შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (17 თავი)


10-01-2017, 13:12
ავტორი Keke27
ნანახია 15 718

17.

მაინც შეხვდა ჩემი და გიგის თვალები ერთმანეთს. სხვანაირად არც გამოვიდოდა აბა. ვერ გავექცეოდი იმ ფაქტს, რომ ის ჩემ წინ იჯდა და მისი მზერა მწვავდა. თვალი გავუსწორე და ყალბი ღიმილით გავუღიმე. აგდებით ჩაიცინა. კისრის ძარღვები დამებერა.
_დარო, შენი ჭიქა! - მითხრა ნიკომ და ხელში სასმელის ბოთლით მომარჯვებული დაელოდა როდის მივაწოდებდი ჭიქას, რომ აევსო.
_ახლავე. - ვუთხარი და ავიტაცე უკვე შევსებული ჭიქა. - რისი სადღეგრძელოა?
_იუბილარის. - გამცა პასუხი ილიამ.
_შენ არ სვავ? - ვკითხე მას.
_არა. მე ვერ დავლევ. შენ აპირებ დალევას და ხომ უნდა მოგხედო მერე. - მითხრა ღიმილით სავსემ. მე გამეცინა მის პასუხზე. გამეცინა უფრო იმიტომ, რომ სიხარულმა შემიპყრო, აბაშიზემ კარგად გაიგო ილიას ნათქვამი. თორემ ისე, შემრცხვა, ასეთი რა დავლიე გასულ წელს, რომ ჯერაც არ დავიწყებიათ ნიკოს სამეგობროს-თქო.
ნიკომ ლიკასაც შეუვსო ჭიქა.
იუბილარის სადღეგრძელო შევსვით.
სასმელი მომეწონა. სასიამოვნოდ დაიარა მთელ სხეულში.
მარი და გიგი საუბარს განაგრძობდნენ მხიარულ ნოტაზე, მაგრამ ვაი იმ მხიარულებას, აბაშიძე რომ განიცდიდა.
მე, ლიკა და ილიაც არ ვიკლებდით საუბარს და ხანდახან გულწრფელ სიცილსაც.
ერთ ჭიქას მეორე ჭიქა მიჰყვა.. მერე მესამე.. მეოთხე.. და...
_დარო, მეცეკვები? - მკითხა გიგიმ. თან ფეხზე წამოდგა. მის მზერაში ბრძანება უფრო იკითხებოდა ვიდრე თხოვნა, რომ საცეკვაოდ გავყოლოდი. წამით შევყოვნდი. მერე მეც ავდექი და საცეკვაოდ გავყევი.
დარბაზში „ფიქრების ზღვა“ იღვრებოდა, ისე, რომ სულ რომ ერთი მოძრაობის გაკეთებაც არ გცოდნოდა, ეს სიმღერა მაინც აგაცეკვებდა.
აბაშიძემ წელზე მომხვია ხელი და ახლოს მიმიზიდა. უნებურად ბეჭებში გავიმართე. თავი მაღლა ავწიე. ჩვენი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ლამის ტუჩებით შევეხეთ ერთმანეთს.
_აღარ უნდა მასუნთქო? - ვკითხე უკმეხად და თავი უკან გავწიე.
_შენ მაძლევ სუნთქვის საშუალებას? - მკითხა გიგიმ და ჩემი მარჯვენა ხელი ხელში მოიქცია. ოდნავ მომიჭირა.
ცეკვა დავიწყეთ.
_ცეკვა არ ვიცი და ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს. - გავაფრთხილე, რადგან ტანგოს ცეკვას აპირებდა. გაფრთხილება და ფეხის დაბიჯება ერთი იყო. ტკივილისგან და უხერხულობისგან წამოწითლდა აბაშიძე. გულში გამეცინა.
_ნელა იცეკვე, გოგო, მე ამყევი. - მითხრა ყალბი ღიმილით, რადგან ხალხის ყურადღება გაფანტულიყო.
_შენ აგყვე? - ირონია გავურიე ხმაში და ამჯერად ფეხსაცმლის ქუსლი წვივზე მივარტყი, თითქოს ტანგოს ერთ-ერთი ილეთის შესრულება მინდოდა. გიგის ისევ გაეღიმა, ოღონდ სიმწრის ღიმილით.
_ასეთ ტრიუკებს ნუ სჩადი, თორემ დაინვალიდებულს გამიყვანენ აქედან. - წარმოსთქვა სუნთქვა შეკრულმა. თუმცა ცეკვას მაინც განაგრძობდა.
_მეც ეგ მინდა სწორედ. - ვუთხარი თამამად და ისევ მოვჭიმე სხეული. - ისე ვარ შენზე გაბრაზებული, რომ მზად ვარ უკეთესი ტრიუკები ჩავუტარო იმ გოგოს, ასე ძალიან რომ გაგახარა მისმა დანახვამ. - თავი მარიამისკენ გავიშვირე, რომელიც თვალს არ გვაშორებდა და აშკარად გაწბილებული ჩანდა. უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისმა კავალერმა ცეკვა ჩემთან არჩია. გულში საზეიმო ფეიერვერკი გავუშვი, თუმცა სასმელმა ზედმეტი ემოციები მომაძალა და... - რა უნდა რატომ გიყურებს? - ვკითხე ჩემს პარტნიორს, შარის მაძიებელივით. ეჭვიანი ქმრები რომ უწყობენ სცენებს ცოლებს, იმ დღეში მყავდა გიგი იმ წუთას. ახლა ძალიან ვხალისობ იმ მომენტებზე, თუმცა მაშინ სულაც არ იყო სასაცილო.
_მიყუროს მერე, შენ რა ხელი გეშლება? - მშვიდად განმიცხადა მისმა უდიდებულესობავ.
_როგორ თუ რა ხელი მეშლება.. ხელი კი არა, ნერვი მეშლება, ნერვი! გასაგებია? - ცეკვა შევწყვიტე, თუმცა გიგისთვის ხელი არ გამიშვია.
_მითხარი აბა, რა გიშლის ნერვებს? და ფეხებს აგრესიულად ნუ იქნევ! - ასეთი მშვიდი ცინიზმით ნათქვამი არასოდეს მქონდა მოსმენილი და აჰა, მოვისმინე კიდეც. თან ცეკვა გამაგრძელებინა.
_შენ მიშლი ნერვებს და შენი ჩამოუყალიბებელი ქმედებები!
_რა არ ჩამოვაყალიბე, ესეც თქვი!.
_ის, რომ შენი ჭკუით მე მაბავ და თან იმ გოგოსაც ეკურკურები. - შეგახსენებთ, სასმელი საოცარ სითამამეს სძენს ადამიანს და ეს უკანასკნელი კი თავს უფლებას აძლევს სრული იდიოტი იყოს.
_ეგ არ არის ჩამოუყალიბებელი. მე ძალიან კარგად განგიმარტე, რომ მომწონხარ, მაგრამ შენ ხომ ველური ხარ და სხვანაირად საჭიროებ საუბარს, გვაინ მომაფიქრდა. - ეს რომ მითხრა, ძალიამ მაგრად მომიჭირა ხელი ხელზე და უფრო ახლოს მიმიზიდა. ისე ვიყავი განძრევის შანსი არ დამიტოვა. ტუჩები ყურთან მომიტანა, ჯერ ცხელი სუნთვით მომიღიტინა და მერე ყურის ბიბილო ბაგეებში მოიქცია. ეს კი ჩემთვის ეროგენული ზონა აღმოჩნდა და ერთიანად მოვწყდი. ძალა წამერთვა. მის ხელს და მკლავს ერთდოულად ჩავეჭიდე. თვალები ამემღვრა, ვნება მომეძალა და ცოტა მაკლდა, რომ განცხრობით არ დავწაფებოდი აბაშიძის ტუჩებს.
_შემეშვი!.. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ხმა ვერ ვიცანი ჩემი. მუსიკაც დასრულდა. მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი, რომ მას მოვშორდე. უბრალოს ძალა არ მქონდა.
გიგიმ ჩემი დაბინდული გონებით ისარგებლა და სანამ აზრზე მოვიდოდი გარეთ აღმოვჩნდი. ღამე იყო. ერთი ნათურა ანათებდა ჩვენს ზემოთ. რესტორნის უკანა ეზოში ვიყავით, როგორც მივხვდი.
_რა ხდება? აქ რატომ ვართ? - სიცივემ მომაფხიზლა. ისეთი ხმით ვიკითხე, თითქოს ესესაა გავიღვიძე.
ღიმილით მიყურებდა. მერე პიჯაკი გაიძრო და მომაცვა.
_ჰაერზე გამოგიყვანე, გონება რომ დაგეწმინდოს ცოტა.
_მე არაფერი მჭირს სამაგისო. - ვიწყინე. - შენ უფრო გჭირდება ეგ. და საერთოდაც რა გინდა ჩემგან შენ თვითონ არ იცი. ერთ დღეს ძალით მკოცნი, მეორე დღეს კი მხოლოდ გამარჯობას მეუბნები და იმასაც ძლივს ამბობ. იმის თავხედობაც გყოფნის ჩემ თვალწინ ვიღაც გოგოს გულში იკრავ და ქათინაურებით ამკობ. მოდი, იცი რას გეტყვი? წადი რა! წადი შენი გზით და მე შემეშვი! - სათქმელი დავასრულე. გაცოფებული ვიყავი. პიჟაკი მოვიხსენი და ლამის სახეში მივაფერთხე. მოხერხებული აღმოჩნდა, თავი სწრაფად გასწია მკლავებში მწვდა და კედელს მიმაყრდნო. ამღვრეული თვალებით ჩამხედა თვალებში და რამდენიმე წუთის წინ ჩემი სურვილი, რომ განცხრომით დავწაფებოდი გიგის ტუჩებს, სისრულეში მოიყვანა. თბილი შხაპივით ჩამომევლო მთელ სხეულზე სიამოვნება, რომელიც ამ კოცნამ მომგვარა.
რადგანაც ხელები გაკავებული მქონდა, არ შემეძლო მის კისერზე მომეხვია და ისე ავყოლოდი კოცნის პროცესს. მხოლოდ კისერს ვიგრძელებდი და ისე ვწვდებოდი დროდადრო აბაშიძის ბაგეებს. ორივე გახშირებული სუნთქვით ვსუნთქავდით. წამით შეჩერდებოდა, თვალებში ჩამხედავდა და ისევ დამეწაფებოდა გიჟივით. მთელ სხეულში ელექტრონები მივლიდა. ხელების განთავისუფლება ვცადე. მსუბუქად გავიბრძოლე. გამანთავისუფლა, თუმცა კოცნა არ შეუწყვეტია.
თავისუფალი მკლავები მის კისერზე ჩამოვაწყე, მერე თმაში შევუცურე და უფრო ვნებიანი გახდა პროცესი. ეს, რასაც ჩავდიოდი, არ იყო სასმელის ბრალი. უბრალოდ ამ ადამიანს, გიგი აბაშიძეს, ჭკუიდან გადავყავდი მისი ყველაფრით.
ხან ზურგზე მისვამდა ხელს, ხანაც გაშლილ თმაში მიცურებდა, ჩაბღუჯავდა და მსუბუქად მქაჩავდა.
ისევ მე მოვიკრიბე ძალა და ნელა მოვწყდი ნეტარებას.
თითქოს გამოფხიზლდაო. დედამიწაზე დაეშვა, ისეთი სახით შემომხედა. ორივენი სუნტქვის ჩაწყნარებას ვცდილობდით. ოდნავ რიდი შემეპარა. თითქოს შემრცხვა მისი. წამის წინ ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი, ისე გაშმაგებით ვკოცნიდი.
მზერა ავარიდა. თავი მივაბრუნე და ბნელ ეზოს გავხედე. არ ჰქონდა მნიშვნელობა რას ვხედავდი ან სად ვიყურებოდი, მთავარი იყო გიგის თვალებში არ ამომეკითხა ის სიამოვნება რაც ამ კოცნამ მიანიჭა.
უკვე მრცხვენოდა.
_მე მიყურე. - მითხრა ოდნავ მთრთოლვარე ხმით და ნიკაპზე მომკიდა ხელი. თავი მიმაბრუნებინა და და წარბებს ქვემოდა გამომხედა. გული შემიქანდა. ისეთი მზერა ჰქონდა. ისევ მომინდა მეკოცნა მისთვის.
ღიმილს ფარავდა ტუჩებით, მაგრამ თვალებით ვეღარ.
_შიგნით უნდა შევიდე, შემცივდა. - ვთქვი მე და წასვლა დავაპირე. არადა იმ წუთას დეკემბრის სუსხი მთლიანად დაიგნორებული მქონდა.
_ვერ წახვალ ასე, დარო.
_უბრალოდ ნასვამი ვარ და შენ ამით ისარგებლე. მეტი არაფერი.. მორჩა, დაივიწყე რაც მოხდა. - ჩემი ხმის სიმტკიცემ შემაძრწუნა უცებ. რატომ ვიუარე ის განცდები რაც გიგის ბაგეების შეხებისას დამემართა არ ვიცი.. თუმცა ვიცი.. მე ხომ დარო ვარ, ერთი, ხუშტურებით სავსე გოგო. აღარ მიკვირს უკვე ჩემი ნათქვამის. გასაგებია ყველაფერი.
_რა თქვი? - მკითხა გაოგნებულმა. - გაიმეორე, რა თქვი?
_რაც მოისმინე. ახლა გამიშვი... - მტელი უდარდელობით ავუქნიე ხელი და გავეცალე. უკან არ მომიხედავს. სავარაუდოდ გაშეშებული იდგა იმავე პოზაში როგორშიც დავტოვე. ცალი ხელით კედელზე იყო მიყრდნობილი.
მეგონა სამშვიდობოს გავედი, როდესაც დარბაზში დავბრუნდი და ლიკას მოვკარი თვალი. აბაშიძე დამეწია და გესლიანად ჩამილაპარაკა: „ შენ თუ გგონია დამიძვერი, ძალიან ცდები! შემდეგში საწოლში გავაგრძელებთ დაწყებულს.. „
მითხრა და ჩემზე წინ წავიდა.
ჟრუანტელმა თმის ძირებში რომ დამიარა, თმა ლამის ყალყზე დამიდგა.
გამჭოლი მზერა გავაყოლე. მიდიოდა ბეჭებში გამართული, თან ისე, თითქოს მხრებზე მძიმე ჯაჭვზე გამობმულ გირებს მიათრევსო. მტკიცე ნაბიჯებით. თავ აწეული. კმაყოფილი...
თავისი ადგილი დაიკავა. მის გვერით მჯდომი გოგო აშკარად შეშფოტებული ჩანდა გიგის ამდეხნიანი გაქრობის გამო. ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ჰკითხა „აქამდე სად იყავი?“ აბაშიძემ პასუხად არაფრისმთქმელი ღიმილი მიაგება და ჩემკენ გამოაპარა თვალი. მე ისევ იქ ვიდექი მონუსხულივით. ბოლოს მოვიფიქრე ნაბიჯის გადადგმა და მეც დავიკავე ჩემი ადგილი. ლიკას და ილიას შორის დავჯექი.
_დარო კარგად ხარ? - მიჩურჩულა ლიკამ. ილიამაც კითხვით და ეჭვით სავსე თვალებით გადმომხედა, თუმცა ხმა არ გაუღია. მზერა გიგიზე გადაიტა და მივხვდი, რომ ის ყველაფერს მიხვდა.
_მერე მოგიყვები. - ვუთხარი ლიკას. ჩემი ემოციები რომ დამემალა წყალი მოვსვი. მერე ნაცხვარი გადავიღე და უგემურად დავუწყე ჭამა.
_ეგრე რატო იკიკნები, ნორმალურად ჭამე. - მითხრა ილიამ ღიმილით და მრავლისმეტყველი ვალებით გადმომხედა.
_შე ხო მღერი? - ვკითხე უცებ.
_კი. - მიპასუხა ცოტა დაბნეული ტონით.
_წამო ვიმღეროთ! - შევთავაზე და ფეხზე წამოვდექი. რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი რაც აბაშიძეს ავნებდა. ნერვს ხო მაინც შეუტოკავდა მეტი თუ არა.
_კარგი, წამო. - დამყვა ილია და ისიც წამოდგა. ვფიქრობ ის ყველაფერს ხვდებოდა, რის გამოც მომივიდა ეს იდეა თავში და უბრალოდ გვერდში დამიდგა.
მადლიერი მზერით შევხედე. თვალი ჩამიკრა და ჩაეღიმა.
მუსიკოსებთან მივედით და ვაცნობეთ, რომ სიმღერას ვაპირებდით.
_“თოვლი მოსულა“- ს ფონოგრამა ჩაგვირთე რა. - უთხრა ილიამ და მიკროფონებს წვდა. ერთი მე გამომიწოდა.
_შენ დაიწყე და მე აგვყვები. - ვუთხარი აჟიტირებულმა.
_არა, მგონი შენი ხმა აჯობებს.. ესე იგი, პირველ სტროფს მღერი შენ და მე შემოვდივარ „შუაღამით გესტუმრები.. გაგათბობ, გამათბობ მოგხვევ ხელს“.. ანუ, მეორე სტორფს მე ვიმრერებ და მისამღერი „თოვლი მოსულაა“ შესაბამისად ორივე ერთდა ვიმღერებთ. გასაგებია ყველაფერი ჰო? - ამიხსნა დეტალურად თან სწრაფად.
დასტურის ნიშნად გაღიმებულმა დავუკარი თავი. ისევ ჩამიკრა თვალი ღიმილით სავსემ. მერე მუსიკოს გადაულაპარაკა რაღაც და მიკროფონი მოიმარჯვა.
_მეგობრებო.. - მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას. ყველა ჩვენკენ მობრუნდა და სმენად იქცნენ. - მოგესალმებით, მე ილია ვარ, ეს დაროა, ჩვენ ორივენი ჩვენი ნიკოს მეგობრები ვართ, ისევე როგორც თქვენ. იუბილარი თუ ნებას დაგვრთავს, პატარა წვლილს ჩვენც შევიტანს თქვენი განწყობის ამაღლებაში. - ნიკო ამ დროს ფეხზე იდგა და ისე უსმენდა მეგობარს. ხელები ერთამენთს ჩასჭიდა, თავს ზემოთ ასწია და ილიას ნიშანი მისცა, რომ ეკეთებინა ის რაც სურდა. ილიამ გაიღიმა და მე გადმომხედა. მეც ვუღიმოდი. - მოკლედ, ახალი წლის დადგომამდე სამოცდათორმეტი საათი დარჩა და სიმბოლურად ჩვენც ახალ წელს ვუმღერებთ. - დაასრულა სიტყვა ჩემს გვერდით მდგომმა საშინლად ლიმპათიურმა ილიამ და ფონოგრამაც ჩაირთო. პარალელურად ოვაციებიც დაგვაწიეს მაგიდის წევრებმა.
ცოტას ვღელავდი. მაგრამ მაინც გაბედულად და ზუსტად ავიღე ბგერები.
„გამოდი ნახე რა ლამაზად ბარდნის ცაა“... დავიწყე მე. ვაგრძელებ. მომწონს ეს პროცესი და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, რომ ეს იდეა მომივიდა თავში. აბაშიძე ფეხზე დგას ნიკოს გვერდით, გვისმენ და გვიყურებს. მის სახეზე ვერანაირ რეაქციას ვერ ვკითხულობ. უფრო იმიტომ, რომ მთლიანად სიმრერაზე ვარ ორიენტირებული.

„შუაღამით გესტუმრები, გაგათფობ, გამათბობ, მოგხვევ ხელს“ ... ილია მართლა მოდის და მხვევს ხელს. ვუღიმი. იგივეს აკეთებს თვითონაც.
მისამღერზე ორივე ერთთად ვმღერით და ჩვენი ხმები საოცრად უხდება ერთმანეთს. დარბაზიდან ისევ ოვაციებით გვაჯილდოვებენ და რამდენიმე სტუმარი ფეხზე წამოდგა, ხელები მაღლა ასწიეს და რწევა დაიწყეს. მუსიკას ტანი ააყოლეს.
შემდეგ მისამღერზე კი ჩვენთან ერთად იმღერეს. ყველა ერთად ვმღეროდით, „თოვლი მოსულაა, და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე. რაღას უცდი გელოდები გამოდი გარეთ. ერთად ავიხდინოთ ოცნებაა“..
მხიარულება მართლა შევიტანეთ წვეულებაზე.
სიმღერა დასრულდა. ისმოდა შეძახილები, ბრავო! ბრავოოო! და აპლოტისმენტებიც არ გვაკლდა. მე ბედნიერი და თამამი ვიყავი. ილიას მივუბრუნდი და კისერზე მოვეხვიე. მანაც მომხვია ხელები. არაფერს არ გეუბნებით, თქვენითაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აბაშიძის სახე ამ დროს. გაგეღიმათ ხო? როგორც მე მეღიმებოდა მისი დანახვისას. კბილებს რომ აჭერდა ერთმანეთს.
_მგონი კარგად გამოგივიდა ჩანაფიქრი. - მითხრა ილიამ, როცა ჩვენი ადგილისკენ მივდიოდით. გაოცებულმა გავხედე. წარბები აწია და გამიღიმა.
_მოდით აქ თქვენ, მოდით! - გაშლილი ხელებით შემოგვეგება ნიკო და ორივეს ერთად გადაგვეხვია. - მაგრები ხართ, ტოო! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა იუბილარი. - დარო, შე გადარეულო! -მომიბრუნდა მერე მე და თმა ამიბურძგნა. - აბა, ახლა მე მომისმინეთ, მეც ვაპირებ სიმღერას! - წამოიძახა ომახიანად, - გიგი წამოდი!
ყურები ვცქვიტე.
აბაშიძე ღიმილით შესცქეროდა მეგობარს.
_კარგი ახლა, ჩემგან რაღა გინდა? - მორიდებულად აპარებდა უარს სიმღერაზე.
_ჩვენი ცხოვრების ამსახველი სიმღერა უნდა ვიმღეროთ. - უპასუხა ნიკომ. ოღონდ ეს ისე უთხრა, რომ მხოლოდ ჩვენ გავიგეთ. აბაშძეს ჩაეცინა.
_ოჰ, ნიკო... წამო ჰა! - დაჰყვა მეგობრის ნებას და პატარა სცენისკენ წავიდნენ, სადაც მუსიკოსების კუთხე იყო.
წუთიც არ იყო გასული და დარბაზში გაისმა მუსიკა, რომელმაც სიმწრის სიცილი მომგვარა. 33ა-ს „გოგოები“.
ორივემ მიკროფონები მოიმარჯვეს და დაიწყეს...
„მიყვარს გოგოების თვალები.
მიყვარს გოგოების ტუჩები..
მიყვარს გოგოები....
.......
.......
მიყვარს გოგოები - თბილისში.
მიყვარს გოგოები - პარისზში....
..........
......
მიყვარს გოგოები ზამთარში.
მიყვარს გოგოები საბანში..
მიყვარს გოგოები...“

ისე ორგანულად ასრულებდნენ ამ სიმღერას, იფიქრებდით მათი შექმნილიაო. აბაშიძე რომ მღეროდა და რამდეჯერაც იტყოდა მიყვარს გოგოები.. მაშინვე მისი კოცნა მედგა თვალწინ და მაჟრჟოლებდა.
სტუმრებმა არც მათ დააკლეს ტაში და ოვაციები.
მარი დიდად აღფრთოვანებული და ფართოდ გაღიმებული უკრავდა ტაშს და გიგის თვალს ვერ წყვეტდა.
_ლიკა, მე სახლში მვდივარ. - ვუთხარი ჩურჩულით ლიკას და წასასვლელად მოვემზადე.
_რამ წამოგიარა? - მკითხა გაოგნებულმა.
_არ ვიცი, აი ასე უბრალოდ, ვდგები და მივდივარ სახლში. ყელში ამომივიდა ეს ცირკი უკვე.
_დარო, ნიკოსთან უხერხულია, გაჩერდი გთხოვ.
_აჰ, ნიკო. - ვთქვი შეფიქრიანებულმა წამიერი პაუზის მერე.
_მოდი ადგილი შევიცვალოთ. სხვაგან გადავჯდეთ და აღარ მოგიწევს გიგის ყურება. - სახე გაუნათდა ლიკას.
_არ მინდა, არა.
_მოდი აქ გოგო, აიღე ეს ჭიქა ხელში და დალიე თუ ქალი ხარ! - მითხრა მერე მოთმინება ამოწურულმა და სასმელით სავსე ჭიქა მომაჩეჩა ხელში. - მიდი, მიდი ბოლომდე.. - თან მაძალებდა.
_ახლა უნდა მითხრა, დალიე ცეცხლი და ნავთი შენ! - ვუთხარი სიცილით, როცა ჭიქა გამოვცალე.
_მაპატიეთ, გოგოებო, უნდა დაგტოვოთ, მეგობრები თავისთან მიხმობენ. - ჩვეული სიდინჯით წამოდგა ილია, მოგვიბოდიშა და მაგიდის ბოლოსკენ წავიდა, სადაც ბიჭები ისხდნენ და ილიას სასმელით სავსე ჭიქა მიაგებეს.
მე და ლიკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ღრმად ამოვიოხრეთ.
_თქვენ რა, მარტო სვამთ? - ამასობაში იუბილარი მეგობრითურთ მაგიდას დაუბრუნდა.
_თქვენ არ გცალიათ აბა ჩვენთვის და. - უთხრა წყრომით მამიდაშვილს ლიკამ.
_გეკადრება, გოგო? ხუთი წუთი ვაცადოთ თამადას და მერე მე ვიზრუნებ თქვენზე. - დაგვპირდა იუბილარი.
მარი გიგის გასაქანს არ აძლევდა. ხან პერანგის საყელო შეუსწორა. ხან ბეჭიდან არარსებული მტვერი გადაუფერთხა.. მოკლედ, მათი შემხედვარე სისხლი მაწვებოდა თვალებში.
_გიგი, საყვარელო.. - მივართე აბაშიძეს. ლიკა წყალს სვამდა და გადასცდა. ხველება აუვარდა. აბაშიძემ გაფართოებული თვალებით შემომხედა, ხომ არ მომესმაო. - წუხელ შენს ოთახში კაშნი დამრჩა და აქედან რომ წავალთ გავიაროთ, ავიღებ, ხვალ მჭირდება. ისეთი თბილია მის გარეშე ამ სიცივეში გარეთ გასვლა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. - ისეთი ნაზი და დამაჯერებელი ხმით ვამბობდი ამას, მეც კი დავიჯერე ჩემი ნათქვამის. მარი სახეზე წამოენთო. გიგის თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდა. ვხედავ, რომ ყველა რესურს იყენებს იმისთვის, რომ არ გაეცინოს. წარბები შეჭმუხნა. ჩანგალს დაუწყო წვალება.
_აჰ, ჰო.. შენი კაშნე.. ისევ იქ არის, საწოლში, ხელი არ მიხლია. - მითხრა მშვიდად.
საწოლის ხსენებაზე გამცრა ტანში. უხერხულად შევიშმუშნე და უაზრდ გავიღიმე. ლიკა ამ დროს მოგუდილი იცინის.
_აჰ, ძალიან კარგი.
_ჰო, კიდე რაღაც დაგრჩა ჩემთან, მაგრამ ამას ცალკე გეტყვი, უხერხულია ხალხში მაინც. - გააგრძელა გიგიმ თამაში, ოღონდ თამაში ჩემს ნერვებზე.
კისრის ძარღვები დამებერა.
_ჰაჰაჰაჰა, რა ხუმარა ხარ. - ვცადე უხერხულობა დამეძლია.
_აჰაჰაჰა, ჰო. შენ იმდენი მაცინე წუხელ ძილის წინ, როგორ არ ვიქნები ხუმარა. - დამეთანხმა მაშინვე და თან მომშხამა.
(უნდა ავღნიშნო ჩვენი განლაგება მაგიდასთან. ე.ი. მაგიდის თავში იჯდა ნიკო. ნიკოს მარცხნივ იჯდა გიგი და მარი, ხოლო მარჯვნივ მე და ლიკა. ჩემს გვერდით ილიას ადგილი ცარიელი იყო, ასევე ლიკას და მარის გვერდითაც ორი თუ სამი ადგილი იყო თავისუფალი. გასული იყვნენ ალბათ გარეთ ან სულაც საპირფარეშოში. ასე რომ ეს საუბარი მხოლოდ ჩვენ გვესმოდა).
ნიკო უხმოდ გავდევნებს თვალსაც და ყურსაც. ხან მე გამომხედავს ხანაც გიგის.
ჯერ გვითმენს.
_დაკვირვებული ვარ, თუ ძილის წინ ბევრს გაცინებ მერე აღარ ხვრინავ. - ვუთხარი მშვიდად. ლიკა დახშულ ბგერებს გამოსცემს უკვე სიცილისგან. ცხვირი და ტუჩები ხელისგულებში აქვს მოქცეული და ნიკოს მსგავსად მზერა რიგრიგობით გადააქვს.
მარიმ არ იცის რა ჰქნას. ადგილზე აწრიალდა. ერთგვარი აღშფოთება და სიბრაზე იპყრობს, ვხედავ. ნერვიულად იკვნეტს ტუჩის კუთხეს.
_რას იზამ, ეს ყოფილა შენი ბედი. - თითქოს სინანულით გადააქნია თავი ჩემმა მოპაექრემ.
_ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ბედით, ფისო. - ვუთხარი და მოჭუტული თვალებით და გამობურცული ტუჩებით ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
_თქვენა ორივეს, ხომ არ გაჟრიალებთ? - იუბილარს მოთმინება გამოელია და მაგიდას მსუბუქად დაარტყა ხელები.
ლიკა უკვე მოურიდებლად ხარხარებდა.








№1 სტუმარი გვანცა))

ჰიჰი რა მაგარიაა
ვაბოდებ გიგიზე და დააროზე ❤
კეკე საუკეთესო ხარ

 


№2 სტუმარი Shore shore

Vai rogor gamexarda rom vnaxe vixalise zalian momcons momcons zaaalian

 


№3 სტუმარი lela

Vaimeee! sithvebi ar myofniis! Male dade shemdegi tore momklavs me amis lodini.

 


№4 სტუმარი kati

kargi iyo.male Dade xolme Ra.

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხო აშკარად აჟრიალებთ და მე მომწონს ამათი ჟრიალი...
მაგარი იყო... ძალიან მაგარი

 


№6 სტუმარი Guest ნიტა

გავიგუდეეე ჰელლფფ გამაცანით ნიკო და გიგი რააა შემიყვარდნენ

 


№7 სტუმარი lalka

kargi xar boloshı bevrı vicine bevrs nu gvalodineb xolme.

 


№8  offline წევრი OnlyGirl

ბოლოს ნიკოს რეაქცია იყო ძალიან მაგარი :დდ ძალიან მომწონს და ველი შემდეგს <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Moguduliiscilit vicinodi
--------------------
M.D

 


№10  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყოოო. ბოლო ნაწილი განსაკუთრებით.
ბევრი ვიცინე. მგარი ხარ. და ველოდები შემდეგს!!!1

 


№11  offline ადმინი მწარე

ვაიმე :დდდდდ არვაარ კაარგაად :დდდდდდდდდდდდდ რაიყოო ესსს კარგად ვიცინე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№12 სტუმარი თა თუ

ამ თავის კითხვისას ჩავბჟირდიიი აუ რა კარგი იყოო. და როოგორ მიყვარს ესეთი ტკბილი ისტორიებიიი <3

 


№13 სტუმარი Guest Ketu

Vaime ra kargi iyo da ramdeni vicine.... magari xar ra.... da daro da gigic miyvars...au bolos niko magari iyo ra.... male dade gtxov veli sulmoutmenlad....

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

ამ ბიჭზე მეკეტება heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი Marta

Imedia momdevno tavs male atvitav

 


№16  offline წევრი elunka

მალე გააგრძელლე რა არ დააგვანო

 


№17 სტუმარი Ketis

Au dzaan vicineeee dzaan kai tavi iko

 


№18  offline წევრი ლაიზა

არ მეყო... მეტი წერე ხოლმე რა...))

 


№19 სტუმარი Ninia

ეჰ დაროო დალაგდი რაა..ვერ გაერკვიე რა გინდაა..რასაც თესავ იმას იმკი.ყოჩაღ გიგიიი ეგრე უნდა მაგას..მოუთმენლად ველოდებიი შემდეგ თავს

 


№20  offline წევრი NniNna

კმაყოფილი ვარ თავი გაგიზრდიაა ))) ბევრი ვიცინე..იმედია ამდენხანს აღარ დაიკარგები ://

 


№21  offline წევრი neilo

vaime keke ramdeni vicine.shen at ici rigor gelodebodi.

 


№22  offline წევრი მოლურჯო

არ მჯერა რომ ვხედავ
ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო
--------------------
მარიამი

 


№23 სტუმარი Nene

Ra kargad vimxiarule dasasruli rodis iknebaaaa

 


№24 სტუმარი Nacka

Super gogo xar

 


№25  offline წევრი Kusaaa

კიდე მინდა :დდ

 


№26  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე ვგიჟდები შენზე, მოვკვდი სიცილით უმაგრესი თავი იყო.კაშნი საწოლში მაგარი იყო.

 


№27  offline წევრი Swimminger

Auu dzalian dzalian magarii iyooo , vgijdebi am istoriazee , veli shemdeg tavs

 


№28  offline ადმინი ano23

ლიკასი არ ვიცი და მე მართლა გულიანად ვიცინე ,, ორი გარეკილი და გადარეული stuck_out_tongue_closed_eyes smile

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime keke vapren shenzee <3 ra magrebi arian vgijdebii <3

 


№30 სტუმარი Guest sofi

ძალიან მაინტერესებს ეს ისტორია თითქმის ყოველ დღე ვნახულობ კომენტარებს და დარწმუნებული ვარ უმაგრესი ისტორიაააა ..მაგრამ ველოდები დასასრულს რო ყველა ერთად წავიკითხო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent