მესამე ნაპირი (სრულად)
“ჩატეხილ ხიდთან გოგონამ, მთვარის ალერსში გართულმა, მარტოობისგან გვემული იხმო მესამე ნაპირთან.“ თავი პირველი თოფურიების სახლის ჭიშკარი უცნაურმა ხმამ შეარყია. სოფელში დაძრული ჭორების მიზეზი კარგა ხანია აღარ ყოფილან მათ მეზობლად მცხოვრები ბენდელიანები, თუმცა ახლა რაღაც ნამდვილად შეცვლილიყო. მთელს ქვეყანას გაუგია, როგორ გაუთავისუფლებიათ ბენდელიანი უტა ათ წლიანი პატიმრობიდან. სუროსავით მოედო ქუჩებს ამ ბიჭის ტრაგიკული ბედი, მასთან ერთად წარსულის მძიმე ისტორიებმაც იწყეს ზედაპირზე ამოტივტივება. გაღიმებულ სოფელს ერთიანად გადაეკრა ბინდისფერი და იქაურობა ისევ სისხლმა შეღება თავიდან. თოფურიების ეზოში უყვარდათ ხშირად მეზობლის ქალებს დროის ტარება. დილაუთენია დაადგებოდნენ ხოლმე დიასახლისს, ქალბატონ ელისოს და მეორე სართულზე ძილბურანში მყოფ ქალიშვილს, თაიას არ აძლევდნენ დასვენების საშუალებას. ო, როგორ ეზიზღებოდა თაიას ეს არაფრის მაქნისი, ჭორიკანა ქალები. მათ დამატებულ იმ ქალების უმაქნის ვაჟიშვილებს ვერ იტანდა განსაკუთრებით, მთელი დღე ბირჟაზე დგომა და მზესუმზირის გარჩევა რომ ეგონათ კაი კაცობის დამამტკიცებელი საბუთი. იმ დილითაც ელისოს გარშემო შეკრებილმა „საზოგადოებამ“ ამცნო თოფურიებს ბენდელიანის თავისუფლების ამბავი. ყურები დაცქვიტა თაიამ მეორე სართულიდან, ფრთხილად გადასწია ფარდა და მდევარივით ჩუმად დაუწყო მოსმენა ქალების ჩურჩულს. გაახსენდა თაიას, რატომაც იყო ის ბიჭი ციხეში. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა ამ ამბის სიმძიმემ სკოლის კედლებშიც შემოაღწია. ბენდელიანების გვარის სირცხვილი და უბედურება თოთხმეტი წლის თაიას არასდროს დავიწყებია. -რაო, ელისო? მოგივიდა ცხელ-ცხელი ამბები დილიდან? – ხალათ მოხვეული ჩავიდა სამზარეულოში და ფერდაკარგულ ელისოს ხელით ანიშნა ყავის მოდუღება. -არ დაიჯერებ, თაია… – სახეზე ჩამოისვა ხელები ქალმა. საერთოდ არ ეცალა ახლა ზრდასრული ქალიშვილის კაპრიზების ასასრულებლად. -რა იყო, მითხარი მეც! რას გაფითრებულხარ! – ჩამოართვა მადუღარა. თვითონ შეუდგა საქმეს. -ბენდელიანების ბიჭი გახსოვს შენ? უტა.. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ელისო, ნერვიულად. -აჩის ბიძაშვილი? კაცი რომ მოკლა?! – უდარდელად იკითხა თაიამ. ახსოვდა, რა საკვირველია, თუმცა მაშინ ძალიან პატარა იყო და ვერ მიიტანა გულთან ახლოს დავიწყებული ბიჭის ამბავი. -რანაირად იძახი? ეგრე მარტივია კაცის მოკვლა?- განრისხდა ქალი, ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გაიხედა ტკივილიანად. -შენ რანაირად იძახი, თითქოს კარგი რაღაც გააკეთა იმ შენმა უტამ.. -თაია! – ისე დაიჩურჩულა ქალმა, თაიამ უნებურად შეწყვიტა მწარე-მწარე კომენტარები. -თქვი ბოლოს და ბოლოს.. -გამოსულა ციხიდან.. -მერე? უნდა აღვნიშნოთ? – ჩაიქირქილა თავისთვის. ეზიზღებოდა ყველა პატიმარი, ადამიანის მკვლელი მით უმეტეს. -ეგ ბიჭი.. – გამოხედა ქალიშვილს ელისომ.-მამაშენმა დამალა აქ, როცა გარეთ მილიონი მილიციელი ეძებდა. იმ პატარა საკუჭნაოში გვყავდა დამალული, არავის რომ არ ეპოვა. -ვერ დაგიმალავთ აშკარად კარგად.. – გულცივად უთხრა მაინც, აქამდე არც იცოდა ეს ფაქტი, ყოველთვის არიდებდნენ სოფლის პოპულარულ თემებს ჭკვიანი მშობლები.-მერე? თუ დამალეთ, როგორ დაიჭირეს? -თვითონ გამოვიდა. -ეგ როგორ? რა მოხდა, ნორმალურად მომიყევი! -უტა ყველაზე გამორჩეული ბიჭი იყო საერთოდ. – უცნაურმა ღიმილმა გადაუარა ქალს.-ჩემი მოსწავლე არ იყო?! ჩემს ხელში გაიზარდა. თავქარიანი და ცელქი ყოველთვის იყო, თუმცა კაცის მკვლელი?! არასდროს. პირიქით, არ ეშლებოდა უფროსების პატივისცემა, ყველას გვიყვარდა სკოლაში, ეგეთი უნარი ჰქონდა – თავს აყვარებდა ნებისმიერს. სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში გაუშვეს. არასდროს უჭირდათ ბენდელიანებს, ხო იცი, მამამისს ღვინის ბიზნესი ჰქონდა.. სად იყო მაშინ ფულის შოვნა მარტივი? ორი წელი ისწავლა თბილისში, არდადეგებებზე სულ ჩამოდიოდა, შენც ხომ ხვდებოდი.. არ გახსოვს?! -მახსოვს.-თქვა ჩუმად თაიამ. თითქოს შორეულ წარსულში წავიდა რამდენიმე წამით.-რა დაემართა მერე? -კარგი დედა არ ჰყავდა, შვილო.-მოარიდა თვალები ქალიშვილს ელისომ.-არ ვიცი.. ასე ამბობდნენ.. -ასე ამბობდნენ, – გაიმეორა დაცინვით თაიამ.-ვინ ამბობდა? ახალ რომ გყავდა ეზოში, ისინი? -მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ასე იყო. არ იყო წესიერი ქალი დედამისი, არცხვენდა ოჯახს, შვილს, ყველას. როცა ეს ამბავი გადაღეჭილი იყო ყველას მიერ, სწორედ მაშინ ჩამოვიდა უტაც, ზაფხული იყო. მეორე კურსს მორჩა იმ წელს. ისეთი ბედნიერი და გახარებული იყო.. ისეთი გაზრდილი და დაკაცებული.. არ ვიცი, როგორ გაიგო. -გაიგო?! – ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა ქალმა.-საიდან? -მას არასდროს წამოაყვედრება ვინმე. თუმცა, გაიგო თავისით.. ძალიან ჭკვიანი იყო, ვერაფერს გამოაპარებდა კაცი. -მერე?! -მამამისს უთხრა.-წაიჩურჩულა ქალმა.-საუკეთესო მამა ჰყავდა. არ დაუჯერა კაცმა, ისე ძალიან უყვარდა თავისი ცოლი.. თბილისში იყო მამამისი თითქმის სულ, თავის საქმეებზე, მაგიტომ წავიდა ხელიდან ცოლი.. -დედა, რა მნიშვნელობა აქვს სად იყო? – აატრიალა თვალები გოგონამ.-მართლა მოღალატე იყო დედამისი?! -ჩვენს კარებს მოადგა იმ დღეს უტა. – არც კი უსმენდა ელისო შვილის კომენტარებს.-სანადიროდ მივდივარო ბიჭებთან ერთად და მამაშენს თავისი თოფი გამოართვა. სოსოს ხშირად დაჰყავდა ბავშვობაში სანადიროდ, დაუფიქრებლად გაატანა. თან ახალმოსული იყო და იცოდა, ბიჭებს რომ უყვარდათ ტყე-ღრე სიარული. ამ ორპირიანი თოფით, მხარზე გადაკიდებულმა გაიარა მთელი სოფელი. ერთ საათში დაურეკეს სოსოს, შენი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ ადამიანი მოკლაო. -ღმერთო ჩემო, – დასცდა უნებურად თაიას.-არც კი მახსოვდა… მოკლა?! -დედამისს შეუსწრო თავის საყვარელთან. მის გვერდით გაასხმევინა ტვინი. – არ შეუხედავს შვილისთვის ელისოს. მოაგონდა შორეული წარსული, განუკითხაობა და აყალმაყალი, მთელი ქვეყანა რომ შეარყია ჩადენილმა სისასტიკემ. უტა ელისოს სადამრიგებლო კლასში სწავლობდა. ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი იცოდა ელისომ, სწორედ ამიტომ მიიტანა გულთან ასე ახლოს წესიერი და განათლებული ბიჭის ტრაგიკული ბედი. თაიასაც ახსოვს მსგავსი უტა. თაიას ზუსტად ისეთი ახსოვს, როგორსაც ახასიათებდა ელისო: კარგი. მისი სხვა სახე არ უნახავს, მკვლელს არასდროს შეხვედრია. თაია ყოველ ზაფხულს დეიდასთან მიდიოდა დასასვენებლად, უტა კი ყოველ ზაფხულს სოფელში ჩამოდიოდა, ამიტომაც ვერ იკვეთებოდა მათი გზები ხშირად, ამიტომაც არ იცოდა რა ხდებოდა იმ პერიოდში თავისთან, სახლში. -კაცი მოკლა და მიიმალა მერე? ლაჩარი!-თვითონაც ვერ მიხვდა, რაზე გაბრაზდა ასე ძალიან. ალბათ უფრო საკუთარ თავზე, გულის სიღრმეში, რომ გაიგო მისი. -ოცი წლის იყო უტა მაშინ. დედამის შეუსწრო-მეთქი, საერთოდ გიკვირს, რომ მოაღწია აქამდე?! ვერ იჯერებდა, რა ქნა. ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალში სხვა ადამიანად გადაიქცა. სახეწაშლილი, განადგურებული და სისხლიანი იყო, ჩვენს კარებს რომ მოადგა. სოსომ დაუფიქრებლად დააფარა ხელი. ყველა დააფარებდა ხელს. არავის დასცდენია, სად იმალებოდა, ეგეთი იყო უტა, გესმის?! -როგორ იპოვეს? -სოსომ იარაღი მიწაში ჩამარხა.-თითქოს ჩაეცინა ქალს.-ღამე იყო. მე ვუნათებდი, რომ ღრმად დაემარხა. უტა საკუჭნაოში გამოვკეტეთ. იმისიც გვეშინოდა, რამე არ ექნა თავისთვის.. სოსოს მის ბედთან ერთად შენზე ეფიქრებოდა, შვილო. სოსოც რომ დაეჭირათ.. რა გვეშველებოდა ჩვენ?! მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, თავს შეაკლავდა იმ ბიჭის გამო, ისეთი გაზრდილი ჰყავდა მამამისს! -ტრაგიკული ამბავია ძალიან. – მიანება თავი ყავას თაიამ. ხალისი წაუხდა დილაუთენია. -ტრაგიკული მერე იყო. ყველაზე სასტიკი სასჯელი ალბათ.. -მეტი რაღა? ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო? -მაშინ ისეთი განუკითხაობა იყო პოლიციაში.. ყველგან ეძებდნენ. პირველ რიგში მის სახლს მიადგნენ. უტას მშობლების გარდა იშვიათად ჩამოდიოდნენ ბენდელიანები აქ, თუმცა მისი ბიძაშვილიც იყო ჩამოსული იმ ზაფხულს უტასთან ერთად. -აჩი?! – იკითხა ბავშვობის მეგობარი და თავისი კლასელი თაიამ. -აჩის ძმა, ტატო. – სახელის ხსენებაზე ყველაფერი თავის ადგილას დადგა თითქოს. თვალები გაუფართოვდა თაიას ყველაზე უარესის მოლოდინში. -არ მითხრა, რომ.. -ნასვამი იყო ტატო. ეძინა. პოლიციას ეგონა, რომ… მძინარე დაცხრილეს. უტას მაგივრად. -რაა? – დაიშალა თაიას ხმა. ელისოს ძლივს დავიწყებული ჭრილობა გაეხსნა ლამის. ეტკინა ყველა ტკივილიანი ნაბიჯი, რაც კი გაიარა უტამ თავისი „სამალავიდან“ ტატოს ცხედრამდე, რის შემდეგაც არასდროს უნახავს დილით ამომავალი მზე და სინათლის შუქი. აღარასდროს უგემნია თავისუფლების ტკბილი გემო. თაიას მოაგონდა ყველა ის გულცივი პასუხი, რაც აჩის დასცდენია უტას შესახებ. ცივად და უგულოდ იხსენებდა ხოლმე საკუთარ ბიძაშვილს, ძმის სიკვდილს მიაწერდა მას.. ახლა დალაგდა გონებაში ყველა პასუხგაუცემელი კითხვა. -სოსო კინაღამ გაგიჟდა.-ცრემლები ჩამოცვივდა ქალს.-ვერ მივხვდით, როგორ გვეთქვა უტასთვის. გასროლის ხმა ისედაც გაგებული ჰქონდა, თუმცა ეგონა, რომ მისთვის მოდიოდნენ. ბოლოს, თავისით გამოაღო კარი.. -რა გააკეთა? – დაეჭიმა ტანი გოგონას. -სოსომ ვერ გაუსწორა თვალი, მიხვდა. გიჟივით გავარდა სახლიდან, უკან ავედევნეთ ჩვენ. სისხლში მოცურავე ტატოს დანახვისას.. – გაუწყდა ხმა ქალს. თაიასაც მოერია ცრემლი. რა სისასტიკეს ჰყვებოდა დედამისი?! -ათი წელი მიუსაჯეს. – სვენებ-სვენებით თქვა ქალმა.-გავიდა ეს ათი წელი.. ნეტავ, ახლა როგორია.. ნეტავ, თუ მოვა საერთოდ აქ.. -დედამისი სადაა ახლა? -ჯანდაბაში! – ამოიყვირა ქალმა.-მისი ბრალია ყველაფერი! ის რომ არა… ის რომ არა, ხომ ცოცხალი იქნებოდა ორივე? არ ვიცი, სადაა. იმედია, იტანჯება ძალიან სადმე სიმარტოვეში.. -კარგი, დედა, გეყოფა. მამამისს რა ბედი ეწია? -ეჰ… – ხელი ჩაიქნია ქალმა.-ვერ გაუძლო საწყალმა კაცმა.. ჯერ ცოლის ამბავი, მერე შვილის, მერე ძმისშვილის.. ამას რა გული გაუძლებს, თაი? რკინის ალბათ. რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მამაც ვერ დაიტირა საწყალმა ბავშვმა. არავის ნახვა არ უნდოდა ციხეში.. არავისთან არ გამოდიოდა კონტაქტზე. ერთადერთხელ დაურეკა სოსოს, ისიც მადლობის სათქმელად. -და ის ვინ იყო? ვინც მოკლა? -იცი ეგ ვინ იყო? – ნიშნისმოგებით თქვა ქალმა.-ჯაფარიძე ერეკლე არ იყო შენი კლასელი? -კი.. ეგ დეგენერატი რა შუაშია?! – ყველაზე მეტად ეზიზღებოდა მეზობელი სოფლიდან მოსიარულე კლასელი თაიას. -მამამისი იყო ეგ.. ვინც მოკლა. -სერიოზულად?! – ყბა ჩამოუვარდა გოგონას.-ახლა გასაგებია, ვის ჰგავს ერეკლე. ამაზრზენი ბიჭი იყო ყოველთვის. -მე იმის მეშინია.. აქ რომ მოვა უტა, ისევ რამე არ მოხდეს.-შეწუხებულმა შეხედა ქალიშვილის გაფართოებულ თვალებს.-ჯერ კიდევ მაშინ, აჩის ოჯახი რომ დაბრუნდა აქ საცხოვრებლად, ერთი ამბავი იყო სოფელში, მათ დარჩენა არ დარჩენაზე.. თუმცა, ვინ ეტყვის შვილმკვდარ დედას, აქედან წადიო?! ვერც ვერავინ. სადაც დამარხეს ტატო, იქ დარჩნენ თვითონაც. -ვიცოდი, აჩის ძმა რომ ჰყავდა გარდაცვლილი, მაგრამ ასე სასტიკად არა. არ საუბრობენ მასთან სახლში ამ თემაზე.. -აჩის ძალიან უყვარხარ შენ,-მკრთალად გაუღიმა შვილს.-და საერთოდ მის ოჯახსაც. ბენდელიანების მთელი ქონება ჰაერში დარჩა. უტას ბიძამ, აჩის მამამ ჩაიბარა ყველაფერი. აქ ჩამოსახლდნენ საბოლოოდ. ასე იყო ეს ამბავი… არ მიყვარს იქ რომ დადიხარ, თაი.. -რატომ? მშვენივრად მხვდებიან სულ. არჩილიც თავზე მევლება და მარინაც. -ვიცი, მარა.. ახალგაზრდა ბიჭია მოკლული იმ ადგილას.. -ახ, დედა.. – გადააქნია თავი.-ეს რა ამბები ყოფილა სოფელში!-ღრმად ამოისუნთქა თაიამ.-სად წავა ახლა ის ბიჭი? -რაღა ბიჭი.. ოცდაათის იქნება უკვე. როგორ მინდა ვნახო, ნეტავ თუ შეიცვალა.. -რანაირი ამბავი დამახვედრე დილაუთენია, ელისო. -მოწყენით მიუახლოვდა დედას. შუბლზე აკოცა არანაკლებად დანაღვლიანებულს.-მორჩი ტირილს ახლა, დედა. კარი შემოაღო სოსომ. ჩახუტებულ დედა-შვილს თვალი მოარიდა. უხმოდ დადგა ფანჯარასთან. მერე მძიმედ გაუსწორა ელისოს თვალები. იცოდა ცოლ-ქმარმა მათ კარებს რომ შემოაღებდა მალე ის ადამიანი, ვისი ბედიც ბოლო ათი წელი ყველაზე მეტად ედარდებოდათ. თაიას ჩასჭიდა უნებურად ხელები ელისომ. ყველა ჯერზე გაარიდეს ბავშვი ამ ტრაგედიებს. ახლა ყველაზე მეტად უნდა დაეცვათ. . მზის სათვალე მოერგო თვალებზე ბენდელიანს. ნაცნობ გზაზე დადგა თუ არა მანქანის ბორბლები, თვალწინ გადაურბინა მთელმა ბავშვობამ. ყველა სახლის კარი იცნო. ბიძამისის გვერდით არხეინად გადაწოლილიყო მგზავრის სავარძელზე და ასე აკვირდებოდა ფანჯრიდან იმ ადგილს, სადაც ბოლოჯერ იყო თავქარიანი, ახალგაზრდა და ბედნიერი. წლები გაცოცხლდა, დღეები კინოკადრივით აღდგა, როცა თავის ქუჩაზე შევიდნენ. უარაფრო მზერით ათვალიერებდა გარემოს, არ ადარდებდა არაფერი ამ ქვეყნად, გულიც კი არ უცემდა ლამის.. აღარ იყო ოცი წლის ბავშვი, ყველა გამვლელს რომ კუდში ედევნებოდა. აღარ იყო ის ბიჭი, ყველას რომ უღიმოდა და უყვარდა. ახლა ყინულივით იყო, ცივი და სუსხიანი. სახეზე ეტყობოდა ბევრი დაკარგული წელი, ადამიანური სითბოს ნაკლებობა, კაცის სისხლი, ცხოვრების უკუღმართობა. კაცი იყო უკვე. ვერ გაიგებდი, რა იკითხებოდა მის ჭაობისფერ თვალებში – ღირსება თუ ღირსეულად მოხდილი ათი წელი. დაძაბული ეჯდა ბიძა გვერდით. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი არ გაუწყვეტია ამ წლების განმავლობაში ბიძამისი არჩილი იყო. ამ კაცის შვილი იყო ტატო, ვის გამოც ჩაბარდა საერთოდ პოლიციას, მოიხადა სასჯელი, თორემ ჩადენილის გამო არასდროს დაემორჩილებოდა არავის – მით უმეტეს იმ საზიზღარ მართლმსაჯულებას. -არაფერს იტყვი? – ჩაახველა კაცმა და ირიბად გადმოხედა მდუმარედ მჯდარ ძმისშვილს. -რა გითხრა? – პირველად გაისმა მისი მკვეთრი, დახლეჩილი ხმა. გადაპარსული თავი მიადო საზურგეს, გზისთვის თვალი არ მოუცილებია. ჩერჩეტიც კი მიხვდებოდა, ციხიდან რომ იყო გამოსული. -რა ვიცი. არაფერი გაქვს სათქმელი ამდენი ხნის მერე? – ვერ პოულობდა სიტყვებს კაცი. როგორ უჭირდა… და როგორ უნდოდა რამე ეთქვა უტას მაშინ. -რა გაინტერესებს, არჩილ? – ხელი აათამაშა შარვალზე. კარგად მოუთვალიერა მოსვირინგებული სხეული ძმისშვილს კაცმა, გულზე გაჰკრა წამიერად, ყველაფერი შეცვლილიყო მასში. -რას აპირებ? -რაზე? – უდარდელად პასუხობდა მის კითხვებს. იცოდა, რაც აინტერესებდა, საითკენაც მიდიოდა არჩილი, პირდაპირ ერჩივნა კითხვა და არა ეს მიკიბ-მოკიბულობა. -აქ აპირებ დარჩენას? -არ მაძლევ უფლებას? – ცივად და ნელა მიატრიალა სახე ბიძისკენ. რამდენი ნაოჭიც ჰქონდა კაცს სახეზე, იმდენჯერ იყო ეს მისი ბრალი. რომ არა ის, არც მამამისი, არც მისი შვილი არ იქნებოდა დღეს მიწაში. -უტა.. -ხელს არ შეგიშლი.-მოაცილა მზერა.-აღარ შეგარცხვენ. -შენ მე არ მარცხვენ. -არც შვილს მოგიკლავ.-გადახარა გვერდზე თავი და ისე უბრალოდ უთხრა, საერთოდ არ უმოქმედია არჩილის გაწყლიანებულ თვალებს მასზე. ლაპარაკობდა უბრალოდ, უემოციოდ, გულს უკლავდა კაცს. -გეყოფა, უტა! -როცა მე მიყურებ, ყოველთვის ტატოს მკვლელს ხედავ ჩემში. თუ ამას მამაჩემის გამო აკეთებ.. -მე ამას შენ გამო ვაკეთებ.-მკაცრად გააწყვეტინა კაცმა.-შენც ტატო ხარ ჩემთვის. მამაშენიც იგივეს იზამდა. მთელი ოჯახი დავკარგე ერთ წელიწადში. შენ ცოცხალი მაინც ხარ, შვილო. ნუ დამიმძიმებ ამ ცხოვრებას. უბრალოდ, დარჩი და ცხოვრება გააგრძელე. -ამას ელი ჩემგან? – სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. თვალები დაჭყიტა კაცმა, მის ხელებზე არასდროს აღმოუჩენია ეს მავნებლობა.-რომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებ.. კარგი, რა, არჩილ. -აბა რას გააკეთებ? ეწევი შენ? – ძველებური გამკიცხავი ტონით ჰკითხა თავის სისხლსა და ხორცს. -ხო, რა იყო?-გაკვირვებულმა გადახედა ბიძამისს. საბოლოოდ მიხვდა არჩილი, ის ბავშვი რომ აღარ იყო უტა, ვისაც მისი ერიდებოდა ხოლმე. -არაფერი. აჩი სახლში იქნება. გაზრდილია ძალიან.. -გგავს? – ესიამოვნა მისი დაინტერესება არჩილს. არასდროს არავის იკითხავდა ციხიდან უტა. ეგონა, რომ არაფერი იცოდა საერთოდ. -გვგავს. ზოგადად ბენდელიანებს.. -ცუდია. – გადააქნია თავი.-სოსო აქაა ისევ? – მოიკითხა მეზობელი უტამ. ვინ იცის მერამდენედ დასწყდა გული კაცს, მეზობლით რომ ინტერესდებოდა უტა და არა მისი ნათესავებით. ალბათ, არც არავინ უნდოდა. -აქაა. -ელისოც?! -ჰო, ელისოც. ქალიშვილი ჩამოუვიდათ ახლა, ცოტა ხანი დარჩება თურმე. რამდენი ახალგაზრდა იყო ძველად აქ, გადავსებული იყო სულ ქუჩები. ახლა ვისღა დაინახავ?! იცნობდი შენ მათ გოგოს? -შორიდან.-გააბოლა სიგარეტი ფანჯრიდან, ცალი ხელიც გადასწია გარეთ.-ერთი ჰყავთ? -ჰოო, კარგი გოგოა ძალიან. ერთადერთია, ვინც სახლში მოდის ხოლმე. სხვები გვერიდებიან.. -რატო? -რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ არავის სტუმრობა გვინდა ხოლმე. რა არის ის სახლი, სადაც ახალგაზრდა არ ცხოვრობს?! არც აჩი იყო აქ, არც შენ, ტატო ხომ თავისთავად.. აღარ გაუგრძელებია საუბარი. მანქანა შეაყენა არჩილმა სახლში. უტას სახლში. ამ ადგილას დაადეს ხელებზე ათწლიანი ბორკილები. ამ მინდორზე ესვენა ტატოს მკვდარი, სისხლიანი ცხედარი. აქ ჩამოუვარდა უკანასკნელი ცრემლი თვალებიდან, მის მერე არც უტირია არასდროს. მის მერე არც გაუღიმია. ეს იყო ის ეზო, სადაც დატოვა ძველი ცხოვრება, მთლიანად გამოცვლილი და სხვანაირი დაუბრუნდა თავის ადგილს. ახედა ორსართულიან სახლს. მოიხსნა მზის სათვალეც. ჩაიხედა მის თვალებში არჩილმა. მიუხედავად ყველაფრისა, იდეალურად იყო დაკაცებული. თითქოს, ციხიდან კი არა კურორტიდან იყო მობრძანებული. ბენდელიანების ასლი იყო თავიდან ბოლომდე. გადაპარსული თავით და მოხატული სხეულით თუ მიხვდებოდა ადამიანი, საიდან მოდიოდა სინამდვილეში. თუმცა მთავარი ეგ არ ყოფილა. არჩილს ის ედარდებოდა ახლა, საით წავიდოდა.. საით გაუშვებდა ცხოვრება ახლა მაინც ამ ბიჭს. იყო თუ არა საკმარისი ის სასჯელი, რაც მოიხდა?! -შემოდი.-გამოაღო სახლის კარი კაცმა.-გველოდებიან. უხმოდ გაუყვა ბილიკს უტა. შეაბიჯა მისაღებში. იცნო თავისი სახლი. ცივად მოავლო თვალი კედლებს, რომელიც გადავსებული იყო მისი და მამამისის ფოტოებით. არც ერთ ფოტოზე არ იდგა დედა. და საერთოდ, სიტყვა „დედაც“ ამოღებული იყო მისი ლექსიკონიდან. არ არსებობდა ქალი მის ცხოვრებაში, ვისაც დაუძახებდა ამ სახელს. სხვა სხეული შემოვიდა სახლში. არჩილს ნაწილ-ნაწილ ეგლიჯებოდა შიგნეულობა, მასში ბენდელიანების ასლს რომ ხედავდა გარეგნულად, აი შიგნიდან კი სულ სხვა იყო უტა. გულღია და მხიარული ბავშვობის მერე, ასეთი ყინულის გორგალი თუ გამოვიდოდა ციხიდან, ვერასდროს იფიქრებდა. აურა შემოიტანა უცნაური მშობლიურ კედლებში. პირველად გაუსწორა თვალი არჩილის მეუღლეს, თავის ბიცოლას, ყველაზე მეტად კი – ტატოს დედა ერქვა ამ ქალს, მარინას. ერთადერთი ქალი იყო მარინა, ვისი დანახვისას რაღაცას მაინც იგრძნობდა წესით, თუმცა დიდი ვერაფერი. არ დაეტყო სახეზე არც სინანული, არც მონატრება, არც ტკივილი. სამაგიეროდ ქალმა ვერ დაფარა ვერაფერი. თვალებიდან ჩამოცვივდა ცრემლები, ხელები გაშალა ფართოდ. ასე მიეგება მისი შვილის სიკვდილის მიზეზს – თავის უტას. -უტა, შვილო… – ამოიტირა გულნატკენმა. ფრთხილად მივიდა უტა ბიცოლასთან. ჩამოსვა სავარძელზე აღელვებული. შუბლზე აკოცა მასთან ჩამუხლულმა და თავისი ხელებით მოსწმინდა ცრემლები. საკმარისი იყო ისედაც, რაც იტირა ამ ქალმა მის გამო. ეს შავი ტანსაცმელიც მის გამო ეცვა. შუბლი მიადო შუბლზე ტატოს დედას. მთელი სახე დაუკოცნა უტას ბიცოლამ. გაზრდილი, დაკაცებული, მხარბეჭიანი უტა ბავშვივით ჩაიხუტა. მალულად მოიწმინდა მოღალატე ცრემლი არჩილმა. . უტას ჩამოსვლის ამბავმა ჩუმ-ჩუმად მოიარა სახლები. ცოტა ხანი ალბათ დააცდიდნენ ოჯახს ერთად ყოფნას. ყველაზე მეტად სოსოს გადაჰკრა ბედნიერმა ღიმილმა სახეზე, როცა ამცნეს მისი სახლში დაბრუნების ამბავი. მეზობელ სოფელში მცხოვრებ ჯაფარიძეებსაც გაეგოთ უკვე, ვინ სუნთქავდა თავისუფალ ჰაერს მათ გვერდით. სოსოს ეს აღელვებდა მხოლოდ, როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა ბიჭები, როგორ მიიღებდა ერეკლე მამის მკვლელს, უტა კი – მიზეზს, უბედურების.. ლამაზი გაზაფხული იდგა. ცივი სითბო იღვრებოდა გარშემო. თაიას შოკოლადისფერ კანზე ნაზად ეცემოდა გრილი სიო. ფანჯრიდან გადაჰყურებდა ბაღში მომუშავე სოსოს, ფიქრიანი მზერით რომ ამუშავებდა მიწას. ნეტავ, რაზე ფიქრობდა მამამისი?! ნეტავ, რა ედარდებოდა ასე ძალიან, უჩვეულოდ რომ სდუმდა ეს დღეები. ერთ აზრთან მიჰყავდა ფიქრებს თაიას. იცოდა, ვინც იყო ამის მიზეზი, ეს ხომ საერთო გასაჭირი იყო მთელი სოფლის – რა იქნებოდა ახლა. გაზაფხულის საღამო იყო მაინც ყველაზე საოცარი ამ ადგილას. სოსოს გრძელი მოსაცმელი მოიხურა ტანზე და ასე ჩამოიარა კიბეები. ჭიშკართან აყუდებულ აჩი ბენდელიანს დაასო მზერა, უცნაურად გააკანკალა თაიას. თითქოს, ელისოს სენი გადმოედო, ყველაფერზე რომ ნერვიულობდა ბოლო პერიოდი. -აჩიკო?! – ღიმილით მიუახლოვდა ჭიშკარს თაია. -ერთი არ მინახულე, არა, ქალბატონო თაია? – წყენით გამოაღო კარი ბიჭმა.-დაბმულია თქვენი მხეცი?! -დაბმულია, შემოდი. – სიცილით ანიშნა ხელით და გადაეხვია მონატრებულ აჩიკოს. აჩისთან ერთად გაიზიარა ერთი მერხი მთელი თორმეტი წელიწადი. ეს ბიჭი იმაზე მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე ზოგიერთი ნათესავი, ვინც მხოლოდ მაშინ მოიკითხავდა, როცა „კარგ თანამდებობაზე იყო.“ აჩი ახსენდებოდა სიტყვა იმედზე, მეგობრობაზე. ძმასავით იყო… ყველაზე სასურველი ძმასავით. -შენს მოსატაცებლად მოვედი, – ღიმილმა გაუნათა სახე.-სანამ სოსომ დამინახა და ღვინის დოქით გამომეკიდა, მანამდე წამოდი. -რა ხდება? – ცოტათი დაიბნა თაია. აჩი არასდროს წუხდა ხოლმე ბიძაშვილის ციხეში ყოფნაზე, პირიქით, ხშირად ამბობდა, თუ როგორ დაიმსახურა გისოსები. -არაფერი, ბიჭებთან ერთად ვიყავი გასული და მარინამ დამირეკა, სახლში მოდიო. ეტყობა გაშლილი აქვს სუფრა.. წამოდი შენც, მოგვენატრე. მაშინვე მიხვდა თაია, არაფერი რომ არ იცოდა აჩიმ. -აუ, მეზარება. – უხერხულად გაუცინა ბიჭს და თან სახლისკენ გაიხედა. -რა გეზარება, გოგო? – წარბები აწკიპა სიბრაზისგან.-გამოადგი ფეხი.-მკლავში ჩაავლო ხელი და ძალით გაიყვანა ჭიშკრიდან. ხმამაღლა გასძახა ეზოში გამოსულ ელისოს, ცოტახანში დავბრუნდებიო და აჩისთან ერთად გაუყვა ქუჩას. სად მიდიოდა? ისეთი გაუცხოება იგრძნო და ისეთი შიში… ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა რაღაცის. ბავშვობიდან ახსოვს, როგორი რიდი ჰქონდა უტას მიმართ. დიდი ბიჭი იყო, მასთან არ ურთიერთობდა. ის და ტატო ყოველთვის ერთად დადიოდნენ, აჩი და თაია ცალკე მიუყვებოდნენ გზას. ყოველთვის იცოდა უფროსმა ბენდელიანმა, რას აკეთებდნენ პატარები, სად დაიარებოდნენ, ვისთან ერთად იყო ოცდაოთხი საათი თავისი პატარა ბიძაშვილი.. -ნასვამი ხარ? – სახე შეჭმუხნა გოგონამ. -აუ, მარინასავით ნუ დაიწყებ.. – ხელი გადახვია და მიადო თავი. -დღეს მაინც რამ დაგალევინა? – თავისთვის ჩაიქირქილა გოგონამ. -რატო? რამე განსაკუთრებული დღეა? -არა, ისე.. – უპასუხა უცებ, დანაშაულზე წასრებასავით. გამოჩნდა ბენდელიანების ეზო, არჩილის მანქანა. -ვაა, მამაჩემი ჩამოსულა.. – მხიარულად გაიშვირა ხელი სახლისკენ.-როგორ მიატოვა ბენდელიანების ბიზნესი უყურადღებოდ? რა ხდება, ნეტავ? -არ დაიწყო ახლა.. – გადააქნია თავი თაიამ. გადახვეულ მკლავზე ჩაეჭიდა აჩის. არ უნდოდა იქ შესვლა. იმ სკანდალში გახვევა, რასაც ნასვამი აჩი გამოიწვევდა „სტუმრის“ დანახვისას. -არჩილი… – დაიჩურჩულა ბიჭმა.-ყველაფერს აკეთებს, რომ გაუფრთხილდეს.. მისი ძმის დანატოვარს… რომ დაახვედროს იმას მზამზარეული, გამოსვლისას.. – თავისთვის ლაპარაკობდა, თითქოს გრძნობდა კიდეც, ვინ იყო ჩამოსული. ჟრუანტელმა დაუარა თაიას. აჩი იშვიათად ახსენებდა ბიძაშვილს, მამასთან პრობლემებს, საერთოდ ძალიან მხიარული ტიპი იყო ყველასთან, მაგრამ ჰქონდა მსგავსი გულღია გამონათებები. თაია უფრო ხშირად იქნებოდა ამის მომსწრე, დიდი დრომ რომ გაეტარებინა სოფელში. -შენ როდის მიდიხარ? – გამოაღო სახლის ჭიშკარი და პირველი გოგონა შეატარა. -ჯერ არ მივდივარ. -ხოდა, როდის აპირებ? – გაეღიმა აჩის.-ან რატომ ჩამოხვედი? გგონია, დამავიწყდა, სათქმელი რომ გაქვს ეგ ამბავი? -არ შეიძლება? ისე მოვედი, უბრალოდ.. -ისე მოვიდა, უბრალოდ.. რაო, ვინ გაგიტეხა სათუთი გული? – სიცილით მოჩქმიტა ლოყა, როგორც ბავშვობაში.-ვინ არის დასაბეგვი, თოფურიების ქალბატონო?! -შემეშვი, აჩი! – ძლივს გაუღიმა ბიჭს და შედგა ფეხი სახლში. ღრმად ამოისუნთქა გოგონამ. უცნაურად შეხედა აჩიმ. წარბები შეჰყარა, თითქოს ერთი ზედმეტი სუნთქვა იგრძნო სახლში. პომპეზურად შედგა ფეხი მისაღებში. ბუხართან ჩამომდგარ უტას დაასო პირდაპირ თვალები. იმასაც მიეყინა მზერა სიმაღლეში გაზრდილ ბიძაშვილზე. ასეთი მტრული მზერით არასდროს შეუხედავთ ბიძაშვილებს ერთმანეთისთვის. არც ერთი ბენდელიანის თვალები არ ყოფილა მონატრებული, მოსიყვარულე, ცივი და უხეში იყო ყველა გაელვება აჩის სახეზე. ძმის სიკვდილის მიზეზს ნამთვრალევმა გადაუტარა თვალები. უცნაურად შეხედა მამას, ატირებულ დედას, გაყინულ თაიას. შველა სთხოვა ლამის გოგონას. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია თაიამ. ვერ გააცნობიერა, რა გაეკეთებინა, დაეტოვებინა აჩი თუ მდგარიყო დაუპატიჟებელი სტუმარივით?! უტას გახედა მაინც. აინტერესებდა, როგორი გახადა ცხოვრებამ, როგორი იყო ციხის მერე. ახალი იყო. უფრო მკაცრი, მხარბეჭიანი, გაზრდილი. ანცი, თინეიჯერული მწვანე თვალები აღარ ჰქონდა. არც ჭკუისმარიგებელი მზერა. საერთოდ… ძალიან სუსხიანი ჰქონდა ის ერთადერთი მზერა, რომლითაც უყურებდა აჩის, თავის სისხლს. არავისთვის შეუხედავს მეტი. -მობრძანებულხარ. – ძლივს ამოიღო ხმა ბიჭმა. ირონიული ღიმილით რამდენჯერმე დაუქნია თავი მამას.-დაგხვედრია მამაჩემიც. -აჩი.. – მარინა მავედრებლად წამოიწია დივნიდან. -მოგივიდა შენი შვილის მკვლელი, მარინა. გაბედნიერდი? – უგულოდ მიუგდო სიტყვა დედას. თვალებზე მოწოლილი ცრემლები გმირულად შეიკავა და ყველაზე დიდხანს უყურა არჩილს. ვერ უბედავდა უტას იმ სიძულვილს, რაც სახეზე ჰქონდა. ბავშვობიდან მიჩვეული იყო მასთან დისტანციას, მაგრამ ახლა, როცა ასეთი „მართალი“ იყო თვითონ… ტატოს ვერ აპატიებდა ვერასდროს. -გაზრდილხარ. – თითქოს არაფერი გაუგია უტას, მშვიდად მიმართ გაქაფებულ ბიჭს, ერთი სიცოცხლე რომ დაამთავრა მისი დანახვით. თვითონ უტას არაფერი ეტყობოდა ნერვიულობის. პირიქით, არხეინად ეწეოდა მონატრებულ სიგარეტს. უკან, ბუხარში ჩააფერფლა ნამწვი. -ჰოო?! – წამოიწია აჩი. მოშორებით დაუდგა კაცს, როგორ უყვარდა ერთ დროს.-ტატოც გაიზრდებოდა, შენ რომ არ დაგესვა მისი ცხოვრებისთვის წერტილი. -აჩი, საკმარისია! – მკლავზე მოჰხვია ხელი არჩილმა. -რა არის, მამა, საკმარისი?! – დაუყვირა მამას. ყველას თვალწინ. თაია აიწურა კედელთან. -წავალ მე, – დაიბურტყუნა თავისთვის, თუმცა სამარისებულ სიჩუმეში ყველამ გაიგონა მისი ათრთოლებული ხმა. -სად მიდიხარ? – ახლა მას მიუტრიალდა გაგიჟებული ბენდელიანი.-შენ რატომ მიდიხარ? არსადაც არ წახვალ. -აჩი, იქნებ, დამშვიდდე.. – შეწუხებულმა ჩამოადო ხელი მხრებზე. ასეთი არასდროს ენახა. -რა დამამშვიდებს, თაი.. რა? – ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლი. ატირდა კუთხეში მარინაც. ეს განხეთქილებაღა აკლდა ამ ოჯახს, სხვა დანარჩენი ისედაც არ აკლდათ ბედნიერებისთვის. -რა გატირებს? – გაუღიმა თაიამ, საკუთარი თითებით მოსწმინდა ცრემლები. -წავიდეს აქედან!-ამოიბურტყუნა გოგონას მკლავებში.-მოშორდეს ჩემი სახლიდან ეს… არსება! – მიუთითა უტასკენ. არ განძრეულა მისი სხეული. არც კი მოუსმენია, რას ამბობდა ეს ორი წლის ბავშვი. -სად დალია ამან, თაია? – არჩილმა გადააქნია თავი. -არ ვიცი.. -არ ვიცოდი, თორემ აღვნიშნავდი ჩემი ბიძაშვილის თავისუფლებას! ისევ უკან ვერ დაბრუნდები? – გადაიხედე არჩილის სხეულს მიღმა, უტას მაღალ ტანს ააყოლა თვალი.-რომ მოშორდე აქედან, არა? არავის გვიხარია შენი მოსვლა მგონი! -მოდი.-გადააგდო სიგარეტი ბუხარში კაცმა. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.-მომიახლოვდი და ვილაპარაკოთ ერთი რა გინდა. -მე რა მინდა? მე რა… მინდა?! – სწრაფად გაითავისუფლა არჩილის მკლავებიდან თავი და მიუახლოვდა ბიძაშვილს. დაწვა კინაღამ გზაში პირისპირ დახვედრებულმა მზერამ. ისეთი ნაცნობი იყო ეს თვალები და თან ისეთი უცხო.. -გეყოფათ ორივეს! – არავინ უსმენდა არჩილს. -შენ მე… – მკერდთან მიაჭირა თითი უტას.-ძმა მომიკალი.. შენი თავქარიანობის გამო… შენი დაუდევრობის გამო… -აჩი! – მარინას გამაფრთხილებელი ხმა ყურშიც არ შეუშვა გაგიჟებულმა ბიჭმა. -მერე? – უფრო წააქეზა უტას სიმშვიდეში გახვეულმა მომთხოვნმა ხმამ. თაია კინაღამ აორთქლა, ისე დუღდა გარშემო ყველა დეტალი. -შენ ერთადერთი, ვინც უნდა მოგეკლა… ის ხომ მოკალი… სინამდვილეში ვინც უნდა მოგეკლა, ის ხომ იცოდი… – მიაშტერდა თვალებში კაცს და მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.-შენი სამარცხვინო დედის გამო, ჩემი ძმა რატომ უნდა იყოს მკვდარი?! უნებურად წაუჭირა ყელში ცივმა თითებმა აჩის. ვერ მიეკარა არჩილი თავის გაზრდილს, შვილის დასაცავადაც კი ვერ გადადგა ნაბიჯი. ენდობოდა და იმიტომ. იცოდა, არაფერს დამართებდა, რაც არ უნდა ეთქვა აჩის. მაგრამ.. მაგრამ ვეღარ უყურა უბრალოდ. მარინა წამოდგა მხოლოდ ფეხზე. -იმას ნუ მეუბნები, რაც სანანებელი გაგიხდება.-ოდნავ მოუჭირა ყელზე ხელები, მიუგდო სიტყვა ცივად და ხელი შეუშვა. -შენ ნანობ მაინც?- არ შვებოდა აჩი. დააბრავა სიბრაზემ და მისი დანახვით გამოწვეულმა ემოციამ საერთოდ ჭკუიდან გადარია. -რასაც ვნანობ… იმის გამო მოვიხადე სასჯელი.-კარგად ჩახედა თვალებში ბიძაშვილს. მის გაზრდილს. -ხოდა, წადი! მოშორდი ჩვენი ცხოვრებიდან! წადი ამ სახლიდან! -ბოლოს, ჩემიც იყო ეს სახლი. – წარბები აზიდა უმნიშვნელოდ. ხელით გასწია აჩის მყვირალა სხეული. -გეყოფათ, ბავშვებო!-დაიღალა მარინა.-სტუმარს მაინც ეცით პატივი. თაია… -არაფერია, მარინა ბიცოლა.-მკლავზე მოეფერა მასთან მოსულ ქალს გოგონა. -მათ მაგივრად გიხდი ბოდიშს. შენ მიჩვეული არ ხარ ალბათ ასეთ სკანდალებს.. მაპატიე, ძალიან გთხოვ. -რას ამბობთ?!-თბილად გაუღიმა ქალს თაიამ. აჩის გული დაეშალა ნაწილებად დედამისის უმწეო ბგერების გაგონებისას. არასდროს უნდა დალიოს ასე! -ბოდიში, შვილო.. – მხარზე მიეალერსა არჩილიც. ამ ცოლ-ქმარის ტკივილი ყველაზე რთული საზიდი იქნებოდა ალბათ ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერს ეშველებოდა მართლაც, გარდაცვლილის გარდა. -წავალ მე, გვიანია უკვე.-კვლავ თბილად გაუღიმა მათ. მერე დაღვრემილ აჩიკოს მიუტრიალდა.-გამომიარე მერე, აჩი. -მიგაცილებ.-წამოიწია მაშინვე. -აბრძანდი შენს ოთახში და გამოიძინე. ადამიანს დაემსგავსები!-არ მიუშვა არჩილმა. -ახ, არჩილ… მიაცილე თაია სახლამდე მაშინ შენ. -მივხედავთ ჩვენ, წადი შენ.-მარინამაც „გააგდო“ შვილი. უტა მობილურში იქექებოდა. არ დაინტერესებულა მათი დიალოგით. -არ მინდა გაცილება, ისედაც გარეთაა სოსო სულ. შემომეგებება.. სოსოს ხსენებაზე თავი ასწია უტამ. არჩილმა მზერა გაუცვალა მას. ოდნავ წამოიწია უტა, თითქოს დაფიქრდა. მხოლოდ ახლაღა დაათვალიერა თაიას აშოლტილი ტანი, მისი გრძელი ფეხები და მოხდენილი სხეული. აი, ამან ნამდვილად გააკვირვა ბენდელიანი. ვერასდროს იფიქრებდა, იმ პატარა გოგოსგან ასეთი ქალი თუ დადგებოდა ოდესმე. ჩამოყალიბებული იყო თაია – ეტყობოდა გამოზომილ მზერაზე, სიტყვებსა თუ ქცევაზე. ისეთი იყო, როგორიც სოსოს ეკადრებოდა. -წამოდი, ისედაც სოსოსთან მივდივარ.-მიუახლოვდა მათ უტა. არჩილმა ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. მარინამ გადაღლილი თვალები დაახვედრა უტას. ხელუხლებელ მაგიდას ტკივილიანად გახედა ქალმა. -მოსვლისას შევჭამ, მარინა.- ხომ იყო ეს თბილი სიტყვები, ხომ მიხვდა რაც აწუხებდა მარინას, მაგრამ მაინც ისეთი ცივი იყო.. ისეთი შორი უტა მათგან… -მალე მოდი მაშინ. -მიდი, თაი, მშვიდობიანი ღამე.-არჩილმა უბიძგა წინ წასვლა. მშვიდად გაიარა გასასვლელი კარი, გარეთ გამოსვლისას ამოიოხრა მხოლოდ. უკან გამოჰყვა უტა მოზომილი ნაბიჯებით. ზეპირად ახსოვდა თოფურიების კარისკენ მიმავალი გზა. უკუნით სიბნელეშიც კი შეეძლო თვალდახუჭულს მისვლა. ბოლოს იარაღის სათხოვნელად იყო მისული. ვერ გადაწყვეტა თაიამ, რამე უნდა ეთქვა თუ არა. ალბათ, არ იყო საჭირო. რა შუაში იყო თვითონ?! თავი შეიკავა. ის მცირე მანძილი, ისე გაიწელა.. ხეების შრიალი და ტურების ტირილი ნერვებზე მოქმედებდა. რა უნდოდა ახლა სოსოსთან, ჯერ ნორმალურად არც კი მოსულა! მალულად მოუთვალიერა სხეული კაცს. მკლავზე ალაგ-ალაგ ამოტვიფრულ ფიგურებს ვერ გაარჩევდა ამ სიბნელეში, თუმცა მისი მწვანე თვალები კაშკაშებდნენ ბნელად. რანაირი კაცი იყო… საშიში. მის გვერდით თავს დაცულად საერთოდ არ გრძნობდა თაია, პირიქით – უნდა , გარიდებოდა ამ ამოუცნობ ადამიანს. არაფერი ეტყობოდა ამას მონანიებულის. უფრო ვერაგული და ამპარტავნული იყო, თითქოს რაღაც საამაყო გააკეთა. წამიერად, გაუგო აჩის გოგონამ. მის სიმართლეშიც დარწმუნდა ლამის. ყველაფერში ეს ბიჭი დაადანაშაულა, მაგრამ მერე.. -გალამაზებულხარ.-უკუნით სიბნელეში ექოსავით გაისმა დაბალ ხმაზე ნათქვამი სიტყვები. ელდა ეცა თაიას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რანაირი ხმა ჰქონდა ამ კაცს… ძლიერი. -უკაცრავად?!- წამით ადგილზეც კი შედგა, ისეთი მოულოდნელი იყო უტას სიტყვები. -ვერ გაიგონე?!- გადმოხედა გვერდულად გაკვირვებულ ქალს. -გავიგონე.-ჩაილაპარაკა თავისთვის. არ სურდა მასთან საუბრის გაგრძელება. საერთოდ მასთან ერთად გვერდით დგომაც კი არ უნდოდა, ისეთი ენერგია მოჰქონდა მის სუნთქვასაც კი. რაღაცის დამატებას აპირებდა კიდევ თაია, მანქანის ფარებმა რომ მოჭრა თვალი. ასეთ დროს იშვიათად გამოივლიდა ხოლმე მანქანა სოფლის გზებზე, ძირითადად ახალგაზრდებს უხაროდათ ხოლმე ახალდაგებულ ასფალტზე ბორბლების დადუღება. ნელა ჩაუარა მანქანამ მშვიდად მიმავალ წყვილს, თუმცა ძალიან სწრაფად დაამუხრუჭა მათთან. უნებურად აუწრიალდა გული თაიას. ხიფათის შეიგრძნო მაშინვე, როგორც კი გადმოვიდა ერეკლე ჯაფარიძე მანქანიდან. უტას ახედა მაშინვე, მის არაფრისმთქმელ თვალებს, მერე ერეკლეს გაღიმებულ სახეს ქალის დანახვისას. -თაი! – ღიმილით წამოვიდა მისკენ ბიჭი.-არ უნდა გეთქვა, თუ ჩამოხვედი?! უხერხულად მოჰხვია ხელები ბიჭს და გაქრობა მოუნდა იქიდან. ერეკლეს მამის მკვლელობისთვის მოიხადა უტამ სასჯელი. ბენდელიანმა იცნო. ერეკლემ ახედ-დახედა ბავშვობის სიყვარულის გვერდით მდგარ სხეულს, კარგად მოუთვალიერა სხეული. ვერაფრით იცნობდა.. ვერ მიხვდებოდა ვინ იყო, რომ არა უტას თვალები. მამის მკვლელ თვალებს რა დაავიწყებდა ერეკლეს?! ამ ადამიანის მზერას რა მოაშორებდა მის გონებას?! თოთხმეტი წლის ასაკში რომ უმამოდ ცხოვრება აიძულა განგებამ, იმის გამომწვევ მიზეზს რანაირად ვერ შეამჩნევდა. გაქვავდა ბიჭი. გამაღიზიანებელი და თავხედი კი იყო სკოლაში, მაგრამ გულწრფელად შეებრალა თაიას ახლა. უყურებდა თვალებში უტას, ყველა ემოციას გამოესახა სახეზე. სიტყვა ვერ დაძრა ბიჭმა, როცა მისი თავისუფალი ხელები იხილა, დანაშაულმოხდილი მზერა, თავისუფალი. -შენ?… – ასეთი ხმა არასდროს ჰქონია ერეკლეს. გაქვავებულმა მოაშორა თაიას მკლავები. უტას გაუსწორდა პირისპირ. -მე.-უპასუხა მშვიდად მან. თაია უნებურად ჩადგა მათ შორის. თვალი გააყოლა მის მოქმედებას უტამ, ლამის გაეღიმა კიდეც. ასე როგორ ეკიდა ყველაფერი ფეხებზე?! სიტყვას ვერ ძრავდა ჯაფარიძე, რა ეთქვა… რა გაეკეთებინა… -ერეკლე, – მკლავში ჩაეჭიდა თაია.-ჩაჯექი, ხვალ მინახულე მერე. -შენ.. შენ რა გინდა ამასთან, თაია? – მას მიუტრიალდა ერეკლე, სხვა ვერავინ იპოვა თავისი ბრაზის გასაზიარებლად. -დამშვიდდი და ჩაჯექი მანქანაში. – წაიყვანა ხელით თაიამ, მაგრამ არ დაემორჩილა გონებაშერყეული, შოკირებული ბიჭი. -რა მჭირს დასამშვიდებელი? – ამოიყვირა უეცრად.-ეს რატო არის მშვიდად?! რატომ არის გარეთ? – მიუტრიალდა უტას და გაიწია მისკენ. თავი გადააქნია ბენდელიანმა. ერთი დღეც არ არის, რაც ჩამოვიდა და უკვე მერამდენედ ესმის კითხვა: რატომ არის თავისუფალი. -ამოიღე ხმა! – მოიშორა გოგონა გზად და ძალიან ახლოს დაუდგა უტას, ვისთვისაც სულ ერთი იყო ეს სანახაობა. მოშორებით სახლისკენ გაიხედა თაიამ, იქნებ სოსოს შეემჩნია ესენი და გაენეიტრალებინა სიტუაცია. -რა გინდა, რომ გითხრა? – მისწია მისკენ სახე უტამ. თაიას გული გაუჩერდა ლამის, ასე ახლოს რომ დადგნენ ბიჭები. -რა მინდა?! – წამოწითლდა სახეზე ერეკლე. ბავშვი იყო მაშინ, უტა რომ დაიჭირეს. ახლა… ახლა კი სისხლმოწყურებული, განადგურებული, თითქოს თავიდან დაკარგა მამა იმ საღამოს.-რა უნდა მინდოდეს, ბიჭო?! შენ.. მე… მამა მომიკალი! – ხელი შეახო მკერდზე უტას. არ დაძრულა ის ადგილიდან. რამდენჯერ ისმენს ერთი და იგივეს, ხან ვისი მკვლელია, ხან ვისი.. სანამ სოსოს სახლამდე მივა, ალბათ მთელი სოფლის გარდაცვლილებს მას დააბრალებენ. ოხ, როგორ მოსწყინდა უკვე.. -მერე? – ჯიბეებში ხელებიც კი ჩაიწყო. თაია კარგად დააკვირდა ამ.. მართლაც, რომ არსების… მოქმედებებს. ნუთუ, არაფერია ეს მისთვის?! -რა მერე, ბიჭო? – გაგიჟდა ერეკლე.-რა მერე? შენ რა ადამიანი ხარ? რა კაცი ხარ? დედაშენისთვის ვერ მიგიხედავს.. -ფრთხილად, ერეკლე.-ისე დაისისინა, ჟრუანტელმა დაუარა თაიას მაშინვე. მისი სახელიც კი ახსოვდა. ერეკლეს სახელი ახსოვდა. თვალებზე მოაწვა ცრემლები ერეკლეს. ასე გარდაცვალების დღეს არ უნერვიულია. უტას თავისუფალი ნახვა ყველაზე დიდი სასჯელი იყო ალბათ. -რატო? მეც მის გზას გამიყენებ? -დიდი სიამოვნებით, თუ იტყვი კიდევ რამეს. მსგავსს. – გარკვევით მიახალა პირში და აწურულ თაიასკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა არ დააცალა ჯაფარიძემ. -ვიტყვი.. იცი რამდენ რამეს ვიტყვი? – არ მოეშვა ერეკლე.-გგონია, შეგრჩება მამაჩემის სისხლი? გგონია, საკმარისია ეს წლები იმ ტკივილის გასამთელებლად, რაც დატოვე შენ ჩემში? უმამოდ დამტოვე…. უმამოდ გავიზარდე… შენ გამო.. შენი წყეული ოჯახის გამო… -ბიჭო, – ხელი ჩაავლო ყბაში ერეკლეს. მაშინვე მიაჭრა მის ხელებთან თაიამ. მაშინ პირველად შეეხო კანზე. არ მიუქცევია ყურადღება მისთვის უტას, განაგრძო საუბარი.-მამაშენი.. ჩემს სახლში მოდიოდა. ჩემს მაგიდასთან იჯდა. მამაჩემს ეძმაკაცებოდა. შენ.. საერთოდ რას მახსნევინებ?! რა გინდა მოისმინო ჩემგან, ბოდიშის მოხდა? – კბილებში გამოსცრა.-ეგეთი მამის ყოლას… რას გასწავლიდა შენ ეგ? რას მოგცემდა მისი ცოცხლად დარჩენა? რა გაკვეთილი უნდა მოეცა შენთვის ადამიანს, ვისაც ღირსება არ გააჩნია? კიდევ მოვკლავდი.. შანსი რომ მქონდეს, საერთოდ ნაკუწებად ვაქცევდი.. მომშორდი აქედან.. – ხელი შეუშვა და გადააგდო უკან.-ნუ დამენახვები. ნუ გამომიწვევ. არ დაგიმთავრდება კარგად, ხომ იცი შენც. -შენ რა უფლება გქონდა! მოგეკლა დედაშენი! – არ მოეშვა ერეკლე. პირზე ააფარა ხელი უნებურად თაიამ. რაც მოისმინა, იმის გადახარშვაც ვერ მოასწრო, ერეკლე რომ ამატებდა კიდევ და კიდევ საშინელებებს. მოუჭირა მაგრად ხელი. -გევედრები, გაჩუმდი და წადი უბრალოდ… – დაიჩურჩულა მასთან ახლოს. -შენ რა გინდა ამასთან, გოგო, რა?! – მას მიუბრუნდა ისევ ერეკლე. უხეშად მოიშორა ქალის აფარებული ხელი.-სად არის მამაშენი, ვერ ხედავს ამას? -წადი-მეთქი, ერეკლე! – ჩაეჭიდა მკლავზე და მანქანისკენ გაათრია, მაგრამ უშედეგოდ. -არ დაგვიმთავრებია, – ხელი დაუქნია უტას ბიჭმა. -გამოგყვები და დავამთავროთ, თუ გინდა. – წამოვიდა მათკენ კაცი. ახლა ნამდვილად გაგიჟდა თაია. გადაეღობა მაშინვე ერეკლეს, შეშლილივით ახედა უტას. -რას ლაპარაკობ? – ისე მრისხანედ წამოიყვირა, ერეკლეს შეზარა უცნაურად. საერთოდ გამქრალიყო ის ღიმილიანი და პოზიტიური ბიჭი, სკოლიდან რომ ახსოვდა. ეს ვინ იყო?! რა გაუკეთეს?! -შედი შენ სახლში.-უთხრა თაიას და თავით ანიშნა სახლისკენ ბენდელიანმა. -ერეკლე, მოშორდი აქედან! – კარი გამოუღო ბიჭს და მომლოდინედ შეხედა. -წამოდი, არაა პრობლემა. – არ მიაქცია თაიას ვედრებას ყურადღება, უტას მიუბრუნდა ისევ ჯაფარიძე. -სად მიგყავს? სად მიდიხართ? – ხმა გაუტყდა თაიას. ეს უკვე მართლა შემზარავი იყო.-არსად არ წახვალთ! ერეკლე, გემუდარები.. -ნუ გეშინია.-მოიშორა ჩამოყრილი ხუჭუჭა თმა შუბლიდან ერეკლემ. კარგად დაეტყო მის მიერ დანთებული ცეცხლის სიმხურვალე. განერვიულდა. ცრემლები ჩამოუგორდა თაიას. ახლოს მიიტანა გულთან ყველაფერი საერთოდ. ჯერ აჩი, მერე ეს.. კინაღამ აუფეთქდა ტვინი. გული დაუწვა ერეკლეს მომლოდინე თვალებმა, უტას რომ აჰყურებდა შიშით. უმამოდ გაზრდილ ერეკლეს ცხოვრებაში არც ერთ დღეს არ ჩაუვლია იმაზე ფიქრით, როგორია მშობლის მფარველობა. როგორია, როცა გარიგებენ.. გიცავენ.. თაიამ იცოდა ეს. იცოდა მისი დეგენერატობის, ბავშვური სისულელეების მიღმა, რა პრობლემებიც იდგა, ამიტომ შეეცოდა ახლა ასე ძალიან ჯაფარიძე. -თავი დაანებე, გეხვეწები. – ცრემლიანი თვალებით შეხედა უტას. არაფრით დაუშვებდა მათ შერკინებას. -შედი სახლში.-დაიჩურჩულა თითქოს. სიგარეტსაც მოუკიდა. -რა უნდა დამმართო ბიჭო შენ მე?! – გაიჭიმა ერეკლე. თაიას უკვე ტვინში ასხამდა მისი საცოდავი გაბრძოლება, რაღაცის დამტკიცების სურვილი. აიძულა, მანქანაში ჩაჯდომა. -თუ არ დაქოქავ ამ მანქანას და არ წახვალ.. დაივიწყე ჩემი სახელი! – მიახალა სახეში ერეკლეს და თვალები დაუქაჩა. ნერვიულად მოიწმინდა ცრემლი. -თაია, შემეშვი.. -მართლა გეუბნები! მოშორდი! არ არის ახლა შენი გამოსვლების დრო! – ხმამაღლა გაიმეორა და დაელოდა, როდის დაძრავდა მანქანას ადგილიდან. ბოლოჯერ გაცვალეს მტრული მზერები ერთმანეთში ბიჭებმა – მშობლების სიყვარულს მოკლებულმა ახალგაზრდებმა, ცხოვრების ბედუკუღმართობის გამო დატანჯულა სულებმა. ატირებული თვალებით მოიტოვა უტა და თაია ჯაფარიძემ. საქარე მინიდან უყურებდა, როგორ იდგა მხრებში გაშლილი ბენდელიანი თავის სოფელში. იმ სოფელში, სადაც ათი წლის წინ წერტილი დაუსვა მის ბედნიერ ცხოვრებას. თვალები დაებინდა ცრემლებით ერეკლეს, გაბერილმა დატოვა შემოგარენი. ნაწყენი მზერა ვერ მოზომა თაიამ. არ დალოდებია ბენდელიანს, ისე აუჩქარა ნაბიჯებს და შეაღო ჭიშკარი. უკან მოჰყვებოდა ის უხმოდ, მდუმარედ. მამამისის მოსაცმელში გახვეული ატირებული თაია არავის გამორჩენია სახლში. კარში გამოჩნდა უტაც, ყველაზე მონატრებული სტუმარი. თაიას გადაშლილი სახეც კი გადაავიწყდათ მშობლებს, იმდენად გაუხარდათ ბენდელიანის შემოსვლა იმ ოთახში. ელისოს მშობელივით დაუკოცნა ორივე ლოყა კაცმა. სოსოს ძმაკაცურად ჩამოართვა ხელი, გადაეხვია ძველ მეგობარს. მოათვალიერა სახლი, თითქოს ძველებურად დახვდა ყველაფერი. -რა გჭირს შენ, თაი? – როგორც კი დაშოშმინდა ცოლ-ქმარი უეცარი სიხარულისგან, მაშინ მოიცალეს მხოლოდ ქალიშვილისთვის. -არაფერი.-ამოიბურტყუნა უგულოდ. -რას ჩამოგტირის, აბა, სახე? – სოსოს გაეღიმა. -გადავიღალე უბრალოდ. -სულ რომ მუშაობდი, იმის ბრალია. ვეუბნებოდი, რამდენი ხანია, ჩამოდი, დაისვენე-მეთქი, მარა არა. ვინ მიჯერებს მე. ახლა კი მოვიდა… – აქოთქოთდა ელისო. უტაც უსმენდა ყურადღებით. -დედა. – წარბები აზიდა თაიამ. -რა იყო, დედა? – გაიღიმა ქალმა.-უნივერსიტეტს მორჩა.. სამსახური დაიწყო.. რამდენი ხანია დედაქალაქშია. ორი კვირაა, რაც ჩამოვიდა. აქ მეყოლება ცოტა ხანი. -არ აინტერესებს სტუმარს ჩემი ამბები, დედა. – განმეორდა თაია უფრო მკაცრად. -მაინტერესებს.-შეაგება ქალის მკაცრ თვალებს თავისი ჭაობისფერი. -რაში გაინტერესებს? – მიახალა მშობლების თვალწინ ძალიან უხეშად. სოსომ წარბები შეჰყარა, ელისოც ვერ მიხვდა შვილის გაღიზიანების მიზეზს. -რა იყო, მამი?! – სოსომ გაჰხედა გაკვირვებულმა. დოქით ხელში შემოვიდა სამზარეულოში.-რანაირად ელაპარაკები? -რანაირადაც იმსახურებს. სად მიგყავდა ის საცოდავი? – პირდაპირ დაუწყო მაგიდასთან საქმის გარჩევა თაიამ. უსამართლობას ვერ იტანდა ამ სამყაროში ყველაზე მეტად. გულში ხინჯად ჩარჩა ერეკლეს ცრემლიანი თვალების პასუხად გაცემული უტას გულგრილობა, თითქოს არაფერ შუაში იყო თავად ამ ბიჭის უბედურებასთან. -რა შენი საქმეა?! – ოდნავ გადმოიწია მაგიდიდან ბენდელიანი. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა თაიამ, როცა დაუფარავი სიუხეშე გამოავლინა მასთან, სოსოსა და ელისოს თვალწინ. არავინ გაითვალისწინა. -რას აპირებდი? – არ მოეშვა თაია.-ხომ ხედავდი, როგორც იყო. ეგეთი ტიპია.. მოუსვენარია. არ მოგეშვება. კიდევ გამოგიწვევს, ყველა ჯერზე პასუხი უნდა მოსთხოვო? -რატომ ფიქრობ, რომ პასუხს მოვთხოვ? – შავ თვალებში კარგად ჩაიხედა უტამ. როგორ მოასწრო ასე გაზრდა იმ პატარა გოგომ, როდის გახდა ასეთი შეუპოვარი. -შენ არ შესთავაზე, წამოდიო…? – ვერ დაიმორჩილა ცრემლები თაიამ.-ეგრე როგორ უთხარი, როცა დაინახე როგორც იყო? შენმა დანახვამ ჭკუიდან შეშალა ლამის, ასეთი გულქვა როგორ ხარ? დუმილი ჩამოწვა გარშემო. თაიას გულის ცემა ალბათ ყველამ გაიგონა ოთახში. ვერ ამოიღო ხმა ვერც ერთმა, ვერც სოსომ, ვერც ელისომ. მხოლოდ მათ უსმენდნენ გაყუჟულები, დაბნეულები, შეშინებულები.. -გულქვა ვარ?! – სუსტად გაეღიმა უტას.-არადა მეგონა, გული საერთოდ არ მქონდა. -ნამდვილად სწორად გეგონა. -რა გატირებს? – გულწრფელად ჰკითხა უტამ. უფრო მეტად ჩამოსრიალდა ქალის თვალებზე მარილიანი სითხე. უფრო მეტად გაუტყდა გული. მაშინვე იტაცა სახეზე ხელები, მოიწმინდა თვალები, თუმცა ამაყად შეხედა მაინც იმას. -რა ვიცი, შენნაირი გულქვა ვერ ვარ და ვინერვიულე ერეკლეს გამო. – მიიღო კიდეც გულწრფელი პასუხი. მსგავსი გულახდილობა არასდროს მოუსმენია უტას. ფართოდ გაეღიმა კიდეც იქ ყოფნის განმავლობაში ერთადერთხელ და ისიც არასწორ მომენტში. -ნუ ინერვიულობ. ჩემგან არაფერი ემუქრება. – თავი დაუქნია რამდენჯერმე და ფეხზე წამოდგა.-არ შეწუხდე, სოსო. სახლში დავბრუნდები, მარინა მელოდება დიდი ხანია. -სად მიდიხარ ჯერ? – საათზე დაიხედა კაცმა.-მოდი აქ და დავლოცოთ შენი თავისუფლების პირველი დღეები! -დავლოცოთ მერე, ახლა არა. – მხარზე მიარტყა მსუბუქად.-შენს წიგნებს ხვალ მოგაწვდი, ელისო.-ქალს მიუტრიალდა მერე.-მადლობა, რომ მიგზავნიდი. -სწორად ვარჩევდი? მოგწონდა?- ფართოდ გაეღიმა ქალს. ელისო მისი ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ზუსტად იცოდა უტას გემოვნება, შესაფერისებს უგზავნიდა არჩილის ხელით ციხეში. ამ უბრალო წინადადებამ ბევრი სიცოცხლე მოუმატა ელისოს. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს მოშორდა „ბიცოლა“ და სოსოსას „ძია სოსო“. -მიჭირდა ხოლმე არჩევა.. თითქმის ყველაფერი წაკითხული გქონდა. მერე არჩილს ვავალებდი, რა ეყიდა შენთვის, თუ მე არ მქონდა. -ვიცი ყველაფერი. – თავი დაუქნია ელისოს. კართან დადგა. გადაიკვეთა მისი მზერა იმასთან, ვისთვისაც გაიმეტა ის ერთადერთი. რამდენი ადამიანის ცრემლების მიზეზი იყო უტა ბენდელიანი. ….. საჭმლით სავსე მაგიდასთან იჯდა მობუზული მარინა. დახრილი, ჩამქრალი ქუთუთოები ეხუჭებოდა, თუმცა მაინც გმირულად მოიცადა უტას დაბრუნებამდე. ფრთხილად გამოსწია სკამი, მის გვერდით დაჯდა უხმაუროდ. ცალი ხელი ლოყაზე ამოედო ქალს, ალბათ მალე ჩამოადებდა მაგიდას თავს, ისე ძალიან ეძინებოდა. ქალის ოქროსფერ თმას ნაზად შეეხო უტა. ყურზე გადაუწია სათუთად, ეტკინა ყველა ცრემლი, რაც ამ ქათქათა კანზე დაცემულა მისი მიზეზით. მალულად შეუსრიალა სახე კისერში და იქვე აკოცა მარინას. ამოიოხრა. დედის სუნი ჰქონდა მარინას. ყოველთვის ასე იყო. ბავშვობაშიც, ახლაც. იქვე მიადო შუბლი, მის თმაში გაიხლართა ოჯახს მონატრებული ბენდელიანი. ქალის სუფთა ხელები შემოეხვია ყელზე კაცს. გულში ჩაიკრა განდეგილი შვილი, ცხოვრება დაკარგული „შვილის მკვლელი“ და ატირდა. ასე ისხდნენ ცოტა ხანი. უხმოდ, უსიტყვოდ აიტანეს ერთმანეთის მძიმე სუნთქვა. მერე მიაცილა ოთახის კარამდე მარინა ბიცოლა ბენდელიანმა, თავის ბავშვობასთან შესახვედრად კი ძლივს ჩამოსწია საძინებლის კარი. იქ ხომ მთელი განვლილი ცხოვრება ელოდა.. არაფერი იყო შეცვლილი, არც გადაადგილებული. კედლებზეც დაეტოვებინათ „რეალ მადრიდის“ პლაკატები. ლამის არც დაიჯერა, რომ მას ეკუთვნოდა ეს ყველაფერი. დიდ ჩარჩოში მოქცეულიყო ყველა მისი ჯილდო, რაც სკოლის ასაკში მიუღია. ოქროს მედალი… სიგელები… ჭიდაობასა თუ ფეხბურთში მიღებული მოოქროვილი მედლები.. ხმამაღლა გაეცინებოდა ახლა, სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო. ისეთი არაფრის მომცემი იყო ყველა მისი „მიღწევა“, ისეთი უბრალო.. იმდენად დავიწყებული. ორი თითით გადასწია საბანი. გადათეთრებული, გაწკრიალებული და დალაგებული ლოგინს სიკვდილის სუნი ასდიოდა. ფანჯარასთან მივიდა დადუმებული. გადასწია ფარდა, გამოაღო კარი. გადაიხარა. გვერდით ამოუდგა თითქოს ოცი წლის უტა ახლანდელს. იმას ღიმილი ჰქონდა სახეზე, ამას სუსხი და ყინვა. იმას სიხარული, ამას კი სინანული და უბედურება. ტანსაცმლიანად გადაწვა ლოგინზე. მთელი ღამე თეთრად გადაათენა. თავი მეორე …დღე ისევ წაიღებს დარდს…. …არ შეგეხება შენ ბოროტება… ლარნაკში დაწყობილი ნაირ-ნაირი ხილი გამოუტანა ეზოში შემოსულ აჩიკოს. ნაბახუსევის მწარე დილა ეტყობოდა სახეზე. ატმის ყვავილობა უკვე დაწყებულიყო თოფურიების კოხტა კარ-მიდამოში. ხეხილის ბაღში მაგიდასთან დასხდნენ ძირძველი მეგობრები ერთმანეთის პირისპირ. -გუშინ ძალიან გავატ.რაკე? – ამოიღო ხმა საბოლოოდ ბენდელიანმა. თაიას მაინც გადაურა სახეზე ღიმილმა, აჩის წამხდარი ხასიათი ენიშნა რატომღაც. -ზედმეტი მოგივიდა, კი. -არ უნდა დამელია მაგდენი. არც უთქვამს არჩილს, თუ გამოვიდა. – გადასდო ცალი ხელი გრძელი ხის სკამს და მიმოიხედა ეზოში.-რაო სოსომ?! -რას იტყოდა? -მოინახულა? -ჰო, გუშინ ერთად გამოვედით სახლიდან. გამომაცილა. -კაი, ნუ მიხსენებ მაგას დილაუთენია, ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ. შენი ამბები მომიყევი, – წარბები აათამაშა და უხალისოდ ჩაკბიჩა ვაშლი. -რა გაინტერესებს? -ყველაფერი. რატომ დაგვიბრუნდი, ან როდემდე დაგვიბრუნდი.. ან სად წაიყვანე ის ბედოვლათი, ევროპებში რომ დაეთრეოდი მასთან ერთად? -რანაირად ლაპარაკობ?! – გაწყრა თაია, თუმცა მაინც ვერ ბრაზდებოდა მასზე. ასეთი პირდაპირობა იცოდა ყველასთან.-არსად არ დავეთრეოდი ჯერ ერთი. -რაო, რა მინდაო? ცხვირის გატეხვა ხომ არაო? – იკრიჭებოდა დილაუთენია უმცროსი ბენდელიანი. თაიამ თავი გადააქნია ღიმილით, არაფერი ეშველებოდა ამას. -რატომ გადაეკიდე? იქნებ, ჩემი ბრალია საერთოდ? -არ იქნება შენი ბრალი.-თვალი თვალში გაუყარა გოგონას.-არაფერი, არასდროს არ იქნება შენი ბრალი, თაია. მე ხომ გიცნობ. რა გააკეთა?! -არაფერი არ გააკეთა, სწორედ ეგაა საქმეც. თუმცა ჩემი ბრალიცაა რაღაც-რაღაცები.. -სამსახურიდან წამოხვედი? -დროებით წამოვედი. აქ ვიქნები, რა.. არ მინდა.. დავიღალე, მართალია ელისო. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, სულ გადარბენა, საქმეები, დასვენება მინდა. -რა ჰქვია მაგას ერთი? – ტელეფონი მოიმარჯვა აჩიმ.-ან რა გვარია? ვინაა, რას წარმოადგენს? -ბექა ჰქვია. ფოტოგრაფია.. დავშორდით, – ხელი შემოჰხვია ცხელი ყავის ჭიქას თაიამ.-მე არ ვარ მისი ხასიათის. ის საერთოდ სხვაგანაა, მე სხვაგან. ცოტა კარიერისტი რომ ვარ, ხომ იცი, აჩი.-ღიმილი შეეპარა საკუთარი თავის დახასიათებისას.-არ მიყვარს შეზღუდვები, საზღვრები, აკრძალვები.. არაფერში მზღუდავდა დიდად, მაგრამ მაინც გარკვეული ვალდებულებები რომ მქონდა მასთან, ეგ მანერვიულებდა. მერე ოფიციალურობა.. გაცნობები.. არ შემიძლია. -არ გიყვარდა. -არ მიყვარდა. და საერთოდ რა მინდოდა?! – მხრები აიჩეჩა.-კარგი ბიჭია მართლა. მაგრამ ჩემთვის არ არის. ჩემი სტილი არ არის საერთოდ. -მოხოდილია? – ხელიდან აართვა ჭიქა თაიას, თვითონ დალია მისი ყავა. -არის რა. და არ დავყვებოდი არსად ევროპებში, ამათ კიდე მაგის გაგონება უნდათ?! ისედაც კვდებიან ინტერესით, რამ ჩამომიყვანა. – სოფლისკენ მიანიშნა აჩის. -ახ, შენც არ გეკიდოს. სალაპარაკო მიეცი ოღონდ და მეტი რა უნდათ. მერე რაო? შენ დაშორდი? -უკვე ნათელი იყო ყველაფერი ისედაც. აღარ მოგვწონდა ერთად ყოფნა. უფრო სწორედ, მეგობრები უფრო ვიყავით, ვიდრე შეყვარებულები. არაფრის უფლებას ვაძლევდი. არ მომწონდა მასთან სიახლოვე. -არ გიზიდავდა? – აათამაშა თვალები ეშმაკურად.-არ ჰქონდა ექვსი კუბიკი? -არა. – გაეცინა თაიას.-მეგობრებმა შეგვტენეს ერთმანეთი. გინდა თუ არა, მოგვწონდა თითქოს ერთად ყოფნა. მერე ჩვენც ავყევით და.. -რამდენ ხანს გასტანა ამ მარადიულმა სიყვარულმა? – მაგრად ხალისობდა ბენდელიანი თაიასთან დიალოგით. -რამდენიმე თვე. -მაგის გამო წამოხვედი სამსახურიდან? -არ წამოვსულვარ-მეთქი, შენც ელისოსავით გაუგონარი რატომ ხარ? შვებულებაა.. თან უფროსი მემეგობრება, – თვალი ჩაუკრა აჩის.-დავრჩები.. არ გიხარია? -მიხარია. თან ეს ჩვენი დებილი კლასელები შეკრებას აპირებენ და ბარემ აქ იქნები შენც. -გუშინ ვნახე ჯაფარიძე, – გაახსენდა თაიას ისედაც არ დავიწყებული. ვერ იგდებდა გონებიდან გუშინდელ საღამოს. -ერეკლე?! – ხმა ჩაიწმინდა აჩიმ. -ჰო. გზად შეგვხვდა მანქანით მე და შენს ბიძაშვილს. -მერე? – დაიძაბა ბენდელიანი. -ისეთი არაფერი. სიტყვიერად იკამათეს. -არ დავიჯერებ, რომ ისეთი არაფერი.. რა უთხრა ამან? – თავით ანიშნა აჩიმ. გასაგები იყო ვისზეც კითხულობდა. -შემეცოდა ძალიან ერეკლე.-მოექუფრა სახე გოგონას.-ხომ გახსოვს, როგორ უჭირდა.. -მანამდეც არ იყო დალაგებული. დებილი ოჯახი ჰქონდა ყოველთვის. თვითონაც მაგარი სი.რია! -კაი, მეცოდებაა! -რა გითხრა შენ? არ აგიხსნა მემილიარდჯერ სიყვარული? -რა სიყვარული, – სხვაგან გაიხედა თაიამ.-ჭკუიდან შეიშალა კინაღამ, არ მოელოდა მის ნახვას. არ იცოდა ალბათ, თავისუფალი რომ იყო. -ახლა დაიწყება ერთი ამბავი. კიდევ ვის შეიწირავს ვინ იცის.-თვალებში ჩააშტერდა აჩი უტასნაირი მწვანე თვალებით თაიას. -არ ხარ მართალი შენ. – დააწყო ხელები მაგიდაზე გოგონამ. პირდაპირი იყო ყველასთან, აჩისთან განსაკუთრებით სამართლიანი.-არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მარინას ნუ დაუმძიმებ ცხოვრებას, აჩი. მისი ხათრით მაინც შეეცადე. -მისი თავქარიანობის გამო… – ხელი ასწია ჰაერში აჩიმ.-ჩემი ძმა მიწაში ლპება ათი წელია. გგონია, ამას ოდესმე ვაპატიებ?! -შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი და ასე მომხდარიყო მაშინაც, შენი ბრალი იქნებოდა ტატოს სიკვდილი?! – შეუვალი გახდა თაია. უტას დასაცავად ალბათ არც ერთ სიტყვას დახარჯავდა გუშინდელის მერე, მაგრამ ვერ გაუძლო მაინც აჩის უსაფუძვლო ბრალდებებს. მიატრიალა თავი აჩიმ. ვერ უპასუხა თაიას. -არ გინდა, თაია. ნუ დაიცავ. -არ ვიცავ. არ ვამბობ, რომ მართალია. საერთოდ.. როგორ შეიძლება ადამიანის მკვლელობა გაამართლო?! მაგრამ შენ ხომ სხვა რაღაცის გამო უბრაზდები.. იმის გამო, რაც არ ჩაუდენია.. -მის გამო მოხდა ყველაფერი. -შენ რომ მსგავსი რამ დაგმართნოდა, გაქცევდა ის ზურგს? როგორ გგონია? – თვალი თვალში გაუყარა ბენდელიანს. თითქოს დაფიქრდა აჩი. უტა ყოველთვის უფრთხილდებოდა ბიძაშვილებს. ყველაზე ხიფათიანი მათ შორის ტატო იყო, უტა კი აბალანსებდა. პატარა აჩის მუდამ ასწავლიდნენ სწორად ცხოვრებას, ყველგან დაჰყავდათ მათთან ერთად. მოაგონდა შორეული წლები აჩის. ცხოვრების ბოლომდე გვერდით დაუდგებოდა უტა, მის ადგილას რომ ყოფილიყო. იცოდა გულის სიღრმეში და ამის გამოც კი ბრაზობდა მასზე. -არ მინდა მასზე ლაპარაკი.-შეუვალი გაუხდა სახე.-არჩილი და მარინა არ მაკლდა, ახლა შენც დაემატე. ყველას რატომ უყვარს, მართლა ვერ ვხვდები, რამე განსაკუთრებული ნიჭი აქვს თავის შეყვარების? -ელისოც გიჟდება. – გაეღიმა თაიას. ცოტათი გადაატანინა ყურადღება. ხსენება და მისი გამოჩენაც ერთი იყო. -აუფ, ელისო მას… – გასძახა აჩიმ ჭიშკრიდან მომავალ ელისოს მოულოდნელად.-რას გამოპრანჭულხარ?! -გაზაფხულის ზეიმი გვქონდა სკოლაში. – ფერადი კაბით დატრიალდა მათ თვალწინ ქალი. უჩვეულოდ ბედნიერი იყო თაიას სახლში ყოფნით. ასეთი ფერადი კაბა არასდროს ჩაუცვამს მარინას ტატოს გარდაცვალების მერე. აჩის წამიერად მიეყინა სხეული. -რას შვრებით თქვენ? შეიყვანე სახლში ეს ბიჭი, თაია! -ეს ეზოში შემოსაშვებიც არაა, არათუ სახლში! -როგორც მობრძანდა, ისე რომ გავაბრძანოთ უკან, რა აზრის ხართ, ელისო მას? – ფეხზე წამოდგა აჩი, თან გაიყოლა ატამი და ვაშლი ერთდროულად. -ძლივს მეღირსა, აჩიკო… ვერ დაგეთანხმები. – გაინაზა ქალი და თმაზე წაეთამაშა ქალიშვილს.-შემოდი სახლში, ვისადილოთ. -არა, წავალ მარინასთან, თორემ ამომწერეს ოჯახიდან. სოსოს გავაფრთხილებ, ესე გამოპრანჭული მარტო აღარ გაგიშვას არსად… ღიმილით გააცილეს სახლისკენ მიმავალი აჩი ბენდელიანი დედა-შვილმა. თაიას ახსნა-განმარტება ჩააბარებინეს მშობლებმა გუშინდელი კამათის თაობაზე. გაკვრით ახსენე ერეკლე, მათი სიტყვების გაცვლა ზედაპირულად მოუყვა გაკვირვებულ დედ-მამას და ომახიანად გამოაცხადა მათი სათაყვანებელი ბიჭის ზღვარგადასული საქციელი. ერეკლეს პლატონური სიყვარული კარგად ნაცნობი იყო მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით სოსოს ეჯავრებოდა ძალიან. ბენდელიანების უბედურების მერე კიდევ უფრო მეტად. საგაზაფხულო ზეიმის მერე რესტორანში აპირებდა ელისო წასვლას. ამჯერად სხვა ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა, კოლეგებთან ერთად მიდიოდა დაბადების დღეზე. -სოსოც დაპატიჟებულია. – გადმოხედა ირიბად სოსოს. -კაი, კაი, ვიცი, რომ ჩემი წასაყვანი ხარ. – ჩაეცინა კაცს და თაიას გადახვია ხელი.-მიდი, მამი, გამოუტანე მამაშენს შენი გაკეთებული საჭმელი. -არაფერს მაკეთებინებს ელისო. – ცხვირი აიბზუა თაიამ.-ისევ მის გაკეთებულს გაჭმევ. ორივე მიდიხართ? -გადადი გვერდზე ნანიკოსთან, თუ მოიწყენ. -არ მოვიწყენ. გაერთეთ თქვენ და ჩემ გამო ადრე არ დაბრუნდეთ. – გააფრთხილა მშობლები. მამას ლამაზად გაუშალა სუფრა მაგიდაზე. -სკოლაში ჩამოიარე შენ ერთი, – შავ თმას ივარცხნიდა ელისო.-გიკითხეს პედაგოგებმა. -დამასვენე, დედა, რა იქნება?! -რას გადაეკიდე ამ ბავშვს მართლა, ელისო? – მხარში ამოუდგა მამაც. -სულ ამის ხსენებაში ვარ და აინტერესებთ, როგორია. დიდი ამბავი თავისი მასწავლებლები თუ მოინახულა! ისე.. – მოუტრიალდა მოფუსფუსე მამა-შვილს.-უტა გაიხსენეს დღეს.. -რა ჭორიკნები ხართ ყველანი! – გაწყრა სოსო. -რა ბავშვი იყო.. რამდენი რამ გავიხსენეთ. ეჰ.. – ხელი ჩაიქნია ქალმა.-სიმპათიური კი არის ძველებურად ისე, სოსო, რას იტყვი? -კი.. დაღვინებულა. დადინჯებული რაღაც, დაჭკვიანებული. -ცელქი იყო, მოუსვენარი, გრიგალივით დაჰქროდა ამ ქუჩებში მამამისის მანქანით. ჩატენიდა კლასელებს და მიდიოდნენ მერე შატალოებზე. -ყოველ დღე ამ ამბის განხილვა არ მოგბეზრდათ? – ღიმილით უთხრა თაიამ და სუფრის ალაგებდა დაიწყო. -რა საქმე აქვთ გგონია მეტი ამათ სამასწავლებლოში? – ცალყბად ჩაეცინა სოსოს. ხელით ანიშნა ელისოს გარეთ გაბრძანება და თაიას ჩაუკრა თვალიც. როგორ უყვარდა თაიას მშობლების ერთმანეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება – ჯანსაღი. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი იყო მათთვის, სწორედ ისე გაზარდეს, როგორც შეეფერებოდა – ღირსეულად. თვალი გააყოლა მათ ვერცხლისფერ თავებს, ხელკავ გაყრილებმა რომ დატოვეს სახლის კარი. გაბრწყინებული თვალებით დაუქნიეს ქალიშვილს ხელი, თვითონ გაბადრული ღიმილით შეჰყურებდა უბერებელ სხეულებს. დაღამდა. ცივი გაზაფხული იცოდა აქ. კიდევ კარგი ბუხარში დანთებული დატოვეს ცეცხლი. ყოველ საღამოს აგიზგიზებდა ბუხარს სოსო, მცივანა იყო თაია და უყვარდა თბილად ყოფნა. პლედი გადაიფარა მუხლებზე, ტელევიზორიც ჩართო და სრულ იდილიაში ჩამოეძინა კიდეც დივანზე. გარედან შემომავალმა ხმაურმა დაურღვია მხოლოდ მყუდროობა. რეტიანივით წამოდგა ფეხზე. არც კი უფიქრია არაფერზე, ისე გამოხსნა სახლის კარი ამ შუა ღამისას. სხეულის აღნაგობით მიხვდა, ვინც იდგა ჭიშკართან. უტა ბენდელიანის გვერდით დამდგარიყო ერეკლე ჯაფარიძე. ორი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ თაიამ. ახალ გამოღვიძებულმა კარგად ვერ გაარჩია რა ხდებოდა, რას აკეთებდნენ ისინი ერთად. მერე შეამჩნია სისხლის კვალი უტას ხელებზე.. პირზე აიფარა ხელი. დანა მოეშიშვლებინა ხელში ჯაფარიძეს. გაწითლებულ სახეზე შიშისა და სინანულის გარდა არაფერი ეტყობოდა. ჭრილობაზე მიიდო ცალი ხელი უტამ, მეორე სახეზე წაავლო გაძეგლებულ ერეკლეს. არაფერი უთხრა. კარგად უყურა სახეში, თითქოს ამით აგრძნობინა, რაც დაემართებოდა ამ საქციელის გამო და უხეშად შეუშვა ხელი. გაათავისუფლა. იქიდან აორთქლა დასისხლული ჯაფარიძე. ბენდელიანის სისხლი რომ ასე სწყუროდა, ახლა საერთოდ არ ჰგავდა კმაყოფილს. ალბათ ასე ხდება, როცა იმის გაკეთება გიწევს, რაც არ გინდა, რასაც არ ემხრობი. -რა მოხდა? – დაიჩურჩულა თაიამ. წამიერად გააყოლა თვალი მანქანას, სინათლის სიჩქარით აორთქლებულ კლასელს და უტას მიუტრიალდა. ხელი შეაშველა დაჭრილ უტას, ლამის მიიხუტა კიდეც გულ-მკერდზე, იმდენად ღრმა იყო ეს ჭრილობა, მისი სხეული კი ძალიან მოთენთილი. -სახლშია მამაშენი? – თვითონაც დაბალ ხმაზე უპასუხა და გაჰყვა თაიას სახლისკენ მიმავალ ნაბიჯებს მასზე დაყრდნობილი. -არა. ახლავე სასწრაფოს გამოვიძახებ. გტკივა? – მიხუტებული ფრთხილად მოიშორა და ჩამოაჯინა დივანზე დაჭრილი კაცი. ძალიან მძიმე იყო ბენდელიანი, თაია კი სიფრიფანა, თუმცა მაინც მასზე უფრო ამტანი ალბათ. შავ თვალებში ეტყობოდა შეუპოვრობა, სიმტკიცე, მისი დახმარების სურვილი.. -არ მინდა სასწრაფო.-ხელი გაუქნია მომარჯვებულ ტელეფონზე. მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო ტანზე და მისი ნაფლეთი მიიდო ჭრილობაზე მაგრად. -რას ნიშნავს არ გინდა? აბა, რა გინდა, სიკვდილი? – ამოიყვირა თაიამ და გადაიწია თავისი ტელეფონის ასაღებად, თუმცა შუა გზაზე გაჩერდა არანაკლებ მაღალი ხმით ნათქვამი პასუხის გამო. -გაიგონე, რასაც გეუბნები. განრისხებული სახით მიუტრიალდა კაცს. ზევიდან დააცქერდა მის ჭრილობას, გადმოღვრილ სისხლს, დაცვარულ შუბლს. -არჩილს მაინც… -არავის დაურეკო.-ისე ამოიხედა, თაიამ ვეღარ გაუბედა დაპირისპირება.-მომიტანე სახვევები. -ახლავე, – ჩქარი ნაბიჯებით დაათვალიერა ყველა შესაძლო ადგილი, სადაც კი შეიძლება ეპოვა რამე. იმდენი ნივთი გადმოყარა, თავდაყირა დააყენა მთელი სახლი. ვერაფერი იპოვა. ახლა თვითონაც აღელდა. ყველაზე ბოლო უჯრაში შეჩურთული სამედიცინო ყუთი გადმოათრია, რომელიც ალბათ არც არავის გამოუყენებია აქამდე, და მაშინვე გაჩნდა უტასთან. განერვიულებული ჩადგა მის ფეხებს შორის, გადმოყარა ყველაფერი, რაც ელაგა პატარა ყუთში. სუფთა საფენებს წაეტანა მაშინვე. ხელი შეაშვებინა კაცს. ხელისგულით დააწვა ჭრილობას სისხლდენის საკონტროლებლად, მის ხელებს გადაუტარა უტამ თავისი. ერთმანეთს გადახედეს წამიერად, სისხლიანი იყო ბენდელიანის მწვანე თვალები. და ეს შეხებაც ძალიან სუსხიანი.. მოუდუნდა სხეული თაიას. სისხლი შეჩერებას არ აპირებდა, მისი ხელები კი ისე დაიღალა… დაუფიქრებლად ჩამოჯდა იქვე, მასთან ასე ახლოს, მის ფეხებს შორის, მცირე დისტანციაზე. თითქმის კალთაში ჩაუჯდა სიკვდილ გადარჩენილ კაცს. ლამის შუბლიც მიადო შუბლზე, იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. -გთხოვ, ვეტყვი ვინმეს.. -არავის უთხრა.-ახლა კი ნამდვილად იგრძნო მისი სუნთქვა თაიამ. კანი აეწვა ამ კაცის სურნელზე. ხმის ბგერები რომ მოელამუნა ყელზე, ჟრუანტელმა დაუკითხავად დაუარა. -არ ჩერდება.-ანიშნა და ოდნავ შეარხია ხელები. უფრო მეტად დააწვა უტა, ტანსაცმლის სუფთა ნაფლეთზე შეიმშრალა ცალი ხელი და თავი უკან გადასწია. ჩუმად იცდიდნენ, მანამ სანამ არ შეწყვეტდა სისხლი გამოდინებას. ამასობაში მოასწრო გოგონამ მისი ახლოდან დათვალიერება. გადაპარსულ თავზე გადაისვა თავისუფალი ხელი უტამ, წვერზე გადაიტარა შემდეგ თითები. თითქოს მიჩვეული იყო ამ მდგომარეობას და ეს ჭრილობაც დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა მისთვის. ცალ მკლავზე ჰქონდა რამდენიმე სვირინგი. კეფაზე და მხარზეც პატარ-პატარა ფიგურები დაეხატა, იდეალური სხეული ჰქონდა, კარგად მოვლილი და დახვეწილი. მიმზიდველ ყელზე დაემაგრებინა ვერცხლისფერი ყელსაბამი, ბრწყინავდა მის ხორბლისფერ კანზე მეტალი. თამამად დაათვალიერა თაიამ თვალწინ გადაშლილი სანახაობა. -რა გაინტერესებს? – თვალდახუჭულმა, თავგადაწეულმა დაიჩურჩულა ბენდელიანმა. მიატრიალა სახე თაიამ სირცხვილისგან, მიუხედავად იმისა, რომ არავინ უყურებდა. -არაფერი. – უპასუხა დაბალ ხმაზე, ოდნავ შეარხია თითები უტას კანზე, მაგრამ მაგრად დაუჭირა ბენდელიანმა. ხელი არ ააღებინა. -დაიღალე?! – განაგრძო ჩურჩული ისევ. ხმაც ჩაეხრინწა. -არა. დავიცდი, სანამ შეჩერდება. -გადავარდები, მოდი ჩემკენ.-ოდნავ დაქაჩა თავისკენ და უფრო თავისუფლად მოისვა მის ფეხებთან. გული გაუჩერდებოდა თაიას ალბათ, ისეთი სხვანაირი იყო ახლოდან უტა ბენდელიანი. გასწორდა წელში ოდნავ უტა, უფლება მისცა ქალს კარგად მოთავსებულიყო, იდაყვი დაუჭირა თავისუფალი ხელით და თითქოს ძალა შეჰმატა, რომ დახმარებოდა. -გტკივა? – პირველად შეხედა თამამად თაიამ. გაუსწორა მზერაც, სახეც, ყველა დეტალს ხედავდნენ ერთმანეთში. -ნუ ღელავ, არ ჩაგაკვდები. -არ ვღელავ.-გადააქნია თავი და გააშრიალა მისი თმაც კაცის თვალწინ. ატმის სურნელმა ამოავსო ოთახი, უტას გამომხმარი ორგანიზმიც გაივსო მივიწყებული ემოციით. ესიამოვნა. -სად არიან შენები? -დაბადების დღეზე წავიდნენ. ვეტყვი, თუ გინდა სოსოს, მეშინია ეგრე.. -რისი გეშინია?! – გაეღმა უტას.-შეჩერდება და გაგიშვებ. -შენი არ მეშინია.-მიახალა მკვახედ და უფრო მეტად დააჭირა ჭრილობაზე ხელი.-გაგირთულდება. იქნებ, სერიოზულია.. -არაა სერიოზული. -შენ რა იცი?! – ამოიყვირა ჩუმად. -აბა, ვინ იცის. – წამოიწია ოდნავ და ააღებინა ხელი თაიას. კაცის ხორბლისფერ კანს იდეალურად მოერგო თაიას შოკოლადისფერი. დაღლილი მკლავი დაიზილა გოგონამ, მერე საფენებს დააშტერდა და კიდევ დაუდო რამდენიმე. ფეხზე წამომდგარს ააყოლა თვალი უტამ. ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა და უკანასკნელი რასაც ხედავდა, თაიას გამოსახულება იყო. -ცუდად ხარ? – მიეშველა მაშინვე თაია. შუბლი დაეცვარა, ტემპერატურამ აუწია. ჩამოიწია მასთან, კაცის მშვიდი სუნთქვა მოელამუნა ლოყაზე.-უტა! -არ გამოიძახო სასწრაფო.. -რატომ?! რატომ არ გამოვიძახო? ახლავე გამოვიძახებ, არ მაინტერესებს, რას იტყვი! – ცრემლები მოერია თაიას. კაცი ხელებში აკვდებოდა და უფლებას არ აძლევდა დახმარებოდა. -პოლიციაც მოვა.. – დააწია ტელეფონ მომარჯვებულ თაიას უტამ. -მერე შენი რა ბრალია? – თქვა თუ არა, გაიაზრა თაიამ, ვისი ბრალიც იყო ეს ყველაფერი. ამჯერად თვითონ დაუშვა მობილური. მხოლოდ იმიტომ არ დაარეკვინა, რომ ერეკლეს შეექმნებოდა პრობლემები და არა თავად მას. თვალები დახუჭა თაიამ. ესეც რაღაც ადამიანური მასში. -მის გამო მიმეტებ, ხედავ? – სუსტად გაეღიმა უტას.-აღარ დარეკავ სასწრაფოში? -ავადმყოფი ხარ. – გულწრფელად მიახალა და ტელეფონს უყურა კარგა ხანი. რა გაეკეთებინა?! აერია ფიქრები ერთმანეთში, ხან ჭრილობას დახედა, ხან თავად უტას, ხან ტელეფონს. -არჩილს მოვიყვან. – გადაწყვიტა ბოლოს, თუმცა აართვეს ხელიდან მობილური. -დადე-მეთქი ეგ ტელეფონი, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?! – თავად დაიკავა ხელში და ავად შეხედა თავზე წამომდგარ თაიას. -აბა, რა ვქნა, ვუყურო როგორ იცლები სისხლისგან? -არც თაიამ დააკლო ტონს. -მომიტანე სოსოს მაისური.-არ გასცა პასუხი, თავად განაგრძო თავისი სათქმელი. ერთხანს უყურა ქალმა სახეში ამ გათავხედებულს, თუმცა შეასრულა მისი „თხოვნა“. ჩაუგდო კალთაში მამის მაისური. -ჩამაცვი.-განაგრძო დაბოხებული ხმით უტამ. ისეთი ხმით ამბობდა, არც თხოვნას ჰგავდა, არც ბრძანებას, ეგეთი მანერა ჰქონდა საუბრის. -სხვა რას ინებებ? – ჩაიქირქილა თაიამ თავისთვის. გააყრევინა ხელები მაისურში და თავზეც თავად გადააცვა. თან ჭრილობაზე დაიდო ხელი ბენდელიანმა, თან გაბრაზებული ქალის მკვახე კომენტარებს გასცა პასუხი. თითქოს, ძალიან ჩვეულებრივი იყო მათი საეჭვო სიახლოვე… -შემისრულებ, რომ გითხრა? – ცოტა გაეღიმა ამ სიტყვებისას. წარბები აზიდა თაიამ. -არ ყოფილხარ შენ ჩემი დახმარების ღირსი.-გულახდილად უთხრა, ნაწყენი ხმით. შეურაცხყოფად აღიქვა საერთოდ ყველა წინადადება, რაც კი გაჟღერდა იმ საღამოს მათ შორის. -სხვა დროს აღარ შემომიშვა სახლში. – ფეხზე წამოდგა ცოტა გაჭირვებით. ხელში მოითავსა მობილური და კარისკენ დაიძრა ზედმეტად გამოჯანმრთელებული. -შენნაირი თავხედის გამო თავს არ დავღლი. – ვერ მოზომა ტონი ქალმა. უგულოდ მიაშტერდა საფენების ნაგავსაყრელს და უხმოდ მიაცილა კარამდე ბენდელიანი. ჩარჩოსთან ჩამოდგა თაია, ეგონა, მადლობას მაინც ეტყოდა ასეთ დროს სახლში შემოსვლისა და, მინიმუმ, მისი სიცოცხლის გადარჩენის გამო, თუმცა სულ ტყუილად. მოუტრიალდა გადაღლილი ბენდელიანი ქალს. თვითონაც ჩარჩოსთან დადგა. ისევ ახლოს ერთმანეთთან, თუმცა ძალიან შორს ამავდროულად. -საიდუმლოს კარგად შეინახავ, თაია?! – უცნაური ხმა ჰქონდა ბენდელიანს. აი ისეთი, აუცილებლად დადებითი პასუხი რომ უნდა გაგეცა. გააცია თაიას ჯერ საკუთარი სახელის მსგავს ჟღერადობაზე, მერე წინადადების არსზე საერთოდ. რაღაც საერთო საიდუმლო უნდა ჰქონოდათ… საიდუმლოს გარდა, რაღაც საერთო უნდა ყოფილიყო მათ შორის, ეს უკვე ჩანასახშივე საშიში იყო. -თუ არ? – გადახარა თავი გვერდზე თაიამ, გამომწვევად შეხედა დაჭრილ ბენდელიანს. არ შეარჩენდა იმ სიუხეშეს, რაც გამოავლინა დაუმსახურებლად. -სცადე. – ბოლოჯერ შეხედა ღამისებრ თვალებს უტამ, ნელი ნაბიჯებით დატოვა ჭიშკარი და მაინც მხრებგაშლილი წავიდა თავისი სახლისკენ. თოფურიების სახლი ინახავდა მის ყველა სასტიკ საიდუმლოს. ალბათ ამასაც შეინახავდა გმირულად, ისე როგორც ადრე. ნერვებმოშლილმა და ნანერვიულებმა ლანძღვით მიალაგა არეული სახლი. დასისხლიანებული იატაკი მოწმინდა, ბუხარში შეაგდო დასვრილი საფენები. უტას დაკუჭულ მაისურს დააცქერდა წამიერად. ვერ გაიმეტა გადასაგდებად, გარეცხა და მალულად დაკიდა თავის ტანსაცმლებთან ერთად ოთახში. მაინც ვერ შეამჩნევდა ელისო. აღარაფერი ეტყობოდა სახლს ომ გამოვლილი, ღონემიხდილი ჩამოჯდა დივანზე თაია. აღარც ფილმის ყურების სურვილი ჰქონდა და აღარც ძილი უნდოდა. საერთოდ რა მოხდა წეღან?! ორი დღეც არაა, რაც ჩამოსულია და უკვე აურზაურს იწვევს. შემდეგში რას იზამს საერთოდ? სახლის კარები როგორც კი გაიღო, მოიმკვდარუნა თავი. ინატრა, არც ერთი „სამხილი“ არ ყოფილიყო დარჩენილი და სოსოს გამჭრიახ თვალებს არ შეემჩნია რამე საეჭვო. სიცილით დახედეს ქალიშვილს მშობლებმა, ხელში აიტაცა სოსომ ფარისეველი ქალიშვილი და თავის ოთახში დააწვინა, ისე როგორც ბავშვობაში. თვალებზე მოაწვა ცრემლები თაიას. არ უყვარდა მათი მოტყუება, არავის გამო გადავიდოდა მშობლებთან სიტყვას, ახლა კი მოცემული პირობის ასრულება უწევდა უნებურად. გრძნობად სახეზე, როგორ უყურებდა მშობელი მამა სიყვარულით. ნეტავ, რას გრძნობდა კაცი, ვისაც არც ერთი ჰყავდა და არც მეორე, ვინც მარტოსულად დაიარებოდა და არ ჰყავდა გზის მაჩვენებელი. დაუკითხავად დაეპატრონა მის გონებას ერთადერთი ფიქრი: რას გრძნობა უტა იმ თავის ცარიელ ნავში, არავინ რომ არ იცოდა, რომელ ნაპირთან მიიყვანდა ბედის მწერალი. . გაზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა დღეებმა. მზეც უფრო ინტენსიურად გზავნიდა დედამიწაზე თავის მწველ სხვებს, თანდათან დათბა კიდეც სოფელში. გამოღვიძებულმა ბუნებამ იმოქმედა თაიას ხასიათზე და აუსრულა ნატვრა ელისოს – მისი თხოვნით, ლამაზად გამოპრანჭულმა ჩამოიარა სკოლის შარაზე. გზად გაიარა ნაცნობი გზები, რომელსაც აჩი ბენდელიანთან ერთად მიუყვებოდა ყოველ დილით, ერთ დროს საყვარელ შენობასაც მიადგა და მხიარულად გადაეხვია მასწავლებლებს. სოფლებში ასე ხდება ხოლმე, ყველა ყველას იცნობს და კარგი მოსწავლეებიც არასდროს ავიწყდება პედაგოგს. ასე იყო თაიაც. ელისოს შვილობა სულ არ იხსნიდა ხოლმე დამრიგებლის რისხვისგან, ყველა შატალოს ორგანიზატორი თავად იყო. აჩი ხომ საერთოდ უბედურის ერთი დაიარებოდა სკოლაში! რა საკვირველია, გაიხსენეს კურიოზები. თვალებში შესციცინებდა ელისო ქალიშვილს. ერთადერთი ჰყავდა და თან როგორი – ეამაყებოდა. არ უყვარდა თაიას, როცა ასე უყურებდნენ მშობლები. მხრებზე მძიმე ტვირთივით აწვებოდა მათი იმედია მზერა, რომ არასდროს შეეშლებოდა მას ამ ცხოვრებაში და ყოველთვის ისეთივე უცოდველი და უშეცდომო იქნებოდა, როგორც ახლა. -ნუ მაქებ ეგრე სხვების თვალწინ, – გაუწყრა გზაში დედას. გამოართვა წიგნებით დატვირთული პარკი და თავად გადაიკიდა მხარზე. -ახ, დიდი არაფერი მითქვამს. ან ტყუილი რა ვუთხარი? – არ მიიღო შენიშვნა ელისომ. -არაა საჭირო ყველა დეტალი მოუყვე ჩემზე, დედა. – მაინც შეერია ღიმილი ხმაში გოგონას.-დღეს არ გყავდა აბიტურიენტები?! -ექსკურსიაზე წავიდნენ და ავუნაზღაურებ მერე. დილით ჩამოვხსენი შენი ტანსაცმლები, – მოაგონდა ელისოს. თაიას დაეძაბა მთელი სხეული.-კაცის მაისურიც იყო. სოსოსი არაა ეგ. იმ ბიჭისაა?! – ცალი წარბი აუზიდა ქალიშვილს. არ მოსწონდათ თოფურიებს თაიას „რჩეული“. -თავი დაანებე შენ იმ ბიჭს. ჩემია. – იცრუა მაშინვე და ღიმილით მიმოიხედა გარშემო. -არ ჩანდა ეგეთი დიდი არადაა.. რას გამოიყოლე მისი ტანსაცმელი? რათ გინდა? -რა დღეში ხარ, ქალბატონო ელისო, – გაეცინა ახლა ხმამაღლა თაიას.-პატარა ბავშვი ვარ, რომ მაკონტროლებ? -რათ გინდა ბიჭის მაისური, აინტერესებს დედას! -ღამე ვეხუტები და მაგასთან ერთად მძინავს, -ჩაიფრუტუნა.-ჩემია-მეთქი, ადამიანო! -კაი, კაი, – ხელი ჩაიქნია ქალმა.-შენ მომატყუებ მე. კაცის სუნამოს სუნი ჰქონდა. იმდენი ვერ მოტვინე, რომ კარგად გაგერეცხა. ახლა ნამდვილად აწკიპა წარბები თაიამ. ნეტავ, როგორი სუნი ჰქონდა?! კაცის კი არა, უტას სურნელი იყო ეგ… არ შეუმჩნევია. არ მოუნდომებია, რომ გაეგო. ხომ იცოდა ისედაც. გუშინ იმდენად ახლოს ჰყავდა, ყველა მისი სხეულის დეტალი გაარჩია თვალსაჩინოდ, მიკროსკოპულ დონეზე. მაინც რომ მოვლილი იყო?! მაინც, რომ სუფთა კანი და დახვეწილი სხეული ჰქონდა?! როგორ ახერხებდა ყოფილიყო ასეთი სრულყოფილი გარეგნულად, შინაგანად კი ამდენად დანაწევრებული, რომ ყველაფრის მიმართ დაკარგული ჰქონდა მიმღებლობა. სევდიანად გახედა ბენდელიანების სახლს თაიამ. არჩილის მანქანა უძრავად ეყენა ეზოში. მარინა ჰკიდებდა აჩის ტანსაცმლების გვერდით უტას ბარგს. ნეტავ, როგორაა?! გადარჩა მაინც?! -თაი! – გადმოიძახა მეორე სართულის ფანჯრიდან აჩიმ. გზად ჩაიცვა ტანზე და სირბილით მიუახლოვდა დედა-შვილს.-ეს ვუთხარი მე სოსოს? რატომ დადიხართ ფეხით? -ოხ, აჩი, ოხ! – ჰაერში აიქნია სიცილით ხელი ელისომ.-სამსახურშია სოსო.. თან ისეთი კარგი ამინდია.. -ეს ქალბატონი სად იყო? – თაიასკენ ანიშნა ქალს. -სკოლაში მაპოზიორა შენმა მასწავლებელმა.-თვალები გადაატრიალა გოგონამ. -აუფ, ეგღა გვაკლდა, რა! – ყალბი მწუხარებით ჩამოადო ჭიშკარს თავი. -წავედი მე, მოდი მერე შენც, თაი.. – გაუღიმა ელისომ კიდევ ერთხელ და დატოვა მარტო მეგობრები. -შემოხვალ? – სახლისკენ ანიშნა აჩიმ. -რაზე?! – მოარიდა თვალი გოგონამ. -ჩემთან გირჩევნია ყავის დალევა თუ ელისოს დაქალებთან?! – გამოაღო სახლის კარი და შემოატარა გოგონა. ფეხს ითრევდა თაია.-მესტუმრე ხოლმე, როცა ათასში ერთხელ ვემთხვევით ერთად.. სულ სახვეწარი რატომაა? -კარგი, ნუ ტირი. – დასცინა თაიამ.-შენ როდემდე დარჩები? -ცოტა ხანი მინდა ვიყო მარინასთან. ახლა მით უმეტეს. – დაამატა თავისთვის. „ანუ ცოცხალია“ გაიფიქრა თაიამ. ისეთი მზაკვარია, რა დაემართებოდა… -მოდი, თაი, მოდი. – სახე გაუნათდა ქალს.-როგორ ხარ? -კარგად, მარინა ბიცოლა, თქვენ? – დაუბრუნდა მოსიყვარულე სალამი მარინას. როგორ უხაროდა ქალს, თაია მაინც რომ მოდიოდა თავისუფლად ამ სახლში. -არამიშავს. მიდი და მოვალ მეც, ნამცხვარი გამოვაცხვე. აჩიმ მითხრა, რომ გიყვარს კენკრის კექსი.. -აღარ დარჩა იმ კექსისგან არაფერი, – ჩაეცინა ბენდელიანს. თაიასთან ერთად შევიდა სახლში. ბუხართან აღარ იდგა უტა, არც ცეცხლი ენთო მასში. ცარიელი სახლი ოდნავ უფრო თავისუფლად სუნთქავდა მის გარეშე. არც დაძაბულობა იგრძნობოდა კედლებში. სამზარეულოში გავიდნენ, თავად ჩაუდგა სათავეში ყავის მოდუღებას ბენდელიანი. -რაო მასწებმა? – ჩამოუჯდა წინ აჩი. -გაიხსენეს ძველი დრო. ჩვენი მოწყობილი აურზაურებიც.. -ჩვენს მერე ვინ ჰყოლიათ ნორმალური, – თავმომწონედ გასწორდა მხრებში და დაუდო ცხელი ყავა თაიას. ტელეფონში დაიხედა უეცრად.-აუ, სამსახურიდან მირეკავენ და მოვალ უცებ, კაი? -მიდი, მიდი. თვალი გააყოლა გამავალ აჩის. მერე თავისუფლად მოათვალიერა სამზარეულო. აქ ხშირად მოდიოდა. უტას დედაც ჰყავს რამდენჯერმე ნანახი. თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, უცხო ნაბიჯებით შემოვიდა ვიღაც შიგნით. ცალი ხელი ჭრილობის ადგილას ედო, ცალით გამოაღო კარადა. თაიას გადმოხედა უმნიშვნელოდ, თავის დაკვრით მიესალმა გოგონას. მუქი ლურჯი მაისური ეცვა, ფეხზე შორტები და სახლის ფეხსაცმელები. ძალიან… ჩვეულებრივი იყო მაშინ უტა. სახლური. ახლობლური. თითქოს აჩისნაირი. თვალი ააყოლა მის მაღალ სხეულს, დაუთვალა ყველა სუნთქვა წყლის სმის განმავლობაში. არ გაუშვა სიამაყემ თაია. ვერ ჰკითხა, როგორ ხარო. უმადურობისა და თავხედობის მერე არ აპირებდა ამ ველურთან საქმის დაჭერას, არც აინტერესებდა რას იზამდა საერთოდ. -კარგად ვარ. – უტამ წამოიწყო დინჯი ხმით. ხმამაღლა გაეცინა თაიას. -არ მიკითხავს. -მაგრამ გაინტერესებს.-მიუჯდა პირისპირ. მეორედ აავსო ჭიქა წყლით და დაიდგა მაგიდაზე. -გკითხავდი, რომ მაინტერესებდეს. თან არაფერი გიჭირს, -ანიშნა თაიამ.-თავხედობის თავი გაქვს. -ანუ?! – წინ გადმოიხარა ოდნავ. მკლავებით დაეყრდნო მაგიდას. თავისუფლად დაინახა ქალის კეკლუცი, მომთხოვნი მზერა. -მადლობა გაქვს მგონი სათქმელი. – თავისუფლად ესაუბრებოდა თაია, მართალი იყო და იმიტომ.-და ბოდიშიც, ჩემი განერვიულების გამო. -ინერვიულე?! – ვერაგულად გადასწია თავი გვერდზე, ყველგან დაათვალიერა თაია რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ სახეზე ყველაზე მეტად. -დაჭრილი კაცი მომადგა სახლში, შენი აზრით, არ ვინერვიულებდი?! – თვითონაც დაეყრდნო მაგიდას თაია, ახლა თავად დაუბრუნა მზაკვრული მზერა. -შენ თვითონ შემიყვანე სახლში. დაგავიწყდა? -უნდა დამეტოვებინე გარეთ, ეგეთი მომაკვდავი… – თვალი თვალში გაუყარა, გულცივი გამომეტყველება არ შორდება ბენდელიანს სახიდან. -შემდეგისთვის ეგრე ქენი. -იმას რა ბედი ელის? – ფრთხილად იკითხა ქალმა. მაინც არ იცოდა ჯერ, ვისთან ჰქონდა საქმე.-ერეკლეს ვგულისხმობ.. -შენ რატომ გაინტერესებს? – სუსტად გაეღიმა უტას.-რა გგონია, რას ვუზამ? -რა ვიცი. არაფერია გამორიცხული. – დაუბრუნა ღიმილი თაიამ. რას ელაპარაკება?! თვითონაც რომ გაასხმევინოს ტვინი, სად წავა მერე? -ძალიან ხომ არ გამითამამდი? – ამჯერად უფრო ფართედ გადაჰკრა ღიმილმა უტას. მოსწონდა ამ ქალის პირდაპირი, შეუვალი საუბარი. -მგონი პირიქით უფროა ეგ. შენ გგონია, რომ საიდუმლოს შეგინახავ.. დაგეხმარები.. -არ მგონია. – გააწყვეტინა შეცვლილი ხმით.-ეგრეა. კეთილშობილი ხარ ძალიან, – მოათვალიერა გამომწვევად.-ყველა გებრალება. თუნდაც ის ერეკლე. -მებრალება, რა თქმა უნდა. საერთოდ არ მინდა, რომ მკვლელი გახ…დეს.. – შუაზე გაწყვიტა წინადადება. დაუფიქრებლად უთხრა უტას ის, რაც ესმოდა მთელი ათი წლის განმავლობაში. წარბები აზიდა მაღლა ბენდელიანმა, გონებაში თავად დაამთავრა ქალის სათქმელი, მისი დახრილი თვალებიც დეტალურად შეისწავლა. გული აუჩქარდა თაიას. არც უფიქრია, ისე უთხრა ის, რასაც არავის ეტყოდა დედამიწაზე. უკანასკნელ ადამიანსაც კი. შიგნეულობა აეწვა თავისი სიმწარის გამო. -თაი, დაგტოვეს მარტო? – გარეცხილი ტანსაცმლით ხელში შემოვიდა მარინა. ღიმილით დახედა მაგიდასთან მსხდარ წყვილს.-ვუი, უტაც აქაა… -წავალ მე, მარინა ბიცოლა.-ფეხზე წამოდგა თაია დარცხვენილი. -სად მიბრძანდები?! – მხრებში ჩაავლო ხელი შემოსულმა აჩიმ და ისევ ჩამოსვა სკამზე. თვალი გააყოლა მათ სიახლოვეს უტამ. ახსოვდა… და იცოდა ვინც იყვნენ ერთმანეთისთვის. -იყავი ცოტა ხანი, გაგასინჯებ ნამცხვარს. – სათნო ღიმილით გადმოიტანა ნამცხვარი მარინამ თეფშზე. ვეღარ გაუძლო ქალის ალერს, ნებით დაუბრუნდა უტას პირისპირ საკუთარ ადგილს. -თბილისში ვარ წასასვლელი, – დაღონებულმა გადახედა ოჯახის წევრებს აჩიმ.-სამსახურიდან დამირეკეს. რაღაც პრობლემებია.. -რამე სერიოზულია? – ამოიხედა მარინამ. -პროგრამებს აქვს რაღაც ხარვეზები. ერთი ორი დღე დავრჩები. მამას სჭირდება თავისი მანქანა?! -არა, მეორე წაიყვანა ამ დილას. მაგით წახვალ? -გჭირდება შენ?! – გადააბიჯა საკუთარ თავს და თვალი გაუსწორა ბიძაშვილს. გაკვირვებისგან გაუცვალეს ერთმანეთს მზერა მარინამ და თაიამ. -არა. – უპასუხეს აჩის ცივად. თითქოს არ არსებობდა. წამში გამოესახა წინ გადადგმული ნაბიჯის სინანული აჩი ბენდელიანს. თაიამ უნებურად ჩასჭიდა მკლავზე ხელი, გამაცილეო, დაუჩურჩულა და გაუშვა წინ. მარინას მაინც არ აწყენინა და თეფშზე დადებული გაიყოლა სახლის გზაზე ნამცხვარი. თვალი გააყოლა ბენდელიანმა ქალის გაბრაზებულ სილუეტს, მერე მარინას გადმოხედა და თვითონ გასინჯა მისი დაჩემებული კენკრის კექსი. -რა კაი გოგოა თაია… – დაიჩურჩულა მარინამ.-გულს რომ გაგიხარებს ადამიანს, ეგეთი. აი, ვოცნებობ შენ და აჩის მისნაირი გოგო შეგხვდეთ. გულწრფელად გაეღიმა უტას. -მწყევლი, მარინა? – წარბშეკრულმა ჰკითხა და მოიწმინდა პირიდან ნამცეცები. -რატომ? რა არ მოგწონს? – წელზე მიიდო ხელი ქალმა და ნიშნისმოგებით ჩამოუდგა კაცს. -ეგღა მაკლია.-არ მიაქცია ქალის გაკვირვებულ სახეს, ამ სიტყვებითაც კი შეძლოს მისთვის გულის ტკენა ლამის.-გრძელი ენა აქვს. -რაო? – გაოცდა ქალი.-არავის გაუგონია თაიას ენაგრძელობა ამ სოფელში! არ გახსოვს მაინც, როგორი დინჯი ბავშვი იყო? -ბავშვობაში კი იყო დინჯი. – დაეთანხმა უტა. -ჰოო, ან მასთან იყო სახლში აჩი, ან აქ გვყავდა ხოლმე თაია. ტატომ ასწავლა ველოსიპედის ტარება საერთოდ.. – სულ ღიმილ-ღიმილით გაიხსენა ქალმა ბავშვობის წლები, თუმცა ტატოს ხსენებისას მაშინვე აღიმართა მათ შორის უზარმაზარი კედელი. ეს ის უფსკრული იქნებოდა, რასაც ვერასდროს გადაახტებოდა ალბათ ბენდელიანი. წამიერად, ოდნავ გაღიმებული სახე მაშინვე მოშორდა სახიდან. ცივი და უხეში გამომეტყველება დაუბრუნდა მის გამოძერწილ სახეს, თავი დაუქნია ბიცოლას და თავის სარეცხთან ერთად დატოვა მარტო სამზარეულოში. დახვდა ოთახში ლოგინზე დალაგებული ტანსაცმელი. კოხტა გადაკეცილი, იდეალურად დაუთოებული. დედასავით ექცეოდა… რატომ ექცეოდა ასე ეს ქალი?! ხომ შეიძლება აჩისნაირად არ შეემჩნია უტას არსებობდა, თვითონ რატომ გრძნობდა თავს ასე არაკომფორტულად მასთან?! ხელში აიღო სოსოს მაისური. მაშინვე გაახსენდა თაია, მისი ანთებული თვალები, ნაწყენი მზერა, აცახცახებული მხრები, რომ ხელებში ჩააკვდებოდა ბენდელიანი… ქალური გამხდარა. შეცვლილი და გაზრდილი. უნებურად გადაიხედა ფანჯრიდან, პირდაპირ მოჩანდა თოფურიების ეზო და ორსართულიანი სახლი. თავი გადააქნია საეჭვო ფიქრების მოსაცილებლად, მართლაც რომ, ესღა აკლდა. . აჩის წასვლასთან ერთად მოიღუშა თაია. დაურეკა კიდეც ჩამოსვლის თარიღის გასაგებად. არ სიამოვნებდა ელისოს დაქალებში ჭორაობა, არც მეზობლების კარდაკარ სიარული, მარინასთანაც ვერ წავიდოდა ისე, როცა იქ ეგულებოდა არასასურველი ადამიანი. რას გადაეკიდნენ ერთმანეთს?! მისი ბრალი იყო. უმადური ბენდელიანი! ელისო აბიტურიენტების მოსამზადებლად სკოლაში იყო ჩასული. სოსო ყანაში ეგულებოდა თაიას. თვითონ ჭიდან ამოჰქონდა წყალი და ყვავილებს უსხამდა. ჭიშკართან გაჩერდა ნაცნობი მანქანა. ბოლოს რომ იხილა აქ, ადამიანის მოსაკლავად იყო მოსული. გაბრაზებულმა ხელი შეუშვა სათლს, პირდაპირ გაემართა არასასურველი კლასელისკენ და წინ დაუდგა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული. -აქ რა გესაქმება? – ჰკითხა მომთხოვნი, უკმაყოფილო კილოთი. -რას მეუხეშები? – დაუკითხავად გამოაღო სახლის ჭიშკარი და ჩამოდგა იქვე.-სად არის მამაშენი? -რა გინდა მამაჩემთან? -რა იყო, თაია, არ შეიძლება? -ერეკლე, – ღრმად ამოისუნთქა ქალმა.-ხომ არ დაგავიწყდა, ბოლოს სად შევხვდით ერთმანეთს? -არ დამვიწყებია არაფერი.-კბილებში გამოსცა ბიჭმა.-ზუსტად მაგაზე სასაუბროდ ვარ მოსული. -რაზე სასაუბროდ?! – ჩუმად წამოიყვირა ქალმა.-არაფერი იცის სოსომ და არც გააგებინო. მიბრძანდი ახლა აქედან! -ვითომ რატომ არ გავაგებინო? რა, რამე სამარცხვინო ჩავიდინე და არ ვიცი? – ხელი აიქნია ჰაერში უნებურად.-სოსო, ძია! – დაიძახა თაიას ზურგს უკან. შეიშალა გოგონა, რომ გაიგებდა სოსო მომხდარს, რას ეტყოდა ან მას ან… ჯანდაბა! სულ მისი გადასარჩენი რატომაა ეს ბენდელიანი?! -რის თქმას აპირებ? კაცი დავჭერი და გავიქეციო?! – ხელი მიადო გულ-მკერდზე და უკან გააგდო ჯაფარიძე. -შენ რა გედარდება? – ცივად გაჰხედა ქალს.-რაო, მის მხარეს ხარ, თაი? -არავის მხარეს არ ვარ, ერეკლე. რა გინდა, ვერ ვხვდები უბრალოდ.-მის დაკარგულ თვალებში ჩაიხედა თაიამ. სიძულვილი და შურისძიების წყურვილის გარდა არაფერი იკითხებოდა. -რაც მინდა ეგ ვერ შევასრულე იმ საღამოს. – დაუბრუნა მზერა ქალს.-ვერ მოვასწარი. -ვერ მოასწარი კი არა, არ ხარ შენ ის ადამიანი, ვისაც მაგის გაკეთება შეუძლია. რა გგონია, მარტივია ადამიანის მოკვლა? თუნდაც დამსახურებლად.. – გაერია სუსხი ხმაში ქალს. ერეკლემ მოარიდა თვალები, უნებურად გაევსო წყლით გუგები. ისევ შეეცოდა თაიას. -წადი, ერეკლე. – ამოიოხრა ბოლოს თაიამ.-სოსოს არაფერში სჭირდება იმის ცოდნა, რომ მისი სახლის წინ დანა გაუყარე მამაშენის მკვლელს. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მამაშენი მაინც მკვდარი იქნება, შენ კი ციხეში იქნები ბევრი წელი. არავინ შეგიბრალებს სამართალის აღსრულებისთვის. -არ შემიძლია იმის ყურება, როგორ თავისუფლად დადის ქუჩებში. – შეეცვალა ტემბრი, მზერაც, მოუდუნდა სხეული.-როგორ სუნთქავს.. როგორი თავდაჯერებულია.. -მისი სიკვდილი რას შეცვლის შენთვის? ხომ არაფერს.. -დავმშვიდდები… -ვერ დამშვიდდები, – უნებურად გაეღიმა ქალს.-უფრო დაიტანჯები. სისულელეებს ნუ აკეთებ. შენ რომ დანა გაუყარე, იმ წამიდან ინანე გაკეთებული. წარმოგიდგენია რა დაგემართებოდა, მართლა რომ მომკვდარიყო.. რომ მოგეკლა.. -გეყოფა. – გააჩუმა თაია.-როდიდან ლაპარაკობ ასე?! რა მოხდა, შენც მთელი სოფელივით ბენდელიანებისკენ ხარ? -შენ ხომ იცი, რასაც ნიშნავს ჩემთვის ბენდელიანები. – არც უცდია მისთვის რამის დამალვა თაიას.-ერეკლე… იმ ცეცხლის დანთებას ნუ ცდილობ, რომელიც დაგწვავს. ნუ შემოდიხარ სოფელში ასე არხეინად, ნუ გამოიწვევ კაცს, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი დარჩენია. ხვდები, რას გეუბნები?! -ვერა. ვერ ვხვდები. – მიაახლოვა სახე თაიას და ასე უპასუხა.-ისიც ვერ გამიგია, რატომ ვერ მოვიგე შენი გული მთელი ეს წლები.. -აუფ, – გაეცინა თაიას.-შენ სულ მთლად გაგიფრენია. -ხო, გავაფრინე, მართალი ხარ. – ცივად შეხედა ქალს.-არ დაუძახებ სოსოს? კაი, არაა პრობლემა, მარტო მივადგები ბენდელიანს. -სად მიდიხარ? – მკლავში ჩაავლო ხელი და უკან გამოაბრუნა.-სულ გაგიჟდი? -აქედან მინდა აორთქლდეს. – დაუმარცვლა სახესთან თაიას.-ხელი გამიშვი! -ერეკლე, – კუდში აედევნა ტყვიასავით გაჭრილ ჯაფარიძეს.-ერეკლე, გაჩერდი! არ ჩერდებოდა ერეკლე. მალევე მიადგა ბენდელიანების რეზიდენციას, მალე გამოხსნა ყვირილით ჭიშკარი. თაიამ ხელები ჩამოყარა, პირზე აიფარა ხელი ნერვიულობისგან. კართან დახვდათ მარინა. გული აუძგერდა სხვანაირად თაიას. ერეკლემაც კი ვერ გადააბიჯა შვილმკვდარი დედის სახეს, მაინც შვილივით რომ უყურებდა ერეკლეს. თვალი მოარიდა ქალს ბიჭმა, თითქოს ის ერთადერთი დაბრკოლება იყო, რაც იმ მიზნის ასრულებაში შეუშლიდა ხელს, რისთვისაც მოვიდა. დაბრმავებულმა დაიძახა სამიზნის სახელი. არჩილის მანქანა არ შეუმჩნევია თაიას, ახლა უფრო მეტად დაეტყო სახეზე შიში. არც ერთი ბენდელიანი არ იყო სახლში უტას გარდა. დინჯად ჩამოიარა სახლის კიბეები. ირონიულად ჩაეცინა, როცა დაინახა ერეკლე ჯაფარიძე ეზოში. თაიასთვისაც მოასწრო თავისი ხარბი ყურადღების განაწილება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ერეკლეს უყურებდა, მის გავარვარებულ და შურისმაძიებლ სხეულის ენას. ცალი ხელით ანიშნა, რა ხდებაო. გამძვინვარებული ერეკლეს ფონზე კონტრასტული იყო დამშვიდებული ბენდელიანი. აყალმაყალის მიუხედავად არც ერთი მეზობელი არ შემოსულა სახლში. თაია იქვე იდგა, როგორც მარინას ერთადერთი საყრდენი. -მოგირჩა ჭრილობა? – გამომწვევად ჰკითხა უტას. კვლავ გამოაძვრინა ჯიბიდან ბოლოს გამოყენებული გალესილი დანა და ავად დააქნია ხელში. -ნაკაწრივით იყო. – უპასუხა იგივე ტემბრში.-მეტი არ შეგიძლია?! -უტა! – გააკანკალა მარინას. -შეიყვანე სახლში.-ქალისკენ ანიშნა თაიას. მოჰხვია წელზე ხელი ქალს თაიამ, თუმცა ადგილიდან არ დაძრულან არც ერთი. -წადი აქედან. – წამოიწყო ერეკლემ.-არ დამენახო ამ სოფელში. წადი, თორემ მოგკლავ! -მომკლავ? – სუსტად გაეღიმა უტას.-ვერ შემეშინდა. უფრო ომახიანად გამიმეორე. -შენ რა არსება ხარ საერთოდ? – ამოიყვირა გაწითლებულმა ჯაფარიძემ.-მამაჩემი მიწაში გაუშვი და კიდევ დიდ გულზე ხარ! როგორ ბედავ აქ დარჩენას, აქ ცხოვრებას, სინდისი საერთოდ არ გაგაჩნია მაინც?! -სინდისი თქვენ არ გაგაჩნდათ არასდროს. – ელექტრულმა დენმა დაუარა თითქოს თაიას ამ წინადადებაზე.-გაგახსენო?! თუ იცი მამაშენის საგმირო საქმეები? -და დედაშენ.. -ხმა ჩაიგდე! – დაიყვირა და გაუსწორდა დანა მომარჯვებულ ჯაფარიძეს.-დედაჩემი.. არ არსებობს. არ მყავს ეს დედა, შეიგნე ამ უტვინო თავში.. – დაუკაკუნა საჩვენებელი თითით შუბლთან.-ისევე როგორც არ არსებობს არც მამაშენი.. შენი გადასაწყვეტი არაა მე სად დავრჩები. ჩემი მოკვლა თუ გინდოდა, გქონდა მილიონი შანსი და გაგეკეთებინა. ახლა ნუ მოდიხარ აქ.. ჩემს სახლში.. იმ სახლში, მამაშენი რომ დაიარებოდა მამაჩემის ძმაკაცის სახელით! გაეთრიე! – დაიყვირა ბოლოს და თავის დანიანად გადააგდო უკან საკმაო მანძილზე.-აღარ გაბედო მოსვლა და ბიცოლაჩემის შეწუხება მეორედ. არ გაგიშვებ ცოცხალს.. დაიმახსოვრე! -მეზიზღები! – ამოიყვირა და მოიმარჯვა დანა ხელში დამცირებულმა. სახეზე ჩამოისვა ხელები უტამ. უკვე დაიღალა. -ერეკლე! – დაუყვირა თაიამ, როცა უტას მიმართ აღმართა თავისი საცოდავი დანა. -შენ.. – ამჯერად მიუტრიალდა თაიას და მისკენ გაიშვირა დანიანი ხელი.-შენ ცალკე მოგივლი… განანებ ყველაფერს, თაია… -ვერ ისვენებ, არა? – ყბაში ჩაავლო გაშლილი ხელი ბენდელიანმა. იქვე გაუქვავდა თაიასკენ გაშვერილი სიტყვებიც, მზერაც, საერთოდ ყველაფერი დაბრმავებულ ერეკლე ჯაფარიძეს. მარინა უკვე სკამზე იჯდა და ასე უყურებდა ეზოში გამართულ შერკინებას. ჩაიმუხლა თაია წაქცეულ ერეკლესთან, ხელი ააფარა მის სახეს, არ მიუშვა ბენდელიანი. -გაუშვი ხელი… – დაიჩურჩულა ხმადაბლა თაიას გასაგონად.-ნუ ეხმარები, თორემ მართლა მოვკლავ. -გეყოფა.-ცრემლიანი თვალებით შეხედა მოთმინება გამოლეულმა უტას.-სისხლი მოგდის.. – ანიშნა გახსნილი ჭრილობისკენ. -ჯანდაბა.. – აიწია მაისური. სისხლით იყო გაფერადებული საფენები. შეიკურთხა ბენდელიანმა. ძირს დაგდებულ ჯაფარიძეს მრისხანედ გადაავლო თვალი. -კიდევ შევხვდებით, – დაუბარა უტას გათამამებულმა. გადარჩენილმა.-შენც დაგელაპარაკები, თაია.. -მე დაგელაპარაკები შენ კარგად. – გაუსწორდა მაშინვე უტა.-არ მინდა ეგ ლაპარაკი ამ სახლში შედგეს უბრალოდ. მერე მოვრიგდეთ მაგაზე. -დაგელოდები. – მხრები აიჩეჩა ჯაფარიძემ. ისე იქცეოდა, თითქოს ორი წუთის წინ არ ახოხიალეს მინდორზე.-დავუსვათ წერტილი ყველაფერს. -გაეთრიე.-გამოსცრა უტამ.-არ დაგინახო არც ამ ეზოში და არც მიმდებარედ. – კარგად მიხვდა ყველა, რას გულისხმობდა „მიმდებარე“ ტერიტორიაში. თაიას გადახედა ეჭვნარევად ერეკლემ, მერე უტას დაუბრუნა ზიზღიანი თვალები. წავიდა. -მარინა, – მისკენ წავიდა მაშინვე უტა. -დაჭრილი ხარ, ბიჭო? – დაიჩურჩულა ქალმა და ძალით ააწევინა მაისური. შეუწუხდა გული თაიას, ქალის დაშლილი ხმის გაგებისას. არც უტა ჩანდა დიდად ნასიამოვნები ბიცოლას მდგომარეობით. მაშინვე შეიყვანა სახლში შვილობილი, წამოაჯინა დივანზე და მასთან გაჩნდა ორ წუთში სახვევებითა და ვეება სამედიცინო ყუთით. თაია ბუხართან აყუდებული უცდიდა, არავინ იცის რას.. -თაია, მოდი ერთი წუთით. – მარინამ იხმო თავისთან. მაშინვე მიუჯდა უტას გვერდით. ერთად გახადეს მაისური ბენდელიანს. უკვე მერამდენედ შეეხო მის ცივ კანს თაიას თბილი თითები… გაუცვალა საეჭვო მზერა ბენდელიანმა. დაეხმარა ჭრილობის მოსუფთავებაში მარინას გოგონა. მეორედ გადაარჩინა ბენდელიანი სისხლისგან დაცლას. -საავადმყოფოში წავიდეთ. – აეტირა მარინას.-გეხვეწები, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ.. -არ არის სერიოზული. – გააწყვეტინა.-მომეცი, მე თვითონ.. -გაუგონარი ხარ, – მოიწმინდა ცრემლები ქალმა.-არასდროს მიჯერებდი! რატომ არ მითხარი, დაჭრილი თუ იყავი?! საერთოდ ვინ მოგხედა პირველად? წუთიერი დუმილი მოჰყვა მის კითხვას. მერე თაიას გაუსწორა თვალები და თავი დააქნია. -თაია, შენ მაინც რატომ არ თქვი. აერია მზერა თაიას. დაუჭირა საფენი მაგრად მუცელზე და შეხედა მის ჭაობისფერ, ცარიელ თვალებს ახლოდან. დაინახა ბენდელიანმა, როგორ ჩამოუგორდა ცრემლები ნაზ კანზე. როგორ იყო მიზეზი თავად, ეგეც გაახსენდა. რატომ იწვევდა ყველაში გულისტკენას, უბედურებას, გაუგებრობას.. რა მისი ბრალი, გაგიჟებული ჯაფარიძე თუ მოადგა და გაუყარა მუცელში დანა… რა დააშავა ამჯერად მაინც?! გადაუკრა მჭიდროდ ბინტი მარინამ. ამოიოხრა დაღონებულმა, დასვრილი ნივთები პარკში მოათავსა და ცოტა ხნით გავიდა ოთახიდან. დივანს მიეყრდნო დაღლილი თაია. გვერდულად გადმოხედა ბენდელიანს. ერეკლეს თვალებში ზიზღის გარდა არაფერი იკითხებდა, უტას თვალებში კი ეგეც არ იყო. სიცარიელე იყო. სიბნელე. -რა პრობლემა აქვს იმას შენთან? – უტამ წამოიწყო ხმადაბლა. ორივე ერთ წერტილს უყურებდა წინ. -არ ვიცი. -იცი. -არ ვიცი.-ამოიოხრა.-რა მნიშვნელობა აქვს? -ტყუილად გემუქრება? – გადმოხედა მაინც, უმნიშვნელოდ. -ვერაფერს დამაკლებს.. -რატომ? რადგან უყვარხარ? – ჩაეღიმა უტას უადგილოდ. საიდან იცის? -საიდან მოიტანე? -და რა გგონია შენ, შეუძლებელია იმისთვის რამის დაშავება, ვინც გიყვარს? – განაგრძო იგივე ხმით. ჟრუანტელმა დაუარა თაიას კაცის სიტყვებზე. -რისი თქმა გინდა? -ფრთხილად იყავი.-მოატრიალა თავი მისკენ უტამ. ერთხანს ასე უყურა თაიამ, რისი თქმა უნდა მაინც ვერ გაიგო. ხელით ანიშნა უტამ, გაიწიეო, დივანზე რომ წამოწვა არხეინად. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენიმე წუთის წინ მოსაკლავად თუ მოადგა ადამიანი. რეტიანივით წამოდგა დივნიდან თაია. ცოტაც და მუხლებზე დაადებდა თავს. ზევიდან დააცქერდა თვალებდახუჭულს. მარინა შემოვიდა წამლებით ხელში. ამოიოხრა მძინარე ბიჭის დანახვისას, მერე თაიას გადახედა უღონოდ. -დაახრჩობენ… – დაიჩურჩულა ქალმა.-არ გაახარებენ.. რა გავაკეთო.. -მარინა ბიცოლა, – მივიდა მასთან თაია. იქვე ჩამოსვა, გადაწოლილი ბენდელიანის ფეხებთან. თვითონაც ჩაიმუხლა მასთან. -უტა.. – უბიძგა ხელით მარინამ.-არჩილს დავურეკავ და ექიმს მოვაყვანინებ. ამ გიჟს არ მოვუსმენ! -არ მინდა ექიმი, მარინა.-სვენებ-სვენებით დაიხრიალა ბიჭმა. -დაუჯერე ადამიანს, – თაიამ გასცა ამჯერად პასუხი. ტელეფონი მიაწოდა ფერგადასულ ქალს. რამდენიმე სიტყვა უთხრა არჩილს მხოლოდ, იმედიანად მიეფერა თაიას ხელზე. ახლა მარტო ვერ დატოვებდა მარინას, ვერც იმ უღმერთოს, ვისაც არაფრის ეშინოდა. საკუთარი სიცოცხლისაც კი. სახლისკენ წამოსულმა არჩილმა გზად გამოიყოლა ნაცნობი ექიმი უტასთვის. კარგად იცოდა, აჟიოტაჟი არ აწყობდათ ახლა და ამიტომ არ გავიდოდა ეს ამბავი სახლის კედლებს გარეთ. გიჟივით შემოვიდა სახლში არჩილ ბენდელიანი, მაშინვე ჩააფრინდა მძინარე უტას. ღრმად ამოიოხრა, როცა მისი რიტმული სუნთქვა მოისმინა და დაინახა საღსალამათი. უტას რომ რამე დამართნოდა…. ისევ რომ მომკვდარიყო რომელიმე ბენდელიანი, არჩილიც მოკვდებოდა მათთან ერთად. -შენ მე გულს გამიხეთქავ, უტა. – დაიჩურჩულა ზევიდან კაცმა. გმირულად უყურა, როგორ უვლიდა ექიმი დაჭრილს.-რატომ არ თქვი, ბიჭო? რატომ? -აუ, არჩილ.. – ასწია ცალი ხელი ჰაერში. -შეეშვი, არჩილ, რა დროს ესაა.. – ცრემლები შეიმშრალა მარინამაც. თაია აწურული იდგა ბუხართან, შორიდან უყურებდა მათ ოჯახს. არასდროს უნახავს სოსოს სახეზე ისეთი მწუხარება, როგორიც ჰქონდა ახლა არჩილს. არასდროს უნახავს ასეთი ატირებული ელისო, როგორიც მარინა იყო უტას ფეხებთან დაყუდებული. ექიმმა გაუკერა ნაწვალები ჭრილობა. დანიშნულებაც ჩააბარა თაიასა და მარინას ერთდროულად. არჩილმა გააცილა სახლისკენ ექიმი. -როდის მოხდა ეს ყველაფერი, თაი? – ჯერ უტას შეხედა, მერე გოგონას მარინამ. -გუშინ ღამით. -რა უნდოდა? სად გადაეყარა? – მსუბუქად დაირტყა ხელები მუხლებზე ქალმა.-შენც გაუგიჟებიხართ… იციან სახლში? -არა. არ მითქვამს არავისთვის. წავალ მე, კარგი, მარინა ბიცოლა? -ასეთ დროს მარტო როგორ წახვალ? მოვიდეს არჩილი და გაგაცილებს.. – წამოდგა მაშინვე ფეხზე ქალი. -არაუშავს, არ მინდა გაცილება. – იქიდან აორთქლება უნდოდა თაიას. -სიბნელის აღარ გეშინია? – გაეღიმა მაინც მარინას.-გახსოვს, ან აჩი გაცილებდა, ან ტატო.. -როგორ არ მახსოვს.. – ღიმილმა გადაჰკრა თაიას.-და ახლაც მეშინია სხვათა შორის, ამიტომ დაველოდები ძია არჩილს. – გულიანად გაეცინა მის სიტყვებზე ქალს, მოჰხვია ხელი და ჩამოსვა სავარძელზე. ფეხი ფეხზე გადაეჯვარედინებინა უტას. არხეინად გადაწოლილიყო. სულ არ ადარდებდა, მთელი ოჯახი რომ დასტიროდა თავზე. მშვიდად სუნთქავდა. უფრო თამამად ათვალიერებდა თაია მძინარე კაცს. ყველა მისი ტატუს ადგილსამყოფელი იცოდა უკვე. ვერცხლისფერი, წვრილი ჯაჭვიც კოხტად ეკეთა ყელზე. მიმზიდველად ადი-ჩამოდიოდა მისი მკერდი სუნთქვის დროს, თაია ლამის ითვლიდა მის ყოველ ამოსუნთქვას. ნეტავ, რას ფიქრობს ახლა?! რას აპირებს? რა ადარდებს… არჩილიც მოვიდა. ათასი მადლობა და ათასი ბოდიში უთხრა თაიას. მერე დაველაპარაკებიო სოსოს, ისიც ახსენა. სახლის კარამდე მიიყვანა და დაღონებული გაბრუნდა უკან. თვალი გააყოლე არჩილს თაიამ. ბენდელიანები… ყველა ერთნაირი სიარულის მანერით ხასიათდებოდნენ, ყველას ემჩნეოდა სახეზე დარდი, მწუხარება, სიკვდილი. თავის მშვიდ ოჯახს დაუბრუნდა თაია მეტად შეფიქრიანებული. რა კონტრასტული იყო მაინც რამდენიმე მეტრში არსებული სახლი და თავისი შედარებისას… . ელისოს დაქალებმა დილაადრიან ამცნეს თაიას, მეზობლად მცხოვრებ ბარათელების უფროს ბიჭს ცოლი მოუყვანიაო. დიდად არ გაჰხარებია ეს ამბავი. სოფელში გადაიხდიდნენ ახლა ქორწილს და წინ და უკან უნდა ერბინა თაიას. არავის უნდა ეთქვა, რაც თბილისში წავიდა აღარ გვკადრულობს სოფლელებს და აღარ გვეხმარებაო. -გითანაგრძნობ, შვილო! – სიცილით უთხრა სოსომ და განაგრძო საუზმობა. -მამა-შვილი ერთი ხართ, რა! -ბრაზობდა ელისო.-რა ჯობია, გოგო, ქორწილს? ათასში ერთხელ მოჰყავს ვიღაცას და ათასში ერთხელ თუ გადაიხდიან აქ. -გაუხარებია გული მამამისისთვის, ლამის კარდაკარ ითხოვდა მოუძებნეთ ვინმე ჩემს შვილსო.. -გააგრძელა სოსომ ლაზღანდარობა. -შენც ეგრე იქნები მალე, შენი შვილი რომ ყველას იწუნებს… – არ დარჩა ვალში ელისო. -ვინც ავირჩიე ეგ ხომ მომიწონეთ? – გაეღიმა თაიას. -ვინ, გოგო?!-ჩუმად წამოიყვირა ქალმა.-არაა ეგ ჩვენებური, დედა. -ჩვენებურს რას ეძახი შენ? – თვალი ჩაუკრა სოსომ ქალიშვილს. -რას ეძახის და, რომ არ მოგიჯდება აქ და არ დაგვილევს ათ ლიტრ ღვინოს, იმას. – წამოდგა თაია.-დავშორდი ბექას, არ იდარდოთ თქვენ. -დაშორდი? – ჩაეცინა ელისოს.-მეტიც არ მინდა, არ დაშორებოდი! -დარჩება ჩვენი შვილი შინაბერა ასე, ელისო… -რა უნდა ჩავიცვა? საღამოსაა, ხო? – შემოტრიალდა კიბეებისკენ ამავალი. -ნორმალურად ჩაიცვი, ხო, თაი? – თბილად გაუღიმა სოსომ. როგორ უყვარდა მამის თბილი გაფრთხილებები. არასდროს ატკენდა ამ კაცს გულს. -ვიცი, მა. ვიცი.. ელისო სხვა იყო თაიასთვის, აი სოსო კი… სოსოს უსიტყვოდ ესმოდა მისი. არასდროს ერეოდა მის არჩევანში, ცხოვრებაში, არაფერს უშლიდა. თუ ელისო მუდმივად ქოთქოთებდა ყველაფერზე, ყველგან პრობლემას ეძებდა თითქოს, სოსო უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა. კლასიკურად ჩაიცვა. უყვარდა სოსოს, როცა მსგავსად იცვამდა ხოლმე. მოხდენილი შავი, მოკლე კაბა და დაბალი ფეხსაცმელი მოირგო. ისედაც არ უჩიოდა სიმაღლეს, მოკლე კაბებზე უფრო მეტად მიმზიდველი და კოხტა ჩანდა თაია. ყველა გიჟდებოდა მასზე სოფელში, განსაკუთრებით ელისოს დაქალებს სურდათ სარძლოდ. სწორედ მაშინ დაადგა სოფლის ქალებს თავზე, როცა მასზე საუბრობდნენ. ბევრი ატრიალეს წარა-მარა. ისიც კი უთხრეს, არაფერი გაეკეთებინა. თუმცა რა დასვამდა თაიას ისე?! მოკლავდა ელისო! ცხელ-ცხელი ღომი შეჰქონდა გაშლილ სუფრაზე. ხან ვინ გაეხუმრებოდა, ხან ვინ. ბენდელიანებიც მოვიდნენ. მარინა ქორწილებს არ ესწრებოდა ხოლმე, არჩილიც ცოტა ხანი დარჩებოდა და მიდიოდა. თუმცა არჩილი იშვიათად იყო სოფელში, ყოველთვის გადარბენა ჰქონდა. აჩიმ ვერაფრით შეიკავა სიცილი თაიას დანახვისას. გამოწკეპილი რომ დაატარებდა გოგონა საჭმელს მაგიდებს შორის, გულიანად გადაიხარხარა დანახვისას. -ეუფ, – ასწია ხელები.-გაგიხარებია ელისო. -ოო, შენ მაინც შემეშვი.-გადაკოცნა ბიჭი.-როგორ ხარ? -როგორ ვიქნები! დამასწრეს ცოლის მოყვანა! -ჯერ ადრეა, აჩ.. -ეგრე იძახე შენ და არ დაგვრჩე გაუთხოვარი. თუმცა ამათ ხელში.. – გადახედა მოყაყანე ქალებს.-ვის რძლად გამოდგები ისე? დოდო ვითომ? ჰა, რას იტყვი? -აუ, შენ მოიყვანე დოდოს გოგო, თუ გინდა.. – ჩაიფრუტუნა თაიამ.-გამატარე, დასარიგებელი მაქვს ღომი.. სად ჯდები შენ? -მე დიდი თეფშით მომიტანე.-თვალი ჩაუკრა და მიუჯდა მაგიდას.-მომიჯექი მერე შენც. -თუ გადავრჩი, აუცილებლად… – მიადო მხარზე ხელი და გავარდა მაშინვე სახლის გვერდით აშენებული პატარა ფაცხისკენ, სადაც ამზადებდნენ სოფლის ქალები საჭმელებს. ქორწილებს სოფელში სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ლხინს მონატრებული ხალხის შეყრა, ძველი ნაცნობების მონახულება, გართობა და დროის ტარება. ამ დაძაბულობის ჟამს შვება იყო თითქოს. ლამის ყველას გადაავიწყდა ბენდელიანების ამბავი, ჯაფარიძეების მუქარა, თუმცა არც არავინ იცოდა ბოლოს მომხდარი „ამბების“ შესახებ ჯერჯერობით. უტა არსად ჩანდა. ალბათ არც მოვიდოდა. ბარათელების სახლი ყველაზე ახლოს იყო მდინარესთან. ციოდა ხოლმე ძალიან. სახლის გვერდით მიედინებოდა კელასური. ჩქარი და საშიში წყალი იყო, იმუქრებოდა ლამის იმ საღამოს. ეზოში ჰქონდათ სუფრა გაშლილი. გაზაფხულის დღეებს იდეალურად ერწყმოდა პატარ-პატარა ნათურებით განათებული სუფრა, ღია მაგიდები, დანთებული კოცონი, მაყალი, კაცების ბანქოს თამაში თუ ბავშვების ჟრიამულობა. რა ხანია, არ მოულხენიათ.. შემოვიდა უტა ბენდელიანი ღია კარებში. ყველაზე სასურველი სტუმარი იყო იმ ღამით. თვით სიძეც წამოდგა ფეხზე და გადაკოცნა ყველასთვის საყვარელი, მონატრებული კაცი. ყველასთან მივიდა, ვინც არ უნახავს გამოსვლის დღიდან, ვისი ნახვაც ვერ მოასწრო. აჩის მიუსვეს გვერდით. დაინახა თაიამ, როგორ აწკიპა წარბები აჩიკომ. ნელა მოძრაობდა უტა. ჭრილობის გამო თავს არ იტვირთავდა. ასე ახლოს პირველად ისხდნენ ერთად ბიძაშვილები… მაშინვე თაიას დაავალეს უტასთვის სუფთა თეფშის მოტანა. ისიც ყურმოჭრილი მონასავით გაიჭრა სამზარეულოში, დაალაგა ყველაფერი ლანგარზე და ბიჭებთან მივიდა. სურნელით იცნო უტამ, ვინც ედგა თავთან. ერთი კარგად ამოიხედა და მოათვალიერა წამში თოფურიების ქალიშვილი. თავი დაუქნიეს ერთმანეთს. დაულაგა დავალებული ჭურჭელი და ის იყო, წასვლას აპირებდა, აჩიმ რომ შეაჩერა. -დაჯექი აქ, სად მიდიხარ? დაგავალებენ კიდევ რამეს. -იქით დავჯდები, ქალებთან.. -მოდი, გოგო, აქ! – გაეცინა აჩის და სულ ძალით დასვა უტას გვერდით. წინ გადმოსწია თავი და ასე ელაპარაკებოდა.-ქალები არა ის… -დამალევინებს ახლა მერაბი, ვერ ხედავ როგორ მიყურებს? – დაიჩურჩულა თაიამ და ანიშნა მართლაც მაძებარი ძაღლივით მაცქერალი მერაბისკენ. უტას უმნიშვნელოდ გაეღიმა. -შენ კი არა, მე მიყურებს და დაგვენძრა პოლნი პერიოდ… -ჩემო უტა! – ამოიყვირა მერაბმა. თაიამ და აჩიმ ერთდროულად აწკიპეს წარბები. -გისმენ, მერაბ. – მაშინვე გაუწოდა ჭიქა დოქ მომარჯვებულ კაცს. -დაგვილიე ერთი, დაგვილოცე ახალგაზრდები… როგორ მოგვანატრე მაინც თავი, ჰა? -დაგილევთ, არაა პრობლემა. – ჩაიბარა სავსე ჭიქა და ყურებდაცქვეტილ თაიას ირიბად გადაავლო თვალი. აჩიც შეუერთდა ქეიფს. პირველად სვამდა უტა ამდენი ხნის მერე. ბოლოს როცა ნასვამი იყო, ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თაია უხმოდ ილუკმებოდა. შიგადაშიგ გამოჰყოფდა თავს აჩი, გაეხუმრებოდა, გმირულად არ იმჩნევდა გვერდით მჯდარ უტას. ხალხის თვალში არასდროს ემტერებოდნენ ერთმანეთს ბენდელიანები. მთელ სოფელს ეგონა, რომ ძველებურად იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ბიძაშვილებს. მათ ხომ ნანახი ჰქონდათ, როგორ მიათრევდა ზოგჯერ უტა აჩის სკოლის ჩანთას მხარზემოკიდებული, როგორ უგვარებდა პრობლემებს თანაკლასელებთან, როგორ აფარებდა ხელს ყოველთვის, როცა ყველა ჩხუბის გამომწვევი მიზეზი თვითონ იყო. ახლაც ასე ეგონათ. და ასეც იყო. თაიასაც დაალევინეს რამდენიმე. ვინ არ მოდიოდა მათ მაგიდასთან, ყურადღების ცენტრში იყვნენ. სოსოც მიუჯდა ბიჭებს მერე. ორიოდე ჭიქა მიირთვა უტასთან ერთად, შემდეგ კი ელისოსთან ერთად გაუდგა შარა გზას. სოსო არ უყვარდა მსგავსი ღრეობები, იღლებოდა და სახლში ერჩივნა საინფორმაციოს ყურება დივანზე წამოწოლილს. ტრადიციულად, მეზობლის ბიჭებს გადააბარეს ერთადერთი ქალიშვილი… თაიასაც დაალევინა მერაბმა რამდენიმე. აიძულა ლამის, იმდენი ეჩიჩინა, ვერაფრით უთხრა უარი. არასდროს სვამდა თაია, ჯერ კიდევ მეგობრებს ეუბნებოდა უარს, თუმცა არა და არ მოეშვა ეს კაცი. გამხიარულებული სამეზობლო ერთხმად მიყუჩდა, როგორც კი შემოვიდა ეზოში ერეკლე ჯაფარიძე. თაიამ მაშინვე აჩის გაუსწორა მზერა, აუცახცახდა სხეული. ყველამ ერთმანეთს გადახედა. უტამ ჭამა გააგრძელა არხეინად, თითქოს არაფერი მომხდარა. მოშორებით დასვეს მოსალოცად მოსული ჯაფარიძე. ამაყად გადახედა ბენდელიანებს მაგიდის მეორე ბოლოდან, მრისხანედ დაუბრიალა თვალები მათ გვერდით დამშვენებულ თაიას. როგორ უყვარდა ეს გოგო… როგორ ვერ დაიმსახურა მისი სიყვარული.. რატომ ეჯდა მამისის მკვლელს გვერდით ახლა… -არ გაგიჟდე ახლა შენებურად. – დაილაპარაკა აჩიმ უტას მიმართულებით. წარბშეკრულმა გადახედა პატარა ბიძაშვილს ბენდელიანმა. -მე მეუბნები? – ჰკითხა მშვიდად. -გამოგიწვევს, ხომ იცი. არ უპასუხო არაფერზე. – თავისი გააგრძელა აღელვებულმა აჩიმ. თავი გაუქნია ბიჭს, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს გაფრთხილება და მეზობლების შეშინებული სახეებიც. თვალს არ აშორებდა ერეკლე თაიას. მის მზერას თავისი გააყოლა უტამ. მიტრიალდა გვერდით მჯდარი ქალისკენ. -შენ გიყურებს.-თქვა ჩუმად. აჩიმაც გაიგონა ყველაფერი.-ესაა ახლა მისი მთავარი პრობლემა. -ახლა არ გადამრიოს, – ისე გადააქნია თავი აჩიმ, თვითონ გახდა დასაკავებელი.-გითხრა რამე შენ, თაი? დავშალო მარტივ მამრავლებად? -თავი დაანებე, აჩი! – გამოყო თავი თაიამ.-ზის მშვიდად, აცადეთ და წავა.. ფეხზე წამოდგა მოულოდნელად უტა. მაშინვე ააყოლეს თვალი აჩიმ და თაიამ. -მოვწევ და მოვალ. -აქ მოწიე, – კინაღამ ხელი წაუხდა აჩის. ვერ შეეხო. -აჩი.-ღრმად ამოისუნთქა უტამ.-შენ თავს მიხედე. გააკანტურა თავი და ასე დატოვა გახევებული ბავშვები მაგიდასთან. თვალი გააყოლა ერეკლემ ბენდელიანის თავდაჯერებულ ნაბიჯებს. ეზოს ბოლოში წავიდა მართლაც უტა, კოცონთან, იქ სადაც მაყალი იდგა და შამფურებზე წამოცმული მწვადი იწონებდა თავს. ცივად გახედა დატოვებულ ხორცს, ლამისაა შეიბრაწებოდა ისე ასდიოდა ბოლი. ვერასდროს გაიზიარებდა ერთ მაგიდას ეს ორი ბიჭი. ვერასდროს დადგებოდნენ ახლოს ერთმანეთთან, ვერ ილაპარაკებდნენ. გასცილდა სუფრას ერეკლე ჯაფარიძეც… თაიამ შეამჩნია მხოლოდ, როგორ წავიდა უტას მიმართულებით. აჩი იმდენად ნასვამი იყო, ვეღარ სთხოვა ჩარევა. ის უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევდა მათ შორის. ცეცხლთან იდგა უტა. იქვე დაუდგა ერეკლეც. -არ მაქვს დანა. – ეს უთხრა პირველი ბიჭმა. თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.-ქორწილის დღეს არ დავიწყებ აყალმაყალს. -რომ გქონდა, რა ხეირი? – გაეღიმა უტას. ოქროსფრად აკიაფდნენ მის სახეზე ცეცხლის ჩრდილები. ისე გაიღიმა, ერეკლეს მაშინვე ძველებური ბენდელიანი გაახსენდა. სულ უნდოდა მისნაირი ყოფილიყო… -ხო, ვერაფერი. ვერასდროს მივაღწიე მიზანს. – სხვანაირი ხმა ჰქონდა ერეკლეს. თითქოს დანებებული. -არ იყო შენი მიზანი ჩემი სიკვდილი და იმიტომ. -შეიძლება. არ შემიძლია ადამიანის მოკვლა, – ამოიოხრა.-შენგან განსხვავებით. შენ მარტივად გამოგივიდა? გაიფიქრე და ეგრევე მიადექი მამაჩემს სახლში? როგორი გრძნობა იყო, უტა? -შესანიშნავი. – უპასუხა მაშინვე.-იცი როგორ მთხოვა პატიება? სისხლში ცურავდა და ისე. -გეყოფა. -ხომ გინდოდა მოსმენა? – აუწია ხმას სულ ცოტათი.-ღირსი იყო მამაშენი, ერეკლე. -მე ხომ არ ვიყავი ღირსი სამაგიეროდ? – გაუტყდა ბგერები ჯაფარიძეს. ახლა ისე ნანობდა საერთოდ ყველაფერს, რომ დაიბადა იმასაც კი.-თოთხმეტი წლის ვიყავი, მამა რომ მომიკლეს. კი არ მოკვდა თავისით, მომიკლეს! თან ვინ?! – ცრემლები მოადგა თვალებზე.-შენ, უტა. შენ… თითით საჩვენებელმა კაცმა. -რა გინდა? – გაუსწორდა უტა. ამჯერად ორივემ იცოდა, რომ აღარ შეეხებოდნენ ერთმანეთს.-მართალი რომ არ ვიყო, ეგ? -რას ამბობ! როგორ ხარ შენ მართალი? – ამოიყვირა ჩუმად. ცრემლიანმა.-როგორ მოვიქცე? როგორ ავიტანო შენი ასე თავისუფალი სიარული? როგორ დავჯდე იმ მაგიდასთან, რომელთანაც შენც ზიხარ? შენ რას იზამდი ჩემს ადგილას… -შენს ადგილას მე თავად ვიზამდი.. ხომ გესმის?! – გული ნაწილებად დაეგლიჯა ერეკლეს კაცის სიტყვებზე. -შენს გასაკეთებელს?! – მიეხმარა წინადადებაში.-ასეთი როდის გახდი? ასეთი არ მახსოვხარ… ისიც კი არ მჯეროდა მაშინ, რომ შენ გააკეთე ეგ ყველაფერი. მამაჩემი ლოგინში დააკალი, ბიჭო, ეს… ეს ადამიანის საქციელია საერთოდ?! -ვერ ისვენებ. – ჩაეცინა უტას.-ვერც მკლავ, ვერც თავს ვერ მანებებ. გადაწყვიტე რა გინდა და მერე დავუდგეთ ერთმანეთს ასე პირისპირ. მე არაფრის მეშინია, ხომ იცი. – გადმოატრიალა ყველასგან დავიწყებული ხორცი მაყალზე. ისე შეღება მისი ხელები ცეცხლის ალმა, როგორც იმ საღამოს სისხლმა სუფთა თითები. -აქედან წადი, უტა.-დაიჩურჩულა ჯაფარიძემ. ასეთი გულახდილი არასდროს ყოფილა, არც ასეთი დამარცხებული საკუთარ მტერთან.-არ გამხადო ის ვინც, არ მინდა ვიყო. არ მინდა მე არავის სიკვდილი… არაფერი არ მინდა იმის გარდა, რომ არ გხედავდე. -ერთხელ წავედი თქვენ გამო აქედან.-ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. არც ახსოვს ბოლოს როდის და ვისთან ისაუბრა იმ დღეზე.-მაშინ შენზე ძალიან პატარა ვიყავი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გავლიე მამაშენის გამო. იმის გამო, რომ უმადური მოღალატე იყო! თვალებში მიყურებდა და მატყუებდა… რჩევებს მაძლევდა, სახლში მოდიოდა და ჭადრაკს მეთამაშებოდა.. საერთოდ მაგან მასწავლა, იცი შენ ეგ?! – გული მოუკვდა ერეკლეს ამ სიტყვებზე.-ყველას გადააბიჯა. საკუთარ ღირსებას პირველ რიგში. მერე მამაჩემს.. მამაჩემმა დაასაქმა მაშინ, როცა შიმშილით კვდებოდით შენ და დედაშენი. ამის მოსმენა ასე ძალიან გინდა, ერეკლე? დილამდე შემიძლია ვილაპარაკო, თუ გაუძლებ. -დედაშენი… – წამოიწყო ისევ. უტას უბრალოდ გაეცინა. -რა.. დედაჩემი რა?! – მიეხმარა თავად. წამქეზებლური კილოთი.-რა გგონია შენ, რამით ჯობია ცოცხალი დედაჩემი მამაშენს?! ერთნაირები არიან ეგენი. ორივე მიწაში უნდა იყვნენ წესით, ერთმანეთის გვერდით. მიიღე ახლა პასუხი?! დამშვიდდი?! -რანაირი ხარ. – ვერ უჯერებდა მოსმენილს ჯაფარიძე.-ღმერთო, რა გავაკეთო?! – ხელები მოისვა სახეზე ერეკლემ. ჭკუიდან გადავიდა. -არაფერი არ გააკეთო. – დაუყვავა, როგორც უმცროს ძმებს ესაუბრებიან ისე.-თავი არ დაიღუპო, ერეკლე. არ შეცდე. შენ არ იცი, რას ნიშნავს ამ ასაკში ცხოვრების დანგრევა. მოკიდე დედაშენს ხელი და ღირსეულად გააგრძელე ცხოვრება შენ მაინც. არც შენი მუქარის მეშინია, არც შენი დანის, წინ და უკან რომ დაგაქვს ეს დღეებია.. მარინას ცრემლებს არ გაპატიებ მხოლოდ.-თვალი თვალში გაუყარა ფერწასულ ბიჭს. გული აუჩქარდა ერეკლეს. ლამისაა გადმოხტებოდა მკერდიდან. ადგილს ვერ ჰპოულობდა უტას თვალწინ. ის მშვიდი იყო, ერეკლე კი განადგურებული. მარინა. მარინას თვალები კარგად ახსოვდა ერეკლეს. -წავალ მე, – თქვა ჩუმად. ხელი ჩაიქნია თითქოს. ეზო გაიარა ბანცალ-ბანცალით. მეტი რაღა უნდა ეთქვა სხვა, მეტი რა უნდა მოესმინა ბენდელიანისგან. … სუფრას დაუბრუნდა უტა. აჩი ბიჭებს გადაეწვინათ დივანზე. თავის ადგილს მიუჯდა თაიას გვერდით. არც კი ახსოვდა წეღანდელი საუბარი, გამოტოვებული სადღეგრძელოებით დააჯარიმეს და მანაც მალევე გადაიხადა ვალი. ხაკისფერი მაისური ეცვა უტას. უფრო მეტად გამოკვეთოდა ჭაობისფერი თვალები. თვითონაც ჭაობივით იყო. ვერ გაიგებდა კაციშვილი, რა იმალებოდა მის სიღრმეში: სიბინძურე თუ კამკამა წყალი. ნეტავ, რაზე ილაპარაკეს?! ნეტავ, რა ითქვა მათ შორის?! – კვდებოდა ინტერესით თაია. აქეთ მერაბი უვსებდა ყოველ წუთს ჭიქას, სულ ძალით დაალევინეს. აჩიც აღარ იყო, ვის იმედად დატოვეს?! ნელა მოატარა თვალი ქალს. გვერდით რომ ეჯდა, ასმაგად უფრო კარგად გრძნობდა მის სურნელს, ის – ბენდელიანის თვალებს ყველგან, მთელ სხეულზე. ქალის მომართული, თამამი სხეული აშტერებდა სოფლის ბიჭებს, თითოეულის მზერა გაშიფრა უტამ. -ნუ სვამ მეტს.-ხელი დააფარა მის ჭიქას ბენდელიანმა. -უფრო ომახიანად გამიმეორე.-თვალი ჩაუკრა თაიამ.-ვერ გავიგონე…-განაგრძო მისი სიტყვების გამოყენება. -ვერა.. ხომ ვერ გაგითამამდები, ამდენს ვერ გთხოვ.. – აჰყვა ბენდელიანი. ცალი ხელი ჩამოადო მაგიდას, თაიას ანთებულ, ქალურ მზერას დაუკავშირა თავისი დაინტერესებული. -ფრთხილადაც არ ვარ… არ წამოვკრა ფეხი. -არ გირჩევ,-ჩაეღიმა უტას.-თუმცა შენ დაგინდობ. -ჰოო?!-გადაიწია თაია მისკენ.-რით დავიმსახურე? -კარგი გოგო ხარ,-თავი დაუქნია უტამ.-დამჯერი. -როგორ?-ცალი წარბი აზიდა თაიამ.-ეგ არ უნდა ნიშნავდეს შენს ენაზე კარგ რაღაცას. -ჩემი ენა რა იცი შენ?-ამდენჯერ არასდროს გაუღიმია კაცს. -არ ვიცი. დამჯერი ქალი არ ვარ.-ნიშნის მოგებით შეხედა უტას.-საერთოდ დამჯერი ვარ რა თქმაა?! რა იგულისხმე? -შენ როგორ ფიქრობ?- ისე შეხედა, წამით მოარიდა თვალი თაიამ. წვავდა ყველა გაელვება იმ ჭაობისფერ გუგებში, საკუთარი ანარეკლის დანახვა პირველი საშიში ძაფი იყო მათ შორის. ეს არ უნდა ხდებოდეს… წესით. -მე არ ვფიქრობ… შენზე.-დაამატა ფრთხილად, გასაგებად. -საერთოდ?-სულ ოდნავ მოსწია ფეხით თაიას სკამი თავისკენ. ასე უფრო ახლოს ჰყავდა და უკეთ ესმოდა მისი ნამთვრალევი ლაპარაკი.-რაღაც არა მგონია. -შენზე რატომ უნდა ვიფიქრო, უტა? – გადაუნათა ღიმილმა სახე. სხვანაირი იყო თაია… ბუნებრივი, უბრალო, გულწრფელი, ისეთი უშუალო, უტასთანაც კი შეძლო რაღაც დიალოგის წარმართვა. -ჩემზე არ უნდა იფიქრო, საქმეც ეგაა, თაია.-ამჯერად თვითონ ჩაუკრა თვალი და ოსტატურად მოაცილა სასმლით სავსე ჭიქა თაიას მაგიდას. -რანაირი ტიპი ხარ,-ხელი ჩაიქნია გოგონამ.-ველური ხარ ცოტა, იცი? -ველური? – წარბები შეჰყარა ერთად უტამ.-აბა, თავხედიო? -ეგეც. უმადური და თავდაჯერებულიც. ერთი მადლობა არ გითქვამს, იმდენჯერ დაგეხმარე. არც კი გიფიქრია. საჭიროდ არ ჩამთვალე…-ჩაამთავრა და გააჩუმა პირიც. მისკენ გადაწოლილი უხერხულად გასწორდა მაგიდასთან. კაცის მშვიდი სუნთქვა ეცემოდა შიშველ მხრებზე. თვალები მიხუჭა და ისე იკბინა შიგნიდან ლოყაზე. -ეგეთი მნიშვნელოვანია ჩემი მადლიერება შენთვის?-შემოატრიალა თავისკენ თაია. სულ ოდნავ შეეხო წელზე და ისე. არ ეხებოდა ზედმეტად, ვერც გაუბედავდა, არც უნდოდა.. -ზოგადად მადლიერება კარგი თვისებაა.-ამ სიტყვებზე უბრალოდ ჩაეღიმა უტას.-მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ არ გახასიათებს. -ხო, მე ხომ კარგი თვისებებით არ ვარ დაჯილდოებული…ველური და თავხედი ვარ, უმადურიც, – თავს უქნევდა თაია მის სიტყვებს.-მკვლელიც…. – ღიმილით ჩაამთავრა უტამ. გულცივად ამოხედა თაიამ ამ მომენტში. დენმა დაუარა თითქოს ტანზე. მაშინვე ის დიალოგი მოაგონდა, ერეკლეზე როცა ისაუბრეს. თავი ასმაგად დამნაშავედ იგრძნო. -არ მინდოდა…- წამოიწყო. -ვიცი.-გააწყვეტინა.-თუმცა მაინც ეგრე ფიქრობ. -შენ არ იცი მე რას ვფიქრობ.-დარწმუნებით წარმოსთქვა თაიამ.-ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ. -რას ფიქრობ, თაია?- გადმოიწია უტა. ლამის ყურში უჩურჩულა გაძეგლებულს.-არ ვარ მკვლელი შენთვის? -ეგეთი მნიშვნელოვანია ჩემი აზრი?-ხურდა დაუბრუნა მაშინვე. ორივეს ერთდროულად გაეღიმათ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იყო სასაცილო ამ დიალოგში. -არა. საჭიროდ არ ჩაგთვლი. -გეყოფა!-გადაიკისკისა თაიამ.-როდემდე უნდა დამიბრუნო საკუთარი სიტყვები? -თაი, არ აგრძელებ?- არ ჩერდებოდა მერაბი მოპირდაპირედ. -ახლავე, ძია მერაბ!- ხელები ასწია თაიამ. ჭიქას დაუწყო ძებნა, მაგრამ სადღაც გამქრალიყო. უტამ სიგარეტს მიუკიდა ამასობაში. მრისხანედ გადახედა არხეინად წამომჯდარ ბენდელიანს. -სად გააქრე?! – ანიშნა ღვინისკენ თაიამ. მხრები აიჩეჩა უტამ, სერიოზული გამომეტყველება დაბრუნებოდა მის გაუცინარ სახეს. მის ჭიქას დაეპატრონა თაია მაშინ. გამომწვევად გაჰხედა წამოჭიმულს და მერაბს შეუშვირა დასასხმელად სასმისი. უტამ წარბები აწკიპა. -არ დაუსხა.-უთხრა კაცს. იმან გზაში შეაჩერა ჩამოსხმა ცოლიკაურის. -ვითომ რატომ?-განრისხდა თაია.-დამისხი ძია მერაბ, ეს თავად აღარ სვამს და ვინ ეკითხება! -წამოდი, გეყოფა.-მკლავში ჩაავლო ნაზად ხელი და მარტივი მოძრაობით მოაშორა სუფრას. უკან მოიტოვა ყბადაღებული მერაბი, ხელებში გაშეშებოდა დოქიც და შეტოვებული ჭიქაც. -რას აკეთებ? ნუ მეხები!-მოიშორა მისი ხელი თაიამ. ისე მიიდო მკლავზე ხელი, თითქოს გავარვარებული ლავა მიასხეს გამიზნულად. -მიგაცილებ სახლამდე. -რას აკეთებ?- არ მიუქცევია მისი ნათქვამისთვის ყურადღება, პირისპირ დაუდგა და განმეორდა უფრო გასაგებად. -რას ვაკეთებ? – მოიშორა სიგარეტი ბენდელიანმა. მთლიანად ქალთან დიალოგს დაუთმო დრო. -რა უფლებით….-კარგად ამოისუნთქა თაიამ.-შენ ვინ ხარ, რომ გადაწყვიტო რამე, რაც მე მეხება?! რა გგონია, ორი წლის ბავშვი ვარ და ვერ შევძლებ თვითკონტროლს? -შენ შეძლებ.- ცივად უპასუხა.-სხვები ვერა. -მაგალითად ვინ? ძია მერაბი?! -თაია,-გადაისვა თავზე ხელი.-გეყოს. -შენ გეყოს. წაიყვანე აჩი და წადი. მივხედავ მე ჩემს თავს. -წამოდი და წაგიყვან!-ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბენდელიანი. -არ მინდა. -რატო? ძია მერაბთან აპირებ დილამდე დალევას? -ძალიან სასაცილოა,-ირონიულად გაიცინა გოგონამ.-სულ რამდენიმე წუთით ვიფიქრე, რომ შენში რაღაც იყო. მოათვალიერა სახეზე უტა მისი ცარიელი თვალებით. რა უნდა დაენახა ამ კაცში თაიას?! რის დანახვას შეძლებდა ამ სიცარიელეში?! -ხომ გითხარი… – ისედაც ახლოს მყოფთან, კიდევ უფრო მიიწია ბენდელიანი. სათუთად დაიხვია თითებზე გიშრისფერი თმა.-ჩემზე არ უნდა იფიქრო-მეთქი… -ნუ შემეხები…-გამოიწია თაია. -არ შეგეხები,-გადაუწია ორი თითით უკან, მოუშიშვლა ყელიც.-თუ არ გამომიწვევ. -მე არ გიწვევ,-ამოიჩურჩულა გულახდილად. -როგორ არა…არ მინდა არადა.-გაეღიმა. თვითონაც საკმაოდ ჰქონდა მირთმეული ბარათელების ალკოჰოლი. გამოიხსნა კაცის თითებისგან თმა. უნდობლად შეხედა ბენდელიანს. ერთი მზერაც საკმარისი იყო უტასთვის, მის სახეზე ამოიკითხა ყველაფერი – ვინ იყო თავად და ვინ ედგა თვალწინ. გასხლტა საკმაო მანძილზე თაია. უცნაურად შეხედა სახეში ვერაგულად მაცქერალ ბენდელიანს. როგორ გაუბედა?! გონება წაშლილი მიუახლოვდა მაგიდას. გადაიკიდა მხარზე ჩანთა, დივანზე მიწოლილი გალეშილი აჩის გამოფხიზლებას შეეცადა. ვერაფერი. ისე ხვრინავდა, იქვე მოთამაშე ბავშვებიც დასცინოდნენ. თავზე წამოადგა უტა. ერთი-ორჯერ უბიძგა გამოფხიზლებისკენ ბიძაშვილს, თუმცა ვერაფრის დიდებით შეძლეს მისი აყენება. საბოლოოდ, მაინც წამოაყენა და გადაიკიდა მხარზე აჩის მკლავები. ასე დაათრევდა ტატოსაც, როცა უმიზნოდ თვრებოდა საძმაკაცოში. ისიც ასეთი მაღალი და მხარბეჭიანი იყო, თუმცა ბევრად უფრო ხალისიანი. გვერდით მიუყვებოდა თაია ბიძაშვილებს, სხვა რა გამოსავალი იყო, ერთი გზა ჰქონდათ სახლისკენ სამივეს.. დაეხმარა აჩის მანქანაში მოთავსებისას, თვითონაც უკან დაჯდა თაია. აჩიმ მაშინვე მიადო თავი საყვარელ გოგონას. მანქანაც დაიძრა. მდუმარება სუფევდა მათ შორის. ლამის ისიც კი იფიქრა თაიამ, თითქოს არც შემდგარა მსგავსი ინტიმური, ფლირტაობა შერეული სახიფათო დიალოგი წეღან. -თაი..-აჩურჩულდა გზაში აჩიკო.-კიდევ სუფრასთან ვდევარ? -არა, სახლში მივდივართ. -ვის მივყავართ?-ოდნავ გაახილა თვალები, თუმცა სულ ტყუილად. -შენს ბიძაშვილს.-უპასუხა თაიამ. იმან წაუყრუა წყენით ნათქვამ “სახელს”. -ეუფ,-ხმამაღლა გაეცინა აჩის.-ისევ შენიანი, რა, ბოლოს! ბენდელიანების გვარს ვენაცვალე მე! -დაწყნარდი, აჩი.-ხელით უბიძგა თაიამ დამშვიდებისკენ. თუმცა მაინც ჩაიფხუკუნა. ასე იცოდა ხოლმე შუა გაკვეთილის დროსაც აჩიმ. -რაო ერეკლემ?-განაგრძო აჩიმ საუბარი. მშვენივრად ესმოდა უტას ყველაფერი.-დავიწვიო შენი ლოდინით? წამეკიდაო ცეცხლი გულსა და სულში? ამ ჩემ დედანატირებ ცხოვრებას შენ მაინც უშველეო, თაია? -გეყოფა!-გაეცინა თაიას.-რას მასხარაობ! -თუ დღეს ის მეორე უფრო აქტიურობდა.. რა ჰქვია მაგას… გურამის დისშვილი როა,-ვერ გაიხსენა ვერაფრით. -ზურაბი?-მიეშველა თაია. -ხოო.. ეგ ელისოს მოეწონება. -ვითომ რატომ? -ლექსებს წერს.-ჩაიფრუტუნა აჩიმ. ლამის უტასაც გაეღიმა.-რომანტიკა და სამი ხაზი. არ მოგიძღვნა შენ რამე?! -პირველად გავიგონე. საიდან იცი? -ელისომ მითხრა. თან ჩემი მოსწავლე იყოო… -ყველა ამ ქალის მოსწავლე როგორაა..- ჩაიქირქილა თაიამ. ამასობაში მანქანაც გაჩერდა. -სოსოს არ უთხრა, ყურადღება რომ ვერ მოგაქციე. ვითომ წვეთი არ დამილევია. თოფურიების სახლს გადახედა აჩიკომ. -ყველაფერს მოვახსენებ! – თითი დაუქნია ბიჭს და გამოიხურა კარი თაიამ. შუშაჩამოწეულ უტას გაუსწორდა, ვერ გადაწყვიტა რა ეთქვა. -მადლობა. – ამოღერღა ბოლოს. თან წეღან ხომ წაუკითხა მორალი მადლიერებაზე.. -ჭკვიანად იყავი. – დაუბრუნა პასუხი. თითქოს ანიშნა, ყველაფერი დავინახე და გავიგონეო. აჩისთან ერთად გაემართა სახლის გზისკენ ბენდელიანი. საქარე მინიდან უყურებდა, როგორ შევიდა სახლში ნასვამი თაია უსაფრთხოდ. დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდებოდა თაიას. დღევანდელი უტა ბენდელიანი. თავი მესამე …თუკი სიყვარულს მიენდობი ისევ არ შეგაწუხებს ეს ხალხის მზერა….. საინფორმაციოს უყურებდა სოსო დილაობით. დასვამდა თუ არა ელისოს სკოლის ეზოში, მობრუნდებოდა სახლში, თუ სამსახურში არ მიდიოდა ან სამეურნეო საქმეებით არ იყო დაკავებული. სოსო გამგეობაში მუშაობდა. სოფლის რწმუნებულის თანხმლები იყო, სწორედ ამიტომ დაიარებოდა მასთან დიდი და პატარა პატარ-პატარა თხოვნებით. ქორწილის მეორე დილა იყო. დილით მოინახულა კვლავ ბარათელები. მიეხმარა აურზაურით გამოწვეული უწესრიგობის დალაგებაში მეზობლებს და ჩაუჯდა თავის საყვარელ ტელევიზორს დამშვიდებული. -ვაა, სოსო? – თმას იკრავდა თაია კოსად, კიბეებზე ჩამოდიოდა ახალგაღვიძებული. -რაო, თაი? ნაბახუსევი ხომ არ გაქვს? – სიცილით მიატრიალა კისერი შვილისკენ. -არ მკითხო. გადამეკიდა მერაბი. – გაახსენდა და ხალათით მიუჯდა მამას. -მართლა დაგილევია, – თმაზე წაეთამაშა ქალიშვილს. თავზე აკოცა მოკუნტულს, მასთან მიხუტებულს.-რა ხდებოდა ჩვენ მერე? -რა იქნებოდა? დროის ტარება. -ბიჭებმა მოგიყვანეს? – ჩაუწია ტელევიზორს, თან ეფერებოდა მკლავზე გოგონას. -აჩის დივანზე დაუძინია. ბავშვებიც კი ეღადავებოდნენ. -უტა რას შვრებოდა?! – რა თქმა უნდა იკითხა სოსომ თავისი ინტერესის ობიექტი. ზედმიწევნით გაახსენდა თაიას, რასაც შვრებოდა ბენდელიანი. უფრო სწორედ, რაც ილაპარაკეს, რაც მოხდა. პირველი ადამიანური დიალოგი მოაგონდა მაშინვე. -არაფერს. დალია მანაც. მერე ერეკლე მოვიდა.. -მერე? – მოიხსნა სათვალეები სოსომ.-მოხდა რამე? -არა. მოშორებით დასვეს. წავიდა მალევე.. როდემდე იქნებიან ესენი ასე? სულ დაძაბულები უნდა ვიყოთ, თუკი ერთად არიან ხოლმე? -აბა, როგორ გინდა შენ, თაია? ხომ არ დაძმაკაცდებიან. არის რაღაც წესები, რასაც ვერ გადააბიჯებს ადამიანი. უტა მითუმეტეს არასდროს.. -ერეკლე განიცდის, ყველა რომ უტას მხარეს ხართ.-დაიჩურჩულა თაიამ.-ცოტა მიკვირს, რატომ.. -შვილო, ერეკლეს საერთოდ არ ადარდებს დედამისი რომ დარჩა ნაღალატევი. დედის ღირსებაზე ერთი წუთითაც არასდროს უფიქრია. ოხ, ერეკლე, – გააქნია თავი კაცმა.-ხომ არ მოასვენებს ახლა ამ ბიჭს! -მეცოდება… – უფრო მეტად მიეხუტა სოსოს.-ყველანაირად ცდილობს მართალი იყოს და არ გამოსდის. თან იცის, რომ არავინ დარდობს მამამისის ბედზე. ყველას ჰგონია, რომ ღირსი იყო ეგეთი სიკვდილის. შენ რას ფიქრობ, მა? -რაზე, თაი? – ჩაეცინა სოსოს.-არ იცი მეტად რას ვფიქრობ… მე არ დავეხმარე უტას? მე არ დავაფარე ხელი? შენ გგონია მარტივია, კაცის მკვლელი რომ გქვია? ისეთი ბავშვი იყო… ისეთი… იმდენი უსისინეს, იმდენჯერ წამოაძახეს დედაშენს მიხედეო, გადაუხვია თავის გზას, ღირსებას. არ მინდა მაგის გახსენება.-აუწია ხმა ტელევიზორს.-ეგ იყო ყველასი, მთელი ზემო მერხეულის ტრაგედია! -არ მუშაობდი დღეს? – აღარ შეაწუხა მეტად კაცი თავისი კითხვებით. -ელისო და ბავშები მიმყავს ექსკურსიაზე მცხეთაში და ვისვენებ დღეს. -უყურე შენ! მტოვებთ ანუ? – სიცილით გადაიჯვარედინა ხელები მკერდთან.-დილით მიდიხართ? -ხო, ადრე გავალთ და არ გავაღვიძებინებ შენ თავს ელისოს, არ იდარდო. -დაისვენებს ყური ცოტა ხანი, – აჰყვა თაიაც.-იმედია, დოდო და ნანუკა არ მომადგებიან. -არ გაუღო კარი და ეგაა. შენ არ გაქვს საქმე ერთი? – ეჭვნარევად გადმოხედა ქალიშვილს. -რა საქმე უნდა მქონდეს? -არის ვინმე შენს ცხოვრებაში, თაი? – წარბები აათამაშა სოსომ გამომცდელად. -არა. – უპასუხა მაშინვე.-გეტყოდი ხომ იცი. -რა ვიცი, – ფეხი ფეხზე გადაიდო სოსომ.-გავიგე, ბიჭის მაისურს მალავსო თავის ოთახში… -ახ, ელისო, ახ! – გულიანად გაეცინა თაიას.-მოიგონა რაღაც. ყოველთვის ჰგონია, რომ შეყვარებული მყავს. ვერაფრით დავაჯერე. -მაგაზე გამახსენდა… ჩემი ლურჯი მაისური დამეკარგა, შენ რომ ჩამომიტანე იტალიიდან. ხომ არ გინახავს? -არა. აქ იქნება სადმე.-უცებ უპასუხა. მოარიდა მამას თვალი და ფეხზე წამოდგა.-არჩი დაბმულია?! საჭმელს გავუტან, მოკვდა ძაღლი მშიერი… სოსოსთან საუბარი სხვანაირ ხასიათზე აყენებდა მაინც. თან დილიდან. . ბუხართან აყუდებულ არჩილს ეჭვნარევად შეავლო თვალი კიბიდან ჩამომავალმა უტამ. მალულად ლაპარაკობდა ტელეფონზე. მიუახლოვდა საეჭვო მანძილზე ბიძას, თან ჭრილობაზე ედო ხელი, ბოლო დროს ძალიან აწუხებდა ისედაც. ახალი ჩამოსული იყო დედაქალაქიდან უფროსი ბენდელიანი, ჯერ კიდევ ტანზე ეცვა ოფიციალური კოსტუმ-შარვალი. ხმა გაიგონა თუ არა, შემოტრიალდა უტასკენ. სახეზე გადაუვიდა მრავალი ფერი. გაიგონა ხმა მობილურად. იცნო. იცნო დედის ხმა უტამ. ერთი სიცოცხლე დაამთავრა ადგილზე არჩილმა, როცა შეეცვალა გამომეტყველება უტას. დედა ათი წელი თვალით არ ენახა, თუმცა მაინც იცნო მობილურად გაგონილი წყვეტილ-წყვეტილი ბგერები. თავი გადააქნია ნელა, გაუგებრად. რა ხდებაო, ანიშნა არჩილს. თვითონ ვერაფერს ამბობდა. ისედაც გამოფიტული სხეული უფრო მეტად დაუცარიელდა, როცა გაახსენდა ყველა დეტალი, რაც აკავშირებდა იმ ადამიანთან, ვინც ლაპარაკობდა ახლა ტირილით ტელეფონს მიღმა. არჩილმა ნელა დაუშვა ხელი. მაგიდაზე მიაგდო მოწყობილობა. გათიშვის ღილაკს დააწვა უტა საჩვენებელი თითით. გათიშა, მაგრამ ხელი მაინც არ აიღო. ისე ძლიერად აჭერდა, ეკრანი ნაწილებად გადაეფშვნა. თვალი არ მოუცილებია ბიძისთვის. პირველად ნახა მის სახეზე რაღაც ემოცია კაცმა – იმედგაცრუების. -ხმა ჩაიგდოს, – დააკაკუნა ეკრანზე მაგრად.-თორემ ჩავაგდებინებ. -უტა.. -არ გაბედო, არჩილ! – სახეში უყურებდა ბიძას. თუკი ყოველთვის მშვიდად გამოხატავდა თავის მრისხანებასაც, ახლა ისეთი გაბრაზებული იყო.. ისეთი განცვიფრებული…. -შენი ნახვა უნდა. -ვის?! – ამოიყვირა.-ამ არარაობას? – მიანიშნა ტელეფონზე. -ჩამოსვლას აპირებს… -ეგდოს, სადაც არის. ილოცოს, ვერასდროს გავიგო სად სუნთქავს. თვალით არ დამანახო იცოდე ეგ ქალი, – გააფრთხილა კაცი.-მერე არ მითხრა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. -რას იზამ? – არ ეშვებოდა არჩილი.-მიეცი უფლება ერთხელ მაინც გნახოს და დაისვენებს! -ოხ, არჩილ..! – აიქნია ხელი.-ხანდახან მგონია, რომ მეტად ვეღარ გამაკვირვებს შენი კეთილშობილება. -არის რაღაც… რაც უნდა იცოდე. -არ მაინტერესებს. -უტა.. -არ მაინტერესებს, გესმის?! – ასეთი აღელვებული არასდროს ყოფილა. დედის ხმამ ჭკუიდან შეშალა ბენდელიანი.-რაც მას ეხება… ეგ არ მაინტერესებს. რომც მოკვდეს, არ მინდა. -გათხოვდა. – ამოიოხრა კაცმა. უტას თითქოს ნაწილებად დაეშალა გული. მაშინ იგრძნო პირველად, რომ ჯერ კიდევ უძგერდა მკერდში. წამით მოაშორა თვალები ბიძას. არჩილის შეშინებულ მზერას ვერ უხერხებდა ვერაფერს. კიდევ რომ აქეთ ერიდებოდა მისი… აქეთ უფრთხილდებოდა… ყოველთვის ამ კაცის საზიდი რატომ იყო თავისი პრობლემები?! -ჰოო?! – უგულოდ თქვა თითქოს.-ამჯერად ვის ქმარს მიადგა? -გერმანიაში არიან. – მშვიდად საუბრობდა კაცი.-იქ ცხოვრობს ელზაც, ხომ იცი. -დიდი ხანია გამითხოვდა დედიკო? – ჩაეცინა ირონიულად. მეტი რა გააკვირვებდა ამ ქალისგან, მეტი რა უნდა ექნა, რომ ენერვიულა უტას. -რამდენიმე წლის წინ.. -მაინც? – არ მოეშვა უტა.-მითხარი, არჩილ, რისი გეშინია?! მის გამო არ ჩავჯდები მეორედ არსად. -შენი წასვლიდან მალევე. რამდენიმე წელში.-თქვა უცებ კაცმა, თითქოს ასე უფრო არ ეტკინებოდა უტას. წარბები აწკიპა ბენდელიანმა. არ იცოდა. არჩილს არ უთქვამს. ახლა უფრო დააფასა ეს კაცი. ეს ამბავი იქ ყოფნისას რომ გაეგო, იქ რომ მოესმინა დედის გათხოვება მისი დაჭერიდან რამდენიმე წელში, რა გამოვიდოდა საერთოდ?! ალბათ მონსტრი. შურისძიების წყურვილი თავიდან დაიბადებოდა მასში, ისედაც აგიჟებდა ფაქტი, ვის გამო გაფლანგა უაზროდ ყველაზე ძვირფასი წლები. ვერაფერი თქვა. მხარზე ჩამოადო ხელი გაქვავებულ ძმისშვილს არჩილმა. -ვერ გითხარი მაშინ… – კეფაზე მოჰხვია თითები. როგორ უნდოდა გულში ჩაეკრა ეს ბიჭი, როგორ უნდოდა გაეღიმა ერთი ბიძისთვის.. -და ახლა ჩემი ნახვა უნდა? – დაიჩურჩულა უტამ.-მილოცვაც ხომ არ უნდა? -ჩამოსვლას აპირებს.-ჩუმად საუბრობდა, არ უნდოდა მისი გაღიზიანება. საერთოდ არც უნდოდა ამის თქმა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა არჩილს. -იციან? – დაიჩურჩულა თვითონაც.-აქ.. იციან?! -არა.-უპასუხა და ჩასწყდა გულიც არჩილს. როგორ უფრთხილდებოდა მაინც ღირსებას უტა ბენდელიანი. თითქოს ხომ არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი არავინ ახლა, მით უმეტეს თავისი თანასოფლელები, მაგრამ მაინც… მაინც იკითხა, იცოდა თუ არა სოფელმა დედამისის გათხოვების ამბავი მსგავსი სცენარით. -მოსაკლავია.. – თავი გადააქნია უტამ.-მართალი იყო ჯაფარიძე! დედაჩემი უნდა მომეკლა, სხვასთან რა მინდოდა? -გეყოფა ახლა, დამშვიდდი! – მხარზე მიადო ხელი კვლავ, მაგრამ მოიშორა უტამ. ერთ ადგილას იდგა და მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა. -მე მის გამო… – ხელი გაიშვირა ჰაერში. პირველად ელაპარაკებოდა არჩილს თავისი დანაშაულის შესახებ.-მის გამო ცოდვა დავიდე. მის გამო ღმერთმა როგორ დამსაჯა, ხომ იცი შენ მაინც, არჩილ?! იმდენი მართალი ნაბიჯის მერე ის ერთი არასწორი არ მაპატია მაინცდამაინც! ყველაზე ძვირფასის სახით მაგებინა პასუხი ჩემი საქციელის გამო… – თვალები დახუჭა არჩილმა, როცა ყველაზე ძვირფასში ტატო იგულისხმა უტამ. თავისი ძმადნაფიცი. ჩამოისვა სახეზე ხელები და გააგრძელა.-მამაჩემი სად ტრ.აკში იყო ამ დროს, ცოლი რომ უთხოვდებოდა?! -მამაშენი საავადმყოფოში.-უხალისოდ დაილაპარაკა კაცმა. -მამაჩემს.. მამაჩემს რომ დაეჯერებინა ჩემთვის, არც შენი შვილი იქნებოდა მკვდარი და არც მე ვიქნებოდი მკვლელი ყველას თვალში.-დაილაპარაკა საოცრად გულწრფელად, ჟრუანტელმა დაუარა არჩილს მის სიტყვებზე. პირველად ისმენდა. -უთხარი შენ კობას? – თვალები ცრემლებით გაევსო კაცს. -ვუთხარი, ჩამოდი და შენი გასაკეთებელი გააკეთე, მე ნუ დამინგრევ-მეთქი ცხოვრებას. არ დამიჯერა. მერე ხომ კარგად დაიჯერა, ხელებზე რომ დამადეს ათწლიანი ბორკილები? – უგულოდ დაიჩურჩულა.-არ დავინახო მისი თავი ამ სახლში. ამ სოფელში. ამ ქვეყანაში. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში! – ხმას უწევდა თანდათან. -დაიკიდე ფეხებზე. – ხმა აიმაღლა არჩილმაც.-ეგ ქალი მოაშორე შენს გონებას, უტა. მოვიდეს ერთი.. რა უნდა, არ გაინტერესებს?! -სად უნდა მოვიდეს? – დაიყვირა გაგიჟებულმა.-აქ მოვა და ვეღარ წავა, იცოდე! -ვუთხარი ისედაც, რომ არ გინდა მისი ნახვა. ძალიან აქვს დაჩემებული რატომღაც შენი მონახულება. თვალებში მინდა ჩავხედო ერთი, რა პირით მოვა, მაგასაც იკადრებს ეგ.. აქ შემოსვლას! -სიცოცხლე მობეზრდა? – სარკასტულად ჩაიცინა.-რა ჰგონია მაგას, ერთხელ რომ გადამირჩა, მეორედ შემეშლება? მოვიდეს, არაა პრობლემა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მისი საყვარლის მკვლელობისთვის თუ ვიჯექი, მეორეჯერაც ჩავჯდები მის გამო! -გეყოფა! – წაეშალა სახე კაცს.-რა გული გალაპარაკებს ასეთებს, უტა?! -ცარიელი, ბიძია! ცარიელი! – ამოიყვირა.-მეტი რაღა უნდა მოხდეს… მეტი რა უნდა გააკეთოს მაგან, რომ თავი დამანებოს! ხომ შემარცხვინა! ხომ გათელა ჩემი ცხოვრება ფეხქვეშ, ხომ დამანგრია ყველანაირად! რა უნდა?! არაა საკმარისი?! არ მოვიხადე ეს დედამოტ..ყნული სასჯელი ყველაფრის გამო? სუნთქვის უფლებას არ მაძლევს… სადღაც დედისტ..რაკიდანაც კი შეუძლია, რომ შემარცხვინოს.. -არაა ის დედაშენი! – გადაჭრით თქვა არჩილმა.-შენ გყავართ ჩვენ. მე, მარინა, აჩი… საკმარისი ვართ ჩვენ, გესმის, უტა?! -შენთვის რა მომიტანია გულის ტკივილის გარდა, მაინც რატომ გიყვარვარ, არჩილ? – ასეთი გულახდილი არასდროს ყოფილა ბენდელიანი. მის ყველა სიტყვას შეეძლო არჩილის სისხლის გაყინვა. -რატომ არ უნდა მიყვარდე, ეგ მითხარი.-სახეზე ჩამოადო ორივე ხელი, როგორც ბავშვობაში.-შენ რა გაგიკეთებია ისეთი, მე რომ არ მიყვარდე. კაცი მოკალი?! არ მადარდებს, იცი შენ ეგ?! ჩემზე უკეთ ვინ გიცნობს, უტა. კაცის მოკლა კი არა… ხმისთვის არ აგიწევია არასდროს ამ სახლში. შენ გაბარებდით ტატოს სულ, ისეთი ხისთავიანი იყო. მისგან არ გამიკვირდებოდა ვინმე თუ შემოაკვდებოდა, მარა შენ… შენ რა გაგიკეთეს ასეთი, ჭკუიდან რომ შეგშალეს, შვილო… რა წაგაქეზეს.. -არ გინდა… – გააქნია თავი. არ გაუშვა არჩილმა. -შენ ჩემი სისხლი ხარ. ჩემი უტა ხარ. – შუბლი მიადო შუბლზე გაყინულ ბენდელიანს.-მარტო ნუ იბრძვი ამ ცხოვრებაში… ბიძა დაიხმარე ცოტა, არ დაეზარება შენ გამო. -არ მოუშვა ის აქ.-თავისას ამბობდა მაინც. ჩაეცინა არჩილს. რა უთხრა და რა უპასუხეს. . ზემო მერხეულში ტყვიასავით გავარდა ამბავი ერეკლე ჯაფარიძის დაკარგვის შესახებ. ისედაც ავადმყოფი დედამისი წივილ-კივილით მოადგა თოფურიების სახლს. სოსო და ელისო კარგა ხნის წასულები იყვნენ ექსკურსიაზე, დილის ექვსზე უხმაუროდ გავიდნენ სახლიდან. მზე ნორმალურად არც იყო ამოსული, ქალის ხმამ რომ შეარყია მთელი სოფელი. არც ცარიელ სახლში დასცალდა ძილი თაიას. ჯუჯღუნით ჩამოიარა სახლის კიბეები და ხალათში გამოწყობილი მიუახლოვდა ჭიშკარს. უკვე მოეყარათ მეზობლებს თავი ეზოსთან. ერეკლეს დედა კარგა ხანია არ უნახავს თაიას. სულ ავადმყოფობდა და სახლში იყო ხოლმე. ქალთან ერთად იდგა ჯაფარიძის პატარა და, ჩვიდმეტი წლის ელენიკო. -სად არის, სოსო, თაია? – ძლივს სუნთქავდა ქალი.-გამოვიდეს, დამეხმაროს! -რა მოხდა? – შეაშველა ხელი გოგონამ. გამოაღო კარი და თანასოფლელებს გადახედა. -ერეკლე.. ერეკლე არ უნახავს არავის ქორწილის დღიდან.. შენთან ხომ არ მოსულა?! აქ ხომ არ იყო? – სულს ძლივს ითქვამდა ქალი. -არა, ბოლოს მეც იქ ვნახე. სად წავიდოდა? -ნასვამი ყოფილა.. დაულევია იქ! არ მოსულა სახლში, მეგონა ბიჭებთან ერთად იყო სადღაც… დილით სამსახურშიც არ ყოფილა… სად ხარ, შვილო? – უღონოდ ჩამოსწია ხელები. -არ ინერვიულოთ, დაიარება ეტყობა, მოვა.. ხომ იცით, რანაირია?! – ამშვიდებდა თაია. -ბოლოს.. იმასთან საუბრისას დაუნახავთ, – ტირილით გააქნია თავი ქალმა. „იმის“ სახლისკენ ანიშნა თაიას.-რა უქნა, ვინ იცის.. გულზე მოხვდა თაიას ქალის სიტყვები. ელენიკოც გულმოდგინედ ტიროდა. -სოსო არ არის სახლში. სკოლის ბავშები წაიყვანეს ექსკურსიაზე. ჩავიცვამ და მოგეხმარებით მეც.. ყველგან მოძებნეთ? -ისეთი ადიდებულია კელასური… – დოდო არ აჩერებდა პირს. -რა ლაპარაკია, დოდო დეიდა?! – შეუტია თაიამ.-მოვძებნოთ ყველგან. აქ იქნება, სად წავიდოდა… -არაა არსად, შვილო! – ეზოში შემოიყვანეს ღონემიხდილი ქალი მეზობლებმა. იქვე ჩამოსვეს სკამზე. ჭიდან წყალი ამოიტანა მერაბმა, შეაშველეს ფერწასულ დედას სახეზე. -ბენდელიანები შეიწირავენ ჩემს შვილს…. შეიწირავენ… – ჩურჩულებმა ხმადაბლა, თითქოს მასაც მიადგებოდა რომელიმე ბენდელიანი. ჩქარა ჩაიცვა თაიამ ტანზე. თვითონაც ხომ ნახა იმ დღეს, როგორ საუბრობდნენ ბიჭები ერთმანეთში. ახლაც უტას დაბრალდებოდა ყველაფერი. მძიმედ გამოვიდა სახლიდან. გულს ტკენდა საყვარელი ბენდელიანების მიმართ გაშვერილი დაუმსახურებელი სიტყვები. -წაიყვანე დედაშენი სახლში, ელენიკო.-მკლავზე მიეფერა ბავშვს.-ასე ნერვიულობას რა აზრი აქვს. მიხედე დედაშენს და მოვძებნით ჩვენ, კარგი? -კარგი. -დაეთანხმა ბავშვიც. მერაბმა ითავა მათი სახლში წაყვანა. ქალებს მიუბრუნდა თაია. მათთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ისედაც ცხადი იყო ყველაფერი.. უბრალოდ ვერც ერთი ვერ ბედავდა ეთქვა ეს ხმამაღლა. ჩარაზა თოფურიების ჭიშკარი გოგონამ. პირდაპირ აიღო გეზი იმ სახლისკენ, სადაც ყოველთვის სიხარულით მიდიოდა. სიტყვებს არჩევდა გზაში. რა ეკითხა?! კელასურში ხომ არ გადაგიდია ერეკლეო? მდუმარედ იდგა ბენდელიანების უსიხარულო სახლი ეზოში. აყვავილებული ბაღიც კი ვერ სძენდა სიცოცხლეს, იდგა დაღონებული, უსიყვარულო შენობა. გაზაფხულის ნაადრევ მოსვლას ჰგავდა თაია. ატმის ყვავილობა და ფერადი სინათლე შეიტანა შესვლისთანავე. -მოსულა ჩვენი გულის მახარობელი. – მარინა შეეგება ღიმილით და გადაკოცნა თაია. სულ არ გაჰკვირვებია, რა უნდოდა დილის ათ საათზე ამ გოგოს. -მე რომ წასვლა მიწევს, სულ მაშინ რატომ მოდიხარ? – არჩილი იდგა სარკესთან და ჰალსტუხს იკრავდა წვალებით. -შენც შეგიძლია მოხვიდე სახლში, ძია არჩილ. – ვერ ჩაუშხამა დილა ცოლ-ქმარს. იშვიათად იყო გაღიმებული ეს ორი ადამიანი, ამიტომ მაშინვე დადუმდა თაია. -ჩემი შვილი მანდ ათენებს და აღამებს, მეც ხომ არ დავემატები სოსოს. გამიკეთე, მარინა, ეს… – მოიგლიჯა ლამის ყელიდან ქსოვილი. ღიმილით მიუახლოვდა თაია კაცს. თვითონ დაეხმარა არჩილს. არჩილი ჰგავდა უტას. ქერა წვერი, ღია ფერის თვალები და ძალიან მამაკაცური სახე ჰქონდა. სიმპათიური კაცი იყო არჩილ ბენდელიანი. -რა მოხდა, თაი? – ჩუმად თქვა კაცმა. თვალი გააყოლა სამზარეულოში გასულ ცოლს.-რამის თქმა გინდა? -ერეკლე დაკარგულა.-უპასუხა იგივე ტემბრში. -ოხხ… – ამოისუნთქა კაცმა. ხელი შეუშვა მის ჰალსტუხს თაიამ, მოწყენით შეხედა კაცს აღელვებულ თვალებში.-სად წავიდა? -არ ვიცი. არ არიან ჩემები სახლში. ეთერი მოვიდა ამ დილით განადგურებული, სოსო უნდოდა. იქნებ, რამე იცითო.. -სად წავიდოდა კი მარა? – განერვიულდა კაცი.-ახლა დააბრალებენ ამას და მერე… -რა მოხდა, არჩილ? – მარინა შემოვიდა ტკბილეულით ხელში. მაგიდასთან დაჯდომა ანიშნა თაიას. არასდროს არ ეზარებოდა ამ ქალს არავის გამასპინძლება. -ჯაფარიძე დაიკარგაო. რა ვქნა ახლა, როგორ წავიდე? გააგიჟებენ უტას ესენი. -დაკარგულაო? უტა რა შუაშია მერე? – მაშინვე გადავიდა კაცის დაცვაზე მარინა. თაიას ტანზე დაუარა დენმა, ყველა ემოცია ამოიკითხა ქალის თვალებში. დედასავით ლაპარაკობდა უტაზე, თბილად, ემოციურად, თითქოს საკუთარი შვილივით იყო. -გარეთ რატო იყო წეღან ხმაური? – კიბეებზე ჩამოდიოდა ახალგაღვიძებული ბენდელიანი. ძველებურად სახლურ ფორმაში იყო. გზად იცვამდა მაისურს. შეამჩნია თაიამ ჭრილობაზე დადებული ბევრი სახვევი, მაინც რომ მოსჩანდა სისხლის კვალი. შორტი და თეთრი მაისური ეცვა. აშკარად ძალიან სიმპათიურები იყვნენ დიალოებით ბენდელიანები. თაიას ააყოლა თვალი, წარბები შეჰყარა მისი დანახვისას. -ერეკლე დაკარგულა. ვერ პოულობენ და მთელი სოფელი შეკრებილა. – ამცნო არჩილმა. თან კარგად განჭვრიტა მისი სხეული. უდარდელად ჩამოჯდა დივანზე უტა. ვითომც არაფერი. -მერე? – ჰკითხა ბიძას. -არაფერი მერე, ეძებენ. -ამის სათქმელად მოხვედი? – თაიას მიუტრიალდა ამჯერად. აგრძნობინა, რომ მიხვდა მისი მოსვლის მიზეზს.-არაფერ შუაში ვარ, შეგიძლია დაამშვიდო მთელი სოფელი. -უტა! – ვერ აიტანა თაიას მიმართ ნათქვამი სიტყვები არჩილმა. -რა უთხარი იმ დღეს? – ნაბიჯით მიიწია მისკენ თაია. -კონკრეტულად რომელ დღეს? – არ ჩამორჩა უტაც მკაცრ მზერაში. -ქორწილს საღამოს, როცა საუბრობდით. მაგის მერე თვალით არ უნახავს არავის.. -ჩვენი საუბარი თუ შეამჩნიე, დანარჩენიც გეცოდინება.-ოდნავ წამოიწია უტა, კარგად რომ დაენახა თაია. -რა დანარჩენი? – არჩილი წამოადგა თავზე.-რამე მოხდა თქვენ შორის კიდევ? -იმის გარდა, რომ ჩემი მოკვლის სურვილით იწვის? – ჩაეცინა ბენდელიანს. -უტა! -რა იყო?! – არ დააკლო თვითონაც.-ქორწილის დღეს ძალიან ბევრ ადამიანთან ვისაუბრე.-თაიას შეხედა ყველაზე დიდხანს რატომღაც.-რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგას? -პოლიციაში დარეკეს? – მარინამ სცადა სიტუაციის განეიტრალება. -რა, პოლიცია, მარინა? – სიმწრით ჩაეცინა არჩილს. პოლიციაზე ყველას ერთიდაიგივე ადამიანი გაახსენდა იმ სახლში. -არ ვიცი. შეკრებილები იყვნენ დილიდან. სახლში გავუშვი ეთერი და ელენიკო, ბიჭებიც ეძებენ.. სად წავიდოდა? -არჩილ, დაეხმარე შენც.-შეევედრა მარინა. თაიას შეკრული ჰალსტუხი მოუშვა ცოტათი კაცმა. უტას გაუყარა თვალი თვალში. იცოდა, არაფერ შუაში იყო ძმისშვილი. თავისი ნივთები მოკრიფა, მარინას აკოცა შუბლზე და ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ. -არჩილ! – მარინამ ვერ დაუჯერა თვალებს. უტას სუსტად გაეღიმა. -არავისთან არ ვარ ვალდებული.-დამარცვლა კაცმა უკანმოუხედავად.-მით უმეტეს ჩემი ოჯახის მტრებთან. რომელი ჯაფარიძე გაანძრევდა ხელს ჩვენ გამო, მარინა?- მიუტრიალდა ქალს. უტასნაირი ცარიელი თვალები ჰქონდა იმ წამს არჩილსაც.-არც ერთი. -თქვენ მე შემშლით! – უღონოდ ჩამოჯდა სკამზე ქალი.-რა შუაშია რას იზამდნენ ისინი? მთელი ქვეყანა თუ ეძებს, შენ არ ხარ აქაური მაცხოვრებელი? -წავედი მე. უტა.. – მოტრიალდა ბოლოჯერ არჩილი.-არ ჩაერიო არაფერში. -ორივე ერთნაირები ხართ! – უტას მიუბრუნდა მარინა.-სად წავიდა ეს ბიჭი კი მარა? -წავალ, გავიგებ რა ხდება. – ვერ გაუძლო თაიამ ბენდელიანის გამკიცხავ თვალებს. -შეგვატყობინე მერე ჩვენც, თაი. – გამოაცილა მარინამ. -არ დაგვტოვებს ისე, ნუ გეშინია, მარინა.-ღიმილით წამოდგა ფეხზე უტა.-ვერ ხედავ, როგორ შეუწუხებია დილიდან თავი. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა თაიამ. ვერ მიხვდა, რატომ დაიმსახურა ასეთი ირონია მისგან. მაინც გაუღიმა მარინას თბილად, იმას დაახვედრა სულ ოდნავ ნაწყენი მზერა და გამოიხურა კარი. … ისე დაღამდა არავინ იცოდა ჯაფარიძის კვალი. ვერსად იპოვეს. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. თაიამ თითქმის მთელი დღე ეზოში გაატარა. ყველა გამვლელს ეკითხებოდა, იყო თუ არა რამე ახალი. ყოველ წუთს ურეკავდა ეთერი, ხომ არ გამოჩენილა ჩემი შვილიო. უკვე სერიოზულად აღელდა თაია. ეს კელასურიც გაგიჟებული მოედინებოდა… იმის შიში კლავდა, მართალი არ ყოფილიყო დოდო დეიდა. რა ენა ჰქონდა მაინც?! ერთი ტკბილი სიტყვა არ ამოუვიდოდა პირიდან. თვალს არ აშორებდა ფანჯრიდან ბენდელიანების სახლს. ორივე სართულზე ენთო სინათლე. აჩისაც კი არ მოუკითხავს ერეკლე ჯაფარიძე. დაღონებული გავიდა ნანუკასთან, იქნებ რამე მაინც გაეგო. ამ დროს გამოვიდა სახლიდან უტაც. რაც ჩამოვიდა, არასდროს ყოფილა იქ, სადაც პირველ რიგში უნდა მისულიყო. კაპიუშონი გადაიხურა თავზე, ფეხზე ბათინკები ამოიცვა და ასე გაუყვა გორაკს, რომელსაც იმ ერთადერთთან მიჰყავდა, ვისთანაც დააშავა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში. ბევრჯერ უფიქრია, რას ეტყოდა შეხვედრისას. არ შორდებოდა მის გონებას მათი ბოლო დიალოგი, ბიძაშვილების ერთად ყოფნა. მერხეულის სასაფლაო მაღალ გორაკზე იყო. ტატოს საფლავი ყველაზე ბოლოს გაეკეთებინათ. სასახლესავით ჰქონდა მართლაც ბენდელიანებს აშენებული: გადახურული, მოპირკეთებული, ტატოს ფერადი სურათი ამშვენებდა ქვას. იღიმოდა. გაეღიმა უტასაც, როგორც კი დაინახა ბიძაშვილი. მერე უეცრად შეეცვალა გამომეტყველება და უსიტყვოდ ჩამოჯდა ხის სკამზე. რამდენი წელი დასჭირდა აქ მოსვლას. რამდენი ფიქრი და ტკივილი გადაუტანია ალბათ ციხეში, მაგრამ არაფერი ეტყობოდა სახეზე. იმ ცარიელ გამომეტყველებას ახლა რაღაც აზრი მიეცა თითქოს. დიდხანს უყურა ტატოს თვალებში. დიდხანს იჯდა სასაფლაოსთან, მასთან, ბევრი რამ უთხრა გულით, მაგრამ სიტყვები არ დასცდენია ხმამაღლა. არ ჰქონდა სათქმელი ძმასთან. ვერ ეთქმოდა სიტყვა. შემთხვევით მოხდა თუ არა, მაინც თავისი ბრალი იყო მისი სიკვდილი და ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდა უტას. მერე მიიხედა გვერდით. იქ უკვე მამა უყურებდა თვალებში. მამას… მამას ვეღარ შეხედა ისე, როგორც უყურებდა ხოლმე ბავშვობაში – პატივისცემით. ახლა ისე რცხვენოდა ამ ორი ადამიანის, როგორც არასდროს თავის სიცოცხლეში. ერთი ადამიანის სიცოცხლე მოსპო, მაგრამ რამდენი გაიყოლა მასთან ერთად უნებურად?! არადა, არ უნდოდა ასე.. საერთოდ სხვანაირი ცხოვრება უნდოდა. არ აპირებდა აქ ამოსვლას მეტად. გამოიხურა პატარა კარი და გზას გაუყვა. უკუნით სიბნელეში პატარა მბჟუტავი სინათლე მოჩანდა რომელიღაც სასაფლაოდან. ადამიანის მშვიდი სუნთქვა და ტირილიც გაისმოდა ცოტათი. ერეკლე ჯაფარიძე ჩამომჯდარიყო მამის საფლავთან. ღრმად ამოისუნთქა უტამ. რას იფიქრებდა, ოდესმე თუ მოუწევდა თავისი მოკლული კაცის განსასვენებელში საკუთარი ფეხით მისვლა. ხელები გადაადო ღობეს, არ შესულა შიგნით. მათარა მოემარჯვებინა ერეკლეს ხელში, გალეშილი მთვრალი იყო და ქვასთან მიწოლილი ბუტბუტებდა რაღაცებს. ტალახში ამოვლებული შარვალი ეცვა, სახე არ უგავდა ადამიანისას. -ყველა შენ გეძებს. – უთხრა უტამ. თან სიგარეტს გაუკიდა. მთვარე და პატარა სინათლე უნათებდა ბნელ ღამეს ბიჭებს. -არ მაინტერესებს.-დაიჩურჩულა ჩუმად. არც უფიქრია ვინ იდგა იმ მიწაზე, სადაც ესვენა მამამისი.-ახლა გავახსენდი მაგათ? მეძებონ რამდენიც უნდა. -კარგი. – უპასუხა უდარდელად და თავისით გზით აპირებდა წასვლას, ერეკლემ რომ შეაჩერა ხმით. თითქოს.. თითქოს უნდოდა მამაც დამსწრე ყოფილიყო იმისი, რაც სინამდვილეში უნდოდა მამის მკვლელთან. -ყველა მეძებს და მაინცდამაინც შენ რატომ მიპოვე? – წამოჯდა ოდნავ.-დამცინის ბედი… მართლა დამცინის. -არ მაქვს შენი თავი, ერეკლე. თუ მოდიხარ, გამოადგი ფეხი და დაენახე დედაშენს. -დედაჩემზე ახლა ფიქრობ შენ?! – ხმას აუწია ჯაფარიძემ. -მიწვევ? – გაეღიმა უტას.-კიდევ ერთხელ გინდა ლექციის მოსმენა ჩემგან თუ რის მიღწევას ცდილობ? თუ რა გგონია, ეს… – საფლავის ქვისკენ ანიშნა.-შემაჩერებს რამისგან, რამისი მომერიდება გგონია, ერეკლე? -ვიცი, როგორი უსირცხვილოც ხარ. ყველაფრის მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი. -მერე არ გეშინია საერთოდ? – წამოიწია უტა. ისევ დაუბრუნდა რკინის მესერებს, ხელები ჩამოადო კვლავ და უდარდელად ჩამოდგა. -შენნაირი გულცივი ადამიანები საშიშები არ არიან.-ძლივს წამოდგა ფეხზე ბიჭი.-შენ.. შენ საერთოდ არაფერი გესმის. მე რატომ ვარ გაბრაზებული, გაცოფებული, ეგ საერთოდ არ გესმის… ჩემს ადგილას ვერ აყენებ თავს.. არ გინდა, რომ გაიგო და წახვიდე აქედან. -შენ წარმოიდგენ შენ თავს ჩემს ადგილას? – გააწყვეტინა სუსხიანი ხმით. ერეკლე წამით შედგა. იცოდა, ახლა ისეთ რაღაცას ეტყოდა, დაამთავრებდა ერთ წინადადებაში.-წარმოდგენაც კი როგორი საშიშია, იცი, ერეკლე?! მოკლულის ადგილას ყოფნა მარტივია, აი მკვლელი… – გაეღიმა და აღარ დაამთავრე მერე. რგოლებად ამოუშვა კვამლი პირიდან, თვალი გააყოლა ყველა მის მზერას ერეკლე ჯაფარიძემ. -მოკვლასაც დიდი პრინციპი უნდა.-აღიარა უნებურად.-გამბედაობა.. არ გამაჩნია არც ერთი აქედან. ამიტომ ხარ ცოცხალი. -რათ გინდა რომელიმე მათგანი? – გააქნია თავი უტამ.-რა მომიტანა მაგ პრინციპულობამ.. გამბედაობამ ვერ ხედავ? შენი სისულელეების მოსმენა მიწევს, სწორედ იმის გამო, რომ ეგეთი რაღაც გავბედე, ერეკლე. -სისულელე გგონია შენ… სისულელე გგონია, რომ ჩემი ოჯახის რჩენა მიწევს თოთხმეტი წლიდან, რადგან მამა აღარ მყავს. ჩემი დის გაზრდა მიწევს… ყველაფერი ჩემს კისერზეა, – ჩუმი ღრიალი დაიწყო ერეკლემ. თითებს იშვერდა ხან მამისკენ, ხან უტასკენ, ხან სოფლისკენ. ვის ელაპარაკებოდა საერთოდ.. საბოლოოდ დაებინდა გონება. -გამოადგი ფეხი და დაენახე დედაშენს. – წინ წავიდა უტა. დაუფიქრებლად გაჰყვა ერეკლეც ბანცალ-ბანცალით. თან მათარას მიირთმევდა ყოველ წამს. -დედაჩემზე რომ დარდობ… – ირონიულად გაეცინა ერეკლეს.-უფრთო ანგელოზი ხარ პირდაპირ! რა იყო, ციხეში მგლის თავზე სახარება წაიკითხეს? ასე მიჰყვებოდა სვენებ-სვენებით გალეშილი ჯაფარიძე ბენდელიანს. ძლივს ჩამოაღწიეს სოფლის გზამდე. ხან სად დაენარცხებოდა მთვრალი ერეკლე, ხან სად. ერთ მომენტში, ხელითაც კი წამოათრია უტამ.. რას აკეთებდა?! ვის ეხმარებოდა?! ხელი შეუშვა ბოლოს. წაგლიჯა ხელიდან არყით სავსე კოლოფი და გზაზე დააყენა. ერთმანეთს შეხედეს თვალებში ბიჭებმა. ცხოვრებისგან დაჩაგრულმა, უდედმამო ბავშვებმა გაუსწორეს თვალი ერთმანეთს. რა იყო… და რა ხდებოდა ახლა… ერეკლეს ცრემლები თავისუფლად მოსდიოდა სახეზე. იმდენად ცუდად ხდიდა თავისი უმწეობა, ეს გაუგებრობა, გაურკვევლობა და სიბნელე, აღარ იცოდა ვისკენ გაეშვირა თითი. დააღონა თავისმა ნაწვალებმა, მშობლის გარეშე გატარებულმა წლებმა, ვერავის ჰპოულობდა ამ ამბავში დამნაშავეს. ყველას რაღაც ეთქმოდა თითქოს. დაუსრულებელი წრე იყო ეს ყველაფერი, არც ბოლო ჰქონდა, არც საწყისი. ბენდელიანების ხარჯზე ჰქონდა მის ოჯახს ყოველთვის საჭმლის ფული. და რა გააკეთეს… -ყველას ეტყვი, არა? – მოიწმინდა უხეშად სახიდან ცრემლები.-ყველას ეტყვი, რომ შენ მიპოვე ასეთ მდგომარეობაში?! -და რა გგონია, ვინმეს ველაპარაკები? – მიიწია ერთი ნაბიჯით უტა. ჩაეცინა ტირილით ერეკლეს. -თაია ხომ კარგად გეჯდა გვერდით იმ დღეს. -ერეკლე.. – ავად დაისისინა უტამ.-ზღვარს ნუ გადახვალ. -რატომ? – თვითონაც მიიწია მისკენ.-მოგწონს? ახლა ეგეც უნდა წამართვა? ისე თავგამოდებით გიცავს, არ გამიკვირდება. -ვისზე ლაპარაკობ? დანას რომ უშვერდი, იმ გოგოზე? – ცივად შეხედა სახეში თავდასასხმელად მომზადებულ ბიჭს.-გგონია, დამავიწყდა? – დაამატა ჩუმად. -და რა? – გამომწვევად ჰკითხა ერეკლემ. არ აჰყვებოდა. შეახსენა თავის თავს უტამ. -ეცადე, ჩვენი პრობლემების სიას არ დაემატოს მისი სახელი. – გააფრთხილა კატეგორიული ხმით. -რატომ? ეგეთი მნიშვნელოვანია თაია შენთვის? იცი მაინც, ჩემთვის რამდენს ნიშნავს, ჩემი საყვარელი ქალი შენ გვერდით რომ დაიარება?! -შენ გვერდით თუ არ უნდა ყოფნა, მე რა შუაში ვარ? – გაეღიმა უტას. – თუ ბარემ მომაწერ ამ დანაშაულსაც?! და ზოგადად კი, მნიშვნელოვანია, თაია ჩემი ოჯახისთვის. -ხოო? -ხო. – გარკვევით უთხრა ერეკლეს.-არ შეგეშალოს რამე. -ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! – აყვირდა გადარეული.-ყოველთვის ასე ხდება… მგონია, რომ სწორად ვიქცევი და.. მგონია, რომ რაღაც გამოსავალს ვპოულობ და შენ.. შენ სიმშვიდე წამართვი, უტა. -რომელი სიმშვიდე, ერეკლე? რომელ სიმშვიდეს გირღვევ მე შენ?! დაისვენე ბოლოსდაბოლოს. -როგორ! როგორ დავისვენო! რამე რომ არ გიქნა ეგრე, როგორ დავიძინო ღამე… – ამ სიტყვებისას თავისი თავი გაახსენდა უტას. თვითონაც ხომ უჭირდა ღამე ძილი. ეჭვები ღრღნიდა. ეშინოდა. რამე რომ არ გაკეთებინა, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა. თანასოფლელების მინიშნებები ხომ საერთოდ აგიჟებდა. ყველა ადამიანი ახსოვდა, ვისაც რამე ნამიოკი უთქვამს ოდესმე. ყველა მეგობარი ახსოვდა, ვისაც მიუნიშნებია მისთვის, რაც უნდა გაეკეთებინა. ყველაფერი გაახსენდა. -მერე უფრო გაგიჭირდება დაძინება. – უპასუხა მშვიდად. ეგონა, რომ საკუთარ თავს უყურებდა. -მეზიზღები… მეზიზღები უტა ბენდელიანო… იქვე დატოვა ჯაფარიძე. სახლში შევიდა თუ არა, მოვიდა ხმები, როგორ იპოვეს საღ-სალამათი ჯაფარიძე, უტას სახელს რომ ყვიროდა ბოლო ხმაზე, დაჭრილი მხეცივით. ნაწყენი მარინას მზერა ასე არასდროს სტკენია უტას. ქალის იმედგაცრუებული თვალებს ვეღარ დაუხვედრა თავისი მუდამ თავდაჯერებული. ახლა მაინც ხომ მართალი იყო თავად?! მოიშორა ფეხებიდან ბინძური ბათინკები. უხმოდ ავიდა საკუთარ ოთახში და ღამისთევა იქ გააგრძელა. . მოწყენილი იჯდა თაია სახლში. სოფელში გავრცელებულ ჭორებს, თითქოს უტას ჰყავდა ჯაფარიძე სადღაც გადამალული, ყურიც კი არ ათხოვა. ზუსტად იცოდა, არაფერ შუაში იყო ბენდელიანი. ერთადერთხელ შეხედა მხოლოდ თავის კლასელს, ყველაფერი აგრძნობინა იმ მზერით. თაია ასეთი იყო – მკაცრი და შეუვალი. ვერავინ ზედმეტს ვერ აკადრებდა, ვერც სკოლაში, ვერც მერე. რთული იყო მისი დამორჩილება, თუ დავად გადაწყვეტდა, რომ რაღაც უნდოდა – მიიღებდა კიდეც. მიზანმიმართული, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე გოგონა იყო თოფურიების ქალიშვილი, ალბათ ამიტომაც გიჟდებოდა ზედა და ქვემო მერხეული მასზე. აჩის წერდა მესიჯებს. უპოვიათ ჩვენი კლასელიო, ამცნო ბიჭმა. სახლში მოიპატიჟა. იცოდა მისი მარტო ყოფნის ამბავი. ეს ღამეც და დაბრუნდებოდნენ მშობლებიც სახლში. მათთვის არაფერი უთქვამს, ტყუილ-უბრალოდ ინერვიულებდნენ შორ გზაზე. გადააბიჯა საკუთარ თავს და აიღო გეზი ბენდელიანებისკენ. მთელი ბავშვობა ამ სახლში დადიოდა. ფეხები თავისით მიდიოდნენ ახლაც. იზიდავდა ეს სახლი, იქაური მცხოვრებლები ხომ განსაკუთრებით საინტერესო ხალხი იყო მისთვის. სახლის კართან უცხო მანქანა დახვდა დაყენებული. ლამაზი, შუა ხნის ქალი გადმოვიდა, ვერაფრით იცნო თაიამ. აათვალიერ-ჩაათვალიერა გოგონა დამხვედრმა. -შენ სოსოს გოგო არ ხარ? – ამოიღო ხმა ქალმა და ნაბიჯით მიუახლოვდა თაიას. -დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით? – გაუღიმა თაიამ. სახლისკენ გაიხედა უცხო სტუმარმა. -როგორი ლამაზი ხარ. გაზრდილხარ. – უმნიშვნელოდ გაუღიმა ქალმაც, თავისი მღელვარება დამალა თითქოს. ენიშნა თაიას მისი უცნაური მიხვრა-მოხვრა, ფეხს ითრევდა სახლში შესასვლელად. -შემოდიხართ? – კართან დადგა თაია.-სახლში არიან, როგორც ვიცი. -იქნებიან.. – წაიწია ძლივს ცოტათი. -მამას იცნობთ? – საუბრის წამოწყება სცადა თაიამ. თან შიგნით შემოუშვა. ლამაზი ქალი იყო, ქერა თმა და მუქი თვალები ჰქონდა. სადღაც ენახა ეს ადამიანი, ვერაფრით გაიხსენა. -სოსოს ვინ არ იცნობს. -ჰო, ეგეც მართალი. – გაეცინა თაიას. სახლის კარიც შეაღო და სულ ღიმილ-ღიმილით შეუშვა ეს უცხო ადამიანი სახლში. ყველა ოჯახის წევრის მზერა გაიყინა ერთ წერტილზე, როცა შედგა თაიამ ფეხი სტუმართან ერთად. არჩილმა ვერ დაუჯერა თვალებს, მარინამ უნებურად მიიხედა გვერდით და უტას შეაციცინდა თვალებში. უტა არავის უყურებდა. არავის იმ ერთი გარდა. აჩიმაც კი ვერ თქვა ვერაფერი. თაიადან ქალისკენ გადაჰქონდა თვალებიდან და ასე უსასრულოდ უყურებდა ხან ერთს, ხანაც მეორეს. შებარბაცდა თაია, როცა გაანალიზა ვინც ედგა ახლა გვერდით. მაშინვე მოაგონა ქალის ქერა თმა, მისი მუქი თვალები, ეს ახალგაზრდული კანი, ხმა… უნებურად გახდა ბენდელიანების მორიგი პრობლემის ნაწილი თვითონ. დედას უყურებდა უტა მხოლოდ. დედას, ვის გამოც იყო ახლა ასეთი სხვანაირი. შვილს უყურებდა ქალი, მაგრამ ვერ ცნობდა, არ იყო ეს ის უტა, ვინც უნდა ყოფილიყო. -აქ რას აკეთებ? – არჩილმა ჩაიწმინდა ხმა.-ვინ მოგცა მოსვლის უფლება? ვინ მოგიშვა? -არჩილ… – მარინამ მავედრებლად გადახედა ქმარს. -აქ რას აკეთებ-მეთქი?! – განმეორდა უფრო მკაცრად. ასეთი შეშლილი არ უნახავს აქამდე თაიას ეს კაცი. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ხმის აწევაც არ გაუგია მისგან. წინ დაუდგა ქალს არჩილი. გადაეღობა უტას მამასავით. -ჩემი შვილის სანახავად მოვედი.-თვალებში შეხედა არჩილს ქალმა. -რომელი შვილის? – დაიყვირა კაცმა.-არ გყავს შენ შვილი! წადი აქედან და არ გამიგიჟო ბავშვი კიდევ ერთხელ.. მოშორდი ჩემი სახლიდან! -უტა, დედა… – დაიჩურჩულა ქალმა. უტას ისე ჩაეცინა… ისე ჩაეცინა, როგორც თავდასხმის წინ თავდამსხმელები იქცევიან ხოლმე – ავად. სასტიკად. დაცინვით. -გამოიწიე ერთი, არჩილ. – ხელით გასწია წინ ასვეტებული ბიძა.-დამანახე ეს არსება კარგად. -დაანებე, შვილო, თავი! – შეევედრა არჩილი. აჩი დუმდა. უფრო სწორედ, დადუმდა იმის დანახვისას, როგორ შეხვდა ბიძაშვილი ათი წლის უნახავ დედას. თაია დაიყენა გვერდით. -როგორი ხარ, დე.. – განაგრძო ჩურჩული ქალმა. ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან. ყველაფრის მიუხედავად, შვილი იყო მისი, როგორ ენატრებოდა ალბათ. -შენი ქმარი რატომ არ მოიყვანე? – წამოიწყო და დაეძაბა სხეული ყველას იმ ოთახში. ხმა ჩაიგდო მაშინვე ელზამ.-მამინაცვალს არ გამაცნობ? -ავიდეთ შენს ოთახში და დავილაპარაკოთ ზედმეტი ხალხის გარეშე. – წამოიწია შვილისკენ ქალი. -ზედმეტი ამ ოთახში შენ ხარ. – უპასუხა მაშინვე დაუფიქრებლად.-ზოგადად.. ჩემს ცხოვრებაში ხარ ზედმეტი. აქედან მოშორდი, სანამ სრულ ჭკუაზე ვარ, თორემ იმაზე უარესი დაგემართება, ვიდრე პირველ ჯერზე მქონდა ჩაფიქრებული. გაეთრიე! -უტა! -რა?! – წამში გაჩნდა მასთან. ხელი ჩაავლო იდაყვში არჩილმა, მაგრამ ვერანაირი ძალა ვერ გააკავებდა ახლა დედის ნახვით გამოწეული ემოციისგან გათავისუფლებულიყო. ამაზე ხომ ამდენი წელი უფიქრია. როგორ შეხვდებოდა. რას ეტყოდა. როგორი იქნებოდა საერთოდ. -წამოდი ჩემთან და იქ ვილაპარაკოთ მშვიდად.-არ ნებდებოდა ელზა. უტას უფრო და უფრო აწუხებდა მისი ხმა ამ კედლებში. -მშვიდად ლაპარაკი საერთოდ დამავიწყდა.-ერთი უბრალო წინადადებით მოუკლა გული მარინას. არჩილმა ხელი შეუშვა, მაგრამ იქ იდგა მაინც. მასთან.-შენ გამო… მე შენ გამო კაცი მოვკალი, დედა.-ხმადაბლა ნათქვამი სიტყვები ექოსავით მოედო ოთახს. რამდენი ხანია არ უთქვას სიტყვა „დედა“. ასეთი ტონით არც არასდროს გაჟღერებულა მისი პირიდან.. -ვიცი.-ატირდა ქალი. თვალი არ მოუცილებია ბენდელიანს მისთვის.-ვიცი და ძალიან, ძალიან ვნანობ.. -შენი სინანული რომელ მკვდარს გაამთელებს? რომელს, მითხარი?! – ჰაერში გააქნია თავისი ხელი. შესახებადაც კი დაენანა მისთვის.-რატომ მოხვედი? რა გინდა? რატომ არ მასვენებ? თვალებში მიყურებდი და მატყუებდი მთელი ცხოვრება. ერთხელაც არ გიფიქრია, რომ ვაჟიშვილი გეზრდებოდა.. ერთხელაც არ გიფიქრია, რას ვიგრძნობდი სიმართლის გაგებისას… მე შენ ვიღაცების გასარჩევი გამხადე. – თავზე გადაისვა ხელი. არავინ აინტერესებდა, ვინც ოთახში იყო იმ წამს. მისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა და იმას ელაპარაკებოდა მხოლოდ. -გაჩუმდი, გთხოვ… დაწყნარდი.. -შენ რომ მომეკალი, არ მექნებოდა ამდენი კაცისთვის თვალი ასარიდებელი. შენი სიკვდილი უფრო სამართლიანი იქნებოდა. უფრო მშვიდად ვიქნებოდი.-არ ჩერდებოდა უტა. ასეთი გულცივი სიტყვები არასდროს გაუგონია აჩის მისგან. თაია ხომ დამუნჯდა საერთოდ. -ასე გეზიზღები? – თვალებში შეხედა დედამ. -ზიზღსაც კი არ განვიცდი. საერთოდ არაფერს განვიცდი შენ მიმართ. არ არსებობ. -არასდროს მაპატიებ? – ყველა მათ უსმენდა გასუსული.-ვერასდროს შეძლებ აპატიო დედას ჩადენილი დანაშაული? -რომელი დანაშაული, დე..და?! – ისე მიუახლოვდა, არჩილიც გამოიწია უკან.-რომელი ერთი?! ტატოს გააცოცხლებ? ოცი წლის ასაკში დამაბრუნებ? იმ შენს საყვარელს… მიუგდებ ჯაფარიძეებს? თუ გააკეთებ, მიპატიებია მაშინ ყველაფერი. -უტა.. -შეხედე მარინას, – მარინასკენ ანიშნა თითებით.-ქალს შვილი მოუკვდა და მას არ დაუკარგავს ადამიანური სახე, შენ ყველაფერი გქონდა და რა დაგემართა?! რამ გაგაგიჟა ასე ძალიან, ყველაფერი რომ სასწორზე დადე. რა გამაკეთებინე… – დაამატა ჩუმად.-მომაკვლევინე… -შვილო… – სხვა ვერაფერს ამბობდა ქალი. ცრემლები ღვრად ჩამოსდიოდა თვალებიდან. თაია თვალდახუჭული უსმენდა უტას ხმას, მის აღიარებას. გული ჩაეწვა. აჩიმ ყველაფერი ინანა. ყველა მისი ტკივილი. აღელვება საერთოდ არ ემჩნეოდა მაინც ბენდელიანს. ისე მშვიდად ანადგურებდა სიტყვებით დედამისს, როგორც არაფერი. მისთვის არაფერს ნიშნავდა ქალის ცრემლები, ბოდიშები, ცარიელ სივრცეს უყურებდა თითქოს თვალწინ. -ბავშვი გააგიჟე.-არჩილმა გააქნია თავი.-შენი უღირსობის გამო ცხოვრება დაუნგრიე. მომავალი წაართვი… ციხეში გამოკეტე. -არჩილ… -ჩემი ძმა ხომ არ მიგაჩნდა არაფრად.-აგრძელებდა მაინც კაცი. უტას გულახდილმა სიტყვებმა ძალა შემატა ბიძას.-არც ჩემი ოჯახი. ჩემი უტა ხომ საერთოდ. ყველაზე გამორჩეული ბავშვი ყველაზე მეტად დაჩაგრე. შენ… რა ადამიანი ხარ, გოგო? – ხელი გაუქნია მხარზე.-რა სახელი დაგარქვა ისიც არ ვიცი… აქ მოსვლა რომ გაბედე, ეგეც კი არ მიკვირს უკვე, იმდენად უსინდისო ხარ. მოშორდი ჩემი სახლიდან, მოშორდი უტას ცხოვრებიდან, არაა ის შენი შვილი. -წადი, ელზა, სანამ დროა… – მარინამ უთხრა ყველაზე რბილად. მარინას სხვანაირად არ შეეძლო. არ იყო ბუნებით ბენდელიანი. -უტა.. -გაეთრიე. – დაუმარცვლა.-არ გესმის ერთხელ ნათქვამი?! -წამომყევი, გთხოვ… მაღირსე შენთან ლაპარაკი, ამას მაინც არ ვიმსახურებ? -შენ რას იმსახურებ? – სულ შეიშალა ამაზე უტა.-რა დაგიმსახურებია, რაც გქონდა ამ ცხოვრებაში. იდეალური ქმარიც კი ვერ შეირგე, შვილზე ხომ… ყველაზე ნანატრი შვილი ვიყავი. – ამოიჩურჩულა ბოლოს მაინც, არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ გაძლო.-ყველა რომ შემომნატროდა ეგეთი ვიყავი. ყველას რომ ვუნდოდი. ხალხს ვეიმედებოდი! – კი არ ყვიროდა, ყვებოდა ამბავს, უბრალოდ მაღალ ხმაზე. ეს მარტივი საუბარი უფრო მძიმეს ხდიდა მის მოსმენას.-მე კი რა გავაკეთე… ეს ბოლო წვეთი იყო ქალისთვის. ბოლოჯერ შეავლო თვალი შვილს. უღონოდ დაეცა იატაკზე ფერწასული. ლამის გაეღიმა ბენდელიანს. გულცივად დახედა ზევიდან დედას. უხმოდ მიტრიალდა და სავარძელში ჩაჯდა ზურგშექცევით. თაია მივარდა მაშინვე უტას დედას. ხელში აიტაცა ბიცოლა აჩიმ. არჩილიც მიჰყვა უნებურად. -არ დატოვო მარტო, – მარინამ უთხრა უცბად ყურში თაიას. ყველა გაიძურწა სახლიდან. საავადმყოფოში გააქანეს შვილისგან უარყოფილი დედა, მათი ოჯახის ყველაზე სამარცხვინო წევრი. სახლში უტა და თაია დარჩნენ. ენა გაუსქელდა პირში გოგონას. ვერ დაძრა კრინტი, ვერც გამოძრავდა, საერთოდ რა ექნა ვერ მიხვდა. რისი მომსწრე გახდა?! ასეთი არაფერი გაუგია, უნახავს, არც უგრძნია. ბენდელიანის მშვიდი სუნთქვა, მიუხედავად ყველაფრისა, რომ ასეთი რიტმული იყო, გასაკვირი იყო თაიასთვის. მაისურზე ემჩნეოდა სისხლი. ამდენი მოძრაობისა და დაძაბულობისგან კიდევ კარგად ჰქონდა ათასი კაცის შეკოწიწებული ნაკერი. -ჭრილობა გაგეხსნება. – ხელი დაადო მივიწყებულ ჭრილობაზე უტას. აუწია მაისური და მოათვალიერა გაღიზიანებული ნაკერები. თავი გადაწეული ჰქონდა დივანზე, ჭერს უყურებდა თვალდახუჭული. გრძნობდა ქალის თითებს აწეული მაისურის ქვეშ, შიშველ კანზე, მის სურნელსაც ისუნთქავდა თავისუფლად, ისე ახლოს იყო თოფურიების ქალიშვილი. -გასწორდი, მოვასუფთავოთ.. – უბიძგა მკლავზე თაიამ. არ დაძრულა ადგილიდან უტა. -ვერ უშველი შენ მაგ ჭრილობას, თაია. – სუსტად ჩაეღიმა ამის თქმისას. თაიამ წარბები ასწია მაღლა, მსგავსი ხმითა და ღიმილით არასდროს დაუსაჩუქრებია უტას. -დარწმუნებული ხარ? – უპასუხა თავადაც მსგავსად. ნელ-ნელა დაუწყო მაისურის გახდაც ტანზე. დაემორჩილა ბენდელიანი. -ყველაფერში დარწმუნებული ვარ.-დაიჩურჩულა, როცა თავზე გადააძრო ქსოვილი. ახლა ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, უხმოდაც კი გაიგებდნენ ალბათ ერთმანეთის ნალაპარაკევს. ის საღამო გაახსენდა ორივეს… ის პირველი სიახლოვე. -პირველად რომ დაგჭრეს, მაშინ ხომ მომადექი. -მაშინ დავრწმუნდი.-კვლავ გაეღიმა. მიიწია მისკენ და უფლება მისცა შეჰხებოდა კანზე.-რომ ვერ მომარჩინე, მაგიტომაცაა ახლა ასეთი.. -არაფრის უფლება მომეცი და იმიტომ. – გაუწყრა თაია. -რა უფლება გინდოდა?! – თამამად ააყოლა თვალი მის სიახლოვეს მოტრიალე ქალს უტამ. ქარიშხალი გამოიარა რამდენიმე წუთის წინ, ახლა კი ისეთი დამშვიდებული, ისეთი მოდუნებული იყო საკუთარი თავის გაუკვირდა. -ლაპარაკის ხასიათზე ხარ, ანუ კარგად ბრძანდები. – უყურადღებოდა დატოვა მისი კითხვა. ჩამოუჯდა იქვე თაია.-გტკივა?! -თავი დაანებე ამას, – ხელი შეუშალა თითების აქნევით. არაფრის უფლება მისცა თაიამ. დააბრუნა საწყის მდგომარეობაზე. მოუსუფთავა, დაუმუშავა და მერე მართლაც დაჯდა მის გვერდით. მშვიდად სუნთქავდა უტა. მის პულსს ითვლიდა თითქოს თაია. მოშიშვლებული მკერდი მოუთვალიერა ვინ იცის მერამდენეჯერ. მკლავებზე დაატარებდა ძველებურად თვალებს, ვერაფერს არჩევდა არეულ ფიგურებში. -მოიწიე და უკეთ დაინახავ.-თვალდახუჭულმა უთხრა კვლავ. თაიას გაეღიმა უნებურად. მათი ყოველი დიალოგი ღიმილს იწვევდა ერთმანეთში, რაღაც დადებითს, თითქოს ორივე იკურნებოდა. -აქედანაც კარგად ჩანს ყველაფერი. – უპასუხა მშვიდად. თვითონაც ჩამოადო თავი დივანს, გვერდულად მიტრიალდა კაცისკენ. თავი გადმოხარა მაშინვე ბენდელიანმა, ერთმანეთს ათვალიერებდნენ. რაც ილაპარაკა წეღან ბენდელიანმა, ეგ სიტყვები ტრიალებდა ჯერ კიდევ ოთახში. ბევრ რამეზე ფიქრობდა იმ მომენტში თაია. უნდოდა, რაღაც ეთქვა… ნუგეშის მაგვარი რამ, მაგრამ ზედმეტად პათეტიკური იქნებოდა ალბათ. რა უნდა ეთქვა ისეთი განსაკუთრებული უტასთვის, მისი ათწლიანი ნაიარევი რომ განეკურნა?! დუმილიც კი ზედმეტი იყო. -მოიწიე. მოდი ახლოს. – წამოიწყო ჩურჩულით. არც დალოდებია მის პასუხს, ისე ამოსდო ფეხებში ხელი და თავისკენ წაეტანა.-უკეთ დაინახავ. -რას აკეთებ? – გათავისუფლდა მისი ხელებისგან, თუმცა არ დაუხევია უკან მაინც. -არ ვიცი. რას ვაკეთებთ? – სუსტად ჩაეღიმა უტას.-რატომ ხარ ყოველთვის იქ, სადაც არ უნდა იყო, თაია.. დაბრუნდი სახლში. წამოდი, მიგაცილებ. -არ მინდა სახლში.-უთხრა მაშინვე.-არავინაა. მეშინია.-მართლა შეეშინდა. ამ ყველაფრის მოსმენის მერე სახლში დაბრუნების შეეშინდა, იქ გაგიჟდებოდა მარტო. -მარტო ყოფნის გეშინია… – წამოიწყო უტამ თავისთვის.-სიბნელის გეშინია… ერეკლეს მკვლელად გახდომის გეშინია..-გადმოხედა თაიას.-ჩემი არა. -შენიც. ოღონდ სულ ცოტათი.-თავადაც იგივე ტემბრში გააგრძელა თაიამ. -რაღაც არა მგონია.-ჩამოყრილი თმა გადაუწია ზურგზე. ნელა შეეხო ყელზე თითები და ფრთხილად გადააწევინა თავი ხელით. კოცნის სურვილმა წასძლია კინაღამ, გააბრუა გაზაფხულის სურნელმა ბენდელიანი.-არადა, ცოტა კი არა, ძალიან უნდა გეშინოდეს, თაია. ამის განსაკუთრებით…-ფრთხილად მიაწება ყელთან ტუჩები. იქვე მიეხუჭა ქალს თვალები. ამდენი დაღლილობისა და ემოციისგან გაბრუებულმა შუბლზე მიადო შუბლი უტას. ყველაზე საშიშთან ყველაზე დაცულად იგრძნო თავი. თვითონ წაეტანა პირველი თაია. თვითონ მიიწია მისკენ, თვითონ შეეხო ტუჩებთან, სულ ონდავ, მაგრამ მაინც თავად გახდა მიზეზი, თავად გამოიწვია, როგორც ამტკიცებდა ზოგჯერ უტა. ისე ძალიან მოუნდა თვითონ ყოფილიყო ამ ბიჭის გულის აძგერების მიზეზი, ყველაფერი გადაავიწყდა. მისი ვინაობაც კი ლამის. იმოქმედა ქალზე ნანახმა, გაგონილმა, მისმა „დანაშაულმაც“ ვერ გადაფარა სურვილი სიახლოვის. გაკვირვებულ ბენდელიანს ჩუმი სუნთქვა დაუტოვა საჩუქრად. დაიჭირა ქალის თვალებიდან გადმოგორებული ცრემლი ცერა თითით უტამ. სახეზე ემჩნეოდა თაიას ყველა შიში, რასაც ასე ამტკიცებდა, რომ არ გააჩნდა, ყველა სურვილი და ემოციაც. სადღაც ძალიან ღრმად – სინანულიც. -არ იტირო.-უთხრა მაშინვე უტამ.-და აღარ გაიმეორო. არასდროს. ვერაფერი უპასუხა თაიამ. მაინც რომ არ უშვებდა ხელებს ბენდელიანი?! თუ კი აფრთხილებდა ასე კატეგორიულად, რატომ აკავებდა?! თვალი თვალში გაუყარა თაიამ. ორივემ კარგად იცოდა, რატომაც გააკეთა ეს. რა უნდოდა სინამდვილეში. ალბათ მისი დამშვიდება. და ინტერესი – იგრძნობა თუ არა რამეს ეს გულქვა ბენდელიანი. კართან აყუდებულ აჩის ენა ჩაუვარდა. ზედმიწევნით დაინახა, როგორ წაიწია თაიამ პირველმა ბიძაშვილისკენ. რომ არ დაენახა, ალბათ არც არასდროს დაიჯერებდა. ხმა არ ამოუღია. აღარ შევიდა სახლში. სახლიდან გამოვარდნილ გოგონას არც შეუმჩნევია იქვე დაყუდებული პატარა ბენდელიანი. უკუნით სიბნელეში ჩქარი ნაბიჯებით გაირბინა სახლისკენ მიმავალი გზა. მანამ დაელოდა აჩი, სანამ შევიდოდა სახლში ბავშვობის მეგობარი. შემდეგ დადუმებული დაბრუნდა თავისთან. არხეინად წამოჭიმულ უტას გადაავლო მრისხანე თვალი. რას დააბრალებდა?! თავად არ დაინახა ვინ იყო ყველაფრის ინიციატორი? მარინა და არჩილი საავადმყოფოში დატოვა მოდარაჯედ. თვითონ სახლში წამოვიდა. უტას სამეთვალყურეოდ გამოუშვეს მშობლებმა. -იცი მაინც რას აკეთებ? – წამოიწყო აჩიმ. თვალებზე დაფარებული ხელი ჩამოსწია უტამ, მოათვალიერა გაბრაზებული ბიძაშვილი.. -რა იყო?! -რა ვიცი. რა იყო? – აუწია ხმას.-დაგავიწყდა ვინ არის თაია? -ოხხხ… – ამოიოხრა უტამ.-მიდი, დაიწყე, მოგისმენ არ დამეზარება. -სასაცილოა?! – დაეჭიმა სხეული აჩის.-სოსოს ასე გადაუხადე მადლობა? კაცმა ხელი დაგაფარა და შენ რას აკეთებ, უტა? -რა გინდა?! – ფეხზე წამოდგა თვითონაც ბენდელიანი. ბიძაშვილს დაუდგა პირისპირ. -თაიას თავი დაანებე. ღრმად გაეცინა კაცს. -თორემ რა მომივა? – მიუახლოვდა აჩის. ისედაც გაღიზიანებული იყო.. რა დღე გამოიარა და ესენი რას ელაპარაკებიან?! -ეგ გოგო… ჩემი ბავშვობის მეგობარია. მის გამო ნებისმიერ რამეზე წავალ. შენც კი გადაგიდგები.-მიაყარა ერთმანეთს სიტყვები აჩიმ.-არაა ის შენთვის. თავი შორს დაიჭირე მისგან, უტა. -რატომ? – ღიმილით ელაპარაკებოდა ბენდელიანი.-არ გემეტება ჩემთვის? -არა. -მიზეზი? – უფრო და უფრო იწვევდა ბიძაშვილს.-აა, გამახსენდა.. ციხეში ხომ ვიჯექი. -ნორმალური არ ხარ.-დასკვნა გამოიტანა აჩიმ.-სოსოს მაინც არ სცემ პატივს?! რა გემართება? -რა ვიცი, აჩი, რა უნდა დამემართოს? – ისე ბუნებრივად ჰკითხა, აჩიმ ნაბიჯით დაიხა უკან. მასთან მტრობის მიზეზებს თუ ეძებდა, ახლა ძალიან მოუნდა ყველა მიზეზი გამქრალიყო მათ შორის. ეს ხიდი გამთელებულიყო. -მოგწონს? – არ მოეშვა პატარა ბენდელიანი. უტას გაეღიმა. -შენ უკეთ იცი მგონი, ისეთი გაღიზიანებული ხარ. ეს გასწავლე მე?! – ოდნავ აუწია ხმას. თვალები დახარა აჩიმ მაშინვე.-ესე გარიგებდით მე და ტატო? რა უფლება გაქვს რამეზე მიმითითო.. – მხარზე გაჰკრა ხელი.-ჯერ ჩემ გვერდით დგომა ისწავლე, შენიშვნის მოცემის ნაცვლად. -შენ მას გულს გაუტეხავ. – მაინც თავისას გაიძახოდა აჩი. ჭკუიდან გადაიყვანა ნანახმა. უფრო მარტივი იქნებოდა, უტას ბრალი რომ ყოფილიყო ყველაფერი, ახლა კი რა ეთქვა… -ხოდა შენ დაიცავი. -უტა! -რა?! – ამოიოხრა.-გამეცალე! -არ მოგცემ მისი ცხოვრების დანგრევის უფლებას! -შენს ძმას… – მიბრუნდა მისკენ ბენდელიანი.-კიდევ კარგი რომ ვერ გნახა ასეთი. ნაწილებად დაშალა მისმა სიტყვებმა აჩი. -რატომ? – ტატოს ხსენებისთანავე აერია ხმა, გონება, ეტკინა მაშინვე.-ეგეთი სამარცხვინო ვარ? -გავიწყდება ვინ ვარ. – მშვიდად აუხსნა უტამ.-გავიწყდება, ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის. ეს სამარცხვინოა ნამდვილად. რა გამიკეთებია შენთვის ეგეთი, ზიზღის გარეშე რომ ვერ მიყურებ? გგონია, ტატო შენზე ნაკლებად მტკივა? – დაამატა ხმადაბლა. -არ გინდა.. -არა, გეტყვი. დღეს ისედაც ბევრი ლაპარაკი მომიწია, შენთვისაც არ იქნება ზედმეტი ერთი კარგი გაკვეთილი. – მოათვალიერა ძველებური აჩი, ბავშვური და მორიდებული. ტატოს ხსენებამ წამში შეცვალა მისი თავდამსხმელი ხასიათი. -რისი თქმა გინდა? რა უნდა მითხრა შენ მე? -შენთვის არაფრის თქმა არ მინდა. თვითონ უნდა გესმოდეს მაგდენი, დიდი ბიჭი ხარ. მაგრამ ვერ მოვასწარით ეტყობა მე და ტატომ.. -ტატოს თავი დაანებე, უტა. -ვერ დავანებებ. ჩემს კისერზეა მისი სიკვდილი. ხომ იცი შენც. ამას ხომ გაიძახი აქ მოსვლის დღიდან. რომ ჩემ გამო მოკვდა შენი ძმა. ჩვენი ძმა.-ამოაყოლა ბოლოს მაინც.-ვიცი, გესმის?! გავიგე! და საკმარისია იმის შეხსენება, რაც ისედაც არასდროს მავიწყდება. შენ რომ ყოფილიყავი ჩემ ადგილას, ათი წელი კი არა, ათი დღეც ვერ გაძლებდი, დარწმუნებული ვარ. – დააყოლა გაღიმებულმა. ამაზე სულ გადაირია აჩიკო. -ჰო, რატომ გაგიკვირდა? – გაეცინა უტას.-მერე გამოსულზე რომ შენნაირი დაგხვდებოდა სახლში, ეგ ხომ კიდევ უარესი. -მეღადავები? – გამწარდა აჩი.-შენ გეცინება ამ ყველაფერზე? ეგრე მშვიდად რატომ ხარ? -შენ რატომ გაღიზიანებს ჩემი სიმშვიდე? – გამოშვერილ ხელზე აუქნია თითები.-ეს სიმშვიდე რომ მქონოდა თავის დროზე, არ მომიწევდა ახლა შენი მოსმენა. ნუ გავიწყდება ვინ დგას შენ წინ, აჩი ბენდელიანო.-მიიწია მისკენ უტა.-და მე მით უმეტეს არ დამავიწყდება ვისი შვილია ის გოგო… შენ რომ განერვიულოს ეგრე ძალიან. -თაიას… -თაიას არაფერი ემუქრება. ჩემი მოწონება განსაკუთრებით. დამშვიდდი. -ხოდა ძალიანაც კარგი! სად მიდიხარ? – გამოჰყვა კარისკენ წასულ ბენდელიანს აჩი. -თაიასთან. – უპასუხა უდარდელად. -უტა! -მოდი, გამაჩერე. – გზა განაგრძო არხეინად კაცმა. სახეზე ჩამოისვა ხელები აჩიმ. -გეყოფა.. – მკლავზე ჩაეჭიდა აჩი.-გთხოვ, არ გინდა. -არ გესმის შენ ჩემი ნათქვამი? – ჩუმად თქვა უტამ. -მარტოა სახლში.. ვინმე დაგინახავს. -არავინ მაინტერესებს. თვალი გააყოლა წინ მიმავალ ბიძაშვილს აჩიმ. ვერაფერს იზამდა. ვერაფერს დაუშლიდა. თავი მიადო კარს და ჩუმად შეიკურთხა. . ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა ღია კარში უტა. სამზარეულოდან დაინახა თაიამ, როგორ შემოაღო დაუკითხავად სახლის ჭიშკარი. ფეხებთან შეგებებულ არჩის თავზე გადაუსვა ხელი უტამ. ძაღლიც კი მიეჩვია მის ყოფნას ამ ეზოში. ვერსად დაემალებოდა თაია. და არც კი უცდია მისგან გაქცევა, არც თვალის არიდება, არ რცხვენოდა იმის, რაც გააკეთა, რაც უნდოდა. ერთმანეთს შეხედეს მისაღებში. არ იძვროდა ბენდელიანი. იქვე იდგა ძაღლთან ერთად და აცქერდებოდა თაიას მის შავბნელ თვალებში, სადაც სხვადასხვა სურვილები ენაცვლებოდა ერთმანეთს. -სად გამექეცი? – წამოიწყო უტამ. -არ გავქცეულვარ. – მოიღერა ყელი და თვითონაც მიეყრდნო კედელს. ოდნავ მოშორებით მისგან. -კი. გამექეცი. -არა! -თუ წასვლას აპირებდი, რაღას მკოცნიდი? – მაშინვე აზიდა თაიამ წარბები მისი ღიმილიანი ტონის გამო. -რატომ დავრჩენილიყავი? -რა ვიცი. იქნებ, მეპასუხა… – წამოიწია ერთი ნაბიჯით.-არაფერი არ დამაცადე… -თავს ნუ დაიიმედებ.-უტეხად მოიგერია მისი ბასრი მზერა.-არაფერს ნიშნავდა. -ჩემთვის შეიძლება.-დაეთანხმა თავის სასარგებლოდ.-შენთვის ბევრს ნიშნავდა აშკარად. -საიდან მოიტანე?! -ყველას ეგრე ხომ არ კოცნი, არა? ნამდვილად განსაკუთრებული ვარ, ეგ რომ დავიმსახურე. -ოცნებებში არ გაიჭრა. – გაუღიმა თაიამ. მაზოხისტივით ესიამოვნა მისი უშუალო საუბარი, ეს სითავისუფლე, რაც არსებობდა მათ შორის თუნდაც მსგავსი ინტიმური დიალოგისას. -ბევრი დამცველი გყავს. – აათვალიერა თავიდან ფეხებამდე.-ნაბიჯს ვერ გადმოდგამს ადამიანი შენკენ თავისუფლად. -უტა. -დამაცადე. შენი ჯერიცაა დღეს. შენც უნდა გითხრა სათქმელი. -მეც მოვხვდი ლანძღვის სიაში? – ცივად გაუღიმა თაიამ. -არა. შენ არც ერთ სიაში არ ხარ.-დაუბრუნა თვითონაც ყველაზე გულწრფელი გაღიმება. -ჰოო? -ჰოო, თა..ია.. – წაუკიდა სიგარეტს.-რა გინდოდა? რატომ გაყავი შენი ნებით თავი შარში, ჰა? -არანაირ შარში არ ვარ. ნუ მიანიჭებ დიდ მნიშვნელობას. -არ მივანიჭებ და გეწყინება მერე ისევ. – ისეთი სხვანაირი იყო ბენდელიანი, ისეთი დამშვიდებული, თავისუფალი… მოდუნებული. -წადი აქედან. არ მინდა მე შენთან საუბარი. – ოთახში შევიდა თაია. ნელი ნაბიჯებით გაჰყვა უკან უტაც. -ახლაც არ გარბიხარ?! – წამოეწია უტა. -არა! – ამოიყვირა თაიამ.-არავისგან არ გავრბივარ. თუ შეგიძლია, დაივიწყე, რაც მოხდა. არ ვიცი, რა დამემართა. -როგორ დავივიწყო? მასწავლე მაშინ. – ჩამოჯდა იქვე, თაიასთან. ორი დღით დატოვეს სახლში მარტო და რას აკეთებდა. რა ეშმაკი შეუჩნდა ასეთი, მაინცდამაინც უტა ბენდელიანს რომ წაეტანა?! -კარგად არიო დედაშენი.-ტელეფონზე დაიხედა თაიამ. სხვა ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ, მარინას მონაწერი გაუმხილა მაშინვე. -მაგას რა დაემართება. – ჩაეცინა უტას.-შენ რატომ იყავი მის გვერდით? -სახლთან დამხვდა. ვერ ვიცანი. -რაო, რას ამბობდი წეღან? – კომფორტულად მოთავსდა კარგად ნაცნობ სახლში. თითქოს უფრო თავისუფლად სუნთქავდა, როცა არ ეგულებოდა ოჯახის უფროსი შინ. დედაზე საუბარს ძველებურად წაუყრუა. -რას ჩამოჯექი არხეინად? მიბრძანდი შენს სახლში. -შენ ხომ დადიხარ წარა-მარა ჩემთან. ბოლო დროს მოუხშირე რაღაც.. -უტა! -ჰო, გგონია ვერ შევამჩნიე? – წამოიწია და წამში გაჩნდა თაიასთან. -სამყარო შენ გარშემო არ ბრუნავს.-მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები თაიამ.-შენ გამო ერთხელაც არ მოვსულვარ. -ვიცი. ყოველ ჯერზე ერეკლე იყო მიზეზი.. – ავად გადააქნია თავი.-მისი ბედი ძალიან გედარდება. -შენ რა მერე?! – გაუსწორდა გოგონა. მიანათა თავისი გაბრაზებული თვალები მის უდარდელს, გამბედავს. -ეჭვიანობს ჩემზე.-ჩაეცინა.-თურმე მართლა ჰქონია მიზეზი. -ღმერთო! – უღონოდ ჩამოსწია ხელები თაიამ.-შენ სულ გაგიჟებულხარ. წადი! -ერეკლესთან მილიონი პრობლემა მაქვს.-მაინც თავისი გააგრძელა ბენდელიანმა.-არაუშავს თუ ერთით მეტი იქნება. -მე… არასდროს ვიქნები შენი პრობლემა. არასდროს… არ გესმის შენ ადამიანების. მათი ტკივილების.. აჩისაც კი ისე ექცევი, თითქოს აქეთ დაგიშავა რამე! არჩილზე ხომ საუბარი ზედმეტია, არასდროს ითვალისწინებ… -მეტი? – დაუფიქრებლად შეუსრიალა ხელები კეფაზე. ჩაეჭიდა თაია მის თამამ თითებს, მაგრამ ვერაფრით მოიშორა. ისე გაცოფდა მისი სიტყვების გამო, აქეთ გახდა ამჯერად დასამშვიდებელი. -მომშორდი… სახლში მარტო ვარ და მაგით სარგებლობ? – გაევსო თვალები ბრაზით. ძალიან ინანა წეღან ჩადენილი საქციელი.-ეგრე იმათ ელაპარაკე, ვისთანაც გაგივა. ჩემთან შენ… არ გაქვს ასე ლაპარაკის უფლება! -შეხების უფლება თუ მაქვს? – არც კი მიუქცევია მისი გამოსვლისთვის ყურადღება, მაშინვე მიაწება ტუჩები ტუჩის კუთხესთან. იქვე გაეღიმა.-თუ…ეგ მოვიპოვეთ წეღან? -უტა.. -ამას ვგულისხმობდი, გამოწვევაზე როცა გითხარი.. დარწმუნდი ახლა? დამიჯერე? -წადი, გთხოვ…. -გოგო, რას აკეთებ და მერე რას მთხოვ… – ყელთან აკოცა, ისე როგორც მაშინ. ფრთხილად გადაუტარა ცერა თითი ნაკოცნ ადგილას, თვალებში შეხედა ბოლოს. ხომ უყურებდა მარინა მოსიყვარულე მზერით, დედამისი ნატკენი თვალებით, აი თაია… თაია ნდობით უცქერდა. თითქოს, იცოდა რაზე იყო წამსვლელი. თაია ხომ არც იმ უტას იცნობდა, მთელი სოფელი რომ ლაპარაკობდა და არც იმ მკვლელს, ყველას რომ აშინებდა. თაიასთან ხომ სხვა იყო ბენდელიანი. თავი მეოთხე და თვალებს ვხუჭავ, რომ უფრო ცხადად და უფრო ახლოს ვიგრძნო წარსული, გმირობასავით დიდი და სადა, მაგრამ თანდათან ფერგადასული. *** სკოლის ეზოში ისხდნენ უტა და ტატო ბენდელიანები. მაისის მიწურულს გაკვეთილები ყოველთვის ცდებოდა, თუმცა განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასისთვის იყო დასამახსოვრებელი ეს დღეები. ჟანგიან მაგიდაზე დაელაგებინა უტას ფეხები, მზის სათვალე მოერგო სახეზე და ასე გაჰყურებდა პატარა ბავშვებს, რომლებიც მხიარულად აგორავებდნენ ბურთს ეზოში. -სადაა ამდენი ხანი შენი ძმა? – საათზე დაიხედა და ასე ჰკითხა ტატოს. კულულებიდან გამოიხედა ტატომ. ანცი მზერა ჰქონდა, მაცდური და ეშმაკური. სიგარეტი გაეჩხირა პირში, უდარდელად ეწეოდა სკოლის ეზოში ყველას თვალწინ. -ხო იცი, რა ტიპია, დაფიდან დარჩა ალბათ რამე გადასაწერი. – ჩაეცინა ტატოს. -რამდენჯერ გითხარი ნუ ეწევი აქ-მეთქი? – ხელი აუქნია სიგარეტზე უტამ. -აუ, ნა გამიტ.რაკე რა! ა, მოდის ეს.. – ანიშნა აჩისკენ, ძლივს რომ მოათრევდა გადავსებულ ჩანთას. გაეღიმა უტას მის დანახვაზე. მზის სათვალიდან გადმოხედა პატარა ბიძაშვილს და თავი გაუქნია, რა გჭირსო. -თაიას დაველოდოთ. – არ უპასუხა უტას შეკითხვას, მის გვერდით დაჯდა გაბუტული. -რა გჭირს, ოე? – ტატო ჩაიმუხლა მასთან და აუჩეჩა ძმას საყვარელი თმა.-აჩუკი, გამეცი ხმა! -აჩუკის ნუ მეძახი!-თითი დაუქნია უფროს ძმას აჩიმ.-არაფერი არ მჭირს. დავიღალე. -შენც კაი დოცენტი ხარ. – ხელი ჩაიქნია ტატომ.-რამ დაგღალა? ჩვენ დროს იყო სწავლა, თუ იყო… – დაიწყო ძველებური ლაზღანდარობა და ჩამოჯდა ისევ მოაჯირზე. ტატო ყველაზე თავქარიანი იყო მათ შორის. უტა ყველაზე დინჯი, აი აჩი… აჩიმ იცოდა ამ ბიჭების ყველა გაფუჭებული საქმე სკოლაში, თუმცა სახლში არასდროს ამხელდა უფროს ძმებს – ეგეთი პირობა ჰქონდა დადებული. -იტყვი, რა გჭირს? – მხარზე გადახვია ხელი უტამ. არ უყვარდა აჩის მოწყენილი სახე, მისი დაბღვერილი მზერა. -ერეკლეს ვეჩხუბე რა. – ამოთქვა ბოლოს. -რაო, რა მინდაო მაგ სირ.იკომ? – არ ჩერდებოდა ტატო. კეთილი ინება და ჩამოქვეითდა, ძმებს მიუჯდა თვითონაც სკამზე. -თაიას აწვალებს და დავცხეთ ერთმანეთს. ოხ, მაცემინა ერთი მაგარი! – გაბრაზებულმა აჩიმ მოიღერა მუშტი. უტას გაეღიმა. -ადექი და ცემე მერე, რას გვიყურებ ჩვენ? – უდარდელად უთხრა ტატომ.-რა უნდა თაიასთან? ხომ არ უნდა სოსოს ორპირიანი თოფი მივართვა ცხვირ-პირში?! ისეთი მზერით დაასაჩუქრა უტამ ამ სიტყვების გამო, მაშინვე გაკმინდა პირი. არ უყვარდა აჩის თვალწინ მსგავსი საუბარი. -სად არის თაია? – მიუბრუნდა უტა. -აი, მოდის.. – ანიშნა კიბეებიდან ჩამომავალ გოგონაზე აჩიმ. თაიას ზურგზე გადმოეყარა თავისი გიშრისფერი თმა. შავი თვალები და გრძელი წამწამები უმშვენებდა სახეს. თოფურიების ერთადერთი ქალიშვილი ყოველთვის ბენდელიანების მეთვალყურების ქვეშ იყო. მხოლოდ მაშინ უშვებდნენ სკოლიდან ფეხით, თუ რომელიმე ბენდელიანი მაინც მიდიოდა გზაზე. ის დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდა პატარა თაიას. მაშინ ბოლოჯერ წავიდნენ სახლისკენ ყველანი. ოთხივე ერთად მიდიოდა მერხეულის აღმართზე, ტატო ჩუმ-ჩუმად იცინოდა ძმის დაბღვერილ სახეზე, უტას გაჰკრავდა ხშირად მხარს. -თაი, ჩემს ძმას რატომ ექავება ხელი, მეტყვი? – ხელი გადახვია თაიას და საყვარლად მოჩქმიტა ლოყა ტატომ. -დეგენერატია და იმიტომ.-უპასუხა მაშინვე. უტას გაეღიმა. -გოგო, დეგენერატი მე კი არა, ის ჯაფარიძეა! ვერ უნდა მიუჩინო ადგილი ბოლოს და ბოლოს?! – გაბრაზდა აჩი. -რა ვუთხრა იმაზე მეტი, ვიდრე ვეუბნები?! შენ რომ ბრაზდები, უფრო მეტად იწვევ მაგით, იცოდე მაინც. -მაგას დავჩეჩქვავ ერთხელაც და მერე დაიცავი რამდენიც გინდა… -ვინაა დასაჩეჩქვი, მე მიმიშვით! – გაიქაფა მაშინვე ტატო.-გაწუხებს ეგ ბედოვლათი, თაი? -ნერვებს მიშლის.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები თაიამ. ყველაზე მეტად კი მაინც ის აწუხებდა, მისთვის საყვარელი ბენდელიანი რომ არაფერს ამბობდა ამ თემაზე. -მერე არ უნდა გვითხრა ჩვენ, გოგო?! რა უნდა, ახსენი ერთი, გამარკვიე… -ცეკვის გაკვეთილებზე ჩემი მეწყვილეობა… – დაიჩურჩულა თაიამ. ტატომ შუბლზე შემოირტყა გაშლილი ხელი. -ნახე, ნახე, როგორ ეჩალიჩება თურმე ჩვენს თაიას… – გადააქნია თავი სიცილით. -ოო, შენც ნუ დაიწყე, ტატო! – გაიბუტა თაიაც. -ეს რისი დამჩეჩქვავია მერე? – აჩის წაავლო თავში ხელი ტატომ.-რაო, აჩუკ? დაიკოს გეცილებიან? -მარინას ვეტყვი გუშინ სადაც ბრძანდებოდით შენ და უტა… – თითი დაუქნია ძმას. უტას ისე ფართოდ გაეღიმა, თაიამ სამუდამოდ ჩაიბეჭდა მისი სახე გონებაში. -უთხარი მერე. მეც ვეტყვი, ჩემი კლასელი გოგოები რომ მოგწონს. – წაიმღერა ტატომ, თან თაიას ჩაუკრა თვალი.-დაგაკლავს არჩილი! -სიგარეტზეც მოვახსენებ.. – სიმღერით უპასუხა აჩიმაც. -სიგარეტს ეწევი?!-თაიამ წამოიყვირა. ტუჩებზე მიიდო თითი ტატომ, არ გამცეო. რატომღაც უტას გადახედა მაშინვე. აინტერესებდა, ისიც ეწეოდა თუ არა. თვალი ჩაუკრა უტამ. უნებურად გაეღიმა თაიას, ხშირად არ აჯილდოვებდა ბენდელიანი მსგავსი თბილი მიმიკებით, მაგრამ იცოდა, რომ მასზე ყოველთვის ეჭირა თვალი მეზობელს. მხიარულად აიარეს გზა. მიაცილეს თაია სახლამდე სამივემ. აჩიმ შეაღო პირველმა სახლის ჭიშკარი. შესული არ იყო, ხმაურიანად რომ დააბრახუნა ჩანთა მაგიდაზე და ოთახში გაიძურწა კუდამოძუებული. უფროსმა ძმებმა გააბრაზეს. მარინამ თავი გადააქნია სიცილით. *** -გავაცდინოთ, რა, ინგლისური. – ყელთან მიიდო ლამის ხელები ტატომ. უტას გადმოხედა მავედრებელი თვალებით. -როდის დადიხარ რო? – ცალი წარბი აზიდა უტამ.-გადმოადგი ფეხი! -გამოგერთმია კობასთვის მანქანა! მეზარება ფეხით სიარული! -რა არ გეზარება შენ? – სიცილით გადმოხედა ბიძაშვილს უტამ. -დალევა.. ქეიფი.. დროის ტარება.. – ოცნებებში გაიჭრა ტატო.-აჩუკი არ გინახავს ამ დილით? კიდევ დეპრესიული შემოტევები აქვს? -მაგრა უტრ.აკებდა არჩილს ამ დილით.-ჩაეცინა უტას.-ერეკლესთან ერთად დაუსვამთ ერთ მერხზე. მაგიტომაა აღრენილი. -ეუფ! – გადაიხარხარა ტატომ.-არჩილისგან რა უნდოდა მერე? -ელისოს სთხოვეო.. გადასვასო. -აუ, არ შემიძლია ეს ბავშვი. – თბილად გაიღიმა ტატომ.-მიჩაგრავს ის გამოთაყვანებული?! სულ რომ თაიასთან ხედავს, ეჭვიანობს ალბათ. -ალბათ.-დაეთანხმა უტაც.-თაიაც მაგარი მატრ.აკვეცაა… -ო, ნუ იტყვი.-იცინოდა ტატო.-რა გაიზრდება! დარხეული აქვს ჩვენს სოსლანას… *** ტატო და უტა პირველი კურსის დასასრულს ჩამოვიდნენ სოფელში. მოიარეს მთელი მერხეული, კელასური, ყველა მეზობლთან მოილხინეს. თითქმის ყოველ ღამე ნასვამები იძინებდნენ ოთახებში. აჩი მაშინაც სკოლაში დადიოდა. ბრაზდებოდა, ვერასდროს რომ ვერ მოიცალეს ბიჭებმა მისთვის. თაიასთან ერთად წავიდოდა სკოლაში დილით, საღამოს კი ცარიელი სახლი ხვდებოდა. როგორღაც გამოიჭირა ერთ დღესაც ბიჭები სახლში. ძველებურად ჰკითხეს სკოლის ამბები, ბოლომდე დაიცალა უფროსებთან პატარა ბენდელიანი. მოუყვა ტატოს და უტას, როგორ აუხსნა ერეკლემ თაიას სიყვარული, როგორ აჩუქა ყვავილები და შოკოლადები, როგორ დაუტოვა წერილი მერხის ქვეშ… და როგორ უთხრა თაიამ უარი. იმ დღის მერე უფრო გადაემტერა აჩის. ტატოს აღარ ჰქონდა ძველებური მხიარული გამომეტყველება ერეკლეს სახელის ხსენებისას. არც ერთი სალაზღანდარაო სიტყვა არ დასცდენია მის პირს. უტამ გაკვირვებით გადახედა ბიძაშვილს. ლამის ჰკითხა, რატომ არ დასცინიო შენს ძმას. -გასალახია ეგ ერეკლე.-თქვა თავისთვის.-და მთელი მისი ოჯახი.-დაამატა ჩუმად. უტამ პირველად მოჰკრა ყური ჯაფარიძეების შესახებ აუგს. პირველად ტატოს პირიდან გაიგო მათზე ცუდი. -რატომ? რა ხდება? – ხელი შეუშვა აჩის მოფერებას და მიუბრუნდა ბიძაშვილს. -არ მევასებიან რა. -როდიდან? – გააქნია თავი უტამ.-ამოღერღე, რა იყო! -არაფერი, ვა. ისე, უბრალოდ. -რამეს ხომ არ მიმალავ? – ფეხზე წამოდგა უტა. ხელიდან აართვა ტატოს გამზადებული სიგარეტი და მაგიდაზე დადო ფრთხილად.-მარინა დაგინახავს. -დამინახოს. იცის არჩილმა. მიმბეგვა უკვე, არ დაიღალო… -თემა ნუ გადაგაქვს. რა გინდა ჯაფარიძეებთან?! -არაფერი, უტა. არაფერი.-ამოიოხრა.-მალე დავბრუნდეთ თბილისში. აქაურობას რაღაც ვერ ვიხდენ. -არ წახვიდეთ, რა…. – აჩიმ დაიწვრილა ხმა.-უტა, გთხოვ, უთხარი.. -ყოველ კვირა არ დაყავხარ არჩილს ჩვენთან, არ გყოფნის?! – ჩაიმუხლა მასთან უტა. -ოო, თქვენ სულ სადღაც დადიხართ ისედაც და მე ბინაში მარტო მწყინდება. თან თაიაც არაა.. -თაია რომ არ ჩავიწეროთ ოჯახის წევრად, არაა საშველი.. – გაეცინა ტატოს.-სადაა ერთი, მოიყვანე, არ უკადრებია გამობრძანება, სოსოსთან როცა ვიყავით. -დეპრესია აქვს.- ხელი აიქნია აჩიმ, თითქოს არ ედარდებოდა. -ოპაა… – მაშინვე ჩამოუჯდა გვერდით ჭორიკანა ძმა.-ვითომ რატომ? -შატალოზე ვიყავით და ელისომ დასაჯა. -ელისო თემაა… – ფეხი ფეხზე გადაიდო ტატომ.-ადე, მერე, ეგრე უნდა მეგობრის გვერდით დგომა?! წამოდი, დავიხსნათ! -არ შველის. არ მიშვებს ელისო მასწავლებელი. -ელისო მასწავლებელი, – გამოაჯავრა ტატომ.-ადექი-მეთქი, აჩი ბენდელიანი, ეგეთი ჩმორიკა ნუ ხარ! -არ ვარ ჩმორიკა! – მუშტები დაუშინა ძმას. თან უტას გადახედა, ხომ ასეაო.-უტა, მაცემინე… -წამო, მივაკითხოთ შენს თაიას.-მხარზე მოიგდო უტამ ბიძაშვილი. ტატომ ღრმად ამოისუნთქა. როდემდე შეინახავდა ამ საიდუმლოს?! ალბათ ცხოვრების ბოლომდე. … ალბომი გადმოელაგებინა მარინას დილა ადრიან. ბიჭებს ეძინათ მეორე სართულზე. არჩილი გააცილა დილით სამსახურში. თვითონ ყავა აიდუღა, მისაღებში ჩამოჯდა და ისედაც დაზეპირებული ფოტოების დათვალიერება თავიდან დაიწყო. იცოდა, რომელი გვერდის მერე, რა ფოტო მოდიოდა, მაგრამ არასდროს ბეზრდებოდა ქალს იმ ბედნიერი სახეების ყურა, რომელიც აღბეჭდილიყო ფოტოებზე. ღიმილი და ცრემლები ერთმანეთში აერია. ყველაზე მეტად ტატოს სურათები ტკენდა თავისთავად. როგორი ბედნიერი იყო.. როგორი სხვანაირი. უტასა და აჩის ქერა თმა ჰქონდათ, ტატო შავგვრემანი ბიჭი იყო და თან ხუჭუჭა. ყოველთვის ყველასგან განსხვავებული – ასეთი ბიჭი ჰყავდა მარინას. უძილობას დაჩვეულ უტას ერთი გაფაჩუნებაც კი არ გამორჩებოდა სახლში. იცოდა, როდის დგებოდა მარინა, როდის მიდიოდა არჩილი… ჩამოიარა კიბეები უტამ. ზურგით იჯდა მარინა დივანზე, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ ტიროდა. ჩუმად მიუჯდა გვერდით ქალს. თვითონაც დახედა იმ ფოტოებს, რომლითაც ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩამოსვლის დღიდან. ფოტოზე აჩი, ტატო და უტა იდგა. მხარზე მოეგდო აჩი უტას, ტატო სიგარეტიანი ხელის დამალვას ცდილობდა მარინასგან. ჩუმად უნდოდა მაშინ მარინას სურათის გადაღება, თუმცა შვილის საიდუმლო დააფიქსირა მოულოდნელად ფოტოზე. -რამდენი მეხვეწა, მამას არ უთხრაო.. – ცრემლებს შეპარული მოღალატე ღიმილით დაასაჩუქრა უტა დილიდან. არ უყვარდა უტას მისი ცრემლები, მაგრამ ვერაფრით მოთოკა თავი ქალმა. -მოხვდა მაინც არჩილის ხელი.-ჩაეღიმა უტას. გამოართვა ფოტოები და თავად განაგრძო თვალიერება. -ეს გახსოვს?! – დაანახა მორიგი ფოტო ბიცოლამ.-ბათუმში ვიყავით, დედაჩემთან. გააგიჟა ბებიამისი. ნასვამი დადიოდა თურმე ზღვაზე. -კარგად ცურავდა. – ჩუმად თქვა უტამ. -შენ ასწავლე და იმიტომ.-უპასუხა მარინამ ღიმილით. უტამ თვალი მოარიდა. დააბრუნა ფოტოები ალბომში.-უტა.. -არ გინდა. – ფეხზე წამოდგა ბენდელიანი.-არ გვინდა, მარინა, გთხოვ. -მოდი აქ. – კალთაზე მიუთითა ქალმა. თავი გადააქნია ბენდელიანმა, ეს ქალი მოუღებდა ბოლოს, სხვა არავინ.-მოდი-მეთქი! – გაიმკაცრა ხმა ქალმა. უნებურად დაემორჩილა ბენდელიანი ბიცოლას მაღალ ბგერებს. იქ დაადო თავი, სადაც მიუთითეს. გადაპარსულ თავზე გადაუტარა თითები ქალმა. ოდნავ დაიხარა და შუბლზე აკოცა უტას, თავის უტას. მშვიდად მიიღო ეს შეხება ბენდელიანმა. მიხუჭა თვალები და ამოისუნთქა. -ერთი წუთითაც არ დამიდანაშაულებია ტატოს სიკვდილში შენი თავი. არც მე, არც არჩილს. არც იმ გაუგონარს… ის ასეთია უბრალოდ. შენ რა დანაშაული გაქვს, ეს ხომ ვიცით ორივემ, უტა. არ გქონდა უფლება, მაგრამ გააკეთე. რა ვქნა?! აღარ იქნები ჩემი შვილი? ახლა უფრო მეტად ხარ ჩემი, ვიდრე ოდესმე. – ნელა დაუსვა ხელი სახეზე. – როგორი გაზრდილი ხარ.. დაკაცებული.. ამ ოთახში რა ამბებს ხლართავდით შენ და ტატო, ეგ ოდესმე დამავიწყდება გგონია? ალბათ რამდენჯერ გინატრია, ნეტავ, ტატოს ადგილას მე ვყოფილიყავიო.. – ვერ შეიკავა თავი ცრემლებისგან ქალმა. უტას დაეცა პირდაპირ გადმოღვრილი სითხე სახეზე.-დამიჯერე, ის უფრო ბედნიერია. მგონია, ეამაყება შენ გამო რომ გაწირა თავი. -მარინა.. -იყავი, სადაც ხარ! – გულ-მკერდზე დაადო ხელის გული.-ერთხელ გეტყვი ამას და მეტჯერ არა. ერთხელ მოუსმინე მარინას, კარგი, უტა? – ღიმილით გადაუსვა თითები ყელზე. პატარაობაშიც ხომ ასე ეფერებოდა, ასე ამშვიდებდა, აძინებდა.-მინდა იცოდე, რომ ჩემთან საპატიებელი არაფერი გაქვს. ჩემთვის ბოდიში სათქმელი არ გაქვს.. ნუ მიყურებ ეგრე, როცა გიღიმი, უტა, ნუ გგონია, რომ შენი ბრალია ჩემი სევდიანი თვალები. შენ არაფერ შუაში ხარ. -როგორ არ ვარ. – გაეღიმა უტას. -არ ხარ, შვილო, არა… თქვენ ძმები იყავით, ჩემი შვილები. შვილების ერთმანეთისგან გარჩევა გაგონილა? -მე ხომ არ ვარ შენი შვილი, მარინა.-გულწრფელად გაიღიმა უტამ. იმ პირზე მიარტყა მსუბუქად მარინამ, რომლითაც თქვა ეს საშინელი სიტყვები.-რა დედამ გამზარდა, ვერ ნახე? მაგის შესაფერისად ვიცხოვრე. -დამპალი ენა გქონდა სულ! – გადაირია მარინა. მეორეჯერაც წაარტყა ტუჩებზე.-ერთს იტყოდი და დაამთავრებდი ყველაფერს! კობა ჭკუიდან გადაგყავდა.. -დილიდან რატომ მომხვდა როზგი? – ოდნავ წამოიწია უტა, უჩვეულოდ გაამხიარულა მარინას ბრაზიანმა სიტყვებმა. თავიდან აიცილა უსიამოვნო საუბარიც. -უარესი დაგემართება, წესიერად დამელაპარაკე! მეორეჯერ არ თქვა, რომ ჩემი შვილი არ ხარ… -გაეტირა ქალს. ამჯერად უტამ შეჰკრა წარბები. -კაი რა, რა გატირებს, მარი… – მაშინვე მოწმინდა თვალებიდან ცრემლები. შემოკლებულ სახელზე უფრო აუჩუყდა გული ქალს. მოჰხვია შვილობილს მკლავები და მის სურნელში ჩაიკარგა. ტატოს და უტას ყოველთვის ერთნაირი სურნელი ასდიოდათ. ერთნი იყვნენ და იმიტომ. ჩუმად მოისმინა დედის და ბიძაშვილის საუბარი მეორე სართულიდან მაცქერალმა აჩიმ. ტუჩზე იკბინა ცრემლების შესაკავებლად. გაახსენდა, როგორ დასცინოდა უფროსი ძმა „ჩმორიკა“ ხარო, სულ ოდნავ ჩაეცინა კიდეც. ბავშვობის წლების ყველა უტა ბენდელიანი მოაგონდა. . ორშაბათი დღის გატარება უყვარდა თაიას სოფელში. ელისო სკოლიდან გვიანობამდე არ ბრუნდებოდა, სოსოსაც ბევრი საქმე ჰქონდა სამსახურში, თვითონ კი არხეინად დაიძინებდა შუა დღემდე. არც ელისოს დაქალები შეაწუხებდა და არც თავად დედამისი. იმ დღეს განსაკუთრებით უნდოდა საერთოდ არ გამოსულიყო ოთახიდან. თავიდან ვერ იგდებდა გასული ღამის ბენდელიანს. რისთვის მოვიდა? გაახსენდა, როგორი მზერა დაუტოვა ბოლოს, როცა გაიხურა კარები. თავისებური სიარულის მანერით დატოვა თოფურიების ეზო მხრებგაშლილმა. დღეიდან ვეღარ ივლიდა თაია ეგრე თავისუფლად მეზობლად. დღეიდან არ იქნებოდა ყველაფერი ისე, როგორც აქამდე იყო. იმ დღეს პირველად შეამოწმა სამსახურის მიმოწერები. ძველებურად სიმშვიდე იყო თავისთან. უფროსს მოეწერა მისთვის რამდენიმე მესიჯი, ისვენებდა თუ არა კარგად თაია სოფელში. ო, როგორ დაღალა მუშაობამ! დასასვენებლად იყო ჩამოსული და აქ სულ უფრო მეტად ანერვიულეს. ჭიშკარმა დაიჭრაჭუნა. თითის განძრევას არ აპირებდა, ისე იყო გამოფიტული. ვინც არ უნდა ყოფილიყო, არ გავიდოდა ახლა გარეთ. თუმცა თავისით გაიღო ოთახის კარი. საძინებელში დაადგა ბავშვობის მეგობარი. -აჩი? – მაშინვე წამოიწია და მიეყრდნო ლოგინს.-რა ხდება? -არაფერი, მოგიკითხე. – ჩამოუჯდა იქვე აჩი. მოათვალიერა თაიას ოთახი. რამდენი ხანია აქ არ ყოფილა.-ჯასტინ ბიბერის პლაკატები სად წაიღე? -ცოლი ხომ მოიყვანა?! ხოდა გადავყარე.-უპასუხა ღიმილით. უცნაურად უყურებდა აჩი, მაშინვე შეამჩნია მისი გამომცდელი თვალები. -ჩაიწიე. – ანიშნა ბიჭმა.-კარგი ამინდია გარეთ, შენ რატომ ხარ ჯერ კიდევ ლოგინში? -ელისო ხარ? -ელისო არ ვარ. – ნიშნის მოგებით გადმოხედა.-შეგახსენო ვინ ვარ? -რა იყო? რანაირად მელაპარაკები? – წამოჯდა ლოგინზე. გადაწოლილ ბენდელიანს გაჰკრა მხარზე ხელი. -თაია.. – წამოიწყო აჩიმ. თაიას ჟრუანტელმა დაუარა ტანზე. იგრძნო საითკენ მიდიოდა ეს საუბარი. -გისმენ. -ადამიანი, ვისკენაც გული მიგიწევს, არაა ის, ვინც შენ გჭირდება. – პირდაპირ უთხრა, როგორც ჩვეოდა ხოლმე. -ვისკენ მიმიწევს გული? – გაეღიმა თაიას. -ჩემი ბიძაშვილისკენ.-მკაცრად შეხედა სახეში.-იმისკენ, ვისაც ეძგერე გუშინ ტუჩებში. ყბა ჩამოუვარდა თაიას აჩის პირდაპირ საუბარზე. მწარე ენა ჰქონდა, მიჩვეულიც იყო, მაგრამ მსგავს ტონს არ მოელოდა. -უნდა დამტუქსო ახლა? – მიიწია მისკენ და მკერდზე დაადო თავი. აჩისთნ არასდროს არაფრის შერცხვებოდა, ერთადერთი მამაკაცი იყო მის ცხოვრებაში, ვისაც ენდობოდა ბრმად. -მაგიტომ იცავდი ეგრე თავგამოდებით? – ღრმად ამოისუნთქა აჩიმ. ორივე ხელი კეფაზე ამოედო, ფეხებიც გადაეჯვარედინებინა საწოლზე, თაია ეწვა მკერდზე, მის მღელვარებასაც გრძნობდა საკუთარი სიტყვების მერე.-თურმე მოგწონს.. -არ მომწონს. -აბა, ისე აკოცე? ინტერესის გამო? -აჩი. უბრალოდ ვაკოცე. არ ვიცი, რა დამემართა. ძალიან აღელვებული ვიყავი იმ ყველაფრის მერე, თვითონაც.. დაივიწყე. -შენ დაივიწყე. თუ შეგიძლია. სად შენ და სად უტა. საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ხართ. საერთოდ.. ჯობია დაბრუნდე თბილისში. განაგრძე შენი საქმე, დაუბრუნდი სამსახურს. აქ რა დაგრჩენია? ხომ დაისვენე საკმარისად, სანამ რამე შარში არ აღმოჩნდი, წადი, თაია. -აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავისვენო, აჩი. რამდენი წელია თბილისში ვარ? ვიქნები ეს ზაფხული, რა შემჭამეთ ყველამ. მეც ადამიანი ვარ. დაღლის უფლება არ მაქვს? -ხომ იცი, რატომაც გეუბნები. – გასწორდა აჩი. ამჯერად თვალებში შეხედა გოგონას.-მანამ წადი… სანამ შეგიყვარდება.. დაამატა ჩუმად. წარბები აზიდა თაიამ, ამაზე არც უფიქრია. არც დაუშვია გონებაში, რომ შეუყვარდებოდა ის ცარიელი არსება, ვისაც, მართლაც რომ ეძგერა ტუჩებში. აბა, რა უნდოდა?! -ეგრე ფიქრობ? ერთი კოცნის გამო გგონია, რომ შემიყვარდება? -არა, თაია. იმის გამოც, რომ შეუძლია მაგას თავი შეგაყვაროს. – გადაჭრით თქვა აჩიმ.-ფრთხილად იყავი. მე მხოლოდ ეს მინდა. -თხუთმეტი წლის აღარ ვარ. არაა ეს ყველაფერი ჩემთვის მისათითებელი. თუ შეგიძლია, აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. არ მინდა. -მე პასუხს არ გთხოვ, თაია. გირჩევ, როგორც შენი მეგობარი, როგორც შენი ძმა. – თბილად დაამატა.-რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო მასზე, ისიც ჩემი ძმაა. არასდროს დამვიწყებია, ვინ იყო და რას აკეთებდა ჩემთვის. მასზე უფრო მე მტკივა ჩემი ყველა საქციელი, მაგრამ როგორც კი მისკენ გავიწევი, ის ორი ნაბიჯით უკან იხევს ხოლმე. უფლებას არ მაძლევს ურთიერთობა დავალაგო. ესეთი გახადა ციხემ. – წამოჯდა სერიოზული სახით.-საერთოდ შეცვალა. ტატოზე უფრო მეტად თვითონ მივლიდა. ტატო ზოგჯერ ყურადღებასაც არ მაქცევდა სკოლაში, უტამ კი ჩემი ცხრილი ზეპირად იცოდა. ეს ყველაფერი რომ მახსენდება… და რომ ვადარებ… რომ ვუყურებ, როგორიცაა ახლა… საშინელებაა ამაზე ფიქრიც კი. ამიტომაც არ მინდა ამაში გაეხვიო. შენ მისი ტკივილების გაზიარებს ვერ შეძლებ, თაია. ნუ ჩაეჭიდები, ნუ მოგინდება ამხელა პასუხისმგებლობის აკიდება. გესმის, რა მინდა?! და ბედნიერი ვიქნები თუ დაფიქრდები, რასაც გეუბნები. კარგი? – თმაზე მოეფერა საყვარელ გოგონას და შუბლზეც აკოცა. თვალები დახუჭა თაიამ. გული არასდროს გადაუშლია აჩი ბენდელიანს მისთვის. არც ტატოსა და უტაზე ულაპარაკია ხმამაღლა. თაიას გამო მოიქცა ასე. მხოლოდ მასთან გამოაჩინა საკუთარი თავი პატარა ბენდელიანმა, ვინც იმაზე უფრო დიდი ჩანდა ახლა, ვიდრე წარმოედგინა თაიას ოდესმე. . საღამოს სამსახურიდან მობრუნებული არჩილი დაღლილი იჯდა სამზარეულოში. მარინას გაეშალა მისთვის სუფრა. მარტო იყო ოთახში, ფიქრიანად გადმოხედა შემოსულ უტას. თავის დაკვრით მიესალმა დაქანცულ ბიძას, თავისთვის შეუდგა ყავის მომზადებას. -შემომთავაზე მეც, კი არ გეტყვი უარს. – მიაძახა არჩილმა. გადმოხედა ბიძას, ოდნავ გაეღიმა მის ნატანჯ მზერაზე. -დაიღალე? -დაინტერესდი? – ცალი წარბი აზიდა კაცმა. -დილით მარინა, ახლა შენ.. თქვი შენც, მიდი. – დაასხა ადუღებული წყალი ჭიქებში და ფიქრიანად მიუჯდა მაგიდასთან არჩილს. -მაგრა დავიღალე. – ხელი გადასდო მეორე სკამს არჩილმა.-ბევრი საქმეა. ახლა ახალი ღვინის პრეზენტაცია გვაქვს… მოვიტანე. გასინჯავ? -არა. – გააქნია თავი. უგულოდ დააცქერდა ბოთლზე ლამაზი ქართული ასოებით ამოტვიფრულ ღვინის სახელს: „ბენდელიანი“. -გასინჯე-მეთქი. – არ დააცალა კაცმა. ჩამოუსხა ჭიქაზე და შეაჩეჩა.-მოდი შენც აქ, – შემოსულ აჩისაც გადაულოცა ჭიქა.-დროზე ახლა ორივემ! -რა ხდება, მამაჩემო? – სიცილით ჩამოჯდა მაგიდასთან აჩი.-ღვინის დალევას როდიდან მაიძულებ? ან როდიდანაა მისათითებელი ჩემთვის? -ბევრს ნუ ლაპარაკობ. კაია? მოგწონთ? -ეს ახალია? – შეათვალიერა ბოთლი აჩიმ. არასდროს უმუშავია თავად მამის კომპანიაში. -ხო. პრეზენტაცია გვექნება მალე და ორივე კეთილს ინებებთ და მობრძანდებით.-გაიშვირა თითები ბიჭებისკენ.-რას იტყვი, უტა? -კაია. -ეს ბოლოა. მერე თქვენთვის გადამილოცია ეს ბოთლებიც, ეს ღვინოც და საერთოდ მთელი კომპანიაც. – მიაყარა შვილებს თავისი ნააზრევი, პირი მოიწმინდა და აჩის გაკვირვებულ თვალებს თავისი უტეხი შეაგება მამამ.-ხო, რას მიყურებ?! გგონია, სულ მე ვიქნები? ფეხებზე რომ გკიდია ჩემი და ჩემი ძმის ნაწვალები ქონება, მიხედვა არ უნდა? -რა ხდება ერთი დღეს? – თავი მოიქექა აჩიმ.-რა გეტაკათ შენ და დედას? -ან შენ? – ამჯერად უტას მიუტრიალდა არჩილი, აჩის ნაბოდვარს არ მიაქცია ყურადღება.-შენ რას აპირებ… არ გინდა სამსახური, ოჯახი, აქ იჯდები მთელი ცხოვრება? -ოპა… – დაიჩურჩულა აჩიმ. სერიოზული ჯახის მომსწრე ხდებოდა. -ანუ? – სულ ოდნავ გაეღიმა უტას. -აზრზე მოდი ცოტა. თავიდან დაიწყე ყველაფერი. გგონია, დამავიწყდა შენი შესაძლებლობები?! მე შენთვის…. საუკეთესო მინდა, უტა. რა დროც გაფლანგე, მაგას ვერ აანაზღაურებ, მაგრამ იქიდან გააგრძელებ, სადაც გაჩერდი. უკვე ასაკშიც ვარ, – ხელით გააჩერა ორივე ბიჭი, როცა დააპირეს რაღაცის თქმა.-ხო, ვარ, რა იყო?! არ მეტყობა მართალია, მარა არ მინდა მეც მაგდენი მუშაობა. იმუშავეთ თქვენ და მარჩინეთ, არ ვიმსახურებ?! -ეუფ. – ჩაეცინა აჩის.-რა ბზიკმა გიკბინა, არჩილ?! -შენ მაცადე, ჯერ ამის ჯერია.-უტასკენ ანიშნა შვილს.-მოკლედ, გელოდები, უტა. რაც მალე, მით უკეთესი. ნულიდან გასწავლიან ყველაფერს. -სად, არჩილ? – კარგად შეხედა ბიძას. -მამაშენის კომპანიაში. მამაშენის საქმეს გააგრძელებ. -რომელ კომპანიაში?! რომლის წარმატებისთვის ერთი დღეც არ მიმუშავია? -და საიდან გინდოდა გემუშავა, საპყრობილედან? დიდი ბოდიში.-ხელები ასწია კაცმა განცვიფრებით.-ეს მაგარი იცი! ეს სიამაყე…! მე.. მამაშენი არ ვარ.-თვალებში შეხედა ბიჭს კარგად.-რასაც გეტყვი, ეგ გაიგონე, უტა. სახუმაროს არაფერს ვამბობ, – აჩის დაღრეჭილ პირს მკაცრად შეეგება.-ჩემს ცოლთან უფრო მეტი დროის გატარების უფლება მომეცით. ხელი შემიწყვეთ. ახლა თქვენ ხართ.. თქვენ ხართ მარტო ამ სახლში, თქვენს იმედზე ვართ მე და მარინა. დაფიქრება გმართებთ ორივეს. -რა რაზგონზეა დღეს მამაჩემი, – ჩაეცინა აჩის.-მე რას მერჩი, ვერ გავიგე? სულ არ მაინტერესებს ეს შენი ღვინო, არც მათრობს.. -რა ხდება, ბიჭებო? – ღიმილით შემოვიდა მარინა. მოათვალიერა ერთ მაგიდასთან მსხდომი ბენდელიანები.-რაზე კამათობ ასე გაცხარებით? -გვტუქსავს შენი ქმარი. – აჩიმ ასწია ღვინის ჭიქა. დაგლოცეო, ანიშნა ხელით. -ჰოო? რატომ, არჩილ? -იმსახურებენ და იმიტომ.-გააკანტურა თავი კაცმა. ორივე შვილს ერთდროულად მოავლო თვალი, მაგრამ უტას განსაკუთრებით ჩახედა თვალებში. მისი ცხოვრებისკენ მობრუნება ჰქონდა მიზნად. არ დაანებებდა თავს, იმდენ პოტენციალს ხედავდა მასში. არჩილს ხომ ახსოვდა?! იცოდა, როგორიც იყო, რა უნდოდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა, ამიტომაც ეჭიდებოდა ხავსს. ისევ ის ბავშვი ეგონა. ცივად გაეღიმა უტას. მაინც რომ ეიმედებოდა ვიღაცას, ეგ ფაქტი აგიჟებდა. რა უნდა მომხდარიყო აწი მის ცხოვრებაში?! თავად არც უფიქრია ცხოვრების გაგრძელებაზე, არჩილი კი თავს არ ანებებდა. იმ იმედს ეჭიდებოდა, რაც არ არსებობდა.. შეთანხმებულებივით გავიდნენ მარინა და აჩი გარეთ. მოიმიზეზა მარინამ, დახმარება მჭირდებაო რაღაცაში, უხმოდ გაჰყვა შვილიც. მარტო დარჩნენ თუ არა ბიძა და ძმისშვილი, ისევ სცადა საუბრის წამოწყება კაცმა. -უტა.. -დამაცადე ცოტა ხანი.-უპასუხა მაშინვე. -გაცდი. იმდენს დაგაცდი, რამდენიც გინდა შენ, შვილო. ნუ მომკლავ ცოცხლად. – მაშინვე მოარიდა მზერა ამ სიტყვებზე უტამ.-ხელს ნუ ჩაიქნევ. იქიდან გავაგრძელოთ, სადაც იყავი. არ გეტყვი, რომ არაფერი მომხდარა შენ ცხოვრებაში, მაგრამ რას ვიზამთ?! -ჰოო, ვერაფერს ვიზამთ, საქმეც ეგაა. – დაეთანხმა გულგრილად.-ის წაეთრია? -კარგადაა. წავა მალე. -მოშორდეს. – ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. სიგარეტი მოუნდა ძალიან. დაინახა, როგორ გააყოლა არჩილმა ნაღვლიანად მზერა მის ხელებს, როცა გაუკიდა იმ მავნებლობას. გაეღიმა. -რაო, არჩილ? არ მიხდება? – გააბოლა და ისე ჰკითხა ბიძას. პირველად გაეცინა არჩილს ასე გულახდილად. ძველებური უტას ხმა გაიგო და იმიტომ. -თავხედი ხარ, რა. – წამოდგა თვითონაც.-ვერ მიბედავდი ამდენს ადრე. ან რას გიგავს ეს ხელი? მოგეხატა ბარემ ყველაფერი! -ნუ გაუბერავ ახლა შენებურად! -მოგეწონა ეს მართლა? – ანიშნა ღვინის ჭიქისკენ. თვითონაც დააგემოვნა ამჯერად. -ქვეყნის გარეთაც გავიტანთ მალე. დიდი წარმატება უწინასწარმეტყველეს ექსპერტებმა. დაეთანხმა თავის ქნევით უტა. გულში ეღიმებოდა არჩილის დაუზოგავ მცდელობებზე. ხათრი ვერ გაუტეხა, მაინც ბოლომდე ჩაცალა მისი მოწოდებული ჭიქა. . ტატოს დაბადების დღე გათენდა. ამ დღეს ძველებურად აღნიშნავდნენ ბენდელიანები. სუფრას გააწყობდა მარინა, შემოსხდებოდნენ მაგიდასთან ოჯახის წევრები. აჩის არ უყვარდა ეს დღე, განსაკუთრებულად სძაგდა. დედამისის ტკივილიანი ღიმილი და არჩილის მოჩვენებითი ბედნიერება აგიჟებდა. ხშირად ჩამოდიოდნენ ტატოს მეგობრები ზემო მერხეულში. სტუმრობდნენ ძმაკაცის საფლავს, ოჯახს, მარინასთან მოსვლა უყვარდათ მაინც ყველაზე მეტად. ახლაც მშვენიერი საბაბი ჰქონდათ მერხეულში ჩამოსვლისა ბიჭებს. ტატოს და უტას ისედაც საერთო მეგობრები ჰყავდათ. ციხიდან გამოსული ბენდელიანს ციხესთან დახვდნენ მაშინაც, მაგრამ ეგ არ იყო საკმარისი. როგორც დაჰპირდნენ, ისე ჩამოვიდნენ ამ დღეს მასთან, სოფელში. მარინა დილიდან მზარეულობდა. მთელი გულით აცხობდა ხაჭაპურებს სამზარეულოში. ბუხარში დანთებულ ცეცხლზე იდგა ქვაბით ღომი. შეშის ფეჩში ტკაცუნებდა ქათამი. სახლიდან გამომავალი მადისაღმძვრელი სუნი თოფურიების კარამდეც მივიდა. საღამოსკენ ელოდნენ სტუმრებსაც. არჩილიც მოვიდოდა იმ დროისთვის, აჩიც და უტაც სახლში იყვნენ. ძალით გააგდო სახლიდან ბიჭები ქალმა, შეშის მოტანა სთხოვა ორივეს. ბუზღუნით გაჰყვა წინ წასულ უტას პატარა ბენდელიანი. გაზაფხულზეც შეშა ჰქონდა დასაჩეხი, რა უბედურებაა?! არ უყვარდა მარინას ელექტრო ქურაზე გაკეთებული საჭმელები, აწამებდა შვილებს. მზე ჩადიოდა ნელ-ნელა. ბნელდებოდა. გარშემო კვამლის, კელასურის და გაზაფხულის სუნი ტრიალებდა. -დაჩეხავ? – მიუთითა ნაჯახზე აჩიმ. გამოართვა მომართული ნაჯახი ბიძაშვილს და შეუდგა დავალების შესრულებას. იქვე ჩამოდგა თვითონ უსაქმურად, უტას ყველა მოქმედებას თვალს აყოლებდა. -ამდენი ტატუ რათ გინდა? – ჰკითხა გულწრფელად. ისეთი ბავშვური იყო იმ წამს აჩი… უტამ ამოიხედა. -გაწუხებს შენ? -არა, მაინტერესებს. რამდენი რაღაც გაწერია, – მოათვალიერა მისი მკლავი აჩიმ. თითქმის ყველა გამოსახულება მოუჩანდა მოკლემკლავიანი მაისურიდან.-სადმე ჩემი სახელიც რომ ეწეროს, არ გამიკვირდება.. -შენსას შუბლზე ვაპირებ.-უპასუხა მშვიდად. შუაზე გააპო ნაჯახით მორი. ჩაეცინა აჩის. -კი ვიმსახურებ ისე. -ვიცი. – დაეთანხმა უტაც. ორივე გაურბოდა იმ ფაქტს, რა თარიღიც იყო დღეს. ხელში შეაჩეჩა ნაჯახი აჩის, თვითონ შეშით დატვირთული წავიდა სახლისკენ. სამზარეულოს კართან შედგა წამიერად, როცა დაინახა თაია თავის სახლში. მარინას ეხმარებოდა. უღიმოდა ქალს, მარინაც ელაპარაკებოდა რაღაცებს, უტა თავის დაკვრით მიესალმა გოგონას. უდარდელად შეალაგა შეშა ბუხარში, ხელები გადაიბანა და ძალიან საინტერესო მზერით შეუერთდა ქალებს სამზარეულოში. აჩიც შემოვიდა. -შევაწუხე თაია, – ნაღვლიანად იღიმოდა მარინა.-ელისოს გამოუშვია, მიეხმარეო. -ოო, არ მაწუხებ, მარინა ბიცოლა.-უპასუხა მაშინვე თაიამ. გმირულად აიგნორებდა ცალკე აჩის, ცალკე უტას უტიფარ თვალებს. პირველად შეხვდნენ „იმ“ დღის მერე ერთმანეთს. სპეციალურად იჯდა ეგეთი მზერით უტა, სპეციალურად დარჩა სამზარეულოშიც. განსაკუთრებით აჩის თვალწინ მოსწონდა თაიას ყურება. -იცის ამან რამის გაკეთება? – იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას აჩი.-ბოლო შეყვარებული იმიტომ დაშორდა, რომ საჭმლის მომზადება არ იცის. -რა ლაპარაკია? – გაწყრა მარინა. მერე თითქოს მართლა დაიჯერა შვილის ნაბოდვარი, გულუბრყვილოდ შეაციცინდა თაიას. უბრალოდ გაიღიმა თაიამ. არასდროს იბნეოდა მსგავს სიტუაციებში. არ უყვარდა მსგავს თემებზე ხუმრობაც, მაგრამ აჩის ამ კონკრეტულ დროს ვერაფერს ეტყოდა. -არ მჯერა. – მკაცრად უპასუხა შვილს ქალმა.-არ გყავს შეყვარებული, თაი? ელისო ნერვიულობს რაღაც შენზე. -ელისო რაზე არ ნერვიულობს. – აჰყვა თაიაც.-სოსოც გადმოიბირა ახლა და მიტევს ორივე ერთად. -აძლევ ალბათ სალაპარაკოს.-არ ჩერდებოდა აჩი. მრისხანედ გადახედა თაიამ. იცოდა, რატომაც ლაპარაკობდა ასე, ვის გამოც. -შენ იცნობდი თაიას შეყვარებულს, აჩი? – მიუტრიალდა მარინა. ნეტავ, სცოდნოდა რა უხერხულობას ქმნიდა ბავშვებს შორის ამ კითხვებით. -არ მქონდა მაგის ბედნიერება.- ცალყბად ჩაეცინა.-ვიტყოდი.. კიდევ კარგი რომ არ ვიცნობდი. -ვითომ რატომ?-გაეცინა ქალს. -არ მოსწონდათ სოსო და ელისოს. შესაბამისად, მეც არ მომეწონებოდა. -და რა? – არ თმობდა მარინა.-მთავარია, თვითონ მოსწონდეს. -არ მოსწონდა თურმე თვითონაც, დედა… – ჩამოჯდა სკამზე აჩი. მოათვალიერა სამზარეულო, უტას და თაიას ერთდროულად გაუნაწილა ყურადღება. ცუდად იგრძნო თავი თაიამ. მაინცდამაინც უტას თვალწინ რატომ ლაპარაკობდა ასეთი ხმით?! -თაია კარგი გოგოა. – თან ლაპარაკობდა მარინა, თან ცომს აბრტყელებდა მაგიდის ზედაპირზე.-დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ადამიანს შეახვედრებს ბედი. უტამ ამოიხედა მხოლოდ მაშინ. თაიას გაუსწორა თვალები. თითქოს ანიშნა, მართალს გეუბნებიანო. ბასრი მზერა ჰქონდა ბენდელიანს, აჩისაც კი შეეხო ის თვალები. ამასობაში არჩილიც შემოუერთდა სამზარეულოში მოფუსფუსე ოჯახის წევრებს. თაიას ძველებურად სიყვარულით მიესალმა და ცოტაც გაეხუმრა ფქვილში ამოსვრილ ხელებზე. ბენდელიანების სახლში გააწყო მაგიდა თაიამ. სოსოსა და ელისოსაც დაუძახეს თავისთავად. მოიმიზეზა სოსომ დალევის თავიდან ასაცილებლად წნევა, ელისოც აღარ შემოსულა შესაბამისად. სტუმრების შემოსვლას ღიმილით დახვდნენ. ბიჭების ბედნიერი სახეები ალბათ არასდროს წაიშლებოდა თაიას გონებიდან. უტას ისე გადაეხვივნენ, როგორც ნამდვილ ძმას… მონატრებულ ადამიანს… ყველაზე ძვირფასს. იხილა გულახდილად გაღიმებული ბენდელიანი თაიამ. არავინ იმჩნევდა ტატოს არ ყოფნას, მის დაბადების დღეს, ყველას უხაროდა, რომ უტა დახვდათ სახლში ამდენი ხნის მერე. განვლილი წლები და ბავშვობა დაიარებოდა სტუმრებს შორის. ბევრი სიყვარული და სითბო გაიცვალა იმ საღამოს. აჩიც და უტაც კი ერთდროულად იხსენებდნენ ამბებს წარსულიდან, მარინას მთელი საღამო ცრემლიანი ჰქონდა თვალები. არჩილმა პირველად დალია ამდენი. თავისი ახალი ღვინო გაასინჯა ბიჭებს, თან პრეზენტაციაზეც დაპატიჟა ისინი. თაიაც თავისთავად მოხვდა სტუმრების სიაში… მიატოვა მაგიდასთან ერთმანეთის სიყვარულით დამთვრალი მეგობრები თაიამ. სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. დაფიქრდა საკუთარ საქციელზე. საკუთარ სურვილზე. იმ მდგომარეობაზე, რაშიც ახლა იყო. ამ ადამიანთან რა უნდა მომხდარიყო მომავალში?! ამ ადამიანთან… რისი იმედი უნდა ჰქონოდა?! -დაიღალე? – შემოვიდა ღია კარში მთვრალი ბენდელიანი. -არა. -დალიე არჩილის ღვინო? – წამოვიდა მისკენ უტა. -გავსინჯე, კი. -დაგელია.. – გაეღიმა უტას.-მაინცდამაინც მერაბი მოგიყვანო? -რატომ? მერე რომ არ მომცე უფლება.. ჭიქა რომ ამაცალო? – დაუბრუნა მზაკვრული პასუხი ქალმა, გაუნძრევლად დახვდა მის სიახლოვეს. -აქ მოგცემდი უფლებას.-წინ დაუდგა უტა. თამამად აათვალიერა მისი მოშიშვლებული მხრები, ჟაკეტიც ვერ უფარავდა გარუჯულ კანს. -დაუბრუნდი მეგობრებს.-ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ. -აჩიმ რაო? – არ მიაქცია ბრძანებას ყურადღება, თავისთვის განაგრძო საუბარი.-არ დაგავიწყდეს ვინ არიო? არ დაივიწყო რა გააკეთაო? -გადარდებს შენ, რა მითხრა აჩიმ?-წარბები აზიდა თაიამ. უტას გაეღიმა, დაეტყო, როგორი მთვრალიც იყო. -შენ ხომ გადარდებს. მაგიტომ არ მარიდებ თვალებს? -არ გარიდებ თვალებს.-შეხედა პირდაპირ თაიამ უტას მწვანე ირისებს, თვითონ თავისი შავბნელიც გაფერადდა ლამის, როგორც კი დაუკავშირა მამაკაცისას. -მოდი მაშინ ახლოს. – უპასუხა ხმადაბლა, წამქეზებლად. ამოიოხრა თაიამ, თვითონ მიიწია უტა. -გეყოფა.-ნაწყენი ხმით განგზე გადგა ქალი, მაგრამ დაიჭირეს. შეეხო საკუთარ სახლში მეზობლის გოგონას უტა. ნელა გადაუსვა ხელის ზურგი ზუსტად იმ სიშიშვლეებზე, რასაც მოჰკრა მისი დანახვის წამიდან თვალი. მხარზე მიეალერსა თბილი თითებით, მაგრამ მაინც გააცია თაიას. -არ გინდა.-აუქნია მხარი, მაგრამ სულ ტყუილად. -შენ რა გინდა, თაია? – მიადო შუბლი შუბლზე.-ხომ ცხოვრობდი მშვიდად.. რატომ გაართულე ყველაფერი. -არაფერი გამირთულებია.-ამოიჩურჩულა თვითონაც.-გთხოვ, დაივიწყე. -ვერა.-გადაუტარა ცერა თითი აცახცახებულ ტუჩებზე.-ვერ დავივიწყებ. არც მინდა მაგის დავიწყება. -რატომ? – ამოიოხრა უკმაყოფილოდ.-მაშინ რატომ მაფრთხილებ.. მაშინ რა გინდა.. -არ ვარ ის, ვინც შენ უნდა გინდოდეს. ხომ იცი ეს? – კარგად შეხედა თვალებში.-და არც შენ მინდა იყო ის, ვისი გულის ტკენა მომიწევს. -ფიქრობ შენ მაგაზე? – მის ხელებშივე გაიღიმა ცივად თაიამ.-სხვის გულის ტკენაზე, ფიქრობ? -მაგაზე რომ არ ვფიქრობდე, გაკოცებდი ახლა.-დაუბრუნა ღიმილი უტამ.-მაგრამ არ ვაკეთებ, ხომ ხედავ. ვითმენ. -თავხედი ხარ. – გაუქნია ხელები და მოიშორა გაღიმებული ბენდელიანი. -უმადური და ველური დაგავიწყდა.. -არ გჭირდება მაგის შეხსენება. დარწმუნებული ვარ, იცი ისედაც. -აჩის მოუსმინე. – გადაუხვია მოულოდნელად უტამ. შეეცვალა გამომეტყველებაც. დაუბრუნდა ძველებური მშვიდი სახე.-გაიგონე, რასაც გეუბნება. -არ მჭირდება არავის რჩევები. შენი მით უმეტეს. ჩემით მივიღებ როგორმე გადაწყვეტილებას. თან რა არის საერთოდ გადასაწყვეტი?! არ უკოცნია შენთვის ქალს მეტად? დიდი ამბავი თუ დაუფიქრებლად სისულელე ჩავიდინე… -არ გეტყობა რაღაც, სისულელე რომ ჩაიდინე.-დინჯად უპასუხა მაინც.-ზედმეტადაც კი ღელავ მაგაზე. და უკოცნია ქალს, კი, თან ძალიან ბევრს, მაგრამ შორეულ წარსულში. ახლა მონატრებულიც კი ვარ.. -უტა! -რატომ მკითხე, თუ არ გინდოდა პასუხის მოსმენა? გულახდილი ვარ, ხომ იცი.-თვალი ჩაუკრა გამომწვევად. -გულახდილი არა… საშინელი ხარ. -მადლობის თქმას ვაპირებდი არადა.-გადაწვა ოდნავ სამზარეულოს დახლზე. დააცოცებდა თვალებს თაიას სხეულზე, ჭკუიდან რომ გადაიყვანა ლამის.-მადლიერება კარგი თვისებაა თურმე, თუმცა ეგ მე არ გამაჩნია, არა? ეგრე არ მითხარი? -მოგირჩა შენ ჭრილობა? – ანიშნა თაიამ გამომწვევად. აუწია მაისური საპასუხოდ უტამ. დაანახა ნაკერი შიშველ ტანზე. -მიშველა ალბათ შენმა განსხვავებულმა მკურნალობამ. -ფრთხილად იყავი. არ გაგირთულდეს. -აღარ მომივლი? – ნელ-ნელა დაიძრნენ კარისკენ.-ამართლებს შენი მეთოდები. -ვიცი. მაგიტომაც ავირჩიე ეგეთი სტრატეგია. – ღიმილით უპასუხა მთვრალ ბენდელიანს. იმდენს უღიმოდა უტა იმ საღამოს თაიას, დაუჯერებელიც კი იყო ეს ყველაფერი. -ჰოო?! სხვებზეც გიცდია? – მიეყრდნო კარს უტა. არ მისცა გაღების და გასვლის უფლება. -მაგალითად? -შეყვარებული ხომ გყოლია? – წარბაწევით ახსენა აჩისგან გაგონილი. -მერე? -არ დასჭირვებია იმას შენი მკურნალობა? – გამომწვევად თქვა „იმის“ სახელი. ეშმაკურად უელავდნენ მწვანე თვალებში გზააბნეული სხივები. -არ იყო ის შენნაირი ხიფათიანი. -ჰო, მივხდი უკვე, სიმარტივეები რომ არ გიზიდავს…-თავისთვის თქვა. წარბები აზიდა თაიამ. -რას გულისხმობ?! -აქ რატომ ხარ, თაია? – სხვანაირად შეხედა ამჯერად ქალს. თითქოს გაშიფრა.-რატომ ჩამოხვედი? -დასასვენებლად. -თუ გასაქცევად? – გაეღიმა.-არ მითხრა, რომ ჩემს დასახვედრად.. -კარგი რა, – გულახდილად გაეცინა თაიას.-ძალიან დათვერი მგონი. ხუმრობაც დაიწყე… საინტერესოა. ადგილზე გაჩერდა თაია, როგორც კი იგრძნო მხარზე მისი ტუჩები. თვალები მიხუჭა უნებურად. ეს აკრძალული შეხება მაცდური იყო ორივესთვის. ფრთხილად გადაუწია თმა ზურგზე ქალს, თითებით მიეფერა ნაკოცნ ადგილას და შეუსწორა მეორედ ჟაკეტი. თითქოს გადაფარა ტუჩების კვალი. -ახლა შეგიძლია წახვიდე. – გამოაღო კარი და ანიშნა წინ წასვლა.-შენს შეყვარებულზე მერე მომიყევი. მხოლოდ თვითონ იცოდნენ მსგავსი საკუთარი თავები, ალბათ ეგ იყო ყველაფრის დასაწყისი. იმ მძიმე აურის მიუხედავად ახერხებდნენ ერთმანეთთან ყოფილიყვნენ გახსნილები, პირდაპირები, თავისუფლები… თითქოს ღმერთი უწყობდა ხელს. შანსს აძლევდა ყველაზე მძიმე დროს უღმერთოდ დატოვებულ ბიჭს გამოესწორებინა ყველაფერი, დაენახა სინათლე, ეგრძნო მომავლის იმედი. საშიშ სიბნელეში არსებული პატარა სინათლე ქალის სახით იმდენად მიმზიდველი და მაცდური იყო, თავისი ნებით წაიწია ბენდელიანმა ამ შანსისკენ. აცდუნა ბედმა კიდევ ერთხელ, ამჯერად სრულიად სამართლიანად. საბოლოოდ მაინც არ დატოვა მარტო ღვთისგან დავიწყებული უტა ბენდელიანი დედაბუნებამ. . არაფრით დაუშვა მაგიდის დალაგებაში თაიას ჩარევა მარინამ. აჩის მიუთითა მაშინვე გაეცილებინა სიბნელეში გოგონა. ნასიამოვნები წამოდგა ფეხზე პატარა ბენდელიანი, ტატოს მეგობრები ყოველთვის ძმის მონატრებას უვსებდა. იმ საღამოს უჩვეულოდ შერბილებული იყო უტას მიმართაც. იმოქმედა არჩილის წითელმა ღვინომ, სულ ღიმილით გადახვია თაიას ხელი და ასე მიიყვანა სახლის კარამდე. უკან მოსულს ეზოში ჩამომჯდარი ბიძაშვილისკენ წავიდა ბანცალ-ბანცალით. მასთან ერთად დაიწყო სიგარეტის მოწევა. იქვე ჩაიმუხლა აჩი. სახე ჩამოისვა ხელი და გაეცინა. საკუთარი თავის უკვირდა თითქოს, აქ რომ ჩამოუჯდა ბიძაშვილს და თვითონ არჩევდა სიტყვებს მასთან საუბრისას. -მენატრებოდი. – თქვას ბოლოს. გაუქრა სახეზე ირონიაც, სიძულვილიც, ახლა მხოლოდ ტკივლს აფრქვევდა აჩი ბენდელიანის სიტყვები. -მჯერა. – უპასუხა უტამაც მშვიდად. -მართლა გეუბნები. მხოლოდ იმიტომ არ მოვდიოდი შენ მოსანახულებლად, რომ არ გინდოდა არავინ, არჩილის გარდა. მაგიტომ უფრო ვბრაზდებოდი… არავის იკარებდი. -მოსულიყავი მაინც.-გაეღიმა უტას.-რამენაირად შეგხვდებოდი. -კარგი რა, – ჩაიქნია ხელი აჩიმ.-მოსვლით მოვიდოდი. როგორ შევხვდებოდით ეგაა მთავარი პრობლემა. ბავშვი ვიყავი, როცა წახვედი, უტა. ბავშვი, რომელსაც იმედი გაუცრუვდა. ორივე ძმამ ერთდროულად დატოვა მარტო. თქვენ გარეშე არც ერთი დღე არ არსებობდა.. თქვენზე მეტად არავის იმედი არ მქონდა ამ ცხოვრებაში. და რა მოხდა… – ისე აუწყლიანდა თვალები, როგორც პირველ დღეს უტასთან შეხვედრისას. ამჯერად იმ განსხვავებით, რომ ბრაზიანი აღარ იყო, არც შურისმაძიებელი, უბრალოდ გატეხილიყო აჩი. -ადექი, შევიდეთ სახლში. -არ მინდა სახლში.-გააქნია თავი.-რატომ გაურბიხარ ამ საუბარს? ხომ იცოდი ისედაც, დიდხანს ვერ ვიქნებოდი შენზე განაწყენებული. იმიტომ, რომ შენ ხარ ეს… მარინამ ნორმალურად ვერც დაიტირა თავისი შვილი, ვერ ამბობდა იმ სიტყვებს, რასაც ამბობენ შვილმკვდარი დედები შვილის დატირებისას, უტა. ჩვენი ტრაგედია რამდენი წელი ამ სოფლის სალაპარაკოა, რამდენი ხანია ჩვენს სახელზე ან ტატოს სიკვდილი, ან შენი ციხეში ყოფნა ახსენდება ყველას. რა უფლება მაქვს ასეთ დროს… – პირდაპირ დაასო მზერა უტას.-ზურგი გაქციო.. შენთან არ ვიყო.. შენ არ მასწავლე ასე ცხოვრება? – ზუსტად ამ დროს გაეღიმა აჩის, უტამ სხვაგან გაიხედა. -რა შეიცვალა? – ანიშნა თავით.-რა იყო, აღარ მაგდებ ჩემივე სახლიდან? -ყოველთვის სანანებელს რატომ მიხდი შენკენ გადმოდგმულ ნაბიჯებს? – ტკივილიანად გაუღიმა ბიძაშვილს. წამოდგა და გვერდით მიუჯდა უტას. გაჰყურებდნენ ბაღიდან განათებულ სახლს, ეზოს, სადაც ყველას ცხოვრება ერთმა დღემ შეცვალა. -უცებ ნებდები და იმიტომ.-ჩაეღიმა უტას. თავადაც ემჩნეოდა არჩილის ღვინის კვალი სახეზე. -რა გავაკეთო? – ჩაეცინა თვითონაც.-არადა, ადრე ყველაზე მეტად შენ გესმოდა ჩემი.. -ახლაც მესმის. ძველებურად ბრაზიანი ხარ, აჩი.-ჩუმად თქვა კაცმა. ისეთი სითბო იგრძნო ამ სიტყვებისას გაგებისას აჩიმ, უნებურად დაეხორკლა ტანი. წარსულის უტა ბენდელიანი იხილა იმ ღამით მონატრებულმა მერხეულმა. -ჰო, ვარ. განსაკუთრებით თქვენი წასვლის შემდეგ. ეგეთი რამ არაა მარტივი გადასატანი თოთხმეტი წლის ბიჭისთვის.. -კარგი კაცი დამდგარხარ. – მოათვალიერა გვერდით დამჯდარი ბიძაშვილი ბენდელიანმა. ყველაფერს დათმობდა ახლა, ტატოსაც რომ შესძლებოდა იმ ადამიანის დანახვა, ვისაც უყურებდა თვითონ. მაშინვე აღუდგა თვალწინ აჩის ყველა გაელვება თავის ამბავში, როგორ ცდილობა აიცილებინა ერეკლესთან მისი კონფლიქტი, როგორ იცავდა თაიას მისგან… -ჰოო. – დაეთანხმა თავადაც.-თქვენ დაგემსგავსეთ. -არა მგონია. -რთული იყო თქვენ გარეშე. – გადმოხედა ბიძაშვილს. მოუკიდა მორიგ ღერს ნერვიულობისგან.-მარტო დარჩენა იყო საშინელი გრძნობა საერთოდ. სკოლაში სიარულიც ისეთი მოსაწყენი… პრობლემებთან მარტო გამკლავებაც გაუსაძლისი. მგლოვიარე მშობლები ხომ საერთოდ… და კობა, უტა? საერთოდ მარტო დარჩენილი. – ჩაამთავრა დაბალი ხმით. უტამ მამის სახელის გაგებას ამოაყოლა მძიმე ამოსუნთქვა, თითქოს გარდაუვალი. -კარგია, რომ დაბრუნდი.-ისევ თავად გააგრძელა აჩიმ.-ვიცი, არ გჯერა, მაგრამ მიხარია, რომ აქ ხარ ისევ. შენს სახლში. როგორი ცარიელიც არ უნდა იყოს ეგ შენი თვალები, მე მაინც ვერ დამავიწყებ შენს თავს, უტა. ოდნავ მაინც ეცადე, დაგვიბრუნდე.. არჩილი ძალიან ცდილობს, ხომ ხედავ. -არჩილი თავისას უბერავს. – გადაადო ხელი სკამს. ორივე ფეხი რკინის მაგიდაზე შემოაწყო და თავიც უკან გადახარა. ვარსკვლავიან ცას ახედა თამამად, ყოველგვარი სასჯელის გარეშე. -თაია რომ გინდა… – შეუერთდა აჩიც. თვითონაც წამოწვა ისე, როგორც უტა.-ხომ უნდა დაიმსახურო. -როდის გითხარი, რომ თაია მინდა?-გაეღიმა უტას. -არ გინდა? -არა. – უდარდელად უპასუხა.-როდის შეიცვალე შენ აზრი? -აზრი არ შემიცვლია. უბრალო ვიცი, რომ არაფერს ნიშნავს შენთვის ჩემი გაფრთხილება. მაინც იმას იზამ, რაც მოგეპრიანება. -შეყვარებული ჰყავდა? – ირიბად გადმოხედა აჩის. ფართოდ გაუღიმა ბიძაშვილმა, პირველი აგურის დადებას ჰგავდა მათ ურთიერთობაში ეს საუბარი. -ჰყავდა, ჰო.. ვინმე ბექა. პატიოსანი ბიჭია ეგ, რამ მოაწონა არ ვიცი, მაგას შენნაირი შავი სამყარო იზიდავს.-სიცილ-სიცილით უპასუხა მის კითხვას აჩიმ.-რატომ გაინტერესებს შენ? -შენი აზრით?! – ფეხზე წამოდგა უტა. -ჩემი აზრი მშვენივრად მოგეხსენება… არ აწყენინო, რა.. მიყვარს ძალიან თაია.-დაიჩურჩულა აჩიმ. უტას გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა და ასე წამოდგა სკამიდან. მიეყრდნო მთვრალი ბენდელიანი მეორეს, დაეხმარა სახლისკენ გზის გაკვალვაში. -მისი ბრალი იქნება მხოლოდ, თუ ეწყინება რამე ჩემგან.-უპასუხა მშვიდად. ოთახში აათრია აჩიკო და ცოტა ხანი უყურა ზევიდან. მის ოთახში ბოლოს როდის შემოვიდა, არც ახსოვს. სევდიანად ელოდა გვერდითა საძინებელი, ტატოსი, რომელში შესვლაზეც არასდროს უფიქრია. მოათვალიერა „ბარსელონას“ პლაკატებით გადაჭედილი კედლები, გადაჯღაბნილი ფოტოები, უტა და ტატომ რომ უშლიდნენ ხუმრობით ფეხბურთელების სურათებს აჩის. გაეღიმა გახსენებისას. ბავშვობის ტკბილი მოგონებები ეწერა სახეზე დაძინებულ აჩის. გამოიხურა კარი უტამ, საკუთარი ოთახისკენ გაეშურა დაფიქრებული. კართან იდგა არჩილი. ამოისუნთქა. მოსვენების უფლებას არ აძლევენ, ნუ უყურებენ ასე… -უტა. – გაუღიმა ბიძამ. ზედმიწევნით დაინახა, როგორ ამოათრია ეზოდან გალეშილი შვილი. -ახლა არა, არჩილ. -ერთხელ დამიძახე ბიძია არჩილი, რა დაგემართება.. – კვლავ გაუღიმა ძმისშვილს. -ძმაკაცურია, არ მოგწონს?-თვითონაც დაუბრუნა გამოწვდილი სითბო. აღდგა კადრები მათ შორის ლამის. -ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს შენი მოხატული სხეულია.. სადაურია წესია ეს?! -დაიძინე, ბევრი მოგსვლია, ძია არჩილ. – თვალი თვალში გაუსწორა ღიმილით. -ოხ…დიდი მადლობა, თუ დამდე პატივი, ძმისშვილო! მიდი შენც, – უთხრა მაინც ბოლოს თბილად.-დაისვენე. გამოიხურეს კარი ბენდელიანებმა. პირველად ეძინა მშვიდად უტას თავის სახლში. . სამზარეულოში იჯდა თაია. კექსის გამოცხობას ცდილობდა. უღიმღამო ხასიათზე იყო დილიდან. არც ამ კექსის თავი ჰქონდა და არც არაფრის, ხშირად ამოწმებდა სამსახურის ამბებს. თითქოს მართლაც დაფიქრდა დედაქალაქში დაბრუნებაზე. -რას შვრები, დედი? – წიგნების პარკი სკამზე დადო ელისომ.-ასე ადრე რამ აგაყენა? -რა ვიცი, გავიღვიძე. ნამცხვარს გამოვაცხობ. -სოსო წავიდა უკვე? – გაიხედა ფანჯრიდან ქალმა.-რა კაცია.. დამლოდებოდა, როგორ წავიდე ახლა? -სკოლის ავტობუსს გაჰყევი. -ოო, გავსებულია და ბავშვებსაც შევაწუხებ. რა ხდება მეტი? -რა უნდა ხდებოდეს. – მოარიდა თვალები დედას. ფქვილი ჩაყარა ჯამში და მოურია. -მე და დოდო ერთად ამოვედით გუშინ სკოლიდან. -მერე? რაო ამჯერად დეიდა დოდომ? -გამოკვეთა ქალის სახელი. -და ნანიკოც ჩვენთან იყო. -ოხ.. შეკრებილა ჭორბიურო. -თაია. – მშვიდად თქვა ქალმა. იქვე ჩამოუჯდა შვილს.-რამე შეემთხვა უტას, რაშიც შენ გარეული ხარ? -რა უნდა შემთხვეოდა, დედა. ეს იმათმა გითხრეს? -დაჭრილი ყოფილა.-ცალი წარბი აზიდა ქალმა.-შენი სახელიც გაჟღერდა რატომღაც. იცოდი? -ვიცოდი, კი. – გაუღიმა ელისოს.-მორჩა დაკითხვა?! -რატომ არ გვითხარი მერე? -რატომ უნდა მეთქვა? არ უნდოდა არავისთვის თქმა და გავჩუმდი მეც. ყველა მისი ნაბიჯი რატომ უნდა იცოდეთ შენ და სოსომ, ვერ გამიგია. -რაღაც საეჭვოდ ჩამაწვეთეს ნანიკომ და დოდომ შენი სახელი. -დედა, გეყოფა.. – ხელები მოისუფთავა თაიამ.-დამღალე ამ ნანიკოთი და დოდოთი. არ მასვენებ, რაც ჩამოვედი. რატომ უსმენ? -რა მითხრეს ტყუილი? – გაუკვირდა ელისოს.-თურმე გვიმალავ რაღაცებს მე და მამაშენს. ელზაც რომ ჩამოსულა, ეგ მაინც რატომ არ თქვი? -დედა! – ამოიოხრა თაიამ.-მათი ოჯახის ამბები აქ გინდა მოვყვე? რა იყო, შენც დოდოს და ნანიკოს ემსგავსები?! -შენ გეყოფა ახლა. როდის მერე მალავ რაღაცებს?! – თვალი თვალში გაუყარა შვილს. ანიშნა თითქოს, ვხედავ და ვგრძნობო. -დღეიდან დავმალავ აუცილებლად. წადი ახლა სკოლაში, სანამ გამიფუჭე ხასიათი. და მამას ნუ წამკიდებ იცოდე… -შენ და მამაშენი მაგრები ხართ! დაღონებულმა გააყოლა თვალი დედას. ამ სოფელში ხომ ვერაფერი დაგიმალავს ადამიანს. ბრაზიანად ჩაასხა მასა გამოსაცხობ ფორმაში და იქვე ჩამოჯდა განაწყენებული. .. ზემო მერხეულის უფროსი თაობის წარმომადგენელი თენგო ბაბუა გარდაიცვალა. არ დააყოვნა კელასურმა, ყველასთან მიიტანა მომხდარი ამბები. ბოლო დროს ისედაც აწუხებდა წნევა, გული, დღეებს ითვლიდა საწყალი თენგო ბაბუა შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად. მაშინვე შეიკრიბა სამეზობლო ეზოში, დაიწყეს სახლის დასუფთავება, ქელეხზე ფიქრი, ასეთ დროს გვერდით ედგნენ ხოლმე ერთმანეთს თავდაუზოგავად. დილით გარდაცვლილი კაცი საღამოს უკვე მაცივარში ესვენა და ჭირისუფალი დასტიროდა თავზე ყველასთვის საყვარელ მოხუცს. თაია ოჯახთან ერთად გამოცხადდა სატირალში. სოსო კურირებდა კაცების საქმეს. თაიაც თავისთავად ჩაერთო სახლის დალაგების პროცესში, დარბოდა ხან ერთის მითითებაზე, ხანაც მეორის. აჩი ბენდელიანი შემოსული არ იყო ეზოში, სოსომ რომ გაუშვა მანქანით პროდუქტების მოსატანად. ჩაიფხუკუნა თაიამ მის სახეზე, თუმცა არ ეზარებოდათ ბენდელიანებს მსგავსი რაღაცები, განსაკუთრებით აჩიმ იცოდა მხარში დგომა. უტასაც ანიშნა თავით სოსომ მიჰყევიო შენს ძმას, ბოლოს დაიხელთა თაია… -თაი, გაყევი ბიჭებს და აქ რაც წერია, ყველაფერი იყიდეთ ირინასთან მაღაზიაში. იცის, დარეკილი მაქვს. -აუუ, გააყოლე სხვები.. – ანიშნა ტილოზე, რომელიც ხელში ეკავა და სარკეებს წმენდა გულმოდგინედ. დასასვენებლად მოსულს მთელი მერხეულის მომსახურება უწევდა. -მიდი, შეეშვი მაგას. არ სცალიათ სხვებს. ათასი საქმეა.. -აუ, მამა… – ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა დაკრეჭილი აჩისკენ. გამოუქანა ლამის დასვრილი ტილო, ისე მოეშალა ნერვები. სინამდვილეში მანქანაში ჯდომა არ უნდოდა იმ დაძაბულობის ფონზე, რაც იქნებოდა სამივე ადამიანს შორის. გულმოსული ჩაჯდა უკანა სავარძელზე. ცივად მიესალმა უტას. -რაო, თაი? დამიტვირთეს ჩემი ქალაქელი გოგო? – აჩიმ გადმოხედა გაბრაზებულ მეგობარს. -მოგხვდება.-უპასუხა ცივად და მიეყრდნო მანქანის მინას ერთი ადამიანის მზერის ასაცილებლად. -რა დროს გარდაიცვალა ეს თენგოც.. – დაქოქა მანქანა და გაიყვანა გზაზე.-ერთი წელია წვალობს, რაღა შენს ჩამოსვლას დაემთხვა. -აბა, აბა.. ვეტყვი სოსოს, არ დაგასვენოს, ისე გამუშაოს, ბატონო აჩი. -ჩავაწყვე უკვე სოსოსთან, – თვალი ჩაუკრა თაიას.-მარტივ რაღაცებზე მე დამგზავნის, თეფშების დარეცხვაზე – შენ. აა, თუ დოდო დეიდა აკონტროლებს ქალების ამბავს?! აუფ. -აჩი-მეთქი! – მაინც გაეცინა თაიას. იმასაც გადაჰკრა სუსტმა ღიმილმა აჩის გაუთავებელ ლაზღანდარობაზე, რომელიც მხოლოდ თაიასთან ახსენდებოდა. -ჰო, რა იყო?! აბა, მოგასვენებს გგონია დოდო? შეამოწმებს გამოდგები თუ არა რძლად. -შემოწმებული აქვს კაი ხანია.-არ დარჩა ვალში თაია. -ჰოდა, უარი რომ ტკიცე მის ანგელოზივით ბიჭს, დაგსჯის ახლა. რა აქვს შენი დასაწუნი?! -თავის გოგოს შენ არ გირიგებს?-ჩაეცინა თაიას. გაახსენა მოუშუშებელი ტკივილი აჩის. -ხო, მოინდომა ცხოვრების აწყობა ჩვენ ხარჯზე. იმას უტას გავაცნობ, – თვითონაც გაეცინა თავის სიტყვებზე აჩის.-მოუხდებიან ერთმანეთს. თან ექთანია და დაგჭირდება, სულ ჭრილობები რომ გაქვს მოსაშუშებელი.. -ზრუნავენ ჩემს ჭრილობებზე, ნუ დარდობ შენ. – ირიბად გადმოხედა მინიდან თაიას. უხერხულობისგან წამოწითლდა ლამის. -ის გამოცდილია ექთანია, ბევრი ჰყავს მორჩენილი.. – განაგრძობდა აჩი. სიამოვნებდა თაიას გამწარებული სახე. -ჩემიც არ უჩივის გამოცდილებას.-თავისთვის თქვა უტამ. -თაი, რა იყო? რაღაც ფერი არ გადევს. – მოტრიალდა ქალისკენ აჩი. -წინ იყურე, თორემ მიუწვები თენგო ბაბუას გვერდით. -ოო, როგორი გაბრაზება იცი მაინც… – გადაუხვია მონჯღრეულ გზაზე აჩიმ. ირინას ცნობილი მაღაზია საკუთარ სახლში ჰქონდა ქალს. ყოველთვის იქ დადიოდნენ სოფლიდან, თუკი რამე დასჭირდებოდათ.-სადაა „სპისოკი“? -აგერ. – დაიხედა გავსებულ რვეულზე თაიამ.-ეს ყველაფერი ერთი დღისთვის უნდა სოსოს? -მოვა ხალხი… ხვალაც მე მიშვებენ.-გამხიარულებულმა დაარტყა საჭეს ხელი.-სოსლანამ მიჯიგრა… -აუუ, შენ რა გიჭირს.-აწუწუნდა თაია. -კაი, გოგო, დიდი ამბავი… გადაწყდება შენი ბედი ამ დღეებში. კარგად მოემსახურე სტუმრებს.. სიცილით გადავიდა აჩი მანქანიდან. მოეგება ირინა დეიდა კართან, უტას დანახვაზე ფართოდ გაშალა ხელები ქალმა. თვითონ ჩაიკრა გულში უტამ ირინა დეიდა. ღიმილიანმა აკოცა ორივე ლოყაზე. თაია ზედმიწევნით აკვირდებოდა მის მოქმედებებს, როგორი უბრალო იყო თავის მეზობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან. ყველას ესიყვარულებოდა. უკვე თითქმის ჩალაგებული დაახვედრა პროდუქტი ბიჭებს. აჩი მიეზიდებოდა პარკებს. უტა ქალს ელაპარაკებოდა, იმდენი უცხო სახელი გაჟღერდა მათ შორის, თაიას რომ არასდროს გაუგონია. იქვე დაყუდებულ ბიჭებს შეუერთდა აჩი, უტაც მიესალმა შეძლებისდაგვარად. მერე მოუბრუნდა მანქანასთან დამდგარ თაიას. კარგად დაათვალიერა მისი სერიოზული სახე. თაიაც არ შეუშინდა მის მზერას, თვითონაც შეუძვრა ლამის სულში. უზომოდ სიმპათიური იყო იმ საღამოს ბენდელიანი. ეს მზის სათვალე და კრემისფერი მოსაცმელი უხდებოდა მის ხორბლისფერ კანს, გადაპარსული თავიც უფრო მაცდურს, მიმზიდველს ხდიდა. -რა გჭირს? – დადგა მის გვერდით უტა. შორიდან ისმოდა კელასურის ტირილი. -არაფერი. -გამიმხილე.-მხარი გაჰკრა ოდნავ.-იქნებ, გიშველო. -არაა სასაცილო.-ცივად უთხრა, მაგრამ მაინც გაეღიმა მის მცდელობაზე.-ელისოს გაუგია შენი დაჭრის ამბავი. -და? -მოუღია პირი დოდოს. საიდან გაიგო, ვერ ვხვდები. უჭორავიათ.. -რა უჭორავიათ? – ვერ ხედავდა მის თვალებს თაია სათვალის გამო, მაგრამ გრძნობდა, როგორ უყურებდა ყველგან ბენდელიანი. -რას იჭორავებდნენ დოდო და ნანიკო, შენი აზრით… -რაში მაინტერესებს. – ჩაეცინა უტას.-შენ რას ნერვიულობ? -არ ვნერვიულობ. გითხარი უბრალოდ, რომ იცოდე, იციან სოფელში მომხდარის შესახებ. მამაც გაიგებდა ალბათ.. -იცოდა სოსომ პირველივე დღეს.-ჰორიზონტს გადახედა უტამ. კავკასიონს, სადაც თანდათან დნებოდა თოვლი. ემზადებოდა მერხეული ზაფხულთან შესახვედრად. ზაფხულივით მწვანე და ფერადი იყო თაიაც მის გვერდით, თვითონ კი იდგა მედიდური მყინვარწვერივით. -იცოდა?! სოსომ იცოდა? -გგონია, არ ვეტყოდი მისი სახლის წინ რომ დამჭრეს? – გადმოხედა უტამ მობეზრებით.-და მისმა ქალიშვილმა მისაშველა…. -არაფერი უთქვამს. -რა უნდა ეთქვა, თაია.. თითქოს არ იცნობდე სოსოს. ღრმად ამოისუნთქა თაიამ. უფრო მეტად გაუღრმავდა მამის მიმართ სიყვარული. ელისოსთან დისტანციაც ამ ფაქტმა გაზარდა. რატომ არასდროს ესმოდა დედას მისი?! სოსოს თუ შეეძლო დაზუსტებული ფაქტის საიდუმლოდ შენახვა, ელისოს რატომ უნდოდა ვიღაცების ნაბოდვარის გამო ქალიშვილის წყენინების მიზეზი ყოფილიყო. სოსო… სოსო ალბათ ცხოვრების ბოლომდე კბილებით დაიცავდა თაიას არჩევანს, რაც და ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. თვალი ააყოლა ეჭვნარევად უკიდეგანოდ მიმზიდველ ბენდელიანს თაიამ. პირველი ადამიანური საუბრის გამო გაეღიმა კიდეც ლამის. აჩი მიუჯდა საჭეს. დაიკავებს თავიანთი ადგილები და უხმოდ იმგზავრეს დანიშნულების ადგილამდე. თანდათან ცხოვრებას უბრუნდებოდა ბენდელიანი, თვითონ რას იზამდა თაია?! აქ დარჩენა და სამეზობლოში სიარული რა სარგებელს მოუტანდა?! ალბათ არაფერს. ბევრ პრობლემას.. გაუგებრობას… მიჩვევას. რას ხედავდა მასში ასეთს, ბავშვობის აკრძალული სურვილის გარდა….. აღმართზე მიმავალ სკოლის მოსწავლეს გაუჩერა მანქანა აჩიმ. ვერც ერთმა გააცნობიერა, როგორ ჩაჯდა უკანა სავარძელზე ელენიკო ჯაფარიძე. თაიამ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. ელენიკოც ისე დაუფიქრებლად ჩაჯდა გაჩერებულ მანქანაში, არც უფიქრია ვინ იჯდა საჭესთან. ზემო და ქვემო მერხეულში ყველა ადამიანი სანდო იყო. შეუმჩნევლად განაგრძო გზა აჩიმ. უტამ სუნით იცნო, ვინც იყო ეს ბავშვი. ვისი შვილიც სუნთქავდა ახლა მის უკან იცოდა ბენდელიანმა. მიყინულ ელენიკოს თბილად გაუღიმა თაიამ, თვითონ იკისრა შუამავლის როლი. გადატენილი ჩანთა მკერდზე მიიდო ელენიკომ, თვალებიც დაუკითხავად აუწყლიანდა. უტას არ აშორებდა მზერას. -როგორ ხარ, ელე? – მოიკითხა თაიამ.-სამეცადინოდ იყავი? -ჰო, ინგლისური მქონდა. -ასე გვიან გიწევს სიარული? – მაქსიმალურად ცდილობდა მისი ყურადღების გადატანას თაია. -წესით არა, დღეს აღდგენაზე ვიყავი. გუშინ დედა ცუდად იყო და მარტო ვერ დავტოვებდი. -ჰოო?! რა სჭირს ეთერი დეიდას? – თაიას ყველა სიტყვა აწუხებდა უტას. -წნევები აქვს. ტკივილები… ექიმთან მივდივართ შემდეგ კვირას. -შენ რა ამბები გაქვს? ემზადები გამოცდებისთვის? -რა ვიცი, კი.. – გაუღიმა ოდნავ თაიას. -მაისში მორჩები ხო სკოლას.. – გაიხედა გარეთ თაიამ. ეს ქუჩები იტევდა სკოლის ამბებს. დაბნეულმა აჩიმ ვერ გადაწყვიტა სად გაეჩერებინა მანქანა. თავის სახლთან თუ… მიეყვანა ელენე ჯაფარიძე იმ კარებთან, უტა რომ მიადგა ადრე თოფგადაკიდებული. -თენგო ბაბუა გარდაიცვალა, ელე.. – ამცნო თაიამ.-შემო სატირალში, აქ იქნება შენი ძმაც. თუ არადა, გავაყვანინებ ვინმეს შენ თავს. -კარგი.-დაეთანხმა მაშინვე ელენე. აჩიმ შვებით ამოისუნთქა. გადმოხედა ბიძაშვილს უტამ. აჩის მშვიდი სუნთქვა ათასჯერ განმეორდა მის ყურებში. გადმოვიდნენ მანქანიდან ახალგაზრდები. მიიქცია მაშინვე ბენდელიანების ავტომობილიდან გადმოსულმა ელენიკო ჯაფარიძემ ყურადღება. ჩამოართვა ჩანთა ბავშვს თაიამ, ჭირისუფლათანაც აიყვანა და ბოლოს მიუახლოვდა არწივის მზერით მაცქერალ ერეკლეს. -რა გინდოდა იმათთან ერთად, ელენე? – გამოსცრა კბილებში ერეკლემ და მრისხანედ დაჰხედა დას. -დაწყნარდი.-ჩაავლო მკლავში ხელი თაიამ.-ჩემთან ერთად იყო. არ მოაწყო ახლა შენებური სცენები! -ვის უჯდები, რო უჯდები? რატომ არ დამირეკე მე? – მაინც თავისას უბერავდა ერეკლე. -რა ვიცოდი, ვინ იყო, ეკე. – მშვიდად უპასუხა ელენემ. ლამაზი, შავი თმა ჰქონდა, ცისფერი წყლიანი თვალებით აჰყურებდა ძმას. ლამის თაიას სიმაღლის იყო, იმდენად გაზრდილიყო, დაემშვენებინა დედაბუნებას. ეს სიმშვიდე.. ეს გაწონასწორებულობა გასაკვირიც კი იყო იმ ოჯახის ფონზე, სადაც გაიზარდა. მუდმივად ავადმყოფი დედა, შურისმაძიებელი, ისტერიკების მოყვარული უფროსი ძმა, გარდაცვლილი მამა და დაუსრულებელი პრობლემები ელენიკოს თავზე დასტრიალებდა. -რას დაზაფრე, ბავშვი. მეც იქ ვიჯექი-მეთქი.. -და რა მერე? – არ მოეშვა ერეკლე.-შენ იმათ მხარეს არ ხარ? -დავიღალე, ერეკლე. არავის მხარეს არ ვარ. სად იყავი ერთი შენ დაკარგული, ეგ მომიყევი. -შენმა სატრფომ მიპოვა, არ იდარდო. – ცივად მიახალა თაიას სახეში.-წამოდი, ელენე. წავიდეთ აქედან, ვინმემ ტყვია არ დამაჭედოს შუბლში თაიასთან საუბრის გამო. -ერეკლე! არ ვიმსახურებ ამას მგონი. -რას ვიზამთ.-თვალი თვალში გაუყარა ბავშვობის სიყვარულს ერეკლემ.-ზოგჯერ ესეთი დაუნდობელია ცხოვრება. არაუშავს, ყველა მიიღებს თავისას.-დაუბარა მუქარით თაიას. გული დასწყდა ასეთ ერეკლეზე გოგონას. გააყოლა მზერა ჭიშკრიდან გამავალ მეზობლებს თაიამ. ამ დაფლეთილი ხიდის შუაში იგრძნო თავი. არ უნდოდა იქ დადგომა თაიას. არ უნდოდა ყოფილიყო იმის ნაწილი, რაც საერთოდ შეუძლებელს გახდიდა გადამწვარი გზების აღდგენას. გაუნაწილა თავისი ყურადღება ბენდელიანს. ბიჭებთან ერთად იდგა უტა ეზოში. სიგარეტს ეწეოდა. ისიც ისეთივე ჩვეულებრივი იყო იმ წამს, როგორც დანარჩენები. იშვიათად ამოიღებდა ხმას, მაგრამ მაინც ესმოდა, როგორ ერთვებოდა საუბარში. იღიმოდა.. ესალმებოდა ნაცნობებს.. ბავშვებს ეფერებოდა ლოყაზე. თავისი კლასელების შვილებს. თითქმის ყველას ცოლი და შვილი ჰყავდა, თვითონ კი ცალკე იდგა.. ცალკე განდეგილივით, მარტო. როგორც კი შემოვიდა მარინა ეზოში, მაშინვე სხვანაირი გახდა გარშემო ჰაერიც. კმაყოფილმა გადახედა თავის შვილებს ქალმა, თავის დაკვრით მოუწონა საქციელი ბიჭებს, თითქოს ესწავლებოდათ მსგავს დროს გვერდით დგომა მეზობლისა. ელისო და სოსო რჩებოდნენ მარინასთან ერთად. ღამისთევას დაესწრებოდნენ, აჩი დედაქალაქში გააგზავნა სოსომ, დილისთვის უნდა მოესწროთ გარკვეული რაღაცები. ბუზღუნით მიუჯდა საჭეს ბენდელიანი, როგორც ჩანს მთლად კარგად ვერ შეთანხმდა სოსოსთან. ასე დარჩა თაია უტას გასაცილებელი. აჩის მიერ ბოძებულ მანქანას (რომელიც უტასთვის ჰქონდა ნაყიდი არჩილს) მიუჯდა, გვერდით მოისვა დაღლილი გოგონაც. ღამეულ მერხეულს მთვარე და ვარსკვლავები უნათებდა გზას. სახლამდე მისასვლელი ხუთწუთიანი გზა უსასრულო გახდა ლამის. -დაძაბული ხარ. – ჩუმად თქვა უტამ. -არ ვარ. -ხარ. რა მოხდა? – გააჩერა მანქანა თოფურიების კართან. ოდნავ გადმოიხარა მისკენ და საშუალება არ მისცა, სხვაგან გაეხედა თაიას. გადასვლაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. -არაფერი, რა მოხდებოდა? – მოტრიალდა თაიაც. უმნიშვნელოდ გადახედა ცარიელ სახლს, მონატრებულ ბავშვობას. -დარწმუნებული ხარ? – დაუფიქრებლად გადაუტარა ცივი თითები ლოყაზე. დაადო მის ხელს თავისი თაიამ. ამიტომაც იყო დაძაბული… ამიტომაც ეშინოდა იმის, რაც კარგა ხნის დავიწყებული და ჩამარხული ჰქონდა გულში.-რა გჭირს, თაია.. -არ ვიცი.-გულახდილად ამოიჩურჩულა. ამოხედა შავი თვალებით უტას მწვანე, იმ ღამით გადასხვაფერებულს.-ჯობია, სახლში შევიდე. -მოდი ჩემთან. – კეფაზე შეუსრიალა ხელი და მოსწია თავისკენ უტამ.-ეს ჯობია ახლა ყველაფერს. -ეს ყველაზე უარესი იქნება. -შეიძლება.-გაეღიმა იქვე და ცერა თითით მიეალერსა ტუჩზე. სანატრელზე. ჯერ რომ არ გაჰკარებია თავად. -მერე ნუ აკეთებ.. – მოუჭირა მაგრად ხელზე, თითქოს თავადაც არ აძლევდა უფლებას შეჰხებოდა. -ჯერ არაფერს ვაკეთებ. ჯერ გაქვს შანში… გამექცე. არ მინდა არაფრის წამოწყება, თაია. დაუბრუნდი შენს ცხოვრებას, შენს საქმეს. გაიგონე, რასაც გეუბნებიან. -ოხხხ… – ამოიოხრა და გააშვებინა ხელები საბოლოოდ.-ყველამ ჩემზე უკეთ იცის, რა არის ჩემთვის უკეთესი. სხვა დანარჩენი კარგი, მაგრამ შენ… შენ რა იცი მე რას ვაკეთებდი აქამდე და რა მინდა საერთოდ?! -ჩემთან გინდა.-სიგარეტს გაუკიდა თავდაჯერებულმა. ჩამოსწია ფანჯარა და გაუშვა კვამლი გარეთ. ჩაეცინა თან. გადმოხედა განცვიფრებულ თაიას.-არა?! -როგორ დაგეტყო, ქალს რომ არ უკოცნია შენთვის ათი წელი. – დაუბრუნა მწარე პასუხი. -ეგრე გგონია?! – გაეღიმა ქალის შეპასუხებაზე.-ციხეშიც შესაძლებელია მსგავსი რამით დაკავება, რომ იცოდე მაინც. და ქალსაც გააჩნია… -არ მაინტერესებს!-გააწყვეტინა უხეშად.-რაც გინდა, ის გააკეთე! -ხოო? – მაცდურად გადმოიხარა მისკენ.-მომცემ მერე მაგის უფლებას? აა, ეგ ხომ მაქვს უკვე. -რატომ მეთამაშები? – მიიწია მისკენ თაია. გამომწვევად დააშტერდა კაცის ტუჩებს, მოუთვალიერა სახეც, გაუღიმა. აგრძნობინა, რომ მეორეჯერაც ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რისიც არ მორიდებია პირველად. -მიდი.-სულ ოდნავ შეეხო ლოყაზე ბენდელიანის ტუჩები.-გელოდები. -მელოდე.-გაეღიმა თაიას იქვე.-სამუდამოდ მოგიწევს მოცდა. -გამომუშავებული მაქვს ლოდინის ფუნქცია. შენ უფრო დაიტანჯები.-ვერ იმორჩილებდა ტუჩებს უტა, ისე სიამოვნებდა თაიას ყველა გაბრძოლება. მასთან იყო ის ადამიანი, ვისზეც დადიოდა ლეგენდები მერხეულში. მხოლოდ მასთან. -რა უთხარი სოსოს? – დაუბრუნდა მისთვის საინტერესო თემას გოგონა. -ჩემზე რომ გიჟდები ბავშვობიდან, ეგ არ მითქვამს ჯერ. – მოისროლა ნამწვი ფანჯრიდან, სერიოზული სახით მიუტრიალდა განრისხებულ ქალს. -არ ვიცოდი, შენზე თუ ვგიჟდებოდი. – არ დაბნეულა მაინც. სადღაც სიმართლე იმალებოდა უტას სიტყვებში, მაგრამ ეგ ამბავი ცოტა ძალიან შორეული იყო თაიასთვის, შორეული და იდუმალი, ტაბუდადებული. -დიდი ბიჭები მოგწონდა.-გაეღიმა უტას.-ჩემი ყურადღება სულ გსიამოვნებდა. -გეყოფა! -თხუთმეტი წლის ასაკშიც ასეთი შეუვალი იყავი.-არ ჩერდებოდა უტა.-ვერ გაგიბედავდა კაცი ვერაფერს. ერეკლე რომ კუდში დაგდევდა, ეგეც გისწორდებოდა. -საიდან მოგაქვს ეს სისულელეები?-წამოწითლდა თაია. ისიც კი არ იცოდა, რომ მისი სახელი ახსოვდა ამ კაცს, მსგავსი რამეები საიდან მოჰქონდა?! -საიდან მოვიტანდი. ჩემი თვალით ვხედავდი. – გაეღიმა უტას. თვალწინ გადაიშალა წლები, რაზეც ამდენჯერ უფიქრია.-მაგიტომაც მოგიწევს გული ჩემკენ ახლაც. გგონია, ისევ ის ვარ.. -ხო, ახლა სხვა ხარ. – მოათვალიერა უცებ თაიამ.-სასტიკი და ენამწარე. გაბოროტებული. ისე გულიანად გაიცინა მის სიტყვებზე უტამ, თაიას დენმა დაუარა მთელ სხეულზე. მსგავსი არასდროს უნახავს. მასთან ასე არასდროს გაუცინია. -გაბოროტებული?! – წარბები შეჰყარა სიცილით.-პირიქით, ჩემზე შემწყნარებელი ადამიანი არ არსებობს… ვერ ამჩნევ, როგორ უპასუხოდ ვტოვებ შენს საქციელსაც… – მოულოდნელად შეახო მუხლზე ხელი. ეს მოქმედება ნამდვილად არ ჰგავდა მოთმინებას, არც კეთილშობილებას, ბოროტულად აუსვა ხელი და თავისკენ მოსწია მისი გაკვირვებული ტანი. ნაზად გადააწევინა სახე, ეამბორა კისერში ძველებურად. დავლილ ჟრუანტელს არ აცალა მოშუშება, მეორეჯერაც აკოცა იქვე, ამჯერად უფრო ვნებიანად. -ესაა სიბოროტე, თაია.-გაეღიმა უტას მის ყელში თავჩარგულს.-გინდა შენ ასე? -შენ?-მიადო შუბლი შუბლზე თაიამ. ახლა ზუსტად იცოდა, რასაც ხედავდა მასში ასეთ სასურველს – სიმშვიდეს. იმას, რაც არ ჰქონდა იმ სახლში, რომლის წინაც ხდებოდა ეს ყველაფერი. -მე რაც მინდა ეგ.. შენთვის საშიში იქნება. – გადაუწია ხელის შემშლელი თმა.-ნუ ეძებ ჩემში იმ ადამიანს, რაც აღარ არსებობს. ის არ ვარ, ხომ იცი ეს.. -არ ვიცი.-აუცრემლიანდა თვალები და თავად მიეფერა ამჯერად ლოყაზე თაია. გაეღიმა უტას. როგორ ამშვიდებდა ეს პატარა გოგო, ვინც ასეთი გაზრდილი და ქალური იყო იმ წამს. -იცი. – და მაინც აკოცა ლოყაზე ხმაურიანად. ტუჩებს სპეციალურად აუარა გვერდი, აწვალებდა და სიამოვნებდა კიდეც მისი მოლოდინი.-შედი სახლში, თორემ ავასრულებ შენს სურვილებს. სათითაოდ. გაეცინათ ორივეს ერთდროულად. იყო რაღაც საშიში ამ კავშირში. ამ გაუგებრობაში. ამდენი ადამიანი იდგა მათ უკან, მათ კი წყნარად შეეძლოთ საერთო ენის გამონახვა, ერთ ენაზე საუბარი ამ ალიაქოთში. ჩატეხილ ხიდთან მდგარმა ქალმა, უნებურად დაუძახა უცხო სხეულს, ვინც მრისხანე დინებას ებრძოდა მარტო, შიშველი ხელებით. ცარიელი ნავით მიუახლოვდა გაყინული სხეული ნაპირს, მესამე ნაპირს, სადაც მიაცილა ღმერთმა ცოდვით დატვირთული ნავი. იქ კი უკვე ელოდა თავისი გადამრჩენელი მგზავრს, ვისაც მიანდო უფალმა კალამი ამ ადამიანის ბედის საწერად. კელასურმა დინებას აუჩქარა. თავი მეხუთე ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი ლამის არაგვის შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. ღამის მერხეულს დარაჯობდა ბაღში ჩაფიქრებული სოსო. თოფურიების სახლი ის ერთადერთი თავშესაფარი იყო სოფლელებისთვის, სადაც ნებისმიერისთვის ყოველთვის ღია იყო კარი. წარბშეკრულ სოსოს ცალი ხელი ამოედო ლოყაზე, ყურს უგდებდა სახლის უკან ადიდებულ კელასურს, მეზობელი სახლიდან ჭირისუფლის ფაცურს შიგადაშიგ. გაზაფხულის უკანასკნელ დღეებს ემშვიდობებოდა გრილი სიო. ატლასის შავი ხალათით გამოვიდა თაია ბაღში. უკნიდან მიეხუტა საყვარელ მამას, იქვე ჩამოუჯდა გვერდზე და მაგრად მოჰხვია ნაზი ხელები კაცს. -რა არ გაძინებს, მა? – მოეფერა გიშრისფერ თმაზე ქალიშვილს. -შენ რომ ასეთი დაღონებული ხარ, ეგ. – უპასუხა თაიამ მშვიდად, მკერდზე აეკრო მშობელს, თვითონაც იქცა მერხეულის მეთვალყურედ.-რამე მოხდა? -არაფერი, ჩავფიქრდი უბრალოდ. სუფთა ჰაერიც მომინდა.. -როდის დაასაფლავებენ თენგო ბაბუას? -ამ შაბათს. დაიღალე უკვე საქმიანობით? -მე არა და აჩი ნამდვილად გაგიჟდება მალე. – ჩაეცინა თაიას, სოსოსაც გადაჰკრა ღიმილმა. -არ ვუშვებ რთულ საქმეზე. მანქანის ტარების გარდა არაფერი ევალება ისედაც. -ტიპია რა,-გუმანით იგრძნო თაიამ, საითკენ წავიდოდა ახლა საუბარი.-მამა.. -სწორად მოიქეცი, რომ არ გვითხარი არც ერთს.-მიეშველა სოსო წინადადებაში ქალიშვილს.-რახან გთხოვა, ასეც უნდა მოქცეულიყავი. ამის გამო არ ვაპირებ გაბრაზებას. -დედა გაგიჟდა ლამის. -დედა დედაა, თაია. მე სხვანაირი მამობა მიწევს შენთვის, ხომ ამჩნევ შენც?-მოეფერა მკლავზე თაიას.-ბენდელიანებს არასდროს ნდომებიათ ვინმესთვის ზიანი. მით უმეტეს, უტას… ოხ, უტა! – ამოიოხრა კაცმა.-რომ არ მიმეცა მისთვის იმ დღეს ის ჩემი დასაწვავი თოფი, ხომ არ მოხდებოდა არაფერი… -შენ რა იცოდი.. -უნდა მცოდნოდა. ვერ ვიცანი ბავშვი. ჩვეულებრივი იყო, როგორც ადრე, როგორიც ერთი საათის წინ მაგიდასთან, როცა დავტოვე ბიჭებთან ერთად. არ მჯეროდა, რომ ისროლა მაშინ… არც დააპირებდა ალბათ, ის რომ არ ენახა, რაც ნახა.. -იყო დედამისი ჩამოსული.-ამოისუნთქა თაიამ. თითქოს დანაშაული იგრძნო, რომ მის გარეშე განიხილავდა ამ ამბავს მამასთან. -ვიცი. მიამბო არჩილმა. გააგიჟა ეს ხალხი.. -ანიკას უნდა ჩამოსვლა. – თემა შეცვალა თაიამ, აღარ სურდა ბენდელიანებზე საუბარი, როცა მის გონებას ისედაც არ ჰქონდა სხვა საფიქრალი. -ჰოო, როდის? მოვიდეს! მოგვენატრა! -პანაშვიდის მერე მინდოდა მოსულიყო, მაგრამ ისედაც ერთი კვირა აქვს შვებულება და აღარ დარჩება მერე დრო, ამიტომ ხვალ მოდის. -მოვიდეს. მოგვეხმაროს საქმეებში.. – ჩაეცინა სოსოს.-შენ როდის გიმთავრდება შვებულება? თუ უვადოა ჩვენი? -როდემდეც მოისურვებს შენი ქალიშვილი.. – ახედა განაბულმა ვარსკვლავიან ცას.-სანამ არ დაიღლება აქაურობით.. -სულ გიყვარდა მერხეული, მაგრამ ასე დიდხანს არასდროს დარჩენილხარ.-თავისთვის ამბობდა თითქოს სოსო, პასუხამდე მისასვლელ გზას ეძებდა.-რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელი, თაი? მშვიდობა გაქვს მანდ? -მამა… -კაი, კაი.. – თავზე ხელი გადაუსვა სიცილით.-სულ აქ იყავი, თუ გინდა. -ელისო გამაგდებს მალე და შენ დამიცავი. – გაეცინა ერთდროულად მამა-შვილს.-ადე, ახლა, სოსო, დაგვათენდება თავზე. -წამოდი, წამოდი, თორემ იეჭვიანებს დედაშენი! -ეგღა გვაკლია მე და შენ! – ხელკავგაყრილი მიაცილა მამა საძინებლის კარამდე, ღიმილით დაუქნია ხელი და ისე ტკბილად დაეძინა, როგორი ტკბილიც იყო სოსო თავის ცხოვრებაში. . თაიას მეგობარი ანიკა აჩის ამოსაყვანი გახდა მერხეულში. ბიჭებთან თავმომწონედ დამდგარი წინ და უკან დარბოდა სოსოს მითითებებზე. მაინც ტყუილად ატრიალებდა ხელებში მანქანის გასაღებს. ან ქალებთან შევიდოდა სეფაში და მათ ქება-დიდებას მოისმენდა, ან თაიას ეხუმრებოდა დატვირთულ გრაფიკზე. ბიჭებთან უფრო სხვანაირად ამაყი იდგა აჩი ბენდელიანი. ისიც მოსწონდა, როგორ შემოვიდოდა თავდაჯერებით თავისი ბიძაშვილი, როგორ ესალმებოდნენ სხვები, როგორ ეპყრობოდა მეზობლებს. მოსწონდა მასთან ერთად სიარული, ხალხში უტასთან ერთად გამოჩენა. ბავშვობაშიც ასე იყო და ახლაც თითქოს ის გრძნობები უბრუნდებოდა. ჩავიდა მანქანით მერხეულის ცენტრში აჩი. ყველა ცნობდა ბენდელიანს. ხელის აწევით მიესალმა ნაცნობებს, მიეყრდნო მანქანის კარს და ლოდინი დაიწყო. ანიკა ერთხელ ნანახი ჰყავდა თაიას დაბადების დღეზე, თუმცა კარგად არ იცნობდა ნამდვილად. საერთოდ თაიას მეგობრებთან იშვითად ჩნდებოდა აჩი, ის მხოლოდ თაიასთან იყო ისეთი, როგორიც იყო რეალურად. როგორც კი დალანდა დედაქალის მარშუტკიდან ჩამომავალი გოგონა ჩემოდნით ხელში, უნებურად გადაჰკრა ღიმილმა ბენდელიანს. ააყოლა თვალი ქალის ტანს, მოშიშვლებულ მხრებს, მერხეულისთვის ზედმეტად გულღია ჩაცმულობას. მიუახლოვდა დაბნეულ გოგონას, თავისუფლად და თამამად გადაკოცნა სალამის შემდეგ და ჩემოდანიც აართვა ჯენტლმენურად. -გამარჯობა? – გაეღიმა ანიკას. თბილი და ნაზი სახე ჰქონდა, გაკვირვებული აედევნა კუდში აჩის. -გაგიმარჯოს. ანიკა, ხომ? -კი. შენ ალბათ უტა… – კარგად მოათვალიერა სახეზე ქალმა. -მთლად მაგდენი ვერა.-გაეცინა.-აჩი. შევხვედრილვართ ჩვენ ერთმანეთს. – ჩაალაგა მისი ბარგი უკანა სავარძელზე, კარიც გამოუღო ქალს. კიდევ ერთხელ მოათვალიერა უკმაყოფილოდ მისი სიშიშვლეები და ზედმეტად შეუსაბამო ფერის ტანსაცმელი გასვენებისთვის. -ჰოო?! არ მახსოვხარ. -ძალიან ცუდი მერე. – მიუხურა კარი და მიუჯდა საჭეს.-თაიას დაბადების დღეზე შევხვდით. -ახ, – გადააქნია თავი გოგონამ, თითქოს მიაგნო პასუხს.-დალევას რომ მაიძულებდი! -ზედმეტად დაგიმახსოვრებია.-წამიერად გაუყარა თვალი თვალში გოგონას. აჩის უტასნაირი თვალები ჰქონდა, თუმცა უფრო ღია მწვანე, ვიდრე მუქი. დატალღული თმა და წვერი ისეთ მამაკაცურ იერს აძლევდა, ხშირად აყოლებდნენ თვალს გოგონები. არასდროს უჩიოდა ყურადღების ნაკლებობას, თუმცა თავად იშვიათად იხიბლებოდა ვინმეთი. იმ ერთ წამიან მზერაში გააცნობიერა, როგორი ლამაზი ქალი ეჯდა გვერდით. მოიტოვა უკან ქვემო მერხეული, გადაუხვია სახლისკენ მიმავალი გზისკენ, გზად რომ შეამჩნია თოფგადაკიდებული ერეკლე ჯაფარიძე. რა იგრძნო იმ წამს, ვერ აღწერს ადამიანური ენა, ისე გადაურბინა წარსულის კადრებმა თვალწინ. რატომღაც უტასთან დააკავშირა მისი ტანი, გიჟივით დაამუხრუჭა, საერთოდ გადაავიწყდა გვერდითა მგზავრის ვინაობა. -სად მიდიხარ, ბიჭო?! – გადაიჭრა მანქანიდან, წინ აესვეტა შებინდებისას არხეინად მოსიარულე ერეკლეს. -სანადიროდ.-ნიშნისმოგებით ასწია წარბები ბიჭმა.-გამეცალე! -მოდი აქ, – მკლავში ჩაავლო ხელი აჩიმ.-სად მიდიხარ ან სად მიგაქვს ეს რაღაც?-ხელი აუქნია გადაკიდებულ ორპიანიან თოფზე აჩიმ. ორპირიანი თოფი ყველა ოჯახში ინახებოდა მერხეულში, დიდი კულტურა ჰქონდათ ნადირობის და იმიტომ. ნასვამმა ერეკლემ მოათვალიერა სახეზე სხვა ბენდელიანი. ის ხომ აჩის არ ემტერებოდა… აჩისთან ერთად ერთი კლასი გაიზიარა თორმეტი წელი. რატომ ერჩოდნენ ასეთი ახალგაზრდა ბიჭები ერთმანეთს?! მანქანიდან გადმოსულ ანიკას გადაავლო თვალი ჯაფარიძემ. იცნო თაიას მეგობარი, მასზე ხომ ყველაფერი ზეპირად იცოდა ისედაც. -გამანებე თავი, – გაუქნია ხელები ყინულივით უძრავად მდგარ ბენდელიანს.-მიხედე სტუმარს. -გალეშილი ხარ, – გააკანტურა თავი აჩიმ.-წამოდი, მიგიყვან სახლში. -არ მჭირდება.-უხეშად მიახალა პირში. წამოსულ წვიმას არ უჩიოდა არც ერთი, არც ანიკა. განერვიულებული იდგა მანქანასთან, სახეზე ეცემოდა წვიმის წვეთები. -გეყოფა, ერეკლე. სისულელეები გეყოფა, უკვე.. – დანანებით შეხედა ბიჭს აჩიმ. ოსტატურად ააცილა მხარიდან იარაღი, ასფალტზე დაანარცხა ყველაზე საძულველი ნივთი ბენდელიანმა. მკლავში ჩაავლო ხელი სმას გადაყოლილ კლასელს. გაუძალიანდა ჯაფარიძე, აიქნია ხელები უმისამართოდ. -შემეშვი-მეთქი, აჩი! – ამოიყვირა ბოლოს.-შემეშვით ეს ბენდელიანები ბოლოს და ბოლოს! -რას აკეთებ?! – ისე ახლოს მივიდა მასთან აჩი, ანიკას სუნთქავ შეეკრა დაძაბულობისგან. მათთან მიიწია, მაგრამ იმდენად ხურდა გარშემო ატმოსფერო, ვეღარ გადადგა თამამი ნაბიჯი.-სად მიდიხარ ასე შეიარაღებული?! ჩემს ბიძაშვილთან? ჩემს ძმასთან, შე ?! ჟრუანტელმა დაუარა ანიკას. იცოდა მათი ამბავი თაიას მოყოლილი, მაგრამ ასეთ დახვედრას არ ელოდა ნამდვილად. ეს წვიმაც რომ არ ჩერდებოდა? -ისიც ხომ ასე მოვიდა ჩემთან.-არ ჩერდებოდა ერეკლე. -და შენც სიმთვრალეში გახსენდება, რომ შური გაქვს საძიებელი.. -მხარზე გაჰკრა ხელი თავის ბავშვობას აჩიმ.-წამოეთრიე ახლა სახლში, თორემ ამჯერად შენ მოგხვდება ეგ იარაღი პირდაპირ შუბლში. -არ გაგიჭირდება. გაქვს მშვენიერი მაგალითი.-იცინოდა ერეკლე.-შენი კუმირი ხომ იყო მთელი ცხოვრება?! ჰოდა, მისგან ისწავლე. აიღე მაგალითი… ცაში აიხედა ერეკლემ. შეეგება წვიმის წვეთებს ბედნიერი. როგორ დაუკარგა უტას გამოჩენამ მის ცხოვრებას სიმშვიდე. სიმშვიდე, რომელიც ისედაც არასდროს ჰქონდა. ავადმყოფი დედის პრობლემებს ვერ აუვიდა ეს დღეები, ვერ გაიმეტა სიფხიზლისთვის ოჯახი და სვამდა გაუთავებლად. ამით სჯიდა გარესამყაროს. -ჩაჯექი.-ანიკას მიუბრუნდა აჩი.-სველი ხარ. -წამოდი შენც.-შეევედრა ლამის გოგონა. -მიდი და მოვალ. – შეაგება მის შეშინებულ მზერას თავისი დამშვიდებული, თუმცა სწორედ ამ სიმშვიდის დროს მოხვდა სახეზე გაშლილი ხელი. ამოიოხრა. -რატომ არ ისვენებ? – უთხრა საოცრად დაღლილმა და თვითონაც მიართვა მუშტი ნასვამ სახეში. წამოიკივლა ანიკამ…-ჩემი ხელიც გინდოდა მოგხვედროდა? ეს გინდოდა? ჰა? -აჩი! – მიეშველა ანიკა, მაგრამ ხელის აწევით გააჩერა წინ გადმომხტარი. მეორე ხელით მარიონეტივით ასწია განადგურებული ერეკლე და ისე შეებრალა საკუთარი კლასელი, დაუკითხავად აეწვა დამსახურებულად მირთმეული მუშტი. ხელი შეუშვა ბიჭს. სახეზე მოისვა თითები, თავის თავს შეახსენა ვინ იყო, ვისთან იყო, რომ არავის უნდა დამსგავსებოდა. -წავიდეთ, გთხოვ… – გაეტირა ანიკას. ტელეფონი ჰქონდა უკვე მომარჯვებული და რეკავდა თაიასთან. -არავისთან დარეკო. ნუ გეშინია. – მოხერხებულად აართვა ხელიდან მოწყობილობა, გადაუწია წვიმისგან ჩამოყრილი თმა უცებ და მანქანაში ჩასვა გაგიჟებული სტუმარი. გული ერეოდა ერეკლეს. ლამის თვითონაც შეუერთდა ბენდელიანი, ისე არ ესიამოვნა შექმნილი სიტუაცია, ის ფაქტი, რომ მწყობრიდან გამოიყვანეს. ჩაავლო მხრებში ხელები ბიჭს, მიეხმარა მოწესრიგებაში, წვიმის წყლითაც თავად მოსწმინდა დასვრილი პირი. გამოაფხიზლა და წამოათრია გალუმპული ჯაფარიძე ასფალტიდან. ბედად გამოჩენილ მანქანას ჩაუსვა უკანა სავარძელზე, დაუბარა ორიოდე სიტყვა ნაცნობ მძღოლსაც და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა თავის ავტომობილში. იქ გაგიჟებული ქალი ელოდა. ახედ-დახედა მის სველ ტანსაცმელს, ყველაფერი რომ ზედ აკრობოდა. ისე მადისაღმძვრელად ადი-ჩამოუდიოდა მკერდი, თვალები გაუშტერდა წამიერად აჩის. -მგონი უნდა გამოიცვალო.-ანიშნა ბენდელიანმა.-ასე ვერ მიგიყვან სატირალში. -კაი კაცო, – ირონიულად გაეცინა ანიკას.-შენ შენი სისხლიანი ტუჩით აპირებდი გამოცხადებას?! -ეგრეა საქმე? – ჩაეცინა და ჩაიხედა სარკეში.-ერთ კოცნაში გამიაროს უნდა წესით. როგორ ფიქრობ? – გადმოხედა გოგონას, მანქანაც დაძრა წვიმიან მერხეულში. -მე რა ვიცი.-სხვაგან გაიხედა ანიკამ. ათვალიერებდა გარემოს. ციოდა. -გაცივდები. არავინაა თაიასთან, ჩემთან შემოგიყვან და გამოიცვალე. მერე მიგიყვან. -არაუშავს, მივალ ცარიელ სახლში. დავურეკავ თაიას და მოვა. -არაა, – გადააქნია თავი აჩიმ. ძალიან მოუნდა მისი შეყვანა „თავის ცარიელ სახლში“.-ბევრი საქმე აქვს. -მოიცლის ჩემთვის როგორმე. ხომ იცის, რომ მოვდივარ. -ჩემი გეშინია? – თვალისმომჭრელად გაუღიმა და გადაატარა თითებიც საჭეზე. ეს გოგო რაღაც უჩვეულოდ შემოიჭრა მის ტვინში საჭირო მომენტში, იგრძნო ბენდელიანმა ყოველივე. -საშიშია ნამდვილად. – გადახედა უკანა სავარძელზე მისვენებულ ავტომატს.-რათ უნდოდა? -ვინც იცის. -შენ რაღას წამოიღე? -შენ რომ მოგიტაცებ, დამჭირდება თავის დასაცავად.-თვალი ჩაუკრა გახევებულს და უდარდელად მიაყენა საკუთარ ეზოში მანქანა. -ეს არ არის თაიას სახლი! -აგერაა ორ ნაბიჯზე და თუ გინდა გადაირბინე.-ანიშნა თოფურიებისკენ აჩიმ. ამოიოხრა ანიკამ, ეს შეშლილი ვინაა?! -დამიბრუნე ჩემი მობილური, თორემ მართლა დაგჭირდება თავდაცვა. თან ეს თოფიც ვერ გიშველის, უფრო მეტად რომ გაგისკდება ეგ ტუჩები. -ოხ… – გადმოხედა სიცილით.-რატო, რამეს მიპირებ? -დამიბრუნე, რა! ხომ ხედავ, როგორ ვარ.. – ანიშნა ტანსაცმლისკენ. -მშვენივრად გამოიყურები.-გულახდილად უპასუხა დაბალი ხმით. მართლაც ულამაზესი იყო ანიკა თავისი ქერა თმით, ახლა რომ ჩამოშლოდა ნამიან ტანზე.-შემოდი სახლში. მოგხედავს დედაჩემი. -ასე როგორ შემოვიდე?! რატომ ხარ გაუგონარი? -ოო, მაგ კითხვას დიდი ხანია დედაჩემიც მისვამს, – საუბარ-საუბარში გამოუღო კარი ანიკას. გარეთ კოკისპირულად წვიმდა მაინც, გადმოაწევინა ფეხები დაუკითხავად და გვერდით დაიყენა. თვალებს ვერ უჯერებდა მის სითავხედეზე ანიკა. რომ არა ეს სამარცხვინო მდგომარეობა…. აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს. შეიფარა გაშლილ მხრებში აჩიმ, სირბილით გაიარეს სახლისკენ მიმავალი მანძილი. -ნუ გრცხვენია. დედაჩემი გადასარევი ქალია. -მობილური დამიბრუნე, ადამიანო.. -აჩი?!-კარი გამოაღო მარინამ. ღიმილი უფრო მეტად გაუღრმავდა, როცა შვილის ხელებში გახვეულ ულამაზეს ქალს მოავლო თვალი.-რა მოხდა?! მოკლედ აუხსნა ვითარება აჩიმ. თან გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს. დანთებულ ბუხარს მიეშურა მაშინვე და ტანშიშველმა დაიწყო ხელების დათბობა. -მოდი, შვილო, ნუ გრცხვენია.-ღიმილით შემოიყვანა გოგონა მარინამ.-ახლავე მოგიტან პირსახოცს. ცხელი აბაზანა მიიღე, თორემ გაცივდები. -იცით.. -ვიცი! – გააწყვეტინა მარინამ.-ჩაიცვი, მოწესრიგდი და მერე გადადი თაიასთან. ჩვენც ისეთივე მასპინძლები ვართ, როგორც ისინი. -უღრმესი მადლობა.-ამოაყოლა გულს ეს სიტყვები ანიკამ. ძალიან მოიხიბლა მარინათი. თვალი გააყოლა დედას აჩიმ. როგორ გაუმართლა, ამაზე გაეფიქრა თავადაც. -მოდი, გაითბე. – ანიშნა ცეცხლისკენ ბენდელიანმა. მოათვალიერა სახლი ანიკამ, ნელი ნაბიჯებით დადგა აჩის გვერდით და გაყინული ხელები შეუშვირა აგიზგიზებულ ცეცხლს. გაზაფხულის წვიმა და ბუხარი… სიცივე და სითბო ერთდროულად. აჩი ბენდელიანი. -უხერხულია.-დაიჩურჩულა ანიკამ.-რას იფიქრებს დედაშენი. -აუწიე ამ მაისურს, თორემ იფიქრებს რამეს ნამდვილად.-დაიხედა მაშინვე მკერდზე ანიკამ. ხელი იტაცა და ძლივს ასწია წყლისგან დამძიმებული ქსოვილი. გაეღიმა ბენდელიანს გოგონას გულწრფელობის გამო. კარი გაიხსნა მეორედ. თვით უტა ბენდელიანი შემოვიდა სახლში. უცნაურად შეხედა უცხო სტუმარს, თან სველს, მერე აჩის სიშიშვლეს დაასო მახვილი თვალი. თითქოს, ძველებურად გამკიცხავი თვალები ჰქონდა უფროს ბენდელიანს. -სალამი.-მიესალმა გოგონას. არც უკითხავს ვინ იყო, რატომ იყო, რაში ადარდებდა. -თაია ისევ იქაა? – თვალი არ მოუშორებია ანიკასთვის ისე მოიკითხა მეგობარი აჩიმ. სახეზე ეტყობოდა პატარა ბენდელიანს, როგორ უნდოდა ახლა სასურველი პასუხი მიეღო უტასგან. მიუხვდა უტა. თავისებურად გააქნია თავი, მშვენივრად იცოდა სადაც იყო თაია, მაგრამ მაინც ვერ უღალატა აჩის. -არ ვიცი. – უპასუხა მშვიდად. გამომცდელი მზერით ჩამოუჯდა ორივეს დივანზე. სახე აეწვა ანიკას კაცის მზერაზე. ეს ნამდვილად ის იყო… ის გამორჩეული ბენდელიანი. -თუ დამიბრუნებ ტელეფონს და დავურეკავ, გავიგებ, სადაცაა. – მოაგონდა ანიკას თავისი მობილური. მობეზრებით ამოიღო ჯიბიდან აჩიმ სველი მოწყობილობა, აღარც ირთვებოდა და ვეღარც დაირეკებოდა. -უტა, მოხვედი? – მარინა დაბრუნდა პირსახოცითა და ხალათით ხელში. ორივე შვილს ერთდროულად გაეღიმა მის დანახვაზე.-ნახე, რა ლამაზი გოგო მოგვიყვანა აჩიმ? -ვნახე.-დაეთანხმა შეპარული ღიმილით. -თაიას სხვანაირი მეგობარი არც ეყოლებოდა.. წამოდი, საყვარელო, ახლავე მოგხედავ.-ხელკავი გაუყარა გოგონას და ასე აიყვანა მეორე სართულზე. თვალი გააყოლეს ქალებს ბიჭებმა, მერე ერთმანეთს გადახედეს ნაცნობი მზერით. მიუჯდა გვერდით თავის ძმას აჩი. -გეღიმება. – დაასკვნა უტამ წარბაწევით. -შენც გაიღიმე ერთხელ, არ გაგიწყრება ღმერთი. -რა დაგემართა? – ანიშნა გახეთქილ ტუჩზე, მარინასაც რომ გამოეპარა გოგოს დანახვით აჟიტირებულს. -შენმა მარადიულმა მტერმა მისახსოვრა.-ჩაეცინა აჩის.-მთვრალი მიდიოდა გზაზე. გაქანებული „ზაპოი“ აქვს! მაინც არ გაუმხილა ბოლომდე, როგორ მდგომარეობაში. მანქანაში გადამალული იარაღიც არ ახსენა უტასთან. -დაგარტყა? – მოატარა თვალები სახეზე. -ჰო, იცოდვილა რაღაც. არ ისვენებს. არ მინდოდა პასუხის გაცემა… ვერ მოვითმინე უბრალოდ. -შემდეგში მოითმინე.-დაარიგა მშვიდი ხმით, აჩის გულზე ესობოდა მისი ყოველი სიტყვა. თითქოს არაფერი, ისე ელაპარაკებოდა ბიძაშვილს, მაგრამ ემჩნეოდა სახეზე უტას, რამდენს ნიშნავს ეს საუბარი მათი ურთიერთობისთვის. -კარგი, როგორც მიბრძანებ, ჩემო ბიძაშვილო…. -რა კარგი გოგოა…. – შემოვიდა ნარნარა ხმით მარინა. ლამის ტირილს დაიწყება, ისე ჰქონდა ტუჩები დაბრეცილი.-როგორი საყვარელია.. -დაიწყო ამან.-გაიშვირა ხელი დედისკენ.-მოდი აქ, მარინა, შენნაირი საყვარელი არავინაა…. დაუკოცნა დედას ლოყები შვილმა. -ასეთი გოგოები მინდა მე თქვენთვის!-აგრძელებდა მაინც თავისთვის. -აბა, თაიასნაირი მინდაო… – გამოიწვია დედა აჩიმ. უტა მიუხვდა ჩანაფიქრს. -თაიასნაირია ესეც. მშვიდი და გაწონასწორებული, ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული.. -საიდან გაიგე ამდენი რაღაც ორ წუთში? – ეცინებოდა დედაზე ბიჭს. -მიდი, ადექი, ჩემოდანი შემოუტანე ანიკას, ჩაიცვას ახალი ტანსაცმელი. შენც ჩაიცვი, არ გაცივდე. -მეც უნდა მოვიხატო, რა, ტანი.. – წამოდგა ფეხზე და დაიხედა ტანზე უჩვეულოდ გახალისებულმა. -ოხ…-ისე ავად გადააქნია თავი უტამ, მარინას გადაჰკრა გულწრფელმა ღიმილმა მხოლოდ. ასე საუბრობდნენ ადრე გაუთავებლად. უტას ერთი სიტყვაც კი ბევრს ნიშნავდა ქალისთვის. ღიმილით გააყოლა თვალი საკუთარ შვილს, მეორე მეორეს მიუჯდა ფეხებთან. ისე უყურებდა თვალებში, ვეღარ გაუძლო ბენდელიანმა, გაშალა ხელი და გულზე მიიკრა დედობილი. უძლური იყო მარინასთან. თან ძალიან უძლური. კართან დაგორებული ჩემოდნიდან ძლივს ამოაძვრინა სუფთა ტანსაცმელი ანიკამ. ერთი საათიც არაა, რაც ჩამოსულია და უკვე გაუგებრობაში გაეხვია. ეს თაიაც რომ არ იკითხავს მეგობარს?! ან იმან როგორ წაართვა მობილური? მაღლა აიწია თმა კოსად, შეიმშრალა ტანი და ცხელი აბაზანით ნასიამოვნები დაუბრუნდა უხერხული ღიმილით უცხო მასპინძლებს. სითბო და სიყვარული ტრიალებდა სახლში, სადაც ეს სიტყვები დიდი ხნის გადავიწყებული ეგონათ სხვებს. -მოდი, ანიკა. ახლავე გავაწყობ მაგიდას… – დივანზე ჩამოსვა უტას გვერდით მარინამ. -არ შეწუხდეთ, წავალ უკვე თაიასთან.. -ამ წვიმაში სად გაგიშვებთ? – არ ჩერდებოდა მარინა. ვერ ეწინააღმდეგებოდა ასეთ დროს კაცი.-დაწყნარდება და აქეთ მოგაკითხავს თაია. ნუ გეშინია, სანდო ხელებში ხარ. -მაგაში დავრწმუნდი ისედაც.-დაუბრუნა ღიმილი გოგონამ.-დიდი მადლობა, მართლა. თვალი გააყოლა სამზარეულოში გასულ ქალს. მერე უტას მოუტრიალდა გამომცდელი მზერით. მართლაც „ისეთი“ იყო, როგორიც ეგონა. როგორიც ახსოვდა თაიას ნაამბობიდან. აჩი არ ჩანდა ოთახში. -თქვენ.. – ფრთხილად წამოიწყო ანიკამ.-დასარეკი ხომ არ გაქვთ? -ვისთან გინდა დარეკვა? – სუსტი ღიმილი შეეპარა უტას. -თაიასთან. -ასეთ წვიმაში ვერ გამოვა მაინც. გადაიღებს და მიგაცილებთ. -მადლობა. ისედაც შეგაწუხეთ. -ნუ იტყვი, – შემოუერთდა მარინაც მაშინვე.-ადექით ახლა, ვივახშმოთ.. სად არის აჩი? -აქ ვარ დედა, აქ. – ჩამოიარა კიბეები ჩაცმულ-დახურულმა.-ეს მაისური მქონდა მე ოდესმე, დედა? ორიგინალი „ლაკოსტია“ თან! სარკეში იყურებოდა აჩი. უტამ თვალი ააყოლა სოსოს მაისურში გამოწყობილ ბიძაშვილს. -გაიხადე.-ორი თითით ანიშნა ბიჭს. -შენია?!-ყურებს ვერ დაუჯერა აჩიმ.-რა იყო, ქურდებმა გისახსოვრეს? ისეთი მზერით დაასაჩუქრეს, სიცილ-სიცილით ჩაიგდო ენა. ანიკა უჩვეულოდ უსმენდა მათ. რანაირი ურთიერთობა ჰქონდათ?! ცივ სითბოს ცვლიდნენ ერთმანეთში. სულ ძალით მიირთვა ნამგზავრმა საჭმელი, ცხელი ჩაის სვამდა აჩისთან ერთად. უტა უბრალოდ ეჯდათ მაგიდასთან, ყავას მიირთმევდა თავისთვის. გარშემო შეიცვალა ატმოსფერო, როცა შემოვიდა სახლში გულის მახარობელი. ჩაიკრა მონატრებული მეგობარი გულში, მადლობა გადაუხადა მარინას მასპინძლობისთვის, თვითონაც მიუჯდა ბუხარს სველი თმით. გაუნაწილა ბენდელიანის ბიჭებს თავისი ყურადღება. ჯერ სოსოს მაისურში გამოწყობილ აჩის შეხედა გაკვირვებით, ბოლოს უტას. არ მოუცილებია თვალი იმას. ანიკამ მაშინვე გააცნობიერა ყველაფერი. -რა ხდება იქით, თაი? – მოიკითხა მარინამ სამეზობლო.-წამოვედი დღეს მე ადრე, აღარ იყო საქმე არაფერი. -არავინაა მოსული, წვიმს მაინც. ყველაფერი მზადაა ხვალისთვის თითქმის. -რა ცუდი ამინდია.. არჩილიც როდის მოვა ვინ იცის.-კედლის საათს გაჰხედა იმედიანად ქალმა. მოაგონა უტას, როგორ ახსენა არჩილმა ცოლთან გატარებული დროის სიმწირე, რატომღაც მარინას თვალები ეტკინა სადღაც გულის სიღრმეში. -როდემდე დარჩება ჩვენი სტუმარი? – ზედმეტად მოხიბლული იყო ანიკათი მარინა. -ერთი კვირით. – დაიმორცხვა და მოისუფთავა პირი.-მადლობა, ქალბატონო მარინა, კიდევ ერთხელ. შენც მადლობა… – გადახედა მაინც აჩის. ფეხზე წამოდგა და მომლოდინედ შეხედა თაიას თვალებში. -წავიდეთ. მადლობა, აჩჩჩ.. – მიეალერსა მხრებზე აჩის და ანიკასთან ერთად წავიდა კარისკენ. ანიკათი მოხიბლულ დედა-შვილს არც კი უგრძნიათ, როგორ ჩამორჩა თაია მათ ნაბიჯებს. მკლავზე ჩაავლო მსუბუქად ხელი და მოატრიალა თავისკენ. -რა? – ახედა განაჩენივით მაცქერალ ბენდელიანს. მართლაც, რომ რა… რა უნდა… -არ გაცივდე.-გადაუტარა ხელი ნამიან ყელზე. შეშრობის ნაცვლად უფრო მეტად დაანთო ცეცხლი ყველგან, სადაც შეეხო წამის განმავლობაში. -სოსო ეძებდა თავის მაისურს.-ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ, ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. -ვეძებ მეც ჩემსას.-გადახარა თავი და დააკვირდა ასე თაიას.-სად არის, ხომ არ იცი? -ვიცი. მოდი და წაიღე. -აა, მე მოვიდე? -მორთმეული გინდა?-გაეღიმა თაიას.-რა თქმა უნდა, შენ უნდა მოხვიდე. გავცვალოთ. -და კონკრეტულად სად უნდა მოვიდე? შენს ოთახში? – მაშინვე შეავსო წეღანდელი ნაბიჯი უტამ. -არა, სახლიც საკმარისი იქნება.. -არ მოდიხარ? – კარის ჩარჩოსთან ჩამომდგარმა აჩიმ გამოსძახა მათ.-წამოდი, თაია. -მოვდივარ… – თვალი არ მოუცილებელია უტასთვის, ისე გაემართა აჩისკენ. უკმაყოფილოდ ჩაავლო ხელი პატარა ბენდელიანს, ანიკასთან ერთად გააგორეს ჩემოდანი სახლამდე. . ანიკას ჩამოსვლამ სიმსუბუქე შესძინა თაიას ცხოვრებას. ოდნავ დამშვიდდა და მოეშვა კიდეც, ვიღაცას როცა გაუზიარა თავს გადახდენილი მოვლენები. ანიკასთან უნივერსიტეტიდან მეგობრობდა, ერთადაც მუშაობდნენ ერთი პერიოდი, სამოგზაუროდაც დადიოდნენ ხშირად. მერხეულში ერთხელ ნამყოფიც იყო ანიკა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით და ისიც შორეულ წარსულში. -ერეკლეს დამიხედე.. – ავად დაისისინა თაიამ, როცა მოუყვა მეგობარმა თავს გადამხდარი ამბავი. წვიმის წვეთები ალაგ-ალაგ ეცემოდა მერხეულს თავზე, დაწყნარდა ამინდიც, კელასურიც მშვიდდებოდა თითქოს. ღია ფანჯარაში მთვარის შუქი და გაზაფხულის სურნელი შემოდიოდა დაუკითხავად, შუა ღამე კარგა ხნის გარდასული იყო. ერთ მხარეს თაია იწვა, მეორე მხარეს ანიკას ჰქონდა ფეხები კედელთან მიშვერილი. -თავხედია ის შენი აჩი. – განაგრძო ანიკამ აჩის დახასიათება. -თუმცა სიმპათიური.. – მიეშველა თაია.-სექსუალური… თავხედურად მიმზიდველი… -გახსოვს, რამდენი დამალევინა შენს დაბადების დღეზე? – წაუყრუა თაიას სიტყვებს. უჩვეულოდ გაეღიმა კიდეც. -მახსოვს. ერთი კვირა ვერ მოინელე. -არც კი მომიკითხა.-ბრაზით წამოჯდა ლოგინზე.-კაი, დაიკიდე ეგ, ბექამ გიკითხა რამდენჯერმე. შემთხვევით შევხვდი ერთხელ ქუჩაში, მეორეჯერაც გადავიკვეთეთ ჩვენი პრუდუქციის ფოტოგადაღებაზე იყო მოწვეული. -დამირეკა მეც ერთი ორჯერ.-ჩაეცინა თაიას.-მეფლირტავებოდა. -ოხ, რაო? დამიბრუნდიო? -არა. – ხელი აიქნია თაიამ.-ხომ იცი, რომ არაა ეგეთი.. მომიკითხა ჩვეულებრივად. -ეგ იმას არ უთხრა, არწივის თვალებით რომ გიყურებს. -მაგას არც ადარდებს.-თქვა გულწრფელად, წამოიწია და ჩაწვა საბოლოოდ ლოგინში. თმაზე მიეფერა ანიკა მაშინვე, ახლა ყველაზე მეტად თავად იცოდა, რაც ხდებოდა ერთი შეხედვით ძლიერი თაიას გულში. -თაია.. -არ ვიცი, რას ვაკეთებ.-ამოიჩურჩულა ბოლოს გამტყდარმა.-არ ვიცი და ეს მაგიჟებს. უფრო მარტივი იქნებოდა, ჩემ თავში ვიყო გარკვეული.. მერე მეცოდინებოდა, საითკენ წავიდოდი.. რას ვიზამდი.. ელისოს მხოლოდ ის ადარდებს, რომ სამსახურში აღარ ვარ. რომ აქ ვარ. -კარგი, რა.. უხარია აქ რომ ხარ, ხომ იცი, უბრალოდ დედაა და გრძნობს, რომ რიგზე არ გაქვს ყველაფერი.-აკოცა მხარზე თავის თაიას გოგონამ. -სოსო რატომ არ მეკითხება ერთი და იგივეს?! სოსოს ხომ შეუძლია.. – ამოიოხრა.-კარგი, დიდი ხანია აღარ ვაქცევ ამას ყურადღებას. უბრალოდ, ახლა ისიც რომ აქაა.. ხომ წარმოგიდგენია, რომ გაიგოს ელისომ.. -აკი უყვარს ელისოს ძალიანო.-გაეღიმა ანიკას და სცადა თაიას გამხიარულებაც. -უყვარს ერთია, ანი, მაგრამ ის ვინაა, მეორე. -ათი წელი გახსოვდა.-ამოიჩურჩულა ანიკამ.-შენს გონებაში დალექილი იყო ის ბიჭი, ვინც ყოველთვის ხელს გაფარებდა. ბუნებრივი მომენტია პატარა გოგონასთვის.. -მაგრამ გამოჩნდა. -ხო, თან როგორ.-კვლავ გაიღიმა ანიკამ.-მე არ მგონია, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი.. -საერთოდ არარსებულია.-გადმოტრიალდა მისკენ თაია.-დასავიწყებელია. არ ღირს ფიქრად. -ეს მაშინ უნდა გახსოვდეს, როცა მასთან ხარ, თაი. -მასთან როცა ვარ, არაფერი არსებობს. არ მახსოვს, რომ ადამიანის სისხლში აქვს ხელები. არ მახსოვს, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. გესმის?! -მესმის.-თავი დაადებინა მკერდზე.-იმ გიჟმა რაო.. აჩის ვგულისხმობ. -კლასიკური უფროსი ძმის მონოლოგი ჰქონდა. -მაგან რა იცის! – აიქნია ხელები ანიკამ.-რა გაეგება! -ოხ, ანიკა ჩხეიძე… – სიცილით გააქნია თაიამ თავი.-ფრთხილად იყავი. მიმზიდველთან ერთად ეშმაკია ძალიან… -იმას ჰგავს? – თავით ანიშნა გოგონამ. ორივეს გაეღიმათ ერთმანეთის სახეზე.-თუ ის უფრო რთული შემთხვევაა? -ის საერთოდ.. – გადააქნია თავი. მოაგონდა, როგორ შეეხო თავად ტუჩებზე. მისი სურნელი გაახსენდა თაიას. -სხვანაირია. – მიეშველა ანიკა.-მესმის. მშვიდად ეძინა თაიას საკუთარ სახლში ანიკასთან მიხუტებულს. იგრძნო, რომ ვიღაცამ მაინც დაუჭირა მხარი, ვიღაცას მაინც ესმოდა მისი, ყოველგვარი რჩევა-დარიგების გარეშე. . მეორე დილით ცარიელ სახლში მიირთვეს გემრიელად ყავა გოგოებმა. შორეული სამეზობლოდან გამოდიოდა ჭირისუფლის ტირილი, სატირალში მიმავალი ადამიანებიც გადიოდნენ თოფურიების ჭიშკარს. გაზაფხულმა უკვე კარგად მოიკიდა ფეხი, მაისი დაიწყო მერხეულში. სოსოს ეზოში ატამს დაეწყო ყვავილობა, ტყემლის ხეც შემოსულიყო თეთრი ყვავილებით. სუნი ტრიალებდა ღვთაებრივი, დედაქალაქის ხმაურით გადაღლილ ანიკას კურნავდა მერხეული. ანიკაც წაიყვანა გასვენებაში. აზიარა მერხეულის კულტურას, ტრადიციებს. ანიკასაც ჰქონდა სოფელი იმერეთში, ამიტომ მისთვის გასაკვირი არ ყოფილა დასავლურ ტრადიციებთან შეხვედრა. მარტივად მოერგო სიტუაციას, ბევრი თვალიც დააკვირდა მის ლამაზ, მოოქროვილ თმას და ბრჭყვიალა თვალებს. აჩი თვალს არ აცილებდა გოგოებს. ყველა მზერა იცოდა, რომელიც მათკენ იყო მიმართული. ხალხმრავლობის მიუხედავად მაინც ნახულობდა მომენტს, როცა მათ ირგვლივ ტრიალებდა. შორი ახლოს დადიოდა ეზოშიც ერეკლე ჯაფარიძე, პატარა ელენე, გოგონებს რომ დაჰყვებოდა თეფშების დამტარებლად, ეთერი დეიდა, რომელმაც ძლივს აიარა მეორე სართულის კიბეები მიცვალებულის დასატირებლად. უტა უყურებდა ეზოდან, როგორ მიეშველნენ ქალს ნაბიჯების გადადგმაში. შეადარა დედას ეთერი დეიდა. დედას, რომელსაც არც ერთი ნაოჭი არ ჰქონდა სახეზე, არ ეტყობოდა ნერვიულობისა და სინანულის კვალი, დედას, რომელსაც არ ერქვა მისთვის დედა. ამ ქალის გადათეთრებული სახის მიზეზი იყო თავად. მერე უნებურად მოჰკრა თვალი პატარა ელენეს, თაიას ეხმარებოდა სტუმრების მიღებაში. სიგარეტს მოუკიდა. მიაბარეს მიწას თენგო ბაბუა. კუბოს მიათრევდნენ ახალგაზრდა ბიჭები, ერთ მხარეს უტა, მეორეგან აჩი. დაასაფლავეს. წესისამებრ გამობრუნდნენ უკან, მეზობლებისთვის გაეშალათ სუფრა უკვე გოგონებს სეფაში. სოსომ დასვა ყველანი მაგიდასთან, ანიკაც და თაიაც აღმოჩნდნენ ამ მაგიდის ნაწილი. ელენეც მოისვეს გვერდით. მეორე ბოლოში იჯდა ერეკლე ჯაფარიძე. საერთო ისტორიის მქონე ხალხი ისხდა გრძელ მაგიდასთან. ნეტავ, არაფერი მომხდარიყო ახლა… -ეს ლამაზი გოგო ვინ არის, თაი? – მათ წინ ჩამოსხდნენ დოდოს ბიჭი გუგა და თაიას მარადიული თაყვანისმცემელი ზურაბი. -ჩემი მეგობარია – ანიკა. გაიცანი, გუგა და ზურაბი. -სასიამოვნოა. – გაუღიმა ანიკამ. -ნამდვილად სასიამოვნოა.-გამოწვდილ ხელზე ეამბორა გუგა ანიკას. ჩაიფხუკუნა თაიამ, ელენესაც გადაჰკრა ღიმილმა. იქითა ფლანგზე სახე აეწვა აჩი ბენდელიანს.-როგორ მოგწონს მერხეული? -მომწონს. ნამყოფიც ვარ ერთხელ. -ხოო? – აწკიპა წარბები გუგამ.-ადრე რატომ არ გიცნობდი? თაიას ბრალია.. -რა ამბები გაქვს შენ? – დაუთმო თაიამ ყურადღება ბიჭს. რას იფიქრებდა, დედამისი დღე და ღამე მას ურიგებდა, ახლა კი თავის დაქალს მიადგა გუგა. -რავი, ვარ ისევ მარტოხელა.. – ირიბად გადმოხედა ანიკას. გოგოებს ერთდროულად გაეღიმათ. -დოდო დეიდა რომ სხვანაირად იძახის, გუგა? – ჩაერია ელენიკო. -პატარა ეშმაკი ხარ, – ლოყაზე უჩქმიტა სასაცილოდ. -გოგოებო, – ორივეს ერთდროულად გადაადო ხელი აჩიმ. აგრძნობინა ბიჭებს ამ საქციელით ყველაფერი. იქვე ჩამოჯდა თვითონაც. უტა არხეინად სვამდა კაცებთან, საერთოდ არ დაინტერესებულა რა ხდებოდა მის მოპირდაპირედ. -რაო, ზური? -თაიასა და ანიკას შუაში მოთავსდა და განგმირა მზერით გუგა ამირეჯიბი.-არ დაგიწერია ახალი პოემა?! -ვმუშაობ ჯერ კიდევ. – სერიოზული სახით დაუბრუნა პასუხი ბიჭმა.-წიგნს გამოვცემ მალე. -ვააა, – გაიჯგიმა ბენდელიანი.-უძღვნი ვინმეს? -რა თქმა უნდა.-თაიას შეხედა შავ თვალებში ბიჭმა. -რა დამპალი ხარ.-დაისისინა თაიამ აჩის გასაგონად. -არ შეცდე. – ასწია ხელი დამრიგებლურად ბენდელიანმა.-ისეთ ქალს არ მიუძღვნა, ვინც სხვაზეა შეყვარებული. მეგობრული რჩევა.. -რა მნიშვნელობა აქვს ვისზეა შეყვარებული, მე ხომ ჩემს სიყვარულს გადმოვცემ ამით.-არ აცილებდა თვალებს თაიას. ისეთი უხერხული იყო ეს ყველაფერი, აღარც ეცინებოდა გოგონას. რატომ იყო აჩი ბენდელიანის ყოველდღიური საქმე თაიას უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება?! -აჩუქე თაიას ერთი ეგზემპლარი. – ომახიანად ჩამოადო მხარზე ხელი თაიას.-უყვარს პოეზია. ელისოს შვილია მაინც.. -ჰოო?! – თვალი თვალში გაუყარა თაიას ბიჭმა. უნებურად გაეღიმა ქალს, მზერით აგრძნობინა ყველა უარი, რაც მოელოდა მისგან. დაეტყო სახეზე თაიას სხვისკენ გაქცეული თვალები. აჩიმ ანიკას ჩაუკრა თვალი. -შენ გიყვარს პოეზია? – უჩურჩულა ყურში ანიკას.-მერე დაგიწერ რამეს. -არ შეწუხდე. -არა, მე რატო შევწუხდები, აგერ ზურაბა იკისრებს ჩემთვისაც. გულწრფელად გაეცინა ანიკას აჩის სიტყვებზე. იმდენად ახლოს ეჯდა, მხარით ეყრდნობოდა მის გულ-მკერდს. ქაოტური სურნელი ასდიოდა ბენდელიანს, მიმზიდველი და გაუგებარი – როგორც თავად. -ჩამოასხით, აბა, არ ვახსენოთ მიცვალებულის სახელი? – არ ჩერდებოდა მაინც აჩი. გაუწოდა ბიჭებს დოქი და სულ ძალით ჩამოასხმევინა. ელენეს ეცინებოდა ეშმაკურად ამ სიტუაციაზე, ხედავდა, როგორ იყო აჩიც ჩვეულებრივი ადამიანი. მალულად აპარებდა თვალებს უტასკენ. მის სიტყვებზე ათასჯერ იმეორებდა გულში, აკვირდებოდა ქცევას, როგორი თავაზიანი იყო უფროსებთან. ასეთ ბიჭს როგორ შეეძლო ადამიანის სისხლში ხელის გასვრა?! ერეკლეც თვრებოდა თანდათან. აყალმაყალის თავიდან ასაცილებლად ფეხზე წამოდგა ელენიკო. ძმის გარიდება უნდოდა ბენდელიანებით გადავსებული მაგიდიდან. მხარში ჩაავლო ხელი და წამოაყენა თავისი ძმა. ისიც ისე უხმოდ მიენდო….. გული მოეწურა თაიას ამ სცენის დანახვისას. თვალი გააყოლა, როგორ წავიდნენ სახლისკენ ჯაფარიძეები, ეთერი დეიდას ჩაავლეს გვერდიგვერდ ხელი და უხმოდ დატოვეს ეზო. უტამ ყველა დეტალი დაინახა. სახლისკენ დაიძრნენ გოგოები, აჩი შეატოვეს ბიჭებს, უტამ ირიბად გამოაცილა ისინი. ელისო და სოსო გვიანობამდე რჩებოდნენ მაინც. ისედაც კარგად დაღამებული იყო. ანიკასაც მალევე ჩაეძინა ამდენი დაღლილობისგან თაიას ოთახში, თვითონ თაია ვერ ისვენებდა ერთ ადგილას. ერეკლეს სიმშვიდე ურღვევდა თავის სიმშვიდეს. მისი გამოუცნობი ზრახვები აგიჟებდა. ხან რომ წყნარად ჩაივლიდა ყველაფერი, ხან რომ უბინდავდა გონებას შურისძიება. გამოაღო ჭიშკარი მთვრალმა ხელებმა. ელოდა ამ შეხვედრას თაია. და იცოდა კიდეც, რომ გამოივლიდა მის კარებთან ბენდელიანი. კარის ჩარჩოსთან ჩამოდგა ძველებურად, საერთოდ არ ადარდებდა დაინახავდა თუ არა გვერდითა სახლიდან ჭორიკანო ნანიკო. ისედაც ერთ ადგილას იყო ამ წამს მთელი მერხეული. -რაო, თაი? – ახედ-დახედა ქალს.-მელოდებოდი? -მორჩი შენ დალევას? – დაუბრუნა შავი თვალებით ბნელი გამოხედვა თაიამ. -ეჭვიანი ცოლივით მეკითხები?-გაეღიმა და გადმოდგა ნაბიჯი სახლში შემოსასვლელად. მიჰყვა თაიას ნაბიჯებს, ასე აღმოჩნდნენ სამზარეულოში, სხვაგან გასაქცევი ვერ იპოვა უბრალოდ საკუთარ სახლში გოგონამ. -ეჭვიანი ცოლების რა გაგეგება? – ჰკითხა და თან ყავის მოდუღება დაიწყო. -ყავა არ მინდა.-ანიშნა მადუღარაზე უტამ. -შენთვის არ ვაკეთებ. -რა ცუდი გოგო ხარ.. – გადაისვა თავზე ხელი. უცნაურად უელავდა ეს მაცდური, ნასვამი მწვანე თვალები მთვარის შუქზე.-არ დალიო ასეთ დროს ყავა. ვერ დაიძინებ. -აჩი სად არის? -იქვე ჩაეძინა და დავტოვე. -იქ დატოვე?! – აწკიპა წარბები თაიამ.-წამოგეყვანა. -მიხედავს სოსო. ნუ ნერვიულობ შენ ყველას ბედზე.-დაეყრდნო იდაყვებით მაგიდას. სათითაოდ უყურებდა თაია მის ყველა მოქმედებას, ახლა რომ შეჰხებოდა ეს ხელები, ალბათ იმ მადუღარასავით ადუღდებოდა თვითონაც. -ყველას ბედზე არ ვნერვიულობ.-ჩამოისხა ყავა და მიუჯდა მის წინ მაგიდას. უნებურად ხდებოდა ეს ყოველივე, ძალდაუტანებლად, თავისით. თითქოს, ასეც უნდა მომხდარიყო. -ჩემსაზეც არა? – დაადაბლა ხმა. აეწვა მუცელი თაიას.-თუ ვერ ვქაჩავ იმდენს, რამდენსაც ზურაბი… ერეკლე… კიდევ რომელია?! ვერ ვიმახსოვრებ შენი რჩეულების სახელებს. -ჩემი რჩეული არც ერთი არაა მაქედან.-ავად წაისისინა თაიამ. -შენი რჩეული ყველაზე უარესია მაქედან, თაია.-გაუღიმა ისე ბუნებრივად, თაიას დააყარა ჟრუანტელმა მაშინვე. დაინახა ბენდელიანმა, მალულად აატარა თითის ბალიშები მის მკლავზე. ფეხით მოსწია მისი სკამი თავისთან.-მგონი, შენი შეყვარებული გამოვტოვე წეღან.. -უტა.. -რა.. რა, უტა.. – გაეღიმა და აკოცა მხარზე.-მე სად ვარ მაგ სიაში, თაია, მითხარი. -სიაში ყოფნა გინდა?! – მიატრიალა სახე და ხელი გადაუსვა კოცნის ადგილს. ლამის გააგიჟა ბენდელიანი ისე ახლოს დაიწყო მასთან სუნთქვა. -არ მინდა. ისედაც მის თავში ვარ. -თავდაჯერებული ხარ.-გადაიყარა თმა ზურგზე. ზუსტად იმ ტრაექტორიით, როგორადაც მოძრაობდა ბენდელიანის თვალები.-გგონია, რომ შენზე უგონოდ შეყვარებული ვარ. გაგიფანტავ მაგ ეჭვებს, გეტყვი, რომ არაა ეგრე. არ ვარ მე შენით დაინტერესებული, თუ ამის გასაგებად მოხვედი. შეგიძლია წახვიდე. -გაჩუმდი.-გადაუტარა თითები ტუჩებზე.-სისულელეებს ნუ ამბობ. -რომელია სისულელე… -ეჭვები არ მაწუხებს.-მიადო შუბლი შუბლზე.-ვიცი და მაგას გეუბნები. ნუ მახსნევინებ. არც რამის გასაგებად არ მოვსულვარ.. -აბა, რისთვის მოხვედი?! -მაკოცე.-გაეღიმა უტას. კეფაზე შეუსრიალა ხელები და მოსწია თავისკენ. ძალიან მოუნდა ისევ თაია ყოფილიყო ყველაფრის ინიციატორი. -შენ მაკოცე.-დაუბრუნა პასუხი თვითონაც ხმადაბლა, წამქეზებლად. არ მოუშორებია არც ერთი წამით მზერა ქალს. მიიწია ბენდელიანი. გაღვივდა ცეცხლი მათ შორის კიდევ უფრო მეტად. -სად? თან ჰკითხა, თან მუხლით გააწევინა ფეხები. უფრო კომფორტულად მივიდა მასთან, თავისუფლად ხედავდა მის აწყლიანებულ თვალებს, მაგრამ რა ექნა უტას.. უნდოდა. -რატომ გაჩუმდი? – ფრთხილად მიაწება ცეცხლიანი ბაგეები ყელზე.-მითხარი და შევასრულებ. -წადი, გთხოვ.-მიადო გულ-მკერდზე ხელისგული თაიამ. ცდილობდა გაეხსენებინა ვინ იყო ეს ადამიანი. ცდილობდა, რამენაირად ემოქმედა მის ათწლიან სასჯელს ამ გრძნობასთან, მაგრამ ვერაფერს გახდა. -როგორ წავიდე.. – გაუსწორა ბოლოს სახე.-ამის გარეშე.-დაუსვა საბოლოო წერტილი თავისივე თხოვნას. თვითონ აისრულა ბენდელიანმა ის, რისთვისაც მოვიდა, რაც უნდოდა, რაც დაასწრეს. გაეღიმა მაინც. გადაუწია თმა ყურზე, ქალის აცახცახებული სახე მოიქცია ხელებში და კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად ლოყაზე. -რა გიყო… ვერაფერს გიხერხებ.-ჩურჩულებდა, მაგრამ მაინც ექოსავით ჩაესმოდა თაიას ეს სიტყვები. დაუჭირა გადმოგორებული ცრემლი უტამ, არ მისცა ტირილის უფლება, ისედაც პირველივე დღეს არ აატირა ამ ოთახში, ამ მაგიდასთან?! -დაგვინახავს ვინმე.-ვერაფერი მოიფიქრა თაიამ საპასუხოდ. ჰაერი არ ყოფნიდა. მიხვდა, რომ იმაზე უფრო შორს შეტოპა, ვიდრე ეგონა. -შენ ვისი გეშინია ყველაზე მეტად? – გაუღიმა უტამ.-აჩის უკვე ნანახი აქვს. -გეცინება? – ვერაფრით შეიკავა თავი თვითონაც. მოსწია თავისკენ უტამ, წელზე მოჰხვია ორივე ხელი და ყველა სიშიშვლე დაუკოცნა. -შენთან მხოლოდ. -ეგ რას ნიშნავს? – მიეფერა კეფაზე ოდნავ თაია. რომც ენანა დილით, ახლა ასეთ ბენდელიანს ხელიდან ვერ გაუშვებდა. -მხოლოდ შენ მხედავ ისეთს, როგორიც ვიყავი ადრე, თაია. -იმიტომ, რომ ისევ ის ხარ. -არ ვარ.. – გააქნია თავი. -კი.. – ლამის შეევედრა.-მე ვერ ვამჩნევ ცვლილებას. -შეამჩნევ და გვიანი იქნება. -რატომ გინდა, რომ ეგრე მოაჩვენო თავი ყველას.. თითქოს გკიდია ყველაფერი. -მკი.დია მართლა.-თან ხელზე აკოცა, თან უთხრა ღიმილით.-უბრალოდ არ გინდათ არავის მაგის დაჯერება. -მაინც რა გკიდია? – ალმაცერად ჰკითხა და უხეშად შეაშვებინა ხელი. -შენ არა, დამშვიდდი.-დაიბრუნა ოსტატურად მისი თითები და დააბრუნა თავის ადგილას – თავისივე მხრებზე. -მშვიდად ვარ. -არასდროს არ ხარ მშვიდად.- გულახდილად ამბობდა ყველაფერს ბენდელიანი. ხელიდან ვერ გაუშვებდა ამ შანს თაია.-ყოველთვის დაძაბული ხარ, როცა მე ვარ გარშემო. ასეთი იქნები ცხოვრების ბოლომდე, იცოდე ეს, თაია. ნუ პოულობ ჩემში იმ სიმშვიდეს, რაც არ გამაჩნია. დაგღუპავს, ხომ გრძნობ შენც.-უნებურად მიადო ხელი გულზე. თავისით შეიხსნა ის საბედისწერო ღილიც მკერდზე.. იტაცა ხელი თაიამ, თუმცა მოშიშვლებულ გულ-მკერდზე მიეალერსა ბენდელიანის ტუჩები. აკოცა აძგერებულ გულზე თაიას. ეს ნამდვილად არ ჰგავდა სიმშვიდეს. -ამას აკეთებ და მერე ჩემგან როგორ ითხოვ.. -არ ვიცი მეც.-უპასუხა მაშინვე.-მარტივია ჩემი ცდუნება. ხედავ? – თითქოს ყველაფერი უთხრა ამით. ყველაფერი თავისი ცხოვრების შესახებ. -უტა. -იმიტომ გეუბნები, რომ შემაჩერო, შენ კი უფრო მიწვევ, თაია.. რატომ ვერ გიბედავენ ამდენს… ისინი? – აანიშნა თავით ქალს.-რატომ არ აძლევ მაგათ მოკარების უფლებას? ჩემში ასეთს რას ხედავ, მითხარი?! -მივცე მაგათ ამის უფლება? – მიუთითა მის ხელებზე, ყველგან რომ დააცოცებდა დაუკითხავად. რა საკითხავი იყო ეს, მაგრამ რა ექნა, პასუხს ვერ გასცემდა მის კითხვას, ვერ ეტყოდა შენთან მინდაო ჯერ კიდევ დასაბამიდან. -ვის, გოგო? – ავად ჩაეცინა ბენდელიანს.-ვის, თქვი, აბა.. -ზურაბს… ერეკლეს… კიდევ ვინ იყო, რომ ჩამომითვალე?! -არც ასეთი მთვრალი ვარ. და არც სულ ასეთი გაღიმებული, ამიტომ ფრთხილად.. -რატომ? რას მიზამ? -რა ვქნა? – წაიწია ტუჩებით მხრებისკენ.-კონკრეტულად გინდა შენ რამე? -ასე თავხედურად რატომ მელაპარაკები?-გააწევინა თავი თაიამ, მაგრამ უჟანგბადობა იგრძნო მაშინვე, როგორც კი მოსცილდა ყელს ბენდელიანის სუნთქვა. -პირდაპირი საუბარი ჰქვია მაგას დიდი ბიჭების ენაზე.-თვალი ჩაუკრა. გადაჰკრა ღიმილმა თაიას. მხოლოდ მას შეეძლო ეს. ასეთი საუბარი. -გაგიგრძელდა რაღაც დიდი ბიჭების საუბრები.-ანიშნა ღამეულ მთვარეზე თაიამ. სოსო და ელისო წუთი წუთზე გამოჩნდებოდნენ. ამ ანიკას კი რა ძალით ეძინა ასე ღრმად… -მაქვს ჯერ დრო.-უდარდელად დაიხედა მობილურზე. -იმას როდის დაშორდი? – გადახარა თავი უკან უტამ. თან ეღიმებოდა ძალიან, თან სიგარეტის მოწევაც უნდოდა. წაუკიდა ცეცხლი ღერს. მეორე ხელი მაინც არ შეუშვა ქალს ყელზე, იქვე შეატოვა მოსაფერებლად. -ვის იმას? -იცის ვისაც. -რამდენიმე თვის წინ. რატომ გაინტერესებს? -ანუ, არ უნდა მაინტერესებდეს? კაი, მეც ეგ მინდა ზუსტად. -ყველაფერზე გაქვს შენთვის სასარგებლო პასუხი.-უკვე მართლა ეცინებოდა თაიას მის პასუხებზე, ყველაფერს რომ თავისკენ ატრიალებდა. -მითხარი,-თვალებში შეხედა კარგად უტამ.-მის გამო ხარ აქ? მოხდა რამე? ცოტა ხანი უყურა თაიამ. რას უნდა ნიშნავდეს ეს კითხვა? როგორ უნდა გაიგოს? თავი გაუქნია უარის ნიშნად. -ასეთი რთული დასაჯარებელია, რომ უბრალოდ დავიღალე? – ისე გულწრფელად უთხრა, განაწყენდა და წამოდგა კიდეც ფეხზე. შეუერთდა ბენდელიანიც.-არ შეიძლება მოვიდე ჩემს სახლში და დავრჩე ცოტა ხანი უმიზეზოდ? -ელისოს ძალიან გაუბრაზებიხარ. -დაასკვნა უტამ.-ჩემზე ნუ იყრი ჯავრს, მივდივარ უკვე.. ლამის წამოიყვირა დარჩენის თხოვნა თაიამ, მაგრამ არ შეეძლო. ისედაც ზედმეტი იყო. ისედაც თავი დაიღუპა. -არც ახლა მაკოცებ? – დადგა კართან და ჩამოიწია ოდნავ მის ტუჩებთან. -არა.-უთხრა განაწყენებულმა. ძალიან მოქმედებდა მასზე გაუთავებელი კითხვები მერხეულში ყოფნაზე. -აბა, როდის? – მიეფერა თმაზე უტა.-წინასწარ შემამზადე, კიდევ გაკვირვებული რომ არ დავრჩე. -უტა! -ტკბილი ძილი. ბევრს ნუ იფიქრებ ამ საღამოზე. თავი არ დაიმძიმო, კაი? -წადი… -მივდივარ. – ხმაურიანად აკოცა კისერში და ნასიამოვნებმა დატოვა თოფურიების სახლი. ზურგი აუწვა ქალის მზერამ. ამ სახლმა აგრძნობინა თავი დამნაშავედ მაშინვე, როგორც კი გამოიხურა ჭიშკარი. არასდროს იქნებოდა კიდევ ვინმეს გულის ტკენის მიზეზი, განსაკუთრებით იმ ადამიანის, ვინმაც გასაჭირისას უსაშველა. მისთვის როგორ ექცია ზურგი?! როგორ დაევიწყებინა?! რომელ ნაპირს მიადგეს, ყველგან ვიღაც ელოდება….. . უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა არჩილი სამსახურიდან. ჰალსტუხი მოიხსნა გზა და გზა, მარინას კითხვებს ყური არ ათხოვა და ასე აიჭრა უტასთან ოთახში. აბაზანიდან გამოსული ბენდელიანი თმას იშრობდა პირსახოცით, გაკვირვებულმა დახედა ბიძას, ლოგინზე რომ იჯდა გაყინული მზერით. -არჩილ?! – დაუდგა წინ და ხელი გაუქნია, რა ხდებაო. არაფერი უთხრა არჩილმა. ერთ წერტილს უყურებდა კედელზე. თვალი გააყოლა მისას უტამ, შენიშნა მაგიდაზე დალაგებული უამრავი ფოტოდან ერთ-ერთი თავის ბიძაშვილთან, თავის ტატოსთან. არჩილი არაფერს ამბობდა, თითქოს ენა გადაყლაპა ამდენი ხნის მერე. -რა მოხდა, არჩილ? – წინ დაუჯდა სკამზე უტა.-ამოიღე ახლა ხმა! -დანელიები ხომ გახსოვს შენ? თემური და გივი? – სურათისთვის თვალი არ მოუცილებია არჩილს, ისე ელაპარაკებოდა ძმიშვილს. -მერე? – მოთმინება გამოელია უტას. -ციხეშია თემური ახლა. -ვიცი.-ამოისუნთქა უტამ სიტყვა „ციხის“ გაგონებისას.-შევხვდი. -შეხვდი?!-წარბები აზიდა არჩილმა მკაცრად. მაინც რამდენი ამბავი იქნებოდა, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა არჩილს.. რამდენი გამოტოვებული მომენტი უტას ცხოვრებაში.. ბევრი შავ-ბნელი ალბათ.-როგორ მოახერხე? -მაგაზე გინდა ლაპარაკი? -მთავრობაში იყო ადრე, გახსოვს ალბათ. ახლა გივის პარტიამ მოიგო ისევ არჩევნები, თავდაცვის სამინისტროშია თვითონ გადაყვანილი.-სვენებით ლაპარაკობდა კაცი.-მე და მამაშენს ბევრი რაღაც გაგვიკეთებია მათთვის. კარგი მეგობრები ვიყავით. შემხვდა დღეს გივი.. -და?! -არ მინდა, უტა, არ მინდა, მაგრამ ვერ ვისვენებ მაინც! – ნელა ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლი არჩილს. -რა, ბიძია, რა?!-კეფაზე მოჰხვია ცივი თითები უტამ. -ერთად ვიპოვოთო… დავსაჯოთო… ტატოს მკვლელები. -ახხხ! – ისე ავად ამოიყვირა უტამ, მთელი ცხოვრების ნაკავები ემოცია ამოუშვა პირიდან.-და რა გგონია შენ, ეს ათი წელი სად დედისტ.რაკში იყვნენ ტატოს მკვლელები?! შემთხვევით ზუსტად იმ მთავრობაში ხომ არა, სადაც ის შენი დანელიები! -საქმეს მაინც აკეთებენ!-არ მოეშვა არჩილი.-დამაიმედა. რა ვქნა, შვილო, არ მაქვს ეს გული დამშვიდებული… ვერ ვწყნარდები. -რომელ საქმეს? – ფეხზე წამოდგა ბენდელიანი.-იმ გამოსირებულმა თემურმა არ გაათხოვა თავისი შვილი შეთანხმებით?! ასეთ ხალხს ენდობი? – დაიყვირა გაგიჟებულმა. -შეხვდი შენ მართლა? – ჩაეძია ძია არჩილი.-რაო, რა გითხრა? -რას იტყოდა.-წაუკიდა სიგარეტს.-თქვენ გაგიხსენათ. ბიჭი ხომ ჰყავს მაგას? -კი, აჩის ხელა იქნება უკვე. მეგობრობს აჩისთან. შენ ასე თავისუფლად მიდი-მოდიოდი ამ ციხეში?! – ალმაცერად გამოხედა ბიჭს კაცმა. -რამე პრობლემაა? – ჩაეღიმა სუსტად უტას. -კი, თან ძალიან დიდი! – აიმაღლა ხმა კაცმა.-არ იყავი ჭკვიანად?! -არა. – უპასუხა უდარდელად.-მოვიხატე ეს სხეული.. მოწევა დავიწყე.. საეჭვო ხალხი გავიცანი.. – არხეინად უშლიდა არჩილს ნერვებს. -უტა!!! -აბა, რას მეკითხები? – გაეცინა.-გავიწყდება, დროის მსვლელობა, არჩილ. გავიწყდება… -რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, უტა.. – შეეცვალა ხმა კაცს. იქვე ჩაიმუხლა არჩილთან. დაეტყო, როგორ უჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. -ვერ გეტყვი, შენი შვილის მკვლელები არ დასაჯო-მეთქი. ვერც იმას გეტყვი, რომ არ ღირს. შენ ხომ იცი, მე… ჩემთვის რასაც ნიშნავს ტატო, ბიძია. ისე გავაკეთოთ, როგორც სწორი გგონია შენ. ღირსია ტატო მისი მკვლელები დაისაჯონ. და შენ ყველაზე მეტად იმსახურებ მაგ სამართალს.-გულზე მიუთათუნა ხელი კაცს. ერთი სიცოცხლე დაამთავრა უფროსმა ბენდელიანმა ასეთი სიტყვების გაგების შემდეგ. ასეთი ადამიანისგან. -ოხ, შე… ოხ, უტა!!!! – ამოიოხრა კაცმა. მხრებზე დაადო ხელი, რადგან ის გული აეწვა ყველაზე მეტად, სადაც მიადო ხელი ბიჭმა.-მოდი აქ! – ჩაიკრა გულში ჩამუხლული ძმიშვილი და ბოლო ცრემლიც მის ზურგზე ჩამოსრიალდა. -თემურის გოგო სულ შენთვის მინდოდა… – ამოიჩურჩულა ბოლოს თვალცრემლიანმა. -თამთა?!-ფართოდ გაეღიმა უტას ქალის გახსენებაზე.-ვერა. -რატომ? ქერები აღარ მოგწონს? -გეძახის მარინა. -არა, მითხარი, რა იყო?! – არ მოეშვა არჩილი.-შენ და ტატო არ იყო, დაშტერებულები რომ უყურებდით სულ? -მოწიე ჩემთან ერთად და გეტყვი. – გამოუწოდა სიგარეტი კაცს. ამრეზით დახედა გამოწვდილ ღერს არჩილმა. მიხვდა, რომ სერიოზულად ეუბნებოდა ეს…. ბავშვი. -კაი, აჰა! – ჩამოართვა მოწოდებული და უხალისოდ ჩაიდო პირში არჩილმა. უტას გულახდილად გაუნათა სახე ღიმილმა. მოუკიდა ცეცხლი არჩილის სიგარეტს. -გაგისწორდა? – ანიშნა უტამ. -მაგარი საცემი თუ არ იყო, შენს თავს გეფიცები, უტა! მითხარი ახლა.. -ვაა, მამაჩემო?!-კარში გაჩერდა შოკირებული აჩი.-აშკარად უდრო დროოს ვიცი ხოლმე შემოსვლა. რაო, გაგაფუჭა ამან? -რა სიამოვნებას ხედავთ ამ სისულელეში? – მოიქცია ორ თით შორის ღერი კაცმა.-რა არის ეს?-ამოახველა ბოლოს. ბიძაშვილებს ერთხმად გაეცინათ. -შენი ღვინო ხომ არ დაგილევია? – მხრებში ჩაავლო ხელი მამას.-რაღაც არ გამოიყურები ჯანმრთელად. -გამეცალე, – მოიშორა ხელები არჩილმა და გამოაღო კარი.-ჩამოდით სადილზე. ის გოგოც დავპატიჟოთ.. თოფურიებთან რომ არის მოსული სტუმრად. ისეა გაგიჟებული მარინა, მაინტერესებს მეც! -ხოდა, თუ გაინტერესებს… – გადახვია ხელი აჩიმ.-მოგიყვან მალე სახლში. აქ გეყოლება. -ხო, გავიგე მეც და მაგიტომ უფრო მაინტერესებს.. -გეუბნები, მა, სიტყვას ვიძლევი.. -უტა, შენ ხარ მოწმე! – დაუბარა ძმიშვილს ხელის აწევით. ჩუმად მიხურა კარი უტამ. იქვე მიადო შუბლი. თანდათან ბრუნდებოდა. თანდათან ახსენდებოდა. მტვრიანი ნავიდან ამოდიოდა. . ელისოს კლასმა ბოლო ზარი დარეკა მერხეულის სკოლაში. მაისის პირველ რიცხვებში დაამთავრა სკოლა ელენიკო ჯაფარიძემ. მიუხედავად დედის ავადმყოფობისა, მაინც მოახერხა ერეკლეს დახმარებით კაბის შეკერვაც, ფულის დადებაც და ბედნიერი სახით ზეიმზე წასვლაც. ელისოს ყველაზე მეტად ებრალებოდა ელენე. განსხვავებულ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, სხვებზე მეტად მას ეფერებოდა, მასზე ჰქონდა თვალი ყოველთვის. თავადაც უფასოდ ამეცადინებდა ლიტერატურაში… ბრწყინავდა ელენიკო იმ საღამოს. მოხდენილი შავი კაბა ეცვა, მოკლე და კოხტა. გრძელი, შავი თმა აეწია მაღლა, ღია თვალები ბევრ ამბავს ჰყვებოდა შორიდან. სუფთა სურნელი ასიოდა ელენეს, ჯერ კიდევ უცოდველი და ხელუხლებელი. სოსო სოფლის რწმუნებულთან ერთად მიიწვიეს სუფრაზე. მერხეულში ერთადერთი რესტორანი არსებობდა და იქ ტარდებოდა ყველა ღონისძიება, მათ შორის ბავშვების ეს შეკრებაც. ერეკლე ვერ წავიდა დის ზეიმზე. მუშაობდა იმ ღამით და იმიტომ. ვერც ეთერი დეიდა დაესწრო, მეზობელი დარაჯობდა მთელი ღამე მის წნევას. მშვიდად ჩაიარა სუფრამ. ყველას მოჰყავდა მშობელი ან დედმამიშვილი, მხოლოდ ელენე იყო მარტო სოსოსა და ელისოს იმედად დარჩენილი. ალკოჰოლისა და გულისტკივილის დამსახურებით ცრემლიანმა ჩამოიარა რესტორნის ეზოს კიბეები. ბოლოში ჩამოჯდა შამპანურის ბოთლით ხელში და ამოიტირა. ალბათ ბედის მწერალმა გადაწყვიტა ასე, რომ იმ დროს უნდა გამოევლო უტასაც მანქანით. მაშინვე მიიქცია ყურადღება კიბეზე ჩამომჯდარმა გოგონამ. არც უფიქრია, რომ ბავშვი იყო ის გოგო. მაგრამ იმაზე ბევრი იფიქრა, საერთოდ გადასულიყო თუ არა.. ამოიოხრა. ვერ დატოვებდა ასეთ სიბნელეში (რატომღაც თაიას შიში გაახსენდა სიბნელის მიმართ) ამ პატარა გოგოს. გადააბიჯა საერთოდ ყველა ღირებულებას, ღირსებას თუ რა ცილსაც სწამებდნენ თანასოფლელები. იქვე ჩამოუჯდა ელენეს კიბესთან. ვისაც არ უნდა დაენახა, მზად იყო გამოსროლილი ტყვიისთვისაც კი. -მოიწყინე? – ჰკითხა და ახედა ვარსკვლავიან ცას. -მოვიწყინე.-დაეთანხმა ელენე. მოათვალიერა სახეზე უცნობი მამაკაცი. ამოიცნო მამის მკვლელი მაშინვე და ცოტა ხანი გაიყინა. -ნუ გეშინია.-დაათბო ხმა უტამ.-არაფერს დაგიშავებ. -რა შეღავათია.-ჩაეცინა ელენეს. დაანახა შამპანურის ბოთლი უტას.-თავს გაგიხეთქავ. გაეცინა უტას. -დაგილევია უკვე ბოლომდე.-შეამოწმა ხელით უტამ ბოთლი.-სრულწლოვანი მაინც თუ ხარ? -გავხდები მალე. -ჩამოადო თავი თავისივე მუხლებს ელენემ.-შენ მოკალი მამაჩემი? – ისე გულუბრყვილოდ ჰკითხა, უტამ თვალი ვერ მოაცილა მაინც. ამან უფრო აიძულა გაჰყინვოდა ის თვალები. ვერაფერი უპასუხა ბავშვს. -ადექი, მიგიყვან სახლში. -არა, ვიქნები ცოტა ხანი.-გააშვებინა ხელი მაშინვე.-არ მინდა სახლში.. ისედაც.. ისედაც ერთი სული მაქვს, როდის წავალ იმ სახლიდან. ამოაყოლა ეს სიტყვები ტირილს. -ანუ შენ მოკალი.-დაუბრუნდა ძველ თემას ელენე.-სამწუხაროა.. ვერც მოვასწარი მისი გაცნობა. მიზეზი მაინც მითხარი, რატომ. -ელენე. -არა, მაინტერესებს, მართლა. სახლში სიტყვას ვერ ვძრავ ამ თემაზე. ერეკლეს ხომ ადამიანურად ვერ დაელაპარაკები ვერაფერზე, დედა.. დედა სულ ავადაა, რაც თავი მახსოვს. ყველას თავისი მშობელი ჰყავს აქ, – ხელი გაიშვირა რესტორნისკენ.-მე არც ერთი. არც ჩემი ძმა, რადგან მუშაობს ამ დროს, რომ სასწავლებლის ფული შემიგროვოს, რომ დედა სამკურნალოდ გაუშვას, რომ საჭმელი გვქონდეს სახლში, რომელსაც არასდროს აქვს ის გემო, რასაც დედის გაკეთებული ჰქვია… შენ.. შენ გესმის რამდენი რამ გააფუჭე შენი საქციელით?! – სიჩუმეში ნათქვამი სიტყვები ექოსავით განმეორდა უტას ყურში. უსმენდა გულგატეხილი ბავშვის მონოლოგს თვალის დაუხამხამებლად. მაშინ მიხვდა, რომ რაღაც იგრძნო. რომ დააშავა. რომ შეცდა ათი წლის წინ. „საჭმელი, რომელსაც დედის გაკეთებული ჰქვია“ -ვინ წაგიყვანს სახლში?-უთხრა ჩუმად ცოტა ხნის მერე. ოსტატურად აართვა პირისკენ წაღებული შამპანურის ბოთლი და დაიდგა გვერდით. საოცარი სანახავი იყო მერხეულის მთვარიანი ცის ქვეშ უტა ბენდელიანი და ელენე ჯაფარიძე. -ელისო მასწავლებელი. – ჩაიქნია ხელი ელენემ.-მეძებს ალბათ უკვე, ისედაც ყველასგან მარჩევს. ყურადღებას მაქცევს, მფარველობს. ამ სითბოთიც კი გული მტკივა, რადგან ასე მხოლოდ უპატრონო ბავშვებს ექცევიან, იცი? – გული გაუტყდა ელენეს ამ სიტყვებზე. ალკოჰოლმა და ყოველდღიურმა პრობლემებმა ამოხეთქა მასში. მაინც როგორი ჭკვიანი იყო… აზრიანი და დიდი ასაკთან შედარებით. ახლაც ისე უშიშრად ეჯდა გვერდით მამის მკვლელს, უტა გაოცებული იყო. ძალიან მიამსგავსა ერთ ადამიანს ელენე. -არაფერს იტყვი? – გადმოხედა უტას ბავშვმა.-ვიცი მე ყველაფერი, რატომაც მოკალი მამაჩემი. -არ გინდა შენ ამაზე ფიქრი, ელენე. დაბრუნდი უკან. -ამის გარდა სხვა საფიქრალი არ არის ჩემს სახლში.-ცივად გაუღიმა უტას.-ფიზიკურად ვერ ვფიქრობ სხვა რამეზე, რადგან სხვა არაფერი მესმის. მით უმეტეს, შენი გამოსვლის მერე. ვიცი მე ყველა მიზეზი… გავიგე, როგორ ჩურჩულებდნენ სკოლაშიც იმ დღეს შენზე. როგორ ამბობდნენ ათას საზიზღრობას თავისთვის, მაგრამ მე მაინც მესმოდა ყველაფერი. რთულია მკვლელის სტატუსი? -რა გინდა, ელენე? – გაეღიმა უტას. და თან ეტკინა მისი ცრემლები.-ამაზე საუბარი გინდა აქ? ჩემთან? -ხო, შენთან.-მიადო თითი მკერდზე.-ჩემი საშინელი ბავშვობის გამო… დედაჩემის ავადმყოფობის გამო… ჩემი ძმის განადგურების გამო… ამაზე მინდა შენთან საუბარი! გაიგონე ახლა? – გაეტირა და მოიშორა თვალებიდან ცრემლებიც.-ვბრაზობ ძალიან. იმაზეც ვბრაზობ, რომ მამაჩემი.. მამაჩემის გამო.. თუ ის ყველაფერი მართალია.. მართალია?! -გაჩუმდი ახლა.-გააშვებინა ხელი უტამ.-და წამოდი, წაგიყვან. -არსადაც არ წამიყვან! მიპასუხე კითხვაზე! -რომელ კითხვაზე? -მართალია თუ არა, რომ… -რომ რა?!-მიეშველა უტა.-არ გინდა, ხომ გითხარი… – მიეფერა თმაზე, როცა ვერაფერი თქვა ელენემ. როცა გაუჭირდა იმ წინადადების დასრულება.-ეგ რას შეცვლის? ხომ არაფერს. მე ვარ დამნაშავე, მე გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. -რატომ გააკეთე.. – მიარტყა გულზე ხელი უტას.-რატომ… და მაინც ისე თავისუფლად დაიარები სოფელში, თითქოს არაფერი გაგიკეთებია! თითქოს, ჩვეუელბრივი ადამიანი ხარ…. საერთოდ არ განიცდი?! არ გადარდებს?! სახლში ხომ მოდიოდი ზოგჯერ მაშინ… – ჩაასრულა სევდიანად. გაახსენდა და იმიტომ. უკვე თავბრუ ეხვეოდა ელენეს. თვალებიდანაც ვეღარ იხედებოდა. -წამოდი, წაგიყვან.-მკლავში ჩაავლო ხელი უტამ. -არ მინდა სახლში! წადი შენს გზაზე შენ. ორი ნაბიჯი ძლივს გადააბა ელენემ. მაშინვე ხელებში მოიქცია უტამ. -რა ჯიუტი გოგო ხარ, – გაეღიმა და ასე წაიყვანა მანქანისკენ. კელასურმა თითქოს დინება საერთოდ შეაჩერა წამით, ისეთ რაღაცას მოჰკრა თვალი. მერხეულის თბილ საღამოს ხელში აყვანილი ბავშვი მოათავსა მგზავრის ადგილას უტამ. ღვედიც შეუკრა და ის მავნებელი ფეხსაცმელიც თავად გახადა ფეხზე. -არ გაგახარებს ღმერთი შენი საქციელისთვის, უტა ბენდელიანო… -ამოიბურტყუნა ელენემ მის ყურთან. ბოლოჯერ გადმოსცვივდა თვალებიდან ცრემლები და იქვე მიეძინა. კარგა ხანი უყურა მის სახეს უტამ. ექვსი-შვიდი წლის ელენიკო ბევრჯერ აუყვანია ხელში მაშინ. გუშინდელი დღესავით ახსოვს ელენეს პირველი სექტემბერი. გადაუწია ხელის შემშლელი თმა სახიდან. დამშვენებული გოგო იყო ჯაფარიძეების ელენე. -ღმერთი ნამდვილად არ გამახარებს შენ გამო, ელენე.-დაიჩურჩულა მასთან და უხმოდ გაუყვა მერხეულის დაკლაკნილ გზებს. მიადგა ისევ თოფურიების ეზოს, ამ ჭიშკარს, ყოველი განსაცდელისას რომ აქ მოდიოდა თავისით. გადმოიყვანა ელენე მანქანიდან, ფეხით შეაღო კარი. არჩის არც ერთხელ არ დაუყეფია, როგორც კი ამოიცნო სტუმარში უტა. -უტა?! – გაკვირვებულმა მოათვალიერა კართან აყუდებული ბენდელიანი თაიამ.-რა მოხდა?-შემოუშვა მაშინვე და მიხურა კარიც. -სად დავაწვინო? -ამოიყვანე. – ავიდნენ მაშინვე მეორე სართულზე. თაიას ოთახის კარიც გაიღო ბენდელიანისთვის…. ანიკას მიუწვინა გვერდით უტამ. თვალი მოარიდა უცნაურ პოზაში მწოლიარე სტუმარს, იქვე მიასვენა ელენეც. თაიას მიანდო დანარჩენი. თვითონ მისაღებში ჩამოვიდა. სახეზე ჩამოისვა ხელები. არ შორდებოდა ის სიტყვები, რასაც გაიძახოდა გატანჯული ბავშვი წეღან. -რა მოხდა, იტყვი ოდესმე? – ჩამოიარა კიბეები თაიამ.-სად არიან ჩემი მშობლები? -უთხარი სოსოს ელენეს ამბავი. ეძებენ ალბათ. -შენთან როგორ აღმოჩნდა? -გარეთ იყო ნასვამი, წამოვიყვანე.-კარის სახელური ჩამოსწია უტამ. გასვლა უნდოდა იმ ოთახიდან, მაგრამ ვერ გამოაღო კარი. იქვე მიეყრდნო შუბლით და რამდენჯერმე მსუბუქად მიარტყა ხის ზედაპირს. მაშინ გამოფხიზლდა მხოლოდ, როცა იგრძნო წელზე მოხვეული ხელები. უკნიდან აეკრო თაია ბენდელიანს. დაადო მის ხელებს თავისი უტამ, შემოტრიალდა და ამჯერად თავად ჩაიკრა გულში დაღონებული ქალი. ქალი, რომელსაც ვერ ეუბნებოდა უარს ვერაფერზე, ვერ ეწინააღმდეგებოდა, მასთან ნებდებოდა და ავიწყდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო – ნეიტრალური. თავზე აკოცა მიხუტებულს. -შეცდომას ნუ დამაშვებინებ. – დაიჩურჩულა მის სახესთან. გადაუწია თმა და უკეთ დაინახა ქალის შავი თვალები, ახლა რომ ელავდნენ ათას ფერებად.-გონს მოდი, თაია, სანამ დრო გაქვს მაგ ყველაფრის. როგორც შენ შეგიძლია ჩემი დამშვიდება, მეც შემიძლია ჩემი ერთი საქციელით ყველაფერს გადავუსვა ხაზი. შენნაირი ქალი… შენ მით უმეტეს…-მოეფერა ლოყაზე საოცრად თბილად.-ვერ იდგება ჩემ გვერდით ისე ამაყად, როგორც უნდა იდგეს ზოგადად ქალი მამაკაცის გვერდით. არასდროს დაგავიწყდება რაც მაქვს გაკეთებული. არასდროს დამავიწყდება მეც ის კადრები ჩემს გონებაში… – მიიკაკუნა საფეთქელზე უტამ თითები. თაიას ღვრად ჩამოსდიოდა თვალებიდან ცრემლები, ის კი სასტიკად განაგრძობდა თავის გულწრფელ მონოლოგს.-გესმის, რას გეუბნები?! ხომ ხვდები, რასაც ვამბობ? -ვერა.-გააქნია თაიამ თავი.-ვერ ვხვდები. არ მინდა მაგის დაჯერება. არ მინდა იმის მიღება, რასაც ასე გაიძახის ხალხი შენ გარშემო. შენ ათასი შანსი გაქვს, უტა… -შანსი მქონდა.-ჩაერია ხმადაბლა, თუმცა ისე ჩანდა თითქოს ყვიროდა მისი სიტყვები.-იცი რამდენი შანსი?! უბრალოდ გავაფუჭე. ზურგი ვაქციე ყველას, ღმერთს განსაკუთრებით. იცი, რა მითხრა იმ პატარა გოგომ, ახლა რომ მოვიყვანე ჩემივე ხელებით? – გამოსწია თავისი ხელები თაიასკენ.-იცი, რამდენი პრობლემა აქვს ჩემ გამო? იმის გამო, რომ უმამოდ დავტოვე შვიდი წლის ასაკში… ამ ხელებით ვერასდროს მოგეფერები, – ჩამოუსვა სახეზე თითები.-იმიტომ, რომ სუფთა არაა. სისხლიანია, თაი, მკვლელის ხელებია… -გეყოფა! -ეს შენ გეყოფა უაზრო ბრძოლა. – არ შეცვლილა არც ერთი მიმიკა მასში.-ჩემკენ სიარული.. მოკალი შენში ყველა ის ბავშვური სურვილი, რაც გქონდა ოდესმე. არ ვარ მე ის უტა, ვისზეც მიგიწევდა გული ბავშვობაში. -ამაზე არ გიფიქრია რამდენიმე დღის წინ? – ცივად მიაშტერდა თაია თვალებში.-აქ რომ მოხვედი.. რომ მეფერებოდი… რომ მკოცნიდი, მაშინ არ გიფიქრია?! ახლა მეუბნები?! -რამდენჯერ გითხრა, გოგო?!-ისევ მიიტანა სახე ახლოს და მიაშტერდა თვალებში.-ახლაც გეტყვი და თუ გინდა, მაინც მოგეფერები, მაგრამ რის ფასად, მითხარი?! ბოლო ხომ იცი რა არის ყველა ვარიანტში… -წადი აქედან! – მიარტყა მსუბუქად გულმკერდზე უტას.-არასდროს გაბედო… არასდროს შემეხო… არასდროს მომეკარო.. წადი!!! -კარგი. – დაეთანხმა უნებურად. გამოიხურა კარი. ატირებული თაია მოიტოვა ზურგს უკან. ვერასდროს იფიქრებდა, ასე თუ იმოქმედებდა ჩვიდმეტი წლის ბავშვის სიტყვები მასზე. გაახსენდა საკუთარი თავი. ხმაურიანად შეაღო სახლის კარი. მარინა თავისთვის უყურებდა ტელევიზორს. არჩილს დივანზე ეძინა მშვიდად. აჩი კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. მხოლოდ თვითონ იყო ყველაზე დამძიმებული. ლამის ზედმეტი მათ შორის… -მოხვედი, დედი? – მიეალერსა მარინა დაუფიქრებლად სიტყვებით. თავი გადახარა გვერდზე ბენდელიანმა. იქნებ, უფრო მარტივი ყოფილიყო მისთვის, რომ შესძლებოდა დაეძახა „დედა“ მარინასთვის. აჩის მიუჯდა გვერდით მაგიდასთან. არჩილის მოტანილი „ბენდელიანი“ მოიყუდა და ოჯახის წევრების თვალწინ ჩაცალა ბოთლში ჩარჩენილი სითხე. ელენესავით. კელასური თავის კალაპოტს დაუბრუნდა. მერხეულის თავზე ვარსკვლავები გაუჩინარდნენ. . თავი მეექვსე „…ირგვლივ წარსულის წყვდიადი მაკრავს და მივისწრაფვი თავქვე ხალისით. გული კი ფეთქავს, ჯერ ფეთქავს, მაგრამ რაღასთვის ფეთქავს, თვითონ არ იცის.“ მზიანი მერხეულის დილას გამოეღვიძა ელენეს. თვალი მოჭრა მწველმა სხივებმა, რომლებიც ფანჯარაში ურცხვად შემოპარულიყვნენ და შოკოლადისფერ კანზე ნებიერად დაიდეს ბინა. უცხო კედლები მოათვალიერა მაშინვე. ტუმბოზე ჩამოდებულმა ფოტომ ახადა ყველაფერს ნათელი – აჩი და თაია თავიანთი ბანკეტის დღეს. თავზე შემოირტყა ხელი ელენემ, კინოკადრივით აღდგა ყველა დეტალი გუშინდელი საღამოდან. ეს ბენდელიანებიც რომ არ შორდებოდნენ ამ დილაადრიან…. შეატრიალა სხვა მხარეს ფოტოსურათი, წამოჯდა ლოგინზე და დადუმდა ცოტა ხნით. ჩაიცვა თაიას ტანსაცმელი, იქვე დაელაგებინა გოგონას მისთვის. დარცხვენილმა ჩამოიარა კიბეები. გოგონები უკვე სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ არხეინად. ზაფხულის სურნელება დაიარებოდა ღია ფანჯრებში. ჩარჩოსთან ჩამოდგა ელენიკო და შუბლი მიარტყა კედელს გაგულისებულმა. -მოდი აქ, მოდი. – ღიმილით გამოსწია ხელი თაიამ. -სამუდამო ძილი მინდა.-დაილუღლუღა და მოღუშული მიუჯდა მაგიდას. -ნაბახუსევი?!-შეჭმუხნა სახე ანიკამ. ესმოდა მისი.. -უარესი.-ჩაიქნია ხელი.-რა მოხდა გუშინ, თაი? არ მითხრა, რომ სოსო ძიამ ასეთ მდგომარეობაში მომიყვანა… -სოსომ არა.-ჩაახველა თაიამ. ანიკას გაეღიმა რატომღაც. -აბა, იმან…?-იტაცა შუბლზე ხელები.-ოხ, ელენე! ოხ! -კარგი, რა მოხდა.. – მიეფერა ანიკა.-როგორ გაერთე გუშინ, ის მოგვიყევი.. -ერეკლემ იცის? – შიშის ფერები გაუკრთა თვალებში ელენეს. თაიას ახედა მომლოდინედ. -არაფერი იცის. სოსოს და ელისოსას ველაპარაკე. არ ინერვიულო, კარგი?! ეთერი დეიდაც კარგადაა, გელოდება სახლში. ვისაუზმოთ და გაგაცილებთ მე და ანიკა. -სულელი ვარ. – გააქნია თავი ელენემ.-რა მინდოდა.. ვის ველაპარაკებოდი.. რას გამოვდიოდი! -რატომ? – ჩამოუჯდა თაია.-მოხდა რამე? თითქოს დაფიქრდა ელენე. ყველა ის თბილი საქციელი გაახსენდა, რაც გაიმეტა ბენდელიანმა მისთვის. რა უნდა დაეშავებინა ელენესთვის… თვითონ ემუქრებოდა თავის გახეთქვით გუშინ. -არა.-უარყო მაშინვე.-ვერც მივხვდი, ისე მოვიდა. ვილაპარაკეთ უბრალოდ. კარგია, რომ ერეკლემ არაფერი იცის. დიდი მადლობა, თაია.. -მოდი, შეჭამე რამე. – ღიმილით მოიპატიჟა მეზობლის გოგონა.-სამსახურში შემორჩა ეტყობა ერეკლე, თორემ დაგვადგებოდა თავზე ამდენი ხანი. არაუშავს, ჩვენ მიგაცილებთ.. -კარგი. დედას გაუხარდება.-გაუღიმა თაიას. ანიკა გაოცებული დარჩა ამ ბავშვის სიმტკიცით. თაიას გვერდზე ზუსტად ისეთი ჩანდა, როგორიც თავისი საუკეთესო მეგობარი – ძლიერი. ხომ სხვადასხვა ამბავი სჭირდათ ამ გოგონებს, მაგრამ ორივე ისე მედგრად იდგა პრობლემების წინაშე, ასე მოქცევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია ამ ცხოვრებაში. შემოაღო კარი აჩი ბენდელიანმა. გადაეფინა სიამოვნება ანიკას სახეს, როგორც კი შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს. -დილა მშვიდობის. – შემოვიდა თავისუფლად და გადახვია ხელი თაიას.-როგორ ხართ? -კარგად, შენ? – მოიკითხა თაიამ. -ნელ-ნელა.-ანიკას უყურებდა და ისე პასუხობდა კითხვებს.-რას შვრებით თქვენ? კარგი ამინდია, ხომ არ გავისეირნოთ სადმე? უხერხულად შეიშმუშნა ელენე. აშკარად ზედმეტი იყო მათ შორის და ისიც კარგად იცოდა, რომ გასეირნების შეთავაზება მას არასდროს შეეხებოდა. თითქოს, გულიც დასწყდა, ვერასდროს რომ ვერ სუნთქავდა თავისუფლად იმ ოთახში, სადაც რომელიმე ბენდელიანი მიანც იყო. -მეზარება.-დაიხსნა თავი თაიამ ბიჭის მკლავისგან, წვენი ჩამოუსხა მოსულს. -გეზარება?! – აწკიპა წარბები აჩიმ. -დიახ. მეზარება. – თვალი თვალში გაუყარა ბიჭს.-შენ და ანიკა წადით. -მე და ანიკა წავალთ, კი, არაა პრობლემა ეგ. -ეგრე გადაწყვიტე? – წამოდგა ანიკაც. ნაზად გაირ-გამოიარა სამზარეულოში. ელენეს სულმა წასძლია, ისე უნდოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის ნაწილი… ამ ურთიერთდამოკიდებულების, სითბოსი… -არ წამომყვები? მცხეთაში ჩავიდეთ.-გაჰყვა მის ნაბიჯებს ბენდელიანი, გვერდით დაუდგა და გადმოხედა თბილი თვალებით. -მცხეთაში რატომ? -ჯვარი დავიწეროთ. ერთხმად გადაუარა სიცილის ტალღამ გოგონებს. -მეჯვარე რომ არ მოგვყვება… – გაინაზა ანიკა. თვითონაც სიამოვნებდა ასე წამოწყებული ფლირტი. -ელენე წავიყვანოთ, – თვალი ჩაუკრა ელენეს აჩიმ. ალმური მოედო სახეზე ჯაფარიძეს, ვერ მიხვდა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა მის საქციელზე. რატომ იყო ასეთი კარგი ადამიანი აჩი ბენდელიანი?! თან თბილადაც რომ უყურებს… თითქოს არაფერი ხდება მათ შორის. -ვერა. – გაეღიმა ნერვიულად ელენეს.-სახლში მელოდებიან. წავალ მე, კაი, თაი? -გაგაცილებ. – გამოჰყვა ელენეს გარეთ თაია. სოსოს მოსაცმელი მოიცვა მაისურზე და ასე გაუყვნენ მერხეულის გზას ორივენი. -ელე, – წამოიწყო თაიამ. თითქოს ნიადაგი შეამზადა შემდეგი საუბრისთვის.-ისევ ხატავ? -იშვიათად, დრო არ მაქვს თითქმის. რატომ?! -ერთი პროექტია… შენნაირი ახალგაზრდების წახალისებისთვის. ანიკა სადაც მუშაობს, ის კომპანია აფინანსებს. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს საზღვარგარეთ გაუშვებენ სამხატვრო კურსის გასავლელად. ხომ არ ცდიდი? -ოჰ, – ხელი ჩაიქნია ელემ.-როდისაა? ახლა ეროვნულებიც მაქვს, სულ სამეცადინოა.. -სექტემბრისთვის იქნება კონკურსი. მონაწილეობა უფასოა. ძალიან მინდა, რომ გახვიდე.. -არ ვიცი, თაი. -მომისმინე, – ხელკავი გაუყარა ელენეს. სკოლის წინ ჩაიარეს გოგონებმა.-ვიცი, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ. გაწუხებს დედაშენის ჯანმრთელობა, ერეკლეს ხასიათი, ის მდგომარეობა, რაც ახლა არის ჩვენს სოფელში, მაგრამ თავს ნუ დაითრგუნავ მაგ ყველაფრით. მოგვარდება თავისით. შენი ჩარევის გარეშე. ერეკლე ფიცხია, – ამოისუნთქა.-მაგრამ მართალი. თან ძალიან მინდა გავამართლო, თან ვიცი, რომ სხვანაირად მოქცევაც შეუძლია. შენი ხათრით მაინც. ხომ გესმის? -ერეკლეს ძალიან უყვარხარ.-გაუღიმა თაიას.-ახლა ვხვდები რატომ. -ეგრე იძახის ეგ, მაგრამ არ გაიგონა არც ერთი ჩემი სიტყვა არასდროს. -სასოწარკვეთილია… – აუკიაფდა ცრემლები თვალებში ბავშვს.-ვერ მოსთხოვ ვერაფერს, როცა ასეთ მდგომარეობაში. მართალიცაა… თავად უნდა გვარჩინოს ყველა. დედაც, მეც, ყველას გასაკეთებელს აკეთებს. თაია, შენ… შენ იცი მამაჩემის შესახებ სიმართლე? – შეხედა და ჩამოუგორდა კიდეც თვალებიდან ცრემლები. თაიას აეწვა შიგნეულობა. დადუმდა, ვერ შესძლო პასუხი გაეცა ამ უწყინარი კითხვისთვის. -ყველამ ყველაფერი იცის ამ სოფელში.-დაიჩურჩულა ელენემ.-ასეთი სალაპარაკოა ჩვენი ოჯახი და ერეკლე მაინც არ ისვენებს. მის ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. ის ბიჭია და უფრო მეტი მოეთხოვება.. მაგრამ მისიც მესმის. – ძალიან შორის იხედებოდა ელენეს გონება. თაია გაკვირვებული დარჩა ამ ბავშვის საუბრით, მისი სიმტკიცით. მკლავზე მოეფერა ელენეს. შეაცილა სახლში და მოიკითხა ეთერი დეიდაც. ფარულად მოათვალიერა იმ ოთახის კარი, სადაც წლების წინ ბევრი ადამიანის ცხოვრება დაინგრა. . -როდის ბრუნდები თბილისში? – მოწრუპა ანიკას გაკეთებული ცივი ყავა და ისე ჰკითხა გოგონას. -ზეგ. დამიმთავრდა შვებულება. -ვინ წაგიყვანს? – თვალებს არ აცილებდა ბენდელიანი. -იმდენ რამეს მატანს ელისო დეიდა, ალბათ არც ერთი მარშუტკის მძღოლი არ ამიშვებს. – გაუნათა სახე ღიმილმა. მზე ზუსტად მის მოოქროვილ თმაზე ანაწილებდა სხივებს, აჩიც ნებიერად უყურებდა სათნო და ნაზ ანიკას. -წაგიყვან მე. – წამოიწია ოდნავ. აათამაშა თითები ჭიქაზე. -არ არის საჭირო. ჩემით მოვახერხებ. -მაინც თბილისში მივდივარ. -არ მიდიხარ, აჩი.-გაიხედა ეზოსკენ ანიკამ, ენანებოდა ძალიან მერხეული დასატოვებლად. -წავალ შენ გამო ერთი-ორი დღით ადრე.-საეჭვოდ წამოდგა ფეხზე ბენდელიანი. -მაშინ წადი, როცა წასასვლელია.. არ მინდა არავის შეწუხება. -შენ როგორ უნდა შემაწუხო, გოგო?-გაეცინა და შეუმჩნევლად წაეთამაშა თმაზე. არაფერი უგრძნია ანიკას, ნიჟარასთან ჩამომდგარიყო აჩი. თვითონაც მოტრიალდა სკამზე ჩამომჯდარი, ქვევიდან ახედა კაცის მოლურჯო თვალებს… შეცვლილს, თითქოს უფრო დამტკბარს. მოავლო თვალი მის განიერ მხრებს ანიკამ. მუქი ლურჯი მოკლემკლავიანი ზედა ეცვა აჩის, იმავე ფერის თვალები კაშკაშებდნენ ქალის გასაგიჟებლად. -რომელზე გავიდეთ? – განაგრძო აჩიმ. სიგარეტის ღერი შეათამაშა ხელებში. -აჩი.. -ანიკა.. – გადახარა თავი გვერდზე.-მართლა საქმეები მაქვს თბილისში. წაგიყვან შენც. რატომ ხდი პრობლემას.. -კარგი. დილით წავიდეთ მაშინ. -მეგონა უკვე სვეტიცხოველში იწერდით ჯვარს. – ჩამოდგა კართან თაია. მოათვალიერა საყვარელი მეგობრები. ათასი სითბო გადმოიღვარა მისი თვალებიდან. -შენ გარეშე როგორ? – გადახვია ხელი აჩიმ.-არ მეტყვი, რატომ ხარ მოწყენილი? -არა.-მიეხუტა თვითონაც. -ჩემი ძვირფასი ბიძაშვილის გამო ხომ არა, სულ შემთხვევით? -მით უმეტეს, არა! -ანუ მით უმეტეს კი! – ჩაეცინა აჩის.-თაია.. -არ გინდა, აჩი, შენ მაინც.. -არაფერს გსაყვედურობ. ხომ იცი, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ მხარეს ვარ. შენი არჩევანის მოდარაჯედ მიგულე ყოველთვის, თუ ეგ არჩევანი ბედნიერს გაგხდის ოდესმე, თაი. -მიყვარხარ.-დაუფიქრებლად ამოილაპარაკა თაიამ და ისე მოჰხვია ხელები, როგორც საკუთარ ძმას. ანიკას მაშინვე თავისი პატარა დედმამიშვილი მოაგონდა. მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის მისი იმედი ჰქონდა ხოლმე, თაიასთან კი ყველაფერი სხვანაირად იყო. რთულია იყო ერთი მთელი ოჯახის საპირისპიროდ. ძნელია ის პასუხისმგებლობა, რაც ჰქონდა თაიას მშობლების წინაშე, მერე რა მშობლების… აჩი რომ არა, ალბათ ვერასდროს გადააგორებდა იმ პრობლემებს, რასაც აწყდებიან ზოგადად უდედმამიშვილო ადამიანები ცხოვრებაში. აჩისთან აკავშირებდა ყველაზე სენსიტიური ემოციური კავშირი თოფურიების ქალბატონს, წმინდა და დაურღვეველი. თითქოს სამარადჟამო.. . ამინდის ცვლილებასთან ერთად მერხეულის ბიჭებმა გააღეს სტადიონის კარი. სტადიონი სოსოს წყალობით გააკეთეს სოფელში. გამგეობაში დაჟინებით მოითხოვდა, რომ აუცილებელი იყო სოფელს ერთი რამ მაინც ჰქონოდა, რითიც თავს გაირთობდნენ ბავშვები. ბენდელიანებმა გამოიარეს თოფურიების ჭიშკართან. ორივეს სპორტულად ეცვა და ძუნძულით მიდიოდნენ. გადასწია ფარდა თაიამ, მალულად გააყოლა თვალი ბიძაშვილებს. როდიდან დაატკბეს ურთიერთობა, გაუკვირდა ძალიან. ბოლო შეკამათების შემდეგ უტასთან არ ულაპარაკია. მისი დანახვაც არ უნდოდა, იმდენად იმოქმედა მისმა ჩაქნეულმა ხელმა თაიაზე. სხვა ყველაფერი კარგი, მაგრამ თაიაზე რომ უარს ამბობდა…. ეს ტკენდა გულს ძლიერ – როცა ვინმეს არ უნდოდა. ჯერ არ არსებობდა ადამიანი, ვისიც დაინტერესდებოდა და მასაც ინიციატივა არ გამოეჩინა, ეს ბენდელიანი კი იმდენად უმართავი იყო ბავშვობიდან, უკვე ინტერესად ჰქონდა ქცეული მისი დაყოლიება. თუმცა, მიხვდა, რომ სხვა ამბავი სჭირდა თაიას გულს. არ ყოფილა ეს არც ინტერესი, არც ჯიბრში ჩადგომა, ალბათ უფრო სიყვარული. შუბლით მიეყრდნო ფანჯარას და მსუბუქად მიარახუნა რამდენჯერმე. რაღა ის?! აქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. უკვე მართლაც დროა, რომ წავიდეს. -თაი, – პარკებით ხელში შემოვიდა სოსო.-ფეხბურთის საყურებლად არ მიდიხართ? -რა ფეხბურთი? – ჩამოართვა მამას პროდუქტი და უდარდელად დაიწყო განაწილება. -ბიჭები თამაშობენ, წამო, ვუყუროთ. -წადი შენ. მეზარება. -რა ყველაფერი გეზარება, – გაბრაზდა სოსო.-აჩიმ მომიყვანეო გოგოები აუცილებლად. -ოხ… – გაეღიმა მაინც.-შენც თამაშობ? -ცოლიანები, უცოლოები. – აათამაშა წარბები სოსომ.-როგორ დავაკლდები! -წააგებთ მაინც, ხო იცი.-დააბინავა მამის მოტანილი ნივთები, სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და ფეხსაცმლის ჩაცმას შეუდგა. -გეგონოს. – გაიჯგიმა სოსო.-მაგარი ცხელა… დედაშენს ბავშვები ჰყავს დღეს გვიანობამდე დატოვებული, იწყება გამოცდები და გაწუროს უნდა! -ხო, ვიცი, მითხრა. რა არის პრიზი თამაშის? -ერთი კარგი ქეიფი. – ბედნიერი იღიმოდა სოსო.-მომენატრა დალევა… რამდენი ხანია არ დამილევია, იცი? -მაინც რამდენი?-გაუყარა ხელკავი.-ვეტყვი შენს ცოლს ყველაფერს. -მეც ვეტყვი, ვითომ იმ ბიჭს რომ შეურიგდი.-გამოაღო ჭიშკარი და გამოატარა ქალიშვილი.-ადე, ანი, სერიოზულ ტურნირზე მივდივართ!- შვილივით გადაჰხვია ხელი ანიკას სოსომ. ერთ მხარეს თაია დაიყენა, მეორეგან ანიკა. ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარეს ქუჩები. ძალიან საყვარელი იყო სოსო სპორტულ შორტსა და მაისურში გამოწყობილი. ისედაც ახალგაზრდული იერი ჰქონდა, შევერცხლილი წვერიც კი ვერ მალავდა მის ქარიზმატულ და მიმზიდველ გამოხედვას. უყურებდა თაია მამას და დაუკითხავად ევსებოდა თვალები ცრემლებით. -არ შევრიგებივარ. -ვიცი, მაგრამ ხომ უნდა მივცე სალაპარაკო დედაშენს? -ოო, მამა.. – მუჯლუგუნი გაჰკრა.-აგერ გავყვები ზურაბას. – ანიშნა სტადიონისკენ მიმავალი ბიჭისკენ.-ლექსებს მაინც დამიწერს! -ააა, ამასაც მოსწონხარ? – შეეცვალა გამომეტყველება კაცს. თან ანიკას გადახედა სიცილით.-არ მომტაცონ თქვენი თავი. მიბედავს ხალხი, ხედავ შენ! -აჩის ამის მეტი საღადაო არ აქვს. აქამდე არ იცოდი? -მე საერთოდ სხვა რამეს მოვკარი ყური. – თავისთვის ჩაილაპარაკა სოსომ. მაშინვე დაუარა ტანზე დენმა თაიას. მეგობარს გაუცვალა გაუგებარი მზერა. ლამის აორთქლდა ანიკა უხერხულობისგან. -რას?! -არ დამიჯერებია, არ იდარდო.-გაუღიმა მაინც ქალიშვილს.-ყველამ კარგად იცის ჩვენი და ბენდელიანების სიახლოვე, ამიტომ.. ყველას ნუ მიაქცევ ყურადღებას, თაი. ვერ მოზომა მზერა, როცა უყურებდა მამამისს. ასეთი ახლობელი არასდროს ყოფილა სოსო მისთვის, როგორც იმ წამს, როცა უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. სოსოს იმედების გაცრუებაზე მეტად არაფერი აშინებდა თაიას. რთულია, როცა იმ ადამიანს უნდა აქციო ზურგი, ვინც შენში დარწმუნებულია, შენს სისწორეში. უხმოდ შევიდნენ სტადიონზე. ხის გრძელ ტრიბუნაზე ჩამოსხდნენ სხვა დანარჩენებთან ერთად. ჯერჯერობით არ იყო ბევრი ხალხი მოსული, შესაბამისად თავისუფლად ათვალიერებდა მოედანზე ბურთით ხელში მოსიარულე უტას. ჰგავდა ძველს, სკოლაში რომ დადიოდა იმ ბენდელიანს. თვალწინ გადაურბინა მოგონებებმა თაიას. იმ დღეს ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა მაინც. განსაკუთრებით სოსოსა და უტას მისალმება, ერთმანეთში მეგობრული საუბრი. -ვისკენ ხარ შენ? – მოძუნძულდა მათთან აჩი. სპეციალურად გადაკოცნა ორივე ერთდროულად. -მამაჩემისკენ.-ნიშნისმოგებით აუწია წარბები და ანიშნა სოსოსკენ. -ზურაბა რომ ჩვენკენაა მაინც? – უჩურჩულა ყურში.-მოკლედ, ყველგან შენი თაყვანისმცემლებია… იქვე იდგა უტა. იცოდა თაიამ, მაგრამ არ იმჩნევდა მაინც. თითქოს, განზრახ. -უტას რატომ არ ესალმები? – გვერდით დაუდგა ბენდელიანი და ასე გაჰხედა მოედანზე გამორჩეულად მდგარ ბიძაშვილს. შორიდანაც კი ეტყობოდა, რომ ის სხვა იყო, დანარჩენები კი სხვა.-რა ბედი აქვს მაინც რა… მაინცდამაინც შენი თაყვანისმცემლების გუნდში უწევს თამაში! -ახ, აჩი! – გულიანად გაეცინა თაიას.-არ ედარდებოდეს ახლა მაგასაც… -ჰო, ისედაც მოგებული არ აქვს?-სხვანაირად გაუღიმა ბიჭმა.-წავედი. გატანილ გოლებს შენს გიძღვნი, პრინცესა.. – თვალი ჩაუკრა ანიკას. სამივეს ერთდროულად გაეღიმათ. -ეს ფორმა საიდან მოიტანე? – შეათვალიერა ნაკრების მაისური თაიამ. „დანელია 11“ ეწერა ზურგზე.-მოიცა, ეს იმ რეზი დანელიასიაა? -დიახ, დიახ. – თავმომწონედ დაანახა თაიას.-დაჩიმ გაჩითა. -აუ, მეც მინდა! -უტას აქვს სიჭინავასი, მის დროს ეგ იყო ცვეტში. უთხარი და გაჩუქებს. -მიდი, მიდი. ითამაშე. -ვიშოვი შენთვისაც, ნუ ბრაზდები მაშინვე. პირველი ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ელენიკო ჯაფარიძე რომ შემოვიდა სტადიონზე. გოგოების დანახვისას მაშინვე მათ მიუჯდა გვერდით. ღიმილით გადაკოცნა ბავშვი თაიამ, მოკლედ აუხსნა დაპირისპირებული მხარეების ვინაობა და ასე დაიწყეს სოსოს გულშემატკივრობა ერთხმად. -ანიკა, როდის მიდიხარ? – ღიმილით გადმოხედა ქალს ელენემ. -ზეგ. ბატონი აჩის დაჟინებით თვითონ მივყავარ… – საწყლად გადახედა ელენეს. -ოხ… – ვერაფრით შეძლო ღიმილის შეკავება ელენემ.-მოსწონხარ, ხო? -შეამჩნიე შენც? – ჩაერია თაიაც. -ეგეთი რაღაცები მარტივი შესამჩნევია.-თავისთვის ჩაილაპარაკა ბავშვმა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. -ჰოო?! შენ არ მოგწონს ვინმე? -კარგი რა, – ხელი ჩაიქნია სიცილით.-ერეკლეს ნერვები სად მაქვს. -ერეკლეს ვინ ეკითხება. სად არის? – მოიკითხა თაიამ. -დედა წაიყვანა ექიმთან თბილისში. ნანიკოსთან მტოვებენ. -ნანიკოსთან? ჩემთან დარჩი, ნანიკოსთან რა გინდა. რატომ არ მითხრა ერეკლემ? -არ ვიცი.. -ვერაა შენი ძმა.-გაბრაზდა თაია.-ჩემთან წამოდი ამ საღამოს. ესენი მაინც დალევას აპირებენ თამაშის მერე. -კარგი. მეც შენთან უფრო მირჩევნია. – გაუღიმა თაიას.-მგონი გოლი გავიდა. -სოსომ გაიტანა? – თვალებს ვერ დაუჯერა თაიამ. დაესივნენ სოსოს თანაგუნდელები. აჩიმ და უტამ ერთმანეთს გადახედეს შოკირებულებმა. მათი გაწბილებული სახეების დანახვამ უფრო გაამხიარულა თაია. -აჩის რა სახე აქვს.-იცინოდა თაია.-ღირსები არიან! -ეს “ვზროსლი” ხალხი რა დღეშია, – სვენებ-სვენებით მოვიდა აჩი ტაიმის დასასრულს გოგონებთან. იქვე ჩამოესვენა დაღლილი და მაისურიც გაიხადა. მიუჯდა თავისი ბიძაშვილიც. უგულოდ მიესალმა გოგოებს უტა. თვითონაც გადაიძრო ტანზე მაისური. თამამად მოუთვალიერა მოხატული ტანი თაიამ. ზურგზეც კი ჰქონდა რამდენიმე. ელენე ტელეფონში შეძვრა ლამის, იმდენად ეუხერხულა თანასოფლელების თვალწინ ბენდელიანებს შორის ჯდომა. -სოსოს ხედავ შენ.-ვერ წყნარდებოდა აჩი.-რა ვქნათ, ა? – უტას გაჰკრა მხარი. -დაწყნარდი.-უპასუხა და მოსვა წყალი. -გოლები ვისთვის უნდა მიგეძღვნა, აჩ? – ფეხი ფეხზე გადაიდო თაიამ. ელენემ ჩუმად ჩაიფხუკუნა. ანიკას შეებრალა დაცინვისთვის ბენდელიანი, იმდენად სერიოზულად მიიღო დამარცხება უფროსი ასაკის ხალხთან. -მთავარი გოლი გავიტანე უკვე.-მოუტრიალდა ღიმილით. ანიკა აათვალიერა.-არა? -მაინც რომელი? – არ მოეშვა თაია. -იწყება მგონი.. – ყურადღება გადაატანინა ანიკამ მეგობრებს. -გეტყვი მერე.-ძლივს წამოეთრია ფეხზე.-სიგარეტს მე ვეწევი, ღვინოს მე ვსვამ და მჯობია მამაშენი, არ მიკვირს! საბოლოო ჯამში წააგეს თამაში, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რა მოხდა ნამდვილად – მსგავსი ბედნიერი დღეები იშვითად იდგა მერხეულში. კელასურიც კი აღარ იმუქრებოდა ადიდებით, როცა გადაეშვნენ დაღლილ-დაქანცული ბიჭები თავით მასში. გამხიარულებულები გაჰყვნენ გოგოებიც უკან, ხის ძირას ჩამოსხდნენ და ასე უყურებდნენ მდინარეში მონავარდე ბიჭებს. ელენე თაიას ჰყავდა ჩაბარებული, ერეკლეს შეატყობინა წერილობითი შეტყობინებით და კარგად გალანძღა მისი არ გათვალისწინების გამოც. ელენეს სიამოვნებდა ანიკასთან და თაიას ყოფნა.. ბევრ რამეს სწავლობდა მათგან, ყველაზე მეტად კი იმას, როგორ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ქალი. თაიასნაირი. თვალებს არ აცილებდა უტას თაია. დაჰყვებოდა ყველგან მზერით მის ნაბიჯებს, მოძრაობებს. სიამოვნებდა იმის ყურება, თუ როგორ ბანაობდა მწვანე, კამკამა კელასურში უტა ბენდელიანი. გადაისვა გადაპარსულ თავზე ხელები უტამ, სააშკარაოზე გამოიტანა ყველა სვირინგი, გაიხსენა ლამის ბავშვობის წლები, ყოველი ზაფხულის საღამოს რომ მდინარეში ატარებდა. -სიმპოა.-მიეშველა ანიკა ჩუმად.-ჩადი შენც. -არა.-გაეცინა.-არ ვიცი ცურვა, არ გახსოვს? -ცურვა არ იცი? – ელენემ ვერაფრით დაიჯერა.-მდინარის პირას არ გაიზარდე, თაი? -ოოო, დაიწყე ახლა შენც სოსოსავით! ბატონმა აჩიმ ჩამაგდო ბავშვობაში და მაგის მერე მეშინია.. -ეს რა მავნეა.-გაეცინა ანიკას.-ნაპირზე მაინც ჩავიდეთ, მცხელა.. -მეც მინდა!-ელენემაც ვერ შეიკავა თავი. -თაი, ხომ არ გინდა მეორე რაუნდი? – ამოსძახა მდინარიდან აჩიმ. სიცილის ტალღამ გადაურა სამეზობლოს. თითქოს გადაავიწყდა სადარდებელი თაიას. უტასაც ახსოვდა ის დღე, როცა ჩააგდო თავისმა ბიძაშვილმა წყალში თოფურიების ქალიშვილი. თვითონ ამოიყვანა მაშინაც. თვითონ გადაარჩინა. გამოჰყვნენ სრიალა, სველ ბილიკს. ყველაზე ბოლოს მოდიოდა თაია. მთელი მისი სანათესაო და სამეზობლო ცდილობდა ხოლმე ცურვა ესწავლებინა მისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. აჩის სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს ამბავი, მაგრამ მართლაც სერიოზულად ეშინოდა. იმდენი ემუქრა აჩი გოგოებს, რომ თავისი ნებით ჩაყვინთეს წყალში ელენემ და ანიკამ. თაია დარჩა მიტოვებული მინდორზე, საწყლად უყურებდა გასაგრილებლად ჩასულ მეგობრებს. ჩრდილი ადგა კელასურს დიდი. შეყუჟულ ადგილას მიედინებოდა მერხეულში, არ ისმოდა ქუჩიდან წამოსული ხმაური. სიმშვიდე და მდინარის ხმა სიამოვნებდა ყურს. ახლა კი თანასოფლელების ჟრიამულიც ემატებოდა ამ ყველაფერს.. ჩამოსვლას აპირებდა, მოულოდნელად რომ შეჰყვირა უკნიდან ვიღაცამ. ისე შეეშინდა ფეხიც დაუცდა და პირქვე აღმოჩნდა წყალში გადაშვებული. ამოიყვანა. რა თქმა უნდა, ისედაც ყველა მის ნაბიჯს უთვალთვალებდა უტა. მაშინვე შემოჰხვია ხელები კეფაზე თაიამ. ამოახველა. გადაუწია ხელის შემშლელი თმა სახიდან ქალს, იმ დღის მერე პირველად ხედავდა ასე ახლოს უტა. -ფრთხილად.-უჩურჩულა და ცალი ხელი შეუშვა მხოლოდ. ღრმა იყო წყალი, ხელი რომ გაეშვა.. -არ გამიშვა.-მიეხუტა ყელზე. ლამის თავად ჩაძირა კაცი, ისე ეჭიდებოდა. -არ გაგიშვებ.-გაეღიმა მასზე უტას. ყოველთვის ხომ მედიდური და მკაცრი იყო მასთან, ახლა კი ასეთი დამორჩილებული….. -რა გაცინებს? – გაჰკრა მხარზე ხელი.-მეშინია მე წყლის. -ვიცი.-გადახარა თავი და უფრო ფართოდ გაუღიმა.-მაშინაც მე ამოგიყვანე. -აა, გახსოვს? -მახსოვს.-აკოცა შიშველ მხარზე შეუმჩნევლად, მოწყვეტით, ლამის განზრახ. ოდნავ ჩაიწია წყლაში, ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა. ისე ჩანდა თითქოს ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, თან სხვების ყურადღების გადატანას აჩი ახერხებდა ანიკასთან გაუთავებელი დიალოგით. თუმცა მაინც ეჭირა ცალი თვალი მათზე, აწუხებდა საეჭვო და თან გარდაუვალი სიახლოვე. -გამიყვანე ნაპირზე. – უფრო მეტად მიეწება შიშველ ბენდელიანს.-მცივა. -მაგიტომ კანკალებ? – ჩაუსრიალა ხელი წყლის ქვეშ, ფეხზე გადაუტარა ხელები მაშინვე.-მეგონა სხვა რამე იყო მიზეზი. -ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ.-გაუღიმა თაიამ.-აღარ იქნები შენ არაფრის მიზეზი. -გაგიშვებ ახლა ხელებს,-ჩაეცინა.-და შენი სიკვდილის მიზეზი გავხდები. -იზამ შენ მაგას.-არ დარჩა ვალში თაია.-არ იდარდო, ბევრია აქ ისეთი, ვინც ჩემ გამო თავს გაწირავს, ვინც გადამარჩენს. -მაინც რომელი? – გადახედა ბიჭებით გავსებულ კელასურს უტამ. -ნებისმიერი. -შევამოწმოთ? – აუზიდა წარბები მზაკვრად. ხელიც შეუშვა მაშინვე. ჩაყვინთა უნებურად თაიამ წყალში, გაჰყვა მის დინებას უტა. უცებ ამოიყვანა, მაგრამ უკვე გაწითლებოდა თვალები გოგონას. უკვე მოესწრო გულის ტკენა მისთვის. -გაგიჟდი?!-ამოიყვირა და ხელით შეასხა წყალი. თუმცა მაინც მის მკლავებს ეყრდნობოდა თაია, არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი. -ვერ დავინახე რაღაც, ვინმე რომ წამოსულიყო შენს გადასარჩენად. -მეზიზღები.. – ყველა ემოციისგან დაცლილმა თქვა ჩუმად. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ის თვალები წყლის გამო წითელი.-გამიშვი ხელი. თვითონ შეუშვა ხელები, მაგრამ ამჯერად არ მისცეს უფლება ისევ ჩაძირულიყო წყალში. უცებ მოიქცია მკლავებში უტამ, მასთან ერთად გამოცურა ნაპირისკენ. -მაგათ არასდროს შემადარო.-უთხრა ხმადაბლა.-ჩემი და შენი ამბავი მაგათთან არც კი ახსენო, თაია. -შენ კი აღარასდროს მომეკარო… – მიახალა სახეში და უხეშად მოიშორა მისი ხელები, როცა მიაცილეს უსაფრთხო ნაპირთან. ანიკას ჩაეჭიდა და მალულად მოიწმინდა ცრემლი. უკვე უყვარდა. თან ყველასთვის სააშკარაოდ. . მერხეულის აღმართზე ამოდიოდა თხუთმეტი წლის თაია. ის საბედისწერო ზაფხული იდგა ზუსტად. იცოდა სოფელში ჩამოსული ბენდელიანების შესახებ, თუმცა ალბათ ვერ მოასწრებდა მის ნახვას. დილით დეიდასთან მიდიოდა იმერეთში დასასვენებლად. ახლაც ერთი სული ჰქონდა თვალი შეევლო მათი კარმიდამოსთვის, იქნებ მოეკრა რომელიმესთვის მაინც თვალი და ვინმე გამოლაპარაკებოდა. ეს ჩანთაც ტყვიასავით მძიმე იყო, ძლივს მიათრევდა ინგლისურის წიგნებით გაჭედილს. რადგანაც ბოლო მეცადინეობის დღე ჰქონდა მთელი მასალა გაამეორებინა პედაგოგმა, სწორედ ამიტომ მიჰქონდა ყველა წიგნი. -ხომ არ დაგეხმარო? – წამოეწია გზად ზუსტად ის ადამიანი, ვისი ნახვაც ეჩქარებოდა თაიას. კინაღამ ფეხები მოეკვეთა, იმდენად მოულოდნელი იყო თითქმის ერთი წლის უნახავი უტას ხილვა მერხეულის გზაზე. ლამის სახეზე დაეტყო ყველა ემოცია, რაც გამოიწვია ბიჭის ხილვამ. დაბნეული ერთ ადგილას გახევდა თაია. -არაა მძიმე ეგ? – მიეალერსა ზურგზე ბავშვს. თავისივე ხელებით ჩამოხსნა ჩანთა ზურგიდან და გადაკოცნა მეზობლის გოგონა უტამ. -მძიმეა, კი. -როგორ ხარ? – მოიკითხა და გაუღიმა თვალისმომჭრელად. ასე უღიმოდა ყველას ბენდელიანი. არ ყოფილა მაშინ თაია იმდენად განსაკუთრებული. -კარგად, შენ? როდის ჩამოხვედი?-წამოწითლდა ამ ტყუილის თქმისას. ზუსტი დრო და თარიღი იცოდა არადა. ჩაეცინა უტას. თითქოს, მიუხვდა კიდეც ოინებს პატარა თაიას. -რატომ არ გვინახულე? – არ აცილებდა თვალებს ბავშვს. აგრძნობინა, რომ გრძნობდა თავადაც იმ უხილავ კავშირს, რაც თაიას ჰქონდა მის მიმართ. -ხვალ დეიდასთან მივდივარ იმერეთში.-მოწყენით თქვა და დააშტერდა საკუთარ ფეხებს. სულს ძლივს ითქვამდა ამ აღმართზე. მზეც ნელ-ნელა ჩადიოდა მერხეულის თავზე. კელასურმა პირველად სწორედ მაშინ აუჩქარა დინებას. -ეს ზაფხული? – ჩაეკითხა უტა. -ჰო. -რა იყო? – გაჰკრა მხარი გაზრდილ თაიას.-არ გინდა წასვლა? -მინდა, მაგრამ.. აქ მერჩივნა. არაუშავს, ორ-სამ კვირას გავძლებ როგორმე. -ერეკლეს რა ეშველება? – ღიმილით და გამომცდელი მზერით შეაპარა უტამ. -ნუ მიხსენებ!-ავად დაისისინა თაიამ. რაღაცნაირად მაინც ესიამოვნა ფაქტი, რომ ახსოვდა ბენდელიანს თაიას ცხოვრების დეტალები. -გაბრაზებს ისევ? -აჩის უფრო. -ანუ შენ ჭკვიანად ხარ.-თვალი ჩაუკრა. იმახსოვრებდა მის სახეს თაია. თითქოს, გრძნობდა კიდეც ბოლოჯერ რომ ხედავდა იმ საღამოს ბენდელიანს. ასეთი დაამახსოვრდა. ღიმილიანი, ყურადღებიანი, უშუალო. -წავიღებ აწი ჩემით.-ჩაეჭიდა თავის ჩანთას, როცა გაჩერდნენ ბენდელიანების ჭიშკართან. -მიგატანინებ, სოსო თუ არ გამომეკიდება დოქით ხელში.. -არ იქნება სოსო სახლში.-დაუბრუნა ღიმილი თაიამ. სულმა წასძლია ისე უნდოდა ხანგრძლივი ყოფილიყო მათი დიალოგი. -აბა, შენ იცი.-ჩააბარა ჩანთა ხელებში. მოიქცია ბავშვის სახე ხელებში და შუბლზე აკოცა თბილად.-შეხვედრამდე, თაი. -დროებით, უტა. თაიას წასვლიდან რამდენიმე დღეში გაისროლეს სოსოს იარაღიდან. მისი წასვლიდან და მათ პირველ შეხვედრამდე არაფერი ყოფილა ლამის. . მიუხედავად იმისა, რომ „ცოლიანებმა“ მოიგეს ეს მატჩი, მაინც თავისთან შეკრიბა სოსომ ყველა. დალევას მონატრებულმა თოფურიამ გასცა განკარგულებები. დაანთეს მაყალზე ცეცხლი ბიჭებმა, გამოიტანეს ხის გრძელი მაგიდა ბაღში, აანთეს ჭიშკართან ლამპიონებიც და ლამაზი სუფრაც გაშალეს. მუსიკაც კი ისმოდა ხმადაბლა ეზოში.. ანიკა ფრიად მოიხიბლა ამ ტრადიციით. უფრო იმ სიყვარულით, რაც აკავშირებდათ ამ ხალხს. სოფლებში ხომ მეტად იგრძნობა ხოლმე ზოგადად ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულე დამოკიდებულება, მერხეულში კი მაინც კაშკაშებდა ეს გრძნობები. ელენე და ანიკა ეხმარებოდნენ მასპინძლებს მაგიდის გაწყობაში. მდინარეში ნაბანავები ბენდელიანები თავის მოწესრიგების შემდეგ მალევე შემოურთდნენ ქეიფს, მაშინვე ხელთ იგდეს ხორცის ჯამი. უტა ჭრიდა ხორცს, აჩი შამფურზე აცვამდა. ელენე აჩის მითითებებზე დარბოდა წინ და უკან. -რას გადაეკიდე ამ ბავშვს! – თეფშებს ალაგებდა მაგიდაზე ანიკა, თან ეჭორავებოდა ბენდელიანებს. -შენ ძალიან ხომ არ გაშინაურდი? – არ დარჩა ვალში აჩი.-დარჩენა ხომ არ მოგინდა? -დილით ადრე მივდივართ, არ დაგავიწყდეს, თავი რომ გამოიდე დიდის ამბით. -ენა დაგიგრძელებია… – მოუღერა შამფური სასაცილოდ. ელენეს ფართოდ გაეღიმა. უხერხული იყო მათ შორის დგომა, მაგრამ რა ექნა, სად წასულიყო. უტას ვერ უყურებდა მხოლოდ თვალებში, თვითონ ერიდებოდა მისი, როცა თავად ბენდელიანს არაფერი ეტყობოდა სირცხვილის. ნეტავ, სხვანაირად იყოს ყველაფერი.. ნეტავ, არ გრძნობდეს თავს დამნაშავედ, რომ მათ გვერდით ყოფნა მოსწონს. -ანიკა. – მიუჯდა ელენე მაგიდას, აღარაფერი იყო საქმე მაინც.-თაიამ მითხრა ხატვის კონკურსზე. -ხო, მეც მითხრა შენზე. ერთ კვირაში მთავრდება რეგისტრაცია. როგორ მოვიქცეთ? -არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა ელენემ.-შევძლებ? მოვასწრებ? -ხომ გინდა?-სითბო გადმოიღვარა ანიკას თვალებიდან.-ხოდა შეძლებ. -რა კონკურსია? – ჩაეკვეხა აჩი ქალების საუბარში. უტას არც ერთი ადარდებდა, არც მეორე, მაგრამ ესმოდა მაინც ყველაფერი. -ჩვენი ორგანიზაცია აფინანსებს, ჩვიდმეტი წლიდან ბავშვებისთვის არის ხატვის კონკურსი. გამარჯვებული ნახატის ავტორი საზღვარგარეთ წავა, მგონი, იტალიაა გეგმაში. -ვაა, კაია. – ელენეს მიუბრუნდა ბენდელიანი, უშუალო და კონტაქტური იყო, ძალიან ახლობლური. ისეთი, როგორსაც ისურვებდა ელენე თავისივე ძმისგან.-მიდი, მერე, მიიღე მონაწილეობა, რა მიდის შენი? -დრო და ენერგია.-უპასუხა გარკვევით. -აუფ, კაი კაცო! – აიქნია შამფურიანი ხელი აჩიმ.-აბა, როგორ გინდა შენ? -არ ვიცი რას ვიზამ.-მიუტრიალდა ისევ ანიკას.-მოვიფიქრებ ერთ კვირაში. -მაინც რა ნიჭის ზეიმია ეს მერხეული, – შემოსულ თაიას მიეგება აჩი ამჯერად.-აქეთ ზურაბი უბერავს პოეზიას.. დამისვით დღეს ეგ გვერდზე, შენზე თხზულება უნდა წავაკითხინო, თაია! -აუ, მეცოდება! – ანიკამ გამოჰხედა ზურაბს, სოსოს ეხმარებოდა ღვინის განაწილებაში დოქებში.-იცი, მაინც როგორ გიყურებს ხოლმე? -მაინც როგორ? – ჩამოჯდა თაიაც. უმნიშვნელოდ გადახედა უტას. არ გამოჰპარვია მისი ჩაღიმება ანიკას სიტყვებზე. მისთვის ხომ არაფერს ნიშნავდა სხვისი მზერა… სხვისი არსებობა თაიას ცხოვრებაში, როცა იცოდა როგორც იყო თაიას გადმოსახედიდან. -სიყვარულით. აი, შენ გამო რომ ყველაფერზე წავა, ეგეთი მზერა აქვს.. -სულელები ხართ გოგოები, – დაეყრდნო მაგიდას აჩი.-რაზე წავა ზურაბი თაიას გამო?! მაქსიმუმ ერთ საათში ორი სტროფი დაუწეროს! -გეყოფა.-გაბრაზდა თაია.-რას ჩაიხვიე ეს ლექსები! -სისულელეს ამბობს, აბა, აი, რაზე წავა მითხარი?! სოსომ რომ ერთი შეხედოს, იქვეა დამთავრებული მისი ამბავი! -მოგწონს შენ ზურა, თაი? – ელენემ ჯერ ზურას გადახედა მოშორებით, მერე თაიას. უტამ ამოიხედა სპეციალურად მაშინ. -ეს ბავშვი ზედმეტად ჭკვიანია.-დაასკვნა აჩიმ. -არა, ელე, თვითონ მოვწონვარ. -ხო, მაგას მივხვდი.-გაეღიმა ელენემ.-მაგიტომაც აქვს სულ შეკამათება ერეკლესთან. არა, ზურა არაა შენთვის ნამდვილად… – უყურებდა ზურაბს და ასე ამბობდა დასკვნებს ელენე.-არ ჰგავს იმ ადამიანს, ვინც გაბედავს თუნდაც სიყვარული აგიხსნას. აუხსნია ოდესმე? -არა, – გაეღიმა თაიას. უტა მორჩა საქმეს. -ჰო, აქამდე თუ არა.. აწი მით უმეტეს. ისე, საყვარელი ბიჭია, მაგრამ შენი შესაფერისი არაა. -და როგორია მაინც თაიას შესაფერისი? – არ მოეშვა ანიკა. უტას უფრო და უფრო შეეპარა ღიმილი ტუჩებში, იცოდა, რომ მისთვის წვალობდა ამდენს ანიკა. გადმოხედა თაიას მაშინვე, უთხრა მაგ მზერით მეო. მე ვარო შენთვის. -ოოო… – გაინაზა ელენე. მოსწონდა დიდ ხალხთან ურთიერთობა. როცა აზრს ჩაეკითხებოდნენ, ეგ ხომ საერთოდ სხვა ამბავი იყო.-თაიას უფრო ისეთი ბიჭი.. გამბედავი. მამაკაცური… ზრდასრული.. ჭკვიანი და განათლებული.. მტკიცე ხასიათის. თაიაზე უფრო მეტი სიმტკიცე დასჭირდება,-გაეცინა გულახდილად. -რომ გაუძლოს, ხო? – ხელი მოუთათუნა თაიას აჩიმ. -რომ დააბალანსონ ერთმანეთი. ერთმანეთს რომ დაეხმარონ.. -მიიღე შენ მაგ კონკურსში მონაწილეობა.-დაასკვნა აჩიმ.-დამიჯერე.-თვალიც ჩაუკრა და გააქანა მწვადები მაყალისკენ. ხელები ჩამოიბანა უტამ. ანიკას მოწოდებულ პირსახოცს შეამშრალა ხელები და უსიტყვოდ ჩამოჯდა მაგიდასთან. მალულად შემოეძარცვნენ მაგიდას დანარჩენები. დარჩნენ მარტო. -რა?! – ჰკითხა თაიამ ბევრი ცქერის მერე. -არაფერი, რა? – მოუკიდა სიგარეტს და მოათვალიერა გარემო. -რამის თქმა გინდა?-გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები. აათვალიერა გამომცდელად. -ზურაბი და ერეკლე გავიგე, – დაეყრდნო იდაყვებით მაგიდას.-იმას რა უნდა, მეტყვი?! – ანიშნა ჭიშკართან აყუდებული ბიჭებიდან ერთ-ერთისკენ. უფრო სწორედ კაცისკენ. -ვის გულისხმობ? – შეიშმუშნა თაია. ზუსტად იცოდა ვისაც. -ცოლი ხომ ჰყავს? – გაერია ბრაზი ხმაში. -გეჩვენება რაღაც. -რა უნდა მომეჩვენოს, გოგო?-ცივად გაეღიმა.-შენკენ მომართული არავის მზერა არ მეჩვენება. მით უმეტეს იმ სი.რის. -არაფერი უთხრა, იცოდე! წავა თავის გზაზე ისედაც. -რა უნდა ვუთხრა? – გაიღიმა უტამ.-გაწუხებს? -არა, რა თქმა უნდა. თავი დაუქნია უბრალოდ. ის ტიპი, ვისზეც ლაპარაკობდნენ, სხვა სოფლიდან იყო, თუმცა თამაშის დროს მოხვდა სოსო გუნდში და ამიტომაც მოიპატიჟეს. ცნობილი იყო მისი საგმირო საქმეები მთელ სოფელში და თაიასაც დაადგა თვალი, როგორც კი შენიშნა მერხეულის ცენტრში თბილისიდან ჩამომავალი. ვერ გააგდებდა სოსო ასე უარაფროდ. აჩისაც ვერ ეტყოდა თაია… აქ რომ რამე მომხდარიყო ისევ… მოულოდნელად წამოდგა უტა ფეხზე, მაგრამ შეაჩერა თაიას სიტყვებმა. -ძალიან გთხოვ.-წამოიწყო თაიამ. -რას მთხოვ? – გადმოიწია ოდნავ უტა.-რომ არ მოვკლა? -უტა.. -ხედავ?! უკვე როგორ შეგეშინდა. -უტა! -ჩემთვის სულ ერთია აქ დაჯდება თუ სადმე დედისტ..რაკში. რომ მინდოდეს… ყველაფერს დავმართებ, უბრალოდ არ მინდა, არც ვიზამ, არც მაინტერესებს ის ტიპი.-შეხედა თვალებში თაიას.-რა იფიქრე, მივვარდები და საქმის გარჩევას დავუწყებ იმის გამო, რომ შენკენ იყურება?! ეგრე ათასი თვალი გათვალიერებს, მაგრამ შენთვის მნიშნელოვანი არც ერთი არაა. ამას გიხსნი, მეტს არაფერს. -გავიგე.-გადახარა თავი გვერდზე.-აღარ არი საჭირო, გავიგე კარგად. თავი დაგანებე. შეგეშვი. ხომ ხედავ?! -ვერ ვხედავ.-გაუღიმა თბილად. საოცარი გულახდილობით.-დედაშენი გეძახის. გააყოლა თვალი ჭიშკრისკენ მიმავალ ბენდელიანს. გადახარშა რაც უთხრა წეღან. მართლა შეეშინდა, რამე არ მომხდარიყო მათ შორის, მაგრამ მერე.. თუკი ენდობოდა რისი უნდა შეშინებოდა?! თუკი მზად იყო მაგ ყველაფრისთვის, რატომ ელოდებოდა ახლა გულისფანცქალით რა მოხდებოდა?! უხმაუროდ დაატოვებინა თოფურიების ეზო იმ ტიპს და მის კლანს. კმაყოფილი მიუბრუნდა შეკრებილ ბიჭებს, თავის მეზობლებს, ზურაბს შემოჰკრა მხარზე ხელი და მწვადის ამბავი მოიკითხა. ეს იყო უტა. უბოროტო და ყველასთან ახლობლური. . ახმაურდა მერხეული. მუსიკაც კი ჰქონდათ ეზოში ჩართული. ამდენჯერ არასდროს უცეკვია სოსოს. ხან თაიასთან ცეკვავდა, ხან ელენესთან, ხანაც ანიკას ატრიალებდა მეზობლებს შორის. აჩი ჭიქას არ აგდებდა ხელიდან ტრადიციულად, თუმცა იმდენად თავშეკავებული და მოწესრიგებული იყო, თვალებს ვერ უჯერებდა თაია. დაკაცებული, დაღვინებული, თითქოს დასერიოზულებულიც. მიხუტა მკერდზე ანიკა. ნაზად აამოძრავა ნელი მუსიკის ფონზე და თვალებით უთხრა სათქმელი თავის სოფელში. არ დაუტოვა არც ერთი მცდელობა დოდოს გუგას, იმდენად დაეტყო მათ სხეულებს ერთმანეთთან კავშირი. ეს ამბავი უკვე გარდაუვალი იყო. მერე თაია დაითრია თავისთან აჩიმ. მთელი საღამო ემუქრებოდა ზურაბთან უნდა გაცეკვოო და შიშით ელოდა ამ წამს თაია. სიცილით მიუჯდა ნასვამი ანიკა უტას. ლამის მხარზეც ჩამოადო თავი, იმდენად იმოქმედა ჯერ სოსოს სახლში დაყენებულმა ღვინომ, მერე აჩის მოტანილმა „ბენდელიანმა“. -დათვერი? – ჩამოუსხა წყალი გოგონას უტამ. -შენ? -სულ ცოტა.-სუსტად გაუღიმა ანიკას. კარგად მოათვალიერა სახეზე კაცი, თავისი საყვარელი თაიას საყვარელი მამაკაცი… თვალებში უყურებდა უტეხად, ამოკითხვას ცდილობდა ბევრი რამის. კაშკაშებდა მის გუგებში დაკარგული წლები და სადღაც ძალიან ღრმად მწარე სინანული. -არ გაუტეხო ჩემს გოგოს გული.-უთხრა ხმადაბლა, ემოიცური ტონით. ისეთი საყვარელი იყო ნასვამიც კი. თავი დაუქნია დამჯერივით ბენდელიანმა, დააპირა კიდეც რაღაცის თქმა მისთვის, თუმცა ჭიშკრისკენ გაიხედა დანარჩენებთან ერთად. ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო მთელს ამბავში, როგორ შემოაღეს კარი არჩილმა და მარინამ. მარინა დიდი ხანია არ მოსულა ამ სახლში, ახლა კი ამდენი ახალგაზრდის ჟრიამულს ვერ გაუძლო ვერაფრით. უტას და აჩის ერთად დანახვას ხომ მით უმეტეს. ოვაციებით შეხვდნენ არჩილს, ცალკე მარინა გადაკოცნა ელისომ. ქალებთან დასვეს საყვარელი ქალბატონი, თვალებით მიეფერა შვილობილს, ანიკას რომ ელაპარაკებოდა შეპარული ღიმილით რაღაცას. -ბატონ არჩილს ვახლავართ! – ხელები ასწია სოსომ. -როდისაა ფინალი? მეც ვითამაშებ!-სიცილით მიუჯდა მაგიდას. უცებ მოათვალიერა შვილები და მერე დაიწყო სადღეგრძელოს წარმოთქმა. -სამარცხვინოდ წააგეს შენმა შვილებმა, მამა! – ჩამოჯდა მაგიდასთან აჩი.-გაგვაფარჩაკეს! -მანახა შენი სახე.-გადაიხარხარა არჩილმა.-ხომ გამწარდებოდი. -მაგარს ვატ..რაკებდი. თაიას ბრალია ჩვენი წაგება! – მოროშა წამის მეასედში. -მე რა შუაში ვარ? -გუნდიდან მინიმუმ სამი კაცი შენზეა შეყვარებული და დააბნიე ბიჭები! – მარინასა და ელისოს გასაგონად დაიჩურჩულა ხმადაბლა. სიცილმა გადაუარეს ქალებს.-ჰო, ჰო, ასეა ელისო მას, არ იცი რა გოგო გყავს! -როგორ წახვალ ხვალ შორ გზაზე ასეთ მდგომარეობაში, აჩი? – შეწუხდა მარინა.-საღამოს წადით, მანამდე გამოფხიზლდი კარგად. -გაუშვი უკვე დედამთილურები? – თან დედას გადახვია ხელი, თან ანიკას. -რას სულელობ.-ჩაილაპარაკა ანიკამ. -როგორ მოგწონს რძალი, უტა?-მხარი გაჰკრა ბიძაშვილს.-უნდა დაგასწრო ცოლის მოყვანა. -არ გაჰყვე ამას.-ანიკას ანიშნა თვალებით უტამ.-დამიჯერე. ასეთ მხიარულებაში გაატარეს მთელი საღამო. ნელ-ნელა დაიძვრნენ სახლებისკენ სტუმრები. აჩი, რა თქმა უნდა, თაიას დივანზე განისვენებდა. არჩილი და მარინა ხელკავით გავიდნენ ეზოდან, უტას მიაბარეს შვილი. ნელ-ნელა შემოეძარცვა თოფურიებს სტუმრები. ელისო ალაგებდა მაგიდას. ელენეც ეხმარებოდა გულმოდგინედ ანიკასთან ერთად. თაიამაც დააპირა თეფშების ალაგება, თუმცა ზუსტად მაშინ მობრუნდა მაგიდასთან ბენდელიანი. ქალის პირისპირ დაიკავა ადგილი. მთვრალი თვალებით უსირცხვილოდ შეხედა სახეში, საერთოდ არ ეტყობოდა ბოლო შეხვედრის ამბავი. არ სურდა საუბრის წამოწყება თაიას. ხელი გაიწმინდა და წამოდგა, მაგრამ გააჩერეს. -დარჩი. – უპასუხა მშვიდად, მონატრება გარეული ხმით. -არ მინდა. -მე მინდა.-იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.-გიყურო მინდა. -მიყურო გინდა?! – ცივად გაეღიმა თაიას. -აქ ვერ ვიზამ იმას, რაც სინამდვილეში მინდა.-თვალი თვალში გაუყარა.-ისე მაინც შემოგხედავ. -თავხედი! – წამოდგა ფეხზე, მაგრამ ისევ.. -მომენატრე.-ისეთი ხმით უთხრა, უნებურად დაუბრუნდა ადგილს. სკამის საზურგეს კარგად მიეყრდნო თაია, ჟაკეტი მოიხურა მკლავებზე სუსხისა და ჟრუანტელის დასაფარად. -არ გაქვს ამის თქმის უფლება. -ბევრი რამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვაკეთებ. -რა გინდა ამჯერად, უტა… – დაღლილმა გადახედა სტუმრებს.-ხომ მითხარი შენი სათქმელი, ხომ გამაგებინე, რომ არ გინდა ჩემთან, ახლა რატომ ამბობ ასეთ რაღაცებს. -მინდა შენთან.-თვალებში შეხედა, როცა ამას ამბობდა.-მაგრამ არ შეიძლება. -რატომ? სისხლიანი ხელების გამო? – წარბი ასწია მაცდურად, თითქოს იწვევდა სასაუბროდ.-ათ წლიანი სასჯელის გამო? იქნებ, სოსოც გამოც? -შენ გამო, თაია. შენ გამო. წუთიერი დუმილი ჩამოწვა მათ შორის. სამზარეულოს ფანჯრიდან გადმოიხედა ირიბად ელისომ. თან თეფშებს რეცხავდა, თან უყურებდა მოლაპარაკე წყვილს. უტამ დაიჭირა მისი მზერა, მთლიანად გაიაზრა, რასაც ნიშნავდა დედის თვალები, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა ამ სამყაროში. მიუბრუნდა მერე ისევ გოგონას. -როგორ გაერთე იმ ზაფხულს დეიდასთან? – დაეყრდნო ცალი ხელით სკამს, თან ღიმილიც შეეპარა გოგონას გაკვირვებულ მზერაზე. -ცუდად.-უპასუხა მშვიდად, გადმოიწია თვითონაც. თითქოს, მარტივი იყო ერთმანეთში საუბარი.-დამტოვეს იმაზე დიდი ხანი მშობლებმა, ვიდრე მინდოდა. -რატომ? ვერ არიო კარგი ამბები მერხეულში? -რატომ ხარ ასეთი ირონიული? – გულწრფელად დაინტერესდა თაია.-ნორმალურად ვერ დაგელაპარაკება ადამიანი. შხამი უნდა გადმოანთხიო მაინცდამაინც ყველა საუბრისას. -გაკლია შენ ჩემგან სიტკბო?-მაცდურმა ღიმილმა გადაუარა პირზე, თაიას ჩააშტერდა თვალებში.-მეც პოეზიას ხომ არ მივჰყო ხელი? -არაა საჭირო. – გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები.-ჩვენ ხომ გავარკვიეთ ისედაც ყველაფერი. -ნუთუ?-ჩაეღიმა კვლავ.-მაშინაც ასე გეტყობოდა სახეზე ყველაფერი, ბავშვობაში.. -მაინც რა მეტყობოდა? -ჩემი სიყვარული. – გაეცინა და თვალი გააყოლა კარში გამავალ ელენეს.-ერეკლესაც ყურადღების მისაქცევად არ ეჩხუბებოდი ჩემ თვალწინ?! -უტა! -ძალიან გინდოდა, ჩავრეულიყავი შენს ცხოვრებაში.. ინტერესი გამომეჩინა.. ყურადღება მომექცია შენთვის. -სულ გაგიჟებულხარ.-გაეცინა თაიას.-შენს არსებობასაც კი ვერ ვამჩნევდი, არათუ შენს ყურადღებას. ნორმალურად ალბათ ორჯერ არ გვექნება ერთმანეთთან ნალაპარაკევი, საიდან მოგაქვს ეს სისულელეები?! -ასე იყო. აღიარე. – ჩააშტერდა.-აღიარე და შეგეშვები. -რათ გინდა ჩემი აღიარება? რაში გადარდებს თხუთმეტი წლის ასაკში რას ვშვრებოდი? – ვერ მოზომა ხმის ტემბრი. აღარც აინტერესებდა დასმული კითხვის პასუხი უტას, თაიას სახე ისედაც ყველაფრის მთქმელი იყო. -თაია. – ელისო გამოვიდა კარებიდან.-იქნებ, დაეხმარო გოგოებს, შენ მაგივრად აკეთებენ ყველაფერს. -ახლავე მოვალ. – უპასუხა ისე, რომ არ მოუცილებია თვალი უტასთვის. ფეხზე წამოდგა ბენდელიანი, აჩი უნდა წაეყვანა სახლისკენ. ელისო იქვე გაიყინა კარებთან, არ დაძრულა, სანამ არ მოშორდნენ ერთმანეთის თვალიერებას ახალგაზრდები. ელისოს ენიშნა. და მიხვდა კიდეც რაშიც იყო საქმე. დაუკოცნა ორივე ლოყა ქალს. დედას. მასწავლებელს. ყველაზე საყვარელი ოჯახის დიასახლისს. თითქოს, დაამშვიდა მაგ ჩახუტებით, რაც გაიმეტა ნასვამმა ბენდელიანმა. თითქოს, გაუქრო წამში შიშები ქალს… აათრია დივნიდან ბიძაშვილი უტამ, მადლობა გადაუხადა ელისოს მასპინძლობისთვის და უხმაუროდ დატოვა საყვარელი ეზო, რომელიც აღარ დახვდებოდა ასეთი კეთილგანწყობით, როგორც კი აშკარა გახდებოდა….. ის, რის გამოც მოსწონდა თოფურიებთან მეზობლად სიარული. ჩამოეყრდნო ნიჟარას თაია. თავის მოწესრიგების შემდეგ ჩაუწვა გოგონებს შუაში. -რა იყო, თაი.. – მის გიშრისფერ თმას მოეფერა ანიკა. ელენესაც არ ეკარებოდა ძილი. -არ ვიცი. – ამოისუნთქა და ამას ამოაყოლა ყველაფერი. -გიყვარს?! – ჩუმად იკითხა ელენემ. ფრთხილად და სევდიანად.-გიყვარს, არა? -თბილისში დაბრუნების დროა.-დაიჩურჩულა ცოტა ხნის მერე. სიტყვის თქმის გარეშე გაეცა ელენეს კითხვას პასუხი.-ჯობია, ჩემს ცხოვრებას მივხედო მართლა. ასე ჯობია. -მე კი მგონია, რომ ჯობია ის გააკეთო, რაც გინდა, თაი. ერთხელ მაინც.-ანიკამაც შეცვალა ტემბრი. გადატრიალდა სხვა მხარეს თაია. შეეჩეხა ელენეს ნატკენ თვალებს. ორივეს ერთდროულად გადმოუგორდათ თვალებიდან ცრემლი. ჩაეჭიდა მის სახეს თაია. -არაფერია, ელე, არ იდარდო. -ეს შენ არ იდარდო, თაი… არავის წინაშე არ ხარ ვალდებული. – გაუღიმა და მიხუჭა თვალები პირველმა. იქნებ, თბილისს გადაერჩინა მართლაც. ბოლო მოეღო ამ გრძნობისთვის. . როგორც კი დააბინავა აჩი თავის ოთახში, ბიძას ჩამოუჯდა მაგიდასთან. ნასვამი არჩილი ასეთ დროსაც კი მობილურზე საუბრობდა. აშკარად ეტყობოდა სახეზე ღელვა და ბრაზი. -საქმეს ვერ აკეთებენ ორი წუთით, თუ დავტოვებ! – მიაგდო ტელეფონი განრისხებულმა და თავი გაუქნია ძმისშვილს.-რა გჭირს შენ? -რა მჭირს? – მოისვა თვალებზე ხელი.-დავლიე. -არა, ზოგადად მაინტერესებს… -არ დაიწყო ახლა! – ჩამოარტყა მსუბუქად შუბლი მაგიდას და იქვე გადასწია თავიც.-სახლზე რა ისმის? -დასრულდება რემონტი მალე. რა იყო, მიგეჩქარება? -შენ რა გჭირს, შენ, არჩილ? – ჩაეცინა.-ეს არ გინდოდა?! -ოხ, რა ვიცი! გადამრიეს სამსახურში! ერთ თვეში პრეზენტაციაა და არაფერი არ არის მზად თითქმის. დიზაინი საშინელი, რეკლამა საშინელი, დააკლდათ ჩემი ხელი! -ლმობიერი უფროსი ხარ ალბათ. – ჩაეცინა კაცის გაღიზიანებულ სახეზე. -დამაცადონ… რას იზამ შენ? – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები არჩილმა. სიყვარულით გამოხედა ძმისშვილს, მხარი დაუჭირა იმ უბრალო სიტყვითაც კი. -ცხოვრებას თავიდან დავიწყებ… ჭკვიანად ვიქნები.. დიდი ბიჭი გავიზრდები.. -უტა! -ცოლს მოვიყვან.. – განაგრძო ღიმილით.-შვილები მეყოლება.. ბაბუა გახდები. მოგწონს ასეთი სცენარი?! -ძალიან. – აჰყვა არჩილიც.-სხვა ყველაფერზე მეტად ოჯახის შექმნამ დამაინტერესა ახლა.-გამომწვევად გაიწია სკამზე.-შემთხვევით ჩემს მეზობლებთან ხომ არ მიპირებ დანათესავებას? ისეთი გულახდილი სიცილით დაასაჩუქრა არჩილი უტამ, კაცს ეჭვიც კი შეეპარა, ნამდვილად ის ედგა თუ არა თვალწინ. -ეგრე იფიქრე? – ჩამოასხა გახსნილი ბოთლიდან ბენდელიანების ღვინო. არჩილსაც შეუვსო მაშინვე. -ვიფიქრე, კი. შევამჩნიე. -მაინც რა შეამჩნიე? -მარტივია იმის შემჩნევა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს. -ხო, დამავიწყდა, ახალგაზრდობაში როგორი „ფლეიბოი“ იყავი.-დასცინა და მოსვა წითელი ღვინი. მერე შეანჯღრია დარჩენილი სითხე, კარგად დააკვირდა მასას შიგნით.-დედას და მამასაც ასე მოსწონდათ ერთმანეთი. მეტიც, უყვარდათ.. ოჯახი შექმნეს. მე გამაჩინეს. ბედნიერად იცხოვრებს.. და ხომ ნახე, რამ დაანგრია მათი ურყევი სიყვარული?! ერთმა რაღაცამ. დედაჩემის სიმცირემ. -და რა გგონია შენ, ასე მოგექცევა თაიაც?! -არა. – გააქნია თავი სიცილით.-არ დაფიქრებულხარ არასდროს, რამ შეაცდინა შენი რძალი? ყველაფერი ჰქონდა. ყველაფერი. სიყვარულის გარდა.. -ჰოო? – ინტერესით შეხედა მოლაპარაკე უტას არჩილმა. იშვიათობა იყო ასეთი ტონით, ასეთი მზერით გულწრფელი ბენდელიანი. -მაგას სულ ეგეთი ბოჰემური ცხოვრება იზიდავდა. მერხეულში გამჩერებელს ჰგავდა ოდესმე?! გიჟდებოდა, როცა აქ უწევდა ცხოვრება. თბილისი უნდოდა.. თავისუფლება… დაქალებთან თავის მოწონება მამაჩემის ფულებით. ეგეთ ქალებს სიყვარული არ შეუძლიათ, არჩილ. -არ გვინდა მასზე საუბარი ამ საღამოს. -ხშირად ვფიქრობდი, – განაგრძო თავისთვის მაინც. არჩილს აუწრიალდა გულ-მუცელი.-რას ვიზამდი, კობას რომ ეღალატა დედაჩემისთვის?! პირიქით რომ მომხდარიყო, რას გავაკეთებდი… მამაჩემისთვის რომ შემესწრო… მამაჩემს რომ გაეთელა დედაჩემის ღირსება, ერეკლეს ადგილას რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი, მაგაზე ვფიქრობდი ძალიან ბევრს.-დაადაბლა ისევ ხმა. ისევ გაუკვირდა საკუთარი თავის უტას.-და პასუხს ვერ ვპოულობდი. არ ვიცი, როდის გაჩნდა ჩემში ის აზრი, რომ ადამიანის მოკვლა მინდოდა. რომ შემეძლო ვინმე მომეკლა. ასეთი ფიქრები საიდან მოდის?! როდის მოდის?! მე რომ იმ….. – ხელი გაიშვირა მეზობელი სახლის მიმართულებით.-მასთანაც რომ მოვიდეს ასეთი უარაფრო აზრები.. ისევ გეყვარები, არჩილ?! ისევ მეტყვი, რომ არ გაინტერესებს რა მაქვს გაკეთებული… ხომ არა. -უტა. -კი. – ჩაეცინა ისევ.-მესმის, რომ გჯერა ჩემი. მეც მჯერა მისი. მისი ერთგულების. მაგრამ ჩემი თავის არა.. -ეს წლები არ იყო საკმარისი მაგაში დასარწმუნებლად?! არ გეყო ათი წელი იმის დასაჯერებლად, რომ შენ… მკვლელის ბუნება არ გაქვს, შვილო! -ყველას აქვს ეგ ბუნება. შენც. – გაეღიმა.-ტატოს მკვლელები რომ აღმოგეჩინა იმ დღეს ეზოში, რა ძალა შეგაკავებდა შუბლი რომ არ გაგეხვირტა მათთვის?! შენი კეთილი ბუნება, ძია?! -ეგრე ნუ მსჯელობ. მაშინ ყველას შეუძლია თავის გადაბიჯება.. -მარინას რატომ არ შეუძლია? – აზიდა წარბები გამომცდელად.-იმიტომ, რომ ადამიანურია. არ გვგავს ჩვენ, ბენდელიანებს. მარინას შეუძლია თავისი შვილის მკვლელებიც შეიბრალოს, იმდენად ღვთიური ბუნება აქვს. ჩვენ.. მე.. – დაამატა ჩუმად. ვეღარ გააგრძელა. -დალიე. – ანიშნა არჩილმა. მიუჭახუნა ჭიქა ბიძას. -სხვას ყველას კი, მაგრამ შენ.. შენ არასდროს გაგანაწყენებ ისევ. ისე იქნება ყველაფერი, როგორც გინდოდა ეს წლები. როგორც დაიმსახურე. -როგორც შეგვეფერება.-ღიმილით ჩაამთავრა და მოსვა თავისი ღვინო კაცმა.-კარგი ცხოვრება ყველაზე მეტად შენ დაიმსახურე, უტა. თავს მიხედე. უარი არ უთხრა იმ გოგოს, შენი გადარჩენის სურვილით რომ იწვის მთელი საღამოა… ხომ იცი, ქალებს შეუძლიათ ჩვენი დაყოლიება. -ჰოდა მაგათ გაუმარჯოს. – ბედნიერი ღიმილით წარმოსთქვეს სადღეგრძელო ერთი გვარის წარმომადგენლებმა. -შენი გოგოს თამადობით.-თვალი ჩაუკრა არჩილმა.-საუკეთესო არჩევანი გაგიკეთებია, მეტს არაფერს გეტყვი. პირველად ეძინა იმ ღამით მშვიდად საკუთარ სახლში ყველა ბენდელიანს. . გააცილეს სახლში ქალბატონი ანიკა მერხეულის მკვიდრებმა. რა თქმა უნდა, აჩი იჯდა საჭესთან შეფარული ბედნიერებით, თაიას უკრავდა მალიმალ თვალებს. რა არ გააყოლეს ანიკას სოფლიდან… თითქმის ყველაფერი, რისი წაღებაც ავტომობილს შეეძლო. სიცილით ჩაალაგა ნივთები სოსომ, აჩის შემოჰკრა მხარზე ხელი და თითქოს საეჭვოდ დარწმუნებულმა ანიშნა თვალებით ქალისკენ. -ჩემი სახლიდან მიდის, ხომ იცი, ჩემო აჩი. – მოეფერა მხარზე ისე, როგორც ბავშვობაში. ბედნიერმა წლებმა თვალწინ გაიარეს მაშინვე. ბენდელიანმა თავი დაუქნია მამაშვილურ გაფრთხილებას, ფრთხილად დაუბრუნა პასუხი სოსოს. -ჩემს სახლში მოვიყვან ერთხელაც, ძია სოსო.-თან გაეღიმა მალულად, ეშმაკურად, ძველებურად.-და აღარ გავუშვებ.. -ჭკვიანად იყავი, თორემ მე გაგიშვებ კარგ ადგილას. -თენგოს ორმოცის დღეს ვმუშაობ, წინასწარ იცოდე მაინც. -მიდი ახლა, შენ იცი.-ბოლოჯერ შემოჰკრა ხელები სოსომ და ანიკას ჩაეხუტა გულთბილად.-გამოვუშვებ ჩემს გოგოსაც მალე, არ იდარდო, ანი.-დაუკოცნა ლოყები და თავისი ხელით ჩასვა მანქანაში. რანაირია ეს სოსო მაინც… იმედიანი. -დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სოსო ძია. ელისო დეიდა, – გაშალა ხელები ანიკამ. აჩი უბრალოდ ტკბებოდა ამ გოგონას სინაზით.-თაი…. -თაი… -გამოაჯავრა ხმით აჩიმ.-წავედით, თორე დაღამდება. ოხ….. – გაიხედა თავისი ჭიშკრისკენ აჩიმ.-მოდის…. უტა მოდიოდა პარკით ხელში. სახლის ჩუსტები და შორტები ეცვა. ისეთი უბრალოც ყველაზე ბრალიანი ეჩვენებოდა თაიას. თუმცა რეალურადაც ასე იყო. თავის დაკვრით მიესალმა ყველას, სოსოს ჩამოართვა ძმაკაცურად ხელი. აჩის ჩაუდო უკანა სავარძელზე პარკი და გამოესაუბრა. თაიას არ იმჩნევდა გმირულად. თითქოს, არც არსებობდა. -ბიჭები დაგხვდებიან და მიუტანე. -როგორც მეტყვი. – გაშალა ორივე ხელი აჩიმ. მერე ჩაიხედა მანქანაში.-რამე საციხო საქმეს ხომ არ მატან? სიცილის ტალღამ გადაურა შეკრებილებს. თაიასაც კი შეერხა მოწყენილი ნაკვთები. ერთი შეხედა ნამძინარევმა ბიძაშვილს და შემოუარა მანქანას ანიკასთან დასამშვიდობებლად. ისე ძალიან ესიამოვნა ეს ფაქტი თაიას, ისე ძალიან…… ლამის ის გულისტკივილიც გადაავიწყდა, რის გამოც იდგა გაბერილი ახლა. თავი შეჰყო მანქანაში და ასე გადაკოცნა ანიკა დამშვიდობების ნიშნად. მერე აჩის ანიშნა თვალებით დანარჩენი. მანქანაც დაიძრა.. სადარბაზოსთან მიაჩერა. ახედა მაღალ კორპუსს ფანჯრიდან აჩიმ, მერე ანიკას მომართულ სხეულს შეავლო თვალი. არ უნდოდა მისი გაშვება. მით უმეტეს, ასე უსიტყვოდ ვერ გააცილებდა ახლა. მიეყრდნო სავარძელს, თან ღრმად ამოისუნთქა. გადმოხედეს ერთმანეთს ერთდროულად, რაღაც უნდა დაწყებულიყო აშკარად. თბილისიც უწყობდა ხელს წყვილს. გრილი სიო და დამტკბარი ჰაერი დანარნარობდა მათ შორის. -პაემანზე როდის წამომყვები? – გადმოიხარა და მოიქცია ქალის თითები თავისაში. -არ ვიცი. -აბა, ვინ იცის.. – გაეღიმა და გადაუტარა თითები ხელზე.-აღარ გავწელოთ ძალიან.. -თითქოს დიდი ხანი გიცნობდე.-მიატრიალა სახე ანიკამ. სიტყვა „პაემანმაც“ კი გააწითლა, იმდენად უცხო იყო მისთვის ყველაფერი.-სხვათა შორის, ტრადიციული ოჯახი მყავს. -მერე რა? – ჩაეღიმა ბენდელიანს შეფარულ ქვეტექსტზე.-არატრადიციულის რა შემამჩნიე? თუ იმის გაგება გაინტერესებს, შენ გამო წამოვალ თუ არა რისკზე? -შორს გაიჭრა ძალიან შენი გონება.-თვითონაც გახედა საკუთარი ბინის ფანჯრებს ანიკამ. ენთო მომლოდინე სინათლე სამზარეულოში.-არ მინდა მათი წყენინება. კარგად უნდა დაფიქრდე ადამიანი, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ. ასე რომ, ნუ დამაჩქარებ, აჩი. -არ გაჩქარებ.-აღფრთოვანება ვერაფრით დამალა ხმაში.-უბრალოდ ნაბიჯებს ვდგამ. ხომ შეიძლება?! -შეიძლება.-ვერ შეიკავა თვითონაც ღიმილი.-ნეტავ, თაიაც წამოსულიყო.. -ჩამოვა მალე. ისედაც დაჭამეს მერხეულში. -ელისო დეიდა ეჭვობს რაღაცებს.-აჰყვა ანიკაც.-საერთოდ არ მგონია მე მათი ურთიერთობა შეუძლებელი… – გააგრძელა თავისთვის. არც უფიქრია, რომ აჩიმ არ იცოდა უტას და თაიას „ურთიერთობის“ შემდგომი ეტაპები. -აა, უკვე?!-ავად გადმოხედა გოგონას.-გამანდე მეც, რა ურთიერთობაა ასეთი.. -შენ ყველაზე მეტად უნდა გესმოდეს მისი.-თავისთვის თქვა ანიკამ. აღარ უნდოდა გადასვლა მანქანიდან.-შენ თუ არ დაუდგები გვერდით ასეთ დროს, მაშინ საერთოდ ვინ, აჩი? -არაა ასეთი მარტივი. მის მომავალს ეხება საქმე. ვერ იქნება ბედნიერი კაცთან, ვინმაც არ იცის რას ნიშნავს ბედნიერება. ვერ ასწავლის თაია მაგას თავიდან ცხოვრებას, თუ თვითონ არ შეწყო ხელი, არ მოინდომა. -მიხედავენ თავიანთ თავებს. ამატანინებ სახლში ნივთებს? -ოხ… – აწკიპა წარბები.-ვიღაცას არ უნდოდა, მე რომ წამომეყვანა.. -შენი ბრალია მერე, ამდენი რაღაც რომ გამომატანეს. -რომელ სართულზე ცხოვრობ, პრინცესა? – გადმოვიდა და გადმოიტანა ჩემოდანიც. ანიკამ გულიანად გაიცინა მომართვაზე. -მეშვიდე. ლიფტიც მუშაობს. -შენი ტრადიციული ოჯახი არ გკითხავს მერე ჩემზე? – გააგორა ჩემოდანი და დატვირთული წარემართა სადარბაზოსკენ. -ჩემი ტრადიციული ოჯახი სახლში შემოგიპატიჟებს და შენთვის აჯობებს, უარი უთხრა. -რატომ? დამათრობენ? – ლიფტის კარებთან გაჩერდა აჩი. -დიახ.-მიახალა სახეში.-სახლში რომ ვეღარ წახვალ, ისე თან. თუმცა, შენთვის ეგ ხომ ჩვეული სტილია… -შენთან დავიძინებ. არაუშავს.-მიიწია მისკენ და ყურში უჩურჩულა. სადღაც შორს, პატარა მერხეულში ლამაზად გაეღიმა მარინას. . კლასიკურად ჩაცმული მოადგა თოფურიების კარს არჩილ ბენდელიანი. სამსახურიდან ახალი მოსული იყო ეტყობოდა. ყურები დაცქვიტეს მაშინვე გვერდითა მეზობლებმა. იცოდნენ, უაზროდ არ დადიოდა არჩილი ვინმესთან სტუმრად. ელენე ჯერ კიდევ თოფურიებთან რჩებოდა, რადგან დედამისს გაუგრძელდა თბილისში სამკურნალო ვიზიტი. ერეკლეც დედის გვერდით იყო. მიაკაკუნა ცარიელი სახლის კარზე არჩილმა. მაშინვე ამოავსო ოთახი თაიას ლამაზმა, სათნო სახემ. ღიმილით გადაკოცნა ქალი და თვითონ გამოიპატიჟა ბაღისკენ. -ნახე, რა ამინდია, რა მინდა შიგნით, თაი! – ჩამოჯდა ბაღის მაგიდაზე. კოსტუმიც გაიხადა და ლამაზად გადაკიდა გრძელ სკამზე. -ჰოო, დაცხა უკვე ძალიან.. როგორ ხართ? -ცუდად ვარ. – გაეცინა კაცს.-კრიზისი მაქვს სამსახურში და შენი დახმარება მჭირდება. -აბა, გისმენთ.. – გაინაბა თაია. -ახალი პროდუქტიც პრეზენტაცია რომ მაქვს ხომ იცი თვის ბოლოს?! მოკლედ, რაღაც პრობლემები შეიქმნა კომპანიაში. არაფერი არ არის მზად. კარგი რეკლამა მჭირდება.. შენ ხომ მარკეტინგში ხარ, შეგიძლია ჩემი დახმარება? -დავრეკავ ჩემს უფროსთან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე ცოტა დროა, მაინც მოახერხებენ რამეს. ამაზე ნაკლებ დროშიც გვიმუშავია.-გაეღიმა.-მასალებს თუ გამომიგზავნით, იქნებ მეც შევძლო რამის გაკეთება. დიზაინი მზად არის? -არის, მაგრამ შეხედე.. – დაანახა თაიას მობილური.-გამაგიჟებენ ესენი! მოვადუნე ყურადღება და ამიტომ დამემართა.. ხშირადაც ვერ ვნახულობდი ბოლო დროს რას შვრებოდნენ, ხომ იცი, უტას ციხიდან გამოყვანის ამბებში ვიყავი.. -ტექნიკურ მხარეს აჩი აგვარებს? – წაუყრუა უტას ხსენებას და მოიმარჯვა მობილური ხელში. -ნება იბოძა, კი. თანხა პრობლემა არ იქნება, რასაც იტყვიან, იმას გადავიხდი. ხარისხი მჭირდება მხოლოდ. -ყველაფერი იქნება. – გაუღიმა თაიამ.-სად იქნება პრეზენტაცია? დაპატიჟებული ვარ? -ოხ… – ფეხი ფეხზე გადაიდო კაცმა.-შენი მეგობარიც კია დაპატიჟებული, არათუ შენ. -აჰა… ეს უკვე საინტერესოა. ხელს ვუწყობთ შვილს?! -შვილებს.-თვალი ჩაუკრა თაიას.-კახეთში იქნება პრეზენტაცია. წინანდლის ეზოში.. -ნაკლები როგორ შეიძლებოდა. -თავი ამხადეს. მოვიშორებ და ეგაა. ჩამივარდეს თუ გინდა მთელი ბიზნესი, დავიღალე. – წამოდგა ფეხზე მართლაც დაქანცული არჩილი. -კაი რა, ძია არჩილ.. -ხელკავი გაუყარა თაიამ.-ასე როგორ მიდიხართ? ცივ ყავას მაინც გავაკეთებდი. -ამ საქმეს მიმიხედე და ეგ იქნება ჩემი პატივისცემა. წავედი ახლა, შემოგვიარე ცოტა, სულ დაგვივიწყე. -შევეცდები… . არ დასცალდა მერხეულს ღიმილიანი ხალხის ხილვა. დარეკა ერეკლემ თბილისიდან. ეთერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიექანებოდა უარესისკენ. სასწრაფოდ სჭირდებოდა გადაყვანა საზღვარგარეთ, რასაც იმდენი თანხა უნდოდა.. იმდენი, რომ ელენეს არათუ სწავლის, არამედ არსებობის ფულიც აღარ დარჩებოდა. მოწყენით ჩამოჯდა თაია, სოსოს გაუმხილა ახალი ამბავი. მაშინვე დააორგანიზა სოსომ სოფლის ჩართულობა ამ ამბავში, გამგეობაშიც იტყოდა ერთ-ორ სიტყვას. მთელმა სოფელმა იცოდა ქალის ამბავი. მათ შორის ბენდელიანებმაც. მიუყვებოდა თავის გზას ელენე. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა გასაჭირში იყო ახლა დედა და ძმა. როგორც ეუბნებოდნენ, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა, ნელ-ნელა გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა მისი ორგანიზმი. გამოცდებიც კარს მოადგა უკვე… რამდენიმე დღეში ლიტერატურის ჩაბარება უწევდა. ელისო ამზადებდა გულმოდგინედ, თუმცა მისი ფიქრებიც ძალიან შორს იყო, სადღაც მომავალში.. სევდიანად დაღამდა. თვალი ვერ მოხუჭა თაიამ. გვიანობამდე იჯდა ჰამაკში და არწევდა უხალისოდ. სახლში ყველას ეძინა მშვიდი ძილით, ელენეც გადაღლილი წამებში გაითიშა. ზაფხულმა მაინც სხვა ელფერი მისცა მერხეულს. უფრო დაამშვენა. სახლში შებრუნებას აპირებდა თაია, როცა ჭიშკართან აყუდებულმა სილუეტმა მიიქცია მისი ყურადღება. ელოდებოდა. ერთმანეთს შეხედეს მოშორებით, თითქოს დაეტყოთ კიდეც მონატრება და ის სურვილი, ერთმანეთის გვერდით ყოფნა რომ ერქვა. გამოაღო კარი უტამ. თვითონ არ შემოსულა. თაიას ანიშნა გამოსვა პირიქით. უნებურად და ლამის ვიღაცის კარნახით გაიარა მისასვლელი მანძილი. უხმაუროდ გააღო კარი და წინ დაუდგა ბენდელიანს. მასთან ბრძოლამ დაღალა ქალი. ის კი ალბათ დანებებით დაიღალა. -წამომყვები? – ანიშნა მდინარისკენ უტამ. კელასური. ელოდა კიდეც მათ. ალბათ მათთვის დაწყნარდა იმ ღამითაც, მათ გამო იყო ასე მშვიდი და თბილი, რომ ჰქონოდათ მიზეზი ერთმანეთის მოსანახულებლად. -ასეთ დროს? – ეჭვიანად გაიხედა შორს თაიამ.-ბნელა. -და ცხელა.-გაეღიმა უტას.-არის მანდ პატარა სინათლე, ნუ გეშინია. -სალაპარაკო გაქვს? აქ მითხარი. -სალაპარაკოც მაქვს, კი. -რა გვინდა ამ დროს მდინარეში? თან ცურვაც არ ვიცი, ხომ იცი. -ვიცი, თაია, ვიცი.-ჩამოადო ხელი ჭიშკარს.-უბრალოდ წამოდი. თვალები აატრიალა მის სიტყვებზე თაიამ. მაგრამ გაჰყვა. თვითონაც არ იცოდა, სად მიჰყვებოდა ახლა ამ კაცს, მაგრამ არ ეშინოდა არაფრის. არავის. ის ერთადერთი, ვის სიტყვასაც მიაქცევდა ყურადღებას, მამა იყო. მამას კი ეძინა. მოკლე შორტიდან ამ სიბნელეშიც მოუჩანდა შოკოლადისფერი კანი, თხელი და გრძელი ფეხები, მოფერებას რომ ითხოვდნენ თავისთავად. ჩამოიყვანა დაკლაკნილ გზაზე მოწიწებით უტამ, უსიტყვოდ, ძალიან შორს ტიროდა კიდეც ტურა. ციცინათელებიც მაინცდამაინც იმ საღამოს დაჰყვებოდნენ გზადაგზა წყვილს, უნათებდნენ შარას, ისინიც კი ხელს უწყობდნენ… დადუმებული იყო მერხეული, ნანატრი შვილების შეხვედრას უწყობდა ხელს. დააძინა ლამის მთელი სოფელი, მარტო დატოვა ისინი კელასურის იმედად. დახვდათ მართლაც პაწაწინა სინათლე. თანასოფლელებს დაემაგრებინათ კედარის ხეზე მაღლა, ძლივს ირეკლავდა გამწვანებული მდინარე შუქს, მთვარე იყო მაინც დომინანტური იმ ღამით. -უნდა ჩახვიდე? – შიშით იკითხა თაიამ.-მადლობა, აქ დაგელოდები. -არ მენდობი? – ეჭვნარევად გადმოხედა ქალს. მის თვალწინ გაიხადა მაისურიც. -ოხ, უტა.. -ნდობა რა შუაშია. არ მინდა ასეთ დროს მდინარეში, როცა ცურვა არ ვიცი. -გაიხადე ახლა შენი ნებით.-ანიშნა ტანსაცმელზე.-მოგეწონება, მენდე. -ამისთვის მომიყვანე? – აატრიალა თვალები. -არა, შენს გაშიშვლებას სხვაგანაც მოვახერხებ. ჩავიდეთ ახლა უბრალოდ.. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – წამოიწყო და თან გადაიძრო მაისური ტანზე. დიდი ამბავი, ბევრჯერ უბანავია ასე, მაგრამ მერხეულში და თან კელასურში არა.. და არც ბენდელიანის თვალწინ. არ უნდოდა შეემჩნია ის სიმორცხვე, რაც დაემჩნა მისი თვალების ყურებისას. შორტი დაიტოვა მაინც. ჩაეჭიდა მის ხელებს და უზომოდ ესიამოვნა, რომ აღარ დააძალა არაფერი უტამ. გააკანკალა, როგორც კი შეეხო ფეხით გრილ წყალს. -გეშინია? – გაეღიმა ბენდელიანს. ჩაეჭიდა ორივე ხელით და პირველი თვითონ ჩავიდა წყალში.-მოდი. -ცივია… ჩამოიყვანა და აიკრო ტანზე ხელებით. ულამაზესი სანახავი იყო ჩხუბის გარეშე მიხუტებული წყვილი შუა ღამისას. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა თოფურიას ცივი წყლისა და კაცის ხელების შეხებისას. ლამის მიეწება უტას, შემოჰხვია ხელები კეფაზე და მიეხუტა. -ნუ მექცევი ასე.-ჩუმად მიადო შუბლი შუბლზე კაცს. გადაუწია საპასუხოდ თმა უტამ, ფრთხილად აკოცა ლოყაზე ულამაზეს თოფურიას. -გულს გტკენ? – მიაჩერდა თვალებში. ნელ-ნელა გადაუტარა ტუჩები მხრებზე, ამობურცულ ლავიწებზე, ცოტაც ამოსწია წყლიდან და დაეკონა მოღერღილ მკერდზე ქალს.-თუ უფრო ვაჩქარებ… -უტა..! -შენ გამო ძალიან მინდა არ მქონდეს ის გაკეთებული, რისთვისაც თავს გარიდებ. შენ გამო მინდა, რომ უდანაშაულო და მართალი ვიყო. ეს დაამშვიდებს შენს გულს, თაია?! -ამას რატომ მეუბნები? – მისცა ყველაფრის უფლება, მაგრამ მაინც ურყევი იყო მისი ხმა.-მეორე დღეს, რომ გადაიფიქრო? რომ მითხრა, არაფერი გამოვაო? -რომ გამიცნო.-გაეღიმა და მოიქცია ხელისგულზე მისი სახე.-იცოდე, მე ვინ ვარ. როგორი გავხდი. გინდა? -ვიცი, როგორიც ხარ. -არ იცი.-გააქნია თავი.-ის აღარ ვარ, შენი ჩანთა რომ ამოჰქონდა სკოლიდან. შეცვლილი ვარ. ხასიათიც შემეცვალა, დამოკიდებულებებიც, სურვილებიც… შენც არ ხარ თხუთმეტი წლის. რატომ გინდა, რომ შენი დალაგებული ცხოვრების ამრევი ვიყო, ჰა? ასეთი დაუმორჩილებელი რა გრძნობა გაქვს, მითხარი მეც.. ჩაუსრიალა საჩვენებელი თითი მკერდთან. ნელა გადაუტარა გულ-მკერდზე ხელები, ყველა ფეთქვა შეიგრძნო ქალის სხეულიდან გამომავალი. -ამ კითხვების დასასმელად მომიყვანე? – ამჯერად თვითონ შეეხო სახეზე. ამოიოხრა უტამ, როცა შეიგრძნო მისი კანი, მისი სუნთქვა და თითები თავის სხეულზე.-შენ.. შენ თვითონ რა გაწუხებს, რომ თან მიშვებ, თან ვერ. ეგ უფრო საინტერესოა.. -არ მაწუხებს.-გაეღიმა და მიეხმარა მოფერებაში.-ვგრძნობ. -ხოო?! -ხოო.-ისე მოულოდნელად აკოცა ყელში, დაიკლაკნა თაია. გაეცინა კიდეც, ესიამოვნა მისი პირიდან ნათქვამი „ვგრძნობ.“ არ ჩასძიებია. აღარ ჰკითხა, რასო. უნდა დალოდებოდა, ამითაც კი ესმოდა მისი, რომ შეეძლო მოეთმინა, რომ არ დაეჟინა ერთი და იგივე. ამიტომ იყო ჯანსაღი თაია… ასეთი სიყვარული იცოდა. სწორი. -მე არავის ვპატიობ ჩაქნეულ ხელებს, როცა ბევრი გამოსავალი არსებობს. – წამოიწყო ქალმა და ასეთი ქალური ხმაც პირველად ჰქონდა ბენდელიანთან საუბრისას.-და შენ მით უმეტეს.. გგონია, ვინმეს ვაპატიებ ჩემ უარყოფას? რაც არ უნდა იყოს მიზეზი. -რა უარყოფა, თაია… – ღიმილი შეაგება მის მკაცრ, მომთხოვნ ბგერებს.-ვერ ხედავ, რამდენს უნდა შენთან ყოფნა? -არც ერთი არ მადარდებს. -მაინცდამაინც მე გინდა, რომ გამოვხატო ეგ სურვილი? – უფრო გაეღიმა და თან ლოყაზე ჰკოცნიდა მალიმალ.-ჩემ სურვილებს ეგრე ხმამაღლა ვერ გავაჟღერებ.. -რატომ? საშიშია? -თან როგორი. -ერთი მაინც მითხარი… მოატრიალა და უკნიდან მიეხუტა. წყალი შეასხა საპასუხოდ თაიამ, იმან უფრო მჭიდროდ მიიხუტა ქალის ტანი. მუცელზე მოჰხვია ხელები. თავისთან ჰყავდა გამომწყვდეული, ვერსად წავიდოდა თაია.. გადმოაწევინა უკან თავი და ასე აკოცა ტუჩებზე. ესეც მისი გაუჟღერებელი სურვილიდან იყო ერთ-ერთი. უპასუხეს კოცნაზე. მიტრიალდა მისკენ და მოუდუნდა ხელებში. გაეღიმათ ერთმანეთის დანახვისას, უტას გაცოცხლებული მწვანე თვალებიც პირველად გამოჩდნენ მთვარის შუქზე. დაეტყო თაიას ეფექტი, გადმოედო მისი გრძნობებიც, ლამის ერთიანად გამოუცოცხლდა გამომშრალი სხეული. აღარ ეთქმოდა მის საქციელს გულქვა. არც სიცარიელე იგრძნობოდა მწვანე გუგებში. ნელ-ნელა და კოცნა კოცნით დაეპატრონა მის სველ კანს. ყველგან შეეხო, სადაც კი შეიძლებოდა გზა ეპოვათ გაცეცხლებულ ტუჩებს. ბევრჯერ დაუკოცნა სახე და თვალები, მონატრებისგან შეშლის ჰგავდა ბენდელიანის საქციელი, მაგრამ ახლა ისე იყო დარწმუნებული ამ ქალის გრძნობებში, თვალწინ გადაუარა წარმოსახვითი მომავლის ბედნიერმა დღეებმა. მისთვის როგორ უნდა ეტკინა გული?! როგორ შეძლებდა?! არ გაბედავდა. ადამიანის მოკვლა ხომ შეჰბედა უფალს. თაიას წყენინებას ვეღარ. ღმერთისგან ბოძებული იმედის ხელიდან გაშვება, ისევ დააკარგვინებდა ძვირფას ადამიანებს. -ათასი მიზეზი გაქვს, რომ არ გინდოდეს ჩემთან. ერევა ის ერთადერთი გრძნობა? – გამომწვევად მიადო საჩვენებელი თითი მკერდთან. -გენდობი. – დაიჩურჩულა თაიამ პირველმა მის ხელებში.-ყველაფერში. შუბლი მიადო შუბლზე. ნდობა. -თუ ხვალაც ისეთი ცივი იქნები ჩემ მიმართ, როგორც ამ დღეებში.. – განაგრძო ისევ თაიამ.-ახლავე მითხარი. თორემ მერე არ გაპატიებ, უტა. -ცივი ვარ? – თბილად მიეხუტა მაშინვე. -ცივი ხარ. უხეში და თავხედი. -გულქვაც… -უტა! -ასე ხომ მითხარი?! მლანძღავ და მერე შუა ღამისას მომყვები მდინარეში საბანაოდ. -იმედია, არავინ გვხედავს. -რატომ გადარდებს.-ჩაეცინა.-აჩისგან ხომ გაქვს თანხმობა.. -სულ რატომ დასცინი აჩის.-ესიამოვნა ადამიანური საუბარი თაიას. ასეთი ბენდელიანი, გულღია და თბილი.-გენატრებოდა, არა? გადაუხვია და შეეცვალა უტასაც მზერა. -ვინ? – ხმაც გაუხდა ძველებური. -ოჯახი. აჩი. -ყველა. – ამოიჩურჩულა. ნელ-ნელა წავიდა უფრო სიღრმისკენ, გაიყოლა თაიაც. -რაზე ფიქრობდი ხოლმე? -მარინასთან შეხვედრაზე. -როგორი იყო? -სევდიანი. – გაეღიმა გულახდილად.-დედა-შვილური. -სხვანაირი ქალია. კეთილშობილი და უბოროტო. ნებისმიერს რომ გაუგებს, ისეთი. ელისოც ხომ იცი, რანაირია, მაგრამ.. -სხვას არ მიგათხოვოს ელისომ.-ჩაამთავრა თავად. მაინც როგორი იყო ეს უჩვეულო საუბარი. ყველანაირი ინტიმისგან დაცლილი, უფრო ახლობლური და თავისუფალი. ძალიან აშკარა. -დაუშვებ შენ მაგას? -ელისო მასწავლებელს ხომ არ შევეწინააღმდეგები. -ზურაბისთვის არ გამიმეტებს. – აჰყვა თაია. -არც ჩემთვის.-დაქაჩა თავისკენ.-იმდენადაც არ ვუყვარვარ, რომ შენი თავი დამითმოს. -განათლებული ქალია. იცის, რომ იდეალური პერსონაჟები არ არსებობენ. და იმასაც გავაგებინებ, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი საკუთრებაა, არავის დავეკითხები აზრს, რას გავაკეთებ. -ნუ ფილოსოფოსობ. – ოდნავ შეუშვა ხელი. წრეზე ტრიალებდნენ მდინარეში. ერთმანეთს უყურებდნენ, ლაპარაკობდნენ, უსმენდნენ.-და ნუ ხარ მასთან უხეში. -არ ვარ. -ხარ.-გაუღიმა.-ყველა ვერ მოიქცევა სოსოსნაირად. დახუჭა თვალები წამიერად. -რანაირები არიან მართლა.. რამდენ რამეს აკეთებენ ჩვენ გამო…. უხმოდ დაეთანხმა ბენდელიანი. -თბილისში ვაპირებ დაბრუნებას. – წამოიწყო ისევ თავად თაიამ. -კარგია. -არჩილმა მთხოვა დახმარება ახალი ღვინის ამბავში. პრეზენტაციაზე წამოხვალ? -რა თქმა უნდა. -ჰო, ჩაივლის ეს ამბავი და დავრჩები თბილისში. სამსახურს დავუბრუნდები. -რა პასუხს ელოდები? – მიეხუტა და გაეღიმა მის კანზევე.-წამოგყვებიო, გითხრა? თუ დარჩენის თხოვნას ელოდები.. -არაფერს ველოდები. -დაუბრუნდი სამსახურს. არ იდარდო, შენთან მოსასვლელ გზას როგორმე ვიპოვი. კელასურმა ნაპირი გამოაჩინა. უტამ დაინახა. . სახლში დაბრუნებულს დახვდა კომპიუტერთან მიმჯდარი არჩილი. მოიხსნა სათვალე კაცმა, ახედ-დახედა სველ და ტანზევით შიშველ ძმისშვილს. -სად იყავი?! -მდინარეში. -ასეთ დროს? – აზიდა წარბები.-როდის გახვედი, ან როდის მოხვედი.. -სულ წავედი ხელიდან….. – გააგრძელა თავისთვის და თავთან წამოუდგა კაცს.-რაღაც მინდა გთხოვო, არჩილ. -ბიძიას თუ დამიძახებ… – გაიზმორა სკამზე კაცი. -ელენეს დედის ამბავი გაიგე? – თქვა ხმადაბლა. თვალებში უყურებდა კაცს. ისე ბუნებრივად ახსენა ელენეს დედა და არა ერეკლესი…. არჩილს დაეძაბა ტანი. -მერე? -იზრუნებ მაგ ამბავზე?! -არ აიღებენ ჩვენგან ფულს, უტა! – წამოდგა ფეხზე არჩილი. -არ იყოს მერე ჩვენგან.-გაეღიმა.-სოსოსთან მოაგვარე. -რატომ გინდა ამის გაკეთება? – გააჩერა წინ წასული.-როდიდან გადარდებს ჯაფარიძეების ბედი? -ეთერის ოპერაციისა და ელენეს სწავლის თანხას მიხედე მხოლოდ. შენთან მეტი თხოვნა აღარასდროს მექნება.-მხრებში ჩამოადო ხელი.-იზამ ამას ჩემ გამო, ძია არჩილ?! -ისედაც მინდოდა.-თავისთვის დაიდუდღუნა კაცმა.-ვაპირებდი სოსოსთან დალაპარაკებას. -მშვენიერი. დაიძინე აწი, გვიანია. -სად იყავი შენ, არ მეტყვი მაინც?! -ხომ გითხარი! -ჩემი სახელიც მიგეწერა ამ ზურგზე, მაინც ყველაფერი ზედ გაწერია. -შენი ადგილი მკერდზეა, ბიძია. გულთან ყველაზე ახლოს. გადაიხარხარა არჩილმა. ღირდა ეთერის ცუდად ყოფნა იმ ფასად, რომ დაენახა მასში რაღაც ადამიანური. ეს კი ბევრად მეტი იყო, თითქოს ძველებური ბენდელიანი – ადამიანის მოყვარული. თავი მეშვიდე ... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი, რომელსაც ბევრი სინათლე სურდა, რომელმაც უცებ იპოვა ქარში დიდი მსგავსება საკუთარ სულთან.... არჩილის დიდი თხოვნით მოინახულა უტამ კახეთში თავისი მიწა. ყურძენი, რომელიც იკრიფებოდა ხოლმე ოჯახური ბიზნესისთვის. სპეციალურად გაუშვა მარტო აღმოსავლეთისკენ, იქნებ თვითონ დაინტერესებულიყო, თავად გამოეჩინა ინიციატივა საქმის კურსში ყოფნით. საღამოს მობრუნდა მერხეულში. მოიკითხა ამბები, მიესალმა არჩილისა და კობას ძველ მეგობრებს, ბევრი ისაუბრა მათთან, დაუზარელად მოისმინა მათი ამბები სტუდენტური წლების შესახებ. დაღლილი დაადგა მშობლიურ აღმართს. მიათრევდა ელენე ჩანთას. მეორე დღეს უკვე პირველი გამოცდა ჰქონდა. ცხელოდა ძალიან გარეთ, სულს ძლივს ითქვამდა ამ აღმართში ამავალი ბავშვი. შვებით გადახედა წამოსწრებულ მანქანას. ჩაიხედა მძღოლის ვინაობის გასაგებად შიგნით. -გაიარე. - მიუგდო უგულოდ და იქვე ჩამოჯდა ქვაზე დასასვენებლად. -წამოდი, მიგიყვან.-გადმოვიდა უტაც. თავთან წაადგა დაქანცულ ბავშვს. -რაღა დარჩა. წავალ ჩემით. -ნუ ჯიუტობ. ადექი, - მოიკიდა ზურგზე მისი ჩანთა და გადაუძახა მანქანაში.-როგორ არის დედა? -გადაიყვანეს თურქეთში. ამ დღეებში გაუკეთებენ ოპერაციას.-მშვიდად უპასუხა, პრინციპულად არ ჯდებოდა მაინც მის მანქანაში.-რაში გაინტერესებს შენ? -მოდიხარ? - წარბი ასწია გამომწვევად. თან ეღიმებოდა მის გამეხებულ სახეზე, თან იაზრებდა რატომაც იჩენდა ასეთი დოზის დისტანციას ელენე. -უკანასკნელად ვჯდები ამ მანქანაში.-დაიდუღუნა და აიკრა მკერდზე ჩანთა.-უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ.. -ნუ იმართლებ თავს.-გაუღიმა უტამ.-პირველად ხომ არ ზიხარ. -ძალით ჩამსვი მაშინაც. -რაღაც არა მგონია. - გადმოხედა და რატომღაც ერთდროულად გაეღიმათ მაინც.-თავის გახეთქვით მემუქრებოდი.. -ჯერ კიდევ ძალაშია ეგ მუქარა.-ანიშნა ჩანთისკენ.-ნუ გგონია, რომ რამეს გაპატიებ. -არაფერი მგონია, ელენე. -ამ კეთილი ნების გამოჩენით გგონია, დანაშაულს დაგივიწყებ?! სულ რომ სამყარო გადადგა აწი, არაფერი შეიცვლება. შენ მაინც მამაჩემის მკვლელი იქნები ბოლოს, მე კი მისი შვილი. თუ ამის გამო ძვრები ტყავიდან, ნუ დაიხარჯები ტყუილუბრალოდ.. -მაინც რას ვცდილობ? - ოსტატურად აჰყვა საუბარში. ვერ ეტყოდა, რომ არაფერს ითხოვდა მისგან, ვერ აუხსნიდა ამ ბავშვს, რომ უბრალოდ ასეთი იყო. -ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას. ფართოდ გაეღიმა ბენდელიანს. -და რაში მარგებს მე შენი კეთილგანწყობა? - გადმოხედა ელენემ ამ წინადადების მოსმენისას. -სინდისის დამშვიდებაში. არა? - თვითონ აზიდა წარბები ამჯერად.-იქნებ, თაიას გულის მოგებაშიც? -თაია რა შუაშია ახლა? -რა უცნაური ბედი გაქვს მაინც.-ჩაეცინა ელენეს.-მაინცდამაინც იმ გოგოს მიადექი, ვისზეც ჩემი ძმაა შეყვარებული. სპეციალურად აკეთებ ამას? -ელენე. -ჰო, რა იყო?! ბევრი დამთხვევაა რაღაც, ჩემი ძმის გასაგიჟებლად ყველაფერს აკეთებ მოკლედ. -გჯერა საკუთარი სიტყვების თვითონ? - გაუღიმა გოგონას. ისე გაუღიმა... დაეტყო სახეზე ვინც იყო სინამდვილეში. -მჯერა. - გაგულისებულმა ამოიბურტყუნა. არ უნდოდა წაგება კამათი მასთან. -შენი ძმის გაგიჟება რომ მინდოდეს, ელენე... - ამოისუნთქა უტამ.-პირველ რიგში, ხომ იცი, ვისაც დავაზიანებდი. -მე?! - მიიდო თითი გულთან ელენემ.-მე ისედაც დამაზიანე შენ ბევრი წლის წინ. დამიჯერე, ისეთს ვეღარაფერს გამიკეთებ.. -არასდროს არაფერს არ გავაკეთებ. შენ არ გემუქრება საფრთხე განსაკუთრებით.. - გადმოხედა ცალი თვალით.-მაგრამ ეს ისედაც იცოდი. შეხედა ელენემ თვალებში ამ კაცს. რატომ არ უსმენდა ერეკლე ისე, როგორც უსმენდა თუნდაც უტა ასე მშვიდად?! და თან ვინ იყო ეს კაცი?! მამის მკვლელი! როგორ შეიძლება, რომ გვერდით ეჯდეს ახლა.. როგორ შეიძლება მიჰყავდეს იმ სახლში, სადაც ელოდება თაია.. სოსო.. ელისო.. ხალხი, ვინც ოჯახია მისთვის. ამ საუბრითაც კი ატკინა ბენდელიანმა. ისედაც ხომ იცოდა ელენემ, არავინ ავნებდა ამ სოფელში, განსაკუთრებით მარინას გაზრდილი ბენდელიანები, მაგრამ მაინც.... ერეკლესავით თავს უბრაზდებოდა. სხვას არავის. შეუმჩნევლად მოიწმინდა მოღალატე ცრემლი. -კარგი.-ამოისუნთქა.-ზედმეტი მომივიდა. საერთოდ არ ვილაპარაკო ჯობია. გაღიზიანებული ვარ, შენი ბრალი არა... -დაიღალე? – ოსტატურად გაუტარა წამოსროლილი სიტყვები გოგონას და გადმოხედა თბილი თვალებით. ვერ აკონტროლებდა მზერას, როცა უყურებდა ამ ბავშვის სათნოებას, სინაზეს, არ უნდოდა გამოეჩინა ზედმეტი მზრუნველობა, როცა არ ჰქონდა აზრი, მაგრამ თავისთავად ხდებოდა ეს ყველაფერი, თითქოს ასე იყო დაგეგმილი. -ეს კვირა და მორჩება. დავისვენებ. -რაზე უნდა ჩააბარო? - შეანელა სვლა უტამ. მასთან დარჩენის დრო გაზარდა უნებურად. ახლა მართლა ცდილობდა ყველაფრის გამოსწორებას. -სამართალზე.-თვალი თვალში გაუყარა კაცს. გაეღიმა ბენდელიანს. -ნუთუ?! -ჰო, ასე გადავწყვიტე. -გაქვს პოტენციალი.-მიაჩერა მანქანა თოფურიების სახლთან.-კარგად გამოგდის სამართლის აღსრულება. -მადლობა მოყვანისთვის. - გამოაღო კარი და უცნაურად შეხედა თვალებში ბენდელიანს. რაღაცის თქმა უნდოდა აშკარად, მაგრამ ვერ გადააბიჯა მაინც თავის სიამაყეს. ვერ აპატიებდა.... ვერავის ხათრით. -წარმატებები ხვალ. აპირებდა პასუხის დაბრუნებას ელენე, თუმცა მოულოდნელად დაიჭრიალა ჭიშკარმა ხმაურიანად. ერეკლე ჯაფარიძემ გადმოაბიჯა ქუჩაზე. ზიზღნარევად შეხედა ჯერ უტას, მერე ელენეს დაუბრუნა იმედგაცრუებული თვალები. გამოჰყვა მის ნაბიჯებს თაია. -აქ რა გინდა? რა მოხდა? - მივარდა მაშინვე ელენე. უტა თავისთავად გადმოვიდა. არ გაექცეოდა გამძვინვარებულ ჯაფარიძეს, მაგრამ მაინც არ აჰყვებოდა ახლა ისედაც გასაჭირში მყოფს. -შენ რა გინდა აქ, ელენე?-ანიშნა დაღლილი თვალებით უტასკენ. -დედას რამე დაემართა? - დაბრიცა ტუჩები სატირლად გოგონამ. -არა, - თაიამ განმუხტა სიტუაცია.-დეიდაშენი გაჰყვა თურქეთში. ერეკლე დაფინანსებისთვის საჭირო საბუთების მოსაგვარებლად ჩამოვიდა. კარგადაა ყველაფერი, არ ინერვიულო შენ, ხვალ გამოცდა გაქვს, ხომ გახსოვს? -რაო დედამ? - ახედა თავის ძმას. რა იქნებოდა, ერთხელ მაინც გადაესვა ხელი დისთვის, რა იქნებოდა, ეთქვა ყველაფერი კარგად იქნებაო. -ჩემს დას თავი დაანებე. - გაუსწორდა ბენდელიანს ერეკლე. სხვა დროს მოენატრებოდა კიდეც მასთან ჯახი უტას, მაგრამ ახლა აღარ. ახლა უბრალოდ თავის არიდება უნდოდა მისთვის. -სისულელეს ნუ იტყვი.-გაუქნია თავი, გადადგა ნაბიჯი თავისი მანქანისკენ, მაგრამ არ მოასვენა ერეკლემ. -აღარ დაგინახო მის სიახლოვეს. არ გაუჩერო მანქანა. არ მიუახლოვდე. არ მიესალმო. თავი დაანებე! -ერეკლე! - საყვედურით წამოიძახა ძმის სახელი ბავშვმა. -რაა?! - მიაშტერდა თავის დას გაცეცხლებული. უსასრულოდ ნამგზავრს მაინც ჰქონდა იმის თავი, რომ წაჰკიდებოდა ბენდელიანებს. -ამის დროა ახლა? - მიიდო გულ-მკერდზე ხელები ელენემ.-წავიდეთ სახლში. თაია მიეფერა სანაცვლოდ. სოსოც გამოვიდა ჭიშკართან შეკრებილი ახალგაზრდების სანახავად. წამიერად დალაგდა სიტუაცია. -რა ხდება, ბიჭებო? - ღიმილით გამოაღო კარი.-რავა ხარ, უტა? -ძველებურად. - ჩამოართვა ხელი მაგრად.-როგორ გყავს მეუღლე? -გვიძლევს მე და ჩემ გოგოს. არჩილი აღარ მინახავს, მოვიდა? -მოვა უკვე. - დაიხედა მობილურზე.-შენი ნახვა ენდომება. - მიუტრიალდა თაიას. ლამის სოსოს თვალწინ უთხრა მენატრებიო. -ჰო, ვიცი. შემოვივლი მოგვიანებით. უსმენდნენ მათ დიალოგს ჯაფარიძეები. აშკარად ზედმეტები იყვნენ მათ შორის. ერეკლემ პირველად იგრძნო მსგავსი გულისწყვეტა, როცა დაინახა მათი თვალები ერთმანეთთან უმნიშვნელო საუბრისას კი. უყვარდა თაიას. შეატყო სახეზე. არ გამოუტყდა თავს, მაგრამ ბენდელიანსაც ემჩნეოდა რაღაც, რასაც ვერ მოუძებნა ახსნა ერეკლემ. როგორი ჩვეულებრივი იყო უტა მეზობლებთან საუბრისას, თითქოს არაფერი ჰქონდა გაკეთებული. თითქოს არ გაეთელა იმ ხალხის ცხოვრება, ახლა რომ იდგნენ უჩინმაჩინივით. -მადლობა, ძია სოსო.-ამოიღო ბოლსო ხმა ერეკლემ.-ყველაფრისთვის. რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ, დაუფასებელია. იმედია, ოდესმე შევძლებ სათანადო მადლობის გადახდას. -არ გინდა. - შემოარტყა მხრებში ხელი ბიჭს სოსომ.-კარგად იქნება დედათქვენი. არ იდარდოთ. გვტოვებ, ელე? -რამდენიმე დღეში მივდივარ ისევ, დაგიტოვებთ მაშინაც. -არ არის პრობლემა.-გაუღიმა სოსომ.-ვერც კი ვგრძნობთ მის სახლში ყოფნას ხოლმე... -თაი. - გადახარა თავი გვერდზე ერეკლემ. უტას თვალწინ მოჰხვია საყვარელ მეგობარს ხელები და აკოცა თავზე თბილად.-ხომ იცი. -ვიცი.-გაეღიმა თაიას და ჩაეხუტა თვითონაც თბილად. უტას არაფერი უთქვამს, არც კი შეუხედავს მაგ სცენისთვის. გააყოლეს თვალი მიმავალ ჯაფარიძეებს. -შემოდი. - ანიშნა სახლისკენ სოსომ.-ნარდი ვითამაშოთ, თაია ცივ ყავას გაგვიკეთებს.. -ჰოო?! - გადმოხედა უტამ სუსტი ღიმილით. მამის თვალწინაც უბედავდა მაგ მზერას, ლამის აორთქლდა თაია იქვე. ბაღის მაგიდასთან ჩამოსხდნენ სოსო და უტა. გამოუტანა თაიამ ნარდი, ხილით სავსე ჯამი და დაპირებული ცივი ყავის გაკეთებასაც შეუდგა. თვალს აყოლებდა სამზარეულოს ფანჯრიდან ერთმანეთში მოსაუბრე კაცებს. მერე თავისით მოვიდა ელისოც ოთახში... -რას შვრები, დედი? - ჩამოუდგა ღიმილით თაიას. ბოსტნეული ჩაალაგა ნიჟარაში ქალმა და რეცხვა დაიწყო. -უტა არის გარეთ. ცივ ყავას ვაკეთებ. -ოხხ.. - ხელი დაუქნია ღია ფანჯრიდან სტუმარს ელისომ.-ელენე წავიდა, ჰო? -კი. წავიდნენ. -არჩილს რომ ეხმარებოდი, რა ისმის მაგაზე? - შორიდან უვლიდა ელისო ქალიშვილს. გაეღიმა თაიას დედის მცდელობებზე. უყურებდა ნაოჭ შეპარულ სახეს გვერდულად, ქალის საყვარელ, მოვლილ ხელებს გააყოლა თვალი. -ნელ-ნელა ვაწყობთ ყველაფერს, მზად იქნება წესით მალე. რატომ? -არა, ისე. ხომ ეხმარებოდი და.. -დედა.- დაალაგა ფინჯანზე ყავის ჭიქები.-ნუ გავიწყდება, რომ დიდი ვარ. თან ძალიან დიდი უკვე. -არაფერი მითქვამს ახლა მაინც! -ერთხელ მაინც რომ მოუსმინო საკუთარ ქალიშვილს და არა გვერდითა მეზობლებს, კარგი იქნება ორივესთვის. ბრაზიანად გაიტანა ჭიქები გარეთ. დაულაგა აზარტში შესულ მოთამაშეებს და თავადაც იქვე ჩამოუჯდა. -ვინ იგებს? -„დასპეცებულა“ ეს. - ანიშნა უტასკენ სოსომ. აშკარა გახდა, ვინც იგებდა.-სულ ნარდს აგორებდი, ბიჭო, მანდ? არ კითხულობდი ელისოს წიგნებს? გულიანად გაეცინა უტას. -ვაა, ვაა, რა ხალხი! - შემოვიდა ეზოში აჩი. ხელებით დაეყრდნო მაგიდას და ზევიდან დააკვირდა თამაშის პროცესს.-ფეხბურთი ვერა, მარა ნარდში მაინც გაგანადგურეს ბენდელიანებმა, სოსლან? -ბევრს ნუ ლაპარაკობ. -აიქნია ხელი სოსომ.-მიდი, ერთი, გვაჩვენე როგორ იცი.. ადგილი დაუთმო სოსომ. ღიმილით მიუჯდა მაგიდას აჩი. გაეღიმა თაიას ბიძაშვილების თამაშზე. თვალებს არ აცილებდა უტას თითებს, ოსტატურად რომ ათამაშებდა კამათელს ხელისგულზე. -შენ არ იცი ნარდი? - გადმოხედა თაიას აჩიმ.-თუ შენ უფრო „უნო“.. -მოვიდა არჩილი?-არ მიაქცია ყურადღება მის სისულელეებს თაიამ. -მოვიდა, კი. -კარგი, დაგტოვებთ მე. - წამოდგა ფეხზე.-მამაჩემი არ გააგიჟოთ.. -გაგაცილო? - დაუჭირა მკლავი აჩიმ. ისეთი სიყვარულით შეხედეს ერთმანეთს ბავშვობის მეგობრებმა, უტასაც კი შეერხა ტუჩები ღიმილით. მიაცილა თოფურიების ქალიშვილი შუა გზამდე აჩიმ, დაელოდა, სანამ შეაღებდა ჭიშკარს, მერე გამობრუნდა ისევ მაგიდასთან. სოსო სატელეფონო ზარს პასუხობდა გვერდით. ბიძაშვილები კამათელს აგორებდნენ. -არჩილმა დააფინანსა საყვარელი ჯაფარიძეები? - წამოიწყო აჩიმ ირონიული ჩაცინებით.-და ისინიც ვითომ ვერაფერს ხვდებიან, ხო? -არც არის საჭირო იცოდეს ვინმემ. - მშვიდად უპასუხა უტამ. -მერე მოგვადგება და დაგვიწყებს.. ექნება პრეტენზიები! ხოდა მივართმევ სახეში მაგ დროს. -რას იზამ ერთი? - თვალები მოჭუტა უტამ. ზუსტად ისე უყურებდა ახლა, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე. -სახლში რომ სცენები მოგვიწყო, რომ დაგჭრა.. დედა გაგვინერვიულა. ეგ არაფერია მისთვის.-უგულოდ ლაპარაკობდა აჩი. ეტყობოდა, რომ არ გრძნობა ამას, მაგრამ მაინც ამბობდა. ბრაზი ახრჩობდა საშინლად, დაუფიქრებლად რომ აკმაყოფილებდა მამამისი ყველა გაჭირვებულს. უსმენდა უხმაუროდ უტა. სიგარეტსაც მოუკიდეს ერთდროულად. თავად განაგრძო პატარა ბენდელიანმა კვლავ. -განა არ მესმის... - ამოიოხრა, უჭირდა საუბარი ამ თემაზე უტასთან.-მაგრამ ხომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ერეკლეს ათასი შანსი რომ ჰქონდეს, იგივეს იზამდა მაინც. არაფერს ნანობს, დარწმუნებული ვარ, ისწორებს თავისას. შენ კი... -არ მინდა ამაზე საუბარი.-გააწყვეტინა უტამ. -შენ.. იმ ერთ შანსაც იმას შეალევდი, რომ როგორმე მართალი იყო.-დაასრულა ჩუმად.-ვერ გამოასწორებ შენ მათ დაულაგებელ ოჯახს, უტა. -არც ვცდილობ. -ხომ ეხმარები.-გაეღიმა.-არ მითხრა, რომ შენ არ გითხოვია არჩილისთვის?! -რა მნიშვნელობა აქვს?-თვალი თვალში გაუყარა. -ძალიან დიდი.-კვლავ გადაეფინა სითბო სახეზე ბიჭს.-ახლა ვხვდები, რომ სანდო ხელში მეყოლება ჩემი საუკეთესო გოგო. აწი შეგვიძლია აღარ ვისაუბროთ ამაზე. გააგორე. - მიანიშნა. მოწკურა თვალები ისევ უტამ. გაითავისუფლა სიგარეტისგან ხელები და შეეპარა მაინც ღიმილი პატარა ბიძაშვილზე, ვინც აღარ იყო ისეთი პატარა, ძველებურად რომ გაცინებოდა მის სიტყვებზე. აჩი გაზრდილი იყო. კაცი იყო. და ესიამოვნა. -მიიყვანე ანიკა? - გადაუხვია უნებურად უტამ. პირველად დაინტერესდა აშკარად მისით. არადა ყოველთვის ფიქრობდა მასზე, ყოველთვის ოთხ კედელში ყოფნისას. -ოო, ანიკა... - ხელი შეუშვა სათამაშო ქვებს აჩიმ. გადაიწია სკამზე.-მივიყვანე კი. ტრადიციული ოჯახი მყავსო.. -და?! - გაეღიმა უტას. -მივუქსიო უნდა ყოვლისშემძლე არჩილი. -მოსწონს მარინას. - ანიშნა თავიანთი სახლისკენ. -მარინას ბევრი ვინმე მოსწონს.-არ უშვებდა შანს ხელიდან აჩი.-მაგრამ ერთი განსაკუთრებით. -თაია?! - მიეშველა უტა, აღარ აწვალა ბევრი.-ვუერთდები მარინას მაგ ამბავში. -ახ, უტა... - გაეცინა აჩის.-ამდენმა წიგნმა სულ გაგაგიჟა! მარტივად ვერ იტყვი? -რა უნდა ვთქვა მარტივად? - გაეღიმა. -რომ მოგწონს. -აბა, რა ხდება? - სოსო ჩამოდგა მაგიდასთან.-რა არის ეს, აჩი, „მარსი“ როგორ წააგე? -შენ „კოქსი“ წააგე საერთოდ. - დასცინა და წამოდგა ფეხზე.-გავედი მე, გადავხედო ჩემს ბიზნესმენ მამას და ბიზნესლეიდის. -მოაცილე მერე, ხო? - მაინც გააფრთხილა სოსომ. -დავტოვებ ტურების ამარას... უტამ კიდევ მრავალი ხელი ეთამაშა სოსოს. იცოდა, ელოდნენ სახლში, ის ერთი განსაკუთრებით, ყოველ წუთს ფანჯრისკენ რომ იხედებოდა. . ბენდელიანების ჭიშკართან შეხვდნენ ერთმანეთს. აჩი მოჰყვებოდა გასაცილებლად, მაგრამ უსიტყვოდ გადააბარა შემოსწრებულ ბიძაშვილს და მიატოვა წყვილი იქვე, ეზოსთან ახლოს. ჩამოდგა უაზროდ თაია, მთვარის შუქზე ბრწყინავდა მისი შავი, ბნელი თვალები. ვარსკვლავიანი ცა ეფარათ თავზე მოდარაჯედ. -მოუგე სოსოს? - ამოიღო პირველმა ხმა. -მოვუგე.- იდაყვით ჩამოეყრდნო კარს.-გეთამაშო შენც? -არ მიყვარს მე თამაშები. - გაიხედა სხვაგან. ვერ დაინახა კაცის მზაკვრული ღიმილი. -აბა, რა გიყვარს შენ? -გამაცილებ თუ ვიდგეთ აქ დილამდე? -არ ვარ წინააღმდეგი. თუ გინდა, ჩემს ოთახში ავიდეთ.-ანიშნა მეორე სართულისკენ უტამ. -რომ წამოვიდე, რას იზამ ერთი? - გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა თაიამ ხელები. გამომცდელად ახედა უტას. -მაგას მართლა მეკითხები? - ვერაფრით შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა უტამ.-მეგონა მიხვდი უკვე. -რას უნდა მივმხდარიყავი? -ასე უცებ დაგავიწყდა, რა ხდება ჩვენ შორის, როცა მარტო ვრჩებით? - დაუფიქრებლად წამოიღო თითები და ცივი ხელით მიეფერა კისერზე. ნაბიჯით განზე გაიწია თაია. ასეც არ გაგიჟებულა, რომ შუა მერხეულში ეცნენ ერთმანეთს.-რა ხდებოდა სახლში? -გავაკეთეთ. დამშვიდა არჩილიც. საორგანიზაციო საკითხები დარჩა და ეგაა. -ანუ მადლობა უნდა გადაგიხადო დახმარებისთვის? - საეჭვოდ გადმოდგა ის ნაბიჯი უტამ. გზას გაუყვა თაია მაშინვე სახლისკენ. -სხვა დროისთვის გადადე. -არა, მოდი, აღარ გავწელავ.-წამოეწია და დაუდგა გვერდით. ნელ-ნელა მიდიოდნენ თოფურიების კარისკენ, მშვიდად და აუწყნარებლად, მხოლოდ სიტყვებით იწვევდნენ ერთმანეთს. წამიერად გაიელვა მათ გონებაში იმ პირველმა დღემ, როცა გამოაიარეს ეს მანძილი. -მშვენიერი ხარ, თაია. - დაიჩურჩულა უტამ თავისთვის. ჭაობისფერი თვალებით სუფთად შეხედა ქალს. იმედიანად. -გავლამაზებულვარ? - შეახსენა და გაიღიმა თაიამ. ლამის ჩაეხუტა, ისე ძალიან უნდოდა ახლა მასთან. -ყოველთვის ლამაზი ბავშვი იყავი. - ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. შორს გაიხედა სადღაც.-ახლა ქალი ხარ. ასეთი უფრო მომწონხარ. -ოხხხ.... - გადმოხედა და გადაიწია თმა ზურგზე. თვალი გააყოლა უტამ მის მოქმედებას. ასე იქცეოდა ბავშვობაშიც.-დაგაგვიანდა რაღაც. -რატომ დამაგვიანდა? ვინმემ ხომ არ დამასწრო? - ჩამოდგნენ ბოლოს თოფურიების კართან. არ უნდოდა შინ შესვლა თაიას. არც იმას უკან დაბრუნება. -ბევრმა. -მაინც? - გაეპარა ღიმილი.-სიის რომელმა ნომერმა? -ნუ ამბობ ეგრე. და ნუ მეკითხები, როცა დარწმუნებული ვარ, არ გაინტერესებს. -რატომ უნდა მაინტერესებს. - შეუშვა თაია შიგნით, თვითონ გარედან დაეყრდნო კარებს. ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. თითქოს, ის რკინის ჭიშკარი დაიცავდათ იმ სურვილებისგან, ახლა რომ უტრიალებდათ თავებში დაუსრულებლად. -მე დამაინტერესებს... შენ თუ მოეწონები ვინმეს.-დაუფიქრებლად გაანდო თაიამ.-სკოლაში ყველა შენზე გიჟდებოდა. -და შენ ნერვიულობდი? - გულწრფელად გადმოხედა თბილად. თითქოს, ყველაფერი გაახსენდა.-პატარა იყავი, თაია. -ვიცი. - თვითონაც ვერ შეაკავა მისი გამოწვდილი სითბო.-მაშინ ისეთი არაფერი ყოფილა. -და ახლა.. ახლა რა არის?! -არ ვიცი.-ჩუმად თქვა.-რაღაც არის. -თბილისში როდის მიდიხარ? - არ შეავიწროვა, არ ჩაეძინა მეტად. უბრალოდ გაიგონა და მორჩა. საკმარისი იყო ბენდელიანისთის, რომ გზა დაანახა. -აი, კახეთში რომ წავალთ.. დავრჩები მერე. შენ წამოხვალ? - გაასწრო მაინც ენამ თაიას. -აბა, ჩემ გარეშე როგორ... - არ შეიმჩნია მისი ინტერესიანი თვალები. ყველაფერი სიამოვნებდა, რასაც ეკითხებოდა თაია. -გაგიჟდება არჩილი. მარინა ბიცოლას არ უნდა წამოსვლა. შენ თუ თხოვ, იქნებ დაფიქრდეს. რამდენი ხანია არსად წასულა, სულ ამ სახლშია, სულ შავებში. ხომ იცი, შენ დაგიჯერებს.. -კარგი.-დაემორჩილა.-ვთხოვ. -კარგი.-ამოისუნთქა თაიამ.-ეთერი დეიდაც კარგად არის... გააგრძელა მაინც, უთხრა მაინც. ძალიან უნდოდა, დამნაშავედ არ ეგრძნო თავი უტას. მის მცდელობებზე გულში ეღიმებოდა ბენდელიანს და უფრო და უფრო იაზრებდა, რას ნიშნავდა, როცა ზრუნავენ შენზე. რაც ასე ეტყობოდა აშკარად თაიას. ასეთი ადამიანების გვერდით თუ არა, სად უნდა მდგარიყო თავად?! სად უნდა წასულიყო?! ის ძალიან ბევრი დღე თუ იმისთვის გამოიარა, რომ ამ სიყვარულში დაიხრჩოს.. ამ სითბოთი გაიგუდოს.. უნდა. და მზად არის კიდეც. -ჰო, გავიგე მეც. -ჰო, სახელმწიფომ დაუფინანსა მკურნალობა. ძლივს, ერთი კარგი რამ მაინც გააკეთეს ამ გამგეობაში. -შედი ახლა სახლში, თორემ... - ასწია წარბი მაცდურად. -გეცლება მოთმინების ფიალა? - უკუსვლით წავიდა სახლისკენ თაია, თან იცინოდა ბედნიერად. -ხომ იცი, როგორი მცირეა... -ვიცი, კი. ჩემთან განსაკუთრებით. -დაგაბრუნებ, იცოდე. -დაემუქრა და გასწორდა წასასვლელად. გამოუგზავნეს პასუხად ჰაეროვანი კოცნა. მეორე სართულიდან ჩუმად უყურებდა ელისო ამ სანახაობას. ასეთი ბედნიერი არც თავისი ქალიშვილი და არც ის..... თავისი საყვარელი ბიჭი არასდროს უნახავს. უნებურად გადმოსცვივდა ცრემლები. ხმა ჩაუვარდა. . ელენე მეტად აღელვებული შევიდა პირველ გამოცდაზე. მოწყენით დაუქნია ხელი მხარდასაჭერად წამოყოლილ თაიასა და ერეკლეს. ერეკლე უკან ბრუნდებოდა რამდენიმე საათში, თუმცა ელენეს მაინც გამოჰყვა საგულშემატკივროდ. მცხუნვარე მზეზე ლამის დაიწვნენ ახალგაზრდები. მანქანაშიც ვერ აგრილებდა დიდად კონდიციონერი. კაფეში შეიტყუა ჯაფარიძემ თოფურიების ქალიშვილი, მაგრამ არ ყოფილა ეგ ძალით მოტყუება. უფრო გარდაუვალი საუბარი. შეკვეთის მიცემის შემდეგ ერთმანეთს გაუღიმეს ძველმა კლასელებმა. -რაო, თაი? - ამოიდო ხელი ლოყაზე ერეკლემ.-როგორ ხარ? -ძველებურად. კარგად. - შეჰხედა სევდიან, ნაწვალებ თვალებში ბიჭს.-შენ, ეკე? -ძველებურად. ცუდად. - გაეღიმა.-დაფინანსება რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ ვერაფერს ვიზამდი. -ხოდა გამოჩნდა. ნუ ფიქრობ მაგაზე. მთავარია, კარგად იქნება ეთერი დეიდა. -ასე უცებ საიდან დაადასტურა მაინც გამგეობამ ეს მოთხოვნა. წლები ელოდება ხალხი. - ხელი ჩაიქნია ბიჭმა.-გაგვიმართლა ძალიან მოკლედ. ელენეს სწავლის ფულსაც ეშველება. ისედაც სულ დაღვრემილია ჩემ გამო. -მაგაში გეთანხმები. ცოტა რომ მოეფერო, არ დაგაკლდება არაფერი. იცი, ხატვის კონკურსი ცხადდება.. გითხრა? -რაღაც მითხრა კი, მაგრამ ახლა.. მგონი არ არის ამის დრო. -ვითომ რატომ? - ირონიულად გაეცინა თაიას.-ნუ შეუშლი ხელს. ყველაფერს ნუ უკრძალავ. რა ქნას აბა, სახლში იჯდეს მთელი ცხოვრება? -შენნაირი დამოუკიდებელი ქალი გინდა გახდეს? - გაეღიმა ერეკლეს ფართედ.-მერე ისიც გადაიღლება, მერხეულში დაბრუნება მოუნდება, ბავშვობის სიყვარულს გადაეყრება.. -ერეკლე! -გიყვარს. - თავს აქნევდა და ისე ამბობდა.-და გიყვარდა მაშინაც. თხუთმეტი წლის ასაკში. -მერე? - თვალი თვალში გაუყარა ბიჭს.-სულ დაგაბრმავა მაგ შურისძიებამ. -შურისძიება საერთოდ არ მინდა, თაი. მინდა, რომ წავიდეს უბრალოდ. მომშორდეს. ელენესაც რომ უსირცხვილოდ უჩერებს მანქანას? -ხომ იცი, რომ არაფერს დაუშავებს.-ამოიოხრა თაიამ.-ძალით ნუ ირჯები. შენც კარგად იცი ვისზეც ვლაპარაკობთ. დავიღალე ამაზე საუბრით ყველასთან. შენ შენთვის იყავი, ის თავისთვის იქნება. არ შეგიძლია არ შეიმჩნიო მისი არსებობა?! გეუბნება რამეს, გაწუხებს, გემუქრება?! რატომ გინდა მისი გამოწვევა ასე ძალიან, ერეკლე? -შენი თავიც წამართვა. - აათამაშა ხელში ყავის ფინჯანი.-გამოსვლიდან ორ წუთში. -შენი არასდროს ვყოფილვარ. - გადააქნია თავი ქალმა.-არ გიყვარვარ მე შენ. დაიჟინებ ერთ რაღაცას და მაგას გაიძახი მერე მთელი ცხოვრება. სკოლის მერე თითქმის არც გახსენდებოდა ხოლმე ჩემდამი გრძნობები, იმ დღის მერე გააქტიურდი რაღაც, რაც უტა დაინახე ჩემ გარშემო. როგორ დავიჯერო, რომ გულწრფელი ხარ ახლა?! - გაეღიმა მაცდურად. ერეკლემ მოარიდა თვალები.-უნდა შეგრცხვეს წესით, მის გასაგიჟებლად რომ იმიზეზებ ჩემს სიყვარულს. სკოლაში, კი, მახსოვს... მოგწონდი. შეიძლება გიყვარდი კიდეც, ეგეც იმიტომ, რომ სხვებსაც ვუყვარდი და შენ გინდოდა მაინცდამაინც ყოფილიყავი ჩემი შეყვარებული. ახლაც ასეა... ოღონდ უტა არა და შენ კი. -ანუ გიყვარს მართლა. - არც გაუგიაო, ისე გადაიხედა მერხეულის ხედზე.-თურმე მკვლელის სტატუსი ვერასდროს წაშლის ადამიანში იმ კარგ თვისებებს, რაც აქვს. ასეა ეგ შენი ბენდელიანიც. იმდენად გამორჩეული იყო, კაცის მკვლელობაც აპატია ყველამ. მე რომ გამეკეთებინა იგივე, შენი აზრით, რა იქნებოდა? -და რატომ გჭირდება თავის შედარება მასთან, ეკე? რა გჭირს ვინმესთან თავის გასაყადრებელი, მითხარი? - ნერვები მოეშალა თაიას.-მკვლელია კი... ვიცი!-ისე ტკივილიანად თქვა, საკუთარ სხეულზე იგრძნო თაიამ გამყინავი სიცივე.-გესმის?! ვიცი! თან მამაშენის სისხლში აქვს ხელები... გგონია, ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის? გგონია, არ მიჭირს, რომ ვებრძვი იმას, რაც აქ ხდება? - მიიდო გულთან ხელი.-უბრალოდ არ შემიძლია გამკლავება. ვერ წაშლის ჩემი გონებიდან ვერავინ იმ უტას, ვისაც ვიცნობდი. მით უმეტეს მაშინ, როცა მის თვალებში სინანულის გარდა ვერაფერს ვხედავ ახლა. შენც თუ დაინახავ მაგ ყველაფერს, იქნებ უფრო გაგიმარტივდეს. -არასდროს ვაპატიებ.-აუწყლიანდა ერეკლეს თვალები, ასეთი გულწრფელი თაია რომ დაინახა. ხომ ძალიან ბევრს მალავდა ეს გოგო, მაგრამ ასეთს.. ასეთ სიყვარულს?! -არ აპატიო. არავინ გთხოვს მაგას. -ცოლად გაჰყვები? - თქვა ჩუმად.-შვილებს გაუჩენ? და რას ეტყვი მერე შენს შვილებს? -ერეკლე. -არა, მართლა მაინტერესებს. შენ ხომ არასდროს გინდოდა გათხოვება.. შვილი.. ოჯახი. მაგრამ ბენდელიანი კი. -წავალ იცოდე.-ცივად შეხედა თაიამ.-ჯერ ის მოღერებული დანაც არ მიპატიებია შენთვის. არ დამვიწყებია, რაც გამიბედე. შენ არ გაქვს ბოდიში მოსახდელი?! -ხომ იცი, რომ ხანდახან ჭკუა არ მომეკითხება. -მაგალითად ამ მომენტშიც. -როგორ მიყვარხარ, განა არ იცი? - თბილად გაიღიმა ბოლოს და ბოლოს.-შენკენ როგორ გავიშვერ დანას, თაი?! უბრალოდ გავგიჟდი. -გონს მოდი. და ცოტა აზრი დაატანე იმას, რასაც აკეთებ. -გამოვიდა მგონი... - გადაიხედა ფანჯრიდან. ელენე აცეცებდა თვალებს. ეძებდა ძმას და თაიას. მაშინვე მიცვივდნენ გაფითრებულ გოგონას, კმაყოფილი იყო დაწერილით, მაგრამ მაინც შფოთავდა ცოტას. მოეხვია ძმას, მერე თაიას მიეხუტა დასამშვიდებლად. ასე ბედნიერად გაყვნენ გზას სახლისკენ. ელენე ისევ თოფურიებთან დარჩა. უტამ დაინახა ეზოდან, როგორ გადმოვიდნენ გოგონები ჯაფარიძის მანქანიდან. მარინამ შეუშვა სარეცხს ხელი. ბაღის სკამს მიუჯდა უტას გვერდით. -ნიგოზს გამირჩევ? - კაკლით სავსე ჯამისკენ მიუთითა უტას. -რას ამზადებ? - დაემორჩილა მაშინვე. მოიმარჯვა ჩაქუჩი და ხის მორზე ერთი დარტყმით განგმირა კაკალი. -ბაჟესთვის მინდა. ხომ გიყვარს? -შენი გაკეთებული? - ცალი წარბი აზიდა უტამ, ასე ამოხედა დედობილს. მოუქნია ხელი გაგულისებულმა მარინამ. -აბა, ვისი, მაიმუნო ბავშვო! -კახეთში ხომ წამოხვალ? - წამოიწყო მისთვის საინტერესო თემა უტამ. -აჰ, არა. არ მიყვარს შორს მგზავრობა. თქვენ წადით... -მარი... - დადო ჩაქუჩი გვერდზე და თავისივე ხელით გარჩეული კაკალი დააგემოვნა.-ასეთ მნიშვნელოვან დღეს არ უნდა იყო შენი ქმრის გვერდით? -არ ეწყინება არჩილს. -მე მეწყინება. - გაეღიმა. მარინასაც გადაჰკრა ნანატრმა ღიმილმა. -ჰოო?! ძალიან გინდა ჩემი წამოსვლა?! -ძალიან.-გულახდილად უპასუხა. -დაფიქრება შეიძლება. -რატომ არ დადიხარ არსად? - განაგრძო ისევ უტამ თავისი საქმიანობა. -რა ვიცი. -აღარ გქონდა არაფრის სურვილი? - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ბენდელიანი. -ხანდახან ზედმეტიც მომივიდა. აჩის ვერ გავუწიე ისეთი დედობა, როგორიც დაიმსახურა. იმდენად კარგია, რომ კმაყოფილია მაინც. ესმის, რატომაც დამემართა ასე. შენ გგავს. -არა. - აზიდა წარბები ღიმილით. -არადა ძალიან. მე შენ გარდა არ მახსენდება სხვა, ვისაც ეთქმის და არ ამბობს საყვედურს, რადგან იცის, რომ ამ საყვედურით შეუძლია გული ატკინოს ვინმეს. აჩი შენ გგავს. -კარგი. -აი, ხომ ხედავ?! არ მეთანხმები, მაგრამ მაინც მეუბნები, რომ სწორი ვარ! -რაღაც ძალიან აგრესიული გახდი, - დასცინა. ამასობაში მორჩა კიდეც დავალების შესრულებას.-რაშია საქმე? -რა ვიცი. - ფეხი ფეხზე გადაიდო ქალმა. ისეთი ლამაზი იყო მარინა, უტამ თვალი ვერ მოაცილა. საღამოს გრილი ნიავი უშრიალებდა ოქროსფერ დალალებს, ბრწყინავდა მის ქათქათა კანზე მიმობნეული ხალები და ის სინაზე, რაც ყველას აჯადოებდა მერხეულში. მარინა იყო სიტყვა „დედის“ უპირობო სინონიმი. -თქვი აბა. - მიუჯდა გვერდით. ტკბებოდა მისი ყურებით უტა. -ვნერვიულობ შენზე. -რატომ?! -არჩილმა მიამბო, დასრულებულა სახლის რემონტი თბილისში. -ჰო, მერე? -მერე მიდიხარ? - ამოიოხრა ქალმა. უტას გაეღიმა. -ამის გამო ნერვიულობ? - და არ ვინერვიულო? ამდენი წელი გელოდებოდი და ახლა უნდა დამტოვო ისევ აქ? - ისე ჩქარა და წყენით წარმოთქვა ქალმა, ბენდელიანს ენა ჩაუვარდა ლამის. მკლავზე მოჰხვია განაწყენებულ ბიცოლას ხელი, იმ ერთი შეხებით დაამშვიდა. -არ მეშვება შენი ქმარი და რა გავაკეთო, აბა?! ბიზნესში უნდა ჩამითრიოს.. -ნუ ხუმრობ ახლა ცუდად. -მეც არჩილივით გადარბენები მექნება. შენთვის ვერ მოვიცლი.. -უტა! -რა იფიქრე, რომ შენ გარეშე არსებობა შემიძლია? - გაჰკრა თავი დაღონებულ სახეზე ქალს და ფრთხილად აკოცა კისერში.-მინიმუმ, შიმშილით სული ამომხდება... -მაშინ წამოვალ იმ თქვენს პრეზენტაციაზე.. -რა თქმა უნდა, წამოხვალ, ქალბატონო მარინა. -თაიაც რომ მოდის, რა კარგია, მარტო არ ვიქნები! - გაიხედა მათი სახლისკენ. -ის მეორეც იქნება, შენი სარძლო.- წამოდგა ფეხზე. გაახალისა მარინასთან ლაზღანდარობამ. გაახსენა ძველი წლები. -ნეტავ, ესეც ჩემი სარძლო იყოს... - გაჰხედა კვლავ თოფურიების ეზოს. უტას ფართოდ გაეღიმა. -ეგრე გიყვარს?! -სხვისთვის ვერასდროს გავიმეტებ. მხოლოდ ჩვენთვის.-თვალი თვალში გაუყარა ბიჭს. თითქოს, ყველაფერი იცოდა.-არ მიპასუხებ არაფერს? აკი, ყველაფერზე გქონდა წეღან პასუხი?! დუმილი თანხმობის ნიშანია, უტა! -მიდი, არ დააგვიანდეს შენს ბაჟეს. მოვა არჩილი მალე. -შენც არ დაგაგვიანდეს რაღაც-რაღაცები. ბევრს აქვს ჩემნაირი სურვილი..... -შენ უკონკურენტო ხარ.-თვალი ჩაუკრა მიმავალ ქალს. ორივეს ერთდროულად გაეღიმათ. . თავისთვის მინარნარობდა აჩი ბენდელიანი მანქანით. ანიკასთან იყო დღეს დედაქალაქში, გაიცნო მისი პატარა ძმაც და მის საფეხბურთო ჩემპიონატსაც დაესწრო. ბევრჯერ დაიკვეხნა, როგორ „მოიგო“ მერხეულში ფეხბურთი, ანიკას ჩუმად ეცინებოდა მის ტყუილებზე. ბედნიერი ღიმილით გაუჩერა მანქანაც სოფლის ასახვევში გაჩერებულ პოლიციას. წარუდგინა საბუთები, როგორც დაუბარეს. არ აღმოჩნდა საკმარისი და საბარგულიც შეუმოწმეს. ხალისიანად ახადა საბარგულს თავი, მომლოდინედ იხედებოდა საათზე. მარინასთან ვახშამზე რომ დაეგვიანა, თავს წააცლიდა ალბათ დედამისი. -ეს თქვენია?! - ხელებში მოიქცია ორპირიანი თოფი პოლიციელმა. განცვიფრებულმა დახედა იარაღს აჩიმ. ეს საიდან გაჩნდა ან ვისია?! გაახსენდა ის დღე, ერეკლეს რომ წააწყდა გზად. მაშინ ხომ თავის მანქანაში ჩადო ეს საშინელება, დაბრუნებაც დაავიწყდა და თან ვისთვის უნდა დაებრუნებინა?! მანქანიდან მაინც გადმოეტანა! ლამის მათ თვალწინ შემოირტყა შუბლში ხელები. -ეს...... არ ვიცი. - გაეცინა.-არ ვიცი აქ როგორ გაჩნდა. -განყოფილებაში უნდა წავიდეთ. -აუ, კაი რა, დედაჩემს რომ ვერ მივუსწრო ვახშამზე, მერე განყოფილება კი არა სასწრაფოში ვიქნები წასაყვანი! -ნამდვილად არ გაქვთ სახუმაროდ საქმე! ახლავე მანქანაში! -ერთი ზარის უფლება მაინც ხომ მაქვს? - ხვანცალებდა ბენდელიანი. -ნუ გვაიძულებთ, ძალა გამოვიყენოთ.. -არადა, რა კარგი დღე მქონდა იცი? - თან ლაპარაკობდა, თან ჯდებოდა მანქანაში.-მუღამში იმასქენით.... აუ, რა მინდა განყოფილებაში! პატიოსანი, მშრომელი კაცი ვარ! -გავარკვევთ მაგას როგორმე. - გაეცინა საჭესთან მყოფ პოლიციელს ბენდელიანის მიმიკებზე. ჩამოწეული ფანჯრიდან დაინახა აჩიმ, როგორ გააჩერა მანქანა ერეკლე ჯაფარიძემ. ღრმად ამოისუნთქა, ახლა მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა და არც დააბრალებდა რამეს ისედაც პრობლემებით სავსე მეზობელს. სანამ ორი სიტყვის თქმას მოასწრებდა ჯაფარიძე, მანამ დაიძრა პოლიციის მანქანაც და ასე აღმოჩნდა ბენდელიანი განყოფილებაში. პირველი ზარი, რა საკვირველია, მამასთან განხორციელდა. თუკი რამე უჭირდა ამ ქვეყნად, პირველი ადამიანი იყო ვინც ახსენდებოდა. მას შემდეგ, რაც ბიჭებმა მიატოვეს, თორემ მანამდე... მანამდე ყოველთვის უტა. განცვიფრებულმა შემოიარა არჩილ ბენდელიანმა პოლიციის განყოფილებაში. უკან მოჰყვებოდა უტაც მეტად სერიოზული და დაფიქრებული სახით. ანერვიულებულმა არჩილი მაინც არ ჰკარგავდა სიმშვიდეს, ერთი რამ ადარდებდა მხოლოდ - ისევ ციხის კარებთან რომ მიჰყავდა ბედს. სანამ პოლიციელი მოწიწების სალამს მოასწრებდა, მანამ შემოაბიჯა შენობაში ერეკლე ჯაფარიძემ. სახეზე ის კაი კაცობა ეტყობოდა, რომელიც რატომღაც შეუმჩნეველი რჩებოდათ მერხეულის მცხოვრებლებს. უტა მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, ვისიც იყო ის იარაღი. მაგრამ სიტყვა არ უთქვამს მისთვის. -ჩემია ეგ თოფი. - თქვა ჩუმად, თითქოს არ უნდოდა იმის აღიარება, რომ აჩი ბენდელიანის გადასარჩენად მოვიდა. -შენი?! - წარბი აზიდა პოლიციელმა.-დარწმუნებული ხარ? -დიახ. აგერაა საბუთებიც. კანონიერია. - აჩვენა ხელში ჩაჩურთული ქაღალდი და ირიბად გადმოხედა მისთვის საინტერესო ბენდელიანს. მოკლედ აუხსნა პოლიციელებს გაუგებრობის მიზეზი. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. აჩიც გამოვიდა შეწუხებული სახით. ლამის ყველას თვალწინ წაიწია ერეკლესკენ, მაგრამ არასდროს დაადებდა ხელს ამ ბიჭს. -შენღა მაკლდი. - ცივად უთხრა არჩილმა შვილს.-სახლში! დროზე! სამივენი! წინ მიერეკებოდნენ ბიჭები. ერეკლესაც მალამოდ მოედო გულზე კაცის მამაშვილური გაბრაზება, ლამის მართლა გაჰყვა მათ სახლში. ბავშვობაში ხომ ასე ხდებოდა: არასდროს არჩევდა კობა მას უტასგან. -შენ არ მიდიოდი? - გადმოხედა უტამ ჯაფარიძეს, სანამ ჩაჯდებოდა მანქანაში. -მივდივარ ახლა. დავინახე, როგორ დააპატიმრეს. მივხვდი, რატომაც. -რატომ არ მოიკითხე აქამდე შენი იარაღი? - ნაბიჯით წაიწია უტამ მისკენ. მანქანიდან ჩუმად აკვირდებოდა არჩილი მათ საუბარს. აჩიმაც გაკმინდა პირი. -გადამავიწყდა. ხშირად არ ვიყენებ.-წაკბინა მაინც უტას. ჩაეცინა ბენდელიანს. -ჩემ მოსაკლავად არ მოდიოდი იმ დღეს? - ასწია წარბები უტამ. -შემეშვი, რა, უტა! გამიშვი ჩემ გზაზე! - აუქნია ხელი და მიუჯდა საჭეს, თუმცა მაინც არ დაასრულა საუბარი კაცთან. სულ სხვანაირი თვალებით შეხედა უტას იმ წამს ერეკლემ. თითქოს, საერთოდ არ უნდოდა მისი სიკვდილი. -რას გარბიხარ? - გაეცინა უტას.-გეკითხები, რისი გეშინია?! -არაფრის მეშინია. -ყველაფრის გეშინია.-დარწმუნებით თქვა უტამ. ჩამოუდგა დაქოქილ მანქანას, ჩამოიწია და ხელები ჩამოადო კარს.-აჩის რომ დაეხმარე, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ მე მაპატიე რამე. თუ ეს გაწუხებს.. -უტა. -ელენისთვის თითის დაკარებას არ ვაპირებ, ხომ იცი შენც ძალიან კარგად.-თქვა მაინც უტამ, დაამშვიდა მისი აღელვებული გული. გააჟღერა ის სიმართლე, რაც ისედაც კარგად მოეხსენებოდა ერეკლეს. -ციდან ჩამოფრენილი ანგელოზივით ნუ იქცევი! თაიას გამო გახდი ასეთი შემწყნარებელი ჩემ მიმართ? აღარ მემუქრები სიკვდილით? -შენ დამდევ სასიკვდილოდ მოსვლის დღიდან.-ჩაიცინა.-ვერა და ვერ მოაბი თავი. -მიწვევ, ბენდელიანო? - გადმოიხარა ერეკლე ოდნავ.-ადამიანის შეცდენა კარგად გამოგდის. გამეცალე, მივდივარ! -მიდი. - მსუბუქად მიარტყა ხელი კარს და გაიწია განზე. ეჭვნარევად გადმოხედა მის სიტყვასა და მოქმედებას ჯაფარიძემ. ლამის სითბოც კი დაინახა მის სიტყვებში.. გონებადაბინდული და ოდნავ ცრემლ შერეული გაუდგა დედისკენ გზას. ერეკლეს დედა მაინც ჰყავდა. ახლა მიხვდა, რამდენს ნიშნავდა არჩილი უტას ცხოვრებაში. ახლა მიხვდა, რასაც წარმოადგენდნენ ოჯახის წევრები უტასთვის. თვითონ ხომ ჰყავდა და, დედა, მამაც ოდესღაც.. მაგრამ ვერასდროს აძლიერებდნენ ისინი, როგორც უტას უმაგრებენ ზურგს დედ-მამის შემცვლელები. თურმე სიტყვა „დედა“ და „მამა“ არაფერს ნიშნავს, თუ მაგ წოდების გამართლება არ შეგიძლია. ალბათ არსებობს რამე ღირსება მკვლელობის მერეც.. ალბათ ყველაფერს აქვს რაღაც გამართლება, გაგრძელება. ტყუილად არ სვამენ დამნაშავეებს ციხეში. თურმე ყველაფრის პატიება შეუძლია ადამიანის გულს... მიუჯდა არჩილს გვერდით. ერთდროულად გადახედეს მიყუჩებულ აჩის უკან. -რას მიყურებთ? - გააქნია თავი აჩიმ. -ამდენი ხანი საბარგულით დაგქონდა ეგ თოფი? - უტამ შეუტია ამჯერად. -მომხვდა უკვე, არ დაიხარჯო. -თქვენ მე გამაგიჟებთ! - ჩაერთო არჩილიც.-მომაშორეთ ამ განყოფილებას, პოლიციას, ციხეს ერთხელ და სამუდამოდ. რათ გინდოდა მისი თოფი? საიდან გაჩნდა ჯაფარიძეების იარაღი შენს მანქანაში, აჩი? -მოდიოდა ერთ საღამოს არხეინად. - გადაწვა სავარძელზე უდარდელად.-უტა ჰყავდა მიზნად ამოღებული. -რაო? - ყურებს ვერ დაუჯერა არჩილმა. -დაქოქე, ნუ უსმენ.-მიუთითა უტამ. -არა, რა თქვი, გაიმეორე? მაგათ ვაჩვენებ მიზანში ამოღებას. და შენ კიდევ, მაგათ გამო.....-თითი ასწია ჰაერში არჩილმა. უტასთვის უნდოდა რაღაცის თქმა.-ბოლოს მაინც შენი ბრალია მერე.-დაამთავრა წყნარად, თითქოს არ დაასრულა, წეღან რაც წამოიწყო ეგ. -რა მნიშვნელობა აქვს. -აქვს, უტა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და თავისი ზღვარი. რატომ უნდა ვიგებდე ბოლოს ყველაფერს? რატომ არ თქვი აქამდე, თუ მოსაკლავად დაგდევდა ეგ ვირიშვილი? ხომ დაგჭრა ერთხელ, მეტი რა უნდა? -წავიდეთ რა, ინერვიულებს დედა. ხომ არ გითქვამთ? -ისე გამოვვარდით, არაფერი გვითქვამს. სად იყავი დღეს შენ? - გადმოხედა მინიდან ხასიათ წამხდარ შვილს. -რა დაკითხვას მიწყობ? -მუშაობდი? -არა. შეყვარებული ვინახულე. -ეუფ.-შემოარტყა ხელი საჭეს კაცმა. უტას ჩაეცინა უმნიშვნელოდ.-ვუთხრა უნდა ერთი, როგორი თავნება ბიჭი ხარ. -რა გინდა... „პაცანი“ შვილები გყავს. ის ტატუ უნდა დავიხატო.. შენ გაქვს ეგ, უტა? - ღიმილით მიუტრიალდა ბიძაშვილს. -რომელი? -აი, ხუტ წერტილს რომ იწერენ ხოლმე პატიმრები. -არა. -ხო, შენ სხვა ლეველი ხარ. - გაეღიმა.-მაგას „ვზროსლები“ ატარებენ. მეც უნდა დავიწერო რამე, აწი მეკუთვნის ისედაც... -ტატუ-მატუ არ გამაგონოთ ახლა კიდევ. -ბრაზობდა არჩილი.-არ შეიმჩნიოთ დედასთან არაფერი და არ გააფუჭოთ რამე მომდევნო კვირამდე. ხომ იცით, სადაც მივდივართ ყველანი. -ნუ შეგვაღონე ამ შენი „ბენდელიანით“.. - ჩაიქირქილა აჩიმ. თბილად ჩაეღიმა მაინც ბიძაშვილის წარბშეკრულ მზერაზე. იმ შიშზე, რაც დაინახა მის თვალებში, როცა პოლიციის განყოფილებაში იხილა აჩი. გაახსენდა, როგორ უთხრა ადრე, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, ათი დღეც ვერ გაძლებდიო ალბათ. მართალი იყო უტა. ათი წამიც კი ზედმეტი აღმოჩნდა აჩისთვის იქ გასატარებლად. . ანიკას ელაპარაკებოდა მობილურში თაია. ბედნიერი ღიმილით უყვებოდა რაღაცას, ელისომ რომ შემოაღო ოთახის კარი. ელისოს სკოლა დაუმთავრდა და მთელ დღეს სახლში ატარებდა, თაიასაც უფრო და უფრო ემატებოდა სადარდებელი. ლამის ძალით იშლიდა დედის გამო ნერვებს. თავისით გადადიოდა პირდაპირ შეტევაზე მაშინაც კი, როცა ქალი არაფერს ეუბნებოდა. ალბათ იმიტომ, რომ იცოდა, როცა საქმე საქმეზე მივიდოდა, ელისო არ დაუჭერდა მხარს. არ მისცემდა თავისუფალი ნების უფლებას. -ანის ელაპარაკებოდი? - ჩამოჯდა ლოგინზე ქალი. ფანჯრებიდან თბილი ჰაერი უბერავდა. -ჰო. მოხდა რამე? - გადადო ტელეფონი გვერდზე და ჩამოჯდა თვითონაც. -არაფერი. მოგიკითხე. -ოხ.. - გაეღიმა და გადაწვა გვერდზე. მისთვის თვალებში შეხედვის მოერიდა. -მითხარი რამე, დედი. - წამოიწყო ელისომ. ყელში ებჯინებოდა დიდი ლოდი, ძალიან უჭირდა გაზრდილ და ჩამოყალიბებულ ქალიშვილთან საუბარი. -რა გითხრა, დე? რისი მოსმენა გინდა? -ყველაფრის. იმის, რაც აწუხებს შენს გულს. რაც გინდა, რომ მოუყვე დედას. -არაფრის მოყოლა არ მინდა. -რატომ? - ლამის ტირილი დაიწყო იქვე ელისომ.-ასეთი ცუდი დედა ვარ, რომ არაფერს მანდობ? -ვიცი შენი პასუხი, ელისო. არ მინდა ნერვები მოვუშალოთ ერთმანეთს. იმის ახსნა მეზარება, რაც ისედაც ვერ გაგაგებინე ეს წლები. გადადი ნანიკოსთან და დარწმუნებული ვარ ეცოდინება ის, რისი მოსმენაც ჩემგან გინდა. -მითხრა უკვე ნანიკომ, არ იდარდო. - ცივად თქვა ქალმა.-მაგათ სალაპარაკოდ რატომ გაიხადე მერე თავი? მათგან უნდა ვიგებდე, შენ რომ უტა გიყვარს? -ააა, ასე თქვეს? - დაუფიქრებლად გავესო თვალები ბრაზით. ნერვები მოეშალა ყველაზე.-მერე, რა უთხარი შენ? გამორიცხულიაო? -დედი, ამ სოფელში ჩემზე მეტად არავის უყვარს უტა.-დაეტყო კანკალი ხმაზე ქალს. -დედა, არ მინდა... -მე მის ბედნიერ ცხოვრებაზე მეტი მართლა არაფერი მინდა. -მაგრამ არ გინდა, რომ ჩემთან იყოს, არა? მაინც მკვლელია, როგორადაც არ უნდა გიყვარდეს? - განაგრძო თაიამ თავისთვის. ერთხელაც არ გადმოტრიალებულა დედისკენ, მაგრამ მით უფრო მიეწება ლოგინს, როგორც კი იგრძნო ოთახში მამის სურნელი. სოსო. ახლა ნამდვილად აუჩქარდა ის პატარა გული, ძალიან ცოტა ადამიანმა რომ იცოდა მის შესახებ. სოსოს ერთ სიტყვასაც კი შეეძლო მისი განწყობის ცვლილება. ახლა რომ ზურგი ექცია ქალიშვილისთვის... -შეეშვი ჩემს გოგოს, ელისო.-მიხურა ზურგსუკან კარი და თვითონაც ჩამოჯდა თაიას ფეხებთან. გმირულად უძლებდა თაია ორივე მშობლის ერთ ოთახში ყოფნას, არ ტრიალდებოდა მაინც. უბრალოდ ესმოდა მათი მძიმე სუნთქვა. -რა გინდა ახლა? - ელისოს დაუწყო საუბარი კაცმა.-ოცდახუთი წლის გოგოს უნდა დაუწყო ჭკუის დარიგება? შენ მოუსმინე ვინმეს, მე რომ მომყვებოდი ცოლად? -სიტყვა არ მითქვამს და რატომ გადაწყვიტეთ, რომ წინააღმდეგი ვარ რამის?-გაეტირა ელისოს. იქით თაიას ჩამოუგორდა თვალებიდან ცრემლები. ასეთი სითბო არასდროს უგრძნია მათგან. -მოეფერე მამას ცოტა, თაი. მოდი აქ.-ფეხზე მიუთათუნა ხელები ერთადერთს სოსომ. არ უნდოდა თაიას ახლა მათ თვალებში ჩახედვა. -მარტო დამტოვეთ ცოტა ხანი.. -არ დაგტოვებთ მარტო.-იქვე წამოწვა სოსო და თავქვეშ ამოიდო ხელები.-მოგვიყევი ერთი, როდიდან, საიდან, როგორ... -მამა! -ჯერ კიდევ იქიდან? - გაეღიმა სოსოს.-რა იყო, გგონია, არ შემიმჩნევია არასდროს?! განცვიფრებულ ელისოს თვალი ჩაუპაჭუნა კაცმა. გადმოტრიალდა მაშინ თაია. ორივეს მოავლო აცრემლიანებული თვალები. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ჰყავდა მშობლები. ის წამი დააფასა ძალიან. როცა იგრძნო, როგორ ესმოდათ მშობლებს მისი. -რა გატირებს, მა? - წამოიწია სოსო.-რა არის სატირალი, მითხარი? განა, ყველა უშეცდომოა ამ ცხოვრებაში? სხვა რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო.. სხვა რომ ყოფილიყო, რამეს ვიტყოდი, მაგრამ მე ვნახე ის ბავშვი მისი ცხოვრების ყველაზე საშინელ დღეს, მე დავეხმარე, მე დავმალე და გავუშვი ერთდროულად, შენ რა გგონია, არ ვიცნობ მაგას საკმარისად, ჩემი ქალიშვილის დათმობა რომ მეთაკილოს?! მაინც გაბრაზებული ვარ. - ამოისუნთქა სოსომ.-ერთი არ მითხრა არაფერი! მაგის გამო მოხვდება ლამაზად სიფათში! -კაი ახლა, სოსო, - ჩაერია ელისო.-მოერიდებოდა, ხომ იცი. -ღამ-ღამობით თაიას მოცილება არ ერიდება არასდროს.-იკითხა წარბაწევით, თან ქალიშვილი მიიხუტა გულზე.-არ შევიმჩნიოთ არაფერი. ვითომ არ ვიცით. მაინტერესებს ერთი, როდემდე გაწელავს ჩემთან საუბარს. -მამა... -არ ვიმსახურებ? ერთი სიტყვის თქმას არ ვიმსახურებ მისგან? - მართლა გაბრაზდა სოსო.-არჩილისთვის უთხოვია ეთერისთვის ფული... შეთქმულივით გასცა ბენდელიანი სოსომ. თაიამ გაკვირვებით შეხედა დედას, ეს ფაქტი არ იცოდა ნამდვილად. ახლა დალაგდა გონებაში ყველაფერი თავისით. -ასე ჩუმად?-დაიჩურჩულა ელისომ.-მერე იტყვიან, შეიცვალაო ეს ბიჭი! -ბოროტი ენები რას არ იტყვიან, ელისო.. -ფეხზე წამოდგა სოსო, თან გაიყოლა მეუღლეც. მისცა შვილს ნათხოვნი დრო, სივრცე. ისე გავიდნენ ოთახიდან, თითქოს არაფერი თქმულა მათ შორის, თითქოს არ ესაუბრათ ბენდელიანზე ახლა ასე სიღრმისეულად. თაიამ გაუშტერა ერთ წერტილს თვალი. ერეკლეს ნათქვამი გაახსენდა ოჯახზე, შვილზე, გათხოვებაზე. მერე თავისი ოცნებები ერთი მეორის მიყოლებით. კარიერული წარმატების გარდა არაფერი ადარდებდა აქამდე, ახლა კი სიყვარული შეუჩნდა ეშმაკურად. შავი ჭირივით. ჭიშკარში შემოვიდა ელენიკო ჯაფარიძე. ისევ თოფურიებთან გაათევდა ღამეს. . მერხეულის უკან მოტოვება არ იყო ადვილი ამბავი თაიასთვის. მაგრად ჩაეხუტა დედას და მამას. მეზობლებთანაც შეიარა სათითაოდ, თავის საყვარელ სახლშიც შეაბიჯა ორი წუთით. მარინას დაუბარა, რომ ელოდებოდა თბილისში ამ დღეებში და მალე გაიძურწა იქიდან. თითქოს, შეხვედრის ეშინოდა იმ ადამიანთან, ვის გამოც დადიოდა ზოგადად ამ სახლში. უტა უკვე წასული იყო დედაქალაქში, არჩილს დაჰყვებოდა საქმეებზე, აჩიც ყურმოჭრილი მონასავით ახლდა ბენდელიანებს მობეზრებული სახით. ის ძირითადად ტექნიკურ მხარეს აგვარებდა. არჩილმა ყველა თავისი მეგობარი გააცნო უტას: კობას ძირძველი თანამშრომლები, პროექტზე მუშაობის ისტორიაში ჩაახედა, აჩვენა ყველაფერი, რაც ეკუთვნოდათ ბენდელიანებს. ბევრ გავლენიან ადამიანს შეახვედრა. ეღიმებოდა უტას, როცა ხედავდა ბიძის კმაყოფილ სახეს. სიამოვნებდა, რომ უჯერებდა ძმისშვილი. უტასაც მეტი რა უნდოდა... ემორჩილებოდა არჩილს. წინანდლის სამამულო მიწაზე დააბიჯა ფეხი თაიამ. დილიდან აგვარებდა საორგანიზაციო საკითხებს. გომბორის ქედი ამაყად დაჰყურებდა ზევიდან ახალ ფურცელს მერხეულის ისტორიაში. აღმოსავლეთის ნიავმა დაიბერა საეჭვოდ იმ დილას. არჩილი ათას მადლობას ეუბნებოდა წინ და უკან ფურცლებით ხელში მორბენალ თაიას. ბოლოს დაღლილი რომ ჩამოჯდა სკამზე, მხარზე ჩამოადო აჩიმ თავი. მასთან დაიჩივლა მხოლოდ დაღლა. -მოვა მალე შენი მალამო.-დასცინა და გადასდო ხელი მხარდაჭერის ნიშნად. -დამავიწყდა საერთოდ, ცოცხალია თუ არა. -არ სცალია. დიდი ბიზნესმენი უნდა გამოვიდეს.. -ანიკაც მოვა მალე. - საათზე დაიხედა თაიამ.-ჩემი კაბაც უნდა მოიტანოს, იმედია არ დაავიწყდება. -ანუ დღეს მძიმე დღე ელის ჩემს ბიძაშვილს? - ჩაეცინა.-მორჩეს, მეზარება მაგრად ეს ალიაქოთი. -ვერ ხედავ, როგორ ნერვიულობს? - ანიშნა არჩილისკენ.-რამდენი ხანია თურმე ამაზე მუშაობს. -ჰო, კობას გამო უფრო აკეთებს. მაგრამ ახლა უტასთვის.. - თქვა ჩუმად აჩიმ. -დაახვედრა მზამზარეული? - შეახსენა მისი სიტყვები თაიამ.-ახლაც ასე ფიქრობ? -გააჩუმე ეგ ენა, თორემ გაგათხოვებ ვინმე თელაველ ბიჭზე და არ მოგვაკლდება ბენდელიანებს ყურძენი ჩვენი ღვინისთვის. - თვალი ჩაუპაჭუნა თაიას. -ვისზე უპირებ გათხოვებას ჩემს მეგობარს? - შემოუერთდა წყვილს პარკებით ხელში ანიკა. -ანი... - მოეხვია თაია მეგობარს და გადაკოცნა თბილად.-მოიტანე ყველაფერი? -მოვიტანე და არ დაიჯერებ ვინ ვნახე! - თან აჩისაც მიესალმა, თან ჩამოალაგა ნივთები სკამზე. -ვინ? -ბექა! -ბექა?! - ლამის წამოიყვირა თაიამ.-აქ? -ფოტოგრაფია დღეს. არ მითქვას, აქ რომ ხარ. -აჰა. - სიცილით გადასდო ორივეს ხელი აჩიმ.-გამაცანით ეგ თქვენი ბექა, მაშინ ვერ მოვახერხე და ახლა მაინც გავიგო, ვინაა. -უტა არ არის? - აათამაშა წარბები ანიკამ. -მოვა, სად წავა. მოუწევს ყოველ შემთხვევაში.. -საითაა ბექა? ვინახულებ. - თვალებს აცეცებდა თაია. სხვა თუ არაფერი, მართლა მონატრებული ჰყავდა. საერთო მეგობრებთან ერთად ბევრი მოგონება დაუგროვდათ ახლაგაზრდებს. სულაც არ ჰქონდა ის ურთიერთობა, რაც ჩვეულ ყოფილ შეყვარებულებთან აქვთ ხოლმე. გამოიჭირა წინანდლის ეზოში ჩადუნელი თავისი ფოტოაპარატით. ნაჭრის შორტი და უბრალო მაისური ეცვა, წელზე შემოკრული ჰქონდა კუბოკრული პერანგი. ტიპური ჩადუნელი, თავისი გულღია ღიმილით და ჩამოყრილი კულულებით შუბლთან. -ბექა.. - მონატრებით გაშალა ხელები თაიამ. იმან წარბები აზიდა მაღლა, გაკვირვებისგან გახელდა ერთ ადგილს. -თაია?! - ჩაიკრა მაშინვე გულში. ორივე ლოყა დაუკოცნა მონატრებულს და თავისი ხელით ჩამოსვა ხის სკამზე.-ბანერებზე კი ვნახე შენი კომპანიის ლოგო, მაგრამ არ მეგონა აქ თუ გნახავდი. -ჩემი ახლობლები არიან ბენდელიანები. - გაეღიმა თაიას.-მეც არ ვიცოდი, შენ თუ იღებდი ამ ყველაფერს. -კარგად იხდიან შენი ბენდელიანები.-ჩაეცინა ბექას.-ჩამოხვედი საბოლოოდ? -ჩამოვედი, კი. კარგად დავისვენე... -ანიკაც გყოლია, ვიცი. მშვენივრად გამოიყურები. - მოათვალიერა უცებ სახეზე.-დასვენებული ხარ. მოგიხდა სოფელი. შენები როგორ არიან? -მშვენივრად, სულ შენს ხსენებაში. - ორივეს ერთდროულად გაეცინა. -განსაკუთრებით დედაშენი მახსენებდა ალბათ. - გულღიად იხსენებდა ბექა.-დამშვიდდა საბოლოოდ? არ ვევასებოდი. -არ იდარდო. ახალი სადარდებელი დავუმატე.-თვალი ჩაუკრა და წამოდგა ფეხზე.-წავედი, მივხედავ საქმეს, მოდიან სტუმრები ნელ-ნელა და უნდა გამოვიცვალო. -ულამაზესი ხარ. - თმაზე მოეფერა თაიას.-მართლა გამიხარდა შენი ნახვა. ისედაც ვაპირებდი ამ დღეებში დარეკვას, ერთი პროექტი მინდა გაგაცნო, ექვსთვიანი კურსია მარკეტინგის სფეროში, დაგაინტერესებს, ვიცი. -კარგი, მოგვიანებით ვისაუბროთ მაგაზე. მეც მიხარია, რომ აქ ხარ.. დაემშვიდობა ბექას. სიმსუბუქით ავიდა სასტუმროს ნომერში. სარკეში უყურა თავის თავს დიდხანს. როგორი ჩვეულებრივი იყო ბექას გვერდით, იმასთან კი... მშვიდი და აღელვებული ერთდროულად. თითქოს სრულყოფილი. ჩაიცვა ტანზე გრძელი, შავი კაბა. მკერდთან ამოჭრილი, ტანზე მოყვანილი ქსოვილი იდეალურად აჩენდა თაიას ისედაც ბრწყინვალე აღნაგობას. ჩამოიშალა გრძელი თმა ზურგზე, შავი თვალები უფრო მეტად უბრწყინავდა, ვიდრე ოდესმე. მასთან შეხვედრა ასე ძალიან არასდროს ნდომებია... მიიპკურა საყვარელი სუნამოც და ჩამოიარა კიბეები ულამაზესმა. სტუმრები ნელ-ნელა მოდიოდნენ. ყველას მიუჩინა თავისი ადგილი, შეამოწმა დეტალები და არჩილს მიუახლოვდა აღელვებული. -მგონი, წესრიგშია ყველაფერი. -სად არის ეს ბავშვი? - საათზე იხედებოდა არჩილი.-თუ არ მოვიდა, მოვკლავ და.... - თითს აქნევდა არჩილი, ვერ მოასწრო საუბრის დასრულება, ისე შემოაღო ჭავჭავაძეების ჭიშკარი უტა ბენდელიანმა. ხელკავი გაეყარა მარინასთვის. მასთან ერთად გამოიარა ბაღი, ეზო, მოვიდა შეკრებილ საზოგადოებასთან. უცხო თვალები მიაშტერდნენ უტას, აინტერესებდა ხალხს ის ბიჭი, ვისზეც დადიოდა ხმები ჩუმჩუმად. ბრწყინავდა მარინა თავის ფერად კაბაში, უტამ რომ აარჩია მისთვის. კრემისფერი, სადა საღამოს კაბა ეცვა, ოქროსფერი თმა ლამაზად დაეხვია და ჩამოეყარა მხრებზე მიმზიდველად. არჩილმა ღიმილი ვერაფრით შეიკავა ცოლის დანახვაზე. თაიამ მღელვარებით მოათვალიერა კლასიკური ბენდელიანი. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა კაცს, მოუჩანდა ღია გულ-მკერდიდან ალაგ-ალაგ მოხატული კანი, მზის სათვალეც აძლევდა დამატებით ეფექტს მის გარეგნობას, ეს გადაპარსული თავი კი.... თაიამ ამოისუნთქა. თუკი თავად უნდოდა კომპლიმენტის დამსახურება, ლამის თვითონ წამოსცდა უტას მიმართულებით. -ხომ არ დავაგვიანეთ? - ნერვიულად იღიმოდა მარინა. ჩასჭიდა ხელი არჩილს. გადაკოცნა მეუღლე და მოთავსდა მითითებულ ადგილას. სცენის წინ. პირველ რიგში. -მშვენივრად გამოიყურები. - მხრებში ჩაავლო ხელი ძმისშვილს არჩილმა.-დასხედით ახლა ყველა. თაია.. ვიწყებთ! სანამ არჩილს გაჰყვებოდა თაია, მანამ ჩაუსრიალა ხელი წელზე სასურველმა ადამიანმა. გადაკოცნა მონატრებული ქალი. გაუშვა ოდნავი ბიძგით წინ. ანიკას მიესალმა დიდი მოწიწებით, აჩისაც ჩამოართვა ხელი. შუაში ჩაისვეს დედა. ბედნიერი მარინა. გამოვიდა მიკროფონით ხელში არჩილი. ოჯახის წევრებს შეხედა სათითაოდ. ღრმად ამოისუნთქა სიტყვის წარმოთქმის წინ. გვერდით ედგა თაიაც.... მარტო დარჩენა არ უნდოდა კაცს ასეთ დროს. -მოგესალმებით, - წამოიწყო თავდაჯერებით კაცმა.-მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. წლების წინ, როცა ამ პროექტის იდეა მოვიდა, როცა დავიწყეთ მე და ჩემმა ძმამ ღვინის ბიზნესი, არასდროს გვიფიქრია, რომ ასეთ მასშტაბებზე გავიდოდით. ჩემს ძმას ყოველთვის მეტი უნდოდა, - გაეღიმა. უტასთან მოასწრო თვალებით კომუნიკაცია იმ მომენტში.-მეტი წარმატება, მეტი აღიარება, საქმისადმი მეტ სიყვარულს მოითხოვდა თითოეული თანამშრომელისგან, მათ შორის ჩემგან. მისი გეგმის შედეგია ის, რასაც დღეს ხედავთ, რაც თავად, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ბევრი ჩავარდნა გვქონია ამ წლების მანძილზე, მაგრამ, მენდეთ, შრომის გარეშე არაფერი მიიღწევა ამ ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან ბევრჯერ შეცდე და დამარცხდე, მაგრამ შეცდომების გარეშე ვერც ბიზნესში და ვერც ცხოვრებაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევ. ამ პრინციპით გავზარდე მეც ჩემი შვილები და იმედია, ახლა კარგად ესმით, რაზეც ვსაუბრობ. ღვინის წარმოება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მე და ჩემმა ძმამ დიდი დრო დავუთმეთ ვაზის შესაფერისი ჯიშების შესწავლას. ჩვენი ღვინო ტკბილი და მჟავე გემოების ნეიტრალური ტონებით ხასიათდება და თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ, ბენდელიანებს გვახასიათებს სწორედ ასეთი ხასიათი: ტკბილი და მჟავე ერთდროულად. - გაეღიმა ყველას. თაიამ თვალი თვალში გაუყარა სმენად ქცეულ უტას.- დიდხანს საუბარი არ მიყვარს, გხედავთ, უამრავ ახალგაზრდას დღეს აქ შეკრებილს, მადლიერი ვარ ყოველი დღის, რაც ჩემი საქმისთვის და ჩემი ოჯახისთვის მიმიძღვნია. საქმის სიყვარული და წინსვლის სურვილი „ბენდელიანის“ მთავარი მახასიათებელია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ მშვენიერ ქალბატონს... - ხელი გაიშვირა თაიასკენ არჩილმა. არ ელოდა ხსენებას თაია, აშკარად არჩილის იმპროვიზაცია იყო ეს ყველაფერი, რადგან თავად დაუწერა წარმოსათქმელი სიტყვა არჩილს, იქ კი საკუთარი თავი არ უხსენებია. გაეღიმა. მიუახლოვდა კაცს და კამერებში ჩაიხედა ლამაზად. არ მოუცილებია მახვილ თვალებს მისთვის მზერა. -სალამი, - გაეღიმა თაიას, როცა წამოიწყო საუბარი.-მადლობა, ბატონო არჩილ, მსგავსი წარდგენისთვის. - გადმოხედა კაცს გაბრწყინებულმა და თავდაჯერებულმა განაგრძო:-კარგი ღვინის ბრენდის შექმნის პროცესი ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, სადაც ადამიანს დიდი როლი ეკისრება. ხელით დაკრეფილი ყურძენი, დროული მოსავალი, საქმისადმი ერთგულება და პატივისცემა არის ძლიერი, ელეგანტური, კარგად სტრუქტურირებული და მრავალშრიანი ღვინის გასაღები. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული კოლექციის წარდგენა წილად მე მხვდა. - თვალისმომჭრელად გაიღიმა თაიამ.-ლიმიტირებული კოლექციიდან მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი არჩილის ინიციატივით და სპეციალური დაკვეთით შექმნილი ხაზი „ბენდელიანი UTA“, სადაც გაერთიანებულია ყურძნის ორი ჯიში: ციცქა იმერეთიდან და რქაწითელი კახეთიდან, რაც მას შეუდარებელ არომატს, ეგზოტიკურობას და უნიკალურობას სძენს. ჩაამთავრა სიტყვა და გადასცა მიკროფონი შემდეგ მოსაუბრეს. ცოტათი აღელდა მაინცდამაინც მას რომ მოუწია უტასთვის მიძღვნილი პროდუქტის წარდგენა. სცენიდან ჩამოვიდა ამაყი ნაბიჯებით, არ ემჩნეოდა სახეზე შინაგანი ღელვა და ემოციები. არჩილს დაუდგა გვერდით. გაუყარა ხელკავი და თავადაც იქით გაიხედა, საითკენაც კაცმა. -არ გაბრაზდება.-დაამშვიდა მაინც. -არც მაინტერესებს.-ჩუმად თქმა კაცმა.-ჯერჯერობით კარგად მივდივართ. -ასეთი აღელვებული არასდროს მახსოვხართ, ძია არჩილ. -მე და ჩემმა ძმამ მართლა ბევრი ვიშრომეთ. - ამოიოხრა კაცმა.-მინდა, რომ ამის გაგება შეეძლოთ. - ანიშნა შვილებისკენ. -მარინა ბიცოლა როგორი ამაყია... - გადაატანინა ყურადღება. მარინას უღებდა ფოტოს იმ წამს ბექა. -გაიღიმე, დე. - გადაუწია თმა აჩიმ. მიეხუტა დედას და ასე აღიბეჭდნენ ერთად კადრში სამივენი.-იცი ვინაა ეს ტიპი? - გაჰკრა მხარზე ხელი უტას. ანიკამ თვალები დაუბრიალა, მაგრამ მაინც არ აპირებდა გაჩუმებას. -ვინ? - უდარდელად მოიკითხა უტამ. -თაიას ყოფილი შეყვარებული. მზის სათვალიდან გადმოხედა აჩის. -მერე? -მერე რა და.. - ფეხი ფეხზე გადაიდო.-მოასწრეს უკვე ძველი დღეები გახსენება, სანამ შენ ჩამობრძანდი დედაქალაქიდან. გაეღიმა მის მაცდურობაზე უტას. მაშინვე ჩაერია ანიკა. -მოსაჭრელია ის ენა შენთვის, აჩი! - თითი დაუქნია ჩუმად გოგონამ.-არ უსმინო ამას, უტა. -შენ მოგიწევს მისი მოსმენა მთელი ცხოვრება.-დაამშვიდა უტამ.-უშველე თავს. -შეხედე, შეხედე! - იცინოდა აჩი.-როდის დავლიოთ შენი სახელობის ღვინო? უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ შენ უფრო უყვარხარ მამას. დაერქმია ერთისთვის აჩი! -დედი, დაისვენე, გიყურებს მამაშენი.-ანიშნა კაცისკენ მარინამ. -სანამ „აჩი“ არ ეწერება მაგ ღვინოებს, არ გავჩერდები... -რა ლამაზია თაია.. - მარინამ გაიხედა მისკენ. უტასაც გაექცა თვალები. -იმ ბიჭს ხედავ, დე? - ბექასკენ ანიშნა დედას აჩიმ. ანიკამ და უტამ მობეზრებით გადახედეს ერთმანეთს.-რა მაგის შესაფერისია, გახედე ერთი... -კარგი ბიჭია ისიც. - მაინც არ დაჩაგრა ბიჭი მარინამ. უტას ფართოდ გაეღიმა ბიცოლაზე. რამდენს ცდილობენ მაინც.. არადა, თავად ხომ იცის, საითკენ უნდა წავიდეს. თავადაც ხომ ზუსტად ის უნდა, რისკენაც ასე უბიძგებენ. ... კლასიკური მუსიკა ავსებდა ჭავჭავაძეების ეზოს. ზაფხულის სიმწვანეში ჩაფლულ სახლ-მუზეუმს დიდებულ იერს სძენდა დიდებულად გამოწყობილი ბენდელიანები. მაინც რანაირი შესახედავი იყვნენ ასე ერთ ოჯახად ჩამომჯდარი ერთ მაგიდასთან. მარინას ოქროსფერი დალალები და ღია თვალები ბედნიერად ციმციმებდნენ მთვარის შუქზე. მუდამ მომღიმარი და გულთბილი აჩი ანიკას ეცეკვებოდა გალანტურად. არჩილი თავისებურად უბერავდა თავის ამბავს პარტნიორებთან, აი უტა ბენდელიანი... თვალებით დაჰყვებოდა თაიას. ერთი შეხედა ბექა ჩადუნელს. ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოელოდა, როგორიც აღწერა აჩიმ. თავისუფალი, მოხეტიალე, არასერიოზული. თაია ვერ აუწყობდა ეგეთ ბიჭს ფეხს. უტამ ხომ იხილა როგორი იყო თაია თავის სფეროში?! წარმატებული. დამოუკიდებელი. ნიჭიერი. ვეღარ გაუძლო და წამოდგა. მარინასაც კი ეცეკვა არჩილი, თვითონ ხომ არ დაჩაგრავდა თაიას, როცა ასე ელოდებოდა ქალი. მიუახლოვდა უკნიდან და შემოატრიალა თავის მკლავებში. ნელი ვალსი დაუკრა ვიოლინომ. თავად შემოადებინა მხრებზე ხელები უტამ, თვითონ წელზე მოეფერა თითებით. -არაჩვეულებრივი იყავი, - წამოიწყო და დაატრიალა დახვეწილად.-და ზოგადად ხარ... არაჩვეულებრივი ისედაც. -მადლობა. - გაეღიმა გაკვირვებისგან თაიას.-რით დავიმსახურე ასეთი კომპლიმენტი? -მომხიბლე დღეს.-ჩაეღიმა უტას. -ნუთუ?! -შენ რატომ წარადგინე ჩემი სახელობის კოლექცია? - გაახსენდა ბენდელიანს თავისი გასაჭირი. -ასე დამავალა არჩილმა. -არჩილმა დაგავალა.. - გაწელა სასიამოვნოდ.-და შენც სხვა გზა არ გქონდა... -არ მეხალისებოდა საერთოდ მაგხელა პასუხისმგებლობის აღება. უბრალოდ ვერ დავაღალატებდი ახლა არჩილს, მისთვის მნიშვნელოვან დღეს. -გამბედავი ხარ. - მოსწია თავისკენ, უკეთ რომ შესძლებოდა ხმადაბალი საუბრის გარჩევა ქალს.-პასუხისმგებლობებს არ უშინდები. მოგწონს, რთული დავალებების შესრულება. -ქარაგმებით მესაუბრები? - თავად დატრიალდა მის ხელებში თაია კვლავ.-არც შენ გიზიდავს სიმარტივე... -მაგაში დავრწმუნდი უკვე. მარტივის რთულად გადაქცევაც მახასიათებს.-თვალი თვალში გაუყარა ქალს. -ოხ.... შენ და შენი მეტაფორები! -შენი ყოფილი ბიჭი აქ რომ დასეირნობს, რატომ არ მეუბნები? - თვალებით ეძებდა ჩადუნელს, მაგრამ ვერ დაინახა ვერსად უტამ. -შენ ხომ არ გაინტერესებს ჩემი ყოფილი ბიჭები. -აჰ, კიდევ გვყავს ვინმე? -არა. მეტი არავინ. ბექა ერთადერთი იყო. -ერთადერთი რაში? - გაეღიმა მაინც უტას. ხომ არ ადარდებდა, როცა ასე უყურებდა თაია მას, მაგრამ მაინც.... მაინც წაჰკბინა ეჭვიანობის სიმწარემ. -ჩემს ცხოვრებაში. -რამე უნდა ვიცოდე მასზე კიდევ? - გამომცდელად შეხედა თაიას.-რაც იცი, რომ დამაინტერესებს.... -არაფერი, უტა. -გიყვარდა? - ამ კითხვისას გაეღიმათ ორივეს ერთდროულად. -თურმე რამდენი რამ გაინტერესებს. -თუ დასაბამიდან ჩემზე ხარ შეყვარებული... - განაგრძო თავისთვის, საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება თაიას შეპასუხებაზე. -შენზე შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. -მაშინ ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, - წამში დაიახლოვა მისი ნარნარა ტანი. ლამის ყველას თვალწინ აკოცა, იმდენად ახლოს სუნთქავდა მასთან. -ასეთი როგორი? -შეყვარებული თვალები გაქვს, თაი. გამყიდველი და აშკარა. -ეგ შენ გგონია ეგრე. მაშინ შენიც.. -ჩემიც... რა... - წვალებით გაწელა ის ტუჩები ღიმილის შესაკავებლად.-მკითხე და პირდაპირ გიპასუხებ. -შენ არაფერს ამბობ პირდაპირ. - გადაიწია თმა ზურგზე თაიამ. უკვე მეორე მუსიკაზე ცეკვავდნენ ერთად. მარინა ტკბებოდა ამ სანახაობით მაგიდიდან. -მაინც რას არ ვამბობ? -თუნდაც იმას, რომ ეჭვიანობ. -შენ გინდა, რომ ვიეჭვიანო. გაგაკონტროლო, - ჩამალა მის თმაში თავი და ფრთხიალად ეამბორა ყელზე.-ჩავერიო შენს ცხოვრებაში.. აქედან არც ერთს გავაკეთებ. -არც მინდა რომელიმე. -გინდა. ყველა. რომ დარწმუნდე რაღაც-რაღაცებში.. არ გვჭირდება მე და შენ დარწმუნება ჩვენს ურთიერთობაში, თაია. თავისით დაგვილაგდება, ხომ ამჩნევ შენც საით მივდივართ? -არ ვიცი. - გულახდილად შეხედა კაცს და მოუჭირა კეფაზე თითები.-საერთოდ ერთ ადგილას ხომ არ ვდგავართ? -ამ წამს ნამდვილად და გადავინაცვლოთ სადმე.... თუნდაც სასტუმროს ნომერში. -რა თავხედი ხარ... - გაეცინა მაინც თაიას. -დატოვებ ღიას კარებს ჩემთვის? - ნაზად ჩამოუსვა მკლავზე ხელები. ყველა მოფერება ოსტატურად განახორციელა, არავის შეუმჩნევია და არავის უგრძნია თაიას გარდა. -დამითმობ? - ჩამოდგა მათ შორის აჩი. ასე გულღიად პირველად გაუღიმა ბიძაშვილს უტამ. გადააბარა თაია და თავად ანიკა დაიხელთა საცეკვაოდ. უსაყვარლესი გოგონა იყო ანიკა, უტასაც კი შეაყვარა წამებში თავი. -უხდებით ერთმანეთს. - ვერ დაიმორჩილა ენა ანიკამ.-მომწონს მე თქვენი წყვილი. -როგორ მიდის პოტენციური რძლობის ამბავი? - ღიმილით დაატრიალა გოგონა უტამ. -მოვწონვარ ჯერჯერობით ყველას.-აჰყვა ანიკა ხუმრობაში.-მთავარი შენ ხარ, ხო იცი. -მე? რატომ? -აჩისთვის ბევრს ნიშნავ შენ, უტა. - გულახდილი იყო ანიკა. -მე თანახმა ვარ. - გაეღიმა და წამიერად გადახედა აჩის თავის საყვარელ ქალთან მოცეკვავეს. მაინც რამდენს ნიშნავდა, რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო ამ საზოგადოებაში. არავინ ეძახდა მკვლელს, არ ახსოვდა ციხის წლები, როცა მათთან იყო. თუნდაც ანიკა იმდენად თავისუფალი და გახსნილი ურთიერთობდა უტასთან, ესეც კი ამძიმებდა ბენდელიანს. ესეც კი დამნაშავედ აგრძნობინებდა თავს ზოგჯერ, მაგრამ ხომ იმსახურებდა... ცოტას მაინც ხომ იმსახურებდა იმ წლების სანაცვლოდ, რაც დაკარგა. დაიხელთა ბექამ თაია. ცალკე გაიყვანა სალაპარაკოდ. უკან გაჰყვა ბენდელიანის თვალები, მაგრამ მაინც ენდო. არასდროს ჩაერეოდა ამ ამბავში, მის წარსულში განსაკუთრებით. ანიკამ მეტად დააფასა იმ წამს უტა. -არასდროს ჰყვარებია.-უპასუხა მის უხმო კითხვას გოგონამ. -არ არის ჩემი საქმე. -აღიარე, რომ გაინტერესებს მაინც. -და რა? - გაიღიმა ფართოდ. -ბევრი რამ.- თვალი ჩაუკრა უტას. -ძალიან გამითამამდი. - საბოლოოდ დაატრიალა ხელებში და გამოიყვანა საცეკვაო სივრციდან. -ვიტყოდი, დაგიმეგობრდი.. -წავიღებ თანხმობას უკან, ჭკვიანად იყავი. -არ დამიმსახურებია... - გაეცინა ანიკას და ნელი ნაბიჯით გასცილდა გაღიმებულ ბენდელიანს. რანაირია... საერთო ენა უცებ გამონახა ყველასთან. წვეულებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. არჩილი დამშვიდდა ბოლოს და ბოლოს, როცა წარმატებით დასრულდა ამბავი. უკანასკნელი სტუმარიც გააცილა ჭავჭავაძეების საკუთრებიდან და დაღლილი ჩამოჯდა მაგიდასთან მარტო. -რაო, არჩილ? - მხარზე მიეალერსა მეუღლე.-დაიღალე? -დავიღალე, მარი, დავიღალე. - ჩამოასხა ჭიქაში წითელი ღვინო. მარინასაც უწილადა, რა საკვირველია. -დამშვიდდა შენი გული, მამა? - შეუერთდა მაგიდას აჩი ანიკასთან ერთად. -გილოცავთ, ბატონო არჩილ. - მორიდებით გაიღიმა ანიკამ. -რაის ბატონო, შვილო? - დაუბრუნა თბილი ღიმილი კაცმა.-აღარ ჩამოგვაკითხავ მერხეულში? -კი, დროა უკვე. - ჩაეცინა აჩის. -არასერიოზული კაცი ხარ, რა! - ხელი აიქნია კაცმა.-დაჯექი, კითხე ორი სიტყვა მამას, მოიკითხე, როგორ წავიდა საქმე! -ერთი ბოთლისთვის მაინც მიგეწერა სადმე „აჩი“ და მოვიკითხავდი ყველაფერს ძირფესვიანად. -ბიძია. - ჩამოჯდა მის გვერდით უტა. აეკაპიწებინა პერანგის სახელოები, მოუჩანდა გემოვნებიანად მოქარგული ხელი. განზრახ ატრიალებდა ხელებს კაცის თვალწინ. -როგორ მოგეწონა? - ანიშნა გარემოსკენ არჩილმა.-არის ყველაფერი ხუთიანზე? -მშვენივრად ჩაიარა. მომილოცავს.. - მიუჭახუნა ჭიქა და მოსვა ცოტათი თავისი სახელობის ღვინო. -ელენე ჩაირიცხა! - წამოიყვირა მოულოდნელად მობილურში თავჩარგულმა თაიამ.-და გრანტიც აიღო! ანუ შეძლებს იმ პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას, ანიკა! - სიხარულით ახარა ანიკას და სათითაოდ ყველას შეაციცინდა თვალებში. -ეს დასალევია! - ასწია ჰაერში ჭიქა აჩიმ. -აუცილებლად! - შეუერთდა არჩილი. -მეც დამისხით! - ვერ აკონტროლებდა ბედნიერებას თაია. ვერასდროს იფიქრებდა ალბათ ელენე, როგორ დალიეს მისი სადღეგრძელო ბენდელიანებმა წინანდლის ეზოში - ოჯახმა, რომელსაც ჭირივით ეზიზღებოდა ჯაფარიძეების მოდგომა სამარადჟამოდ. ელენე ჯაფარიძე არ იყო. მხოლოდ ელენე იყო. პატარა და დიდი ერთდროულად. . სპეციალურად ღია დატოვებულ კარში შემოვიდა უტა. ნელა და თამამად მოათვალიერა მოშიშვლებულ ატლასის ხალათში გახვეული თაია, რომელსაც პროვოკაციულად შეეხსნა წელზე ქამარი. ფეხები მეორე სავარძელზე დაელაგებინა და წიგნი დაეჭირა ხელთ, თითქოს შეძლებდა ახლა აზრების გარჩევას. ხელებში მოქცეული „ბენდელიანი“ პატარა მაგიდაზე ჩამოდო უტამ შამპანურის ორ ჭიქასთან ერთად. ღიმილი გააყოლა მის მოქმედებებს თაიამ. მისწია სავარძელი უტამ ფანჯარასთან, ჩამოჯდა იქვე და უდარდელად მოატარა მზერა ქალის შიშველ ფეხებზე. -რამე გინდა? - წიგნი გადადო გვერდზე თაიამ. არ გაუნძრევია ფეხები, იქვე ელაგა, სადაც ადრე. -მოდი აქ. - ანიშნა თავისკენ უტამ.-ცოტას მოგეფერები. -ცოტას? - გაეღიმა ქალს ზუსტად ისე, როგორც უყვარდა უტას. ვერაგულად.-არ მინდა მაშინ. -რა გინდა მითხარი და მოვგვარდებით რამენაირად.-ოდნავ გადმოიხარა ბენდელიანი. ორი თითით შეეხო მხოლოდ წვივზე. -გულწრფელობა. პირდაპირი საუბარი.-თან ლაპარაკობდა, თან ცდილობდა სხეულის გაკონტროლებას მის შეხებაზე.-ყველანაირი ინტიმური შეხების გარეშე.-აუქნია ფეხი და ისევ გამომწვევად დაალაგა თავის ადგილას. -გამიჭირდება. - ანიშნა უტამ.-მაშინ წესიერად დაჯექი. -თვითკონტროლის სერიოზული პრობლემა გაქვს.-ჩაიქნია ხელი.-ეგ არ მიუთითებს კარგ თვისებაზე ზოგადად. -ყველასთან ასე იქცევი? - ანიშნა უტამ მის ჯდომის მანერაზე.-თუ მე მაქვს შენი შიშველი ხილვის პრივილეგია? -ყველასთან მოქცევაში რას გულისხმობ?-ავად აზიდა წარბები.-ან რა პრივილეგია გაქვს შენ? ან სად ვარ შიშველი? -შენს ყოფილ შეყვარებულსაც ასე ხვდებოდი სასტუმროს ნომერში? - ცალი ხელით ჩამოეყრდნო სავარძელს. -აკი არ მადარდებსო? -შენ ხომ ძალიან გინდოდა მედარდა. მეკითხა. ჰოდა, ვკითხულობ. -ზედმეტი ხომ არ მოგდის?! -პირდაპირი საუბარი ხომ გინდოდა?! -ეგრე ფიქრობ ჩემზე? -გაერია წყენა ხმაში. -ეგრე როგორ? -რომ ყველასთან ასეთი ვარ. -მაგრამ იმას მაინც არ ამბობ, რომ ჩემთან ხარ მხოლოდ ასეთი.-გადმოიწია მისკენ უტა.-არ გინდა, პირველმა აღიარო, რომ ჩემი შეხება... - და შეეხო ფეხზე ისევ.-გსიამოვნებს. თან ძალიან. -უტა. -რა? - გაეღიმა.-მითხარი თამამად. -ვინ ვართ ჩვენ? - მართლაც ჩამოიტანა ის ფეხები ძირს, ხალათიც შეიკრა მჭიდროდ, მხოლოდ სერიოზული პასუხები სჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად თაიას.-როდემდე ვიქნებით ასე დამალულად? ისიც კი არ ვიცი, დასამალი არის თუ არა რამე.. -გეჩქარება სადმე? - გადმოიწია ოდნავ უტა. ჩამოასხა ღვინო ჭიქებში და დააკავა ხელში ქალს.-რომ დატკბე ჩემთან ყოფნით, არ გინდა? -მიყვარს, როცა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. - აართვა ჩამოსხმული ღვინო და მოსვა ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია. -რა მომთხოვნი ქალი ხარ. -გაურკვევლობა არ მომწონს. - განაგრძო თაიამ.-აღარ ვარ იმ ასაკში, როცა იზიდავთ გოგოებს ცუდი ტიპები, უსახელო ურთიერთობები. არც საიდუმლო მომწონს, მით უმეტეს ჩვენ შორის, უტა. -რას გულისხმობ, ქალბატონო თაია? - მიხვდა, საითკენ მიდიოდა საუბარი, მაგრამ მოსწონდა მისი დომინანტი პოზიცია ამ დიალოგში. -რატომ არ მითხარი, შენ რომ დაეხმარე ერეკლეს? -რაში გჭირდებოდა? უფრო გაგიმარტივდებოდა ჩემთან ყოფნა? -ეს რა შუაშია? -მაშინ რათ გინდა, რომ იცოდე... ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეგ ყველაფერი. ვერაფერს ვუშველი მაგ ფულით ვერც ერეკლეს, ვერც დედამისს, ელენეს მით უმეტეს. -შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. - დარწმუნებით თქვა თაიამ.-უბრალოდ გინდა, რომ ჩვენ ყველამ ეგრე ვიფიქროთ, თითქოს არ გაწუხებს ადამიანის მკვლელი რომ გქვია. -თაია. -გულწრფელად არ ვსაუბრობთ? - გაეღიმა.-მეც მაწუხებს ეგ ფაქტი, უტა. შენ რომ გაიფიქრე ოდესღაც შეგეძლო დანაშაულის ჩადენა, მაშინ სხვას... სხვას წარმოდგენაც არ მინდა, რისი გაკეთება შეუძლია საერთოდ. ვინ იფიქრებდა, არა?! ამდენი წლის მერე მოხვიდოდი და მე შენში ისევ იმ ადამიანს დავინახავდი, ვინც საუკუნის წინ მიყვარდა. - უნებურად გაევსო თვალები ცრემლებით. უტამ ფანჯარაში გაიხედა, ვერ უყურებდა მის ცრემლებს. -ხომ იცი, როგორ ვნანობ. - თქვა ჩუმად, გამწყდარი ხმით.-გამოსწორება არ შემიძლია. ის „დახმარებაც“ იმიტომ არ ყოფილა, რომ ვინმესთან თავი გავიმართლო, შენთან განსაკუთრებით. შენ ხომ ასეთიც გინდივარ.. იმ წამის მეასედში ძალიან ბევრი უთქმელი რამ გაჟღერდა მათ შორის. ლამის თვალებით უთხრა ყველა გრძნობა ბენდელიანმა. -ბექამ შემომთავაზა ექვსთვიანი სამსახური. - წამოიწყო ცოტა ხნის მერე. -მერე? -იტალიაში.. - განაგრძო ფრთხილად. წარბები აწკიპა უტამ. -რა სამსახურია? თან ექვსთვიანი. -მარკეტინგის სფეროში ტრენინგის ჩატარება. სპიკერი ვიქნები. წამადგება სამომავლოდ პროფესიულადაც. -ბექა ფოტოგრაფი არაა? - ეღიმებოდა მაინც. თან იმ ექვს თვეზე ეფიქრებოდა ნელ-ნელა. -არის, თუმცა ერკვევა მსგავს საკითხებში. წინა წელსაც ვიყავი იტალიაში, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით. -თუ იცი, რომ საჭიროა შენთვის.. - ჩამოსხა კიდევ ერთხელ ღვინო. არ ამბობდა იმ სიტყვებს, რისი გაგებაც ასე ძალიან უნდოდა თაიას: დარჩი. -არაფერს იტყვი სხვას? -მაინც რას? - გაუწოდა შევსებული ჭიქა და თავისას რომ აგემოვნებდა, მაშინ შეხედა მაინცდამაინც მომართულ თაიას. -მაგალითად, რომ დავრჩე. -მიდიხარ?! -არ ვიცი. -მე რატომ უნდა გთხოვო დარჩენა, თუ სამსახური და შენი პროფესია ასე მოითხოვს. შენ თუ ათი წელი დამელოდე, ექვს თვეს როგორმე გადავიტან, თაია. უფრო და უფრო დარწმუნდა მის სისწორეში თაია. თან რომ ძალიან უნდოდა ახლა ეთხოვა დარჩენა, თან მოსწონდა, რომ არაფერში ზღუდავდა ბენდელიანი. -გეყოფა ახლა ბევრი ლაპარაკი.-აართვა ხელიდან ბოთლი უტამ.-და მოდი ჩემთან. ნებით ჩაუჯდა კალთაში თაია. ისედაც ნასვამი იყო, მაგრამ მისმა „სიმართლემ“ საერთოდ ჭკუა დააკარგვინა. არაფერს ნანობდა. არც ერთ გადადგმულ ნაბიჯს ბენდელიანისკენ, არც ერთ წელს, რომელიც მასზე ცოტაოდენ ფიქრში მაინც გაუტარებია. წამოჰკრა თითები ყელზე დამაგრებულ ცეპზე და მონატრებული ეამბორა კაცს კისერში. იგრძნო, როგორ გაეღიმა უტას. შეუხსნეს ტყუილუბრალოდ შეკრული ხალათი. ჩაუკოცნა მოღერებული გულ-მკერდი, მოშიშვლებულ ფეხებსაც ეშველა ნანატრი შეხებით, მისთვის რომ გამოამზეურა თაიამ ასე თვალსაჩინოდ. -რატომ აღარ ხარ ძველებურად თამამი? - გაეღიმა და ისე გადაუწია პენუარი მხრებზე უტამ.-აღარ ატლიკინებ ენას? -ვერ გიტან.. - დაიჩურჩულა და მისცა ყველაფრის უფლება. დააჟრიალა ტანზე თაიას. არ ელოდა..... და თან ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი. -ასეთი მორცხვი არ მომწონხარ.-შეუსრიალა თბილად თითები კეფაზე და თავისკენ მოსწია.-მაკოცე. -სად? - ასწია ცალი წარბი თაიამ. ორივეს ერთდროულად გაეღიმათ გახსენებისას. თვითონ მისცა მიმართულება უტამ. აკოცნინა ტუჩებში თაიას, ზუსტად ისე, როგორც პირველად. -არ მთხოვო დარჩიო... - ჩურჩულებდა თაია.-თორემ მართლა დავრჩები. -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.. - წაიყვანა ნელ-ნელა საწოლისკენ. გარედან უბერავდა გრილი ნიავი. წინანდლის ცაზე ბევრი ვარსკვლავი ანათებდა. კელასურისგან შორს, მერხეულისგან შორს იგრძნო ორივემ, რომ ღირდა... ყველაფერი ღირდა, რაც გამოიარეს აქამდე. ის უამრავი წელიც უკვალოდ გაქრა ლამის, როცა უკოცნიდა მოშიშვლებულ ტანს, ხალებს, ყველაფერს, რაც ასე მოსწონდა მასში უტას. ჩამოსწია მისი სახე თაიამ, თითით ჩაეჭიდა ბენდელიანის ყელზე დამაგრებულ ყელსაბამს. თვალებში შეხედა. სუფთა იყო. აღარ იყო ჭაობიანი. კამკამა მწვანე ფერი დაინახა, კელასურისნაირი. -რამის თქმა გინდა? - მიეშველა და აკოცა ლოყაზე. გადაუწია ხელისშემშლელი თმა სახიდან. თავისუფლად ხედავდა თაიას შავ გუგებს, ახლა რომ ელავდნენ ნაირნაირ ფერებად. -გიყვარვარ? - იკითხა ჩუმად. სახეზე ჩასჭიდა თითები. გაეღიმა ბენდელიანს. -რა ცუდი გოგო ხარ.. - მოაცილა ერთადერთი ქსოვილიც მის ფეხებს, ორი თითით გაუწია ფეხები შუაში და მუცელზე აკოცა ფრთხილად. -ვერ პასუხობ?! -არ გპასუხობ.-ჩაეცინა თან, ისე უკოცნიდა ყველაფერს.-თვეებით მირბიხარ და კიდევ მე გაგატანო მაგ კითხვის პასუხი?! -შენ ხარ ძალიან ცუდი... - გადატრიალდა მოულოდნელად, მაგრამ დაიჭირა უტამ. -სად მირბიხარ? - ცალი ფეხით ჩამოსწია თავისკენ და მოულოდნელად აკოცა ყელში.-ჯერ არაფერი დაგვიმთავრებია... არ უწვიმია იმ დღეს მერხეულში. ლამის მზიანი ღამე დადგა. ... სიგარეტით ხელში გამოვიდა აივანზე უტა. ტანზევით შიშველი იდგა და უყურებდა ჭავჭავაძეების მამულს უძინარი. გვერდულად გადმოხედა მიძინებულ ქალს, ძლივს უფარავდა თეთრი გადასაფარებელი შიშველ ფეხებს. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, როცა გაანალიზა, რომ თვითონ იყო მისი აჩქარებული გულის მიზეზი. -რა არ გაძინებს? - ჩამოეყრდნო თავისი აივნის რიკულს ძია არჩილი.-ჩემს გვერდით აიღე ოთახი?! -ჰო.-უპასუხა უდარდელად. სიგარეტის კოლოფი გამოუწოდა არჩილს. ამოაძვრინა ერთი ღერი კაცმა, მოუკიდა და გააბოლა ღია ცის ფონზე. -სამართალი აღსრულდა, ჩემო უტა. - თქვა ჩუმად, სევდიანი ხმით. გადმოხედა ბიძას ეჭვნარევად. -რას გულისხმობ? -დაუჭერიათ შენი ძმის მკვლელები. -ვის? ან როდის? -დანელიები ხომ ჩავრიე? - გაეღიმა არჩილს.-ამ ქვეყანაში ვინმე რამეში თუ არ ჩარიე, არაფერი გამოდის. მომბეზრდა უკვე სიმართლის პოვნის კანონიერი გზები. ჰოდა... -არ მითხრა ვინაა. - ჩააფერფლა ძლიერად საფერფლეზე ჩამქრალი ღერი.-არ მინდა მაგის ცოდნა. -არც ვაპირებდი. -სამუდამოა?! -არა, მაგრამ იქნება. სამუდამოდ. ჯოჯოხეთი მათთვის.. -ამიტომ ვერ იძინებ? - მიუტრიალდა და ჩამოეყრდნო თვითონაც.-დაგიმშვიდდა საბოლოოდ გული? -ოთახში მარტო ხარ? - ჩააქრო თვითონაც ღერი. ვერ მიხვდა ეშმაკური იყო თუ უფრო სერიოზული არჩილის სახე.-თუ არა, მაგაზე იზრუნე. მიატოვა აივანზე ძმისშვილი არჩილმა. თავისუფალი მხრებით შევიდა თავის ოთახში. ჩაისუნთქა ღრმად ალაზნის ველებიდან მონაბერი ჰაერი. საყვარელ ქალს მიუწვა გვერდით, თითქოს ძალიან თავისუფალი. სასჯელმოხდილი და უდანაშაულო. თავი მერვე თავს ვერ დაღწევ ბედის მარწუხებს, ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია. აჩის დაბადების დღე ყოველთვის მხიარულების მიზეზი ხდებოდა კლასელებისთვის. შეჰყრიდა ბენდელიანი თავის სანაქებო მეგობრებს, მიუყვანდა მარინას და მიდიოდა დროის ტარება გათენებამდე. უყვარდა აჩის თავისი დაბადების დღე, განსაკუთრებით უტასა და ტატოს კომენტარები მის ასაკზე, კაცობაზე, საჩუქრებიც სიამოვნებდა ბიჭებისგან. არასდროს ავიწყდებოდათ მათ აჩის არსებობა. ეამაყებოდა ასეთი კაცების გვერდით სიარული აჩის, კლასელებსაც იმიტომ ეპატიჟებოდა სათითაოდ, თავი რომ მოეწონებინა ოჯახური გარემოთი მათ წინაშე. უნდოდა ცოდნოდათ, როგორი კარგი ოჯახის შვილი იყო თავად, საუკეთესო ძმა და ბიძაშვილი ეჩვენება მათთვის. რა საკვირველია, თაიაც იჯდა მაგიდის მეორე ბოლოში. ერეკლე ჯაფარიძეც ამშვენებდა მაგიდას. თხუთმეტი წლის ბავშვებს უკვე შეეძლოთ ალკოჰოლის მიღება ასეთ განსაკუთრებულ დღეებში, ამიტომ არ დაიშურეს ბიჭებმა თაიასთვის ჭიქის შევსება. გაბადრული იჯდა უტას ნახვით მოჯადოებული თოფურიების ქალი იმ საღამოს. უტას სტუდენტობის გამო იშვიათად ხედავდა მერხეულში, მხოლოდ დღესასწაულებზე თუ მოინდომებდა ვაჟბატონი ჩამობრძანებას, ზოგჯერ ვერც იგებდა თაია მის მიმოსვლას. დღეს კი ასე ახლოს ჰყავდა, ასე ახლოდან ისმენდა ქალაქურ ამბებს. როგორ უნდოდა, დიდი ყოფილიყო... როგორ უნდოდა შესძლებოდა თავისუფალი ყოფილიყო მასთან. ამ ალკოჰოლმა სულ შეშალა. ტატოს კომენტარები უტას ბოჰემური ცხოვრების შესახებ ნერვებზე უკაკუნებდა ცუდად თაიას. აჩის რომ სცოდნოდა.... თავს ევლებოდნენ მარინა და ელზა. ტატო აყოლებდა უცნაურ მზერას ბიცოლას, თაიამ მაშინვე დაიჭირა ბევრი მზერა მათ შორის გაცვლილი. შეწუხებული წამოდგა ფეხზე, ერეკლეც ნერვებს უშლიდა ყოველ წუთს რომ მის გვერდით ეძებდა ადგილს იქვე გაჩენილიყო. გარეთ გამოვიდა სუფთა ჰაერზე და ჰამაკზე ჩაესვენა დაღლილი. იქნებ, არ დარეკოს ჯერ ელისომ, სახლში გამოუშვითო თაია... მაგრამ ის ხომ სანდო სახლში იყო ახლა. ბენდელიანებთან. არ დარეკავდა ჯერ ელისო. -ცუდად ხომ არ ხარ? - არ დარჩებოდა უტას ყურადღების გარეშე აჩის მეგობრები. იქვე მიუჯდა თაიას პატარა სკამზე და ცალი ხელით გააჩერა მისი მოქანავე ჰამაკი. -არა. -მოიწყინე? - თან გაუღიმა ბავშვს და ნელა შეუშვა ხელი ჰამაკს, არწევდა მსუბუქად. -არა. - მორიდებით გაჰხედა თავის სახლს თაიამ. -მიგაცილებ გვიან. ადრეა ჯერ. - გასცა პასუხი მის უხმო ჩივილს უტამ. ლამის გადაუტრიალდა ის პატარა გული თაიას. -როდის ბრუნდებით უკან? - შეაციცინდა უმანკოდ უტას მწვანე თვალებს. ძალა მოიკრიბა დაეფარა საკუთარი წუხილი. -ხვალ დილით. -ასე მალე? - წამოროშა მოულოდნელად. გადაჰკრა ბენდელიანს ნანატრმა ღიმილმა. შეხედა თაიას ისე, როგორც უყურებენ ხოლმე პატარა ბავშვებს ზოგადად. -ხო. ასე მალე. - წამოდგა მოულოდნელად და გვერდით მიუჯდა მიყინულ გოგონას.-ჩაიწიე, დამსვი მეც. -ვერ გაგვიძლებს. -გაგვიძლებს, თავად დავამაგრე. - თავისი ხელით გადასწია ბავშვის სხეული და მიუსკუპდა მოსიყვარულე ღიმილით გვერდით. არაფერს ხედავდა მასში უტა. არაფერს გრძნობდა თავად, მაგრამ იცოდა. -გაწუხებს ერეკლე ისევ? - ჩუმად წამოიწყო უტამ. მასთან ერთად უყურებდა ვარსკვლავიან ცას. -თავისთვის არის. -ვერ არის რაღაც თავისთვის. - გაეღიმა მაინც.-ჩხუბობენ ის და აჩი ხშირად? -უფ.. - გადმოხედა თაიამ. კარგად ხედავდნენ ერთანეთს იმ წამს.-რამდენჯერაც გინდა. -როგორ ვუშველოთ? - ერთდროულად გაეღიმათ ორივეს. ასეთი თბილი არასდროს ყოფილა ბენდელიანი თაიასთან. ასეთი ახლოც. -ვერ ვუშველით. დახოცავენ ალბათ ერთმანეთს მალე. -რა არ ასვენებს ჩემს ბიძაშვილს? - შეთქმულებივით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, თითქოს საიდუმლოს უმხელდნენ ერთმანეთს. -ვერ მიმეტებს. - მაშინვე მიატრიალა სახე თაიამ. -არავისთვის? - გაეღიმა უტას. -არავისთვის. - მეტიჩრულად გადააქნია თავი.-ყველა ერეკლეზე მეკითხება.. არ მომწონს მე ერეკლე, დავიღალე. -აბა, ვინ მოგწონს შენ? - გამომცდელად გადმოხედა წამოწითლებულ გოგონას. გულის სიღრმეში თავადაც ესიამოვნა ბენდელიანს აშკარა გრძნობები თაიას სახეზე. -არავინ. - ამოაყოლა სიტყვები ამოსუნთქვას.-სახლში წასვლის დროა მგონი.-წამოდგომას აპირებდა, მაგრამ ნაზად ჩასვა ისევ ჰამაკში უტამ. ხელი შეუშვა მის თაფლისფერ კანს, წამოიწია და კარგად შემოხედა სახეში. აგრძნობინა... რომ ხვდებოდა თავად, მაგრამ არ უთხრა მაინც ასე აშკარად, არ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში. -ძალიან პატარა ხარ, თაია.-წამოიწყო თბილად.-კარგად დაფიქრდი ხოლმე, ვის მოიწონებ. არავინ დააყენო შენს მიზნებზე წინ, არავის გამო არ გადადო თავი გვერდზე. მაგ ყველაფერს ისედაც მოასწრებ, ხომ იცი. საუკეთესო მშობლები ჰყავს და შეეცადე, არ დაწყვიტო მაგათ გული. -ჭკუის დარიგება კარგად გამოგდის. - ცივად შეხედა თაიამ.-პატარა ბავშვივით მელაპარაკები.. -იმიტომ, რომ პატარა ბავშვი ხარ. -არ ვარ! მალე თექვსმეტის გავხდები! - ამაყად მოიღერა ყელი, სიცილით გადააქნია უტამ თავი. ჟრუანტელმა დაუარა პატარა თაიას ბენდელიანის გაცისკროვნებული სახის დანახვისას. როგორი ლაღი იყო უტა, თავისუფალი, მხიარული და ახლობლური ძალიან. იმ საღამოს ხომ განსაკუთრებით მოსიყვარულე და თბილი. -ეს მოყაყანე ბიჭები არ მოიკარო, - თმაზე ჩამოუსვა ხელი ბავშვს უტამ. აეწვა ის ადგილი, სადაც შეეხო ნანატრი ბენდელიანი.-არ გააბედინო იმათ არაფერი. -არ მეშლება ეგეთი რაღაცები. - გადაიყვარა თმა უკან. ძალიან მოუნდა მის წინაშე ძლიერი და უკარება გამოჩენილიყო. ჩაეღიმა უტას. -ვიცი. - დაეთანხმა და ასიამოვნა კიდეც სპეციალურად ანთებულ თვალებიან თოფურიას.-ვხედავ. ადე, მიგაცილებ ცოტას. ამ სიტყვებმა უფრო დასწყვიტა გული თაიას, ვიდრე სხვა დანარჩენმა. უფროსი ძმასავით მოლაპარაკე ბენდელიანს მოაცილა მზერა, ამჯერად თავისუფლად წამოდგა ფეხზე. უხმოდ გაჰყვა მის ნაბიჯებს უტა. მიაცილა სახლის კარამდე. დაუმშვიდობებლად შევიდა სახლში თაია. გააცნობიერა, როგორ მიუხვდა უტა ბენდელიანი ყველაფერს. შემდეგი წლები ამ საღამოს დავიწყებას შეალია. . ადრე გაეღვიძა თაიას. ღია ფანჯრიდან მწარე ფიჭვის სუნი შემოდიოდა. ეალერსებოდა ღამისფერ თმაზე თავის საყვარელ გოგონას უტა. გაღვიძებისთანავე შეახვედრა მოსიყვარულე მზერა თაიამ, შეუერთდა მოფერებაში კაცს. ამჯერად ყოველგვარი მორიდების გარეშე უთვალიერებდა ზედატანს თაია, მის მოხატულ მკლავსა თუ ალაგ-ალაგად დამშვენებულ გულ-მკერდს. ეალერსებოდა ცივი თითებით, უხმოდ, ტკბებოდა იმ სიახლოვით, რაც ასეთი საჭირო ყოფილა თურმე მის სრულფასოვნად გასაცნობად. -ადრეა ჯერ. - დაიჩურჩულა უტამ, როგორც კი შეამჩნია ქალის მოელვარე თვალები. -არაუშავს. - ამოიწია ოდნავ და მკერდზე ჩამოადო თავი. დასრიალებდა მისი ნახშირისფერი თმა კაცის მკერდზე. -ეს ყველაფერი იქ გაიკეთე? - ჩამოუსვა ხელი მოხატულ მკლავზე თაიამ. -ხო. -რატომ? - ამოიხედა უკეთ დასანახად.-რათ გინდოდა? -არ მიხდება? - აუფრიალა მკლავი თვალწინ. გაეღიმა თაია.-არ მოგწონს? -ეს რას ნიშნავს? - გადაუტარა ხელი იაპონურ იეროგლიფზე, ყველაზე უკეთ ეს წარწერა მოსჩანდა იმდენ ფიგურაში. -„იკიგაი“... -ცხოვრების აზრი?! - ჩაეღიმა თაიას. -ის, რის გამოც სიცოცხლე და სიკვდილი ღირს. შენ. - აკოცა კისერში ამ სიტყვებთან ერთად. ეს იყო უტასთის სიმშვიდე. თაია... -ახლა რა იქნება, უტა? - ფანჯრისკენ გაიხედა თაიამ. მზის სხივები თანდათან შემოიჭრნენ წყვილის ოთახში. -რა უნდა იყოს? - გადაუტარა თითები შიშველ ფეხებზე, გადაუწია მიმზიდველად ხელისშემშლელი გადასაფარებელი.-დარჩენის თხოვნას თუ ელოდები.. -არ ველოდები მაგას. არც დავრჩები. -ვიცი. - გაეღიმა გულახდილად.-შენს კარიერას არაფრის გამო გადადებ გვერდზე. არც ჩემ გამო. -რა შუაშია? - განაწყენებული წამოიწია თაია. -იმიტომ კი არა, რომ ეგრე გინდა მართლა. იმიტომ, რომ დამიმტკიცო. - გადაუტარა ხელი მოშიშვლებულ გულ-მკერდზე და თვალები გააყოლა თაიას გამომეტყველებას.-არ მჭირდება მე არაფრის დამტკიცება შენგან, თაია. პირიქით... მე უნდა გიმტკიცებდე რაღაცებს. -არ შემიძლიხარ ასეთი, - მოდუნდა მის ხელებში თაია.-გგონია, რომ ყველაფერს ხვდები თითქოს. ყველაფერი იცი ჩემზე. სულაც არ არის ასე. -აბა, როგორ არის? - დაუკოცნა ყელი. გაეღიმა იქვე უტას.-სხვანაირად არის რამე? დარჩი მაშინ. აქ იყავი, ჩემთან... -არ დავრჩები. საქმე მაქვს. -ძალიან ხომ არ გინდა შემთხვევით, შენს ყოფილ ბიჭს პასუხი მოვთხოვო? - ღიმილ-ღიმილით ელაპარაკებოდა ამ ყველაფერს. ზუსტად ისეთი ლაღი და თავისუფალი იყო იმ წამს, როგორც წარსულში, როგორც იმ დღეს... ჰამაკში ყოფნისას. -ეგრე რატომ ეძახი? თქვი, ყოფილი შეყვარებული... -როგორც ვიცი, ერთადერთხელ იყავი შეყვარებული და ისიც ჩემზე. ბავშვობიდან. -ეს მაგრად გიხარია, ხო? - ხელი გაჰკრა შიშველ მკერდზე თაიამ.-ბედნიერია ხარ, რომ ბავშვობიდან შენ ხარ ჩემს გონებაში? -ძალიან.-დაახვედრა კმაყოფილი მზერა.-ვიცოდი ყოველთვის ისედაც. -არ გაგიჭირდებოდა მიხვედრა, - გულმოსულმა მოიშორა მისი ხელები თაიამ.-შენ ხომ უთქმელად ხვდები ჩემს ფიქრებს. შენ თვითონ ასკვნი ყველაფერს და ეგ გონია მარტო სიმართლე. -მიბრაზდები? - დააბრუნა თავის ადგილას ქალის სხეული და შეუძვრა ყელში ძველებურად.-დამსაჯე თუ გინდა. -ნუ სულელობ.-წაეტანა გადაპარსულ თავზე, მაგრამ სიამოვნებისგან წამოიკივლა, როცა გაინავარდეს ბენდელიანის ღამენათევმა ტუჩებმა კანზე. დაუკოცნა სახე უტამ. -ის საღამო გახსოვს... აჩის დაბადების დღე? - ვერაგული ღიმილით მიუწვა გვერდით და გადმოხედა. წამოწითლდა სახეზე თაია. ის ღამე.. ის ღამე არ ამოსდიოდა არასდროს გონებიდან ისედაც და ახლა ასე ცხადად შეხსენებული ძალიან მწარე გამოდგა. -შენ გახსოვს? - იმდენი ემოცია გამოიხატა მის სახეზე, თვით ბენდელიანს დააყარა სიამოვნების ჟრუანტელმა. -მანდ მივხვდი, რომ გიყვარდი ძალიან. - ჩაეჭიდა მის ხელებს უტა. თითქოს, ეშინოდა, რომ სადმე გაექცეოდა ქალბატონი.-ბევრს მეპრანჭებოდი. ზოგადადაც, მაგრამ იმ ღამით განსაკუთრებით... ძალიან მოინდომე ჩემთვის გეჩვენებინა, როგორი მიუწვდომელი გოგო იყავი. -გაჩუმდი! - თვალებზე აიფარა ხელი თაიამ. წამოწითლდა პატარა ბავშვივით. საოცარი სანახავი იყო ბავშვებად გადაქცეული წყვილი, წარსულის ღიმილი და სილაღე რომ დასთამაშებდათ სახეზე ახლა. -ესეც ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? - აწვალებდა და ეღიმებოდა უტას.-ესეც არაა სიმართლე, ჰა, ქალბატონო თაია? - მოისვა ერთი ხელის მოსმით წელზე და გადაიწვინა კალთაში. ამოიოხრა თაიამ იქვე. -დიდი დრო გავიდა. - თქვა ჩუმად. ლამის სევდიანი და ტკვილიანიც იყო მისი ხმა.-რას შვრებოდი ეს ათი წელი, უტა? -ჩემს კითხვებს რატომ არ პასუხობ? - მოეფერა ხერხემალზე. უსიამოვნო თემა დაიწყო მისთვის, მაგრამ აუცილებლად გასავლელი მათ ურთიერთობაში. საჭირო. -რას ვუპასუხო? მართალი ხარ, აჰა, დამშვიდდი ახლა!-გაგულისებულმა წამოიყვირა ოდნავ, უფრო გაუფართოვდა ღიმილი უტას. აგიჟებდა, რომ აბრაზებდა მუდმივად გაწონასწორებულ და მშვიდ თაიას. -ნუ აალდები ხოლმე, - აკოცა შუბლზე თბილად.-თორემ მსიამოვნებს ეგ ძალიან. -შენც ეგ არ გინდა მერე? - ცალყბად ჩაეცინა თაიას.-ჩემი გამწარების ხარჯზე სიამოვნების მიღება. -საერთოდ სხვანაირად ვიღებ მე შენგან სიამოვნებას.-ამოიოხრა უტამ განზრახ.-გამწარებაზე ბევრად სასიამოვნო პროცესით. -საიდან მოგაქვს ეს სიდამპლეები? - მაინც გაეცინა თაიას.-მართალია აჩი, ტყუილად კითხულობდი ამდენ წიგნს.. -მაგ წიგნებმა განმივითარა სწორედ პირის აპარატი. - აგრძელებდა თავისთვის უტა. დაუშინა ბალიში თაიამ, მაგრამ ვერ გახდა ვერაფერს. ბედნიერი იყო.. იმდენად ბედნიერი, რომ გული ტკიოდა უკვე. ეს რომ დამთავრებულიყო, ეს რომ არ შერგებოდა, მოუკვდებოდა ის პატარა გული ალბათ სამუდამოდ. -არ გინდა საუბარი? - სახეზე მიმოატარა თითის ბალიშები თაიამ.-არ მეტყვი, როგორი იყო იქ გატარებული დრო? -მოსაბეზრებელი. - მოაცილა თვალები.-ერთფეროვანი. -რთული? -თავიდან. ცოტათი. - სუსტად გაეღიმა უტას.-არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, თაია. არ არის საინტერესო. -არ გახსენდებოდი? - არ ათხოვა ყური მის სიტყვებს თაიამ. -შენ? - ჰკითხა გამომწვევად და თან ჩამოუსვა ხელის ზურგი ლოყაზე. -ჰო, მე. -შენ ხომ ყველაფერი გააკეთე, რომ გამხსენებოდი.-ღიმილი დაახვედრა ქალის გაკვირვებულ თვალებს. -რას გულისხმობ? -ელისოს წიგნებში ხომ მიტოვებდი პატარ-პატარა მინიშნებებს. სპეციალურად ნიშნავდი ისეთ ფრაზებს, რაც იცოდი, შენ თავს გამახსენებდა. -უტა! -არ მითხრა, რომ ვცდები ახლა... - ისე მოულოდნელად აკოცა ტუჩებში, ლამის გადაუტრიალდა გული თაიას.-ეგრე მინდა, რომ იყოს. სიმართლე იყოს. -სიმართლეა ისედაც. - გაევსო თვალები ცრემლებით.-არ მეგონა, თუ ამჩნევდი.. -მე ხომ ყველაფერს ვამჩნევ.-მოსწმინდა ჩამოგორებული ცრემლები მაშინვე.-და ნუღარ ტირი ამდენს, გთხოვ.. -ჩემს ბავშვურობაზე მეტირება. -მოიწმინდა ცრემლები ორივე ხელით.-სისულელეებს ვაკეთებდი. -გამოიღო შედეგი, რა გინდა! - წაეთამაშა ცხვირით ლოყაზე.-ჩამიგორე საწოლში, ხომ ხედავ. -ანუ გახსენდებოდი? - მონუსხულმა სულ ვერ შეამჩნია, რა უთხრა წეღან ბენდელიანმა. ისევ ის პატარა თაია იყო, ყოველი სიტყვა რომ სიამოვნებდა ბენდელიანთან დაკავშირებით გაგებული.-და რას ფიქრობდი? -ახ, თაია! - ჩამოისვა სახეზე ხელები.-რა უნდა მეფიქრა თექვსმეტი წლის ბავშვზე, რა?! -ყოველთვის ბავშვად მთვლიდი. - გადატრიალდა მეორე მხარეს უკვე მემილიონჯერ გაბრაზებული. -ახლაც ბავშვივით იქცევი. -შენ მექცევი, როგორც ბავშვს. - შეეპარა სისუსტე ხმაში. ასეთი არასდროს ყოფილა ადრე. ასეთი შეყვარებული... -ბავშვებს ექცევიან ასე? - გადაუწია გადასაფარებელი და მოშიშვლებული ფეხები გაუყო ორ ნაწილად. გაეღიმა, როცა მიიღო ქალის სხეულმა შესაბამისი რეაქცია.-მაინც როგორ გექცევი? ცუდად ვიქცევი? -ჰო.. ცუდად.. -ახლაც? - გაეღიმა და მოაშორა ის საცოდავი მაისური, არაფერს რომ უფარავდა მაინც ზედ. -უ..ტ..ა.. -გისმენ, - ღიმილი და კოცნა ერთად ჩაატია მუცელთან გავლისას. გზადაგზა მიჰყვებოდა ქალის მოქარგულ ტანს, მხოლოდ ბენდელიანის ტუჩები რომ იკვლევდა გზას.-მითხარი, თუ შეგიძლია. -ცუდად მექცევი.-ამოთქვა ბოლოს თაიამ და ხელი შემოჰხვია კეფაზე.-თავს მაკარგვინებ. -თუ მთხოვ, ცოტას დაგინდობ. -შენგან დანდობას ვერ ვეღირსები მგონი.. -ხომ გაგაფრთხილე.-მეორე ხელი თავად დაადებინა უტამ ყელზე.-თან ძალიან ბევრჯერ. ახლა მე აღარ დავიხევ უკან... მადლობა მითხარი, რომ წასვლა არ გადაგაფიქრებინე. -ვერ შეძლებ მაინც. -ნუ მაცინებ. - მართლა გაეცინა უტას.-დაგიყოლიებ, ხომ იცი. -სცადე. მიდი. ვნახოთ. -ბევრს ლაპარაკობ, - გააჩუმა ტუჩებით მაშინვე.-ორივემ კარგად ვიცით, რატომაც მიდიხარ.. -შენგან რომ დავისვენო. - თან უთხრა და თან თავად აკოცა ლოყაზე.-თავისუფლად რომ ვიფიქრო.. -ჩემზე... -შენზეც.-გაეღიმა თაიას. -ზურაბზე და ერეკლეზეც ხომ არა? - შეწყვიტა მისი მოფერება და დაიხედა თაიასკენ.-თუ იმ ჩვენს ბიჭზე, ბრწყინვალე იდეა რომ მოგაწოდა? -ბექას გულისხმობ? - ცალი წარბი აზიდა თაიამ.-ჩემს ყოფილ შეყვარებულს... -თაია... - ცივად გაიღიმა უტამ.-არ ვეჭვიანობ. -გეტყობა. - წამოდგა ფეხზე თაია. მის თვალწინ მოიცვა ხალათი და გაიზმორა. ფანჯრიდან შემოდიოდა ბედნიერი და დაბნეული მზის სხივები. უტას მწვანე თვალები აალდნენ ლამის.-რომ აღიარო, არ შეგელახება ეგ თავმოყვარეობა! -რა ვაღიარო? რატომ უნდა ვიეჭვიანო ვინმეზე? - წამოდგა თვითონაც და გამოაღო აივნის კარი.-მიზეზი მაქვს რამე? -აჰ, დამავიწყდა, შენ რომ ყველაფერი იცი.. - ხელი ჩაიქნია თაიამ.-გამოდი აქეთ, არ დაგინახოს აივანზე ვინმემ! -მნახა უკვე არჩილმა.-გაეცინა ქალის რეაქციაზე.-ვერ მიხვდა, რომ შენი ნომერია. -რას ვერ მიხვდებოდა, თვითონ აიღო ყველა ნომერი!-თავში შემოირტყა ხელები თაიამ. -რატომ ნერვიულობ? შენ ხომ დიდი გოგო ხარ. -მომცილდი.. - საჩვენებელი თითით ანიშნა კარისკენ თაიამ.-სანამ შენმა ბიძაშვილმა არ შეგამჩნია.. -ჩემს ბიძაშვილს ვინ ეკითხება.-ჩააქრო სიგარეტის ღერი და მიხურა ის ფანჯარაც. ფარდაც გადააფარა და გადმოხედა თაიას დამჯერი თვალებით.-დედიკოს და მამიკოს არ ეტყვიან, არ იდარდო. -საძაგელი ხარ, -მაინც უღალატა ღიმილმა თაიას. გაისროლა ბალიში უმისამართოდ.-შენი ტანსაცმელი აქ არ დამიტოვო! -იყოს, შენ გიყვარს მაინც ჩემი მაისურების შეგროვება. შეამატე კოლექციას.-თვალი ჩაუკრა და ტანზევით შიშველმა უდარდელად გამოაღო კარი. ასე გაიარა თავის ხელუხლებელ ნომრამდე მისასვლელი გზა. ბევრი წელია არ გაუღვიძია ბედნიერს. და საერთოდ ეს გრძნობაც დავიწყებული ჰქონდა. თითქოს არც იცის, რას ნიშნავს, როცა ბედნიერი კაცი ხარ. ელოდებოდა კელასური ამბის გასაგებად. მერხეულში დაბრუნების დრო იყო უტასთვის. .... უტას გარდა ყველანი დედაქალაქში დარჩნენ. ძლივს დაარწმუნეს მარინა, რომ რამდენიმე დღე მერხეულის სახლი არ ჩამოინგრეოდა მის გარეშე. აიძულეს, დარჩენილიყო არჩილთან ერთად და საქმიან ვახშმებზე ევლო ქმრის პარტნიორებთან. სულ ღიმილიანი და ბედნიერი დაჰყავდა ხელისგულზე არჩილს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, ეს მიზანი ხომ მაინც იყო მიღწეული - მარინას გაბედნიერება. აჩი თავის ურთიერთობებს ალაგებდა შეყვარებულთან, თაია საქმეს მიუბრუნდა - სამსახურში გრანდიოზულ დაბრუნებას გეგმავდა. უტა მერხეულთან დასაშორებლად ჩამოვიდა, აიკრავდა თავის გუდა ნაბადს და ცოტა ხანი მოშორდებოდა ამ სოფელს. სახლის რემონტი უკვე დასრულებული იყო ისედაც... საღამოს გამოვიდა ქუჩაში. ჩამოართვა ბირჟაზე შეკრებილ ბიჭებს ხელი და შეაღო საყვარელი ოჯახის ჭიშკარი. ბაღის მაგიდასთან იჯდა ელისო. მწვანე ლობიოს არჩევდა დიდ ჟამში მოთავსებულს. მოერგო სათვალე ცხვირზე, მოაგონდა უტას ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ახლა თაიას დედას უფრო ჰგავდა, ვიდრე თავის დამრიგებელს. ჩამოუჯდა წინ სუსტი ღიმილით. ვერც შეამჩნია ელისომ ისე მოულოდნელად გაჩნდა ბენდელიანი. -უტა? - შეჰყვირა ქალმა. ხელი შეუშვა ყველაფერს.-როდის მოხვედი? -ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. რას აკეთებ? - ანიშნა ქალს, გამოსწია თითით ჯამი და ჩაიხედა.-გაასუქებ ასე სოსოს. -არ გშია ნამგზავრს? - წამოდგა ფეხზე მაშინვე ელისო. -დაჯექი, არა.-ჩაავლო მკლავებში ხელები უტამ. ჩამოსვა თავის ადგილას საყვარელი ელისო.-ნაჭამი ვარ. -სად შეჭამდი! მარინა ხომ დარჩა იქ. -კი, ძალით დავტოვეთ. -კარგია... სახლიდან არ გადიოდა ადრე. კარგია, რომ წაიყვანეთ თავიდანვე. - ნაღვლიანი მოეჩვენა ქალი უტას. თვალებს არიდებდა ლამის ბიჭს, თავის ლობიოს მიუბრუნდა ისევ. უხერხული დუმილი ჩამოწვა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, თითქოს გაკვეთილი ვერ ჩააბარა უტამ. სათანადოდ არ ჰქონდა ნასწავლი. -გაბრაზებული ხარ? - ჩუმად იკითხა ბენდელიანმა. მისი ეს კითხვაც კი საკმარისი გახდა, რომ თვალები ცრემლებით გავსებოდა ელისოს. -საიდან მოიტანე? -აღარ გიყვარვარ ძველებურად, ელისო? - გაეღიმა უტას. ჩამოადო ხელები მაგიდას და იმდენად ხანს უყურა, სანამ არ დაუბრუნა მზერა ქალმა. შეუშვა ყველაფერს ხელი ელისომ. მოიხსნა სათვალეც. ხედავდა ბარიერის გარეშე ბენდელიანის ჭაობიან თვალებს, თანდათან რომ იწმინდებოდა ხავსისგან. მან ხომ ყველაზე უკეთ იცოდა მისი პერსონაჟი... ელისოს ხომ ეს ევალებოდა ისედაც. -სისულელეს ნუ მეკითხები, სულელო ბავშვო! - თავი გადააქნია ქალმა. ვერაფრით დამალა ემოციები თვალებზე.-შენზე მეტად არავინ მიყვარდა სკოლაში! -ეგ მაშინ... - გაიზმორა უტა.-ახლა შეიცვალა მოცემულობა. -მაინც რა შეიცვალა? -შევიცვალე მე.-გაუყარა თვალი თვალში ქალს.-შენ. არ ხმარობდი მაშინ სათვალეებს... -ლაზღანდარობის თავი სულ გქონდა, - ჩაიქნია ხელი ელისომ.-ეს რატომ არ შეიცვალა მაშინ შენში? და სათვალეს რაც შეეხება.. - მის თვალწინ დაიმაგრა ცხვირზე ისევ.-დაბერდა, გენაცვალე, შენი მასწავლებელი. -ვიტყოდი, უფრო გალამაზდა... - გაუღიმა ისე, როგორც უყვარდა ელისოს. დაემგვანა ჩვიდმეტი წლისას მაშინვე. -არაფერი გეშველება.. - დაუბრუნ ღიმილი ელისომ.-არ გშია მართლა?! მოვიდეს სოსოც და ერთად ივახშმეთ. -სამსახურშია?! -ჰო, გამგეობაში დაგროვდა რაღაც საქმეები. საბილიარდო უნდა, რომ გაუხსნან ბავშვებს. ისედაც ამ სტადიონის გარდა არაფერია სოფელში.. -მიხედავს სოსო მაგ ამბავს. -თქვენს ამბებს კარგად ჩაუვლია, - უცებ შეათვალიერა სახეზე უტა.-მელაპარაკა თაია. -ჰო, დამშვიდდა ბიძაჩემი. მოვიტანე თქვენთვისაც საჩუქარი.. - დადო მაგიდაზე მუყაოს პარკი და ამოიღო იქიდან მისი სახელობის ღვინო. -აჩვენე ახლა სოსოს რამეფრად! - გაკაპასდა ელისო, ძალიან მიამსგავსა თაიას მაშინ. გაუღიმეს ერთმანეთს, მაგრამ ორივემ იცოდა, რაც იმალებოდა ამ სითბოს მიღმა. რა გულისტკივილიც. -გაბრაზებულზე მეტად... ნაწყენი ვარ. - ჩუმად თქვა ელისომ.-არ დაგვიმსახურებია მე და სოსოს შენგან ტყუილი. -არ მომიტყუებიხართ. -მაგრამ არც არაფერი გითქვამს, არასდროს.-არაფრის დიდებით არ სწევდა თავს მაღლა ელისო, თავის საქმეს აგრძელებდა გულმოდგინედ.-სოსო ძალიან გაბრაზებულია. და სამართლიანადაც მინდა გითხრა! -სოსოსთან მოვგვარდები რამენაირად, - გაუღიმა ელისოს.-მე შენ უფრო მაღელვებ. -მე? - მოიხედა მაშინვე ქალმა. -ჰო, ელისო, შენ. -რა გაღელვებს მაინც? დაწუნების გეშინია, უტა? -ხომ იცი შენც, ელისო, როგორი ქალის გაზრდილი ვარ. არ ვიცი, რას უნდ დაგპირდე მისი შვილი შენნაირ იდეალურ დედას. მთელი სათქმელი ჩაატია ამ წინადადებაში. ვეღარ გაუძლო ელისომ, ამ უბრალო სიტყვებმა გატეხა იმ წამსვე. ცრემლი ჩამოუგორდა სათუთ კანზე და მიანება თავი ლობიოს გარჩევას. არასდროს უთქვამს თაიას მისთვის, იდეალური დედა რომ იყო. ყოველთვის პირიქით.. -არ ვარ იდეალური დედა. - შეიშმუშნა და მოიწმინდა ცრემლები.-და არც მაქვს უფლება ჩავერიო ჩემი ქალიშვილის ცხოვრებაში. -შენ თუ არ ხარ იდეალური, მაშინ ვინ? - მოიქცია ორივე ხელი თავისაში უტამ. აკოცა რიგრიგობით კანზე თავის მასწავლებელს. იმდენი სითბო გამოხატა ერთ საქციელში რამდენიც არასდროს დაუხარჯავს აქამდე ერთად აღებული.-შენი მეტიჩარა გოგოც ასე ფიქრობს, დამიჯერე. ერთადერთი გყავს და ბუნებრივია, რა რეაქციაც გაქვს. მე არასდროს მომინდებოდა ჩემს ქალიშვილს მკვლელი შეჰყვარებოდა... -უტა! -მართალია! და მაგის გამო ვერც ვფიქრობ მაგ საკითხზე.. შვილზე.. ოჯახზე. საერთოდ, შემიძლია ოჯახის შექმნა? - გაეცინა. მთლიანად გაიხსნა ქალის წინაშე.-ჩემნაირი წარსულის მქონე კაცმა რა უნდა შესთავაზოს შენს სრულყოფილ ქალიშვილს? ამაზე შენც ხშირად გეფიქრება? -შენ თუ გიყვარს... - მიადო სახე შუბლზე უტას. მოეფერა ლოყაზე ბიჭს, ვისი ბედიც ყოველდღე აწუხებდა გულს.-შენ თუ მართლა გინდა ჩემს გოგოსთან ყოფნა.. ჩემთვის არ არსებობს ის დღე, როცა იმად გაქციეს, ვინც არ იყავი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, რა შეხედულებები გქონდა ამ ცხოვრებაზე, უტა, რა მიზნები, რა მისწრაფებები.. შეგაცდინეს. და მიიღე კიდეც ბევრად სასტიკი სასჯელი, ვიდრე დანაშაული იყო... როგორ არ იმსახურებ შენ ოჯახს.-მოუთათუნა ხელი ლოყაზე.-შვილს, ცოლს, ყველაფერს. -ამიტომ გამომიგზავნე „დანაშაული და სასჯელი“ ციხეში? - გაეღიმა მის ხელებში და აკოცა ხელისგულებზე საყვარელ მეზობელს. -ცოტა შემეშინდა ეგ რომ გავატანე არჩილს. -არჩილის უმაღლესი მათემატიკა მოსაწყენი იყო მაინც. - გადაწვა სკამზე და ღიმილით გაიხედა სახლისკენ.-და კიდევ უამრავი სამეცნიერო ნაშრომები.. -არ უნდოდა რამე დაგვიწყებოდა. -არ ვიცოდი, ბიზნესმენად თუ მიპირებდა გადაქცევას, უკეთ მოვემზადებოდი.. -ირონიას იმსახურებს ბიძაშენი? - გააქნია ხელში მოქცეული დანა ელისომ.-კითხულობდი, მაშ, ყველაფერს? -შენსას ყველას. არასდროს გაგიცრუებია იმედი. -ერთი მოკითხვა არ დაგიბარებია არჩილისთვის.. ნახვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. -ცუდ ბიჭი გავხდი. - დაეთანხმა უტა.-აღარ მყავდა ციხეში კარგი დამრიგებელი... -გეტყობა, - ანიშნა მოხატულ ხელზე ელისომ. -შენც?-გაეცინა უტას. -იაპონური ფოლკლორი.. მითოლოგია.. - ცალი თვალით გაჰხედა ელისომ უტას მკლავს.-ის, რაც ყოველთვის მოგწონდა.. -შენი წყალობით.-დაეთანხმა ღიმილით. -კიცუნეს გადარებდი. სწრაფი. მოქნილი. ეშმაკი. ძალიან ჭკვიანი.. - შეათვალიერა უცებ უტა.-ეს ათი წელი როგორ, უტა? ამოთქვა საბოლოოდ. სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის. ყველას ხომ ისედაც ეს აინტერესებდა, რამ გააძლებინა ეს წლები, როცა გარეთ არც დედა, არც მამა, არავინ ელოდებოდა. ისიც კი არ იცოდა, ბიცოლა დახვდებოდა თუ არა ისეთი, როგორიც დახვდა. -თავად ხომ თქვი, კიცუნეო.. - ჩაეღიმა მაცდურად. ეშმაკურად. ოსტატურად აარიდა თავი მოთვინიერებულ ქალს, საერთო ენა რომ გამონახა უცებ, უცებ რომ დაიყოლია. არც უთხოვნია ისე დაეთანხმა ელისო ყველაფერში, თითქოს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე. -ოხ, იკადრე მოსვლა?! - ჩამოდგა ჭიშკართან სოსო. მრისხანედ გადახედა ცალი თვალით უტას და დინჯი ნაბიჯებით გამოიარა სახლისკენ ბილიკი. ცისფერ პერანგში გამოწყობილი იმდენად თანამედროვედ გამოიყურებოდა, აუცილებლად გააყოლებდნენ ახალგაზრდა გოგოებიც თვალს. ეს ჭაღარა წვერიც აძლევდა უფრო მამაკაცურ იერს, საოცრად ეშხიანი და სიმპათიური იყო იმ საღამოს სოსო ბატონი. -ვაა, სოსო.. - ხელი ჩამორთვა უტამ ფეხზეწამომდგარმა. -გამოდი, გამოდი, წამოდი... - სისინებდა სოსო, ელისოს გაეღიმა მაინც, მაგრად დაუქაჩა თვალები მეუღლეს.-რა იყო, მოარჯულე ელისო უკვე? ეგრე მარტივად არ გაგივა ჩემთან. -ღვინო მოგიტანე. - წამოაყოლა ხელს უტამ თავისი პარკი და ელისოს ჩაუკრა თვალი მოსიყვარულედ. გული აუჩუყდა ქალს. ისედაც ხომ ემოციურად აღიქვამდა ყველა დეტალს ამ ბიჭში, მაგრამ მისმა ბედნიერმა ღიმილმა ბოლო მოუღო საერთოდ. ამას როგორ უნდა გადაღობებოდა?! ამის მოწინააღმდეგედ როგორ დამდგარიყო, თუ ეს იყო მისთვის წამალი... ამოისუნთქა. თავი მიანება საქმეს და ცოტა ხანი ჩუმად ტიროდა თავისთვის. -ნასვამი ხარ? - დაეწია სახლის უკან მიმავალ კაცს უტა. -ისე რა. -სად წვიმდა? - ჩაეღიმა უტას. -ოხ, ღადაობის თავი გვაქვს? - გადმოხედა ალმაცერად.-შენს ადგილას თავდახრილი ვივლიდი. -რაში მედება ბრალი, ბატონო სოსო? -სიყვარულში.-შეჩერდა და მოუტრიალდა უტას.-დიდ და რთულ სიყვარულში.. -ჰოო?! -დიახ. მომყევით, - განაგრძო წინ სიარული. -როგორც მიბრძანებთ. -როდის მობრძანდი დედაქალაქიდან? - ხელები უკან, ზურგზე ჰქონდა გადაჯვარედინებული სოსოს. გვერდით მიჰყვებოდა ბენდელიანი თავისი ბოთლით ხელში. -დღეს. -რაო, რა ხდებოდა?! როგორ მოილხინეთ? -შეძლებისდაგვარად. -აჩი ჩაწვებოდა მარანში.. -რა საკვირველია.. - უცნაურად შეხედა სახეში განსხვავებულ სოსოს. ამჯერად მართლა ნაწყენს. -ანიკაც იყო? -იყო. -რას დაერიეთ ეს ბენდელიანები ჩემს გოგოებს.. - გადააქნია თავი სიცილით და საბოლოოდ გაჩერდა ერთ ადგილას ჩაბნელებულ თხილნარში. -სოსო. -არა. არანაირი სოსო. დღეს მე ვილაპარაკებ.-ფეხით გაწმინდა გამხმარი ფოთლები და ჩაიმუხლა იქვე. მიუჯდა უტაც გვერდით. კელასური მიედინებოდა უკან, ახლოს. მერხეულის ერთგული მკვიდრი მთვარეც დარაჯობდა ბიჭებს ზემოდან. -იცი, აქ რა არის დამარხული? - ხელი გადაუსვა სოსომ მიწას.-ჩემი თოფი. შენი გამოყენებული. ისე ამოიოხრა ბენდელიანმა, ამოაყოლა ამას სათქმელიც. -არ წაუღიათ მაშინ? - ჩუმად იკითხა. სოსოსთან არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. -ვინ წაიღებდა? - გაეღიმა სოსოს.-ვინ იცოდა? ან ვინ მოიკითხა. შენი აღიარება საკმარისი იყო იმ ბრიყვებისთვის, წლები რომ ჩაგაყუდეს. მაგათ სამართალი ადარდებდათ? ხომ გახსოვს, როგორც მოიქცნენ შენს დასაჭერად. მძინარე ბავშვი ჩაცხრილეს. -აქ დამარხე? - ფეხი გადაუსვა უტამ ფოთლებს. -მე და ელისომ. გვეგონა, გიხსნიდით.. სულ ტყუილად. -მადლობა არასდროს მითქვამს შენთვის, სოსო. - დაიჩურჩულა უტამ.-და არც ვიცი, რა იქნება საკმარისი, რომ ოდესმე შევძლო შენი ამაგის გადახდა. -ის რომ არ აწყენინო... ვის წაყვანასაც აპირებ ჩემგან. - შეერია სისუსტე ხმაში კაცს.-ერთადერთი მყავს, შენ ხომ იცი. -ვიცი. -რა მომავალი აქვს, რა მინდოდა, ეს შენც იცი და იმანაც. ბავშვობაში რომ შემაპარებდა ხოლმე შენზე კითხვებს, კი ვეჭვობდი, მაგრამ მეგონა გადაუვლიდა. შენი წასვლის მერე მაინც. არასდროს გახსენებდა, მაგრამ თუ ჩამოვარდებოდა შენზე საუბარი.. თვალებს გვარიდებდა ხოლმე. მოხსენი ერთი იმას თავსახური.. - გაიშვირა ხელი „ბენდელიანისკენ“. მიაწოდა უტამ.-შეგიფასოთ უნდა... -მოგწონს? - დააყოლა უტამ. მოიწმინდა პირი სოსომ, გვერდით დაიდგა ნახევრამდე ჩაცლილი ბოთლი. -წავა რა. მცირე ხნიანმა დუმილმა დაისადგურა მათ შორის. -არაფერს იტყვი? - გადმოხედა უტას.-არ შემპირდები, კარგად მოვიქცევიო? არ მეტყვი, არ ვაწყენინებ, არ გავაბრაზებო? -დაგვაცადე ჯერ, - გაუკიდა სიგარეტს უტამ.-ერთმანეთისთვის არ გვითქვამს ამდენი რაღაც, რასაც შენ მთხოვ. -მე მამა ვარ! და თავპირს გაწყევლინებ, რომ გაიფიქრე ჯერ... და მერე ჩემს ერთადერთს დადგი თვალი.. -დასავით უნდა შემეხედა? - ეღიმებოდა უტას. მაცდურად გაუწოდა სიგარეტის კოლოფი სოსოს. ზუსტად არჩილივით დახედა ღერს კაცმა და გამოართვა მაინც.-გიჟია შენი შვილი, სოსო. -მართლაც რომ.-ჩაეცინა კაცს.-რაღა დროს შენ ხარ... რამდენი წლის ხარ, შემახსენე? -ტოლები ვართ მე და შენ.-სიცილით გადმოხედა კაცს და გადაწვა მიწაზე. შეუერთდა სოსოც. აჰყურებდნენ ვარსკვლავიან ცას ბიჭები, აბოლებდნენ სიგარას ერთად. -რას აპირებ, ვინ იცის.. - თავისთვის ლაპარაკობდა სოსო.-იმდენად მახსოვხარ ძველებური, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩემს იმედს გაამართლებ. და რისი იმედი მაქვს, იცი?! ერთად რომ შეძლებთ ცხოვრებას. თავიდან უნდა დაიწყო შენ, იმან უნდა გააგრძელოს ძველებურად. ასეთი ცუდიც არ ხარ... რომ ვინერვიულო. - წამიერად გადაავლო თვალი ბიჭს.-უბრალოდ.. ჩემი შვილის შეწირვა არ მინდა, თუ შენ უნდა შეგაკვდეს მთელი ცხოვრება, უტა. ის ვერ იქნება შენი სამკურნალო საშუალება, თუ თავად არ შეეცდები, რომ ასეა სწორი. რომ ასე გინდა. მე მერეც მეყვარები და ახლაც ჩემი შვილივით ხარ, მაგრამ.. მაგრამ თაიას გამო?!-გადმოტრიალდა და შუბლზე მიადო თითები.-ამოვთხრი იმ შენს საყვარელ თოფს და... -ვერ იზამ მაგას.-გაეღიმა ბენდელიანს. მოსმენილმა დაუარა მთელს სხეულზე. -რა შემიშლის ხელს? - ფეხები გადაიჯვარედინა და კიდევ ერთი ღერი გამოართვა უტას.-არ გადამეფაროს ახლა თაიაც! მაგის იმედი არ გქონდეს, ყველაზე მეტად უყვარს თავისი თავი. -მიხვდი. -ერთდროულად გაეღიმათ.-არ შევიდეთ? -შევიდეთ, შევიდეთ. ელენე მყავს წამოსაყვანი ქვევიდან, დაჯდები საჭესთან? -ელენე? სად არის? -ჩარიცხვას აღნიშნავენ ბავშვები და ძალით გავუშვი. ვერ დავჯდები ასე, იტყვიან მერე, საკრებულოს წევრი დაიარება ნასვამიო... -ვერ დაჯდები თუ არ გაგიშვებს ელისო? - გადაჰხვია ხელი სოსოს და ასე აუყვნენ გზას შინისკენ. -რა გიხარია? ის ელისოზე უარესია. - ხელი ჩაიქნია სოსომ.-ფსიქოლოგიურად გაგანადგურებს... -მერე ეგეთი გინდა ჩემთვის? -ზუსტადაც. მოგარჯულებს ცოტას. და ნუ იღიმი ეშმაკურად, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ. ორივე ხელი ჰაერში ასწია უტამ. შევიდნენ მისაღებ ოთახში, ელისოს უკვე გაეშალა მაგიდა. -ელენეს ამოვიყვანთ და მოვალთ ჩვენ. - დაიბარა სოსომ და დასწვდა მანქანის გასაღებს. -ნასვამი მიდიხარ? ძლივს დგახარ ფეხზე.-აედევნა ქალიც. უტამ წარბები აზიდა და გაუცვალა მზერა სოსოს, ხომ გითხარიო. -სად ისწავლე შენ ქალების ფსიქოლოგია? - დაინტერესებული მიუბრუნდა უტას. -ამოვიყვან მე, - დააბრუნა სოსოს გასაღები მაგიდაზე.-ვისთან არის? .... ტელეფონი მოემარჯვებინა ხელში ელენეს. უყურებდა კამერაში პირბადე აფარებულ ძმას, ვინც ხმადაბლა პასუხობდა გოგონას მილიონ შეკითხვას. საავადმყოფოს სურნელი მობილურიდანაც იგრძნობოდა, ცხვირი აეწვა იმდენად ეხამუშა. მოუყვა ერეკლეს თავისი წარმატების ამბავი, შეამჩნია როგორ შეეპარა სიამაყის ღიმილი თვალებში. ეს პირველად მოხდა მათი და-ძმობის განმავლობაში. სიყვარული არასდროს დაუნახავს ერეკლეს თვალებში, არათუ სიამაყე. მაშინვე დაგეგმეს კლასელებმა თავიანთი წარმატების აღნიშვნა. არ უნდოდა წასვლა მაშინ, როცა დედა საავადმყოფოს კარებთან იდგა მუდამ, მაგრამ არაფრის დიდებით არ დაუშვა სოსომ. სულ თავისი ფეხით ჩააცილა მეგობრის სახლამდე ელენე, აქეთაც თავად მოიყვანდა, როცა დაასრულებდნენ ახალგაზრდები მოლხენას. ხათრი ვერ გაუტეხა ბავშვს სოსომ, მოერიდა მისი გაკონტროლება მერხეულში, სადაც ისედაც ყველა იცნობდა ჯაფარიძეების გოგონას, ამიტომ მიუშვა თავის ნებაზე. ბედნიერი ბავშვები ერთმანეთში ცვლიდნენ სიხარულს. გვიანობამდე დარჩა. კარგი მოლხენის მიუხედავად, მაინც აწუხებდა სინდისი ბავშვს. დედაზე ეფიქრებოდა მუდამ. დაიბარა მეგობრებთან, რომ სახლში ბრუნდებოდა და გაუყვა მერხეულის დაგრეხილ გზებს. გასაცილებლადაც არავინ გაიყოლა, არც სოსოს დაურეკა დაღონებულმა, მხოლოდ მარტოობა უნდოდა ახლა. სიწყნარე. დიდი ხანი არ იყო, რაც აღმართს აუყვა სახლის გზაზე. შუა ზაფხულში დიდად არ ეშინოდა სიბნელის, როცა ისედაც ყველა სახლიდან მოჩანდა სინათლე. თავადაც ტელეფონის ფარნით ანათებდა გზას, ფიქრებში გართულმა აიარა აღმართი. არც კი შეუმჩნევია, როგორ მოჰყვებოდნენ უკან ბოროტი ნაბიჯები. წამოკივლება მოასწრო მხოლოდ. დაქაჩა საზიზღარმა ხელმა თმაზე, შემოატრიალა თავისკენ და შეათრია ნაძვებში ჩაფლული ადგილისკენ, გზასთან ახლოს. ამოიცნო სახეზე თავისი კლასელის მამა ელენემ, ბესო ამილახვარი. ის კაცი, ფეხბურთის თამაშის დღეს თოფურიების კართან რომ იდგა მაძებარი ძაღლივით. კაცი, რომელმაც თაიას გაუსწორა იმ დღეს თვალები. უტას გაგდებული... ერთხელ დანდობილი და შეწყალებული. აზრს მოსვლა ვერაფრით მოასწრო. წაეტანა მის ქვედაბოლოს საზიზღარი არსება, წივილ-კივილის ფონზე მაინც თავისას აგრძელებდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. დაუკბინა ხელები ელენემ, მაგრამ ვერაფრით შეაჩერა. მაგრამ სხვამ წაავლო მხრებზე ხელი. სხვამ გააკავა. სხვამ მოაცილა. უტამ. მისი მწვანე თვალები ამდენად იმედიანი არასდროს მოსჩვენებია ელენე ჯაფარიძეს. ღამის მერხეულში კაშკაშებდნენ ბენდელიანის გაგიჟებული ჭაობისფერი გუგები, წამის მეასედში რომ ისევ ჭაობმა ჩაანაცვლა ნანატრი სისუფთავე. მაშინვე წამოვარდა ფეხზე ელენე, უგულოდ უცქერდა, როგორ სცემდა უტა იმ მოძალადეს. -ერთხელ ხომ გაგიტარე. - წაავლო ყელში ხელი და მუცელში ჩაარტყა გაგიჟებულმა. უბრალოდ თვალებს ვერ დაუჯერა უტამ. ვერ გააანალიზა, რა ხდებოდა. მხოლოდ სისხლს ხედავდა თავის ხელებზე.-ერთხელ ხომ გაგიშვი უვნებელი.... რას აკეთებ?! ამ ბავშვთან რა გინდა, შე არაადამიანო! ბურტყუნებდა რაღაცებს დაჭრილი მხეცივით უტას მკლავების ქვეშ, მაგრამ დასისხლული პირიდან ვერაფერს გაარჩევდა კაცი. ელენე ჩუმად იღვრებოდა ცრემლებად, მხოლოდ ბენდელიანის სხეულს ხედავდა, რომელიც იმ ვიგინდარას ეფარებოდა მყარი კედელივით. წამიერად გამოხედა ელენეს უტამ. ისე გადაიკვეთნენ მათი მზერები ერთმანეთთან, როგორც გადაწურული იმედის დროს მოსულ ადამიანს შეხედავ ხოლმე. აგრძნობინა უდიდესი მადლიერება ბავშვმა, ყველაფრის პატიება ლამის, სწორედ იმ მომენტში ჩაარტყეს უტას სახეშიც ძლიერი მუშტი. -უტაა! - წამოიყვირა ელენემ და ხელები აიფარა პირზე. ძირს დაგდებულ ბენდელიანს გაგიჟებული მოაჯდა ბესო ამილახვარი, ორივე ხელი ამოსდო სახეში და უნდა დაერტყა მისი თავი სასიკვდილო ასფალტზე, თუმცა თავად მიიღო სასიკვდილო დარტყმა კეფაზე. საბედისწეროც ალბათ... დიდი ქვა ეკავა ხელებში ელენეს. აკანკალებულმა ჩაარტყა თავში კაცს ქვა. ჩაშალა ბენდელიანის მკვლელობის სცენა. ღვარად ჩამოუვიდა სისხლი კეფაზე კაცს, უტას ხელებზე ჩამოსრიალდნენ ბლანტი სითხეები, შეღება მისი ძლივს მოსუფთავებული ხელისგული ისევ წითელმა ფერმა. ერთი თითით გადააგდო კაცის სხეული უტამ. პულსი გაუსინჯა უბრალოდ. თითქოს, მიჩვეულმა. თითქოს, გამოცდილმა... ელენეს გამოხედა საოცარი სიმშვიდით. ფეხზე წამოაყენა გათიშული გარესამყაროს, სისხლიან ხელებში მოიქცია მისი თავი და შუბლი მიადო შუბლზე. -შენ არაფერი გიქნია. - დაიჩურჩულა და გაუსწორა შელახული ქვედაბოლო.-მე გავაკეთე. -შენ გააკეთე.-გაიმეორა ელენემ რობოტივით. -ისე, როგორც მამაშენი.. ესეც მე. -როგორც მამაჩემი... - იმეორებდა ისევ.-მე არაფერი მიქნია. -შენ არაფერი გიქნია.-გადაუწია ჩამოყრილი თმა, ნელად წაიყვანა მანქანისკენ და მოათავსა წინ. უკანა კარი გამოაღო სწრაფად, წამოათრია ამილახვარის ნატანჯი ტანი და სისხლის მდინარეები დატოვა კვალად მერხეულის მიწაზე. ჩასვა უკან. ამოავსო მანქანა წითელი სისხლით. საჭეს შემოატარა გაწითლებული ხელები. ელენეს ვერ უყურებდა, ვერ ეტყოდა, რომ არაფერი მომხდარა ახლა. ვერ ეტყოდა, რომ დამშვიდებულიყო. -მე მოვკალი. - ჩურჩულებდა ბავშვი.-ღმერთო, ადამიანი მოვკალი! -შენ არაფერი გიქნია, ელენე! - ამოიყვირა უტამ. მალიმალ იყურებდა უკან სავარძელზე. მიაყენა მანქანა თავის სახლთან უტამ. ცარიელ სახლთან, ბედის იმედად რომ არ იყო არც ერთი ბენდელიანი შინ. -სახლში შედი და მოვალ.-გაუღო შიგნიდან კარი ბავშვს.-მისმინე, - მოატრიალა თავისკენ და კეფაზე ამოსდო ხელები. შოკირებულ ბავშვთან როგორ მოქცეულიყო ვერ გადაეწყვიტა.-ოც წუთში მოვალ. არსად წახვიდე. ხომ გესმის ჩემი?! -მესმის.-იმეორებდა რობოტივით, არაფერი ესმოდა მაინც. გადაუშვა უტამ უცებ გარეთ გოგონა, გიჟივით მოატრიალა მანქანა და გააქანა მერხეულის საავადმყოფოსკენ. გზად აკრიფა ნაცნობი ექიმის ნომერი, თავის ჭრილობას რომ უმკურნალა უხსოვარ დროში და საჭეზე მიარახუნა თავი ბევრჯერ. სისხლი და მკვლელობა ფეხდაფეხ დაჰყვებოდა უტას. როგორც კი იწყებდა სუფთა ფურცლიდან, მაშინვე ახსენებდნენ თავს წარსულის ცოდვები. ეს რის გამო მოხდა?! ამჯერად რა ჩაიდინა, ისევ რომ დასაჯა ღმერთმა?! ... შემოსასვლელში იჯდა მობუზული ელენე. ცარიელ სახლში შუქიც კი არ იყო ანთებული. შემოვიდა ბენდელიანი დასვრილი, სისხლიანი თეთრი მაისურით და ჩამოუჯდა ფეხებთან გატანჯულ, ნამტირალევ, დანაშაულით სავსე ჩვიდმეტი წლის ბავშვს. -მოკვდა? - ამოიტირა გონს მოსულმა ელენემ.-მოკვდა, არა? -არა.-ჩაეჭიდა თითებზე უტა.-გადარჩება. -არ გადარჩება.-ამოიტირა.-ვერ ხედავდი, როგორი სისხლიანი იყო? უგონოდ იყო. მოვკალი.... -გაჩუმდი, - გაუქნია თავი უტამ.-გაჩუმდი და დაწყნარდი ახლა. -რა დამაწყნარებს? ასეთი მარტივია? - უფრო და უფრო უმატა ხმას ელენემ.-შენც ეგრე დამშვიდდი მაშინ? - თავით ანიშნა რაღაც ბავშვმა, უტამ თვალი თვალში გაუყარა. აცალა, ემოციებისგან დაცლა. ყველაფერს აიტანდა, ყველა ბრალდებას, უბრალოდ რომ დამშვიდებულიყო ელენე ჯაფარიძე. -ელენე. -არა, არა! - აიქნია ხელები და ხელი შეაშვებინა უტას.-ღმერთო, ეს რა გავაკეთე! - წამოდგა. წინ და უკან დაიწყო სიარული.-ახლა რა იქნება? ციხეში ჩამსვამენ? -არავინ ჩაგსვამს შენ ციხეში. შენ არაფერი გაგიკეთებია. - აუწია ხმას უტამ.-ხომ გითხარი, მე გავაკეთე! -შენ მე გადამარჩინე, უტა... - და დამშვიდდა საბოლოოდ ელენეც. შუაგულ ოთახში დადგა დაბეჩავებული, დამცირებული თითქოს, დანაშაულით სავსე. საოცრად გულწრფელი.-იმ არამზადისგან გადამარჩინე... და მე.. -შენც გადამარჩინე.-ჩუმად თქვა უტამ. ნელა მიუახლოვდა.-მომკლავდა, შენ რომ არ ყოფილიყავი. -მე რომ არ მომეკლა... -არ მოგიკლავს. - გაუქნია თავი და მოჰხვია ორივე ხელი სახეზე.-გადარჩება. ეგეთი არამზადები არ კვდებიან. დამშვიდდი ახლა და მადროვე ცოტა. -რატომ აკეთებ ამას? - კანკალებდა ბავშვი შოკისგან.-დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით აკეთებ ამას? შენს თავზე დაიბრალებ მხოლოდ იმიტომ, რომ უხსოვარ დროში მამაჩემი მოკალი? ვალის გადახდის გამო? -გეყოფა. - ამოიოხრა უტამ. -არ მინდა... არ მინდა ჩემ გამო შენ მოიხადო რამე სასჯელი... - აქეთ-იქით იხედებოდა გიჟივით. ხან რას მიედებოდა, ხან რას.-მე.. მე თავს ვიცავდი... ამედევნა, ვერ შევამჩნიე. ჩემი კლასელის მამაა.. - ამოიტირა საბოლოოდ გამტყდარმა. მოჰხვია ორივე ხელი უტამ. ჩაიკრა გულში მტრის შვილი. იმ კაცის შვილი, ვის გამოც შესწირა ყველაფერი ბედს. მოიქცია სიფრიფანა ტანი მარტივად ხელებში და დივანზე ჩამოჯდა მასთან ერთად. ჩქარა უცემდა გული ელენეს, ლამის ამოვარდა მკერდიდან. მიიხუტა უტამ ბავშვი, ჩამოუსვა თმაზე ხელი და დააწყნარა. -ყველას გამო იგივეს ვიზამდი.-დაიჩურჩულა ხმადაბლა ბენდელიანმა.-ვალის გამო არ ვაკეთებ. მაგის გამო გადავიხადე უკვე ყველაზე ძვირფასით, ელენე. მაცადე და მოვიფიქროთ ერთად რამე. -რას მოიფიქრებ, - ბურტყუნებდა გამსკდარი ბოლომდე.-რომ მოკვდეს.. როგორ გავაგრძელო ცხოვრება... როგორ ჩავხედო ერეკლეს თვალებში, ან დედას.. დედა! - ამოიყვირა მაინც.-დედასთან მინდა. დედასთან მინდა, დედასთან მინდა... -დაწყნარდი, ჩშშ... - გადაუტარა ხელები მკლავზე და დააწყნარა ისედაც გადაღლილი, დაცლილი ელენიკო. ჩაეძინა უტას მკლავებში მშვიდად. აიყვანა თავის ოთახში უტამ, გადააფარა პლედი და ცოტა ხანი იქვე ჩაიმუხლა მასთან. საიდან სად, უტა ბენდელიანო.. ალბათ ესეც დაიმსახურე. . ჩამოდგა სახლის აივანზე. სანამ გაჟონავდა საავადმყოფოდან ინფორმაცია, მანამ უნდა აორთქლებულიყო აქედან. მაგრამ ელენეს ვერ დატოვებდა მარტოს ახლა ასეთ მდგომარეობაში. დარეკა ელისოსთან. არ გამომყვაო ელენე, მოიტყუა უდარდელად. ბავშვებთან დარჩენა ამჯობინაო, ესეც დააყოლა მეტი დამაჯერებლობისთვის. ძლივს აღდგენილი გზების ჩახერგვას ნიშნავდა უკვე ეს ტყუილები, მაგრამ არა უშავდა მისთვის. მიეჩვია უკვე.. კარგა ხანს იფიქრა არჩილზე. არჩილზე, რომელსაც გულს გაუტეხავდა წუთი წუთზე ტელეფონზე შემავალი ზარი. გაახსენდა, როგორ იდგა ყოველ კვირა ციხის კარებთან, როგორ გაიზარდა მაინც მის თვალწინ გისოსებს მიღმა. არ აძლევდა არასდროს არჩილი მარტოობის უფლებას უტას. ყოველთვის მოდიოდა მასთან ერთი და იმავე თემებზე სასაუბროდ. უტა ხომ ისედაც არავის ხვდებოდა ციხეში ბიძის გარდა. ჩამოისვა სახეზე ხელები. ასეთი რთული არასდროს ყოფილა გადაწყვეტილების მიღება. არც ასეთი მტკივნეული. აღარ ეკიდა ფეხებზე საყვარელი ადამიანების აზრი, პირიქით, თითქოს ღელავდა კიდეც მათ გრძნობებზე ამ ამბის გაგებისას. ძლივს დალაგებულმა ცხოვრების ნავმა ისევ იცვალა პირი, ლამის უკუსვლით წავიდა სუფთა მდინარეში სიბინძურისკენ. -აჩი. - ამოთქვა ბოლოს მობილურზე.-მჭირდები. ერთ საათში მოადგა მერხეულის სახლს აჩი ბენდელიანი. დაფეთებულმა ამოირბინა სახლის კიბეები და აივანზე შეუერთდა უტას. ამოისუნთქა შვებით, როცა იხილა მისი საღ-სალამათი სიფათი. -რა მოხდა? - დანაწევრებული ხმა ჰქონდა აჩის, იგრძნო კიდეც სისხლის სუნი.-რას ჰგავხარ? რა იყო? - შემოატრიალა თავისკენ დასისხლული უტა. -ელენეა ოთახში.-ჩუმად თქვა უტამ. -ელენე?! - ლამის წამოიყვირა. -ის დედამოტ.ყნული ამილახვარი აჰკიდებია. მოვუსწარი.. -და?! - პირდაპირ გულზე დაესო აჩის ხმა უტას. შეევედრა უტას, ოღონდ ისევ ისე არ თქვაო... -საავადმყოფოშია. -ელენეს დაუშავა რამე? -მივუსწარი-მეთქი! -ცოცხალია? - თავზე ჩამოისვა ხელი.-სად დედისტ..რაკში მიიყვანე? -ჯობია მოკვდეს. - ცივად თქვა უტამ.-მაინც მოვკლავ. -გაჩუმდი ახლა, - აიქნია ხელი აჩიმ.-დაგიწყებს პოლიცია ძებნას, არ გამოეპარებოდათ შენი მისვლა იმათ. აიღე ეს, - მანქანის გასაღები ჩუადო ხელში.-და წადი თბილისში. რამე მოვიფიქროთ. ელენე ჩემზე იყოს.. -შენ წადი თბილისში. - ცოტა ხნის მერე თქვა უტამ.-ელენეც წაიყვანე. -შენ სად მიდიხარ? - გიჟდებოდა აჩი თანდათან. -აქ დავრჩები. -და ისევ ციხეში უნდა გიკრან თავი? წადი-მეთქი, უტა, დამიჯერე! -ელენე უნდა წაიყვანო აქედან, აჩი, მენდე. ცუდად არის.-მოულოდნელად დაადო მხარზე ხელი. -და შენ? შენ არასდროს არ ხარ ცუდად? - თავადაც მოჰხვია კეფაზე ხელი.-სასიკვდილოდ ცემე? - გაეპარა მაინც კითხვა აჩის. -რა მნიშვნელობა აქვს. მკ.იდია, რომც მოკვდეს. -მე არ მკი.დია. ჩვენ არ გვკიდია. - ხმადაბლა წამოიყვირა.-აქ როგორ დარჩები? ყველაზე სახიფათოა ახლა მერხეული შენთვის. -ერთხელ გამიკეთე ის, რასაც გთხოვ.-მოსწია თავისკენ მარჯვენათი.-კითხვების გარეშე.. ყოყმანის გარეშე. წაიყვანე ელენე ჩვენთან, თბილისში და დაგირეკავ თვითონ. -ააააა! - ამოიყვირა აჩიმ.-არ გაბედო... არ გაბედო ისევ უკან დაბრუნება. მოგკლავ მერე მართლა, იცოდე, უტა! -ის არჩილის ექიმი სანდო ტიპი? - გააყოლა კითხვა გამავალ აჩის.-მაგას მივუგდე. პოლიციაც მივა ალბათ მალე. -მიუგდებს მაგას არჩილი რამე თანხას და მიყუჩდება. -არჩილს.. არჩილს არ უთხრა.-ჩუმად თქვა უტამ. -ელენეს წავიყვან, - დაიბარა აჩიმ.-როგორც საჭიროა, ისე მოვიქცევი. მაგრამ შენ... შენ არ მოგცემ უფლებას, ისევ ოთხ კედელში დაბრუნდე! რა ხმაა?! - მაშინვე ჩაიგდო ხმა აჩიმ, როგორც კი მოესმათ პოლიციის სირენების წივილი. ერთდროულად გადახედეს ერთმანეთს. მაშინვე ის დღე გაახსენდათ.. ის სასტიკი, როცა ასეთმა ხმამ ჩაცხრილა მძინარე ბიჭი ამავე სახლში. თვალთ დაუბნელდა ლამის უტას, ეს ხმა ხომ მოესმა მაშინაც, როცა იმალებოდა მეზობელ სახლში. განმეორდა ყველაფერი გონებაში, აჩის ჩაავლო ხელი და ელენეს ოთახისკენ გასწია. -ბავშვი... - ჩურჩულებდა უტა.-გამოიყვანე! -ავახვიოთ აქედან! წამოდი შენც! -ელენე, გაიღვიძე! - დაუფიქრებლად დაიჭირა ხელებში ბავშვი უტამ, პლედიანად ჩამოაგორა კიბეებზე. ხომ არაფერი იყო თითქოს საშიში.. ხომ არავინ მოკლავდა ამ წამს ელენეს, თან ლოგინში, მაგრამ ბენდელიანებისთვის... მათთვის ეს ყველაზე მოსალოდნელი რეალობა იყო. აჩის მანქანაში შეაგდო გოგონა, დაუფიქრებლად მიუჯდა საჭეს აღელვებული აჩი. უტაც წამოვიდა. -რა მოხდა? - ტირილით იკითხა ელენემ.-ჩემთვის მოვიდნენ? -შენთვის რატომ მოვიდოდნენ? - გიჟივით ამოიყვირა აჩიმ. -სად მივდივართ? -თბილისში. და ამ გზით ნუ მიდიხარ, ეს დედამოტ.ნული! - დაიღრიალა უტამ, აჩის აუქნია ხელები. -სად ჯანდაბიდან წავიდე, აბა? -რა ხდება? - ტიროდა ელენე. -პოლიცია მოდის. უნდა წავიდეთ. თბილისში მივდივართ, ჩვენთან, არ ინერვიულო შენ.-ისე დაატკბო წამში ხმა უტამ, ეჭვნარევად გადმოხედა ბიძაშვილმა. უმატა სიჩქარეს, მიგრეხილ-მოგრეხილი გზიდან საბოლოოდ გადმოვიდნენ ტრასაზე. უსაფრთხოდ გაუყვნენ დედაქალაქისკენ მიმავალ გზას, ცარიელი დატოვეს ბენდელიანების კარ-მიდამო, ვერავის დაზიანებას შეძლებდნენ სამართალდამცავები, რომლებიც ისედაც არ იყვნენ ვინმეს მოსაკლავად მოსულები. ეს ხომ ის ათი წლის წინანდელი სიტუაცია არ იყო... იგივე დრო ხომ არ იყო. გულში ღრმად შეინახა უტას სახე აჩიმ, როცა გაიგონა სირენების ხმა. ხომ არ აპირებდა წამოსვლას თბილისში ამდენი მუდარის მიუხედავად, მაგრამ ის შიში.. ის შიში, რომ ვიღაც შენს საყვარელს დააზიანებს... დუმილი გაეწელათ ყველას. ელენეს ჩუმი სლუკუნი არღვევდა სიჩუმეს. აჩი ისედაც მიხვდა ყველაფერს. ვის გამო იქცეოდა უტა ასე.. რას აკეთებდა.. ერთ საათში უკვე თბილისში მიაქროლებდა მანქანას. გადმოიყვანეს ნამტირალევი ელენე, თვალებდასიებული, შებღალული. შეაღო საკუთარი არჩილის სახლის კარი უტამ. რა ხანია, აქ არ ყოფილა... თითქმის ყველაფერი შეცვლილი იყო. გზად გაიხადა სისხლიანი მაისური. მიაგდო სადღაც და ჩაიცვა აჩის მოწოდებული. ჩამოჯდა დივანზე ელენეს გვერდით, იქვე ჩაესვენა სავარძელზე აჩიც. -გაიგებს დილას სოსო. - წამოიწყო აჩიმ.-რა ვთქვათ ელენეზე? ჩამოისვა სახეზე ხელები უტამ. -რა მეშველება... - დაიწყო ტირილი კვალ ელენემ.-ერეკლე რომ გაიგებს, რაც გავაკეთე... -არაფერი გაგიკეთებია! - გადმოხედა მკაცრი თვალებით ბენდელიანმა.-გეყოფა ტირილი. დამშვიდდი. -თაია მოვიდეს.. - უფრო მეტად უმატა ხმას ელენემ.-უთხარი, გთხოვ, მოვიდეს... ვინმე მოვიდეს. -რისი გეშინია? - ჩამოუჯდა ფეხებთან აჩი.-ჩვენთან ხარ. არაფერი გემუქრება.. -ის კაცი რომ მოკვდეს... - ჩაეჭიდა აჩის ხელებს და მოეხვია ყელზე.-რომ მოკვდეს.. მეც მოვკვდები.. -არ მოკვდება.-ჩურჩულებდა აჩი.-გადარჩება. და თავად ჩაჯდება ციხეში! ყველაფერს მოვაგვარებთ. -არ მინდა მკვლელი ვიყო... - ბუტბუტებდა აჩისთან ჩახუტებული. ჩუმად ისმენდა ამ სიტყვებს უტა.-არ მინდა ჩემს ძმას ჩემი შერცხვეს... არასდროს მიფიქრია ადამიანის მოკვლა... -წამოდი, დაგაწვენ სადმე.. არ განძრეულა ადგილიდან უტა. თვითონაც ეს უნდოდა მის ასაკში. რომ არ შერცხვენოდა ვინმეს... რომ არ მოეკლა ვინმე.. საამაყო ყოფილიყო. . შუა ღამე კარგა ხნის გადასული იყო, სახლიდან რომ გამოვიდა. ჩაავლო აჩის მანქანას ხელი და თბილისის ვიწრო ქუჩებს აუყვა იმ ადგილისკენ, სადაც ბოლოს ათი წლის წინ იცხოვრა. დიდ ხანს იდგა გარეთ, ეზოსთან. დადუმებულ შენობას შეჰყურებდა თვითონაც ჩაჩუმებული. გადმოვიდა და შეაღო მოწყენილი კარი, მუდმივად რომ ელოდებოდა მომსვლელს. თავის პატრონს კლიტედადებული. უტას. არაფერი ეტყობოდა იმ ძველი სახლის, სადაც უცხოვრია ბენდელიანებს. ახალივით იყო, თავიდან იწყებდა ლამის არსებობას. ზუსტად იქ დახვდა გასაღები, სადაც ინახავდა დედამისი ყოველთვის. თითქოს გაეღიმა კიდეც, ყველაფერი რომ გაახსენდა ერთდროულად. აანთო შუქი. მორიდებით მოათვალიერა სახლი. დივანზე ჩამოჯდა ბუხრის წინ. ზუსტად ისეთი ბუხარი ჰქონდათ აქაც, როგორიც მერხეულში. გაყინულ, უცხოვრებელ ოთახი ჩუმად ტიროდა შეცვლილი პატრონის დანახვისას. თავისით გაიღო კარი. თითქოს, ზუსტად იცოდა უტამ, რომ აქ შეხვდებოდა ისევ. აქ შედგებოდა ის საუბარი, ასეთი ნანატრი რომ იყო ორივესთვის. სურნელით იცნო უკან მოუხედავად. იგრძნო, როგორ მოუჯდა ქალის სხეული გვერდით. როგორ მოვიდა დედა ისევ მასთან.. არ შეუხედავს. არც არაფერი უთქვამს. იჯდა გაქვავებული კაცი დედის ხილვისგან. -ვიცოდი, რომ ერთხელაც მოხვიდოდი.-ჩუმად დაიწყო ქალმა. ორივენი ერთ წერტილს უყურებდნენ. -წადი აქედან. - დაღლილი ხმა ჰქონდა შვილს, ბრძოლაც კი აღარ შეეძლო უკვე იმდენად დაცლილიყო ყველაფრისგან. -მივდივარ ისედაც. შენი ნახვის გარეშე ვერაფრით წავედი.-აუწყლიანდა თვალები, შეხება მოუნდა ვაჟიშვილის, მაგრამ უკან წაიღო ხელები მაშინვე. -რატო? - ჩაეცინა.-სადაა შენი ბოიფრენდი? -ნუ ამბობ ასე. -არ მინდა შენი დანახვა. ვერ გიყურებ.-მართლაც არ გაუმეტებია მზერა დედისთვის.-მრცხვენია შენი. -ვიცი. -მომშორდი მაშინ. დამასვენე. -რა პატარა იყავი, - გაიღიმა ელზამ. მოავლო თვალი გარემოს.-აქ უყურებდით შენ და შენი მეგობრები ფეხბურთს. ბევრს იცინოდით, ჩხუბობდით, შენ ყველაზე დინჯი და გაწონასწორებული იყავი მათ შორის.. -არ მინდა ამ ზღაპრების მოსმენა.-თავი გადასწია უკან და მოეშვა დივანზე. სისულელედ ეჩვენებოდა ეს არაფრისმომცემი საუბარი დედასთან, ამ დღეს მით უმეტეს.-ხომ მნახე, წადი ახლა მშვიდად, სადაც მიდიხარ. არ ალოდინო მეუღლე. -ის გოგო შენი შეყვარებულია? - ცოტათი მიუახლოვდა ქალი შვილს. -რომელი გოგო? - გადმოხედა უცნაურად უტამ. მოათვალიერა ულამაზესი დედა გაკვირვებულმა. -სოსოს გოგო... თაია. არაფერი უპასუხა ქალს. ამოიოხრა. -კარგი გოგოა, - განაგრძო ელზამ თავისთვის.-ლამაზია ძალიან. -ამდენი წელი გავიდა, - ამოიღო ბოლოს ხმა უტამ.-ამდენი რამ მოხდა.. ერთი ნაოჭიც კი არ გაქვს სახეზე. ასეთი როგორ ხარ? ტკივილიანად გაიღიმა ქალმა. თითქოს სიმწრით. თვალებიდან გადმოუგორდა ნაკავები ცრემლები და წინ წამოჯდა ცოტათი. მოშორდა მის თავს ის ულამაზესი თმა, უტას რომ უყვარდა დედის გარეგნობაში. გაკვირვებულმა გააყოლა თვალი ბენდელიანმა დედის ხელებში მოქცეულ პარიკს, იმ სათაყვანებელ კულულებს და თითქოს ზიზღიანი მზერაც გაქრა მისი სახიდან. წამში დაბერდა ელზა. გამოუჩნდა სახეზე ზუსტად ის ნაოჭები, ასე ძალიან რომ აწუხებდა მათი არ ქონა უტას. ეტკინა.. ეტკინა დაბეჩავებული დედა, ახალგაზრდა და ლამაზი. -სულ ცოტა დრო დამრჩა. - ჩუმად თქვა ქალმა.-არ მაპატია ღმერთმა არაფერი. ასეთი სიმცირე. თუ პატიება არ შეგიძლია, ერთხელ გაუღიმე დედას. ეს საკმარისი იქნება ჩემთვის. მწვანე თვალებში გაირბინა იმედის სხივმა. ძველებურად თუ ვერა, ამჯერად ზიზღის გარეშე მაინც შეხედა ქალს სახეში. საკუთარი ხელით დააბრუნა ოქროსფერი პარიკი თავზე. პირველად იყო ასე ახლოს დედასთან, პირველად შეეხო სახეზე ქალს. ჩაეჭიდა მის ხელებს ელზა, აკოცა ხელისგულზე ვაჟიშვილს და მისი ცრემლებიც ზუსტად უტას თითებზე დასრიალდა. -როგორ მომენატრე.. - ჩურჩულებდა ქალი. -რა გჭირს? - ხელები შეუშვა და განზე გაიწია უტა. -სიმსივნე. ავთვისებიანი, განუკურნებელი.. არაფერი ეშველება. -საქართველოში დაგისვეს დიაგნოზი? - თვითონაც გაუკვირდა, როგორ აღელდა ამ ამბის გაგებისას. ედარდებოდა დედა მაინც... და უყვარდა ისევ. -ერთი და იგივე დიაგნოზია, საქართველოშიც, გერმანიაშიც.. თვეები დარჩა. -ჰოო? - გადმოსწია თავი გვერდზე და მოათვალიერა დედა.-რას აპირებ მერე ეს თვეები? -არ ვიცი.-ელზაც მიეყრდნო დივნის საზურგეს. დედა-შვილი ერთად სუნთქავდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში ამდენი ხნის მერე.-დავბრუნდები გერმანიაში და ალბათ იქ... შენ არ გენდომება, მამაშენის გვერდით ჩემი დასაფლავება. -არ ხარ მაგის ღირსი.-ჩუმად თქვა უტამ.-იქ გინდა? -არა.-გაეღიმა ელზამ.-მეტად ხომ არ შეგარცხვენ. სასაცილო იქნება ჩემი იქ დაკრძალვა.. -შენი ქმარი რას ამბობს? - ჩურჩულებდა უტა გამტყდარი ხმით. საერთოდ გადაავიწყდა ყველა, ელენეც, აჩიც, არჩილიც, თაიაც.. ახლა მხოლოდ დედა. -მიხედავს ეგ ამ ამბავს. -კარგად გექცევა? - გაყიდა ამ კითხვით საკუთარი თავი, საკუთარი დაუსრულებელი სიყვარული დედის მიმართ. -ძალიან. კარგი ადამიანია.. -თვითონ... რას წარმოადგენს? -არქიტექტორია. ქართველი არ არის.. -ვიცი. -საიდან? -უბრალოდ ვიცი. შვილი ჰყავს? -ჰყავს. - გაეღიმა ელზას.-ოცდახუთი წლის ბიჭი. მას რომ ვუყურებ, სულ შენ მახსენდები. ის დამყვება ხოლმე საავადმყოფოში. ეკალივით შეერჭო ეს სიტყვები გულზე. სხვისი შვილი დაჰყვებოდა ავადმყოფ დედას.. სხვა ზრუნავდა მასზე. -ყველაფერი გააფუჭე.-წაეთამაშა თითით ხელოვნურ კულულებზე დედას.-იდეალური ოჯახი ვერ შეირგე. ღირსი ხარ, მაგრამ მაინც მეცოდები.. -ნუ შეგეცოდები. ხომ ხედავ, როგორ დამსაჯა უფალმა. შენ... შენ გაძლევს ცხოვრების გაგრძელების უფლებას. გამოიყენე, დედი, ეგ შანსი. ხელი არ გაუშვა იმ გოგოს. იცხოვრე ახლა მაინც... -რა იქნებოდა... - შეუცურა ხელი კეფაზე და ჩაეჭიდა დედას.-რა მოხდებოდა, არ გეღალატა ჩემთვის, დედა. რატომ არასდროს იფიქრე, რომ ცხოვრებას დამინგრევდი.. გაცილებოდი თავის დროზე და გეკეთებინა მერე ის, რაც გინდოდა. -ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ვიცი.-თვითონაც მოჰხვია ლოყაზე ხელი უტას.-ბედნიერი იქნებოდი. მეც ბედნიერი ვიქნებოდი... შევცდი. და მაპატიე. -აქ სად ცხოვრობ? - იკითხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.-მარტო ხარ ახლა? -კი, მარტო მოვედი. რატომ? -ცოტა ხნით დამიტოვებ? გული მოუკვდა ელზას შვილის სიტყვებზე. და იმან.. იმან ამ თხოვნისას გადააბიჯა საერთოდ ყველაფერს თავის ცხოვრებაში. იმ ზიზღსა და სიძულვილსაც, რასაც აგროვებდა ეს წლები. დედასთან დარჩა. დედასთან გაათია ღამე, რომლის გათენებაც ყველაზე მეტად არ უნდოდა. ... არჩილს უკვე მოესწრო ნაცნობი ექიმის მოსყიდვა. თავისი თავის გაუკვირდა გაგებული ამბის შემდეგ სრულ ჭკუაზე დარჩენა. ჩაავლო მარინას ხელი და შურდულივით გაიჭრა აჩისთან შესახვედრა. უტა სახლში არ იყო. არავინ იცოდა, სად წავიდა, რას აკეთებდა, ან რატომ წავიდა საერთოდ. ელენე დუმდა. ვერ აღიარა არჩილისა და მარინას წინაშე ჩადენილი საქციელი, მაშინ როცა კატეგორიულად გააფრთხილა უტამ წასვლის წინ, რომ არაფერი ეთქვა. არც თაიასთვის მათ შორის. ახლა ასე იყო საჭირო. -გავგიჟდები! - მოიხსნა ჰალსტუხი არჩილმა. გიჟივით დაანარცხა პიჯაკი დივანზე.-სად არის? სად წავიდა? ამიხსენი, რა გააკეთა! რა ვერ მოინელა, ამიხსენით ვინმემ! -დამშვიდდი, არჩილ. - ჩაეჭიდა მარინა ტირილით, მაგრამ ცოლიც კი არ გაიკარა. -რა დამამშვიდებს? - ყვიროდა კაცი.-რა დამამშვიდებს თქვენს ხელში, რა? - ჩამოისვა სახეზე ხელები. შემოაღო ბინის კარი თაიამ. იმედგაცრუება და სინანული შემოიტანა სახლში. ელენეს გაუსწორა თვალი თვალში და მარინას გვერდით ჩამოჯდა როგორც ყოველთვის, როცა უტა აშავებდა რამეს. როცა რამე უჭირდა ბენდელიანს.. -შენთან არის? - ასე ცივი არასდროს ყოფილა არჩილი. -არა. არ ვიცი, სად არის. -თაია, თუ შენთან არის, თქვი, გთხოვ.. -აქ ვარ, არჩილ.-შემოვიდა სახლში გამოუძინებელი ბენდელიანი. თვალებიდან მოიშორა ხელები და გადაავლო თვალი შეკრებილ საზოგადოებას. ჩაეცინა. ახლა ნამდვილად ამოხეთქავდა არჩილის ნაკავები ბრაზი, ახლა არ დაინდობდა ძმისშვილს. თაიას იქ ყოფნამ დაუმძიმა მხრები უტას. -შემოდი ერთი, გამაგებინე რა ხდება! - ხელები გაშალა კაცმა.-ამჯერად რა მოხდა, ამიხსენი? რა ვერ აიტანე? ვისთან შეუსწარი? რამ გაგაგიჟა, მითხარი! -აი ისიც.. - სუსტად გაეღიმა.-ძლივს გაბრაზდი. -საერთოდ არ მეცინება! - დაიღრიალა კაცმა.-არ მეცინება, გაიგე?! სად იყავი? -სახლში.-გულაჩუყებულ მარინას მოეფერა უცებ თმაზე და ელენეს მიუჯდა გვერდით. -სახლში? -ხო, არჩილ, სახლში. რა მოხდა, გეგონა ისევ დავიმალე სადმე? -რატომ გააკეთე მერე დასამალი? - მიუახლოვდა ნაბიჯით ბიძა.-კაცმა არ იცის, გადარჩება თუ არა. გადმოიყვანეს თბილისში. მისი ხისთავიანი ძმაც აქ არის, უფროსი ბიჭი ყავს, იცი შენ ეს ყველაფერი? -და? - თვითონაც აიმაღლა ხმა.-მივალ მე მის ბიჭებთან და გავაგებინებ, რა კაცის შვილებიც არიან. -შენ რატომ უნდა გადაწყვიტო ყოველთვის ვიღაცის კარგი კაცობა? - ვერავინ აჩერებდა ჭკუიდან გადასულ არჩილს.-არ გეყოფა ერთხელ გაკეთებული? ხომ მოისპე შენი ხელით ყველაფერი, ახლა როცა ძლივს გონზე მოხვედი... როცა რაღაც გზას დაადექი, ისევ უკან დაბრუნება გინდა, შვილო? რატომ მაგიჟებ! ცრემლებს ყლაპავდა ელენე დაუმსახურებელი სიტყვების გამო. თავისი დანაშაულის გამო, რომ ასეთ სიმწარეს ისმენდა ბენდელიანი, გულზე უჭერდა მარწუხებს. წამოიწია რაღაცის სათქმელად, მაგრამ მუხლზე დაადო ხელი უტამ. გააჩერა. -არ გაბედო.-დაიჩურჩულა ხმადაბლა. აჩის გაუსწორა თვალები. აგრძნობინა, რომ ამის დრო არ იყო, რომ არ შეიძლებოდა ელენეს რამე საფრთხე შექმნოდა. -რა ვქნათ ახლა? - დადგა შუაში არჩილი. ოჯახს გადაავლო თვალი.-როგორ ვიხსნათ ეს ვაჟბატონი ციხისგან? ამოუცნობდა სიამოვნებამ დაუარა ტანზე უტას. არც კი უკითხავს არჩილს დამნაშავე იყო თუ არა, მაინც მის გვერდით დარჩა. მაინც არ აქცია ზურგი. -რა მოხდა, უტა, თქვი. - ტიროდა მარინა. -არაფერი, მარი, ნუ ნერვიულობ. -რა გიყო, შვილო, ჰა? - დაადაბლა ხმა არჩილმა.-მეტი რა გიყო... როგორ გიშველო მეტი. -ელენე, შენ მაინც თქვი.. - საბოლოოდ ამოღერღა გამშრალმა თაიამ ორი სიტყვა.-რა მოხდა, გაგვაგებინეთ ჩვენც. -არაფერი არ მოხდა.-თვალი თვალში გაუყარა საყვარელ ქალს უტამ.-შეაწუხა ელენე, მივუსწარი და სულ ეს იყო. მორჩა. -თავში აქვს მიყენებული ჭრილობა. გახეთქილი აქვს თავი, კრიტიკულ მდგომარეობაში. არ დაგინდია საერთოდ? -არჩილის ხმა ყველას მოედო გარშემო.-ახლა ხომ მაინც არ ხარ ოცი წლის, უტა. -უტა არაფერ შუაშია.-მოულოდნელად წამოიჭრა ელენე. ცრემლიანმა აუქნია უტას ხელი და გააგრძელა.-მე დავარტყი. ჩემ გამო არის ასეთ მდგომარეობაში.. მე.. უტას უპირებდა დახრჩობას... და უბრალოდ ჩავარტყი. სიჩუმემ გადაუარა ოთახს. აჩიმ ღრმად ამოისუნთქა. მხრებზე ჩაავლო ხელები ელენეს და ძირს ჩამოსვა. მიეხუტა თაიას გაფითრებული. არჩილმა ამოისუნთქა. -დაკმაყოფილდი? - გადმოხედა ბიძას ბენდელიანმა. -გეყოფათ ახლა! - აჩი ჩადგა მათ შორის.-დასხედით და მოვიფიქროთ, რას ვიზამთ. ერთხელ მაინც ჩარიე ვინმე ასეთ დროს, მამა. ერთხელ მაინც გამოიყენე ეს შენი გავლენიანი მეგობრები. -ვიცი, რასაც ვიზამ. - თქვა ჩაფიქრებულმა კაცმა.-ჯერ დაველოდოთ, გადარჩება ის მამაძაღლი თუ არა. -არ გადარჩებაო? - თაიას ეჩურჩულებოდა ელენე. -გადარჩება, შვილო, გადარჩება, მისნაირებს რა მოკლავს! - დაისისინა კაცმა. -დაურეკე გივის, მამა... -დავურეკავ. დაჩიც აქ არის? დაგვჭირდება, ელენე ცოტა ხანი მოვაშოროთ ამ ყველაფერს... **** აივანზე გამოვიდა უტა. ამდენი ადამიანის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. და ზოგადად აღარ შეეძლო ეს ყველაფერი უკვე. -უტა.-მიხურა აივნის კარი თაიამ. უკნიდან მიეხუტა მოაჯირს დაყრდნობილ მამაკაცს და კეფაზე აკოცა მონატრებულს. -თაია.-შემოტრიალდა და მოჰხვია წელზე ხელები. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. -რატომ არ მოხვედი ჩემთან?-ჩუმად ლაპარაკობდა მიხუტებული.-სად იყავი გუშინ? -არსად.-გააქნია თავი და სიგარეტს მოუკიდა.-გუშინ სად ვიყავი ეგ გადარდებს ახლა მხოლოდ?-თან გაეღიმა უტას.-მკვლელობაში რომ დამედება ბრალი ეგ არა, თაია.. -მკვლელობაში, რომელიც არ ჩაგიდენია? - ცივად იკითხა თაიამ.-რას აპირებდი ერთი, ციხეში აპირებდი ჩაჯდომას, ელენს რომ არ ეთქვა ყველაფერი? -და რა უნდა გამეკეთებინა? - ანალოგიური ტემბრი ჰქონდა უტასაც. -ელენეს არავინ გაწირავს, უტა. შენ რა გგონია, ეს კაცი... - არჩილისკენ გაიშვირა თითი, წინ და უკან რომ სცემდა ბოლთას ოთახში.-ვინმეს მისცემს უფლებას კიდევ ერთხელ დაგენგრეს ცხოვრება? რატომ ამწარებ, მითხარი! -როდემდე უნდა იყოს არჩილის მოსაგვარებელი ჩემი პრობლემები? - ამოიოხრა დამძიმებულმა.-ხომ ხედავ შენც, როგორ ვერ ვირგებ ბედნიერებას. არ მიხდება. -უტა! -შენც ხომ ამჩნევ მაგას, თაი?-გადაუწია თმა ყურს უკან და ცერით მიეფერა ლოყაზე.-საერთოდ არ გეშინია? -რისი უნდა მეშინოდეს?-ჩაეჭიდა ხელებზე.-ვინ მოგცემს შენ უბედურად ყოფნის უფლებას, ბენდელიანო.. გაეღიმათ ორივეს ერთდროულად. -ჰოო? შეძლებ შენ ჩემს გაბედნიერებას?-ეშმაკურად აუციმციმდა ჩამქრალი თვალები. გააბოლა სიგარეტი და გადახედა თბილისს.-დედაჩემს შევხვდი. პირი გააღო რაღაცის სათქმელად თაიამ. -მერე? - ზურგით მიეყრდნო მოაჯირს, უტა პირიქით ხელებით ეყრდნობოდა და უყურებდა ქალაქს ახალხან გაღვიძებულს. -სიმსივნე ჰქონია. ცოტა დრო დამრჩაო. ჩემი ნახვა უნდოდა. -როგორ შეხვდი? -მასთან ვიყავი გუშინ ღამე, ასე ძალიან რომ გაინტერესებს. -გამიკვირდა. - მიტრიალდა თაია.-როგორ გადააბიჯე შენს თავს? -მიუხედავად იმისა, რომ დამღუპა... ალბათ იმ დღის მერე არც ერთი დღე არ ყოფილა მისთვის ბედნიერი. არ მინდა ასეთი იყო შენც ჩემ გვერდით.. უბედური, გულგატეხილი, შეუმდგარი.. მუდამ სევდიანი. -არავინ მოგცემს შენ მაგის უფლებას... -მითხრეს უკვე, რომ გიყვარს შენი თავი ძალიან. -ოხ, მამა... -სოსო.. - წარბები აზიდა უტამ. მოაგონდა გუშინდელი სოსო, გუშინ დადებული პირობა.-ერეკლეს შეატყობინე რაც ხდება. -არ სცალია ერეკლეს ახლა, დედასთან უნდა იყოს. -შენ ვერ გადაწყვეტ სცალია თუ არა. იცოდეს, რა ხდება მისი დის თავს. დაურეკე, თაია. მოვიდეს და მიაქციოს ყურადღება. -დავურეკავ, კარგი.. - ამოიოხრა.-გაგიჟდება. -უტა, - კარი შემოაღო აჩიმ.-დანელიები მოდიან... -ის დანელიები? - აწკიპა წარბები თაიამ. გადაიხედეს აივნიდან. მოადგა კორპუსს ნაცრისფერი „პორშე.“ გადმოვიდა იქიდან ახალგაზრდა ბიჭი, სითავისუფლესა და იმედს რომ ასხივებდა ერთდროულად. გამოჰყვნენ მის ნაბიჯებს შუა ხნის კაცები. ამოიცნო უტამ თავისი ციხის მეგობარი - თემურ დანელია. თავი მეცხე – დასასრული და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი – ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს. მეც ვიცი, ვიდრე ჩადგება ქარი, რაღაცა უნდა გადატყდეს გარეთ. ოთახში შეკრებილ ბევრ ადამიანს თვალი მოავლეს დანელიებმა. სამივეს ერთი სისხლი უჩქეფდა ვენებში, თუმცა მათ შორის ყველაზე განსხვავებული, ადამიანური და იმედიანი იდგა დაჩი – აჩის ახლო მეგობარი, თემურის შვილი, უტასთვის თამთას ძმა.. თამთა. მოაგონდა მაშინვე ქალის სახე უტას. დაჩი ისედაც ჰგავდა დას, წაბლისფერ თმაში შეპარული მოოქროვილი სხივებით, ღია თვალებითა და აპრეხილი ცხვირით. ტატოს ძალიან მოსწონდა დანელიების ქალბატონი, მუდამ თვალებს აყოლებდა, თუკი სიახლოვეს იყო მასთან. ბენდელიანები ხშირი სტუმრები იყვნენ მათთან, ტატო და უტაც, ძმის ხათრით, აედევნებოდნენ კუდში არჩილსა და კობას ერთადერთი მიზეზით – თამთას სანახავად. ხელი ჩამოართვა დაჩის. პატარა იყო მაშინ დაჩი, უტა როცა ციხეში წავიდა. გაუწოდა ძმაკაცური ხელი თემურსაც, გადაეხვია უტას კაცი. მოუთათუნა ლოყაზე ხელები და შვილივით ჩამოჰკრა მხრებზე ხელი. ეჭვიანად გადაავლო მათ შეხვედრას თვალი დაჩიმ, თითქოს ეჭვი შეეპარა ბენდელიანის სიმართლეში, მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისთან ჰქონდა ასეთი ახლობლური ურთიერთობა. თაიაც მიესალმა სტუმრებს. განსაკუთრებით დაჩის გადაეხვია თბილად და ელენეს მიუჯდა დადუმებული. სანამ ვითარებაში არკვევდნენ გივის, თემურმა დაიხელთა ციხის მეგობარი ცალკე სალაპარაკოდ. გამოვიდნენ აივანზე მოსაწევად, გათეთრებულ თმაზე ჩამოისვა კაცმა ხელი. ასე შვილივით არავინ შეჰყვარებია ამ კაცს აქამდე. -მოგიხდა თავისუფლება.-მოათვალიერა ტანზე ბენდელიანი.-ჭკვიანად კი ყოფილხარ აქამდე. ახლა რა მოხდა? -დამყვება ხიფათი.-ჩაეცინა უტას.–შენ რატომ არ მითხარი, თუ გამოხვედი? -ვაპირებდი დაკავშირებას. ვერ მოვიცალე, არაა დიდი ხანი. ერთი თვე იქნება ასე. -როგორ მოახერხე? -მარტივია, შვილო, როცა ძალაუფლება ხელში გაქვს. – ჩაფიქრდა წამიერად თემური.-შენგან განსხვავებით დიდად ბევრ ადამიანს არ გაჰხარებია ჩემი თავისუფლება. გაეღიმა უტას. ირიბად გადმოხედა მოაჯირზე გადახრილ თემურს და თვალი თვალში გაუყარა. -ხომ იცი, რომ დაიმსახურე. არაკაცივით მოექეცი ერთადერთ ქალიშვილს. -ვიცი. – დაეთანხმა თვითონაც შეპარული ღიმილით.-მთელი ცხოვრება უნდა გამყვეს გატეხილი სახელი, შვილების ზიზღი.. შენ არ მოიქცე ასე არასდროს. არ დააღალატო შენი ოჯახის წევრები. განსაკუთრებით, ბიძაშენი.. ხომ ხედავ, რამდენს წვალობს შენ გამო. არაჩვეულებრივი ოჯახი გყავს, ნუ იქნები უმადური შვილი არჩილისთვის. ყველას არ უმართლებს მშობლებში, ჩემს შვილებს მაგალითად. -ნუ იცი ეს პათეტიკური საუბრები. -ასეა. და დამიჯერე, გამოცდილი კაცი როცა გელაპარაკება. -კარგი, დაგიჯერებ, ჩემო პრემიერო. – გაეცინა თემურს ამ სიტყვების მოსმენისას. კარგა ხანს უყურა სახეში უტას. თითქოს რაღაცაში დარწმუნდა. -არ გაიმეტებდი შენ მაგას სასიკვდილოდ. – დაამატა ბოლოს ჩუმად.-არ დაუშვებდა იგივე შეცდომას შენნაირი მტკიცე ხასიათის კაცი. ისინი ვერასდროს გაიგებენ რას უშვება ციხე შენნაირ ახალგაზრდას, უტა. ახლა რომ ბევრ რამეს ითხოვენ შენგან… ეგ როგორი რთულია, არავინ იცის. -პოლიტიკაში ბრუნდები? – წაუყრუა მის მონოლოგს ბენდელიანმა. კარგად ესმოდა, რასაც ელაპარაკებოდა ეს კაცი. -შეიძლება, არ ვიცი ჯერ. -არ მოგბეზრდა? – ჩაეცინა. -ერთხელ რომ გაისვრება ადამიანი, ხომ იცი, უჭირს მერე სუფთად დარჩენა. -ამჯერად რას აპირებ? ქალიშვილი გაათხოვე, ბიჭს ვინ უნდა მოაყვანინო? – ისეთი თამამი იყო ბენდელიანი დანელიასთან, ვერაფერს უხერხებდა თემური. უბრალოდ ეღიმებოდა მის სიახლოვეზე, ამ მწარე-მწარე გახსნილ საუბარზე. საკუთარ შვილებთან არასდროს ულაპარაკია ასე ღიად. -დაჩის ჰყავს უკვე ცოლი. – გაუკიდა მეორე ღერს თემურმა.-თავისი ნებით არჩეული. შენ არ აპირებ რამეს? -ცოლს? – მოუკიდა თვითონაც და გააბოლა თბილისის ხედზე. ჩაეღიმა თემურს. დაეტყო უტას სახეზე გრძნობების კვალი. -ჰო. ოჯახის შექმნას. -არ ვიცი. – აზიდა წარბები.-გამირიგე შენ ვინმე. -ის შავთვალება გოგო არ არის შენი? – ეშმაკურად ჰკითხა და შეაციცინდა თვალებში. გულიანად გაეღიმა უტას.-თუ მეშლება რამე. -ვინ მოგახსენა?! -ბიძაშენმა. – უდარდელად აიჩეჩა მხრები.-ბედნიერია. და გაუმართლე ეგ იმედები. ახლანდელ ამბავს რაც შეეხება.. ცოტა ხნით მოშორდი აქაურობას და დალაგდება თავისით ყველაფერი. ის პატარა გოგოც თან გაიყოლე… … ბევრი ისაუბრეს შესაძლო ვარიანტებზე. გამომძიებელსაც თავად დაუკავშირდა გივი. ძალაუფლება არარსებულს შეაძლებინებდა ამ ხალხს, მით უმეტეს ბენდელიანების გამო ყველაფერზე წავიდოდნენ დანელიები. დაჩი ჩუმად უსმენდა მამების ერთმანეთში საუბარს. ყველაზე მეტად მაინც თემურის აშკარა ჩართულობა უწუხებდა გულს. ვერაფრით დააშოშმინა მამა, ვერ მოაშორა ამ ბინძურ პოლიტიკას, ეს აწუხებდა ახლა. ბრწყინავდა მის არათითზე მორგებული ნიშნობის ბეჭედი. ცალკე გასულ უფროსებს თვალი გააყოლა მაინც და შემდეგ მიუბრუნდა აჩის აღელვებულ სახეს. იქვე იჯდა თაიაც. მარინა ყავას ადუღებდა სტუმრებისთვის სამზარეულოში. -ოხ, ეს მამაჩემი… – დაისისინა დაჩიმ და ძლივს მოაშორა მზერა იმ ოთახს, სადაც გაუჩინარდნენ კაცები.-ვერ ისვენებს. -ისევ უბერავს პოლიტიკურებს? – ჩაეცინა პატარა ბენდელიანს. -არა მარტო.-ცივად წარმოთქვა.-შენ… შენ რა გაკავშირებს ამასთან?-მიუბრუნდა უტას და ისე ჰკითხა, ყველა მისი ემოცია გამოიცნო ბენდელიანმა. -ისეთი არაფერი. -ციხის პადრუგები არიან, – ჩაეცინა აჩის.-ევასება ჩემს ბიძაშვილს „ვზროსლებთან“ დვიჟენიები. -შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – უტას გაუსწორა მზერა.-მოკლედ, მამაჩემის გარევა ამ საქმეში არაფრით შეიძლება. მეტ პრობლემებს შექმნის, ვიდრე დაგეხმარებათ. -დაეხმარება ის ამას… – ანიშნა აჩიმ უტასკენ.-არ უღალატებს. -ვიცი, რომ არ უღალატებს.-ძლივს გაიღიმა დაჩიმ.-სადმე გადახვეწავს. გინდათ თქვენ ეგეთი გამოსავალი? ზუსტად ვიცი, სადაც მოინდომებს შენს გაშვებას, უტა. -გასაქცევად არ მაქვს საქმე.-გულის სიღრმემდე გაიგონა მისი სიტყვების აზრი ბენდელიანმა. ამდენი წლის მერეც გაეპარა დაჩი დანელიას მამის დატოვებული შიშები ხმაში. -შენ არ გიცდია მისი მოკვლა? – გადმოწია ოდნავ დანელია. -არა! – აჩიმ უპასუხა ამ კითხვას საკმაოდ გარკვევით. -მაშინ ვინ? -როგორღაც ელენემ დააზიანა ის . ამიტომაცაა ასეთი ჩახლართული.. რადგან უტა უკვე იჯდა მკვლელობისთვის, მარტივი იქნება ყველასთვის მისი დადანაშაულება. გესმის ახლა? -ოხ.. – თავი მოიქექა დაჩიმ.-აბა, ელენე? სადაა? სწორედ მაშინ შემოვიდა ყავის ჭიქით ხელში პატარა ელენე. მორიდებით დაუდო დაჩის კუთვნილი ყავა, მერე დანარჩენ ბიჭებსაც გაუნაწილა. ადგილზე გაიყინა დანელია. თვალი მოავლო ელენეს წაბლისფერ, დატალღულ თმას. ძალიან მიამგვანა ერთ ადამიანს მის ასაკში. -ელენეს მე მივხედავ.-თქვა ცოტა ხნის შემდეგ.-ჩემთან წავიყვან. -მეც მარტო ვარ სახლში.-ჩაერია თაია.-თან თვითონაც ჩემთან უკეთ იგრძნობს ალბათ თავს. -ახლა ყველა თქვენგანი სახიფათო ხართ. პოლიციაში თუ გაჟონა ამ ამბავმა, მოგადგებიან ნებისმიერს. შენც, თაია.-შეხედა თაიას და მერე მიუბრუნდა თავის მეგობარ ბენდელიანს.-სიდა არის სახლში, ჩემი დაც ჩამოსულია, გოგოები თავს კარგად აგრძნობინებენ, ევაც არ მოაწყენს. -თამთა აქ არის?! – დაუფიქრებლად იკითხა უტამ. ყურები დაცქვიტა თაიამ ზედმეტად ინტერესიანი კითხვის ტონის გამო. -იცნობ შენ თამთას? – დის ხსენებაზე გაეღიმა დაჩის. -შენც გიცნობდი მე. – დაუბრუნა ღიმილი უტამ.-უბრალოდ არ გახსოვს. -რაღაც მახსოვს. – დაეთანხმა დაჩი.-კი, აქ არის თამთა. ვუთხარი, რომ გამოხვედი ციხიდან. გიკითხა. -მომიკითხე.-ასეთი სითბო არასდროს დამჩნევია მის ხმას აქამდე. -მოინახულე მერე.-სპეციალურად უთხრა დაჩიმ, არ გამოჰპარვია თაიას აზიდული წარბები ამ საუბრის მიმდინარეობისას. უყვარდა აჩისთან ერთად თაიას გაბრაზება ხოლმე, ახლაც თვალი ჩაუკრა პატარა ბენდელიანმა და მაშინვე შეამჩნია ეჭვიანობის დუღილი იმ ოთახში. -შენი სიძე ხომ არ ჩავრიოთ.-ჩაიფხუკუნა აჩიმ. ფეხი ფეხზე გადაიდო და არხეინად გადაწვა დივანზე. -ისა?!-თავით ანიშნა დაჩიმ. -ჰო, მთავართ-მთავარი. -უხ…. -უცებ გაშინაურდა დანელია, აღარ ეტყობოდა მამამის დატოვებული სიბრაზე.-აქცევენ შენს ბიძაშვილს მერე პირველ კაცად აფხაზეთში და გვინდა ჩვენ ეგ?! -ევასება მაინც ამას შავი სამყარო.-არ ჩერდებოდა აჩი.-ათი წელი იჯდა კაცი ციხეში, დამიჯერე, ნებისმიერს დაამთავრებს ლაპარაკში. -მოეწონება მაშინ მაგას. – სპეციალურად არ ამბობდა „იმის“ სახელს დაჩი. -ვისზე ლაპარაკობთ? – ჩაერთო თაიაც, დაჩის მიუჯდა გვერდით. -ჩემი დის ქმარზე. -აა, გათხოვილია შენი და? – თან თქვა, თან თვალი თვალში გაუყარა უტას. ყველას ფარულად გაეღიმა იმ ოთახში, უტას გარდა. მაგას ღიად, დაუფარავად, აშკარად. -შვილიც ჰყავს, თაია. ტყუილად აგივიდა ეჭვიანობისგან ბოლი.-დასცინა დაჩიმ და თმა აუჩეჩა საყვარლად. -არ მიეჭვიანია. – გადაიყარა თმა ერთი ხელით და შეისწორა დაჩის მიერ აბურძგნული. -რომც დაიგინო, არ დავიჯერებთ.-ბუტბუტებდა გადაწოლილი აჩი. -შენ ჩაიგდე ეგ ენა ერთხელ და სამუდამოდ.-დაიგესლა თოფურიების ქალიშვილი და ბიჭების მზერის ასარიდებლად ელენეს მორთმეული ყავა მოწრუპა. -არ მომიყოლია, ხო, შენთვის, როგორ მოვიყვანე ცოლი? – მიუტრიალდა თაიას დაჩი. დიდად ახლობლური ურთიერთობა არ ჰქონდათ არასდროს, აჩის გამო ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ დაჩი.. დაჩი ისეთი იყო, თავს დაამახსოვრებდა ნებისმიერს. თაია ის განსაკუთრებული საერთო მეგობარი იყო, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა აჩის გარემოცვაში. -არა და არც ქორწილში დაგიპატიჟებივარ. -ქორწილი ჯერ არ მქონია.-გაეცინა დაჩის.-დაგპატიჟებ, არ იდარდო. ოღონდ მარტო არა.. -ხო, თან ამას ორი ქორწილი აქვს გადასახდელი.-ხელი ჩაიქნია აჩიმ.-მე პირადად არ გადავიხდიდი, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებინებ შენს სიძეს. -ვინაა ასეთი შენი სიძე? – დაინტერესდა თაია. უტა ჩუმად ისმენდა ბავშვების ხუმრობებს ერთმანეთში, შორიდან ესმოდა ელენეს აჩქარებული გულის ცემა და მარინას დამამშვიდებელი საუბარი.-თანამდებობის პირია? -არა. – თბილად გაიღიმა დაჩიმ.-გავლენიანია ტიპია. -თაია უნდა გავათხოვო ერთი მანდ.-ფეხზე წამოდგა აჩი.-ელისო ვეღარ მოუშლის მერე ნერვებს იმ სიშორეზე. -გეყოფა, – თან გაეღიმა უტას, თან ანიშნა აჩის პირის გაჩერება. აივნის კარი გამოაღო და მოსაწევად გამოვიდა. მის ნაბიჯებს გამოჰყვა დანელიების ბიჭი. თითქოს მის გასაცნობად. რამდენიმე წუთით გადავიწყებული კრიტიკული მდგომარეობამ ისევ დაისადგურა მათ შორის. ღიმილიც მოშორდა სტუმრების სახეს, ოთახშიც დაბრუნდნენ დანელიები. აივანზე მყოფ ახალგაზრდებს არავინ აწუხებდათ ჯერ. თემურს ყველაზე მეტად ესიამოვნა ბიჭების ერთად ხილვა გარეთ. -შენზე თითქმის ყველაფერი მსმენია აჩისგან.-წამოიწყო დანელიამ და წაუკიდა ცეცხლი ღერს უტასთან ერთად.-ერთი რამ ვერ გამიგია მხოლოდ. რატომ ხარ მამაჩემის მეგობარი? -მამაშენთან მეგობრობა ავტომატურად ცუდ კაცად მაქცევს? – გაეპარა ღიმილი უტას.-და შენ თუ მისი შვილი ხარ საერთოდ.. მაშინ? -მამაჩემმა… ჩემი და ჩემი დის ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცა. კარგად გეცოდინება, რა კაციც არის. არ მინდა ეჭვი შემეპაროს რამეში, შენს სიმართლეში, აჩის გამო.. -ზუსტად ისეთი ხარ, როგორსაც ჰყვებოდა მამაშენი.-შეხედა დაჩის თავის ნაცრისფერ თვალებში უტამ.-სამართლიანი. -ჩემზე გიყვებოდა? – ოდნავ შეიშმუშნა დაჩი. მხრებში გასწორდა. -ძალიან ბევრს. ბოლომდე ნუ გადაუვლი. ის მაინც მამაშენია. -ვიცი.-ჩაეჭიდა მოაჯირს ორივე ხელით.-ვიცი და მაგიტომაც დავყვები ახლაც. არ მინდა ისევ ციხე.. ისევ აურზაური. რას აპირებს, იცი? -შენი აზრით?! – ირიბად გადმოხედა უტამ. -ოხ…..ეს და მისი პოლიტიკა!-დაისისინა დანელიამ და გაიხედა ოთახში. როგორი ბიძა იყო არჩილი უტასთვის, და როგორი კონტრასტული იყო გივი მის თვალში იმ წამს. -თამთა… – წამოიწყო უტამ.-ბედნიერია? -შენც მოგწონდა, არა?-გაეღიმა დაჩის. -არა.-იუარა მაშინვე გულწრფელად.-მე არა. -აბა, ვის? -ბედნიერია?! -კი. ბედნიერია. -მშვენიერი,-ჩაამთავრა სიგარეტიც და გადადგა სახლში შესასვლელი ნაბიჯი. -არ ვიცი, რა გაქვს გაკეთებული.-გააჩერა დანელიას სიტყვებმა.-და არც მაინტერესებს უკვე. საკმარისია ის მიზეზი, რომ შენს უკან ასეთი ხალხი დგას. და რომ მამაჩემს ერთხელ მაინც შეუძლია რაღაც ღირებულის დაცვა. მადლობა, რომ მისი დადებითი სახის დანახვა შენ მაინც შესძელი. -მისი დადებითი მხარე შენ ხარ, დაჩი. თვალებში შეხედა დაჩის იმდენად ღრმად, რამდენადაც შეეძლო მისი გამოცდილების მქონე ადამიანს. ყველანაირი სახით ჰყავდა მისი მამა ნანახი უტას, დაჩის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, როგორი იყო ციხეში გატარებული წლები, ალბათ ამიტომაც ეჯავრებოდა მშობელი ასე ძალიან. უტამ იცოდა ორივე მხარე. საკუთარ თავზე ხომ ჰქონდა გამოცდილი გაუცხოების ყველა ეტაპი ცხოვრების გზაზე. ოთახში დაბრუნებულ ბიჭებს მოავლო მზერა თემურმა. შვილივით შეხედა ორივეს. ორივეს თანაბარი სიყვარული გაუნაწილა. უკვირდა დაჩის ეს ყველაფერი. და ხვდებოდა თანდათან, რომ საერთოდ არ იცნობდა მამას. ელენეს დანელიებთან წასვლა გადაწყდა მაინც. სახიფათო იყო ახლა მეზობლებთან დარჩენა მისთვის. მისი ნდობის მოპოვებაც ძვირი დაუჯდებოდა მოელვარე თვალებით მოსიარულე დაჩის. ამდენი სიტყვის მარაგი არასდროს დაუხარჯავს ვინმეს მორჯულებაზე. თაიასთან დარჩენას გაიძახოდა მაინც ელენე, უტას შეხედა ბოლოს, როცა სხვა ყველა დანარჩენი გამოელია. -იქნებ, დავლოდებოდით მის ძმას.-ამოთქვა უტამ საბოლოოდ. -არ არის ამის დრო ახლა, უტა.-ჩაერია არჩილი. -ერეკლეს შეატყობინე მაშინ ყველა ნაბიჯი, რაც ელენეს გამო გადაიდგმება. -მეტად არ იცი, რომ გაგიჟდება ერეკლე? – აიმაღლა ხმა არჩილმა.-გვანდობს, შენი აზრით, დას? -მართალია. ჯობია, წავიდე.-დაიდუდღუნა ელენემ. უტას არ აცილებდა თვალებს. თითქოს ყველამ უღალატა და ის იყო ერთადერთი გადამრჩენელი. გამოაცილა კარამდე ბავშვი. სანამ სხვები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ხელი გადახვია მოწყენილს და ნაზად მოეფერა ლოყაზე. -ამდენს ნუ ნერვიულობ. -რა მინდა მათთან? – ანიშნა თემურისა და გივისკენ. -მათთან არ მიდიხარ.-გაეღიმა უტას.-დაჩი მიგიყვანს თავის დასთან და ცოლთან. ცოტა ხანი დარჩი, ასე ჯობია ახლა. -კარგი.-დახარა თავი ძირს. გადააბარა დაჩის გოგონა და თვალი გააყოლა კარში გამავალ დანელიებს. მაგრად ჩამოართვა ხელი თემურმა. -მოგწონს შენ ამის „ნაკოლკები“, არჩილ? – ააფრიალა უტას მკლავი არჩილის თვალწინ კაცმა. -ვერ მიხედე შენ? – ძლივს გააღო გასაღიმებლად პირი ნანერვიულებმა. -ვინ დამიჯერა. დაჩი ჩუმად ისმენდა ამ ახლობლურ საუბარს. -მიდი, მიდი.-ანიშნა უტამ გასვლისკენ. -ჩვენც ვქნათ რამე, დაჩ.. – გადმოსწია სუფთა მკლავი აჩიმ.-მერე უფრო კაი ტიპები გავიჩითებით. -ელენე, დაგვირეკე თუ რამე დაგჭირდა.-დააწია არჩილმა მაინც. -არ იდარდოთ.-თბილად დაიბარა დაჩიმ.-მაქვს მე ბავშვების მოვლის გამოცდილება.-თვალი ჩაუკრა თავის მეგობარს და ელენესთან ერთად გაუჩინარდა სადარბაზოში. . ცოტათი დაწყნარებული ბენდელიანები მაგიდას მიუსხდნენ. თაიაც დაჯდა მათ შორის დაღვრემილი, გადაღლილი. უხმოდ მიირთმევდნენ საჭმელს, არჩილის ტელეფონმა დაარღვია უხერხული სიჩუმე. სოსო რეკავდა. ჩაჰყვირა ტელეფონში ვედრება, გადამალეთო უტა სადმე. დაზარალებულის ძმა და შვილები სასიკვდილოდ დაეძებენო სოფელში, გაჰკიოდა ელისოც. იცნო დედის ცრემლიანი ხმა თაიამ. ფეხზე წამოდგა მოულოდნელად შეშფოთებული, დაემატა სოსოს გამყინავი და მკაცრი ბგერებიც, ყველა მიხვდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. -ადექი.-სადღაც მოისროლა ტელეფონი არჩილმა.-ადექი და წავიდეთ სადმე, ადექი, შვილო! -არ მინდა არსად წასვლა, არჩილ!-არ დაძრულა ადგილიდან უტა. -აბა, რა გინდა? – ვერ სუნთქავდა ნორმალურად კაცი.-ეს არ გინდა.. ის არ გინდა.. რა გინდა შენ, სიკვდილი?! -არავინ მომკლავს, არ იდარდო.-ჭამის გაგრძელებას აპირებდა, ხელიდან რომ ააცალეს ყველაფერი. -ჩემი სიტყვები არაფერია შენთვის? – ჩამოუდგა სკამთან გაგიჟებული არჩილი.-უნდა მაყვირო და მაჩხუბო ისევ? ადექი! -უტა.-ანიშნა თავით აჩიმაც რაღაც. -რა?!-წამოდგა ძლივს და დაუდგა ბიძას პირისპირ.-რა, არჩილ.. მერამდენედ უბრალოდ. -რას ვიზამთ, ბიჭო… ასეთი ყოფილა შენი ბედი.-ჩაავლო ხელი მხრებში და ვედრებით შეხედა ძმისშვილს.-ძალიან გთხოვ. წადი შენს სახლში, არავინ იცის მაგის არსებობა მაინც. -ჩაგილაგებ მე ყველაფერს, უტა.. – საჭმელს წაეპოტინა მარინა. -ამის დროა ახლა, გოგო?! – ჭკუიდან შეშალეს არჩილი. -დედა, შეეშვი, არ მოკვდება შიმშილით.-ჩამოართვა ყველაფერი დედას აჩიმ. უხმოდ აიღო თავისი ნივთები უტამ. დაუმშვიდობებლად წავიდა კარისკენ, უკან აედევნა არჩილი, მაგრამ არ გაუშვა თაიამ. -მე წავიყვან.-დაამშვიდა კაცი და დაეწია კიბეებზე მიმავალ უტას. -დამელოდე.-დაუდგა გვერდით. ლიფტიც თვითონ გამოიძახა. -იყავი. შენც არ გამოგეკიდონ მოსაკლავად. -უტა.. -არაფერი თქვა.-ამოისუნთქა.-და შებრუნდი შინ. -წამოგყვები.. -არ წამომყვები.. – ისე მოულოდნელად მოეფერა სახეზე, გააცია თაიას ტანზე. გაყინული ჰქონდა ხელები. მწვანე თვალებით მოეფერა ლამის ყველგან უბრალო მზერითაც კი.-მანქანა მათხოვე შენი. -სად აპირებ წასვლას? – გაუწოდა გასაღები დაუფიქრებლად და აღარ შევიდა ლიფტში. -გიპოვი მე თვითონ. ხომ დამელოდები? – ირონიულად გაიღიმა და სანამ დაიხურებოდა კარები, მანამ ჩაუკრა თვალი საყვარელ ქალს. შუბლი მიადო კედელს თაიამ. ეს ნამდვილად აღარ იყო ის სიმშვიდე, რასაც პოულობდა ადრე მასში. თითქოს, ბენდელიანის სიტყვები მართლდებოდა მუდმივ დაძაბულობასა და შიშებზე. . ძილი არ მოჰკარებია ბენდელიანების სახლს იმ საღამოს. ადრე თუ თითს არ აკარებდა სიგარეტს არჩილი, ახლა ღერს-ღერს აყოლებდა. განცვიფრებული უყურებდა აჩი მამის მოქმედებებს, მსგავსად აღელვებული არასდროს ყოფილა ყველაზე დინჯი არჩილ ბენდელიანი. თაიას დაუტოვა დედა, მამასაც გამოჰხედა იმედიანად და სწორედ იქითკენ აიღო გეზი, ახლა რომ ყველას განერვიულების მიზეზი იმყოფებოდა. მათი ურთიერთობა ხომ ბოლომდე დალაგებული არ იყო. ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდებოდა იმ ძმური კავშირის აღდგენას, რაც აკავშირებდათ ოდესღაც. ლისზე აშენებული სახლის ერთადერთ ოთახში ენთო მხოლოდ შუქი. დიდი კარები თავისით გაიღო ერთ-ერთი პატრონის დასახვედრად. ადრე ამ სახლში ყველა ბენდელიანი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ უტასთვის ენთო დაღლილი სინათლე. მონატრებული კარი შეაღო აჩიმ. სავარძელზე ჩამომჯდარიყო უტა, წიგნი დაეჭირა ხელებში, ფეხები პატარა მაგიდაზე შემოელაგებინა, უდარდელად სუნთქავდა გაგიჟებულ ღამეში. ჩაეცინა აჩის. მიხვდა მიზეზს, რატომ უყვარდა ასე ძალიან თავისი ბიძაშვილი – მსგავსი სიმშვიდის გამო, იმ სიდინჯის გამო, რაც გასდევდა მის ცხოვრებას ლაიტმოტივად. -არ მიკვირს. – თქვა და დაჯდა მის საპირისპიროდ.-ასეთ რთულ დროს ძალიან სწორი დამოკიდებულება გაქვს. წიგნიერებით უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას.. -დაახ.ვიე.-გაეღიმა უმნიშვნელოდ და განაგრძო კითხვა. -მოეშვი განათლების მიღებას და მომაქციე ყურადღება. -სტუმარი ხარ? – ასწია ცალი წარბი და გადმოხედა წამიერად. -ნამდვილად. შეცვლილია ყველაფერი.. -მოშინაურდი. შენიცაა.. -საცემი ხარ. – გადმოიწია ოდნავ აჩი. უკუაგდო მისი ირონიული ცინიზმი.-მამაჩემს ბოლოს მოუღებ და თავს გამალახვინებ, უტა. -მომერევი?-გადადო საბოლოოდ წიგნი გვერდზე და დაუთმო ყურადღება სტუმრად მოსულ ბიძაშვილს. -გავიზარდე უკვე, ის ბავშვი აღარ ვარ, მინდორ-მინდორ რომ მიათრევდით შენ და ტატო. ასე რომ… -ვცადოთ? – გულწრფელმა სითბომ გადაურბინა სახეზე უტას. დაუფარავად დაანახა მონატრებული სიყვარული აჩის და მათი ურთიერთობაც იმ საღამოს წავიდა დალაგებისკენ. -გამოვძვრებით ამ ამბიდან, ხომ იცი.-თქვა ჩუმი ხმით აჩიმ.-სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ. შენ უფლება აღარ გაქვს ისევ ციხეში შებრუნების.. უკან ბევრი ადამიანი გიდგას, ეს არ დაივიწყო. -უფროსი ძმასავით უნდა წამიკითხო ახლა ვრცელი მოხსენება? – იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს, მოათვალიერა სახეზე უცნაურად მოლაპარაკე აჩი. -ეგ შენ გევალება წესით, მაგრამ ბოლო დროს არ იქცევი რაღაც უფროსი ძმასავით. -ჰოო? როგორ ვიქცევი?! -ტატოსნაირად.-თვალებში ჩააშტერდა ამ სახელის ხსენებისას.-თითქოს გკიდია ყველა ადამიანი, ვინც შენ გარშემო ტრიალებს. არადა, ასე ხომ არ არის. ნეტავ, შეგეძლოს შენ ეგრე დაკიდება ვინმესი, განსაკუთრებით ჩვენი. -არ მინდა ეს საუბარი, აჩი. -მე მინდა. შენ.. შენ, ბიჭო, გგონია ყველას დალხენილი ცხოვრება აქვს, ვინც ციხიდან გამოდის?! ვერ ხედავდი დღეს იმას, საკუთარ შვილსაც კი არ უხარია მისი თავისუფლება, რადგან მილიონ პრობლემას შექმნის ისევ. ყველას შენნაირი ოჯახი ჰყავს გარეთ? მზამზარეული დაგხვდა ყველაფერი, უტა, საყვარელი ქალიც კი… ისიც კი არ დაგჭირვებია, რომ თავი შეგეყვარებინა თაიასთვის, უკვე უყვარდი, გესმის შენ ეს რას ნიშნავს? -და რას ითხოვ ჩემგან? – სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანზე აჩის მოსმენისას.-რომ არ დავნებდე? რომ ვიბრძოლო? ამ ყლ..ეობების თქმას თუ აპირებ, წადი დროულად. -რატო? გიტყდება ეგეთი შეგონებები? -რა მჭირს, ბიჭო, მე შესაგონებელი? – აუწია ხმას ოდნავ.-აგერ ვარ. რასაც მეუბნება არჩილი, მაგას ვაკეთებ, ეს ხომ გინდოდათ ყველას? -შენც უნდა გინდოდეს. შენ რა გინდა საერთოდ? – თვალები მოჭუტა აჩიმ.-რას დაპირდი სოსოს? ეგ ყველაფერი მინდა, რომ აასრულო, უტა, რასაც დაგვპირდი ჩვენ ყველას. მე კი არ გაძალებ რამეს.. ან გგონია, არ მესმის.. სხვანაირად არ შემიძლია. კარგად მინდა იყო. -კარგად ვარ. – დაიჩურჩულა.-კარგად ვიქნები. მორჩი? -შეგიშალე ხელი კითხვაში? -კი. -სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ბენდელიანები, შენ ვის დაემსგავსე? – ცალყბად ჩაეცინა აჩის. -რჩები თუ მიდიხარ? -დავრჩები ცოტა ხანი, რა იყო, არ შეიძლება? -ანიკასთან რას შვრები? -ოხხ… – ფეხი ფეხზე გადაიდო აჩიმ.-ცოლად არ მომყვება. -ცოლად? -წარბები აზიდა უტამ. -არ ვარ მზადო. დიდი ხანი არ არის, რაც ერთად ვართო და მსგავსი სისულელეები.. გაბრაზებულია ახლა. -მე დამიწყებ ჭკუის სწავლებს მერე, – ჩაეცინა უტას და მოუკიდა სიგარეტს.-რა დროს ცოლია, აჩი? -ვითომ რატომ? ახლა უნდა დავპატიჟო მილიონ პაემანზე და ბოლოს მაინც უნდა გამომყვეს ცოლად, მაგას არ ჯობია პირდაპირ.. -გეზარება მერე შენ მისი დაპატიჟება პაემნებზე? -არ მეზარება. მინდა სახლში მყავდეს სულ. -თვითონ თუ ეგრე ურჩევნია, შენს „მინდაზე“ ხომ არ იქნება მარტო. -სულ არ გეტყობა ცივილიზაციას რომ ჩამორჩი.-ეჭვნარევად მოათვალიერა ბიძაშვილი აჩიმ.-ლიბერალი ხარ. ფემინისტური ზახოდებით.. -არ დააძალო მაგ გოგოს არაფერი და ნორმალურად მოიქეცი. – მკაცრად დაარიგა გამხიარულებული ბიძაშვილი და წამოდგა ფეხზე. -მოგწონს, ხო, შენ ჩემი გოგო? – თავმომწონედ გააყოლა თვალი უტას. -ცოტა ზედმეტიც კია შენთვის. -როგორც თაია შენთვის. -მე არ მიტყდება მაგის აღიარება. – გაეღიმა უტას. -შენ თანასწორობის მომხრე არ ხარ, კაცო? – დაუდგა გვერდით აჩიც.-აქეთაც უნდა დაგპატიჟოს ალბათ თაიამ.. თავზე წამოარტყა უტამ ხელი. მოიქექა ნატკენი ადგილი აჩიმ. გაბრაზებულმა გამოჰხედა უფროს ბიძაშვილს. -ცოლი მინდა. რა ვქნა. – ამოიოხრა აჩიმ.-მარა ჯერ შენი თავისუფლება პირველ რიგში.. მერე ხომ იქნები ჩემი მეჯვარე? -არა.-მაშინვე უპასუხა უტამ. -რატომ? – წამოიყვირა ლამის. -შენ უნდა იყო ჩემი.-გაჰკრა მხარი გვერდით დამდგარს, განცვიფრებულს.-ტატოს ნაცვლად. -ოპა… – ისე გულიანად გაეცინა პატარა ბენდელიანს, ლამის მთელმა ქალაქმა გაიგონა მისი ხმა.-ცოლი და რამე? რა გჭირს შენ, რა გაგიკეთა ასეთი ჩვენმა თაიამ, რომ შემოგატრიალა ყველა გრადუსით? -აუდე ახლა სახლში. -შენ არ აპირებ პაემნებზე სიარულს, მე რომ მაყვედრი აქ? -ერთხელ გაგიღიმე და ნუ გაიგიჟებ თავს. -აუ, კაი რა… – გაეცინა აჩის გახალისებულს.-გაგიფრინდება იტალიაში და დაგერხევა, გეფიცები. ოსტატურად აირიდა ნასროლი ტელევიზორის პულტი და სიცილ-სიცილით გამოიხურა სახლის კარი. . ამბები მოვიდა საავადმყოფოდან. ბესო ამილახვარის მდგომარეობა შეცვლილა უმნიშვნელოდ უკეთესობისკენ. თანდათან იმედი მიეცა ელენეს, რომ არ დაერქმეოდა მკვლელის სახელი. ისედაც ცრემლიანს, თვალებჩაცვენილს შვება იყო ერეკლეს დანახვა ბენდელიანების სახლში. დილით წამოიყვანა არჩილმა ელენე რამდენიმე დღის მერე. აღარ შეაწუხებდა დაჩისაც და აღარც იყო საფრთხე იმისა, რომ ბავშვის სახელი გაჟღერდებოდა სადმე. მიზანში უტა იყო მხოლოდ. მკვლელი. მოჰხვია ხელები გაგიჟებულ ძმას, ჩამოეკიდა კისერზე და იქვე ატირდა გულის წასვლამდე პატარა ელენიკო. იმდენი მოეფერა ჯაფარიძე, რამდენიც არასდროს გაუმეტებია თავისი დისთვის ადრე. თვითონაც მოერია ცრემლები თვალებზე, ჩამოჯდა მასთან ერთად ბენდელიანების ოჯახში და მტრობაც გადაავიწყდა მის გონებას ცოტა ხნით. არჩილს მოეხსენებინა მისთვის არსებული მდგომარეობა. ქალბატონი ეთერიც დეიდას ჩააბარა და სხვა სადარდებელი აღარ ჰქონდა ერეკლეს მეტი – თავისი დის გარდა. -ჩემო პატარა, – ჩამოუსვა ხელები სახეზე.-არ იტირო შენ. ყველაფერს მოვაგვარებ, ყველაფერი კარგად იქნება. -ერეკლე, მოდი, საჭმელი გაგიცხელე, ნამგზავრი ხარ. – მარინამ შემოჰხვია თბილი ხელები ელენეს. მიეხუტა ქალს გოგონა. ერეკლეს გული მოუკვდა ჯერ ამ ხმაზე, მერე ელენეს შვებაზე სხვისი დედის მკლავებში. ვერაფერი უპასუხა მარინას. ვერაფერი თქვა. ვერც ერთი საყვედური ამჯერად. -ადე, -ანიშნა აჩიმ თავით.-მეც მოშიებული ვარ. უნებურად გაჰყვა აჩის ნაბიჯებს. კლასელთან ერთად დაჯდა ერთ მაგიდასთან ამდენი წლის მერე. მიირთვა ბენდელიანების მოწოდებული საჭმელი ისევ და კარიც შემოაღო უტამ ამასობაში. -ეს გამაგიჟებს… – ხელებს იქნევდა არჩილი.-დარჩი-მეთქი არ გითხარი, რას დადიხარ წარა-მარა? -აუ, თუ ღმერთი გწამს.. – ხელი აიქნია უტამ.-სამი დღეა გადამალული გყავარ, ცოტა ჰაერზე გამოსვლა მჭირდება. -შვილო, შენ ნორმალური არა ხარ? -ელე, – ელენეს აკოცა თავზე უკნიდან. როგორც კი მოიკითხა ბავშვი, მაშინვე გაუსწორდნენ მისი და ჯაფარიძის თვალები ერთმანეთს. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ელენე ფეხზე წამოდგა და ჩაეჭიდა თავის ძმას. -უტა. – ნაბიჯით გაიწია ძლივს ჯაფარიძე. შეცვლილყი ერეკლე, რომელმაც დის გამო ყველანაირი მტრობა დავიწყებოდა ბენდელიანებთან. -ერეკლე.- უპასუხა მშვიდად. არჩილის აჩქარებული გულის ცემა შეუძვრა ორგანიზმში. -მოდი შენც აქ, – აჩიმ ანიშნა მაგიდისკენ.-ჰაერთან ერთად საჭმელიც გენდომება. -მოდით, ბავშვებო.. – დაფაცურდა მარინა მაშინვე. დადო მესამე თეფში უტასთვის და „ბავშვები“ დასვა მაგიდასთან. -როგორ არის დედაშენი? – ჩამოჯდა და თან ჰკითხა ერეკლეს. თვალებს ვერ უსწორებდა ჯაფარიძე, თითქოს რამე დაეშავებინოს უტასთვის. -კარგად არის. გამოწერენ მალე და ჩამოვიყვან. -ვაა, კაია.. – ამჯერად აჩიმ ჩაერია და ანიშნა გადაეღო საჭმელი თავისკენ. უხერხულად აიღო დანა-ჩანგალი ხელში ერეკლემ. -უტა.. – და წამოიწყო მძიმედ. -მერე.-უპასუხა მაშინვე.-მერე ვისაუბროთ. -გასინჯეთ ერთი ეს.. – მოულოდნელად ჩადგა შუაში თავისი ღვინო არჩილმა. -არსად დაგეკარგოს.-ავად დაისისინა აჩიმ. -ეს ახალია?! – მოათვალიერა ბოთლი ერეკლემ. -ახალია და დამიწუნეს ჩემმა ბიჭებმა. – ამრეზით გადახედა შვილებს არჩილმა.-გასინჯე შენ, აბა. -კაი, ახლა, არჩილ… – მაინც დაუდო ჭიქა ერეკლეს მარინამ. -მშვენიერია, ძია არჩილ… – წამოცდა უნებურად ერეკლეს. გაეღიმა არჩილს ამ მომართვაზე. წამიერად შეხედა თვალებში ბიჭს და თვითონაც გაუწოდა ჭიქა დასასხმელად. ჩამოუსხა წითელი ღვინო ერეკლემ კაცს. ჰაერში ასწია არჩილმა დასალოცი და გაუსინჯა კმაყოფილმა გემო. ბიჭები მარტო დატოვა მაგიდასთან. სიჩუმემ დაისადგურა მათ შორის. მოიბოდიშა აჩიმ სუფრის დატოვება. სამზარეულოს კარი გამოიხურა და სტუმრად მოსული ანიკა შემოიყვანა სახლში. -დაგისხა კიდე? – ჩაეჭიდა ბოთლს უტა. -იყოს. საკმარისია. – ხელი ასწია ერეკლემ. -მოწევ? – გადახსნილი კოლოფი გაუწოდა ერეკლეს. ამოიღო ერთი ღერი ბიჭმა. მასთან ერთად გაუკიდა მარინას გაკრიალებულ სამზარეულოში. -ეწყინება ბიცოლაშენს.-ანიშნა სიგარეტისკენ ერეკლემ. -ერთხელ არაუშავს.-სუსტად გაეღიმა და გაავსო კვამლით ოთახი.-გვაპატიებს. -გეძებს პოლიცია? – უხერხულად წამოიწყო ჯაფარიძემ. -პოლიციაზე მეტად მეზობლები.-გაეღიმა უტას.-როგორც ყოველთვის.. -არ იცის პოლიციამ? -იცის, მაგრამ… – წარბები აზიდა მრავლისმთქმელად. -ცუდი შვილები არ ჰყავს. თითქმის ჩემხელაა მისი უფროსი ბიჭი. უმცროსი ელენეს კლასელია.. ძმა ჰყავს უბედურის ერთი, ვისი სამიზნეც ხარ ახლა შენ. -იცნობ შენ? – ჩაეკითხა უტა.-არჩილი ძალიან ცდილობს, რომ არ გადამაყაროს მაგას. -ნაციხარია.-მოარიდა თვალები ერეკლემ.-ალბათ მაგიტომ. -ახხ… – ავად გადააქნია თავი უტამ.-ახლა გასაგებია. -იცი… – გაუჭირდა დაწყება ერეკლეს. უტას მოსმენა არ უნდოდა თითქოს, ყველანაირად ეცადა თავიდან აერიდებინა ეს საუბარი. -არ გამიკეთებია ვალდებულების გამო.-შეაშველა სიტყვა უტამ. -ვიცი. – ამოიოხრა ერეკლემ.-და საერთოდ არ მინდოდა, ეს ამბავი ყოფილიყო იმის მიზეზი, მე და შენ მშვიდად რომ გვესაუბრა ერთმანეთში, ერთ მაგიდასთან დაჯდომა შეგვძლებოდა. ჩემთვის არაფერია ღირებული ჩემს დაზე მეტად, უტა. არც მამაჩემი. სხვაგან გაიხედა უტამ. დაეტყო ის დანაშაული ერეკლეს მიმართ, რაც ჰქონდა. პირველად დაინახა ეს ჯაფარიძემ. -ეგ არაფერს ცვლის. -შეიძლება. – დააფერფლა საფერფლეზე ნამწვი ნერვიულად.-ეს ძმაკაცებად არ გვაქცევს. ეს არაფერს დააბრუნებს.. მაგრამ უფრო მარტივს ხდის ჩემთვის.. -ვერასდროს იქნება მარტივი შენთვის ჩემი დანახვა.-იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.-არც ელენესთვის ვიქნები გმირი ყოველთვის. მერჩივნა სხვას მიესწრო მისთვის იმ დღეს, ვიდრე მე.. რადგან უფრო მეტად დამამძიმა იმან, თქვენ რომ ვალდებული ხართ ახლა… ჩემთვის საპატიებელი გზა იპოვოთ. -მე მინდა ეგრე, უტა.-როგორც კი გაიაზრა რა უთხრა, მაშინვე უპასუხა აღელვებით.-მე მინდა, რომ არ მაწუხებდეს შენი არსებობა მერხეულში, სამეზობლოში, თაიას გვერდით.. ახლა ვხვდები, რატომ უყვარხარ ყველას ასე ძალიან სოფელში. მე არასდროს გავაკეთებდი ალბათ იგივეს.. -გაჩუმდი ახლა. -შენ სხვანაირად მოიქცეოდი ჩემ ადგილას. – დანანებით გაიხედა შორს.-ეგეთ სამარცხვინო მამას მკვდარს ამჯობინებდი, რადგან ეგეთი ხარ შენ.. პრინციპული. გახსოვს, გითხარი, მკვლელობასაც დიდი პრინციპი უნდა-მეთქი?! იცი, პატიებას როგორი სიძლიერე სჭირდება? აი, ასეთი… ელენეს ფასი რომ მიჯდება, ეგეთი. -არ მინდა მე შენი პატიება, ერეკლე.-ჩუმად თქვა უტამ.-არ არის საჭირო. -მხოლოდ ის მადარდებდა, ოჯახი რომ გამიხდა სარჩენი.-თითქოს არც გაუგია უტას სიტყვები.-ოჯახის სირცხვილი არ მაწუხებდა. -არ წამოგყვები ამ ლაპარაკში… – თავი გადახარა გვერდზე, დააკვირდა სახეზე ბიჭს და მაინც თვითონ იგრძნო თავი დამნაშავედ. ერეკლეს ამ დიალოგის გამოც კი. -შენ ისეთი მამა გყავდა.. მაგის სახელსაც კი არ ახსენებ და მე.. ლამის მთელს მსოფლიოს გავაგონე ჩემის უღირსი საქციელი.-ჩაეცინა ერეკლეს.-აი, ეს განსხვავებაა ჩვენს შორის. ვერაფერი შეცვლის მომხდარს. შენს ხელებზე იქნება სისხლი სამუდამოდ, მაგრამ მაგასაც გააჩნია… როგორი სისხლი. ის რომ ჩაძაღლდეს ამ დღეებში, ელენსაც მკვლელის სახელი ექნება, მაგრამ ნებისმიერი აპატიებს, თუკი გაიგებს რატომ. შენ.. შენთვისაც მიპატიებია გასროლილი ტყვია, უტა. ერთადერთი ეს ბრალი გაქვს მხოლოდ. – ფეხზე წამოდგა მოულოდნელად. შესწია სკამი მაგიდასთან და ხელი გამოუწოდა უტას.-კარგი კაცი ყოფილხარ. მადლობა ჩემი დის გადარჩენისთვის. ამოისუნთქა უტამ. მაგრად ჩასჭიდა გამოწვდილ ხელს თავისი და მეორე ხელი კეფაზე მოჰხვია ემოციებისგან დაცლილ მეზობელს. თავის წარსულს. -ამას სჭირდება ყველაზე დიდი პრინციპი, ერეკლე… – ოდნავ მოუჭირა ხელები კეფაზე.-ჩემს პატიებას… … -მოხდა მგონი დიდი შერიგება.-ჩუმად უჩურჩულა ყურში აჩიმ ელენეს. ძლივს გააღიმა ბავშვი როგორღაც. -ანიკა? – სამზარეულოდან გამოვიდა უტა გაკვირვებით. -უტა? – მოეხვია ხელგაშლილ უტას და გადაკოცნა თბილად.-როგორ ხარ? -შენ როგორ ხარ? – გაეღიმა და მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.-მოხდა რამე? -შენი ამბის გასაგებად მოვედი. – ირიბად გადახედა აჩის.-ვერავისგან გავიგე ნორმალურად. -რა გაინტერესებს?-სუსტად ჩაეღიმა ბენდელიანს. -ყველაფერი აინტერესებს ამას.-აჩიმ უპასუხა.-თაიას შიკრიკი ხომ არ ხარ? -გააჩუმეთ, თუ შეიძლება.-ანიშნა ელენეს გოგონამ.-შენს სანახავად არ მოვსულვარ. -ჩემს სახლში? უცნაურია.-ჩაიქირქილა აჩიმ. -გავდივარ და გაგიყვან თუ გინდა, – წამოდგა უტა მოულოდნელად. თვალები დაჭყიტა აჩიმ და აივნიდან შემოსულმა არჩილმაც განცვიფრებით გაჰხედა ძმიშვილს. -შენ რას დადიხარ ერთი უდარდელად, ძალიან მაინტერესებს. – ტელეფონი გადადო გვერდზე და დაუდგა უტას პირისპირ. -სამდღიანი სამალავის დრო არ ამოიწურა? – ლამის თვალები აატრიალა უტამ. -შენ არ გესმის ადამიანური ენა, – ამოიოხრა კაცმა.-მიდი, იარე ეგრე უთავბოლოთ და სად აღმოჩნდები ბოლოს ვნახავ. სად მიგყავს ეს გოგო, არ არის შენი სიარული უსაფრთხო, ხომ იცი, უტა! -რატომ? – მოუტრიალდა ბიძას შეცვლილი ხმით.-რადგან იმ დედამოტ.ყნულის ძმა ციხეში იჯდა და ვინ იცის თავში რა მოუქრის? -უტა! -მეც ვიჯექი ციხეში.-ისე გარკვევით თქვა, ყველამ იყუჩა ოთახში.-კაცმა არ იცის, მეც რას ვიზამ. -უტა-მეთქი! -ესე იქნება ყოველთვის, როცა დამიმალავ.-ნაბიჯით წაიწია კაცისკენ.-მოსავლელი აქამდეც მოვიდოდა ჩემამდე. -უტა, დედი.. – მკლავზე ჩაეჭიდა მარინა. -მოდიხარ, ანიკა? – უცებ მოასწრო ლოყაზე ეკოცნა მარინასთვის. არჩილისთვისაც გაიმეტა უმნიშვნელო… და მაინც ბრალიანი თბილი თვალები. გაიყოლა ანიკა კარისკენ და ყბადაღებული აჩი მოიტოვა უკან. ჯაფარიძეები უხერხულად ისმენდნენ ოჯახურ შეკამათებას, კამათს, სადაც სიყვარული ჩანდა უფრო მეტად, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგობა. თაიას მანქანა თავის განკარგულებაში ჰყავდა ჯერ კიდევ უტას. წინ დაჯდა ანიკა ნაცნობ ავტომობილში, უცნაურად მოათვალიერა ბენდელიანი. -დავუბრუნებ, არ იდარდო.-გაეღიმა ანიკას მზერაზე კაცს. -კარგად მოუარე, ძალიან უყვარს. -კიდევ ნაჩხუბრები ხართ შენ და ის ყბადაღებული? – ანიშნა სახლისკენ გოგონას. ორივეს ერთდროულად გაეღიმათ. -დიახ. – მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. -გაბრაზებს? – შეჭმუხნა წარბები ანიკასავით უტამ. -ცოლი უნდა ბიჭს. – აატრიალა თვალები.-ჯერ ადრე არ არის, უტა? -ადრეა, კი. – დაეთანხმა მაშინვე.-რამდენი ხანია იცნობ? -ცნობით დიდი ხანია, მაგრამ ესე ურთიერთობა.. არ მინდა გათხოვება ჯერ.-გადაუხვია მოულოდნელად. მისმა ნარნარა ხმამ ამოავსო სივრცე. ქალის ყოველ სიტყვაზე ეღიმებოდა უტას, ისეთი სითბო და სილაღე მოდიოდა მისგან. -ჯიუტია.- განაგრძო საუბარი ანიკამ.-ყოველთვის ყველაფერი ისე უნდა, როგორც თავად იტყვის. ხოდა, იყოს ეგრე.. -რაღაც არ ჩანდა დიდად გაჯიუტებული შენი დანახვისას. – ირიბად გადმოხედა გოგონას.-მეგონა, ჩაგვადნებოდა ხელებში.. -უტა.. -გეუბნები. -შენ რას აპირებ ერთი? – გადმოხედა მაშინვე და გამხიარულდა. -რა უნდა დავაპირო? -შენ არ გინდა ცოლი? -ჯერ ადრე არ არის?-გაეცინა ამ სიტყვებზე.-ახალგაზრდა ბიჭი ვარ.. -არ მოგტაცონ ჩემი დაქალი. – თმა გადაიწია ერთ მხარეს.-იმდენი მთხოვნელი ჰყავს.. -და მაინც ჩემკენ მოილტვის. დასანანია. -ცინიზმში ჰგავხართ ერთმანეთს შენ და ის ყბადაღებული.. -ბევრ რამეში ვგავართ. უბრალოდ არ ვიმჩნევ.-თვალი ჩაუკრა გაკვირვებულ ანიკას. -მაინც? -მაინც… – დაუსვა თითები საჭეს და ღიმილ-ღიმილით შეუხვია ნაცნობ ქუჩაზე.-სიჯიუტეში თუნდაც. -ჰო, მაგას მივხვდი. -არ ინანებ, თუ ცოლად გაჰყვები. – არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ შეიკავა თავი.-ალბათ არ უნდა გეუბნებოდე ამას.. -მითხარი. მნიშვნელოვანია.. -ამას ხედავ?! – აუყვა ჭავჭავაძის გამზირს და დაანახა „ბენდელიანის“ წარწერა მაღაზიის აბრაზე.-ეს ყველაფერი ჩემი გახდება. არჩილისგან მერგება მე და არა აჩის.. აჩის არ ადარდებს. გამზადებული საქმე არასდროს აინტერესებს.. მაგან ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია ცხოვრებაში. იმის თქმა მინდა, რომ სანანებელი არ გაგიხდება, თუ ცხოვრებას ჩემს ძმას დაუკავშირებ. არასდროს. შეიძლება, ჯიუტი და თავნებაა, მაგრამ.. კარგი კაცია. კარგი ქმარი იქნება, ვიცი. -მიყვარს.-თქვა ჩუმად.-და უფრო მეტად მეყვარება, ჩემ გათვალისწინებას თუ შეძლებს. -შეძლებს.-გაეღიმა უტას.-მაგიტომაც არ აკეთებს არაფერს, თორემ მოგიტაცებდა. -მომიტაცებდა? უკაცრავად? – გულზე მიიდო გაშლილი ხელი ანიკამ. -გგონია, არ იზამს? ახლა რომ დავურეკო და ვუთხრა, მოვიტაცოთ შენი გოგო-მეთქი, დაუფიქრებლად.. -არ გაბედო! -შეურიგდი.-გაეღიმა.-მაგრამ თვითონ შემოგირიგოს, შენ არ გადადგა პირველი ნაბიჯი.-თვალი ჩაუკრა გახევებულ გოგონას და მიაჩერა მის კორპუსთან ავტომობილი. -აქვე მუშაობს თაია. – გამოაღო ავტომობილს კარი და ვერაგულად დაუბარა უტას. -მერე? -შენ არ აპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას? -იმუშაოს ჯერ.-გაიხედა გარეთ უტამ.-არ მოვაცდენ. -იცი სად ცხოვრობს? – ჩამოეყრდნო გაღებულ კარს ფერიასავით ლამაზი ანიკა. -შენი აზრით?! – დაუბრუნა ეშმაკური ღიმილი და თავისი ხელით მოხურა კარი.-ადი ახლა სახლში. -აუუ… – აწუწუნდა და ამჯერად ღია ფანჯარას დაეყრდნო. -რა იყო, ანიკა? – თბილად შეჰხედა უსაყვარლესს. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გაუმართლა მარინას ძალიან. -რა ვიცი. მართლა არ მომიტაცოს. -არ მივცემ უფლებას. -ჰოო?! ტელეფონი დაანახა უტამ. აჩი რეკავდა გამწარებით. -მადლობა.-ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა ბიჭს და ხელის ქნევით შევიდა სადარბაზოში. ღიმილიანი მზერა გააყოლა გოგონას. -რა მოხდა? – აიღო ტელეფონი. -მიიყვანე? -მივიყვანე. -რაო, რას ჭიკჭიკებდა? -აჩიმ მომიტაცოსო.-ჩაეცინა ამ სიტყვებზე. გაუაზრებლად გაუყვა თაიას სახლისკენ გზას. -ეს შენი ძალით ღადაობა არ შემიძლია.. -ნუ ბავშვობ და შემოირიგე. კარგად თუ მოიქცევი, გამოგყვება ცოლად. -ეუფ. საიდან დაასკვენი? -მე მეძახი მერე გარე სამყაროსგან მოწყვეტილს.. შენზე უკეთ ვიცი ქალების ფსიქოლოგია. -მეც უნდა ჩავჯდე ციხეში ამის დედა ვატირე, არაა საშველი.. -ორი წუთით იყავი და ლამის ტირილი დაიწყე, არ დამვიწყებია. -მტყუანს?!-გაეცინა აჩის. უტასაც გადაჰკრა ღიმილმა. სიჩუმემ დაისადგურა რამდენიმე წამით, ორივემ იგრძნო ერთმანეთის მხარდაჭერა. -ვაკეში ხარ? – ისევ აჩიმ განაგრძო ტელეფონს მიღმა. -ჰო, რატომ? -არ გაგექცეს საჭე თაიასკენ… . ღია კარში ჩამოდგა ბენდელიანი. სახლური თაიას დანახვისას სასიამოვნოდ დაუარა ტანზე ჟრუანტელმა, იქვე მიადო თავი და თითქოს, ნებართვას დაელოდა შინ შესასვლელად. უხმოდ გაიწია თაია განზე. გადმოდგა ნაბიჯი საყვარელი ქალის სახლში შესასვლელად. წამებში მოათვალიერა ოთახი უტამ. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თაია – დახვეწილი და ელეგანტური. გაეღიმა, გემოვნებიანი ნახატების შემჩნევისას კედლებზე, წიგნის ჩარჩოებსაც მოატარა თვალი, აივნის კართან დადგა და ხედიც შეამოწმა ლამის. -რა ხდება? – ამოიღო ხმა თაიამ პირველმა.-ასეთ დროს?-დაამატა ჩუმად. -არ მიმიღებ? -მიგიღე უკვე. -არ დამიტოვებ?-გაეღიმა უტას. სპეციალურად არ იძვროდა ადგილიდან, თვალებს დააცოცებდა ქალის ტანზე შორიდან. მიხვდა, რომ უკვე მოესწრო ყველაფრის გაგება სახლში მომხდარის შესახებ. -სახუმაროდ თუ გაქვს საქმე, მიხარია.-მოიხვია ჟაკეტი ტანზე და ჩამოჯდა სავარძელზე თაია. ფეხებიც აიკეცა კომფორტულად.-თუმცა შენ ხომ ისედაც გკიდია ყველაფერი. ერთი სიტყვაც კი არ გაგიმეტებია მარინასთვის.. ერთი არ გითქვამს, მოგვარდებაო, ყველაფერი კარგად იქნებაო. -და მერე რომ არ იყოს ყველაფერი კარგად?-ცივად გადმოხედა.-შევპირდე და ისევ დავარღვიო პირობა? -შენ არ წარმოგიდგენია, რამდენს ნიშნავ შენებისთვის. ერთ უბრალო სიტყვასაც კი შეუძლია ყველაფრის დალაგება მათ გულებში, უტა. -და შენთან? შენს გულში დავალაგებ ყველაფერს ერთი სიტყვით?-მიეყრდნო კარს და შეისწავლა ქალის რეაქცია ამ კითხვის გაგებისას. -ჩემს გულს შენ ბოლოს მოუღებ.-სიმწრით ჩაეცინა თაიას.-უკვე დავიღალე ამდენი ლაქლაქით. შენ მაინც შენსას გაიძახი, არასდროს მისმენ, არასდროს მეუბნები, რას აპირებ, რას გრძნობ, რა გინდა.. -შენთან მინდა.-ამოთქვა ერთი სიტყვით და ამოაყოლა ყველაფერიც ლამის.-შენთან მინდა ვიყო ისეთი ღირსეული, ვერავინ რომ ვერ იშვერდეს თითს ჩემკენ. ჩვენ მინდა ვიყოთ. იცი, რამდენ ადამიანს ენატრებოდა ციხეში თავიანთი ცოლ-შვილი? რამდენი ნანობდა გაკეთებულს? მე მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ გარეთ ამდენი… და ასეთი ხალხი მელოდა. არ ვიცოდი, რომ მარინასა და მთელს სოფელს ძველებურად ვუყვარდი და ნაპატიები ჰქონდათ ჩემთვის ის დანაშაული, მე რომ დღემდე ძილს მიკარგავს. შენ… შენ მელოდი სხვა თუ არაფერი, თაია, შენ გყვარებივარ საერთოდ, როცა მე თავი უკანასკნელი ადამიანი მეგონა. ჩემთვის.. ჩემთვის ადამიანობაზე და ადამიანურ ღირებულებებზე მაღლა არასდროს არაფერი მდგარა და ოცი წლის ასაკში კაცი სასიკვდილოდ გავიმეტე. დაუფიქრებლად გავისროლე, როცა დავინახე როგორ ეფერებოდა დედაჩემს. კაცი, რომელიც მე და მამას ერთდროულად გვეძმაკაცებოდა, სახლში მაგიდასთან ჯდებოდა ჩვენთან ერთად და ღამეებს ათენებდა ფეხბურთის ყურებაში. იმ წამსვე.. ვინანე.. არ მინდოდა დაჯერება, რომ დედას საყვარელი ჰყავდა, რომ მამას საუკეთესო ძმაკაცმა უღალატა, რომ მე… მე…-გულზე მიიდო ღიმილით თითი.-მთელს სოფელში საუკეთესო ახალგაზრდამ… ეს გავაკეთე. და ეს ხომ ყველაფერი არ იყო?! მამაშენთან რომ წავედი… და რომ გავიგონე, როგორ გაისროლეს ჩემს სახლში ტატოსთვის, ეგეთი განადგურებული არასდროს ვყოფილვარ. მერჩივნა, მილიონი კაცი მყოლოდა მოკლული, ოღონდ ჩემს ძმას არაფერი დამართნოდა. ის ათი წელიც იცი როგორი მარტივი იქნებოდა? დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ სხვა ყველა თუ კი, ტატო არასდროს მაქცევდა ზურგს. აჩი.. აჩისთვის დღემდე.. დღემდე მრცხვენია თვალებში შეხედვის, ის კი მაინც იმედით მიყურებს, როგორც უფროს ძმას. არადა, რა გავუკეთე, ასეთი სიყვარულის დასამსახურებლად?! არაფერი. როგორც თვითონ ამბობდა, მოვუკალი… – გაეღიმა. გაქვავებულ თაიას შეხედა სისხლიანი და გაწითლებული თვალებით.-ამას ვგრძნობ, თაია. გესმის ახლა? -მესმის. – თქვა ჩუმად.-ყველას გვესმის შენი. -არ გესმის.-გადააქნია თავი.-გინდა, არჩილს შევპირდე, რომ დავუჯერებ… თაგვივით სოროში დავიმალები.. იმ ნაბიჭვრის ოჯახის წევრებს არ შევხვდები. ყველას შევხვდები.-თვალი თვალში გაუყარა თაიას.-ეს თქვენ არ გესმით, მე რას ვაკეთებ მაინცდამაინც მაშინ, როცა მართალი ვარ. -ერთი შვილი უკვე დაკარგა ბიძაშენმა! – მკაცრად წარმოთქვა თაიამ.-შენს დაკარგვას ვერ გადაიტანს.. -არჩილი ვერ გადაიტანს? – აზიდა წარბი.-თუ შენ.. -მეც.-უპასუხა დაუფიქრებლად.-დაკმაყოფილდი? -რატომ ბრაზდები? – უმნიშვნელოდ გაეღიმა მაინც.-რას ვაკეთებ მე ისეთს, შენ რომ ასეთი უკმაყოფილო ხარ? -არავის ნათქვამს არ უჯერებ.-თვალებს არ აცილებდა თაია.-გეუბნებიან და გაგონება არ გინდა. გულს გაუხეთქავ მაგ ხალხს. -ნუ ახსენებ ასე ხშირად ამ გულს.-წამოვიდა ნელ-ნელა და ჩამოჯდა მის პირდაპირ.-მართლა არ მოუვიდეს ვინმეს რამე შემთხვევით. -არა მგონია. – აეწვა სახე მზერისგან თაიას.-ნუ იქცევი ასე. ქარაგმებით ნუ მელაპარაკები. -არადა ძალიან პირდაპირი ვარ. -მაინც რაში ხარ პირდაპირი? -ახლა ძალიან მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე.-ისეთი ხმით უთხრა, ლამის აორთქლდა თაია ოთახიდან.-მოფერების უფლება მომცე… -ნებართვას ითხოვ? – უნებურად ჩამოსწია ფეხები, თითქოს მოემზადა შეხებისთვის, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა ბენდელიანი. -ხომ იცი, როგორ არ მჭირდება ნებართვა არაფერში… რაც შენ გეხება.-გაეღიმა მზაკვრულად, გადმოიწია ოდნავ.-მსიამოვნებს უბრალოდ, შენ რომ ვითომ მეწინააღმდეგები. -მეც მსიამოვნებს, შენ რომ ვითომ უფლებას ითხოვ.. -ვიცი.-წამოდგა და ჩამოუჯდა წინ.-მაგიტომაც გელაპარაკები ეგრე ქარაგმებით… შენს საამებლად. -ეშმაკი ხარ.-გაეცინა თაიას. ვერ უჯერებდა თვალებს, ისეთი მაცდური იყო ყველა მისი გაელვება იმ ღამით.-საიდან სად გადახვედი… ნორმალური არ ხარ, გეფიცები. -საიდან… სად გადმოვედი? – გაეღიმა და ცალი ხელით მოსწია თავისკენ მისი მომართული სხეული. ის „ვითომ წინააღმდეგობაც“ მიიღო პასუხად, მაგრამ ორივემ კარგად იცოდა, როგორი დიდი თანხმობა იყო ქალის განათებული თვალები. -შენს ცხოვრებაზე მიყვებოდი.-ჩაეჭიდა მხრებზე.-შენს გრძნობებზე.. -გრძნობები არსად მიხსენებია.-გაეღიმა და აკოცა კისერში.-მაგრამ გეტყვი, ასე ძალიან თუ გინდა. -დაძალებული?! იყოს, არ მინდა. -ერთხელ თუ მაკოცებ, დავფიქრდები.. -ყველაფერში მე ვიყავი პირველი.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები თაიამ.-შენ არაფერი არასდროს არ გაგიკეთებია! -შენთვის ხომ ვიყავი პირველი… -ეგ რა შუაშია… -გაჩუმდი ახლა და დამშვიდდი ცოტა, – ჩამოუსვა ყინულივით ცივი თითები მკლავებზე.-არ მოგენატრე? -არ ვიცი. – ოდნავ გაიწია უკან და გადაიდო ფეხი ფეხზე.-რა გიპასუხო, შენ რომ გაამოს ეგეთი? -ისეთი არაფერი. – მიიღო მაცდური გამოწვევა მაშინვე.-იდეაში პასუხი საერთოდ არაფერში მჭირდება. ისედაც ვხედავ… -გადაჯვარედინებული ფეხები გაუპო შუაში ერთი შეხებით და თვალებში შეხედა ამ მოქმედებასთან ერთად.-რატომ აღელდი? მე ვერ გიპასუხე სათანადოდ? -რას აკეთებ.. – გააქნია ფეხი ოდნავ, მაგრამ დაუჭირეს. ფეხზე წამომდგარმა შეუსრიალა ორივე ხელი წელზე და ფრთხილად მიაწვინა კომფორტულად დაძაბული თაია. -რას ამბობდი წეღან? – ერთი თითით აუწია მაისური და მუცელზე აკოცა ზედაპირულად. თან პერიოდულად ამოწმებდა მის გრძნობებს სახეზე.-ჯერ კიდევ არ იცი, მოგენატრე თუ არა? -შენ ჰგავხარ რაღაც ძალიან მონატრებულს.-ჩაეცინა და ამ ჩაცინებასთან ერთად მიიღო მხურვალე კოცნა კისრის არეში. ორივემ ერთდროულად ამოისუნთქა. შემოჰხვია ხელები კეფაზე კაცს, მონატრებულს კი არა, დამშეულს ჰგავდა, ისე ძალიან ჩაეჭიდა მკლავებში ბენდელიანს. -ვარ.-გადააწევინა სახე, ორივე ლოყაზე აკოცა თანმიმდევრულად.-მონატრებულიც და გაგიჟებულიც.. -ეს ნამდვილად საამო მოსასმენია. -მხოლოდ მოსასმენი?-ჩაეღიმა და გადააძრო მაისური ზედ. მკერდის ღარი ჩაუკოცნა ვერტიკალურად, გზადაგზა აყრიდა ჟრუანტელი ტანზე თაიას. -ყველაფერი მავიწყდება… – ამოიჩურჩულა თაიამ. ისეთი ხმა ჰქონდა… ისეთი შეყვარებული, მაშინვე აკოცა ტუჩებზე უტამ. -ეგრეც უნდა იყოს.-ღიმილ-ღიმილით მოაშორა შარვალი მის გრძელ ფეხებს და შიგნიდან აკოცა ფეხზე, სანამ მიუბრუნდებოდა ისევ ქალის ტუჩებს მოწყურებული. -ძალიან გსიამოვნებს, მე რომ თავს ვკარგავ? – მსუბუქად წამოარტყა ხელი ლოყებზე უტას. ისე უღიმოდნენ ერთმანეთს, თითქოს არ დასდევდნენ სასიკვდილოდ მერხეულელები ბენდელიანს, თითქოს არ უნდა იმალებოდეს ახლა. -ცოტას თუ დამემორჩილები… – გადაუწია ხელისშემშლელი თმა ზურგზე და წაეთამაშა ტუჩებზე თითებით.-უფრო მესიამოვნება. -დაგემორჩილები?! -ამ ამბავში.-ანიშნა თავით.-ამაში მაინც. -მაგას ნუ დაელოდები ჩემგან. – წაეხმარა თვითონაც მაისურის გახდაში უტას. გამოჩნდა ღამის სინათლეზე მოხატული სხეული და აძგერებული გულის ხმამაც გაავსო ოთახი. -ნუ გეშინია, მეც ფემინისტური გაგების კაცი ვარ. – ხმაურიანად წასკდა სიცილი ამ სიტყვებზე თაიას. -ზოგჯერ მგონია, რომ მეტად ვეღარ გამაკვირვებ.-იმდენად მოიხიბლა მოსმენილით, არც კი უგრძნია როგორ მოაშორეს მკერდზე ბიუსჰალტერი. მოშიშვლებულ კანზე დაეკონა ცხელი ტუჩები, მონუსხულს მარტივად გადაატანინა ყურადღება უტამ, მარტივად დაიმორჩილა.. ამ ამბავში. -საით არის შენი ოთახი? – წაიჩურჩულა შეცვლილი ხმით. შეამჩნია, როგორ დაეძაბა თაიას შიშველი სხეული.-მშვიდად, თაი.. -მენატრებოდი.-დაიჩურჩულა გზად თაიამ.-რახან გინდოდა ამის გაგება ასე ძალიან.. -მეტი? -ბევრს ვფიქრობდი შენზე.-გაეღიმა.-ჩვენზე. -რა მოიფიქრე მერე? – გადააწვინა საწოლზე და ბარძაყზე მოუსრიალა ცხელი თითები. მოაშორა ყველაფერი ზედ, დახარბებული დააშტერდა ქალის გამოძერწილ სხეულს და დაეკონა მის საამებლად მკერდზე. -დამავიწყდა… რაც მოვიფიქრე… – ამოიოხრა შუაში თაიამ. გადაჰკრა ღიმილმა უტას, ხელებზე წაეპოტინა და აკოცა მის მოალერსე თითებს თბილად. -გაგახსენებ, თუ გინდა.-გაეცინა და საბოლოოდ აკოცა ყელზე მოდუნებულს.-თუ დამემორჩილები.. -რატომ გადაეკიდე ამ დამორჩილებას… -გაბრაზება მინდა შენი. -რატომ?! -მერე უფრო მომწონს, რომ გამშვიდებ. ჩემით რომ მშვიდდები ისევ. -საშინელი ხარ.. – ამოიოხრა თაიამ.-არ იქცევიან ასე ფემინისტური გაგების კაცები. -როგორი მოქცევა მოგწონს შენ? როგორ მოვიქცე? -შენ დამემორჩილე.-გადმოხედა თაიამ ანთებული თვალებით. -რა გავაკეთო? – ცალი ხელი შეუსრიალა მუცელზე და ნელ-ნელა დაიწყო წრეების მოხაზვა გაცხელებულ კანზე. -დამიჯერე. -ხოდა, რაში, თაი? -ყველაფერში. -მაინც? -არ ვიცი… მოვიფიქრებ. -რატომ გრცხვენია? – გაეღიმა უტას.-რა უნდა მთხოვო ისეთი, მე რომ ვერ შევასრულო? -გეყოფააა… – ლამის წამოიყვირა და თან გაეპარა სიცილი. -მიწვევ და მერე თავად გერიდება. თან ეს მორჩილებაც არ გინდა… არც ჩემი დაჯერება. პირდაპირ მითხარი.. -მეზიზღები.-გასწია თითით წამოჭიმული და გადატრიალებას აპირებდა, ისევ რომ მოაბრუნეს უკან.-გაიძვერა კაცი ხარ, ფემინისტი კი არა. -ძალიან მოგეწონა რაღაც, ეგ სიტყვა რომ გითხარი. -უტა!!! -არადა, სვანური სისხლი მაქვს… გაგიგია შენ სვანი და მერე ფემინისტი? -შენ გაგიგია მეგრელი და მერე დამორჩილებული? კაცზე თან? – მრისხანედ აანთო თვალები თაიამ. ნებიერად გაეღიმა უტას მის მკლავებში გახვეულს. -მორჩილება და ფემინიზმი ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან და ეგ იქნება თანასწორუფლებიანი… -აჰ, ჩვენ ჩვენი ლექსიკონიც გვაქვს? – ინტერესით იკითხა თაიამ. -არა? – ეჭვნარევად გადმოხედა უტამ. -არ ვიცი. არ დავკვირვებულვარ. -ხო, სულ დამავიწყდა, ჭკუას რომ გაკარგვინებ. -რა დამპალი ხარ! – გაეცინა თაიას.-ყველა სიტყვას როგორ იმახსოვრებ? -კარგი მეხსიერება მაქვს. -ნამდვილად! არაფერს შეარჩენ ადამიანს! -აალდი შენ როგორმე, თაია. -შენც ეგ არ გინდა?! მერე ხომ უნდა დამამშვიდო, მაამო.. -აი, ჩვენი ლექსიკონიც.. -და ჩვენი შეთანხმებაც… – თვალი ჩაუკრა მომღიმარს. კელასურამდე ქარს მიჰქონდა დედაქალაქში მონაბერი სითბო. ნარნარით მიდიოდა ზღვისკენ შესაერთებლად, მიჰქონდა ამბავი წყვილისა, ვისი ბედიც ჯერ კიდევ წლების წინ, სწორედ მის ნაპირებზე გადაწყვიტეს ღმერთებმა. . ელენე მიჰყავდა თავის ძმას მერხეულში. სოსო რეკავდა ყოველ წუთს ახალი ამბების სათქმელად. ნერვიულობისგან მას და ელისოს ფერი აღარ ედოთ სახეზე, ერთი იყო მათთვის დღეც და ღამეც, იმდენს განიცდიდნენ მომხდარს. ბენდელიანების საეჭვო გაუჩინარებაც აშფოთებდა სოფელს, ჭორიკნებს გასაქანი მიეცათ დაუღალავად ესაუბრათ მათ წარსულსა და დღევანდელობაზე. ბესო ამილახვარი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იწვა საავადმყოფოში. ექიმები არც მის გადარჩენას, არც სიკვდილს ვარაუდობდნენ. უნდა მოიცადოთო, ეუბნებოდნენ ოჯახს. არჩილი ლამის ტელეფონს ჩამოეკიდა. უტაც მოვიდა სახლში. სწორედ მაშინ, როცა მარინა გასაცილებელ სუფრას აწყობდა მაგიდაზე. თაიაც შემოიყვანა სახლში. ერეკლეს დანახვისას თვალები გაუწყლიანდა გოგონას, მასაც შეეცვალა მზერა და მოეხვია თავის საყვარელ მეგობარს. -თაი, როგორ ხარ? – მჭიდროდ ჩაიკრა მკლავებში და ორივე ლოყა დაუკოცნა. ელენე „თავის“ ოთახში ალაგებდა ნივთებს, კართან რომ ჩამოუდგა ბენდელიანი. -მიდიხართ? – მოიხურა უკან კარი უტამ. -ჰო. რამდენიმე დღე დავრჩებით და მერე ისევ უკან მოვალ. სწავლა იწყება.. -ამდენს ნუ ტირი.-ხელი შეაშვებინა ჩანთისთვის უტამ. ნაზად მოეფერა ბავშვს გაფითრებულ კანს. -თურმე რას უძლებ.-თქვა გამტყდარი ხმით ელენემ. წასკდა ცრემლები თვალებიდან და იმ წამსვე მოეხვია ყელზე უტას. ამოიოხრა ტირილისგან..-მე.. არასდროს მიფიქრია, ასეთი მძიმე თუ იყო მკვლელის სტატუსი.. -გეყოფა, შენ არ ხარ მკვლელი.. -აბა, რა ვარ?! დაუფიქრებლად… – ჩუმად ამოიყვირა.-დაუფიქრებლად ჩავარტყი თავში… ხომ შემეძლო სხვანაირად მოქცევა.. თურმე ჩემშიც არის ეს ყველაფერი.. -შენ ხარ პატარა ანგელოზი.-მოაშორა ცრემლების ნაკვალევი ლოყებიდან, დაატკბო ხმა ბენდელიანმა.-და სისულელეებს ნუ იმეორებ. -რამდენი მწარე რამ მითქვამს შენთვის, – ხელი ჩაიქნია ელენემ. ჩამოჯდა ლოგინზე ატირებული.-რამდენს გაყვედრიდი.. საზიზღრობებს გეუბნებოდი. შემომიბრუნდა ყველაფერი.. -არ მწყენია არც ერთი.-გაეღიმა უტას. იქვე ჩაიმუხლა მასთან. -ყველა საფრთხეში ჩაგაგდეთ.-დაამატა ჩუმად.-ძალიან მინდა, რომ არაფერი დაგემართოს შენ, უტა. ასეთი ოჯახი გყავს… თაია გყავს… -შენც.-დაადო ხელები მის ლამაზ თითებს უტამ.-ხომ ვართ მე და შენ მეგობრები?! -უფრო partners in crime.-გაეპარა ძველებური ღიმილი ცრემლებთან ერთად.-გავიგე, შენი დამსახურება ყოფილა დედაჩემის ოპერაციის ფული. შემთხვევით მოვისმინე არჩილისა და მარინას საუბარი. არ გაუბრაზდე… – გაეღიმა ამ სიტყვებზე უტას.-უბრალოდ დიდი მადლობა. -არ არის საჭირო ამდენი მადლობა, არც ერეკლეს სჭირდება ამის ცოდნა. კარგი?! -კარგი.-დაეთანხმა.-არ ვეტყვი. -შემპირდი ახლა.. აღარ იტირო მეტი, სწავლაზე იფიქრე. ყველაფერი დალაგდება.. -იმედია.-წამოდგა ფეხზე და საბოლოოდ შეკრა ელვა ჩანთის. -იმ პროექტში ღებულობ მონაწილეობას? – გაახსენდა უტას. გაკვირვებულმა გადმოხედა ელენემ. -ჯერ დრო არის. არ დამიხატავს არაფერი. -რა უნდა დახატო? – გამოართვა ჩანთა უტამ. -აჩი მეუბნებოდა, მე დამხატეო.. – გაახსენდა და გაეღიმა კიდეც. ნელ-ნელა დაუბრუნდა ძველებური სახე.-არ ვიცი. მოვიფიქრებ. -მზად ხარ? – წამოდგა ერეკლე. უცნაურად უყურებდა გვერდიგვერდ დამდგარ ელენესა და უტას. ჩანთა გადაულოცა ჯაფარიძეს უტამ, თვალებში უყურებდა ბიჭს, თითქოს რაღაც უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის. -მადლობა.-თქვა ბოლოს ერეკლემ ყველას გასაგონად.-ყველას. ყველაფრისთვის. -აბა, შენ იცი, შვილო.-მხარზე დაჰკრა ხელი არჩილმა.-რამე თუ დაგჭირდეს, აქ ვარ, ხომ იცი. -ელე, მერე დაუკავშირდი ანიკას იმ ამბავზე.-მოეხვია ბავშვს თაია. -კარგად იცის ელენემ, ვისაც უნდა დაუკავშირდეს.-თვალი ჩაუკრა ბავშვს აჩიმ. ასეთ გაცილებაზე უფრო აუჩუყდა გული გოგონას. -მადლობა, ძია არჩილ.-თვითონაც ამოთქვა ბოლოს.-მარინა ბიცოლა.. -რისი მადლობა, საყვარელო.-მოეფერა თმაზე.-შევხვდებით მერე.-ანიშნა ყველაფერი მაგ მზერით მარინამ და კარისკენ გაუძღვა სტუმრებს. უკან იყურებოდა უტასკენ ელენე, ვეღარ გაუძლო ბოლოს მაინც… ხელი გაუწოდა თითქოს დასამშვიდობებლად, ორივე ხელზე აკოცა ყველას თვალწინ უტამ. უსიტყვო „მადლობა“, უსიტყვო „არაფრის“. . სოფელ-სოფელ დადიოდა თურმე ამილახვარის ძმა უტას საძებნად. ყოველ დღე ამოწმებდა ბენდელიანების სახლს მალულად, ერთხელ არ გამოუთქვამს აშკარა პრეტენზია მათი ნახვისა. ეჭვობდა სოსო, ალბათ პირდაპირ ტყვიას დაახლისო შუბლში უტას. როგორც კი უთხრეს ეს არჩილს, მაშინვე წავიდა ოჯახთან ერთად მერხეულში. არჩილი ვის შეარჩენდა უსამართლო ბრძოლას?! ვის შეარჩენდა ასეთ უპატივცემლობას ხალხის თვალში?! არჩილ ბენდელიანი მერხეულში დაბრუნდა. თან მიჰყავდა მეუღლე. აჩი უტას მოდარაჯედ დატოვეს დედაქალაქში. როგორ უნდოდა უტას შეხვედროდა იმ მდევარს, მოსვენებას რომ უკარგავდა არჩილს, მაგრამ თან ბიძას წყენინებას ერიდებოდა. მაშინვე დაადგა თავს ბენდელიანების სახლს ამილახვარი. გამოვიდა მეზობელი სახლიდან სოსო, მერაბი, ზურაბიც კი, ყველა, ვისაც უყვარდა უტა ასე ძალიან, ვისაც უყვარდა ბენდელიანები. მთელი სოფლის ალყაში მოექცა კაცი, ვინც ძმის სისხლის ასაღებად მოადგა მერხეულის კარებს. თურმე როგორ ჰყვარებიათ უტა ბენდელიანი მერხეულში.. ყველაზე მეტად გააკვირვა არჩილი, ერეკლე ჯაფარიძის გამოჩენამ თავის სახლთან. თვალებს არ დაუჯერა სოფელმა, როცა დაინახა, როგორ დადგა სოსოს გვერდით ერეკლე, უტას მხარეს საბრძოლველად… მოვიდა უტაც. რა ძალა გააჩერებდათ ბიჭებს თბილისში, როცა ასე ძალიან უჭირდა მამას სხვაგან?! არც კი უყოყმანია აჩის, ისე მიუჯდა საჭეს. ორმოც წუთში უკვე მერხეულის სახლთან იდგა ავტომობილი. შეკრებილ მთელ სოფელს გადახედა უტამ გადმოსვლისას. როგორ ეზარებოდა… როგორ არ უნდოდა ყველას თვალწინ ამ ამბის გარჩევა. დაინახა, როგორ იყურებოდა თოფურიების ჭიშკრიდან ელენე ჯაფარიძე მალულად. ყველაზე მეტად მის გამო არ სურდა შეკრებილ საზოგადოებასთან აყალმაყალი, ელენეს გულის ტკენა. მთელ მსოფლიოს გაეგო უკვე, რა ხდებოდა არჩილ ბენდელიანის ჭიშკართან. -რა ჯარი გყოლია, მკვლელო! – დამცინავად გადმოდგა ერთი ნაბიჯი პაატა ამილახვარმა. ის ერთი ნაბიჯიც საკმარისი იყო, ყველა რომ წაიწია მისკენ. მოავლო უცებ თვალი ყველას უტამ. პაატას უკან იდგნენ ბესოს ბიჭები – ელენეს კლასელი და ერეკლეს ძველი მეგობარი სკოლიდან. -შენ რომელი ხარ? – თავით ანიშნა არჩილს არ მოკარება და პირისპირ დაუდგა კაცს. -რომელი ვარ?! – გამოკვეთა კითხვა კაცმა.-ის ვარ, ვისი ძმაც ბოლო დღეებს ითვლის შენი ნაბიჭვრული საქციელის გამო! რა მოხდა, გამოხვედი დღის სინათლეზე? -შენ რატომ ვერ მომძებნე უფრო უკეთ? – საეჭვოდ გაიღიმა უტამ.-შეგეშინდა ერთი-ერთზე ჩემთან შეხვედრის? -რამდენს მიბედავ? – წაიწია მისკენ ნაბიჯით კაცი. წამოიწია ყველა მასთან ერთად.-იცი, მე რა კაცი ვარ? -წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ. – ჩაეცინა უტას.-პირველად გხედავ. -ბიჭო… – დაისისინა კაცმა და გადადგა ნაბიჯი, ძმისშვილი რომ წაეტანა მკლავზე. უფროსი ბიჭი – თორნიკე. -შეეშვი, ძია.-დაუდგა გვერდით კაცს და უტას გაუსწორდა მართალი თვალებით. -შენ იყავი?! -გაუსწორა მზერა უტას. დაინახა მასში ბევრი ღირებული თვისება ბენდელიანმა, თითქოს საკუთარი თავიც კი. -მე ვიყავი.-თქვა დაუფიქრებლად. -რის გამო? – ისე ლაპარაკობდა თორნიკე, თითქოს იცოდა, რის გამოც შეიძლებოდა ევნოთ მამამისისთვის. -თორნიკე! – ამოიყვირა პაატამ. დაეტყო, იცოდა მიზეზი და მაგიტომაც აჩერებდა თავის ძმისშვილს. -ხომ ხვდები, რის გამოც.-თვალებს არ აცილებდა ბიჭს უტა.-ცალკე დავილაპარაკოთ. -უტა! -თორნიკე! აყვირდნენ ბიძები გვერდიგვერდ. ერეკლეს გული მოეწურა თორნიკეს საქციელის დანახვისას. აეწვა ყველაფერი, როცა დაინახა, რას ნიშნავდა სამართლიანი მოქცევა, მამის სირცხვილი სოფლის თვალში. -ამდენი ხალხი არ არის საჭირო.-ჩაერია ბოლოს არჩილი.-შევიდეთ სახლში და ბიჭები თვითონ გაარკვევენ თავიანთ ამბავს. -შენ, რა, დამცინი, არჩილ?! – ლამის გაგიჟდა პაატა.-რა არის გასარკვევი, მკვლელად რომ აღზარდეთ ეს ?! მიიღო მუშტი სახეში საპასუხოდ. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა აჩის მამის მოქნეულ ხელზე. ლამის მთელ სოფელს მოეშვა ერთბაშად, დაგდებულ პაატას როცა დააცქერდნენ ზევიდან. -დამღალეთ! – ამოიყვირა არჩილმა.-მთელმა სოფელმა დამღალეთ! ვინ არის, ბიჭო, მკვლელი, ვინ?! შენი ძმა.. შენი არაკაცი ძმა.. ქალებს დასდევს მთელ სოფელში, ქალებს კი არა, ბავშვებსაც… ესაა კარგად აღზრდილი?! ამის დასაცავად მოხვედი აქ, ჩემს სახლში, ჩემი შვილის მოსაკლავად?! -მამა.-ჩაეჭიდა მკლავზე აჩი, თუმცა მასაც აუქნია ხელი და ისევ დაუბრუნდა თავის მსხვერპლს. -ახლა ყველას ჯავრს შენზე ვიყრი, აქედან თუ არ მოცილდები სამუდამოდ. ყველამ გაიგონეთ… – თითი მიუშვირა მერხეულს.-ჩემს ოჯახს.. ჩემს შვილებს.. თავი დაანებეთ! თქვენი გასარჩევი არ არის, მე როგორი კაცის მამა ვარ! თქვენი ბრალია.. ყველას ბრალია ის, რის გამოც იტანჯებოდა ათი წელი ყველაზე საუკეთესო ბიჭი მთელს სოფელში! თქვენ არ წააქეზეთ?! თქვენ არ ესისინებოდით, როგორ მოქცეულიყო?! ეგრე მოიქცა და მერე თვითონ შეარქვით მკვლელის სახელი.. თქვენ რა ხალხი ხართ, – ხელები ჩამოყარა გაგიჟებულმა.-ერთ შეცდომას გადააყოლებთ ყველაფერს.. სხვის ცუდს როგორ მარტივად ხედავთ და საკუთარ ოჯახებში ვერ პოულობთ პასუხს დამსახურებული საქციელის. იცი, შენი ძმა რას აკეთებდა?! შენ რომ ქურდობდი სოფელ-სოფელ, შენ რომ ყაჩაღობის გამო იჯექი ციხეში სამარცხვინოდ, ის ჩვიდმეტი წლის ბავშვს… ჩვიდმეტი წლის ბავშვს გამოეკიდა შუა ღამეს. -რას ამბობ, ძია არჩილ?! – ჩაეჭიდა თორნიკე მეზობლს. ყველას გული ეტკინა ასეთი ბიჭის დანახვისას, ყველაზე მეტად კი მაინც ერეკლეს. ჩუმად ისმენდა ამ ყველაფერს დაჩისთან ერთად მოსული თაია. ელენეც სამალავიდან გამოსული და ცრემლიანი. კელასურმა ყველა შეყარა საბოლოო განაჩენის გამოსატანად. და მართლაც რაღაც უნდა გადამტყდარიყო გარეთ, უნდა გადაწყვეტილიყო ბოლობოლო რა იქნებოდა ის ნაპირი, ყველა რომ სუფთად გამოვიდოდა ამ ამბიდან. -უტა. – ხელი შეუშვა კაცს თორნიკემ.-რა მოხდა, მითხარი! -ამათ უჯერებ შენ, ბიჭო? – წამოიჭიმა ნაცემი პაატა. სოსომ წაუჭირა ყელში ხელი მაშინვე. -მიყუჩდი და ნუ აურიე თავგზა ამ ბავშვებს.-გააქანა სათამაშოსავით კაცი. -ერეკლე… – იმ ალიაქოთში ისე ჩუმად და ისე სუფთად გაისმა ელენე ჯაფარიძის ხმა, პაატა კი არა, მთელი სოფელი მიყუჩდა. საკუთარ კითხვის პასუხს მოავლო თვალი თორნიკემ. ნაბიჯით წინ წამოიწია მეორე ამილახვარმაც, ელენეს კლასელმა. განცვიფრებულმა შეათვალიერა ნამტირალევი კლასელი ბიჭმა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, უსიტყვოდ რომ მიხვდა, რაც ხდებოდა ახლა გარშემო, ვინც იყო ის ჩვიდმეტი წლის ბავშვი, არჩილმა რომ ახსენებდა. გადაეფარა თავის დას ერეკლე. თაიაც დადგა მის გვერდით. ღრმად ამოისუნთქა უტამ და ჩამოისვა სახეზე ხელები. როგორ არ უნდოდა ელენეს გარევა… თვალები დახარა პატარა ამილახვარმა, ვერ გაუსწორა მზერა თავის მეგობარს, თორნიკეს ფერი გადაუვიდა სახეზე. -მე ვიყავი. მე… დავაზიანე. – აღიარა მთელი სოფლის თვალწინ. ვერ მოასწორა ხელის აფარება პირზე ერეკლემ, მიიხუტა თავისი და. თითქოს, ვინმე წაართმევდა ფერიასავით, მართლაც პატარა ანგელოზივით, გამოწყობილს. პაატაც კი დაადუმა მოსმენილმა. თორნიკე ხომ სიტყვებს ვერ პოულობდა სათქმელად. წაიწია წინ ელენესკენ, ისე შეხედა.. ისე მოათვალიერა კანზე, რამე ხომ არ ჰქონდა დაშავებული, უნებურად დასცვივდა თვალებზე ცრემლები გოგონას. უცებ მოისმინა ერეკლეს ნაჩქარევი მონაყოლი იმ ღამის შესახებ და დადუმებულმა, შერცხვენილმა გადმოხედა უტას. მოუბოდიშა ელენეს ბიჭმა. გვერდით დაუდგა თავისი ძმაც და მეგობარი ჩაიკრა გულში. სოფლის შეკრებისგან დაეჭვებულ პოლიციას დანელიების ბიჭი დაუხვდა გასაჩერებლად. თაია ოჯახს დაუბრუნდა. უტას მოაცილეს ბოროტი თვალები. მერხეულში ჩუმად დაღამდა. . თოფურიების ეზოში მოეყარათ თავი ახლობლებს. დაჩი დანელია ათვალიერებდა გარემოს მახვილი თვალით. ძალიან აგონებდა ერთ ადგილს და იქაურ სტუმართმოყვარეობას სოსოს აქეთ-იქით სიარული. ოდნავი შიშით შეჰყურებდა ერთ მაგიდასთან ჩამომსხდარ ერეკლესა და უტას ელისო. -რა შვილები ჰყოლია მაგ მამაძაღლს. – ეუბნებოდა სოსო არჩილს. -შემშალეს.-ჩამოისვა სახეზე ხელი კაცმა.-და დამღალეს, სოსო. -მესმის.. – გადააქნია თავი.-ტვირთია შვილები, ჩემო არჩილ, რას იზამ! -სოსომ რა მიაკაჩავა ის? – გაეღიმა აჩის და მიუჯდა კაცებს გვერდით.-ახალგაზრდობაშიც ასეთი „ჟილკიანი“ იყო სოსლანა, მა? -აღრენილი ვარ ისედაც, ჩემო შვილო, გადაინაცვლე სხვა მხარეს, გირჩევნია! -აუ, შენ ხომ კაცი ვერ გაგაღიმებს ბოლო დღეებია. – ჩაიქნია ხელი აჩიმ. -როდის მიდიხართ თქვენ, ერეკლე? – მიუტრიალდა ჯაფარიძეებს სოსო. -დილას წავალთ. დედასაც ჩამოსვლა უწევს უკვე. -მოკიდე დედაშენს ხელი და იყავი ჭკვიანად, – დაარიგა სოსომ.-დროა უკვე ყველამ იპოვოს თავისი ადგილი ამ სოფელში. რა გეგმები გაქვს?! -ცოტა ხანი ელენესთან ერთად ვიქნები დედაქალაქში, მერე ევროპაში მივდივარ სამუშაოდ. -რამდენი ხნით? – იკითხა თაიამ. -ორი წელი ალბათ. ვალები უნდა გავისტუმრო. – გაუღიმა თავის მეგობარს.-წავალ მე სახლში, ელე, დარჩი შენ თუ გინდა. -დარჩი შენც.-ლამის შეევედრა თაია. -არა, იყოს. -მოდი აქ, მოდი, – ხელი გაიწვდინა სოსომ ღიმილით.-გვაქვს ჩვენ შენი ადგილი ამ სახლში. -სად მიდიხარ ჯერ? – აჩიც ჩაერია უნებურად. ოსტატურად დატოვეს ერეკლეც სუფრასთან. უტას და დაჩის ერთად ამოჰქონდათ ჭიდან წყალი, თემურის ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ელისო ჭკუაზე არ იყო ამდენი ახალგაზრდის დანახვისას, სოსოსაც უხაროდა მათი ერთად ხილვა. შუა სამზადისში შემოვიდა არჩილთან ზარი, გაუღვიძიაო ბესო ამილახვარს. ამცნო შეკრებილ საზოგადოებას ახალი ამბავი. ელენეს ცრემლები წასკდა, შვებით ამოისუნთქა როგორც იქნა და ჩასახუტებლად გამოქცეულ მეზობლებს თვითონაც მოჰხვია მკლავები. ერთადერთი უტა ერიდებოდა შორიდან, მაგრამ იცოდა… იცოდა, როგორ ესმოდა ახლა მისი. -ხომ გითხარი.-უთხრა ჩუმად, მხოლოდ მათ რომ შეძლებოდათ გაგება. -მისი ამბავი ჩემზე იყოს.-გაეღიმა დაჩის.-მიალპობს გივი მაგას ციხეში. -შენ როგორ იკადრე მერხეული? – მოუკიდა სიგარეტს აჩიმ.-მე რომ გეხვეწებოდი, ვერაფრით მოიცალე. -თაიას მარტო ხომ არ გავუშვებდი. – გაეღიმა დანელიას.-ისეთი განერვიულებული იყო.. -შეგაწუხე შენც. – ჩაერთო თაიაც დიალოგში. -ნუ იტყვი.-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად. სიამოვნებდა ეზოში ყოფნა დაჩის, ეს სურნელიც და ბუნებაც ახსენებდა საყვარელ ადგილებს. -ეს ვაკელი ბიჭი სად მოვიყვანეთ.. – უტას ანიშნა დაჩისკენ. ცალკე გავიდნენ მოსაწევად სამივენი. -არადა მიყვარს სოფელი.-სიყვარულით გადახედა ეზოს დაჩიმ.-ჩემი ცოლის სახლს მახსენებს. -ცოლზე გამახსენდა.. – თავი მოიქექა.-საშუალოდ რამდენ პაემანზე უნდა წავიყვანო ჩემი შეყვარებული თანხმობის დასამსახურებლად? უტას გაეღიმა ფართოდ. -მე უძლური ვარ მაგ საკითხში.-ხელები ასწია დაჩიმ დანებების ნიშნად.-ჯერ ქორწილზეც ვერ შევთანხმდით. -აბრაზებ ალბათ ჩემს რძალს. -თაია მიდის, ხო, მალე? – მოფუსფუსე ქალისკენ გაიხედა დაჩიმ. უტას ეკუთვნოდა ეს კითხვა აშკარად. -უწევს უკვე, კი. -აუ, ამის გარეშეც ვერ მოვიყვან ცოლს. – თავის სადარდებელს ამბობდა აჩი.-ისე არ მომყვება და თავისი ძვირფასი დაქალის გარეშე ხომ.. -გეყოფა.-გააწყვეტინა უტამ.-ნუ დაგვღალე. -შენ რომ მაგარი დარხეული გაქვს, ეგ არ იცი ჯერ? – ჩააფერფლა სიგარეტი და სერიოზული სახით შეხედა ბიძაშვილს. დაჩი მოიტაცა ამასობაში სოსომ. მარტო დარჩნენ მერხეულის ღამიანი ცის ქვეშ. -რატომ? -იცოდი, ბექაც რომ მიდიოდა? – თაიას გააყოლეს ორივემ თვალი. -ბექა?! -ხო, ის ბექა. შენი კონკურენტი. -სად? -სად, უტა, სად მიდის თაია?! -ხოო? – ისე ცივად იკითხა, ყველა ნაკავები ეჭვიანობა ერთბაშად იგრძნობოდა მის ხმაში. -ანიკას წამოსცდა. თაიას მეგობარი ვარ, მაგრამ ეს უნდა გცოდნოდა ნამდვილად. -სპეციალურად ხომ არ წამოსცდა ანიკას შემთხვევით? – გაერია სუსხი ხმაში. აღარ ეცინებოდა უკვე. -რაღაც არა მგონია. არ გაუშვა და მოიტაცე.-თვალი ჩაუკრა აჩიმ.-ააა, გამახსენდა, შენს „მინდაზე“ ვერ იქნება ვერაფერი. -შენ მოიტაცებდი, კი.-გაიღიმა ბოლოს მაინც.-მე გავუშვებ. -არ აწყენინო, თორემ წაგაჭრი მაგ თვითდაჯერებულ თავს! -რატომ მითხარი? – წარბები აზიდა გამომწვევად.-არ მითხრა, რომ არ იმსახურებს წყენინებას ამ ტყუილისთვის… -ქალების ფსიქოლოგია ხომ გესმის, მოუძებნე ახსნა. -ერთადერთი ახსნა აქვს მაგას. ჩემი გაბრაზება. -მტრისას, ავისას? – სიცილ-სიცილით დაუბრუნდა სტუმრებს აჩი. თვალი თვალში გაუყარა თაიას. იგრძნო. და მიხვდა მოსალოდნელი ქარიშხალი. . დაჩის გაცილების შემდეგ, სუფრასთან მხოლოდ ბენდელიანები და სოსო შემორჩნენ. საბოლოო წერტილს ჰგავდა სოსოს თვალები, აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა ბენდელიანებისთვის. -რამდენი რამ მოხდა. – დაიჩურჩულა შეცვლილი ტონალობით არჩილმა.-თითქოს აქამდე არაფერი ყოფილა და ახლა დაგვატყდა თავს ყველა უბედურება ერთად. -რა ბედის ხარ, შვილო. – გაეღიმა სოსოს და უტას გამოწვდილი სიგარეტი ჩაიდო პირში.-ხიფათი ვერ მოგაცილეთ ვერაფრით. -აწი დაჭკვიანდება, – არჩილს გაუწოდა თვითონ კოლოფი აჩიმ.-ასაკით უწევს უკვე, არაა პატარა ბიჭი. -ნერვების მომშლელი ხარ. – გაეცინა არჩილს.-კაცი რომ არ ააგდო, ეგრე ვერ ისვენებ. -რას მერჩი ერთი? -როგორ გიძლებს ის გოგო? -შენი სანაქებო სარძლო?! – აატრიალა თვალები.-მომატაცებინეთ თქვენ. უტა ქალების უფლებების დაცვაზეა რაღაც გადართული, ვერ დავიყოლიე. -მოსატაცებლად არ უნდა გაიხადოს კაცმა საქმე.-ნასვამი სოსო იძლეოდა რჩევებს.-ნებით უნდა დაგთანხმდეს. -არ მთანხმდება. -არ იქცევი ალბათ სწორად,-გამოუშვა კვამლი რგოლებად არჩილმა.-დედაშენს შვიდი წელი დავსდევდი, ელისოს ამბავს, საერთოდ ნუ იკითხავთ. -ძალიან დაგტანჯეს, სოსლან? – გაიღიმა პატარა ბენდელიანმა. როგორ უყვარდა ეს ხალხი.. -ჩემო ბიჭებო, – სოსოს წამოწყებულ საუბარზე მომართეს სხეულები ახალგაზრდებმა.-ოჯახის შექმნა იმხელა პასუხისმგებლობაა, ცოტა უფრო სერიოზულად მივუდგებოდი მაგ საკითხს, ბატონო აჩი. -ჩემზე რატომ ამახვილებ ყურადღებას, ბატონო სოსო? -შენ იჩენ დაუოკებელ სურვილს და იმიტომ. – გადახვია ხელი გვერდით დამჯდარს.-ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგ ცოლსაც, შვილსაც, ოჯახს. უნდა იცოდეს იმ გოგომ, ვის უკავშირებს თავის ცხოვრებას. ეს ხომ თამაში არ არის, არა?! არ გიცნობს ალბათ სათანადოდ, ასე უცაბედად რომ დაგთანხმდეს. ან შენ რად გინდა ეგეთი გოგო, ორი თვის გაცნობილ ბიჭს ცოლად თუ გამოგყვება?! -ვიცნობ მე მაგას დიდი ხანია. -ცნობით ბევრს გაიცნობ შენ.-გაეღიმა სოსოს.-ნებისმიერი შეიძლება მოგეწონოს. სიყვარულია აქ მთავარი, გესმის შენ? აჩისთვის კი იყო ეს სიტყვები, მაგრამ სხვას უფრო მეტად ეხებოდა, გრძნობდა საუბრის სარჩულს უტა. ეღიმებოდა თანდათან ირიბ დარიგებაზე. -ბრძენი კაცი ხარ, რა, სოსო. – დაეთანხმა აჩი. -მთელი ჩემი ცხოვრება თქვენს დევნას შევალიე.-დანანებით ჩაილაპარაკა არჩილმა.-ხან ერთი შვილი მიკვდებოდა, ხან მეორის ციხის კართან ვიდექი. ამას ნიშნავს ოჯახი: ვალდებულებას, ნერვიულობას, ტკივილს. ცოლსა და შვილს იმდენი ზიანის მოყენება შეუძლია, რამდენიც დადებითის კაცის ცხოვრებაში. ვერანაირი ტკივილი ვერ შეედრება იმ სიმწარეს, რასაც გარდაცვლილი შვილის ყოლა ჰქვია. მოკლულის, მით უმეტეს… პათეტიკურად მოგეჩვენებათ ალბათ თქვენ, ჩემო შვილებო, მაგრამ დასაფასებელია ახლა ყველა ის წამი, რაც თქვენ გაქვთ. ერთმანეთის სიყვარულში გავატარებდი მე ამ დროს, მოფერებაში, არ გავფლანგავდი არც ერთ წამს მტრობასა და შუღლში. ყველას ყველაფერს ვაპატიებდი, – უტას გაუსწორა თვალები.-სისულელეა… სისულელეა, რომ ერეკლეს არ შეუძლია აქ დაჯდეს თქვენ შორის და ისიამოვნოს. მთელი საღამო ეკლებზე იჯდა ის ბავშვი, ჩვენ გვერდით რომ უწევდა ყოფნა. დანაშაული სჭამდა ალბათ შიგნიდან და მამის აჩრდილები. ასეთი მამა არ უნდა იყოს არც ერთი თქვენგანი. ასეთი სამარცხვინო. – დაამატა ჩუმად.-არც ისეთი დედა უნდა აირჩიოთ, სამარცხვინოდ რომ გაუხდის შვილებს საქმეს. კაცებად და ქალებად კი არა, ადამიანებად აღზარდეთ თქვენი შვილები. შემწყნარებელ, კეთილშობილ და მიმტევებელ სულებად. ამის თქმა მინდოდა თქვენთვის ყოველთვის. ასეთები როცა იქნებიან, მერე აღარ მოუწევთ არც ციხე, არც მკვლელობა, არც ვინმეს მოტაცება. ეგ ყველაფერი, რაც შენ დაგემართა… – გაიშვირა თითი უტასკენ.-არის მამაშენის ბრალი. ჩვენი ბრალი. გაუყევი შენს ცხოვრებას ღირსეულად… მეტს აღარ ჩაერევა ძია არჩილი არაფერში. არავისთან. თქვენ გამო გაფლანგული დროის ნაწილს ჩემს ცოლთან გატარებას ვაპირებ. ღამე მშვიდობის. მოულოდნელად წამოდგა ფეხზე. გაიხურა ჭიშკარი დასევდიანებულმა. ენა ჩაუვარდათ ბიჭებს. სოსოს ეღიმებოდა მხოლოდ სევდიანად. უტას რომ შესძლებოდა.. დააბრუნებდა ყველაფერს თავის ადგილზე. -ამას ნიშნავს ღირსეული მშობელი.-თქვა სოსომ.-როგორ გაგიმართლათ, ნეტავ იცოდეთ. -მართლაც ბევრი იწვალა… – აჩის სერიოზული ხმა გულზე შეერჭო პირდაპირ უტას.-იმსახურებს სიმშვიდეს მამაჩემი. -არც ერთი დაემსგავსეთ მაინც.-დააკვირდა ორივეს სოსო.-თქვენ საერთოდ სხვანაირები ხართ.. წადით ახლა სახლებში, გვიანია. დილით წახვალთ? -ჰო. უთხარი თაიას, მე წავიყვან.-ფეხზე წამოდგა დადუმებული უტა. -გადავცემ, ბატონო. – მოუთათუნა მხარზე ხელი ორივეს და მზერით გააცილა ბენდელიანები სახლისაკენ. . უხმოდ იმგზავრეს თბილისამდე. შეთანხმებულებივით არ იმეტებდნენ სიტყვას ერთმანეთისთვის, არადა იმდენი რამის თქმა უნდოდა თაიას… თავი შეიკავა მაინც. მიაჩერა მანქანა კორპუსთან უტამ. დაუკითხავად გადმოჰყვა თაიას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა მიცილება სახლში. მიხვდა, სასაუბროდ ამოდიოდა ბინაში. -უცნაურად იქცევი. – მისაღებში დატოვა ჩანთა, ფეხშიშველი გაემართა შემოსასვლელში. -რატომ? – ჩაესვენა სავარძელში უტა. გაახსენდა რიგრიგობით რამდენიმე დღის წინ მომხდარი ზუსტად ამ ტერიტორიაზე. -არ მელაპარაკები? – ჩამოასხა წყალი ორივესთვის ჭიქებში. -რატომ არ მითხარი, ბექაც თუ მიდიოდა იტალიაში? – გამოართვა ჭიქაც და მზერაც აჩუქა ავი. -არ გიკითხავს. -თაია.. – დაისისინა უკმაყოფილო ხმით.-არ მეთამაშო ახლა. არ აგყვები. -მთელი მარკეტინგის ჯგუფი მივდივართ. ამის ნაწილია ბექაც. -როცა ყვებოდი, არ გიხსენებია, რომ ამის ნაწილი იყო. უბრალო ფოტოგრაფი მეგონა. მომატყუე? -არ მომიტყუებიხარ. -ხომ დამიმალე? -შენ ხომ არ გადარდებდა.-ამოიოხრა თაიამ. -მეგონა, არ იყო სადარდებელი.-აზიდა წარბები საპასუხოდ.-რას ნიშნავს ეს საქციელი, ცოტა ვერ გავიგე. -მეც ვერ გავიგე, რატომ ბრაზდები. -საჭიროდ არ ჩათვალე.. რომ მცოდნოდა. ექვსი თვით მიდიხარ შენს ყოფილ შეყვარებულთან ერთად. -და კიდევ ათ სხვა ადამიანთან ერთად.-აუწია ხმას თაიამ.-ყველაზე გჭირდება ინფორმაცია? -არადა ძალიან გესიამოვნება, რომ მოგთხოვო ეგ ინფორმაცია. – გაეღიმა ცივად.-რომ გეხსენებინა მისი წამოსვლა, არაფერი მოხდებოდა. არ უნდა დაგვიწყებოდა წესით იმ კაცის ხსენება, ვინც შენი ცხოვრების ნაწილი იყო. მაგრამ შენ ხომ არ გესმის… შენ ხომ გიკვირს, მე რომ პატივს ვცემ იმას, რაც შენი ცხოვრების ნაწილია. -უტა! -წადი. – ისეთი ხმით თქვა, აევსო თვალები ცრემლებით თაიას.-კარგი იქნება ორივესთვის. ცოტა სუნთქვის საშუალება მექნება. -შენ არ გესმის არასდროს ჩემი. – გულისტკივილით გაჟღენთილი ჰქონდა ბგერები გოგონას.-ერთ შეცდომაზე.. პირველივე შეცდომაზე ამას აკეთებ. -რას ვაკეთებ? -ვერ მპატიობ. -მე რა უნდა ვერ გაპატიო შენ, თაია.-გაეღიმა უტას.-შენ ასეთი მიმიღე… ასეთი დანაშაულით სავსე და მე რისი პატიება ვერ უნდა შევძლო შენთვის?! -იმდენი რამ მოხდა, უბრალოდ გადამავიწყდა თქმა. სპეციალურად არ გამიკეთებია. – გაუსწორა თვალები.-არ ვარ მე ის ქალი, შენი ყურადღების დასამსახურებლად მოვიგონო რაღაც-რაღაცები. ეგ ადრე. მაშინ. ბავშვობაში. მაგრამ შენ რას დაგაჯერებს ადამიანი.. შენი აზრი გაგაჩნია და მორჩა, აღარ გადაუხვევ. -მაინც რას ვერ მაჯერებ?! რა არ დამიჯერებია შენი ნათქვამი? -რას ელოდებოდი? – ამოიყვირა.-დამაყვედრიდი და ბოდიშის მოხდას დაგიწყებდი? რატომ არ იფიქრე, რომ უბრალოდ გამომრჩა, გადამავიწყდა? -ვინ, გოგო?! – ხმამაღლა გაეცინა უტას.-ვინ გადაგავიწყდა, შენი ყოფილი შეყვარებული?! მე რომ ერთი წუთით გავიხედე მისკენ წინანდალში, ეგ არ გამოგრჩენია და ეს გადავიწყდა?! -ჩემი არ გჯერა?! – თითი მიიდო მკერდზე.-მაშინ გასაგებია ყველაფერი. -საერთოდ არ მინდოდა შენი ასეთი გაცილება. არ მინდოდა მეჩხუბა. გვეჩხუბა. მგონია, რომ მცდი ყველაფერში და ეს არ შემიძლია, თაია.. მე არ ვარ გამოსაცდელი, ასეთი ვარ უბრალოდ. ასე გამოვხატავ ჩემს გრძნობებს შენ მიმართ. -რომელ გრძნობებს? – ხმაურიანად გაიცინა ლამის.-ეჭვიანობის? -სიყვარულის.-თვალი თვალში გაუყარა.-ასეთი ძნელი გასაგებია ჩემი სიყვარული? ვერ გამოვხატავ სათანადოდ, ვერ ხედავ შენ, როგორ მიყვარხარ? -ვერა. შენს სიბრაზეს ვხედავ ახლა. -სამართლიან სიბრაზეს. – აუწია ხმას.-ხომ გინდოდა ჩემი ეჭვიანობა, გაბრაზება, გამოწვევა.. ღირსი ხარ ახლა ასეთი წასვლის. -სიტყვები გააკონტროლე! – ბრაზმა დაუარა მთელს სხეულზე. ნაბიჯით მოახლებული ბენდელიანი თითით გასწია განზე. -სად მიდიხარ? – ჩაეჭიდა მაინც ორივე ხელით სახეზე. ბრაზიანი თითებით მოეფერა აალებულ ლოყაზე ქალს.-ხომ მაინც მათქმევინე პირველს… ეს გინდოდა?! -არაფერი არ მინდოდა.-გაარტყა ხელი ხელზე.-არაფერში მჭირდება. არ მაინტერესებს.. -არ გაინტერესებს… რომ მიყვარხარ?-მოწყვეტით აკოცა ქვედა ტუჩზე. ორივეს ერთდროულად გადაუარა გრილმა ჟრუანტელმა, ისე ესიამოვნათ ერთმანეთი. -არ ეუბნებიან შეყვარებული კაცები ასეთ სიტყვებს ქალებს.. -გოგო, რა გინდა?! – მიადო შუბლი შუბლზე და მალულად გადმოღვრილი ცრემლი მოაშორა თვალიდან.-რით ვერ მოგარჯულე… დააშავე და ჩემთან გაქვს ისევ პრეტენზიები. -არაფერი დამიშავებია! -რატომ ჭირვეულობ? ორსულად ხომ არ ხარ? -უტა! -სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.. -რა მოხდა, აღარ ნერვიულობ, ბექასთან ერთად რომ მივდივარ? – გულმკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და ასე დადგა ფანჯარასთან. არაფერი უპასუხა უტამ. არაფერი თქვა. -შენ თურმე ვერაფერი გაიგე ჩემი ნათქვამიდან.-გადააქნია თავი დანანებით.-შენ ყოველთვის გეცოდინებოდა, მე თუ წავიდოდი ჩემს ყოფილთან ერთად სადმე. სადმე კილომეტრებით შორს. როგორღაც არ დამავიწყდებოდა მაგის თქმა. ანიკასთვის თუ გაგახსენდა შენი ყოფილი, ჩემთანაც გაიხსენებდი როგორმე, თაია. ეგეც იცოდე, რომ საქმე ბექაში საერთოდ არ არის. ეგ ტიპი საერთოდ მაგრად მკ.იდია. საქმე ჩვენშია. სისულელეს ნუ მახსნევინებ და ნუ მეჯიუტები უაზროდ. ჩამოსვლისას დამიკავშირდი. – უცებ ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში და კარისკენ წავიდა. არ ელოდა თაია ასეთ დამშვიდობებას, გამოჰყვა უკან განრისხებული ნაბიჯებით. -ანუ ასე მიდიხარ? – დადგა ღია კარში თაია. გულდაწყვეტილი. -ასე შენ მიდიხარ.-არ ემჩნეოდა სახეზე ჩვეული სიდინჯე უტას. -არ გამაცილებ? – თვალებს არ აცილებდა კაცს.-გამებუტები პატარა ბავშვივით? -თაია, ფრთხილად იყავი.-ამოიოხრა საპასუხოდ.-მე ყველა სიტყვას ვუფრთხილებდი, რასაც გეუბნები შენ. ყველა საქციელს, რომ გული არ გატკინო. შენც არ გაწყენდა მაგაზე ფიქრი. -მომიტევე როგორმე, რომ თქმა დამავიწყდა… – გაეპარა გამტყდარი ბგერები ხმაში.-მინდოდა მეთქვა, უბრალოდ შესაფერისი მომენტი ვერ შევარჩიე. არ მინდოდა… -გავბრაზებულიყავი.-შეაშველა უტამ ნიშნისმოგებით.-არ გავბრაზდებოდი. -ვიცი. -პირიქით, ძალიან მესიამოვნებოდა, თუ მეტყოდი. არაუშავს. – უთხრა ცივად, სადარბაზოში გამოსულმა. -უტა. – ისე დაიძახა, ისე შეხედა, გამოაბრუნა წინ წასული. -არ გვაწყენს არც ერთს ეს სიშორე, თაია. ცოტას მეც დავალაგებ ჩემს ცხოვრებას, შენც დაფიქრდი ყველაფერზე. -გასაგებია.-ძლივს გადაყლაპა ყელზე მობჯენილი დიდი ლოდი და უკან წაიღო ხელიც მის შესაჩერებლად გამოშვერილი. თვალი გააყოლა კიბეებზე ჩამავალ ბენდელიანს. თავისი სანაქებო სიძლიერე წამში დაიფშვნა გარშემო, როგორც კი დარჩა მარტო სახლში. იხმო მესამე ნაპირმა ორივე. . თაიას წასვლიდან ერთი თვის თავზე ძველებურმა სიმშვიდემ დაისადგურა ქალაქში. უტა არჩილის ბეჯით მოსწავლედ გადაიქცა, დილით გასული საღამოს გვიან ბრუნდებოდა სახლში. შემოდგომის დადგომასთან ერთად ვენახშიც უკრეს თავი. მუშებთან ერთად დაიარებოდა კახეთში თვითონაც, ეხმარებოდა ბიჭებს მუშაობაში, თან თვალყურს ადევნებდა ყველაფერს, თან შრომასაც ეჩვეოდა ნელ-ნელა. გამოყვებოდა ზოგჯერ აჩიც არჩილის გულის გასახარებლად. ლამის ყველაფერზე თანახმა იყვნენ ბიჭები, ოღონდ გაეღიმებინათ მამა. ჭავჭავაძეზე ჩამოდიოდა იმ დღეს უტა. „ბენდელიანის“ ფილიალში იყო მისასვლელი ფორმალური საქმეების მოსაგვარებლად, ელენე რომ დალანდა ღიმილით ჩამომავალი. -ელენე?! – მაშინვე გადაუჭრა გზა და გადაკოცნა ბავშვი. -გამარჯობა. – მორცხვად გაიხედ-გამოიხედა. -სად იყავი? – ანიშნა უტამ, თან ჩამოართვა ხელებში მოქცეული დიდი ჩარჩო. -ანიკასთან. აქვე ცხოვრობს. -ჰო, ვიცი. რა ხდებოდა ანიკასთან? -პროექტში გავიმარჯვე. – გაეღიმა ჯერ კიდევ ემოციებში მყოფს. -ესაა გამარჯვებული ნახატი? – დაატრიალა ხელებში უტამ ჩარჩო.-ვნახო? -ნახე. – წამოწითლდა სახეზე. მოაშორა გადაფარებული ქაღალდი უტამ, გამოაშიშვლა ნახატი და გაოცებისგან ჯერ ელენეს შეხედა, მერე ისევ ნახატს გაუსწორა თვალები. მერხეულის ვარსკვლავიანი ცა ამოიცნო. აკაციები და ნაძვებიც მიხვდა, საიდან იყო გადმოტანილი. კარგად დააკვირდა კიბეებზე ჩამომჯდარ ახალგაზრდა ბიჭს, ცაში იყურებოდა სევდიანი სახით. შამპანურის ბოთლიც იდო კიბეებზე, ბიჭის ფეხებთან. ისე ჩანდა, თითქოს ვიღაც ეჯდა გვერდით, ვიღაცის სილუეტი – ბავშვის. მოსჩანდა მდინარე ახლოს, ალბათ კელასური. მდინარეს დიდი როლი ჰქონდა ამ ნახატში. ყველა გზა მისკენ მიდიოდა ლამის, ადიდებული და დამშვიდებული იყო ერთდროულად. ამოიცნო საკუთარი თავი უტამ. გადაურბინა ღიმილმა სახეზე. ელენეს გაწითლებულ სახეს შეხედა და გადააფარა თეთრი ქაღალდი ნახატს კვლავ. -კომენტარს არ გავაკეთებ.-თქვა ჩუმად, გაპარული ღიმილით. -ჰო, ჯობია. -რა არის სახელწოდება მერე ამ ნახატის? – შეათამაშა ხელში ჩარჩო უტამ. -მესამე ნაპირი. … იტალიური დღეები სულ უფრო მოსაწყენი ხდებოდა თაიასთვის. პირველი თვე ისეთი რთული გადასატანი იყო, ლამის ყველაფერი გადაივიწყა. მზად იყო უკან დასაბრუნებლად. მეორე თვეს უკვე ელენეს უნდა დაჰხვედროდა. ცოტა ამოისუნთქა. გამოჰკითხა ბავშვს მერხეულის ამბები, ირიბად ეკითხებოდა ბენდელიანების შესახებაც. ახსენა ელენემ, როგორ შეხვდა უტას ჭავჭავაძეზე, სხვა დანარჩენი ისედაც იცოდა ანიკასგან. ტრენინგების შემდეგ სეირნობდა ხოლმე რომის ქუჩებში ღამით. ელენეც შემოურთდებოდა თუ ეცალა, ასე გაჰყავდათ გოგოებს დრო სამშობლოსგან შორს, საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით… თაიას დაბადების დღეც დადგა შორეულ იტალიაში. დილიდან ურეკავდნენ მეგობრები, მშობლები, ყველა იმ ერთის გარდა, ვის ზარსაც ელოდა მთელი იქ ყოფნის პერიოდი. იცოდა, რომ არ მოიკითხავდა არაფრით. გვიან საღამოს გააწყვეს საზაფხულო სუფრა იტალიურ სტილში. ამშვენებდა თაიას ატლასის წითელი კაბა ტანზე. მოუჩანდა მოშიშვლებული მხრები და გარუჯული ზურგი. ხალები ბრწყინავდნენ ვარსკვლავებით მოქარგული ცის ქვეშ. ყველაფერი ჰქონდა იმ საღამოს თაიას, გვერდით საყვარელი ხალხის გარდა. ლამის დაფიქრდა კიდეც, საერთოდ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რა მიზნით, რისთვის. ელენე მოეხვია უკნიდან, როცა იხედებოდა გალავნიდან რომის ხედზე. -გენატრება? – აკოცა ლოყაზე თავის მეგობარს ელენემ. -არ მოულოცავს. – ჩაეცინა და მოტრიალდა ბავშვისკენ. -გაბრაზებულია? -ბოლოს იყო, კი. ეს დროც არა და არ გადის… -მეც მომენატრა ჩვენთან.-ამოსუნთქა ელენემ.-კელასურზე იქნებიან ჩასულები ახლა ჩვენები… -აჩი მირეკავდა წეღან, ანიკა ჩაუყვანია სოფელში. – გაეღიმა გახსენებაზე თაიას.-იმედია, იქ არ დატოვებს. -არ გამიკვირდება.-აჰყვა ელენეც.-ერთი სული აქვს, ცოლად როდის მოიყვანს. საყვარლები არიან ერთად. -შენ რა ამბები გაქვს? – წარბები აზიდა თაიამ.-ისევ გწერს ის? -ვინ „ის? – ვითომ ვერ გაიგო და მზერა მოარიდა. -აი, ის… – სპეციალურად ამბობდა გაწელილი ტონით.-დაჩისთან რომ გაგიშვით და… იქ, ვინც გაიცანი. -გეყოფა.-გაწითლდა და დაიმორცხვა კიდეც. -რა ერქვა?! – იღიმოდა ვერაგულად.-დაჩის ბიძაშვილი, ლაზარე, ხო? -ოოოო… – ხელი ჩაიქნია ელენემ.-ორი წუთით ვნახე მხოლოდ. -დღე და ღამე მესიჯობთ, სულ არ გეტყობათ.-გაუბრწყინდა თვითონაც თვალები თაიას, ესიამოვნა დამორცხვებული ელენე.-მისი ძმა ფეხბურთელია, ხო იცი? -ვიცი, კი. დაჩიმ ჩამირტყა ბევრი ნამიოკი, უკან როცა მოვყავდი. -ხოო? – ხმამაღლა გაეცინა თაიას.-დაჩი უცებ ერკვევა სიტუაციაში ასეთ დროს. -ჰო, თქვენს ამბავსაც მალე მიხვდა. -ნუ მიხსენებ.-აატრიალა თვალები.-არ ვაპატიებ მაგას ამ საქციელს… ჩუმად ჩაიფხუკუნა ელენემ. ნელ-ნელა წაიწია უკან და მარტო დატოვა თაია თვალწარმტაცი ხედის ფონზე. ისმოდა იტალიური მუსიკა ახლომახლო, ხალხის ჟრიამული. თვალი ჩაუკრა მოსულმა ბენდელიანმა გზად მომავალ ელენეს, ვისი დამსახურებაც იყო საერთოდ უტას ყოფნა იმ დღეს იმ ადგილას. -PARTNERS IN CRIME.-დაიჩურჩულა ელენემ ხელის ჩამორთმევის დროს და თვითონაც ჩაუკრა თვალი ძალიან შეცვლილ უტა ბენდელიანს. თაია არ მოტრიალებულა უკან, ისე მიხვდა, ვინც მოდიოდა მისი მიმართულებით. ტილოს თეთრი პერანგი ეცვა უტას შოკოლადისფერ კანზე. მის ხორბლისფერ თმასა და წვერს, მწვანე, ბედნიერ თვალებს უხდებოდა ღია ფერის ტანსაცმელი. აეკრო უკნიდან საყვარელ ქალს და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე მის დაბადების დღეს. ისე ელოდებოდა თაია… ისე უნდოდა უბრალოდ რომ მოეწერა მისთვის, ამ შეხვედრაზე გული აუჩუყდა დაუკითხავად. ცოტა ხანი არაფერი უთქვამს არც ერთს. ეხუტებოდა უბრალოდ, ნელა ირწეოდნენ კლასიკური მუსიკის ხმაზე, რომელიც მოშორებით ისმოდა. შემოტრიალდა კაცის მკლავებში თაია. შეცვლილიყო უტა. სახის ყველა ნაკვთზე ეტყობოდა მონატრებისა და სიყვარულის კვალი, ცხოვრების სურვილი ბოლოსდაბოლოს… -რა გეგონა?! – დაუკოცნა ხელები.-დაბადების დღეს არ მოგილოცავდი? -არ გამიკვირდებოდა.. -ნუ დაიგესლები დღეს.-გაეღიმა და შემოილაგა ქალის ხელები მხრებზე.-მიმტევებელი იყავი ერთხელ მაინც ჩემ მიმართ. -მე?! – შუბლი მიადო ნიკაპზე კაცს და მძიმედ ამოისუნთქა.-ეს შენ მომექეცი… უსამართლოდ. -რატომ მპატიობ მაშინ? – აზიდა წარბები მრავლისმთქმელად.-თუ ეგეთი უსამართლო იყო ჩემი საქციელი, არ მაპატიო.. -ეს სიტყვების შემობრუნება მაგარი იცი.-შემოტრიალდა და ზურგი აქცია უტას. თმა გადაუწია საპასუხოდ ბენდელიანმა, მოეალერსა მოშიშვლებულ ზურგზე. -სად არის ის? – მხარზე აკოცა ფაქიზად, ნელა. -ვინ? -ჩვენი განშორების მიზეზი. -ეგ მაგრად არ გკი.დია?! – გაახსენდა თაიას სიტყვასიტყვით მოსმენილი. -კარგია, თუ მიხვდი მაგას.-გაიღიმა.-საერთოდ არაფერ შუაში არ არის ის შენი… ხანმოკლე სიყვარული. -ეგრე რატომ ეძახი სულ? – გაეცინა საბოლოოდ თვითონაც. ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს ასეთ დროს.-არ მადარდებსო და დროს არ კარგავ, რომ არ წაკბინო ბექას. -ამაზე ვისაუბროთ? – გადააქნია თავი შეწუხებულმა.-თუ გადავინაცვლოთ სადმე.. სხვაგან. -არსად გადანაცვლებას არ ვაპირებ. მთელი საღამოს აქ გატარება მინდა. -კარგი, მეც არ მცალია დიდ ხანს.- უცებ დაიხედა საათზე. ლამის წამოიყვირა თაიამ, საერთოდ რომ არ შეეწინააღმდეგა ბენდელიანი. -რა საქმე გაქვს? – დაიმორჩილა ხმა.-საერთოდ რატომ ჩამოხვედი? -ახალი ფილიალის გახსნა გვინდა მე და არჩილს აქ.-ღიმილით ყვებოდა ამბავს უტა.-კონკრეტულად შენი დაბადების დღისთვის არ მოვსულვარ. -ვიცი. – შეტრიალდა. ეცადა არ დამჩნეოდა გაპარული გულისტკივილი ხმაში.-ჩემ გამო არ შეწუხდებოდი შენ. -წესით, საჭირო არ იყო ჩემი ჩამოსვლა.. – განაგრძო და მოატარა თითები ქალის მხრებზე.-მაგრამ რადგან შენ აქ იყავი.. -გეყოფა, უტა. -შენთვის მოვედი, თაია.-ამოთქვა საბოლოოდ. თვითონაც დაიღალა მისი წვალებით.-იმის სათქმელად, რომ გელოდები. საერთოდ არაფერია ჩემთვის რაღაც თვეები, იმასთან შედარებით, რა გამოცდილებაც მაქვს ლოდინთან ზოგადად. ეს რამდენიმეც.. არაფერია, როცა ვიცი, შენ გიყვარვარ. -ჰო, მიყვარხარ… – გაიმეორა და შეხედა ზუსტად თვალებში.-უკვე დიდი ხანია. -ვიცი.-ლოყაზე გადაუტარა თითები.-არჩილმა თქვა ერთხელ, თქვენს ადგილას დროს ერთმანეთის სიყვარულსა და მოფერებაში გავატარებდიო. ბრძენი კაცია ბიძაჩემი, მის დაჯერებას ვაპირებ. ეს სიშორე ვერაფერს მასწავლის მე, კაცს, რომელსაც ყველაზე მეტად გამოუცდია, რას ნიშნავს იყო შორს საყვარელი ხალხისგან, მაგრამ.. შენდამი სიყვარულს.. და გრძნობებს უფრო მეტად ამყარებს, თაია. ჩემს ოჯახად შენ წარმოგიდგენ. შენ მინდა იყო ის ქალი, ვის გამოც მთელი ცხოვრება დავიცდი. -ეს შენეულია პასუხია ჩემს „მიყვარხარზე“? -ეს ჩემეულია ახსნაა ზოგადად სიყვარულის.-ხელის გულზე აკოცა თაიას და ამოიხედა განათებული თვალებით.-დაბადების დღეს გილოცავ, თაია. -მადლობა.-დაიჩურჩულა და თავისი ნებით მოჰხვია მკლავები.-არაფერს მაჩუქებ? ხმაურიანად გაეცინა უტას. თაიამაც ვერ შეიკავა სიცილი. ცოტა ხანი ასე უყურებდნენ ერთმანეთს და ბოლოს აიკრა ზურგით თაია. ამოიღო ჯიბიდან კოლოფი უტამ. იგრძნო, როგორ აღელდა მკლავებში მოქცეული ქალი. ახადა თავსახური. -ესეც ჩემეულია პასუხია ჩვენს მომავალზე.. – დაიჩურჩულა და უცებ დახურა კოლოფი ისევ.-ახლა არ მჭირდება პასუხი. ასე არა. როცა მოხვალ.. და როცა შენ იქნები მზად მაშინ. აქ დაგიტოვებ. -მიდიხარ?! -ცოტა დრო მაქვს. – ნელა-ნელა წავიდა უკუსვლით.-არ დაკარგო ეგ ბეჭედი, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე. -არანორმალური ხარ. – თბილად გაუღიმა თაიამ, ხელებში მოიქცა ყუთი. თანდათან ცრემლებიც ჩამოსდიოდა სახიდან. -წარმოდგენა არ გაქვს, რა დღეში ვყავარ არჩილს. ვენახში მამუშავებს. – ელაპარაკებოდა და მიდიოდა გზადაგზა. -იმსახურებ. ისწავლი ეგრე შრომას. როდის მიფრინავ? -უკვე მაგვიანდება კიდეც.-დაინახა, როგორ დაიხედა საათზე.-ჭკვიანად იყავი, ჩემ გასაბრაზებლად ვინმეს სხვას არ გაჰყვე ცოლად შემთხვევით. -არ შემეშლება შენი თავი არავისში. – მიაძახა შორს წარსულს.-მაგრამ ეგ კარგი იდეაა სხვათა შორის. გაუღიმეს ერთმანეთს. ხელი დაუქნია ბოლოს საყვარელ ქალს საპასუხოდ და დინჯი ნაბიჯებით მიუჯდა ავტომობილს. სხვანაირი იყო, ბედნიერებას ჩაენაცვლებინა მისი მუდამ წარბშეკრული სახე. *** ანიკას და აჩის ქორწილი გრანდიოზულად გადაიხადეს ბენდელიანებმა. ფერად კაბაში გამოწყობილი მარინა დადიოდა სტუმრებს შორის. მეჯვარის ადგილას ამშვენებდა თაია. აჩის დანელიების ბიჭი ედგა გვერდით. საყვარელი ხალხით გაჭედილიყო წინანდლის ეზო, აქ გადაეხადათ ქორწილი მასპინძლებისთვის ყველაზე საყვარელ ბენდელიანებს. არჩილის მეგობრებს ელაპარაკებოდა უტა, ესალმებოდა ნაცნობებს, ნათესავებს, სამსახურში შეძენილ ახალ ადამიანებს. თვალეს აპარებდა საპატარძლო მაგიდასთან დამშვენებული ქალისკენ, საყვარელი ქალისკენ, ვისი თვალებიც დაჰყვებოდა მის ყველა ნაბიჯს. თაიასკენ აპირებდა წასვლას, მის გამოწვევას ცეკვაში და საერთოდ….. ისეთი მონატრებული იყო, თავად მოიტაცებდა ალბათ მალე, თუკი აჩის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ფეხებში გაებლანდა პატარა, ოქროსფერთმიანი გოგონა. -ფრთხილად, – მოიქცია ხელებში ბავშვი და მასთან ჩაიმუხლა.-სად მიიჩქარი ასე ძალიან? -ევა. – ხელი ჩასჭიდეს ბავშვს ზევიდან. ამოიხედა უტამ. და ისე ფართოდ გაიღიმა, ისე გაუნათდა თვალები, როგორც არავის დანახვისას აქამდე. თაია შორიდან უყურებდა ამ მომენტს, მათ შეხვედრას. -თამთა?! – მთელი სითბო ჩააქსოვა ამ სახელში უტამ. -უტა.-დაუბრუნა თბილი სალამი და მოეხვია კაცს.-როგორ შეცვლილხარ! როგორ ხარ? -შენ როგორ ხარ? – კარგად მოათვალიერა ქალის გაბრწყინებული ნაცრისფერი თვალები, ოქროსფერი თმა, მერე ზუსტად მის ასლს დახედა ქვემოთ.-ეს… -ეს ჩემი შვილია. ევა. -ევა. – გაიმეორა და კვლავ ჩაიმუხლა ბავშვთან.-რა ლამაზი გოგო ხარ. კომპლიმენტზე თავმომწონედ დატრიალდა ბავშვი უტას მკლავებში. ორივეს გაეცინათ. -მამიკო ამბობს, რომ პრინცესა ვარ.-თამამად გაეხვია კაცის მკლავებში და ყელზე მოჰხვია პატარა ხელები უტას.-იცი, რა კარგი მამიკო მყავს? -ხოო?! – გაეღიმა და აკოცა ზუსტად იმ პაწაწინა თითებზე.-აქ არის შენი მამიკოც? -არა.-თვალები აატრიალა თამთამ.-სამაგიეროდ შენი ძმაკაცია აქ. -ნუ გადაეკიდეთ შენ და შენი ძმა ჩემს ძმაკაცს.-აიყვანა ხელში ბავშვი. დედის ასლი იყო ზუსტად.-ძალიან გგავს. -ხშირად მეუბნებიან. – სიყვარულით შეხედა საკუთარ შვილს ქალმა.-შეცვლილი ხარ. -შენც. უფრო ლამაზი ხარ. -კარგი ახლა… – გაუნათდა სახე ღიმილის დროს. ამშვენებდა ტანზე კრემისფერი, ბრჭყვიალა კაბა, მხრებზე გადავარდნილი. მართლაც უმშვენიერესი იყო დანელიების ქალბატონი იმ საღამოს. ჩამოსვა მოწრიპინე ევა ძირს, სხვა ბავშვებს შეუერთდა ფრიალა კაბაში გამოწყობილი და მარტო დატოვა დედა უცნობ კაცთან. -ტატოს ძალიან უყვარდი.-ვერ შეიკავა თავი უტამ.-და მაგიტომ მიყვარხარ მეც ძალიან. მიხარია, თუ ბედნიერი ხარ, თამთა. -მეც გამიხარდება შენი ბედნიერება, უტა. – თვალებში შეხედა ბიჭს.-რაღაც-რაღაცები გავიგე და იმედია, ყველაფერი მართალია.. თან ცოტა ლოყაც ამეწვა, მგონი მიყურებენ კონკრეტული მაგიდიდან. -ეჭვიანია.-გაეცინა უტას.-და ცოტა ჯიუტი. არაუშავს. საით არის მამაშენი? -საით იქნება, – მამის ხსენებაზე ეცვლებოდა სახე მაშინვე.-სუფრის თავში, რა საკვირველია. -მასთან სიახლოვე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეთანხმები იმაში, რაც შენ გაგიკეთა.-თქვა ისევ. ვერ იმორჩილებდა იმ საღამოს თავს, იმდენად უნდოდა ყველაფერი ეთქვა ყველასთვის. -ვიცი. -უყვარხართ ორივე. მაგრამ თავისებურად. -ვიცი.-გაიღიმა მაინც.-გამოიწვიე შენი გოგო საცეკვაოდ, რაღატომ წელავ? -მეც მალოდინა დიდი ხანი. -კაცები ვალდებულები ხართ… – თვალი ჩაუკრა უტას. -გნახავ მერე.-გადაკოცნა გოგონა და დაიძრა თავისი საყვარელი ქალისკენ. გზად დაალევინა სოსომ ერთი ჭიქა, ელისოსთვისაც გაიმეტა თბილი ხელები, თავისთავად აკოცა ლოყაზე მარინას, არჩილმა ანიშნა თვალებით ყველაფერი. მიაღწია თაიამდე. -ცხრა მთა გადმოვიარე. – ჩამოიყვანა საპატარძლო მაგიდიდან. მოიქცია ხელებში და ისევ ძველებურად ეცეკვა წინანდალში, როგორც მაშინ.-როგორ ხარ? -კარგად. შენ? – შეცვლილი ჰქონდა ხმა თაიას, უფრო დამშვიდებულიყო. -ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ. – დაატრიალა და დაიახლოვა უფრო.-მორჩა ვიზიტი ახლობელ ევროპაში თუ კიდევ გაქვს რამე დაგეგმილი? -რატომ? გინდა შენ რამე? – მზაკვრულად გაეღიმა თაიას. -რაც მინდოდა ეგ ხომ გავაკეთე, ზუსტად ამ ადგილას… სიამოვნებით გავიმეორებდი. -ამ დამპალ საუბარს უნდა გადაგაჩვიო.-მოჰხვია ხელები. შეისრუტა თაიას ატმის სურნელი უტამ. -ყველაფერში წამოგყვები. -ხო? -კი.-გაიღიმა.-დაგემორჩილები მე თავად. -ნუთუ?! – იდიოტივით ეცინებოდათ ერთმანეთის სიტყვებზე. -მაგალითად, ახლა გეტყვი პირდაპირ, ის შვილიანი ქალი… მზერით რომ განგმირე… -ცდები უკვე.-ტუჩებზე მიადო ხელები თაიამ.-არ მიეჭვიანია. -ტატოს უყვარდა ბავშვობაში.-დაიჩურჩულა და აკოცა თითებზე.-და მაგიტომაც ძვირფასია ჩემთვის ძალიან. -მესმის. ულამაზესია მართლაც. -დედობა მოუხდა.-წელზე ჩაუსრიალა ხელები ქალს.-რას აპირებ… რჩები თუ ისევ მიდიხარ? -შენ მითხარი, რა გავაკეთო.-მიადო შუბლი შუბლზე. -აღარ შემიძლია მეტი.-მოეფერა სახეზე.-საკმარისია. -ასე უცებ დაიღალე? აბა, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო.. -მოგიტაცებ იცოდე. – დაიმუქრა და ფრთხილად აკოცა ქვედა ტუჩზე.-სად გაქვს ჩემი საჩუქარი? რა მოიფიქრე? -რა უნდა მომეფიქრებინა. შენ არაფერი გიკითხავს… -თაია… -არც გითხოვია.. -მართალი იყო აჩი, – გადააქნია თავი უკან.-რა საჭიროა ეს მილიონი პაემანი, თუ ბოლო მაინც ესაა… – ანიშნა ქორწილისკენ. -ასეთი რა სხვანაირი ხარ… – ჩამოუსვა კაცს სახეზე ხელები თაიამ.-მსუბუქი, მარტივი, აღარ ხარ ძველებურად გაუგონარი. არც ბოროტი და გულქვა… -ნანობ ყველა სიტყვას?! -არა. როგორც იქცეოდი, იმის საპასუხოდ გეუბნებოდი ყველაფერს. ახლა… -დავჭკვიანდი.-თვალი ჩაუკრა.-თურმე არჩილს სცოდნია, რა არის უკეთესი. -ბრძენი კაცია… – გაახსენდა თაიას. -ამას შეხედე… – დაისისინა უტამ, ანიშნა თაიას ელენესკენ, დაჩის ბიძაშვილს, ლაზარეს ეცეკვებოდა. -რა გინდა შენ? – ხელით გაასწორებინა თავი და მოაცილებინა მზერა ბავშვებისთვის. -ერეკლე აქ არის? -ერეკლე არ მოსულა. ისე დაპატიჟა აჩიმ. – ჩუმად თქვა თაიამ.-ელენეს ყოფნა უკვე ისედაც ბევრს ნიშნავს. -მაგიტომ იქცევა ეგრე თავისუფლად?-ვერ აცილებდა თვალებს უტა.-ხომ არ დაავიწყდა, ჩვენც რომ აქ ვართ? -შენ ვინ გეკითხება.-გაეცინა თაიას.-დაანებე თავი. -დამითმობთ, ბატონო უტა? – სოსოს ხელი იგრძნო მხარზე უტამ. გადააბარა საყვარელი ქალი მამას და თვითონ ელისო მოიხელთა მკლავებში. -მამა… -რაო, მამი? რა გაწუხებს?-შუბლზე აკოცა შვილს. -არ ვიცი. არაფერი რომ არ მაწუხებს, ეგ ალბათ. -თუ… ძალიან რომ ხარ შეყვარებული.. -ეგეც.-ჩამოადო თავი მხარზე.-ძალიან მიყვარხარ. შენ და დედა რომ არა, არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. შენნაირი მინდა ვიყო… შენნაირი მშობელი. -იქნები.-მოეფერა ორივე ხელით სახეზე.-უფრო უკეთესიც. -რატომ წავიდა სენტიმენტალნი საუბრები?! – ხელი გადახვია ორივეს კარგად შემთვრალმა აჩიმ. -უკვე მოასწარი თავის წაქცევა? – გაითავისუფლა მისი ხელებისგან თავი თაიამ. -ახლა დავიწყე მხოლოდ. დედა სად არის? -აქ ვარ, დედი. – გამოჩნდა მარინაც არჩილთან ერთად. პატარძალიც მოიყვანეს მათთან. უტა და ელისოც დადგნენ შუაში და სამახსოვრო სურათი გადაიღეს წინანდლის ეზოში ოჯახის წევრებმა. ბედნიერი ღიმილი ამშევენბდა თითოეულის სახეს. ნანატრი ღიმილი… *** ცარიელ მაგიდასთან იჯდა უტა. ქორწილი უკვე დამთავრებული იყო, სტუმრებიც წასულები იყვნენ სახლებში. მარტო იყო ეზოში. გვერდით მიუჯდა ელენე ჯაფარიძე სკამზე. გადაურბინა მთვრალმა ღიმილმა უტას მისი დანახვისას. -მოსცილდი დანელიების ბიჭს? – უთხრა მაშინვე და „ბენდელიანი“ ჩამოისხა ჭიქაში. -სად დამინახე. -ყველგან. -რაღაც მოგიტანე. – ძირს დადებული ჩარჩო მოიქცია ხელებში. -„მესამე ნაპირი“?- გაახსენდა უტას და გამოართვა ბავშვს ხელებში მოქცეული ნახატი. -არა. სხვაა.. შემოატრიალა თავისკენ ჩარჩო უტამ. დადუმდა ცოტა ხანი. თაიას წითელი კაბა და თავისი ღია ფერის პერანგი დაინახა პირველი. მერე იტალიის ვარსკვლავიანი, ლურჯი ცა. რომაული გალავანის პირისპირ იდგა წყვილი, ერთმანეთზე ჩახუტებული, მონატრებული და მოალერსე. გვერდით გადადო ნახატი. სახეში უყურებდა ცრემლიან ელენეს, ვერაფერი უთხრა ამ პატარა ბავშვს, ვისაც ყველაზე დიდი წვრილი მიუძღვოდა უტას საბოლოო მდგომარეობაში. -არც ახლა გააკეთებ კომენტარს? – ჩუმად თქვა ელენემ.-მადლობა მაინც მითხარი. -შენი დამსახურება… ყველაფერი. შენი პატიება დამეხმარა, რომ უკან არ დავბრუნდი ისევ, ელენე. ამის მეტი რა გითხრა? -მადლობაც საკმარისი იქნებოდა. – გაიღიმა და წამოდგა ფეხზე.-იცი.. ან არაფერი. -მითხარი.-დაიჭირა წამომხტარი და თვითონაც წამოდგა ფეხზე.-გთხოვ. -თურმე ვერაფერს შეუძლია ადამიანის ნამდვილი სახის დამალვა. ასეთი ყოფილხარ სულ და ასეთი ხარ ახლაც: ადამიანური. სიმართლე გითხრა.. მამაჩემს საერთოდ არ ვიცნობდი. არ მახსოვს, როგორი იყო. მაგრამ ერეკლე ხომ ვიცი. – გაიღიმა უნებურად.-ჩვენი გზები… შეიძლება საერთოდ არ გადაიკვეთოს მომავალში, მაგრამ, როცა შეხვდებით ერთმანეთს, მე პირველი ის კი არ გამახსენდება, შენ რომ ოდესღაც მამა მომიკალი, არამედ ის, რომ… შენ ხარ. უბრალოდ შენ. ჩემი მეგობარი. -ელენე. – ხმა წაერთვა უტას. -შენც ეს უნდა გაგახსენდეს. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიხსენი მაშინ. დედაჩემისა და ჩემი სწავლის თანხის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. ერეკლეს სამსახურის ხელის შეწყობისთვის ხომ საერთოდ… -ეს ვინ გითხრა?! – კბილებში გამოსცა გაღიზიანებულმა. -მიხვდი. სწორიც ვყოფილვარ. ადექი ახლა ამ ცარიელი სუფრიდან, გელოდებიან აივანზე… აიხედა ზევით უტამ. თაია იდგა მოაჯირს დაყრდნობილი. უყურებდა ელენესა და უტას მაღლიდან, ზუსტად იმ ოთახიდან. ნახატთან ერთად წაიწია ქალისკენ უტამ. ამოხედა ქვევიდან შავი თვალებით მაცქერალს ღამეულ სიბნელეში. -სერენადას აპირებ? – პირველმა წამოიწყო თაიამ. -ამაშიც პირველი უნდა ვიყო?! -დაგასწრეს. უმღერიათ ჩემთვის ადრე.. -ლექსიც დაუწერიათ. რაღა დარჩა ჩემი გასაკეთებელი?! -ალბათ ეს. – დაანახა გადახსნილი კოლოფი და გაიღიმა თაიამ. -დამთანხმდი.-დაიჩურჩულა უტამ სურვილისგან გაჟღენთილი ხმით. -ამოდი ჯერ. -ისედაც ამოვიდოდი. -იგვიანებდი რაღაც. -არასდროს ვიგვიანებ. შენთან.. – წამოვიდა ნახატით ხელში ნელ-ნელა და თვალის მოურიდებლად შევიდა შენობაში. გაიღო მისთვის ისედაც მუდამ გაღებული კარი. ჩააბარა ხელში თავისი კუთვნილი, საზიარო საჩუქარი და კარს მიეყრდნო დამშვიდებული. -ყველა წუთი მიღირს ლოდინში გატარებული, როცა საჩუქარი შენ ხარ. – გადმოდგა ნაბიჯი და გაეცინა საკუთარ სიტყვებზე.-მართლაც მესამე ნაპირივით ხარ, თაია. ცარიელი ნავით მოგადექი და მაინც მიმიღე. არაფრის შემოთავაზება შემეძლო და მაინც გვერდით დამიდექი. ახლა.. ახლა მართლა შემიძლია ბევრ რამეს დაგპირდე. და გპირდები კიდეც… რომ გიმსახურებ. -გიყვარვარ? – გაიმეორა ძველებურად. მოგონებებმა თვალწინ გაირბინა ლამის ოთახში. -თუ ისევ წასვლას აპირებ, არ გაგატან პასუხს.. -რა წასვლა, უტა. ისედაც ჭკუიდან შევიშალე.. -ხედავ?! უკვე უშენობის როგორ მეშინია. -ფრთხილად უნდა იყო. აღარ აქვს მეტი ნაპირი შენს მდინარეს. -ჩვენს. ერთად ვარ მაგ ნავში ისედაც. აღარ იყო ის ხიდი ჩატეხილი. არც მთვარე ჩანდა ბნელი, მარტოობისგან გვემული კაციც შორიდან მოჩანდა თითქოს. გოგონაც ამოვიდა იმ მესამე ნაპირიდან და ცარიელი ნავი სადღაც შორს გაუშვა, უკან – მარადისობაში. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.