მახველებს ხოლმე ამ ბოლო დროს ხშირად,როცა მინდა ყელში შენი სუნთქვა გადამცდეს..!
სადღაც.. შორს.. ისევ.. ლამაზად.. თოვს.. როგორც მაშინ ჩვენ რომ შეგვიყვარდა..! შენ დაახლობით 2 საათის წინ დაიძინებდი.. ჩემო ნ,როდის დაგიმთავრდება გამოცდები..გეფიცები წეღან ვიგრძენი შენი სუნთქვა კისერთან..მომენატრა..აი ახლა,დილის 5:23 და აი ამწამს არის ის მომენტი როდესაც ყველამ საკუთარი თავი ვიცით..მონატრების საათია..ახლა რომ ახლოს მყავდე გულში ისე ძლიერად ჩაგიკრავდი რომ ვეღარასოდეს გაბედავდი წასვლას.. ჩემო ნ,ვიცი რომ ძილშიც გიყვარვარ მორფეოზის სამყაროში უჩემოდ რომ არ აბიჯებ ეგეც ვიცი. ნეტა რამოხდება ხვალ?!ზეგ?!..ან მაზეგ?!..ნეტავ რამე თუ მოხდება ისეთი რასაც ვერ გადავლახავთ..რასაც ჩვენი სიყვარული ვერ გაუძლებს..ჩემი კო..! ახლა.. სადღაც.. უაზროდ.. და.. უსაშველოდ.. თოვს.. როგორც მაშინ პირველად რომ გნახე.! შემიყვარდი და ძლივს დაზავდნენ ესენი..გულიც და გონებაც ერთსა და იმავეს გაიძახის.. "ნ მიყვარს"გაჰკივის ორივე როდესაც ერთმანეთს მომავალ დაღამებამდე ვემშვიდობებით!! ჩვენთანაც არის ის რაც ხელს გვიშლის ტრიუმფალურ ბედნიერებამდე მაგრამ გეფიცები ეს "შემშლელი" თუ უფრო არ ამტკიცებდეს ჩვენს ურთიერთობას..! ზუსტად ვიცი..ხვალინდელი დღე სულ ცოტათი უკეთესი რომ იქნება დღვანდელზე..ზეგინდელი კიდევ უფრო უკეთესი..და 4წლის მერე დილის 5-6 საათზე ჩვენი პატარა გაიღვიძებს და ზუსტად ვიცი არცერთს შეგვეზარება ლოგინიდან წამოდგომა, მიყვარხარ..ისე როგორც ზუსტად ვიცი რომ არცერთს ყვარებია.. მაგიჟებ..ისე როგორც ზუსტად ვიცი რომ არასოდეს გაგიჟდება სხვა.. და გაღმერთებ..ისე როგორც არასოდეს გაუღმერთებიათ სხვებს..! შენ ჩემში ცვლილება კი არ გამოიწვიე?! არამედ დღემდე იწვევ..და კიდევ გამოიწვევ მარადისობაში..რადგან შენ ჩემთან კი არ იყავი..ან ხარ.. შენ ჩემთან იქნები მარადისობაში.. და ეს სიგიჟე მხოლოდ თავიდან კი არ იყო..ახლაც არი.. და მარადისობაშიც გავგიჟდებით.. და იცი?! მახველებს ხოლმე..ამ ბოლო დროს ხშირად..როცა მინდა..ყელში..შენი სუნთქვა გადამცდეს...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.