შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცივე


25-09-2015, 09:59
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 481

მინდა, ციოდეს. ძალიან, ძალიან ციოდეს. ისე, რომ გაყინულ თითებს ვერც ცხელი შოკოლადი მითბობდეს და ვერც საკუთარი ცეცხლწაკიდებული ნაწერები. სიცივე რაღაცით სიმარტოვეს ჰგავს - ზოგჯერ კატასტროფულად გჭირდება. იმისთვის, რომ ყველაფრიდან არაფრამდე დაეცე და ბოლომდე, ყველა უჯრედით შეიგრძნო დაცემა, მთელი ძალით დაცემა.
მის ზურგს თვალმოუშორებლად ვუყურებდი ჰორიზონტამდეც და მის მიღმაც. საქმე ეს არ არის. ასეთ მომენტებში შეუძლებელია, მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე, თუკი შეიძლება, ამას როგორმე დანაშაული უწოდო. თუმცა, ამაზე სხვა დროს...
სიცივემ ასე იცის, ნელ-ნელა გეპარება მთელ არსებაში და მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, რომ თავიდან ბოლომდე ყინული ხარ, როცა მხოლოდ შენ კი არა, შენ გარშემო ადამიანებიც კანკალებენ სიცივისგან. თანდათან გიჯდება ყველა უჯრედში და მერე უკვე აღარაფერს აქვს აზრი. სიცივემ იცის, როდის უნდა მოვიდეს. იცის, როდის გჭირდება ყველაზე მეტად და ამიტომაა ახლა რომ ველოდები. გადაწვის ზღვარზე ვდგავარ და ველოდები, როდის შეგრილდება ჩემი არსების ერთი გრამი მაინც. მერე მე ამას იმედს დავარქმევ, გადარჩენის იმედს.
სიცივე ყოველთვის უფრო დიდხანს რჩება ჩემთან, ვიდრე სითბო. ყოველთვის ასე იყო. სიცივე ბევრად გამძლეა, სითბო - მყიფე, მსხვრევადი. ამიტომაცაა, რომ ვერ ვეგუები ურთიერთობებს, რომელთაც მუდამ სითბოთი სჭირდებათ მომარაგება. არ ვარ ეს ადამიანი. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რაც მრჩება, გულისტკენაა - ცარიელი, არაფრის მომცემი. თუმცა შეჩვევაა ყველაფერი. ეჩვევი ისე, როგორც ყავას, სიგარეტს... მერე უკვე მის გარეშე აღარ შეგიძლია. სუნთქვაც კი გიჭირს. ასე ვარ ახლაც. სულს მიხუთავს ის სითბო, შიგნით რომ დამგროვებია და ლამისაა, გადმოვიდეს.
ყველაფერი ლიმონიანი ჩაის ბრალია. ჩაიმ იცის ყველაფერი კარგის მოტანა ჩემამდე. მერე მე უკან ვეღარ ვატან და... ჩაი კი ძალიან მიყვარს. იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება ოდესმე ვინმე მიყვარდეს. ჰოდა, ზედმეტი სიყვარულიც მავნებელია ზოგჯერ. მე და ჩაი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, მაგრამ მაინც ვერ ვეშვებით ერთმანეთს. სწყინს რომ ვეუბნები, მიჩვეული ვარ შენზე და მეტი არაფერი-მეთქი. არადა, მიყვარს. მანაც იცის, რომ მიყვარს და ამიტომ სწყინს.
ცხელი შოკოლად რომ ვახსენე... საშინლად ეჭვიანობს, მაგრამ რა ვქნა, უნდა გადავეჩვიო. თვითონაც უნდა გადამეჩვიოს. უნდა გაბრაზდეს, განრისხდეს... ასე გაყინულს მხოლოდ ის მშველის ხოლმე. ახლა არ მინდა, მიშველოს. თუ არ გავუშვი, აუცილებლად მიშველის. მე კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვა ეს.
ლიმონიანმა ჩაიმ იცის, რომ ყოველთვის იქნება მისი ადგილი სადღაც, სადაც ჯერ კიდევ თბილა. ჰო, ეს, ალბათ, ერთადერთი ადგილი იქნება, რომელსაც ისევ მისი დატოვებული სითბო გაავსებს და არაფერი სხვა.
მე კი... აი უკვე შემაჟრჟოლა. ვცივდები. ჰოდა, გავაგრძელებ თავის მოტყუებას, რომ ცხელი შოკოლადი ვერ მშველის, ესე იგი, სხვაც ვერაფერი მიშველის.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჯანდაბა!
თავიდან ბოლომდე შემეხო.
შემაცია...
და კიდევ კარგი, რომ გვერდით ცხელი ჩაი მიდევს.

 


№2  offline წევრი Thamo :)

ახხხ..........იმდენად მესიამოვნა ეხლა ეს ჩანახატი , აიიი როცა შენს ჩანახატებს ვკითხულობ ასე მგონია საკუთარ თავს ვუყურებ შორიდან ... მადლობა ასეთი კარგი რო ხარ <3

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

lullaby
ჯანდაბა!
თავიდან ბოლომდე შემეხო.
შემაცია...
და კიდევ კარგი, რომ გვერდით ცხელი ჩაი მიდევს.


მაინც საშინლად უსინდისო რამეა ჩაი. ^_^

Thamo :)
ახხხ..........იმდენად მესიამოვნა ეხლა ეს ჩანახატი , აიიი როცა შენს ჩანახატებს ვკითხულობ ასე მგონია საკუთარ თავს ვუყურებ შორიდან ... მადლობა ასეთი კარგი რო ხარ <3


ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი სიტყვების წაკითხვა ერთი სიამოვნება ხოა და პასუხისმგებლობაა თან! <3

 


№4  offline ადმინი შამანი

შენი ჩანახატების თითოეულ სიტყვას ვგრძნობ.
ალბათ ეს კარგია ხომ?! თუმცა ხანდახან შიში მიპყრობს.მეშინია, რომ შენს ჩანახატებში საკუთარ თავის იმ სისუსტეებს გადავაწყდები რასაც ასეთი სიჩქარით გავურბივარ.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent