კლინიკაში
-არა ვარ გიჟი!-ისმოდა გოგონას განწირული ხმა, – დედა, შენც არ გჯერა, უთხარი, რომ არა ვარ გიჟი!- მიუბრუნდა და მიაძახა ვიღაც თავჩაქინდრულ, ოდნავ პუტკუნა ქალს, სავარავუდოდ “დედას”. -როგორ ვიქნები გიჟი, შემამოწმეთ, რაც გინდათ მკითხეთ! როდის ჩაიძირა ტიტანიკი, რას წერდა ტოლსტოი, ბოდლერის ლექსებიც ზეპირად ვიცი… მკითხეთ! არა, არა ვარ გიჟი, დე-დააა…-მერე ბოლოჯერ მოიხედა, მიხვდა, რომ მისი არავისსჯეროდა, თვალებში უიემდობა ჩაუდგა. როგორღაც დაუსხლტა ცისფერხალათიანებს, თავჩაქინდრულ ქალთან მიირბინა და შეაფურთხა. -არა ხარ შენ ჩემი დედა, ვიცოდი… ამიტომაც გამიმეტე საბოლოოდ, ამის დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ ასეა! შენი შვილი რომ ვიყო, შენს მუცელში ჩასახული და იქიდან ამოყვანილი, მართლა გიჟი რომ ვიყო, აქ მაინც არ გამომამწყვდევდი… -შვილო…-ჩაიკეცა ქალი და ხმა გაეყინა, ჩაუწყდა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. -დაიჭირეთ, შეტევა აქვს!-ხელი მკრა გვერდზე მდგომმა ექთანმა, -მე ნემსს მოვიტან. გოგონა ფეხებს უმისამართოდ იქნევდა. ერთ0ერთი პრაქტიკანტის მარჯვენა თვალზეც დატოვა “ნაფეხური” და მეც კარგად მითავაზა ერთი-ორი წიხლი მუცელში, თუმცა საბოლოოდ დაგვნებდა. უფრო სწორად, დავიმორჩილეთ. მის სევდით ავსებულ წყლიან თვალებში აღარაფერი იყო… სიცარიელის გარდა… იყო სიცარიელე… იყო სავსე სიცარიელით… იყო მზერა გაყინული… გოგონა “დავამშვიდეთ”, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, ახლა დედამისს დაეწყო ნერვული შეტევა. შვილისგან განსხავებით ამ ჩასუქებულს, ბევრად მსუბუქი მედიკამენტები გაუმკლავდნენ. ქალი სკამზე ჩამოჯდა, თავი ჩარგო და ბორგვა დაიწყო. გვერდით მივუჯექი. -რა მოხდა, ქალბატონო? -გამიგიჟდა, უცნაური მოყვანის დღიდან იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაური კი არა გიჟია, გიჟი!- “მოყვანის დღიდან”, ახლა მივხვდი რას გულისხმობდა გოგონა როდესაც ყვიროდა “ვიცი არ ხარ დედაჩემიო”. ალბა, შეიტყო რომ ნაშვილებია და ფსიქიკა შეერყა-მეთქი. დედამისი დავამშვიდე, მალე გაუვლის ასეთები ხშირად ხდება-მეთქი. -არ გაუვლის!-მითხრა გადაჭრით, ბავშვობიდან ამტკიცებს რაღაც ისტორიული ფაქტები ვიციო და ვიღაც უცხოელი ავტორების წიგნები, ზეპირად… -მართლა იცის?-დავინტერესდი მე. -აბა მე რა ვიცი, შვილო, სოფლელი ქალი ვარ, სოფელში გაზრდილი, იმის იქით რა ხდება რა ვიცი? “ციტატებიო” გაიძახის… გეგონება, ვიცოდე რა წერია ე მაგ დასაწვავ წიგნებში… -კლინიკაში იმიტომ მოიყვანეთ, რომ განათლება თქვენზე მეტი აქვს? იქნებ სკოლაში ისწავლა, მეგობართან წაიკითხა ან მეზობელს აქვს წიგნები, არ გიფიქრიათ? -რას ამბობ, შვილო, სადაა სკოლა და მეგობრები ჩვენს სოფელშI, “მისღემჩი” არ უვლია სკოლაში, მეზობელი ყველაზე ახლოს 7 კილომეტრში ცხოვრობს, თუ უფრო მეტი არაა ზოიას კარმიდამომდე… აბა ზუსტად მე რა ვიცი… ისე კარგი ქალია, მაგრამ წიგნები არც მაგას აქვს, ვკითხე უკვე. -იქნებ შვილისთვის გეკითხათ, საიდან იცის ყველაფერი ეს? -ვკითხე. ამბობს, ჩემი საქმრო იყო მოსული და მითხრაო, ჩემმა საქმრომ წიგნი მაჩუქა და წავიკითხეო, ჩემმა საქმრომ თეატრში წამიყვანაო. მაგას, შვილო, მთების, ტყის და ძროხების მეტი არაფერი აქვს ნანახი, რა თეატრი, რა წიგნი? ეშმაკი შეუჩთა დამოლანდებები აქვს უეეჭველად. სოფლის მღვდელმაც ეგ მითხრა ცენტრში, ლოცვამ არ უშველა და კი მოგადექით თქვენ, იქნება გადამირჩინოთ ეგ უბედური, ქმარი მე არა მყავს და შვილი, მაგის მეტი, დამტირებელ-დამმარხველი ეგაა. თუ არადა კი გადავბრუნდები საცხა კუთხეში და ვიქნები იქ, მეზობელს სუნი შეაწუხებს თუ რავა? დოუმარხავს შემჭამენ ჭიები! -დამშვიდდით ქალბატონო, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რაც ხელეწიფებათ… -შენ ექთანი ხარ?-მკითხა მოულოდნელად. -არა დეიდა, ჯერ მხოლოდ სტუდენტი ვარ, აქ პრაქტიკას გავდივარ. -მგონი ვერ გაიგო რა ვუთხარი, გაშეშდა, ქვედა ტუჩი ჩამოაგდო გაოცებულმა და მერე ისევ დაიწყო წუწუნი.-გადამირჩინეთ შვილი რა იქნება? ა?-იმეორებდა განუწყვეტლივ და თან პირდაპირ თვალს მიყრიდა თვალში, თანაგრძნობა ნერვების მოშლაში გადამეზარდა და უბრალოდ გავეცალე. *** რამდენიმე დღით დააბეს, ერთი-ორჯერ მეც შემგზავნეს მისთვის საჩხვლეტად. “კარცერიდან” რომ გამოუშვეს უკვე დამშვიდებული იყო, თვალებშიც აღარ ჰქონდა სიცარიელე, სევდა იყო დაბრუნებული ძველებურად. ჩვენს კლინიკაში ბევრი “ნაპოლეონი” იყო, ბევრიც “ჰიურერი” მკლავშემართული გერმანულ სიტყვებს ისროდა, ზოგი რას იბრალებდა, ზოგი – რას, იყვნენ გაშტერებულები, ცარიელი თვალებით. ზოგი სასაცილო იყო, ზოგი – საცოდავი. ჩვენ მათ ერთ ქვაბში ვხარშავდით და “გიჟებს” ვუწოდებდით, ალბათ ასეც იყო. “მეფეებიც” იყვნენ და “მონებიც”, თეთრკანიანები, რომლებსაც თავი ზანგი ეგონათ და სხვანი. საბოლოოდ კი ათ ერთი სიტყვა აერთიანებდათ… და ერთი კლინიკა… საგიჟეთი… ამ გოგონას კი გიჟად ვერ აღვიქვამდი, ის უბრალოდ სხვანაირი იყო. სხვანაირებს კი ერთნაირებში რაც ემართებათ ყველამ ვიცით, ეს გოგო კიდევ ერთი მაგალითი იყო, ბრბოს მიერ ჩაქოლილი კიდევ ერთი უმწიკვლო მსხვერპლი. თუმცა, ვაღიარებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი იყო. ტანისამოსი არ უყვარდა, თეთრი პენუარით მოძრაობდა, საშიელებათა ჟანრის ფილმის მოჩვენება გეგონებოდათ, ალბათ ღამით რომ მენახა შემეშინდებოდა კიდეც. თმაგაწეწილი, ფეხშიშველი… როდესაც შეამჩნიეს, მის სხეულზე ნაკაწრები, მიუხედავად ბოლომდე დაჭრილი ფრჩხილებისა, გადაწყვიტეს, მისი ეს ჰარმონიული სიმშვიდე მოჩვენებითიაო და კიდევ რამდენიმე დღით დააბეს. ბოლოს, არ ვიცი შეეცოდათ თუ პერსონალს გაუფრთხილდნენ საწოლს მიჯაჭვული გაათავისუფლეს მაგრამ, განაჩენი გამოუტანეს, რომ დაბმულს უნდა ევლო. ასე გამოემშვიდობა თეთრ, მოძველებულ თუმცა მაინც მშვენიერ პენუარს და სხვა “კაბა” მოირგო, ზედმეტად გრძელი სახელოებით, იმდენად გრძელი, რომ უკან თავისუფლად შეგვეკრა. პენუარი გაიხადა, მაგრამ ფეხსაცმელებს არ ეკარებოდა. დასეირნობდა ფეხშიშველი, ბალახებზე ეზოში. ხანდახან ხელებს უხსნიდნენ, მხოლოდ ერთი საათით, ისიც იმ შემთხვევაში თუ მეთვალყურე თან ახლავდა. ნაკაწრები გაქრა. ხელებს როცა უხსნიდნენ შუაგულ ბაღში იჯდა, ბალახებს გლეჯდა, ელაპარაკებოდა, ეფერებოდა, იხუტებდა თმაში იბურდავდა… მოგლეჯდა ათასში ერთ, გამორჩეულს, ყვითელსა და აროლებულ ყვავილს, ხელში ეჭირა და პატარა ბავშვივით უხაროდა. ხან ხესთან ჩაიჩოქებდა და მერქანსშორის ნაპრალებს უთათუნებდა, ჩამაყოლებდა თითებს, მერე ისევ ზემოთ ააყოლებდა. დაბლა… მაღლა… დაბლა.. ისევ მაღლა… მერე ხელებს უკრავდნენ… წინააღმდეგობას არ უწევდა “თავისუფლების მძარცველებს”, თითქოს ბედს შეეგუაო. მეც შევეგუე, რომ შეცდომა დავუშვი, ვიფიქრე, ისიც ერთი ჩვეულებრივი ფსიქოპატი იყო, არაფრით გამორჩეული “ქვაბში ჩაყრილი დანარჩენი ინგრედიენტებისაგან”. *** *** ამ გოგოს მეთვალყურედ დამნიშნეს. ხელების გახსნის დრო იყო. მივედი. -ხელები უნდა გაგიხსნა. -ჰო, ვიცი, ცოტახნით… არაფერი ვუპასუხე, “დაბმული ლეკვი ავუშვი” ის კი ისევ ძველებურად გაგორდა ბალახებში და ბავშვური ცელქობა დაიწყო, ჩვეულებისამებრ. დრო მალე გავიდა და ისევ “დავაბი”. ახლა, ასე დაბმული დააბიჯებდა ფეხშიშველი ბალახზე. მერე, ალბათ დაიღალა და ჩამოჯდა, ხეს მიეყრდნო ზურგით.მივუჯექი. ხმა არცერთს ამოგვიღია. მე ვეღარ მოვითმინე და გავარღვიე ბუნებასთან ჰარმონია. -წამლის მიღების დროა… -უნდა მიჩხვლიტო? -არა… -ახლა არა, მართალია, ჩხვლეტა ძილის წინ, -მომეჩვენა, რომ მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდა, თუმცა შეიძლება ვცდებოდი კიდეც. -თმას რატომ არ ივარცხნი?-შევცვალე რატომღაც სასაუბრო თემა. -მეხუმრები? შენ არ შემიკარი ხელები სულ ახლახან?- ისევ ის ღიმილი. -სანამ შეგიკრავდი? -ძალიან ცოტა დრო მაქვს ხოლმე. -გინდა მე დაგვარცხნო?- აღმომხდა ისე, რომ ვერ გავაკონტროლე რას ვამბობდი. სავარცხელი არ მაქვს…-ამოიოხრა გოგონამ. -ჩემსას გათხოვებ. -ვარდისფერს?-მკითხა მოულოდნელად. -ჰო…- ვუპასუხე გაოცებულმა და დავიწყე ფიქრი, როდის დაინახა ჩემი ვარდისფერი სავარცხელი, ის მე კლინიკაში ჩანთიდანაც კი არ ამომიღია, ან რაში უნდა დამჭირვებოდა, იქ ხომ ყოველთვის შეკრული მქონდა, თანაც პაციენტის თანდასწრებით რატომ დავიწყებდი თმის ვარცხნას? -არ მიყვარს ეგ ფერი, მწვანე მიყვარს, ისევე როგორც შენ!- აი, თურმე რატომ ეფერება ბალახს, ჩამეღიმა გულში, მაგრამ თითქოს თავში ურო ჩამცხესო, შინაგანი ღიმილი შინაგანშივე მიმეყინა. -შენ საიდან იცი?-ვკითხე გაუბედავად. -ჩათვალე, რომ ეს ქალური ინტუიციაა, სიმართლეს მაინც არ დაიჯერებ, ანა.. -ანა? რატომ მიწოდე ანა?-შევშფოთდი, ვგრძნობდი სისხლი მიდუღდებოდა, ყველა არტერიასა და ვენაში ვგრძნობდი სისხლის აქაფებულ ბუშტუკებს. -იმიტომ, რომ ანა გქვია, -გაჩუმდა და თითქოს გულში ამბობსო, ჩუმად დაამატა, – ისევე როგორც მე… ეს კი მართლაც შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, თურმე ჩემი სახელი ჰქვია, მე კი მას ვიცნობდი როგორც “პაციენტი 5713″, ისევე როგორც დანარჩენებს…მწვანე ფერიც ჰყვარებია… ნუთუ არის კიდევ რამე იდუმალი მასში, ისეთი რომ მე გადამებას უხილავი ძაფებით? ვფიქრობდი და უცებ ერთი უბრალო კითხვა ამომიტივტივდა გონებაში : -კიდევ რა იცი ჩემზე?-წარბის აწევით ვკითხე, და თავადვე შევამჩნიე რამხელა გაუცხოება ჟღერდა ამ ერთ კითხვაში, ცოტახნისწინანდელ მესა და ახლანდელს შორის რამხელა უფსკრული გაჩენილიყო. -ყველაფერი… რასაც მკითხავ გეტყვი. სავარცხელზე მკითხე!- თითქოს მინიშნება მომცაო. მართლაც, იყო რაღაც “ისეთი”, ამ სავარცხლის ისტორიაში, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს ისტორია კლინიკაში არავისთვის მომიყოლია… არასდროს… -ასეთი რა იცი ჩემს სავარცხელზე?- ძლივს ამოვუშვი საკმაოდ მისუსტებული ხმა. -ის, რაც შენც იცი!- ვიფიქრე სიტყვებით მეთამაშება, არაფერი არ იცის, ინტუიციით მოქმედებს-მეთქი. “ალბათ, უნდა ჭკუიდან შემშალოს, არ ავყვები!” უნიფორმაზე ფოთოლი დამეცა, მკერდზე დავიხედე და მივხვდი, სახელი მარჯვენა მხარეს მქონდა ამოქარგული წითლად. უცებ გამახსენდა, რომ წამალი ნახევარი საათის წინ უნდა მიმეცა, ვუთხარი გამომყოლოდა, თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა, დავეხმარე წამოდგომაში, “ბოჩოლასავით” მომწვებოდა თავჩაქინდრული. შენობაში შევედით. ხმა არ ამოუღია, სანამ წამალი არ გავუწოდე. მერე მკითხა: -ეს გიჟებისაა არა? -არა, ეს უბრალოდ, ფსიქიურად გაუწონასწორებლებისთვისაა, რომ კარგად გახდნენ. -იგივეა, ეს შენც იცი, ზურგს უკან ყველანი გიჟებს გვიწოდებთ, უარყავი თუ გინდა, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ასეა? ჩვენი სახელებიც კი არ იცით, ისე გვექცევით როგორც ფერმაში ძროხებს, მათსავით ვართ გადანომრილები, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ფერმაში ცხოველებს ზოგჯერ მაინც არქმევენ სახელებს. ჩვენ – არა! -აი, ეს სიტყვები კი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ფსიქიურად გაუწონასწორებელი, თინეიჯერი გოგონას სიტყვები. გაოცებული ვუსმენდი და ცხოვრებაში პირველად, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო, თვითონ გააგრძელა. -სავარცხელს რაც შეეხება, -ოღონდ ეს არა-მეთქი გავიფიქრე მაგრამ დავაგვიანე, – ვარდისფერს ვერ იტან! უბრალოდ შენმა ერთადერთმა მეგობარმა გაჩუქა და გიყვარს, სრულიად მარტოსული ხარ, ნათესავებიც კი არ გყავს, იმ გოგონასთან ერთად ბავშვთა სახლში გაიზარდე, ის კი ცოტახნისწინ ხელში ჩაგაკვდა. ბოლო წამამდე გეჭირა მისი მაჯა და გრძნობდი, როგორ ნელდებოდა მისი ცემა და იმატებდა შენი, თითქოს შენ გადმოგცემდა, თვითონ კი კარგავდა, ისევე როგორც შენ უთმობდი მას ყოველივე საუკეთესოს მთელი ცხოვრება, თავიდან სათამაშოებს, შემდეგ – ტანსაცმელს, მამაკაცებსაც კი… მაგრამ სიცოცხლე ვერ დაუთმე, ნანობ? აზრი არ აქვს, რა გატირებს, შენი ბრალი არ იყო მისი სიკვდილი. იყო, მაგრამ ის არ გადანაშაულებდა. არასოდეს უარუყვიხარ, ახლაც კი, როდესაც მკვდარია… ბოლოს მისი მაჯის ცემა საბოლოოდ შეწყდა, შენი თვალით დაინახე როგორ ამოისუნთქა უკანასკნელად, შენც იცი, ეს არ ყოფილა უბრალო ამოსუნთქვა, თავადაც იცი რაც იყო. ისიც იცი რომ შეგიძლია დაინახო, ის რასაც ვხედავ მე, იცოდე ის რაც ვიცი მე… უბრალოდ ამის დაჯერება არ გინდა. ფიქრობ, გაგიჟდები, ჩემსავით… თუმცა, მე არ ვარ გიჟი… შენ ჩემზე ძლიერი ხარ, უბრალოდ მე უფრო მეტი რწმენა მაქვს საკუთარი თავის. უნდა დაიჯერო ეს ყოველივე, ჩემო კარგო, რწმენა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირებისთვის, მედიუმებისთვის… თვალთ დამიბნელდა. გონება დავკარგე. გავითიშე. *** -პრინცესამ გაიღვიძა, – იხუმრა ექთანმა. მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ მოსასვენებელ ოთახში მტელი დივანი დამეპყრო და გადასხმას მიკეთებდნენ. -რა გითხრა ასეთი იმ გიჟმა?-მკითხა ჩემმა ტრენერმა, – დღესვე ჩამოგაშორებ მაგ პაციენტს.- მინდოდა მეყვირა, გიჟი არ არის მედიუმია-მეთქი, მაგრამ ვიცოდი ეს სიტყვები ასე მარტივად არ “შემრჩებოდა” ამიტომ რაღაც სისულელე წამოვროშე, – არა, ის სულელი არაფერ შუაშია, -შევეცადე დამცინავად გამეღიმა, – უბრალოდ მე, ორსულად ვარ… -აჰაა, გასაგებია, ეჭვის თვალით შემომხედა, -აბა ის რას გელაპარაკებოდა?! -მითხრა, მწვანე ფერი მიყვარს და იმიტომ ვეფერები ბალახსო. -კიდევ?-არ ისვენებდა სათვალიანი პროფესორი. -კიდევ მითხრა, თმა დამვარცხნე, მე სავარცხელი არ მაქვს, თანაც ხელები გამუდმებით შეკრული მაქვს, როცა მიხსნით, მაგის დრო არ მაქვს, ბუნებასთან ვამყარებ მაგ დროს კავშირსო. პროფესორი კინაღამ გადაბჟირდა. წამოდგა, ჯანმრთელობა მისურვა და კარისაკენ დაიძრა, თან გაიძახოდა “კავშირს ბუნებასთან, ბუნებასთან კავშირსო” მე პირადად სასაცილოს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი მეხარხარა, პროფესორის გულის მოსაგებად (თუკი საერთოდ ჰქონდა გული) და პაციენტის შენარჩუნების მიზნითაც, თავისთავად… *** ორი წლის წინ, მე და ცემმა მეგობარმა, აი, იმან სავარცხელი რომ მაჩუქა, ვიჩხუბეთ. მე ერთ კაცს ვხვდებოდი, თანაც ვიცოდი რომ ჩემი მეგობრის “ნასუფრალი” იყო. გამუდმებით მიშლიდა მასთან ყოველგვარ კავშირს. გავბოროტდი. ბოღმა ჩამექცა გულში. დავბრმავდი. ვფიქრობდი, შურს მე რომ ამირჩია-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა რომ სულაც არ შურდა, პირიქით ღელავდა, ჩემი დაცვა სურდა მუქთახორისაგან. იმ საღამოს “ჩემს სატრფოს” უნდა მოეკითხა სამსახურში და კინოში წავსულიყავით, იცოდა, რომ უფროსმა დამტოვა და კარგი “მსხვილი მაყუთიც” დამიტოვა, ბუღალტერი ავადაა და ხვალ ხელფასების დღეა, ვინ იცის როგორ სჭირდება ხალხს, შენ კი ყველაზე პატიოსანი ხარ ამ ოფისში, ამიტომ გთხოვ ხვალ ჩამოურიგო თანამშრომლებსო. ამ კომპლიმენტით გაამპარტავნებულმა ორივეს ვახარე. მეგობარი სატრფზე ადრე მომადგა, საქმე მაქვს წამოდიო, აშკარა შეშფოთება ეწერა სახეზე და მეც უსიტყვოდ ავედევნე. მანქანაში “ჩამტენა” და განუწყვეტლივ მიმეორებდა, რომ საკუთარი შეყვარებული გაძარცვას მიპირებდა. გავოგნდი. ავყვირდი. ისიც აყვირდა. გამლანძღა. არც მე დავაკელი. უცებ სწრაფად დაამუხრუჭა და მიყვირა, წამოდი უნდა გაჩვენო ვინ არის ეგ ბიჭი სინამდვილეშიო. ისევ გავცეცხლდი და მუშტები დავუშინე. ერთი ჩვეულებრივი ავარია…. მას შუშის ნამსხვრევი შეესო გულში და დაიზიანა. გადანერგვა იყო საჭირო. მინდოდა ამის გაკეტება, მაგრამ რაღაც ძალამ უკან დამხია. შევყოყმანდი. არ გავხდი მისი დონორი. იმ საღამოს ჩემს სამსახურს 3 ნიღბიანი დაესხა, ერთ ერთი ჩემი სატრფო იყო. სამივე დაიჭირეს (ალბათ, ჩემმა მეგობარმა კარგად გათვალა და წინასწარ შეატყობინა პოლიციას). ვხვდებოდი, რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა. გადავწყვიტე, ძველებურად, ყველაფერი საუკეთესო ჩემი მეგობრისთვის დამეთმო… თუმცა… ჩემი გულიც, ჩემსავით უვარგისი აღმოჩნდა. ექიმმა თქვა, ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენის შანსი 50/50ზე იქნება, შენი კი – ნულს გაუტოლდება. იღბალს უნდა მივენდოთო.არ გირჩევ გარისკვას, თანაც ასე დაგვიანებით, სულ რამდენიმე სათი დარჩაო. რაღა უნდა მექნა? მხოლოდ ის შემეძლო რომ მისი ხელი მჭეროდა რამდენიმე საათით.მაჯის საბოლოო მიჩუმებამდე რამდენიმე წუთით, თვალი გაახილა, მისი ძველი ლურჯი თვალები გამქრალიყო სადღაც, სიღრმეც დაეკარგათ… ისეთივე ცარიელი იყო, როგორც იმ გოგოსი მედიკამენტებით გაჭყეპის შემდეგ. მერე ამოიოხრა და იისფერი ორთქლი ამოუშვა პირიდან. მაშინ სული მეგონა, მერე უარვყავი, ისევე როგორც ღმერთი. ღმერთი, რომელიც ყველაფერში დავადანაშაულე. (სხვა რა გამართლება შეიძლებოდა მომეძებნა საკუთარი თავისთვის?) ღმერთი, რომლის სახლისკენაც აღარც კი გამიხედავს, შესვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… ღამით, როდესაც დაძინებას ვცდილობდი (ჩემთვის ადვილადხელმისაწვდომი ფსიქოტროპული აბების დახმარებით), ხშირად ვნანობდი… სულ ერთი ფიქრი მიღრღნიდა ძვლებს… საწოლი. წამლები. ფიქრი: “მაინც, უნდა მეცადა”… *** იმ ხის ძირას ვისხედით, ის ხელებშეკრული იყო. მე კი მის თმას “ვაფუმფულებდი” ვარდისფერი სავარცხლით. გოგონა რაღაცას ღიღინებდა. მგონი ფრანგულად. -რას მრერი?- ვკითხე ისე, მისი თმის ვარცხნა არ შემიწყვეტავს. -არ მახსოვს სახელი, ძველი სიმღერაა… -რა ენაზეა, ფრანგულად? -კი… რატომ მეკითხები? -ძალიან მომეწონა, შენი ხმაც და სიმღერაც… რას მღერი, იცი თარგგმანი? -ჰოო, რა თქმა უნდა ვიცი… ბიჭი უმღერის გოგოს საიქიოდან, რატომ მიმატოვე, რატომ გამიშვი მარტო, იქ სადაც ასე ბნელა, შენ კი ერთადერთი ნათელი სხივი, მანდ დარჩი და ალბათ ახლა სხვას გაუნათებ გზასო… -ფრანგული იცი? -კი, ცუდად… კიდევ 4 სხვა ენაც, ისევე როგორც ჩემმა საქმრომ. -დედაშენმა თქვა, სკოლაში არ უვლიაო. საიდან ისწავლე წერა-კითხვა? -მან მასწავლა…- მან სიმღერა გააგრძელა გაშტერებული თვალებით და თავის ქნევას მოჰყვა. -ახლა სადაა?- ვკითზხე მშვიდად და სარკე ამოვიღე ჩანთიდან, – ნახე, მოგწონს? -დიახ, მადლობა, დიდი ხანია ასე ლამაზად არ მქონია თმა, – გაეღიმა და სახეზე კმაყოფილება წარეწერა, – შეიძლება გაკოცო მადლიერების ნიშნად? -რა თქმა უნდა, – დავხარე თავი ღიმილით და მან მაკოცა ლოყაზე, მომეჩვენა რომ ძალიან თბილი და ტკბილი კოცნა იყო. ჩემი მეგობარი გამახსენდა, მან იცოდა ასე… ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა მერე გამომხედა სიყვარულით სავსე თვალებით: -ის აქ არის, ყოველთვის ჩემთან არის… -არ გინდა გამაცნო? -რა თქმა უნდა, როცა ამის დრო მოვა… -კარგი… ძალიან დავახლოვდით. მე თმას ვუვარცხნიდი, ის კი ძალიან საინტერესო რაღაცებს მიყვებოდა. ხანდახან დაეჭვებული, შინ რომ მივდიოდი ინტერნეტ ენციკლოპედიაში ვამოწმებდი მის ნათქვამს. მართალი იყო ხოლმე. ყოველთვის. მერე საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, როგორ შემეპარა ეჭვი-მეთქი! “რა ნაირი “გიჟია”?” გავიფიქრებდი ხოლმე და სულელივით მეღიმებოდა. *** იმ დღეს, უჩვეულოდ განსხვავებული თვალები ჰქონდა, ისეთი, როგორიც მანამდე არასდროს… ბედნიერება ეწერა თვალებში სევდის ნაცვლად. თმას რომ ვვარცხნიდი ვკითხე: -ასეთი ბედნიერი რატომ ხარ?-დღეს ჩემს სატრფოს გაგაცნობ, – გამიღიმა და მერე დაამატა, – და კიდევ რაღაც… -კიდევ რა?- ვკითხე მისი თმის ვარცხნისშეუწყვეტლად. -სიურპრიზია. რომ გაგაცნობ მიხვდები. -როდის გამაცნობ?-ვკითხე მე, ვიგრძენი, რომ ავღელდი და მოთმინებას ვკარგავდი. -როცა დობას შემომფიცავ… -ეს როგორ?-გამიკვირდა, ასეთი რაღაც მხოლოდ ყურმოკრული მქონდა. -გამიხსენი ხელები! -ხომ იცი, არ შეიძლება… -ვერავინ დაგვინახავს, მხოლოდ 5 წუთით… -კარგი…-დამიყოლია. ხელები შეუმჩნევლად გავუხსენი, ის კი უცებ თავს დამესხა, სარკე ხეს შემოალეწა, ყველაზე მსხვილ ნატეხს დასწვდა, ვენა გადაისერა, მერე მე მეცა, ჩემი ვენაც გადაჭრა და თავისი ხელი ჩემსას შეუერთა. ვიგრძენი როგორ გამოდიოდა სისხლი მთელი სხეულიდან, გონებას ვკარგავდი. ისიც დაეცა ბალახზე, ჩემს გვერდით. ამოვილუღლუღე “რატომ?” მან კი გაღიმება სცადა და ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა “მიყვარხარ!” მე ზემოდან დავყურებდი ორ სხეულს, სისხლიანი ვენებით გადაჭდობილებს. ერთი ჩემი იყო, მეორე – თმაგაშლილი და ფეხშიშველი. სანამ გონებას ბოლომდე დავკარგავდი ვბუტბუტებდი უნებლიედ “გიჟია, მართლა გიჟია”, ის კი მპასუხობდა “არა, არ ვარ, არა…” *** გონს რომ მოვედი პალატაში პროფესორი შემოვიდა და დამტუქსა. არ უნდა გაგეხსნა მისთვის ხელები, შენზე უკეთ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ გიჟებსო. წამოვენთე: -ანა გიჟი არაა, უბრალოდ ზზედმეტად ჭკვიანია და თქვენ მისი ამიტომ არ გესმით! -ანა? აჰაა, გასაგებია, პაციენტს სახელით მოიხსენიებ, – ჩაეღიმა დამცინავად, -ზედმეტად ჭკვიანი არა? იმდენად ჭკვიანი რომ თავი მოიკლა და თიტქმის გაგიყოლა უკან არა?- ვერაფერი ვუპასუხე. გამუდმებით ვიმეორებდი ის გიჟი არაა-მეთქი. ბოლოს გაღიზიანდა და მომახალა, ძალიან კარგად ვიცი, რომ პაციენტს დანიშნულ მკურნალობას ზედმიწევნით არ უტარებდი, არც წამლებს ასმევდი… არც გაგვკვირვებია მისი ეს რეაქცია. შენი ბრალია ახალბედავ, შენზე კომპეტენტურ ხალხს რომ არ უჯერებ რა გგონია თავი? გენიოსი? იქნებ ჩამოყალიბებული ექიმი? სასაცილოა! საკვირველი ისაა, როგორ შეძლო ერთმა გიჟმა შენი დაყოლიება ხელების გახსნაზე, მაშინ როცა დამამშვიდებელი არ ჰქონდა მიღებული… პროფესორი გაჩუმდა. კარისაკენ წავიდა, სანამ გაიხურავდა მომაძახა “გამოუცდელი ღლაპი ხარო”. *** პალატს კარმა დაიჭრიალა. ოთახში ნაცნობმა სახემ შემოანათა, იმდენად ნაცნობმა რომ, თვალები გამიფართოვდა: -მითხრეს, რომ მოკვდი… -მოგატყუეს… -რატომ გააკეთე ეს?- ვკითხე გულნატკენმა. -ხომ გითხარი დობა უნდა შეგფიცო-მეთქი, სისხლი უნდა შერეულიყო ჩვენ ორის, ისე არ ხდება… -უფრო მარტივად არ შეიძლებოდა? -როგორ არა, უბრალოდ ასე სულ შენთან ვიქნები… -ისედაც სულ იყავი… -შენ რა, არ გესმის? შენ მედიუმი ხარ. თანაც ჩემზე ძლიერი, ბევრად ძლიერი. იმ სამყაროსთან დასაკავშირებლად “მონათესავე სული” გჭირდება. ამისთვის ზედგამოჭრილი ვარ. აი, ხომ დაგპირდი, გაიცანი ჩემი საქმროა. – მითხრა და ვიღაც კაცზე მიმანიშნა, იქვე კუთხეში რომ იდგა. -გამარჯობა…-მომესალმა კაცი, მე კი თავზარი დამეცა, თურმე მართლა არსებობდა. ახლა კი ვირწმუნე, რომ არ ყოფილა გიჟი. ისევ შევცდი. -შენ…-წავიბლუყუნე და ვეღარ დავასრულე. -მე მისი საქმრო ვარ, მაგრამ მკვდარი. ჩემი მშობლები მდიდრები იყვნენ. ახლაც არიან, მე გამიტაცეს, გამოსასყიდს ითხოვდნენ. მიიღეს კიდეც, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოშორება, სადღაც ტყეში დამაგდეს ნაცემი. ერთ-ერთმა ნიღაბი მოიხსნა და იარაღი დამიმიზნა. ჩემი “ძმაკაცი” ყოფილა. პატიება მთხოვა და გაისროლა. მიწაზე დავენარცხე, მაგრამ მაშინვე არ მოვმკვდარვარ. ანამ მიპოვა… -ხბოს ვაძოვებდი და შორს წავსულვარ, ვერც შევამჩნიე ისე გავერთე, -საუბარში ჩაერთო გოგონა. მერე ხმაურს მივყევი. მონადირე მეგონა, მე კი მშიოდა. -მაშინ 7-8 წლის იყო. -გატყუებს, 10-ის ვიყავი. -7-8-ისას უფრო ჰგავდი, -გაეცინა მამაკაცს. -იმის მერე რა მოხდა, -ვიკითხე ოდნავ ჩაწყვეტილი ხმით და საბოლოოდ ჩამიწყდა. -მერე ჭრილობაზე რაღაც ბალახი დამადო… -მელისკუდა… სისხლდენას აჩერებს, – აღფრთოვანებული ჩაერთო გოგონა. -სისხლდენა კი შემიჩერდა მაგრამ, ტყვია ჩემში იყო კვლავ. რამდენიმე დღე მივლიდა, მერე მოვკვდი. ისე დამიტირა, შემიყვარდა და სულ მასთან დავრჩი. ვეხმარებოდი ყველაფერში. ვასწავლიდი რაც ვიცოდი ყველაფერს. მედიუმი აღმოჩნდა, ჩვენს შორის კავშირი კი – უწყვეტი. მე მისი მცველი გავხდი. დამხმარეც. მასწავლებელიც. მეგობარიც. და ბოლოს საქმროც. მისი ნიჭის დახმარებით შემეძლო ნებისმიერი გარდაცვლილი სულის მოყვანა მასთან, თუკი ამის სურვილი ექნებოდა. და თუ მიბრძანებდა. ესაა “მონათესავე სულის” დანიშნულება. ახლა კი ორნი ვართ, შენს ბრძანებებს დავემორჩილებით, ანას ასე უნდა. შენს გარდა არავინ ჰყავს ახლობელი. უნდა რომ სიცოცხლე არა, მაგრამ სიკვდილი შენ მოგიძღვნას. შენთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა, უბრალოდ იმისთვის რომ გერწმუნა ეს ყველაფერი შოკი იყო საჭირო. -ასეა, -თავი დამიკრა ანამ, -ფეხსაცმელს ნუ ჩაიცვამ, ასე ენერგიას დაზოგავ, ბალახები ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. ხის მერქანიც. ზოგს მზეც მუხტავს. მთვარეც, მაგრამ ეს ინდივიდუალურია. კიდევ აპირებდა რჩევა-დარიგებების მოცემას, მაგრამ აღარ დავაცადე და ისევ ნახევრად ჩაწყვეტილი ხმით ამოვილუღლუღე: -იცი, ვინც უნდა მომიყვანო… იცოდა და მომიყვანა კიდეც. მე მას მოვუბოდიშე და პატიება ვთხოვე, გამიცინა და შუბლზე მაკოცა. თურმე, დიდი ხანია მაპატია. არც ის წყენია, რომ ვერ გავბედე მისი გადარჩენა. პირიქით, გაუხარდა, რომ კარგად ვიყავი. ერთადერთი რაც სულს უწვავდა ჩემი მაშინდელი უნდობლობა იყო მისადმი. ამანაც გაუარა… სანამ წაიყვანდნენ კიდევ ერთხელ მაკოცა. ყურში ჩამჩურჩულა, სამწუხაროა რომ აქ ვერ დავრჩები, სამწუხაროა რომ მე არ ვარ ის შემაკავშირებელი რგოლი მთლიან ჯაჭვში რომელიც შენ და იმ სამყაროს გადაგაბამთ ერთმანეთზე. არ ვარ “მონათესავე სული”. მაგრამ კარგია რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს მიხმო, თუ ისურვებ… იმედია არ დამივიწყებო… *** გიჟიაო ამბობდნენ ჩემზე. არც მიკვირდა, ცოტა ხნის წინ ხომ თავად ვუწოდებდი გიჟებს “სხვანაირებს”? კლინიკაში, სადაც ცოტახნის წინ მომვლელი-სტაჟიორი ვიყავი დაწინაურების პერსპექტივით, “ჩამომაქვეითეს”. ახლა “პაციენტი 6817″ გავხდი. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. ანა მე ჩავანაცვლე. დავდიოდი ფეხშიშველი. თმაგაწეწილი. ხელებშეკრული. დანიშნულებაც იგივე – უსახელო გიჟი… მკვდრებს იმდენად შევეჩვიე, ცოცხლები აღარ მომწონდა, მკვდრებმა ხომ ყველაფერი იცოდნენ? ცოცხლების ბინძური აზრებიც და ფიფრებიც… ცოცხლებთან ურთიერთობის სურვილი საბოლოოდ გამიქრა. გიჟიაო, არადა უბრალოდ სხვანაირი ვიყავი… დიდხანს დავრჩი კლინიკაში. არ ვიცი რატომ, ვაკეთებდი ამას, ხომ ვიცოდი რომ არავინ დაიჯერებდა? მაინც გამუდმებით ვიმეორებდი “არ ვარ გიჟი, მედიუმი ვარ-მეთქი” …- არავის სჯეროდა, რა თქმა უნდა. ზოგს ვეცოდებოდი ზოგ დამცინოდა, ისევე როგორც მე იმ კაცს, ნაპოლეონობას რომ იბრალებდა წინათ. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ავტორი: Anna Vinefly (მადამ ფისუნია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.