ველური ორქიდეა (12 თავი)
12. ოთახში მამიდაჩემი დაბრუნდა და ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი. _როგორ საღამო გვქონდა, რა იყო ეს, ჰა? - იკითხა თავისთვის ნორამ. ჯერ კიდევ ვერ ჩაეცხრო აღშფოთება. _ძალიან ცუდი. - ვთქვი მე და მტკივანმა თეძომ შემახსენა თავი. სახე დავმანჭე ტკივილისგან. _შენ აუცილებლად უნდა გაესინჯო ექიმს. - მითხრა ნიკომ. _ჰო, აუცილებლად. - დასძინა ლიკამაც. _შენ მოგიკვდეს მამიდა. - ლოყაზე ხელი შემოირტყა ნორამ. _ხვალ წავალ. აუ, გიგი, ხვალ რომ ვერ შევძლებ მუშაობას... ალბათ ქალბატონი კლარა გაბრაზდება. - ვთქვი მორიდებით და ცოტა სინანულით. _დარო, გაგიჟდი? რა დროს მაგაზე ფიქრია. მე დაველაპარაკები კლარას. _არა, იყოს. მე დავურეკავ დილით. _კარგი, როგორც გინდა. _ბალღებო, ოცი წუთი ფეხი არ მოინაცვლოდ აქედან, ახლავე ხაჭაპურს გამოვაცხობ და სუფრას გავშლი. მერე რა რომ აურაური იყო, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩვენ სახლში ზეიმია. აკო გაბედნიერდა! - მხიარულად შემოსძახა მამიდაჩემმა. მისი განწყობა ჩვენც გადმოგვედო და პოზიტივით ავივსეთ. ნორა ფაცი-ფუცით გავიდა სამზარეულოში. _მე, ნორა მამიდას დავეხმარები. - წამოხტა ლიკა ფეხზე, თან ნიკოს გადახედა. ლიკა გავიდა. _ერთი, ტელეფონზე დავრეკავ და მალე შემოვალ. - ერთი წუთიც არ იყო გასული ნიკომ რომ მოიმიზეზა ტელეფონზე საუბარი. სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ მე და გიგი მარტო დავრჩენილიყავით. ვცდილობდი არ გამღიმებოდა და არ დამტყობოდა მათი ხრიკის გამოცნობა. ნიკოც გავიდა. ჩემგან განსხვავებით, გიგიმ ღიმილი ვერ შეიკავა. _მაგარი სამეგობრო გვყავს, ზუსტად გამოიცნეს ჩემი ფიქრები. - თქვა დაბალ ხმაზე აბაშიძემ და ფეხზე წამოდგა. ჩემკენ წამოვიდა. სახეზე ალმური მომედო. ადგილზე ავწრიალდი. _ჰოო.. - ვთქვი დაბნეულმა და ყურზე თმა გადავიწიე გაუაზრებლად. გიგი ჩემს წინ ჩაიმუხლა. ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა. _რას აკეთებ. - ვკითხე გაოცებულმა და თან კარისკენ გავიხედე, ვინმე არ შემოვიდეს-მეთქი. _აი, ახლა რომ გიყურებ და ვიცი, რომ რაღაც გტკივა, იცი რა ცუდად ვარ? - ისეთი თბილი და გულწრფელი ხმით მითხრა, სული შემეხუთა უცებ. ისეთი საყვარელი იყო, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მოვხვეოდი კისერზე, მაგრამ მე ხომ დარო ვარ, ყველაფერი უნდა გავაფუჭო ყოველთვის. _რა საჭიროა ასეთი სენტიმენტები, - ვუთხარი აბეზარი და კუდაბზიკა გოგოსავით და ხელები გავინთავისუფლე. გამომეტყველება შეეცვალა აბაშიძეს. აშკარად არ მოელოდა ჩემგან ამ ქცევას. არა, აბა რა ეგონა, მართლა ჩამოვეკიდებოდი კისერზე, თუ რა? დიახაც! მე დარო ვარ და ერთი თბილი სიტყით ვერ მომთაფლავს ვერავინ, მით უმეტეს, ბიჭი და მით უმეტეს, აბაშიძე! დიახაც! მორჩა თავის დადანაშაულება. თუმცა ჯერ სად ვარ. მე ხომ წესიერად არ ვიცნობ გიგის და არც ის გამხსენებია, ძალით როგორ მაბანავა. ჩემზე უარესი ჯიუტი და პრინციპიანი! _მომისმინე! - მითხრა მკაცრი ტონით, ცოოოტა ცინიკურადაც კი. - მე ასე ადვილად კი არ ვამზეურებ ჩემს ემოციებს. რომ გეუბნები ცუდად ვარ-მეთქი, ესე იგი, მართლა ცუდად ვარ! - ჩემს ხელებს წაავლო ხელი და ამჯერად მაგრად მომიჭირა. იმდენად მაგრად, რომ მეტკინა კიდეც. _მოიცა, მერე მაგისთვის ხელები უნდა დამამტვრიო? თუ რა გინდა ვერ გავიგე. - კი არ ვუთანაგრძე, პირიქით, კიდევ მის ნერვებზე დავიწყე თამაში. ეტყობა მიხვდა, რომ მართლა მტკენდა უკვე. მაშინვე გამიშვა. მისი ასეთი რეაქცია, ანუ ის, რომ ჩემი ტკივილი აწუხებდა და სხვანაირი თვალებით მიყურებდა, მაფიქრებინებდა, რომ მოვწონდი ამ ბიჭს. ამის გაფიქრებამ უფრო მეტი სითამამე შემძინა. აი, როგორი იცი? (ჟარგონს გამოვიყენებ, თქვენის ნებართვით) შენსას რომ „გაისწორებ“ და განცდებში რომ ხარ, სწორედ ეგრე ვიყავი მეც. _ბოდიში. - თქვა დაბალ ხმაზე და ფეხზე წამოდგა. - ხვალ მე წაგიყვან ექიმთან, კარგი? _არა, რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდი? მართლა ვერანაირ აუცილებლობას ვხედავ, რომ შენ შეგაწუხო. - გავგიჟდი მე, მეთქი რა ეს წამიყვანს ექიმთან. _არ ვწუხდები. მაშინ არც შემოგთავაზებდი. - არ მეშვებოდა. _ძალიან გთხოვ, მართლა არაა საჭირო. ძალიან დიდი მადლობა. ისა, მართლა იყავი შანშან ნიკოს დაბადების დღეზე? - შევცვალე უცებ სალაპარკო თემა. თან ერთობლ საინტერესო თემაც წამოვჭერი. ჩაეცინა. დამაკვირდა. მერე ჩემთან ახლოს, სკამზე დაჯდა. იდაყვებით ფეხებს დაეყრდნო, ხელები ნიკაპთან მიიტანა და თითები ერთმანეთში გადახლართა. ასე იყო, დაახლოებით რამდენიმე წამი და მიყურებდა. _ჰო, ვიყავი. გვიან მოვედი, მახსოვს, რაღაც პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი სამსახურში და ამიტომ დამაგვიანდა. მე რომ მოვედი, შენ შენს „პონტში“ ბიჭებთან ერთად ჭიქას ჭიქაზე ცლიდი. წვეთს არ ტოვებდი, - აქ გაეცინა. მეც. - ვერ გეტყვი, შენით მოვიხიბლე და დამემართე-თქო, თუმცა ყურადღება კი მიიქციე ჩემი. - რაო? მომესმა თუ მართლა მითხრა არ მოვხიბლულვარ შენითო და როგორ თქვა? არ დამმართნიხარო, ხო? დამაცადე აბაშიძე, დაგმართებ ჭლექს, ქოლერას და ჯანდაბას შენ! ჰმ, არ მოიხიბლა ბიჭი, თურმე. _გაკვირვებული გადევნებდი თვალს, მეთქი როგორ შეუძლია ამდენი დალიოს გოგომ-თქო. - გიგი ლაპარაკობდა, მე კიდე ასეთი აზრები მიტრიალებდა თავში. - მერე წამოდექი და საპირფარეშოსკენ წახვედი. უკან გამოგყევი, რადგან წონასწორობას ძლივს იცავდი... _ვაიმე, გაჩერდი რა, გულს ნუ მირევ ჩემს თავზე. - ვთქვი შეწუხებული სახით და ენა გამოვყავი, ისე როგორც ღებინების დროს ვშვებით. აბაშიძეს გაეცინა. _კარგი, ჰო, მაგრამ ხომ უნდა იცოდე როგორი სიმთვრალე გაქვს, იქნებ აღარ დალიო აწი. - უკვე ჩემს გაჯავრებაზე გადავიდა. _რადგანაც შენ არ მახსოვხარ, ეს იმას არ ნიშნავ, რომ ცუდი სიმთვრალე მაქვს. - ვუთხარი ნიშნისმოგებით. _ზუსტადაც, რომ ნიშნავს! _სულაც არა! _კარგი ჰო, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. - დამყვა ბოლოს დამთბარი ხმით. გამარჯვებულის ისერი მივიღე. _როცა შენს სახლში მნახე, რატომ მაშინ არ მითხარი? - ვკითხე მერე. _სიმართლე გითხრა, იმ დაბადების დღის შემდეგ დამავიწყდი კიდეც მალევე. ჩემთან სახლში რომ გნახე, თან ჩემს ოთახში და თან როგორ მდგომარეობაში, - აქ მინიშნებასავით გააკეთა, გამახსენა საცვლების ამარა რომ ვიდექი მის წინაშე. - მაშინ ბუნდოვნად გამახსენდი, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მართლა შენ თუ იყავი. მერე გადავამოწმე, გავიკით-გამოვიკითხე და თურმე შენ ყოფილხარ ის გოგო ერთი წლის წინ გონდაკარგული მთვრალი რომ ვნახე. - თქვა სიცილით. ისევ მოჰყვა ჩემს გაჯავრებას. თან ამას სპეციალურად აკეთებდა. ხვდებოდა, რომ საშინლად არ მომწონდა იმ მდგომარეობის გახსენება და ეს კიდე უფრო მიღიზიანებდა ნერვულ სისტემას. _გავიგე! - ვუთხარი ღრენით. - და რატომ არ მითხარი-თქო მერე, როცა მიცანი. _რავიცი, ვფიქრობ არც იყო საჭირო. - ისეთი სახე მიიღო, თითქოს რად უნდა ამას კითხვაო. _პრინციპში ჰი, მაგრამ მაინც უნდა გეთქვა. დარო, იცი მე შენ გიცნობ, ან ჩვენ ერთმანეთს ნიკოს დაბადების დღეზე შევხდით. ასე უნდა გეთქვა. - არ ვყრიდი ფარ-ხმალს. _შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან ბანალური კი იქნებოდა. - ამჯერად ცინიკურად ჩაიცინა, რამაც უარესად მომიშალა ნერვები. მისი ბედი, რომ ნიკო დაბრუნდა ოთახში, თორემ ალბათ კამათში გადავზრდიდი ჩვენს საუბარს. ორივემ მას შევხედეთ. ნიკომ დაბნეული მზერით გვიყურებდა. _ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - გვკითხა და გაბრუნება დააპირა. _არა, არა, რას ამბობ! - წამოვიძახე უცებ. _მოიცა თუ ძმა ხარ, პირიქით კარგ დროს მოხვედი. ცოტაც და ამას - ხელი ჩემკენ გამოიშვირა, - ჩემს თავს ვერ გამოართმევდა ვერავინ ისე მისმენდა და მიყურებდა. - უთხრა აბაშიძემ სიცილით. ნიკოსაც გაეცინა და თავის ადგილას დაჯდა. _მოკლედ, დარო, პარასკევს უეჭველი მოდიხარ რესტორანში, სულ რომ შენი ხელში აყვანა დამჭირდეს, მაინც! - კატეგორიული და მხიარული ტონით განმიცახადა წიკლაურმა, თან ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა. _მოვდივარ, მა რას ვშვები. სულ რომ ყავარჯნებით დამჭირდეს მოსვლა, მაინც მოვალ. - ვთქვი სიცილით. - შენ შენი ბიჭები დამახვედრე, მე და ლიკამ კისრები უნდა მოვუგრიხოთ. - რა თქმა უნდა, ვიხუმრე ეს, მაგრამ აბაშიძემ მტელი სერიოზულობით მიიღო და ისეთი სახით გამომხედა, შევცბი უცებ. _შენ უნდა დალიო, შარშანდელივით? - მკითხა შეცვლილი ხმით. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი. ოთახში აკო შემოვიდა. საშინლად გამოიყურებოდა, გაფითრებული იყო. თვალის უპეები ჩამუქებოდა. მისი დანახვისას გული დამიმძიმდა. თვალები ცრემლით ამევსო. სუნთქვა დამიმძიმდა. ფეხზე წამოდგომა ვცადე, რომ მივგებებოდი. _იყავი, იყავი, არ ადგე. - მიმიხვდა ჩანაფიქრს ჩემი ძმა. სამაგიეროდ გიგი წამოდგა ფეხზე და ის სკამი გაუწოდა, რომელზედაც იჯდა. თვითონ კი, ნიკოს გვერდით დაჯდა. აკო სკამზე მოწყვეტით დაჯდა. _უკეთ ხარ? - ვკითხე მას და ხელზე ხელი მოვუჭირე. არაფერი უპასუხია, მხოლოდ ოდნავ გამიღიმა და მერე ბიჭებს გადახედა. _ყველაფერი კარგად იქნება, ნუ განიცდი, ცუდმა ჩაიარა უკვე. - სცადა ნიკომ ჩემი ძმის გამხნევება. _იმედია. - გავიგონე ჩემი ძმის ხმა. საოცრად შეცვლილიყო ამ რამდენიმე საათში. _ლიზის ძინავს ხო? - ვკითხე. თუმცა ვიცოდი, რომ ეძინა. _კი, ძინავს. შენ როგო ხარ, ძალიან გტკივა? - უცებ გამოცოცხლდა, თითქოს ახლა გაახსენდა, ჩემი მდგომარეობა. _კი, მტკივა, მაგრამ არაუშავს. გამივლის. - დავამშვიდე. _ისე, რა გიჟი ხარ, დარო. რას მიაფრინდი იმ გორილასავით კაცს, მოერეოდი თუ რა. - სიცილი ვერ შეიკავა აკომ. მისი შემხედვარე ისე გავბედნიერდი, სულ დამავიწყდა მომხდარი ამბები. მეც ავყევი. _რა ხდება, რატომ იცინით? - მხიარული ხმით შემოგვიერთდნენ მამიდაჩემი და ლიკა. ნორას ხელში თეფშები ეჭირა. ლიკას კი დანა-ჩანგალი. _აკო დამცინის, ლიზის ძმის ზურგზე რამ შეგახტუნაო. _იმ წუთას მამიდა, ვერ განვსაზღვრავდით მაგას. გაცეცხლებულ გულზე რას არ ჩაიდენს ადამიანი. - თქვა მთელი სერიოზულობით ნორამ და სუფრა გაშალა. მერე მაგიდას შემოვუსხედით და სიცილ-ხარხარით ვიხსენებდით ყოველ წამს, არაბულებთან შეტაკების. ყველაზე მეტად მაინც ნორას ცომის საბრტყელებლით გამოსვლა იყო. ეს რომ გიგიმ და ნიკომ მოისმინა, ისე გულიანად იცინეს, მათი შემხედვარე უფრო მეცინებოდა, ვიდრე მონაყოლის გამო. საოცარი მზარეულია მამიდაჩემი. არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო. ისეთი ხაჭაპურები დააცხო, სულ თითებს ჩაიკვნეტდით. ლიზის დროდადრო ვაკითხავდით ოთახში. მშვიდად ეძინა. ჩვენ გვიანობამდე დავრჩით. ძილი არავის გვეკარებოდა. რამდენიმე ჭიქა დალია გიგიმ, აკომ და ნორამ. ნიკო საჭესთან იყო და ამიტომ თავი შეიკავა. რამდენჯერაც გავხედავდი აბაშიძეს, იმდენჯერ ხვდებოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. არ ვიცი გრძნობდა, როდის გავხედავდი, თუ უბრალოდ დამთხვევა იყო. მაგრამ სულ? ყოველ ჯერზე?.. თავს ვუძახებდი, მოითმინე, არ გახედო დარო, არ გახედო, მაგრამ გამიგონა? თვალები თავისით გამირბოდა გიგისკენ. მერე ინსტიქტურად ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს შემთხვევით ხდებოდა და უცებ გადავიტანდი ხოლმე მზერას, სუფრის რომელიმე წევრზე. ის კი ჩემი ამ საქციელით ხალისობდა. ხომ ვატყობდი არა?(!) სანამ ჩვენ მაგიდასთან ვისხედით და აკოს ოჯახის შექმნას ავღნიშნავდით, დედაჩემი კომპიუტერთან იჯდა თურმე და გველოდა, როდის ჩავრთვადით „სკაიპს“. ბოლოს, რომ ვეღარ მოვიფიქრეთ ჩართვა, უფიქრია, ცუდი ხომ არაფერი შეემთხვა ბავშვებსო და ჩემს მამიდაშვილთან დაურეკია, (ის ხაზზე ყოფილა) და უთხოვია, რომ ჩვენთვის მოეწვდინა ხმა. (დედა მობილურზე ვერ დაგვირეკავდა, თუ სპეციალური ბარათი არ ექნებოდა) ჩემი მობილური აწკრიალდა. მოვიძიე. _აუ, მამიდა, კომპიუტერთან დევს და მომაწოდე რა. - ვთხოვე მამიდაჩემს, რადგან ყველაზე ახლოს ის იყო მობილურთან. ნორა მაშინვე წამოდგა ფეხზე და მობილური გამომიწოდა. სანამ გამოვართმევდი, ხმამაღლა თქვა, გიორგი რეკავსო. _გიორგი? - გაკვირვებით იკითხა აკომ. ის კი მიხვდა ვინც იყო გიორგი, მაგრამ აი, გიგი კიი.. _ჰო, გიო. - ვუპასუხე ჩემს მამიდაშვილს განაზებული ხმით. აბაშიძის ფერი მომეწონა ნამეტანი, სახელი გიორგის ხსენებაზე. გუნებაში კი ბოროტული სიცილით ვქირქილებდი. _სადახართ გოგო, ჩართეთ „სკაიპი“ ბიცოლა გეოდებათ. - ჩამძახა კახური აქცენტით ყურში გიორგიმ. თან იმოდენა ხმაზე, ყურის ბარაბანზე მომეღიტინა. ვხედავ, რომ გიგი თვალს არ მაშორებს. რადგანაც ბიჭი მირეკავდა, თან ასეთ დროს, ეს უკვე არ მოეწონა. ამას თვალნათლივ ვხედავდი და აღტაცებისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მოკლედ, მინდა, რომ გავაგრძელო ეს თვალთმაქცობა და მის ნერვებზე თამაში, მაგრამ აკო მელოდება, რას ვეტყვი აინტერესებს. ანუ რატომ დარეკა გიორგიმ. _გიო, ხვალ გელოდები. ძალიან კარგი ამბავი უნდა გითხრა. - ტონს არ ვიცლი. არც გიმილი მავიწყდება. ნორას არ მოსწონს ეს ამბავი. ვხედავ როგორ შეყარა წარბები. _რა გჭირს დარო, რანაირად მელაპარაკები. - გაკვირვებული მეკითხება ჩემი მამიდაშვილი და დარწმუნებული ვარ ტელეფონის ეკრანსაც კი დახედა, სხვასთან ხომ არ დავრეკეო. _კარგი, ხვალ ვილაპარაკოთ, რომ გნახავ. ახლა სტუმრები მყავს. ხვალამდეეე. - დავემშვიდობე. _ვინ იყო, დარო? - მკითხა ნორამ. რა სულწასულია ეს ქალი მოკლედ. _არავინ. - მოვუჭერი მოკლედ. უზრდელობაში რომ არ ჩამთვლოდა, გავუღიმე კიდეც. - აკო, კომპიუტერი ჩართე რა, დედას დარეკვა უნდოდეს იქნებ და ინერვიულებს ხომ იცი. _ხო, მართალი ხარ. - ჩემი ძმა ადგა და ჩემი დავალება შეასრულა. _უკვე გვიანია, ჩვენ წავალთ. - თქვა აბაშიძემ და ფეხზე წამოდგა. - დიდი მადლობა ოჯახს. ქალბატონო ნორა, ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი ხაჭაპურისთვის. საოცრება იყო. - მამიდაჩემის შექება არ დავიწყებია. ნორას მეტი რა უნდოდა. შეიშნო ქათინაური. ნიკოც წამოდგა. მანაც გადაგვიხადა მადლობა. გიგი გავანაწყენე გიორგისთან საუბრით და მისი ასე მოულოდნელი წასვლის მიზეზიც ეს იყო. ეს მხოლოდ მე ვიცოდი და მან. და ახლა უკვე თქვენც. გასვლისას ისეთი გამომხედა, ყველაფერი მაშინ წავიკითხე მის მზერაში... -------------------------------------------------------- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.