შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა ბედნიერებისკენ

13-09-2015, 11:42
ავტორი sopiko
ნანახია 2 517

ბნელდება, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ გზას... თვალებს აქეთ-იქით აცეცებ, თითქოს რაღაცას ეძებ... დაიქუხა, ადამიანებმა ფეხს აუჩქარეს, ნამდვილად არ სურთ წვიმაში მოყოლა. შენ კი ისედაც სველი ხარ, ცრემლებით გალუმპული, ცოდვებით დასვრილი ქურთუკი გაცვია და უბრალოდ გზას მიუყვები.... გზას რომელსაც დასასრული არ აქვს და შენც გიხარია, რომ არასდროს გაგიქრება იმედი. იქვე, მოშორებით ''ბედნიერება დგას და ცინიკურად იცინის''. მისკენ გაემართე და ხელი შეახე თუ არა, გაქრა. ახლა უკნიდან გესმის ეშმაკური ხითხითი ხმა, სწრაფად ტრიალდები, მაგრამ წინ უბედურება გეღობება. ყოველ წუთს გახსენებს, რომ შენ ბედი არ გაქვს, უიღბლო ხარ და შეუძლებელია ოდესმე ბედნიერება მოიპოვო.
თავჩახრილ ტირიფს ხედავ და გრძნობ რომ მასთან საერთო გაქვს. თითქოს შენც გამძიმებს რაღაც, გაიძულებს თვალები დაბლა დახარო და შენს გაქუცულ ფეხსაცმელებს დააკვირდე. გული სევდით და დარდით გევსება, სუნთქვა გიჭირს. ოჰ, როგორ დაგღალა უმწეობის შეგრძნებამ, ცდილობ გათოშილი სულის და სხეულის გათბობას, თუმცა ვერაფერს ახერხებ... არ გინდა ისევ უიმედობამ შეგიპყროს და თავს არწმუნებ, რომ სულაც არ გცივა.
შენი ერთგული მხოლოდ მარტოობაა. ყველამ მიგატოვა, ის არ გშორდება. თითქოს გიმსუბუქებს კიდეც ამ ყოფას, გაჩვევს იმ აზრს, რომ ბედნიერი ვერასდროს იქნები. შენ კი მაინც დარწმუნებული ხარ, რომ მიზანს მიაღწევ და ჯიუტად მიაბიჯებ. მარტოობა ისევ გახსენებს თავს, თითქოს არ უნდა მარტო დარჩეს, შენ მიერ ტალახში დატოვებულ ნაფეხურებს მოჰყვება და თავისთან გიხმობს. თავ მაღლა სწევ, გაინტერესებს ვინმემ თუ გაიგო შენს გარდა მისი ხმა, მაგრამ ვერავის ხედავ, მხრებს იჩეჩ და ტკივილნარევი ღიმილით უკან ტრიალდები. შენს გვერდით ქვაფენილის ფილა ამოვარდნილა და საცოდავად გამოიყურება, ღრმული კი წყლით ამოვსებულა, დაიხარე და ჭუჭყიან წყალში შენს ანარეკლს შეავლე თვალი, ნუთუ მართლა ასეთი ხარ... ნეტავ, სუფთა წყალში განსხვავება არ იქნება? იქნებ საკუთარ თავთან ბრძოლას შეეშვა და მარტოობას დაუბრუნდე? სად არ ეძებე ბედნიერება, ცდა არ დაიშურე, მაგრამ მისი პოვნა ვერ შეძელი. დაღლილობისგან სუნთქვა გაქვს აჩქარებული, მგონი სიცოცხლეც აღარ გინდა... ფარ-ხმალს ყრი, თუმცა მეორე მე მაინც ცდილობს შეწინაამღდეგებას.
როცა პატარა იყავი, მარტოდ დარჩენილი მაშინვე ტირილს იწყებდი და მშობელს უხმობდი. ახლა კი თავს კარგად გრძნობ, მარტოობა თითქოს შეისისხლხორცე, ის ხომ შენი ერთადერთი მეგობარია. თავს ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობ, გგონია რომ ტკივილისგან დაცული ხარ. შენი ცხოვრებიდან ბედნიერება იმ ღამით წავიდა, როცა დედა შუბლზე გეამბორა და პატიება გთხოვა. მას შემდეგ უშედეგოდ დაეძებ... და უცებ ფიქრებიდან ერკვევი, ისევ იმედით გევსება თვალები, თითქოს ფრთებს ისხამ... მხრებში იმართები და ბედნიერებისკენ მიემართები.

.........................................................
პირველად ვიღებ ჩანახატების კონკურსში მონაწილეობას და ჩემთვის გამარჯვებაზე მეტად იმას აქვს მნიშვნელობა, მოგეწონებათ თუ არა. სიმართლე გითხრათ სანამ დავდებდი ვყოყმანობდი მაგრამ თუ არ გარისკე ისე ვარაფერს მიაღწევ. ველოდები შეფასებებს. სიყვარულით სოფიკო...

№1  offline ადმინი უნდა ვწერო

რაღაც შეცდომები იყო,გადახედე მერე.ოდნავ ნაჩქარებიც უნდა ყოფილიყო ნაწერი,ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ჩანახატს რაც შეეხება,ორიგინალური იყო,ერთი-ორგან გადასვლა არ მომეწონა,მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური გამოგივიდა.

№2  offline წევრი Ignifex

მშვენიერი იყო,მე თუ მკთხავ. მომეწონა რომელია!<3 კარგი ქენი,რომ დადე და წარმატებებს გისურვებ <3
"იქვე, მოშორებით ''ბედნიერება დგას და ცინიკურად იცინის''. მისკენ გაემართე და ხელი შეახე თუ არა, გაქრა. ახლა უკნიდან გესმის ეშმაკური ხითხითი ხმა, სწრაფად ტრიალდები, მაგრამ წინ უბედურება გეღობება. ყოველ წუთს გახსენებს, რომ შენ ბედი არ გაქვს, უიღბლო ხარ და შეუძლებელია ოდესმე ბედნიერება მოიპოვო." - მომაჯადოვეს ამ სიტყვებმა. :D

№3  offline მოდერი sopiko

კომენტარი
drunkinlove
რაღაც შეცდომები იყო,გადახედე მერე.ოდნავ ნაჩქარებიც უნდა ყოფილიყო ნაწერი,ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ჩანახატს რაც შეეხება,ორიგინალური იყო,ერთი-ორგან გადასვლა არ მომეწონა,მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური გამოგივიდა.

მადლობა. იქნებ მითხრა როგორი შეცდომები მქონდა სტილისტურუ, პუნქტუაციური თუ მექანიკური, ასე უფრო ადვილად გამოვასწორებ შეცდომებს.
Ignifex

დიდი მადლობა. მიხარია თუ შენი მოჯადოვება შევძელი :-D

№4  offline ადმინი უნდა ვწერო

sopiko

რამდენიმე პუნტქუაციური,ისეთი არაფერი.

№5  offline მოდერი ანკა

მეც პუნქტუაციური შეცდომები შევნიშნე... რამდენიმე ადგილას მძიმის მაგივრად მრავალწერტილს ვისურვებდი, ნუ მოკლედ... ამას ჯობს მერე შენით გადახედო...
საბოლოო ჯამში მომეწონა, რადგან იმედის ნაპერწკალიც დაინახე. გამიხარდა, რომ სადღაც კარგიც შენიშნე ამ სურათში, იმედისმომცემი, რამაც მომხიბლა

№6  offline მოდერი sopiko

ანკა

მადლობა. ვცდილობ ყველაფერს კარგი მხრიდან შევხედო :-D

№7  offline წევრი ფორთოხალი

რაღაც პატარა შეცდომები იყო, ძაალიან პატარა, მაგრამ ტექნიკურად ყველაზე გამართული ჩანახატი არის ეს.
განწყობაც მომეწონა.
ყოჩაღ!

№8  offline მოდერი sopiko

ფორთოხალი
რაღაც პატარა შეცდომები იყო, ძაალიან პატარა, მაგრამ ტექნიკურად ყველაზე გამართული ჩანახატი არის ეს.
განწყობაც მომეწონა.
ყოჩაღ!

დიდი მადლობა. შენმა კომენტარმა ძალიან გამახარა.

№9  offline მოდერი nicol

კარგი იყო... მომეწონა...
სიმართლე გითხრათ ყველაზე ნაკლებად პუნქტუაციურ შეცდომებს ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ გენიალური მწერლების ნაწარმოებების გამოცემისასაც, სანამ დაიბეჭდება აუცილებლად გადის კორექტორების შემოწმებას. კარგია როცა სრულყოფილია ნაწერი, მაგრამ ერთი-ორი მძიმე არასწორად... ეგ არაფერია...
შენ კი ჩემო კარგო, გადასარევი გოგო ხარ. ყველაზე ძალიან ის მომეწონა, ბოლოში რომ იმედისკენ წახვედი.
აუცილებლად უნდა აგეტვირთა... ნამდვილად ღირდა...
წარმატებებს გისურვებ...
--------------------
თინა ნიკოლ

№10  offline მოდერი sopiko

nicol
კარგი იყო... მომეწონა...
სიმართლე გითხრათ ყველაზე ნაკლებად პუნქტუაციურ შეცდომებს ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ გენიალური მწერლების ნაწარმოებების გამოცემისასაც, სანამ დაიბეჭდება აუცილებლად გადის კორექტორების შემოწმებას. კარგია როცა სრულყოფილია ნაწერი, მაგრამ ერთი-ორი მძიმე არასწორად... ეგ არაფერია...
შენ კი ჩემო კარგო, გადასარევი გოგო ხარ. ყველაზე ძალიან ის მომეწონა, ბოლოში რომ იმედისკენ წახვედი.
აუცილებლად უნდა აგეტვირთა... ნამდვილად ღირდა...
წარმატებებს გისურვებ...

დიდი მადლობა <3 ხო, მე რაღაც პოზიტიური დავინახე ამ სურათში :-D მიხარია თუ ჩემმა ნაწერმა შენი მოწონება დაიმსახურა.

№11  offline წევრი მეამეა

ძალიან მომეწონა, წარმატებები.

№12  offline მოდერი sopiko

მეამეა
ძალიან მომეწონა, წარმატებები.

გმადლობ!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent