შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სრულფასოვანი მეორე ნახევარი ხარ


18-06-2015, 15:12
ავტორი gijka13
ნანახია 2 395

ყველამ მაპატიოს ვინც ამ ადამიანს იცნობდა შეიძლება არ გესიამოვნოთ ჩემი ფანტაზიით შეჯერებული რეალობა, მაგრამ ეს იმდენად ემოციური და ტკივილიანია ჩემთვის რომ როგორმე უნდა დავცალო ეს ემოცია. პირველ რიგში ვუსამძიმრებ თბილისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მინდა ერთ-ერთი დაღუპული გოგონას ისტორია შემოგთავაზოთ, ცოტა ჩემი ფანტაზიით. ინდირა ზარანდია. კიდევ ბოდიში.

♡♡♡♡♡♡

ინდირა საოცარი ადამიანი იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დღეს აღარ არის, ამას მთელი თბილისი დაგიდასტურებთ, მისი უბრალოება და სილაღე ყველას აოცებდა და აცოცხლებდა... მათ შორის ირაკლის, ის დარწმუნებულია დღესაც რომ ინდირა მისი მეორე ნახევარია და ელოდება იმ დღეს როცა ისევ ერთად იქნებიან... "მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარავ" ეს მისი სიტყვებია, იმ საშინელ დღეს ინდირა მეგობრებთან და დასთან ერთად ერთობოდა და მხიარულობდა, ირაკლიმ რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე,
-ხო იკა,
-როგორ ხარ ჩემი პატარა?
-კარგად შენ?
-არამიშავს, სად ხარ?
-მეგობრებთან ერთად კაფეში,
-ფრთხილად იყავი არ მინდა შენი დაკარგვა.
-მე შენ არასდროს დამკარგავ.
-ვიცი მაგრამ მაინც.
-რატო მეუბნები მაგას?
-არაფერი ისე.
-ნუ გეშინია მე შენს გულში ვიქნები ყოველთვის.
-და ჩემს გვერდითაც.
-ღმერთმაც ქნას.
-მაგას რატო ამბობ?
-არაფერი უბრალოდ ყოველთვის გახსოვდეს რომ სადაც არ უნდა წავიდე ყოველთვის მეყვარები და მიყვარხარ.
-ინდირა მაშინებ.
-არაფერი უბრალოდ ვხუმრობ.
ლაღად გადაიკისკისა გოგონამ.
-ინდირა გეყოფა რა ყურადღება მოგვაქციე.
წყენით და მობუსხული ტუჩებით უთხრა მარიამმა.
-კარგი წავედი მე იკა მერე დაგირეკავ,
-კარგი, რა უნდა გეთქვა?
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემი ჩიტუნია,
-კაი უნდა გავფრინდე.
კაი.
ინდირამ ახლაღა შეამჩნია, რომ ერთი მეგობარი აკლდა.
-სად წავიდა?
-ქმარმა დაურეკა წვიმაში ნაყინი უნდა გაჭამოვო და წავიდა,
გადაიკისკისა მარიამმა.
-ამათ უყურე.
გაეცინა ინდირასაც.
კარგი გვიანია წავიდეთ თქვა რეზიმ (იმ ბიჭისსახელს რომელიც დებთან ერთად იყვნენ ვერ ვიხსენებ ემოციებისგან ამიტომ რეზის დავუძახებ, მაპატიეთ).
ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ.
-ჯერ სვანიძის ქუჩა გოგონებს მივაცილებ.
-კარგი.
მძღოლი დაიძრა.
ინდირამ შეამჩნია რომ ტელეფონი უჯდებოდა და ირაკლის დაურეკა.
-ირაკლი ტელეფონი მიჯდება და არ ინერვიულო სახლში როგორც კი მივალ დაგირეკავ.
-კარგი მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
-ოხ გვრიტები.
ჩაიხითხითა რეზიმ.
წვიმდა... მანამდეც წვიმდა სანამ სახლისკენ დააპირებდნენ რამოსვლას მაგრამ ახლა უმატა...
თითქოს ცა ტირის და ვერავინ აწყნარებსო... უფრო უმატა...
ციდან უზარმაზარი წვეთები ცვიოდა... და წყალი... ხედავდა ინდირა წყალს როგორ უახლოვდებოდა მანქანას, მანქანაში პანიკა ატყდა, მაგრამ ინდირა უცნაურად წყნარი და მშვიდი იყო, ამ დროს ირაკლიზე ფიქრობდა...
ცოტაც და წყლის ქვეშ აღმოჩნდნენ, პირველი ინდირა დაკარგეს...
-ინდირაა! ინდირა!
გამეტებიტ კიოდა მარიამი და თან წყალს ებრძოდა, რეზი და ტაქსის მძღოლი აღარ ჩანდა,
-ამ დროს ინდირა უკვე აღარ ფიქრობდა... აღარც ირაკლიზე ფიქრობდა...
მარიამიც დანებდა...

ირაკლიმ საშინლად აფორიაქდა, ვერ ისვენებდა,
რამდენიმეჯერ დაურეკა ინდირას, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო, ეს ბუნებრივადაც ჩათვალა ინდირამ ხომ გააფრთხილა,
მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. მაინც რაღაც აწუხებდა.
ტელეფონზე ზარია... იმედი ქონდა ინდირა იყო, მაგრამ ინდირას დედა აღმოჩნდა,
-ირაკლი ინდირაა მარიამიი
-რა ? რა მოხდა?
გაგიჟებული ხმა ისმოდა ტელეფონიდან...
-აქ წყალია დიდი წყალი ინდირას და მარიამს ვერ ვუკავშირდები გამორთული აქვთ... გეხვეწები შვილებს მიმიხედე...
-ინდირას ტელეფონი დამჯდარია, არ ინერვიულოთ ახლავე მანდ მოვალ.
-არაა არ მოხვიდე აქ წყალია...
ირაკლი გონს ვერ მოსულიყო რა ხდებოდა, ან რა მოხდა.

მეორე დღე... დანგრეული თბილისი... დაკარგულები... გაუბედურებული ოჯახები... სულის შემძვრელი სიტუაცია ქალაქში. არავინ იცოდა რა მოხდა, მხოლოდ ის რომ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
ინდირას მარიამს და რეზის უშედეგოდ ეძებდნენ.
ირაკლის მაინც იმედი ჰქონდა, იმედს არ კარგავდა, მანამ სანამ...
სანამ გოგონას ცხედარი არ იჰოვეს...
ირაკლიმ არავინ მიუშვა ამოსაცნიბად, ის უყურებდა... უყურებდა და გახევდა... უეცრად მთელი მასთან გატარებული დრო გაახსენდა...
თვალიდან ერთი ცრემლი გადმოვარდა... მერე მეორე... მეორეს მესამე...
-ეს ინდირაა...
ჩემი ინდირა...
"შენ ჩემი სრულფასოვანი მეორე ნახევარი ხარ"
"მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარავ"



№1  offline წევრი gijka13

სახელები შეცვლილი მაქვს ირაკლის და ინდირას გარდა :(

 


№2  offline წევრი gijka13

სერგი ერქვა იმ ბიჭს და ინდირას დას ლიზა

 


№3  offline მოდერი Mary Drey

...............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent