შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპატიე...იბრძოლე...იმედი იქონიე...


10-06-2015, 21:30
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 174

სიცივე, სიცარიელე, სევდა.. ჩაბნელებულ ოთახში მარტოდმარტო იწვა და.. არაფერი. არც ფიქრობდა.. არც საუბრობდა.. არც მოძრაობდა.. გაშეშებული მიშტერებოდა ერთ წერტილს, გონებაგათიშული, აზროვნებადაკარგული. არა, ვეღარ გაუძლებდა კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვას. აღარ შეეძლო ავადმყოფების, სიკვდილის მოლოდინში მყოფების ყურება. წლები უძლებდა საზარელ სანახაობებს.. დედების, შვილების, ქმრების, ცოლების ტირილს.. გულს უკლავდა მათი გაუბედურებული სახეები და ისედაც საშინელ ცხოვრებას აუარესებდა.. უიმედო სახეები.. შიგნეულებას უღრღნიდა.. არადა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია. ყველას მის მიერ უნდა ოპერაციის გაკეთება.. მაგრამ თავად ასე არ ფიქრობს.. საკუთარ თავს მკვლელად, მონსტრად მიიჩნევს.. არასდროს დაავიწყდება პატარა, ცამეტი წლის ბავშვის მშობლის თვალები.. შავი, აწყლიანებული თვალები, რომლებიც სივრცეს მიშტერებოდნენ, თითქოს მის წინ უკუნითი სიბნელეა.. რა თქმა უნდა, მისთვის ყველაფერს შავი, ბნელი ფერი დაედო, მას ხომ შვილი გარდაეცვალა.. ერთადერთი გოგონა.. ვერ პატიობს.. წითური ექიმი საკუთარ თავს ვერ პატიობდა.. უმნიშვნელო და მარტივი ოპერაცია იყო. მუხლის სახსარი გამოუცვალეს. პაციენტი მშვენივრად იყო ოპერაციის შემდეგ, თუმცა სუნთქვა გაუხშირდა.. ჰაჰ, რას წარმოიდგენდა რომ სერიოზული რამ სჭირდა.. სისხლისგამათხელებელი დაუნიშნა, მაგრამ მალევე ბავშვმა მუქი წითელი, ბლანტი სითხე აღებინა და.. მაშინღა მიხვდა, რომ აჩქარებული სუნთქვა შინაგანი სისხლდენის ბრალი იყო და არ მოკვდებოდა მისთვის სისხლისგამათხელებელი რომ არ დაენიშნა.. პატარა გოგონა დედის ანალოგიური თვებით შესცქეროდა და.. და უთხრა რომ კვდებოდა.. მაშინ იგრძნო ცხოვრების უსამართლობა.. მაშინ იგრძნო სულის მოურჩენელი ტკივილი.. მაშინ შერაცხა თავისი თავი მკვლელად, ურჩხულად.. ყველაფერს თავი მიანება. ზედმეტი სტრესისა და ტკივილისგან დეპრესიაში ჩავარდა.. არა, ვერ ამოიგდი თავიდან შავი ირისები, სიცოცხლემოწყურებული, შველას რომ სთხოვდნენ.. იგი კი ვერაფერ მოქმედებდა.. არაფერი შეეძლო.. სწორედ ესაა საშინელება.. ჩვენ შეგვიძლია ადამიანი გავახაროთ, ტკივილი მივაყენოთ, მოვკლათ.. გვგონია სამყაროს გვირგვინი თავად ვართ და ყველაფერს ვაკონტროლებთ მაგრამ.. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ადამიანი ხელებში შემოგვაკვდება, აღმოვაჩენთ რომ არაფერს წარმკვადგენთ, არაფერი შეგვიძლია და სწორედ ეს არის საშინელება.. ეს არის მტკივნეული.. საყვარელ ადამიანს ვერ ვიხსნით სიკვდილის კლანჭებიდან.. ეს არის იმის მტკიცებულება რომ არარაობები ვართ.. განა ქალს არ შეუნარჩუნებია სხვისი სიცოცხლე? ჰაჰ, უამრავჯერ, მაგრამ არაერთხელ უნახავს თავისი პაციენტების სიკვდილი.. განწირული კივილი არაერთხელ გაუგონია.. მდუღარე ცრენლები, როგორ ასველებენ მიცვალებულის ტანსაცმელი, არაერთხელ შესწრებია ამ სხენას.. და თითოეული სცენის ყურებისას უარესად უმძიმდებოდა მხრები.. უარესად უქრებოდა ზღვისფერი თვალები.. უარესდებოდა.. ავადმყოფებს ექიმები ანგელოზებად მიაჩნია, ისინი ხომ მათი სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ.. ყველაზე წმინდა საქმიანობა ჰგონიათ.. აბა თავად ექიმეს ჰკითხონ.. ჰკითხონ რა ჰგონიათ თავიანთი ხელობა.. უმეტესობას ეზიზღება.. ეზიზღება ხალხის წვალება.. დაიმედება, როდესაც იმედის ნაკვერჩხალიც არ არსებობს.. ეზიზღებათ სასოწარკვეთილი სახეების ცქერა და.. და ეზიზღებათ ის შეგრძნება, თითოეული პაციენტის დაკარგვით რომ არის გამოწვეული..
- როდემდე უნდა იყო ასე? - სამარისებული სიჩუმე მამაკაცის მკაცრმა, ბოხმა ბარიტონმა დაარღვია. ქალმა გაყინული სახით ახედა მაღალ, შავგვრემან კაცს. ხმა არ ამოუღია. ახლა მას მიაშტერდა. - შენ გეკითხები! - ხმას აუწია. - ბევრს სჭირდები.. - სიტყვა ჩამწყდარმა, ხმადაბალმა ხმამ გააწყვეტინა.
- რისთვის?.. ყელში ამომივიდა მომაკვდავი ხალხის ყურება. მათი განწირული სახეების ცქერა და.. და მეტი არაფერი.. მათი ცქერა.. თორმეტი წლის მანძილზე მათ მეტ არაფერს ვხედავ. განწირული, სასოწარკვეთილი, უიმედო სახეები.. სხვა არაფერი! მომბეზრდა! ყელში ამომივიდა! ბავშვი.. ბავშვი შველას მთხოვდა.. მე მთხოვდა და მე.. მე არაფერი შემეძლო გესმის?! არაფერი! ვიდექი და ვუყურებდი როგორ უფერულდებოდა სიცოცხლემოწყურებული, შავი, ლამაზი თვალები.. ამის ატანა აღარ შემიძლია! - ტონს თანდათან უწევდა წითური. მამაკაცი კი მშვიდი სახით შესცქეროდა და.. გულშიც იმავეს ფიქრობდა. თქვენ გგონიათ მას არ მობეზრდა? გგონიათ მას მოსწონს წაშლილი სახეების ცქერა? რა თქმა უნდა, არა. მასაც ისევე სტკივა, ისევე ამძიმებს გაუბედურებული სახეები, გარდაცვლილი პაციებტები.. თუმცაღა არ ნებდება.. იცით რატომ? მან იცის, რომ არაერთი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან..
- მესმის შენი, მაგრამ დაფიქრებულხარ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენია? რამდენი გააბედნიერე? რამდენი დააიმედე და ბოლოს.. ბოლოს მიზანსაც მიაღწიე. დაფიქრებულხარ ამაზე? რაღაც არამგონია. ახლა ადექი, თავი მოიწესრიგე, ჭამე, დალიე და ხვალ შენი ახალი პაციენტი ნახე. - მკაცრად ჩაილაპარაკა, თუმცა იგრძნობიდა მის ხმაში მზრუნველობის სითბო. ქალი მარტო დატოვა, გაკვირვებული და თვალებ გაფართოებული. მართალია.. ასე არ უნდა დანებდეს. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ამან არ უნდა დაასუსტოს.. არ უნდა გააუბედუროს.. საკუთარი თავის პატიება უნდა ვისწავლოთ.. ვაპატიოთ ჩადენილი შეცდომები..

***
- პაციენტის სახელი? - იკითხა წითურამ და ექვსიოდე წლის ბიჭუნას ღიმილით გახედა. დაბალმა, შავგვრემანმა ქალმა უხმოდ გაუწოდა ფურცელი, რომელზეც ბავშვის ბიოგრაფია იყო ამობეჭდილი. კიბო.. მეორე სტაზია.. ექიმმა ერთი ამოიხვნეშა და პალატისკენ, რომელშიც ბავშვი იყო მოთავსებული, წავიდა. ბრაზდებოდა.. გული წყდებოდა.. ისევ ის საშინელი, გაურკვეველი გრძნობა.. ენანებოდა ბავშვი სიმსიმნესთვის.. ენანებოდა ექვსი წლის ბავშვი იმ ტანჯვისთვის, რაც წინ ელოდა მაგრამ.. მაგრამ სხვა გზა არ არის.. უნდა იბრძოლოს თვითონაც და იმ პატარა, ქერაკულუკა, მწვანეთვალება ბიჭუნამ.
- გამარჯობა პატარავ, მე შენი ექიმი ვიქნები. - თბილად უთხრა და თმაზე ხელი გადაუსვა.. რა რბილი და ნაზე თმა აქვს.. ექიმს თმაც დაენანა.. მას ხომ გასცვივდება ეს ნაზი, ბრწყინავი, ქერა კულილები..
- მოვკვდები ხო? - სევდიანად იკითხა. გაფართოებული თვაკებით დააშტერდა წითური. რა ეპასუხა არ იცოდა.. ისევ დაუმძიმდა მხრები, ჩაუქრა თვალები..
- არა, რა თქმა უნდა. - დააიმედა.
- ხო მაგრამ, მე ხომ ცუდად ვარ. - გაკვირვებულმა უთხრა.
- ხარ, მაგრამ კარგად გახდები. - ისევ აიმედებდა ბავშვს და.. და თითოეულ სიტყვაზდ უარესად სტკიოდა გული.
- დედამ მითხრა უნდა იბრძოლოო. ხო და ვიბრძოლებ. - აკისკისდა პატარა. ექიმმა გაუღიმა და გასასვლელისკენ აიღო გეზი. ქალმა პალატის კარი გაიხურა, სახეზე კვლავ ის დაღი ეხატა, შავი საბურველით რომ შემოსა მისი სიცოცხლე. თვალები კი... თვალებში თითქოსდა შეუმჩნეველი, მოციმციმე სხივი აკიაფებოდა.



№1  offline წევრი შიკალატკა

ello1997
აი, რატო ხარ შენ კარგი გოგო!!! love
ვიცოდი რომ დადებდი... ისიც ვიცოდი, რომ გამოგივიდოდა!!!
ხოდა დიდ დიდ წარმატებას გისურვებ, გაქვს პოტენციალი და იმიტომ<3

ვაიმე მადლობა ჩემო ლამაზთვალებავ <3 მართლა ძალიან დიდი მადლობა <3 ^_^

 


№2  offline მოდერი მარრიამი

ჰმმ, საინტერესოა.. წარმატებები..

 


№3  offline მოდერი desktop

ნწ.
ეს უეჭველი ვერ გაიმარჯვებს!
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№4  offline მოდერი Mary Drey

......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent