Jag släppte inte (თავი 3)
გაღვიძებისას ერიკი თაიას სხეულს კოცნით მიუყვებოდა. ცდილობდა დილის მზის სხივებს დაასწრო სატრფოს შესაცნობლად. - მმმ... რომელი საათია?- ნამძინარევი ტონით აღმოთქვა, თაიამ. - ჯერ ძალიან ადრეა, käre. - მაშინ რატომ მაღვიძებ, ერიკ? ხომ იცი, რომ დღეს საღამოს საფრანგეთში ვართ წასასვლელი? - მიყვარს, როდესაც პირველი ვიღვიძებ და შენს ნაზ ნაკვთებს ვუყურებ... - Du är så dum, Eric!- უთხარი მას, რაზეც ორივეს სიცილი აგიტყდათ. დილა საკმაოდ გრილი იყო, კუს ტბის მომდებარე ტერიტორიაზე. ოთახში სასიამოვნო ჩიტების ჭიკჭიკი შემოდიოდა, რომლებიც გულსა და სულს ერთიანად სასიამოვნო შეგრძნებით გივსებდნენ. ერიკი ჩაის ჭიქით ხელში აივანზე გასულიყო. თითებში სიგარეტის ღერი ჰქონდა შეზრდილი და თავისი თავბრუდამხვევი შესაძლებლობებით, ნაცრისფერ ფილტვებიდან გამოსულ ჰაერში ეხვეოდა. როდესაც იგი, გუშინდელ ღამეზე იწყებდა ფიქრს, მთელი სხეული კანკალს უწყებდა... თავს ყოვლისშემძლედ გრძნობდა და ამავდროულად საშინლად ბედნიერი გახლდათ, რადგან თაია მისი იყო... გოგო, რომელიც თავისი შეუცნობელი ბუნებით ადამიანს თავის მარწუხებში იქცევდა. ფიქრისგან თავისი გონება ასე ეგონა, რომ აფეთქდებოდა... მოგონებების კაეშანს ვერ იშორებდა, თითქოს აწმყოსაც გაურბოდა. - მგონი დროა, რომ წავიდეთ არა?- ჰკითხა ერიკს თაიამ, რომელიც თავისი მოხდენილი სახის ნაკვთებით, მოკლე შორტითა და ტოპით ერიკის წინ დამდგარიყო, შემდგომ კი მაცდურად უყურებდა მის თვალებში. - När du beställer Taia. თაიას აღელვებისგან საკუთარი თითები აღარ ემორჩილებოდა. გამუდმებით რეპეტიციას გადიოდა, თუმცა სხეულში რაღაც დაუკმაყოფილებელს გრძნობდა. ზოგჯერ აჟღერებული ნოტი, მისთვის საშინლად ხელოვნურად ისმოდა, ზოგჯერ კი უბრალოდ თავის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. რეპეტიციამ დიდხანს გასტანა. თაიას სხეული დამძიმდა. სათუთი, გრძელი თითებიც აღარ ემორჩილებოდნენ იდეალობის მოყვარულ პატრონს... თაიას უნდოდა პარიზში ჩატარებულ კონცერტზე თავისი საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეშკარავებინა, თუმცა გრძნობდა, რომ მისი მედიდურობა სადღაც ბნელ კუნჭულში ყოფილიყო მიმწყვდეული. *** თაია გაფაციცებით აფახუნებდა თავის გრძელ წამწამებს და გაკვირვებული გამომეტყველებით აპყრობდა მზერას პარიზის ქუჩებს. გრძნობდა, როგორ ვრცელდებოდა მის სხეულში სასიამოვნო გრძნობა, რომელიც ადრენალინის დახმარებთ ჰქონდა გამოცდილი. ერიკს თაიას აღშფოთებული მიმიკები არ გამოჰპარვია. დრო თავზე საყრელად ჰქონდათ. საღამომდე ჯერ დიდი დრო იყო დარჩენილი. - Käre... სასტუმროში დავბინავდეთ და შემდგომ ქალაქი დავათვარიელოთ.- უთხრა ერიკმა თაიას, რომელიც სიხარულისგან პატარა ბავშვივით ჰაერში ხტოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.