ტანჯული გონება
ვდგავარ ოთახში, სადაც შეკრებილან უსახო სულები, მკრთალი, ლურჯი ფერი რომ გადაჰკრავთ და ვუმზერ სახრჩობელას, რომელსაც დამშვენებამდე თეთრ სხეულიანი გვამი უკლია. ჩემი შექმნილი სულები მიმიძღვიან სკამზე, რათა ხელოვნების მშვენიერება შევძინო სახრჩობელას. მე კვლავ მარტო ვარ თუ არ ჩავთვალე სულები, რომლებსაც თქვენ მონსტრებად იცნობთ. ძლიერი გულის ფეთქვა ისევ არაკომფორტულად მაგრძნობინებს თავს. ჩემი განადგურებული გონება კარგად იაზრებს ნერვოზის საშინელე თვისებებს და თან მიხარია, რომ შიზოფრენია არის სიმპტომი, რომელიც არასდროს მღალატობს. ჩამესმის არამიწიერი ხმები, რომლითაც ვცდილობ მძიმე სულიერი დეპრესიის შესაფერი მუსიკის შექმნას. როდესაც სიკვდილამდე არ რჩება შორი გზა, მე ვგრძნობ ჩემი სხეულის დაცემას და სულის აღზევებას. ავდივარ სკამზე და სახრჩობელაში თავს ვყოფ. სულები ისე მაკვირდებიან, თითქოს ძვირად შეფასებული ნახატი ვიყო მუზეუმში გამოფენილი. სიკვდილის ბოლო წამები არის მწარე, ხედვები კი მრავალფერო, ისევე, როგორც სიცოცხლეში ჩემი გონება. მუსიკის თანმხლებით ჩემი წარმოუდგენლად სუფთა სული მაღლდება და თითქოს მე გარდავიქმნები ღმერთად, რომელსაც რეალურად ადარდებს სამყაროს მახინჯი წერტილები. ახლა, სიკვდილისას, მაქსიმალურად ჰარმონიული ვხდები. ვერც ცეცხლისგან მხურვალე ჯოჯოხეთს ვხედავ, და ვერც სამოთხეს კარგი კლიმატითა და საოცარი ხედებით, როგორც ამას მართლის მადიდებელი მიხსნიდა უკაცრიელ ადგილას. ენა ვერ ღწერს ჩემს მშვენიერ მდგომარეობას. სადღაც სამყაროს მიღმა ამოვყავი თავი და ცხადად ჩანს მეცამეტე ფერი, რომლის ძიებამ სიცოცხლეში გამაგიჟა. ახლაც მარტო ვარ, მაგრამ ხედია ისეთი, გონებას გაუჭირდებოდა აღქმა, ჰოდა, თვალებს დანახვა. ადრე თუ ძილის ბოლო სტადია იყო ჩემთვის შვება, ახლა არსებობაა. ეს არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, რადგან ათას მშვენიერებაში ვხედავ პოლარულ ნათებას, რომელსაც მეცამეტე ფერი უელავს. მე გამაჩნია უსაზღვრო შესაძლებლობები. ვდგავარ რომელიღაც აიზბერგზე, საიდანაც ვუყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს, თოვლს, ჰორიზონტს, მკვდარ ზღვას, დანაწევრებულ ღრუბლებს, ნავს, რომლის ამარად რჩება კაცი, და ბოლოს, მე ჩამესმის მუსიკა, რომელიც წინა სიცოცხლეში არასდროს გაჟღერებულა. ჩემს გვამსაც ვხედავ, სახრჩობელიდან ჩამოხსნილს, ტანჯული სახე რომ შეშრობია იაფასიან კუბოში, რომელსაც კარგად ეტყოა წითელი ლაქები და ერთი დიდი ბზარი მარცხნისაკენ. ჩემი სული ხდება მწუხარე, რადგან ხედავს თავის გვამს და მის ირგვლივ არავის. დაბალი აიზბერგიდან ვინაცვლებ უმაღლეს მწვერვალზე, რადგან ჩემი დაკრძალვა უკეთესად ჩანდეს. კუბოს დაქირავებული მუშები მიათრევენ. დაკრძალვაზე საშინელი ქარბუქი ჩნდება, რადგან უმაღესი ჭკუა გონება წუხს თავისი შვილის სიკვდილზე, რომლის სული კარგა ხანია დაკარგა და იმედიანად მის ძებნას კვლავ აგრძელებს. ამინდი ბნელს ჰფენს დაკრძალვაზე მყოფი ადამიანების თვალებს, რაზეც მსუბუქი მრუსხანება მიპყრობს მე, სიკვდილის შემდეგაც გამოუსწორებელ ეგოისტს. პროცესია დასახატია, მაგრამ მხატვარი მკვდარი. შავებში გამოწყობილ ქალს ცრემლი სდის, რომელსაც მტვრის ფასი ადევს იმ ამტვერებულ ლურჯ პლანეტაზე. ცრუ ცრემლებით სველდება კუბო. წითელ ლაქებს ფარავს მიწა. ისტერიკა უცხოა, ჩუმი შეძახილები მრავალი. მე მეშინია შიშის. მიწას მაყრიან გრძნობებ მოკლული მესაფლავეები. ხალხი ნელ–ნელა იშლება. ცრემლები გარდაიქმნებიან ორთქლად, მოგვიანებით კი წვიმის წვეთად. ოდესღაც, არც ისე შორეულ მომავალში, წვიმა წამოვა და ცრემლი დაეცემა ვიღაცას, მწუხარედ მდგომს ცარიელ ქუჩაზე. მესაფლავეები ჩქარობენ ძლივს ამოთხრილი ორმოს ამოვსებას და იმაზე არავინ ფიქრობს, რომ მე მშიშარა ვიყავი სიცოცხლეში... აზრი არავის გასჩენია იმის, რომ მე ამ დაწყევლილ სასაფლაოზე შიში ამიტანს მიწის ქვეშ და არც არავინ რჩება ჩემთან. მე კვლავ ვრჩები საყოველთაოდ მარტო, სხეულით მიწაში, სულით კი სადღაც, უმაღლეს მწვერვალზე, ღრუბლების ზემოთ, ცის გადაღმა, სამყაროსგან შორს. დაკრძალვა სრულდება და მესაფლავეები შვებას ამაში ხედავენ. კუბო ვერ უძლებს მიწის სიმძიმეს და შუაზე იხლიჩება, სადაც იჭყლიტება კლაოსტროფობიით ნატანჯი ჩემი სხეული. ჩემი სიკვდილისგან მოტანილი მწუხარება, მიაქვს საღამო ხანს. სევდას დატყობილი სახეები განიცდიან მუტაციას. ცრემლით დასველებული თვალები გაშრობას ლამობენ და მე მაგზავნიან სამუდამო დავიწყებაში. დღეები რბიან და მე ვერ ვტოვებ ჩემს გვამს, რომლის საფლავზე არავინ დადის გარდა იმ სევდიანი გოგოსი, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ ცხადად ეტყობა მდუმარებისას ჩემი ნაწერების სიყვარული. მდუმარებით ტანჯული ვუმზერ ამ გოგონას და მისი დახატვა მინდება, მაგრამ მხატვარი მკვდარია. ახლა კი, ჩემი ფიქრებით უარესად გაგიჟებული, ვუმზერ სახრჩობელას და ვერ გადამიწყვეტია უკეთესობა სად არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.