ბედნიერება,როგორც აკრძალული ხილი
ცხოვრება რთულია..ადამიანიც არაა ადვილი მექანიზმი და არც მისი გული..მისი გრძნობები სრულიად უკონტროლო რამაა.რამდენი წელი გადის,გვგონია ვიცვლებით,გვგონია,რომ ვსწავლობთ რაიმეს ჯონტროლს,მაგრამ ეს ტყუილია,ყველაზე დიდი ტყუილი... გვიყვარს აკრძალული,მუდამ ისეთ „ხილს“ ვეტანებით,რაც ჩვენთვის არ შეიძლება და ან უბრალოდ მიუწვდოელია..ყველა ადამიანი ასეთია..უბრალოდ ზოგი ზედმეტად ებრძვის მას,მაგრამ განა ეს ნიშნავს,რომ ისინი განსხვავებულნი არიან? არა,სრულიად არა. მეც ადამიანი ვარ,ჩვეულებრივი ადამიანი...ადამიანი,რომელსაც ეზიზღება,რასაც აძალებენ,უყვარს ის,რაც აკრძალულია..გიჟდება იმაზე,რაც მიუწვდომელია...ორო ერთმნაირი საგნიდან იმას აირჩევს,რომელიც უფრო შორსაა..მე ვარ გოგო,რომელიც ოცნებასა გაბრაზდება და რაიმეს ესვრის...მე ვარ გოგო,რომელიც ყველაფერზე წავა საყვარელი რამისთვის,არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ადამიანი,თუ უბრალოდ მისი რომელიმე რომან,ჩანახატი და ან თუნდაც ლექსი... მე ვარ ადამიანი,რომელი აფექტის მდგომარეობაში ყველაფრის გამკეთებელი...რომ დავინახო ადამიანი,რომელიც ჩემს საყვარელ არსებას ეფლირტავება,იმ მომენტში,ალბათ,ვესვრი იმას,რაც კი ხელში მომხვდება.. ძვირფასი რამ ყველასთვის არსებობს ცხოვრებაში..მე ცოტა რამ მაქვს,მაგრამ ეს ცოტა განსაკუთრებულად მიყვარს... მიყვარს ოცნება...რეალობასაც კი მირჩევნია...ცხოვრება ილუზიის გარეშე ხომ იგივეა იყო მკვდარი,რომელსაც შვებულება აქვს აღებული დედამიწაზე... ვარ გოგო,რომელიც ყოველთვის აღწევს მიზანს..ვარ ადამიანი,რომელსაც ყველაფერი საკუტარი შრომით აქვს მიღებული...ბედი -ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან უცხოა.არადა მიყვარს აზარტული თამაშები..მიყვარს რისკი,მაგრამ ეს უკანასკნელი,ეს ბედი,ამ ყველაფერს მაზიზღებს... მიყავრს ადრენალინი,მიყვარს ემოციის გიჟური მოზღვავება,მიყვარს,როცა ვინმეს ვუყვარვარ...მუდამ ვაფასებ ამ გრძნობას,მაგრამ,სამწუხაროდ,არავის ვუყვარვარ ისე,როგორც მინდა...ვერ ვგრძნობ ვერანაირ სიყვარულს..ეს ყველაფერი ჩემთვის უბრალოდ გამოყენებაა..არამგონია,ვინმეს რეალურად ვუყვარდე..ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი ფარსია და ყველა მიყენებდა...არავინ მეუნებოდა იმას,რასა გრძნობდა...ან გრძNობდა რომ რამეს? ემოციურად სუსტი ვარ....მე ხომ არავინ მიქმენის საჭირო გარემოს..ნუ,უარყოფითი გრძNობები არის თავზესაყრელად..ტყვიასავით დამეცემიან და მიტევენ უმიზეზოდ...ხალხი,რომელსაც დაეხმარები 99-ჯერ და მე-100-ჯერ უარს ეტყვი და მაშინვე გხაზავენ,დაგროვილ ემოციებს გაფრქვევენ და გულს გტკენენ...აი,ეს არის ჩემი სამყარო...მეგობრები,რომლებსაც სჭირდები რაღაცის გამო. ხვალ,რომ მოვკვდე,ვიცი,რომ რეალურად არავინ დამიტირებს...ვიცი,რომ ერთ კვირაში ყველას დავავიწყდები...ვიცი,რომ „ფეისბუქს“ პოსტებით აავსებენ და მერე სამუდამოდ დამმარხავენ იმ ორგანოში,რომელსაც გული ჰქვია... ვიცი,რომ არავის ადარდებს რას ვგრძნობ...ვიცი,რომ ყველა ზედაპირულია..ვიცი,რომ ადამიანი მძულს..მათი ქცევები და მათი გამომეტყველება,მათი აზრები და მათი ფიქრები..ეს ისაა,რასაც მივყავარ ამ დასკვნადე... არ ვუყვარვარ არავის და მარტოობის საშუალებასაც კი არ მაძლევენ,განა ეს არის სამართალი?! მარტოსულობაშიც ხომ არის რაღაც...მაგრამ,როცა გარშემო ამდენი ადამიანია,შენ კი თავს მარტოდ გრძნობ,-აი,ეს არის საშნელება და საშინელებაზე უარესი. 18 წლის შემდეგ ვუყურებ ჩემს ცხოვრებას და, ვხვდები,რომ არაფერი ყოფილა...ვიცი,რომ ცხოვრებაში არავის შევხვედრირვარ,რომელიც გამიგებდა და,რომელსაც უბრალოდ ვეყვარებოდი უანგაროდ,ყველაფრის გარეშე... ემოცია,ადრენალინი,გრნობები სიყვარული..აი,რაც მინდოდა,მაგრამ სადაა? არსად...ეს ადამიანები,რომლებიც მუდამ ტრიალებენ ჩემს გარშემო ვერსდროს მიქმნიან ამას..ისინი ვერც ვერასდროს შეძლებენ მაჩუქონ ეს ყველაფერი,მაჩუქონ ცხორვება.. ამიტომ ვქმნი ყოველივე ამას თავად...ამიტომ ვცხოვრობ ილუზიიც,რომლის მეათასედი ნაწილიც რომ მქონდეს ცხოვრებაში,ბედნეირი ვიქნებოდი... ალბათ,ბედმა ამიკრალა ეს ყოველივე...მე კი კვლავ მიუწვდენელ „ხილს“ ვეტანები. მე ვარ ადამიანი,რომელსაც უნდა ახლა იყოს სამდე მარტოსულ ადგილას...სწორედ ისეთ ადგილას,სადაც იგრძნობს თანათგრძნობას..თანათგრძნობას,რომელსაც ვერ პოულობს ადამინებში.. ერთი სუტყვით,ჩემთვის აკრძალულია რეალური ცხოვრება..ალბათ,ბედმა არ დამინდო..თუმცა რად უნდა ალბათ? არ უნდა,ეს დღესავიც ნათელი...ცხადია,როგორც სიმართლე..და კაშკაშა,როგორც ამომავალი მზე,რომელიც ზღვის ტალღებს ელაქუცება... ბედნიერება არა,ცხოვრებაც არა. თუ არ იყავი ბედნიერი,რად გინდა ეს ამაო ცხოვრება?! მაინც მალე დასრულდება ეს ყველაფერ..ბოლოს მაინ მიწად იქცევი და ჰომუსად მოევლინები ამომავალ ყვავილებს.. მაინც ხომ მალე დსრულდება ეს ყველაფერი და უსიყვარულოდ რა აზრი აქვს? უსიყვარულოდ წამიც ხომ დაკარგულია... საშინელი ვაკუუმი და ემმოციური ჟღლეტვა,-აი,ჩემი ფსიქოლოგიური დიაგნოზი...ამას მხოლოდ „ახალბედა“ მწერლობა შველის...წერა თითქოს მაძლევს საშუალებას ზურგი ვაქციო რეალობას,მაგრამ ეს სანამ გაგრძელდება? არა,არ ვიცი. ადამიანი ვარ..ადამიანი კი არაა პროგნოზირებადი,არც ცხოვრებაა უცვლელი.. დღეს ვართ,ხვალ კი აღარ.. დღეს ამას ვწერ..ხვალ კი შეიძლება ხევში მიპოვონ გადაჩეხილი....ან მანქანის ქვეშ ფერდაკარგული...თუნდაც უიმედობისგან მკვდარი... დიაგნოზი კი იქნება.. ჩვენ,ადამიანები ვკლავთ ერთმანეთს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.