სისხლიანი მთვარე (2)
რამდენიმე ხნის წინ სისხლიანი მთვარე დავწერე.მოგეხსენებათ, ჩემს შეშლილ მეზე იყო,რომლის არსებობასაც შეეგუა საზოგადოება და იმ ოთხი კედლიდანაც გამოვედი,სადაც ყოველ ჯერზე დიმედროლით მაბრუებდნენ,იმ ოთხი კედლიდან ,სადაც ჩემს მუზას არარსებული ადამიანები ერქვა. ყველამ ვიცით,რომ შეშლილობაშიც არის რაღაც სასიამოვნო,რაც მხოლოდ შეშლილებმა იციან.ჰოდა,მეც მომწონდა ეს შეშლილობა და იმდენად ვიყავი მასში ჩაციკლული,რომ ვერ ვტეხავდი,იმ კარებს,საიდანაც უნდა გამოვსულიყავი,არც ვინმე მყავდა გვერდით ,რომ დამხმარებოდა.ასე,რომ ეს "კარები" ჩემით ჩამოვიღე და გასაღებიანადაც დავწვი. მოდით,განვაგრძოთ ეს ჩანახატი და "ვაფათუროთ ხელები ჩემს სულში"... მოდით ვარსკვლავებით დავიწყოთ,რაც მე ძალიან მიყვარს.მიყვარს,რადგან ადამიანებს არ გვანან.არ გვანან იმით , რომ არ იკარგებიან.მიუხედავად იმისა,რომ ვერ ვხედავთ,სულ ჩენ გვერდით არიან.თავს განატრებენ,მაგრამ იცი,რომ შენთან არიან.თუმცა,მათაც აქვთ საიდმლოები.რა საიდუმლოები?! ამას მხოლოდ მე მანდობენ..ასე,რომ არ მაქვს უფლება თქმის..მაგრამ თუ ძალიან მიუახლოვდები თითოეულ მათგანს აუცილებლად გაგიმხელენ ყველა საიდუმლოს,მაგრამ თ ბოლომდე მოგენდობიან.. მადლობა ღმერთს,ჩვენსავით მიამიტები არ არიან..ყველასთან არ მიდიან და ყველასი არ სწამთ..არც გულის ტკენა იციან.. ახლა მთვარე გავიხსენოთ.მიუხედავად იმისა,რომ იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევ,მაინც რჩება ჩემს მუდმივ მეგობრად.ალბათ,ტკივა,რომ სულ მივივიწყე,თუმცა მის "მაკეტს" სულ გულით ვატარებ,მშვენივრად არის მოკალათებული ჩემს ყელზე,რომლის დაგემოვნება ბევრს არც ღირსებია,ის კი პირველია..მე და მთვარე ყოველ ღამით ვსხდებოდით და ისეთ თემებზე ვსაუბრობდით,რაზეც ადამიანები ვერ ილაპარაკებდნენ. მე შევქმენი სამყარო,სადაც ყველა ადამიანს შეუძლია ფრენა.ფრენისას ხომ ხარ თავისუფალი,ფრენისას ხომ გავიწყდება ყველაფერი და ფრენისას ხომ ყველაფერ კარგთან ახლოს ხარ:ღმერთთან,უფალთან,მთვარესთან,ვარსკვლავებთან,გალაქტიკასთან.არსებობს წამებიც,როცა შეგიძლია ისე შორს გაფრინდე,რომელსაც ფხიზელი გონებით ვერც კი წარმოიდგენ,მაგრამ რამდენიმე ჩემნაიის სიცოცხლის არსიიც ხომ ისააა,რომ გაფრენა შეძლო ნარკოტიკის გარეშე..გაფრენა შეძლო ფხიზელ მდგომარეობაში,რადგან დეტალები დაიმახსოვროო,ზემოთ ხსენებული კარგი ,ღვთაებრივიი , რაღაცები. თუმცა,ხალხმა მოინდომა,გამეკეთებინა ნიღაბი.ნიღაბი,რომელსაც არასდროს მოვიხსნიდი და მეც მათნაირი გავხდებოდი.მე დავიღალე ოთხი კედლის ყურებით და დავეცი.დაცემას იმიტომ ვუწოდებ,რომ უარი ვთქვი იმ ცხოვრებაზე,რომლითაც აქამდე მოვედი.არც ღირდა ის ცხოვრება,ალბათ,რადგან ამ დონემდე მომიყვანა. მოდით ახლა იმ ცხოვრებას მოგივყებთ,რაც რამდენიმე ხანია დავიწყე ადამიანებითან ერთად. და,რა თქმა უნდა,ყველაფერს გაგიზიარებთ. გამოვედი თუ არა იმ ოთხი კედლიდან,გიჟი პოეტი,რომელიც არაფერში იყო გარკვეული,პირველივე ეტაპზე გადავიტანე შეჯახება,იმ დიდ ტალღასთან,რასაცსაზოგადოება,ხალხი,ადამიანები ეწოდება.გვერდით გადავდე,ყველა "ყოფილი",საყვარელიღვთაებები:ცა,ვარსკვლავები,პლანეტები,მთვარე,მზე,გალაქტიქა და ტქვენ წარმოიდგინეთ,ღმერთიც კი..ავყევი იმ ხალხს,რომელსაც ათეისტებს უწოდებდნენ,შევეჯახე იმ ტალღასაც,რომლებსაც ადამიანებს უწოდებენ,მაგრამ როგორც დავასკვენი ადამიანები არ ჰქვიათ სინამდვილეში.შევეცადე,მეთ მათნაირი გავმხდარიყავი,ცინიკოსი,"მაგარი ტიპი",ჭორიკანა,ყველასნაირი,ვითომ განსხვავებული და რაც ყველაზე მტავარი იყო მეფიქრა ისე,როგორც მათ უნდოდათ.მომიწია გამეჩინა მეგობრები,რომელთაც არც ჩემი აზრი აინტერესებდათ,ისინი ჩრდილებივით იყვნენ,მხოლოდ მზიან ამინდებში მოდიოდნენ.მომიწია გავქცეოდი მშობლებს,მეჩვენებინა ჩემი ბედნიერება,მომიწია,ფარდა გადამეფარებინა ყველაფერზე და ამ ფარდის მიმართ დამემალა ჩემი ნამდვილი მე.საბოლოოდ დავასკვენი,რომ მართლაც მარტო ყოფნა სჯობს,იმას , რომ ყალბი მეგობრები გყავდეს.ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ცხოვრებას,ავყევი მათ,თუმცა გადიოდა დღეეები და მე მენატრებოდაა ის ადამიანი,რომელიც ადრე ვიყავი.ხშირად ვიღიმებოდი,ვიცინოდი,მაგრამ ღიმილი დიდ ბედნიერებას არ ნიშნავს,რადგან ხშირად მის უკან დიდი ტკივილი იმალება. რაღა ბევრი გავაგრძელო და ცხოვრება ასეთი მრავალი საფეხურებით არის სავსე.რაც უფრო იზრდება,მითუ უფრო იღლები,იღლები,შეიძლება ფეხი დაგიცდეს და რამე მოიტეხო,თუმცა არ უნდა დანებდე,თუუ გაგიმართლა და ვინმე ღვთისნიერმა გამოიარა სრულიად შემთხვევით,წამოგაყენებს და მოგეხმარება ბოოლომდე ასვლაში,თუ არადა სხეულის რომელიმე ნაწილით მოტეხილს მარტოს მოგიწევს ამ რთული საფეხურების გავლა..ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული გვაკლია..ჩვენ ერთმანეთის სიყვარული რომ ვისწავლოთ ,ჩათვალეთ,ბედნიერება ჩვენს ხელთ იქნება სამუდამოდ.ალბათ,გაგიკვირდებათ- როგორ შეიძლება ყველა ადამიანი გიყვარდესო.მეც მიკვირდა.დიდი დრო მქონდა იმისთვის,რომ გამეანალიზებინა ჩემი მიზანი და მოვალეობა ცხოვრებაში,ამისთვის კიდევ უამრავი წელი გაქვსოო მეტყვით,ალბათ,თუმცა,არა !!! არავინ იცის ხვალ რა მოხდება..იქნებ გათენდეს და ვინმემ ჩემიი სხეული აღმოაჩინოს,უსულოდ..უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით,და არა მომავალზე ფიქრით.არ უნდა გვაინტერესებდეს სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე და არ უნდა ვიყოთ სხვაზე დამოკიდებულნი. იცით?! ამ ყველაფერ შეიძლება ვამბობ , მაგრამმ გგონიათ თავად ამ ცხოვრებით ვცხვრობ ? განა არ ვიცი , რომ წესებს ვარღვევ?! იმ წესებს,რომლებიც მე თვითონ დავაკანონე!! და ახლა,ამდენი ხნის შემდეგ,როცა დავაღწიეე თეთრხალათიან,გიჟების ექიმებს,კვლავ მათ შევნატრი. რატომ?! ნუთუ ეს კითხვა გებადება ?! მოდიი,გაიხედე გარეთ. რას ხედავ ? ალბათ,ადამიანებს,ან ხეებს,ან ზღვას,ან ხალხს,ან მასწავლებელს,ან კლასელს,რომელსაც ყველაზე მეტად ძულხარ,ან რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ (ვითომ),ნუთუ ამ ყველაფერს არ ჯობს, შექმა სამყარო..სამყარო,რომელშიცც დაფრინავ,რომელშიც ხეები გელაპარაკებიან,იქაურობა სავსეა ჩიტებით,ყვავილებით,ჰორტენზიებით,ტიტებით,იმ სამყაროში ცა-ცააა , ზღვა-ზღვა..ნუთუ არ ჯობს სამყარო,სადაც ტყუილი არ არსებობს,სადაც არც თვალთმაქცობა და ფარისევლობა,სადაც მტერი არ გყავს და სადაც ყველას უყვარხარ,სადაც ნიღბის გაკეთება არ გჭირდება.სადაც მთვარე შენი მეგობარია,სადაც ვარსკვლავები საიდუმლოებებს გიმხელენ,სადაც ყველაფერს ფასი აქვს და მთვარე კვლავ სისხლიანია და არა წყლიანი,ან ცრემლიანიი..ცრემლიანი იმიტომ,რომ ვინ არ დაიღლება ამ თვალთმაქცი ,ვითმ მეგობრების ყურებით,ვინ არ დაიღლებაა ყოველდღიურობით,სადაც საინტერესო არაფერი ხდება და სადაც სხვას შენი ცხოვრება გაუხდია საკუთარ ცხოვრებად..მაგრამ , ყოველი ახალი დღეე შენი შანსიაა შეცვალო შენი ცხოვრება,რომელიც გტანჯავს ერთფეროვნებით..დრო..დროსს ფასი აქვს..წუთები აქვს დათვლილი..ლამაზ წუთს და ლამაზ წამს ვერ ვუბრუნდებით,ჩაიქროლებს წლები,გავა..რაც არ უნდა სდიო,ვეღარ დაეწევი..დროო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ..მაგრამ არაფერს კურნავს..პირიქით გაჩვევს იმას,რაც გინდა ,რომ დაივიწყო.ეს კი ცუდია..სანამ დროა სიყვარული უნდა მოვასწროთ,თორემ მერე დრო უსიყვარულობას შეგვაჩვევს..მე მშვიდად ვარ,რადგან მნიშვნელობა არაქვს ვინმეს ვუყვარვარ თუ არა,მთავარი ის არის,რომ მე მიყვარს ყველა..როცა გიყვარს ცუდს ვერ აკეთებ,მასზე ზრუნავ,იცავ,ფიქრობ..ფიქრობ,ღელავ,ღელავ რამე ხომ არ უჭირს,ფიქრობ დაუსაბამოდ..წუხხარ,რომ რაღაც უჭირს,მაგრამ შენ ვერ ეხმარები,ვერ ეხმარები,რადგან არ გაქვს საშუალება,ვერ ეხმარები , რადგაჯ მან სიყვარულზე უარი თქვა,რადგან ყველაფერს ხაზი გადაუსვა..ჩვენ არ უნდა დავბადებულიყავით ამ დროში,რადგან მას ფეხით გვითელავენ.. აი ხალხო. ძალიან ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ,რაც თავი დავაღწიე,ექიმებს,გრძელმკლავებიან,ხელებშეკრულ ხალათებს,ოთხ კედელს თავი და როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.. ხალხო,იფიქრეთ.. დღესს ძალიანნ ცოტას ფიქრობთ,ამიტომაცააა რომ ერთფეროვანია თქვენი ცხოვრება..არ მინდა მე თქვენ რომ დაგემსგავსოთ,არამედ მინდა,რომ თქვენ მე დამემსგავსოთ..იყოთ,მხიარულები,სულ იღიმოდეთ,ოღნდ არა ყალბი ღიმილით,ტიროდეთ ოღონდ არა ყალბი ცრემლებით,იცინოდეთ,გიხაროდეთ,გიყვარდეთ,გაბედნიერდეთ,აღფრთოვანდეთ,სუნთქვა შეგეკრათ.. ჰოდა,ასეა.. ახლა,კომპიუტერთან ვზივარ და ამ ჩანახატს ვწერ..აქამდე რვეულში ვწერდიი,ჩემს ფანჯარასთან..არც ახლა ვარ ფანჯრიდან შორს,თუმცა აშკარად რადიკალურად შეცვლილი პიროვნება ვარ.. ასე,რომ შენ,ვინც ამას კითხულობ-*გიყვარდეს !! გიყვარდეს ყველა , და ყველაფერი!!! ენდე მონატრებას.... მე მიყვარხარ.. ჰო,შენ!! შენ-ვინც ამას კითხულობ..მთვარეს ახედე..მასაცუყვარხარ..გარეთ გადიი,ვარსკვლავებს უნდა საიდუმლო გაგიმხილონ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.