შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (16 თავი)


31-12-2016, 22:23
ავტორი Keke27
ნანახია 15 374

16.


შებინდებამდე დავტოვე აბაშიძეების სახლი.
გიგი არ დაბრუნებულა ჩემი იქ ყოფნაში. კლარას დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ პარასკევს ვერ შევძლებდი მისვლას. დამთანხმდა, მაგრამ მითხრა, რომ შაბათ-კვირას აუცილებლად დავხმარებოდი, რადგან ახალი წლის სამზადისი ჰქონდა. წვეულებას მართავდა ისევ.

სახლში დაბრუნებულს ყველა მშვიდად დამხვდა. კახელები გამგზავრებას აპირებდნენ უკვე.
დიდის ამბით გავაცილეთ ნორა.
ათასი რამ დაგვიბარა და დაგვარიგა.

მისაღებში ოთახში ადგილი განთავისფლდა და აკომ იქ გადაინაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად არ იყო ლიზის მიმართ განწყობილი, მაინც არ სურდა მის სიახლოვეს ყოფნა.

მომდევნო დღეები ჩვეულებრივი იყო. სამსახურში დავდიოდი. რამდენიმეჯერ მისი უდიდებულესობაც ვნახე, მაგრამ მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა. მეტი არაფერი. დამინახავდა, მომესალმებოდა და გვერდს ისე ჩამივლიდა, რომ თითქოს უცხო ვიყავი.
საფიქრალში ჩავვარდი. ვერ ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ასე.

ხუთშაბათ საღამოს, ის იყო წამოსასვლელად ვემზადებოდი, რომ კლარას გაბრაზებული ხმა მომესმა. გაბრაზებულზე უფრო, აღშფოტებული.. გაცეცხლებული.
_ეს რა არიის? ღმერთო ჩემო.. გიგიიი.. - იძახდა ის. გიგი კაბინეტში იყო. კლარა კი მაღლა, მეორე სართულზე.
აბაშიძე კაბინეტიდან სწრაფად გამოვიდა. ჩვენი გაკვირვებული თვალები ერთმანეთს შეხვდა. ასევე სწრაფად ჩამიარა გვერდი და კიბეებზე აირბინა. დავინტერესდი და კიბისკენ წავედი მეც.
_გიგი ეს რა არის? რას გავს ეს? - გაიძახდა ქალბატონი. - დაროოო! სად არის ის გოგო, წავიდაა? დაროოო! - მისმა დაძახილმა გული ლამის გამიხეთქა. მეთქი მიშველეთ ვინმემ. რა უნდა ჩემგან-თქო.
_დედა რა გჭირს, რა სცენებს აწყობ. - მომესმა გიგის გაღიზიანებული ხმა.
სულ რომ ცელით დამხვედროდა კლარა იქ, მაინც უნდა ავსულიყავი, რადგან ინტერესი მკლავდა, ასეთი რა მოხდა-თქო.
მეც ავირბინე კიბეები.
_მომეცი ეგ პერანგი აქ. - უთხრა გიგიმ.
ხმა მისი ოთახიდან მოდიოდა.
_რატომ არის ასე დამწვარი ეს პერანგი? ეს ხომ ჩემი ნაჩუქარია, სპეციალურად საფრანგეთიდან ჩამოტანილი. - გაჰყვიროდა კლარა. დამწვარი პერანგის ხსენებაზე ელდა მეცა. მუხლები მომეკვეთა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეთქვა მე მოვექეცი ეგრე თქვენი შვილის პერანგსთქო, რომელიც ასე ძვირფასი ყოფილა თურმე.
_ აქ ვარ ქალბატონო. - ვთქვი ჩურჩულით და დასჯილი ბავშვივით დავხარე თავი.
_ეს რა არის, გეკითხები. - მიყვირა კლარამ. მაგრამ იცით რა მიკვირდა, მე რატომ დამადო ეგრევე ხელი. რატომ დაასკვნა, რომ მე გავაკეთე ეს.
_დამწვარი პერანგი. - ვუპასუხე და აბაშიძეს გავხედე „რა ჯანდაბამ შეგანახინას“ მზერით.
ტუჩები მოკუმა რომ არ გაცინებოდა და წარბით მანიშნა, მიდი ახლა აუხსენიო.
_მერე რატომ არის დამწვარი? - ხმას არ უწევდა ქალბატონი. უკვე ყელში ამომივიდა მისი ისტერიკა და ამას დამატებული გიგის ცინიკურობა. მოვემზადე რომ პირში მიმეხალებინა ყველაფერი.
_იმიტომ, რომ..
_იმიტომ, რომ მე დამეწვა. მე ვაუთოვებდი და უთოს ტემპერატურა ვერ დავარგულირე. - ჩამეჭრა აბაშიძე. სათქმელი პირზე შემრჩა. გაოცება დამეტყო სახეზე. კლარას კი თვალები გაუფართოვდა შვილის პასუხზე. აშკარად ცუდ ხასიათზე იყო და ხომ უნდა ეყარა ვინმეზე ჯავრი. გიგის კარადაში უპოვია თურმე ეს პერანგი. მაღლა ჰქონია შემოდებული და რაღა მაინც და მაინც ეს გადმოვარდა თაროდან. ბედი არ გინდა?
_შენ რატომ აუთოვებდი, ეს რას აკეთებს აბა აქ? - მაინც გადმომწვდა მე. უკვე ზედმეტი იყო ეს ყველაფერი.
_მოიცა, მოიცა, მე დაუთოვებაც მევალება? რაღაც არ მახსენდება დასაწყისში გეთქვათ ეგ. ისა და ფეხებიც ხომ არ გინდათ დაგბანოთ? - ავუწიე ხმას. კისრის ძარღვები დასკდომას მქონდა.
_ერთი ამ თავხედს დამიხედეთ! - თვალები დამიბრიალა ქალბატონმა და ჩემკენ წამოვიდა.
_დედა! - დასჭექა აბაშიძემ. იატაკს ვიბრააცია ჰქონდა მისი დაძახილის გამო. კლარა შედგა. - დარო წადი შენ, უკვე ხომ დაგიმთავრდა სამუშაო დრო, თავისუფალი ხარ. - მითხრა განრისხებული ხმით.
_კი დამიმთავრდა! ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლში. მოვრჩი მე აქ მუშაობას. - კლარასთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვთქვი და ცივად გამოვბრუნდი უკან. სწრაფად დავტოვე აბაშიძეების სახლი.
სახლში მისვლამდე სიბრაზისგან გამოწვეული კანკალი ვერ ჩავიცხრე.

_სამსახურიდან წამოვედი. - განვიცხადე ლიზის და აკოს პომპეზურად.
_რაა მოხდა? - მკითხა ჩემმა ძმამ.
_აურია იმ ქალმა და ვეღარ მოვუთმინე. არაუშავს, ხვალ ახლის ძებნას შევუდგები. - ვთქვი უდარდელად.
_კარგი, როგორც შენთვის უკეთესი იქნება ისე გააკეთე.
_თქვენ როგორ ხართ? ლიზი საჭმელი ჭამე?
_კი, კი ვჭამე და წამლებიც დავლიე.
_ძალიან კარგი! წავალ მეც შევჭამ ცოტას, თორემ მომშივდა.

საჭმელი ვჭამე. მერე შხაპი მივიღე და საღამურები ჩავიცვი, ზედ ფუმფულა ჟაკეტი მოვიცვი და სავარძელში მოვთავსდი წიგნით ხელში. კითხვა დავიწყე. გამახსენდა, რომ ტელეფონისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. ავდექი და ქურთუკის ჯიბიდან ჩემი მობილური ამოვიღე. სამჯერ ჰქონდა გიგის დანარეკი. ერთიც შეტყობინება გამოგზავნილი „დარო მიპასუხე“.
გამეღიმა.
ჩემ ოთახში შევედი, კარი მოვიხურე და მის ნომერზე გადავრეკე.
_სად ხარ, რატომ არ მპასუხობდი? - მომესმა მისი აღელვებული ხმა.
_არ გამიგია ზარის ხმა, აბაზანაში ვიყავი. რა ხდება? - ისეთი ინტონაციით ვუთხარი, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო რამდენიმე საათის წინ.
_არაფერი... კარგად ხარ? - ხმის ტემბრი შეეცვალა. დაუთბა.
_კი, კარგად ვარ.
_კარგია...
_ჰო კარგია...
_მისმინე... რაც თქვი მართლა უნდა გააკეთო? - სამსახურის დატოვებაზე მკითხა.
_უკვე გავაკეთე და საერთოდაც არ მწყდება გული. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.
_დარო...
_ახლა ახალი მოახლე გეყოლება და ის ჩაკეტე აბაზანაში, დაბანე ძალით და რავიცი, ჩაიდინე ათასი საოცრება. - არ ვჩუმდებოდი.
_კი, ეგრე ვიზამ! კარგი იდეები მომაწოდე. - ხმაში გაღიზიანება დაეტყო აბაშიძეს.
_ჰოდა გააკეთე. მორჩა ვთიშავ. მადლობა მოკითხვისთვის. ნახვამდის. - მის პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე. თავს უხერხულად ვგრძნობდი მის წინაშე, დედამისთან რომ მომივიდა კამათი. მართალი კი ვიყავი, მაგრამ, მაინც. თავის მხრიდან, გიგიც განიცდიდა ამ მდგომარეობას. ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გამოსავალი, ჩავთვალე, რომ მისგან თავის შორს დაჭერა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის სიმპათიები დიდი დოზით იყო.


პარასკევ დილით, მე და ლიკა მაღაზიებში წავედით, საღამოსთვის ჩასაცმელი უნდა შეგვეძინა. მოვუყევი რაც მოხდა. ეწყინა, რა თქმა უნდა.
გზად განცხადებების გაზეთები ვიყიდე და ჩანთაში ჩავიდე.
სალონში ვიყავით. თმა, მაკიაჟი, მანიკური, ყველაფერი მოვილიეთ და სახლში, რომ დავბრუნდით უკვე ბინდდებოდა. გასავათებული ვიყავი. არსად წასვლის თავი არ მქონდა უკვე. მეთქი დავწვები და დავიძნებ. მაგრამ თმა დამენანა ასაბურდად.
საყიდლებზე სიარულის სიყვარული ლიკას მოგონილია. სული ამომხადა რასაც ჰქვია. თითოეულ მაღაზიაში სამ-სამჯერ მაინც ვიყავით.
ერთი დანახვით არუნდა შეაფასო სამოსიო. უნდა დადგე მის წინ, დააკვირდე რამდენიმე წუთი, შეისწავლო.. და მერე გადაწყვიტო ყიდვაო. ჰოდა, სულ ნაკერებში და უზორებში შემასწავლა ყველა სამოსი, რაც ვნახეთ.

ვარდისფერი კაბა, რომელიც ლიკამ ამირჩია რამდენიმე დღის წინ, არ მომიხდა. ამიტომ, ისევ ჩემი საყვარელი ფერით შემოვიფარგლე. იისფერი ერთიანი კაბა ჩავიცვი, რომლის სიგრძე მუხლამდე იყო. ზომიერად იყო გულზე და ზურგზე ამოღებული. უმკლაო. მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელებზე შევდექი და ლიკას წინ დავტრიალდი.
_დაროოო, შოკი ხარ! - აღფრთოვანებული მიყურებდა ჩემი მეგობარი.
_შოკის რა გითხრა, მაგრამ მეც მომწონს ჩემი თავი ასეთი. - კმაყოფილმა სარკის წინ გადავინაცვლე და კიდეც ერთხელ შევავლე თვალი ჩემ თავს. თმა ტალღებად მქონდა ზურგზე და ბეჭებზე დაფენილი. მაკიაჟიც მიხდებოდა. თვალები მუქი ფერით მქონდა შეღებილი. ტუჩსაცხი კი ღია ფერის იყო. თითქმის უფერული.
მოკლედ, მთლიანობაში ლამაზი ვიყავი, ვაღიარებ!
ლიკას შავი კაბა ეცვა. არც ის იყო ჩემზე ნაკლებად ლამაზი.
ის იყო ტაქსი უნდა გამოგვეძახებინა, ნიკომ რომ დაურეკა ლიკას.
ჩემი ძმაკაცი მოგაკითხავთ რამდენიმე წუთშიო და ის წამოგიყვანთო.
ჩვენ სიცილით შევიფერეთ პატივი.
აკომ დაგვარიგა ჭკვიანად იყავით და ბევრი არ იცეტოთო.
მოკლედ, ამაღლებული განწყობით მივდიოდით რესტორანში.
ნიკოს მეგობარი მალე მოვიდა.
ერთი კი აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა კარგად და მერე მოიფიქრა მანქანის კარის გაღება.
მე და ლიკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ჩუმად ჩავიცინეთ.
იქ აბაშიძე იქნებოდა. მიახლოებით ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემ დანახვაზე. ისიც ვიცოდი უკვე წინასწარ, საოცრად სიმპათიური იქნებოდა და მე ჩემი დამემართებოდა.


ნიკო რესტორნის კართან იდგა და სტუმრებს ესალმებოდა და მილოცვებს ღებულობდა. ჩვენც მივულოცეთ. გაეხარდა რომ დაგვინახა.
_რა ლამაზები ხართ, გოგოები. - მოგვეგება გაშლილი ხელებით და გაღიმებული სახით.
_გმადლობთ, ბატონო იუბილარო, თქვენც ძალიან კარგად გამოიყურებით. - თითქმის ერთხმად მივუგეთ მე და ლიკამ.
_რა გადაწყვიტეთ, დღესაც გათიშვამდე სვამთ? - გვკითხა სიცილით.
_უი არა, მე წვეთის დამლევი არ ვარ. - ხელები გაასავსავა ჩემმა დაქალმა.
_მე გავხედავ სიტუაციას, თუ რამე და, დავლევ, რატომაც არა. - ვთქვი მტკიცე ხმით.
_ოოო, დიდი ამბები გველოდება წინ! - თქვა ნიკომ და მზერა ჩვენს უკან გადაიტანა. უნებურად მოვტრიალდით. აბაშიძე გადმოდიოდა მანქანიდან. ისეთი შეგრძნება დამეუფრლა უცებ, აი, მხოლოდ საცვლების ამარა რომ გახვიდე საშინელ ყინვაში გარეთ. კანს რომ გიწვავს სიცივე და გაკანკალებს.
ღმერთო, რა საოცარი სანახავი იყო ის მომენტი. მეგონა, ყველა და ყველაფერი გაქრა ჩემს ირგვლის. მხოლოდ გიგი ჩანდა. მეტი არავინ, რომელიც დინჯად და აუჩქარებლად მოიწევდა ჩემკენ. ისეთი მომხიბვლელი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი, რომ არა ლიკა.
_დარო, კარგი ასე ძალიანაც ნუ შეიჭრები როლში. - გადმომილაპარაკა სიცილით და ჩურჩულით ჩემმა მეგობარმა. ერთიანად გამოვფხიზლდი.
_ჰა? რა?
_საღამო მშვიდობისა! - ამ დროს გიგიც მოვიდა და ღიმილით მოგვესალმა. უკვე ცუდად ვიყავი. ეს ხმა, ღიმილი და მზერა რომლითაც მე მიმზერდა, ძალას მართმევდა. თავს შემოვუძახე, ბეჭებში გავსწორდი და სალამი დავუბრუნე.
შემათვალიერა, მაგრამ ურეაქციოდ. ვერაფერი შევატყე სახეზე. ჩვენ კიდე როგორ მოლოდინში ვიყავით, არიქა შოკს მიიღებსთქო. შოკს რა ისა.. იმდენად ჩვეულებრივი იყო მისი რეაქცია, თითქოს ყოველ დღე ასეთს მხედავდა.
გავიბერე გულზე.
ლიკას ერთი გადავხედე და ყველაფერს მიხვდა. ხასიათი ჩავშხამდა.
ნიკო წინ გაგვიძღვა და რესტორანში შეგვიპატიჟა.
_საშინელ ხასიათზე დავდექი. - გადავულაპარაკე ლიკას.
_ჰო, ეგრევე დაგეტყო და თავი ხელში აიყვანე. შენი ფიცხი ნერვები არ გამოამზეურო ახლა მაინც, ძალიან გთხოვ.
_კარგი, ჰო.. მორჩა კარგად ვარ.
_გაიღიმე შენ რომ იცი ისე, დარო გეხვეწები. - მთხოვა ღიმილით ლიკამ. მეც უნებურად გავიღიმე. - ჰო, აი ეგრე. ხშირად გაიღიმე. დაივიწყე ყველა და ყველაფერი და ვერთობით იცოდე ამ საღამოს. მეც ვსვამ!
_რა გიჟი ხარ! - ხმამაღლა გავიცინე. იმდენად ხმამაღლა, რომ აბაშიძემ გამომხედა. სიცილი კეკლუცურ ღიმილში გადავზარდე და მზერა ავარიდე.

რესტორანში შევედით.
ნიკომ ადგილი მოგვიჩინა და ჩვენც გავემართედ დასაჯდომად.
_გიგიიი! როგორ მიხარია შენი ნახვა, საყვარელო.. - მომესმა ზურგს უკან გოგოს ხმა და ერთიანად დამიარა ტანში. შევდექი და ნელა მივბრუნდი.
_ვააა, მარი? - აბაშიძეს სიხარული აღებეჭდა სახეზე ამ გოგოს დანახვისას და ხელებგაშლილი მიეგება. ერთმანეთს გადაეხვივნენ. ვიგრძენი როგორ მომეჭირა ყელზე მარწუხები
_ნიკომ რომ დამირეკა მითხრა ამ შეკრების შესახებ, მაშინვე ვკითხე, გიგი თუ იქნება-თქო. სიხარულით ცას ვეწიე, შენი ნახვით. - ეიმფორიაში იყო მარი.
_მეც მიხარია შენი ნახვა. მეც ვკითხე ნიკოს შენ შესახებ. - უთხრა გიგიმ. მერე ხელი მოკიდა მაღლა ააწევიან და დაატრიალა, როგორც ზარდაღშის ბალერინა. - რა ლამაზი ხარ! - ეს უკვე პიკი იყო. ასე არ უნდა მოქცეულიყო აბაშიძე, მით უმეტეს, თვალი მომკრა, რომ ახლოს ვიდექი. ლიკამ მკლავში დამქაჩა მსუბუქად.
_დარო, წამოდი დავსხდეთ.
_დავსხდეთ კი არა, ცოტა მიკლია, რომ არ მივვარდე იმ ვაჟბატონს და სახე არ ჩამოვუღო. - გამოვცერი კბილებში და ნაბიჯი გადავდგი მისკენ.
_გაგიჟდი გოგო? გამოდი აქეთ. - გადაირია ჩემი მეგობარი და უკვე ღონივრად დამქაჩა მკლავში. - წამოდი დავსხდეთთქო. რა გჭირს, დარო!. - ლიკას დავყევი და მაგიდასთან დავსხედით.
_უბრალოდ ნახე, რა უნამუსო ბიჭია, ხედავ? - ვთვი ბრაზით სავსე ხმით. - და ის გოგო უკვე თმით მყავს ნათრევი გონებაში.
ლიკას სიცილი აუვარდა.
_დარო გაიჩინე შენც, აქეთ მოდიან. - პირი არ მოუმუწია ისე მითხრა.
_ფუ, შენი! - ჩავილაპარაკე და მეც გავიბადრე სახეზე, თითქოს ძალიან უდარდელი და მხიარული ვიყავი იმ წამს.
სანამ გიგი და მარი ჩვენ წინ დასხდებოდნენ, თავზე ვიღაც წამომადგა. მისმა ხმის ტემბრმა ჟრუანტელი მომგვარა ტანში.
_დარო გამარჯობა! როგორ ხარ? - მკითხა დინჯად. ავხედე.
_ილია? - შევძახე და ფეხზე წამოვდექი. ილია ნიკოს ძმაკაცი იყო და შარშან გავიცანი ნიკოსთან. მაშინვე მომეწონა. არ შეიძლებოდა მისთვის შეგეხედათ და არ მოგწონებოდათ. იმდენად მამაკაცური, დახვეწილი, დინჯი და ელეგანტური იყო, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. მისი სიმაღლე, განიერი მხარ-ბეჭი, უკან გადავარცხნილი შავი თმა, ფართო შავი თვალები, სწორი ცხვირი და წვერებში ლამაზად გამოკვეთილი ტუჩები მონუსხვის გარეშე არ დაგტოვებდათ. ამ ერთი წლის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ მყავდა ნანახი. ბოლოს ზაფხულის დასაწყისში ვნახე. შემთხვევით შევხვდი სუპერმარკეტში. მახსოვს როგორ გაეხარდა ჩემი ნახვა. ახლაც ჩემს წინ იმავე სიხარულით იდგა და მიყურებდა.
_რა სხვანაირი ხარ, ძლივს გიცანი. თუმცა ეს ანცი თვალები არ იცვლება მაინც. - მითხრა მისთვის ჩვეული სიდინჯით და გადამეხვია. ისეთი სურნელი ჰქონდა, წამით გავბრუვდი. წვერმაც ოდნავ დამისუსხა კისერი. - შეიძლება აქ დავჯდე? - მკითხა მერე და ჩემს პასუხს დაელოდა.
_კი, კი როგორ არა, დაჯექი. - დავთანხმდი უყოყმანოდ. დინჯად გამოწია სკამი და გვერდით მომიჯდა.
მარცხნივ ლიკა მყავდა, მარჯვნივ ილია, ხოლო ჩვენს მოპირდაპირე მხარეს კი, გიგი და მარიამი ისხდნენ. ვერ გეტყვით აბაშიძის რეაქციას ჩვენი შემხედვარე როგორი ჰქონდა, რადგან სპეციალურად ვარიდებდი მზერას. თან ძალიან მაწყენინა და დამწყვიტა გული მისი გულცივობით. ილია ჩემს ბედად გამოჩნდა. მისი წყალობით ტავს არ მივცემდი უფლებას, ყურები ჩამომეყარა და ასე ძალიან დამტყობოდა გიგიზე გაბრაზება.
რამდენიმე წუთში ნიკოს სხვა მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და ქეიფიც დაიწყო.


--______________________________________________

აი ჩემი საჩუქარიც..
დამდეგს გილოცავთ, ტკბილებო!..
Happy New Year!!!

2017-ში შევხვდებით.



№1  offline წევრი CRAZY GIRL 2

ველოდები გიგის ეჭვიანობას joy მაგარი ხარ და მიყვარხარ!

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Saujeteso sachuqariaaaaa
mec gilocav tkbiloooooo!!!!!!

 


№3  offline წევრი M^d G1rl

ღმერთოო რას ვიფიქრებდი მართლა 31ში თუ დადებდი :ოო კეკეე უკვე გითხარი შენზე რომ ვგიჟდები?^^❤

პ.ს. მეც გილოცავ ტკბილოო❤

 


№4 სტუმარი nia

მართლაც საახალწლო საჩუქარი გავიკეთE მწერალო და გაგვახარეე..მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო და დაროს ვუთხრაა:აუ დაროო რა დღეში ხარ ცოტა თავი აიყვანე ხელშიი..არაფერს დაგპირებია გიგი და რას ჩააცივდიიი..ნუ ხარ ცანცარაააა...მოუთმენლად ველი შემდეგ თავს :* :* წარმატებებიი..ამ ახალწელს მოეტანოს ყველასტვის ბედნიერება და ულევი სიხარული heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია,ნამდვილად საახალწლო საჩუქარია.გილოცავ დამდეგს გენაცვალე.მუდამ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი და მუზა არ მოგკლებოდეს ჩემო კარგო
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი Guest nita

gilocavt kvelas damdeg axal wels. keke umagresi gogo xar shen :-*

 


№7 სტუმარი Nene

Gamaxareee

 


№8  offline წევრი მოლურჯო

კეკე როგორ გამახარე
--------------------
მარიამი

 


№9  offline მოდერი ლილიანა

მიყვარხარ მე შენ კეკე❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au ilia shemiyvarda❤❤❤❤

gilocav axal wels
--------------------
M.D

 


№11 სტუმარი გვანცა))

პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს ❤
ამ ისტორიაზე უკვე ვგიჟდები,
რა მაიმუნი ყოფილა დაროო ;დდ
წარმატებები კეკე ❤

 


№12 სტუმარი Mar

Isev 4 dxe unda gvalodinos?? 2017 wels mainc nu gvawyenineb keke raa mal male dade an male.damtavre

 


№13 სტუმარი anuu

auu ramee sruli istoria damiweret raaa.ai iseti rom dzaaan magrad momewonos da gavgijde

 


№14 სტუმარი Nia

Dadee raa kidev

 


№15  offline წევრი nini31323

ქაია ქაიიი დროზე დადე.მიყვარს მე დარო ზოგიერთი ქვითინს დაიწყებდს და გიგის პატივისცემითბპასუხს არგასცემდა ესკიდე არდანებდა და სიმართლისთვის იბრძოლა.ჩემს თავს ვხედავ ამ გოგოს ხასიათში და მომწონს ძაან. გილოცავ ახალ წელს! <3

 


№16  offline წევრი NARA

შემდეგი თავი დადეთ რააა, ზალიან მომეწონა ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ბოლომდე❤

 


№17 სტუმარი გოგო

როდის დადებ შემდეგს?

 


№18  offline წევრი gvancacuna

Shemdeg tavs rodis dadeb?

 


№19 სტუმარი Ani

Au keke male dade raaaa

 


№20  offline წევრი gvancacuna

Dges ar dadeb?

 


№21 სტუმარი Marta

Keke mshvidoba gaqvs rom ar deb gagrdzelebas

 


№22 სტუმარი Guest eka

shemdeg tavs rodis dadeeeb?!

 


№23 სტუმარი Ketusi

Auu daade raa

 


№24 სტუმარი Qeti

Axals rato agar debკომენტარი

 


№25 სტუმარი Guest ქეთი

კეკე საშობაოდ გაგვახარე გილოცავ

 


№26  offline წევრი gvancacuna

Dges ar dadeb? Rato agvianeb

 


№27 სტუმარი Guest მარიამი

სად დაგვეკარგე? :/

 


№28  offline წევრი NARA

mokled chagvaxama, agar egirsa shemdegi tavi raa.

 


№29 სტუმარი bela55

Au rodis dadeb keke ?

 


№30 სტუმარი Mar

Keke sad wadiii mase ar sheidzlebaaa tu wer weree mkitxvels ratom alodineb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent