სიყვარულის თუ ვნების მსხვერპლი?
გარეთ საშინლად წვიმდა.ოთახში კარგად მიხურული ფანჯრებიდანაც კი ისმოდა მისი წვიმის ასფალტზე ურიტმო ცემა. ფანჯარასთან ფეხმორთმით გოგონა მოკალათებულიყო...სიბნელეში გარეთ იხედებოდა და წვიმას თვალს აყოლებდა..მისი გულიც ხომ მასავიც გამოსცემდა უმისმართო ბგერებს..შფოთავდა,გოგონას მკერდი ზემოდან ქვემოთ მოძრაობდა.მაისურიდანაც კი აშკარა იყო მისი ძგერა.ეტყობოდა,რომ თვალზე ცრემლი ახალი შემშრალი ჰქონდა.სახეზეც არ ედო ძველებური ფერი.მისი მთელი არსება სევდას მოეცვა.უნდოდა დაემალა,მაგრამ მისი ცისფერი თვალები ამას მაშინვე ამჟღავნებდნენ.მხოლოდ ერთი შეხედვაც კი იყო საკმარისი და გოგონას საიდუმლო ნათელი გახდებოდა...მხოლოდ დაკვირვებული და გამოცდილი თვალი შეამჩნევდა,რომ ის არც დაქალთან იყო ნაჩხუბარი და არც ოჯახური პრობლემებით დამძიმებული. მისი მთელი არსება ჩაფიქრებულიყო.დღეს საბოლოოდ დაუსვა სიხარულს წერტილი.განა დღეს არ გაიკეთა ეგ უბედური ტესტი? დღეს არ უჩვენა მან ორსულობა? ამან ის სრულიად გაანადგურა,მაგრამ მაინც კიდევ ჰქონდა გულში რაღაც იმედი.ალბათ,თანათგრძნობის,რომელიც „მისგან“ უნდა წამოსულიყო,მაგრამ ბიჭმა ხომ საბოლოოდ ჩაუწყვიტა გული. „იმედია,აბორტის არ გეშინია.ადვილია“-ეს იყო მისი თანათგრძნობა. „ხომ მაგრამ..მე არ შემიძლია,ის მოვკლა“-გოგონას ლამის იყო წასკდომოდა.ისედაც როგორ ღელავდა და ახლა ეს უნდოდა? „სხვა გამოსავალი არაა.უნდა გეფიქრა რა შეიძლება მოჰყოლოდა შენს ამ გართობას.მსხვერპლს ითხოვს ყველაფერი,პატარა.“-მის ხმაში ირონია იგრძნობოდა,მზერაში კი-ზიზღი. „გართობას?“ „ჰო,რა გაიკვირვე?“ „მე შენ მიყვარხარ“. „კარგი,რა“ „განა შენც არ მითხარი?“ „ეგ მხოლოდ ლოგინში.“ გოგონა ჩაფიქრდა...მთელი სხეული აუცახცახდა და მერე ცრემლებიც კინაღარ შეიკავა. „ჰო,ლოგინში ყველა მასე ამბობს..“ „მე მხოლოდ ლოგინში არ გეუბნებოდი“. „ეგ უკვე შენი პრობლემაა,მაგრამ,ვიცი,რომ არ გიყვარვარ. „მიყვარხარ“-გოგონა თვალებში ვეღარ უყურებდა. „ეს შეუძებელია“. „ვითომ რატომ?..რატომ გგონია ასე?“-გოგონას სიტყვები უწყდებოდა. „ჩუმად..წადი,სახლში...დაისვენე და ხვალ მოაგვარე.“ „არა,ეს შეუძლებელია...“ გოგონას აღარ მოუცდია პასუხისთვის ისე წავიდა..ალბათ,იმიტომ წავიდა,რომ იცოდა რას ეტყოდა ბიჭი...იცოდა,რომ მის მოსმენას აზრი აღარ გქონდა... „შენი დედა ...“-შეაგინა,მაგრამ,საბედნეიროდ,გოგონას არ გაუგია. „განა მხოლოდ ლოგინში მეუბნებოდა?“-მთელი დღე ეს კითხვა ჰქონდა აკვიატებული,მაგრამ გონებადაბუნდული ვერაფერს იხსენებდა. „ალბათ,ჰო“-ჩაილაპარაკა და ცას ახედა..მთვარე მალე მიიმალებოდა.. „ისიც წავა...წავა,როგორც ის..“-გაიფიქრა და ისევ იგრძნო ცრემლების მოწოლა...ქუთუთოები ეწვოდა... რა უნდა გააკეთოს ახლა? მეგობარიც არ ჰყავს ისეთი,რომელსაც გულს გადაუშლის...“კუნძულის მეგობრები“ არიან მის გარშემო...ისინი კი მხოლოდ ჭორაობას დაიყებენ მასზე,დახმარებას ხომ სულ „დაიკიდებენ“...რჩევასაც კი არ მისცემენ... იქნებ ეს ბედის ბრალია... „მაგრამ მე რატომ..იქნებ ბედნეირება ჩემითვის აკრძალული ხილია?“-სასმომიხდილი გაჰყურებდა ფანჯარას..ოთახში სიჩუმე იყო..მშობლებს უკევ ეძინათ.. მხოლოდ საათი წიკ-წაკი და წვიმის წვეთების ურიტმო სხა არღვევდა სიჩუმეს...გოგონას გულიც საშინლად სწრაფად სცემდა.. მთელ ოთახში მხოლოდ საათს არ ეტყობოდა ეს საზოგადო მღელვარეა..ის განაგრძობდა მოძრაობას... წიკ-წაკ! წიკ-წაკ! წვიმაც წყდებოდა..მისი უკანასკნელი წვეთების ხმას გოგონას სიტყვები სენტიმენტალურად შეერწყმა: „ვნების მსხვეპლი ვარ თუ სიყვარულის“. მეტი არაფერი უთქვამს თვალები დაეხუჭა და გადაეშვა ღამის გრძელ ლაბირინთში..სწორედ იმ ლაბირნთში,რომელიც არავის ინდობს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.