შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოჰემა


22-09-2015, 15:34
ავტორი იგი
ნანახია 3 012

ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივია, მაგრამ ფიქრებია არაჩვეულებრივი .
ჰი როგორხარ ?
_მერე ყველაფერი ჩვეულებრივ.
ჩემში: იგია, თუ მე ?
ორივე თანაბრად და ორივე არათანაბრად
კანონზომიერება, რომელიც ჩემი თითებით შევაკოწიწე და უასასრულობა დამიჯდა.
უსასრულობა დროში, უსასრულობა სივრცესა და სამყაროში…
კაცმა არიცის, რამდეჯერ მითქვას შეგეხმიანები !!!
_მერე ყველაფერი ჩვეულებრივ…
რაღაც შორს წავედი , როცა წინა კვირა მაქვს, წინა კვირა: მთელი მისი სიდიადით. ყველა კვირა ერთია, უბრალოდ ადამინები იცვლება განუზომელი ოდენობით ...
ერთმანეთს გვანან. ყველა ერთნაირია, ვერაფრით ვანსხვავებ. მხოლოდ, ის მახსოვს, ვინ სად შემხვდა, ზოგი ავტობუსის გაჩერებაზე, მომლოდინე თვალებით, რომ შეცქეროდა ეკრანს. ეკრანიც იგის და მეს ჰგავს ხანაც ერთს ხანაც მეორეს. ვაკოცე ...
_მერე ყველაფერი ჩეულებრივ
შეგეხმიანები!
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა და ცხრა. ცხრა იდუმალი ციფირაა.
_ცხრა კოცნა და ცხრა შეგეხმიანები .
და ჯერ კიდევ უწონობის შეგრძნება ოთახში..
რა ვერ შევეჩვი ჩვეულებრივ ცხვრებრებას, რა ვერ დავივიწყე, ეს არაჩვეულებრიობა და იდეალიზმი , მკითხეს და ვუთხარი: „დროის და ენერგის ფუჭი ფლანგვაათქო“
ზოგჯერ ასეც ხდება ბაგეები, რომლებიც შენია სიყალბეს ჩურჩულებენ ...
და მერე გაუთავებელი ბრძოლა სრულყოფილებასთან.
იცით იდეალიზმი რა არის ჩემთვის ?
_დედამიწის გადაბრუნება , შეცვლა აპოკალიფსი.
მაგრამ გაიღვიძე „ჩიტო“, ერთი ვიგინდარა ხარ, ვიგინდარა სამსახურითია და ვიგინდარა წარსულით. რამელიც ვერაფერს შეცვლის, თუ შესაძლოა შეძლოს?
მე შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ უსასრულობა დამიჯდა.
უსასრულობას ერთი მინუსიაქვს, სრულ ფიგურებს ცხოვრებიდან დევნის...
მახსოვს პირველად ვაღიარე ასაკი „33“
ორი სამიანი...ორი სამიანი და სამი აღდგომა .
„შენ ვერაღდგებიო“
_ვითომ ?
_ვენეცია გინახავთ ღამით ?
არამგონია .
ის არაჩვეუელბრივია, დაუვიწყარიც კი, კარგად ჩაწვდით ამ ორ სიტყვას, თქვენ არიცით მე მათ როგორ იშვიათად ვხმარობ...
–წავიკითხე, სადღაც ამოვიკითხე და მახსოვს სიტყვა სიტყვით:
მხოლოდ ერთი ადგილია სადაც შეიძლება მშვიდად მიაბარო სული უფალს _ ეს ხელოვნების და სიკვდილის ქალაქი ვენეციაა ..
_იცით სინოტივე და სიგრილე, რომელიც ტერფებიდან იწყება და მის ბრჭ....ბში გაქცევს , ხელში თვით ბოჰემა მანი მიჭირვს – ფეხები პოს მსუბუქ ტალრებს მივეცი.
_ნუთუ არსებობს სრულყოფილება ?
მეც მასავით მეფიქრება. ვიგინდარა გუსტავივი!
მე მას ვგევარ ...
მახსენდება სრულყოფილების ძიებაში ამოხდა სული , ჰმ მეღიმება დამთხვევაა ...
ვენეცია, მანი და თვითმკვლელობა ..
რაღაც ერთი მთლეიანობა
და სრულყოფილება
ჩემი პირადი სრულყოდილება
ის რაც შემეძლო და უარი განავაცხადე
„თვითმკვლელი ქალწულები“ მახსენდება
ჩემი თითები ქალწულებისთვის შეუფერელ რიცვებს ითვლის
_მეღიმება
უფრო ღრმად მინდება პოს ცივი ტალღები შევიგრძნო: სხეულზე, სულზე.
ეს უკანასკნელი არსებობს, ვინმეს არ გეგეონოთ უწონო იყოს
მთელ 21 გრამს იწონის
21 შესაძლებლობას
შემეძლო: დედებო , ცოლობა, საყვარლობა, კითხვა, ლაპარაკი, ჭამა, მოსმენა, მოფერება, სითბო , სისასტიკე, გარყვნილება, ტაშის დაკვრა,რევერანსი , სიმღერა , თხრობა , გაორება, თამაში , სექსი, სიყვარული,სუნთქვა.
და მაინც ეს არ არის სრულყოფილება ...
შესაძლებლობა, არასოდეს იქნება სრულყოფილი.
ცრემლი თვალზე და მზერა ჰორიზონტს,
წინ ნიღბების ქალაქი და
ჰოპ
სრულყოფილება, იდეალიზმი და სუიციდი.
რაღაც ერთია
წამიერად აღქმული ვენეცია, წამიერად დანახული მანი და ნიღბები,
აი სრულყოფილება .
პოს სანაპირო:
შემატებული გვამითა და ნაპირზე მოიტივტივე გაშლილი წიგნით
„სიკვდილი ვენეციაში“
სრულყოფილებას ეძებენ პოულობენ და სუნთქვას თავიდან იწყებენ
ფილტვები ეხსნებათ ღრმად საოცრად ღრმად ისუნთქვენ და
მთელი ცხოვრება დედამიწას აყირავებენ
როგორც ამერიკლები
და მაინც ბიტნიკები იტყოდნენ:
„მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.“



№1  offline წევრი KaTE:))

ჩანახატს ბოლომდე ვერ ან არ ჩავწვდი. კითხვის დროს დამეუფლო გრძნობა, რომ ეს მხოლოდ შენი ნაშრომი იყო, მაგრამ არა კლავიატურით ნაბეჭდი არამედ სულით!
მართალია ტექსტის შინაარსი კარგად ვერ გავაანალიზე და ზუსტად ფოტოს შინაარსთან ვერ მივიყვანე ნაშრომი, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი აღმოჩნდეს მომეწონა...
რატომ? იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული და საკუთარი ჩანახატი იყო. გრამატიკულად ასეთ ჩანახატებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ, პირველყოვლისა ყოველთვის შინაარს ვუკვირდები, ტექსტის აგებულებას და ა.შ ანუ ფორმალურობას, სწორედ ამ ყველაფრის გამო შენ ნაშრომს-8 ქულას ვუწერ ამ საკონკურსო ჩანახატს თავისი პლუს და მინუს ნიშნებით!

მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი 'პირადი' შეხედულებაა და არ მინდა ამ მხროვ შემედავოთ...

'იგი' იმედია კომენტარს ობიექტურულად გააანალიზებ...

წარმატებები!
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

შეეენ
იგი'ვ
ისე წერ... ისე, რომ გამორიცხულია ასე უბრალოდ 'გაიგო' შენი ნაწერი. სიტყვებით ვერ ავხსნი, ზუსტად რა, მაგრამ ყველაფერი გავიგე.
'შესაძლებლობა არასოდეს იქნება სრულყოფილი'
აქ მე უფლება არ მაქვს, რაიმე სახის შეცდომაზე ვილაპარაკო.
მადლობა შენ
ძალიან დიდი და ძალიან ბევრი, რომ დამანახე აი ამ ზედმეტად გაშიფრულ სურათზეც კი შეიძლება, ასეთი საოცარი ჩანახატი დაიწეროს.
არ ვიცი, სუბიექტური ვარ თუ არა
არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ძალიან, ძალიან ბევრჯერ მოვუბრუნდები ამ ჩანახატს იმოტომ, რომ ბეევრჯერ წასაკითხი რამეა ეს.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი რა ვთქვა...
შიგადაშიგ ვირეოდი და ვიკარგებოდი. რაღაც ნაწილი გავიგე, რაღაც ვერა. ალბათ არ ვარ ისეთი მხატვრული აზროვნების, რომ ბოლომდე ჩავწვდომოდი შენს ნაწერს. თუმცა რაც გავიგე მომეწომა. განსაკუთრებით " შესაძლებლობა არასოდეს იქნება სრულყოფილი "
სუფთა რეალობაა ეს ფრაზა. ვენდობი ჩემზე იკეთესი, ანდაც შესაფერისი ადამიანების გემოვნებას და მათ შეფასებას ( ამჟამად ფორთოხალს ვგულისხმობ ) და წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო.

 


№4  offline წევრი Psycho1402

Sanam saboloo analizi gavakete dafiqreba damchirda da es chanaxati arc ise martivi gasagebia da amit sxvebisgan gansxvavdeba <3 es momewona yvelaze metad

 


№5  offline წევრი yvavi

შესანიშნავია love
ვისურვებდი რომ მესამე ტურის სამეულში პირველი ადგილი დაგეკავებინოს <3
წარმატებას გისურვებ request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent