შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანი სახელად ''არავინ''


13-09-2015, 12:41
ავტორი blue jeans
ნანახია 1 866

სუნთქვა მიჭირს,ფილტვები კვამლით მევსება, ვცდილობ ჩავისუნთქო ჰაერი, წარმოვიდგენ როგორ იჭრება სუფთა ჰაერი ჩემს ფილტვებში მაგრამ მაინც ვიხრჩობი ვერ ვსუნთქავ არ გეგონთ რომ ასთმა მაქვს უბრალოდ ამ სამყაროში სუნთქვა მიჭირს, მიჭირს ეს ბინძური ჰაერი სუფთა ჰაერად აღვიქვა.მეშინია დავბინძურდები თუმცა მე უკვე დიდი ხნის დაბინძურებული ვარ მე მაშინ წავიბილწე როცა გადამჩეხეს როდესაც საშველად ხელი არავინ გამომიწოდა.დიდ ხანს ვიხსენებდი იმ დამცირებას რაც მივიღე დიდ ხანს ვინელებდი ტკივილს მინდოდა იარები მომშუშებოდა თუმცა ისინი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მე გავძელი იმ ნესტიან ცივ ადგილში და არ დავნებდი როდესაც იქიდან ამოსვლას ვლამობდი ჩემი მტრები სხვა მხრიდან დამცინოდნენ,მამცირებდნენ და ტკივილს მიათმაგებდნენ.ის რასაც მაშინ ვგრძნობდი სხვა დროს არ მიგვრძნია ყვლაფერი მტკიოდა თუმცა ამავდროულად ძალიან ძლიერი ვიყავი.ფრჩხილებს მიწაში ვასობდი და ზემოთ ამოვდიოდი. სულში ტკივილით და კანზე ჭრილობებით ველოდი ადამიანს ვინც იარებს მომიშუშებდა მაგრძნობინებდა რომ მარტო არ ვიყავი თუმცა ყველა თავის გზაზე დადიოდა არავის აინტერესებდა ადამიანი რომელსაც ‘’არავინ’’ ერქვა.
მერე შეუძლებელი შევძელი სადაც არავის ვჭირდებოდი იქ ხალხს დავჭირდი .არავის ვაძლევდი უფლებას დავემცირებინე თუმცა ყველას სამართლიანად ვებრძოდი.ჩემი მტრებიც ვიპოვნე და ისე დავსაჯე რომ არ დავიწყებოდათ.
ციხეში მოვხვდი მაგრამ არ ვნანობდი მე ხომ სამართლიანად ვიქცევოდი.წუწუნის გარეშე ავიტანე ციხეში გასატარებელი რამდენიმე წელი შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ მაგრამ ბედნიერი ვიყავი.იქ იმ პატარა გისოსებიან საკანში შევიძინე მეგობარი რომელიც ვიცოდი არასოდეს დამტოვებდა მარტო მაგრამ დრომ მასაც მოუღო ბოლო ხელიდან გამომაცალა,წამართვა ჩემი ერთადერთი საყრდენი.
ვგრძნობდი ბრძოლა არ შემეძლო მაგრამ ცივი დეკემბრის ერთ საღამოს ჰალუცინაციებმა გადამარჩინა.მაშინ საბოლოოდ მივხვდი რომ კარგად ვერ ვიყავი.ეს ჰალუცინაციები ისეთი რეალური იყო ისეთი თბილი თვალებით მიყურებდნენ ადამიანები რომლებიც ასე უბრალოდ მეცხადებოდნენ რომ ზამთრის ცივ დღებს მითბობდნენ,მათი თვალებიდან წამოსული სხივები ბნელ ღამებს ანათებდნენ და სულში ცხოვრებისგან მოყენებულ ტკივილებს აქრობდნენ.
მათაც მოვბეზრდი,მობეზრდათ ერთი არაფრის მაქნისი მოუხერხებელი ადამიანი რომელიც იმდენად იყო გატანჯული რომ ყოველ მოძრაობაზე ტკივილს განიცდიდა რომელიც მუდამ ბორძიკით დადიოდა და საუბარი არ უნდოდა.ავოქსათ მაქცია ამ სასტიკმა და დაუნდობელმა დაბნელებულმა დღეებმა.ჩემი საყვარელი შემოდგომაც კი ვერ მახარებდა,ფერების აღქმის უნარი დავკარგე და ვერ ვხედავდი სხვადასხვა ფერის ფოთლებს რომლებიც დაბლა ფარფატით ეშვებოდნენ .ვერ ვუსმენდი სიოს საამურ ხმას რომელიც ერთ დროს ჩემზე მომაჯადოებლად მოქმედებდა.
რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?? მუდამ ეს კითხვა ტრიალებდა ჩემს თავში და ბოლოს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე პასუხი მე არავინ ვარ არაფერი გამაჩნია გარდა ძონძებისა რომელიც ტანზე მაცვია და რამდენიმე სურათისა რომლებზეც ჩემი მშობლები და მე ვიყავი გამოსახული ჩემი ავლა დიდება სულ ეს იყო.მივხვდი რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ქონდა და ჩემს მშობლებთან საყვარელ ადამიანებთან და მტებთან უნდა წავსულიყავი იქ სადღაც,ზეცაში. ვიცი არ ვიმსახურებ სამოთხეს ჯოჯოხეთში მოვხვდები მაგრამ შიშს ვერ ვგრძნობ აღარაფრის შემეშინდება.
ახლა შემოდგომაა გადავწყვიტე ჩემს საყვარელ შემოდგომაზე წავიდე იმ ქვეყნად. გზას დავადექი მივიხედ-მოვიხედე და არავინ არ ჩანს ჩემს გარდა როგორც ყოველთვის ისევ მარტო მივდივარ გრძელ გზაზე რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანს.არ ვიცი სად მიმიყვანს ეს გზა ან როგორ ვიქნები შეიძლება სულაც სიკვდილთან მივიდე მაგრამ იმედი მაქვს ისე აღარ დავიტანჯები როგორც აქ პლანეტაზე სახელად დედამიწა.



