შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპირად რეალობის


1-10-2015, 02:54
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 125

სენტიმენტების მშვიდი სიკვდილი...
ჯერ მისი თვალების მზერას ვერ ვუძელბ, მერე კი ვუყურებ მისი ტუჩების ხაზებს, რომელიც ერთი არ არსებული ადგილის რუქას ჰგავს.
ახლა კი მივიწევ ნელა საკოცნელად და გულის ძლიერი ბიძგები გაჩერებას მაიძულებს. ვეწინააღმდეგები ჩემი გონების ყველანაირ იმუნიტეტს. სხეულში სისხლის მოძრაობა შედარებით მიჩქარდება. ჩემში სრული ქაოსი სუფევს, ახლა კი მიყურეთ რა ხდება აქ, ბნელით მოცულ პატარა სივრცეში, სადღაც ვიწრო ქუჩაზე, ნაპირად რეალობის.
რაღა მიკლია, რომ შევეხო მის მშრალ ტუჩებს, მაგრამ მაყოვნებს ადამიანობა, ბუნება, გონება და ჩემებურად ვინაცვლებ დროის მიღმა, სადაც მთვარე შეშდება და მზისგან გამოწვეული ელვარება, ხმელეთზე იყინება. ახლა, თქვენთან რომ არარააობა გამეფდა, ჩემთან აიზმერგის დიდი ნაწილი ჰაერში გაჩერდა ვით ტალღა, მოხეტიალე და დაკარგული ოკეანეში. ახლა კოსმოს შეხედეთ... რა ჰარმონიულობა სუფევს ჩემს შექმნილ დროში არა ? შეხედეთ ასტეროიდს ამ დიდ სივრცეში მზის მიზიდულობას რომ დაუსხლტა და გადაიკარგა ზღვარს იქით, სადღაც მეცამეტე ფერისკენ, სადღაც ჰარმონიული არსებისკენ უმაღლესი ჭკუა გონება რომ გააჩნია, რომელსაც ენანება ჩემთვის შვება, მე კი მას ვეძებ დღე და ღამ, ახლაც, როდესაც დრო გავაჩერე და კვლავ შევხედე გოგონას, მშრალი ტუჩებით. მისი თვალები, ადრე უსასრულო სივრცეს მომაგონებდა, ახლა კი უბრალოდ თვალებს... ზედა პირულად მოაზროვნე ადამიანის თვალებს.
ეს გოგონა, მშრალი ტუჩებითა და გაყინული თვალებით, „ლაკრიმოსაა“ არა მოცარტის, არამედ ჩემი.
და აი, მუსიკაც გაისმა ღია კოსმოსში, რამაც ბოლო მოუღო ჰარმონიულობას და ჩემი, ქაოსი დამკვიდრდა.
ცოტა ზედა პირული რომ გავხდე, გეტყვით, სიტყვები არაფერია იმასთან, რაც ახლა, ამ ვიწრო ქუჩაზე ხდება. სამყაროს მკვდარი ცენტრი ვარ და მე ვხვდები თქვენ თუ ვერა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკამდე დარჩა მოკლე გზა, იმაზე მოკლე, ვიდრე ამ დილამ მამცნო ფრანგული, გაყინული საუბრით. მე ვხედავ ამ მოკლე გზას, რადგან ნათლად ჩანს დროის გაუქმება, რადგან ცხადია ცის ზედა პირზე მთვარე მკვდარია, რადგან მე ვიცი, გაჩერებულია ყველაფერი, გარდა ჩემი გონებისა და იმ არსების, უსასრულობიდან რომ მიმზრეს და ამბობ: ცის მიღმა არ ჩნდება ადგილი შენი !
მოკლედ, ეს კოცნა ალბათ ჩემს საწყალ სულს კიდევ დაამძმებს, რადგანაც კოცნისას სხეულის თრთოლვა, რომელსაც გულის ბიძგები იწვევს, წარმოქმნის სიყვარულს, ჰოდა, ცოტას თუ ვამბობ ამ ბინძურ გრძნობაზე, რომ მისგან გამოწვეული მონატრება არის მტანჯველი, რომ თუ ვინმე გიყვარს, ის აუცილებლად გაგიცრუებს იმედებს, რომ თვით ამორი, გულ–გრილია, რომ ადამიანობას ვმარტავ არსებად, რომელიც არასდროს ღალატობს ღალატს, რომ ერთ დროს, დემონში მოიაზრეს საკუთარი თავები, რომ შექსპირი ბრმა იყო, რომ იმ არ არსებული სამწუხარო ამბავისთანა, სხვა არ იქნება, რომ თვალში სიბნელე, სიბრმავეს არ ნიშნავს, და რომ მწუხარებამ, მომაგნო აქაც, ნაპირად რეალობის.
მარტო ვარ ამ ბინძურ სამყაროში და ის ფერი არ ჩნდება... მარტო ვარ, სუსტად და არ მოჩანს ნათელი... მარტო ვარ, მწუხარედ და ვერ ვხედავ ვინმეს. თუნდ სიყვარული ვიგრძნო, მაინც არ მოჩანს ცის კაბადონზე მზე, მისი სხივები ელვარე ღრუბლის ატლასზე. ვიცი, არავინ არ არის ის, ვინც მე მინდა. მხოლოდ მე და მემ ვიცით თუ რა გვსურს...
ასე რომ, მთვარე ცოცხლდება და ასტეროიდი იკარგება. ზღვის დაკარგული ტალღა კვლავ დაკარგულად რჩება. ტანჯული, ტანჯვას განაგრძობს და უკეთესობა, ისევ არ არსებობს. ვიღაც კვდება. ბრმები ბრმობას განაგრძობენ და არე სივრცეში, ისევ ისრუტავს ნათელს. ვიღაცა რა მშვენივრად მიუძღვის ფილტვებიდან კვამლს, რომლის ლანდი მშვენიერია
ნელ–ნელა რომ ქრება. თავდაპირველად იყო არაფერი, მერე კი ეს ყველაფერი.
ვჩერდები, კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს მშრალ ტუჩებს, რომელსაც მინდა შევეხო, მაგრამ ამავდროულად ვაანალიზებ იმასაც, რომ არ ღირს ჩემს ტანჯვას შევმატო ტანჯვა.
ეს ის ტუჩებია, რომელსაც არ ვაკოცე.
ჩემი ერთ წამიანი ისტორია დამთავრდა ასე, სადღაც ვიწრო ქუჩაზე, ნაპირად რეალობის.



№1  offline წევრი Ignifex

"თვალში სიბნელე სიბრმავეს არ ნიშნავს".
ყოჩაღ! ეს იყო რაღაც ძალიან მაგარი პირადად ჩემთვის.
არ ვიცი,შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე,მაგრამ ჩემი ფავორიტი ხარ შენ,წარმატებებს გისურვებ <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

რაღაც დაფარული სულის ნაწილის ამოხეთქვა იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მე პირადად, კიდევ კარგი აზრს არავინ მეკითხება თორემ ალბათ ვინმე შემომეცემებიდა ან პირიქით, რადგან შენ პირველივე საკონკურსო ჩანახატიდან მოგანიჭებდი ახალბედას სტატუსს (ოღონდ, სულ არ მგონია ეს შენთვის საკმარისი) ყოველგვარი განხილვის გარეშე და მერე განვაგრძობდი კონკურსს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გამართული ტექსტია, და სანამ დადებდი გადამოწმებულიცაა და არ ვეკიდებოდი სიტყვებს თუ ცალკეულ ასოებს, რომ აზრი გამომეტანა.
ჩანახატზე რა ვთქვა. კითხვისას სუნთქვა მავიწყდებოდა ხოლმე:). წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.

 


№4  offline წევრი სანდრა

შენნაირი ნიჭიერი ადამიანები საიტს კი არა, მთელს მსოფლიოს სჭირდება. არ ვამბობ, რომ აკლია, თუმცა ეს ის ნიჭიერებაა, აი, ის, თავს რომ ზედმეტობებით არ იჩენს...
არ ვიცი, შესაძლოა ვცდები კიდეც, მაგრამ შენს ნიჭიერებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ, როცა თქვი, რომ გიკვირდა ასე მარტივად როგორ გადადიოდი ტურებში.
"უნიჭობა უბედურებაა, თუმცა უნიჭობაზე დიდი უბედურება ნიჭიერებაა, რომელშიც არაა ღვთისმოშიშობა". ამპარტავანი არ ხარ, უბრალო ხარ და შენს საოცარ ნიჭს აგვირგვინებს ეს თვისება.
ძალიან, ძალიან, ძაააალიან ბევრი წარმატებები შენ!!!
ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირები!

 


№5  offline წევრი gvanc(a) 15

შენ ხარ უკვე ყველაფერი და არ ვიცი მე რა დავწერო,ამის შემდეგ.
არ უნდა ვკითხულობდე ჩანახატებს სანამ თავად არ დავწერ,ვითრგუნები...

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

არაერთხელ ავღნიშნე,რომ შესანიშნავად გადმოსცემ ემოციას,გვიზიარებ შთაბეჭდილებას და ეს ყველაფერი საოცრად გამოგდის...განსხვავებული სტილი გაქვს,რაც ძალიან მომწონს.
გამართულად წერ,მაგრამ მინდა ავღნიშნო,რომ რამდენიმე უმნიშვნელო შეცდომა იყო(სიტყვების მარტლწერას დაუკვირდი ორმელი იწერება ერთად,რომელიც ცალ-ცალკე და რომელი დეფისით)>

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა დონე იყო ტოო. აი საღოლ, ის ძველი ბექა აღარ ხარ რაც იყავი და ახლა მართლა სულ სხვა ხარ. :დ მგონია, რომ აქამდე არ გიცნობდი, ასეთი არც მახსოვხარ, ყოველთვის როცა რაღაცას წერდი ემოცია კი ბევრი იყო, მაგრამ არაფერი სიყვარულზე, ახლა კი რა იყო ეს. ვკითხულობდი და გული მიჩუყდებოდა, თითქოს ჩემ თვალწინ მოხდა მიწისძვრა ან დაირღვა სამყაროს კიდენი, საითაც მივექანებით უსასრულობისკენ.
შესანიშნავია შესანიშნავი... მე ამ საიტზე სიახლის დამატება ვერაფრით ვისწავლე :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8 სტუმარი :))

არ შემეძლო, რომ არ დამეწერა კომენტარი.
უბრალოდ არ შემეძლო.
შენს ნაწერს, რომ ვკითხულობ, სიტყვებს და აზრებს, ვეღარ ვაბამ თავს. უბრალოდ ვჩუმდები და შოკში ვარ.
შენ არავინ გგავს და შენ არავის გავხარ.
შენ სხვა ხარ, სხვა სამყარო.
ისე წერე, გულში და გონებაში ერთდროულად აღწევ და კი არ ვკითხულობ, უკვე მესმის და ვგრძნობ შენს ნაწერებს.
არ ვიცი ვინ ხარ, როგორი ხარ, სად ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ამ საიტზე საუკეთესო ხარ!
სიყვარულზეც ისე წერ, როგორც სხვებზე... არ ვიცი, როგორ ეტევა ერთ ადამიანში, ამხელა ნიჭი.
შენ მართა არავინ გგავს. და შენც მართლა არავის გავხარ.
სულ სხვა ხარ... სხვა!
და ძალიან მიყვარს შენი დაწერილი, თითოეული სიტყვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent