შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

540 წუთი


21-08-2015, 00:17
ავტორი Anna)))
ნანახია 2 520

მას ყოველთვის ზურგზე უყვარდა წოლა . მივიდოდი ხოლმე , საწოლის მარჯვენა , თავისუფალ მხარეს დავწვებოდი და მთელი 9 საათი ანუ 540 წუთი მის აუღელვებელ სუნთქვას ვუსმენდი . მის გულზე მედო თავი და გულისცემას ვითვლიდი , წუთში 90-95 ჯერ უცემდა ანუ ღამის განმავლობაში მისი გული 48600-51300 ჯერ მაინც ფეთქავდა რიტმულად . დროდარდო თავს წამოვწევდი და გრძელ ,ხშირ წამწამებს ვუწყებდი დათვლას ; მთრთოლვარე , მუდამ ცხელ ,ლამაზად მოყვანილ ტუჩებზე ვუყურებდი და მთელი გულით მინდოდა მეკოცნა , მაგრამ ვერ ვბედავდი. მისი სახის თიოთოეული ნაკვთი და ხაზი მქონდა დაზეპირებული , მარჯვენა ლოყაზე თვალთან ახლოს პატარა ხალი ჰქონდა , ნიკაპთან ოდნავ მოზრდილი ყავისფერი და საფეთქელზე ძლივსშესამჩნევი შავი ხალი. შუბლზე შრამი ჰქონდა , პატარა ,მაგრამ ღრმა - თმით ფარავდა ხოლმე . ცხვირი სწორი , ოდნავ გაბუშტული ჰქონდა და რომ იბუტებოდა რაღაცნაირად ეპრიხებოდა, სიცივეში ცხვირის წვერი ისე უწითლდებოდა -ბავშვივით მივაშტერდებოდი და მეღიმებოდა. წარბები ცოტა მსხვილი და ლამაზი ფორმის ჰქონდა ; ტუჩები, როგორც უკვე ვთქვი , ლამაზად გამოყვანილი და მუდამ ცხელი ; თვალები , თვალები საოცარი ჰქონდა , თაფლისფერი , ყოველთვის წყლიანი , მის თვალებში მთელი სამყარო ჩანდა , ათი ათას სამას ტკივილის მაინც მალავდა და არ იმჩნევდა , არ უნდოდა შემჩნევა.წამწამები გრძელი და ხშირი...მუდამ სევდიანი ღიმილი ჰქონდა , ტკივილნარევი მზერით მიუყვებოდა ჩვენი ქალაქის მტვრიან ,ნახევრად დანგრეულ გზებს ,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი , იაფფასიანი სიგარეტით ნისლავდა ატმოსფეროს ,რომელიც ჩვენი დიდი სიყვარულით ,ასე თუ ისე ცოტათი მსუბუქად ასატანი იყო . ყოველ საღამოს თეთრ პერანგს ვაუთოვებდი და ჩვენი პატარა ოთახის შემოსასვლელში ვკიდებდი , დილამდე არ დაიჭმუჭნოს-მეთქი. ღია წაბლისფერი, ოდნავ ქერა შტრიხებით შეფერილი თმა აკურატულად ჰქონდა გადავარცხნილი მარჯვენა მხარეს , წვერი ყოველთვის ჰქონდა ,არც თუ ისე გრძელი , მაგრამ გაპარსული არასდროს დადიოდა. ხშირად არ ეცალა ჩემთვის , იჯდა და წერდა , ან მუშაობდა , ან უბრალოდ არ უნდოდა მოიეცალა . საღამოს ერთხელ ჩამეხუტებოდა , კისერში ჯრუანტელისმომგვრელად მაკოცებდა , ზურგზე დაწვებოდა და ხმაამოუღებლად ფიქრობდა ათას სისულელეზე , ან არ ვიცი მე ვერასდროს ვხვდებოდი რისკენ იყო მისი ფიქრები მიმართული. ბოლოს მიყვარხარო მხოლოდ ამას მეტყოდა ,თითქოს და მოვალეობის მოხდის მიზნით , არადა ვიცოდი რომ მთელს არსებას აყოლებდა ამ ერთ ძლივსგასაგონრად ნათქვამ სიტყვას , თვალებს დახუჭავდა და მთელი 9 საათით ანუ 540 წუთით მიებარებოდა სიზმრის დარაჯებს. სენტიმენტალური იყო და თავისნაირ მუსიკასაც უსმენდა . მელნიან ხელებს შორის ჩემს ნამტირალებ სახეს მოიქცევდა და ასე შეეძლო ეყურებინა მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში . მერე გრძელ , სწორ თითებს მომაშორებდა სახიდან და ტუჩებს მომადებდა შუბლზე , მე ამ დროს ვწყდებოდი პლანეტას , სისხლი მთელს ორგანიზმში ასჯერ უფრო სწრაფას იწყებდა მოძრაობას და ვგრძნობდი, რომ უძლური ვიყავი ყველა იმ გრძნობის მიმართ რასაც მის მიმართ განვიცდიდი. გაზაფხულზე ნამიანი იების თაიგული მოჰქონდა , უხმოდ მჩუქნიდა და რამდენიმე წუთი მიყურებდა თვალებში , შემდეგ გადიოდა და წერდა, არ ვიცი რას წერდა მაგრამ წერისას მისთვის მთელი სამყარო ქრებოდა , ის რჩებოდა ფურცლებთან ერთად, მისი ერთადერთი ახლო მეგობარი კალამი და ფურცელი იყო. ასე ვცხოვრობდით , დღითი დღე სულ უფრო მეტად მიყვარდა და ვხვდებოდი ,ჩემი ნარკოტიკი მისი თაფლისფერი ,იდუმალებით სავსე თვალები იყო...
წვიმაში გავედით , ხელი მომხვია და სანაპიროსთან გაჩერდა , მე გულზე მივეწებე , ვდუმდით , ის ეწეოდა , გაშეშებული იდგა და წვიმის ხმის პარალელურად მისი სუნთქვა ჩამესმოდა. მერე მითხრა გონებაში შოპენის ''გაზაფხულის ვალსი'' გაიხსენეო , ხელი წელზე მომხვია , ჩემი ხელი მეორე ხელში მოიქცია და 2 წუთის განმავლობაში უხმო მუსიკის ფონზე მეცეკვა. ჩემში ყველა გრძნობა ერთად ირეოდა , მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ქალი და მერქვა პოეტის ცოლი. რაღაც მომენტში ბუნდოვნად ჩურჩულით მომესმა ''მე არ მიყვარხარ'' , მელანდება -მეთქი ვიფიქრე და აუჩქარებლად განვაგრძე ცეკვა ...
ტელეფონის გაუთავებელი ზარები... ათასი დაწერილი და ქარს გატანებული წერილი , უმისამართოდ შორს. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები... მრავალი 540 წუთი..
...და წლების მერე , როდესაც ახლა პირველად მივედი მოღალატე ქმრის საფლავზე და მივუტანე მას ნამიანი იები , მე მივხვდი , რომ ყველა გრძნობა ,რომელიც დროდადრო დავიწყებას მიეცემა _სრული აფსურდია . მე მივხვდი , რომ მის ნათითურებს კანის ყოველ უბანზე ვგრძნობდი , რომ მისი სუნთქვა ისევ მშვიდი სიოსავით დამიდიოდა ყელში , კისერში ,სხეულზე. მე მიხვდი , რომ სიყვარული არ შეიძლება იყოს დროებითი , არ შეიძლება ექცეოდეს მხოლოდ 540 წუთში, _ეს გრძნობა მთელი დღე უნდა დაგყვებოდეს და სიცოცხლის ბოლო დღემდე უნდა სულდგმულობდე მისით.
ახლა როცა აქ ვარ , მუხლებზე დაცემული და ხელით ვუჭერ ამ დამპალ მიწას , რომლის ქვეშაც ჩემთვის კარგად შესწავლილი სხეული განისვენებს , მე ვიცი ,რომ ისევ იმავე გრძნობით მიყვარს ჩემი მოღალატე ქმარი და შვილი ,რომელიც მისი წასვლის მერე იმედგაცრუებულმა ჩავიკალი მუცელშივე ,დღეს ისევ ისე მარტყამს ფეხს ,როგორც წლების წინ როდესაც ობმოკიდებულ კედლებს შორის ლანცეტით ვანაკუწებდი და არ ვინდობდი. მე ვაპატიე მოღალატეს ღალატი , მაგრამ ვერ ვაპატიე ჩემს თავს ჩემივე თავისა და ჩემივე პრინციპების ღალატი. რამდენჯერ 540 დღე ველოდე , რამდენი წერილი გავატანე ქარს და მაინც დღესაც ჩემს თმებში შეპარულ ჭაღარებს რომ ვხედავ მისი მადლიერი ვარ, რომ არა მისდამი სიყვარული , დიდი ხნის წინ ავილესავდი ვენებზე დანას. არვიცი კიდევ რამდენი 540 წუთი დამრჩა , მაგრამ დღემდე - მე მისი სიყვარულით ვცოცხლობ...

მას ყოველთვის ზურგზე უყვარდა წოლა . მივიდოდი ხოლმე , საწოლის მარჯვენა , თავისუფალ მხარეს დავწვებოდი და მთელი 9 საათი ანუ 540 წუთი მის აუღელვებელ სუნთქვას ვუსმენდი ...
ანა ზეიკიძე 20.08.15




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent