შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ ისტორიამ ფურცლები გააცოცხლა


11-06-2015, 20:27
ნანახია 2 081

ერთხელ ვერაზე, სადღაც შესახვევთან,ახალგაზრდა გოგონამ ლამაზად გამიღიმა და ზურგზე მოკიდებული დიდი ჩანთა მოიხსნა.მერე ფეხაკრეფით,ისე თითქოს ჩემს მიპატიჟებას ელოდა,ჩემსკენ გამოემართა და სველ სკამზე გრაციოზულად ჩამოჯდა.
მე გამეღიმა.
გაყინული თითები დახეული პიჯაკის ქვეშ დავმალე და შევეცადე მისი იქ ყოფნა არ შემემჩნია.
მან შემამჩნია.“გაბერილი“ ჩანთიდან რვეული ამოაძვრინა და დროის გასაყვანად უაზრო ფიგურების ხატვა დაიწყო.
მე ისევ ვიცდიდი.
სიჩუმე მეფობდა.სიჩუმე გრძელდებოდა.დრო იწელებოდა.სიტყვები ქრებოდა.წვიმა უმატებდა.ის მაინც რჩებოდა.
ბოლოს მობეზრებულმა თავი გავიქნიე და „რა გნებავთ“-თქო,ხმამაღლა ვიკითხე.ალბათ არ ელოდა,ადგილზე შეხტა და თავი გაიმაგრა,რომ სკამიდან არ გადმოვარდნილიყო.
კვლავ გამეღიმა.
-თქვენი ისტორია-ფრთხილად წამოიწყო მან.
მე დავიბენი.
არადა მახსოვს,ბოლო პერიოდში ყურთასმენას არ ვუჩივოდი,არც თვალთ დამკლებია,არც გავგიჟებულვარ.
-თქვენი თვალები,ვხედავ ისინი რამხელა ისტორიას ინახავენ.თვალები არ ბერდებიან,ისინი ადამიანის გზამკვლევნი არიან.თვალი თქვენი სულის სარკეა,მე კი ვხედავ რაოდენ ღრმა და წმინდაა ეს ყველაფერი.
-განა ეს შეგიძლია?-კვლავ მაოცებდა მისი სიტყვები.
-მე შემიძლია-თავმომწონედ ჩაიღიმა მან.
-მაშ ჩემი ისტორია-ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე.
თავი დამიქნია.
მეც ავდექი და მოვყევი.
თუ გინდა,რომ ოდესმე შენი გულიდან ყველანაირი სევდა,ტკივილი,სიხარული და ბოროტება ამოუშვა,თუკი გინდა,რომ ერთხელაც ვიღაცამ უანგაროდ მოისმინოს შენი ისტორია,მაშინ ჩათვალე,რომ უცხო ადამიანი ამის ყველაზე კარგი ვარიანტია.ადამიანი,რომელსაც ვეღარასოდეს ვეღარ შეხვდები.ადამიანი,რომელიც შენს საიდუმლოს ვერავის გაანდობს.
ჰოდა დავიწყე:
-პირველად ლაპარაკი,რომ დავიწყე ჩემი სიტყვა სულაც არ ყოფილა „დედა“ ან „მამა“,ეს იყო „კატა“ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,სწორედ აქედან მიხვდა მთელი ჩემი სანათესაო,რომ მე ინდივიდუალურობის განსახიერება ვიყავი.ფეხი გვიან ავიდგი,იმდენად გვიან,რომ მახსოვს დედაჩემი მეზობლებში, დარბოდა და ამ „საყოველთაო“ მოვლენას გამვლელებსაც კი სიხარულით ატყობინებდა.მაშინ იმდენი რამ იყო ჩემს მშობლებზე დამოკიდებული,რომ,როდესაც ზრდასრულ ასაკს მივაღწიე,მარტო ყოფნა ვეღარ შევძელი.დედა სულ ახალგაზრდა გარდამეცვალა,მამა მისი დაღუპვიდან ორ წელში.მე საქვეყნოდ მიტოვებულმა, მშობლიური სახლი ულაპარაკოდ დავტოვე და საცხოვრებლად მონასტერში წავედი.სწორედ იქ დავწერე პირველი სიტყვები ფურცელზე.სწორედ მაშინ გახდნენ თხელი,სიფრიფანა ფურცლები,ჩემი ცხოვრების მეგზურნი.პირველი მოთხრობა დედა ბარბარეს წავაკითხე.მისი გამომეტყველებიდანვე მივხვდი,რომ ეს საქმე მეხერხებოდა და იმით თავდაჯერებულმა,რომ მე ჩემი ცხოვრების წყარო ვიპოვე,იქიდანაც წამოვედი და უკეთესის ძიებაში კვლავ თბილისს მივაკითხე.გამანადგურეს.მიწასთან გამასწორეს სხვადასხვა გამომცემლებმა,რედაქტორებმა და ასე უგზო-უკვლოდ დაკარგულს,ცხვირწინ კარი მომიხურეს.უკან აღარ დავბუნებულვარ.ოჯახი არ მყოლია,არც თბილი ბუხრის ფუფუნება გამაჩნდა და არც ჭერი მეხურა თავზე.მთელი ცხოვრება სიჩუმეში და საკუთარ თავთან საუბარში გავატარე.მათხოვრობამ გაჭრა.სარჩენი ფული ამ გზით ვიშოვე.მერე ქუჩის მცოვრების იარლიყი მომეკერა და ბედს შეგუებულმა მომავალზე სამუდამოდ ჩავიქნიე ხელი.როგორ ფიქრობ ეს ისტორიაა?-თვალიდან წამოსული მარილიანი წყალი, ხელით უხეშად მოვიშორე და თავი ჩავხარე.
-ეს ისტორიაა,ისტორია,რომელიც ფურცლებს გააცოცხლებს.
თავი წამოვწიე.
ის აღარ დამხვდა.
მას შემდეგ წლები გავიდა,წლები და მაინც, უაზრობაა ბედთან ჭიდილი.ის რაც შუბლზე გაწერია არ აგცდება.

წლების შემდეგ,ისევ მათხოვრობით ნაშოვნი ცოტაოდენი ფულით,პურის საყიდლად მაღაზიისკენ დავირაზმე.გზად ჟურნალ-გაზეთის ჯიხურს ჩავუქროლე და იქვე „დავასტოპე“:გაზეთის შუაში,დიდ, შავ ფონზე ჩემი უცნობი ფოტო ჩაეკრათ.მის ზემოთ თავთან, მსხვილი ასოებით,ნაცობი სათაური „ამ ისტორიამ ფურცლები გააცოცხლა“ ეწერა.
მე ისევ გამეღიმა.



№1  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,უბრალო და პატარა <3 წარმატებები.

 


№2  offline წევრი ^^dreamer^^

ცუდი არ იყო, მომეწონა. უბრალოდ პატარა იყო. წარმატებებს გისურვებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent