შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ არაფერი არ ხდება უმიზეზოდ


10-09-2015, 13:33
ავტორი ევერსი
ნანახია 1 905

როდესაც ემოციები მოგაწვება მაშინ შეუძლებელია სულის დამშვიდება . დიახ ემოციები გაფორიაქებენ . უბრალოდ შენთვის გულში დამცინავი ღიმილით ამბობ ასეც ვიცოდი , სადამდე გააგრძელებს ამ მასკარადს . დიახ ის არ იქნება ბედნიერი , იმიტომ რომ არ დაიმსახურა , და ვერც დაიმსახურებს. სწორედ ამიტომ დაძრწის აქეთ-იქით , უგზოუკვლოდ , დაკარგული , ეული , ერთი ცალი . ეძებს და ვერ პოულობს . ასე ემართებათ დამპალ ნაბიჭვრებს , სტიანელ ღორებს . მეტის ღირსია . რამხელა თვითკმაყოფილებამ მოიცვა ანა ვერც წარმოიდგენთ . ის არ იყო ბედნიერი არც უბედური , უბრალოდ განიცდიდა უდიდეს სიამოვნებას მან ხომ იცოდა რა იქნებოდა მომავალში . ახლა კი ელოდებოდა როდის იპოვინიდა ახალ ლეშს როდის გააღმერთებდა ცამდე და როდის მოიგლეჯდა ფრთებს ან თავად ცხოვრება მოსწყვეტდა , რა პრობლემაა .

ცხოვრება ბუმერანგივით ტრიალებს . დიდი ხანია ანა ამას მიხვდა , თუმცა მას ახლა ფეხებზე ეკიდა თუ იგივე მოელოდა , მან ჰომ უკვე შეიცნო ცხოვრების სიცოფე . თუ კი ოდესმე ადამიანისთვის გული საშინლად გიტკენით თქვენი ნარცისიზმისა და ეგოისტობის გამო , დარწმუნებული იყავით იმაში რომ უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ . თუ ოდესმე ადამიანის გრძნობებზე ინავარდეთ და დაივიწყეთ თითქოს არაფერი მომხდარა ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში რომ ზუსტად ასე დაგიკიდებენ თქვენც , დიახ არც მეტი და არც ნაკლები . დიახ ეს ასეა , თუმცა ანას ეს არ აწუხებდა , რატომ უნდა ედარდა იმაზე რაც კანონზომიერია ამ ვირთაგვა სააქაოსთვის . ერთადერთი რასაც განიცდიდა ეს იყო შურისძიების გრძნობა . და დარწმუნებული იყო რომ ისიც ზუსტად ასე იტანჯებოდა . ის მარტოსული იყო , მისი არავის ესმოდა , მის გარშემო იყო ბრბო მაგრამ არა ადამიანი . მის სახეზე უნებური ღიმილი აღარ თამაშობდა და ტუჩის კუთხესთნ ნაკეციც უგულოდ წამოყოფდა თავს . საოცარია , მაგრამ თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა , ეს იყო ილუზიური ბედნიერებს შეგრძნება რომელიც დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ქრებოდა და ყოვლისმომცველი უარაფრობა ისადგურებდა მის გონებას , სულს , სხეულს . ის მარტო სულია და ამის აღიარებას ყოველთვის გაურბის , მას არ შეუძლია სისუსტეს

გასცეს საკადრისი პასუხი , ის თავის თავში მალავს საკუთარ ეგოს , არ უსმენს მას . აქვს უდარდელობის იმიჯი შუბლზე მიკერებული და და დააბოტებს როგორც უპრობლემა სიცოცხლით აღსავსე , გასაოცრად ბედნიერი ადამიანი , რომელსაც აქვს მიზნები და საკმაოდ წარმათებულადაც იღწვის ამ მიზნების განხორციელებისათვის . დიახ ამ ფასადს ხედავს ყველა ანა კი ხედავს მის სულს .

იცით რა არის ბედის დაცინვა ? განგიცდიათ ოდესმე ? ანას კი , თან ძალიან ბევრჯერ , შეეჩვია კიდეც , მაგრამ ყოველთვის ეძებდა რაღაც ამქვეყნიურ ახსნას რაც ვერ იპოვა . წარმოიდგინეთ მიდიხართ ქუჩაში , მეგობართან გართული ხართ საუბარში და უცებ რაღაც ძალა უკან გახედებთ , უკან საიდანაც არანაირ ხმა ,არავითრი ნიშანი არ იყო იმისა რომ თქვენი ყურადღება მიეპყრო , იხედებით და რას ხედვთ მოდის ის სწრაფად აშორებთ თვალს და ისევ აგრძელებთ რჩევა-დარიგებების მიცემას , პარალელურად თქვენი გონება სხვაგან ქრის , ანას გონება მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა : რატომ? რატომ ? რატომ ? რატომ? . .. ფიქრებდამძიმებული , გულაჩქარებული და გაოცებული მიდიოდა წინ . ამდენი გრძნობა ირეოდა მის სულში ფიზიკურად კი ვერ გამოხატავდა , არ შეეძლო , მაღალი პრინციპები ბორკავდა და გულზე ახეთქებდა ყველა ემოციას , ეს იყო ტანჯვა , უთქმელობის მძიმე კაეშანი ... რატომ მივიხიდე ? , რამ მიმახედა? ნუთუ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს? ყველაფერს აქვს მიზეზი , შემთხვევით არაფერი ხდება , რამდენი ხანია არსად შემხვედრია , უკვე ვეღარც ვდარდობდი , მონატრებამაც თითქოს გამიარა , აღარ მინდოდა ისევ მეგრძნო რაღაც , ღმერთო რატომ მიმახედე , რატომ დამანახე , ისევ ტანჯვა გინდა ჩემი , მე , მე , მე რა დაგიშავე ... სული სხეულის კედლებს აწყდებოდა , ლამობდა იისფერი ვენებიდან გამოღწევას, კისერზე დაიძარღვა გრძობა არაამქვეყნიური , მტკივა , დაიღრიალა . ანამ თვალები დახუჭა და თავი გააქნია , თითქოს ცდილობდა ყველა ფიქრი დაესამარებინა , ვერ შეძლო . დაიღალა , დანებდა აბობოქრებულ ემოციათა კორიანტელს ... აღარ შემიძლია გაიფიქრა მან ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent