აბიტურიენტის ფიქრები
ზოგი ამბობს,რომ არაფერი შეუძლია,არანაირი ნიჭი არ მისცა ღმერთმა,მაგრამ,ყველასთვის ცნობილი,ტრივიარული ფრაზა-ყველა რაღაცის შესაძლებლობით დაბადა ღმერთმა,ამას სრულიად უარყოფს. რაღაც შეგიძლია,გეხერხება,მაგრამ რა არის ეს ნიჭი თუ ცხოვრებისგან შეძენილი? ეს ის კითხვაა,რომელზეც ხშირად ვფიქრობ. ვფიქრობ,თუ არსებობს რაღაც,რაც ამოიცნობს,შენს შესაძლებლობებს,გეტყვის,თუ რა გეხერხება ყველაზე მეტად,რისთვის დაიბადე. თუმცა იქნებ სულაც არ იბადება ადამიანი რაღაცით,ის უბრალოდ ავიტარებს საკუთარ შესაძლებლობებს და პოულობს იმას,რაც მისინაწილი ხდება... მახსოვს,ბავშვობაში მათემატიკოსობა მინდოდა.მიყვარდა ეს საგანი.დამოუკიდებლებს ყოველთვის პირველად ვრჩებოდი და დარწმუნებული ვიყავი,რომ მას გავყვებოდი მუდამ.მეგონა,მთელ ცხოვრებას მას დავუთმობდი...მეორე კლასშიც ასე ვფიქრობდი,მესამეში კი რაღაც შეიცვალა.მას შემდეგ,რაც დაიწყო სკოლაში რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შეჯიბრი. მახსოვს,ნესტან-დარეჯნის წერილი ვისწავლე:“აწ საყვარელსა...“ მთლიანი ზეპირად ვიცოდი და მისი წაკითხვა ჩემთვის რაღაც საოცარი რამ იყო.ისე მსიამოვნებდა ეს პროცესი,რომ ახლაც ჟრუანტელს მგვგვრის.მას შემდეგ,ლიტერატურა უფრო შემიყვარდა.მივხვდი,რომ ის ჩემში იყო და რაღაც ძალას მმატებდა. ბავშვი ვიყავი,მაგრამ მომავალზე მაინც ვფიქრობდი და თანაც ამ ყველაფერს სერიოზულად აღვიქვამდი.თავშიი მქონდა,რომ ლიტერატურას გავყოლოდი, მათემატიკას უფრო აგდებულად დავუწყე ყურება,რადგან ის არ მაძლევდა მსგავს გრძნობებსა და ადრენალინს..მასში არ იყო ემოცია..ემოცია,რასაც ასე აღვიქვამდი...ემოციას,რომელიც ცხოვრების ხალისს მაძლევდა, ეს იყო ადრეული წლები და მერე საერთოდ ჩიხში შევედი..რა პროფესია უნდა ამერჩია? რა იყო ჩემი ნიჭი? მიჭირდა პასუხის გაცემა..მე ხომ ყველა საგანს უმაღლეს ქულაზე ვსწავლობდი. რა მიყვარდა?მიჭირდა პასუხის პოვნა.. იყო დრო,როცა შექსპირის სონეტებით ვიყავი გატაცებული..მახსოვს ასამდე კომპიუტერშიც ჩავწერე კიდეც.. მაშინ იმ ასაკში ვიყავი,როცა ჯულიეტა რომეოს აღმერთებდა და მასზე დაქორწიმნებას მალულად გეგმავდა...მე არავინ მიყვარდა,მგონი,მაგრამ სონეტებს მაინც შევეტრფოდი..ეს ემოცია,რასაც ვგრძნობდი და სიტყვებით გადმოვცემდი,შესანიშნავი რამ იყო. რეალობაში,კარგად ვკითხულობდი..იმისდა მიუხედავად,რომ სწრაფი ლაპარა კი მიყვარდა,სონეტებს ჩირქს მაინც ვერ ვცხებდი..მახსოვს,როგორ ვიწყბდი ნელი ტემბრით კითხვას,ჰაერს ვისუნთქავდი და ემოციას გარეთ ვუშვებდი...მერე ვუსმენდი და ვგრძნობდი,რომ ეს შესანიშნავი იყო..ვგრძობდი,რომ ჩემი ემოციები მსმენელისკენ სწორად მიდიოდა... ეს ის დრო იყო,როცა მსახიობობაზე ვფიქრობდი...მხატვრული კითხვის ოსტატი გამოვალო-მრავალჯერ მიფიქრია... მაგრამ დრო მალე გადის და მასთან ერთად ყველაფერი იცვლება... მაგრამ ერთი ვიცოდი..ლიტერატურის გაკვეთილი ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის...მახსოვს,რა მალე გადიოდა მასზე დრო...თემების წერაზე მუდამ ვგიჟდებოდი...საკონტროლოს შეფასებების გამოცხადების დროს მომძლავრებულ ადრენალინს ვგრძნობდი...მიყვარდა,როცა ვახდენდი თემის პრეზენტაციას..მიყვარდა განსხვავებულობა..თავის გამოჩენა ხომ ამ უკანასკნელითაა შესაძლებელი..არ მინდოდა ჩემი ნაწერი რიგითი ყოფილიყო..პირველად,როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი რითი მიმექია მკაცრი მასწავლებლის რეაქცია,რაღაც საზიზღობა ლექსი წავიკითხე კლასის წინაშე...დავალებული გვქონდა,ისწავლეთ რაიმე და მოახდინეთ პრეზენტაციაო,მე კი მეექვსე კლასელი ლაწირაკი ინტიმურ ლექსს ვკითხულობდი და ამაყად ვიდექი მთელი კლასის წინაშე...სათაური ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ რაღაც ცირაზე იყო...ერთი ფრაზაც ახლაც სამარცხვიოდ მახსენდება:“ვკოცნე,ვკოცნე ძუძუ-მკერდი ბროლის...“ ღმერთო,როგორ წავიკითხე ეს...ვიღაც ცირა და ღამის მასპინძელი...მასპინძელი,რომელიც ყინვაში დარჩა სიბნელეში...მახსოვს,როგორ ვიღიმოდი,როცა ტაშკს მიკრავდა მთელი კლასი...რა სისულელე გავაკეთე,ვერ ვხვდებოდი მაშინ...ლექსი ადრე მქონდა ნასწავლი დიდი ამბით...მგონი,17 სტროფიანი იყო.რომელიღაც ქართველი პოეტის ნათარგმნი უნდა ყოფილიყო უცხოურიდან... მასწავლებელს უარყოფითი არ უთქვამს,არც ბავშვებს,მაგრამ სახლში,რომ ვთქვი,დედაჩემს ეწყინა,როგორ თქვიო.. მართლაც,როგორ ვთქვი,მაგრამ მე ხომ თავის წარმოჩენა მინდოდა...მინდოდა,რომ რაღაც გამორჩეული ვყოფილიყავი,მაგრამ შესაბამისად ვერ მოვიქეცი... ეს,ალბათ,ყველაზე დიდი სისულელე იყო.. მერე ვიხსენებდი და მრცხვენოდა...სასტიკად მრცხვენოდა ჩემი ასეთი საციელის... ვერ ვიტყვი ეს გარდატეხის პერიდის ბრალიაო...ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი და ეს იყო ჩვენი პატარა საზოგადოების,კლასის,ყურადღების მიქცევა... და მიზანს მივაღწიე...იმედია,არავის ახსოვს ეს სისულელე... ამის შემდეგ,ადრეულ ასაკში კვლავ ვცდილობდი,რომ რაღაც ახალი მენახები მათთვის..რაჭველებზე დავწერე მოკლე ჩანახატი,სადაც მათ ვაქილიკებდი... შემდგომში ესეც შეცდომად მივიჩნიე..ამით ხომ კლასის მთელი რაჭველი საზოგადოება გამოვრიე..თურმე მასწავლებელით რაჭიდან ყოფილა წარმოშობით,რაც მერე გავიგე...მას,როგორც ყოველთვის,არ დაუკარგავს მოთმინება..ისევ დინჯად იდგა და მიზეზებს მეკითხებოდა..მეც ურყევად ვიყავი და არც ერთ მომენტში მიფიქრია უკან დაწევა...არა,დანებება ჩემი საქმე არ იყო...მას შემდეგ,დედაჩემს ჩემი ერთ-ერთი კლასელის მშობელი აღარ ელაპარაკებოდა..სერიოზულად აღექვა და საყვედურიც ეთქვა.. უბრალოდ ცუდია,როცა ადამიანი,მითუმეტეს აზრდასრული,ვერ ხვდება,რომ ეს რაღაცისთვის იყო და არ წარმოადგენდა ჩამოყალიბებულ აზრს.. კარგად ვწერდი..მრავალჯერ ვყოფილვარ გამორჩეული კარგი თვალსაზრისით,მაგრამ ეს შემთხვევები განსაკუთრებით დამამხსოვრდა. ის მომენტი ახლაც წარმომიდგება ხოლმე თვალ წინ..რაჭველი კაცი სასწრაფოში როგორ რეკავს და მერე რაღაც საღადაოები ხდება,თუმცა აღარ მახსოვს ზუსტად და ვეღარ გადმოვსცემ... ეს ბავშვობა იყო..მერე კვლავ ასე გრძელდებოდა..ლიტერატურა და მისი სიყვარული უფრო მიჯდებოდა ძვლებში...თითქოს ამისთვის ვიყავი შექმნილი... გავიდა წლები და გავიზარდე...აღარ ვიყავი პატარა მარიამი,რომელიც ყველაფერს აკეთებდა ყურადღებისთვის...მარიამი,რომელსაც თამამათ გამოჰქონდა განსხვავებული აზრი,თუნდაც მანდატურების თემასთან დაკავშირებით..წერდა ესეც და ამტკიცებდა,რომ ისინი სკოლის განუყრელი ნაწილი იყო..თუმცა განა გააზრებულა? არა,ეს უფრო იმისთვისი იყო,რომ სხვები გამოეწვია..ამით ასე ვთქვათ,სალაპრაკოს მისცემდა ხალხს.. მარიამი,რომელსაც მუდამ უნდოდაა პოპულარული ყოფილიყო.. ერთ დღეს,მარიამის წერის სამყარო გასცდა საზღვრებს...დაიწყო პატარა რომანების წერა,ჩანახატების... დავწერე პირველი ნაწარმოები „ცხოვრების მსხვერპლი“,რომელიც ჩემთვის მუდამ პირველად დარჩება და მუდამ გააღვიძებს ჩემში ადრენალინს....ადრენალინს,რომელსაც მისი წერისას ვგრძნობდი.. პირველად მამაჩემს წავაკითხე..მახსოვს,რომ მოეწონა,მაგრამ როგორ სიტყვებს მეუნებოდა,ვერ აღვიდგენ..მაშინ ხომ ემოციებში ვცურავდი ისე,როგორც ზღვაში.. მერე დამრიგებელს წააკითხა,ის აღფრთოვანებული დარჩა...მითხრა,რომ ეგონა,რომელიმე უცხოელი მწერლის ნაწარმოებს კითხულობდა..მითხრა,რომ არ სჯეროდა,თუ მე დავწერე..ისეთ ემოციებში იყო და რას არ მეუბნებოდა,ახლაც მიჭირს ამის აღქმა..ჩემთვის ასეთი რამ მას ჯერ არსდროს ეთქვა..მითხრა,სკოლის ჟურნალში დავბეჭდოთო.თუმცა საკმად დიდი მოცულობის იყო მისთვის... მას შემდეგ კლასელებიც დაინტერესდნენ და საკმაოდ დადებითი რეაქციები წამოვიდა...დადებითი კიდევ ნაკლებად შეესაბამება იმას,რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი... „სასწავლია...შენ დაწერე?“ და სხვა... ეს გასაოცარი იყო..ამ მომენტში მინდოდა,მწერალი გავმხდარიყავი.. მას შემდეგ აქტიურად დავიწყე წერა..ცოტა ხანში 4ლოვეზეც დავრეგისტრირდი და აქაც ძალიან თბილი გარემო დამხვდა.. ჩემი რომანები ერთმანეთს მოჰყვებოდა:“ცხოვრება რაც არ უდნდა უბედური იყოს,მასში მაინც არის რაღაც ბედნიერება“,“ყველაფერი ან არაფერი“,“ცეცხლოვანი ღამეები იწყევბა“,“ვირტუალურიდან ურთიერთობაში“,“18 წელი გზაში“,“სიყავრული და სექსი წესების გარეშე“,:ვერეს მსხვერპლი“,“ქალი ან უნდა მიატოვო,ან გააღმერთო“ ... მახსენდებოდა ბავშვობა,როცა ვფიქრობდი,ავტობიოგრაფიული რომანის დაწერაზე...ვგრძნობდი თითქოს ეს ჩემს მოწოდებას წარმოადგენდა...ვგრძნობდი,რომ მას უნდა ავდევნებოდი... და ერთ დღეს,დავიწყე,რომანის წერა,“18 წელი გზაში“..მინდოდა ჩემი ცხორვება დამესრულებინა 18 წლამდე,ანუ დრომდე,სანამ ბავშვობას ოფიციალურად დავტოვებდი...თუმცა,მგონი,ის დიდი ხნის დატოვებული მქონდა...ალბათ,მაშინ დავშორდი,როცა საბოლოოს შევწყვიტე ზრდა...ეს კი 5 წლის წინ იყო... ეს ბიოლოგიურად თუ შევხედავთ მაშინ..მაშინ ასეა,მაგრამ იქნებ ბავშვობა მაშინ სრულდება,როცა დაბადების დღე არ გიხარია..ეს კი მხოლოდ 6 წლამდე იყო..მე-6 დაბადების დღეს ამეკვიატა ფიქრები წარმავლობის შესახებ..ვგრძნობდი,რომ ბავშვობის დატოვება არ მინდოდა...მიმძიმდა,რომ მალე პირველკლასელი გავხდებოდი..ვიცოდი,რომ მოვალეობები წლებთან ერთად მრავლდება..სიძნელენი კი გრძელდება,რაც უფრო დიდი ხდები.. რაც არ უნდა იყოს,საკუთარ თავზე წერა ძნელი ყოფილა...ღრმა ბავშვობას ვერ გავსცდი,ისე დავწერე „დასასდრული“ და წერტილი დავსვი...მივხდი,რომ ამას ვერ შევძლებდი...მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,თუ რაოდენ ძნელია,წერო შენზე.. ვერ შეძლებ,20 პროცენტი მაინც გულხდილი იყო...არ ვიცი,როგორ წერდნენ მწერლები ბიოგრაფიულ რომანებს...თუმცა გამონაკლისები ჰკიდებდნენ ხელს ამ საქმეს,მაგრამ მაინც მეეჭვება,რომ მუდამ საკუთარი თავი ჰყვადათ მიზანში... რაც არ უნდა იყოს.სრულ სიმართლეს არც ერთი მათგანი ღაღარადებს..ამაში დარწმუნებული ვარ. რეალობაზე წერა ძნელია,ხოლოდ ილუზიისკენ მიმავალი ბილიკი მუდამ ხსნილი...ამას თვალებში ჩავხედე... „მწარე რეალობა“-გავიფიქრე და შევეშვი რეალოაბაზე წერას.. რეალური გმირები და ამბები,სრულიად სისულელეა მწერლითვის,თუ ისინი რაიმე ილუზიურის უკან არ იმალებიან..აი,რაში ყოფილა ხიბლი.. მრავალი ჩანახატი და ..ზოგჯერ ლექსების წერაც...ვგრძნობდი,რომ პოეზია არ იყო ჩემი საქმე,მაგრამ ეს ერთდგვარი გართობა იყო,რომელსაც დღემდე მივმართავ.. დავიწყე ოცნება მწერლობაზე..მინდოდა „ბესტსელერით“ დამემახსოვრებინა თავი არა მარტო საქართველოსთვის,არამედ მსოფლიოსთვისაც... ეს ჩემი აკვიატება არ იყო...ეს რაღაც ოცნება გახდა..თითქოს დაემატა ჩემს ილუზიურ სამყაროს..სამყაროს,სადაც მუდამ ლამაზი ფერებია.. მას შემდეგ ვწერ..დღემდე და კვლავ ასე იქნება... მაგრამ დროა,რომ ვიცოდი,სად ჩავაბარო..მწერლობა..ასეთი ფაკულტეტი არ არსებობს? ალბათ,ფილოლოგიურზე უნდა წავიდე და ან ჟურნალისტიკაზე-მეთქი,ვფიქრობდი.. დადებითი..უარყოფითი..ნუ,ეს ყველაფერს აქვს... მაგრამ,როგორც რუსი იტყოდა,“ხოროში პროფესიონალ ვსეგდა ხოროშო ზარაბოტივაეტ“... მეუბნებოდნენ,რომ ასეთი ტვინის ადამიანმა არ უნდა ჩააბაროს ამ განხრითო...თუმცა არ ვუსმენდი..ზოგი მეუბნებოდა,ამ ტექნიკურ საგნებს რატომ აკვდებოდიო,მაგრამ მე ხომ ყველაფერს უმაღლეს ქულაზე ვსწავლობდი..სისულელეა,ალბათ,მაგრამ ასე იყო... ჩემთვის მთავარი იყო მყვარებოდა პროფესია,რომელსაც ავირჩევდი..დანარჩენს კი ცხოვრება მიჩვენებდა... მაგრამ ერთ დღეს დავფიქრდი,რომ მწერლობა ისედაც შეიძლება...გამახსენდა,რომელიღაც უცხოელი ექიმი,რომელიც თავის პროფესიის პარალელურად „ბესტსელერის“ ავტორის გახდა...განა აუციელებელია ფილოლოგობა ამისთვის? სემიოტიკა...ენათმენიერება....არ ვიცოდი,რომელი იყო ჩემი..რომელი განხრა? მერე დავფიქრდი და მივხვდი,რომ მედიცინაც მაინტერესებს..სამედიცინოზე ჩაბარებით შემიძლია შევცვალო სამყარო...ცხოვრება წინ მიდის და ეს სპეციალობა უფრო საინტერესო და დაფასებული გახდება...მეცნიერემა,რამდენიმე ათასი წელი იცხოვრებთო...ეს დაპირებაა და გვეუბნებიან 10 წლის მერე რეალობა გახდებაო...განა შემიძლია ზურგი ავაქციო ამას? რომელი სჯობს ფილოლოგიურის ან ჟურნალისტის სტუდენტი თუ სამედიცინოს სტუდენტი,რომელიც მიილტვის უმაღლესი მწევრვალების დაპყრობისკენ..თუ ძალიან გინდა ჟურანალისტიკას მეორეულ პროცესიად აირჩევ,მაგრამ სამედიცინოს ვერა..დიახ,ეს გამორიცხულია..ეს მართლაც მაინტერესებს...ვაღიარებ,რომ კარგი მეხსიერებაც მაქვს...არაერთხელ მგონებია,რომ ბიოლოგია და ქიმია ჩემია..ეს ორი ჩემშია...მართალია,ძნელია გახდე სამედიცინოს სტუდენტი,მაგრამ,ალბათ,ღირს. ალბათ,კიდევ ამას წავეპოტინები..განა არ მაინტერესებს? დიახ,მაინტერესებს...და თანაც ეს ისეთი რამაა,რაზეც აგებულია მთელი სამყარო.. დედამიწა ბრუნავს,ხალხი კვდებიან.... ალბათ,მინდა გახდე ადამიანის მკურნალი...როგორც სულიერი მწერლობით,ასევე ფიზიკური-მედიცინით... ალბათ,მინდა,რომ თავი მივუძღვნა არსებას,რომელსაც ღმერთმა ადამიანი დაარქვა.. ეს შესანიშნავიაა... ალბათ,გავერკვიე საკუთარ თავში... ვფიქრობ,ეს ჩემი ნიჭია თუ შენაძენი,რომელიც ცხოვრებამ მანახა... ცალსახად ვერ ვპასხუობ..და ვამბობ,რომ ორივეა... ნიჭი,რომელსაც ცხორვებამ რეალიზების ძალა მისცა... ვთვლი,რომ ყველას აქვს რამის ნიჭი...აღმოაჩინეთ ის...მიეცით ცხორვება უფლება ის ნათელი გახადოს,გამოათავისუფლოს,გახდეს ხილვადი და მას მთელი არსებით შეიგრძნობდე... არ დანებდეთ...ნუ,უყურებთ ტაქსისტებს,რომლებსაც რამდენიმე დიპლომი აქვთ...ნუ ყრით ფარხმალს...უნდა სცადო,თორემ ვერც ვერასრდროს მიაღწევ ვერაფერს..უნდა იბრძოლო,რომ გახდე რაღაც..უნდა იბრძოლო,რომ დაიკავო კუთვნილი ადგილი იმ სამყაროში,რომლიც ღმერთმა შენთვის შექმნა... ღვთის ხატად შექმნილი,ნუ დანებდები,ნუ უყურებ სტაფილოსფერ ჟილეტებიან ადამიანებს,ნუ უყურებ ყვითელ „კურტკებიან“ შემმოწმებლებს..იყურე წინ და იფიქრე,რომ ღმერთმა,არა მხოლოდ არსებულის გამოსაყენებლად შეგქმნა,არამედ რაღაც ახლის შესაქმნელად.. იხედე წინ...ის არასდროს ჩაგიხერგავს მავალ გზას... ნუ შეგაშინებს,ეშმაკი...ის სუსტია..შენ მასზე ძლიერი ხარ,რადგან ღმერთი შენთანაა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.