შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო დღე,ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა


9-10-2015, 17:54
ავტორი zoi
ნანახია 1 794

მზე დღეს განსაკუთრებით მცხუნვარეა,ალბათ ჩემი გაყინული ძვლების გათბობას ცდილობს,ალბათ არ იცის რომ მე არ მცივა,აღარ მცივა,აღსასრული ახლოვდება,მე კი არ მცივა.ცა იმდენად ლამაზია თითქოს თავისკენ გიხმობს,მეც ვისწრაფვი მისკენ,მაგრამ ეს ჩემზე არაა.დღეს ყველაფერი ლამაზია,თითქოს ყველა ცდილობს თავი კარგად დამამახსოვროს,მეც ვცდილობ თითოეული დეტალი დავიმახსოვრო.ქალაქში ხალხიც კი ცდილობს თავაზიანი იყოს.ვითომ ჩემს გამო?ნუთუ მეღირსა და ბოლო დღე დადგა?ამიტომ მიყურებს ყველა ასე უცნაურად?ბოლო დღე?ყოველთვის ვცდილობდი და არასდროს გამომდიოდა სანატრელი ბოლო დღის წარმოდგენა.ერთი კი ვიცოდი,არასდროს შემეშინდებოდა ბოლო დღის,მეშინოდა მხოლოდ იმის, ბოლო დღემდე როგორ მივიდოდი,შეიცვლებოდა რამე?მე შევიცვლებოდი?გრძნობა თუ განელდებოდა.ახლა ვგრძნობ,ეს ბოლო დღეა,გრძნობა არ განელებულა,მე ბედნიერი ვარ.ეს ბოლო დღეა,ბოლო და ყველაზე ბედნიერი დღე.ექთანს რომელიც პარკში მასეირნებს ალბათ არ წარმოუდგენია რომ ეს ბოლო დღეა.მეგრამ მე ვიცი,მე ვგრძნობ,ეს დღე ბოლოა,აქ აღარაა ჩემი ადგილი,არც აქამდე იყო,მაგრამ ღმერთს უნდოდა ასე.ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბოლო დღის მოლოდინში გავატარე.ბოლოსი აქ და პირველის მანდ ცაში,ფრინველებთან და შენთან ერთად,ვერავინ წარმოიდგენს რა საშინელია ბოლო დღის მოლოდინი და რა ბედნიერებაა მისი მოსვლა.დღეს,ბოლო დღეს,მე ბედნიერი ვარ.არაფერი დამრჩა გასაკეთებელი.რამდენიც შემეძლო გავაკეთე.უშენოდ გავატარე ცხოვრება.40 წელი შენს გარეშე.ყოველთვის მეშინოდა ამ 40 წლის,მეშინოდა ხვალინდელი დღის,მეშინოდა არავინ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში,მეშინოდა შენ არ დაეჩრდილე ვინმეს,მეშინოდა შენი სუნი არ დამვიწყებოდა.ყოველ მომდევნო წელს,როდესაც აღმოვაჩენდი რომ შენი სურათები ხუნდებოდა,გული მტკიოდა,ყოველი უშენოდ დაწყებული დილა ტანჯვა იყო,შენი ტანსაცმელი უხმარი,ჩემს გვერძე ადგილი ცარიელი,შენი სუნთქვა არ ისმოდა ჩვენს სახლში.ყოველი დღის დაღამება მაბედნიერებდა,მე შენ მახსოვდი,მე შენ ისევ ისე მიყვარდი,როგორც ქორწილის დღეს,ისევ ისე მაკლდი,როგორც ომში წასვლისას და ყოველ საღამოს ისევ ისე ვამაყობდი შენით,როგორც იმ დღეს როდესაც სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა სიაში შენი სახელი ამოვიკითხე.მაშინ მე შენთან,ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად გავქერი.შენ სამშობლოს იცავდი,შენ მიზნის გამო მოკვდი.არ ვნანობდი შენს ქვრივობას.მეამაყებოდა და დღემდე,ბოლო დღემდე ასეა.შენი საფლავი ჩემს ტაძრად ვაქციე,შენი დაკარგვა უდიდესი ტრაგედია იყო ჩემთვის,მე გავნადგურდი,მაგრამ არ მოვკვდი.განა არ შემეძლო თავი მომეკლა?მაგრამ ამით შევიმსუბუქებდი კი?სასჯელს?ამით ხომ სამუდამოდ დაგშორდებოდი,ასე სანუკვარი ბოლო დღეც აღარ დამრჩებოდა.ქართველი ქალის წესი არაა ტკივილს დაყოლა.მეც გავძლიერდი.შენს გარეშე ძლიერი როგორ ვიქნებოდი,მაგრამ მე ეს შევძელი,მე ჩემი ცხოვრება შევქმენი,ჩემი დღე იწყებოდა შენით და მთავრდებოდა შენი,მე შენს გარეშე ერთი წამიც კი არ გამიტარებია.ვცდილობდი სწორად მეცხოვრა,შენთან რომ მოვხვედრილიყავი სამოთხეში.მთელი ცხოვრება ვშრომობდი,ოჯახებისთვის,რომელთაც მარჩენალი დაკარგეს.შენ მარტო მე დაგრჩი მაგრამ შენს უამრავ თანამებრძოლს ოჯახები დარჩათ.მე მათი შვილებით ვბედნიერობდი,საკუთარი არ მღირსებია მაგრამ არაფერს ვნანობ.მე შენ არ გნანობ.არ ვნანობ რომ ცოლად გავყევი ადამიანს ვინც სიგიჟემდე მიყვარს და ვისაც გადარეული სიყვარულით ვუყვარდი.არ ვნანობ რომ გავყევი ადამიანს ვისაც თავის გაწირვა შეეძლო სიყვარულისთვის.ასეც მოიქცა თავი სამშობლოს სიყვარულს შესწირა.მე შენ არ გნანობ,მე შენით ვამაყობ,მე ბოლო დღით ვამაყობ.ვამაყობ რომ აქამდე ღირსეულად მოვედი,ვამაყობ რომ შენი სიყვარული არასდროს გამნელებია.მე ვამაყობ რომ ბოლო დღეს ისევ ისთი ბედნიერი ვარ როგორც შენს სიცოცხლეში.მე ვამაყობ რომ ვიცოცხლე,შენს გარეშე ვიცოცხლე.ისე როგორც ქართველ ქალს შეჰფერის,მე ვიცოცხლე,მე შენი სახელი არ დავივიწყე,მე შენ არ დაგივიწყე.ცხოვრება რთულია,ამაში ვერავინ შემედავება.ადვილი რომ იყოს ყველა ბედნიერი იქნებოდა,მაგრამ საქმეც ის არის რომ ბედნიერებაც არაა ადვილი.მე შევძელი, ვიცხოვრე,ბედნიერი ვიყავი,ბედნიერი იმით რომ შევძელი და თავი არ მოვიკალი, ბედნიერი იმით რომ შენს გამო არ მოვიკალი თავი,რომ შენ არ დაგშორდი.ღირსეულად გავატარე ცხოვრება.შენს სიყვარულში დავბერდი.სხვაზე არასდროს მიფიქრია.ყოველთვის შენი ქვრივი ვიყავი,შენი დაკარგვის გამო გაუბედურებული მაგრამ მაინც ფეხზე მდგომი,ისეთი ძლიერი შენ როგორიც შეგიყვარდი.ეს ბოლო დღეა,ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა.მე შენ ბოლომდე მეყვარები,სანამ სამყარო იარსებებს,სანამ მატერია იარსებებს,სანამ იარსებებს ჩემი სული,შენ ყოველთვის ჩემი გული იქნები.ახლა ექთანი თავშესაფარში შემიყვანს და მიხვდება რომ ბოლო დღე დადგა.გაუკვირდება რატომ მაქვს ბედნიერი სახე ბოლო დღეს,ალბათ მიხვდება რამდენს ნიშნავს ჩემთვის ბოლო დღე.მორჩა მე იქ აღარ ვარ სიმსუბუქეს ვგრძნობ,ცოტა ხანში ალბათ შენც დაგინახავ.ეს ბოლო დღეა,ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა.აი შენც გამოჩნდი,ჯარის ფორმაში, ყოველთვის რომ მაიძულებდა შენით აღვფრთოვანებულიყავი და მეამაყა.გიხარია ჩემი დანახვა,ასე ძლიერის და ისევ ისე შეყვარებულის.შენი ჩახუტება ღირდა 40 წლის ლოდინად.შენ ისევ მეხუტები აი ბოლო დღის ფასი,აი ნიშანი იმისა რომ ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა.

არ ვიცი,როგორ,რანაირად,მაგრამ გულიდან ეს წამოვიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent