შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადმწვანე


25-09-2015, 18:06
ავტორი Ignifex
ნანახია 2 315

ჭაობისფერი კაბა მაცვია და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ტალახში ვარ ამოსვრილი. თვალებს მხოლოდ მაშინ ვახამხამებ,როდესაც აუტანელ წვას ვგრძნობ,იმიტომ რომ მეშინია,რომელიღაც დახამხამება უკანასკნელი არ აღმოჩნდეს.
ბუნებრივია ჩემი შიში - წინ ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი მიდგას,რომელიც იარაღს პირდაპირ შუბლში მიმიზნებს. პირისახე მასაც ტალახით აქვს მოხატული,ფრჩხილები კი მიწით ამოვსებული,თუმცა ეს ვერაფერს აკლებს მის მობრდღვიალე მწვანე თვალებს,რომელსაც გონებაში უნებურად “მარადმწვანეს” ვუწოდებ.
არადა,რა დროს ესაა?! მამაკაცის საჩვენებელი თითი სასხლეტს ეხახუნება და სადაცაა გამოჰკრავს,მომკლავს.
გული ისე ძლიერ და ჩქარა მიცემს,ლამისაა ნეკნები ჩამიმტვრიოს,მკერდი გამიხლიჩოს და ჩემ პირისპირ იარაღმომარჯვებულ ჯარისკაცს მუშტი-კრივში შეეჯიბროს.
არა,კი ვიცი,რომ შიშის დროს სრულ იდიოტად ვიქცევი ხოლმე,მაგრამ ეს რა-ღამ მომაფიქრებინა? ჩემმა ძმამ,მგონი. ბავშვობიდან დადიოდა კრივზე და რამოდენიმე საათის წინ სიცოცხლეს გამოესალმა.
იქნებ,ისიც ამ მარადმწვანემ მოჰკლა? თუმცა,განა ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა?
ჩემ (ან: ჩვენ,თუ ბატონ ჯარისკაცს ადამიანად ჩავთვლი) გარშემო წივილ-კივილის,ტკივილნარევი კვნესის და გოდების ჰანგებია ერთმანეთში არეული,თუმცა,როგორც ჩანს ეს არც მე და არც მარადმწვანეს არ გვაინტერესებს.
მე იმიტომ,რომ მალე მოვკვდები. მარადმწვანეს კი იმიტომ,რომ მალე მომკლავს.
გარდა ამისა,რომელიღაც შენობის ნანგრევებს ვართ ამოფარებული და ხსენებული ბგერები ცოტა არარეალურადაც ჩამესმის ყურებში,თითქოს ვიღაცას ტელევიზორი აქვს ჩართული.
ჯარისკაცი თავის ლამაზ თვალებს არ მაცილებს,არადა სახეზე აწერია - უნდა,განზე გაიხედოს. მისი ადამის ვაშლი მოუსვენრად მოგზაურობს მაღლა-დაბლა. ღელავს?
ნეტავ,რა ქვია? საშა,ანტონი თუ სერგეი? განა არ მაქვს უფლება ვიცოდე,ვინ მომკლა? თუნდაც იმიტომ,რომ ყურადღება გადავიტანო და შიში ოდნავ მაინც დავიოკო.
წესით არ უნდა მეშინოდეს. მე ხომ გამუდმებით “ცხოვრება არ შემიძლიას” გავიძახდი. სულ იმას ვწუწუნებდი,რომ სახლი არ მქონდა. რომ სახლი თბილი აგურით,ჩემი საცხოვრებელი კი ყინულის ლოდებით იყო ნაგები,სადაც მე ვიყავი თოვლის დედოფალი და მე ვიყავი კონკია,მაგრამ მხოლოდ მძინარე მზეთუნახავობა მინდოდა. სამართებლით ვცადე სამუდამო ძილს მივცემოდი,მაგრამ სიკვდილის ანგელოზმაც უარი თქვა ჩემზე. და ახლა,როცა ეს უკანასკნელი თანახმაა მკვდართა სასახლეში წამიყვანოს,შიში სხვა ცოცხალი არსებასავით რატომ ცქმუტავს ჩემში? ალბათ,სწორედ ამაშია ადამიანის რაობა.
მარადმწვანე ჯარისკაცი კვლავ თოფმომარჯვებული დგას ჩემ წინ,თუმცა ამჯერად ხელი უკანკალებს.
-რას ელოდები?-ჩემი ხმის გაგონება ისე მიკვირს,რომ ლამის პირს ვაღებ. ალბათ შორიახლოს ჩემთვის განკუთვნილი სიკვდილის ანგელოზი დგას და უფლებას მაძლევს ის სითამამე გამოვიჩინო,რაც ცხოვრებაში არ მიგრძვნია. ისიც კი დამცინის!
მამაკაცი მოულოდნელობისგან კრთება.
-რა გქვია?-მეკითხება ბოლოს. კიდევ კარგი,სკოლაში რუსულს მასწავლიდნენ და ცოტა რამ გამეგება.
-არავინ!-ვუებნები და მერე-ღა ვხვდები,რომ ყვენალაირად არასწორი პასუხი გავეცი.
“ვინ ხარ?” მაინც ეკითხა!
-რა გვარი ხარ,მაშინ?-არ ნებდება. ჩემ იდიოტურ პასუხზე პატარა ღიმილიც კი არ შეჰპარვია სახეზე. არადა,სასცილო იყო! უფრო სწორად,სხვა დროს და სხვა სიტუაციაში სასაცილო იქნებოდა.
-რა შენი საქმეა!-ისევ ვეუხეშები. განა ღირსი არაა? ჩემ სამშობლოს აოხრებს და მკვლელია.
უხეშობის გარდა ახლა არაფერი შემიძლია.
-არავინ რაშენისაქმეა,ცუდი სახელი და გვარი არ არის!-ოდნავ იღიმის.
იღიმისო?!-მე ვლადი ვარ. რამდენი წლის ხარ?
ვლადი? ცუდი არაა.
-თექვსმეტის,-ვპასუხობ მცირე ყოყმანის შემდეგ და განზე ვიხედები.
იქვე,მონგრეულ კედელზე წითელი ფერის უსწორმასწორო წარწერას ვამჩნევ. მექანიკურად ვძაბავ თვალებს და ხმამაღლა ვკითხულობ: -არ შემიძლია!
-რა თქვი?-ქართული სიტყვების გაგონებისას თითქოს ავიწყდება,რისი თქმა უნდოდა და დაბნეული აცეცებს თვალებს.
-არ შემიძლია-მეთქი!-ვუთარგმნი. გამომეტყველება ეცვლება.
-არ მიყვარს ეგ სიტყვები!-ისე ცივად ამბობს,გეგონება ყინულის ნატეხები გადმოაყარა პირიდანო.
-რატომ?-თითქოს მავიწყდება,რომ ომია,რომ ოჯახი აღარ მყავს და სამშობლოს მინადგურებენ.
-სისულელეა და იმიტომ,-ამჯერად მშვიდი ხმა აქვს. ალბათ ჩემ სახეზე ამჩნევს,რომ ვერ მივუხვდი,იმიტომ რომ აგრძელებს,-აი,მაგალითად,მე შემიძლია მოგკლა,-მზერით იარაღზე მანიშნებს,რომელსაც,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,რამდენიმე წამში დაბლა სწევს,-მაგრამ ასევე შემიძლია არ მოგკლა.
მეჩვენება,თუ იდიოტია?
-არ მოგკლავ,იმიტომ რომ ეს შემიძლია.-კვლავ ცდილობს ამიხსნას,თუმცა ვერაფერს ვხვდები გარდა იმისა,რომ სულელია.-მაგრამ იქნებ მოგკლა კიდეც,იმიტომ რომ შემიძლია?
ვიბნევი და ისევ წარწერიან კედელს შევყურებ.
ჩვენ გარშემო ისევ ისმის ყვირილი,ღრიალი და ავტომატის ტვინისწამღები ხმა,მაგრამ მე და მარადმწვანეს ეს ისევ არ გვაინტერესებს. იქნებ იმიტომ,რომ შეგვიძლია,არ გვაინტერესებდეს?
აჰა,მეც გამომადებილა!
-მითხარი,ამ ორი სიტყვიდან,-ფიქრებს ვლადი მაწყვეტინებს. ვერც კი შევნიშნე,როდის მიუახლოვდა წითელწარწერიან კედელს.-”არა” რომელია?
თავიდან ვერ ვხვდები,რისი ცოდნა სურს. თუმცა შემდეგ,როცა მის მწვანე თვალებში უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას ვხედავ,გონება მინათდება,ვუახლოვდები და ატალახიანებულ საჩვენებელ თითს “არ-ზე” ვადებ.
-გასაგებია!-ბუტბუტებს. მერე ძირს იხრება,ხელში შემურულ ქვას იღებს და ჯვარედინად ხაზავს “არს”.-ესეც ასე!-კმაყოფილი ჩანს.-კარგად იყავი. იმედია,გადარჩები.-მემშვიდობება.
მე კი გაოგნებული ვდგავარ და ვერ ვხვდები,ჩემ გარშემო რა ხდება.
-შენხელა და მყავს,კრისტინა ქვია…-თავს ხრის,თითქოს მიხსნის,რატომ არ მომკლა.-ისიც ლამაზია,შენსავით. ტალახიც კი უხდება!-იღიმის.
მე ისევ გაოგნებული ვარ.
მარადმწვანე ვლადს ჩემი დუმილი ბეზრდება,ხელს მიქნევს და მიდის.
მონგრეულ კედელზე წითლად გაჰკივის “შემიძლია!”.
_____
პირველ რიგში,უღრმესი,ჩასუქებული მადლობა! არც კი ვიცი,რა გითხრათ,ძალიან გამიხარდა!
მერე,ვიცი,რომ რაც ზემოთ წერია დიდად აღმაფრთოვანებელი რამე არ არის და ჩანახატისთვის ცოტა არ იყოს დიდია,მაგრამ სხვანაირი არ გამომივიდა :დ თავიდანვე დამაბნია ფოტომ რატომღაც,ეს კი დღეს დავწერე,რაც არის არის! :დ ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს,რომ მეორე ტურშ მოვხვდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ♥ ♥



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ერთადერთი შენუშვნა - ქვია არა გთხოვ - ჰქვია.
სხვისი არ ვიცი, მე კი ძალიან ძალიან მომეწონა. ვკითხულობდი და მბურძგლიდა. რუსული სახელები მძაგს, მეზიზღება, რეალურად ვერც ის წარმომიდგენია, რომ რუსი ჯარისკაცი ამას გააკეთებს, მაგრამ ჩანახატი იყო ძალიან კარგი. შენი მტერი რომ გეტყვის შეგიძლიაო, საკუთარ თავს თვალებში როგორ უნდა ჩახედო.
საკუთარი ნაწერი წაიკითხე? როგორ ამბობ ბევრი არაფერიაო?
სურათით დიდად არც მე ვარ აღფრთოვამებული.
წარმატებები ჩემო კარგო.

 


№2  offline წევრი Ignifex

lullaby
ერთადერთი შენუშვნა - ქვია არა გთხოვ - ჰქვია.
სხვისი არ ვიცი, მე კი ძალიან ძალიან მომეწონა. ვკითხულობდი და მბურძგლიდა. რუსული სახელები მძაგს, მეზიზღება, რეალურად ვერც ის წარმომიდგენია, რომ რუსი ჯარისკაცი ამას გააკეთებს, მაგრამ ჩანახატი იყო ძალიან კარგი. შენი მტერი რომ გეტყვის შეგიძლიაო, საკუთარ თავს თვალებში როგორ უნდა ჩახედო.
საკუთარი ნაწერი წაიკითხე? როგორ ამბობ ბევრი არაფერიაო?
სურათით დიდად არც მე ვარ აღფრთოვამებული.
წარმატებები ჩემო კარგო.

ვაიმე,დიდი მადლობა! როგორ გამიხარდა რომ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა ამ ჩანახატით...
რუსული სახელები არც მე არ მეხატება გულზე დიდად და მესმის შენი. :დ მე მჯერა რომ გამონაკლისები ყველგან არსებობენ და მჯერა,რომ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იქნება ადამიანური გულის პატრონი...სხვებთან შედარებით ჰუმანური მაინც :დ კიდევ ერთხელ მადლობა,ძალიან გამიხარდა შენი სიტყვები. შენიშვნას გავითვალისწინებ აუცილებლად <3 მე მაინც უნებურად ვფიქრობ,რომ რაღაცები აკლია ნაწერს,დასარულს თუნდაც :დ მადლობა! <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent