სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს
ჩვენ გვიყვარს გადაპრანჭული სიტყვებით ლაპარაკი,გრძნობებს ჭრელა-ჭრულა კაბებივით ვიცვლით და გამოგონილი სიყვარულით ვთბებით...ხომ გამოგონილი რადგან არასოდეს არის საკმარისი ,ისეთი ჩვენ ,რომ გვინდა და ვოცნებობთ..ზოგჯერ სიტყვებით თამაშს გეთამაშები აი ახლაც ოთახში ხარ ჰაერზე მეტი და მე კი მაინც ვიგუდები...შენ არასოდეს ხარ საკმარისი,რაღაც არაამქვეყნიური სხვა პლანეტიდან ,შენ არადედამიწელო ვერასოდეს ,რომ ვერ მოგწვდი და შეგეხე ჩემი ღარიბი სულით და სუსტი სხეულით.მხოლოდ ღამემ იცის შენზე ,მხოლოდ ღამე უსმენს ჩემს უხმოდ ნათქვამ სიტყვებს სიჩუმეში.მე დარწმუნებით გეტყოდი ,რომ ახლა სრულიად მარტო ვართ სამყაროს ორ სხვადასხვა კიდეზე და სულ რაღაც ერთი პატარა გადაბიჯება მის კიდეზე ,ერთი პატარა ხელის კვრა ან წაბორძიკება და მე შენთან ვიქნებოდი,თუმცა არაფერი ამის მსგავსი,სულ პატარა ნიავიც კი არ იყო იმ საბედისწერო წამს ,როცა მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი ფანჯარასთან მდგომი.და მე ვიცი ,რომ არსებობს ცხოვრებაში უამრავი ასეთი დაკარგული,ხელიდან გაშვებული ,ვერ გამოყენებული წამი,რომელიც გამუდმებით გვტკივა და ვერ მოგივინელებია.ამბობენ სიკვდილის მერე სული უსახო არისო და მხოლოდ ჯვარდაწერილი წყვილები ცნობენ ერთმანეთსო.მე და შენ დიდი,მძიმე ჯვარი გვერგო ჯვრისწერისას და მე მას მარტო ვზიდავ სულ ცოტა ხანია ისევე ცოტა რაც ერთად ვზიდეთ და არ მასვენებს პასუხგაუცემი კითვები ღმერთთან.ღმერთო ნეტა როდემდე ?ახლა ,რომ ვიცოდე სადღაც ჩემში შენი რაღაც ნაწილი დაგრჩა და იზრდება მე ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი უბედურთა შორის ,მაგრამ ეს ასე არაა ... ამაშიც არ გამიმართლა.მაპატიე ,რომ მე ვერ შევძელი შენთვის სიცოხლე მეჩუქებინა ტყუილად გპირდებოდი .ოთახში შენი სხეულის გარდა ყველაფერია რაც შენ გეკუთვნის და ეს დაძინების საშუალებას არ მაძლევს ასე მგონია ბიჭები კუსტბაზე წახვედით ბეხბურთის სათამაშოდ და სულ მალე გავიგებ შენი მანქანის დამუხრუჭების ხმას ,ღმერთო რომ იცოდე ,როგორ მიცემდა გული მაგ ხმის გაგონებისას და ახლა მის მოლოდინში.თავიდან მეგონა ,რომ დიდხანს ვერ გავუძლებდი ,მეგონა კი არა დარწმუნებული ვიყავი და დათვლა დავიწყე წამების მილიონამდე კი არა მილიარდამდე ავედი და შევწყვიტე თურმე რა ძალაა მქონია,მე ყველაზე რკინის ქალი აღმოვჩნდი ქალთა მოდგმის შორის და მე მძულს ჩემი სიძლიერე. ნეტა ოდესმე თუ შევძლებ დავწერო ის ბოლომდე რისი თქმაც მე მინდა ...უბრალოდ არ შემიძლია მეტისმეტად უნებისყოფო ვარ იმისთვის რაიმე ბოლომდე მივიყვანო.ვინ იცის იქნებ ასეც ჯობია ,რადგან არასებობს რაღაცეები რაც მხოლოდ შენ უნდა იცოდე,მხოლოდ შენ უნდა გეკუთვნოდეს.შენც ზუსტად ის ნაჭილი ხარ,რომელიც მარტო მე მეკუთვნის,მარტო ჩემში ცოცხლობს ,არავინ იცის რა გაგიჟებით გვიყვარს ერთმანეთი,რამდენ გრძნობას იტევს გული.ამდენი თანაგრძნობააა გარშემო ,მაგრამ სისულელეა არაფერს აქვს აზრი,ისინი ვერ გაიგებენ წარმოუდგენელია იმას ჩაწვდე რასაც მე ვგრძნობ.მე დღემდე ვერ ავსულვარ შენს საფლავზე რადგან ჩემთვის შენ საფლავი არ გაქვს ,შენ უბრალოდ მარადისობაში გაუძინარდი სადღაც პარალელურ სამყაროში გადახვედი და იმ წამებს ვებღაუჭები შენთან რომ დამრჩა აწ უკვე წარსულში.მე ოდესმე მოვალ შენთან და როგორ მძულს ჩემი თავი,რომ ოდესმეს ველოდები,მოვალ შენი მეუღლე ,რომელმაც ვერ გიერთგულა და ვერ გაგიწია ღირსეული ცოლობა,რადგან ვერ შეძლო ყველგან შენს გვერდით ყოფნა.სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს კი არა სიკვდილმა მხოლოდ ჩვენი სხეულები დააშორა.მაპატიე მე ვერ ავიღე ბილეთი შენამდე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.