№1  offline წევრი ფორთოხალი

დროები გაქვს არეული.
დანარჩენს არა უშავდა, მაგრამ მუშაობა გჭირდება.

 


№2  offline წევრი blue jeans

ფორთოხალი
დროები გაქვს არეული.
დანარჩენს არა უშავდა, მაგრამ მუშაობა გჭირდება.

ამ დროებს ხომ ვერაფერს ვუხერხებ ხანდახან მაინც მერევა და როცა ვდებ მერე ვხვდები.დიდი მადლობა შეფასებისთვის პირველად ვიღებ მონაწილეობას და ჩემთვის ეს შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

blue jeans
ფორთოხალი
დროები გაქვს არეული.
დანარჩენს არა უშავდა, მაგრამ მუშაობა გჭირდება.

ამ დროებს ხომ ვერაფერს ვუხერხებ ხანდახან მაინც მერევა და როცა ვდებ მერე ვხვდები.დიდი მადლობა შეფასებისთვის პირველად ვიღებ მონაწილეობას და ჩემთვის ეს შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია


ყველაზე რთული მგონია მე დროების დამუღამება. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაც ეგ იყო ხოლმე.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

დროებს თავი რომ დავანებოთ.გრამატიკულ შეცდომებს ხშირად უშვებ,განსაკუთრებით პუნქტუაციურს.მძიმეებს თითქმის არ ხმარობ,რის გამოც წაკითხვა ძნელია.
ჩანაფიქრი კარგი იყო,მაგრამ,შენი მცდელობის დადებით მხარეს ხარვეზები წონის.
წარმატებები.

დროებს თავი რომ დავანებოთ.გრამატიკულ შეცდომებს ხშირად უშვებ,განსაკუთრებით პუნქტუაციურს.მძიმეებს თითქმის არ ხმარობ,რის გამოც წაკითხვა ძნელია.
ჩანაფიქრი კარგი იყო,მაგრამ,შენი მცდელობის დადებით მხარეს ხარვეზები წონის.
წარმატებები.

 


№5  offline მოდერი ანკა

პუნქტუაციური შეცდომებით იყო გადავსებული, გარდა ამისა იყო ბევრი სტილისტული შეცდომა. უკვე აღნიშნეს ისიც, რომ დროები გაქვს არეული. ერთი სიტყვით, სუსტი ნამუშევარია...

 


№6  offline წევრი blue jeans

შემდეგში შევეცდები უფრო კარგი იყოს.

 


№7  offline წევრი UCNOBI555

მართალია ერთი ჩვეულებრი პატარა ისტორია იყო მაგრამ ბევრის მთქმელი.მე ძააან მომეწონა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent