ჩემი ჩა-ნაჯღაბნები
პაემანი გქვონდა 6 საათზე. მაგვიანდებოდა და ვერ მოვასწარი ხელებიდან მელნის მოშორება, გზაში ერთი წითელი ვარდი ვიყიდე ,მივედი ,დამინახა ათუ არა გულზე მომეკრო, ვარდი ვაჩუქე ...ვდუმდით. დიდხანს მიყურა მელნიან ხელებზე , ბოლოს თვალებში შემომხედა და მითხრა : შენ გიჟი ხარ და ერთ დღესაც ეს სიგიჟე ყველა შენს ნერვს ჩაითრევს საბოლოოდ, ერთ დღესაც ,როდესაც სიგიჟის ყველა ჰორიზონტს გასცდები , მე ვიტყვი რომ მიყვარდა გიჟი , აურაცხელაც შეურაცხადი გრძნობით.... *** მაგიდაზე : ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ბოთლი კონიაკი. ჭიქა უშაქრო ყავა. ათასობით სუფთა და დაჯღაპნული ფურცელი, შავი კალამი. ' გარეთ წვიმა წვეთ-წვეთად ეცემა დიდი ხნის წინ დაჟანგულ სახურავს. ვზივარ და ვწერ ,რომ შენს გარეშე ყოველი დღე უფერულია, რომ ვარ და ყოფნას არყოფნა სჯობს, რომ ვიღიმი და ცრემლი ყელს ზემოთ მაქვს გაჩხერილი. რომ უნდა მოხვიდე ,უნდა მიშველო.უნდა აქ მყავდე და არა სხვაგან . ვეწევი ბევრს , ხან სიგარეტს ხანაც არამარტივ ცხოვრებას, ვაყოლებ კონიაკს ,ხანაც ყავას მწარეს და უგემურს. ვჭამ ცოტას ,ხან ლექსებს ხანაც ჩემივე ნერვებს ვღრღნი. ვიშლები 220 ძვლად ,ხან ნერვებზე,ხანაც ჭკუიდან. .უნდა მოხვიდე ,უნდა მიშველო,უნდა დავიწყოთ ისევ ნულიდან. **** მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ... იმდენად მარტო ვარ რომ გული ვეღარ გრძნობს სიმარტოვეს... გულს აღარ სტკივა არაფერი... გულს აღარ უნდა არაფერი... სულ ამაოა ყველაფერი...ერთი სურვილი რომ მქონდეს აქედან წავიდოდი... ამ ქვეყნიდან... ამ ქალაქიდან... ამ ქუჩიდან ... ამ შენობებიდან... ამ სახლიდან... წავიდოდი შორს ,გავცდებოდი ყველა ჰორიზონტს..დავტოვებდი ყველას და ყვლაფერს,(თუმცა არაფერი გამაჩნია)ვისწავლიდი ახლიდან სუნთქვას,რადგან აქ სუნთქვას არ მაცდიან...მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ,ჭირშიც და ლხინშიც,აქაც და იქაც...ღამით თუ დილით...(ეს აღარც მტკივა)...ვსვამ და ვერ ვთვრები,თავს ვიკლავ ვერ ვკვდები,მსურს გავქრე ვერ ვქრები ...არ მსურს სიმარტოვე...კვლავ მარტო ვრჩები...მხოლოდ მოწევა არ კლავს,მხოლოდ დალევა არ კლავს...კლავს სიმარტოვეც...და იკლავ თავს ...მხოლოდ დალევა შველის,მხოლოდ გაქრობა შველის,(ცოტა მოწევაც შველის)წამით მოიკლავ დარდს...და ბოლოს მაინც დავრჩები მარტო როგორც ყოვლთვის,როგორც მჩვევია..რომ სიცივეში არავინ მათბობს,და შავი ფერი ჩემი ფერია ...მინდაა რომ გავქრე...უკვალოდ....უმისამართოდ...ამ ქვეყნიდან..ამ ქალაქიდან..ამ ქუჩებიდან...ამ ადგილებიდან...ამ შენობებიდან...და ამ სახლიდან....გავუჩინარდე...(მხოლოდ ერთი წერილი დავტოვო კალიგრაფიაშეცვლილმა,რომ ეს იყო ბოლო, ბოლო ცხოვრების რომელიც არავინ არ დამაცადა) *** როდესაც გაგიჭირდება იმდენად შორს ვარ რომ შეიძლება მხარზე ვერ დაგადო ხელი და ვერ გითხრა ,რომ ამ წყეულ ცხოვრებაში ყველაფერი (განსაცდელიც,სიხარულიც და ა.შ) დროებითია ,მაგრამ კილომეტრების მიუხედავად ,მე იმდენად ახლოს ვარ შენთან რომ ჩემი თითოეული სიტყვით იმედს ჩაგისახავ ლამაზი მომავლისა. მე არასდროს გეტყვი ,რომ მიყვარხარ ცის კიდემდე, ვარსკვლავის ქიმებამდე, სატურნამდე ,იუპუტერამდე და ა.შ (იმ ძალით რომანტიკოსი 14-15წლის ახალგაზრდებივით) რადგან ჩემი სიყვარული არასდროს ექცევა რაღაც ჩარჩოებსა და საზღვრებში ,ის იმდენად უკიდეგანო და უსაზღვროა რამდენადაც შენს თვალებში დაკარგული მთელი ჩემი სამყარო . მე არ გაკოცებ ხალხის თანდასწრებით , თუნდაც ვგიჟდებოდე შენს ვნებიანად მოყვანილ ტუჩებზე , მე არასდროს მოგეკრობი თბილ სხეულზე სხვების სანახავად , ეს ჩემში არ დევს . უნდა იყოს რაღაც ისეთი რასაც მხოლოდ ორნი გრძნობენ და ხედავენ. შენთვის არავინ ვარ , მაგრამ მე შემიძლია მთელი ჩემი არსებით მთელი ჩემი სამყაროს გასაღები გადმოგცე უსასყიდლოდ , მე შემიძლია იმაზე დიდი სიყვარული განახო ვიდრე ოდესმე სადმე დაწერილა ან გაგონილა... ... ვერასდროს მიხვდები რატომ და მაინც მე შემიძლია ერთ დღესაც ავდგე და უეცრად გითხრა მიყვარხარ-მეთქი, რას დავეძებ. *** ახლა ისე მინდა შენს სასთუმალთან ვიჯდე და მძინარეს გიკითხავდე ლექსებს , ისე უბრალოდ , ვითვლიდე შენს გრძელ ,ხშირ წამწამებს , ვითვლიდე შენს მშვიდ ჩასუნთქვა -ამოსუნთქვას , შენი გრძელი , ლამაზი თითები მეჭიროს ხელში და დაფლეთილ სულის ნაწილებს ასე ვაწებებდე ერთმანეთზე . ახლა ისე მინდა აქვე ახლოს იყო და შენი მშვიდი ხმა მესმოდეს , მიღიმოდე და არაფერს ამბობდე . მე შენ არ მიყვარხარ , თუკი არსებობს სიყვარულზე ზემდგომი გრძნობა , ზუსტად იმას განვიცდი შენს მიმართ, სხვა განზომილებაში გადავყავარ შენზე ფიქრებს , შენ ხარ უსასრულობა რომელშიც მთელი ჩემი არსება და პიროვნება იკარგება . და მაინც ახლა ისე მინდა შენს სასთუმალთან ვიჯდე და გიყურებდე მშვიდად მძინარეს ... ამაოა ყველაფერი. **** მე ყოველთვის ვკოცნიდი ღიმილშეპარულ ტუჩის კუთხეზე, მერე მის პატარა სახეს ხელებში მოვიქცევდი და საათობით ვუყურებდი მის თაფლისფერ თვალებს,ანუ ჩემს ნარკოტიკს ,რომლის გარეშეც კანკალი მიტანდა. ვეფერებოდი ლამაზ ნაკვთებზე, ვკოცნიდი შუბლზე, თვალებზე,მოვარდისფრო ლოყებზე,ნიკაპზე მაგრამ არასდროს მიკოცნია ტუჩებზე.ჯერ პატარა იყო , ეს საერთოდ არ სჭირდებოდა მას . ჩავიხუტებდი და საათობით ვუსმენდი მის სუნთქვას, ვეფერებოდი ქერა ,სწორ თმაზე და ვუკითხავდი ლექსებს. გუშინ ვნახე მზეები დაჰქონდა თვალებით ,გვირილების გვირგვინით დადიოდა ქუჩაში, გვირილებიანი კაბა ეცვა და ლამაზად გამობერილი მუცელი ამშვენებდა . მიყვარდა ძალიან.ვუყვარდი, ალბათ *** და წვიმდა მაშინ ,როცა ლექსებს გიწერდი ჩუმად, წვიმის წვეთები წვეთავდნენ ერთხმად, ჩახუტებულმა გავიარეთ ათობით ქუჩა და ვერ ვბედავდი სიყვარულზე რაიმე მეთქვა... ვუსმენდი დიდხანს,დიდხანს შენს სუნთქვას, მესმოდა შენი მკერდიდან ფეთქვა, თრთოდი და სველი იყავი სულ მთლად, და ვერ გავბედე რომ სიტყვა მეთქვა. გიყურებდი და მომწყურდი უცბად წამში ვინანე რაც დიდხანს ვერ ვთქვი, და მიგიკარი პატარავ გულთან გავბედე მეთქვა მიყვარხარ-მეთქი... *** არ მინდა გიყვარდე და ყოველ ღამით გტკიოდეს ჩემი ტკივილები,ჩემსავით არა ,მაგრამ მაინც გტკიოდეს. მე ვერ ავიტან შენს ხმაში შერეულ სევდას ,მე ვერ ავიტან შენს თვალებში ჩამდგარ სისველეს.არ მინდა გიყვარდე და სადღაც კილომეტრების მიღმა იწვე ,ტელეფონით უსმენდე ჩემს სუნთქვას და გრძნობდე რომ ყველა ჩასუნთქვა ტკივილს მგვრის.არ მინდა გიყვარდე და წლების მერე საკუთარი ხელით სისხლდაცლილ გვამზე მაღვრიდე ცხელ ცრემლებს.არ მინდა გიყვარდე და ყოველი ჩახუტებისას გრძნობდე კარგა ხნის წინ შეძენილ არითმიას,გულის ხმაურიან ცემას.არ მინდა გიყვარდე და მიყურებდე უძილო,სისხლიან თვალებში,რომლებსაც ფერი _თაფლისფერი გაუხუნდათ ცრემლებისაგან...არ მინდა გიყვარდე და განიცდიდე ჩემს დამპალ ტკივილებს, თვალებს ცრემლებით ისველებდე და მაქსიმალურად წურავდე საკუთარ ძალებს ჩემს გადასარჩენად.. არ მინდა გიყვარდე, მე ვერ ავიტან შენს ტკივილებს,მე ვერ შეგხედავ ცრემლიან თვალებში და მიგატოვებ... მაპატიე ავადმყოფური სიყვარული და არაპოეტური მიტოვება . მე შენ არ გიმსახურებ. ანა ზეიკიძე (შემიფასეთ თუ გინდათ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.