ყველაფერი ერთ ღამეში შეიძლება შეიცვალოს!
ღამის 3 საათი სრულდება.მივდივარ,მეც არ ვიცი სად,უბრალოდ გზას მივყვები და მთლიანად მას ვეკუთვნი.ძვლებში ატანს და ისეთი შეგრძნება მაქვს სადაცაა დაიმტვრევა და ათას ნამტვრევად იქცევა.აგვისტოა...დიახ აგვისტოს 23 რიცხვია უკვე.მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული არ დამთავრებულა,ისე ცივა თითქოს სუსხიანი ზამთარი იყოს.უბრალო ნაქსოვი ჟაკეტი ვერ ახერხბს ჩემს გათბობას,უფრო მჭიდროდ ვცდილობ შემოვიხვიო ჟაკეტი,თითქოს უფრო მეტად გამათბობს.ცოტახნით ვჩერდები და თავს ცისკენ ვიშვერ.მთლიანად შავია,კუპრივით სავია ცა...წყნეთის სუფთა ჰაერს ვისუნთქავ და ვცდილობ ფილტვები ჟანგბადით და სუფთა ჰაერით ავავსო.არ ვწყვეტ,სანამ არ ვგრძნობ რომ საცაა გასკდება ჩემი ფილტვები,დამძიმდა,ახლა მგონია რომ ქვები მაქვს ზურგში,მაგრამ მალევე ადის ეს უსიამოვნო გრძნობა და ახლა ასე მგონია დავფრინავ.გზას ვაგრძელებ და ვცდილობ სიცივეს შევეწინააღმდეგო.არაფერი გამომდის,ისევ მბურძგლავს,ისევ ვიყიები...მხოლოდ მის სხეულს შეუძლია ახლა გამათბოს,მის 1 შეხებასაც კი შეუძლია ახლა ამ ფიქრებიდან მომწყვიტოს.ღმერთო!ზუსტად 2 თვეა მისგან არცერთი ესემესი,არცერთი ზარი,არცერთი ჩახუტება ყოფილა.მხოლოდ მოგონებები შემრჩა და წავიდა!წავიდა და დამტოვა მე მოგონებებებთან,შავ ღამესთან და ცივ აგვისტოსთან ერთად.რას არ მივცემდი ახლა,რომ მისი ბაგეები ჩემსას ეხებოდეს ნაზად.ალბათ სიცოცხლესაც კი დავთმობდი.მხოლოდ ახლა ვხვდები როგორ მენატრება და მიჭირს უმისობა. -ალბათ ასეც იყო საჭირო ვამხნევებ ჩემს ტავს ჩუმი შეძახილით,მაგრამ გულის სიღრმეში დიდ წვას ვგრძნობ,როცა ამ ფრაზას ვამბობ,2 თვის უკანაც ასე ვამბობდი,დღემდე... იქნებ რამე რომ მომემოქმედა ახლაც ერთად ვიქნებოდით.თვალიდან პატრა წყლის წვეთი მოგორავს,ჩემდა დაუკითხავათ იკვალავს გზას.უფრო შემცივდა,ოღონდ გულში.თითქოს გულში!თითქოს გაიყინაო და მისი ლოლოები ჩემს შიგნით ყველაფერს მიწვავს,მისუსხავს და მანადგურებს.ფიქრებიდან უცხო სხეულის შეხებას გამოვყავარ და წამში ვთები,ოღონდ ისევ გული მითბება,სითბო ნელ-ნელა იჭვრება სხეულში და ბოლოს მთლიანად ვთბები.უკვე ხორციელ სიცივესაც ვეღარ ვგრძნობ,იმიტომ რომ ის მე შემეხო!უკან მივტრიალდი და ახლა უკვე ღაპა-ჭუპით მცვივა ცრემლები.ისევ დაუკითხავად იკვალავენ გზას ჩემს გათოშილ სახეზე,ისევ ვგრძნობ რომ მიყვარს,ისევ ვგრძნობ რომ ძვლები დაიმტვრევა,ოღონდ ახლა სხვა მიზეზით.ტირილს ვწყვეტ და მას სახეზე ვეხები,რო დავრწმუნდე ხომ არ მელანდება.ტირილს ვწყვეტ,ახლა დარწმუნებული ვარ რომ არაფერი მელანდება,ის ჩემს წინ დგას გაუნძრევლად და მხოლოდ იღიმის,იმ ღიმილით იღიმის,და ისევ სობრანიეს ეწევა,დიახ ზუსტად იმ სობრანიეს! -არ მელანდება არა? სიტყვები ჩემდაუნებურად ამოდის პირიდან და ისევ ემზადება ორგანიზმი ცრემლების წამოსასვლელად -არ გელანდება -ანუ დაბრუნდი -არც წავსულვარ -მენატრებოდი -მეც საშინლად,ტკივილამდე -მიყვარხარ -გულის წასვლამდე გულში მიკრავს,მაგრამ ვგრძნობ რომ ეს სულში ჩაკვრას უფრო გავს,ისევ ვგრძნობ რომ მალე ძვლები დამემტვრევა,მაგრამ ახლა კიდევ მესამე მიზეზი არსებობს ამ ყველაფრის ღმერთო რამდნეი ხანი ველოდი ამ ჩახუტებას!მეგონა აღარასდროს მექნებოდა ეს ბენდიერება. -შენ ჩემი ბედნიერება ხარ -სასწაულად მენატრებოდი -აღარ წახვიდე -გამიშვებ? -აღარასდროს! მინდა გითხრათ რომ ამ პატარა ჩანახატით ვასრულებ ამ საიტძე ჩემს მოღვაწეობას!ძალიან მსიამოვნებდა თქვენი დადებითი კომენტარები!მიყვარხართ ყველა,ვინც კი დრო დახარჯეთ,იმისთვის რომ ჩმეი ისტორიები წაგეკითხათ.მიყვარხართ ყველა უკლებლივ და ძალიან მომენატრებით.უდიდეს ბოდიშს გიხდით რომ ბოლო ისტორიები შუაში გავწყვიტე და არ გავაგრძელე,მაგრამ გამიგეთ,უბრალოდ წერა აღარ შემიძლია სხვადასხვა მიზეზების გამო!მიყვარხართ,და მიყვარს ეს საიტი იმ დიდი სიამოვნების გამო რაც მე განვიცადე 1 წლის განმავლობაში!!! სიყვრულით KGB! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.