შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღერი


5-10-2015, 19:18
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 184

სიგარეტს ვუკიდებ... პირველი ნაფაზი ნეტარებაა. კვამლს ფილტვებში ხუთ წამამდე ვიჩერებ და თვალ დახუჭული, თავ აწეული ვუშვებ ზემოთ, ცისფერი ცისკენ, რომელზედაც ლამაზად მშვენდება თოვლივით თეთრი ღრუბლები.
რამდენადაც შორს უნდა ვიყო ქაოსისაგან, ის მაინც აქაა ჩემთან და არ მშორდება.
მეორე ნაფაზი... მეორე ნაფაზი პირველს სჯობია. თვალებს ვხუჭავ და მე ჩემში ვარ ჩემს წუხილთან ერთად. დრო გადის, მაგრამ არა სწრაფად. ყველაფერს ხმა ეწევა და სინათლის სისწრაფეც კი ნელდება. ქაოს სიწყნარეც კი წარმოქმნის, ხოდა, ქაოსია ჩემში რადგანაც ვხედავ მათხოვარს, რომელსაც სახლი ჰქონდა ოდესღაც. ვხედავ ლამაზმანს, არა ლამაზი სულით. მე თქვენ გხედავთ მეგობრებო, თქვენ. და აქ გამოირჩევიან ზომბები, დინების გამყოლნი და ამის მქადაგებელნი.
მესამე ნაფაზი... მესამე ნაფაზი გაგრძნობინებს კვამლის მავნებლობას, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობ.
ო ღმერთო, ტყეა ჩემი შვების ადგილი, რადგანაც იქ ვერ მოძებნი სასტიკებს, სასტიკებს და პირუტყვებს პირუტყვებთაგან. მიყვარს ადამიანები, მაგრამ ისინი მაიძულებენ, რომ ზიზღს განვიცდიდე მათ მიმართ. მესამე ნაფაზის მშვენიერება, ყოველთვის შეუგრძნობლად გარბის.
მეოთხე ნაფაზი... მეოთხე ნაფაზი უკეთ განახებს რეალობას და სისხლის მოძრაობას შედარებით ასუსტებს.
და სიყვარულს იბრალებენ რელიგიურები, როდესაც ისინი არიან ზიზღით აღსავსენი. მე კი ვიცი, თქვენ გეუბნებით ამას, რომ ღმერთი თუ გვიყურებს და თუ ცის მიღმაა მისი ადგილი, დამიჯერეთ, ის ყველასათვის ერთია და არ მოსწონს მას რელიგიები, რომელიც ყოფს საზოგადოებას და ქმნის კერპებს, რიტუალებთან ერთად. დამიჯერეთ, მას არც თქვენი სისხლი უნდა და არც ცხოველის, რამეთუ ჩემს ღმერთს, ჩემზე მეტად უყვარს ცხოველები. ხოდა სიყვარულია ღმერთი და ეს არის ჩემი აზრის გამყარების ფუძე. და თუ ღმერთი არ არის ისეთი, როგორიც მე მგონია, და თუ ღმერთს სურს მუდმივი თაყვანისცემა, ცხოველების სისხლი და ზომბები ადამიანის სახით, მაშინ ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
მეხუთე ნაფაზი... მეხუთე ნაფაზი მავიწყებს ღმერთს, მაგრამ სიყვარულით მაინც არ ვიცლები.
ვიცი, არასდროს იქნება კარგი, რადგან უმცირესობაშია საღი აზრი. ვიცი უმცირესობა ყოველთვის გარდაიქმნება უმრავლესობად, მაგრამ უმრავლესობაა სწორ აზრს რომ ასახიჩრებს. კვამლი ირევა ჩემს წინ სევდით ვივსები... არ ვიცი... ჩემი გრძნობები ან გაღვივებულია, ან დაჩლუნგებული.
მეექვსე ნაფაზი... მეექვსე ნაფაზისას მინდა სიგარეტი გამთელდეს.
მე ვიცი რა არის ჩვენი საშველი. მე ვიცი ცუნნამი დაგვეხმარება ვულკანების ფეთქვასთან და ძლიერ მიწისძვრასთან, ცის ჩამოქცევასთან და ხმელეთის ამობრუნებასთან.
სასტიკი არა, რეალისტი ვარ.
მეშვიდე ნაფაზი ბოლო ნაფაზი რომ არის, ამიტომააც ნელდება დრო იმაზე სწრაფად, ვიდრე აქამდე.
სადღაც დრო არ არსებობს, ვიღაც კვდება და ვიღაც იბადება. წ....ბი ხმელეთს ამცირებს და მთვარე თანამგზავრის სახელს კარგავს. დედამიწა ბრუნვას ანელებს და ღერძის გადაღმა მიილტვის.
სიგარეტს ვაგდებ და ფეხით ვსრისავ. დრო ჩვეულ რითმში ჯდება და მეც ჩვეულებრივი ვხდები ჩვეულებრივი ფიქრებით.



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან მაგარი იყო. არვიცი, არასდროს დავინტერესებულვარ და ჩანახატი არ წამიკითხია მაგრამ რაც ეს ჩანახატი წავიკითე მომინდა დამეწერა. უმაგრესი ხარ და მაგრად წერ. ყოჩაღ <3

 


№2  offline წევრი maridb

ძალიან კარგი იყოო მომეწონა საოცრადდ.მართლა მაგრად წერ. აბა შენ იცი ასე გააგრძელე <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი blackboss

ჩანახატებს ათასში ერთხელ თუ გადავხედავ ხოლმე... ბევრჯერ მინანია კიდეც დროის კარგა მათზე... მაგრამ ,,ერთი ღერი"?! ეს სულ სხვა იყო, სულ სხვა! საოცრად წერ!
მადლობა...

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

მთელი რეალური ცხოვრება ერთ ღერში

 


№5  offline წევრი tekka

"ჰიპური ბოდვები" გამახსენე feel კარგი ხარ ბექა.

 


№6  offline წევრი beqaloxishvili

tekka
"ჰიპური ბოდვები" გამახსენე feel კარგი ხარ ბექა.

"ჰიპური ბოდვები" მაგარია ;)
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

სად არ ვეწეევი, მეც ხომ გაგიგებდი :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent