შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსინათლო ანგელოზი


6-06-2015, 00:58
ავტორი madamfiso
ნანახია 2 210

ხანდახან ყველაფერი ერთად ხდება. იმ დღესაც ასე მოხდა. ცხოვრების ოღრო-ჩოღრო გზაზე ყველაზე ღრმა ნაპრალში ჩავვარდი და ამოსვლაში კი, რა თქმა უნდა არავინ დამეხმარა, პირიქით, უკანასკნელი ძაფიც, რომელსაც ვებღაუჯებოდი გაწყვიტეს.
მაღვიძარამ არ დარეკა…
კარში საკეტი ჩატყდა…
ფანჯრიდან გადავძვერი, მე ხომ პირველ სართულზე ვცხოვრობდი?…
სამსახურში დამაგვიანდა…
უფროსი ცუდ გუნებაზე იყო…
მის უხასიათობას შევეწირე…
გამომაგდო…
ნერვები არასახარბიელო მდგომარეობაში მქონდა. ლიფტს არ დაველოდე და კიბეები კაკუნით ჩავირბინე. ფეხი ვიღრძე. მანქანაში ჩავჯექი და არაადამიანურად ავტირდი. სახე პიკასოს ნახატს დაემსგავსა. ცოტათი გულზე მომეშვა და მანქანა დავძარი. ფიქრებში წავედი. ასე არასდროს მომსვლია. შეჯახებამ დამაბრუნა რეალობაში. მანქანიდან გადავედი, ასფალტზე უსიცოცხლო არსება ეგდო. მისგან ოდნავ მოშორებით კი ხელჯოხი. მივხვდი რომ ჩემი მსხვერპლი უსინათლო იყო. მივვარდი და მის წინ მუხლებზე დავეცი:
-ძალიან გთხოვ გაიღვიძე…-ისევ ავქვითინდი…
როგორღაც მანქანამდე მივაფორთხიანე და უკანა სავარძელზე დავაწვინე. საავადმყოფოში მივიყვანე.
გადარჩა.
ორივე გადავრჩით…
შინ წავედი, თუმცა ისევ ფანჯრიდან მომიწია შესვლა. კარადიდან მეგობრის ნაჩუქარი ვისკი გამოვიღე, ხალიჩაზე დავჯექი და მივითიშე…
როცა თვალი გავახილე ისევ ხალიჩაზე ვიწექი. იქვე ახლოს მიგდებულ ცარიელ ბოთლთან ერთად…
მივხვდი რომ ცუდად მოვიქეცი და რამე სასარგებლო უნდა გამეკეთებინა, დანაშაულის გამოსასყიდად, ამიტომ ხელოსანი გამოვიძახე და საკეტი შევცვალე.
რამდენიმე დღემ უაზროდ და სრულიად ნაცრისფერებში ჩამიქროლა.
კარზე ზარი.
გავაღე და სახტად დავრჩი.
ჩემი უსინათლო იყო.
ახლაღა შევამჩნიე რომ სიმპათიურად გამოიყურებოდა.
ხმა ვერ ამოვიღე…
-შეიძლება შემოვიდე?-სიჩუმე დაარღვია მან, რა სასიამოვნო ხმა ჰქონია, ბოხი… ისეთი, ყველა ძვალში რომ გამიარა…
-დიახ, რა თქმა უნდა…-ისევ სიჩუმემ დაისადგურა. მაგრამ ისევ მან დაარღვია.
-ძალიან ნელა მოდიოდით, იმდენად ნელა რომ ვერც ხმა გავიგე და ვერც ვიგრძენი ვერავითარი ვიბრაცია.-გაჩუმდა, სათვალე მოიხსნა და განაგრძო, – შეუძლებელი იყო ასე ნელი მოძრაობით ვერ შეგემჩნიეთ, ალბათ საერთოდ არ იყურებოდით გზისკენ…
-დიახ, იცით ჩავფიქრდი…
-პრობლემები გაქვთ?
-პრობლემები ყველას აქვს…
-დიახ, უბრალოდ ზოგჯერ პრობლემები თავს გვაკარგვინებს. თავი უნდა აკონტროლოთ ასე არ შეიძლება…
-აქ იმისთვის მოხვედით რომ ჭკუა დამარიგოთ?
-იმისთვის, რომ დაგეხმაროთ…
-ნუ შეწუხდებით უკვე დამეხმარეთ რომ არ მოკვდით…
-იცით მე ბრმად არ დავბადებულვარ…
-ამით რისი თქმა გინდათ?
-იმის რომ ვიცი რა არის როცა პრობლემა თავს გაკარგვინებს…
-ვწუხვარ…
-იქნებ ჰაერზე გაგვესეირნა?-მითხრა მოულოდნელად, -მაგრამ ფეხით, საჭესთან ვერ გენდობით, -ჩაიღიმა მაგრამ არა დამცინავად, არც კი გავბრაზდი.
ჩემს სახლთან ერთი პატარა ბაღი იყო, სადაც მშობლები ბავშვებს ასეირნებდნენ ხოლმე და უყურებდნენ მათ სილაში ამოგანგვლას, მე კი წიგნს ვკითხულობდი.
-როდის დაკარგეთ თვალის ჩინი?-ვკითხე მორიდებით.
-13 წლის რომ ვიყავი, სადარბაზოში სველ კიბეზე დამიცდა ფეხი, როდესაც თვალი გავახილე მეგონა რომ საერთოდაც ვერ გავახილე… ნამდვილი შოკი იყო. თვითმკვლელობას კი ვცადე…
-და მერე?
-გადამარჩინეს…
-შეეგუეთ?
-არა, უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე… სმენაზე გადავიტანე მთელი ყურადღება… შეხებით აღვიქვამ ირგვლივ ყველაფერს და მერე წარმოვიდგენ, მე თვითონ ვქმნი მათ ისეთს, როგორიც მომეწონებოდა. ვიბრაციის დაკვირვებაც ვისწავლე, ვერავინ მომიახლოვდება ისე, რომ ვერ ვიგრძნო მისი სიახლოვე.
-რა უცნაურია.
-არა მგონია, ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია ყველა ნაკლის შევსება, გამოსწორება ან ჩანაცვლება, თუ მოვინდომებთ.
-ეს ადვილი არაა…
-რა თქმა უნდა, არა… მაგრამ არც შეუძლებელია…
კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ნაკლებმნიშვნელოვანი იყო და არ მახსოვს… ისე დავშორდით, მისთვის სახელიც არ მიკითხავს, უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე… რაც შემდგომში ძალიან ბევრჯერ ვინანე…
შინ რომ მივედი საწოლზე ჩამოვჯექი და ერთ ხანს კედელს მივაშტერდი, იმ უსინათლოზე ვფიქრობდი. როგორი მეტყველი თვალები ჰქონდა, როგორ აზროვნებდა, რამხელა ოპტიმიზმი იდო მასში მიუხედავად უზარმაზარი ტკივილისა. მომინდა მას დავმსგავსებოდი, თუმცა ეს ადვილი არ იქნებოდა… მისი სახით ანგელოზი მომევლინა, მეგონა… მე მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე, ის კი ჩემზე ღელავდა, მაშინ როცა სახელიც კი არ იცოდა ჩემი… ან როგორ მომაგნო ნეტავ?… ის ხომ ვერ ხედავდა? ნუთუ მართლა ანგელოზი იყო, ეს კი ჩემი გამოცდა?… არ ვიცი…
მომინდა რომ კიდევ ერთხელ მესაუბრა მასთან, მაგრამ აღარ გამოჩენილა. ვერც საავადმყოფოში მითხრეს მასზე ვერაფერი. ქარის მოტანილივით, ქარსავე გაჰყვა თითქოს… ქუჩაში უსინათლოს დანახვაც კი მაბედნიერებს, მგონია რომ ისაა… თუმცა არც ერთს არ აქვს მისნაირი მეტყველი თვალები… ღრმა, სევდით და ტკივილით სავსე, თუმცა მაინც ბედნიერებით მოციმციმე…
ერთხელ, შემთხვევით ნაპოვნი ბედნიერების ფორმულა სულელურად დავკარგე…
სასჯელი კი ისაა, რომ დღემდე ვეძებ კუს ნაბიჯებით მოსიარულე უსინათლო არსებას.
ახალი მაღვიძარა ვიყიდე.
კარის საკეტი შევცვალე.
უკეთესი სამსახური მაქვს.
ბედნიერი ვარ!
“ის უდაოდ ანგელოზი იყო!”



№1  offline წევრი scarlet

ძალიან კარგია გააგრძელე <3 წარმატებბები

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

გაგრძელება არაა საჭირო,უაზრო იქნება.
უსინათლოებზე,საერთოდ საკუთარი მოსაზრება გამაჩნია
ეს სხვა დროს...
უყვარხარ,ფსიქო.13-ს
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი madamfiso

scarlet
ძალიან კარგია გააგრძელე <3 წარმატებბები

მადლობა, მაგრამ გაგდძელება არ იქნება....

psychopath_013
გაგრძელება არაა საჭირო,უაზრო იქნება.
უსინათლოებზე,საერთოდ საკუთარი მოსაზრება გამაჩნია
ეს სხვა დროს...
უყვარხარ,ფსიქო.13-ს

ვიცი, ამიტომაც არ აქვს გაგრძელება :D
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№4  offline მოდერი Mary Drey

.....................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent