შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ხელები


13-06-2015, 03:40
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 2 906

- მე ძალიან ბევრი სიტყვა მინდა გითხრა. ძალიან ბევრი სიტყვა. მაგრამ ვერ ვპოულობ...

თვალები დახუჭე თეთრო მოხუცო, მე შენს წინ ვზივარ, იმ თეთრი კაბით,რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ვრცელი,ასეთი მოთეთრო... და ვტირი შენთან ერთად. მე მომწონს შენი ნაოჭები ხელებზე, მაკვირვებს შენი თვალების სილამაზე და ვეფლობი მაგ ტკბილი ხმის ყოველ ბგერაში... ვის არ უტირია, ყველა ტირის, ისიც კი ვისაც ცრემლები არ მოსდის, ისიც კი, ვინც ტირილს არ იმსახურებს.
შემომხედე, ნუ გრცხვენია შენი ცრემლების, მე გიერთდები, აქ, შენი საწოლის წინ ვარ ჩაფლული, ვეჭიდები მის საფეხურს და მეც გიერთდები. შეხედეთ დედამიწას, ჩვენ ნუ გვიყურებთ, ამ წუთას ერთი ემოციით გავერთიანდით.

იმ თეთრ კაბაზე,რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ვრცელი და მოთეთრო, ცრემლის წვეთებს ვითვლი.
ალბათ გრძნობ ჰაერს,რომელიც მე შემოვუშვი შენთვის, აღარ დავაცადე სქელ ფარდას მისი შეკავება. იქნებ იმასაც ხედავ,როგორ დარჩა ყველა კარს იქით და როგორ შემოგრჩი ხელში მხოლოდ მე... მინდა გამიგო, ისე როგორ წლების წინ გამიგე, როცა ხელებში მომაჩეჩე ჩემთვის საოცნებო თოჯინა,იასამნისფერი კაბით. ახლაც გამიგე ჩემო სითბოვ, რატომ დარჩა ყველა იქ სადაც არავინ არ უნდა იყოს. შენკენ მოისწრაფვის ყოველი სხეული, მე კი არ ვუშვებ. მინდა გამიგო,რადგან ეგოისტურად მინდა მიყვარდე. მე ვიყიდე წუთები მომავლისგან და ეს წუთები მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ეს ჰაერიც მე შევუკვეთე რამდენიმე საათის წინ და არავის აქვს უფლება ისუნთქოს. ეს მე გავაუქმე საქორწილო სამზადისი,ზუსტად ახლა, მაშინ როცა ბეჭდები თითებს ეხებიან,რომ შენ მიმესაკუთრებინე. აქ არავინ არ არის,იმის გამო რომ მე ბევრი ვიწვალე ამ ყველაფრისთვის. და ახლა შენ გხედავ...

ვერ მესაუბრები, მაგრამ ჩვენი ხელები ორ საუკუნეს აერთიანებს.
რამდენი წელი გავიდა, შენს გულს ოდნავი ტანჯვაც არ შეხებია და ახლა, როგორ ახერხებ მიყურო ასე დაუნანებლად, ასეთი ნატანჯი სახით. სად გამოვტოვე შენი გულისტკივილი, მითხარი, იმ წუთას რომელ სისულელეს ვითვისებდი... სად ვიყავი მაშინ,ჩემო სითბოვ,შენ რომ ტკივილები გიტევდნენ.
ამიტომ ვარ ახლა, შენს წინ დაჩოქილი, თეთრი, ცრემლებდაწვეთილი,ვრცელი კაბით და სინდისი მკლავს.

დღეს ჩემი ქორწინების დღეა, მე კი წუთებს ვითვლი დასრულებამდე.
არ დახუჭო თვალები, შეხედე, რა საოცარია სამყარო... გაიხედე გარეთ, მოწითალო მზის სხივები ედება ჩვენი საწოლს და გთხოვს არ წახვიდე.
მაშინ მტოვებ,როცა შენი ლამაზი ნაოჭები ჩემს სიცოცხლესაც უნდა ალამაზებდეს, უნდა მხედავდე, უსამართლობაა არ დამინახო, ამ თეთრ,ვრცელ კაბაში...

მე ცრემლებისგან შევკერე ეს საათები.
მე ვუყურე შენი თვალების სამუდამო დახუჭვას.
მე შევძელი ვყოფილიყავი ძლიერი და შენთვის ქსოვილი გადამეფარებინა.
მე დაგიტირე,შენ კი შემქმენი.


ჩვენი საათები ამოიწურა.
არადა მე... ბევრი სიტყვა მინდა გითხრა... მაგრამ... ვერ ვპოულობ...



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

რამდენი ემოცია იყო... სულ ტანზე მბუტძგლიდა... საოცარი ლექსიკა გაქვს გვანცა ))<3

 


№2  offline წევრი madamfiso

საქორწილო შეცდომაა, სწორია საქორწინო! იმიტომ რომ არის ქორწინება და არა ქორწილება. წვრილმან შეცდომებს აღარ ჩავეძიები, ყველაზე უხეშად რაც მოხვდა ყურს ის აღვნიშნე
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი gvanc(a) 15

მადლობა მარი <3



madamfiso
საქორწილო შეცდომაა, სწორია საქორწინო! იმიტომ რომ არის ქორწინება და არა ქორწილება. წვრილმან შეცდომებს აღარ ჩავეძიები, ყველაზე უხეშად რაც მოხვდა ყურს ის აღვნიშნე


შენიშვნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ მინდა გითხრა რომ გრამატიკულად ორივე მართებული ფორმაა.
თუ საკამათო თემაა საბუთებსაც მოგაწვდი :*

მაგრამ მე უფრო გამიხარდებოდა ჩანახატი შეგეფასებინა...

 


№4  offline წევრი anastasia▶▶▶

ყოველ ჯერზე უფრო გაოცებული ვარ შენით. საოცრად გულში ჩამწვდომია ემოციური .

 


№5  offline წევრი gvanc(a) 15

მადლობ ანასტასია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent