ერთფეროვანი გრძელი დღეები
თეთრად გათენებული ღამეები...ერთფეროვანი გრძელი დღეები...ერთი და იგივე კითხვები და პასუხები -რატომ? -იმიტომ რომ მატკინეს,იმიტომ რომ დამცინეს,დმამცირეს,ზედ გადამიარეს,შუა გზაზე დამაგდეს მიმატოვეს უსუგულოდ. მიმატოვეს გესმით??დამტოვეს როცა მათგან საშველად გამოწვდილ ხელს ველოდი.დამაგდეს ძალა გამოცლილი,მაგრამ მე შეუძლებელი შევძელი მთები გადავდგი,დედამიწა მხრებით ვატარე.მე წამოვდექი,არ დავრჩი იქ სადაც ვიყავი. იქ სადაც არავის ვჭირდებოდი იქ ხალხს დავჭირდი,მე..მე უბრალოდ ვიყავი ძლიერი. ახლა რა მინდა??შურისძიების სურვილი მკლავს,მინდა მათი ცრემლები დავინახო მინდა მეც ისევე გავთელო როგორც გამთელეს ისევე მივაგდო როგორც მიმაგდეს.არავის დავეხმარები შემეხვეწებიან მეტყვიან რომ ყველაფერს შემისრულებენ მაგრამ მე არ ვარ მიამიტი,ამაყად დავაბიჯებ დედამიწაზე,ვიცი ის ტყუილები რითაც იტყუებიან,ვიცი ის რაც ბევრმა არ იცის,ვარ იქ სადაც არ უნდა ვიყო. მე სხვანაირი ვარ მე ვარ ისეთი ადამიანი რომელმაც შეძლო და ძალინ ღრმა ორმო ისე დააპატარავა ამოსვლა შეძლო,შეძლო არ ეტირა როცა გული უსკდებოდა. ფრჩხილებში ჭუჭყით,კანზე ჭრილობებით,სულში ტკივილით მე ზემოთ ამოვძვერი არ დავნებდი ახლა ძალებს ვიკრებ ისეთი ძლიერი ვიქნები ჩემზე მილიონჯერ მატერიალურად ძლიერ მტრებს დავაჩოქებ არ ვიცი როგორ სად ან რანაირად მაგრამ ამას ისევე გავაკეთებ როგორც ავდექი და გზა განვაგრძე.და მაშინ როცა დავამთავრებ და მათ გზიდან ჩამოვიშორებ უფრო შორს წავალ მეტს გავიგებ მეტს გავაკეთებ,შეიძლება კიდევ დავეცე ისევ გადავიჩეხო მაგრამ წამოვდგები ახლა უფრო მეტი ძალა მაქვს ავდგები და მტრებს ვაზღვევინებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.