მინდოდა წერა
ალბათ, ყველასთვის ცნობილი გრძნობაა, როდესაც გგონია, რომ ვერაფერს გრძნობ თუმცას სწორედ , მაშინ გრძნობ იმას რასაც შენს მეტი ვერავინ გაიგებს... მიუყვები ცხოვრების მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკს , სადაც უამრავჯერ განმეორებულიი ცხოვრების კადრები გეჩხირება თვალში, აი მაშინ ფიქრობ, რომ დაპროგრამებული დადიხარ ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი მეორდება სხვადასხვა ფორმით, ზომითა და ფერით... ყველაზე მეტად ჩემს, არც თუ ისე მოკლე ცხოვრებაშიი გამოვყობ ბავშვობის წმინდა წლებს , მიუხედავად ჩემი ასაკისა ბავშვობაში გონიერი ბავშვი ვყოფილვარ და ვაზროვნებდი ისე, როგორც დიდი (არადა არ მიყვარს ასეთი ბავშვები...) ამით არც თავს პლუს არ ვუწერ და არც არაფეერი,გაწონასწორებული, მშვიდი და ზომიერად ცელქიც იყავიო მეუბნებიან, ასაკის მატებასთან ერთათ თუ გგონიათ კიდევ დავბრძენდი ძალიან ცდებით, ხანდახან ვხუმრობ ჩემი მეტად დაჭკვიანება სახიფათოც იქნებათქო , მაგრამ ვნახოთ ცხოვრებაში ყველაფერი წინ მაქვს 18 წლის ბავშვს, ჩემი ასაკის მიუხედავად ბევრი რამ მაქვს ნანახი ამ ცხოვრებაში და ვიციი არც თუ ისე ტკბილი გზა რომ მაქვს წინ, მაგრამ ჩემი ზედმეტად პოზიტიური ხასიათის მიუხედავად ყველაზე რეალისტი ვარ , ტუმცა ნაკლებად ვიმჩნევ ამას არ მიყვარს ოცნება, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ოცნება არ მაქვს , მირჩევნია რეალური სურვილებით ვიყო დახუნძლული ვიდრე აბსურდული აბსტრაქციით... არასდროს არ მიყვარს საკუთარი თავის საშკარაოზე წამოჭიმვა დაა ენის ტლიკინი ,მაგას მირჩევნია სადმე მყუდრო კუთხეში მოვკალათდე კომფორტულად და ჩემი საქმე ვაკეთო. ვებრძვი ჩემ თავს , რომ მხოლოდ ვიფიქრო იმაზე თუ რა მინდა მე და მერე სხვას < ძალიან ცუდია ხომ ? ყველა იმას მეუბნება რომ უნდა გაითვალისწინო ხალხი რას იტყვის ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ შედეგი ამისა რა არის? , ამას არც არავინ კითხულობს და რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს რაც ჩემი აზრით , ზედმეტად უაზრობააა. ბრბოს გაუთავებელი ჭკუის სწავლება დაა კრიტიკა მიუხედავად იმისა ვარ თუ არა ამის ღირსი, ჩემთვის ძალიან დამღლელიაა , ეგოისტური ჩვევები ჩემში იმდენად ჭარბობს, რომ არ მინდა სხვისი გულისთვის ვთქვა იმაზე უარი რაც მინდა...გაგიკვირდებათ და ყველაზე ბედიერად მარტოხელა ადამიანს ვთვლი , თუ რატომ მაგაზე შეილება ბევრი ვისაუბროო, მართალია ბევრი შემედავებით და გეთანხმებით ყველა არგუმენტზე ,თუმცა მაინც ჩემს აზრზე დავრჩები... არ იფიქროთ, რომ უბედური ვარ, რადგან მარტოხელა არ ვარ, რა სისულელეაა , პირიქიით, ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით არიან გვერდში მიდგანან და არასოდეს არ მაძლევენ იმის უფლებას , რომ ცხოვრებას ერთი ნაბიჯით მაინც ჩამოვრჩე, თუმცა სწორედ მათ გამო ვიკავებ ხოლმე თავს და მათ გამო ვწონი ყოველ სიტყვას, რომელსაც წარმოვთქვამ. პირველად ვწერ ჩემს განცდებს და არ ვიცი რამდენად გამომდის , არც ის ვიციი რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით .. უბრალოდ მომინდა რაღაცის დაწერა , მართალია მუზა დიდი ხანია დავკარგე და ვერაფერს ვწერ , მაგრამ სურვილი სულსი შემიძვრა და ,,წერა" დამაწყებინა, უბრალოდ ჩემში ერთიანად იხეთქაა ემოციების ზღვამ , გაბრაზებამ და კრიტიკის სურვილმა.. მე ვიინ ვარ რომ სხვა გავაკრიტიკო უბრალოდ მაღიზიანებს 12 წლის გოგოების ქალობა და ძალით დაკაცებული ლაწირაკების საქმის გაჩევები, ყველაზე მეტად კი ის მაცოფებს, რომ ისეთებს რომლებსაც არაფერი გაეგებათ ეთიკის , ზრდილობის , უფროსის პატივისცემისა და ადამიანობის , ყავთ მშობლები, რომლებიც მართლაც სანიმუშოები არიაან , ,,მაგრამ მარტო წრთვნა რას იზამს , თუ ბუნებამც არ უშველა" ხო და რისთვის დავწერე ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიციი, არაფერს არ ვითხოვ უბრალოდ მიდოდა ,,წერა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.