შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (23 თავი)


5-06-2018, 11:05
ავტორი Keke27
ნანახია 10 234

-23-
მოიმზადეთ ცივი ყავა, რადგან ახლა ძალიან ცხელა, ან სულაც პოპკორნით სავსე თასი დაიდეთ, კარგად მოკალათდით და ასე განვაგრძოთ ჩემი ისტორიის "მოსმენა". ვიმედოვნებ, ძალიანაც არ დაგღალეთ თხრობით, ყველაფერს დეტალებში გიყვებით და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს დამღლელიც აღმოჩნდა. მაგრამ გაუძელით, რადგანაც დაიწყეთ ჩემი ამბის კითხვა, ბოლომდე მიჰყევით. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს იხალისებთ.
მაშ ასე, განვაგრძოთ.
მარო ბებოს ეზოდან როგორც კი გადმოვედით, მაშინვე ვკითხე გიგის:
_ ნუთუ ერთხელ მაინც არ მოგაფიქრდა, რომ დაგერეკა?
_ დარო, დამიჯდა ტელეფონი, მამაჩემს ველაპარაკებოდი სამსახურთან დაკავშირებით და საუბარი გაგვიგრძელდა. - იმართლა თავი დამნაშავის ხმით.
_ არა, მაინც ვერ ვხვდები, თავის დაძვრენა როგორ ვერ მოახერხე? - არ ვცხრებოდი.
_ თებროლეს ფოტოები მანახა, მარო ბებომ, სიმართლე გითხრა, მშვენიერი გოგოა და მეც არ ვიჩქარე წამოსვლა. - ეს იმდენად დამაჯერებლად მითხრა, ადგილზე გავჩერდი. ნაბიჯი ვერ გადავდგი. სხეულის არც ერთი ნაწილი არ მემორჩილებოდა მოძრაობისთვის. თვალები დავაწვრილე, ტუჩები მოვკუმე და მკვლელი მზერით მივაჩერდი მას. აბაშიძეც შედგა. მიხვდა, რომ არ ვიყავი კარგად და აქედან გამომდინარე, არც მას დაადგებოდა კარგი დღე.
_ გიორგი! - დაუძახა ჩემს მამიდაშვილს დაბალ ხმაზე.
გიგის დგომა უნდა ავღწერო. ვეცდები მაინც. წარმოიდგინეთ, შეამჩნიეთ, რომ ფარდის უკან ვიღაც დგას. სახლში შენს გარდა სხვაც არის, გადაწყვიტეთ ფარდას მიუახლოვდეთ, ჩუმად მიეპაროთ. მიიწევთ წინ ფეხაკრებით და ძალიან ფრთხილად. ცდილობ შენს გვერდით მყოფს ერთი ნაბიჯით გაასწრო, თითქოს მას იცავ ასე. ხელს განზე წევს და არ აძლევ საშუალებას, რომ შენზე წინ წავიდეს. წარმოიდგინეთ? (ახლა ძალიან ბევრს ვიცინი, რომ მახსენდება გიგის სახე და ხარხარს ვუმატებ, გიორგის რეაქციაზე).
ასე ფრთხილად მოიწევდა ჩემკენ და თან ხელით ეღობებოდა ჩემს მამიდაშვილს.
_ გიორგი! გაიქეცი, გაიქეცი, ჩქარა, თორემ აფეთქდება! - ისეთი შემაძრწუნებელი ხმით დასჭექა უცებ, ლამის გული გამისკდა. ვერ მივხვდდი რა უნდა აფეთქებულიყო. გიორგი ადგილიდან მოწყდა და უკანმოუხედავად გაიქცა. რადგანაც ჩემი მამიდაშვილი გაიქცა, მეთქი მართლა უნდა აფეთქდეს რამეთქო. გიგის მკლავში ჩავავლე ხელი და მეც გავიქეცი. აბა აბაშიძეს იქ ხომ არ დავტოვებდი? მარტო თავის გადარჩენაზე კი არ მიფიქრია.
გავრბივარ ისეთი აწყვეტილი, მგონია რომ ცხენის ფეხები გამომება. მივრბივარ და მივაპორწიალებ გიგისაც. გიორგი უკვე არ ჩანს. ერთი მოვუხედე აბაშიძეს უკან და მაშინვე დავამუხრუჭე. მეგონა ცივი წყალი გადამასხეს. ეს ვაჟბატონი სიცილისგან იგუდებოდა ლამის. მივხვდი რომ ძალიან გამაცურა და იდიოტის როლი მომარგო. არა, მეც რას დავიჯერე, რა კისრისტეხვით გავიქეცი.. რა უნდა აფეთქებულიყო იქ? აფეთქეფაში მე მიგულისხმა, ისეთი მზერით რომ ვუყურებდი. რავიცი, იმ წამს მართლა ასაფეთქებელი ხელსაწყო წარმოვიდგინე, თან გიორგიც რომ გაიქცა, წამითაც არ მიფიქრია, გიგის ოინებზე, მხოლოდ საკუთარი თავის და მისი გადარჩენა მომაფიქრდა.
_ ჰა ჰა ჰა ჰა.. ძალიან სასაცილოა, მეტი რომ არ შეიძლება. - ვუთხარი უარესად გაბრაზებულმა და კოპებშეყრილმა. სუნთქვას ვერ ვიწყნარებდი. ის კი, სიცილს არ წყვეტდდა. ხელის გულებით აცრემლებულ თვალებს იწმენდდა. წამით გაჩერდებოდა და მერე თავიდან იწყებდა. ალბათ ახსენდებოდა, როგორ მოვწყდი ადგილიდან და თან გავიყოლე ისიც.
_ ღმერთო მიშველე, ეს რა იყო?! - წყვწტილ-წყვწტილ ამბობდა და სახეს იზელდა.
_ შენი ჯანდაბა იყო, გიგი აბაშიძე! - მივაწყევლე და თან მუჯლუგუნიც არ დამიკლია.
_ არა, მართალია ნათქვამი ხალხურ ანდაზაში, შიში მანახე და მუხლს განახებო. როგორი სირბილი გცოდნია, თან მეც რომ მაიძულე იმ სისწრაფით რბენა. - მისმა ხელებმა სახიდან მუცელზე გადაინაცვლეს და ისე იჭერდა, თითქოს ბრმა ნაწლავის შეტევა დამართნოდა.
_ გვეყოს, გავიცინეთ. - ბრაზი არ ცხრებოდა ჩემში. - ძაღლის ნაკბენივით დაგომახსოვრებ ამას და იმასაც, რომ თებროლე მშვენიერი გოგო ყოფილა თურმე, დამაცა. - დავემუქრე, ზურგი ვაქციე და სვლა განვარგრძე.
_ კარგი რა, დარო, მოიცა. - უკან დამედევნა. - განა შეიძლება შენზე მშვენიერი ვინმე იყოს? განსაკუთრებით, სირბილის დროს. - ისევ არ წყვეტდაა სიცილს. დამეწია და ხელი გადამხვია. მე მისი მოშორება მოვინდომე, მაგრამ ამაოდ, ყელზე მარწუხივით შემომხვია მისი მკლავი და მაიძულა მასთან ერთად თანაბარი ნაბიჯებით გვევლო.
_ იცინე, იცინე, ძალიან ცოტა დრო დაგრჩა და სიცილში დახარჯე შენი სიცოცხლის ბოლო წუთები. - მუქარამ გაიჟღერა ჩემს ხმაში ისევ.
_ დარო, რა საყვარელი ხარ და როგორი მამაცი მე რომ არ დამტოვე. ისე ძალიან გიყვარვარ, სიკვდილისთვის ვერ გამიმეტე. როგორც წესი ასეთ დროს ადამიანები იბნევიან და მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. შენ კი, რომ ჩამავლე ხელი და გამაქანე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შენ ხარ ის ქალი ვის გვერდითაც დაბერება მინდა. ვისი იმედიც ყოველთვის მექნება, ვინც გვერდში დამიდგება სულ და ზურგს არ მაქცევს. ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ, ბოლომდე გამიტანს და უფლებას არ მომცემს გზიდან გადავუხვიო. შენ ხარ ის ქალი, ვინც ჩემი შვილების დედა მინდა რომ იყოს. - აბაშიძე არ იცინოდა. მისი ხმა ხავერდოვანი, თბილი, სიყვარულით სავსე და ჟრუანტელის მომგვრელი იყო ჩემთვის. სასიამოვნოდ წვდებოდა ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა ჩემს არსებას და საამოდ ეფინებოდა მფეთქავ ორგანოს.
_ ეს შიში იმიტომ "მაჭამე" , ასე ფსიქოლოგიური დასკვნა რომ გამოგეტანა? - ცინიზმი არ დავაკელი. - ძალიან ბევრი გიფიქრია სირბილისას. - მოვშხამე მთლიანად და მისი, გულიდან წამოსული სიტყვები, გავაუფერულე წამებში. ამ ფორმით ვიძიე შური მასზე იმ შიშისთვის, ჩემი ჭკუით.
თუმცა, გიგი რისი გიგია, რომ ადვილად დაეყარა ფარ-ხმალი ჩემთან ბრძოლაში. მკლავი კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა და თავი მის ლოყაზე მიმადებინა.
_ რაც არ უნდა იჩალიჩო ახლა, ვერაფრით გამიფუჭებ განწყობას და ვერც გადაწყვეტილებას შემაცბლევინებ შენთან მიმართებაში. - მერე ლოყაზე მაკოცა. - ჩემი ველური დარო. - სითბო და სიყვარული არ ცხრებოდა მის ხმაში.
_ გიგი დავიხრჩვი, გამიშვი.
_ ნწ, არა, ასე უნდა მყავდე სულ.
_ ნუ გეშინია, არ გავიქცევი. - გამეცინა. - საკმარისად ვირბინე. დაღლილი ვარ.
_ არ გამექცევი დარო? - ორაზროვნად დამისვა კითხვა აბაშიძემ და თვალებში ჩამხედა. მივხვდი საითაც უნდოდა წასულიყო ჩვენი საუბარი.
_ ნუ შემიქმნი ისეთ პირობებს, რომ გაქცევა მომინდეს. - ვუპასუხე და ტუჩებში ვაკოცე მოურიდებლად. მიუხედავად იმისა რომ სოფლის შარაზე ვიდექით. პრინციპში, კაციშვილი ჭაჭანება არ იყო ირგვლივ. თოვდა. მის მზერას ვერ ვუძლებდი. ყველანაირად უძლური ვხდებოდი მისი თვალების წინაშე. იმოდენა სითბო, სიყვარული, სიკეთე, სიკაშკაშე და თითქოს ძალიან შორს, სადღაც კუთხეში შეყუჟული სევდა ჩანდა იქ, სუნთქვა მიჩერდებოდა. მავიწყდებოდა ჩემი თავი, ჩემი სიველურე, სიგიჟე, სიმტკიცე, პრინციპულობა... ყველაფერი საერთოდ. თითქოს მაჰიპნოზებდა ეს მზერა და ასეთი გამოხედვა ყოველთვის არ ჰქონდა მას. რაც ვიცნობ მხოლოდ სამჯერ ჩამხედა ასეთი მზერით თვალებში. თვალებში კი არა, სულში. ჩემს სულს წვდებოდა და იქ სამუდამოდ და ძლიერად იდგამდა ფესვებს. ამ მზერის გარეშეც ლამაზი და მიმზიდველი თვალები აქვს ჩემს ბიჭს, ბარემ დავძენ აქვე. თუმცა ეს უკვე გითხარით, თან არაერთხელ.
_ არა, შენ არსად გამქცევი არ ხარ. - თქვა კმაყოფილმა. - თუმცა სანამ ამაში შენ თავადვე დარწმუნდები, მანამდე ჩემი სისხლის გაშრობა და ნერვების მწყობრიდან გამოყვანა, გარდაუვალია, უკვე ზუსტად ვიცი. ცხვირში ამომადენ შენს გადაწყვწტილებას, მანამ, სანამ მე მეტყვი ამას. ზუსტად ვიცი, ვერ შეეგუები იმ ფაქტს, რომ შენ ვიღაცის გამო, შეიძლება შენს პრინციპებზე, ხასიათზეც კი, მოგიწიოს უარის თქმა. წინ ვერ აღუდგები ამას და ამაში რა თქმა უნდა მე დამადანაშაულებ. - გიგის გაეცინა. - ღმერთო გაძლება მომეცი. - თავი და ცალი ხელი ცისკენ აღაპყრო.
_ ღმერთო, ნიშანი მომეცი, მიმახვედრე მაინც, რომელი ცოდვისთვის მსჯი ასე? - მეც ავხედე ცას. - არა, ისე, არ გეჩვენება, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ხარ საკუთარ თავში? - მივმართე მერე მას.
_ აჰა, დაიწყო უკვე. - ისევ გაეცინა გიგის. მერე გულზე მიმიკრა. თოვლისგან დასველებული, სახეზე ჩამოფარებული თმა, ფრთხილად და ნაზად გადამიწია ყურზე.


******


როგორც კი შევედით ეზოში, მაშინვე ჩოჩქოლით შემოგვეგებნენ.
გიორგიც იყო მათ შორის. თვალი რომ მოვკარი, მე და აბაშიძემ უხმოდ გადავხედეთ ერთმანეთს და ისტერიკული სიცილი აგვივარდა. ვერ ვჩერდებოდით. გაოგნებულნი გვიყურედნენ. ვერ გარკვეულიყვნენ თუ რა მოგვივიდა წამებში.
_ მამიდა, რა მოხდა? - მკითხა დაბნეული ღიმილით ნორამ.
_ ანეკდოტი გაგვახსენდა, მამიდა. ისეთი არაფერი. მთავარია ჩვენი სტუმარი სახლში უვნებელი დაბრუნდა. - როგორც იქნა მოვრჩი სიცილს.
_ ქალბატონო ნორა, იმედია არ მიჯავრდებით ჩემი საქციელის გამო. მარო ბებოს დახმარება სჭირდებოდა და ვიფიქრე .... - მორიდებულად წამოიწყო მობოდიშება გიგიმ, მაგრამ ნორამ გააწყვეტინა სათქმელი.
_ კარგა კი მოგიფიქრებია, რასაი ქვიან გიჯავრდებით. რატოიგეთი ყურადღებიანი ხარ?! შამო შვილო შინ, შამო. - უთხრა მამიდამ მას თბილი ხმით და მკლავზე მოუთათუნა ხელი.


*****

თბილისში იმ საღამოსვე დავბრუნდით.
ჩემს კორპუსთან დავემშვიდობე გიგის და მეგობრებს.
სახლში შესულთ, სტუმრობით, მგზავრობით და ყალბი ბედნიერი ნიღბების მორგებისგან დაღლილებმა ჩვენ-ჩვენი ოთახებისკენ გავემართედ. სამივენი ფეხზე ძლივს ვიდექით. ლიზი ისედაც უფერული იყო და სიცივემ, ტოქსიკოზმა, დაძაბულად ყოფნამ, კიდევ უფრო გააფერმკრთალა. ჩემი ძმა ოთახში შეჰყვა ცოლს. ვიფიქრე გამოსწორების გზას დაადგა, იგრძნო პასუხისმგებლობა ცოლის, მომავალი დედის და ჯერ არდაბადებული შვილის წინაშეთქო. კმაყოფილს გამეღიმა. მალევე საძილეთში გადავეშვი თავდავიწყებით და მეორი დღის თერთმეტ საათამდე ვერავინ შეძლო იქედან ჩემი დახსნა. ცხოვრებაში არ მძინებია ამდენი და ასე გემრიელად.
ტელეფონზე გაცდენილი ზარები და შეტყობინებები დამხვდა.
რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობას უცდია ჩემი გაღვიძება.
"ჩემო, ველურო დარო. - დასაწყისზე გამეცინა,- საღამოსთვის მოემზადე, გამოგივლი, აუცილებლად უნდა წამომყვე, კლარას შენთან საუბარი უნდა". სიცილი გამიქრა სახიდან და უსიამოვნო განცდა დამეუფლა. გიგის დავურეკე მაგრამ, გათიშული ჰქონდა მობილური. საფიქრალი გამიჩნდა, რაზე უნდა ესაუბრა აბაშიძის დედას ჩემთან?..



№1  offline მოდერი abezara98

შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე და გამაოცე, ახალი თავი რომ ატვირთე heart_eyes ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და მეტი მინდოდაა blush შემდეგ თავს ველოდები, საყვარელო heart_eyes kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის უმაგრესი ხარ და ველი შემდეგ თავს უფრო ეფექტურს , მსუყეს და გემრიელს.

 


№3  offline წევრი naida

აუ აღარ დააგვიანო ასე რა ???????? ისე ველოდები ამ ისტორიას ყოველდღე ????????

 


№4  offline წევრი elene2619

ძალიან მომწონს kissing_heart დარო და გიგა ხო საოცრებები არიან თავისი კატა-თაგობანას თამაშით და ლიზი და აკოს ურთიერთობაც მინდა რო განვითარდეს და შეუყვარდეს აკოს მგონი ასეცაა და ჯერ ვერ ხვდება heart_eyes მოკლედ მოუთმენად ველოდები ამ ისტორიის განვითარებას heart_eyes წარმატებები შენ

 


№5 სტუმარი Mariami

Dzaan dzaan pataraa

 


№6 სტუმარი სტუმარი keke

კეკეე ავჟიტირდიი ძალიან ძალიან მინდა მალე დასრულდეს თან კარგი ამბებიით :) დიდი უმედი მაქვს ამის :) წარმატებები საყვარელოო :) :) :*

 


№7 სტუმარი სტუმარი keke

აუუ კეკეე სად დაიკარგეე? დაგვიდე შემდეგი თავიი გთხოოოვ :(

 


№8 სტუმარი NT

რა კარგი ხარ ❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

უეჭველი დედამთილობას უპირებს

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე დაროოო .. არ გაყვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent