შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გალაკტიონის მოგზაურობა XXI საუკუნეში


9-06-2015, 13:01
ავტორი N7
ნანახია 2 771

ხალხით გადაპენტილ გამზირზე მივდივარ და რას მივდივარ. ქვაფენილი უარესად მტკენს ისედაც კარგად ბევრ გადატანილ ტერფებს, მაგრამ მაინც ამაყი, გაუტეხელი ნაბიჯებით მივიწევ ხალხის ტალღებში. არავინ არ არის ჩემთვის, რადგან, ალბათ, არც მე ვარგივარ არავის. ამ დილით მოიღრუბლა. ისე მოიღრუბლა, როგორც არასდროს. ცამ თვალები დახუჭა, ტირილს აპირებს. ტირილს და რა ტირილს. ამ უკანასკნელი გარემოების გამო ყველა სახლისკენ მიისწრაფვის, მე კი უაზროდ მივაბიჯებ ამაყი და გაუტეხელი ნაბიჯებით, და ვცდილობ, რომ არ დამეტყოს ტკივილი, რომელსაც პატარა ზომის ფეხსაცმელი განმაცდევინებს. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ და როცა ვხვდები, რომ თუ არ ჩამოვდები სადმე აუცილებლად წავიქცევი, ჯიხურთან ვჩერდები და იქვე ამოზნექილ ქვაფენილზე ვჯდები. თითებს ინსტიქტურად ვუმიზნებ თავს და სიცხისა და დაღლილობისგან დაცვარულ შუბლს ვიწმენდ. თავზე ძველმანი ქუდი მახურავს, რომელსაც ვიხსნი და ვცდილობ ნელა დავინიავო.
–გაზეთს ხომ არ შეიძენთ, ბატონო, ცხელ–ცხელი ამბებია, – მესმის ხმა, რომელიც ჩემი ზურგიდან მოდის. ნელა ვტრიალდები და მოხუც, წვერ–ულვაშიან კაცს ვაწყდები, ხელში გაზეთით, თბილად მომღიმარს, თვალებში ჭინკებით სავსეს.
–შე კაცო, ამ სიცხეში კიდე ცხელ–ცხელი ამბები მინდა? – ვსაყვედურობ და უკმაყოფილობის ნიშნად ხელს ვიქნევ.
–რა იყო, კაცო, დაინიავებ და გაგაგრილებს მაინც, – არ მაკლებს ნაწყენ კილოს გაზეთების გამყიდველი.
ნათქვამს ჩაცინებით ვპასუხობ და რამდენიმე წამის მერე ვეუბნები:
–ჰა, მომეცი აბა, ვნახოთ როგორ აგრილებს! – სიცილით ვეუბნები და გაზეთს ვართმევ. – რამდენია ჩემზე? – ვეკითხები თითქოს გამომცდელად და ისიც ჭინკებგამრავლებული თვალებით მიყურებს.
–ლარნახევარი, ბატონო, – ულვაშებში ეღიმება.
–რა ამბავია ლარნახევარი! – ვიძახი უკმაყოფილოდ და გაზეთს ვინიავებ. მოხუცს ვაკვირდები, წვერის ქვეშაც ნათლად ეხატება უკმაყოფილება. – არც აგრილებს, რო რამე!
–რა ვქნა ბატონო, მეც...
–კარგი, კარგი! – უკმაყოფილო ბგერებს ვფანტავ ჰაერში და ჯიბისკენ ვიქანებ ხელს. ისევ უთამაშდებიან მოხუცს ჭინკები თვალებში. – არ გინდა თავის შეცოდებები!
ხურდას ვუწვდი და ფეხზე წამოსადგომად ვემზადები.
–გაიგეთ? გალაკტიონს კიდევ მოუკლავს თავი! – ახლაღა მეუბნება და ჰაერში გამოკიდებული ინსტიქტურად ვეშვები ასფალტზე და ტკივილისგან სახე მემანჭება. რომლის ტკივილია ეს, კუდუსუმის ძვლის თუ გულ–მუცლის ვერ გამირჩევია, რადგან ორივეს ტკივილი დროული და არასასურველია.
ახლაღა ვაკვირდები გაზეთებს, რომლებიც აჭრელებულია ამ ახალი, შოკისმომგვრელი ამბით.
–ეს რა, ხუმრობაა? – გაკვირვებული ვაშტერებ თვალს ერთ–ერთ მანქანაზე.
–ეჰ, ნეტავ ხუმრობა იყოს! – ხვნეშით იძახის გამყიდველი და თავის ჯიხურს უბრუნდება. ალბათ კიდევ აქვს გასასაღებელი ახალი ამბავი.

წინა ღამით.
–გთხოვთ! ორი წუთით! – ვეხვეწები მცველს და ვცდილობ დავეჯაჯგურო ახმახ კაცს, რომელზე გამარჯვების შანსი ნოლის ტოლია.
–არ შეიძლება, ბატონო, არა! – მეუბნება წყნარი, მაგრამ მაინც მკაცრი ტონით.
–უთხარით! – ვყვირი უგამოსავლოდ დარჩენილი. – უთხარით გალაკტიონს, რომ აქ დავუცდი იქამდე... – სიტყვა მიწყდება, როდესაც ჩემკენ მომავალს ვხედავ სასურველ ადამიანს და სიამაყით ვჭიმავ ღიმილს ყურებამდე.
–იქამდე, სანამ უკანასკნელად არ ჩაისუნთქავს, არა? – ეღიმება და ჩემს გვერძე მდგარი მეგობრულად მისვამს ხელს ზურგზე. – რამ შეგაწუხა, ძამიკო?
–მე... მე... – მისი თბილი ტონი მაბნევს და სიტყვები ერთმანეთში მეხლართება.
–შენ... შენ? – ისევ იღიმის. – რა გქვია?
–კოსტანტინე... – მის თვალებს მზერას არ ვაშორებ. როგორი განსხვავებულები არიან. სრულიად ჩვეულებრივი ფერის, თუმც მაინც ასეთი სევდით აღსავსენი.
–კონსტანტინე, ძამიკო, რამ შეგაწუხა? – თბილი ხმით მიმეორებს და ოპტიმიზმი ჩემამდე მოაქვს.
–ჟურნალისტი ვარ, ბატონო, – აკანკალებული ხმით ვეუბნები.
–ბატონო არ გინდა, ძამიკო, გალაკტიონი დამიძახე! – მოძველებულ შარფს ისწორებს კისერზე.
–კალაკტიონ, ჩვენმა ჟურნალმა გაიგო, რომ დაგვიბრუნდი და გვინდა, რომ რამოდენიმე კითხვა დაგისვათ 21–ე საუკუნეზე, – ძალაუნებურად მეპარება სახეზე ნერვიული ღიმილი და ვცდილობ როგორმე დავმალო, რაც, ბუნებრივია, არ გამომდის.
–მერე მაგაზე გაწყენინებ? – ფეხზე წვალებით დგება. ფაქტია, სახსრები აწუხებს, რაც მის გამომეტყველებასაც აშკარად ეხატება.
სახლში ბრუნდება. მცველს რომ ვუახლოვდები, სიამაყით ვიბღინძები, ცხვირს ზეცისკენ მივაქანებ და მხარზე ოდნავ ვეხახუნები. ეს იმისთვის, რომ გავაგებინო რას ვგრძნობ და როგორია ჩემი ავტორიტეტი, თორე გალაკტიონის დანახვისას ფეტვის მარცვალივით ვიბნევი.
ერთ–ერთ ოთახში მიძღვება, ეტყობა, რომ მისაღებია. სავარძელში ეშვება და მის წინა სავარძელში ვენარცხები მეც. სიძველე მათაც ეტყობათ და დანარცხებისას ჰაერს მტვრის მოლეკულები ერევა.
–გისმენ, აბა! – გამომცდელი მზერით მაკვირდება და სუნთქვა შეკრული ელოდება კითხვას.
–მოგწონთ 21–ე საუკუნე? – ფურცელს ვუყურებ და გაფაციცებით ველოდები პასუხს, რომელიც აგვიანებს.
–მატერიალურად – საოცნებოა, მაგრამ... – წამით ფიქრობს.
–მაგრამ რა? – ახლა მე მეკვრება სუნთქვა პასუხის მოლოდინში.
–თუ არ გეწყინება, ძამიკო, მე გკითხავ... – ისევ გამომცდელი მზერა და ისევ დაბნეული „მე“ მრჩება ხელში.
–გისმენ, გალაკტიონ! – დაძაბული ვეუბნები რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
–მითხარი, შენი აზრით, რა არის სიყვარული? – ეღიმება.გამომიჭირა და იცის.
ვიბნევი და რას ვიბნევი. აი, დაბნევა ამას ქვია, რაც ახლა მემართება. ვერ ვხვდები რა ვუპასუხო, რადგან ის გალაკტიონია. განსხვავებას ხედავთ გალაკტიონსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის? მაგრამ რა შუაშია!
–მიპასუხე... – მეუბნება წყნარად.
–არ ვიცი! – ამომდის მაღალი ტონალობის ბგერები ყელიდან.
–აი, ეს არის თქვენი პრობლემა! – თითს ჰაერში ფშიკავს და ფანჯარასთან მიდის. – ის, რასაც ვხედავ არის ცარიელი ქუჩები. „ტყუპად“ შეკრული ადამიანები, რომლებისთვის სიყვარული პრესტიჟია. ვხედავ წყვილებს, რომელთა თვალები არ ელავს სიყვარულით. ვხედავ სიყალბეს...სიყალბეს გრძნობაში, რომელზე სათუთიც არ არსებობს ქვეყანაზე... და ძამიკო, ისინი ფიქრობენ: უსიყვარულოდ მზეც კი სუფევს ცის კამარაზეო... – ჩერდება ცოტა ხნით. ღონემიხდილი სულს ითქვამს და რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ისტერიკულად იცინის. იცინის, იცინის, იცინის და აღარ ვიცი რა გავაკეთო, მოთმინება დაკარგული ვცქმუტავ სავარძელში. – გესმის? უსიყვარულოდ მზეც სუფევსო... – სიცილს რამოდენიმე წუთის შემდეგ წყვეტს, როდესაც უკვე მუცელი სტკივდება. მიახლოვდება, მანძილს საგრძნობლად ამცირებს და ჩემს სახესთან ახლოს მოსული ჩურჩულით მეუბნება: – უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე! არა!
ახლა.
არა, არ მჯერა, რომ მისი წასვლით ისევ ჩაქვრება მზე. ვფიქრობ და ვხვდები, რომ უგალაკტიონოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე!
მიჭირს, დამეხმარეთ!
გაწვიმდა.



№1  offline წევრი N7

მოკლედ, ახლა ამას რატო ვწერ და როგორ სხვა საკითხია, მაგრამ მართლა ძალიან მინდა დავწერო.
ზოგადად, ჩანახატების წერა ჩემი საქმე არ არის და არც გამომდის, უბრალოდ დიდი ხანია მინდა მეტ საქმეს ჩავეჭიდო და აჰა!
შეიძლება არ ვარ მწერალი და არ ვიმსახურებ მათ რიში დგომას, მაგრამ იმდენი ხანია ვწერ, რომ ხანდახან ვფიქრობ არც უნდა ვწერდე, თუმცა ახალბედა მწერლების რიცხვში მოხვედრა ჩემ სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს.
დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და ახა ამასაც კითხულობთ. სიტყვებით ვერ აღგიწერთროგორი ბედნიერი ვიქნები, ამ ერთ–ერთმა სისულელემ რომ მიაღწიოს რამეს.
მადლობთ! მადლობთ! მადლობთ! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი anastasia▶▶▶

ძალიან მომეწონა რაღაც განსხვავებული.

 


№3  offline წევრი Ignifex

პირველ რიგში სათაური გამიხარდა,მერე ის,რომ წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუება არ მიგრძვნია. მიყვარს გალაკტიონი და წარმატებებს გისურვებ შენ! <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა.
შესანიშნავი იყო.
გალაკტინი ძალიან მიყვარს და გამიხარდა,რომ ამდაგვარ რამეს მოვკარი თვალი.
წარმატებებს გისურვებ.

 


№5  offline წევრი ruti

ძალიან მაგარი იყო. წარმატეებები.

 


№6  offline წევრი N7

უღრმესი მადლობაა❤❤❤ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

'გვერძე' გეწერა და ისე გავბრაზდი, რომ ვერ წარმოიდგენ. რატომ გავბრაზდი ლ, იცი?იმიტომ, რომ ნაწერი მთლიანად კარგია და კარგ ნაწერებს რომ ესეთი დეტალები აფუჭებს, უფრო მეშლება ნერვები.
წარმატებები ბევრი ბევრი ❤❤

 


№8  offline წევრი N7

ფორთოხალი
'გვერძე' გეწერა და ისე გავბრაზდი, რომ ვერ წარმოიდგენ. რატომ გავბრაზდი ლ, იცი?იმიტომ, რომ ნაწერი მთლიანად კარგია და კარგ ნაწერებს რომ ესეთი დეტალები აფუჭებს, უფრო მეშლება ნერვები.
წარმატებები ბევრი ბევრი ❤❤

ვერ გადავეჩვიე მაგას და ვერც ვარჩევ, ჩემდა სასირცხვილოდ... მადლობა დიდი, მაინც მიხარიაა❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგრაია რო წავიკითხე ძაან მომეწონა განსხვავებულია რაგაც სხვანაირია და ნუ ამბობ რომ არ უნდა იმსახურებდე მწერლების რიგში ყოფნას პირიქიტ მე შენ მწერლლად აღგიქვამ ძაან მომწონს შენი ნაწერები და ეს ჩანახატიცრო წავიკითხე აუ ისტორიებზე ხო ლაპარაკი არ მაქ მოკლედ მაგრად მომეწონა და წარმატებები love love love

 


№10  offline წევრი N7

lamazmani
აუ ძაან მაგრაია რო წავიკითხე ძაან მომეწონა განსხვავებულია რაგაც სხვანაირია და ნუ ამბობ რომ არ უნდა იმსახურებდე მწერლების რიგში ყოფნას პირიქიტ მე შენ მწერლლად აღგიქვამ ძაან მომწონს შენი ნაწერები და ეს ჩანახატიცრო წავიკითხე აუ ისტორიებზე ხო ლაპარაკი არ მაქ მოკლედ მაგრად მომეწონა და წარმატებები love love love

ჩემი ყველაზე თბილი გოგო ხარ შენ! ძალიან დიდი მადლობა! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი lesia

ყოჩაღ , კარგი გოგო ხარ!.. წარმატებები love

 


№12  offline წევრი N7

lesia
ყოჩაღ , კარგი გოგო ხარ!.. წარმატებები love

დიდი მადლობაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline წევრი Annee

წარმზტებები.. პირადად მე მომეწონა ძალიან ^_^ :*:*

 


№14  offline წევრი N7

Annee
წარმზტებები.. პირადად მე მომეწონა ძალიან ^_^ :*:*

უღრმესი მადლობაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15  offline წევრი vighaca

Bodishi rom.gvian vwer magram dzalian minoda gamomexata emociebi am chanaxatis mimart chemii usayvarlesi poeti galakionia tavidan rom davinaxe es satauri rom ewera gamixarda dzalian mmindoda am chanaxats moego magram araushavs ❤❤

 


№16  offline მოდერი Mary Drey

.................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent