემაყვარე შენი ისტორიებით, შენი სილაღით.შენი პოსტების ნახვისას ყოველთვის გულში სითბო მეღვრება.სითბოთი და სიყვარულით აღსავსე პიროვნება ხარ.მიყვარხარ და მაგრად გაფასებ.წარმატებებს გისურვებ ცცოვრების მანძილზე. იმედია გაბრიელისთვისაც გამოიდარებს და იქნება ბედნიერი.დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. ♥♥♥

 


№11  offline ახალბედა მწერალი Keke27

ძალიან დიდი მადლობა ყველას. ♡♡♡♡♡♡
მიყვარხართ!.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№12 სტუმარი Guest Eko

Mivxedavad gabrielis shishisa nikols mainc ar unda sheshinoda yvelaze cudad moiqca ..gabrielma chaobidan amoiyvana man ki yvelaze mshishruli gamoamjgavna..gatxovda usiyvarulod da operacia gaiketa. ..ase ar gvardeba problemebi man siyvarulis gamocdas ver gaudzlo ... tumca mjera rom gulwrpelad uyvarda gabrieli da mainc mjera rom siyvaruli yoveltvis imarjvebs adre tu gvian bednierebi iqnebian ertad.

 


№13  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

საოცრება ხარ .... არვიიციი რა გითხრა შემეცოდა ნიკოლიც და გაბრიელიც... მაგრამ ნიკოლზე უფრო გავბრაზდი ... გაბრიელს კი ვურჩევდი რომ ცხოვრება გრძელდება და თუ ნიკოლი არ ნამდვილად გამოჩნდება ის ვისთან ეერთადაც ბედნიერებას ნამდვილად შეძლებს
რომელსაც ნამდვილად იმსახურებს heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ველოდი ასეთ დასასრულს...
შეუძლებელია ასეთი სიყვარულით გიყვარვარდეს და მერე ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს.
ამდენმა ბრძოლამ მათი სიყვარული უფრო გააძლიერა. უფრო სასურველი და უსაზღვრო გახადა.
გაბრიელ... ვერ დაგპირდები რომ მას დაივიწყებ, სიყვარული ხომ რჩეულთა ხვედრია, და სწორედ შენ ხარ ის რჩეული ვისაც წილად ხვდა ეს გრძნობა. მას ვერ დაივიწყებ, მაგრამ დაფიქრდი, სიკვდილის სარეცელზე მყოფი მამის გვერდით დგომა უფრო საჭირო იყო შენთვის, ვიდრე ნიკოლი ჩამოგეყვანა, ყოფილიყავით ერთად, და რაღაც დროის შემდეგ მისი ცარიელი, იმედგაცრუებული თვალები გენახა, რომ მას იმედი ვერ გაუმართლებელი.
აჯობებს რომ... ჯობდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მოხდა. ვიდრე დანაშაულის გრძნობით გეცხოვრა რომ მას იმედები ვერ გაუმართლე.

 


№15 სტუმარი სტუმარი თეკლა

საინტერესოა ახლა როგორ ცხოვრობს გაბრიელი სავარაუდოდ 15წელი გავიდა ამ ამბის დაწყებიდან...ძალიან მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent